შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"თუ ბედისწერაა" (ნაწილი III)


22-07-2026, 23:26
ავტორი Mariana_045
ნანახია 6

მალევე გამომეღვიძა.თვალები ძალიან ნელა გავახილე.წამით ვერ მივხვდი, სად ვიყავი.მერე ყველაფერი გამახსენდა.ტბა.სიცივე.სიცხე.და...ლევანი.პირველი, რაც დავინახე, ისევ ის იყო.ჩემ თავთან იჯდა.ისეთი დაღლილი ჩანდა, გული მომეკუმშა.ღამე აშკარად საერთოდ არ ეძინა.თმაც კი არეული ჰქონდა.ნელა წამოვიწიე.ჩემი მოძრაობა რომ გაიგონა, მაშინვე დამხედა.სახეზე დაღლილობა ერთ წამში გაუქრა.
-გაიღვიძე? - მხოლოდ თავი დავუქნიეშუბლზე ხელი დამადო.რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა.მერე ისევ ღრმად ჩაისუნთქა...
- მგონი სიცხეს დაკლება არ უნდა...შენსავეთ ჯიუტია
- მთელი ღამე არ გეძინა, ხომ? - გაეღიმა.
-ცოტა მეძინა.
-მატყუებ.
-ცოტათი.
- ლევან...მართლა კარგად ვარ. - ამ დროს კარვის ელვა ფრთხილად გაიხსნა.ჯერ ნიკას თავი გამოჩნდა.მერე მისი ხმა.
- ცოცხლები ხართ? - ლევანმა სიცილით ამოიოხრა.
- შემოდი. - ნიკა კარავში შემოვიდა.ხელში ისევ ორი ჭიქა ეჭირა.
-ყავა...და...კესანესთვის გვირილის ჩაი. - ჩემსკენ გამოიხედა.
- აბა, როგორ გრძნობს თავს ჩვენი პაციენტი?
- უკეთ მაგრამ სიცხე ისევ აქვს
-ოოო - მერე ლევანს შეხედა.
- შენ? - ნიკამ რამდენიმე წამი უყურა.მერე თვალები მოჭუტა.
- მოიცა...შენ მართლა საერთოდ არ დაგიძინია? - ლევანმა მხრები აიჩეჩა.
-ვერ დავიძინებ
- ვიცოდი. - ნიკამ ყავა მიაწოდა. - აი, დალიე.თორემ შემდეგი პაციენტი შენ გახდები. - ლევანმა ჭიქა გამოართვა.
- მადლობა.
-მადლობა მერე თქვი.ჯერ სარკეში ჩაიხედე. - ლევანმა გაუკვირვებლად შეხედა.ცოტა ხანში დათამაც შემოყო თავი.
- აბა?როგორაა ავადმყოფი?
- უკეთ. - უპასუხა ლევანმა.
- და მომვლელი? - ნიკამ არ დააცადა.
- მომვლელს რეანიმაცია საჭიროებს. - ლევანს ბალიში ესროლა.
-აიღე ეს და ცოტა დაიძინე.
-არ მეძინება.
- იმიტომ, რომ ჯიუტი ხარ. - ნიკამ მე შემომხედა.
- ხედავ?ეს კაცი საერთოდ აღარ გვემორჩილება.
- მგონი, არასდროს გემორჩილებოდათ.- სიცილით ვუთხარი.
- მართალია.მაგრამ ახლა ოფიციალურად უარესია გამხდარი - ყველას გაეცინა.ნიკამ რამდენიმე წამი იფიქრა.მერე ეშმაკურად გაეღიმა.
-კარგი...მაშინ კესანეს გვერდით დაწექი.იქ უფრო მალე ჩაგეძინება. - ერთი წამით კარავში სიჩუმე ჩამოვარდა.შემდეგ დათამ ისეთი ხარხარი დაიწყო, ძლივს იდგა ფეხზე.მე სიცილი ვეღარ შევიკავე.ლევანმა კი სახეზე ხელები აიფარა.
-ნიკა...
- რა?სამეცნიეროდ დამტკიცებულია.ადამიანს, რომელიც უყვარს, გვერდით რომ ჰყავს, უკეთ სძინავს.
- სად დამტკიცდა? - სიცილით ვკითხე.
- ჩემთან.პირადი კვლევა ჩავატარე.
- რამდენ ადამიანზე?
- ვერ ვიტყოდი,რომ ადამიანამდე შეძლო ამ კვლეამ მისვლა...ჩემ კველას ფრთები ვერ შევასხი...ასე,რომ ბალიშზეა ჩატარებული...მაგრამ მერწმუნეთ ინდივიდებზე ასე მოქმედებს - კარავი ისევ სიცილმა აავსო.ლევანმა ბოლოს დანებებულივით ამოიოხრა.
-ღმერთო... - ნიკამ და დათამ ბოლოს მაინც დაგვტოვეს.
- კარგი, ჩვენ გარეთ ვიქნებით. - თქვა დათამ.
-და თუ ამ ჯიუტს მაინც ვერ დააძინებ... - ნიკამ ლევანისკენ გაიშვირა თითი. - დამიძახე. ძალით დავაძინებ.
-გადი, ნიკა. - სიცილით უთხრა ლევანმა.
- მივდივარ, მივდივარ... - კარავში სიჩუმე იყო,გარედან მხოლოდ ჩიტების ხმა და ხეების შრიალი ისმოდა.ლევანი ისევ ჩემკენ იყო მობრუნებული.თვალებში აშკარად ეტყობოდა, რომ დაღლილობას უკვე ვეღარ უმკლავდებოდა.
-ლევან... - ჩუმად დავუძახე,რადგან ამის ძალაც აღარ მქონდა უკვე.
-გისმენ,კეს
- ახლა უკვე კარგად ვარ.
-ვიცი.
-არა...მართლა კარგად ვარ. - ღიმილით თავი დამიქნია.
- მიხარია.
-მაშინ ერთი თხოვნა მაქვს.
-ყველაფერი.
-დაიძინე.
-კესანე...
-არა, ახლა ჩემი ჯერია.მთელი ღამეა არ გძინავს.ერთი წუთითაც კი არ დაგიხუჭავს თვალები...გთხოვ...დაიძინე... - თავი გააქნია.
-არ მინდა.
-რატომ?
-თუ ისევ სიცხემ აგიწია? - გამეღიმა.
-მაშინ გაგაღვიძებ.გპირდები.მართლა კარგად ვარ. - ისევ ჩუმად მიყურებდა.ლამის ვეხვეწებოდი.
-გთხოვ...ჩემ გამო თუ არ იძინებ, მაშინ სწორედ ჩემ გამო უნდა დაიძინო. - რამდენიმე წამი ჩაფიქრდა.მერე ძალიან ნელა ამოისუნთქა.
- კარგი...ვნებდები.გულწრფელად გამიხარდა.ლევანი გვერდით მომიწვა.კარავში ისევ სიმშვიდე ჩამოწვა.უნებურად მისკენ გადავბრუნდი.ხელები წელზე მომხვია.მდ თავი მხარზე დავადე.
- ასე უკეთესია? - ჩუმად მკითხა.
- ბევრად. - თითქოს მხოლოდ ეს პასუხი ელოდა.თმაზე ერთხელ ნაზად მომეფერა.მე კი თვალები დავხუჭე.მეგონა, ჯერ დიდხანს ვისაუბრებდით.მაგრამ...ალბათ სხეულმა გადაწყვიტა, რომ ახლა დასვენების დრო იყო.პირველად მე ჩამეძინა.რამდენიმე წუთის განმავლობაში ლევანი ისევ ფხიზლად იწვა.უსმენდა ჩემს სუნთქვას.როცა დარწმუნდა, რომ მშვიდად მეძინა.მხოლოდ ამის შემდეგ დახუჭა თვალები თვითონაც.და ბოლოს...მასაც ჩაეძინა.დიდხანს არც ერთს გვეძინა.კარვის ელვა ძალიან ფრთხილად გაიხსნა.ნიკამ ჯერ მხოლოდ თავი შემოყო.
-აბა...დაიძინა თუ ისევ ჯიუტობს? - პასუხი არავინ გასცა.ჩვენ რომ დაგვინახა, სახეზე ისეთი ღიმილი გადაეფინა, დათას დაუძახა:
- ფშშ...მოდი აქ.მაგრამ ჩუმად. - დათამაც შემოყო თავი.ორივემ ერთმანეთს გადახედა.შემდეგ ისევ ჩვენ.ლევანს ძილში ხელი ისევ ჩემთვის ჰქონდა მოხვეული.მე კი ისევ მის მხარზე მედო თავი.ნიკამ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.
- ეს ისტორიას უნდა დარჩეს.
-გადაიღებ? - ჩურჩულით ჰკითხა დათამ.
-აბა რას ვიზამ?ასეთ კადრებს ცხოვრება ყოველდღე არ გჩუქნის. - ჩხაკ!ფოტო გადაიღო.ეკრანს დახედა და კმაყოფილმა გაიღიმა.
- შედევრია. - ორივენი ისევ ფეხაკრეფით გავიდნენ.როცა გავიღვიძე, თავი უკვე მსუბუქად მქონდა.სხეულიც აღარ მტკიოდა ისე.აღარც მციოდა.ლევანმაც თითქმის იმავე დროს გაახილა თვალები.ერთმანეთს შევხედეთ.
- როგორ ხარ? - პირველი ისევ მან მკითხა.გამეღიმა.
-ბევრად უკეთ.
- მართლა? - თავი დავუქნიე.
- მგონი, უკვე სიარულის ძალაც მაქვს. - ლევანს ისეთი შვება დაეტყო სახეზე, თითქოს საკუთარი სიცხე დაუვარდა.ზუსტად მაშინ კარავი ისევ გაიხსნა.ნიკა ამჯერად ღიმილს ვეღარ მალავდა.
- დილა მშვიდობისა, მძინარე მზეთუნახავებო!
- ნიკა... - ამოიოხრა ლევანმა.
-არა, ჯერ არაფერი თქვა.ჯერ ეს ნახეთ. - ტელეფონი ჩვენკენ მოაბრუნა.ეკრანზე ფოტო გამოჩნდა.მე ლევანის მხარზე მეძინა.ლევანს ხელი ისევ ჩემთვის ჰქონდა მოხვეული.ორივეს ისეთი მშვიდი სახე გვქონდა, თითქოს მთელ სამყაროში არაფერი გვაწუხებდა.რამდენიმე წამი ფოტოს ჩუმად ვუყურებდი.ლოყები შემიწითლდა.
-ნიკა!
- რა?
-როდის გადაიღე?
- როცა თქვენ ორს მსოფლიოში ყველაზე ტკბილად გეძინათ. - ლევანმა სიცილით თავი გააქნია.
-შენ მართლა გამოუსწორებელი ხარ.
-არა...მე უბრალოდ თქვენი პირადი ფოტოგრაფი ვარ...თან უფასოდ... - სამი დღე თითქოს სამ წამად გადაიქცა.ვერც კი მივხვდით, როდის დავკეცეთ კარვები ბოლოჯერ, როდის მოვიკიდეთ ზურგჩანთები და როდის დავადექით უკან, ქალაქისკენ მიმავალ გზას.მანქანაში ამჯერად გაცილებით მშვიდად ვისხედით.ალბათ იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი ისევ იმ ტბებთან დარჩა.იმ კოცონთან.იმ ღამესთან.იმ დილასთან.ფანჯრიდან უკან ვუყურებდი მთებს.ნელ-ნელა პატარავდებოდნენ.შემდეგ ღრუბლებში დაიმალნენ.მერე საერთოდ გაქრნენ.
- დამაბრუნეთ... - ჩუმად თქვა მარიამმა.ყველამ მისკენ გავიხედეთ.
-რა?
-უკან წამიყვანეთ.აქ არ მინდა...მთაში მინდა. - გიორგიმ მაშინვე ამოიოხრა.
- მეც...მაგრამ ჩემი სამსახური ალბათ ვერ გაიგებს, რომ ახლა ჩემი გონება და გული იქ დამრჩა.
-სულ სამსახურზე ნუ ფიქრობ. -გაეცინა დათას.
- აბა, ხელფასს შენ მომცემ?
- კიდევ რა გინდა? - მანქანაში ისევ სიცილი ატყდა.ქალაქი ნელ-ნელა გამოჩნდა...საცობები...შუქნიშნები...მანქანების სიგნალები...ცხელი ასფალტი...ჰაერი თითქოს ერთბაშად დამძიმდა.ფანჯარა ბოლომდე ჩამოვწიე.მაინც ვერ ვიპოვე ის სუფთა, ცივი ჰაერი, რომელიც დილით ტბებთან ვისუნთქეთ.ზაფხული ისეთი ჯიუტი აღმოჩნდა, მოწყენის უფლებას არ გვაძლევდა...ყოველდღე ერთად ვიყავით.თუ დილა იყო...აუცილებლად სანაპიროზე გვიპოვიდით.ზღვა უკვე ჩვენი მეორე სახლი გახდა.ვინ უფრო შორს გაცურავდა.ვინ უფრო დიდ ტალღას გაუძლებდა.ვინ უფრო დიდხანს გაჩერდებოდა წყალში.მერე ქვიშაზე ვწვებოდით.მარიამი მზისგან დამცავ კრემს ყველას ძალით უსვამდა.ნიკა კი ყოველ ჯერზე იფიცებოდა:
- კაცს რუჯი დამცავი კრემის გარეშე უნდა ჰქონდეს! - ორი საათის შემდეგ კი...
-კესანე...ზურგზე რამე წამისვი...ვიწვი. - რა თქმა უნდა, დამწვარი ისევ ნიკა იყო.ზაფხულის ბოლოს გოგოებზე შესაშური რუჯი ჰქონდა.საღამოობით სულ სხვა ამბავი იყო.პლედებს ვიღებდით.საჭმლით სავსე ჩანთებსაც.სანაპიროზე წრეს ვკრავდით.ზღვა ნელ-ნელა მუქ ლურჯ ფერს იღებდა.ტალღების ხმა ჩვენს საუბრებს ფონად გასდევდა.ხან სიმღერას ვიწყებდით.ხან უაზრო თამაშებს.ხან მომავალ მოგზაურობებს ვგეგმავდით.ლევანი კი თითქმის ყოველთვის რუკას შლიდა.
- აქ უნდა წავიდეთ...
- არა, ჯერ აქ.
- ამ ჩანჩქერზე ამბობენ, გზაც კი თავგადასავალიაო. - და მე ყოველ ჯერზე მეღიმებოდა.ვიცოდი, საბოლოოდ მაინც იქ წავიდოდით, სადაც ყველაზე მეტი თავგადასავალი გველოდა.ღამეები კი...ღამეები მთლიანად ნიკას ეკუთვნოდა.
-მთელი დღე ბუნებაში ირბინეთ.ახლა ქალაქსაც ეცით პატივი!
-ნიკა, გთხოვ... -ამოიოხრებდა მარიამი.
-არა!დღეს კლუბში მივდივართ! - და ისე თავდაჯერებულად აცხადებდა ამას, თითქოს ქალაქის ღამის ცხოვრების მინისტრი ყოფილიყო.შედეგიც ყოველთვის ერთი იყო.დათა პირველი ნებდებოდა.გიორგი ამბობდა, „ერთი საათით მხოლოდ.“სოფო და ლიკა ათჯერ იმეორებდნენ, რომ არ იცეკვებდნენ...და ხუთ წუთში უკვე საცეკვაო მოედნის შუაგულში იყვნენ.მე და ლევანი ერთმანეთს ღიმილით ვუყურებდით.
- წავიდეთ? -მკითხავდა.
-გამოტოვება როგორ შეიძლება? - და ასე აღმოვჩნდებოდით ხოლმე ქალაქის ყველაზე ხმაურიან კლუბში.ნიკა ისე დადიოდა გეგონებოდათ სახლში იყო.დათა ყველას იცნობდა.მარიამი პირველ ნახევარ საათს ბუზღუნებდა.მერე თვითონ ითხოვდა საყვარელ სიმღერას.ლევანი კი, ხმაურის მიუხედავად, მაინც ახერხებდა, ხანდახან ჩემთან ახლოს დახრილიყო და ეკითხა:
- ხომ არ დაიღალე? - და მე ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე პასუხს ვუბრუნებდი:
- არა...როცა თქვენთან ვარ, არც დღე მღლის...არც ღამე. - სწორედ ასეთი იყო ის ზაფხული.დილით ზღვის მარილიანი სუნი.შუადღის მზე.საღამოს პიკნიკები.ღამით ქალაქის ხმაური.და ამ ყველაფრის შუაგულში...ჩვენ.ერთ დღესაც,როგორც ყოველთვის, სანაპიროზე ვიყავით.გიორიგი და დათა ქვიშის ხელბურთს თამაშობდნენ.მარიამი და სოფო ზღვის ნიჟარებს აგროვებდნენ.ლიკა მზეზე ირუჯებოდა და ყოველ ხუთ წუთში ყველას აფრთხილებდა:
- ქვიშა არ მომაყაროთ! - რაც, რა თქმა უნდა, ნიკასთვის ოფიციალური მოწვევა იყო.მე და ლევანი კი ცოტა მოშორებით ვიჯექით.ფეხები ქვიშაში გვქონდა ჩაფლული.ლევანს თავი ჩემს კალთაში ედო.ერთი ხელი თვალებზე ჰქონდა აფარებული, რომ მზეს არ შეეწუხებია.მეორე ხელით ქვიშაში უაზრო ხაზებს ავლებდა.ზღვის ტალღები მშვიდად მოდიოდნენ და უკან ბრუნდებოდნენ.სწორედ მაშინ წამოხტა ნიკა.იმ სახით, როგორსაც მხოლოდ მაშინ იღებდა, როცა რაღაც „გენიალური“ იდეა მოსდიოდა.
-ხალხო! - ყველამ მისკენ გავიხედეთ - საღამოს ატრაქციონების პარკში წავიდეთ! - რამდენიმე წამი სიჩუმე ჩამოვარდა.შემდეგ კი...
- წავედით! - თითქმის ერთდროულად დაიძახეს დათამ და მარიამმა.
-არა! - თქვა ლიკამ. - იმ საშინელ ატრაქციონებზე არ ამიყვანოთ.
- ვინ გითხრა, რომ არ აგიყვანთ? - ეშმაკურად გაეცინა ნიკას.
- ვერ გამიბედავ.
- მე?
- ჰო, შენ.
-ლიკა...დღეს ტირილით ჩამოხვალ.
-ჯერ შენ ჩამოდი. -დათამ სიცილი ვერ შეიკავა.ლევანმა თავი ოდნავ ასწია.ნიკასა და ლიკას კამათს შეხედა.შემდეგ ჩემსკენ ამოიხედა და ჩუმად მითხრა:
- არა...ესენი არასდროს გაიზრდებიან. - გამეღიმა.
- დარწმუნებული ხარ, რომ ჩვენც დიდები ვართ? - რამდენიმე წამით მიყურებდა.მერე გაეცინა.
- არა.ჩვენ უბრალოდ უკეთ ვმალავთ. - საღამოს ატრაქციონების პარკი ფერადი ნათურებით იყო განათებული.ყველგან მუსიკა ისმოდა.ბავშვები დარბოდნენ.ჰაერში პოპკორნისა და შაქარბამბის სუნი ირეოდა.ნიკა შესასვლელშივე გაჩერდა.ხელები წელზე შემოიწყო.
- წესებს ვაცხადებ!
-დაიწყო... - ამოიოხრა გიორგიმ.
-ყველა უნდა ავიდეს მინიმუმ ერთ საშიშ ატრაქციონზე!
-არ ავალ. - მაშინვე თქვა ლიკამ.
-არ ახვალ თქო არ მითქვამს.
-ნიკა!
-ლიკა!
- მეშინია!
-მეც! - ყველას გაეცინა. პირველი არჩევანი „ეშმაკის ბორბალი“ აღმოჩნდა.
- ეს არც ისე საშიშა. - თქვა ლევანმა.
- ეგ შენთვის...თორემ ვისაც სიმაღლის შიში გვაქვს... — ჩაილაპარაკა მარიამმა.წყვილებად დავსხედით.მე და ლევანი ერთ კაბინაში ვიყავით.შემდეგ კაბინაში ნიკამ გოგოები შეყარა,თან მიაძახა:
-გეგონათ ჯერ მე შევიდოდი და მერე თქვენ გაიქცეოდით უკან ხომ? - ნიკა,დათა და გიორგი კი შემდეგ კაბინაში მოკალათდნენ.ნელ-ნელა მაღლა ავდიოდით.ქალაქი ქვემოთ პატარავდებოდა.ზღვა საღამოს შუქებში ბრწყინავდა.ქარი თმას მიწეწავდა.
- ხედავ იქ ? სანაპიროს.შუადღეს იქ ვისხედით.ახლა კი...აქ ვართ - გამიღიმა ლევანმარამდენიმე წამი ჩუმად ვიყავით.
- იცი...ბედნიერება ზუსტად ასეთია.
- როგორი?
- როცა ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს,როცა შენთან ვარ ... - პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი.ქვემოდან ნიკას ღრიალი შემოგვესმა.
- ჰეი, მტრედებო!რომანტიკას მორჩებით?ჯერ ყველაზე საშიში ატრაქციონი გველოდება! - და მართლაც...გველოდებოდა.ის უზარმაზარი ატრაქციონი, რომელიც ჯერ ცაში ნელა ადიოდა...შემდეგ კი ისეთი სისწრაფით ეშვებოდა ქვემოთ, რომ საკუთარი ყვირილის ხმაც აღარ გესმოდა.
-მე არ ავალ! - მტკიცედ განაცხადა ლიკამ.
-მეც. - დაუჭირა მხარი მარიამმა. - ნიკამ ტაში შემოჰკრა.
- მშვენიერია!მაშინ თქვენ ორს ჩვენ აგიყვანთ.
-რას ნიშნავს აგვიყვანთ? - გვიან იყო.ნიკა და დათა უკვე ორივესკენ გარბოდა.პარკში ისეთი კივილი ატყდა, დაცვის თანამშრომელმაც კი ჩვენკენ გამოიხედა.ლევანი ჩემს გვერდით იდგა და სიცილს ძლივს იკავებდა.
- მიხარია, რომ ჩვენ ნორმალურები ვართ. - სწორედ იმ წამს დათა ჩვენსკენ შემობრუნდა.
- თქვენ ორნიც მოდიხართ! - ლევანმა ჩემსკენ გამოიხედა.
-რას იტყვი? - ატრაქციონს ავხედე.შემდეგ ლევანს.მერე ისევ ატრაქციონს.ღრმად ჩავისუნთქე.
- თუ შენთან ერთად ვარ...წავიდეთ. - ლევანმა ხელი მომკიდა..ატრაქციონი ჯერ ძალიან ნელა აიწია.იმდენად ნელა, რომ ქვემოთ მდგარი ნიკა სპეციალურად გვიქნევდა ხელს.
- არ გადაიფიქროთ!
- გვიანია! - დავუყვირე.
- ჯერ სად ხარ! - პირველი მარიამი იჯდა,მერე სოფო და დათა.ლევანი ჩემ გვერდით იჯდა.ხელი ისე ძლიერად მქონდა ჩაჭიდებული მისთვის, მგონი, სისხლის მიმოქცევა შევუწყვიტე.ხელზე დაიხედა.შემდეგ ჩემს ხელს გამოხედა.გაეცინა.
- კესა...მგონი, ხელს მომაწყვეტ.
-მაპატიე...
-არაუშავს.ოღონდ თუ ძალიან შეგეშინდება...თვალები დახუჭე.
-შენ?
-მე შენ გიყურებ. - გულმა უცნაურად დამარტყა.ვერაფერი ვუპასუხე.სწორედ მაშინ ატრაქციონი ერთ წამში მოწყდა ადგილს.
-აააააა! - ვერც გავიგე, ჩემი ხმა იყო მარიამის თუ სოფოს.ქარი სახეში მირტყამდა.ქალაქის შუქები ერთმანეთში ირეოდა.
-ნიკააა,მოგკლავ! -განწირული ხმით კიოდა სოფო.ატრაქციონი გაჩერდა.რამდენიმე წამი ჩუმად ვისხედით.მერე ნიკას ისეთი ხარხარი ატყდა, მთელმა პარკმა ჩვენკენ გამოიხედა.
-ლევან!ლევან!
- რა?
- შენი შეყვარებული დათაზე ხმამაღლა კივის! -ერთი ატრაქციონი მეორეს ცვლიდა.იმ დღეს სახლებში ისეთი დაღლილები დავბრუნდით აღარფრის თავი აღარ გვქონდა.ზაფხული ნელ-ნელა შუაგულს უახლოვდებოდა.ჩვენი შეხვედრები კი უკვე იმდენად ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ თუ ერთი დღე მაინც არ ვნახავდით ერთმანეთს, საღამოს აუცილებლად რომელიმე ჩატში დაიწერებოდა: „ცოცხლები ხართ საერთოდ?“ - იმ დილასაც ზუსტად ასე დაიწყო.ტელეფონი განუწყვეტლივ რეკავდა. ჩატში ნიკა ისეთი სიხშირით წერდა, გეგონებოდა ქვეყნის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
ნიკა: „დღეს საღამოს ყველა თავისუფალი იყავით.“
დათა: „რატომ?“
ნიკა: „სიურპრიზია.“
მარიამი: „ნიკა, არ მითხრა,რომ ისევ ახალ ბიზნესს იწყებ.“
ნიკა: „უარესია.“
გიორგი: „გვითხარი.“ - რამდენიმე წუთი აღარაფერი დაწერილა.შემდეგ კი მხოლოდ ერთი შეტყობინება გამოგზავნა ნიკამ.
ნიკა: „მნიშვნელოვანი ადამიანი უნდა გაგაცნოთ.“ - ჩატი ერთ წამში აფეთქდა.
ლიკა: „ვინ?“
სოფო: „ბიძაშვილია?“
დათა: „სამსახურის ახალი თანამშრომელი?“
მარიამი: „ძაღლი აიყვანე?“
კესანე: „ნიკა... დაგვაინტრიგე.“ - ათი წუთის განმავლობაში პასუხი არ მოსულა. საბოლოოდ კი დაწერა:
ნიკა: „შეყვარებული.“ - სამი წუთი...არავის არაფერი დაუწერია.ალბათ ყველანი ვამოწმებდით, ნამდვილად ნიკა იყო თუ არა.პირველი დათა მოეგო გონს.
დათა: „ვინ აგიტანა?“ - ამის შემდეგ უკვე ტელეფონი განუწყვეტლივ ზუზუნებდნენ.
ლიკა: „ფოტო სასწრაფოდ!“
მარიამი: „რამდენი ხანია?“
სოფო: „სადაურია?რამდენი წლისაა? რა ქვია? ყველაფერი თქვია სასწრაფოდ.“
გიორგი: „სახელი მაინც თქვი.“
დათა: „როდის მოასწარი ბიჭო?“
ლევანი: „ძლივს გაამხილა საიდუმლო,თორემ აღარ შემძლო ამ ორის გაძლება.“
დათა: „იცოდი და არ თქვი?“ - ნიკა კი, როგორც ყოველთვის, არაფერს ამბობდა.მხოლოდ ერთი წინადადება დაწერა.
ნიკა: „საღამოს შვიდზე ყველანი ბულვარში. კითხვები ადგილზე.“ - საღამოს შვიდ საათზე...რა თქმა უნდა...ნიკა არ ჩანდა.—
- სპეციალურად აკეთებს. - ჩაიცინა ლევანმა.
-დრამატული ეფექტი უყვარს. -დავამატე მეც. - ზუსტად ამ დროს შორიდან ორი ადამიანის სიცილი შემოგვესმა.ჯერ ნიკა გამოჩნდა. მაგრამ...მის გვერდით მომავალი გოგო მასზე არანაკლებ ხმაურიანი იყო.უფრო სწორად...ნიკაც კი ვერ ასწრებდა ლაპარაკს.გოგო რაღაცას ანიშნებდა, მერე თვითონვე იცინოდა, მერე ნიკას მხარზე მსუბუქად ურტყამდა ხელს, მერე ისევ რაღაცას უყვებოდა.
- არა... - ჩუმად თქვა დათამ. - შეუძლებელია.
- რა? -ვკითხე.
-ეს ნიკას შეყვარებული კი არა...ნიკას ტყუპია...ოღონდ სქესი აქვს შეცვლილი - რაც უფრო გვიახლოვდებოდნენ, მით უფრო ვრწმუნდებოდით.ორივე ერთდროულად ლაპარაკობდა.ერთმანეთს არ აცდიდნენ.ორივე ხმამაღლა იცინოდა.ორივე ხელებით საუბრობდა.
- ხალხოოო! - ჯერ კიდევ შორიდან დაიყვირა ნიკამ.
-ესენი არიან? - გოგომაც იმავე ხმაზე ჰკითხა.
-ჰო!
-ვაიმე, რა მაგარია! - სანამ რამეს მოვიფიქრებდით, გოგო უკვე ჩვენთან იყო.
-გამარჯობააა! - ჯერ მარიამს ჩაეხუტა.მერე სოფოს.მერე ლიკას.მერე მე.შემდეგ უცებ დათასკენ შებრუნდა.
- შენ დათა ხარ ხომ?
- ჰო...
-ნიკასგან იმდენი მაქვს შენზე მოსმენილი, მგონია, ბავშვობიდან გიცნობ! -დათამ გაკვირვებულმა ნიკას შეხედა.
- ჩემზე ლაპარაკობ ბიჭო?
- ყოველდღე. - უპასუხა გოგომ გულწრფელად.შემდეგ ჩემთან მოვიდა.
- შენ კესანე ხარ!
- ჰკი.
- ღმერთო... ბოლოს და ბოლოს!
-ბოლოს და ბოლოს?
-ნიკა და ლევანი სულ თქვენზე ლაპარაკობენ! - ნიკამ უცებ ხველება დაიწყო.
- ელენე...
- რა?
- ყველაფერს ნუ ამბობ.
- რატომ? - ლევანმა სიცილი ძლივს შეიკავა.მე კი უკვე ვხვდებოდი...ეს გოგო ნიკაზე არანაკლებ გულწრფელი იყო.
- მოკლედ... - ნიკამ ორივე ხელი ასწია. - ოფიციალურად...ეს ელენეა.ჩემი შეყვარებული.
- გამარჯობა ყველას! - ელენემ ხელები თეატრალურად გაშალა. - და სანამ ვინმე მკითხავს,როგორ გავუძელი ნიკას...ზოგჯერ მე თვითონ ვარ უარესი.
-ვაიმე... - ამოიოხრა მარიამმა და სიცილი წასკდა. - კიდევ ერთი ნიკა.
-არა! - გაეცინა ელენეს. - ორი ნიკა! - ნიკამ ტაში შემოჰკრა.
- აი, ამიტომ მიყვარს!იმიტომ, რომ ჩემზე მეტად გიჟია.
- ეგ საამაყოა? -ჰკითხა გიორგიმ.
- ჩემთვის კი! - ნახევარი საათიც არ იყო გასული, როცა დათა სკამიდან წამოხტა.
- დავიღალე.
-რატომ? -კითხა სოფომ
- ამ ორის საუბარს ვუსმენ.ორივე ერთდროულად ლაპარაკობს.არცერთი უსმენს მეორეს.მაგრამ ორივე პასუხობს.ეს როგორ ხდება? - სწორედ იმ წამს ნიკა და ელენე ერთად შემობრუნდნენ.
- ჩვენ გვესმის ერთმანეთის! - ერთდროულად თქვეს.ერთმანეთს გადახედეს.და ისეთი სიცილი აუტყდათ, ჩვენც აგვაყოლეს.ლიკამ თავი გააქნია.
- ღმერთო...ესენი,რომ დაქორწინდებიან...ქორწილში მიკროფონი არავის აღარ დასჭირდება დარწმუნებული ვარ - ლევანი ჩემსკენ დაიხარა და სიცილით ჩამჩურჩულა:
- ერთი ნიკა ძლივს გვყავდა ასატანი...ახლა ორი გვყავს - გამეღიმა.
- არა...ახლა უბრალოდ ხმაური გაორმაგდება - ზაფხული ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდიოდა.აგვისტოს ბოლო დღეებს ყოველთვის უცნაური სევდა ახლავს.თითქოს ზაფხულიც ხვდება, რომ მალე წასვლის დროა და ამიტომ მზესაც უფრო დიდხანს ტოვებს ცაზე.25 აგვისტოც ასე მოვიდა.ჩემი დაბადების დღე.24 აგვისტო.ღამის თორმეტ საათამდე წუთები იყო დარჩენილი.სამსახურში ვიყავი.მაღაზიაში იმ დროს თითქმის აღარავინ შემოდიოდა.ვიტრინებს ვალაგებდი, როცა გარეთ რაღაც უცნაური მოძრაობა შევნიშნე.ჯერ ნიკა დავინახე.თავზე დაბადების დღის ფერადი ქუდი ეხურა.მერე ლევანი,რომელსაც ერთ ხელში პატარა ტორტი ეჭირა.ნიკას პლასტმასის საყვირი ეჭირა, რომელიც ალბათ მთელ ქალაქს აღვიძებს.დათა სიცილს ძლივს იკავებდა.მარიამს ხელში ბუშტები ეჭირა.სოფო და ლიკა ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდნენ.გიორგი კი, როგორც ყოველთვის, ყველაზე მშვიდი სახით იდგა.კარი გაიღო.ზუსტად თორმეტი საათი გახდა.ნიკამ მთელი ძალით ჩაბერა საყვირში. ფშშშუუუუუუ!
- დაბადების დღეეეეეეეეე გილოცაააააავთ! - ისეთი ხმით იყვირა, მეზობელ მაღაზიაშიც გაიგებდნენ.მე სიცილი ამიტყდა.ლევანმა ტორტი ფრთხილად დამიდო დახლზე.
- დაბადების დღეს გილოცავ, კესა. - სანამ რამეს ვიტყოდი, ნიკა ისევ ჩაერთო.
-სურვილი ჩაიფიქრე!
- ნიკა, ჯერ სანთლები მაინც აანთე. - გაეცინა სოფოს.
-უი...მართლა. - ტორტი იქვე გავსინჯეთ.ფოტოებიც გადავიღეთ.ნიკამ ბოლოს საყვირში ისევ ჩაბერა.
- ესეც ბონუსად!
- ნიკა! - ერთხმად დავიყვირეთ. - მეორე დილით ჩვენი ჩატი ისევ აფეთქდა
ნიკა: „დღეს რას ვაკეთებთ?“
დათა: „ლაშქრობა?“
მარიამი: „ვერა. ხვალ დილიდან სამსახურში ვარ.“
გიორგი: „მეც.“
კესანე: „მეც ვმუშაობ.“
ლევანი: „ერთდღიანი ლაშქრობა აზრს კარგავს.“ - ხუთი წუთი ყველა ფიქრობდა.უცებ ნიკამ დაწერა:
ნიკა: „მაშინ კლუბი!“
ელენე: „თანახმა ვარ.“
ლიკა: „მეც თანახმა ვარ.“
სოფო: „აუ კიი,კარგი აზრია.“
გიორგი: „თუ გათენებამდე იქ არ იქნებით,მეც თანახმა ვარ.“
კესანე: „სადაც თქვენ...იქაც მე.“
დათა: „ხმათა უმრავლესობით მიღებულია გადაწყვეტილება.“ - ყველაზე ბედნიერი, რა თქმა უნდა, ნიკა იყო.საღამოს შვიდ საათზე ლევანი მომაკითხავდა მანქანით.დილიდან მზადებაში ვიყავი.ოთახში სრული არეულობა იყო.კაბები საწოლზე ეწყო, ფეხსაცმელები იატაკზე, გოგოები კი ისეთი სერიოზული სახეებით არჩევდნენ ტანსაცმელს, თითქოს ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდნენ.
- არა, ეს არ ჩაიცვა. - მიმითითა სოფომ.
-ძალიან ლამაზია, მაგრამ დღეს რაღაც უფრო განსაკუთრებული გჭირდება. -თქვა მარიამმა
-ესეც ლამაზია.
-კი, მაგრამ შენ გინდა, ლევანს სიტყვები დაავიწყდეს თუ უბრალოდ მოეწონო? - ყველას სიცილი აგვიტყდა.მარიამი კარადასთან იდგა და სხვადასხვა ვარიანტს ათვალიერებდა.
-კესანე, ეს სცადე.
- მარიამ, უკვე მესამე კაბაა.
-და?
- სამი კაბა გამოვიცვალე.
- ესე იგი კიდევ გვაქვს არჩევანი. - სოფო და ელენე კი გვერდიდან გვიყურებდნენ.
- თქვენ რომ ქორწილისთვის ემზადებოდეთ, ალბათ მთელი თვე დაგჭირდებოდათ.
- ნუ გვაშინებ. - გაეცინა ლიკას. - მე კი სარკის წინ ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა, რა ჩამეცვა.უცნაური იყო.ამდენი წელია ლევანს ვიცნობდი.მაგრამ მაინც, როცა საქმე მას ეხებოდა, პატარა გოგოსავით ვნერვიულობდი.გოგოები მალევე წავიდნენ
- ჩვენც უნდა მოვემზადოთ პატარა ქალბატონო - სიცილი წასკდა ლიკას.როგორც იქნა კაბა ავარჩიე,უკვე მაკიაჟს ვიკეთებდი გოგოების ჩატში დავრეკე.მაშინვე ყველანი შემოვარდნენ.სოფო თმას იკეთებდა.ელენე უკვე მზად იყო.მარიამი კი ყავას სვამდა და თან თვალის ჩრდილებს იხატავდა.როგორც იქნა მოვრჩი მაკიაჟს და კარზე ზარის ხმა გაისმა, სარკესთან ვიდექი.ცისფერი, სადა, მუხლს ქვემოთ ჩამოშლილი კაბა მეცვა.თმა თავისუფლად მქონდა გაშლილი. იმ წამს თითქოს გული გამიჩერდა.გოგოებს შევხედე.
-გოგოებო...ლევანი მოვიდა. - ჩემი ხმა ისეთი აღელვებული იყო, თითქოს პირველად უნდა მენახა.მარიამის ხმა ეკრანიდან გაისმა:
- დამშვიდდი.პრინცესა ხარ. - ლიკამ კი ისევ თავისი ხასიათი გამოავლინა:
-ახლა კი მართლა მაინტერესებს მისი სახე.
-ლევანი პირღია დარჩება. - სიცილი ძლივს შევიკავა ელენემ.ღრმად ჩავისუნთქე.გოგოებს დავემშვიდობე და კარისკენ წავედი.და როგორც ყოველთვის...მისი დანახვისას ნერვიულობა გაქრალევანი ზღურბლთან იდგა.რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურებდა.არაფერს ამბობდა.
-რა მოხდა? - გამეღიმა. - კვლავ დუმილი.
-ლევან... - თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.
- მგონი...სიტყვები სახლში დამრჩა. - სიცილი ვერ შევიკავე.
-ანუ? - თავი ოდნავ გააქნია.
-კეს,ძალიან ლამაზი ხარ. - ისე მითხრა, თითქოს ეს ჩვეულებრივი წინადადება კი არა, ყველაზე რთული აღიარება ყოფილიყო.მანქანა ნელ-ნელა ივსებოდა.ჯერ მარიამი ავიყვანეთ.როგორც კი ჩაჯდა, მაშინვე მითხრა:
- კესა...ულამაზესი ხარ. - შემდეგ ლიკა და სოფო.
- ვაიმე! - თითქმის ერთდროულად წამოიძახეს.
-ლევანი თვალს ვერ გაცილებს.
- არც ვაპირებ. - მშვიდად უპასუხა სოფო.მე კი უხერხულად გავუღიმე.შემდეგ დათას მივაკითხეთ.კარი გააღო, მანქანაში შემოიხედა და ამოიოხრა.
- უკვე აღარ არის ადგილი?
- არ არის.
- ანუ დამპატიჟეთ, მაგრამ ადგილი აღარ დამიტოვეთ?
-დაჯექი, ნუ წუწუნებ. - მარიამს გაეცინა, რომელიც უკვე უკან იჯდა.გიორგის სამსახურთან რომ მივედით, მანქანაში ნემსის ჩასაგდები ადგილიც აღარ იყო.
- ერთი ადამიანი დაგვრჩა.
-ორი. - გავუსწორე.
- ჰო. ნიკა და ელენე. - ლევანმა ნიკას დაურეკა.
- სად ხართ?
-შემობრუნდი. - ლევანმა სარკეში გაიხედა.ჩვენც გავიხედეთ.ორი ველოსიპედი პირდაპირ ჩვენსკენ მოდიოდა.წინ ნიკა.უკან ელენე.ორივეს თავზე მზის სათვალე.ორივეს ზურგჩანთა.ორივე რაღაც სიმღერას ისე ხმამაღლა მღეროდა, საერთოდ არ ადარდებდათ, რომ ნახევარი ქუჩა უყურებდა.ნიკა ხელსაც გვიქნევდა.
- ხალხოოო! - სოფომ ფანჯრიდან თავი გაყო.რამდენიმე წამი უყურა.შემდეგ ძალიან მშვიდად თქვა:
-არა...ნამდვილად გიჟები არიან ეს ორი.
-რატომ? - გაიცინა ელენემ.
- იმიტომ, რომ კლუბში ველოსიპედებით მოდიხართ!
- ეკოლოგიურად ვცხოვრობთ! - ამაყად გამოაცხადა ნიკამ.კლუბში შესვლისთანავე ნიკამ, თითქოს ადგილი მისი საკუთრება ყოფილიყო, ორივე ხელი ჰაერში ასწია
-ხალხო,დღეს მაგრად უნდა გავერთოთ! - იმ ღამით ერთი რამ ზუსტად გავიგე...ჩვენი სამეგობრო სიფხიზლეშიც არ იყო დალაგებული.და მთვრალი...მით უმეტეს.კლუბიდან რომ გამოვედით, ღამის გრილმა ჰაერმა სახეში დაგვარტყა.
- ჰაერზე გამოვფხიზლდებით. - თავდაჯერებულად განაცხადა ნიკამ.ორი ნაბიჯი გადადგა...წონასწორობა დაეკარგა...ელენემ ხელი მოჰკიდა.
- ჯერ შენ გამოფხიზლდი.
-მე იდეალურად ვარ.გამარჯობა ბატონო! - ვიღაცას მიესალმა ნიკა.
- ნიკა...ეგ ნაგვის ურნაა.
-ზრდილობა ყველაფერზე მაღლა დგას. - გოგოების მდგომარეობა კი...სიტყვებით რთული ასახსნელი იყო.ლიკა უკვე დათას მხარზე იყო ჩამოკიდებული.
-დათა...
-ჰოუ?
-კარგი ბალიში ხარ.
-მე ადამიანი ვარ, ლიკა.
-ორივე შეგიძლია იყო. - დათამ თვალები ცას ააპყრო.
- ღმერთო, ძალა მომეცი... - მე კი...პირველად ცხოვრებაში ფეხსაცმელები გავიხადე.ხელში ავიღე.რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.შემდეგ სრულიად სერიოზული სახით განვაცხადე:
- ფეხშიშველი წამოვალ. - ლევანმა ჯერ ფეხსაცმელს დახედა.მერე მე.
-კესა...ასფალტია.
-მერე?
-არ გაცვივდე.
-ცხელია ჯერ.
-ქვებია.
- ვერ ვგრძნობ.
- მინა რომ შეგხვდეს? - რამდენიმე წამი დავფიქრდი.
-მაშინ...შენ დამიცავ. - ლევანმა სიცილი ვერ შეიკავა.
-სხვა პასუხს არც ველოდი. - ორი წუთის შემდეგ კი...მართლა ვეღარ დავდიოდი.გავჩერდი.ლევანს შევხედე.
- აღარ შემიძლია... - შუა ასფალტზე მოვკალათდი.ლევანი ჩემს წინ ჩამოჯდა.
-მოდი.
- ზურგზე?
-არა. - უცებ ჯერ ფეხსაცმელები გამომართვა და მერე ორივე ხელით ამიყვანა.ინსტინქტურად კისერზე მოვეხვიე.
- ლევან...
- ჰოუ?
- შენ ორი ხარ?
-არა.
-მაშინ კარგია. - გიორგი, როგორც ყოველთვის, ერთადერთი ფხიზელი ოპერატორი აღმოჩნდა.ტელეფონი ჩართო.კამერა ჩვენკენ მოაბრუნა.და ისეთი სერიოზული ხმით დაიწყო, ნამდვილად ტელევიზიასაც შეშურდებოდა.
- ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით პირდაპირი ეთერიდან!ამ წუთებში თქვენ ხედავთ უნიკალურ კადრებს... - კამერა ჩემკენ მოატრიალა.ლევანს ისევ ხელში ვყავდი აყვანილი. - ბატონ ლევანს ამჟამად ქალბატონი კესანე მიჰყავს, რადგან, როგორც თავად აცხადებს, სიარული აღარ შეუძლია. - ლევანმა სიცილით თავი გააქნია.
- მეორე ფრონტზე კი ... - კამერა ლიკასა და დათასკენ გადაიტანა. - ქალბატონი ლიკა ამ დრომდე გმირულად ცდილობს დამოუკიდებლად გადაადგილებას... თუმცა, როგორც ხედავთ, ბატონი დათას მხარზეა ჩამოკიდებული. - ლიკამ კამერას შეხედა.
- მე?...სრულიად დამოუკიდებელი ვარ. - ამის თქმა უნდოდა.მაგრამ ბოლოს ისევ დათას მხარზე ჩამოეყრდნო.
- რაც შეეხება ქალბატონ მარიამს...როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ ხვალ სამსახურშია და დიდი ალბათობით, ნაბახუსევზე მოუწევს მუშაობა.
- ნუ მახსენებ... - ამოიოხრა მარიამმა.
-აქეთა ფლანგზე კი... - კამერა ნიკასა და ელენეს მიუბრუნდა.ორივე შუა ტროტუარზე ცეკვავდა.მუსიკა საერთოდ აღარ ისმოდა.მაგრამ მათთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა.
- სამეგობროს ყველაზე შეშლილი წყვილი! რომლებიც ფხიზლებიც ასეთები არიან...ასე რომ, მთვრალები რომ ცეკვა-ცეკვით მოდიან, ნამდვილად არ გაგიკვირდეთ! - ნიკამ გიორგის კამერას ხელი დაუქნია.
- დედა!ტელევიზორში ვარ!
- ტელეფონში ხარ! - დაუყვირა ელენემ.
- ერთი და იგივეა! - გიორგი უცებ ჩემს წინ გაჩერდა.კამერა სახესთან მომიტანა.
-ახლა კი გავესაუბრებით დღევანდელი დღის მთავარ გმირს...რას გვეტყოდით, ქალბატონო კესანე? ძალიან დათვერით? -თვალები მოვჭუტე.დიდხანს ვუყურე.
- რომელი ხარ?
-გიორგი ვარ, კესანე.
-ააა...გიორგი...კარგად ვარ...მაგრამ...დავთვერი.
- გასაგებია. - ჟურნალისტური სერიოზულობით დამიქნია თავი.
-ქალბატონო კესანე... ერთი წუთით... კიდევ რამდენიმე კითხვა გვაქვს. - ლევანი უკვე სიცილს ძლივს ეკავებდა.მე კი მთელი სერიოზულობით გიორგის ვუყურებდი.
-დიახ...
-დღევანდელ საღამოს როგორ შეაფასებდით?
- ათიდან...ოცი.
- ანუ კმაყოფილი ხართ?
- ძალიან. - ყველას ისევ სიცილი აუტყდა.გიორგიმ თითქოს ყურში ვიღაცის ხმა გაიგონა.
-ახლახან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ. - თვალები დავჭყიტე.
-რა ინფორმაცია? - გიორგიმ ვითომ ყურზე ხელი მიიდო, თითქოს რეჟისორი რაღაცას ეუბნებოდა.
-გვატყობინებენ, რომ კლუბში ბატონი ლევანი ვიღაც ძალიან ლამაზ გოგოსთან ცეკვავდა...რას იტყვით ამასთან დაკავშირებით? - რამდენიმე წამი გაშეშებული ვიყავი მერე ძალიან ნელა გავხედე ლევანს.შემდეგ ისევ გიორგის.ისევ ლევანს.
- მართლა? - ლევანმა მაშინვე მიხვდა, საითაც მიჰყავდა გიორგის ეს ამბავი.
- კესა... - გიორგიმ ხელი ასწია.
-ბატონო ლევან, რესპონდენტზე ზეწოლა აკრძალულია. - ყველას სიცილი აუტყდა.მე კი მთელი სერიოზულობით მივუახლოვდი ლევანს სახესთან.თითი ცხვირზე ძლივს დავადე.
- აბა...ვინ იყო?
- არავინ, კესა.
- სახელი.
- არ არსებობს.
- გვარი?
-კესა...
- სიმაღლე მაინც მითხარი. - ნიკა ვიღაცის მანქანას იყო მიყრდნობილი და სიცილისგან ცრემლებს იწმენდდა.დათამ ძლივს ამოილაპარაკა:
- ეს აღარ შემიძლია... ლევანმა უფრო ახლოს მიმიხუტა.
-კარგი...ახლა შენ მიპასუხე...თუ იმ გოგოს ვეცეკვებოდი...მაშინ შენ მთელი საღამო ვის ეხუტებოდი შენ? - დავფიქრდი.ძალიან დიდხანს.ყველანი პასუხს ელოდნენ...ისევ ლევანს ავხედე...
-ერთი წუთით...ნამდვილად არ ცეკვავდი? - ლევანმა თავი გააქნია.
- არა.
-საერთოდ?
-საერთოდ.
-ფიცი?
-ვფიცავ. - რამდენიმე წამი თვალებში ვუყურებდი.მერე კმაყოფილმა თავი დავუქნიე.და მივეხუტე
-კარგი.გაპატიე.
-რა მაპატიე?
-არ ვიცი...მაგრამ მაინც გაპატიე. - ნიკამ სიცილით იყვირა:
-ლევან, კესანეს ხვალ საერთოდ აღარ ემახსოვრება ეს ყველაფერი! - მე მაშინვე შევბრუნდი.
-ყველაფერი მემახსოვრება! - ერთი წამით გავჩერდი.მერე ლევანს ჩურჩულით ვკითხე:
-რა ხდებოდა? - ლევანს სიცილი აუტყდა.
-ბოლო კითხვა...ქალბატონო კესანე, ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მივალთ,როგორც ვხედავთ ამჟამად ბატონი ლევანის ხელებში იმყოფებით. ხომ არ გსურთ,დარჩენილი გზა ფეხით განაგრძოთ? - ლევანმა ჩუმად ჩაიცინა.აშკარად ელოდა ჩემს პასუხს.მე რამდენიმე წამი ვითომ სერიოზულად დავფიქრდი.შემდეგ ლევანს შევხედე.მერე გიორგის.და ძალიან დამაჯერებლად ვთქვი:
-არა.
- რატომ?
-იმიტომ, რომ... - ლევანს ხელი მხარზე მოვუჭირე. - ძალიან კომფორტულია.
-ქალბატონო კესანე, ანუ აცხადებთ, რომ ბატონი ლევანი საუკეთესო ტრანსპორტია? - თავი ენერგიულად დავუქნიე.
- დიახ.
- შეგიძლიათ უფრო ვრცლად აგვიხსნათ? - ლევანს ლოყაზე ხელი მოვუსვი და სრულიად სერიოზული სახით ვუპასუხე:
- თბილია...არ მანჯღრევს...და...თან ძალიან მიყვარს. - რამდენიმე წამით სრული სიჩუმე ჩამოვარდა.შემდეგ ნიკამ ორივე ხელი თავზე წაივლო.
- გიორგი, კამერა გამორთე.ეს კადრები უკვე ზედმეტად ტკბილია! - გიორგიმ სიცილით თავი გააქნია.
-ვერ გამოვრთავ.ხალხმა უნდა იცოდეს, როგორი მომსახურება აქვს ქალბატონ კესანეს.
-კეს...
-რომელი ხარ? -უცებ მარიამის ხმა ვერ ვიცანი
-მარი ვარ გოგო...
-ჰოუ მარ...
- მძიმე ხომ არ ხარ? - გაოცებულმა შევხედე.
- მე?
- ჰო. - სახე მოვიღუშე.
- ანუ მსუქანი ვარ?
-არა,ეგ არ მიგულისხმია
-მაშინ რატომ მკითხე? - ნიკა სიცილისგან ლამის გაწვა ასფალტზედათა ხელებს უკრავდა.
-უბრალოდ...ხომ არ დაიღალე-მეთქი. - მე რამდენიმე წამი ჩუმად ვუყურე.მერე უცებ გავუღიმე.
- არ დავიღლები.ლევანს მივყავარ.
-ბატონი ლევანი გიყვართ? - არც მიფიქრია.არც დამიყოვნებია.ლევანს ავხედე.გავუღიმე.და სრულიად გულწრფელად ვთქვი:
- ყველაზე...და ყველაფერზე მეტად.- რამდენიმე წამით ყველა გაჩუმდა.ლევანი აშკარად დაიბნა.გიორგიმ კი პროფესიონალური სიმშვიდით ჩაახველა.
- და ახლა...სხვა კორესპონდენტთან გადავინაცვლებთ. - კამერა ლიკასკენ გაატრიალა.
- ქალბატონო ლიკა, თქვენ რას გვეტყოდით? - ლიკამ ძლივს გაახილა თვალები.კამერას შეხედა.მერე გიორგის.
- მომშორდი...ვერ ვლაპარაკობ... - დათამ სიცილით თავი გააქნია.
- ინტერვიუ დასრულებულია.
- არა! - გააპროტესტა გიორგიმ. - მაყურებელს მეტი ინფორმაცია სჭირდება!
- მაყურებელს კი არა, შენ გჭირდება ძილი. - უპასუხა ლევანმა.როგორც იქნა მანქანამდე მივედით.გიორგიმ კამერა ბოლოს გამორთო და ამოიოხრა.
- ხვალ ამას რომ ვნახავთ... ნახევარი საკუთარ თავსაც ვერ იცნობს.
- განსაკუთრებით კესანე. - ჩაიცინა ნიკამ.
- მე ყველაფერი მახსოვს! - გავაპროტესტე. - ლევანმა ჩუმად ჩაილაპარაკა:
- ხვალ ვნახოთ... - გზა სახლებისკენ დავიწყეთ.მანქანაში ისევ სიცილი ისმოდა.ჯერ ნიკა და ელენე მივიყვანეთ.ორივე მანქანიდან ისე ჩამოხტა, თითქოს კლუბიდან კი არა, მარათონიდან ბრუნდებოდნენ.
- ყველას მიყვარხართ! - დაიყვირა ნიკამ.
-მეც! - აჰყვა ელენე.
- ხვალ ნუ ინანებთ! - დაუმატა ნიკამ.
-რას? -ჰკითხა სოფომ.
- არ ვიცი... მაგრამ რაღაცას აუცილებლად ვინანებთ! - კარი დახურეს და ისევ სიცილ-ცეკვით გაუყვნენ ქუჩას.
- ესენი... -თავი გააქნია გიორგიმ. - სიბერეშიც ასეთები იქნებიან.- შემდეგ გიორგის ჯერიც დადგა.მანქანიდან გადასვლამდე ტელეფონი მაღლა ასწია.
- ხვალ საღამოს რვაზე ყველანი ჩემთან.
- რატომ? - იკითხა მარიამმა.
- დოკუმენტური ფილმის პრემიერაა.
- რა ფილმის?
- „ერთი ღამის ქრონიკა“. - ყველას უკვე გვესმოდა, რაზეც საუბრობდა.ვიდეოებზე.ცოტა ხანში სოფო და ლიკაც დავტოვეთ.ლიკა კართან მისვლისას დათას მიუბრუნდა.
- ხვალ თუ რამე სისულელე მითქვამს...არ მითხრა.
- კარგი.
- მართლა.
- კარგი.
- არც ვიდეო მაჩვენო.
- კარგი.
- მადლობა. - შემდეგ დათა ჩავიდა.ლევანს მხარზე ხელი დაჰკრა.
- ძმაო...წარმატებები. - ლევანმა წარბი შეკრა.
- რაში?
- ხვალ მიხვდები. - სიცილით კარი დახურა.ბოლოს მარიამიც მივიყვანეთ.მანქანიდან გადასვლამდე ამოიოხრა.
- ხვალ რვა საათზე მაღვიძარა მაქვს...და მაინც მგონია, ვერ გავიღვიძებ.
- გაიღვიძებ. - უთხრა ლევანმა.
-იმედია... - კარი დაიხურა.მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა.პირველად მთელი საღამოს განმავლობაში.ახლა მხოლოდ მე და ლევანი დავრჩით.ქალაქის ქუჩები თითქმის დაცარიელებულიყო.ფანჯრიდან ღამის გრილი ჰაერი შემოდიოდა.ლევანი საჭეს მშვიდად მართავდა.მე კი...როგორც ჩანს, ფილოსოფოსობა გადავწყვიტე.
- ლევან...
- ჰოუ
- იცი...ღრუბლები ღამითაც დადიან? - ლევანმა ღიმილით შემომხედა.
-ალბათ.
- და მთებს...ღამე არ სცივათ?
-არა მგონია.
- კარგი... - რამდენიმე წამით გავჩუმდი.მერე ისევ დავიწყე.
- მე მგონია...ადამიანებსაც უნდა ჰქონდეთ კომპასი...რომ ერთმანეთი არ დაკარგონ. - ლევანს გაეღიმა.
- ეგ უკვე გვაქვს.
- რა?
- გული.- რამდენიმე წამი ჩუმად ვუყურებდი.მთვრალ გონებასაც კი არ გამოჰპარვია...როგორი თვალებით მიყურებდა.თითქოს მთელი საღამოს ხმაური მანქანის კარს მიღმა დარჩა.
- წყალი მინდა... - ჩავილაპარაკე.
- ახლავე. - უახლოეს მაღაზიასთან გააჩერა.ორ წუთში უკვე ცივი წყლით დაბრუნდა.სახურავი მოხსნა.ბოთლი გამომიწოდა.
-აი. - მაგრამ წყალი მაშინვე არ გამომირთმევია.დიდხანს ვუყურებდი.ისიც მიყურებდა.შემდეგ სრულიად სპონტანურად, ყოველგვარი ფიქრის გარეშე, მისკენ გადავიხარე.სახე ძალიან ახლოს მივუტანე.იმდენად ახლოს, რომ მისი სუნთქვა ლოყაზე ვიგრძენი.ხელები მის მკლავებზე დავადე.
- თვალებში მიყურე. - ვუთხარი სრულიად სერიოზული ხმით.ლევანს ჩაეცინა, მაგრამ თვალები არ მოუშორებია.რამდენიმე წამი ასე ვიყავით.სიჩუმე იყო.ისეთი მშვიდი, რომ ორივეს სუნთქვაც კი ისმოდა.ლევანმა ძალიან ჩუმად მკითხა:
- რას ეძებ? - გავუღიმე.
- არ ვიცი...ალბათ...შენს თვალებში რაღაცას. - მან აღარაფერი თქვა.მხოლოდ ისე მიყურებდა, თითქოს იმ წუთებში სხვა არაფერი არსებობდა.თითქოს მთვრალი არც მე ვიყავი...არც ეს ღამე იყო ხმაურიანი...მხოლოდ ჩვენ ორნი.ლევანმა ძალიან ფრთხილად ხელი ლოყაზე შემახო.ისეთი ფრთხილი შეხებით, თითქოს ეშინოდა, ეს წამი არ დაერღვია.თვალი ისევ არ მოუშორებია.ნელა მომიახლოვდა.ისე ნელა, თითქოს მაძლევდა დროს, თუ მინდოდა, უკან დავხეულიყავი.არ დავხეულვარ.პირიქით...უფრო მივუახლოვდი.მისი შუბლი ჩემსას შეეხო.რამდენიმე წამით ასე გავიყინეთ.შემდეგ კი მან ჩურჩულით თქვა:
- დაბადების დღე კიდევ ერთხელ გილოცავ... - და ძალიან ფრთხილად მაკოცა.კოცნა ხანმოკლე იყო.ნაზი.ისეთი, რომელშიც სიჩქარე არ იგრძნობოდა.უფრო მადლობას ჰგავდა, ვიდრე სიტყვებს.უფრო აღიარებას, ვიდრე ხმამაღალ დაპირებას.როცა ოდნავ მომშორდა, ორივე რამდენიმე წამი უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს.მე ისევ მიღიმოდა.ისე, როგორც იმ პირველ წვიმიან საღამოს, მარკეტის პატარა კართან.მერე წყლის ბოთლი ხელში ჩამიდო და სიცილით თქვა:
- ახლა კი...დაბადების დღის მთავარმა გმირმა მართლა დალიოს წყალი. თორემ ხვალინდელი დილა საერთოდ აღარ მოეწონება. - გავიცინე.
- ბრძანებას ვემორჩილები. -მანქანა ისევ მშვიდად დაიძრა.მე კი წყლის რამდენიმე ყლუპი დავლიე, თავი სავარძელს მივადე და რამდენიმე წუთი ჩუმად ვიყავით.უცებ სრულიად სერიოზული სახით ვთქვი:
- ლევან...სახლში ასეთი ვერ მივალ.
-რატომ? - ტუჩები მოვბრიცე.წამებში თვალები ამიცრემლიანდა.
-დედა მომკლავს... -ლევანი ისე დაიბნა, თითქოს მართლა არ იცოდა, რა ეთქვა.
- კესა...დარწმუნებული ხარ?
-კი...დედა მომკლავს... - იმდენად გულწრფელად ვთქვი, რომ საკუთარი თავისაც კი დამეჯერებინა.არადა...დედაჩემს ასეთი ამბები დიდად არც ანაღვლებდა.უბრალოდ, იმ ღამეს ჩემმა მთვრალმა წარმოსახვამ გადაწყვიტა, სახლში დაბრუნება ყველაზე საშიში იდეა იყო.ლევანმა ღიმილი ძლივს შეიკავა.
-აბა, როგორ მოვიქცეთ? - რამდენიმე წამი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანის სახე მივიღე.შემდეგ სრულიად სერიოზულად ვუპასუხე:
- შენთან დავრჩები.
-ჩემთან?
- არა...მანქანაში. - გაეცინა.
-ხუმრობ? -თავი გავაქნიე.
-საერთოდ არა. - ისევ შემომხედა.ალბათ ელოდა, რომ მეც გამეცინებოდა.მაგრამ როცა მიხვდა, მართლა სერიოზული სახე მქონდა, მხოლოდ თავი გადააქნია.
- ანუ...სახლში არ მიდიხარ?
-არა.
-და სად მივდივართ?
-სანაპიროზე.
-სანაპიროზე?
-ჰო...მანქანა იქ გააჩერე.იქ დავიძინებ. - ლევანმა ამოიოხრა.
-კარგი...როგორც იტყვი. - ერთი წამითაც არ გაუჯიუტდა.რამდენიმე წუთში მანქანა სანაპიროსთან გააჩერა.ძრავა გამორთო.გარეთ მხოლოდ ზღვის ტალღების ხმა ისმოდა.ფანჯრიდან მარილიანი ჰაერი შემოდიოდა.ქალაქიც თითქოს უჩვეულოდ ჩუმი იყო.მე კმაყოფილი სახით გავიღიმე.
-აი...ახლა კარგია.
-კესანე...მართლა აქ აპირებ დაძინებას?
-კი. - შემდეგ კიდევ ერთი თხოვნა გამახსენდა.
-სკამი უკან გადაწიე.
-რატომ?
-უნდა დავიძინო. - ლევანმა თავი საჭეს მიადო და სიცილი აუტყდა.იმდენ ხანს იცინოდა, მეც გამეცინა.
- რას იცინი?
-კესა...ეს ამბავი მთელი ცხოვრება გამახსენდება.
-რატომ?
-იმიტომ, რომ დაბადების დღის ბოლოს ჩემს მანქანაში გადმოსახლდი.
-კარგი მანქანაა. - ისევ გაეცინა.სავარძელი უკან გადაწია.კომფორტულად მოვკალათდი.ფეხები მოვკეცე.სახით მისკენ შევტრიალდი.
- ახლა უკეთესია. - ლევანმა ქურთუკი მხრებზე გადამაფარა.
- შეგცივდება.
- არ მცივა.
-მაინც. - რამდენიმე წამი არცერთს არაფერი გვითქვამს.გარეთ ტალღები მშვიდად ეხეთქებოდნენ ნაპირს.მანქანაში მხოლოდ ჩვენი სუნთქვა ისმოდა.მე კი ჩუმად ვუყურებდი.არ ვიცი, რამდენ ხანს.თვალებით მის სახეს ვიმახსოვრებდი.ხანდახან ქუჩის ნათურა გაიელვებდა და მის თვალებში ოქროსფერ სხივს დატოვებდა.
- რატომ მიყურებ ასე? - მკითხა ღიმილით.
-უბრალოდ...ლამაზი ხარ. - ლევანს სიცილი წასკდა.
- მგონი, ისევ არ გამოფხიზლებულხარ.
- შეიძლება... - თავი ოდნავ გააქნია.ის ღიმილი ისევ სახეზე ჰქონდა.ისეთი ღიმილი, რომელიც პირველად იმ წვიმიან საღამოს ვნახე.ნელ-ნელა ქუთუთოები დამიმძიმდა.ბოლო, რაც მახსოვს, ლევანის მშვიდი მზერა იყო.მერე ძალიან ფრთხილად კიდევ ერთხელ შემისწორა მხრებზე გადაფარებული ქურთუკი.თავი სავარძელს მიადო.და ალბათ იმაზე ფიქრობდა, როგორ უნდა აეხსნა ხვალ, რომ ჩემი დაბადების დღე... მის მანქანაში დასრულდა.იმ ღამეს სანაპიროსთან, ზღვის ტალღების ფონზე, მანქანაში ჩაგვეძინა ორივეს.არ ვიცი, პირველად ვის გაეღვიძა.ალბათ...ზღვას.იმიტომ, რომ ტალღების მშვიდმა ხმამ ნელ-ნელა ჩემს სიზმარშიც შემოაღწია.თვალები ძლივს გავახილე.რამდენიმე წამი ვერ მივხვდი, სად ვიყავი.ოთახის ნაცვლად მანქანის ჭერი დამხვდა.შემდეგ გვერდით გავიხედე.ლევანი ისევ მშვიდად ეძინა.სავარძელი ნახევრად ჰქონდა გადაწეული.თავი ფანჯრისკენ ჰქონდა მიბრუნებული.დილის პირველი სხივები სახეზე ეცემოდა.მთელი ღამე საჭესთან ჯდომისგან კისერი აშკარად გაშეშებოდა.უცებ გამახსენდა...კლუბი.დაბადების დღე.ნიკას საყვირი.და ბოლოს...მანქანა.ხელი შუბლზე შემოვირტყი.
- ღმერთო... - ჩუმად ჩავილაპარაკე.ყველაფერი გამახსენდა.თითქმის ყველაფერი.ლევანს გავხედე.ისევ ეძინა.იმდენად მშვიდად, რომ წამით შემეცოდა კიდეც.ალბათ მთელი ღამე წესიერად არც დაძინებია.ჩუმად გადავიწიე, რომ არ გამეღვიძებინა.მაგრამ...მანქანის კარმა ოდნავ გაიჭრიალა.ლევანმა წარბები შეჭმუხნა.ნელა გაახილა თვალები.რამდენიმე წამი გაოცებული მიყურებდა.მერე საათს დახედა.შემდეგ ისევ მე.და ბოლოს ისეთი ღიმილი გაეპარა, თავი ვეღარ შევიკავე.
- დილა მშვიდობისა... -მითხრა ხრინწიანი ხმით.
- დილა მშვიდობისა...
-როგორ ხარ? - რამდენიმე წამი დავფიქრდი.
- ჯერ არ ვიცი.თავი კი მაქვს...მაგრამ მგონია, სხეული სხვაგან დამრჩა. - გაეცინა.
- ნაბახუსევი.
-აშკარად. - უცებ ხელებით სახე დავიფარე.
- რა მოხდა? - შეშფოთდა.
- არაფერი...უბრალოდ...სიმართლე მითხარი, გთხოვ...ძალიან უნდა შემრცხვეს გუშინდელის გამო? -ლევანმა ტუჩი მოიკვნიტა.აშკარად ცდილობდა, არ გასცინებოდა.
- ლევან...სიმართლე მითხარი.
- ნამდვილად გინდა?
- ჰო. - ღრმად ჩაისუნთქა.
-ჯერ ფეხსაცმელები გაიხადე.მერე განაცხადე, რომ ფეხშიშველი წახვიდოდი.მერე თქვი, სახლში ვერ მივალ, დედა მომკლავსო. - თვალები დავხუჭე.
-კესა...მხოლოდ დასაწყისია.
-არა...გთხოვ...აღარ გააგრძელო...
-მერე მთხოვე, მანქანა სანაპიროსთან გამეჩერებინა, რადგან ჩემთან, ანუ მანქანაში უნდა დაგეძინა. - სახე ორივე ხელით დავიფარე.
-არა...
-და ბოლოს...სრულიად სერიოზულად მითხარი..."კარგი მანქანა გაქვს, აქ ვიცხოვრებ." - ლევანი უკვე ხმამაღლა იცინოდა.მე კი...მინდოდა იმ წამს ისევ ჩამძინებოდა.
-ღმერთო...გუშინვე რატომ არ გამიტაცეს უცხოპლანეტელებმა... -სიცილი ძლივს შეიკავა.
-ნუ ნერვიულობ.ყველაზე ლამაზი მთვრალი იყავი. - წარბი ავწიე.
-ეგ დამამშვიდებელი უნდა იყოს? - რამდენიმე წამი უხმოდ მიყურებდა.მერე უცებ მკითხა:
-რაღაც გახსოვს? - გულმა უცნაურად დამარტყა.კოცნა გამახსენდა.მისი მზერა.ჩემი სიტყვებიც...ლოყები ამიწითლდა.თავი სწრაფად ფანჯრისკენ მივაბრუნე.
-ნაწილობრივ... - ჩუმად ვუპასუხე.ლევანს აღარაფერი უკითხავს.თითქოს მიხვდა, რომ იმ მოგონებებს ჩემი სახის ფერი ისედაც ამხელდა.სანაპიროდან პირდაპირ ლევანის პატარა სამყაროსკენ წავედით.უკვე რამდენიმე წელია პატარა ნაქირავებ ბინაში მარტო ცხოვრობდა.პირველად რომ მივედი, მაშინვე მივხვდი, რამდენს ამბობდა ის ადგილი მის პატრონზე.არც ძვირადღირებული ავეჯი ჰქონდა, არც განსაკუთრებული ინტერიერი.მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა.იმ ბინაში ბევრჯერ ვყოფილვარ.ფილმებიც გვიყურებია.გამოცდებისთვისაც გვიმეცადინია.პიცაც არაერთხელ გამოგვიძახებია.მაგრამ...ნაბახუსევზე პირველად მივედი.კარი როგორც კი დაიკეტა, ლევანმა ჩემკენ გამოიხედა.ჩემს სახეს შეხედა და გაეცინა.
- მგონი, ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამოფხიზლებულხარ.
- მგონი... არა. - თავი ხელით დავიჭირე.
- ჯერ მოწესრიგდი.აბაზანა მზადაა.მანამდე მე ყავას გავაკეთებ.და რამესაც მოვამზადებ.
- მარტო ყავა...
- არა.აუცილებლად რამე უნდა ჭამო. - ხმის ტონში ისეთი მზრუნველობა იგრძნობოდა, კამათიც აღარ დამიწყია.თავი მხოლოდ დავუქნიე.ჩემი ჩანთა მაგიდაზე დავდე და ლევანის ოთახისკენ გავეშურე.გარდერობი უკვე ზეპირად ვიცოდი.ლევანის რამდენიმე დიდი მაისური ისე ხშირად მეცვა, ხანდახან მგონი თვითონაც აღარ ახსოვდა, რომ მისი იყო.გამოვაღე.ყველაზე კომფორტული, ღია ნაცრისფერი მაისური ავიღე, რომელიც თითქმის მუხლებამდე მწვდებოდა.შემდეგ რბილი სპორტული შორტი.
- ვიპარავ. - სიცილით გადავძახე სამზარეულოში.ტანსაცმელი ხელში ავიღე და აბაზანისკენ წავედი.კარი ფრთხილად მივხურე.რამდენიმე წუთში ცხელი წყალი მხრებზე ჩამომედინა.თითქოს მთელი ღამის დაღლილობას, კლუბის ხმაურს, სიცილს, მუსიკას და ნაბახუსევს ერთად რეცხავდა.თვალები დავხუჭე.წყლის ხმა მხოლოდ ერთმა სურნელმა გადაფარა.ახლად დაფქული ყავის.შემდეგ ტოსტის.და სადღაც შორიდან ლევანს საყვარელი ფლეილისტიც ჩაერთო.ცხელი შხაპი, ძლიერი ყავა და მისი მომზადებული საუზმე სასწაულებს ნამდვილად ახდენდა.
- მზად ხარ? - მკითხა, როცა მანქანის კარი გამიღო.ღრმად ჩავისუნთქე.
-არა...მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.
-მეცოდები.
-რატომ?
-გიორგის ვიდეოები ჯერ შენ არ გინახავს.
-ლევან...გულს ნუ მიხეთქავ. - გიორგის ბინასთან რომ მივედით, კარი ნიკამ გაგვიღო.
-ოოო!ჩვენი მძინარე წყვილი მოვიდა!
-გთხოვ...დღეს მაინც არა.
-არა როგორ?დღეს მთელი პრემიერაა შენზე. - შიგნიდან დათას სიცილი მოისმა.
-შემოუშვი, ნიკა, თორემ კარიდანვე გაიქცევა. - შევედით.მისაღებში უკვე ყველა შეკრებილიყო.მაგიდაზე ჩიფსები, პოპკორნი, კოკა-კოლა და ყავა ეწყო.გიორგი ტელევიზორთან იდგა.ხელში პულტი ეჭირა.იმ სახით, ოსკარის დაჯილდოებას რომ უძღვებიან.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება...დოკუმენტური ფილმის...„25 აგვისტო - გადარჩენილები“ პრემიერაზე! - ყველამ ტაში დაუკრა.
- ავტორი, რეჟისორი, ოპერატორი და მონტაჟის ავტორი...გიორგი! მადლობა, მადლობა... -თეატრალურად თავი დაუკრა.ოთახში სიცილი ატყდა.შუქი ჩააქრეს.ტელევიზორი ჩაირთო.ეკრანზე შავი ფონიდან თეთრი ასოები გამოჩნდა."25 აგვისტო""დოკუმენტური მასალა""ყველა კადრი რეალურია."რამდენიმე წამში ისევ ახალი წარწერა გამოჩნდა."სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებული არ არის."
- გიორგი! - გავიცინე.
-სიმართლეა. - პირველი კადრი...ნიკა იყო.თავზე დაბადების დღის ქუდით.საყვირს მთელი ძალით უბერავდა.ვიდეოში ის ხმაც ისმოდა, მაღაზიის დაცვამ რომ თქვა:- ბიჭო, ჩუმად! - ოთახში სიცილი დაიწყო.შემდეგ...კლუბი.ცეკვა.ელენე, რომელიც მაგიდაზე ასვლას აპირებდა და ნიკამ ძლივს ჩამოიყვანა.შემდეგ ლიკა, რომელიც დათას ეუბნებოდა: -ძალიან კარგი ბალიში ხარ... - დათა გვერდით იჯდა და სახეზე ხელები აიფარა.
-აღარ მინდა...გათიშე.
-ხლა იწყება. - ჩაიცინა გიორგიმ.უცებ ეკრანზე მანქანის წინ მდგომი ლევანი გამოჩნდა,რომელსაც ხელში ვყავდი აყვანილი.გიორგის ჟურნალისტური ხმა გაისმა.
-ქალბატონებო და ბატონებო, ამ წუთებში თქვენ ხედავთ განსაკუთრებულ კადრებს... - ოთახში უკვე სიცილისგან ვეღარ სუნთქავდნენ.მე დივნის ბალიში სახეზე ავიფარე.
-არ ვუყურებ!
-უყურებ! -გააპროტესტა ნიკამ. - ეს ისტორიული მასალაა! - შემდეგ ჩემი ხმა გაისმა : „რომელი ხარ?“ - ოთახი აფეთქდა.მარიამი დივანიდან ლამის ჩამოვარდა სიცილით.ლიკას ცრემლები მოსდიოდა.გიორგი კი ამაყად იჯდა.
-ნახეთ, რა ხარისხია.
-გიორგი! - დავიძახე.ვიდეო გაგრძელდა.
-ბატონი ლევანი გიყვართ? - ტელევიზორიდან გიორგის ხმა გაისმა.ოთახში უცებ სიჩუმე ჩამოვარდა.ყველამ ჩემკენ გამოიხედა.ვიდეოში კი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვამბობდი:
- ყველაზე... და ყველაფერზე მეტად. - სიჩუმე კიდევ რამდენიმე წამს გაგრძელდა.მერე...ნიკამ ცრემლი მოიწმინდა.
- ვაიმე...რა რომანტიკული ყოფილა. - ელენემ მკლავში წაჰკრა.
- შენ ახლა ტირი?
- არა...თვალში ჩიფსი ჩამივარდა.
-მატყუარა. - ლევანს გვერდულად გავხედე.ლოყებზე ოდნავ შესამჩნევი სიწითლე ჰქონდა.მხოლოდ გამიღიმა.ისე მშვიდად, თითქოს იმ სიტყვებს პირველად კი არა, უკვე ასჯერ უსმენდა.ვიდეოს დასასრულს ეკრანზე ბოლო წარწერა გამოჩნდა:"გაგრძელება აუცილებლად იქნება..." შუქი აინთო.რამდენიმე წამი არავინ არაფერს ამბობდა.მერე ნიკა წამოხტა.
-ოსკარი!ოსკარი გიორგის!
- რისთვის? - გაეცინა გიორგის.
- ასეთი კომპრომატისთვის! - ლიკამ ხელი ასწია.
- ერთი პირობით.
- რა პირობით?
- ეს ვიდეო...არასოდეს...არ უნდა მოხვდეს ინტერნეტში. - გიორგიმ თეატრალურად დაიფიცა.
-სიტყვას გაძლევთ...თუ ძალიან ბევრ ფულს არ შემომთავაზებენ.
- გიორგი! -ერთხმად დავიყვირეთ. - ის კი სიცილს ვერ წყვეტდა.და ალბათ სწორედ ამიტომ მიყვარდა ეს ადამიანები.იმიტომ, რომ მათთან ყველაზე უხერხული მოგონებებიც კი ბოლოს ყველაზე ძვირფას ისტორიებად იქცეოდა. თუ გგონიათ ასე მშვიდად ჩაიარა ზაფხულის ბოლო კვირამ... ძალიან ცდებით.მანამ,სანამ მეგონა,რომ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ნიკას ღამის გეგმები იყო...ან ის...საღამოს ზღვის სანაპიროზე წავსულიყავით თუ მთა დაგველაშქრა...თურმე ცხოვრება სულ სხვა რამეს გვიმზადებდა...თურმე ერთი სატელეფონო ზარიც საკმარისია, რომ ყველაფერი შეცვლილიყო...იმ დღესაც ასე მოხდა...ჩვენს სიყვარულს ბედისწერამ პირველი გამოცდა მოუწყო...
ბედნიერებას ერთი ცუდი ჩვევა აქვს...ზუსტად მაშინ გიცინის, როცა წარმოდგენაც არ გაქვს, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი შეიძლება თავდაყირა დადგეს.აგვისტოს ბოლო დღეები იწურებოდა.ზღვა ისევ ისეთი თბილი იყო, საღამოები ისევ ხმაურიანი, ჩვენი სამეგობრო კი ისევ ყოველდღე ერთად იკრიბებოდა.ალბათ ვინმე,რომ შემოგვხედავდა, იფიქრებდა -„ამ ადამიანებს ცხოვრებაში სანერვიულო არაფერი აქვთო“...ზუსტად მახსოვს...28 აგვისტო იყო.ზაფხულის ბოლო დღეები თითქოს უფრო ცხელი და სულისშემხუთველი გამხდარიყო. მზეც თითქოს არ ჩქარობდა წასვლას, თითქოს მასაც უნდოდა ზაფხულის თითოეული წუთი ბოლომდე შეენარჩუნებინა...იმ დღეს ლევანს ვარჯიში ჰქონდა...ჩვენ კი საღამოს ისევ ჩვენი ტრადიციული შეკრება გვქონდა დაგეგმილი...სანაპიროზე კოცონი უნდა დაგვენთო, გიტარა წაგვეღო, ლუდიც გვეყიდა და ზაფხულის ბოლო დღეები ისე გაგვეცილებინა, როგორც ჩვენ გვიყვარდა - ხმაურით, სიცილით და ერთმანეთის გვერდით...საღამოს ლიკამ გამომიარა.გზად, როგორც ყოველთვის, ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით.სანაპიროზე მისულებს ნიკა და დათა უკვე დაგვხვდნენ...ეს ორი ადამიანი,თუ ერთმანეთს ერთი საათის განმავლობაში ერთხელ მაინც არ შეეკამათებოდა, დღე ჩაშლილად ეთვლებოდათ.
- გეუბნები, ვერ გადახტები!
- გადავხტები მეთქი!მაგდენად მაღალიც არ არი!
- ვერა!
- აბა დადე ასი ლარი!
- შენ ჯერ ძველი ვალი გადაიხადე! - ჩვენს დანახვაზე ორივე რამდენიმე წამით გაჩუმდა.შემდეგ ისევ იქიდან გააგრძელეს, სადაც გაჩერდნენ.ლიკამ სიცილით გამომხედა
- ნეტავ ერთხელ მაინც გავიგო, რაზე კამათობენ.
- მგონი თვითონაც არ იციან მიზეზი - სიცილი აგვიტყდა.ცოტა ხანში გიორგი და სოფოც მოვიდნენ.მარიამმა, რა თქმა უნდა, ისევ დააგვიანა.ნიკა უკვე მესამედ რეკავდა.
- სად ხარ?
- ხუთ წუთში მაქ ვარ!
- ეს ხუთი წუთი შენი დროითაა თუ დედამიწის?
- ნიკა!
- კარგი, კარგი... მოდი, ოღონდ იჩქარე. - სწორედ ამ დროს, შორიდან ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა...ლევანი...გულმა თავისით გაიღიმა...არ დავფიქრებულვარ.ხელები გავშალე და მისკენ გავიქეცი.როგორც კი მივუახლოვდი, მთელი ძალით ჩავეხუტე.
-მოხვედი... - ჩემს თმებში ჩაფლულმა ჩუმად მითხრა:
- მოვედი... - ჩახუტება რაღაცნაირი იყო.ჩვეულებრივ, ლევანი მაშინვე გამეხუმრებოდა, შუბლზე მაკოცებდა ან რამე სასაცილოს მეტყოდა.ამჯერად კი...უბრალოდ მაგრად ჩამეხუტა...თითქოს ძალიან დიდი ხნის უნახავი ვყოფილიყავი.ოდნავ უკან დავიხიე და შევხედე...დაღლილი ჩანდა...ვიფიქრე, ალბათ ვარჯიშმა გამოფიტა.
- ძალიან დაგღალა დღეს მწვრთნელმა? - ღიმილი სცადა.
- ცოტათი... - მაგრამ მისი ღიმილი თვალებამდე ვერ აღწევდა.მაშინ არ ვიცოდი,რომ ეს დაღლილობა არ იყო.ცოტა ხანში კოცონიც ავანთეთ...ნიკამ და დათამ შეშა ისე დაალაგეს, თითქოს მთელი ცხოვრება მხოლოდ ამას აკეთებდნენ.გიორგიმ გიტარა აიღო და რამდენიმე წამში უკვე ჩვენი სამეგობროს საყვარელი სიმღერა ისმოდა.ნიკა კი...ნიკა, როგორც ყოველთვის, მთელი გულით მღეროდა...უფრო სწორად...ყროყინებდა...სხვას ნამდვილად ვერაფერს ვერ დავარქმევ...
- ნიკა, სიმღერას კლავ! - სიცილით დაუძახა ლიკამ.
- ხელოვნებას ვერ იგებთ!
- ამას ხელოვნება ჰქვია? - სარკასტულად კითხა სოფომ.
- დიახ!
- მაშინ ხელოვნებას ბოდიში მოუხადე. - ყველას სიცილი აგვიტყდა.სოფო და მარიამიც აჰყვნენ მელოდიას.დათა ტაშს უკრავდა.გიორგი კი ისე უკრავდა, თითქოს იმ საღამოს მხოლოდ მუსიკა არსებობდა.მხოლოდ ერთი ადამიანი არ იცინოდა...ლევანი...ჩემ გვერდით იჯდა, მაგრამ თითქოს საერთოდ სხვაგან იყო...კოცონის ცეცხლს უყურებდა...ხელები ერთმანეთში ჰქონდა გადახლართული...სიმღერასაც კი არ უსმენდა.
-ლევან...რა ხდება? - რამდენიმე წამი მიყურა.შემდეგ ძალიან მშვიდად მიპასუხა:
-არაფერი... - მაგრამ ვიცოდი.ლევანის ეს "არაფერი" ყველაზე ხმამაღალი სიტყვა იყო.ხელი ხელზე დავადე.
-მითხარი - თავი ოდნავ დახარა.შემდეგ მოულოდნელად გიორგისკენ გაიხედა.
-გიორგი...ერთი წუთით... - გიორგიმ დაკვრა შეწყვიტა.სიმღერაც გაწყდა.ყველა ჩვენკენ შემობრუნდა.ნიკამ მაშინვე ჩაიცინა.
-აბა...თუ კესას ხელს სთხოვ, წინასწარ მაინც გაგეფრთხილებინე - სოფომ ქვა ესროლა.
-გაჩუმდი, ნიკა. - ჩვეულებრივ, ასეთ ხუმრობაზე ლევანი აუცილებლად გაიღიმებდა.იმ საღამოს...არც კი გაუღიმია...ლევანმა ღრმად ჩაისუნთქა...რამდენიმე წამი მხოლოდ კოცონის ტკაცუნი ისმოდა...შემდეგ დაიწყო.
-დღეს...ვარჯიშზე ჩემთან უცხოური კლუბის წარმომადგენლები მოვიდნენ...რამდენიმე თვეა მაკვირდებიან...და...პროფესიონალურ გუნდში თამაშის კონტრაქტს მთავაზობენ... - სიჩუმე ჩამოვარდა.პირველი მარიამი გამოფხიზლდა.
-რაა? მართლა?
-ბიჭო...რომელ ქვეყანაში? - ძლივს ამოიღო ხმა დათამ.
-რამდენი ხნით? ან როდის? -კითხვები მიაყარა სოფომ...ლევანმა ნელა ამოისუნთქა.
- კანადაში...ტორონტო...ონტარიოს შტატში... -იმ წამს...არც კი ვიცი, პირველად გამიხარდა და მერე მეწყინა...თუ პირიქით...მხოლოდ ის მახსოვს, რომ ღიმილი თავისით გამიქრა...ტორონტო...სიტყვა ძალიან ლამაზად ჟღერდა...მაგრამ ჩემთვის იმ წამს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა...ჩვენ შორის ათასობით კილომეტრს.ადგილზე გავიყინე...კოცონის სითბოსაც ვეღარ ვგრძნობდი.ნიკა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ყველაზე ხმამაღლა იცინოდა, ახლა ჩუმად იჯდა.ლიკას სახე დაეძაბა.სოფომ ინსტინქტურად მარიამს შეხედა.გიორგის გიტარა მუხლებზე ედო, მაგრამ თითებიც აღარ ინძრეოდა.დათა პირველი ალაპარაკდა.
-ძმაო...ეს ხომ...შენი ოცნებაა. - ლევანმა მხოლოდ თავი დაუქნია.
-და...როდის უნდა უპასუხო?
-ერთ კვირაში. - ისევ სიჩუმე.ისეთი მძიმე, რომ ზღვის ტალღების ხმასაც კი ფარავდა.არავინ ვიცოდით, რა გვეთქვა.ყველას უხაროდა, რომ ლევანის მრავალწლიანი შრომა დაფასდა.და ამავე დროს...ყველას გვტკიოდა იმის გაფიქრება, რომ შეიძლებოდა ჩვენი ყველაზე ახლო ადამიანი ჩვენს გვერდით აღარ ყოფილიყო...მე კი...მხოლოდ ლევანს ვუყურებდი...და პირველად მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ერთმანეთს ვიცნობდით...შემეშინდა...შემეშინდა, რომ ბედნიერება, რომელსაც ასე მივეჩვიეთ, შეიძლებოდა ერთ გადაწყვეტილებას შეეცვალა...აქედან დაიწყო ჩვენი სიყვარულის პირველი გამოცდა...
იმ ღამით კოცონთან დიდხანს ვისხედით.ყველანი რომ დაიშალნენ, მე და ლევანი სანაპიროზე დავრჩით.ზღვა მშვიდად სუნთქავდა,მაგრამ იმ საღამოს ვერც ზღვა მამშვიდებდა.დიდხანს არც ერთს არაფერი გვითქვამს.ბოლოს ლევანმა დაარღვია სიჩუმე.
-რაღაცის თქმა გინდა და ჩუმად ხარ... - ჩემკენ არც გამოუხედავს.უბრალოდ... მიცნობდა.იმდენად კარგად მიცნობდა, რომ ჩემი სიჩუმეც ესმოდა.ღრმად ჩავისუნთქე.რამდენჯერმე დავაპირე დაწყება.რამდენჯერმე გადავიფიქრე.ბოლოს კი...სიტყვები თავისით წამომცდა.
- გთხოვ...არ წახვიდე. - ლევანი თითქოს გაქვავდა.ნელა შემომხედა.მის თვალებში გაოცებაც იყო.ტკივილიც.
- კესა...შენ ხომ მეუბნებოდი, აუცილებლად უნდა წახვიდეო? - თვალები ცრემლებით ამევსო.
- ვიცი...ვიცი, რომ გეუბნებოდი...მაგრამ... - ხმა გამიწყდა.სიტყვები ერთმანეთში მერეოდა.ლევანი უხმოდ მისმენდა.შემდეგ ძალიან მშვიდად მითხრა:
- მაშინ არ წავალ.
- რა?
- თუ შენ არ გინდა...არ წავალ. - ისეთი სიმშვიდით თქვა, თითქოს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იყო.სწორედ ამან გამაბრაზა.
- არა...არა, ლევან!ჩემ გამო ვერ იტყვი უარს!
- რატომ?
- იმიტომ, რომ ეს შენი ოცნებაა!
- ჩემი ოცნება შენზე მნიშვნელოვანი არ არის.
- ჩემთვის არის! - პირველად ავუწიე ხმას.იმდენად, რომ თვითონაც შემეშინდა.
- იცი, რა იქნება ყველაზე საშინელი?წლების შემდეგ თვალებში შემომხედავ და ერთხელ მაინც გაიფიქრებ, რომ შენი ცხოვრება ჩემ გამო ვერ შეცვალე. - ლევანმაც პირველად შემომხედა ისეთი თვალებით, როგორიც არასოდეს მინახავს.
- არასოდეს ვიფიქრებ.
- ახლა არა!მაგრამ ხუთი წლის მერე?ათი წლის მერე? ან ოცის?მაშინ?იქნებ ერთხელ მაინც გაიფიქრო...კესანეს გამო არ წავედიო...
-კესა!
-არა!შენ უნდა წახვიდე!
- მე შენ გარეშე არ მინდა!
- მე მინდა! - სიჩუმე...მძიმე...მტკივნეული...ლევანმა თავი დახარა.რამდენიმე წამი ხმა აღარ ამოგვიღია...შემდეგ ჩუმად თქვა:
- პირველად ხდება...რომ ერთმანეთს ვერ ვუგებთ. - ცრემლები ვეღარ შევიკავე.
- იმიტომ, რომ პირველად გვიწევს არჩევანი...სიყვარულსა და ოცნებას შორის - ლევანი უცებ მომიახლოვდა.ორივე ხელით სახე დამიჭირა.
- არა, კესა...არასოდეს მაიძულო, შენსა და ჩემს ოცნებას შორის არჩევანი გავაკეთო...იმიტომ, რომ...შენც ჩემი ოცნება ხარ... - ამ სიტყვებზე გული კიდევ უფრო მეტკინა.იმ ღამით პირველად...ერთმანეთს არც ჩახუტებით დავმშვიდობებივართ...არც კოცნით...მე ერთ მხარეს წავედი...ლევანი კი მეორე მხარეს...და პირველად ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში...სახლამდე ცალ-ცალკე მივედით...იმ კამათის შემდეგ რამდენიმე დღე თითქოს ერთმანეთისგან დავშორდით...აღარც გათენებამდე გაგრძელებული საუბრები იყო...აღარც სპონტანური სეირნობები...აღარც ლევანის მოულოდნელი გამოჩენა ჩემს სამსახურთან...ჩვენს შორის ერთი უხილავი კედელი იდგა...ერთ კვირაში პასუხი უნდა გაეცა...ის ერთი კვირა კი მთელი ცხოვრება მეგონა...პასუხის გაცემამდე ერთი დღით ადრე ისევ იმ სანაპიროზე შევხვდით...სწორედ იქ, სადაც პირველად გვითხრა კონტრაქტის შესახებ...მზის ჩასვლას ვუყურებდით...არც ერთი ვლაპარაკობდით...ბოლოს ლევანმა ჯიბიდან პატარა კონვერტი ამოიღო...უცხოური კლუბის ლოგო მაშინვე ვიცანი...გულმა უცნაურად დამიწყო ცემა.
- დღეს დავურეკე... - ჩუმად მითხრა...მხოლოდ თავი დავუქნიე.
- ვუთხარი...რომ კონტრაქტს ვთანხმდები... - ყველაფერი გაჩერდა...ზღვა...ქარი...ჩიტების ხმა...თითქოს სამყარომაც კი სუნთქვა შეწყვიტა...ღიმილი ვცადე...მართლა ვცადე...იმდენად მინდოდა, მისთვის გამეღიმა...იმდენად მინდოდა, მისი ბედნიერება ჩემი ცრემლებით არ დამემძიმებინა...მაგრამ ვერ შევძელი...ლევანმა მაშინვე ჩამკიდა ხელი.
- კესა...
- გილოცავ - სხვაფერი ვერ ვთქვი.
-შენს თავს ვფიცავარ...ახლაც შემიძლია უარი ვთქვა...ახლავე...უბრალოდ მითხარი - თავი ნელა გავაქნიე.ცრემლები უკვე ლოყებზე მომდიოდა.
- არა...არ გაბედო.
- მაგრამ...
- ლევან...ჩემი ოცნება ვერ იქნება ის, რომ შენ საკუთარ ოცნებაზე უარი თქვა...არასოდეს... - ის ჩუმად მიყურებდა.შემდეგ ხელი უფრო მაგრად მომიჭირა.
- გპირდები...დავბრუნდები...ისე გავა დრო, ვერც კი გავიგებთ. - გამეღიმა...მწარედ...
- ეგ ტყუილია... - ორივემ ვიცოდით...ორი წელი...ძალიან დიდი დრო იყო...ლევანი პირველად ჩამეხუტა იმ დღის შემდეგ...იმდენად მაგრად, თითქოს უკვე მონატრებული ვყავდი.თავი მის მკერდზე მედო...მისი გულისცემა მესმოდა...მინდოდა, იმ წამს დრო გაჩერებულიყო...მინდოდა, არც მეორე დღე მოსულიყო...არც აეროპორტი...არც გამომშვიდობება...მაგრამ დრო...არასოდეს ჩერდება....ბოლო წამამდე იმედი მქონდა,რომ იქნებ სხვა გამოსავალი გამოჩენილიყო...იქნებ დრო უკან დაბრუნებულიყო...მაგრამ კალენდარზე მონიშნული თარიღი მაინც მოვიდა...2 სექტემბერი...აეროპორტში ყველა ვიყავით...ნიკა, რომელიც ჩვეულებრივ ყველაზე ხმაურიანი იყო, იმ დღეს საოცრად ჩუმად იდგა...ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და მხოლოდ იატაკს უყურებდა...
- ძმაო... - ბოლოს ძლივს თქვა. - ვინმე თუ გაგაბრაზებს, ჩამოვალ.
-ნიკა...
-მართლა გეუბნები...მთელი აეროპორტის გავლით გიპოვი. - ყველას გაგვეღიმა.მაგრამ თვალები ყველას სველი გვქონდა.დათა ლევანს მაგრად ჩაეხუტა.
- თავს გაუფრთხილდი. - გიორგიმ არაფერი თქვა...უბრალოდ ჩაეხუტა...ალბათ იმიტომ, რომ ზოგჯერ სიტყვები არ არის საკმარისი...გოგოები უკვე ტიროდნენ...ბოლოს...ჩვენ დავრჩით...მე და ლევანი...ყველა თითქოს განზრახ მოგვშორდა...მოგვცეს რამდენიმე წუთი...ჩემი სიტყვები წინასწარ მქონდა მოფიქრებული...მთელი ღამე ვიმეორებდი...მაგრამ როცა მის წინ დავდექი...ყველაფერი დამავიწყდა...მხოლოდ ერთი რამ შევძელი...ჩავეხუტე...ისეთი ძალით, თითქოს თუ ხელს არ გავუშვებდი, ვეღარ წავიდოდა.
- კესა... - მისი ხმის გაგონებაზე ჩემდა უნებურად გაიკვალა ცრემლება გზა ჩემს სახეზე...
-არ იტირო...
-ვერ დაგპირდები... - მის მხარზე თავი დავადე.
-მეშინია... - პირველად ვუთხარი ხმამაღლა.
- მეც...მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ... - უკან დავიხიე და თვალებში შევხედე.
- ხომ ჩამოხვალ? - ლევანმა ორივე ხელი მომკიდა.
- კესა...გპირდები...პირველივე შესაძლებლობისთანვე შენთან გავჩნდები... - შემდეგ შუბლზე მაკოცა...ისე, როგორც ყოველთვის აკეთებდა...მაგრამ იმ დღეს ეს კოცნა სხვანაირი იყო...მტკივნეული...ბოლო წუთები გამოცხადდა...ლევანმა ჩემოდანი აიღო...რამდენიმე ნაბიჯი გადადგა...შემდეგ ისევ შემობრუნდა...მე ისევ იქ ვიდექი...გამიღიმა...მე თავი დავუქნიე...და პირველად ცხოვრებაში...მე გავუშვი ადამიანი, რომლის გაშვებაც ყველაზე მეტად არ მინდოდა...პირველი კვირები თითქოს ზღაპარივით გავიდა...ყოველ დილით მისი შეტყობინება მხვდებოდა - „გაიღვიძე?’’ „დღეს კარგად ჭამე?" „ჩემი გოგო როგორ არის?"...როცა მე თვალებს ვახელდი და ფანჯრიდან მზის სხივები შემოდიოდა, ვიცოდი, რომ იმავე დროს ის სადღაც თავის პატარა ბინაში იძინებდა...დილით მე ვწერდი...ღამით ის მპასუხობდა...თუ დრო გამოგვიჩნდებოდა, ვიდეოზარით ვსაუბრობდით...ის საუზმობდა, მე კი ვახშამს ვამზადებდი...ხანდახან მე სანაპიროზე ვიდექი და მზის ჩასვლას ვუყურებდი, ის კი ტორონტოში გაყინულ ქუჩებში დილაადრიან ვარჯიშზე მიდიოდა...გვქონდა დღეები, როცა ერთმანეთი ძალიან გვჭირდებოდა და მხოლოდ ეკრანი გვყოფდა...გვქონდა საღამოები, როცა მე მინდოდა ლევანის ჩახუტება, მას კი მხოლოდ ჩემი ხმის მოსმენა შეეძლო.ის მიყვებოდა ვარჯიშებზე...ახალ ქალაქზე...ახალ გუნდზე.ახალ ადამიანებზე. ნელ-ნელა ჩვენი წესები შევქმენით...ვისწავლეთ მოთმინება...ვისწავლეთ, რომ ყველა გამოტოვებული ზარი სიყვარულის ნაკლებობას არ ნიშნავდა...რომ ყველა დაღლილი დღე გულგრილობა არ იყო...ლევანი თამაშის შემდეგ, რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, მაინც მწერდა: „მოვედი სახლში. კარგად ვარ. მიყვარხარ"... მე კი დილით, სანამ უნივერსიტეტში წავიდოდი, მისთვის პატარა ვიდეოებს ვიღებდი...ჩვეულებრივ დღეებს...ჩემ ყავას...ზღვის ხედს...ჩვენი სამეგობროს ხმაურს...მალევე ლევანის ნაკრებს სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი ჰქონდა...მისთვის კი ეს კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო...პირველი დიდი თამაში...პირველი შემთხვევა, როცა მთელ დარბაზში ათასობით ადამიანი მის სახელს გაიგებდა...ლევანი დებიუტანტი იყო...საღამოს კი ჩვენი პატარა "ლევანის გულშემატკივართა კლუბი" შეიკრიბა...რა თქმა უნდა, მარტო ყურება ჩვენი სტილი არ არის...ამიტომ ნიკამ ყველაფერი მოაწყო... სასუსნავები... სასმელები...დიდი ეკრანი.ბალიშები.ყველაფერი ისე, თითქოს ჩვენც იმ დარბაზში ვყოფილიყავით...დათა უკვე თავის საყვირს ამოწმებდა...
- გაფრთხილებთ, თუ ლევანი ჩააგდებს, მთელი კორპუსი გაიგებს.
- დათა, მეზობლები დაგვხოცავენ.
- ლევანის თამაშია, გაუძლებენ. - თამაშის დაწყება ათი წუთი იყო დარჩენილი ნიკამ ტელეფონი აიღო და როგორც ყოველთვის, რაღაცის გადაღება გადაწყვიტა.
- მოიცადეთ, მოიცადეთ... ესეც ისტორიას უნდა დარჩეს! - გამოაცხადა სერიოზული სახით. გიორგიმ სიცილით თავი გააქნია.
- ნიკა,ამჯერად მაინც ნუ დაიწყებ „პირდაპირ ეთერს“
-გაჩუმდი, გიორგი, პროფესიონალები მუშაობენ, - უპასუხა ნიკამ და ტელეფონი ჩართო.კამერა ჯერ ოთახს მოავლო. მაგიდაზე დაწყობილი სასუსნავები, ლუდები, ჩვენი გაკეთებული პატარა პლაკატები, სადაც ლევანის ნომერი ეწერა... მერე ყველას გადაგვიღო.
-ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით პირდაპირი ეთერიდან. დღეს ჩვენ ვიმყოფებით განსაკუთრებულ საღამოზე. აქ შეკრებილია ლეგენდარული გულშემატკივრები, რომლის ერთი წევრიც ოკეანის მეორე მხარეს იმყოფება და ახლა ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჩვენი ნერვების ფასად მაინც უნდა მოიგოს ეს თამაში. - ლიკამ თვალები გადაატრიალა.
-ნიკა, ჯერ თამაში არ დაწყებულა და უკვე თავი აგვატკიე...
- ქალბატონო ლიკა, გთხოვთ, კომენტარები მოგვიანებით. ახლა ისტორიული მომენტის ჩაწერა მიმდინარეობს...ახლა კი ძვირფასო მაყურებლებო,გავეცნოთ მატჩის წინა მოლოდინებს...პირველი რესპონდენტი...ბატონო დათა, რას ელოდებით დღევანდელი მატჩისგან? - დათამ ჯერ კამერას შეხედა, მერე ჩაიცინა.
- იმდენად ვნერვიულობ, თითქოს მე ვთამაშობდე.
- ანუ თქვენი სპორტული კარიერა დასრულდა?
- ჩემი სპორტული კარიერა იმ დღეს დასრულდა, როცა ბატონმა ნიკამ ფეხბურთის თამაშისას ბურთს კიარა ჩემ ფეხს დაარტყა... - ყველას სიცილი აგვიტყდა...შემდეგ სოფოსთან მივიდა.
- ქალბატონო სოფო, თქვენი პროგნოზი? - სოფომ თვალები დააწვრილა.
- ჩემი პროგნოზია, რომ ნიკა პირველივე ტაიმში გაგვაგიჟებს თავისი კომენტარებით.
- მატჩზე ვკითხულობ,ქალბატონო სოფო.
- ლევანი მოიგებს. იმიტომ არა, რომ ჩვენი მეგობარია. იმიტომ, რომ ვიცი რამდენი იშრომა.ასეთ ადამიანებს შრომა ყოველთვის უბრუნდებათ. - ნიკამ თავი დაუქნია.
-კარგი, ესეც ჩაიწერა. - შემდეგ გიორგი მოძებნა.
-ბატონო გიორგი, როგორც გუნდის ოფიციალური ანალიტიკოსი...
- მე როდის დამნიშნეთ?
- ახლა. - გიორგიმ სიცილით თავი გააქნია.
- ჩემი ანალიზი მარტივია. ლევანს დღეს ერთი რამ უნდა ახსოვდეს - იქ მარტო არ არის...მის უკან ჩვენ ვდგავართ.
-კარგი... ეს მართლა კარგი იყო. - ბოლოს ჩემთან მოვიდა...კამერა რომ ჩემსკენ მოატრიალა
-ქალბატონო კესანე, რას ეტყოდით ახლა ლევანს, სანამ თამაში დაიწყება?
- ვეტყოდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება დღეს... მოიგებს თუ წააგებს... ჩემთვის მაინც გამარჯვებულია... - გავჩუმდი.თვალები ამიწყლიანდა...
-და კიდევ რამეს ეტყოდით? - ეკრანს გავუღიმე.
- ვეტყოდი, რომ ძალიან მენატრება... და რომ ძალიან მიყვარს. - ოთახში სიჩუმე ჩამოწვა...
- ახლა კი, ქალბატონებო და ბატონებო, ოფიციალური ინტერვიუები დასრულებულია. გადავდივართ მთავარ მოვლენაზე - როგორც იქნა, თამაში დაიწყო.პირველი წუთებიდანვე ოთახი ისევ აჟრიამულდა. ყოველი შეტევა ჩვენთვის პატარა ბრძოლა იყო.
- აბა, ლევან! მიდი! - ყვიროდა დათა.
- ბიჭო, შენზეა ახლა ყველაფერი! - ამატებდა გიორგი.ნიკა კი, რა თქმა უნდა, ისევ თავის როლში იყო.
-ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ ამ წუთებში ხედავთ ნომერ 21-ს...რა მოძრაობაა!რა ელეგანტურობაა! - სოფომ ბალიში ესროლა.
- ნიკა, გაჩუმდი თორემ მართლა გაგუდავ!
- ქალბატონო სოფო, გთხოვთ, პირდაპირ ეთერში ვართ. -ნიკა წინ და უკან დადიოდა.გიორგი მწვრთნელივით იჯდა.
- აქ უნდა შევიდეს.
- ახლა ლევანს უნდა მისცენ ბურთი.
-ნახეთ, ნახეთ! - ნიკა კი უკვე ფეხზე იდგა.ცოტა ხანში თამაში მართლა დაიძაბა.ლევანი მოედანზე უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდებოდა.ნიკა ვეღარ ისვენებდა.
- ლევან, მარცხნივ! - უცებ გაჩერდა - არა, რა თქმა უნდა, ვერ გაიგებს...კანადაშია. - ყველამ სიცილი დავიწყეთ.
- ნიკა, მართლა ელაპარაკები?
- რა იცი, იქნებ ენერგიას გრძნობს - თამაშის დაწყებიდან მესამე წუთზე...ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა.ლევანს ბურთი მიუვიდა.ყველანი წამოვდექით.ნიკამ თითქოს სუნთქვა შეწყვიტა.
-ახლა...ახლა...ისვრის! - ბურთი ჰაერში გაფრინდა.ერთი წამი...ორი...და...კალათაში ჩავარდა...ოთახი აფეთქდა...
- აბააააა რაა! - ნიკა დივანზე ახტა.
- გითხარით! - დათა საყვირში მთელი ძალით უბერავდა.გიორგი ხელებს იქნევდა.
- ჩვენი ბიჭია! - თვალები ამიწყლიანდა.მარიამმა ხელი მომხვია.
- კესა...
- კარგად ვარ... - გავუღიმე ცრემლიანი თვალებით...პირველი შეტევის შემდეგ ყოველ ჯერზე, როცა ბურთი მის ხელში ხვდებოდა, ყველა ვჩუმდებოდით.თითქოს არ გვინდოდა ერთი ამოსუნთქვითაც კი მისთვის ყურადღება შეგვეშალა.მეორე შეტევა დაიწყო.ბურთი აიღო, სწრაფად გადავიდა მეტოქის მხარეს და ისევ კალათისკენ წავიდა.
- მიდი, მიდი ლევანნ... - ჩურჩულებდა მარიამი.ბურთი ისევ ჰაერში აიჭრა...ჩავარდა...
-ვააააააა! - ისევ ერთიანად ავყვირდით.ნიკა უკვე ფეხზე იდგა.
- ქალბატონებო და ბატონებო, მეორე მცდელობა და მეორე წარმატება! ვიმყოფებით ისტორიული მატჩის პირდაპირ ეთერში! - მესამე შეტევა დაიწყო.ამჯერად უკვე ყველანი ველოდებოდით.დათა ხელში საყვირს ატრიალებდა.გიორგი კი ეკრანს თვალს არ აშორებდა.ლევანმა ისევ მიიღო ბურთი...ერთი მოძრაობა...მეტოქეს გაცდა...და...მესამე ჩაგდებაც...ოთახი ისევ აფეთქდა...დათამ საყვირში ჩაბერა.ნიკა დივანზე სიცილით დაეცა
- არა, არა, ეს ბიჭი მართლა მოგვკლავ დღეს ნერვიულობი! - თამაში დასრულდა.მოიგეს.ლევანმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა...როგორც კი მატჩი დასრულდა, მალევე ტელეფონი ავიღეთ.ვიდეოზარი.ყველანი ერთად.ლევანმა რომ გვიპასუხა...რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოიღო.ჩვენ აქედან ვტიროდით.ის — იქიდან.დაღლილი.თმები აჩეჩილი.სახეზე კი ისეთი ღიმილი ჰქონდა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიცნობდით.
- ჩემი გიჟები... - ამ სიტყვებზე ყველას ერთდროულად გაგვეღიმა.
- ლევან! - პირველად მარიამმა დაიყვირა.
-როგორ ხარ? - ჰკითხა გიორგიმ.
-კარგად... ძალიან კარგად. - ნიკამ მაშინვე ჩააგდო თავისი კომენტარი.
-ბატონო ლევან, პირველ რიგში გილოცავთ. მეორე რიგში კი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მე დღეს ყველაზე მეტად დავიღალე, რადგან თქვენი მატჩი მთელი გულით ვახმოვანე - ლევანს გაეცინა.
-არ მიკვირს, დარწმუნებული ვარ, უფრო ხმამაღლა ყვიროდი, ვიდრე ტრიბუნებზე ხალხი.
- რა თქმა უნდა.
- მეზობლებმა არ გაგყარეს? - იკითხა ლევანმა.
- ჯერ არა... - ყველას სიცილი აგვიტყდა.მერე ლევანის მზერა ჩემზე გადმოვიდა.რამდენიმე წამით აღარავის არაფერი უთქვამს.ის უბრალოდ მიყურებდა.როგორც ყოველთვის, სიტყვების გარეშე.
- კესა...
- გილოცავ, - გავუღიმე.
- მარტო ეგ? - თავი გავაქნიე.
- არა...ძალიან მეამაყები... - მის სახეზე მაშინვე შეიცვალა რაღაც.იმ დაღლილ თვალებში სითბო გამოჩნდა...
-აბა ახლა დაისვენე, ჩემპიონო.
- ბრძანებაა?
- დიახ.
-კარგი, ქალბატონო კესანე - ლევანს გაეცინა.მაგრამ თვალები ცრემლიანი ჰქონდა.
- მიყვარხართ...და ძალიან მენატრებით...გამიმართლა...მართლა გამიმართლა, რომ ცხოვრებამ თქვენი თავი მაჩუქა. - იმ ღამით პირველად ვიგრძენი...რომ მანძილი მხოლოდ მაშინ არის დიდი, როცა ადამიანები ერთმანეთს უშვებენ...ჩვენ კი...არ გავუშვით...არც ლევანი...არც ჩვენი სიყვარული...არც ჩვენი სამეგობრო...
ორი წელი...ორი წელი ლევანის გარეშე ჯოჯოხეთი იყო…ალბათ ბევრს გგონიათ, რომ მანძილს ეჩვევი...რომ დროთა განმავლობაში მონატრება მცირდება...არ ვიცი...შეიძლება ვიღაცისთვის ასეა...მაგრამ ჩემთვის ნამდვილად არა...როცა სანაპიროზე მივდიოდი, უნებურად ისევ იმ ადგილს ვუყურებდი, სადაც ერთად ვისხედით...როცა ქალაქში წვიმდა,პირველი ისევ ის დღე მახსენდებოდა...როცა რამე კარგს მივაღწევდი, პირველი სურვილი მისთვის ამის გაზიარება იყო...მაგრამ მე საათებს ვუყურებდი...ვუყურებდი,რადგან ვიცოდი დილის რვა საათიდან საღამოს შვიდ საათამდე ლევანს არ ეცალა...რამდენჯერ ჩამძინებია ტელეფონით ხელში...რამდენჯერ გამიღვიძია იმის გამო, რომ მისი შეტყობინების ხმა მომესმა...და მაინც...ყველაფრის მიუხედავად, გადავრჩით...ამ ორმა წელმა ბევრი რამ გვასწავლა...მოთმინება...ნდობა...და ის, რომ ნამდვილი სიყვარული მანძილით არ იზომება.ამ ორი წლის განმავლობაში ლევანმა მხოლოდ ორჯერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა...პირველად - ნიკას დაბადების დღეზე...მხოლოდ სამი დღით...სამი დღე...რომელიც ისე სწრაფად გაფრინდა, თითქოს ვიღაცამ დრო სპეციალურად დააჩქარა.სამი დღის შემდეგ ისევ აეროპორტში ვიდექი...მაგრამ მეორე ჩამოსვლა...მეორე ჩამოსვლა სულ სხვანაირი იყო...და ღმერთს ვთხოვ, ცხოვრებაში აღარასოდეს განმეორდეს...იმ დღეს უნივერსიტეტიდან პირდაპირ სამსახურში წავედი...ჩვეულებრივი დღე იყო.ისეთი, როგორიც ასჯერ მაინც მქონდა გავლილი...სამუშაო რომ დავასრულე, საღამო უკვე ჩამოწოლილი იყო...სახლში მივდიოდი...ზებრაზე გადასვლა დავიწყე...შემდეგ კი...მხოლოდ ძლიერი დამუხრუჭების ხმა მახსოვს...და შემდეგ...სრული სიჩუმე...მთვრალ მძღოლს დამუხრუჭება ვერ მოუსწრია...რამდენიმე წამში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა...ორი დღე საერთოდ უგონოდ ვიყავი...ორი დღე კომაში ვიყავი...თავიდან გადაწყვიტეს, ლევანისთვის არაფერი ეთქვათ...იცოდნენ, რომ მნიშვნელოვანი მატჩები ჰქონდა.იცოდნენ, რომ ყველაფერს მიატოვებდა...მაგრამ სიმართლის დამალვა მხოლოდ ხუთი საათი შეძლეს...მეხუთე საათზე ლევანმა ჩვენები ტყუილში გამოიჭირა...ჩემთან ბევრჯერ დაურეკავს...რომ აღარ გამოვჩნდი ლევანმა ჯერ ნიკას მისწერა...
-კესა სად არის? ვურკავ და არ მპასუხობს - ნიკამ თითქმის მაშინვე უპასუხა.
- სამსახურშია, ძმაო. საღამოს დაგირეკავს. - ლევანს შეტყობინებისთვის რამდენჯერმე დაუხედავს.
- სამსახურში? - მაშინვე კალენდარისთვის დახედა...შაბათი...მე კი...ყოველ შაბათს დასვენება მქონდა.რამდენჯერ მითქვამს: "შაბათი ჩემი დღეა. ბოლოს და ბოლოს ნორმალურად გამოვიძინებ."
-ნიკა...ტყუილს მაინც ვერ სწავლობ? - მაგრამ მაშინვე არაფერი უთქვამს...ალბათ იფიქრა, შეიძლება ცვლა შეუცვალესო.ათი წუთის შემდეგ მარიამს მისწერა.
- მარ, კესა სად არის? - მარიამის პასუხიც მალევე მისვლია.
-უნივერსიტეტშია. გამოცდა აქვს. - ლევანი რამდენიმე წამით ეკრანს უყურებდა.მერე ხმამაღლა გასცინებია.
- გამოცდა? მარიამ...სემესტრი ორი კვირის დაწყებულია.რა გამოცდა? - უკვე აშკარა იყო.ყველა ერთსა და იმავე ტყუილს ვერ იგონებდა.მერე გიორგის მისწერა.
- გიორგი, სად ხართ? - გიოს პასუხმა საერთოდ დააბნია ლევანი.
-ყველა ერთად ჩვენ კაფეში ვიყავით.ეხა დავიშალეთ.რა ხდება? - ლევანს ამჯერად სიცილი ვეღარ შეუკავებია.სამი ადამიანი.სამი სხვადასხვა პასუხი.სამივე დარწმუნებული იყო, რომ ძალიან დამაჯერებლად იტყუებოდა.შემდეგ ვიდეოზარით პირდაპირ ნიკასთან დარეკა.როგორც კი ნიკამ უპასუხა, ლევანმა სერიოზული სახე მიიღო.
- აბა...
- რა აბა?
- სამსახურშია?
- ჰო.
- შაბათს?
- ჰო...
- იმ სამსახურში, სადაც შაბათობით დასვენების დღე აქვს? - ნიკა რამდენიმე წამით გაჩუმებულა.
- აუ...
- კარგი, მაშინ მარიამმა რატომ მითხრა, გამოცდაზეაო?
- რა?! - ნიკას თვალები გაუფართოვდა.
- ეგ მართლა გითხრა?
- ჰო.
- ღმერთო... - თავზე ხელი შემოირტყა. - შეთანხმება მაინც არ შეგვეძლო?
- გიორგიმ საერთოდ კაფეში ვიყავით და ეხა დავიშალეთო.მეტყვით რა ხდება?
- გიორგიმაც?!
- ჰო. - ნიკამ კამერა მოაშორა სახეს და შორს დაიყვირა:
- ხალხოოო!ვინ რა მოიტყუეთ? - მეორე მხრიდან ხმაური ისმოდა.
- რა მოხდა?
- ლევანმა ყველაფერი გაიგო!
- რა გაიგო?
- რომ ვერ ვიტყუებით! - რამდენიმე წამში კამერასთან მარიამიც გამოჩნდა.
- ლევან...
- ჰო?
- არ გაბრაზდე.
- ჯერ მითხარით, რას მიმალავთ? - ყველამ ერთმანეთს გადახედა.ნიკამ ამოიოხრა.
- აუ...
- ძალიან დიდი სიურპრიზია? - ჩაიცინა ლევანმა.ნიკამ უნებურად გაიღიმა.
- უზარმაზარი.
- კესას რამე ხომ არ სჭირს?რამეს ხომარ მიმალავთ? - ამ კითხვაზე ყველას სახე უცებ შეეცვალა.
- არა! - თითქმის ერთდროულად იყვირეს ყველამ.ლევანმა შვებით ამოისუნთქა.
- მაშინ კარგი... - მაგრამ მაინც არ დანებებულა. - ახლა მაინც მითხარით, სად არის ჩემი შეყვარებული? - ნიკამ ტუჩი მოიკვნიტა.
- ვერ გეტყვი.
- რატომ?
- იმიტომ...
-იმიტომ, რომ ამჯერად სიურპრიზს ბოლომდე შევინახავთ. - დამაჯერებლად უთხრა მარიამმა.ლევანმა თავი გააქნია.
- იცით,რომ ტყუილი საერთოდ არ გამოგდით. -მერე გიორგის ჩასძიებია სიურპირიზს ამბავზე...
-ლევან,ხომ იცი ტყუილებს ვერ ვამბობ...ამიტომ დამალვას აზრი არ აქვს... - ლევანი ამბობდა, რომ გიორგის ხმის გაგონებისთანავე ცუდი იფიქრა.
-რა მოხდა? -გიორგი რამდენიმე წამი ჩუმად იყო.შემდეგ ძლივს უთქვამს:
-კესას ავარია მოუვიდა... - ამბობენ, რომ ამის შემდეგ ლევანს არც ის უკითხავს როგორ მოხდა ავარია...არც ის ვინ იყო დამნაშავე...მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვამს.
- ცოცხალია? - იმავე ღამით თვითმფრინავის ბილეთი იყიდა.არც კლუბისთვის უთხოვია განსაკუთრებული ნებართვა.არც არაფერზე უფიქრია.მხოლოდ ერთზე.საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო.რაც შეიძლება მალე.როცა საავადმყოფოში მოსულა, უკვე ღამე იყო.პირდაპირ რეანიმაციის განყოფილებისკენ გამოქცეულა.ისე სწრაფად, რომ გიორგიმ ძლივს მიასწრო უკან ადევნება.ექიმს უთქვავს: „ახლა შესვლა არ შეიძლება’’...ხელი ცივ მინისთვის მიუდივია...და ჩუმად ჩაულაპარაკია:
- კესა...პატარა ქალბატონო...დაბრუნდი...გთხოვ...არ დამტოვო...კიდევ რამდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი...შენ ხომ დამპირდი, რომ ერთად დავბერდებოდით...ასე არ მომექცე...გთხოვ...უბრალოდ თვალები გაახილე... -იმ ღამით ლევანი რეანიმაციის კარს არ მოშორებია.ნიკა, გიორგი და დათა ენაცვლებოდნენ, წყალს აძალებდნენ,ეხვეწებოდნენ რამე ეჭამა...მაგრამ ამაოდ...მთელი ღამე იმ კართან იჯდა.და ყოველ ჯერზე, როცა რეანიმაციის კარი ოდნავ იღებოდა, პირველი ფეხზე დგებოდა...იმ იმედით...რომ ეტყოდნენ: „გაიღვიძა“ ...მეორე დღეს...თითქოს ბედისწერამ კიდევ ერთი შანსი მაჩუქა...ნელ-ნელა თვალები გავახილე...ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა...თეთრი ჭერი...აპარატების გაუჩერებლი ხმა...სხეულში გამაყრუებელი სისუსტე...რამდენიმე წამი ვერ მივხვდი, სად ვიყავი...მერე ყველაფერი ნელ-ნელა გამახსენდა...ავარია...დარტყმა...სიბნელე...კარის გაღების ხმა მომესმა...ექიმი შემოვიდა...სახეზე ღიმილი ჰქონდა...
- კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება.დღის ბოლოს პალატაში გადაგიყვანთ... - მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ გადავრჩი.პალატაში ყველა ერთად შემოცვივდა...ნიკა ტიროდა და თან იცინოდა...მარიამი ისე ძლიერად მეხუტებოდა, ლამის სუნთქვა შემეკრა...ლიკა და სოფო ცრემლებს ვეღარ იკავებდნენ...გიორგიმ კი მხოლოდ მხარზე დამადო ხელი და ჩუმად თქვა:
- გაგვაგიჟე... - რამდენიმე წუთში კარი ისევ გაიღო.ლევანი შემოვიდა.იმ რამდენიმე დღეში თითქოს წლები მომატებოდა.დაუძინებელი თვალები ჰქონდა.მაგრამ როცა დამინახა, პირველად ამდენი ხნის განმავლობაში გაეღიმა.ჩემთან მოვიდა.ხელი ფრთხილად მომკიდა.
- პატარა ქალბატონო... - ხმა უკანკალებდა. - ასე აღარასდროს შემაშინო...
- მაპატიე...
- ბოდიში?რისთვის? ჩემთვის ისიც საკმარისია,რომ უბრალოდ... აქ ხარ... - ლევანი საქართველოში დარჩა.მატჩები.ვარჯიშები.კლუბი.იმ მომენტში მისთვის ყველაფერმა მნიშვნელობა დაკარგა.მხოლოდ ჩემს გვერდით ყოფნა უნდოდა.მაგრამ მე ზუსტად ვიცოდი...რამხელა მსხვერპლს იღებდა.მეექვსე დღეს, როცა ექიმმა პირველად ნება დამრთო ფეხზე ავმდგარიყავი, ლევანი გვერდიდან არ მშორდებოდა.ნელა გავიარე პალატის ბოლომდე.შემდეგ ფანჯარასთან გავჩერდი.ის ისევ ჩემს გვერდით იდგა.
- ხედავ?
- რას?
- უკვე შემიძლია სიარული. - გაეღიმა.
- ჯერ მაინც ფრთხილად.
- ლევან...
- ჰოუ
- დროა, დაბრუნდე. - მისი ღიმილი მაშინვე გაქრა.
- არა.
- ლევან...
- არა, კესა.
- მისმინე.
- არ წავალ.
- უნდა წახვიდე. - მისი ხელები ჩემს ხელის გულებში მოვიმწყვდიე - შენ იცი, რამდენი იშრომე აქამდე მოსასვლელად.
- არ მაინტერესებს.
- მე კი მაინტერესებს. - რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა.
- მეშინია...თუ ისევ რამე... - სიტყვა ვეღარ დაასრულა.მასთან ახლოს მივედი და შუბლზე ვაკოცე.
- შეხედე. - ხელი გულზე დავიდე. - აქ ვარ.ცოცხალი ვარ.კარგად ვიქნები.შენ კი არ გაქვს უფლება შენი ოცნება მიატოვო.
- მაგრამ...
- ესეც ხომ ჩვენთვის...ჩვენი მომავლისთვის დაიწყე. - ლევანს თვალები აუწყლიანდა.ბევრი ხვეწნა და ბევრი დარწმუნება დამჭირდა.ბოლოს კი...ძლივს დამთანხმდა.ჩამოსვლიდან მეექვსე დღეს ისევ აეროპორტისკენ გავაცილეთ.ამჯერად დამშვიდობება კიდევ უფრო მძიმე იყო.რადგან ორივემ ვიცოდით...ამჯერად ის საკუთარი სურვილით არ მიდიოდა.ჩემ გამო მიდიოდა.პალატიდან გასვლამდე ძლიერად ჩამეხუტა...
- ყოველდღე დამირეკე.
- დაგირეკავ.
- თუ არ მიპასუხე... - გამეღიმა.
- ვიცი... თუ არ გიპასუხებ ნახევარ სამყაროს გადმოიფრენ. - გაეცინა.
- სწორად მიხვდი...მიყვარხარ...იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე შევძლებ ამის თქმას. - და ისევ გაფრინდა.ამის შემდეგ კი მე ისევ ისე ვაგრძელებდი ცხოვრებას.ისევ ველოდებოდი მის ვიდეოზარებს.ისევ ვიცოდი მისი თამაშების გრაფიკი.ისევ ვეკითხებოდი, როგორ იყო.ისევ ვცდილობდი, მისთვის არ მეგრძნობინებინა, რამდენად მიჭირდა მონატრება.
იმ დღესაც ჩვეულებრივად ვიყავი.საღამოს გოგოებს უნდა შევხვედრილიყავი.ნიკა, როგორც ყოველთვის, რაღაც გეგმას აწყობდა.
- დღეს ყველანი უნდა შევიკრიბოთ. არანაირი უარი არ მიიღება.
- ნიკა, შენ როდის გახდი ჩვენი უფროსი? - ვკითხე სიცილით.
- იმ დღიდან, როცა მივხვდი, რომ ჩემ გარეშე ეს სამეგობრო ქაოსია.
- შენ თვითონ ხარ ქაოსი, - დაამატა ლიკამ.მე ვიცინოდი.არაფერი განსაკუთრებული არ მიგრძვნია.არ ვიცოდი, რომ ამჯერად ნიკა ჩვეულებრივზე მეტად იღიმოდა.არ ვიცოდი,გიორგი განუწყვეტლივ ჩუმად რატომ ნახულობდა რაღაცებს ტელეფონზე.არ ვიცოდი, რატომ მეკითხებოდა მარიამი:
- კესა, დღეს სახლში ხომ არ გეჩქარება?
- არა, რატომ?
- უბრალოდ... - და მერე უცებ თემას ცვლიდა.იმ საღამოს ნიკა მალევე წავიდა...ცოტა ხანში დათამაც გამოგვიცხადა: „აუ...საქმე გამომიჩნდა,უნდა წავიდე“...მერე ლიკა და სოფოც წავიდნენ...და ჩვენც მალევე დავიშალეთ...გზად მაღაზიებში შევიარე...როცა სახლში მივედი, უკვე გვიანი იყო.ჩანთა დავდე და სახლის საქმეები კეთება დავიწყე...რამდენიმე წუთში კარზე ზარი გაისმა...პირველად გავიპიქრე - ალბათ გოგოებიდან ვინმეა...გაღიმებული წავედი კარის გასაღებად...მაგრამ როცა კარი გავაღე...სამყარო გაჩერდა...რამდენიმე წამი უბრალოდ ვერ გავიგე რას ვხედავდი...ლევანი...ჩემ წინ იდგა...ჩემს კართან...ჩანთით ხელში...იმ ღიმილით, რომელიც ორი წელი მენატრებოდა.უცებ ისე ძლიერად ჩამეხუტა,მხოლოდ მაგით შეძლო ჩემი სამყაროში დაბრუნება...პირველი რაც ვთქვი, ალბათ ყველაზე სულელური იყო.
- ლევან...აქ რა გინდა?
- ჩამოვედი. - თავი გავაქნიე.
- ვიცი... მაგრამ... - სიტყვები ვერ ვიპოვე.ის ხომ უბრალოდ სამი დღით არ ჩამოდიოდა?ის ხომ ისევ უნდა წასულიყო?თვალებში შევხედე.
- რამდენი ხნით ხარ? - რამდენიმე წამით გაჩუმდა.მერე ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.
- ამჯერად აღარ მივდივარ. - იმ წამს თითქოს ყველაფერი შეწყდა.ვერ გავიგე, ცრემლები სიხარულისგან მომდიოდა თუ იმ ორი წლისგან, რაც მის გარეშე გავიარე.
- მართლა? - მხოლოდ ეს შევძელი მეთქვა.ლევანმა თავი დამიქნია.
- კონტრაქტი დასრულდა. კიდევ მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ... მე გადაწყვეტილება მივიღე. - ცრემლები უკვე თავისით მომდიოდა.
- და რატომ არ მითხარი? - გაეღიმა.
- სიურპრიზები მხოლოდ შენ იცი?
- შენ საერთოდ ნორმალური ხარ? - გავუღიმე ცრემლიანი თვალებით. - ორი წელი მალოდინე და ახლა სიურპრიზს მიკეთებ?
- ვიცი.
- საშინელი ადამიანი ხარ.
- ვიცი.
- ძალიან მომენატრე.
- მეც, კესა. - შემდეგ უკნიდან ნაცნობი ხმა გაისმა.
- კარგი, შეიძლება ახლა ჩვენც შემოვიდეთ თუ ეს სცენა კიდევ ორ საათს გაგრძელდება? - შევხტი.უკან რომ გავიხედე, მთელი სამეგობრო იდგა.ნიკა წინ, რა თქმა უნდა, ტელეფონით ხელში.
- ნუ მიყურებ ასე. ეს ისტორიული მომენტია და ჩაწერა საჭირო იყო. - ცრემლებს სიცილი შეერია.კარის უკანიდან დათა გადმოხტა.ხელში პატარა საყვირი ეჭირა.
- სიურპრიზიიიიიი! 0 ისეთი ძალით ჩაბერა საყვირში, რომ მე და ლევანი ორივე შევხტით.რამდენიმე წამით გაოგნებული ვუყურებდი.მერე სიცილი ამიტყდა.
- დათა...
- დიახ, ქალბატონო კესანე. დაბრუნების ოფიციალური ცერემონია დაიწყო.
- შენ აქ რას აკეთებდი? - დათას ნიკამ დაასწრო პასუხის გაცემა...ისეთი სახე მიიღო, თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე შეასრულა.
- ორი საათია ამ კარს უკან ვდგავართ.
- ორი საათი?!
- ჩვენი საიდუმლო გამომჟღავნდა - ამოისუნთქა ლიკამ.მე კი გაოგნებული ვუყურებდი ყველას.
- თქვენ... თქვენ ყველამ იცოდით? - მარიამი ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
- კესა, მაპატიე.
- შენც?
- კი. - სოფომ გაიცინა.
- ყველაზე რთული ის იყო, რომ შენთვის არაფერი გვეთქვა.
- განსაკუთრებით ნიკასთვის, - დაამატა სოფომ.ნიკამ მაშინვე გაიპროტესტა.
- რატომ მე? - ყველამ ერთად შევხედეთ.
- ნიკა...
- კარგი, კარგი...პასუხი ვიცი...იმიტომ, რომ მე ყველაზე მეტად მიჭირს გაჩუმება. - გიორგიმ სიცილით თავი გააქნია.
- ერთი კვირა ვარჯიშობდა, რომ არ წამოცდენოდა.
- ორი კვირა! - შეასწორა ნიკამ. - და ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღე.
- რა მსხვერპლი?
- რა მსხვერპლი და ეს ჩემთვის ემოციური ტანჯვა იყო. - ყველას სიცილი აგვიტყდა.ლევანს ვუყურებდი ისეთი თვალებით...ცემა რომ შემძლებოდა...ალბათ დაუფიქრებლად გავულაწუნებდი სახეში...
- ანუ ყველამ იცოდა...
- ჰო, - გაეღიმა ლევანს
- და მე არაფერი?
- ზუსტად ეგ იყო გეგმა. -ჩაეცინა ნიკას
- საშინელი ადამიანები ხართ. - ნიკამ ხელი აწია და წინადადება გამისწორა.
- მაგრამ საყვარელი საშინელი ადამიანები. - ლევანმა ხელი მომხვია.
- უბრალოდ მინდოდა ეს დღე არასდროს დაგვიწყებოდა. - და მართლა...იმ საღამოს ვერასდროს დავივიწყებდი.იმიტომ, რომ პირველად დიდი ხნის შემდეგ არავის აინტერესებდა დრო.არც მანძილი.არც საათები.არც გამგზავრება.ჩვენ ისევ ერთად ვიყავით.ყველანი.ზუსტად ისე, როგორც ადრე.მთელი საღამო სულელურ ამბებს ვიხსენებდით.ვიცინოდით ნიკას თავგადასავლებზე, გოგოების უცნაურ ახირებებზე, იმ დღეებზე, როცა ყველაფერი მარტივი იყო და არც კი ვიცოდით, რამდენად ძვირფას მომენტებს ვაგროვებდით.ხანდახან სიცილისგან მუცელატკივებულები გავჩერდებოდით და სულის მოთქმას ვცდილობდით...გვიან ღამით...რაღა ღამით...გამთენიოს სამ საათზე დავიშალეთ...ლევანი ჩემთან დარჩა...ერთ მომენტში ლევანი დივანზე გადაწვა, ჩემსკენ გამოიხედა და ის ნაცნობი, ოდნავ ეშმაკური ღიმილი გაუჩნდა.
- იცი, რა მომენატრა ყველაზე მეტად?
- რა?
- შენი გაკეთებული ყავა. - გავიცინე.
- მართლა? ამდენი რამიდან ჩემი ყავა?
- კი.
- რატომ?
- იმიტომ, რომ შენ გაკეთებულს სიყვარულის სურნელი აქვს... - თავი გავაქნიე.
- ისევ ისეთივე ხარ.
- როგორი?
- ისეთი, სიტყვებით რომ ყველაფერს სხვანაირად აქცევ. - გაეღიმა.
- აბა, გამიკეთებ?
- როგორც მიბრძანებთ...შეკვეთა მიღებულია ბატონო... - სამზარეულოსკენ წავედი.ლევანი აბაზანაში გავიდა...მგზავრობის შემდეგ ცოტა დამამშვიდებსო...ყავას ვამზადებდი,როცა ცოტა წყლის ხმა შეწყდა.ვიფიქრე, ალბათ აბაზანიდან გამოვიდა.ყავას ვურევდი, როცა შემთხვევით გავიხედე.მართლა ადგილზე გავშეშდი.ლევანს მხოლოდ შორტი ეცვა, მაისური კი მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა და სახეზე ის ნაცნობი, ოდნავ ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.წამით მართლა გავიფიქრე - „კარგი, კესანე, ახლა ალბათ გონებას დაკარგავ“ ... და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ეს ფიქრი ხმამაღლა გამომივიდა.
- უი... - ლევანმა წარბი ასწია.თავი სწრაფად გავაქნიე, თითქოს არაფერი მითქვამს.
-არაფერი. - მაგრამ უკვე გვიანი იყო.მისი ღიმილი უფრო გაიზარდა
- კესა...
- ჰო?
- ნუთუ გონებას კარგავ ჩემზე? - სიცილი ამიტყდა.
- შენ რამე შეგცვლის?
- არა.
- ორი წელი გავიდა და მაინც ისეთი თავდაჯერებული ხარ.
- აჰა, ანუ ახლა უკვე აღიარებ?
- რას?
- რომ გიჟდები ჩემზე. - თვალები გადავატრიალე.
- ლევან, ყავა გელოდება.
- თემის შეცვლა არ გამოგივა.
- ძალიანაც გამომივა. - სამზარეულოში შემოვბრუნდი, მაგრამ ღიმილს ვერ ვმალავდი.მონატრებული ყავა გასინჯა,შემდეგ სამზარეულოს მაგიდაზე დადო.რამდენიმე წამით უბრალოდ მიყურებდა.ისეთი მზერით, თითქოს ცდილობდა დაემახსოვრებინა ეს წამი - ჩემი სახე, ჩემი ღიმილი, ის ფაქტი, რომ ბოლოს და ბოლოს ისევ მის გვერდით ვიყავი...ნელა მომიახლოვდა...ჯერ არაფერი უთქვამს...უბრალოდ მხრებზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გვერდზე გადამიწია...იმდენად ახლოს იყო, რომ მისი სუნთქვა მესმოდა...მისი თითები ფრთხილად შემეხო თმაზე და რამდენიმე წამით გაჩერდა...თითქოს იმ ნაცნობ სურნელს უბრუნდებოდა, რომელიც ასე ძალიან ენატრებოდა...
- ეს ერთადერთი სურნელია, რომელიც მართლა მათრობს... - ჩუმად ჩაილაპარაკა.გამეღიმა. მის ხმაში ისეთი სითბო იყო, რომ პასუხის ნაცვლად უბრალოდ გავჩუმდი.მხრებზე ნაზად მომეფერა...მე მისკენ შევტრიალდი...რამდენიმე წამი უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით...შუბლი მის შუბლს მივადე.ლევანმა ჩუმად შემომხედა.
- იცი, რამდენჯერ წარმოვიდგინე ეს მომენტი?
- რამდენჯერ?
- იმდენჯერ, რომ უკვე მეგონა, რეალობაში ვერასდროს იქნებოდა ისეთი კარგი, როგორიც ჩემს წარმოსახვაში იყო.
- და? - გაეღიმა.
- აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი.
- ყავა გაგიცივდება, - ვუთხარი ვითომ სერიოზული სახით.ლევანი მაშინვე მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს.
- მართლა?
- ჰო.
- კესა...ისევ ცდილობ თავის დაძვრენას? - გავიცინე.
- მე? საერთოდ არა.
-ამჯერად ვერ გამექცევი, პატარა ქალბატონო.
-ვინ გითხრა, რომ გავრბივარ?
-შენმა თვალებმა - გავიღიმე.
- ძალიან თავდაჯერებული გახდი კანადაში. -- ძლიერად ჩავეხუტე,მერე თავი მხარზე დავადე.მის მკლავებში ჩაკარგულს პირველად დიდი ხნის შემდეგ აღარ მქონდა განცდა, რომ რაღაცას ველოდებოდი.აღარ იყო მანძილი.აღარ იყო მონატრება.სწორედ მაგ მომეტში ჩემს ტუჩებს ისე ხარბად დაეწაფა, თითქოს ამ ორ წელიწადში დაგროვილი ყველა მონატრების თქმა მხოლოდ ასე შეეძლო.თითქოს ყველა ის დღე, როცა მხოლოდ ეკრანიდან მიყურებდა, ყველა ის ღამე, როცა ერთმანეთის ნაცვლად მხოლოდ ტელეფონის ხმა გვქონდა, ამ ერთ წამში უნდა აენაზღაურებინა.მერე კი ხელები ფრთხილად მომხვია და რამდენიმე წამით უბრალოდ ასე ვიდექით - ერთმანეთთან ახლოს, ისე, თითქოს სამყაროში აღარაფერი არსებობდა...ლევანის დაბრუნების შემდეგ ცხოვრება თითქოს ისევ ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.ცხოვრება ისევ აგრძელებდა ჩვენთვის...ჩვენი სიყვარულისთვის გამოცდების მოწყობას...ყოველ ჯერზე, როცა გვეგონა, რომ ახლა მაინც ამოვისუნთქავდით, ბედისწერა ახალ თავს წერდა...ხან მოთმინებას გვიმოწმებდა...ხან ნდობას...ხან ერთმანეთის გვერდით დარჩენის ძალას...იმ დროს ჯერ კიდევ აღარ გვჯეროდა...რომ გამოცდები ყოველთვის მოულოდნელად იწყება...არ გაფრთხილებს...არ გეკითხება, მზად ხარ თუ არა...უბრალოდ ერთ დღეს მოდის.....და გთხოვს, კიდევ ერთხელ დაამტკიცო, რომ სიყვარული მხოლოდ ლამაზი სიტყვები კი არა, არჩევანია...არჩევანი, რომელსაც ყოველდღე თავიდან აკეთებ...და ჩვენც...ჩვენც ვცდილობდით...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent