განწირული პაიკი - თავი 16 (დასასრული)
თავი მეთექსვმეტე - დასასრული მარიასთან საუბრის შემდეგ თავი უსკდებოდა გიორგის ფიქრისგან. ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა, ლილის ახლა მისი დანახვა არ უნდა და პატივი უნდა ეცა მისი თხოვნისთვის... მინიმუმ ეს მაინც უნდა შეესრულებინა, მაგრამ იმ სახლში თუ დარჩა ისევ გაცივდება! თან სულ მარტოა, თავს რამე არ აუტეხოს! რა უნდა ქნას? რომელია სწორი საქციელი? ნიკო რას იზამდა მის ადგილას? არა ბიძამისი ასეთ სიტუაციაში თავიდანვე არ ჩაიგდებდა თავს... ამ ფიქრების ჭიდილში დაღამდა კიდეც... თორმეტს გადასცდა, მაგრამ ვერაფრით დაიძინა, ან როგორ უნდა მოეხუჭა თვალი, როცა იცოდა რომ ლილი გაყინულ კედლებში იწვა... თვითონაც არ იცის სად გამოჩხრიკა ელექტრო გამათბობელი, ამოიჩარა იღლიაში და ლილის სახლისკენ გასწია. ნეტავ სძინავს? რა თქმა უნდა ეძინება, ღამის პირველი საათია უკვე... მის ზარს ისევ არ პასუხობს... იქნებ ჯობია კართან დაუტოვოს? მაგრამ როდის ნახავს? ამ ღამეს როგორ გადააგორებს, თან ისევ თოვლია... ფრთხილად დააკაკუნა კარზე, შიგნიდან პასუხი არ იყო... კიდევ რამდენჯერმე სცადა დაკაკუნება. უკვე წასვლას აპირებდა როცა, რატომღაც კარის სახელური მოსინჯა. ღია იყო! წამით სიბრაზის ცეცხლი მოეკიდა გავაშელის უყურადღებობის გამო... ფრთხილი ნაბიჯით შევიდა სახლში და ზურგს უკან საკეტი გადასწია. მისაღებში საბნების გროვას ჩაუარა და ის-ის იყო საძნებელში აპირებდა ქალის ძებნას, საბნების გროვა შეირხა და ჩუმი, ჩახლეწილი ხმით მიმართა - ისევ მოხვედი? - გიორგის შიშისგან ლამის გული გაუსკდა - ლილი? ვერ დაგინახე რამდენ რამეში გახვეულხარ. - ხო ცივა - თქმა იყო და დააცემინა - აი ისევ შეგიბრუნდა გაციება, რატომ არ გაყევი მარიას? - მიაჭრა და შუბლზე ხელი დაადო. ელექტროტალღამ დაუარა სხეულში ქალის შუბლზე მისი თითების შეხებისას. - არ გავციებულვარ - წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, ისევ დააცემინა. - არა აქ ვერ დაგტოვებ - სიტყვის თქმა დასრულებული არ ქონდა ფენა-გენა გადახადა საბნების გროვა ქალს - რას აკეთებ - სახლში მიმყავხარ - ხელში აიტაცა ქალი - არა, დამსვი, მე მანდ ფეხს აღარ შემოვადგავ, ხომ გითხარი, ნუ მეხები! - ფართხალებდა ქალი - მაშინ მარიასთან მიმყავხარ - შუაღამეა გაგიჟდი - მაშინ ვინმე მეგობარი, ნათესავი, არავინ არ გყავს სადაც გათბობა იქნება? - ფარხმალი დაყარა კაცმა და დივანზე ფრთხილად დააბრუნა - არა - ჩუმად, თავჩაქინდრულმა უაპსუხა ლილიმ და საბანი კვლავ დაიფარა. გიორგის მტკიცნეულად გაჰკრა რაღაცამ გულში. კი იცოდა რომ მარტოსული იყო, მაგრამ ასეთ სრულ მარტოობასაც არ მოელოდა. რამდენიმე უსასრულო წამი არც ერთს არაფერი უთქვამს. ორივე თავიანთ ფიქრებს წაეღო... - ეს მაინც ჩავრთოთ - უხერხული სიჩუმე დაარღვია კაცმა და კართან დატოვებულ ელექტრო გამათბობელზე მიუთითა. ლილის პასუხს არც დალოდებია, ჩამრთველში შეაერთა და ქალის ფეხებთან მიაჩოჩა. თავად ქურთუკი არც გაუხდია, მაგრამ მაინც ძვალსა და რბილში ატანდა სიცივე. - ლილი, შეიძლება ვისაუბროთ? - ოდნავ დაუკრა თავი ქალმა თანხმობის ნიშნად. სინამდვილეში მასაც უნდოდა გიორგისთან დალაპარაკება, მას შემდეგ რაც მარიამ მასზე მოუყვა. - ვიცი რომ ბევრი შეცდომა დავუშვი შენთან ურთიერთობისას, რაც არ მეპატიება. შენ რომ მაპატიო, მე მაინც ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს. ისევ იმ ჭაობში ჩავეშვი, საიდანაც ძლივძლიობით ამომათრია ბიძაჩემმა. ადრე ერთ გოგოს ვხვდებოდი, რომელთანაც მეგონა მთელ ცხოვრებას გავატარებდი, მაგრამ მამაჩემის მოგზავნილი აღმოჩნდა. - ძალიან მოკლედ უყვებოდა გიორგი, მის გულში დამარხულ ყველაზე დიდ ტკივილზე. ლილის არაფერი შეუმჩნევია, მიხვდა, არ იცოდა გამრეკელმა მარიამ რომ ყველაფერი მოუყვა ქალს. - მეგონა შენც მამაჩემის მოგზავნილი ჯაშუში იყავი, აბა რა უნდა მეფიქრა - თითქოს არსაიდან დაიწყო საუბარი - ახლა საიდან იცი რომ მამაშენის მოგზავნილი ჯაშუში არ ვარ? - გამომწვევად შეხედა სახეში ქალმა - ახლა სულ ერთია, თუნდაც იყო... მე შენს გარეშე სუნთქვაც კი მიჭირს, გესმის? დაე იყო! არ მაინტერესებს - მე მაინტერესებს! ასე როგორ ფიქრობ ჩემზე? ნუთუ ოდნავადაც ვერ გამიცანი? მამაშენი პირველად და უკანასკნელად იმ ღამეს ვნახე...გეკითხა, დამლაპარაკებოდი და ყველაფერს მოგიყვებოდი. - ვცდილობდი, ლილი... არ ვიცი შენს გვერდით რა მემართებოდა, უკონტროლო ვხდებოდი, წარსულის მოგენებები ფლეშბექებად მიდგებოდა თვალწინ - არც კი გიცდია ჩემი გაგეგო - ვერაფრით ვერ ვხსნიდი ასეთი განსხვავებული როგორ იყავი - განსხვავებული? - ხო, ერთდროულად მორცხვი და - და? - და ისეთი ვინც ფულის გამო კაცთან დაწვა! ყოველშემთხვევაში, თანახმა იყო დაწოლილიყო. - სხვა გზა არ დამიტოვე, შენ არ გესმოდა რომ მე არჩევანი არ მქონდა. - გიორგიმ მაშინ ეს ყველაფერი ვერ დაინახა... ვერც იმას ხვდებოდა, რომ მის წინ ქალი კი არ იდგა, რომელსაც შეეძლო თავისუფლად ეთქვა „კი“ ან „არა“, არამედ ადამიანი, რომელსაც მამის ვალი მხრებზე ლოდივით აწვა. - როგორ არა - გაიბრძოლა კაცმა - არ ვიცოდი თუ შემეძლო უარი მეთქვა...ვალი უნდა გადაიხადოო და - უმწეოდ გაშალა ხელები.- და შენ რატომ მაიძულე? ახლა ცდილობ ყველაფერი მე გადმომაბრალო? - გკითხე ! - ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი კაცმა.. - იმ დილით ოთახიდან გავდიოდი, და შენმა სიტყვებმა შემომატრიალა - რა სიტყვებმა - ვალი გადახდილიაო რომ მკითხე, მეგონა შენც მამაჩვენებისნაირი იყავი და მხოლოდ ფული გაინტერესებდა - მე ... მე სხვანაირად ვიკითხე - როგორც ჩანს ერთმანეთის საერთოდ არ გვესმოდა - მართალი ხარ - შენში ყველაფერში შევცდი ლილი...- ტკივილიანი ხმით ჩაილაპარაკა კაცმა. ოთახი ისევ დუმილმა მოიცვა. ორი, სევდით სავსე გული აჩქარებულად ძგერდა და ბედისწერის განაჩენს ელოდა... ერთმანეთს იმაზე მეტი ატკინეს და დაუშავეს გაუცნობიერებლად, ვიდრე ისედაც ნატკენ გულებს შეეძლოთ აეტანათ. - რაზე ფიქრობ - ამ ყველაზე უაზრო და უადგილო კითხვით, აუტანელად მტკივნეული სიჩუმის დარღვევას ეცადა კაცი - სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი. ძალიან დაბნეული ვარ. ვფიქრობ რომ დრო და ერთმანეთისგან შორს ყოფნა გვჭირდება, ყველაფერი რომ გავაანალიზოთ... - ლილი, ყველაფერს მოგცემ რასაც მთხოვ, ყველაფერს შეგისრულებ, უბრალოდ...უბრალოდ შენგან შორს ყოფნა არ მაიძულო, კარგი? - მე არაფერს გაიძულებ, ასეა ახლა საჭირო. მე - დრო და შენ მკურნალობა გჭირდება - შენ იქნები ჩემი წამალიც და ყველაფერიც! - ეცადა ჩაეყლაპა ის სიამაყე და თავმოყვარეობა, რაც ლილის სიტყვებმა შეულახა. მართალი იყო, მკურნალობა სჭირდებოდა, ძალიან გადაეშვა სმაში. - არა, მე ვერ ვიქნები შენი ვერაფერი გიორგი, შემომხედე - მე თვითონ ნაწილებად ვარ ქცეული! - შენ თუ გინდა, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ ერთად, გესმის? - ახლა, მხოლოდ მარტო ყოფნა მინდა და ჩვენ არ ვარსებობთ. უბრალოდ ორი, მტკივნეული წარსულის მქონე ადამიანი ვართ, რომელთაც ერთმანეთს უფრო მეტი ტკივილი მიაყენეს. - ნუთუ არაფრის გაკეთება არ შემიძლია? - ხმა აუკანკალდა კაცს - შენ თუ იმ მართლა გაგაჩნია რაიმე გრძნობა ჩემს მიმართ, გთხოვ, ეს გაუგებრობა აქვე დავამთავროთ. დრო და სივრცე მჭირდება. - ნუთუ ეს...ეს გაუგებრობა იყო შენთვის? ჩემი სიყვარული შენთვის გაუგებრობაა? - თანაც ძალიან დიდი! - გასაგებია - თავი ჩაქინდრა კაცმა. - ამ ღამეს მაინც მომეცი უფლება შენთან დავრჩე, ბოლოჯერ...ხვალ გაზზაც ჩაგირთავენ - მცირეხნიანი დუმილით დაამატა კაცმა. ბევრი იფიქრა ლილიმ მის წინადადებაზე, არც გიორგი არ აჩქარებდა. - კარგი, - თქვა ჩუმად, - საბნებში უნდა შემოძვრე, თორემ გაიყინები - დაამატა ბოლოს, გიორგის გალურჯებული ტუჩების შემხედვარე. ქალის ნებას დაჰყვა გამრეკელი. საბნების ქვეშ უფრო დათბა, გიორგის შემოერთების თუ საცოდავად მბჟუტავი ელექტრო გამათბობელის გამო არც ერთმა არ იცოდა, მაგრამ ფაქტი ერთია, სასწაულებრივად გადაურჩნენ ფილტვების ანთებას! ის ღამე უკანასკნელი იყო რომელიც ერთად გაატარეს და ალბათ გადამწყვეტიც მათ ცხოვრებაში, რადგან არც ერთმა არ იცოდა რა იქნებოდა მარტო რომ გაეტარებინათ...საერთოდ შეხვდებოდნენ კი მეორე დღის მზის ამოსვლას? გიორგიმ მანამდე დატოვა სახლი სანამ ლილი გაიღვიძებდა, პატივი სცა მის არჩევანს, რომ სივრცე სჭირდებოდა. მინიმუმ ამის გაკეთება მაინც შეეძლო ქალისთვის...ამასობაში იქნებ იმის მესედი კაცი მაინც გამხდარიყო, როგორსაც ლილი იმსახურებდა. ლილის დააკლდა გამრეკელი დილით გვერდით, თუმცა ხვდებოდა რომ ასე სჯობდა, რომ აღარ უნდა ყოფილიყო ის სუსტი და დაუცველი გოგო, რომელსაც ვინმეს გადარჩენა და სამადლოდ გაწვდილი ხელი დასჭირდებოდა. გადაწყვიტა რომ უნდა ეცოცხლა და ებრძოლა, უნდა შეცვლილიყო, გაძლიერებულიყო. არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ქალებისთვის, რომელთაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლიათ. დრო ელვის სისწრაფით მიქროდა, ისე გავიდა ხუთი წელი გიორგისთან უკანასკნელი შეხვედრიდან, თითქოს გუშინ ყოფილიყო მათი საუბარი. ლილიმ ცხოვრება თავიდან დაიწყო. სულ მარტომ, თუმცა სრულიად შეცვლილმა. პირველ რიგში სახლი გაყიდა, ის სადაც ერთი დღეც არ უგრძვნია თავი დაცულად და რომელიც მის ამდენ ტკივილიან მოგონებას ინახავდა. აღმოჩნდა რომ მის სახელზე იყო და ამიტომაც ვერ გაყიდა აქამდე გივიმ. საბუთები სამედიცინოდან იურიდიულზე გადაიტანა და წარმატებით დაამთავრა კიდეც. მეოთხე კურსიდან სტაჟირება, შემდეგ კი სამსახურიც დაიწყო იურისტად ერთ-ერთ წამყვან იურიდიულ ფირმაში. მუშაობა და შრომა არ ეზარებოდა, შესაბამისად უფასდებოდა კიდეც. გიორგიმ პირობა შეასრულა, არ ერეოდა მის ცხოვრებაში, არ აწუხებდა ზედმეტად. ფიქრობდა, რომ როცა მზად იქნებოდა და თუ ენდომებოდა ლილი თავად მიაწვდენდა ხმას. ამის მიუხედავად მარტო არ დაუტოვებია, გავაშელიც მუდმივად გრძნობდა მის არსებობას. ყოველ დაბადების და ქალთა დღეს ლილიების დიდი თაიგული ელოდა ხოლმე კარის წინ, სადაც არ უნდა ყოფილიყო. არც უნივერსიტეტის დამთავრება, ახალი წელი თუ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება არ დარჩენილა კაცის მხრიდან უყურადღებოდ. არც გივი და არც გივის სხვა მევალეები გამოჩენილან ქალის ცხოვრებაში და ამისთვისაც მადლიერი იყო გიორგისა. მართალია წლები გავიდა და იმ ზამთრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ქალაქიც შეიცვალა და ადამიანებიც, მაგრამ ზოგიერთ მოგონებას მაინც არ შეხებია დროის დინება. ლილისთვის ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი დაევიწყებინა. დაივიწყებდა კი ყველაფერს ბოლომდე? ალბათ, ზოგი ტკივილი დროს არ ემორჩილება, უბრალოდ, როგორც ჭრილობა, შეხორცების შემდეგ თანდათან უფერულდება, თუმცა სხეულს მისი კვალი მთელი სიცოცხლე ატყვია. ლილიმ ისწავლა ცხოვრება გიორგის გარეშე. ისევ გაიღიმა, ისევ შეძლო წიგნის წაკითხვა ისე, რომ ყოველ გვერდზე იმ ღამეს არ დაბრუნებოდა გონებით. მაგრამ სადღაც ღრმად, გულში, მაინც დარჩა კითხვა — რატომ მოხდა ეს ყველაფერი? გაზაფხული უკვე ახლოს იყო. ქალაქს ზამთრის სიმკაცრე ნელ-ნელა მოშორებოდა. თოვლისგან მხოლოდ პატარა, ნაცრისფერი გროვები დარჩენილიყო ქუჩის კუთხეებში, ჰაერში კი პირველად იგრძნობოდა სითბო. ლილისთვის ჩვეულებრივი სამუშაო, ორშაბათი დღე იყო. ოფისში შესვლისას უფროსმა დაიბარა ოთახში. ნეტა მშვიდობაა? რამე ხომ არ შეეშალა? - ლილი - შესვლისთანავე მიესალმა 40 წელს მიტანებული, სიმპატიური კაცი - გამარჯობა ბატონო ლაშა, მეძებდით? - კი, ნათია არის ცუდად, ისევ ვერ გამოკეთდა, დღეს კი ახალ კლიენტთან ჰქონდა შეხვედრა. მე ვერ ვახერხებ, პროცესები მაქვს, შეგიძლია მის გარეშე წახვიდე? - კი რა პრობლემაა, მაგრამ ხომ იცით მე სისხლის სამართლის სამქმეებზე ვმუშაობ და ნათიას პორტფელი სამოქალაქოა - აბა ეგ როგორ არ ვიცი? - გულიანად გაეცინა კაცს - უბრალოდ სხვას არავის სცალია დღეს და თან ჭკვიანი გოგო ხარ, დარწმუნებული ვარ თავს გაართმევ, აბა ლიცენზია საერთო სპეციალიზაციით ტყუილად გაქვს აღებული? თუ ირაკლიმ დროზე ადრე დაამთავრა პორცესი, ისიც შემოგიერთდება. - კი ბატონო, მაქსიმალურად ვეცდები კარგად ჩაიაროს. ვინ არის კლიენტი? - რაღაც საბავშო რაგბის კლუბია, ახლა ყალიბდება და საწესდებო დოკუმენტების მოწესრიგებაში სჭირდება დახმარება, რთული არ უნდა იყოს. - კარგით, რომელ საათზეა შეხვედრა? - 11-ზეა, უკვე უნდა დაიძრე, მისამართი იცის მძღოლმა და მიგიყვანს. საჭირო საბუთები ნათიას მაგიდაზეა, გზაში გადაავლებ თვალს. - კარგი, წავალ უკვე მაშინ. - აბა შენ იცი, გამაგებინე რას იზამთ. - აუცილებლად. სწრაფად დაავლო ხელი საბუთებს და ოფისიდან გავიდა. გზაში ვერ კითხულობდა, ყოველთვის გული ერეოდა, მაგრამ თქმა ვერ გაუბედა უფროსს. არაუშავს, ადგილზე გაერკვეოდა, რა უნდა ყოფილიყო ისეთი? მანქანა გარეუბანში, პატარა რაგბის სტადიონის გვერდით გაჩერდა. ლილი სტადიონის გვერდით მდებარე ერთსართულიანი შენობისკენ დაიძრა და ფრთხილად შეაღო შენობის კარი. მისაღებში არავინ იყო, ალბათ ჯერ კიდევ ადრეა. ოფისი სადად და მყუდროდ იყო მოწყობილი, აშკარად ცოტა ხნის წინ გაერემონტებინათ. მოსაცდელში განთავსებული სკამებიდან ერთ-ერთზე ჩამოჯდა, იქნებ სანამ ვინმე გამოვიდოდა მოესწრო დოკუმენტების წაკითხვა. მზერა პირველივე გვერდზე დაწერილ, დამფუძნებლის სახელზე და გვარზე გაუშტერდა - გიორგი გამრეკელი რა? ეს შეუძლებელია. სხვა იქნება, რამდენი გიორგია საქართველოში, არც გამრეკელია პატარა გვარი... გული ლამის საგულედან ამოხტომოდა, ამდენი წელი, ამდენი ხნის შემდეგ ასე უნდა შეხვედროდა? - ქალბატონო ნათია? - ფიქრებიდან მამაკაცის ხმამ გამოაფხიზლა - გამარჯობა - გამარჯობა - ნელა, შიშით ახედა კაცს და შვებიბით ამოისუნთქა, როცა მის ადგილას ორმოცდაათწელს მიტანებული, საკმაოდ სიმპატიური და მაღალი მამაკაცი დალანდა. - მე ნათია არ ვარ, ლილი გავაშელი გახლავართ, მოსვლა ვერ მოახერხა და მე დავესწრები შეხვედრას, თუ წინააღმდეგი არ ხართ. სამწუხაროდ, ფორსმაჟორული სიტუაცია იყო და წინასწარ ვერ გაგაფრთხილეთ, ბოდიშს გიხდით. - არა რა თქმა უნდა, რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? მთავარია საქმე გაკეთდეს არა? - მთელი სახით, თბილად გაუცინა კაცმა - აქეთ მობრძანდით - შეხვედრების ოთახისკენ გაუძღვა კაცი. - ალბათ აგიხსნათ ხომ ნათიამ საქმის ვითარება? - საწესდებო დოკუმენტაციის მოწესრიგება გსურთ ხომ? თუმცა მირჩევნია თქვენგან გავიგო დეტალები - კი საწესდებო დოკუმენტებიც და არა მარტო. იცით, მე და ჩემმა ძმიშვილმა ახლახანს დავიწყეთ ეს საქმიანობა და კომპანიაც დღეებს ითვლის. თითქმის ყველა იურიდიულ საკითხში გვჭირდება დახმარება, თანამშრომლების ხელშეკრულებებით დაწყებული, შესყიდვების კონტრაქტებით დამთავრებული - გასაგებია ბატონო გიორგი, დარწმუნებული ვარ ჩვენი იურიდიული ფირმა შეძლებს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას - მე გიორგი არ ვარ, ქალბატონო ლილი, მე ნიკოლოზი ვარ, გიორგი ჩემი ძმიშვილია აი ისიც - სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა რომ ოთახში ნაცნობი ფიგურა შემოვიდა. ქალი ინსტიქტურად ფეხზე წამოიჭრა. ნიკოლოზმა გაკვირვებული მზერა მოავლო ჯერ ლილის, შემდეგ - გიორგის. გიორგიც ადგილზე მიელურსმნა, გაიყინა, აშკარად არ ელოდა აქ მის ნახვას, ამდენი წლის შემდეგ... აღარ იყო გავაშელი ის პატარა, შეშინებული და გამოუცდელი გოგო. მის წინ თავდაჯერებული, შემდგარი ქალი იდგა. ოთახში რამდენიმე წუთიანი დუმილი ჩამოვარდა, რომელიც ნიკოლოზმა დაარღვია - გიორგი, ეს ლილი გავაშელია, ქალბატონი ნათიას ნაცვლად გამოაგზავნეს იურიდიული ფირმიდან, აი ოთხშაბათს რომ გიყვებოდი. ლილი, ეს გიორგია, ჩემი პარტნიორი ამ საქმეში და ძმიშვილი. უფრო მე ვარ მისი პარტიორი, თვითონ უნდა გაუძღვეს ამ კომპანიას - დაამატა ღიმილით. - გამარჯობა ქალბატონო ლილი - კარიდან დაიძრა და ხელი გამოუწოდა ქალს გიორგიმ. - გამარჯობა - ფრთხილად თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ქალმა და გაწვდილი ხელი ჩამოართვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


