"ეს ჩვენი საიდუმლოა"
ბავშვობაში რასაც მე თამაშად ვთვლიდი, სინამდვილეში სხვა სახელი ჰქონია - "სექსუალური შევიწროება"... მეხსიერება უცნაურად მუშაობს - ყველაზე მტკივნეულ წუთებს ხან შლის, ხან კი მხოლოდ ფრაგმენტებად ტოვებს...იმ დღეების ყველა დეტალი არ მახსოვს...მაგრამ მახსოვს ოთახი...ჩახუთული ჰაერი...ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი...ერთი კაცის ხელი...და ჩემი ბავშვური გონება, რომელსაც ეგონა, რომ ეს ყველაფერი თამაში იყო...წლები გავიდა...გავიზარდე...ვისწავლე უამრავი სიტყვა, მაგრამ ერთის მნიშვნელობა ყველაზე გვიან გავიგე...სექსუალური შევიწროება...როცა ამ ორ სიტყვას პირველად წავაწყდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ისინი ჩემს ისტორიას აღწერდნენ... ბავშვობაში არ ვიცოდი, რომ ზოგიერთი შეხება არ უნდა ხდებოდეს...რომ ზოგიერთი მზერა ბავშვს არ ეკუთვნის...რომ ზოგიერთი "ეს ჩვენი საიდუმლოა" სინამდვილეში მოპარულ ბავშვობას ნიშნავს...მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ზოგჯერ უხერხულად ვგრძნობდი თავს...ზოგჯერ მინდოდა, ოთახიდან გავქცეულიყავი...ზოგჯერ ვერ ვხვდებოდი, რატომ არ მიყვარდა იმ ადამიანის სიახლოვე, რომელსაც ყველა ენდობოდა...ვფიქრობდი, რომ პრობლემა ჩემში იყო...ბავშვებს ხომ ყველაფერში საკუთარი თავი მიაჩნიათ დამნაშავედ...დაახლოებით შვიდი წლიდან ერთი და იგივე კოშმარი გამუდმებით მაწუხებდა.თავიდან ბუნდოვანი იყო ყველაფერი.ყოველ ღამე ერთი ოთახი.ჩალისფერი კედლები.ფანჯარასთან ახლოს მდგარი დიდი ყავისფერი სავარძელი.და მასში მჯდარი ადამიანი.ჟურნალს კითხულობდა.შემდეგ დამიძახა.და მეღვიძებოდა.ყოველთვის შეშინებული...გულაჩქარებული...თვალებში ცრემლებით. არ ვიცოდი, რომ ზოგიერთი კოშმარი უბრალოდ სიზმარი არ არის...ერთ დღეს მოგონებების ძველ სკივრს თითქოს ვიღაცამ სახურავი ახადა. მტვრით დაფარული სცენები ერთმანეთის მიყოლებით გაცოცხლდნენ. ერთი დღე მეორეს დაუკავშირდა. ერთი ეპიზოდი - მეორეს. ერთი შეგრძნება - მეორეს...და მაშინ მივხდვი რატომ არ მიყვარდა ის ადამიანი...რატომ გავურბოდი მას...განა უცნობი იყო?არა...ყველაზე ნაცნობი...სისხლით ნათესავი...იმ ასაკის კაცი,რომელიც წესით ბაბუად მეკუთვნის...როცა ყველაფერი გავაანალიზე, უხმოდ ვტიროდი.ისე, რომ ჩემს ცრემლებს მხოლოდ ბალიში დაესველებინა.ჩემს სამყაროში ჩავიკეტე და თითქოს იმ პატარა ბავშვს ვეძებდი, რომელიც მაშინ ვერ მიხვდა, რა ხდებოდა.ყველაზე მეტად კი შხაპის მიღება მახსოვს.წყლის ქვეშ დიდხანს ვიდექი.კანს ისე ვიხეხავდი,თითქოს შემეძლო ჩამომებანა ის უხილავი კვალი, რომელიც სხეულზე კი არა, სულში დარჩა.ვიხეხავდი იქამდე, სანამ კანი არ ამიწითლდებოდა.ვფიქრობდი, იქნებ ასე მაინც გავთავისუფლებულიყავი იმ შეგრძნებისგან, რომელიც წლების განმავლობაში ჩემთან ერთად ცხოვრობდა.მაგრამ წყალი მხოლოდ სხეულს წმენდს.ყველაზე მეტად ის მტკენს, რომ იმ ბავშვს არავინ აუხსნა...არავინ უთხრა:"თუ რამე გაწუხებს, შეგიძლია თქვა"...არავინ ასწავლა, რომ სხეულს საზღვრები აქვს...არავინ უთხრა, რომ უფროსიც შეიძლება ცდებოდეს...არავინ უთხრა, რომ "არა" ბევრად ძლიერია...და ამიტომ გაჩუმდა...იმიტომ, რომ ვერ დაარქვა სახელი...ყველაზე სასტიკი კი ის არის, რომ მოგონებების ყველა ნატეხი ბოლომდე ვერ შევაერთე...ზოგიერთი კადრი მკაფიოდ მახსოვს...ზოგიერთი კი თითქოს ნისლშია გახვეული...არის ადგილები ჩემს მეხსიერებაში, სადაც სიცარიელეა...და სწორედ ეს სიცარიელე მაშინებს ყველაზე მეტად...არ ვიცი, კიდევ რა ტკივილი დამიტოვა იმ ადამიანმა...იქნებ სწორედ იმიტომ დამალა ჩემმა გონებამ ზოგიერთი მოგონება,რომ პატარა ბავშვს იმაზე მეტი ტკივილის ატანა აღარ შეეძლო.დღემდე ჩუმად ვარ.დღემდე ის სიტყვები, რომლებიც წლების წინ უნდა მეთქვა, სადღაც ჩემში ჩარჩენილია.დღემდე კოშმარები მაღვიძებს.ზოგჯერ ისევ იმ პატარა გოგოდ ვგრძნობ თავს, რომელსაც გაქცევა უნდოდა, მაგრამ არ იცოდა როგორ.დღემდე მეშინია იმ ადამიანის. იმ „ბაბუის“...სხვებისთვის უბრალოდ ნაცნობი, ოჯახის წევრი ან კეთილი ადამიანი რომ არის...ხოლო ჩემთვის...ჩრდილი, რომელიც წარსულიდან დღემდე მომყვება... და რამდენი გოგო არსებობს, რომელიც ამავე ტკივილით ცხოვრობს?რამდენს ეღვიძება შუაღამისას აჩქარებული სუნთქვით?რამდენს აბრუნებს ერთი სუნი, ერთი ხმა, ერთი ოთახი იმ წარსულში, საიდანაც გაქცევა ვერასოდეს შეძლო?რამდენი ატარებს ამ ტკივილს ჩუმად...იმიტომ, რომ ეშინია.იმიტომ, რომ რცხვენია - მიუხედავად იმისა, რომ სირცხვილი არასოდეს ყოფილა მისი.იმიტომ, რომ ჰგონია, არავინ დაუჯერებს.იმიტომ, რომ მოძალადის ნათქვამი - „ეს ჩვენი საიდუმლოა“ -წლების შემდეგაც ყურებში ექოდ ჩაესმის.არასოდეს მეგონა, რომ მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებასაც შეეხებოდა.ბავშვობაში იმას, რაც ხდებოდა, თამაშს ვეძახდი...სინამდვილეში სხვა სახელი ჰქონდა..."სექსუალური შევიწროება"...და მთელი ბავშვობის სიმძიმე, რომელიც ამ ორ სიტყვაში დაეტია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



