შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Წარსულსა და მომავალს შორის თავი 1


13-07-2026, 16:48
ავტორი maviwyara
ნანახია 24

ჩვენ ადამიანები ხანდახან ვფიქრობთ, ის, რაც იყო, უკვე წარსულია და დავიწყებას მიეცა, მაგრამ ასე სულაც არ არის. შეიძლება ისეთ დროს გაგვახსენოს ჩვენმა წარსულმა ყველაფერი და დააყენოს ყველაფერი თავდაყირა, გაოცებაც კი ვერ მოვასწროთ.

მეგობრებო, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი წარსული შეცდომები, საქციელები, ტყუილი, რომელიც წლების წინ თქვით, აღარავის ახსოვს, ძალიან ცდებით. გავა დრო, დღეები, კვირები, წლები და უეცრად 0ის ყველაფერი გამოაშკარავდება.

სწორედ აქედან მინდა დავიწყო ჩემი პატარა ისტორიის მოყოლა.

სიმართლე გითხრათ, ყველაფერი ძალიან, ძალიან ადრე დაიწყო, მაგრამ ახლა დღევანდელი დღით დავიწყებ მოყოლას.

სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა ბავშვებს გავძახე:
— ანდრია, ლიტა, მოემზადეთ, ერთი თვით დასასვენებლად მივდივართ.

ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ლიტა ძალიან პატარაა, მაინც ძალიან გაუხარდა. ჩემი შვიდი წლის ბიჭი კი გახარებული და გაოცებული მიყურებს:

— დედა, სად მივდივართ?

— ჩემს მეგობართან. გვეპატიჟება ერთი თვით მასთან დასასვენებლად. თვითონაც მიდის თავის ოჯახთან ერთად და ჩვენც დაგვპატიჟეს.

— და მამამ იცი?

— დავურეკავ გზაში და ვეტყვი.

— დედა არ გავაბრაზოთ.

— ანდრია, მოემზადე და გავდივართ.

მას შემდეგ, რაც სახლში შემოვედი, ჩემი ტელეფონი არ ჩერდებოდა — რეკავდა და რეკავდა. ტელეფონს დავხედე, დედაჩემი იყო. ვუპასუხე:

— გისმენ, დედა.

— როგორა ხართ?

— კარგად, დედი. თქვენ როგორ ხართ?

— რატომ არ მპასუხობდით? შემეშინდა, ვიფიქრე, ბავშვები ხომ არ გყავთ ცუდად.

— ცოტა ხანში დასასვენებლად მივდივართ. ჩემი თანამშრომელი ნია ხომ გახსოვს? მასთან ერთად გურიაში მივდივართ. ბავშვებიც მომყავს.

—ლაზარემ იცის?

—ერთი კვირაა არ ჩანს, მობილური გათიშული აქვს. როგორც ჩანს, სვამს და სძინავს. კიდევ არ ვიცი... ალბათ შეიძლება სადმე ქალებთანაც კი არის, მაგრამ არ მაინტერესებს.
ეს ერთი თვე დასვენებას ვაპირებ ჩემს შვილებთან ერთად.

— ახლა კი უნდა დაგემშვიდობო, რადგან ბარგი უნდა ჩავალაგოთ და მივდივართ.

— დედა, არ გააბრაზო ლაზარე, დაელაპარაკე.

— დედა, არ გესმის? არ ვიცი, სად არის. ტელეფონს არ პასუხობს. როცა დამირეკავს, ვეტყვი.

— კარგი, დეე. მიყვარხარ, გაკოცო.

სანამ ჩავლაგდები, მოგიყვებით, თუ როგორ გავიცანი ნია.

ნია ჩემი ერთი საუკეთესო მეგობრის ბიძაშვილია, ისიც გურიიდან არის. დაახლოებით 7 წლის წინ გავიცანი ნიას ბიძაშვილი სალი და მე პირველ კურსზე ერთად მოვხვდით სამედიცინოზე.

ისე მოხდა, რომ საიდანაც იყო ჩამოსული, იმ გოგონებთან ერთად ვერ შეეწყო. მე მაღალმთიანი აჭარიდან ვიყავი ჩამოსული და ჩემს ერთ-ერთ ნათესავთან ვრჩებოდი. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მინდოდა იქ დარჩენა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.

როცა გავიცანი სალი და მივხვდი, რომ კარგი ურთიერთობა გვექნებოდა, დავახლოვდებოდით და ვიმეგობრებოდით, სალიმ შემომთავაზა, რომ ბინა ერთად გვექირავებინა.

თან ეს უკვე 10 წლის წინ იყო — გოგონები ერთად ბინის ქირაობა ისეთი თემა იყო, ტაბუდადებული, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ გვექირავებინა. ჩვენს მშობლებს დიდად არ მოეწონათ ეს ამბავი, მაგრამ იმით იმშვიდობდნენ გულს, რომ ჩემი მშობლები ხშირად ჩამოვიდოდნენ და მოგვინახულებდნენ. ამის გამო დაგვთანხმდნენ…

სალი სალიხში ხშირად მესტუმრებოდა, იმ დროს მეც ვსტუმრობდი. ასე აღმოჩნდა, რომ ბევრი საერთო და მისი მეგობრები შევიძინე. ძალიან კარგი მეგობრები, ნათესავები და ოჯახი ჰყავდა. ჩემს ყურადღება მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა მიიქცია. ყველა კარგები იყვნენ, მაგრამ ის, ის განსაკუთრებული იყო…

შემდეგ ისე მოხდა, რომ სალი გერმანიაში წავიდა, მე გავთხოვდი, ხოლო ერთ დღეს მეუბნება, რომ მისი პატარა ბიძაშვილი აპირებს ბათუმში ჩამოსვლას სამუშაოდ და თან დასასვენებლად და სურს, რომ სადმე ჩემთან ერთად ან ჩემთან ახლოს დაიწყოს, როგორც მუშაობა, ისე ცხოვრება.

სიმართლე გითხრათ, უკვე წლები გავიდა, რაც სალისთან ურთიერთობა აღარ მქონდა, რადგან ის გერმანიაში წავიდა, მე ოჯახი შევქმენი. მაგრამ მისი გამოჩენა ასე გამიხარდა. თან ნიას ვიცნობდი, როცა მასთან ჩავდიოდი, ხშირად იყო მასთან. უარი არც მითქვამს, დავთანხმდი.

ზუსტად სამი წელი იყო გასული, რაც ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ, მაგრამ ნია როგორც კი გამოჩნდა, ისევ აღდგა ჩვენი ურთიერთობა და თითქოს ნიამ დაგვაკავშირა ისევ მე და სალი.

ახლა სალი გერმანიაშია, სწავლა დაასრულა, ერთ-ერთი საუკეთესო ექიმია.

მე? მე, როგორც უკვე გითხარით, გავთხოვდი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვსწავლობდი და კარგი ნიშნებიც გვქონდა, ისე მოხდა, რომ 19 წლის ასაკში გავთხოვდი.

არის მომენტები, რომ ამ ჩემს გადაწყვეტილებას დედაჩემს ვაბრალებ, რადგან მან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. ბევრი ისეთი რამ მომიყვა, რაც რეალურად არ ყოფილა, ბევრი ტყუილი მითხრა, ბევრი რამ შეცვალა და არასწორად მოიტანა ჩემამდე.

რომ გითხრათ, პატარა ვიყავი და მისი არ მჯეროდა-მეთქი, მოგატყუებთ. არა, ყველაზე მეტად მისი მჯეროდა.

ახლა რომ ვიფიქრდები, ხვდები, ვიაზრებ, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო, რადგან მას სურდა ისე მომხდარიყო ყველაფერი, როგორც მოხდა. გული მტკივა ამაზე, მასთან ვერ ვსაუბრობ.

ყველაფრის და მიუხედავად, მე მყავს ორი შვილი, რომლებიც ძალიან მიყვარს.

— დედაა, მალე გავალთ?! — მომესმა ხმა ანდრიასი. — უკვე სადაცაა, უნდა მოვიდნენ. Ტელეფონზე მომივიდა შეტყობინება ნია იყო
— ცოტა ხანში გავალთ. ლიტა, არ დაისვაროს.


— კარგი, დედა, შევეცდები, არ დაისვაროს.

სამზარეულოში შევედით, მე და ნია სენდვიჩების გაკეთება დავიწყე.
— ასე უცებ საიდან გაჩნდი შენ აქ?-ვკითხე ქალბატონს

— მოვასწარი, ტაქსით მოვედი თქვენამდე.

— კარგია, მიდი, დამეხმარე რა. ლიტას საყვარელი წვენი ჩამისხი ბოთლში.

— გოგო, იცი, გადასარევი ამბავი მაქვს.

— რა ამბავი?

— ყველა ჩვენი სანათესაო თითქმის გურიაში იქნება. წარმოგიდგენია? ამდენი წლის შემდეგ ისევ გურიაში ვიკრიბებით ყველა.

— ძალიან კარგია.

ამ ლაპარაკში ვიყავით, როდესაც მანქანის სიგნალი გავიგეთ.

— კარგი რა, ბათუმიდან ასე სწრაფად როგორ მოვიდნენ?

— გოგო, ხულოში კი არის ყველა, სულ რაღაც 10 წუთის გზაა.

— კარგი, ხო, არაფერს არ ვამბობ. შენ ეგ წვენი და სენდვიჩები წამოიღე, მე ზევით ერთი ჩანთა მაქვს და ჩამოვიტან.

— კარგი.

ჩამოვიტანე და კაი, ეზოში გავედი. ბავშვებს ხელი მოვკიდე, მანქანაში ჩავსვი.

ნიას ძმამ, ლუკამ, მოგვაკითხა.

— ლუკა, როგორ ხარ?

— კარგად. ნინო, შენ როგორ ხარ?

— მეც კარგად.

— აბა, შენი გოგო რა შობა, ხომ არ მოგყვება თან?

— არა, ვერ დავითანხმე, სოფელში მიდის.

— არაუშავს, შემდეგ ზაფხულს გამოგყვება, იმედია.

მანქანაში ჩავჯექით. მუსიკები ჩართო და გავუდექით გურიისკენ გზას.

სხვათაშორის, მიუხედავად იმისა, რომ ნიას დიდი ხანია ვიცნობ, ილიასთან ერთად წლების შემდეგ პირველად მივდივარ გურიაში.

რაღაცნაირად გული დამიმძიმდა. თან მიხაროდა, გულს უხაროდა, მაგრამ თითქოს რაღაც მაბოჭებდა, არ სურდა წასვლა.

ცალკე იმაზე ვდარდობდი, ლაზარე უკვე ერთი კვირაა არ ჩანს. მშობლებთან დარეკვას აზრი არა აქვს, არ ვიცი რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე. ვიფიქრე, ალბათ რომ ჩავალ, მაინც დავურეკავ მის მშობლებს და ვკითხავ.

დასაწყისში ლაზარე არ სვამდა ამდენს, არც ასეთი ცივი და უკარება იყო. მერე თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა შეიცვალა და გახდა ასეთი.

არ ვამბობ, რომ თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი იყო, მაგრამ ეს შეცვლა ძალიან სხვანაირია. თავიდან ცოტათი მაინც იჩენდა ყურადღებას ჩემ მიმართ, მაგრამ ახლა ორი შვილი გვყავს და თითქოს ეს შვილები მისი არ არიან. მხოლოდ მაშინ ახსენდება, რომ შვილი და ცოლი ჰყავს, როცა ფული უთავდება და სასმლისთვის აღარ აქვს არც ფული და არც ძალა.

მუშაობს დაცვაში რამდენიმე ბიჭთან ერთად. სიმართლე გითხრათ, მიკვირს — სამნი არიან, სამივეს ზუსტად ერთი განრიგი აქვთ და არ ვიცი, ასეთი მთვრალები როგორ მუშაობენ.

ახლა იკითხავთ, რატომ არ ვშორდები?

ჩვენთან, აჭარაში, იმაზე რთულია ვინმეს გაშორება, ვიდრე გგონიათ, თან როცა შარიან ოჯახში ხარ. არც დედაჩემთან ხდება ეს, არც ჩემი ოჯახის წევრებს და არც ჩემი ქმრის ოჯახს.

ახლა იტყვით, მათი საქმე რა არისო, მაგრამ რამდენჯერმე გადავწყვიტე, რომ გავშორებოდი. როგორც კი ამას ვახსენებდი ან კიდევ ვუხსენებდი, სასწაულებრივად იცვლებოდა.

რამდენიმე კვირა სახლში იყო, ბავშვებს ეთამაშებოდა, ბავშვებთან დროს ატარებდა, არ სვამდა, არ ეწეოდა — მოკლედ, არაფერს აკეთებდა ისეთს, რასაც იქამდე აკეთებდა.

მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არ არის მთავარი?

ჩვენს შორის მთავარი სიყვარულია. მე ვხვდები, რომ არ მიყვარს და, სიმართლე გითხრათ, ვიცი, რომ მასაც არ ვუყვარვარ ისე, როგორც საჭიროა. თავიდანვე ამოჩემებული ვყავდი…
ნიამ რაც ხდება ჩემს ოჯახში, ყველაფერი კარგად იცის. ჩემი დიდი თხოვნიდან გამომდინარე, არ მინდოდა, რომ ვინმეს სცოდნოდა ის, რაც ხდება.

არ ვიცი, ამას რამდენად აკეთებს, მაგრამ მისი მადლიერი ვარ. ის ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე საჭიროა, ვიდრე რომელიმე მეგობარი გააკეთებს.

გურია ძალიან მიყვარს. მიყვარს ბუნება, ერთმანეთთან სიახლოვეა, გადაძახება-გადმოძახება. იმდენად სასიამოვნო მოსასმენია და იმდენად არის შენარჩუნებული, რომ მესიამოვნა აქ გამოსვლა.

წლები არ ვყოფილვარ და ზუსტად ისევ ისეთი არის. უბრალოდ რაღაცეები შეცვლილია — ავეჯი და რემონტი გაუკეთებიათ. ადამიანები ისევ ისეთები არიან, როგორებიც ადრე.

ახლა გაგიკვირდებათ და იტყვით, ადამიანები როგორ უნდა შეიცვალონო.

შეიცვალონ კი არა, იცი როგორ ძალიან იცვლებიან? ჩემს ირგვლივ ყველა იმაზე მეტად შეიცვალა.

როდესაც გაიგებენ, რომ ვინმესთან მიდიხარ, თითქოს სახლიდან ორთქლდებიან. თითქოს ყველას არ სცალია, თითქოს ყველა სადღაც გარბის. თითქოს ეს სინამდვილეა — ვინც მუშაობს, გასულია, ყველა ასეა.

მაგრამ აქ, ამ პატარა სოფელში, ყველაფერი ძალიან თბილი და კარგია.

ბავშვებს იმდენად მოეწონათ აქაურობა, ისე უხარიათ აქ მოსვლა, რომ არ ვიცი. უკვე ღამითაც კი ვერ ვაძინებ, თითქმის სულ ეზოში არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვებს აქვთ ეზო, სადაც ვცხოვრობთ, მაინც ძალიან უხარიათ ეზოში ყოფნა და ძლივს შემომყავს სახლში.

უკვე ერთი კვირაა აქ ვარ. ლაზარესგან ისე არაფერი ისმის. მშობლებს ველაპარაკე, თურმე რომელიღაც მეგობართან ყოფილა და რამდენიმე დღეში უნდა დაბრუნდეს.

ასე რომ, აღარ ვნერვიულობ. მთავარია, რომ კარგად არის და სადაც უნდა, იქ იყოს.

ნიას ძალიან საყვარელი ბებო ჰყავს — ლია ბებო. ძალიან მიყვარს ეს დიასახლისი. როდესაც სამზარეულოში ვტრიალებ, ბებოს ძალიან მოსწონს ჩემი გაკეთებული კერძები, მაგრამ მეუბნება, რომ მაინც ნუ ვიწუხებთ თავს.

რა თქმა უნდა, ყველა ბებო ხომ ასეთია, მაგრამ გურულები მაინც განსაკუთრებით საყვარლები არიან.

საღამოს მალე დავიძინეთ. ბავშვებმაც მალე დაიძინეს.

ღამით ხმები მომესმა. ბებო ეუბნებოდა ვიღაცას:

— საიდან გაჩნდი, შვილო, აქ? შენ როგორ მომენატრე. ერთი შენს ცოლსაც მოვესწრებოდი და მერე მოვკვდე, თუ გინდა.

დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. ვიფიქრე, ალბათ ვიღაც სტუმარია-თქო.
დილას მალე ავდექი, საუზმე მოვამზადე, მივეხმარე რაღაც საქმეებში და ჩემს შვილებთან ავედი ზევით.

— ორივეს გაიღვიძე.

ანდრია ტანზე იცვამდა, ლიტა კიდევ საწოლზე ხტუნაობდა. ორივე მოვამზადე და ქვევით გავუშვი. მეც გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი.

ვიღაც აივანზე შევნიშნე, მაგრამ ჩემგან ზურგით იდგა, მისი სახე ვერ დავინახე. ყურადღება არ მიმიქცევია.

ბავშვებთან შევედი. ანდრია უკვე ასრულებდა, ლიტა ნიას აბრაზებდა.

— ანდრია, მოდი ნახე ერთი, როგორი საოცარი გოგოა.

გაკვირვებულმა მივიხედ-მოვიხედე. ანდრია ხომ მაგიდასთან იჯდა, ვის ეძახდა?

უცებ გულში რაღაცამ გამკრა. თვალები მაგრად დავხუჭე. ფეხის ხმა ზურგს უკან გავიგონე. ყელში ბურთი გამეჩხირა, სუნთქვაც კი შევწყვიტე.

მისი ხმა რომ გავიგე, თავზარი დამეცა. მივხვდი, ჩემს უკან იდგა.

— ვაა, ეს რა მაგარი გოგოა. ვინ არის ეს ვაჟკაცი?

— ვინ არის კიდევ? ჩემი სახელი ანდრიაა.

— ანდრია? ჩემი მესახელე ხარ. როგორ გამიხარდა.

თვალებს არ ვახელდი. თითქოს ასე გაქრებოდა.

ზუსტად ამ დროს ტელეფონმა დარეკა. არც კი გამიხელია, ტელეფონს ხელი დავავლე და ისე გავედი უკან. არც მოვტრიალებულვარ.

ტელეფონზე არც დამიხედავს, ისე ვუპასუხე.

ლაზარე იყო.

ღმერთო ჩემო... თითქოს იგრძნო. არ მჯერავს. ის აქ არის. ამ სახლშია.

როგორ ვერ გავითვალისწინე ეს ყველაფერი? როგორ გამომრჩა? მაგრამ ის ხომ აქ არ იყო? ის ხომ საქართველოში საერთოდ არ იყო?

ახლა რა უნდა გავაკეთო?

— გისმენ, ლაზარე.

შევეცადე დამშვიდებულიყავი და ისე ვუპასუხე.

— სად ხარ?

— განრისხებული ხმა მომესმა.

— ნიასთან ერთად ვარ, გურიაში.

—ბავშვები სად არიან?

— ჩემთან ერთად.

— მერე არ უნდა გეთქვა ჩემთვის?

— ლაზარე, კარგად ხო ხარ? ტელეფონი ჩართული გქონდა მთელი ორი კვირა? შენ ვერ გიკავშირდებოდი და როგორ გამიფრთხილებინე?მე უკვე ერთი კვირა აქ ვარ.

— ესე იგი დამნაშავე მე ვარ?

— ძალიან გთხოვ, თუ რამე პრობლემა გაქვს, მითხარი. თუ არა და, არ შემაწუხო. ეს ერთი თვე ჩემს შვილებთან ერთად მინდა, რომ დავისვენო.

— და რამ დაგღალა?

— ჯანდაბა, ლაზარე... თუ არაფერი არ გაქვს სათქმელი, გაგითიშავ.

— როგორ მელაპარაკები? ეს რა სითავხედეა...

კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ გავუთიშე.

ეზოში პატარა მაგიდა იდგა თავისი სკამებით და ქოლგით. იქ ჩამოვჯექი. ნახევარი საათი იქ ვიყავი.

დავმშვიდდი. გავიაზრე, რომ ის აქ იყო.

დამშვიდებული და გონზე მოსული შევედი შიგნით.
შიგნით რომ შევედი, ლაზარე არსად იყო.

ნიამ მკითხა, იქვე ლიტასთან მოთამაშემ:

— რა გითხრა?

— არაფერი, სისულელეები ილაპარაკა.

— სახეზე ფერი არ გადევს. რამე ცუდი გითხრა?

— არა, არა.

— ანდრია სად არის?

— ანდრია ანდრიასთან ერთად ლეგოს აწყობს. იცი, რა საყვარლები არიან? მიდი, ნახე.

— იცოდი, რომ ანდრია ჩამოსვლას აპირებდა?

—შენ რა ადრე იცნობდი ანდრიას?

— არ ვიცი... შეიძლება ადრე შევხვედრივარ, როცა სალისთან ერთად გამოვდიოდი, მაგრამ სალისგან ბევრი მსმენია.

მოვიტყუე. უსინდისოდ მოვიტყუე, მაგრამ არ შემეძლო ახლა აქ ნიასთვის ყველაფერი მეთქვა.

— ა, ხო... ჩემი დეიდაშვილი ასეთია, ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს და ყველას უყვარს.

მხოლოდ გავუღიმე და ოთახიდან გამოვედით.

ჩემს ოთახში ვაპირებდი ასვლას, როცა მომესმა:

— შეიძლება ვილაპარაკოთ?

— რა თქმა უნდა...

ძლივს ვთქვი ორი სიტყვა. ძალა მოვიკრიბე და აივანზე გავედით.

—ისე წახვედი, არც კი გითქვამს რამე.

გამეღიმა.

—წლების წინ ისე წახვედი, თითქოს არც კი ყოფილხარ.

—ახლა მთხოვო მაგ ყველაფრისთვის პასუხს?გთხოვ, უბრალოდ ნაცნობები ვიყოთ. საერთო მეგობრებით მეტი არაფერი. არც წარსული და არც მომავალი.

შევხედე.

ისევ ისეთი იყო. თითქოს ამ ათ წელს მისთვის არაფერი შეეცვალა.

ისევ, ისევ ისე მიყურებდა, როგორც ადრე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent