შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებთან ახლოს (სრულად)


დღეს, 02:59
ავტორი Mtvarisaa
ნანახია 3

ის, ცის მწვერვალებთან, ცის კაბადონებთან და დიდ უსასრულობასთან ახლოს ცხოვრობს. ცხოვრობს თავისუფლად, ყველასგან და ყველაფრისგან შორს, ახლოს დედა-ბუნებასთან, შორს თანამედროვეობისგან და რაც მთავარია, უდიდეს ჭეშმარიტებასთან ახლოს.
შეპყრობილია ერთადერთი სენით-თავისუფლებით. თავისუფლება, ყველაზე დიდი და ლამაზი სიტყვაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ერთდოულად მოიცავს (უნდა მოიცავდეს) როგორც პერსონალურ, ასევე ქვეყვნის თავისუფლებასაც.
მთის შვილი იყო თავიდან ბოლომდე ჩვენი ვაჟ-კაცი. მთაში გაზრდილი, დაკაცებული. ერთი ბებიით და უამრავი მოგონებებით სავსეს არასდროს უგვრძვნია სულიერი მარტოობა, თუმცა ფიზიკურად სულ მარტო იყო, არავინ მისი ასაკისა არ დარჩენილა სოფელში, ყველა ქალაქში მიდიოდა და იქ რჩებოდნენ სამუდამოდ. თვითონ კი შემორჩა სოფელს, ქალაქში პროდუქტების საყიდლად წასვლაც კი არ უყვარდა, რადგანაც კიდევ ერთხელ უწევდა ბანალური ციფრულ სამყაროსთვის თვალის გასწორება. სახლში დაბრუნებულს მუდამ ცხელი პურები და ახლი ყველი ხვდებოდა პიტნის ჩაისთან ერთად. ეს მის საყვარელ საუზმეს წარმოადგენდა, მიუჯდებოდა სუფრას ბებიასთან ერთად, საუბრობდა, იცინოდა, იყო იმდენად ნამდვილი როგორც სჩვევია ხოლმე, სძულდა და ეთაკილებოდა ტყუილები, თუმცა ზოგჯერ ტყუილიც საჭიროა, მთავარია კეთილი იყოს ის. ბებიასთან ერთად საუზმობის შემდეგ ბაღებში მიდიოდა მისახედად, რამდენიმე მუშასთან ერთად გადაუვლიდა მობიბინე მინდორს და იწყებდა მუშაობას. მთელს კუთხეში ჰქონდა სახელი განთქმული, როგორც ყველაზე მშრომელი ახალგაზრდა. ძალიან ჰყვარებია თავისი ცხენი, სახელად რომ მარკოზი ამშვენებდა, თანაც დიდი სილამაზით დაჯილდოვებული ცხენი ყოფილა მარკოზი. ყველაზე ძლიერი ფეხები ჰქონდა, ჭკუის მერე ალბათ. მხნედ და დაფიქრებულად ჰკვეთდა მთის ფერდობებს, იმდენად მყარად დგამდა მიწაზე ფეხს, რომ არც კი იქმნებოდა საშიშროება გადმოვარდნისა. მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი ყოფილა მარკოზი, ერთდროულად უშიშარიც იყო, თუმცა მთავარი რამ გააჩნდა ამასთან ერთად-სიფრთხილე. ჩვენი ახალგაზრდა ჭაბუკი ეხმარებოდა თურმე სოფლელებს პროდუქტების ქალაქში გატანაში, ეს ყოფილა მისი ბიზნესი და რამდენიმე სასტუმროც მამამ რომ დაუტოვა მემკვიდრეობით, ასე რომ ფინანსურად არაფერი აკლდა და ბებიასაც არაფერს აკლებდა. მისი ყველაზე დიდი თვალისჩინი იყო ბებო. ყველაფერი ჰქონდა, აბსოლიტურად ყველაფერი, ერთი რამის გარდა მხოლოდ, სიყვარულის. ესეც უბოძა ღმერთმა, ან თვითონ ფიქრობდა რომ უბოძა მაგრამ, სიყვარულმა კი არ დაამშვენა მისი ცხოვრება, არამედ არია, გააცალმტვერა და ნაცარტუდად აქცია. ისე გათელა მისი არსებობა როგორც არაფერს, მათ შორის, არც მშობლების დაკარგვას. მას შემდეგ ჩაიქნია ხელი ჭეშმარიტ სიყვარულზე.
ახლა კი ზუსტად 27 წლისაა, მთაში კვლავაც გახიზნული, მას შემდეგ რაც ბარში სიყვარულის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა აღარსად ეძებს არც სიყვარულს და არც ურთიერთობას, მაქსიმალურად ჩართულია საქმეებში და კვლავაც მოშორებულია ამ სამყაროს. თანაც, თითქოს ისევ დაუბრუნდა მისი ცხოვრება ჩვეულ რიტმს
,, მაგრამ ხანგძლივ ეს სოფელი
გაახარებს ვისმეს განა?!
თაფლში ურევს მწარე ნაღველს,
მტრისას მისი გამოცანა"
ეს სიტყვები თუ შეეფერება მხოლოდ მის მდგომარეობას, რადგანაც ახლა სრულიად მარტოღა დარჩა, დატოვა ბებიამისმა დილით თავისი გაკეთებული ყველიანი პურისა და პიტნის ჩაის გარეშე, ბევრი წარსულის ისტორიისა და იმ სიყვარულის გარეშე, რომელსაც უხვად გასცემდა. დატოვა ყველანაირი ახლობლის გარეშე, ყველასგან და ყველაფრისგან შორს კვლავაც. ამბობენ ადამიანებს ყველაფერთან შეგუება შეუძლიათო, ახლა გაიგებს მართალია თუ არა სიკვდილთან შეგუების ფაქტი, თუმცა ერთი რამ იცის მხოლოდ, მისი ბებიის საფლავზე ბალახი ვერასდროს ამოვა! და ამის პირობას გარდაცვლილი ბებიის საფლავთან იძლევა.

***

საინტერესოა, როგორი გრძნობაა სიკვდილი. მართლა ტოვებს სული სხეულს? თუ ისიც ისევე კვდება, როგორც ხორცისგან დამძიმებული სხეული?! იქნებ იფერფლება, ანდაც უბრალოდ რჩება ორგანიზმში და არ ტოვებს მას. იქნებ, მართლაც მიდის ზეცაში და ხვდება ან სამოთხეში ან ჯოჯოხეთში.
ნეტავ როგორი გრძნობაა სიკვდილი?
მართლა ხედავ სიკვდილის წინ შენს განვლილ ცხოვრებას? და თუ ხედავ, კარგს ხედავ მცოლოდ, თუ ცუდსაც? ვისი სიკვდილის წინა პერიოდიც ხანგძლივად გრძელდება, ისინი ბევრად მეტ მოგონებას იხსენებენ თუ არა? ან იქნებ ეს ყველაფერი ერთი წამის საქმეა?
არ ვიცი, ნამდვილად არაფერი ვიცი ამაზე, ერთს ვგრძნობ მხოლოდ, სიკვდილი საყვარელი ადამიანების გარშემო-ყველაზე სევდიანი, რომანტიკული, აღმაშფოთებელი და შემაძრწუნებელია. თუმცა მთავარი ერთია-სიკვდილსაც მათ გვერდში დგომით ეგებები. ალბათ ასეთ დროს არც გეშინია სიკვდილის. ვიცი რომ სიკვდილი ბევრს შავ ნაბადში გამოწყობილი, ცივი იარაღით ხელში დაჭერილი ადამიანი ჰგონია, რომლის სახეც არ ჩანს. მე კი სიკვდილი ყოველთვის ერთი, ხანში შესული, ძალა გამოცლილი და ყველაფრისგან გადაღლილი ადამიანი მეგონა, რომელსაც იმდენჯერ მოუკლა ცხოვრებამ გული, რომ ახლა თავადვე დაიწყო გულებზე ნადირობა და ყველას უბრუნებს სამაგიეროს, გარდა ცხოვრებისა.
ასეა თუ ისე, ეს საქართველოა, ქვეყანა სადაც სიკვდილი ყველაზე პატივმისაგები ამბავია. სიკვდილს არაერთი დაპირისპირება მოუგვარებია ან შეუქმნია. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება- სიკვდილი, ის მაინც უარყოფითია. უარყოფითი არა მარტო გარდაცვლილისთვის, არამედ მისი გარშემომყოფებისთვისაც. ალბათ სწორედ ამაზე ფიქრობდა ჩვენი ვაჭ-კაციც როცა ბებიას უკანასკნელ გზაზე აცილებდა. ისეთი სევდისფერი იყო მისი გუნება, ყველას ვისაც თვალში ეცემოდა მისი სახე, სამუდამოდ ეღბეჭდებოდა გონებაში. ბებიის კუბოს მიწა პირველმა მან მიაყარა, თან სიტყვად დაუბარა
,, მხნე იყავ, მომთმენი და სულგრძელი" ეს სიტყვები ბებიისგან ახსოვდა, მშობლების გარდაცვალების შემდეგ რომ უთხრა.
მხნე იყავ-მაქსიმალურად დაიცავი შენი პოზიცია და არ გადახვიდე მისგან, თუ ბოლომდე მართალი იქნებიო.
მომთმენი-ითმინე ყველაფერი, ადვილად არ ავარდე და შურისძიება არ გაგიღვივდეს თვალებშიო.
სულგრძელი- სამაგიეროს ნურავის გადაუხდი, პირველ რიგში მათ, ვისაც შენი მშობლების სიკვდილშიც მიუძღვის წვლილი, მერე კი სხვა ყველას, ვინც რამეს ძალიან დაგიშავებსო. ისე იცხოვრე, არასდროს არ იფიქრო შენს თავზე რა სულელი ვარ, რა სასტიკი ან რა უსუსურიო.
მთელი ცხოვრება ახსოვდა ეს სიტყვები, ბებიასაც ეს დააბარა, თუ სიკვდილის მერე მართლა არსებობს რაიმე სამყარო, ეს სამი თვისება გამოგადგებაო.

-შვილო ჩემო, არ მოდიხარ შენ სასაფლაოდან? ჩამობნელდა უკვე
-ერთი, მოხუცი სოფლელი კაცი ეკითხება ჩვენს ვაჟკაცს.
-ბებიამ მითხრა, ერთი რამის მეშინია მხოლოდო, რომ მოვკვდები და პირველივე ღამეს მარტო დავრჩები ბნელ სასაფლაოზეო.მე დავპირდი, თუ ჩემზე ადრე მოკვდები მე ვიქნები შენთან და ღამეს გაგითენებ მეთქი, ასე რომ არ მოვდივარ.- მოხუცმა თავი მსუბუქად დაუკრა და დატოვა ბიჭი უამრავი მოგონებებითა და სევდით, გარდაცვლილი მარგოს საფლავთან. ბებიასთან დადებული პირობა კი მაინც პირნათლად შეასრულა და ის ღამე სასაფლაოზე გაუთენა.

───

(ახლა იწყება არ დავიწყება. აქედან იღებს ისტორია სათავეებს ასე რომ, სმენა იყოს და გაგონება...)
აი როგორ იყო ის ამბავი:

დავიღალე, ისე დავიღალე როგორც არასდროს დავღლილვარ, ისეთი სისუსტე მაწევს გულზე, ყველა და ყველაფერი მეზარება. ისე გადავიღალე ამ სამყაროს ერთფეროვნებით, ისე გაუფასურდა გარშემო ყველაფერი, რომ უკვე ყველაფრის მიმართ ზიზღი მიჩნდება. მატარებელი, ის საუკეთესო საშუალებაა თან მგზავრობის და თან ფიქრისა, მრავალი ხედით და ბევრი მოგონებებით. ახლახანს დავასრულე სწავლა და მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნება გადავწყვიტე. მინდა კვლავაც ავხედო კავკასიონს, კვლავაც ჩავისუნთქო საქართველოს ჰაერი, შემდეგ კი კარგად დავისვენო. ვიცი იქ არავინ დამხვდება, სულ არავინ იდგება ჩემს გვერდით, მე ხომ არავინ მყავს. ერთადერთი მეგობარი მყავდა და ისიც დაქორწინდა 4 წლის წინ, მაშინ ჯერ კიდევ პირველ კურსზე იყო, ახლა კი ზის ქმართან ერთად სადღაც დასავლეთ საქართველოს გადაქაჯულ სოფელში და კრეფს მანდარინს.
დიდი ხანია არ გვიკონტაქტია, ვფიქრობ ამ წელს მაინც მოვინახულო, რაც უცხოეთში წავედი განათლების მისაღებად იმის შემდეგ არც კი ჩამოვაულვარ აქ, ჩემს სამშობლოში. ალბათ იკითხავთ თუ არავინ არ გყავს მაშინ უცხოეთში როგორ მოხვდიო, მოგიყვებით. მშობლები პატარამ დავკარგე, ჩემს ბიძასთან რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს(რომელიც დამეხმარა სწავლის მხრივ) მიდიოდნენ სტუმრად, ბიძაჩემს მაშინ ახალი შერთული ჰყავდა ქალი და პატარა ახლობლურ ქორწილს იხდიდა. მე კი მაშინ ბატონებისგან და მწვანე წამლის წერტილებისგან ვიტანჯებოდი, ამიტომ ჩემი მგზავრობა არ შეიძლებოდა. ჩემებიც სულ 3 დღით აპირებდნენ წასვლას და მე ბებიასთან (მამის დედასთან) დამტოვეს. ბებიაჩემი, უსაყვარლესი და საოცრად საინტერესო ქალი იყო. მახსოვს, ერთხელ ძველ ხალიჩას რეცხავდა, მანამდეც შემენიშნა როგორ უვლიდა და უფრთხილდებოდა ამ ხალიჩას, მივედი და ვკითხე, ასე რატომ უვლი ამ მახინჯ ხალიჩას, ისედაც ხომ სუფთაა თქო. მან კი მითხრა- ეს ხალიჩა კი არა ჩვენი საგვარეულოაო, ამ ხალიჩის ყველა ძაფი თითოეულ ჩვენგანს აღნიშნავსო, ჩვენი წინაპრებიდან დღემდე და მომავალშიც რამდენიც არ უნდა ვიყოთ, ყველა ამ ხალიჩაზე მივიყრით თავსო, ამიტომ აღარასდროს თქვა მახინჯი იმაზე, რაც შენი ნაწილია და რისი ნაწილიც შენ ხარო. ეს სიტყვები მთელი ცხოვრებაა მახსოვს, ისე ღრმად ჩამებეჭდა გონებაში, ისე ძირფესვიანად დაიმკვირდა ადგილი, რომ ვეღარაფერი დამავიწყებს ამ მოგონებას ალბათ. სკლეროზიც რომ დამემართოს, ანდაც დროებითი ამნეზია, ვშიშობ ეს ერთადერთი რამ იქნება რაც მემახსოვრება. გამზავრების წინ მამამ ერთი ჭიქა მომაჯადოებელი, წითელი სითხით გაავსო, შემდეგ პატარა პურის ნატეხი აიღო, შიგ ჩააგდო, ცოტა ხანს დაელოდა, მერე ამოიღო და ჯერ ის პურის ნატეხი მიირთვა, შემდეგ ღვინოც დააყოლა. მერე მეორედ შეივსო სასმისი, მე მომიბრუნდა, მითხრა და დამარიგა: ისე იცხოვრე, რომ შენ კი არ იქებდე თავს- სხვები გაქებდნენო, ისე იცხოვრე, რომ შენ კი არ საუბრობდე შენს
წარმატებებზე- არამედ შენი წარმატებები საუბრობდნენ შენზეო. მოკლედ, მინდა კარგი, ან იღბლიანი კი არა- საინტერესო ცხოვრება გისურვოო. როცა საინტერესო ცხოვრება გაქვს, ნელ-ნელა ყველაფერი მოვაო. მერე ღვინით სავსე სასმისი ნელა ჩაცალა, ჭიქა გასარეცხად ნიჟარაში ჩადო, ბებიასთან მივიდა, შუბლზე აკოცა(როგორც ყოველთვის) მერე მე მომიბრუნდა, ჯერ თავზე ხელი გადამისვა, მერე მაგრად ჩამეხუტა, საფეთქელთან მაკოცა(როგორც ჩვეოდა), ყურში ჩამჩურჩულა მიყვარხარ მამიო, ჩემოდნებს ხელი მოკიდა და სამუდამოდ გაიხურა კარი...
მერე კი მოხდა რაც მოხდა, თვითმფრინავი ჩამოვარდა და 5 ადამიანი ადგილზე, 4 კი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ამ 5-ში ერთ-ერთი დედაჩემი იყო.
იმ 4-ში კი ერთ-ერთი მამაჩემი. ანუ იყო შანსი რომ მამა მაინც შემრჩენოდა, თუმცა ალბათ იმ მოხუცი კაცის-სიკვდილის ვალი ჰქონდა მამაჩემს სიცოცლის სახით, ამ კაცმაც ბევრი ითმინა და საბოლოოდ ვალის დაბრუნება მოინდომა. თავად კი დაიბრუნა რაც აკლდა მაგრამ მე ორი, დიდი დანაკლისით დამტოვა, ცოტა მერე კი მესამეც მიამატა.

მახსოვს, პირველი რამდენიმე თვე ძალიან ცუდად ვიყავი, არც ბებიას ვუჯერებდი და არც ვიღიმოდი. მერე შევეგუე, მაგრამ გულის ტკენა არასდროს არ გამნელებია. უნივერსიტეტის დაწყების პერიოდი იყო, გამოცდები ჩავაბარე და ინგლისში ჩავირიცდე
( უნივერსიტეტს არ დავაკონკრეტებ), იქ ჩასული ბიძიამ ძალიან კარგად მიმიღო, მისმა ცოლმაც, ადელინმა, ულამაზესი ქალია, თან ძალიან გამგები, მთელი წელი ტვინს ვიჭ....ტდი, თავს ვახლიდი წიგნებს და ყველაფერს ვსწავლობდი. ზაფხულის დადგომა მთელი გულით მინდოდა, რათა ბებია ისევ მენახა, მობეზრებული მქონდა მხოლოდ დარეკვით კონტაქტი, მაგრამ, ზაფხულის დადგომა არც გახდა საჭირო, 27 მარტს დაგვირეკეს და გვითხრეს თამარი გარდაიცვალაო. არ მახსოვს როგორ ჩამოვედი საქართველოში, არც ჩვენი თბილისის სახლისკენ მიმავალი გზა მახსოვს( ბებია სვანეთში ცხოვრობდა, იქ იყო გათხოვილი და მეც ნახევრად სვანი ვარ, უბრალოდ ჩემი წასვლის მერე უკეთესი იქნებოდა მისთვისაც თბილისში ცხოვრება და დარჩა იქ, ის სვანეთის სახლი კი ჩემს სახელზე გადმოაფორმა, სწორედ იქ ვაპირებ წასვლას) მახსოვს მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, როცა ბიძაჩემი დავინახე ბებიას ცხედარზე დამხობილი და თვალებ აწითლებული. ისე დავმარხეთ ბებია, ყველაფრის ტკივილს ვგრძნობდი მაგრამ ვერ გადმოვცემდი, თითქოს უბრალოდ უსულო სხეული ვიყავი, რომელიც ტბის ბსკერზე ტივტივებს, საბოლოოდ კი დინებას მიჰვება.
ბოლოს კვლავ მოგვიწია ინგლისში დაბრუნდბა, ძლივს დავამთავრე სწავლა, წარმატებულ ადვოკატად ჩამოვყალიბდი და საქართველოში ჩამოვედი. ჯერ დასვენებას ვაპირებ, ეს ზაფხული სრულ განტვირთვად უნდა გამოვაცხადო, მერე კი ჩემი პროფესიით უნდა დავსაქმდე. ბიძა არ ჩამოდის, ამ ზაფხულს ადელინის მშობლებთან მიდიან, თუმცა ეს პრობლემას არც წარმოადგენს, მარტოს მირჩევნია მთების დალაშქვრა, როცა არც სხვაზე არ ხარ დამოკიდებული და არც შენი გეგმების გაზიარება არ გიწევს.მოკლედ, ახლა მატარებლით ვმგზავრობ, მერე ტაქსით მივალ აეროპორტში, გავივლი რეგისტრაციას და ბოლოს მშვიდობით ინგლისო და გამარჯობა, სამშობლოვ.
,,სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა?"

***
სახლში დაბრუნება, ყველაზე ტკბილი გრძნობაა ამქვეყნად. როდესაც იმ სახლში შეაბიჯებ, სადაც ბავშვობა და შენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი გაატარე, სადაც ფეხი აიდგი, სადაც პირველი სიტყვები თქვი, სადაც ემზადებოდი სკოლაში წასასვლელად და სადაც შენს ძვირფას ადამიანებს ხედავდი. ყოველთვის, ბავშვობაში, როდესაც რაიმეს ვგეგმავდი და ვაპირებდი მშობლებისთვის მეთქვა ვიყენებდი სიტვას ,,ჩემებს" ანუ ,, ჩემებს ვეტყვი და ვნახოთ" ან რაიმე ასეთი. განა იმიტომ, რომ ეს უფრო ადვილად ითქმის ვიდრე მშობლები, უბრალოდ იმიტომ, რომ ამ სიტყვის წარმოთქმისას მთელი არსებით შევიგრძნობდი ჩემი მშობლების ჩემთან და ჩემს მათთან სიახლოვეს.
მშობლები, ერთდროულად ყველაზე გამგები, მაგრამ ყველაზე ნაკლებად გამგები ადამიანები არიან ჩვენს ცხოვრებაში. ყოველთვის ვგრძნობდი მათთან სულიერ სიახლოვეს, მათი ქმედებებიც ხშირად ჩემსას ემთხვეოდა, თუმცა ახლა, როცა მათ საყვარელ და სანუკვარ საქართველოში დავბრუნდი, წარმოდგენა არ მაქვს თუ რა უნდა გავაკეთო. აეროპორტში ყველაფერს ვათვალიერებ, ყველა ადამიანს ვცდილობ თვალი მოვავლო, ზოგი რომ ერთმანეთს კოცნით ემშვიდობება, ზოგიც ცრემლებით, თუმცა ეს განშორებაა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა ადამიანების მგრძნობელობაში-საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნის სიშორე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არც ერთი საყვარელი ადამიანი არ დამრჩენოდა და ისედაც, მათი რიცხვი ერთი-ორად შემცირებულიყო, იმაზე უფრო მეტად ვგრძნობდი სიმშვიდეს, სიახლოვეს და მონატრების შევსებას ამ აეროპორტში, როგორც არსად მიგრძვნია მთელი ცხოვრების განმავლობაში. საბოლოოდ გამოვედი აეროპორტიდან, იქვე მიწა დავინახე და ექვთიმე თაყაიშვილი გამახსენდა, საქართველოში დაბრუნებულმა საქართველოს მიწა რომ შეიგრძნო, ეამბორა და ღრმად ჩაისუნთქა ის ჰაერი, ასეთი ჯანსაღი რომ იყო მაშინ.მეც იქვე ახლოს ჩემი აწ უკვე გამოძახებული ტაქსი დავინახე, მივედი და ვთხოვე ჩემოდნების განაწილებაში დამხმარებოდა. მძღოლმაც ჩაალაგა ყველაფერი და მიუჯდა საჭეს

-საით წავიდეთ გენაცვალე?
-ახლავე გეტყვით მისამართს- ვუთხარი თუ არა, ჩანთაში ხელი ჩავყავი ფურცელზე დაწერილი მისამართის მოსაძებნად, იმდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ რომ არ მახსოვდა ქუჩის სახელი, საბოლოოდ გავეცი კოორდინატები და მანქანაც ადგილს მოსწყდა.
სახლი საკმაოდ ნაცნობი- ჩემი ბებიის სურნელით იყო გაჟღენთილი, მტვერი ცოტ-ცოტა ყველაფერზე იყო მოკიდებული, თვეში ერთხელ ქალი მოდიოდა აქურობის დასალაგებლად, ახლა კი თითქმის ერთი თვე გავიდა რაც არ ყოფილა ამიტომაც არ მიკვირს ეს მდგომარეობა, წამოსვლისას თავადვე დავურეკე იმ ქალს და ვუთხარი, რომ შეეძლო აღარ მოსულიყო. ისე მქონდა მონატრებული აქაურობა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, თანაც სახლის დალაგება ხშირად მამშვიდებს ხოლმე. მოკლედ, დილით ჩამოსული, ღამემდე ვალაგებდი, ყველაფერი გამოვასუფთავ-დავხეხე, მიუხედავად იმისა, რომ მალე სვანეთში წასვლას ვგეგმავდი.
დაღლილს ისღა დამრჩენოდა მშვიდად დამეძინა, თუმცა ძილი ალბათ სხვა თვითმფრინავით მოფრინავდა დაგვიანებული რეისით, შედეგად ვერაფრით ვერ მოვითენთე, არადა მთელი დღის დაღლილ-დაქანცული ვიყავი. შემდეგ იქვე, ჩემს საყვარელ ბიბლიოთეკაში დიდოსტატის მარჯვენა დავლანდე, მე კი როგორც წიგნების მოყვარულს არა ერთხელ წამიკითხავს და ამ წიგნით ოფიციალურად ვარ შეპყრობილი.(ისევე როგორც სხვა უამრავით) წიგნის კითხვაში გართულმა ვერც კი ვიგრძენი ძილის მოახლოება, შედეგად წიგნით ხელში ჩამეძინა სარწეველა სავარძელზე.

მზის სხივები, პირველი რამ რასაც გაღვიძებისას ვამჩნევ, სიმართლე გითხრათ,მომენტებში მსიამოვნებს კიდეც ასე გაღვიძება, თუმცაღა თუ წინა დღეს ნერვებ მოშლილმა დავიძინე, მაშინ მზის სხივები ყველაზე საძულველი რამ ხდება ახალ გაღვიძებულზე.
გადავწყვიტე ერთი კვირა დავრჩენილიყავი თბილისში, შემდეგ დასავლეთში წავიდოდი, ჩემს ძველ მეგობარს მოვინახულებდი, ერთ-ორ კვირას იქაც გავატარებდი, საბოლოოდ კი ივნისს გავიყვანდი და შემდეგ სვანეთში გავემგზავრებოდი. დილით სარწეველა სავარძელზე გაღვიძებულს მხოლოდ იმის სურვილი მქონდა, რომ წელი გამეშალა, ადგომისას კი კარგი ტკაცუნის ხმებიც მოსწვდა ჩემს ყურებს. საბოლოოდ ავდექი, საძინებელში ავედი სადაც დილის 7 საათის მზე სასიამოვნოდ ანათებდა, ჩემოდნიდან ლურჯი შარვალი და ღია ყვითელი ზედა ამოვიღე და აბაზანაში შევედი ჩასაცმელად და მოსაწესრიგებლად. საბოლოოდ მუცელმა გინება როცა დაიწყო მივხვდი, რომ სასწრაფოდ უნდა მეჭამა რაიმე. საბედნიეროდ ჩვენს დამლაგებელ ქალს საჭმელი ჰქონდა დატოვილი, რომ გაიგო რომ ჩამოვდიოდი ყველაფერი მოუტანია. ტოსტები გავიკეთე, ყველაზე უცებ და მსუყედ ეს თუ დამანაყრებდა, წვენიც მინდოდა, თუმცა ბროწეულისა არ იყო, სხვები კი არ მიყვარს ამიტომაც წყლით დავიკმაყოფილე წყურვილის შეგრძნება. საათს დავხედე, ჯერ კიდევ 11 საათს აჩვენებდა. ამიტომაც გადავწყვიტე დრო წიგნის კითხვაში და მუსიკების მოსმენაში გამეყვანა საღამომდე, მერე გავისეირნებდი და მთელი ღამის განმავლობაში თბილისის ქუჩებში ვიბოდიალებდი, შემდეგ მთაწმინდაზე ავიდოდი და მზის ამოსვლას შევხვდებოდი. ასეთი იყო ჩემი გეგმები. მართლაც საღამოს 8 საათი ისე დადგა ვერც კი გავიაზრე, საძინებელში შევედი რათა მოსაცმელი გამომეტანა, ზოგადად ყოველთვის მცივანა ვიყავი და არც გამიკვირდება თუ სხვებისთვის თბილი საღამო, ჩემთვის საკვირველად ცივი აღმოჩნდება. მოსაცმელს ჩანთაც მივაყოლე, იქ კი ჩემი ტელეფონი და ყურსასმენები ჩავიგდე, სახლის კარები გამოვხურე, ჩავკეტე და გავუდექი გზებს.

ბევრი ვისეირნე, ძალიან ბევრი, ღამის ოთხ საათზე კი დავიძარი ფეხით მთაწმინდისკენ. ყველა შენობას ვათვალიერებდი, ყველა წარწერას ვკითხულობდი და ვცდილობდი ყველა გადაღლილი ადამიანის სახეზე იმის მიზეზი ამომეკითხა, თუ სად გაქრა ის ბედნიერება რომელიც მათ სახეს დიდი ხანია არც კი უგრძვნია. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ისეთი უემიციონი გავხდით ადამიანები, რომ ცოტა ხანში გაღიმებაც კი დაგვავიწყდება და დედამიწას სამუდამო სევდა მოიცავს თქო. თუმცა სანამ იქნებიან ადამიანები, რომლებიც სინათლეს ასხივებენ, ვშიშობ ეს არ გვემუქრება. სევდაც კი მათი გასხივოსნების დანახვისას უკან გაბრუნდება შეშინებული, რადგანაც იტყვის სინათლე ანთია, ეტყობა სახლში არიან და ღვიძავთო.
მთაწმინდა, ადგილი რომელიც ყოველთვის ჯინსების თაობის ბიჭებს მახსენებს, გეგას და თინას ამბავსაც, რომელმაც ჩემთვის სწორედ აქედან დაიწყო ათვლა, ანუ იქიდან, როდესაც მათი ხელები პირველად შეეხნენ ერთმანეთს... ბევრი ვისეირნე, მზის სხივებსაც დავენახე, გადაღლილმა კი სახლში წასვლა გადავწყვიტე. შინ დაბრუნებულმა კი თავი ბალიშზე დავდე თუ არა, ეგრევე გავითიშე.

ასე მიილია ერთი კვირა, ხან წიგნს ვკითხულობდი, ხან მუსიკას ვუსმენდი, ხან ვსეირნობდი და ხანაც ვფიქრობდი. ეს ზაფხული მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა მერე კი ადვოკატად ბიძაჩემის მეგობრის კომპანიაში დამეწყო მუშაობა. ნუ ეს საქმეები კი სექტემბერში ოფიციალურად გაფორმდება, თუმცა მაინც სასიამოვნოა რაღაც-რაღაცეებზე ნაადრევად რომ ფლობ ინფორმაციას.

დადგა დღე, როდესაც ჩემი ორი ჩემოდნით ხელში მივემართები ჩემს ძველისძველ მეგობართან-მირასთან. არც კი ვიცი როგორია მისი მეუღლე. გიგა ჰქვია თუ სწორად მახსოვს. მათ ქორწილშიც კი არ და ვერ ვიყავი, მაშინ მახსოვს ტელეფონით ვეკონტაქტე, ვკითხე ხომ არ იჩქარე, იქნებ ჯერ განათლების მიღებაზე გეზრუნა თქო და მკვახედ მიპასუხა, ერთადერთი რაზეც უნდა ვიზრუნო გიგააო. იცის რომ მასთან ჩავდივარ, წინა დღეებში ვეკონტაქტე, საბედნიეროდ ნომერი არ შეუცვლია, ვუთხარი აბა ხმაზე თუ მიცნობ ვინ ვარ თქო, მაშინვე მითხრა, ვინ თუ არა ჩემი ძველი მეგობარიო.ყოველთვის ისეთი ნაზი, მომთხოვნი და ცქრიალა ხმა გქონდა რა დამავიწყებსო. ვუთხარი საქართველოში ჩამოვედი, სვანეთში ვაპირებ ასვლას და ვიფიქრე გზად შენც შემოგივლიდი ცოტა ხნით თქო.რა ცოტახნით, ჩამოდი და დარჩი ჩემთან რამდენ ხანსაც გინდაო. ასე რომ სრული ნებართვით, შემზადებით და მოლოდინით მივემართები მირასკენ. ადამიანისკენ, რომელმაც არასდროს იცოდა თუ რა უნდოდა, მაგრამ ყველას ეხმარებოდა ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში. ადამიანისკენ, რომელმაც ის გზა იპოვა, რომელსაც არადროს არ ეძებდა. და იმ ადამიანსკენ, რომელმაც ახლა იცის, თუ რა უნდა!

***
და აი ჩავედი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, სოფელში, რომელიც განთქმულია დიდი რაოდენობით თხილით და მანდარინით. ტაქსით ჩასვლა არ მინდოდა,მერე სვანეთშიც ტაქსით ხომ არ ვივლიდი, ამიტომაც ჩემს თბილისში დატოვებულ მანქანას მივადექი, ჯერ ყველანაირი შემოწმება ჩავუტარე, გავრეცხე და დავადექი სამეგრელოს გზას, თან მანქანაც ხელს შემიწყობდა სვანეთის რთულ გზაზე სასიარულოდ, ამიტომაც შიში არ მქონდა იმისა, რომ სადმე, შუა გზაში მომიწევდა გაჩერება. გზად საწვავით სრულიად გავავსე და თან ხემსებიც ვიყიდე მგაზვრობისთვის, ჩავრთე საყვარელი მუსიკა, ჩავუწიე ფანჯრებს და ივნისის სითბოსდა მიუხედავად გრილმა ჰაერმა სასიამოვნოდ გაჰკვეთა წინაღობა ფანჯრის სახით და უმალვე შემოაღწია მანქანაში. მგზავრობა არც ისე დამღლელი იყო, სადღაც 4 საათი კი ვიმგზავრე, მაგრამ თავს ვირთობდი, ხან ბიძას და ბიცოლას ვესაუბრე ვიდეო ქოლით, ხან მუსიკებს ვუსმინე, ხან ახალ ამბებს და ხანაც ხედებით
დავტკბი შენელებული სიჩქარით მგზავრობისას. როგორც იქნა მივადექი მირანდას სოფელს. სოფლის შესასვლელშივე ვიკითხე მისი ქმრის გვარი, გიგა გულუა. მალევე მიმასწავლეს, მირანდასაც გადავურეკე, ავი ძაღლი ხომ არ გყავს თქო, არა მოდი გელოდებიო მიპასუხა და მეც მშვიდად მივადექი მის სახლს. მანქანა კარების წინ გავაჩერე, გადმოვედი და საბარგული ავხადე, იქიდან კი საჩუქრები ამოვიღე. წამოსვლის წინა დღეებში მოვასწარი მაღაზიებში სასიამოვნოდ შოპინგი, ჩემთვისაც ვიყიდე ახალი ტანსაცმელი რომელსაც ამ ზაფხულს სასიამოვნოდ გამოვიყენებდი, მირანდასაც ჩანთა, სამკაული და სუნამო ვუყიდე, ყველა მის სოციალურ ქსელში ვიპოვე ამიტომ საჩუქრის შერჩევა არ გამჭირვებია, მის ქმარს კი საუკეთესო კონიაკი და ღვინო ვუყიდე. საბარგული დავხურე თუ არა კართან მდგომი მირანდა დავინახე, აცრემლიანებული თვალებით რომ მიყურებდა და იღიმოდა.
-მირანდა- მხოლოდ ეს ვთქვი, ყველაფერი გამახსენდა, მთელი ჩვენი ერთად გატარებული ბავშვობა და მეც ცრემლები მომადგა, ეგრევე დავდე ყველა პარკი ძირს და მისკენ გავემართე, ისე მენატრებოდა მასთან ჩახუტება, ისე მენატრებოდა მისი სითბო...
მე და მირამ სკოლაში, მე-3 კლასში გავიცანით ერთმანეთი, მე ბავშვობიდან თბილისში ვცხოვრობდი, მირა კი თავადაც მეგრელია როგორც მისი მეუღლე, ამიტომ იმ დრომდე სამეგრელოში ცხოვრობდა, მერე მისი მშობლები წამოვიდნენ სოფლიდან ქალაქში და ასე შევხვდით ერთმანეთს, ბავშვობიდან გრძელი, შავი თმა ჰქონდა, სრულიად სწორი, ჩემისგან რადიკალურად განსხვავებული, მასწავლებელმა გვერდით რომ მომისვა და მან გამიღიმა, იმ წამიდან დავმეგობრდით და ასე ვიყავით სკოლის დასრულებამდე. მერე როგორც ხდება ხოლმე, სიშორე ყველაფერს ანგრევს, აფუჭებს და ნაცარტუტად აქცევს, შედეგად იგივე ეწია ჩვენს სიახლოვეს. მიუხედავად ასეთი დავიწყებისა მაინც მიხარია მისი ნახვა, რადგან ერთად ჩვენ ყველა სირთულეს ვლახავდით ( ბავშვურ სირთულეებს ვგულისხმობ, კერძოდ საკონტროლოების ან დავალებების დაწერას და რომელიმე აუტანელი მასწავლებლების ატანას), მთელ სკოლასაც ერთად ვიმხობდით თავსე და მისი პირველი მოწონებაც ბიჭის მიმართ პირველს, მე გამანდო. მაშინ მე-10 კლასში ვიყავით, ისიც შეპყრობილი იყო ერთი ბიჭით იქამდე სანამ სკოლა არ დაასრულა იმ ბიჭმა. თავად კი ნელ-ნელა გაუნელდა ეს არასტაბილური მოწონება.
-როგორ მიხარია შენი ამდენი ხნის შემდეგ ნახვა ვერც კი წარმოიდგენ.
-მეც მირა, მეც.- უფრო ძლიერად ვეხვევით ერთმანეთს, იმდენად ძლიერად თითქოს ძლიერი ქარი აპირებს ამოქროლვას რომელიც ჩვენს შორის ჩადგება და ისევ დაგვაშორებს.
-შემოდი- მეუბრება და თან ცრემლებს იშორებს
-კაი რაა- ვეუბნები აცრემლიანებული თვალების გამო და ვუღიმი, მერე უკან ვბრუნდები და პარკებს ვიღებ, მანქანიდან ჩანთა და გასაღებიც გადმომაქვს და მანქანასაც ვკეტავ.
ეზო საოცრად ლამაზი ჰქონდათ, ყვავილებით და ხეებით სავსე, იქვე პატარა მინდორიც იყო სადაც წამოწოლა მომინდა, მინდორთან იქვე ორი ხე და მათზე გაბმული ჰამაკი, მარცხნივ სარდაფი ჩანდა, მის წინ კი მანქანა ეყენა.
-როგორ მიხარია შენი ჩამოსვლა, ასე უნდა დაკარგვა გოგო?- მეუბნება მირა და ღიმილით მათვალიერებს
-ხომ იცი, დრო ისე გადის რომ ადამიანი ვერ ეწევი, მეც ასე დამემართა და ყველაფერს ჩამოვრჩი
წამოდი წამოდი, სახლში მარტო ვარ, ჩემი ქმარი ბაღებშია, დედამთილი მეზობელთან, კი ყველას ვუთხარი სტუმარი ჩამომდის თქო მაგრამ ზუსტი დრო არ ვიცოდით და ვერ დაგხვდნენ
-კაი გოგო მაგაზე ღელავ?! შენ ეს პარკები გამომართვი რაა, შენთვის და შენი ქმრისთვის საჩუქრებია.
-ვაიმეეე, ხომ იცი ბავშვობიდან ვგიჟდები საჩუქრების მიღებაზე.
-ვიცი, ვიცი, ამიტომ შენს საჩუქრებზე განსაკუთრებულად ვიზრუნე- ამაზე მირამ გამიღიმა და პარკები ოთახში შეიტანა.

სახლი საკმაოდ მყუდრო იყო, კედლები ყვითელ ფერში, მისაღები საკმაოდ დიდი, მერე კარები რომლითაც გადიხარ სამზარეულოში, კარის გვერდით კოლიდორი რომელიც სხვა ოთახებთან და მაღლა ასასვლელ კიბეებთან მიგიყვანს.
-ყავას დალევ?- მეკითხება მირა და სამზარეულოდან თავს ჰყოფს
-დავლევ, ხომ იცი ყავასთან ერთად ჭორაობა უფრო სახალისოა.

ორ წუთში ყავით და ნამცხვრებით შემოვიდა მისაღებ ოთახში, სადაც მე მაგიდასთან ვიჯექი და ველოდი მის მოსვლას.
-გახსოვს ერთხელ სკოლიდან რომ გავიპარეთ, მგონი მეთერთმეტე კლასში ვიყავით, ჩვენს საყვარელ კაფეში რომ წავედით იმიტომ, რომ ტირამისუ მოგვენატრა?
-მახსოვს როგორ არა, სანამ აქ წამოვიდოდი წავედი იმ კაფის სანახავად, თუმცა დაუკეტიათ და მის ადგილას რესტორანია.
-უიი, არადა რაც მაგ კაფეში ჩვენ გვიჭორავიაა
-ხომმ, ისე შვილები გყავს?- ეს ვუთხარი თუ არა მწუხარე სახე მიიღო
-არა. მიუხედავად იმისა რომ მე და გიგას ძალიან გვინდა პატარა გულუები დარბოდნენ ჩვენს ეზოში ვერ ვფეხმძიმდები.
-შენ მაგაზე არ ინერვიულო, მთელი ცხოვრება წინ გაქვს ჯერ ხომ სულ რაღაც 24 წლის ხარ.
-ეგ არაფერ შუაშია, ექიმმა მითხრა რომ შეიძლება შვილი საერთოდ არ გეყოლოსო, მკურნალობა გჭირდებაო, ამის ფული კი არ გვაქვს, გიგაც ყოველ დღე ბევრს მუშაობს, რამდენიმე ბაღის გაყიდვას ვაპირებდით თუმცა აზრი არ აქვს, საკმარისი არაა სრულყოფილი მკურნალობისთვის.
-რას ნიშნავს საკმარისი არაა?
-იმას, რომ შეიძლება დავფეხმძიმდე, თუმცა ჩემს შვილს აუცილებლად რაიმე დაავადება ექნება, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ჰეტეროქრომია, ყველაზე უარესში კი სხვა უფრო რთული სახის დაავადებები.
-ჰეტეროქრომია ულამაზესი დაავადებაა მირა, ჯანმრთელობას არანაირ პრობლემას არ უქმნის, თანაც რაარის იმაში პრობლემა რომ ამით იყოს დაავადებული შენი შვილი და სხვადასხვა ფერის თვალი ჰქონდეს?
-ეგ ხო მაგრამ იქნებ სხვა დაავადებით იყოს დაავადებული? ამ შენმთხვევაში დიდი ბრძოლა მოგვიწევს
-კი, ნამდვილად მოგიწევთ, თუმცა ყველაფერს გააკეთებ შენი შვილისთვის ასე არ ფიქრობ? თანაც ჯერ პატარა ხარ მირა, მჯერა რომ საუკეთესო დედა იქნები მაგრამ, იქნებ ეს გზავნილია ორგანიზმისგან იმის შესახებ, რომ ჯერ პატარა ხარ შვილის ყოლისთვის, იქნებ შენი ორგანიზმი გეწინააღმდეგება. იმკურნალე, დააცადე ერთი-ორი წელი და შვილიც გეყოლება, მე მჯერა ამის.
-იცი რომ ძალიან მიყვარხარ?! და რომ ყოველთვის ძალიან მამშვიდებ?
-ეს ჩემი პირადი სურვილია, ანუ ის, რომ ყველა ჩემს გარშემო თავს კარგად გრძნობდეს. რატომ არ ვისაუბროთ ბავშვობაზე? მაგალითად იმაზე თუ როგორ ვერ ვიტანდი ფიზიკის მასწავლებელს.
-კიი ეგ კარგად მახსოვს. ერთხელ გახსოვს გაკვეთილი რომ აგვიხსნა და მომდევნო დღისთვის მოგვცა სასწავლად, მერე დაფასთან რომ გამოგიძახა და ზუსტად იგივე რომ მოყევი რასაც ის მოყვა, მერე რომ მოგიბრუნდა და გითხრა არ იცი გაკვეთილიო, არ დამავიწყდება თუ რა სახით კითხე რას ნიშნავს არ ვიციო. მერე ისიც რომ მოგიბრუნდა და გითხრა ზუსტად იგივე მოყევი რაც გუშინ მე მოგიყევითო და შენ რომ უპასუხე: მაშინ არც თქვენ გცოდნიათო, მთელი კლასი რომ სიცილით გადაბჟირდა.
-მახსოვს ეგ დღე, ისე ვერ ვიტანდი მაგ კაცს. მერე ორიანი დამიწერა ხომ?
-ხოო, ნიშანი რომ გაგიფუჭა.
-მახსოვს, მაგის მერე უფრო მეტად ვერ ვიტანდი და მძაგდა ეგ კაცი.
-ხოო, ეგ კი არა, შენ მომიყევი რა ხდება, როგორ ხარ, ან ინგლისში რა ხდება, ან საქართველოში რამ ჩამოგიყვანა, არა კი კარგია რომ ჩამოხვედი მაგრამ უმიზეზოდ არასდროს არაფერს არ აკეთებ და რავი.
-ხოო, ჩემსკენ არაფერი ისეთი, ახლახანს მოვრჩი სწავლას, იურისტი ვარ, საქართველო კი ძალიან მომენატრა, შენც, სვანეთიც, ამიტომაც გადავწყვიტე ეს ზაფხული ჩემს სამშობლოში გამეტარებინა, მერე კი ან აქ, ან სხვა ქვეყანაში მემუშავა ადვოკატად.
-აუუ ძალიან მაგარია, იცი ხანდახან ვფიქრობ ხოლმე ,მეც რომ არ გავთხოვილიყავი პირველივე კურსზე და მესწავლა ფილოლოგიაზე, იქნებ განათლების მიღებაში მაინც დავხმარებოდი სხვა ბავშვებს, თუ საუკეთესო მასწავლებელი არ გავხდებოდი.
-სამაგიეროდ ყოველთვის შეგეძლება რომ შენს შვილებს ასწავლო ყველაფერი რაც იცი, იქამდე კი ბევრი ინფორმაცია მოიძიე, საინტერესო ისტორიები მოძებნე ან პრაქტიკული გაკვეთილები მოიფიქრე და ამასობაში მართლაც გეყოლება შვილი.
-ხოო, შეიძლება... ისე წამოდი, ბარემ შენს ოთახს გაჩვენებ, ბარგიც აიტანე და თუ დაღლილი ხარ დაისვენე.
-არაა, დაღლილი ნამდვილად არ ვარ, თუმცა შენ თუ მარტო დარჩენა გინდა არ არის პრობლემა, დავწვები ცოტას
-ყოველთვის ხვდები, თუ რას ფიქრობენ შენს გარშემო. შენმა იდეამ მომხიბლა, რაიმე ახალი ისწავლეო და იმდენად გამიღვავდა სურვილი, რომ შეგრძნება მაქვს ახლავე თუ არ წავიკითხავ რაიმეს მოვკვდები.
-მესმის, მესმის, ასე იცის წიგნის წაკითხვის დაუოკებელმა სურვილმა მაგრამ, სანამ წიგნს წაიკითხავ, რატომ არ ამიძღვები ოთახისკენ რომელსაც ,,ჩემი" ერქმევა ორი კვირის განმავლობაში?
-მოიცა, მარტო ორი კვირა რჩები?? კარგი რაა, ბარემ მთელი თვე დარჩი.
-იცი, მაგას მეც ვფიქრობდი, თუმცა იქ სახლიც მისახედია, უნდა ავიდე, ვნახო რა მდგომარეობაშია, მერე მუშებიც ავიყვანო, გავაკეთო ყველაფერი თუ კი რამე იქნება რა თქმა უნდა, მერე დავისვენო და გავა მალე დრო.
-კარგი, მაშინ წამოდი შენი ოთახი ვნახოთ- ამიძღვა მირა ოთახისკენ, სადაც ორი გასაოცარი კვირა გავატარე.ულამაზესი და საოცრად მშვიდი ოთახი იყო, მირას ოჯახიც, მისი ქმარი გიგა, ძალიან საყვარელი და სევდიანი ბიჭია შვილის ვერ ყოლის გამო, თუმცა ყოველ წამს ეტყობა მირას მიმართ ზრუნვა და სიყვარული. ძალიან დავმეგობრდით, იმაზე ბევრად უკეთ ვიდრე მე მეგონა, მირაც ყოველ დღე ბედნიერი იყო და რაც მთავარია-იმედიანი. მირას დედამთილ-მამამთილიც გავიცანი, იმ სახლში ცხოვრობდნენ ისინიც, დედამთილი კი ცოტა უხეშად-პირდაპირი ქალია, მაგრამ ისიც საკმაოდ კარგი გულის ადამიანია. საბოლოოდ გავიდა ის ორი კვირა რომელმაც ახალი კარი შეაღო ჩემს ცხოვრებაში და ჩემი მთელი ისტორია კულმინაციას მიუახლოვა. საბოლოოდ დავტოვე მირა და გიგა, სოფელი ლეწურწუმე და წავედი სვანეთისკენ, ყველაზე ლამაზი კუთხისკენ საქართველოში.
***
სოფელი ჩვაბიანი, მულეხის თემში მდებარე ულამაზესი, მთებით და საოცარი ბუნებით გარშემორტყმული ადგილია. ბებიაჩემს სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ეს სოფელი, აქაური ხალხი, მთები და საერთოდ, ყველაფერი. ყველა-ფერი! მახსოვს როგორ მიყვებოდა ამბებს, თუ როგორ მოიტაცა ბაბუამ და ცხენზე შემომსხდრებმა როგორ გამოიარეს დიდი გზა აქ, ბაბუას სახლში მოსასვლელად. ბებიაჩემს, ჯერ კიდევ სახეზე ცრემლი რომ არ შეშრობოდა, 17 წლის გოგოს უწევდა სულ სხვა რეალობისთვის თვალის გასწორება და შეგუება. უწევდა დედის თბილ კალთას მოშორებოდა და მიმხვდარიყო, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დგებოდა. არადა სულ არ იყო ამისთვის მზად, თავიდან არ უყვარდა კოტე. უფრო სწორად კოტიკო-ბებიას ცხოვრების სიყვარული, თუმცა შემდეგ მის გარეშე სუნთქვაც არ შეეძლო. მე მაინც მგონია ხოლმე, რომ ასეთ დროს ქალები უბრალოდ ეგუებიან საკუთარ სიტუაციას და იყვარებენ კაცებს, არა ძალით, არამედ თავისით, თავისებურად. მერე ეგუებიან მათთან ერთად ცხოვრებას და არის ასე. მაგრამ კოტე სულ სხვა იყო, არც სწავლას უშლიდა ბებიას და არც მუშაობას. მე მხოლოდ ორი წლის ვიყავი კოტიკო რომ გარდაიცვალა, ამიტომ მასზე მხოლოდ მოყოლილი ამბები მახსოვს ბებიისგან და ბიძისგან. ბებიის ამბებიდან გამოჩნდა ის, რომ კოტიკომ დააცადა ბებოს თავად ეპოვა საკუთარი გზა. ბებიამაც ისწავლა სამედიცინოზე და გახდა ქირურგი, თუმცა მერე სოფლის ამბულატორიაში მუშაობდა და სოფლის ხალხს ყველაფერში ეხმარებოდა. კოტიკომ ისიც უთხრა, ჯერ ბავშვი ხარ და თუ მზად არ ხარ არ გვინდა ჯერ შვილიო. ბებიამ თურმე საოცრად გაიოცა, იმ დროს ასეთ სიტყვებს არცერთი კაცისგან არ ელოდა, თუმცა კოტიკო ხომ მის ყველა მოლოდინს დადებითად აჭარბებდა და დაუჯერებელსაც აჯერებდა, ოღონდ, მხოლოდ სიმართლეს. ბებია ყოველთვის მეუბნებოდა-არადროს არ მისცე ადამიანებს მეორე შანსიო, მეორე შანსი იცი რას ჰგავს? ერთხელ რომ შენს მოკვლას ეცდებიან, არ გამოუვათ და შენც წინ რომ დაუდგები, აჰაა აქ ვარ და მომიღე ბოლოვო.
თავადაც ყოველთვის ახსოვდა ბებიის ბევრი საინტერესო ამბავი, მისი ბრძნული აზრები და მსჯელობაც, პატარაობაში რომ ვერ იგებდა, მაგრამ მაინც ძალიან რომ უყვარდა მათი მოსმენა.
გზა საკმაოდ საინტერესოდ განვლო, კვლავაც მუსიკებს უსმენდა, თუმცა სვანეთს რაც უფრო უახლოვდებოდა მით უფრო უჩნდებოდა სურვილი ბუნებით ტკბობისა. საკმაოდ დიდ ხნიანი მგზვრობის შემდეგ დაუბრუნდა თითქოს სამშობლოსო ისე მიაღწია თავის სოფელში და ისე დააყენა მანქანა სახლის წინ. ჩვაბიანი არც ისე დიდი მოსახლეობის რაოდენობით გამოირჩევა, შედეგად სიმშვიდე საკმაოდ სასიამოვნოდ სუფევს.
თავადაც აქ სტუდენტობამდე და მშობლების დაკარგვამდე ყოველ ზაფხულს დადიოდა ოჯახთან ერთად. თუმცა დიდად ხალხთან კონტაქტით არ გამოირჩეოდა, თავის ოთახში წიგნის კითხვა ყველაფერს ერჩივნა, ამიტომაც თუ ოჯახი არ გავიდოდა სასეირნოდ თავად თავს არ იწუხებდა გარეთ გასვლაზე. სტუმრებსაც ერთი-ორჯერ დაენახვებოდა მხოლოდ, მერე კი თავის ოთახში იკეტებოდა და ვარსკვლავებს უმზერდა. სულ სხვანაირია ვარსკვლავები სვანეთში. უფრო კაშკაშა, უფრო ნათელი.
ახლაც საღამო ხანს ჩააღწია სოფელში, ეზო სავსე იყო ბალახებით, აშკარა იყო ისიც, რომ ამ ადგილებზე ადამიანს ფეხი დიდი ხანია არ დაუდგავს. ყველაზე მეტად გველის ეშინოდა, თუმცა ბილიკი რომელიც ეზოს სახლის კართან აერთებდა საკმაოდ უსაფრთხოდ გამოიყურებოდა. მანქანა ეზოს გარეთ გააჩერა, სახლი ორ სართულიანი იყო, ხის ღობით გარშემორტყმული, ამ ზაფხულს კი ამის შეცვლასაც ფიქრობდა. მომდევნო დღისთვის მუშებთან ჰქონდა დარეკილი, ისინიც ჩავიდოდნენ და ყველაფერს გააკეთებდნენ-მილების გასუფთავებით დაწყებული, ნათურების გამოცვლით ან ღობის და ჭიშკრის შეცვლით დასრულებული. თავად ისე გააჩერა მანქანა, რომ გზა არ ჩაეკეტა. ხვალ მუშები ბალახსაც გაკრეჭდნენ და მერე უსაფრთხოდ შეიყვანდა. ჩემოდანი მანქანიდან გადმოიღო და შეაბიჯა სახლში, სადაც ძველად, ყოველ შესვლაზე ოჯახის წევრები ეგულებოდა, მაგრამ ამჯერად, ამ მომენტში სრულიად ჰქონდა გაანალიზებული რომ შიგნით არავინ და არაფერი დახვდებოდა გარდა მოგონებებისა. მოგონებებისა, რომელიც ხშირად რეალობაზე უკეთესია და სულაც არაა ხოლმე უსიამოვნო მათით ცხოვრება. კარს გასაღები მოარგო თუ არა, თავი ალისა ეგონა, საოცრებათა ქვეყანაში რომ იმოგზაურა, ოღონდ მის ქვეყანას მოგონებებისა უფრო ერქვა ვიდრე საოცრების.
პირველი სართული ლამაზ ფერებში იყო მოწყობილი, ღია ყვითელი და თეთრი სასიამოვნოდ ერწყმოდა ერთმანეთს. შესვლისას მისაღებ ოთახში ხვდები, საიდანაც კარებით სამზარეულოში გადიხარ, ხელ მარჯვნივ კიბეებია, პირდაპირ საძინებელი და აბაზანა, იქვე მისაღებში ბუხარიც არის. თუმცა ჩამქრალი ბუხარი ისეთივე ცივია როგორც გულ გატეხილი ადამიანის გული, ვერაფერი რომ ვეღარ ათბობს. მეორე სართულის კიბეებს უყურებს და ახსენდება ყოველი არბენა ამ კიბეებზე, თავის ოთახში მიღწევას რომ ლამობდა მაშინდელი და კიბის სახელურზე სრიალით რომ ეშვებოდა მაშინდელიც. თავადაც აიარა კიბე, მიაღწია თავის ოთახში და იგრძნო ბავშვობა, ყველაზე დიდი სიხარული და ბედნიერება ადამიანის ცხოვრებაში. არ მეგულება ადამიანი, ვინც საკუთარ ბავშვობას, ან მთლიანს თუ არა მის რაიმე ნაწილს მაინც არ იხსენებს ტკბილად და სახეზე ღიმილით. თავადაც მუქი მწვანე თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა, რაც ნიშანი იყო თვალების მოსალოდნელი ჩაწითლებისა.

სახლის მთლიანად მოვლის შემდეგ კვლავ დალაგება მოიწადინა, მტვერი საგულდაგულოდ გაასუფთავა ყველა ოთახში, იატაკი დაგავა, ძველი, მაგრამ სუფთა ჭურჭელი ხელმეორედ დარეცხა და იატაკიც მოასუფთავა, მთელი ღამე ამას აკეთებდა, იმდენად დიდ ენერგიას გრძნობდა რომ ძილის სურვილი არ უღვივოდა. წინა დღეებში დენის, წყლის, გაზის და ინტერნეტის გადასახადი გადაიხადა. ამიტომ სიბნელის ან ცივი წყლის ზეგავლენაც არ იგრძნობოდა. ყველა თავისი ტანსაცმელი ამოალაგა.
ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისი იყო, ამიტომაც მთელი ორი თვე ჰქონდა. ჯერ ამ ერთ თვეს სვანეთში დაყოფდა. შემდეგ თვეს კი ციხისძირში.
საწოლებსაც გადააძრო ძველი თეთრეული და ოთახებიც იხსნა ობობების და ქსელების ტყვეობისგან. ღამის 4 საათზე უკვე დალაგებულ სახლს თვალი ღიმილით მოავლო და ყველა ოთახში ფანჯარა გააღო, თავად კი თავისი ოთახის ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და იქიდან დაუწყო ვარსკვლავებს ყურება. ერთ-ერთმა მათგანმა კი მთელი მისი ყურადღება მიიპყრო, დაატყვევა და მოაჯადოვა. შედეგად მთელი ღამე ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარმა და ვარსკვლავისთვის მოცქერალმა გაათენა.

───

ცხოვრება გრძელდებაო, ხშირად მომისმენია ეს ფრაზა, მაგრამ არც ისე ხშირად მიფიქრია მის ჭეშმარიტებაზე. მიუხედავად დიდი რწმენისა ქრისტიანობის მიმართ, მაინც ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს გონებაში. მაგალითად ის, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ჯოჯოხეთი და სამოთხე გასაგებია, მაგრამ ბოლომდე არცაა გასაგები. მახსოვს ერთხელ ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მითხრა, ადამიანი რომ კვდება მერე სხვა სახე სიღებს და ისევ იბადებაო. მაშინ ვინატრე ნეტავ სიკვდილის შემდეგ ვარსკვლავად ვიქცე თქო, ვარსკვლავად, რომელიც ყველაზე კაშკაშა კი არ იქნება და ამით გამორჩეული, არამედ იქნება თავისთვის, მშვიდად და ეცოდინება ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაზეც ადამიანებს ჯერ ვერ უპოვიათ ახსნა და მოუსმენდა იმ ჩაკრულოს ჰანგებს, რომელიც გასცდა მზის სისტემას და ხიდის თავს პირობის შეკკვრას მოგვიწოდებს. რაც არ უნდა იყოს, მაინც სრულად მაქვს გააზრებული რომ მოვკვდები ისევე როგორც ყველა სულიერი და ამის უბრალოდ არ მეშინია. ველი მას და ამ მოლოდინით ვცხოვრობ.

გინახავთ ნამდვილი ვაჟ-კაცი? გინახავთ ადამიანი რომელიც გულს აიღებს და მოგცემს თუ დაგჭირდება? ის ისაა, ვინც მთის შვილად მოიხსსნიება მთელი სვანეთის კუთხეში. ის ისაა, ყველაზე მეტად ტკბილი მოგონებების დავიწყებისა რომ ეშინოდა და ის ისაა, ვინც ისწავლა ყოველი დაცემისას ფეხზე ადგომა. დილას როგორც ყოველთვის საუზმით იწყებს. მიაჩნია, რომ კარგი საუზმე კარგი დღის გარანტიაა. საუზმის შემდეგ თავის შინაურ ცხოველებს უვლის, ამშვიდებს და კარგ დღეს უსურვებს, შემდეგ კი ცხენზე შემომჯდარი ჰკვეთს მობიბინე მინდორს და ამოწმებს ბაღებს, ყველა ხესა და ბუჩქს.
-საით გაგიწევია, შენი ჭირიმე.- გამოეხმიანა შუახნის მეზობელი ქალბატონი.
-ბაღებს დავხედავ ქალბატონო ნანული და თუ ღვთის ნება იქნება, იქნებ დღეს ქალაქშიაც ჩავიდე, პროდუქტებს ვიყიდი და წამლებსაც წამოვიღებ სოფლის აფთიაქისთვის.
-გაგახარებს ღმერთი შვილო. ისე ჩემი ბიჭი აპირებდა შენს ნახვას და თუ დრო გექნება შეუარე გენაცვალე.
-შევუვლი, შევუვლი. ბედნიერი დღე ქალბატონო ნანული.
-შენც გენაცვალე, შენც.
ღიმილით დაუქნია თავი და გამობრუნდა, გააგრძელა მამულების თვალიერება, გზად კი ქალბატონი ნანულის შვილიც შემოხვდა-მათე
-მათე, შენ გეძებდი შენ და შენმა მზემ. იქნებ მითხრა, რატომ გავხდი შენი ძებნის საგანი?- მშვიდი და გაწონასწორებული ტონით ჰკითხა და სახეზე შეხედა.
-ძმაო ჩემო, ამ დღეებში ჩემს ბიძაშვილთან მივდივარ, ჩვაბიანში, ქალი მოჰყავს ცოლად და უნდა დავეხმაროთ რომ გაიპაროს თავის მზეთუნახავთან ერთად, მე კი მანქანა გამიფუჭდა, ქალაქში მყავს დატოვებული და იქნებ შენ წამიყვანო, ხომ იცი თედოს ყოველთვის უხარია შენი ნახვა და მოსარიდებელიც არა იქნება რა. ოღონდ როგორც მძღოლს ისე კი არ გეუბნები, ღმერთი არ გამიწყრეს, უბრალოდ როგორც ჩემს ძმას ისე გეპატიჟები.
-ვიცი მათე, შენი ჭირიმე, მჯერა რომ შეურაცხყოფა არც გაგივლია თავში. წამოვალ აბა რას ვიზავ, ოღონდ დღეს თუა მაინცდამაინც და საჩქაროა არ გამოვა ჩემი წამოსვლა, ერთ ჩემს მანქანას გათხოვებ და წადი, მეორეთი კი მე წავალ, ქალაქში საქმეები მაქვს.
-ზეგისთვის არის ეგ ამბები შენმა მზემ. ერად წასვლა მინდა ჩვენი თორემ მარტოს ხომ მეც შემეძლებოდა.
-მაშინ ზეგისთვის, შევთანხმდით, დროღა მითხარი და დაგემშვიდობები.
-შუადღისთვის რომ წავიდეთ ვშიშობ დროულად მივალთ.
-მაშ გადაწყვეტილა ჩემო მათე. ბედნიერ დღეს გისურვებ.
-მშვიდობით იყავ.
მშვიდობა მართლაც ყველას გვჭირდებაო, გაიფიქრა, თუმცა აღარ გაუჟღერებია, ერთ-ერთ ბაღში მუშებს საუზმეც მიართვა, მერე კი მოაჯდა მარკოზს და გაჰკვეთა ცივი ჰაერი. სახლში მისულს ეზოში მყოფი მანქანისკენ გაექცა თვალი, რომლითაც პროდუქტები უნდა ამოეტანა მესტიიდან. მართლაც შეიყვანა ცხენი თავლაში, თავად ტანისამოსი გაიხადა და დაეშვა მესტიისკენ. ბევრი პროდუქტი იყიდა ერთიანად, სოფელში მყოფი გაჭირვებული ოჯახებისთვისაც და თავისთვისაც სადღაც 2 თვის სამყოფი ყველაფერი. პურის ცხობა თავადაც იცოდა. საკვებსაც იდეალურს იმზადებდა და სახლსაც მიილაგებდა. მაგრამ ორი თვის თავზეც კი საშინლად ენატრებოდა ბებია და მისი პიტნიანი ჩაი. საბოლოოდ აფთიაქშიც შეიარა, იცოდა რომელ სოფლელს რა აწუხებდა და ყველასთვის იყიდა წამლები. თავისთვისაც გამაყუჩებლები და გაციების დროს რაც უნდა დაგჭირდეს ადამიანს ყველაფერი. ახლა კი არაფერი აწუხებდა, მაგრამ წინაპრებს უთქვამთ-სიფრთხილეს თავი არა სტკივაო. საბოლოოდ მოთავსდა ისევ მანქანაში და დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, ერთ-ერთი ყველაზე ახლოს მყოფი რომ იყო კვაკასიონთან და ყველაზე ლამაზ ხედს რომ გასცქეროდა. ადიში, სოფელი რომელიც ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარეობს და გასცქერის კავკასიონს, საოცარი სილამაზით ყოფილა გამორჩეული. ალბათ ამიტომაც მიიზიდა ჩვენი ვაჟ-კაცის ბებიის ყუღადრება ამ სოფელმა, გამოემგზავრა აქ და ამიტომაც მთების ყურებით გართულს თვალი მოუკრავს თავისი მომავალი ქმრისა და შვილების მამისთვის. აქ კი დაიწყო მათმა საერთო ბედმა წერა, თან ლამაზად და აუღელვებლად, ყველა პრობლემისა და დაპირისპირების გარეშე. კაცსაც დანახვისთანავე მოსწონებია და ერთ-ორ დღეში ხელიც უთხოვია. მარგოსაც ხელი ჩაუკიდია მისთვის და წამიყვანე სადაცა გსურსო უთქვამს. ასე კი კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნა საქართველოში, ოჯახი რომელიც მართლაც ვერაფერმა ვერ დააშორა და იყვნენ ერთმანეთის ერთგულნი სანამ სიკვდილმა არ აღმართა შავი დროშა და ცხარე ცრემლებით არ ამოუვსო მარგოს თვალები.

დაბრუნდა სოფელში, მალევე ჩამოარიგა სოფლელებისთვის ნაყიდი პროდუქტი თუ მედიკამენტები, მიიღო დალოცვაც მათგან და სახლში წასვლაც გადაწყვიტა. მისვლისთანავე აანთო ბუხარი, მოიდუღა მცენარეული ჩაი და ქლიავის ჩირის ჭამას შეუდგა. ეს იყო მისი სადილიც და ვახშამიც. შემდეგ კი გადაშალა აწ უკვე არაერთხელ წაკითხული წიგნი ,,ზებულონი" ქარჩხაძის ავტორობით, და გადაეშვა ზებულონის სამყაროში, ადამიანისა, რომელსაც არ მიეცა საშუალება თავად გაეკვლია თავისი ცხოვრება. ან მიეცა და ვერ დაინახა და ვერ გამოიყენა. წიგნის კითვით გართულს კი ისე შემოაღამდა ვერც კი მიხვდა. თუმცა, ეს ღამე, წყვდიადივით ბნელი და ნათელი ჩვენს ვაჟ-კაცს ძილს არ მოუსწავლებდა, ამიტომ ტყუილ მცდელობას ისევ აივანზე გრილად ყოფნა და წიგნის კითხვა არჩია. თავიდან კითხულობდა კიდეც, თუმცა შემდეგ ერთ-ერთმა ვარსკვლავმა მიიპყრო განსაკუთრებით მისი ყურადღება და ასე ვარსკვლავებთან ერთად გაათენა ღამე. მაგრამ რა იცოდა, რომ ამ ღამეს იგივე ვარსკვლავს სხვა თვალიც ისეთივე ინტერესით ათვალიერებდა როგორც მისი, და რა იცოდა, რომ ასეც შეიძლება სულების დაახლოვება, აი ასე ჯადოსნურად-მხოლოდ ვარსკვლავებით!

***
მათესთან ერთად მგზავრობა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი
ვაჟ-კაცისთვის. ბავშვობას იხსენებდნენ მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილან საუკეთესო მეგობრები. ერთადერთი მეგობარი რომელიც ყავდა მოღალატე, ცრუ და ორპირი აღმოჩნდა.თუმცა გრძნობდა, რომ მათე თავს მარტოსულად არ აგრძნობინებდა, არც აღიზიანებდა და პირიქით, მის გაღიმებასაც იწვევდა. რამდენიმე საათში ჩააღწიეს კიდეც სოფელ ჩვაბიანში, მერე განვლეს კიდევ მცირე გზა და საბოლოოდ მიადგნენ თედოს სახლს, რომლის წინაც რამდენიმე მანქანა ეყენა. თავადაც მანქანებთან ახლოს დააყენა საკუთარი, მათეც მალევე გადმოვიდა მანქანიდან და კარისკენ გაუდგა გზას. ორივე ერთად შევიდნენ შიგნით, სადაც თედოს რამდენიმე მეგობარი იყო მაგიდასთან შემომსხდარი, თავად თედომ კი კარის გაღების შემდეგ ღიმილით მოიკითხა ორივე და სახლში შეუძღვა.
-ბიჭებო, მათეს ხომ იცნობთ? ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ, ეს კი მისი და ასევე ჩემი მეგობარია, რომ გიყვებიდით, მთის შვილად იცნობს მთელი სვანეთი თქო.
-სასიამოვნოა-წარმოთქვა მაქსიმემ და თავის დაკვრით მიესალმა მოსულ სტუმრებს. დანარჩენებმაც იგივე გაიმეორეს და დაელოდნენ ბიჭების მაგიდასთან დასხდომას.
-მოკლედდ, ალბათ მოგეხსენებათ ჩემი გასაჭირი, ჩემი მზის ქალი, ჩემი ნესტანი მინდა ვიხილო ჩემს ცოლად და ჩემი შვილების დედად.
თუმცა მის მშობლებს სხვა განზრახვა აქვთ. მამამისი საოცრად მკაცრი და თავისებური აზროვნების მქონე კაცია, არაერთხელ დაველაპარაკე, კაცურად მივედი და ქალიშვილის ხელი ვთხოვე, კაცმა კი იარაღით ხელში დამიწყო დევნა, საბოლოოდ მივხვდი, რომ ამ კაცთან საქმეს ვერ მოვაგვარებდი. არ მესმის რა არ მოსწონს, შეიძლება თავისი შვილის ქმრად ინგლისის პრინცი წარმოედგინა, მაგრამ ვუთხარი მე ტირილს და ცრემლების ყრას არ ვაპირებ, ვიბრძოლებ ჩვენი სიყვარულისთვის თქო. მერე ნესტანი შემევედრა, ასე არაფერი გამოვა, მეც ცუდ მდგომარეობაში ვარდებიო. ამიტომაც გადავწყვიტე რომ გავიპაროთ, მაგრამ სად, რით ან როგორ წარმოდგენა არ მაქვს.
-არ ინერვიულო ,,ტარიელ" დაიბრუნებ შენს ნესტანს ქაჯეთის ციხეში რომაა გამომწყვდეული- უთხრა საბამ, მის ნათქვამს კი სხვა მეგობრების მხრიდან სიცილი მოჰყვა, მარტო ჩვენი ვაჟ-კაცი იჯდა მშვიდად და სიტუაციას ავლებდა თვალს.
-მე პირადად თოკზე შემიძლია ვიარო-ესეც მაქსიმემ დაამატა და ლევანმაც ხელი გაუწოდა, ჩაარტყი ჩაგეთვალაო.
-მე პირადად, ჩემო თედო ამ საქმეს მეტად სერიოზულად აღვიქვავ. ვეცდები მაქსიმალურად დაგეხმაროთ- მათემ უთხრა და ბიძაშვილს შეხედა, რომელმაც ღიმილით თავი დაუქნია.
-მე ერთის შემოთავაზება შემიძლია თედო, ჩემს ნებისმიერ სასტუმროში, გინდაც კახეთში, გინდაც ბათუმში ან ქობულეთში, შემიძლია რამდენ ხანსაც გინდა უფასოდ დაგასვენო, თუ გინდა სამივეში მთელი ზაფხული. რომ გაიქცევით, ადგილიც ხომ გინდათ სადაც ღამეს გაათევთ და იმ სიმშვიდეს იპოვით, რომლისკენაც მიილტვით. გაპარვის ორგანიზება ვშიშობ ჩემს კომპეტენციაში აღარ შედის, თუმცა რითაც შემეძლება დაგეხმარები- მშვიდად და აზრიანად უთხრა ჩვენმა ვაჟ-კაცმა, თანაც ისე, რომ მისი საუბრის მანერის გამო თედოს სხვა მეგობრების მხრიდან დამცინავ ღიმილზე ყურადღება არც კი გაუმახვილებია, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ შეამჩნია ან არ შეიმჩნია, ის ყველაფერს იგებს, ყველაფერს ხვდება, უბრალოდ ურჩევნია უმიზეზო კამათს საფუძვლიანად და მიზეზიანად გამოხატოს ბრაზი და რა თქმა უნდა სწორადაც მიმართოს.
-დიდი მადლობა ძმაო, ნამდვილად დიდი სიკეთე და საჩუქარია შენი მხრიდან, თუ არ მიწყენთ, გავალ ჩემს მზეს და მთვარეს დავურეკავ და გავარკვევ ყველაფერს.
ბიჭებმაც არ არის პრობლემაო ესღა უთხრეს და ჩვენი ვაჭ-კაცის თვალიერება დაიწყეს.
-ისე ამდენი სასტუმრო რომ გაქვს ალბათ დიდი ფულიანი ტიპიც იქნები, ასე არაა?- ჰკითხა ლევანმა და ცინიკურად შეხედა
-ვშიშობ, ეს შენი ინტერესის საგანი არ უნდა იყოს-უთხრა ვაჭ-კაცმა და უბრალოდ შეხედა, იმდენად არ აფასებდა ასეთ ცინიკოს ადამიანებს, რომ ისინი მასში არანაირ გრძნობებს არ იწვევდნენ.
-დავინტერესდი და რა გავაკეთო?!- არ ცხრებოდა ლევანი
-მაშინ, მხოლოდ ინტერესით შემოიფარგლე.-უთხრა და ოთახში შემოსულ თედოს დააკვირდა.
-იცი, თუ შენ პრობლემა არ გექნება, ბათუმში წავალთ, ერთ კვირაში, და ივნისის ბოლომდე იქ ვიქნებით.
-რადგან შემოგთავაზე, ესე იგი პრობლემაც არაა ჩემო თედო.
-მადლობელი ვარ შენი ძალიან. არც კი ვიცი როგორ გადაგიხადო.
-უკვე გადამიხადე თედო, მადლობა ხომ მითხარი, დიდი-დიდი შვილი მომანათვლინო როცა გეყოლება.- ბოლო წინადადებაზე თან ჩაიღიმა და ისე უპასუხა, მოტანილი ჭიქიდან წყალი გამოცალა და ფეხზე წამოდგა.
-მე დაგემშვიდობები ჩემო თედო, სასტუმროში აუცილებლად დავრეკავ და თქვენს მოსალოდნელ ჩასვლას შევატყობინებ.- უთხრა და მათე სმიუბრუნდა- მათე, ვშიშობ უნდა წავიდეთ.
-კი რა თქმა უნდა, წავედი თედო, კარგად ბიჭებო- თქვა, ბიძაშვილს გადაეხვია და მოსაცმელი ჩაიცვა. მიუხედევად ზაფხულისა, მაინც სასიამოვნო ქარი ქროდა და მოსაცმელი ყველას თან უნდა ჰქონოდა.
-წარმატებები თედო, მშვიდობიან დღეს გისურვებთ-ბოლოს ყველას გასაგონად გააჟღერა, თავი დაუკრა და უკან მოუხედავად გამობრუნდა.
ეზოში გამოვიდნენ და მანქანასთანაც მივიდნენ, ამ დროს კი მათემ უთხრა, შენი წამოსვლისას დაიღალე, ახლა მე წაგიყვანო, კარგიო, ისიც მალევე დათანხმდა, უთხრა ცოტა წინ გავივლი, შენ მოატრიალე და ჩავჯდები მანქანაშიო. ამასობაში ტელეფონიც ამოიღო და სასტუმროში დარეკა. სწორედ იმ დროს როდესაც ტელეფონზე საუბარი დაასრულა დააკვირდა წინ, მუშებით გარშემორტყმულ სახლს და იფიქრა ვინმეს დახმარება ხომ არ სჭირდებაო.
-მოგესალმებით, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვთ? იქნებ რამით შემიძლია დაგეხმაროთ?
-არა შვილო, მადლობა დიდი, ღობეს ვცვლით უბრალოდ.
-კეთილი-ესღა მიუგო, თავი დახარა და გამოტრიალებას აპირებდა, როდესაც ხმა მოესმა
-გთხოვთ შეისვენეთ რა, ძალიანაც ნუ გადაიღლებით, ყავა და დესერტი მოგიტანეთ, რამდენ ხანსაც გსურს დაისვენეთ.
ამ ხმის გაგონება და უმალვე თავის აწევა ერთი იყო, სწორედ ამ დროს შეხვდა მის თვალებს, თვალებს, რომელიც ბინდ ჩამოწოლილ საღამოსაც კი ანათებდნენ, ერთმანეთს თვალის დაუხამხამებლად უმზერდა ორი სხეული და ისეთი გრძნობა ჩნდებოდა, თითქოს ერთმანეთის სულს და შინაგან სამყაროს იცნობენო. ვაჟმა მთელი სახე დაუთვალიერა გოგოს, თმის ფერი, ღია კანი, ყავისფერი კონტურით შელამაზებული, მაგრამ ისედაც ლამაზი ტუჩები და რაც მთავარია, მწვანე, საოცრად ლამაზი თვალები.
ასევე იყო გოგოც, ვერ აშორებდა თვალს ბიჭის თვალებს, მისი აზრით ყველაზე ლამაზ თვალებს რაც ოდესმე უნახავს.შორიდან ყავისფერისა და მწვანის შერეულ ფერს ამსგავსებდა, მაგრამ ვინმე თუ ახლოდან დააკვირდებოდა, აღმოაჩენდა, რომ პირველი კი იყო მწვანისა და ყავისფერის ნაზავი, მაგრამ მეორე თვალი მუქი ლურჯისა და ყავისფერის კომბინაცია იყო. ორივე მათგანისთვის ეს დრო საკმაოდ დიდხანს გაიწელა, რეალურად კი, საათის წიკწიკისდა მიხედვით, მიახლოებით ათი წამი უმზერდნენ ერთმანეთს, მაგრამ ესეც საკმარისი იყო გულის სხვანაირად აძგერებისთვის.
-ამმ... იცით... უკაცრავად, რამით შემიძლია დაგეხმაროთ?- ჰკითხა გოგონამ და თვალი მოარიდა, რათა უხერხული სიტუაციისთვის-მისი სახის შესწავლისთვის და მიშტერებისთვის-თავი აერიდებინა. ბიჭიც კიდევ ერთხელ შეაკრთო მისმა მშვიდმა, რაღაცნაირად თავდაჯერებულმა და ღია, წკრიალა ხმის ტემბრმა. ისეთმა, ყველას ხმაში რომ გამოარჩევდი.
-არა... უფროსწორად, მუშები რომ დავინახე,ვიფიქრე რაიმე სერიოზული ხომ არ ხდება თქო და დახმარება შევთავაზე, არ ვაპირებდი თქვენს შეწუხებას, უკაცრავად.
-არაა, არ არის არანაირი პრობლემა, მადლობა ყურადღებისთვის.
-დიახ... უფროსწორად, არ იფიქროთ მაგაზე, მაშ დაგემშვიდობებით.
უთხრა მაშინვე, როცა ზურგს უკან თავისი მანქანის ძრავის ხმა გაიგო და უკან გამობრუნდა, მაგრამ მთელი გულით ნატრობდა, ნეტავ დრო გადაიხვეს და ისევ ვუყურო იმ თვალებსო, მალევე კი თავადვე უგულველყო საკუთარი ფიქრები და მიწაზე კვალდაუტოვებლად წავიდა, მაგრამ ეს მხოლოდ მიწაზე, გოგოს გულში კი რა კვალი დატოვა ჯერ კიდევ საკითხავია.

───

მუშები მთელი დღე მუშაობდნენ, ორ დღეში კი ყველაფერს მორჩნენ, ეზოც გაალამაზა რძისფერ კანიანმა შეძლებისდაგვარად და მანქანაც ეზოში შევიყვანა, ჰამაკიც დაკიდა და ყველაფერი ჰქონდა სრული ბედნიერებისთვის. მართლაც მთელი დღის მშვიდად გატარებას გეგმავდა, მაგრამ უცბად გააანალიზა, რომ პროდუქტების ნახევარი დაცლილიყო. უწევდა მესტიაში ჩასულიყო და მაღაზიები დაელაშქრა. დილიდან მოყოლებული პიჟამათი დადიოდა სახლში, მისთვის ეს ხომ ყველაზე კომფორტულ სამოსს წარმოადგენდა, თუმცა მესტიაში პიჟამათი ჩასვლა არც ისე სასიამოვნოდ ჟღერდა ტალღოვანთმიანისთვის , ამიტომაც ავიდა თავის ოთახში და გრილი საზაფხულო კაბის ჩაცმა გადაწყვიტა. ზოგადად ყოველთვის მსციოდა, თითები მუდმივად გაყინული აქვს და ამას ვერაფერს უხერხებს. ბებია ეუბნებოდა, ,,ჩვენ კი მუდმივად გავცემთ შენთვის საჭირო სიყვარულს, მაგრამ შენი ნამდვილი, ცხოვრების სიყვარული გჭირდება, სამუდამოდ რომ გათბეო" ჯერ არ უპოვნია ის ბედნიერი, მაგრამ იდეაში არც ეძებს, დაე თავად მიაგნოს, ან ერთმანეთს მიაგნონ! საბოლოოდ გაემგზავრა თავისი მანქანით მესტიაში, გზა ჯერ კიდევ რთულად ჰქონოდა დამახსოვრებული, რადგან ერთი მოსახვევია, რომელში შესვლაც ეშლება და თუ მეორე შესახვევში შეუხვევს, სულ სხვა სოფლებისკენ მოხვდება, გასვლა კი ადვილია, მაგრამ მოსვლისასაც გზა აერია და ვშიშობ დღეს განსაკუთრებული დაკვირვება მართებს ჭაობისფერთვალებას.
როგორც იქნა ჩააღწია და მაღაზიაში შევიდა. ყველაფერი რაც სჭირდებოდა მალევე მონახა, მაგრამ მთავარი სექციისკენ გაექცა თვალი-სნექები. კრეკერები, მარილიანი სახრაშუნოები და ორცხობილები მისი ფავორიტი სნექებია. ამჯერადაც საკმაოდ დიდი რაოდენობით დაავლო მათ ხელი და სალაროსკენ მიიტანა. ზუსტად იმ დროს, როდესაც უკვე მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა, კართან მჯდომი პატარა ბიჭი დალანდა, ცხარე ხრემლებით რომ ტიროდა და გული მოვარდნას ჰქონდა.
-გამარჯობათ? რამით ხომ არ შემიძლია დაგეხმაროთ? რაიმე გაწუხებთ?- კითხა მაინც თქვენობითი კილოთი, მიუხედავად ასაკისა, რადგან ბავშვებსაც სწორედ მაშინ უჩნდებათ უსამართლობის გრძნობა, როცა უფროსები არ აკეთებენ იმას, რასაც მათგან ითხოვენ. საბოლოოდ კი ბიჭთან ჩაიმუხლა.
-მე....მე... დავიკარგე, ჩემს მშობლებს გამოვყევი აქ, მერე ვუთხარი საჭირო ოთახში გავალ თქო და სანამ დავბრუნდი წასულები დამხვდნენ, არ ვიცი რა გავაკეთო.
-კარგიი... იქნებ თქვენი სახელი მითხრათ? აუცილებლად დაგეხმარებით.
-მე...მე ბართლომე მქვია.
-ბართლომე? იდეალური სახელი გაქვთ, იქნებ მითხრათ თუ სად ცხოვრობთ და შევძლო იქამდე წაგიყვანო?
-სოფელი ადიში იცით? იქ ვცხოვრობ.
-მსმენია, ჩვაბიანის ზევით არის ხომ?
-დიახ, ჩვაბიანი იცით?
-მე იქ ვცხოვრობ, უფრო სწორად ვისვენებ. თუ თქვენთვის საკმარისად სანდო ვარ, იქნებ წამომყვეთ და მე აგიყვან შენს სოფელში, ოღონდ როგორც კი სოფელში შევალთ კოორდინატები თქვენ უნდა გასცეთ.-ღიმილით უთხრა ბიჭს
-გენდობით-ამ ერთმა სიტყვამ მისი გულის გათბობა გამოიწვია და დააფიქრა, თუ რამდენამ მნიშვნელოვანია ნდობა, ის პატარა ნაპერწკალი, რომელიც ყველაფერს იწყებს.
-წამომყევი, ჩემს მანქანაში ჩაჯექი, მე მაღაზიაში შევალ და უცებ გამოვალ
-კარგი.
მართლაც ჩასვა მძღოლის გვერდითა სავარძელზე და თავად მაღაზიაში შევიდა რათა მისთვის რაიმე ეყიდა საჭმელად. საბედნიეროდ ბუტერბროდი ნახა, ამას პლიუს ხემსებიც უყიდა და ნატურალური წვენიც. მერე კი გარეთ გავიდა და მანქანაში თავისი ადგილი დაიკავა.
-გამომართვი, ესენი სულ შენია, ჭამე, მოშიებული იქნები.
-მადლობა მაგრამ, მხოლოდ მე ვერ შევჭამ
-რატომ?- ჰკითხა და მანქანაც მოსწყვიტა ადგილს.
-ჩემი მშობლები ამბობენ, რომ მარტო ჭამა უკულტურობაა,თუ თქვენ არ შეჭამთ მე ვერ შევჭამ, აკრძალვის გამო კი არა, უბრალოდ მომერიდება- საყვარლად დაიწყო ტიტინი და ერთ-ერთი სენდვიჩი მასაც გაუწოდა.
-იცი, თუ მხოლოდ ამ გზით შეჭამ თანახმა ვარ ავიღო შენი მოწოდებული სენდვიჩი- ღიმილით გამოართვა და მოკბიჩა. ამის დანახვაზე კი ბიჭიც მგელივით ეძგერა ბუტერბროდს და სასიამოვნოდ დანაყრდა. მიაღწიეს სოფელ ადიშსაც, ბიჭი იმ გზას უჩვენებდა, რომელიც თავისი სახლისკენ მიიყვანდა. გოგომაც მიაღწია იქამდე და ეზოში შეკრებილ ხალხს მოჰკრა თვალი, ყველა ანერვიულებული რაღაცას განიხილავდნენ, მანქანის ხმაზე კი ყველამ მათკენ გამოიხედა. წინ ერთი ახალგაზრდა, ყავისფერი თმის მქონე ქალი გამოვიდა და ბიჭის დანახვაზე მანქანისკენ გამოიქცა. ბიჭიც ქალის დანახვაზე ეგრევე გადავიდა მანქანიდან და მისკენ გაიქცა.
მიხვდა, რომ ეს ბართლომეს დედა იქნებოდა და თავადაც გადაწყვიტა მანქანიდან გადასვლა.
-დედიი, ჩემო სუნთქვა,ჩემო პატარა, როგორ ვინერვიულე დეე, მაპატიე დე.- შვილის მობოდიშებაში იყო გართული, ახალგაზრდა კაციც რომ მიუახლოვდა მის გვერდით მდგომ მეორე კაცთან ერთად, ორივე გადაეხვივნენ ბიჭს და სახის დაკოცვნა დაუწყეს.
-მამი, ჩემო ბიჭო, ჩემო საყვარელო, ბოდიში მა, ვინ იცის როგორ ინერვიულე და შეგეშინდა.- უთხრა კაცმა და კვლავ ლოყაზე აკოცა.
-ბიძი, ჩემო დიდო კაცო, დამშვიდდი ახლა სახლში ხარ.- უთხრა მეორემ და მანაც აკოცა ლოყაზე.
-აი ამ დეიდამ ამომიყვანა- თქვა ბართლომემ და გოგოსკენ ხელი გაიშვირა. წამსვე გადაიტანეს მზერა ბავშვიდან მასზე, მაგრამ აქამდე მხოლოდ ერთი წყვილი თვალი ათავლიერებდა ქალს, რომელსაც უბრალოდ ვერ იგდებდა მეხსიერებიდან და ყოველ გახსენებაზე სულ უფრო უჩნდებოდა სურვილი მისი ნახვისა.
-ღმერთმა გამომიგზავნა შენი თავი, ჩემი გადამრჩენელი ანგელოზი ხარ, ჩემი მხსნელი. - უთხრა ქალმა და მუხლებში ჩაუვარდა ტირილით.
-ძალიან გთხოვთ, მე უბრალოდ ის გავაკეთე, რასაც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი იზავდა, მუხლებში ვარდნის მიზეზს კი ვერ ვხედავ, იქნებ წამოდგეთ? ახლა ბართლომეს ძლიერი მშობლების ნახვა სჭირდება, რათა მომავალშიც რთულ სუტუაციებში მხოლოდ თავლებიდან კი არ გადმოუშვას მარილიანი წყალი, არამედ გონიერებაც გამოიყენოს. მშობლები კი საუკეთესო მაგალითები არიან ყოველთვის, ყველა საქმეში.
-დიდი მადლობა, იქნებ შინ შემოხვიდეთ? გაგიცნობდით, გვესაუბრა.
-სიამოვნებით, მაგრამ რამდენიმე საათში დაბნელდება, მე კი მსურს სოფელში უსაფრთხოდ მივიდე, ასე რომ... ბართლომე- მიმართა ბავშვს და მასთან ჩაიმუხლა- იმედია ჩემთან თავი უსაფრთხოდ იგრძენი და იმედია მომავალში ეცდები, რომ აღარ დაიკარგო.
-ვეცდები, მაგრამ ეგ მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული- საყვარლად თქვა და მშობლებს გადახედა, იქ მყოფებს კი სიცილი აუტყდათ, მალევე კი მთელი სამეზობლო დაიშალა და მხოლოდ ბართლომეს მშობლები, ბიძა და თავად იდგნენ ეზოში.
-მაშ მე დაგემშვიდობებით. მშვიდობიან დღეს გისურვებთ.
-იცით, მინდა თქვენი ნერვიულობისთვისაც ბოდიში მოვიხადო, მამაჩემი გახდა ცუდად და ისე უცებ გამოვარდით რომ... -თქვა ბართლომეს დედამ
-არ მესმის თუ რატომ იხდით ბოდიშს, თავის მართლებაც არაა საჭირო. მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა და ღმერთი არ გაწყრა. კეთილი, მაშინ ამჯერად საბოლოოდ დაგემშვიდობებით.
თქვა თუ არ მანქანაში მოთავსდა და გაუყვა გზას, სწორედ ამ დროს კი სახლის კართან დამალული ჭაბუკიც გამოჩნდა და თვალი გააყოლა თავისი ფიქრების მიზეზს. მალევე თავადაც გადაწყვიტა წასვლა, ბავშვს ჩაეხუტა და მათესაც დაემშვიდობა, კი, კი მათე ბართლომეს ბიძაა, თავად ჩვენი ჭაბუკიც კი მათესთან იყო სტუმრად, მაგრამ ბართლომეს ბაბუის ცუდად გახდომის ამბავი რომ გაიგეს მან და მათემ, მაშინვე აქეთ გამოსწიეს.

საბოლოოდ დაადგა თავისი სახლისკენ გზას. მისი სახლი იმ სოფელში ყველაზე მაღლა მდებარეობდა და საკმაოდ რთული მისასვლელიც იყო. თუმცა მაინც მისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით გაემართა სახლისკენ, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.

───

ქალს, რომელსაც ამ სოფელში მშობლების ჩამოყვანის გარეშე ფეხი არ დაუდგავს, უწევდა რომ თავად გაეკვლია გზა ,რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა.ბართლომეს სახლის შესახვევს კი მალევე და მარტივად გამოსცდა, მაგრამ ამ ადგილებიდან გაგნება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. სხვადასხვა შესახვევში კი შედიოდა, მაგრამ მალევე ხვდებოდა, რომ თავისი სოფლისკენ ვერც ერთი მათგანი ვერ მიიყვანდა. საბოლოოდ ერთ-ერთ შესახვევს აუყვა, რომელშიც მალევე საკმაოდ ჩამობნელდა. ნისლიც ჩამოწვა და მხოლოდ რამდენიმე ლამპიონი ანათებდა, ამას პლიუს საწვავი დაუმთავრდა და ვერსად ვერ წავიდოდა გულითაც რომ მოენდომებინა. საბედნიეროდ ორმხრივი გზა იყო, ამას პლიუს საკმაოდ დიდი მანძილი იყო მანქანის გადასაყვანად რაც ადვილად მოახერხა, ანუ მანქანის შუა გზაში მიტოვება არ მოუწევდა. მხოლოდ ერთ სახლს ხედავდა, საიდანაც სინათლე გამოდიოდა. საბედნიეროდ ახლოსაც იყო, თან ტელეფონიც ჰქონდა და ყველანაირი საფრთხის შემთხვევაში შეეძლო ზარის განხორციელება. ფანარიც მალევე იპოვა საბარგულში და გაემართა იმ მომენტში ერთადერთი ნათელი წერტილისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული იყო, საშინლად ციოდა იმ დღეს. ასეთ სიცივეს არ მოელოდა ამიტომ სრულიად გაყინულიყო. ამიტომაც არ დარჩა მანქანაში და იმ სახლში მისვლა გადაწყვიტა. იფიქრა მივალ, საწვავს ვთხოვ, მერე უკან დავბრუნდები ჩავასხავ და წავალო. არც არავის იცნობდა რათა დაერეკა და შველა ეთხოვა. 10 წუთიანი სიარულის შემდეგ მიადგა საკმაოდ ლამაზ სახლს. საოცარი ეზოთი, რომლის მარჯვენა მხარეს საკმაოდ დიდი მანქანის დასაყენებელი შენობა იყო და ფანჯრიდან ჩანდა კიდეც იქ დაყენებული მანქანა. ეზო ისეთი დიდი, გაშლილი და ლამაზი იყო, რომ იქვე მყოფი პატარა მთის ნაწილს უერთდებოდა. ამ მთის დანახვისას კი უმალვე გაუჩნდა სურვილი მასზე ასვლისა, თუმცა ჯერ საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნა. რამდენჯერმე დაიძახა ,,მასპინძელოვო" მაგრამ არავინ არ გამოსძახა, ამიტომაც მისცა თავს უფლება და რკინის კარები შეაღო, ეზოს დანახვა მხოლოდ ღობის რაღაც ნაწილიდან შეეძლო, შიგნიდან კი ბევრად ლამაზად გამოიყურებოდა იქაურობა. ყვავილების თვალიერებაში იყო გართული მის წინ ხმა რომ მოესმა.
-უკაცრავად, მაგრამ ვშიშობ დაუკითხავად სხვის ეზოში შესვლა არაა სწორი საქციელი.- ხმის ამოღებისთანავე ახედა გოგომ და მაშინვე დაინახა ის ადამიანი, რომელსაც ვერ ივიწყებდა მას შემდეგ რაც მუშების დახმარების სურვილი გამოიჩინა.
-დიახ მაპატიეთ, უხეშად შემოვიჭერი თქვენს საკუთრებაში- ჩაილუღლუღა გოგომ და თავი დახარა სირცხვილის და მორიდების ნიშნად. ვაჟს კი გული აუფორიაქა და კითხვის ნიშნები გაუჩინა.
-მაშ, იქნებ მითხრათ, რატომ ხართ აქ, ვშიშობ მხოლოდ ჩემი ეზოს სილამაზეს და მცენარეების სიუხვეს არ დაუპყრია თქვენი თავლსაწიერი.
-მართლაც ულამაზესი ეზო გაქვთ, უბრალოდ მე... დავიკარგე- თქვა და საკუთარ თავზევე გაეცინა- ახალი ჩამოსული ვარ სვანეთში და გზები ვერ ვისწავლე, სულ სხვაგან მივდიოდი მაგრამ გზა არაერთხელ ამებნა, მერე საწვავი დამიმთავრდა და შემოვრჩი შუა გზაში. ვიფიქრე იმ სახლში სინათლე ანთია, მივალ, დახმარებას ვითხოვ და უკან გავბრუნდები მეთქი.
დაასრულა თხრობა და ბიჭს ანთებული თავლებით შეხედა
-ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, ვერ ვიგებ მიზეზს იმისა, თუ რატომ იფიქრეთ რომ დაგეხმარებოდით- ამას ნამდვილად არ ელოდა, სახიდან ღიმილიც გაუქრა და გაოცებული მიაშტერდა- იქ არ უნდა წახვიდე ადამიანი, სადაც არ მიგესვლება. თქვენს შემთხვევაშიც ვფიქრობ ასეა, ამასთან ერთად თუ ამ სოფლებში მარტივად მოხვედით, მაშინ რატომ ვეღარ გადიხართ?
-იცით, აქ ვიღაცის დახმარებით მოვხვდი, მაგრამ... ვშიშობ აჯობებს წავიდე, არასწორი იყო ჩემი მხრიდან აქ მოსვლა- თქვა და მალევე, ჩქარი ნაბიჯებით გავიდა ეზოდან. ბიჭს კი ჩაეღიმა გოგოს მეამიტობაზე, მაგრამ რა წამსაც გაიაზრა, რომ გოგო მართლა წავიდოდა, ეზოში მყოფ ცხენს მოახტა და დაედევნა. გზაზე არსად ჩანდა, ვერ მიხვდა თუ სად შეიძლებოდა გამქრალიყო და ანერვიულდა, თუმცა იფიქრა, იქნებ ბაღის გვერდით მთაზე ავიდაო და თავადაც ცხენზე შემომჯდარი დაადგა გზას. საკმაოდ მცირე გზა იყო გასავლელი, მაღლა ახვიდოდი და საკმაოდ სწორ ფერდობს წააწყდებოდი საიდანაც მთელი სვანეთი ხელის გულივით ჩანდა. იქვე მთები, საოცრად ამაყად მომზირალები, განათებული სახლები და კოშკები, არანაკლებ გასაოცრები და ამაყები. როგორც კი გოგოს მიუახლოვდა, რომელიც თვალ გაშტერებული უმზერდა ამ სილამაზეს, ცხენიდან ჩამოქვეითდა და მასთან მეტად ახლოს მისვლა კი ვერ გაბედა, მაგრამ შორიდან შეავლო თვალი, სწორედ ამ დროს კი გრილი, მაგრამ სასიამოვნო ქარი ამოქროლდა და გოგომაც ხმა ამოიღო
-თავისუფლება იმაზე უფრო მეტად გიგრძვნიათ სადმე როგორც აქ, ამ საოცარ ადგილას?-ჰკითხა და ბიჭს მოუბრუნდა, მათი თავლები კი პირველად შეხვდნენ ასე ახლოდან ერთმანეთს. მათი თავლების მღელვარებამ კი გაჰკვეთა სულები და მიაღწია მათი შიგნეულობის ყველაზე ღრმა წერტილს. ისე ღრმად, სადაც სრულდება ყველაფერი მიწიერი და იწყება ზებუნებრივი, ზეციერი. მათი სულებიც კი აღმოჩნდნენ ზებუნებრივი ძალებით ერთმანეთის პირისპირ და განიცადეს ის გრძნობა, რომელსაც ვერც სახელი დაარქვეს და ვერც სიტყვა შეუსაბამეს. ჰაერი ისეთი სუფთა და წმინდა იყო, როგორც ცრემლები, სიხარულით თუ სევდით გამოწვეულნი. გოგოც კი იმხელა ემოციებით აივსო, რომ ვერც კი მიხვდა მიზეზს მაგრამ ცრემლები წამოუვიდა.
ვაჟი ყოველთვის ცდილობდა, რომ ქალი არადროს არ აეტირებინა. ბებიასაც როცა სიხარულით ატირებდა ისიც არ უყვარდა და ახლა ამ გოგოს შემხედვარე, გოგოსი რომელსაც თავისუფლების და სისუფთავის შეგრძნებით ჰქონდა ღაწვები დასველებული, ისე აღმერთებდა, როგორც არავის ამქვეყნად. ჯერ ხელი ასწია, მაგრამ ჰაერში გაუშეშდა, გოგოს თვალებით ანიშნა და შეხების ნებართვა სთხოვა. მანაც თითქოს გულებმა გაუგეს ერთმანეთსო, წამსვე დაუქნია თავი და ბიჭმაც დაუწყო ცრემლების მოშორება. რა წამსაც ხელით შეეხო, მცირედმა დენმა დაარტყა თუმცა ეს არაფერი იყო გოგოსთვის, ბიჭის შეხებით გამოწვეულ დაბურძგვლასთან და სიმხურვალესთან შედარებით. სრულიად შეუმშრალა გაყინულ გოგოს სახე და თავისი თბილი თითები მოაშორა. ამ წამს კი ვაჟი პირველად შეეხო თავისი ფიქრების მიზეზს- ქალს, რომელიც მასში საოცარ ინტერესს იწვევდა. თვითონაც გახედა ჰორიზონტს და კიდევ ერთხელ დატკბა იმ სილამაზით, ყოველ დღე რომ ტკბებოდა და ძალიან უხაროდა, რომ ერთადერთი, ვისაც ეს ადგილი მის გარდა ნანახი ჰქონდა სწორედ ეს გოგო იყო, გოგო, რომლის სახელიც კი არ იცოდა, მაგრამ უკვე მთელი მისი ცნობიერება მოეცვა და დიდი ადგილი დაეკავა.
-მე გეხუმრეთ როდესაც გითხარით, რომ არ დაგეხმარებოდით, მაგრამ მიხარია რომ შორს არ წასულხართ და თქვენი გაუჩინარებით გამოწვეული ნერვიულობა რომ მალევე ჩაცხრა.
-მე ვიფიქრე რომ არ გესიამოვნათ თქვენს ეზოში ასე შემოჭრა და მართლა არ აპირებდით ჩემს დახმარებას. ამ ადგილმა მაშინვე მომხიბლა როცა ,,მასპინძელოს" ვიძახდი ეზოს გარედან და ვერ გაგონებდით. რატომღაც ჩემი ტელეფონი არ იჭერს და ვიფიქრე თან ადგილს ვნახავდი და თან ევაკუატორს გამოვიძახებდი ჩემი მანქანისთვის. - ჩამოუყალიბა თავისი ფიქრები და კიდევ ერთხელ დააკვირდა იდეალური პირისახის ვაჟს
-მაშინ, იქნებ უკან დავბრუნდეთ, გაიყინეთ აშკარად, მე კი დახმარების ხელს გამოგიწვდით.
-უარს ნამდვილად ვერ გეტყვით- გაუცინა და მის გამოწვდილ ხელს, რომელიც ცხენზე ასვლაში დახმარებას უქადდა საკუთარი შეაგება. ბიჭმა გოგო დასვა ცხენზე, თავად კი ფეხით დაეშვა ფერდობზე. თავად ნამდვილად ვერ იკადრებდა გოგოსთან ერთად ცხენზე ჯდომას. ამიტომაც შემოსვა მარტო.
მალევე ჩვიდნენ დაბლა, ცხენიდან ჩამოსვლაშიც დაეხმარა და თავლაშიც შეიყვანა თავისი ცხენი-მარკოზი. გამოსვლისას კი პირისპირ რომ დაუდგა მაშინ შეეჩეხა გოგოს თვალებს. ისე უმზერდნენ თითქოს მარტო თვალებით კი არა სულებითაც იკვლევდნენ ერთმანეთს.
-ეს ჩემი სახლია, წამოდით, ბუხართან დაგსვავთ რათა გათბეთ.
შინ შეიყვანა და მართლაც დაჯდა გოგონა ბუხართან მყოფ დივანზე. სახლი საკმაოდ მოეწონა, ღია ყავისფერი, კრემისფერი და მწვანე საოცარ კომბინაციას ქმნიდა და კიდევ ის ჰქონდა ამ სახლს რაც ყველაზე მეტად მოსწონდა-ბევრი მცენარეები. ისინი იყვნენ კედლებზე ჩამოკიდებული. ძირს დიდი ქოთნებით და ალამაზებდნენ იქაურობას.
ვაჟი უცნაურად გრძნობდა თავს, რადგან მის სახლში დიდი ხანია არავინ არ ყოფილა, თუმცა მელევე გააქრო უაზრო და არასაჭირო ფიქრები და გადაწყვიტა შეშა მოეტანა ბუხრისთვის.
-მე შეშას მოვიტან, თორემ მალე ბუხარი ჩაქვრება... და ისე, გასაღები სად დატოვეთ მანქანის?- სასხვათაშორისოდ ჰკითხა.
-ქურთუკის ჯიბეში მიდევს.
გოგომაც მალევე გასცა პასუხი, ვაჟმაც კი სახლიდან გასვლისას დაუბარა, თუ გინდა სახლი დაათვარიელე სანამ მე მოვალო და გოგოს მოსაცმელიდან ამოიღო გასაღები.
15 წუთი გავიდა რაც ბიჭი არ ჩანს. გოგომ კი მთელი პირველი სართულის მოვლა მოასწრო. ნახა სამზარეულო, მისაღები, საძინებელი სადაც დიდად არც შეუხედავს- იქ არაფერი ესაქმებოდა!
ნახა აბაზანა, სადაც ხელები ჩამოიტარა აწეწილი თმების შესასწორებლად და ხელებიც გადაიბანა. ბიჭი კი არა და არ ჩანდა. ისევ გავიდა ბუხართან, რა დროსაც ბიჭმა გააღო კარები.
-მაპატიეთ, ცოტა დამაგვიანდა, იმედია თავი არაკომფორტულად არ იგრძენით.
უთხრა და გოგოსგან ფარულად ისევ ჩააგდო გასაღები ჯიბეში.
-არა, საკმაოდ ლამაზი სახლი გქონიათ-უთხრა და მსუბუქად გაუღიმა..
-მადლობა დიდი, ჩემი ბებიის მოწყობილია.
ამ ფაქტმა გოგოს გაოცება გამოიწვია თუმცა დიდად აღარ გაუგრძელებია საუბარი. ბიჭმაც შეუკეთა შეშა ბუხარს და დივანზე მოშორებით ჩამოჯდა.
-ჩაის ხომ არ მიირთმევთ? - წამოჭრა ეს კითხვა უხერხულობის გასაფანტად.
-იცით არამგონია, იქნებ მომცეთ ცოტაოდენი საწვავი, თუ გაქვთ რა თქმა უნდა და მე წავალ.
-თქვენი მანქანა უკვე ამოვიყვანე, მაგაზე არ იღელვოთ- ამ ფაქტმა გოგოს გაოცება გამოიწვია, რაც თავლების გაფართოებით გამოხატა-საშინელი ნისლია ჩამომწვარი, ქარიც ქრის და ვარაუდობენ სინათლის ჩაქრობას,ლამპიონებიც კი ჩაქრა და არ მინდა თავი ცუდად იგრძნოთ, მაგრამ მგონი უმჯობესია დღეს აქ დარჩეთ. მე მეორე სართულზე ვარ, პირველი სართულის საძინებელი ცარიელია. მიბრძანდით და მოისვენეთ. არ გქონდეთ დისკომფორტის შეგრძნება, მე არც კი ჩამოვალ პირველ სართულზე.
-იცით არ ვიცი, არ მგონია კარგი იდეა იყოს.
-შეიძლება ასეცაა, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ გაგიშვებთ.
-კეთილი, თუ უზრდელობაში არ ჩამითვლით კიდევ ერთხელ ჩავჭიდებ თქვენი დახმარების ხელს ჩემსას და მისით ვისარგებლებ.
-მაშ, მე დაგტოვებთ, იქითაა საძინებელი, ყველაფერს ოთახში იპოვით, აბაზანაში კი კარადაში დევს ახალი კბილის ჯაგრისი. ნება მომეცით მშვიდობიანი ღამე და ტკბილი სიზმრები გისურვოთ.
ესღა უთხრა და ბოლოჯერ შეხედა, მერე კი როგორც დაპირდა ავიდა მაღლა და ოთახის კარიც დახურა.
გოგოც მოწესრიგდა, ანუ კბილები გაიხეხა და სახეც დაიბანა, მერე კი ოთახში შევიდა და ტანსაცმლიანი საწოლში შეწვა.
იმ ღამეს კი ორ გულს და სულს სტანჯავდა ფიქრები და მოსვენება ეკარგებოდათ, მიუხედავად დაპირებისა კი ვერც ერთი ვერ იძინებდა, რადგანაც იცოდნენ, რომ მათ ერთ სახლში, ერთ კედლებს ქვეშ და საერთოდ ერთ სამყაროში უწევდათ ყოფნა, რაც გულების საოცრად აფორიქებას იწვევდა.მაგრამ მთავარი სულია, ორივე მათგანმა კი შეიცნეს ერთმანეთის სულის რაღაც ნაწილიც კი, მხოლოდ და მხოლოდ მცირედი მოქმედებებით და სიტყვებით.
მათ კი მათი სათქმელი იმ წამს თქვეს, როცა მთელი სვანეთის ხედით ტკბობისას დაუკავშირეს სულები ერთმანეთს, თანაც ისე რომ ეს არც კი გაუაზრებიათ და არც კი დაუგეგმავთ. სული სულის წილ კი ყველაზე ლამაზი სანახაობა ყოფილა ამქვეყნად, ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე მაგიური. ამ მაგიის ერთი წვეთიც კი საკმარისი ყოფილა მათ დასაკავშირებლად და გასაერთიანებლად. ასე და ამგვარად, ამ დღეს დაიწყო მათმა საერთო ისტორამ წერა, პრობლემებით, მათი მოგვარების გზების ძიებით, მიჯნურობით, სიყვარულით, სიტყვებით, გრძნობებით და რაც მთავარია-ერთგულებით!

***

ავტორისგან✓✓

,,ცვრიან მინდორზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე რაა მამული"- ბავშვობაში ჩემი საყვარელი გამონათქვამი იყო. არ ვიცოდი რა მხიბლავდა მასში ასე ძალიან. ალბათ იმ დღიდან მომეწონა, როცა პირველად (მეხსიერების მომატების შემდეგ) მართლაც გავიარე ფეხშიშველმა ცვრიან მინდორზე. მახსოვს ზაფხულის მშვიდი დილა იდგა, სპეციალურად ჩავუძახე წინა ღამით ჩემს ტვინს, რომ დილით გამღვიძებოდა. მართლაც ნაადრევად გაღვიძებულმა გადავწყვიტე, უმალვე გავსულიყავი ეზოში. იმდენად მესიამოვნა მიწაზე ფეხის გულების შეხება, რომ სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში. მაშინ მახსოვს ეზოდან ბაბუამ შემომიყვანა. ცვრიან მინდორზე გავლას ყოველთვის მოასწრებ, მაგრამ გაციება ამ ასაკში ძალიან სახიფათოაო.
როცა ბაბუა გარდამეცვალა, მზე ნელ-ნელა იწყებდა ამოსვლას, ზუსტად ისე, როგორც ადამიანის თვალში ჩნდება ხოლმე თვალის გუგა ახალგაღვიძებისას, თვალებს რომ ზანტად ახელ, რათა არ გსურს სწრაფად შეეჭიდო რეალობას.
მზე ამოვიდა, ბაბუაჩემი წავიდა. მახსოვს იმ დილით ფეხშიშველი გავედი ცვრიან მინდორზე, მხოლოდ იმის იმედად, იქნებ ვინმემ გამომხედოს და სახლში შემიყვანოს,ჩემი გაციების სურვილის წინააღმდეგ წასვლის მიზნით მეთქი.
არავინ გამოჩენილა.
მაშინ მივხვდი, რომ ცვრიან მინდორზე მართლაც შემეძლო მაშინ გამეარა, როცა მოვისურვებდი.

───

დილით მზის სანატრელი სხივების ნაცვლად, მობილურისგან წამოსული ხმა აღვიძებს, რომელიც მასთან დაკავშირებით შეპყრობილი ადამიანის სურვილს ატყობინებს.უმალვე ძებნის მობილურს და მელოდიის შეწყვეტის მიზნით მალევე პასუხობს ნარეკს. მირაა, ის მირა, ბავშვობა რომ ერთად გაატარეს და ცოტა ხნის წინ რომ მოინახულა.
-მირა? სხვათა შორის დილის 7 საათზე ადამიანების შეწუხება მათ სიკვდილიანობის მაჩვენებელს ზრდის.- მიუგო მშვიდად, მაგრამ მისი სიტყვები აშკარა შეწუხების ნიშანი იყო. დილით არც ისე კარგი ხასიათი აქვს ნამდვილად.
-გაჩუმდი გოგო, სიკვდილსაც დავიწყებიხარ. ისეთი ამბავი უნდა მოგიყვე, ჯერ რომ არავინ იცის ჩემს გარდა.- ამის გაგებაზე საწოლშივე წამოჯდა და ყურები დაცქვიტა
-იმედია მთავრობის ჯაშუში არ ხარ და ვინმე პოლიტიკოსის რომანი არ უნდა მომიყვე.
-არა, უფრო მნიშვნელოვანია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში.
-მაშ, სმენაა და გაგონება.- უთხრა და თვალები მოიფშვნიტა, შემდეგ კი იქვე საწოლის გვერდით მყოფ წყლის ჭიქას გადასწვდა.
-ორსულად ვარ
ამის თქმა და ლამის დახრჩობა ერთი იყო. ვერ გაეგო დაეხველებინა თუ ეკივლა სიხარულისგან. ცოტა სული რომ მოითქვა ეგრევე მობილურს ეცა და მირასთან დიალოგი გააგრძელა
-მირა, საოცარი ამბავია, ღმერთმა შენი, ჩემი და ყველა შენთვის კარგის მსურველი ადამიანის ლოცვა შეისმინა. იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ლამისაა მობილურიდან გამოვხტე. მთავარი მითხარი, ხომ ჯანმრთელია?
-კიი, ყველფერი კარგადაა, არაფერი არ სჭირსო ექიმმა, მაგრამ ვიტამინები გამომიწერა, გაკლია და არ მინდა ბავშვსაც აწუხებდეს ეს მომავალშიო.
-ეგ ყველაზე პატარა პრობლემაა, პრინციპში არცაა პრობლემა. შენ ის მითხარი, გიგას როდის ეუბნები?
-სავარაუდოდ ჩვენი ქორწინების
5 წლის თავზე. ერთ კვირაშია.
-მშვენიერი იდეაა. მოხარული ვარ თქვენს გამო.
-ჩვენ კი არა, შენ როდის აპირებ დაოჯახებას? 24 წლის ხარ უკვე.
-მერე გოგო, ეს ჯერ პატარა ასაკია, 6 წელი იმისთვის კი არ ვისწავლე, რომ ასე პატარა ასაკში გავთხოვდე, ჯერ ჩემი მიზნები მაქვს.
-კარგი, კარგი, იცოდე კიდევ შეგეხმიანები ამ დღეებში.
-კეთილი- ესღა მიუგო და მობილური გათიშა. მართლა საოცარ ხასიათზე დააყენა ამ ამბავმა და დროებით გადაავიწყდა თავისი ფიქრების მიზეზი. თან უსაფუძვლო და შეუცნობელი.

სვანეთში ჩამოსვლიდან უკვე ერთი კვირა გავიდა, სვანეთი კი ჯერაც არ დაუთვალიერებია საფუძვლიანად. გადაწყვიტა დღეს ყველა ის ადგილი ნახოს, რითაც არაერთი ადამიანი მოხიბლულა. გადაწყვიტა ბოლოს თავის ბავშვობის საყვარელ ადგილას წავიდეს-თავის სახლთან ახლოს მყოფ გორაზე, საიდანაც სვანეთის ულამაზესი ხედი იშლება. მართლაც, მირასთან საუბრის შემდეგ გაემართა მანქანით ყველაფრის სანახავად. მოიარა ტბაც, მთაც, მინდორიც, კოშკებიც. მოკლედ, ყველაფერი ნახა რისი ნახვაც სურდა. დღე კი ცხენზე ჯირითით დააგვირგვინა. თეთრი, საოცარი შესახედაობის ცხენი ამოარჩია, თანხაც გადაიხადა და საკმაოდ სასიამოვნოდ ისეირნა. ძალიან სურდა ეს ცხენი თავისი ყოფილიყო, ან თვითონ ყოლოდა ზოგადად ცხენი. თუმცა თბილისის ქუჩებიში ცხენით სიარული არ ჩათვალა სახარბიელო იდეად. საბოლოოდ ყველა აზრი ამოიგდო გონებიდან და სადავე მიშვებულ ცხენს გაჰყვა. ახლა ისე იყო გამოფიტული, შეეძლო სრულად მინდობოდა ცხენს და ასეც მოიქცა. მანაც შხარას ფერდობთან მიიყვანა  მუქთმიანი ქალი და იქიდან გამოხედა არემარეს.ყველაზე მეტად ბუნებას აფასებდა. ბავშვობიდან სწამდა და სჯეროდა, რომ ბუნებას გაბრაზებაც შეეძლო, ამიტომაც უფრთხილდებოდა ყველაფერს, ბუნების შექმნილს.
მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გაბრუნდა უკან, მიუყვანა პატრონს ცხენი, თავზე მოფერებით დაემშვიდობა თეთრ მეგობარს და მანქანისკენ გაემართა. მართლაც მიუახლოვდა როცა მხარზე შეხება იგრძნო. შიში და გულის გახეთქვა ნამდვილად არ დამართნია, თუმცა დაიძაბა. შემოტრიალდა რათა ვინაობა გაეგო იმ ადამიანისა ვინც დაადო ხელი მხარზე, თუმცა იქ ბართლომეს მშობლები დახვდა. ბართლომე ის ბიჭია, მაღაზიის წინ დაკარგული მშობლებთან რომ აიყვანა.
-მოგესალმებით?- კითხვად გაიჟღერა მისმა მისალმებამ და ცოლ-ქმარი აათვალიერა.
-გამარჯობა, თუ გახსოვართ, ჩვენ ბართლომეს მშობლები ვართ, მე თინა, ეს კი ჩემი მეუღლე კოსტანტინეა.
-დიახ, მახსოვხართ, სახელები ნამდვილად არ ვიცოდი თუმცა სახეზეც გიცანით, მოხარული ვარ თქვენი ნახვით, ბართლომე ხომ
კარგადაა?-ზრდილობიანად ჰკითხა და მსუბუქად გაუღიმა.
-დიახ, ჩენი ვაჟი კარგადაა, დაგინახეთ და მოსვლა გადავწყვიტეთ მადლიერების კიდევ ერთხელ გამოსახატად.- ალაპარაკდა კოსტანტინე და ცოლს გაუღიმა.
-იცით, ვფიქრობ ამხელა მადლიერებაც არაა საჭირო, მე მხოლოდ ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა, სხვანაირად როგორ?!
-იცით, შეიძლება სხვას ისე ჩაეარა ჩვენი შვილისთვის, რომ ყურადღებაც არ მიექცია, თქვენ კი შეშინებულიც დაამშვიდეთ, მოშიებულიც დაანაყრეთ და დაკარგულიც გვაპოვნინეთ. მოკლედ, მაშინ უარი გვითხარით ჩვენთან სტუმრობაზე, რადგან გვიან არ გსურდათ შინ დაბრუნება ხომ? თუ სწორად მახსოვს ასე იყო. მაშ იქნებ ხვალ შუადღისთვის გვეწვიოთ? მინდა გაგესაუბროთ და გაგიცნოთ-მიუგო თინამ.
-იცით, მოხარული ვარ, რომ ჩემი გაცნობა გსურთ, თუმცა არ ვიცი მსურს თუ არა სტუმრად მოსვლა-პირდაპირ მიუგო, ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. ამან გააოცა ცოლ-ქმარი, თუმცა მსუბუქი ღიმილიც მოჰგვარა მათ სახეებს.
-მაშ, იქნებ მოისურვოთ და ხვალ გვესტუმროთ შუადღისთვის. ჩვენ დაგემშვიდობებით-ესღა უთხრეს და გაბრუნდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და ტერიტორიაც დატოვეს. თავადაც გადაწყვიტა წასვლა, მანქანაში ჩაჯდა, ღვედი მოირგო და მანქანის ძრავის ამუშავებისთანავე დატოვა იქაურობა. გზაში მართლაც ფიქრობდა სტუმრად მისვლაზე და საბოლოოდ მიაგნო პასუხს. პასუხს რომელმაც მომავალშიც არაერთხელ დააფიქრა და მიხვდა, რომ რომ არა ეს პასუხი, შეიძლება მისი ცხოვრება ისევ ერთფეროვანი და პასუხგაუცემელი ყოფილიყო. ამიტომაც არცერთხელ არ უნანია თავისი გადაწყვეტილება, ერთი უბრალო სტუმრობაზე თანხმობა რომ დიდ ამბად გადაიქცა და დიდადაც დამთავრდა.

───

დილით მზის სხივებმა გააღვიძეს, გააღვიძეს და თავად დახუჭეს თავლები. თითქოს უთხრეს, ჩვენ ჩავდივართ და შენ ანათე ჩვენს მაგივრადო. მართლაც იმდენად ლამაზი იყო, ხის ქერქისფერი, ზღვის ტალღების ფორმიანი, ვანილის და ელეგანტურობის სურნელით გაჯერებულ თმიანი.
ცა და დედამიწა მის სანახავად გამოეფინნენ იმ დილით. მალევე იგრძნო, რომ ადგომის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა წინა დღის ამბები გაახსენდა და საჩუქრების ყიდვაც დააპირა. თავად ჰქონდა ერთი საოცარი სუნამო ნაყიდი, გაუხსნელი, ახალი, იფიქრა ბართლომეს დედა-თინას გაახარებდა ამ საჩუქრით. აქ წამოსვლისას რამდენიმე ღვინოც წამოიღო, წითელი მათრობელა სითხე საკმაოდ აჯადოვებდა ქალბატონს. ამიტომ ბართლომეს მამისთვისაც ჰქონდა საჩუქარი. გადაწყვიტა მესტიაში ტკბილეულის საყიდლად წასულიყო. მართლაც მოემზადა და გაუდგა გზას.
მალევე მოიარა მაღაზია, თავისთვისაც იყიდა სასუსნავები, ნატურალური წვენი- მხოლოდ ბროწეულის, სხვა არცერთი!.. ოჯახისთვისაც შეიძინა ტკბილეულები და დაადგა უკან დასაბრუნებელ გზას. მიუხედავად იმისა, რომ შესახვევი კვლავ შეეშალა, მალევე მიხვდა საკუთარ შეცდომას და სწორად მივიდა ამჯერად. შუადღემდე დროის გასაყვანად, ჯერ დალაგება დაიწყო, შემდეგ სადილი გააკეთა, შემდეგ წიგნი იკითხა. დილის 8 საათზე გაღვიძებულისთვის 3 საათამდე უსაქმოდ ყოფნა არ იყო ადვილი. მალევე იგრძნო დროის მოახლოება და თავის ოთახში შევიდა, ,,თავისაში" მიუხედავად იმისა, რომ იმ სახლში ყველა ოთახი მისი იყო. მალევე მოირგო წითელი ლამაზი ზედა, რომელიც მოშიშვლებულ ყელს და ყვრიმალებს კარგად უჩენდა, ამ ზედას შავი, კლასიკური შარვალი შეუხამა და მოკლე ქუსლით ფეხსაცმელი. იცოდა, რომ ოჯახი უბრალოდ ტკბილეულზე არ მიიწვევდა, ეს ვარაუდი კი რამდენიმე საათში დადასტურდა კიდეც. შავი მოსაცმელიც მოიხდინა ტანზე, სუნამო მიისხა და ტუჩის კონტურიც გადაისვა. მაკიაჟი დიდად არ ხიბლავდა, კანის მოვლა კი ყველაზე მეტად უყვარდა. მთავარია კანი კარგად ჰქონოდა და ვერც მიხვდებოდი ესვა რაიმე სახეზე, თუ არა. წამწამებიც აიპრიხა სპეციალური ნივთით და საკუთარი თავით კმაყოფილი მოთავსდა მანქანაში. დანიშნულების ადგილას მალევე მივიდა, თუმცა 30 წუთით გვიან. ზოგადად ყველგან დაგვიანება სჩვეოდა, ამიტომ არც ეს გაჰკვირვებია. ეზოში რამდენიმე მანქანა დაინახა და მიხვდა, რომ ოდნავ გაუჩნდა წასვლის სურვილი. მანქანის ხმაზე ოჯახის ყველაზე პატარა წევრმაც გამოიხედა და ქალის დანახვაზე მისკენ გაექანა.
-მიხარია რომ მოხვედი, უკვე ყველა ფიქრობდა რომ გადაიფიქრე.
-ბართლომე, როგორ ხარ? ნამდვილად მოვიდოდი, აბა როგორ, შენი ნახვა მინდოდა ძალიან.- გაუღიმა საყვარლად ბავშვს და მის მშობლებს შეეგება, ორივე გადაკოცნა და საჩუქრები მიაწოდა. მათაც ღიმილით გამოხატეს მადლიერება, რატომ შეწუხდიოო, ამის თქმა მადლობის შემდეგაც არ დავიწყებიათ. საბოლოოდ კი სახლში შეიპატიჟეს სასურველი სტუმარი. სახლის თვალიერებით ისე იყო გართული, არც შეუნიშნავს სხვა პირები მისაღებში, თუმცა თავის აწევის შემდეგ დალანდა რამდენიმე უცნობი სახე.

პირველი მათე წამოდგა, ბართლომეს ბიძა და კოსტანტინეს ძმა. ქალს ხელი გაუწოდა და გაეცნო.
-მე მათე გახლავართ, ჩვენი ბართლომეს ბიძა და კოსტიას ძმა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
-ალბათ ჩემთვისაც- მსუბუქი ღიმილით მიუგო, ვერ იტანდა მლიქვნელობას, არ და ვერ ეტყოდა ჩემთვისაც სასიამოვნოაო როცა არც იცნობდა ამ ადამიანს და მის პიროვნებას. საბოლოოდ სხვა სტუმრებსაც გადახედა. იქვე დამსხდარ კაცს და ქალს მოავლო თვალი, რომელიც ცოლ-ქმრად ჩათვალა და მათაც თავი დაუკრა.
-მე ერეკლე გახლავართ, ეს კი ჩემი ტრფობის საგანი, ჩემი ელეონორაა. ჩვენი გვრიტების, თინას და კოსტიას მეზობლები ვართ. - საკმაოდ სასიამოვნოდ გაუღიმა კაცმმა, ისევე როგორც მის მარცხნივ მყოფმა გოგონამ და ბოლო სტუმრისკენაც გააპარა მზერა, რომელსაც ამ დროის მანძილზე ფეხზე მდგომი მათე ფარავდა, მისი დაჯდომის შემდეგ კი ისიც დაინახა. უყურებდნენ ერთმანეთს ზუსტად ისე, როგორც მაშინ, მთელი სვანეთი ხელის გულში რომ ჰქონდათ მოქცეული. უცბად წამოდგა, ისე, რომ გოგოსთვის თვალი არ მოუშორებია და მის პირისპირ აღმოჩნდა. ისევ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. თუმცა არცერთი და ვერცერთი ვერ ბედავდა ხმის ამოღებას. ბოლოს ვაჟმა ივაჟკაცა და ქალიშვილის ხელს საკუთარი წაატანა, შემდეგ ტუჩთან მიიტანა და ხმაც ამოიღო.
-მოგესალმებით, მეტად სასიამოვმოა ბართლომეს დამხმარებლის და ამ ოჯახის სტუმრის გაცნობა. მე მიქაელ გელოვანი გახლავართ- თითქოს სრულიად აუღელვებლად გაეცნო, მაგრამ მის გულში ყველა სიტყვის თქმისას ერთი დარტყმა გამოიტოვებოდა. არტერიულმა წნევამ საკმაოდ მაღალს მიაღწია და გოგონას ხელი შეუშვა.
მიქაელი... მიქაელი... მიქაელი... გონებაში უტრიალებდა ქალიშვილს, თუმცა დამუნჯდა, ვერაფერი თქვა. მამაკაცის ხმამ, ხელზე ამბორმა და თვალებმა მოაჯადოვეს. იმ წითელ ღვინოზე მეტად დაათვრეს, მის ტუჩებს რომ ეხებოდა ხანდახან.
საბოლოოდ ამოიღო ხმა, თითქოს ენა ამოიდგა და დაიწყო სწორად მეტყველება.
-მე ანიტა გახლავართ, ანიტა ქიტოვანი მოხარული ვარ აქ სტუმრობით- მხოლოდ ეს თქვა და იგრძნო, სწრაფად სჭირდებოდა დაჯდომა სავარძელზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ძირს დაეცემოდა ემოციებისგან დაღლილი ან შევსებული.
მართლაც მიიპატიჟა სუფრასთან ოჯახის დიასახლისმა და თავადაც მიუჯდა სუფრას. კოსტანტინემ ღვინო მოიტანა და ტკბილი სუფრა დიდ ნადიმად იქცა.
-მაშ ჩემო ანიტა, მოხარული ვარ შენი სტუმრობით, ამიტომ, უნდა დაგლიცო და გადღეგრძელო- ბუნდოვნად ესმოდა მამაკაცის სიტყვები, მხოლოდ მიქაელზე ფიქრობდა და მათ უცნაურ გამომშვიდობებაზე მაშინ, როცა მთელი ღამე მის სახლში გაათია.
-ღვინოს ხომ შენც მიირთმევ ჩემო ანიტა?- მიმართა კოსტიამ და ჭიქა გამოართვა თავის დაქნევის შემდეგ, რაც დადებით პასუხად მიიღო. მალევე დაიწყო ანიტას ქება-დიდება იმაზე, თუ როგორ გადაარჩინა ბართლომე და თუ როგორი სიკეთე და დიდსულოვნება იყო ეს მისი მხრიდან.
-ანიტა, რაღაც ცოტას საუბრობ, იქნებ არ გსიამოვნებს ჩემი ძმის ცუდი სადღეგრძელოების მოსმენა?- სიცილ-ხარხარით მიუგო მათემ და ძმას შეხედა
-შენ მე თამადობა დამიწუნე თუ როგორაა შენი ამბავი?- მიმართა კოსტიამაც ხუმრობით და ანიტას გაუღიმა.
-ჩემო კოსტია, გითხარი არ თქვა არაფერი, ჩუმად იჯექი ეს გოგო არ გააქციო მეთქი? მაგრამ რად გინდა, ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გაუშვი-სიცილით თქვა ირაკლიმაც და ელეონორას გაღიმებით გამოწვეული, უფრო შეიპყრო ღიმილმა.
-იქნებ უბრალოდ დრო სჭირდება ჩვენს სტუმარს უცხო ხალხთან შესაგუებლად, თქვენ კი ამაზე ყურადღების გამახვილებით უფრო აკრთობთ ნანიტას.
ნანიტა, მისთვის ასე არასდროს არ მიუმართავთ, რადგან თავად ყოველთვის ითხოვდა, კნინებითი სახელებისგან თავი შეეკავებინათ. მიქაელისგან კი საუცხოოდ ესიამოვნა, თუმცა რატომღაც ხმა ვერ ამოიღო.

საღამომდე მშვიდად ისხდნენ და საუბრობდნენ, კოსტიამ კი მალევე გიტარაც გამოიტანა ოთახიდან და მიქაელს მიაწოდა.
-გემუდარები მიქაელ, ამ ერთხელ მაინც დაუკარი.
-მართლაც მიქაელ, დაუკარი რაა-შესთხოვა თინამ და საყვარლად შეხედა.
მათემაც დაიწყო მისი დაყოლიება, ირაკლის და ელეონორას კი ეღიმებოდათ მიქაელის შეწუხებულ სახეზე.
-არ მგონია, რომ თქვენს ყურებს ჩემი ხმის გაგონება სიმღერის სახითაც ესიამოვნებათ.- თქვა ყველანაირი ემოციის გარეშე და ანიტასკენ გააპარა მზერა.
უცბად ანიტას თინამაც გახედა და თვალებით ანიშნა ახლად შეძენილ მეგობარს ,რომ მასაც ეთხოვა მიქაელისთვის.
-მიქაელ, იქნებ მართლაც დაუკრათ? მალე სახლში წასვლას ვაპირებ, ჩემი ცნობისმოყვარეობა კი სავსეა თქვენი მოსმენის სურვილით, შემდეგ კი ძალიან დამწყდება გული, რომ ვერ მოვისმინე თქვენი დაკრული. ამიტომ გეაჯებით, იქნებ სიმებს ხელი შეახოთ და საამური ჰანგებით ყველა აქ მყოფი დაატკბოთ, თუ რა თქმა უნდა ეს თქვენს შესაძლებლობებს არ აღემატება.
დაასრულა თუ არა საუბარი, ოთახი ,,მზის სადაროს" ჰანგებმა გააპო, გასცდა გაღებულ ფანჯარას და ქართან ერთად დაიკარგა. იქნებ ვისთან მიიტანდა ქარი ამ საამურ ნოტებს და ვის გაახსენებდა ამ საოცრებას და უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ,,სიმღერას".
მთელი სიმღერის დაკვრის პერიოდში, მიქაელის მზერა ახლა უკვე ,,ნანიტასკენ" იყო მიმართული. თითქოს ყოველი აკორდი მას ეკუთვნოდა, თითქოს მას უმღეროდა, მისთვის მღეროდა. დაასრულა სიმღერა თუ არა, ყველამ ტაში დაუკრა, ის კი მხოლოდ ერთი ადამიანისგან ელოდა აღიარებას, ნანიტასგან. საბედნიეროდ, მანაც გაუღიმა, გაუღიმა თანაც ისე, რომ უკვე ყველაფერს მიხვდა.ნანიტას მისი დაკრული მოეწონა.

დაახლოებით ერთ საათში ანიტა ფეხზე წამოდგა და დანარჩენ, მისთვის უკვე საოცარ ადამიანებს მოავლო მზერა.  
-იცით, მე უნდა დაგტოვოთ, გვიანია და არ მსურს მეტად დაგვიანდეს და ჩამობნელდეს. შედეგად, მადლობას მოგახსენენებთ ყველაფრისთვის, საოცარი დღე იყო და უკიდეგანოდ მადლიერი ვარ თქვენი.- შეხედა თინას და კოსტიას და მსუბუქმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე.
-ძალიან მსურს რომ კიდევ დარჩეთ, თუმცა დაძალებას არ ვაპირებთ, აშკარად გადაგიწყვეტავთ წასვლა და ნამდვილად ვერ დაგყოვნებთ უმიზეზოდ.- მიუგო კოსტიამ და ცოლს მხერზე ხელი მოჰხვია.
-მოხარული ვარ გაგებისთვის-თქვა თუ არა, საკიდზე მყოფი მოსაცმელი ჩამოხსნა და მხრებზე მოირგო, ჩანთაც აიღო და კიდევ ერთხელ აპირებდა ყველასთან დამშვიდობებას. ჯერ პატარა ბართლომეს გადაუსვა თავზე ხელი და მშვიდობიანი ღამე უსურვა. უფროსებთან კი მხოლოდ ღიმილით და კეთილი სურვილებით შემოიფარგლა.
-მე გაგაცილებთ- უცაბედად წამოიძახა მიქაელმა და თავადაც დასწვდა მოსაცმელს. მისმა ამ ქცევამ ყველა ოთახში მყოფის ჩაცინება გამოიწვია, თუმცა მაქსიმალურად ეცადნენ არ შეემჩნიათ.
-კი მაგრამ, ჩემი მანქანა შესახვევთანაა, თანაც ნამდვილად არაა ძნელი ორი ნაბიჯის მარტო გადადგმა-თქვა ღიმილით და ბიჭი დაადუმა თუმცა ამან ვერ შეაჩერა, ჯერ ყველას მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი დაემშვიდობა. ანიტას მაინც გაჰყვა და მანქანასთან მივიდნენ. მანქანა შესახვევთან ეყენა, რომელიც სახლის არცერთი ნაწილიდან არ ჩანდა.
-მადლიერი ვარ მოცილებისთვის-ამით ეცადა უხერხული სიჩუმე დაერღვია, თუმცა წამის შემდეგ კვლავ გაჩნდა ეს უსიამოვნო დუმილი და უშედეგო მცდელობაც ივლისის ქარს გაჰყვა.
-იცით რა გაქცევთ განსაკუთრებულად?
-მოულოდნელად წამოიწყო მიქაელმა და ქალს დააკვირდა.
-მაიც რა მიქა?-ისე ჰკითხა ვერც კი გაიაზრა მის ბაგეთაგან დამცდარი სიტყვები და უხერხულად შეიშმუშნა. ვაჟ-კაცს მცირედმა ღიმილმა გაუპო ბაგეები და შიგ დამალული თეთრი კბილებიც წამიერად გამოჩნდა. ესიამოვნა ეს ზედმეტსახელი ქალისგან და ყველანაირი შესწორების გარეშე გასცა პასუხი.
-არც თქვენი აღაჟღაჟებული წითელი ლოყები, არც რძისფერი კანი, არც საოცარი თვალები, თმები, არამედ მხოლოდ ერთი რამ-ის, რომ მე თქვენ აგირჩიეთ, თქვენ კი-მე. მე და მხოლოდ მე, მიქაელ გელოვანი. ამით არ ვცდილობ საკუთარი თავის დემონსტრირება მოვახდინო, პირიქით, თქვენსას ვახდენ. ხაზს ვუსვამ იმას, რომ თქვენ მე იმ ღამით ამირჩიეთ, წმინდათაწმინდაზე-ცრემლზე შეხების უფლება რომ მომეცით. მე კი მაშინ, საკუთარ თავს რომ მივეცი უფლება თქვენი შეხებისა. დროებით გემშვიდობებით მშვენიერო ნანიტა-უთხრა თუ არა, საოცრად მოულოდნელად, სახეზე, საფეთქელთან, იქ სადაც ყველაზე კარგად იგრძნობა გულისცემა, განსაკუთრებით კი მისი აჩქარება, სწორედ იქ ეამბორა და დატოვა კვალი, ყველაზე დიდი კვალი დედამიწაზე-სიყვარული.
***

დილით ცხვირიდან სისხლის წამოსვლამ გააღვიძა. ნახევარი ცხოვრება ინგლისში გაატარა, შედეგად არაა მიჩვეული მთის კლიმატს. ორი კვირაა რაც მშობლიურ სვანეთს დაუბრუნდა, თუმცა კლიმატს ჯერაც ვერ შეგუებულა. სისხლის წამოსვლა კი გამოხატულება იყო ახალ კლიმატთან შეჩვევისა. მალევე წამოფრინდა საწოლიდან და აბაზანაში შევარდა. ჯერ ცივი წყალი ისხა, ძლივს დაიკლო სისხლმაც და ბოლოს ცხვირში მარილიანი ტამპონის გაკეთებამ აღადგინა კაპილარები და მალევე სისხლდენაც შეწყდა.
სისხლი, ყოველთვის როცა ესმოდა, რომ ვინმეს ამის ეშინოდა, ოდნავ სიცილი იპყრობდა, ,,სისხლია და როგორ უნდა შეგეშინდესო"- ამას ფიქრობდა და იმის წარმოდგენაზეც ეღიმებოდა, თვითონ რომ აღმოჩენილიყო მსგავს სიტუაციაში. მშობლების დაკარგვის შემდეგ, პირველად რომ წამოუვიდა სისხლი მაშინ იგრძნო სიცივე. განა შიში-კანკალი! იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, რომ ვერც კი აღწერდა. სისხლის დანახვაც კი არ უნდოდა, მაგრამ სუსტი კაპილარები ეწინააღმდეგებოდნენ მის სურვილს და ხშირად ჩნდებოდნენ. მიუხედავად ამისა, ფობია ნამდვილად არ გასჩენია.ასე ადვილად არ უჩნდებოდა ფობიები. ძლიერი იყო ქალბატონი. საკმაოდ ძლიერი.
ამჯერადაც მშვიდად გაუმკლავდა სისხლს და მალევე დაიწყო საწოლის გასწორება. ტანისამოსის ჩაცმას არ ჩქარობდა. თუმცა დილის ეზოში გატარება მოუნდა და გადაწყვიტა საუზმეც იქ მიერთვა. ტანისამოსიც ჩაიცვა, სალათიც დადო თეფშზე და ბროწეულის წვენიც თან გაიყოლა. ეზოში პატარა მაგიდა იდო თავისი სკამებით. იქვე მყოფ ხეზე ჰამაკიც ეკიდა და სრული ინდილია იქმნებოდა. თავადაც მიუჯდა ამ მაგიდას და თავის დარგულ მცენარეებს მოავლო თვალი.მომდევნო ზაფხულს აუცილებლად იხარებდნენ! სიმშვიდით ტკბებოდა ქალბატონი, იქვე, მის ჩიხში მყოფი ერთ-ერთი სახლიდან საშინელი ყვირილი რომ გაიგო.
-გაეთრიე ამ სახლიდან, სასწრაფოდ. როგორ გაბედე და გადაწყვიტე, რომ იმ ვიღაც თედოს გაყოლოდი ცოლად? სულელი ხარ, შეუგნებელი. კიდევ კარგი გაპარვიდან ერთი კვირის თავზე გავიგე სადაც იყავი და წამოგათრიე. წესით ვერცერთ მეზობელს ვერ უნდა გაეგო, მაგრამ ხმა გავარდა უკვე, ასე რომ სადაც გინდა იქ წადი-დაასრულა აშკარად საშინლად გაცხარებულმა ჭაღარა მამაკაცმა და გოგოს ჩანთაც ესროლა, შემდეგ კი კარი მოიხურა. საშინლად შეურაწყოფილად გრძნობდა თავს და მაქსიმალურად ითმენდა ცრემლებს. მალევე გამობრუნდა უკან და ეზოც უკან მოიტოვა. წიმ მიიწევდა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა სად მიდიოდა. ოციოდე მეტრში კი ნიტაც შენიშნა და მისკენ გაეშურა.
-გამარჯობა, იცით, ვშიშობ ყველაფერი გაიგეთ, თუმცა მაინც, გამოიჩენთ სიკეთეს და ნებას მომცემთ თქვენი მობილურით ვისარგებლო?-მაინც ამაყად და თავშეკავებულად მიუგო ქალიშვილმა და ნიტაც აათვალიერა.
-რა თქმა უნდა, თქვენ არაფერზე არ იღელვოთ, შემობრძანდით, ჯერ კიდევ დილაა თან საკმაოდ სუსხიანი, სახლში კი სითბო სუფევს. ნამდვილად არ დამეშურება მობილური და შეგეძლებათ რამდენი ზარიც გსურთ იმდენი გადახორციელოთ.-მიუგო ნიტამაც და შინ შეიპატიჟა მოულოდნელი სტუმარი.
-მადლობელი ვარ გულისხმიერებისთვის-უთხრა და გაუღიმა-მე ნესტანი-თქვა და ხელი გაუწოდა.
-მეტად სასიამოვნოა შენი გაცნობა ნესტან, მე ნიტა ვარ, აი აიღე მობილური-უთხრა და გაუწოდა- მე ოთხიდან გავალ, მეტიც, მეორე სართულზე ვიქნები და საუბარს რომ დაასრულებ თუ გსურს გამაგებინე.
-მადლობელი ვარ-მიუგო ნესტანმაც და გაუღიმა. დაელოდა ოთახიდან ნიტას გასვლას და მაშინვე დარეკა დაზეპირებულ ნომერზე.
--თედო, როგორ ხარ? დღეს ვერ ვახერხებ თბილისში ჩამოსვლას, მამაჩემმა ახლახანს გამომაგდო სოფლიდან და თან ტრანსპორტის მძღოლსაც უთხრა არ წაიყვანო თბილისშიო. არ ვიცი ვინ დამეხმარება. შენი მეგობრებიც მანდ არიან, საავადმყოფოში ხომ? მე კი ვერავის ვთხოვ, მეგობრები მე არ მყავს და და-ძმა. შენი ნახვა საშინლად მინდა, უნდა მოგხედო და მოგიარო. ვერ ვიჯერებ, როგორ გცემა და დაგჭრა მამაჩემმა. პოლიციაში დიდი სიამოვნებით ვუჩივლებდი მაგრამ მაინც მამაა, ხომ გესმის?. მიქაელი? ის მიქაელი ჩვენი გაპარვის შემდეგ ვის სასტუმროშიც ვცხოვრობდით? კი მაგრამ ის სხვა სოფელშია, თან იქ ფეხით ხომ ვერ წავალ, არც ვიცი სად ცხოვრობს. მათეს რომ დავურეკო? შენს ბიძაშვილს, უარს არ გვეტყვის. თუ კახეთში წავიდა მაშ რა გაეწყობა, ისევ მიქაელს ვთხოვ დახმარებას, მაგრამ ნომერიც არ ვიცი და როგორ. ახლა ჩემს ერთ-ერთ მეზობელთან ვარ, ნიტასთან. მოკლედ ასე მოვიქცეთ, შენ დაურეკე მათეს და მიქაელის ნომერი გაიგე, მერე ამავე ნომერზე დამირეკე და მეც ჩავიწერ, მერე დავურეკავ მე და არა შენ, შენ უნდა დაისვენო, თან ჩემზე კარგად ხომ ვერ ეტყვი სად ვარ? დავურეკავ და ვთხოვ, არ გვეტყვის უარს. მაშ შენც დაურეკე, უთხარი რა საქმეზეც დავურეკავ და თუ დაგთანხმდება, მერე დავურეკავ მე და მისამართს დეტალურად ვეტყვი. კარგი, გკოცნი და თავს მოუარე, შენს ზარს ველოდები- თქვა და ყურმილი გათიშა(ყოველი წერტილისას მეორე მხარე, ანუ თედო საუბრობდა) მალევე კი ნიტას დაუძახა.
-ნიტაა, იცით დავასრულე საუბარი და...- ვერ მიხვდა რა ეთქვა და გაჩუმება არჩია.მალევე შემოაბიჯა ოთახში ნიტამ და ნესტანს შეხედა.
-იმედია მშვიდობაა და ყველაფერი რიგზე გაქვთ.
-დიახ, ყველაფერი სტაბილურადაა, თუმცაღა ფურცელს და კალამს თუ მომცემთ ნომრის ჩასაწერად მადლიერი ვიქნები.
-არანაირი პრობლემა არაა-თქვა და იქვე მყოფი პატარა კარადის უჯრა გამოაღო-აი ფურცელი და კალმისტარი-თქვა და ისევ გასვლას აპირებდა, თუმცა ნესტანმა შეაჩერა.
-არაა საჭირო გასვლა, ისეთი არაფერი ხდება რაც ზედმეტად პირადული იქნება. მაინც მადლობელი ვარ თქვენი, უსიტყვოდ გესმით ყველაფერი. ასეთი გამგები ადამიანი დიდხანია არ მინახავს.
-მაშ დავრჩები, სამზარეულოში შევალ და სასმელს შემოგთავაზებთ. მაქვს ყავა-დიდი კოფეინის მარაგით, ჩაი-სიმშვიდის გარანტიად და ბროწეულის წვენი-ცოტაოდენი ვიტამინებისა და ,,ნატურალურობის" სახით. არჩევანი თქვენზეა-მსუბუქმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე და ნესტანს დააკვირდა.
-ახლა ვფიქრობს სიმშვიდის გარანტია ყველაზე მეტად მჭირდება-უთხრა და გაუცინა ნიტას, მისი ახსნებისა და შემოთავაზებისათვის. ისიც მალევე შევიდა სამზარეულოში და ზარის ხმაც გაისმა.
--ალო, შენ ხარ თედო?. დაგვეხმარება?ძალიან კარგი. მაშ დავურეკავ, აბა ნომერი მითხარი... კი,კი ჩავიწერე. კარგი დავურეკავ, შენ არაფერზე ინერვიულო და ხვალისთვის მანდ მელოდე, თავს მოუარე ხომ, და ცივები დაიდე. მიყვარხარ თედო- ფურცელზე დაწერილ ნომერს შეხედა და მალევე აკრიფა მობილურზე. რამდენიმე წამიანი ლოდინის შემდეგ კი მის ყურებს უცნობი მაგრამ ამ წუთას ერთადერთი იმედის სხივის-მიქაელის ხმა მოესმა.
--გამარჯობა, მე ნესტანი გახლავართ, თედოს საცოლე.
--დიახ ნესტან, მივხვდი, თქვენს ზარს ველოდი. ჩემი მხრიდან თქვენი დახმარება მინიმალურია, რისი გაკეთებაც თქვენი სიყვარულისთვის შემიძლია, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობას ვერ ვგრძნობ, ვგრძნობ დახმარების სურვილს. მეტად რომ აღარ შეგაწყინოთ თავი, ხვალ დილით, ნებისმიერ დროს, როცა თქვენ მეტყვით ჩამოვალ სადაც გსურთ და ჩაგიყვანთ თბილისში.
--ხვალ? დღეს ვერ მოახერხებთ? --დღეს ვერანაირად, მეც მსურდა დღესვე თქვენთვის დახმარების ხელის გამოწვდენა, თუმცა ვერაფრით ვერ მოვახერხე. ხვალამდე დასარჩენი გაქვთ? თუ არა მივატოვებ ყველა საქმეს და წაგიყვანთ-აშკარად იგრძნობოდა მის ტონში, რომ ამის გამკეთებელი იყო, თუმცა ნესტანმა იფიქრა, მეტად ვერ შეაწუხებდა, თანაც ვინ იცის რა საქმე ჰქონდა და ისედაც ვინ იცის რამდენი საქმე გადადო ჩვენს გამოო, ფიქრობდა ნესტანი, ამიტომაც მალევე უპასუხა, რომ ღამე დასარჩენი ჰქონდა.
--დიდი მადლობა მიქაელ, დღეს დავრჩები ჩემს მეგობართან, არ არის ასე საყურადღებო, ხვალ დილით 9 საათისთვის რომ ჩამომაკითხოთ თუ შეძლებთ?ისე თქვენთან ვალში ვარ-ჩაეღიმა და მადლიერებაც გამოხატა.
--იქნებ ასეთი საუბრისგან თავი შეიკავოთ, თანაც თუ სწორად მახსოვს მე ფული კი არა თედოთან ჩაყვანა მთხოვეთ, ასე არაა?! რადგან დასარჩენი ადგილიც გაქვთ და იმედია მართლა გაქვთ და უხერხულობის გამო არ მეუბნებით, დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ.
--თქვენც ასევე.
მობილური როცა გათიშა, სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ღამე სადმე დარჩენა მოუწევდა, ნიტას მეტად ვეღარ შეაწუხებდა, ამიტომაც ჩაის მიირთმევდა და სადმე წავიდოდა,თუმცა სად, წარმოდგენა არ ჰქონდა. სამზარეულოში შევიდა ცოტა მორიდებით, თან იკითხა შეიძლებოდა თუ არა შესვლა და დადებითი პასუხის შემდეგ სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა.
-მადლიერი ვარ ძალიან, ჩაისთვისაც და გაწეული სიკეთისვისაც, დავლევ და წავალ თუ არ შეგაწუხებთ.
-ამაზე ნუ იფიქრებთ, თან სად აპირებთ წასვლას, ან როდის? უზრდელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ სანამ ჩემი სტუმარი გქვიათ თქვენს უსაფრთხოებაზეც უნდა ვიზრუნო.
-ჩემი შეყვარებული, თედო, მამაჩემმა სცემა და დაჭრა. მერე მე წამომიყვანა და სვანეთში დამაბრუნა. ბათუმში ვიყავით ერთი კვირა, შემდეგ კახეთში ვაპირებდით წასვლას, მართლაც წავედით ბათუმიდან, თუმცა ჯერ თბილისში შევიარეთ რაღაცეების საყიდლად, შემდეგ კი უკვე წასვლას ვაპირებდით,როცა დაჭრა მუცელში და სასტიკად სცემა. მე პანიკისგან გონება დავკარგე, თან სასწრაფოს ვიძახებდი და თან ვითიშებოდი. ამასობაში დამავლო ხელი მამაჩემმა და დამაბრუნა უკან სვანეთში. არადა დანიშნული ქალი მქვია-თქვა და ხელი გაუწოდა, სადაც ნიშნობის ბეჭედი ეკეთა, თან საკუთარი თავით იყო გაოცებული, თუ როგორ ენდო ასე ამ გოგოს და როგორ მოუყვა თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამბები-როცა გამოვფხიზლდი უკვე სვანეთთან ახლოს ვიყავით. მამაჩემმა მხოლოდ სახლში მისვლიდან ორ დღეში შენიშნა ბეჭედი, იქამდე კი თედო საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ძლივს გადაარჩინეს და კომაც თავიდან ავიცილეთ. მამაჩემმა ბეჭდის მერე, რაც გინდა ის გიქნიაო ისე გამომაგდო სახლიდან. რა ირონიულია არა?! ჯერ წამომიყვანა და მერე გამაგდო. მოკლედ, ახლა ჩემი საქმროს ერთ-ერთ მეგობარს დავურეკე, ხვალ მოვა, დილის ცხრა საათზე და წამიყვანს თბილისში, იქამდე კი სადმე დავრჩები.
-მესმის რა რთულია შენთვის საქმროსგან შორს ყოფნა, თან როცა იცი, რომ ცუდადაა, თუმცა შენი დასუსტება და უგუნებოდ ყოფნა მასზეც ძალზედ იმოქმედებს. რაც შეეხება სადმე დარჩენას. ჩემთან რჩები და ერთი სიტყვაც არ თქვა უარყოფის ნიშნად.-გაუღიმა და ის ყავა მოსვა, დილით რომ გაიკეთა და ეზოში მიირთმევდა, თუმცა მისი დასრულება ვერ მოახერხა, ახლა კი ცივს მიირთმევდა რაც დიდად კმაყოფილებას ვერ იწვევდა მასში. კვალვ განაგრძო საუბარი-ახლა დავაკვირდი,რომ
,,თქვენობითიდან" უცებ გადმოვერთე ,,შენობითზე", თან სრულიად გაუაზრებლად.
-ეგ არაა პრობლემა, უკვე საკმაოდ სასიამოვნო ნაცნობად მიმაჩნიხარ გულსა და გონებაში. აქ დარჩენას რაც შეეხება, დიდად მადლობელი ვარ-ის აღარ უთქვამს, რომ სხვა დასარჩენი არც ჰქონდა, რადგან არ სურდა გოგოს თავი ვალდებულად ეგრძნო და ამიტომ დახმარებოდა.
ისხდნენ სამზარეულოში და დიდი ხნის უნახავი მეგობრებივით საუბრობდნენ ძალიან ბევრ რამეზე. ასე გახსნილად თავი ნესტანს დიდი ხანია არ უგრძვნია, რადგან მეგობრების სიმრავლით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა. თან ორი მეგობარი გოგო ჰყავდა, თბილისში ცხოვრობდნენ და ერთმანეთთან უფრო კარგად იყვნენ ვიდრე მასთან ამიტომ ხშირად არც ეკონტაქტებოდნენ.
ნიტას ჰყავდა მეგობრები ინგლისში, რაც სამშობლოში დაბრუნდა ხშირადაც ეკონტაქტებოდა მათ, თუმცა საქართველოში მირას გარდა არ ჰყავდა არავინ, ამიტომ მეტად სასიამოვნო იყო მისთვისაც ნესტანთან საუბარი.
საბოლოოდ ისე შემოაღამდათ ვერც მიხვდნენ, თუმცა ძილს არც გეგმავდნენ.საუბრობდნენ დაუღალავადდა შეუჩერებლად, ფილმსაც უყურეს. ბოლოს კი გვიან ღამითღა იგრძნეს დაღლა. ნიტამ მოუმზადა საწოლი და დააბინავა სტუმარი და მეგობარი. ის მეგობარი, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვა და რომელთანაც მომავალში დობა უფრო აკავშირებდა, ვიდრე მხოლოდ მეგობრობა.

───

დილით 7 საათზე გაეღვიძა. ვერ ხვდებოდა მიზეზს, თუ რატომ იღვიძებდა ასე ადრე ეს დღეები. დღეს კი, ნესტანი მიდიოდა თბილისში მაგრამ ზაფხული ყველაზე მეტად დიდხანს გამოძინებისთვის უხაროდა და ახლა 7 საათზე თვალები აქვს დაჭყეტილი. მალევე ადგა და აბაზანაში შევიდა. მოწესრიგდა თუ არა სამზარეულოს მიაშურა. სალათის გაკეთება გადაწყვიტა, ნესტანიც მიირთმევსო. მართლაც გააკეთა ცეზარი და ოლივიე, პლიუს ბლინების კეთება დაიწყო. მალევე გამოვიდა ნესტანი და მიესალმა.
-დილა მშვიდობისა ნიტა. შეიძლება წყალი დავლიო?
-ვფიქრობს მაგას კითხვა არც უნდა. მე ჩამოგისხავ.- მალევე დაუსხა და წინ დაუდო-მალე მოვა ის ვინც უნდა წაგიყვანოს??
-კარგი გამახსენე, ჩემი ტელეფონი ხომ იცი სახლში მაქვს და ისევ შენით რომ ვისარგებლო? მისამართს ვეტყვი.
-კარგი, არაა პრობლემა-თქვა და მობილური მიაწოდა
--გამარჯობა მიქაელ-ამ სახელის ხსენებაზე ნიტა გაისუსა და ნესტანს შეხედა, თან ფიქრებში ჩაიძირა.
--გამარჯობა ნესტან, ახლა ვაპირებდი სწორედ თქვენთან ზარის განხორციელებას, წამოვედი ადიშიდან და იქნებ მომასწავლოთ გზა.
--კი, ახლავე, მოკლედ, ჩვაბიანში უნდა ჩამოხვიდეთ, თუ არ შეწუხდებით.
--გთხოვთ, შეწუხება მეტად აღარ ახსენოთ. კერძოდ როგორ მოვხვდე მანდ-უთხრა მიქაელმა და თან ფიქრები ღრღნიდა, ნანიტასაც თუ მოვკრავ თვალს ნეტავო.
ნესტანმაც დაიწყო ახსნა დეტალურად, თუმცა ნიტას არაფერი ესმოდა. ფიქრობდა სხვა მიქაელი იქნებაო, თუმცა მაინც ეჭვი ეპარებოდა. ამასობაში ბლინიც დაეწვა და მალევე ჩააგდო ნაგავში.
მიქაელი ნახევარ საათში სახლის წინ იდგა. აშკარად კარგად დაამახსოვრდა ეს სახლი, რადგან იქ ის ცხოვრობდა. კარზე დააკაკუნა თუ არა, კარი ნიტამ გაუღო. გაუღო და მიაშტერდა ვაჟს. მიქაელიც ასე იყო, განა სხვას გრძნობდა რამეს, პირიქით, იმავეს რასაც ქალი და შეიძლება უფრო მეტსაც ვიდრე ის.
-გ..გამარჯობა-ბოლოს ამოიღო ხმა ნიტამ და თვალი გაუსწორა, მიქაელიც დააკვირდა და გაიფიქრა ოდნავ გარუჯულაო. ამას მხოლოდ ნიტა ამჩნევდა, მაგრამ როგორც ჩანს ძველად, ახლა მიქაელიც ხედავდა ყველა მის ცვლილებას.
-მოგესალმებით ნანიტა-ისევ ეს ზედმეტსახელი, თან როგორ სიამოვნებდა... თან როგორ აბნევდა... ვინ იცის როგორ.
-მობრძანდით-თქვა და გვერდით გაიწია, ვაჟიც შევიდა შინ და სახლის თვალიერება დაიწყო-თქვენი სახლივით საოცარი სილამაზისა არაა, თუმცა მაინც მშობლიური სახლია-შედარებით დაბალი ხმით მიუგო, ისე თითქოს ქარს გაატანა თავისი ფიქრებიო.ამან ვაჟის ლოყის ჩატეხვა გამოიწვია, ოთახშიც შევიდა და ნესტანს შეხედა.
-გამარჯობა ნესტან, როგორ გიკითხოთ?
-გამარჯობა მიქაელ, მადლობა, ნორმალურად ვარ, თედოზე ნერვიულობით მოცული. თუ არ შეწუხდებით, სწრაფად წავიდეთ რაა. რაც მალე ჩავალთ, მით მალე ვნახავ.
-სრულიად მესმის შენი სურვილები ნესტან, მაგრამ ვერ ვიფრენ,ხომ გესმის. მალე წასვლა კი თქვენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული. დღეს სრულად თქვენს განკარგუებაში ვარ-მიუგო პატარა ღიმილით, რამაც ნიტას მიშტერება გამოიწვია, ეს კი ნესტანს არ გამოპარვია თვალთახედვიდან.
-კეთილი, ოთახში შევალ, ჩანთას გამოვიტან და წავიდეთ-მართლაც შევიდა ოთახში და საწოლზე ჩამოჯდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ნიტასთვის და მიქაელისთვის სასაუბრო დრო მიეცა.
-თქვენი ნახვა ძალიან მიხარია ნანიტა, თავს ხომ კარგად გრძნობთ?-დაარღვია სიჩუმე ვაჟმა და დივანზე ჩამოჯდა.
-შესანიშნავად, თქვენ როგორ გიკითხოთ მიქაელ?-თავად მის პირდაპირ მდგომ პატარა სკამზე ჩამოჯდა და მამაკაცს დააკვირდა. უყვარდა ადამიანებისთვის თვალებში ყურება, ბევრს იგებდა ამით, თუმცა მიქაელისთვის თვალის გასწორება ყოველთვის რთული იყო, რატომღაც...
-კარგად გმადლობთ, თავგასულობაში ნუ ჩამომართმევთ მაგრამ, თქვენი მხრიდან მიქას დაძახება ბევრად სასიამოვნო იყო ჩემი ყურთასმენისთვის.
-ვფიქრობს ეს შემთხვევით წამომცდა, დაბნეული ვიყავი და ამიტომ-ეს აშკარად არ უნდა ეთქვა, ამან მიქაელს გული გაუხარა და პატარა ღიმილი მოჰგვარა, თუმცა თან დაამწუხრა, იქნებ იმიტომ იყო დაბნეული, რომ ჩემთან თავს არაკომფორტულად გრძნობსო.
-ნება მომეცით თქვენი დაბნეულობის მიზეზი გავიგო ნანიტა. თუ არაკომფორტულობამ გამოიწვია, ძალიან ვწუხვარ და დიდ ბოდიშს ვიხდი,მეტად აღარ განმეორდება, მაგრამ თუ უბრალოდ უხერხულობამ გამოიწვია, რაც მცირედი ლტოლვითაა გამოწვეული, მაშ მოხარული ვარ და ვეცდები კიდევ დაგაბნიოთ ხოლმე ასე სასიამოვნოდ-გაუღიმა და დაელოდა, ქალისგან კი პასუხი რომ ვერ მიიღო, თავად მიხვდა ყველაფერს და ფეხზე წამოიჭრა-კარგია რომ ისევ შევხვდით, ნანიტა-მასთან მივიდა, ხელზე აკოცა და სახლიც ისე დატოვა უკან არც მოუხედავს.

───

ოთახში წინ და უკან დადიოდა და ვერ ხვდებოდა ნერვიულობის მიზეზს. ყველზე მეტად პასუხგაუცემელ კითხვებს ვერ იტანდა, ოღონდ ისეთს რაც ყოველდღიურად ეხებოდა. აბა სიკვდილის მერე სულებზე და სიზმრების ახსნაზე ყოველდღე ფიქრი გააგიჟებდა, მაგრამ ახლა მიქაელ გელოვანი უფრო აგიჟებდა და აოცებდა. რამდენიმე საათის წინ დატოვეს მან და ნესტანმა სახლი. ნესტანი ისე გამოემშვიდობა, თითქოს სამამულო ომში მიდიოდა, თუმცა ძალიან მოსწონდა ეს გოგო და უკვე მეგობრად თვლიდა. მიქაელმა კი ელემენტარულად ხელიც კი არ დაუქნია. ვერ ხვდება თუ რატომ ელის ამდენს მისგან. კაცს სულ ოთხჯერ შეხვდა და უკვე უამრავი კითხვა გაუჩინა. მისი ეს მსგომარეობა სძულდა და ეზიზღებოდა. იმდენი ემოცია მოაწვა ერთდროულად, რომ სამზარეულოს კედელთან ჩაიკეცა და ხმაურიანი ტირილი მორთო. ყველაფერს ერთად ტიროდა-მშობლებს, ბებიას, მიქაელს, თავის თავს, წარსულს, აწმყოს, მომავალს, ბედს, უბედობას, კარიერას, დასვენებას, დაღლას, ამდენ ემოციებს ერთად, უემოციობას უმეტეს შემთხვევაში. ყევლაფერი ყელში ამოუვიდა. ალბათ რა უცნაური დასანახი ვიქნებიო იფიქრა და სარკეში ჩაიხედა. იქ მაღალ, ყავისფერ და ტალღოვან თმიან ქალს შეეჩეხა. სარკე საუკეთესო გზაა თავლების ასახელად. იმ წამსვე იფიქრა, შენ ნიტა ქიტოვანი ხარ, რას ბღავიხარ და მოსთქვამ, აბა თავი ხელში აიყვანეო. მართლაც მიბრუნდა, მობილურს ხელი დასტაცა და მუსიკები ჩართო. სახლი მიალაგა, ფილმს უყურა, წიგნი წაიკითხა. ნესტანსაც კი დაურეკა. ერთმანეთს საკონტაქტო ინფორმაცია გაუცვალეს.მოიკითხა ნესტანის საქმრო, ისიც ჰკითხა შეპარვით, შენ ვინც წაგიყვანა, ის თუ წამოვიდაო და შენც ხომ არ აპირებ წამოყოლასო. მის ამ კითხვაზე ნესტანს ჩაეცინა, მაგრამ არაფერი უთხრა, მხოლოდ ის გააგებინა, მე აქ ვრჩები, მიქაელი კი წამოვიდაო. მალევე გაუთიშა, მაგრამ გონებას ვერაფერი მოუხერხა, სულ ეფიქრებოდა. ერთი ფიქრი აწუხებდა მხოლოდ-ღამეა და მიქაელი ხომ უსაფრთხოდ დაბრუნდება თავის სახლშიო.
ძილის წინ მირამ დაურეკა და გააგებინა, გიგას ბავშვზე ვუთხარი, ბედნიერებისგან ხტუნავდაო. მეც ძალიან ბედნიერი ვარ და ბავშვს შენ მინათლავ ხომ იციო. ძალინ გაახარა მეგობრის ბედნიერებამ. იცოდა იმ ღამეს სიმშვიდე იდნავ მაინც დაეუფლებოდა. მართლაც ავიდა 10 საათზე დასაძინებლად, თავი დადო თუ არა ბალიშზე, უმალვე დაეძინა. ნერვიულობამ, ამდენი დღის უძილობამ და სიხარულმა თავისი საქმე პირნათლად შეასრულა და პატარა ბავშვივით გათიშა ნიტა. სიზმრად თეთრი გედი ნახა. ეუცნაურა, დიდი ხანია არცერთი სიზმარი არ დამახსოვრებია, არადა მათ ყოველღამე ხედავდა. თეთრი გედი კი საოცარი იყო. უბრალოდ ცურავდა, სხვა არაფერი. თავადაც საოცარ კომფორტში მყოფი, თავს წყალში გრძნობდა, იმ წყალში, სასიამოვნოდ თბილი რომაა და მაინც გრილი ქარი რომ მოაქვს. დილით თვალები 12 საათზე გაახილა. ძლივს გამოვიძინეო იფიქრა. გადაწყვიტა ეზოში მყოფი ყვავილისთვის წყალი დაესხა და კარი გამოაღო. იქვე, კარის ძირში, ხალიჩაზე მზის ყვავილი იდო-მზესუმზირა. საოცარი შეფუთვითა და ფერებით. ისეთი ყვითელი იყო ყვავილის ფურცლები, თითქოს საღებავით შეღებესო. იმდენად იდეალური იყო ეს ყვავილი, სურვილმა შეიპყრო, ნეტავ არ დაჭკნეს არასდროსო. ყვავილის თვალიერებაში გართულმა წერილიც აღმოაჩინა და წაკითხვის შემდეგ სუნთქვა შეეკრა. ის იქ იყო, მასთან მივიდა. წერილი დაუტოვა და როგორც ცაზე ვარსკვლავები მზის ამოსვლისას, ისე გაუჩინარდა.

,,მე ვიქნებოდი ვარსკვლავი ცუდი,
ვერ დავდგებოდი უშენოდ წუთი
ცაზე თუნდ იყოს კალმით ნახატი
შენ იქნებოდი კვლავ ჩემი ხატი
განმარტოებით ცას დავტოვებდი
და ყოველ ღამე შენ მოგნახავდი."

მარად ჩემს ნანიტას, მიქასგან.

მაინც რა არის ეს სიყვარული, სასწაულებს შვება.

***

სიყვარული, საოცარი გრძნობაა... ალბათ.
ბევრს გამოუცდია და პასუხიც აქვთ კითხვაზე თუ რა არის სიყვარული. სიყვარული ჩემთვის, ადამიანისთვის რომელსაც ის(პარტნიორის მიმართ) არ გამოუცდია, კითხვებით სავსე ტომარაა, თუმცა პასუხების მოსაძებნად ცხრა მთაა გადასალახი. ზოგადად, ჭკვიანი ადამიანები სხვისი გამოცდილებით სწავლობენო თქმულა, თუმცა სიყვარულში ყველამ თავისი გზა უნდა განვლოს. სიყვარულთან დაკავშირებით რჩევა არასდროს გასცეო, ბაბუაჩემი მასწავლიდა. თავიდან ვკითხე, რატომ მეთქი, არაფერი მიპასუხა, რამდენიმე წუთის შემდეგ მითხრა, გაიზრდები და ყველაფერს მიხვდებიო. მართლაც მივხვდი.
ადამიანები სიყვარულს ძალადობასაც უწოდებენ და თავგანწირვასაც. მე იქ ვერ ჩავერევი, სადაც სხვები ,,სიყვარულს" არიან დამონებულნი. პრინციპში, მაგ დროს არც არავინ ითხოვს ჩარევას. როცა ეგუები ტანჯვას და წამებას, საშინლად რთულია ამ ერთფეროვნებასთან მოშორება. პირადი გამოცდილება ნამდვილად არ მაქვს, თუმცა ერთს გასწავლით, სადაც ნდობა არაა, იქ არაფერია.
პატარა ბავშვების ნდობის მოპოვება საკმაოდ ადვილია, ერთს ეთამაშები და უკვე საუკეთესო მეგობრად გთვლიან, მაგრამ მომავალში, წლების გავლის შემდეგ, შეიძლება შენში კრიმინალი და მკვლელი დაინახონ. ასეა, როცა პატარა ხარ, ყველაფერი უფრო იოლია. სწორედ იმ ბავშვობას ვიგონებთ უმრავლესობა თვალზე ცრემლით და სახეზე ღიმილით. ასე რომ, იცხოვრეთ მაქსიმალურად, არაფერზე დაგწყდეთ გული იმ კუთხით, რომ ნეტავ რაღაც გამეკეთებინა და რატომ გამოვიჩინე შიში და უსუსურობაო. თუმცა, ,,სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო" ასე რომ არ გამომივიდეს, ეცადეთ ნაკლებ რამეზე დაგწყდეთ გული და ისიამოვნოთ ყოველი წუთით.
ესაა ერთი მოკვდავის რჩევა, რომელსაც არაერთხელ უნანია ჩადენილი თუ ჩაუდენელი საქციელები.

───

გაურკვევლობაში იყო.
ცარიელი იყო მისი ფიქრები, მაგრამ თან რაოდენ სავსე იყო...
არ იცოდა რა ეთქვა, მაგრამ თან იცოდა.
არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, მაგრამ თან იცოდა.
არ იცოდა, ბევრი რამ არ იცოდა, თუმცა პასუხები არსად იყო ამდენ პასუხგაუცემელ კითხვაზე. გაურკვევლობა საშინელი გრძნობაა. ვისაც გამოუცდია, ყველა ერთხმად დამეთანხმება. ბედის ირონიით ორივეს იმავე გაურკვევლობა სტანჯავდა, თუმცა პირველ ნაბიჯს ვინ გადადგამდა? იქნებ არცერთს არ გადაედგა? თუმცა ასეთ დროს ვინ იცის რაოდენ ძნელია სწორი სიტყვების შერჩევა. ნეტავ მათ ურთიერთობას რა ერქვა?
მიყვარს უსახელო ურთიერთობები, თან რომ გაბნევს, მაგრამ თან რომ გაინტერესებს. მიქაელს კი აშკარად არ უყვარს ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც ისე იქცევა, რომ ყველაფერი პასუხგაუცემელი რჩება. იქნებ პასუხებს ბებიასთან მივაგნოო და დილიდანვე მოახტა მარკოზს, გადაკვეთა ფერდობები და მიადგა ბებიის საფლავს. ხმამაღლა საუბარი არ სჭირდებოდა, რადგან ხვდებოდა, რომ ბებია გულში უჯდა და იქიდან დაეხმარებოდა. გულიც და ტვინიც ერთს კარნახობდნენ, გაჰკვეთე ქარი, გადაიარე ტყენი და ღრენი და მიადექი მის სახლსო. აინტერესებდა ბებიაც ამას თუ ეტყოდა, თუმცა დიდად არც ექნებოდა ამას მნიშვნელობა, რადგან პასუხი უკვე ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი-მიაკითხავდა.

ცოტა დრო დაჰყო ბებიის საფლავთან, მოუარა, ახლად ამოსული ბალახი მოაშორა, თან ფიქრებით მასთან ან მის სულთან იყო და ესაუბრებოდა. ყველა თემას შეეხო, ხან ბაღებს როგორ მოვუაროო, ხან ჩვენი სოფლის უხუცესი-ამირანი რომ არის ცუდად იმას როგორ მივხედოო. თუმცა ყველაზე მთავარს გაურბოდა, ყურადღებას არ აქცევდა. ეგონა ნანიტა მის გულში არ გაჩნდებოდა. თუმცა მარტო გულში კი არა, სულშიც მიეღწია იმ ერთადერთს და ადგილი დაეკავებინა.
მაინც რატომ იყო ასე შეპყრობილი მისით? რა ჰქონდა განა ამ გოგოს ისეთი, რაც სხვებს, მაგალითად მეზობელ ნაზიკიას არ ჰქონდა, რომელიც დაუფარავად ეტრფოდა ჩვენს ვაჟ-კაცს?. ამაზე პასუხი მხოლოდ მიქაელმა იცის.
მხოლოდ მან ამ ქვეყნად. მაგრამ იქნებ არც იცის. იქნებ ჰგონია, რომ ეს მიზეზი საკმარისია, თუმცა ეკლესიაში შესვლისას და ღმერთთან საკუთარ გრძნობებზე საუბრისას, ეს მიზეზი განა საკმარისი იქნება? საკმარისი იქნება უფლისთვის მისი გრძნობების დაჯერება ჭეშმარიტ სიყვარულში გასახვევად?
მიქაელს ჰგონია რომ იქნება. სწორედ ამიტომ ახტება ცხენს და მიემართება ქალისკენ, რომელმაც მიქაელში არსებული ყველა კარი გააღო.

───

დილიდან უცნაურად გრძნობდა თავს. თითქოს რაღაც აკლდა. თითქოს მზე და მთვარე გაუფერულდა. თითქოს ხეები გახმა და დედამიწაზე ყველანაირი ბედნიერება გაქრა.
რაღაცას ელოდა, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა რას. ვიღაცას ელოდა, თუმცა იცოდა ვის.
ძალიან კარგად იცოდა.
ყველაფერს აკეთებდა ხასიათის შესაცვლელად. ხან ისეირნა, ხან მუსიკებს უსმინა,რამდენიმე საათით წიგნიც იკითხა. ყველა ის საქმიანობა გააკეთა, რაც ხასიათს უცვლიდა, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს ყველაზე უკიდურესს მიმართა-ხატვას. საკმაოდ ნიჭიერი იყო ამ კუთხით, თუმცა არ ავლენდა.
ცხოვრებაში სულ ორი, მაგრამ საოცარი ნახატი შექმნა-ერთი, თავისი მშობლები, თვითმფრინავში ჩამსხდრები, როგორ უყურებდნენ ერთმანეთს ღიმილით. ეს მისი წარმოსახვა იყო, რომელიც ნამდვილად უშრეტი ჰქონდა. მეორე ბებიამისი იყო-თამარი, თავად მის ფეხებზე ედო თავი, ბებია კი თმებზე ხელს უსვამდა და ეფერებოდა. ახლა მესამე ნახატი დაიწყო. სულ არ ელოდა ისე მოაწვა მუზა. არ იცოდა, ხატვა თუ მოუნდებოდა, თუმცა კიდევ კარგი მაინც წამოიღო სამხატვრო ნივთები. თავის ოთახში არ იყო კარგი ატმოსფერო, ყოველ შემთხვევაში ასე მოეჩვენა, ამიტომ მოლბერტი, საღებავები, ფუნჯები და სხვა საჭირო ნივთები მისაღებში დადო. ფანჯრის წინ ჩამოჯდა და დაიწყო ხაზების გასმა. ვერც კი მიხვდა ისე მიიღო მიქაელის სახე ტილოზე. აშკარად არ იყო მისი ნაკვთები გამოკვეთილი, იფიქრა, ასე მიქაელის სახე სრულყოფილად არ ჩანსო და ყველაფრის გამოკვეთა დაიწყო. ყველაზე დიდი დრო თვალებზე დახარჯა. მიქაელის თვალები, ორივე განსხვავებული, ერთი მწვანისა და ყავისფერის ნაზავი იყო, მეორე კი მუქი ლურჯისა და ყავისფერის. საოცრად ანათებდნენ მიქაელის თვალები. უცბად გაიაზრა, რომ მიქაელი იქ იდგა, სადაც პირველად შეეხო ქალიშვილს-ქედზე სვანეთის ხედით. საოცრად მოინუსხა ნამუშევრით, რატომღაც მოუნდა შეხებოდა, თუმცა წამიერად გაიაზრა, რომ შეხებით ფერებს არევდა, ამიტომაც თავის ოთახში აიტანა და ფანჯარასთან დადო. მეორე ტილო აიღო, დაიწყო ისევ ხატვა, თუმცა ამჯერად სულ ახვა ნახატი შექმნა-,,ზებულონი" ჯემალ ქარჩხაძისა. ძალიან უყვარდა ქალს ეს წიგნი. ზებულონი და ნესტანი მისთვის ცალკე საოცრება იყო. დიდი დრო არც ამაზე დაუხარჯავს, თუმცა უცაბედად მისი სახლის კარი გაიღო. ვერ მიხვდა რა მოხდა. თუმცა მალევე დალანდა ოთახში შესული მიქაელი, გულ აჩქარებული, მისტიური, მაგიური. ვერ მიხვდა თუ რა მოემოქმედებინა.
-მოგესალმებით ნანიტა.
-გამარჯობა მიქაელ... დაბრძანდით.
-არა... გმადლობთ...-უყურებდა ქალიშვილს და მისი სილამაზით ტკბებოდა. უყურებდა და ფიქრობდა თუ რაოდენ ლამაზი იყო საღებავებით დასვრილი, თმა აჩეჩილი და გაოცებული. ფიქრობდა, რომ ყველაზე საოცარ არსებას უყურებდა ამქვეყნად და ვინ იცის, იქნებ ასეც იყო-იცით, მე...მე...მაპატიეთ არ შემიძლია-თქვა და ოთახიდან გავარდა. ვერ მიხვდა ნიტა, თუ რა მოხდა მის თავს. თუმცაღა ძალიან ეწყინა. რატომ წავიდა? რატომ მოვიდა? რა უთხრა? ვერაფერს მიხვდა, ამიტომაც უკან გაჰყვა.
-მიქაელ-ცხენზე შემჯდარს დაეწია-რისთვის მოხვედი? მითხარი გთხოვ, ნუ მტანჯავ და თავსაც ნუ იტანჯავ.
-გტანჯავ ჩემო ნანიტა? მაპატიე, არამც და არამც არ გამივლია თავში შენი ტანჯვა შენმა მზემ. სისუსტე გამოვიჩინე ნანიტა. ვსუსტდები. იმდენად ლაჩრულად ვიქცევი, საკუთარი თავი მძულს. დავუძლურდი ნანიტა. ჩემმა უსუსურებამ დამაუძლურა. შენ ხარ ძალა ნანიტა. ყველანაირი ძალა ხარ. ყველაზე დიდიც ხარ და ყველაზე პატარაც. ყველაზე მთავარი ხარ ნანიტა. ვერ ვეგუები უშენობას ნანიტა-თქვა და ცხენიდან ჩამოვიდა, მისი ხელები თავისაში მოიქცია და ხელის გულზე აკოცა-გახსოვს, ჩემთან რომ დარჩი ჩემო ნანიტა? იმ ღამეს არ მეძინა, ვერ მეძინა. მაგრამ სახლიდან რომ გახვედი, კედლებმა დამახრჩო, მომიჭირა. დავცარიელდი უშენოდ ნანიტა. გავუფერულდი. შენი წასვლის მერე იმ ოთახში მძინავს სადაც შენ გეძინა ნანიტა. იმ ბალიშზე მიდევს თავი და ვოცნებობ, ოღონდ ჩემი ნანიტას სუნი არ გაუვიდეს ამ ბალიშს მეთქი. მჭირდები ნანიტა. ძველად, საკუთარი თავის პოვნის მიზნით ტყეში ვუჩინარდებოდი ხოლმე. დათვი შიშველი ხელით დამიმარცხებია ნანიტა. გუშინაც ვიყავი ტყეში მაგრამ დათვს ვუფრთხოდი. იცი რატომ? აქამდე არ ვნერვიულობდი საკუთარ თავზე, მაგრამ ახლა, არ მინდა შენი ნახვის საშუალება დათვებმა წამართვან ნანიტა, ამიტომაც ტყიდან უმალვე გამოვედი. ცუდად ვარ ნანიტა. ვიტანჯები და შენც გტანჯავ ჩემო მზეო და მთავრეო. მე არ მინდა შენგან არაფერი ნანიტა, არაფერს ვითხოვ. საკმარისია წარმოგიდგინო და კარგად ვხდები ნანიტა. წამალი ხარ ნანიტა. ყველაზე სასარგებლო და ძლიერი წამალი ხარ ნანიტა. იმას ებრძვი ჩემში, რაც მეც კი მამარცხებს-მარტოობას. გყვარობ ნანიტა. არ მიყვარხარ, გყვარობ. იცი ამათ შორის რა განსხვავებაა? როცა გიყვარს, მისგან რაღაცას მოელი, მაგრამ როცა ყვარობ, უბრალოდ ყვარობ და მორჩა-დაასრულა თუ არა, თავის ნანიტას შეხედა თვალებში და მიხვდა, რომ მთელი გული მის წინ გადაეშალა, ის გული, რომელიც უკვე დიდი ხანია ნანიტას ეკუთვნოდა.
-მაშინ, იქნებ გიყვარდე ჩემო მიქა? ჩემი გულისთვის, გიყვარდე მიქაელ-მაშინვე ახედა თავადაც. გული აუფრიალდა, სული აუწიოკდა, გრძნობები აეშალა. მიქაელს მიენდო, სრულიად შეუშვა გულში და ეს არცერთ წამს არ უნანია.
-ნანიტა...ჩემო ნანიტა...შენი გულისთვის თუნდაც ათასჯერ ჩემო ნანიტა-უთხრა და ბაგეებზე დაეკონა. აკოცა იმ ტუჩებზე, რომელზე შეხებაც ოცნებად ქცეოდა.
იქ იყვნენ ორივე, სვანეთში. ნანიტას სახლთან.
სავსე გულით და შიშველი ემოციებით.

───

-მე ბავშვობაში კოსმონავტობა მინდოდა. ვამბობდი ვარსკვლავზე დავჯდები მეთქი. მერე უკვე მჯეროდა, რომ ყველა ადამიანი გაქრობის, ანუ გარდაცვალების მერე ვარსკვლავად იქცეოდა და ჩემს მშობლებსაც ვარსკვლავებში ვათვალიერებდი. მთვარესთან ახლოს მყოფი ორი ვარსკვლავი ამოვარჩიე და მთელი ბავშვობა იმით გავიტანე, რომ მჯეროდა მშობლები მთვარესთან ერთად მიყურებდნენ და ჩემზე ზრუნავდნენ. არ მახსოვს რომელ დღეს მივხვდი, რომ მთვარე და ვარსკვლავები სულაც არ იყვნენ ისე განწყობილნი, როგორც მე მეგონა, მშობლები კი მიწას იყვნენ მიბარებულნი. სამაგიეროდ ბიძა არ მაგრძნობინებდა, რომ მარტო ვიყავი. რომ არ მოგატყუო, არც ვგრძნობდი თავს მარტოდ. ბიძასთან ერთად ვერც მოიწყენდი. ძალიან მიყვარს მისი ჯუჯღუნი. ყველაზე საყვარელი, ოდნავ ღიპიანი კაცია იმათ შორის, ვინც კი ოდესმე მინახავს-ტიტინებს ნანიტა და მიქაელს უყურებს, რომელიც ასევე ყურებამდე გაკრეჭილი უსმენს ქალს და ყველა დეტალს იმახსოვრებს-ფემინისტი ხარ?-არსაიდან დასვა ეს კითხვა ნანიტამ და მიქაელის გაღიმებაზე კითხვებით სავსე მზერა გაუჩნდა.
-ვარ. მე მწამს, რომ არ არის არაფერი ისეთი, რა თქმა უნდა თუ ეს სხეულს არ ეხება, რითაც კაცი ქალისგან განსხვავებულია.ქალს საოცრად ბევრის გაკეთება შეუძლია. მეტიც, თქვენ, ქალები, იმაზე ბევრად მეტს აკეთებთ, ვიდრე კაცების უმეტესობა წარმოიდგენს. მე მწამს, რომ შენი და ჩემი უფლებები თანასწორია ჩემო ნანიტა. ჩემთან ქალი ვერ იქნება დამცირებული ან შეურაცხყოფილი. ყველაფერს ვაკეთებდი ჩემი სანუკვარი ბებიისთვის, შენთვის კი ბევრად მეტს გავაკეთებ ჩემო ნანიტა. თუ მეტყვი, ფუჭია შენი ცხოვრება, წადი და დაასრულე ისო, წავალ და შევწყვეტ სუნთქვას, ჩემი გული კი შეწყვეტს ფეთქვას-უსმენდა და ვერ ხვდებოდა მიზეზს, მიქაელის ასეთი დიდი თავგანწირვისა.
-,,ბედითი ბნედა სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია" ჩემო მიქა.
-მაშ ყველა ბრძოლას მოვიგებ, საბოლოოდ კი შენთან გამარჯვებული მოვალ ჩემო ნანიტა.
ყოველი ,, ჩემო ნანიტა" გულს უჩქარებდა, მაგრამ თავს მაქსიმალურად იკავებდა. ცოტახანს ისევ ისხდნენ ასე, შემდეგ მიქაელი წამოდგა და ზევიდან დააკვირდა ნანიტას.
-უნდა დაგტოვო ნანიტა, მომეტევება. საქმეები მაქვს საკმაოდ ბევრი-სრულიად ესმოდა ნიტას, რომ მიქაელს უამრავი საქმე ჰქონდა, ამის გამო კი ბრაზს ნამდვილად არ აპირებდა.
-არარის პრობლემა მიქაელ, სრულიად მესმის.
-მადლიერი ვარ შენმა მზემ-მივიდა, მასთან ჯერ კიდევ უცხოდ და უცნაურად გრძნობდა თავს, თუმცა საფეთქელთან დაუტოვა კოცნა და ოთახიდან აორთქლდა. მალევე გაისმა ცხენის ხმა და მიქაელიც გაუჩინარდა.
სავარძელზე ჩაესვენა ნანიტა და ფიქრებს მიეცა. ვერ ხვდებოდა, თუმცა გაშტერებული იღომოდა და ტუჩებზე თითებს იტარებდა, მალევე კი გაიაზრა, მას მიქაელმა აკოცა! აკოცა! ნამდვილად აკოცა! ეს მომენტი არაერთხელ გადაახვია გონებაში და ყოველ ჯერზე გული სითბოთი ევსებოდა.
რა ლამაზია ბედნიერი ადამიანი. ხშირად ეცადეთ გააბედნიეროთ საკუთარი თავი პირველრიგში, და შემდეგ გარშემო მყოფებიც. ასე საუკეთესო ატმოსფეროს შექმნით თქვენს გარშემო.
თუმცა აქ, აშკარად ცხადია, რომ საუკეთესო ატმოსფეროს შექმნა ამ ორს შეუძლია.
მაშ, დაე შექმნან!

───

ერთი კვირა გავიდა და ივლისიც მიიწურა. ანიტა ციხისძირში აპირებს წასვლას. თავიდანვე ასე ჰქონდა დაგეგმილი და სიტყვას ვერ გადავიდოდა. პრინციპულობა უდავოდ მნიშვნელოვანია.
მიქაელი მთელი კვირაა არ ჩანს ნიტას კარი ზღურბლთან. ნომერიც არ აჰქვს, თუმცა თავად რატომ არ ადის მასთან, არ იცის. ჯერ კიდევ ყველაფერი გასარკვევია, რადგან იმ დღეს დიდად არც უსაუბრიათ. იმ დღეს, ამბორის შემდეგ უხერხული სიჩუმე ისევ მიქაელმა დაარღვია.
-არ შემომიშვებ?-ჰკითხა და მცირედმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-მობრძანდი-უთხრა, თუმცა თავი ვერ აწია. რცხვენოდა. მიქაელმა
თავი ააწევინა, თუმცა ნიტა უმალვე სახლისკენ წავიდა, მისი აწეთლებული სახე რომ არ დაენახა მიქაელს. ამას მიქას მხრიდან პატარა ჩაცინება მოჰყვა, თუმცა დაელოდა გოგოს სიწითლე როდის გადაუვლიდა და როდის დამშვიდდებოდა. საბოლოოდ დივანზე ჩამოჯდა და საუბარი თავად წამოიწყო.
-ბავშვობაში მეგონა, რომ ვარსკვლავის ჩამოვარდნა რაიმე მაგიურთან ასოცირდებოდა. ახლა ვარსკვლავად შენი სახე მექცა ჩემო ნანიტა.
ამან ნიტას ყურებამდე გაღიმება გამოიწვია, თუმცა შემდეგ ნანიტამ დაიწყო საუბარი ვარსკვლავებზე, ბიძამისზე და ასე დაასრულეს ის დღე.
ბარგი ჩაალაგა ნიტამ და სახლი ბოლოჯერ დაალაგა. ხვალ ციხისძირში მიდიოდა. მიქაელთან ასვლა თავად გადაწყვიტა, მოაჯდა მანქანას და მიქას სახლისკენ დაიძრა. გზა არ არევია ამჯერად. მალევე გააჩერა საოცარ ადგილას საკუთარი მანქანა და კიდევ ერთხელ გაეპარა თვალი იმ ადგილისკენ, სადაც პირველად შეეხნენ ერთმანეთს. კართან მისულმა რამდენჯერმე დაიყვირა კიდეც. ვერ გააგონა. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, საბოლოოდ კი ისევ ნაცად გზას მიმართა-როგორც მაშინ, ახლაც შეუპატიჟებლად შევიდა შინ. მცენარეების და ეზოს თვალიერება ისევ დაიწყო, რა დროსაც სანუკვარი ხმა შემოესმა.
-უკაცრავად, მაგრამ ვშიშობ დაუკითხავად სხვის ეზოში შესვლა არაა სწორი საქციელი-გაიმეორა მიქაელმა ზუსტად ის, რაც მაშინ უთხრა.
-დიახ მაპატიეთ, უხეშად შემოვიჭერი თქვენს საკუთრებაში-ნიტამაც გაიმეორა და მიქაელისკენ ღიმილით გაემართა. თავადაც ასე დახვდა და ნიტას სიტყვებმა უფრო გააღიმა, მიხვდა, რომ ნიტაც ძველ ნათქვამს იმეორებდა.
-მიხარია, რომ მოხვედით ნანიტა. თავს ხომ კარგად გრძნობთ?-ღიმილით ჰკითხა და კვლავ თქვენობით მიმართა.
-კარგად ვარ მიქაელ. ისე ,,თქვენობით" საუბარი როდის უნდა შეწყვიტო? უცხოები არ ვჩანვართ ერთმანეთისთვის.
-მე შენს სულს არ ვიცნობ ნანიტა, არ გიცნობ ფაქტიურად, ამიტომ მუდმივად ,,შენობით" ვერ გესაუბრები. ისე, მოხარული ვარ რომ თავს კარგად გრძნობთ.
-ხვალ მივდივარ მიქაელ.-მშვიდად მიუგო და სახეზე დააკვირდა, აინტერესებდა რას ეტყოდა ვაჟი.
-სად მიდიხართ ნანიტა?-უმალვე ეზოში მყოფ სკამზე ჩამოჯდა და ნანიტასაც შესთავაზა ჩამოჯდომა.
ქალმა იუარა, ფეხზე დგომა არჩია.
-სვანეთიდან მივდივარ მიქაელ, ვეღარც ჩამოვალ ალბათ მომდევნო ზაფხულამდე, მუშაობას ვიწყებ შემოდგომით და მთელი წელი ვერ შევძლებ აქ ყოფნას-გაახსენდა ის ხელშეკრულება, იურიდიულ ფირმასთან რომ გააფორმა და შემოდგომიდან მუშაობის დაწყებაზე რომ დათანხმდა.
-მაშ, გზა დამილოცნია ნანიტა-მშვიდად უსმენდა და შესცქეროდა ქალიშვილს. ამ სიტყვებმა ანიტას გაოცება გამოიწვია.
-როგორ, ამ ყველაფრის შემდეგ ასე იოლად გამიშვებ?-ჰკითხა თუ არა იგრძნო თვალების აცრემლიანება და მოსალოდნელი ჩაწითლება.
-როგორც ჩანს ყველაფერი გადაგიწყვეტია ნანიტა, მე არ მინდა, რომ ჩემს გამო რაიმე პასუხისმგებლობას გრძნობდე, ამიტომ გიშვებ, რაც გადაწყვეტილი გაქვს, სისრულეში მოიყვანე და იყავი ბედნიერი, როგორც დაგეგმილი გქონდა. ჩემი გული შენთან იქნება ნანიტა. სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან იგრძნობ ჩემს სიახლოვეს, თუმცა მე ვერ შეგაკავებ, ჩემთვის მთისგან შორს ყოფნა, ერთ კვირაზე დიდხანს წარმოუდგენელია, ამიტომ ბოლომდე ვერ მივყვები შენს გეგმებს. მე ვერ შემოგთავაზებ, შენთან ერთად წამოვალ მეთქი, მაშინ, როცა ეს არ შემიძლია. მე შენი ლანდი ვიქნები ყველგან სადაც წახვალ ნანიტა, შენ კი ჩემს ხატად გაქცევ და სულ გვერდით მეყოლები, მაგრამ ვერაფერს შეგპირდები.
-მოიცადე, ანუ გამიშვებ მიქაელ?
-გაგიშვებ ნანიტა, აუცილებლად გავიშვებ, მაგრამ ჩემს ყველაფერს გაგატან ნანიტა სხეულის გარდა.
-მე არ მჭირდება ცარიელი შენი გრძნობები, თუ მათ არ გრძნობ და არ ასრულებ მიქაელ, მე არ მჭირდება ეს გაუგებრობა. იქნებ კოცნაც ინანო ცოტახანში და თქვა, რომ შეცდომა იყო?!-საშინლად იყო ნაწყენი, გაბრაზებული და გაოცებული მიქას სიტყვებით.
-კი, იყო... მაგრამ არა იმ კუთხით როგორც შენ ფიქრობ. მე არ უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის იმის უფლება, რომ მეკოცნა ქალისთვის, რომელსაც არ ვიცნობდი. მე ჯერ შენი გაცნობა მსურდა და მერე ალერსი და არა პირიქით. ახლა ყველაფერი აირევა ნანიტა. ან უკვე აირია.
-მაშ მიქაელ, მე წავალ. არც იმას გეტყვი თუ სად წავალ ან როდის, მაგრამ როცა გაგახსენდები, ვერც მომიკითხავ და ვერც მომნახავ, რადგან აღარ ვიქნები იქ, სადაც დაგეგულები. მე არ ვარ ბუმერანგი, რომ ჯერ შორს გამიშვა და მერე უკან დავბრუნდე. მე ადამიანი ვარ, რომელიც სავსეა გრძნობებით, მათ შორის შენს მიმართაც და ამ გრძნობების უგულებელყოფა არ შემიძლია... მაშ, მშვიდობით მიქაელ. მომავალ შეხვედრამდე, რომელიც ალბათ...ცხრა თვეში შედგება-ირონიულად ჩაიღიმა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და გამობრუნდა, ცრემლები ახრჩობდა მაგრამ თავს იკავებდა, თუმცა ვინ იცის როგორ უჭირდა. მოაჯდა მანქანას და წამოვიდა, ცრემლებს კი გასაქანი მისცა.

მიქაელი? რას შვებოდა ამ დროს მიქაელი? ვერაფერს გასაოცარს ვერ გრძნობდა იმ წამამდე, სანამ ნანიტას არ შეხედა და არ მიხვდა, თუ რამდენად არასწორად მოიქცა. ხელი უნდა ჩაეკიდა და არასოდეს გაეშვა, პირველად უნდა მოქცეულიყო ეგოისტურად. მაგრამ ამის ნაცვლად, ბოლომდე მისცა უფლება წასვლისა და ისე გაუშვა, უკან დასაბრუნებელი ყველა გზა ჩაუკეტა.
წავიდა ნანიტა, მართლა წავიდა მომდევნო დილით სვანეთიდან.
მიქაელი კი ნიტას სახლის კარს ორი საათის დაგვიანებით მიადგა, მაშინ, როცა სახლს ნიტას არანაირი კვალი აღარ ემჩნეოდა.
თუმცა ნიტამ, კართან, დახატული მიქაელის ტილო დატოვა, პატარა წერილთან ერთად.
,, ჩვენს შორის ღმერთმა გაიარა, მიქაელ"
ასე გამოითქმოდა შუმერულად ,,მე შენ მიყვარხარ".
ნეტავ მიქაელმა იცოდა ამ სიტყვების ფასი და მნიშვნელობა?
ნეტავ იცოდეს!
მიქაელმა ნახა თუ არა სურათი და წერილი, ყველაფერს მიხვდა. მიხვდა, რომ დაკარგა ის, ვინც ჯერ არც კი უპოვნია-თავისი ნანიტა.

ამ ამბების შემდეგ სამმა გაზაფხულმა თუ ზაფხულმა ჩაიარა, ნიტას მანქანა კი ჩვაბიანის ზღურბლს ერთხელაც არ მიკარებია. მიქაელი კი ელოდა, ყოველ დასვენების დღეებში ან ზაფხულობით ელოდა, მაგრამ არ ჩანდა. არ ჩანდა ფიზიკურად, თუმცა მიქაელს სულ გულში უჯდა, სამარადისოდ და სამუდამოდ!

იმოქმედეთ, სანამ გვიანი იქნება!

***
როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით სამი წელი გავიდა იმ ამბებიდან, ნანიტას ფეხი კი ჩვაბიანს არც კი მიკარებია. ამ სამი წლის განმავლობაში იმუშავა, თანაც ძალიან ბევრი იმუშავა. განვითარდა, თითქოს ერთიანად გაიზარდა. ბევრსაც მიაღწია. იმდენს მიაღწია რამდენსაც იმსახურებდა. დაუახლოვდა ნესტანს და თედოს. მათი დაახლოება კი რესტორანში შედგა. ერთ დღეს, როდესაც რესტორანში ვახშმობდა და თან საქმის დეტალებს განიხილავდა, გვერდი თედომ და ნესტანმა დაუმშვენეს. თავიდან გაუკვირდა, გაოცება ვერ დამალა, რადგან არ ელოდა თუ ვახშამი სტუმრებთან ერთად მოუწევდა. ნესტანს გადაეხვია და გადაკოცნა, თედო კი გაიცნო. იქიდან მოყოლებული არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეს ძალიან ახლო მეგობრად თვლიდა. ყველაფერი იცოდნენ მიქაელთან გადახდენილ ამბავზე. არ ამართლებდნენ მიქაელს, თუმცა არც ამტყუნებდნენ. თედოს ცალკე სენტიმენტები ჰქონდა მასთან, მეგობარი იყო და ხვდებოდა, რომ ის ცალკე იტანჯებოდა, თუმცა სრულიად ესმოდა ნიტასი და ვერ ხვდებოდა სწორი პოზიცია რომელი იყო, ამიტომ დიდად არ საუბრობდა ამაზე. ნესტანი კი პირიქით, სულ ეუბნებოდა, წადი, გადადგი პირველი ნაბიჯი, მიდი მასთან და ყველაფერი თავიდან დაიწყეთო. სიმართლე რომ თქვას, მიეჩვია გაურკვევლობას. კითხვებს თავში და სიცარიელეს გულში. ძალიან მიეჩვია. ამიტომაც ნესტანის ყველა მცდელობას უგულებელყოფდა და განაგრძობდა მუშაობას. სხვათაშორის, თაყვანისმცემელიც გამოუჩნდა. ზუკა სარიძე. დაუმალავად ეტრფოდა ქალიშვილს, საჩუქრებსაც ჩუქნიდა და მისი გულის მოგებასაც ცდილობდა. თუმცა ნანიტას გული ერთადერთსა და განუმეორებელს, მიქაელ გელოვანს ეკუთვნოდა. თავიდან ბოლომდე მას.
ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ზუკა თედოს ახლო მეგობარი იყო. შედეგად ყველა მეგობრულ შეხვედრაზე ისიც იქ იმყოფებოდა.

გაზაფხულდა.
ყველაზე ლამაზი პერიოდი დაიწყო ადამიანების ცხოვრებაში-აყვავება. მიყვარს ყველაფერი, რასაც თავიდან აღმოცენება შეუძლია. რაც ერთხელ კი დაჭკნება, მაგრამ არ კვდება, არამედ ფეხზე დგება და ამაყად იმზირება. მიყვარს ყვავილები, კლორტები, მობიბინე მინდორი. ყველაფერი რაც ყვავის. აპრილი კი განსაკუთრებით ლამაზია, უკვე ყველაფერი რომ არის სივარდისფრესა და სიმწვანეს მიცემული. თითქოს სულ სხვა სურნელი ტრიალებს დედამიწაზე, თითქოს ყველა ბედნიერია. თითქოს... თითქოს ყველას გული ერთნაირად ძგერს... თითქოს ნიტა ისევ მიქაელთანაა... თითქოს... და ამის შემდეგ იწყება უსასრულო წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო მათი ცხოვრება, ნიტას სვანეთში დარჩენის შემთხვევაში. მაგრამ ფაქტია, რომ არ დარჩა. არც უნდა დარჩენილიყო! როცა გაგდებენ, უნდა წახვიდე! თანაც ალბათ იმდენადაც არ უყვარდა მიქაელი, თორემ აუცილებლად დარჩებოდა. საინტერესოა, იქნებ მიქაელთან ეცხოვრა კიდეც. მაგრამ მათი თანაცხოვრება განა ყველაფერს კარგს მოიტანდა?. ნიტას ყვავილების ხმის მოსმენა რომ აღარ შესძლებოდა? ჩიტების ჟღურტული მისთვის საინტერესო რომ აღარ ყოფილიყო? თუ ყველაფერი გაუფასურდებოდა? თუ ერთფეროვნებას მოეცემოდა? თუ საკმარისად ვერ ეყვარებოდა? თუ ერთად პრობლემებს ვერ გადაჭრიდნენ?. მაგრამ იქნებ ყველაფერი პირიქითაც მომხდარიყო? მოკლედ, ყველაფრის ცოდნა ნამდვილად კარგი იქნებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში ცხოვრება ინტერესსაც დაკარგავდა, ამიტომაც არის, რომ ჯერ არ გამოგონილა ტვინის რენდგენი, რომელიც გეტყვის თუ რაზე ფიქრობს ადამიანი. თუმცა ნიტას იმდენ რამეზე უწევდა ფიქრი, რომ ალბათ ყველა რენდგენი უძლური იქნებოდა მისი ფიქრების წინაშე.

საბოლოოდ გადაწყვიტა! მიქაელ გელოვანზე აღარასდროს ეფიქრა! მაგრამ ყველაზე მეტად თავად იცის, რომ ცრუ დაპირებასთან აქვს საქმე. იხედება სარკეში და ხედავს ქალს, ქალს რომელსაც უყვარს სიცოცხლე, ბუნება, მთა, ზღვა, მოცეკვავე ჰაერი, მობიბინე მინდორი, განთიადისას მზის სხივის ფერი სამყარო. თუმცა ახლა ხედავს კი იმ ქალს, რომელიც ბუნებას ეტრფის და ჰყვარობს?. ვშიშობ ვერა.
მხოლოდ ხედავს ქალს, პიჯაკში გამოწყობილს, რომელიც წუთი-წუთზე სასამართლო დარბაზში უნდა აღმოჩნდეს და დაიცვას ქალი, რომელსაც შვილი მოუკლეს. დაიცვას დაუცველი. დაიცვას დასაცავი. დაიცვას უდანაშაულო. ამხილოს დამნაშავე. მოიგოს საქმე და სამართალი აზეიმოს. რატომ მოუკლეს დედას შვილი? რატომ უნდა წყვეტდეს ვიღაც, თუ როდის დასრულდეს შენი სიცოცხლე? რატომ გაუხარდა ხალხს ამ ბიჭის სიკვდილი? რატომ იყო ვიღაც ბედნიერი, როცა ის იწვა სისხლის გუბეში? კითხვა უამრავია. პასუხი ერთი-უგუნურება. როდესაც არ ფლობ სიმართლეს, როდესაც არ გაქვს სადავეები ხელში, მარტივია განსაჯო და შორიდან დააკვირდე. მარტივია გარიყო და დასცინო. მაგრამ ძალიან რთული, რომ დაეხმარო. ეს ვართ ადამიანები-ყველაზე უგუნური და სულელი ქმნილებები ამ გრავიტაციით მიწაზე მინაჭვულ სამყაროში.
რატომ უწევს ბიჭის დედას თავის მართლება, როცა არ არის დამნაშავე? როცა ყველაფერი მისი და თავისი შვილის სამართალზე მეტყველებს?
სულელი ყოფილა ადამიანი, რადგან არ იცის როდის იმართლოს, ან ვის წინაშე იმართლოს თავი. სულელი ყოფილა ნანიტა, რადგან სარკეში ხედავს მხოლოდ ქალს და არა ნანიტა ჩიქოვანს, მთელი თავისი შინაგანი მეთი და ადამიანობით. როდის მოასწრო გაუფერულება? ან იქნებ სულაც უფერული იყო? ფაქტია, რომ პროცესზე აგვიანდება. ამ კითხვებზე პასუხს კი აუცილებლად იპოვის.
მამამ კითხვებით სავსე ჩემოდანი დაუტოვა, სადაც კითხვებია ყველაფერზე-წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე.
ბებიამ ძალა პასუხების მოძებნისა.
დედამ კი გზა ასწავლა მათ საპოვნელად.
ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, მთავარია იფიქრო.
ცარიელია ის ადამიანი, ვისი თავიც არ არის მოცული ფიქრებით. თუმცა ეს ბოლო პერიოდია ვამჩნევ, რომ ბევრი ადამიანი დაცარიელდა.
ძალიან ბევრი.

───

სასამართლო დარბაზიდან ბედნიერი გამოდის. საქმე მოიგო. დედას შვილს ეს ვერ დაუბრუნებს, მაგრამ სამართალს აზეიმებს. დაისვენებენ ბოღმიანი მეზობლები, რომლებიც ჭორის ბუდედ ქცეულან და ინტერესით კვდებოდნენ მოსალოდნელი პროცესის წინ. დაისვენებს დედა, რომელიც დაარწმუნებს ცასა და ქვეყანას თავისი შვილის სამართალში, მაგრამ განა ის შვილი დაისვენებს, შავი მიწა რომ აქვს მიყრილი? თუ იმან სულ დაისვენა? ჩვენ ქართველები ნამდვილად ასე ვიტყოდით. იქნებ პირიქით, არ ასვენებს უსამართლობა. თუმცა მე თუ მკითხავთ ასეც უნდა იყოს. უნდა ებრძოდე ყველაფერს, სადაც რაიმე არასწორია გარეული.
საბოლოოდ ემშვიდობება შვილმკვდარი დედას და მიემართება სახლისაკენ.

ყველანაირ მგლოვიარეს აქვს სახელი.
მეუღლე დაღუპულ
ქალს/კაცს ქვრივი ჰქვია,
მშობელ გარდაცვლილ ბავშვს ობოლი.
მაგრამ შვილმკვდარ დედას ვერაფერი.
იმდენად დიდია ეს ტკივილი, რომ ვერცერთ სიტყვაში ვერ ჩაეტევა, ამიტომაც დარჩა ეს მდგომარეობა უსახელოდ. ამიტომაცაა ენით აუწერელი და კატარსტროფულად მძიმე.

ნიტას სასწრაფოდ სჭირდება დასვენება. შვებულება დაეწყო, ზაფხული დადგა, აღარ შეუძლია ქალაქი. მთაში უნდა, ზღვაზე უნდა, სადმე უნდა, თუმცა არა აქ. გამონაბოლქვით და უსულო სხეულებით გატენილ ქალაში. ამიტომაც სასწრაფოდ იმარჯვებს მობილურს და ნესტანთან ზარს ანხორციელებს
-დასასვენებლად მივდივართ!

───

არ იცოდა სად მიჰყავდა ცხოვრების მატარებელს. არ იცოდა თუ თავისი ცხოვრების რომელ კარს აღებდა ახლა. არ იცოდა ვინ იყო ან საიდან მოდიოდა. თითქოს დაეკარგა ყველაფერი ღირებული ცხოვრებაში. ყველა წარმატებული საქმე, ყველა მოგებული პროცესი საოცრად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, თუმცა განა იყო რამე უფრო მნიშვნელოვანი?
რატომ ჩაიციკლა მიქაელზე? სულ რამდენჯერ შეხვდნენ ერთმანეთს? ერთი ნახვით სიყვარული განა არსებობს? ყოველთვის ფიქრობდა, რომ არ არსებობდა, ახლაც ასე ფიქრობს. ერთი ნახვით მოწონება კი, თუმცა შეყვარება არა! სიყვარული ბევრად უფრო რთული გრძნობაა და უფრო მეტ რიცხვებთან უნდა ასოცირდებოდეს, ვიდრე უბრალოდ ,,ერთთან". არ იცის საით მიიყვანს ქარი, რომელიც იავნანას უმღერის და მგზავრობას ერთი-ორად საინტერესოსა და სასურველს ხდის. არ იცის თუ სად მიჰყავს თედოს ნიტა და ნესტანი. ისე ჩაალაგა ბარგი და ისე წამოყვა წყვილს, არც უფიქრია კითხვების დასმა. თითქოს გაიქცა. თუმცა ვის გაექცა?, ერთ დროს ვისგანაც გამოიქცა? ის ხომ დიდი ხნის წინ მოიტოვა წარსულში. აბა გავიზარდეო? მიქაელზე აღარ ვიფიქრებო? სად ჰქრის ნანიტას გონება... ან ვისთან.

სძინავს. საოცარებაა ძილი და ამასთან ერთად სიზმარიც. ისეთი საოცრებაა, ვერც კი ვხვდები თუ საიდან მოდის. ვერც ვერავინ ხვდება. მსოფლიოს ყველა მეცნიერი უძლურია ადამიანის ფიქრებთან. სწორედ ესაა სიზმარი-ფიქრების, სურვილების, ოცნებების, მიზნების, უცნობების, ნაცნობების, შეუძლებელის, შესაძლებელის, სიყვარულის, ფერის, უფერობის-ყველაფრის ერთობლიობა. მე სიზმარს საოცრებათა ქვეყანას ვუწოდებ. მართლაც საოცრებაა, თუ როგორ შეიძლება იმოგზაურო დედამიწის ყველაზე დასალიერ ადგილას, სადაც შეიძლება ფეხი ვერასდროს დადგა, ანდაც როგორ არის შესაძლებელი, დედამიწის ყველაზე ღრმა ფენაში მოხვდე, იქ, სადაც ცეცხლი და ლავაა. იქნებ ასეთია ჯოჯოხეთიც? დედამიწის შიგნით დაბუდებული, საშიში, შემაძრწუნებელი. იქნებ ცხვრის ტყავში გადაცმული მგელიც ეშმაკია და ის კაციც, ახლა ფანჯრიდან რომ ხედავს ნანიტა.
იქნებ ისიც ისეთივე ანგელოზია, როგორც უფალი, ან ისეთივე გასაოცარი, როგორც ყველაფერი, რასაც სიკეთე ჰქვია.
იქნებ გმირია, რომელმაც ყველაზე დიდი ხანძრისას ბავშვები გადაარჩინა. ან იქნებ არ არის გმირი და უბრალო კაცია, რომელსაც სამსახურში ეჩქარება.
ისე რატომ ჰქვია გმირი იმას, ვინც სხვის სიცოცხლეს გადააარჩენს? რატომ არ შეიძლება გმირი ერქვას იმ ადამიანს, ვინც უბრალოდ თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, სხვისაში არ ერევა, ბევრ ტკივილსაც გაუძლო, ბევრიც გადაიტანა, მაგრამ არ მოუხვევია ხალხისთვის თავისი პრობლემები თავს. თავისთვის ინახავდა, გულში იკლავდა, თუმცა დღესაც ფეხზე დგას. რატომ არ ჩანან ასეთი ადამიანები სამყაროში? რატომ იმალებინ ყველაზე ბნელ კუნჭულებში და მიუვალ ადგილებში?. გამოჩნდით!გამოჩნდით!გამოჩნდით!

───

თვალის გახელისას მთებს ხედავს, და ხვდება, რომ აშკარად აღმართზე ადიან. წინ ნესტანსაც ჩასძინებია. თედო კი კვლავ გმირულად მიიწევს წინ და ძილის სურვილს უკუაგდობს.
-თედო... ახლა არ მითხრა, რომ იქ მივდივართ სადაც მე ვფიქრობ...-უცაბედად დაატყდა თავში ეს აზრად, რადგან ყველაფერი, რასაც ფანჯრიდან ხედავდა ერთს ახსენებდა მხოლოდ-სვანეთი! ერთადერთი და გამორჩეული. ჩვენი სვანეთი!
-ნიტა, გაიღვიძე?
-რა დროს გაღვიძებაა თედო? შეგიძლია მიპასუხო, თუ სად ვართ? ან საით მივიწევთ?
-შემიძლია ნიტა, თუმცა არ მგონია, რომ ამ პასუხმა დიდად გაგახაროს.
-არ მჯერა, თედო, პირდაპირი მნიშვნელობით უკან მაბრუნებ, ჩემი ცხოვრება სამი წლით უკან გადაახვიე.
-მესმის ნიტა, თუმცა არ მგონია, რომ მასთან შეხვედრა მოგიწიოს. ალბათ ვერც გაიგებს, რომ იქ იქნები. თუ გაიგებს ხომ მით უკეთესი, ისაუბრებთ, გასარკვევს გაარკვევთ და ყველაფერს დაალაგებთ, მერე ჩვენს ქორწილშიც მოხვალთ და ა.შ.
-რა საუბარი თედო? იქნებ მალე ისიც შემატყობინო, უკვე დავურეკე და ვუთხარი სვანეთში ჩამოვდივარო.
-არაა, მაგაზე არ იღელვო, არავინ იცის, რომ ჩავდივართ.
-კარგი, კარგი, ჩემს სახლში დავრჩეთ ხომ?
-ჩემთან რატომ არა?
-შენ და ნესტანი ჯობია მარტო დაგტოვოთ მაშ, მე იქ დავიძინებ, თანაც მომენატრა ჩემი სახლი, მაინც ოცი მეტრია ჩვენს სახლებს შორის. დილით თქვენთან ვიქნები. ისე შენი და ნესტანის მშობლები რა აზრის არიან მოსალოდნელ ქორწილზე?
-ნესტანი ხომ იცი მამამისმა სახლიდან გამოაგდო, თუმცა მაინც შეურიგდა ბოლოს და დაგვლოცა კიდეც. ჩემი მშობლები თუშეთში ცხოვრობენ, დედაჩემი იქაურია, ამიტომ ყოველდღე ნამდვილად ვერ ვნახავთ, ისე სრულიად თანახმა არიან და პირიქით, გიჟდებიან ნესტანზე. როცა ჩავუყვანე სულ გაგიჟდნენ, ანგელოზივით რძალი გვყავსო-ეს თქვა თუ არა, გაიკრიჭა და ნესტანს ღიმილით გახედა. ასეთი სიყვარულია ნამდვილი-თავისით რომ გაღიმებს.
-ნესტანის ოჯახთან შერიგების ამბავი ძალიან გამიხარდა. თავადაც ხომ იქ ვიყავი როცა წამოვიდა. ახლა მთავარია ისე დავისვენო, რომ ყველაფრისგან შორს ვიყო.
-ხომ იცი, რომ ყველაფერს ვერ გაექცევი არა? პრობლემებს და სირთულეებს უნდა შეეჭიდო ნიტა.
-რთულია თედო, ძალიან რთული.
-რთული რომაა იმიტომაც ჰქვია ,,სირთულე" და არა ,,სიმარტივე" ნიტა.
-კარგი...- არ სურდა მეტად ამ თემაზე საუბარი, ეს კი თედოსაც ასე აგრძნობინა და დარჩენილი გზაც დუმილში განვლო, იქამდე სანამ ჩვაბიანს არ მიადგა და თედომაც მანქანა არ გააჩერა.
ნესტანი ხელში აყვანილმა გადაიყვანა და თავის სახლში შეიყვანა. ნიტა კი ბარგით ხელში საკუთარი სახლისკენ დაიძრა, რომლის გასაღებიც დიდ გასაღებების აცმაზე ეკეთა და კიდევ კარგი, რომ ყველგან თან ატარებდა. სახლი მალევე გააღო და იგრნო, თითქოს სახლში ვიღაც იყო, ვინც ელოდა. თუმცა ყველაფერი სიცარიელეს შთაენთქა.
სახლი მალევე მიალაგა, სამი წლის მტვერიც გადაწმინდა. შუადღეს ჩასული ღამემდე ალაგებდა. ნესტანსაც შეუარა, თუმცა დიდხანს არ დარჩენილა. არ უნდოდა წყვილის შეწუხება.
მალევე დაწვა დასაძინებლად, თუმცა ძილი არ ეკარებოდა. ფიქრობდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა.
ბებიამისზე ფიქრობდა. თამარზე. ქალზე, რომელმაც ყველა სირთულე გადალახა, რათა საკუთარი სიყვარული დაეცვა. ყველაფერი გააკეთა, რათა ქმარი სიკვდილისთვის გამოეგლიჯა მკლავებიდან, თუმცა უშედეგოდ. მალევე დაქვრივდა, თუმცა ისეთი შვილი აღზარდა, რომ შემდეგ ის შვილი სულ ხელის გულზე ატარებდა. ისე აღმერთებდა დედამისს, როგორც არავის ამ სამყაროში. სანამ არ გამოჩნდა ნიტას დედა. ქალი, რომელმაც მთელი მისი არსი შეცვალა და რომელმაც აგრძნობინა ჭეშმარიტი სიყვარული. ბოლოს კი მაშინ შეიყვარა მთელი გულით, როცა ნიტა დაიბადა.
ნიტა, მამის სიხარული და სიყვარული იყო. ყველაზე ძვირფასი და სანუკვარი საჩუქარი, რაც კიდევ ერთხელ აკავშირებდა საყვარელ მეუღლესთან. თავიდან ბოლომდე იყო ჩართული შვილის გაზრდასა და აღზრდაში.
ზოგადად ამ ორს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. მშობლების უმეტესობა დღესდღეობით შვილებს უბრალოდ ზრდიან-ანუ აჭმევენ, ასმევენ, აცვამენ. თუმცა არ ღზრდიან. აღზრდა გულისხმობს ისეთი განათლების მიცემას, რაც მომავალში დასჭირდება და გამოადგება. აღზრდა გულისხმობს ისეთი დისციპლინის და ზრდილობის მიცემას, რაც ყოველთვის გამოარჩევს და ადამიანობისკენ მიუთითებს.
სწორედ ასე იზრდებოდა და იღზრდებოდა ნიტა. იყო სამართლიანად პირდაპირი, სწორ სიტუაციებში სწორი ემოციის მქონე, გააზრებული და გონიერი, შემდგარი ქალი, რომელიც პრობლემებს ეჭიდებოდა. თუმცა მიქაელის გამოჩენამდე. ახლა რატომ გაურბის პრობლემას? ან იქნებ არცაა მიქაელი პრობლემა... იქნებ ყველა იმ კითხვაზე პასუხია ჭეშმარიტი სიყვარული, რომელიც წლების მანძილზე გროვდება? განა სიყვარული საკმარისია?
ნეტავ იყოს....

───

ცა და ქვეყანა გათანაბრდა. სიკეთე და ბოროტება გასწორდა. აღარ აქვს მნიშვნელობა სურვილებსა და მიზნებს. დაუძლურდა. აღარ და ვეღარ ითვალისწინებს ბებიისგან ბოძებულ სამ მთავარ თვისებას:მხნეობას, მომთმენობასა და სულგრძელობას.
შეგრძნება აქვს, რომ ყველას იმედებს უცრუებს. იტანჯება ვაჟ-კაცი. ვერც მარკოზი შველის, ვერც სანუკვარი ბებია, რომელსაც სიზმრად ნახულობს ყოველ შაბათ ღამეს. ვერც მათე შველის, ერთადერთი საუკეთესო მეგობარი. თითქოს ყველაზე ძვირფას წამლად იქცა მისთვის ნანიტა. ყველა სხვა წამალი კი უსუსურია მაშინ, როცა ნანიტა ახლოსაა.
მაგრამ ხომ წავიდა? რატომ არის ისევ მის გულში? როგორ შეიძლება წასული, გაუჩინარებული ნანიტა გულში ჰყავდეს მიქაელს?!
არ მესმის. ვერც გავიგებ. არც მინდა გავიგო. ნეტავ მესმოდეს...
თუმცა მთავარი მაინც იმედია. საკმარისია გაიგო, რომ რაღაც, რისკენაც მიილტვი შეიძლება მალე მოხდეს, რომ თითქოს თავიდან იბადები. იმედი-სიტყვა, რომელიც გაცოცხლებს. მიქაელსაც იმედი აცოცხლებს, ნანიტას კიდევ ნახვის იმედი. ძალიან ხშირად დაიწყო ისევ ტყეში გასვლა, ფიქრობს, რომ დასაკარგი არაფერი და არავინ ჰყავს, ამიტომაც თავსაც არ უფრთხილდება. ყველა პასუხს ტყეში იძებს. თუმცა ბოლოს ფურცელზე პოულობს მელნით ამოკვეთილ ორნამენტებში.

იმედი არის ნათელი, სიბნელეში ანთებული,

როგორც პატარა ვარსკვლავი ბნელ ღამეში დაბნეული.

ის არ ქრება მაშინაც, როცა ქარი ძლიერია,

და გეუბნება ჩუმად - ყველაფერი შესაძლებელია!

არის შესაძლებელი მათი შეხვედრა? იმედია არის!

───

წვიმის სურნელი. ყველაზე ნოსტალგიური, ყველაზე სასიამოვნო, ყველაზე იდუმალი, ყველაზე მრავალფეროვანი, ყველაზე საოცარი. წვიმს, ისე წვიმს, რომ ყველა და ყველაფერი სველდება. სწორედ ასეთ წვიმაში გადაწყვიტა ჩვენმა ვაჟ-კაცმა სასაფლაოზე წასვლა. ბებია უნდა მოინახულოს. უყვარს წვიმიან ამინდში გარეთ ყოფნა. ბებია ეუბნებოდა, წვიმა რა წამსაც გაგაღიზიანებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ტანსაცმელი დაგისველა, ან გეგმები ჩაგიშალა, იმ წამს გაუფასურდება შენი სიცოცხლეო. ვერ მიხვდა, თუ რა იყო ასეთი გასაოცარი წვიმაში, მაგრამ ბებიამ პასუხი შემდეგნაირად დაუბრუნა: წვიმაში იცნობ ადამიანებსო. კვლავ კითხვები გაუჩნდა, თუმცა მიხვდა, რომ ბებიას არ ჰქონდა საუბარი დასრულებული, ამიტომაც გაჩუმდა და დააცადა. ბებიამაც განაგრძო და უთხრა:წვიმა ყველაფერს ჩამოგაშორებს, რითიც ინიღბები, ყველა შენს ტყუილს ფარდას ახდის და ყველაფერს სააშკარაოზე გამოიტანსო. წვიმა წყალია, რომელსაც შენ კი არ ისხავ სახეზე გამოსაფხიზლებლად, არამედ ღმერთი გასხავს, იქნებ გონს მოეგოვო. ამიტომაც თუ წვიმა შეგძულდება, მაშინ სიმართლეც შეიძულეო.
უნდა ბებია წვიმაში ნახოს. უნდა მისი საფლავი მოინახულოს და აჩვენოს, რომ უყვარს წვიმა და აფასებს.
მართლაც მოიარა ბებიის საფლავი. ეკლესიაშიც შევიდა, ილოცა და სანთელი აანთო, შემდეგ კი მათეს სახლისკენ გაემართა. მათე იყო საუკეთესო მეგობარი და გულის მესაიდუმლე.
-მასპინძელო-შესძახა ომახიანად და ცხენი ეზოში შეიყვანა. მათემაც მალევე გამოხედა და შინ შეიპატიჟა, ცხენი კი თავლაში დააბა.
მათე ქალდანი-მიქაელის კლასელი და მეგობარი. საუკეთესო მეგობრები არასდროს იყვნენ, თუმცა ბოლო რამდენიმე წელმა უახლოეს ადამიანებად აქცია ისინი.
-ჩემო მიქაელ, ისეთი წვიმაა, რომ იტყვიან ძაღლი არ გაიშვება გარეთო, შენ კი რა ძალამ გაიძულა ამ წვიმაში რომ გარეთ გასულიყავი?
-მონატრებამ შენმა მზემ, სანუკვარი ბებიის მონატრებამ.
-მესმის შენი. ვიცი და ძნელია საყვარელი ბებიის მიწასთან მიბარება. მე ორივე მივაბარე. თუმცა ადამიანები ვართ, ცხოვრებას ვაგრძელებთ... ასეა.
-შენ მშობლები მაინც გყავს მათე-თქვა და სახლიდან გავიდა. წვიმას გადაეღო და მზე იწონებდა თავს ცისარტყელასთან ერთად. მოაჯდა მარკოზს და დაადგა სახლისკენ გზას. მათე კი დატოვა დანაღვლებული მეგობრის უხასიათობის და სევდის გამო.

რამდენად დიდი კავშირია მეგობრობა! როგორ ვაფასებ ყველა ნამდვილ მეგობარს. ყველაფერს რომ უძლებენ, ან არაფერიც რომ არ აქვთ გასაძლები, მაგრამ მაინც საუკეთესოები და ერთგულები რომ არიან. როგორ მიყვარს ასეთი კავშირები და მეგობრობა. მეგობრობა არის სულების კავშირი, ეს არის ინტერესების, აზრების, ამბების, ისტორიების და ყველაზე უმნიშვნელო, მაგრამ სახალისო და საინტერესო ამბების გაზიარება. მეგობრობა არის სიტყვა, რომელიც ადამიანის ყველა თვისებას აერთიანებს. ბებიაჩემი მეუბნებოდა, ნამდვილი მეგობარი ისაა, ჭირში რომ მოვა და თავზე ხელს გადაგისვამს; ლხინში შენთან ერთად გაიხარებს; უგუნურებისას სარკეს მოგიტანს და თავში წამოგარტყავს, გამოფხიზლდი და გონს მოეგეო; სიკვდილისას კი ერთ სიცოცხლეს შენ მოგაბარებს, ჩემი ნაწილიც შენთან ერთად მოკვდა და აჰა, წაიყოლეო.

იმავეს გრძნობდა მათეც. ერთი სიცოცხლე გააყოლა მიქაელს და მასთან ერთად გააყოლა ფიქრები წვიმის წვეთებს.

-მიქაელ, გამარჯობა და გამარჯვება ჩემო მიქაელ.
-მოგესალმებით კახა ბატონო, როგორ გიკითხოთ?
-არა მიჭირს რა შენმა მზემ, ერთი ამბავი კი დამემართა ისე. ჩვაბიანში ერთი მეგობარი მყავს, გოგო დაუოჯახდა და სუფრა აქვთ, ჩემი ქალი მეუბნება არ წავიდეთ, შენ იქ დალევ სასმელს და მერე როგორ წამოვიდეთო. ახლა მივდიოდი გიასთან, იქნებ მიშველოს და წამიყვანოს მეთქი.
-გია ბატონი არ ბრძანდება აქ კახა ბატონო.
-არაა? სად წავიდა? რომელ ქარს გაჰყვა? მესტიაში იქნება ეგ.
-არა შენმა მზემ, ქალაქშიაც არ არის, ქალაქში კი არა, ვშიშობ საქართველოს ამ ნახევრს კიდევ დიდხანს არ გაეკარება.
-არ არის კარგი ამბავი შენმა მზემ. კარგი მაშ, ვინმე სხვას ვთხოვ.
-მე შემიძლია წაგიყვანოთ ბატონო კახა.
-მართლა შვილო? შენ თუ მაგ ამბავს იზავ მაგას რა აჯობებს. მადლიერი ვარ ძალიან. მაშ ხვალ საღამოს წავიდეთ.
-კარგი ბატონო კახა, ახლა დაგემშვიდობებით.
თავის დაკვრით დაემშვიდობა კახას და მამულებს გადახედა. ზეგ უკვე დაიწყებდა მუშების ამოყვანას და ხილის კრეფას. ხვალაც შეეძლო, თუმცა ბატონი კახა არ სურდა დაემწუხრებინა, ამიტომაც წავიდა ამ კომპრომისზე, თუმცა ეს დიდად არც ჩვეოდა ვაჟ-კაცს.
მიზანდასახული, განათლებული, აღზრდილი, ინტელექტუალური, კეთილის მსურველი, მამაცი, ერთგული, თავდადებული, სულგრძელი და სამართლიანი იყო ჩვენი ვაჟ-კაცი. თითქოს დედა-ბუნებამ ყველა კარგი და დადებითი თვისება მას უანდერძა. თითქოს ყველაფერი მისთვის გაიმეტა. თითქოს მას უთხრა, ჩემს მაგივრადაც შენ გაიხარეო. ეს თვისებები ის უმცირესია,რაც მას აქვს თანდაყოლილად და რაც წლების გასვლით შეიძინა. საამაყოა ჩვენი ვაჟ-კაცი. ასეთ ადამიანებთან ერთად რომ სუნთქავ საერთოდ, ეგეც კი საამაყოა. იამაყეთ! ყველამ იამაყეთ!

───

-ნიტა, დამეხმარე ნუ, ხომ ხედავ, ძლივს ოჯახს შევურიგდი და უკვე ნიშნობის სუფრას გვიხდიან, მე კი არ ვიცი რა ჩავიცვა.
-ნესტან, რაიმეს აუცილებლად შევარჩევთ, შენ მაგაზე არ იღელვო.
-კარგი, მაგრამ აშკარად ვერ ვმშვიდდები.
-მაშინ თედოს შემოვუშვებ, ერთს გეამბორება და სულ დაგამშვიდებს.
-რას მეხუმრები გოგო, მე აქ ნერვიულობისგან ვკვდები, თან თედოზეც ვფიქრობ. ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ჩვენი კავშირი და შემდგარი ოჯახი, ამიტომაც ყველაფერს გააკეთებს ამის მისაღწევად, მე კი კვლავ ტანისამოსზე ვფიქრობ... ცუდი ცოლი ვიქნები, ეგოისტი.
-უკვე უარყოფითად რომ განეწყვე ხვდები? შენ ახლა დაიმახსოვრებ, თითქოს მართლა ცუდი ცოლი იქნები და ამის გამო უამრავი პრობლემა შეგექმნება. შენ, მაინც იქნები ის ნესტანი, რომელზეც თედო უზომოდაა შეყვარებული. შენ იქნები ქალი, რომელზეც მუდამ იფიქრებს და რომელსაც სიცოცხლეს დაუკავშირებს. წარმოიდგინე თუ როგორ უყვარხარ, რომ ერთადერთი სიცოცხლის შენთან გატარება უნდა. შენც ანალოგიურად. ამიტომაც დაიმშვიდე ნერვული სისტემა და მოემზადე შენს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღისთვის-დაასრულა თუ არა, კარადიდან ის კაბა გამოუღო, რომელზეც იფიქრა, რომ ნესტანს ყველაზე მეტად მოუხდებოდა, შემდეგ კი ოთახიდან გავიდა. მიხვდა, რომ თედო ცალკე იყო დასამშვიდებელი და მისკენ გაემართა, რომელიც მისაღებში წინ და უკან დადიოდა და ხელებს სახეზე ისვამდა.
-თედო...- ოთახში როგორც კი შევიდა თედომაც გამოხედა, შემდეგ კი სავარძელში ჩაჯდა-ხომ გიყვარს ნესტანი?- ამ კითხვაზე თედომ გაოცებულმა შეხედა, თითქოს ეს მისთვის არ უნდა ეკადრებინა
-რა თქმა უნდა ნიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ჩემს ერთადერთ გულს არ ვაჩუქებდი. თავიდან ბოლომდე მისია ის, რაც ჩემში ფეთქავს.
-მაშ, რატომ არ ხარ ახლა მასთან? რატომ არ ამშვიდებ და ეუბნები, რომ თქვენი ნიშნობის სუფრა, (რომელიც საკმაოდ ბანალურად მიმაჩნია სანერვიულოდ, თუმცა სანამ თქვენს სიტუაციაში არ აღმოვჩნდები ალბათ ვერც გავიგებ) არ ღირს მის ცრემლებად და რომ უბრალოდ თქვენი ცხოვრების უფრო მეტად დაახლოების საწინდარია?
-მართალი ხარ ნიტა. ავალ ჩემს ნესტანთან, ცა და ქვეყანას რომ მირჩევნია-გაიღიმა და ნესტანის ოთახისკენ გაემართა. ნიტამ კი დატოვა მათი სახლი და თავისი სახლისკენ გაემართა, თან გზაში ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდა და ყველას შესთხოვდა, რომ თედოს და ნესტანის ოჯახისთვის მათაც გადაეფარებინათ კალთა.
სახლში შევიდა, თავი მოიწესრიგა და დასაძინებლად გაემართა. ძილის წინ ილოცა კიდეც და ღმერთს ყველა ადამიანის თავის კალთაში მოქცევა და მფარველობა შესთხოვა, შემდეგ თავისი თავის, ბიძის და ბიცოლის, ნესტანის და თედოსი, ბოლოს კი მიქაელის... რატომ გაჩნდა კვლავ ის? თუმცა მთელი გულით ისურვა მიქაელის ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა, შემდეგ კი სიზმრებში გადაეშვა, სადაც ყველა ვარსკვლავს ხელს ახებდა და სახელებს არქმევდა.

───

დილით ადრე გაეღვიძა ვაჟ-კაცს. უყვარდა დილით ცვრიან მინდორზე ცხენით სიარული. მარკოზი იყო მისი მესაიდუმლე. გულის ნადების მიმღები. მარკოზი-ცხენი რომელიც პატარაობაში ბებიამ პირადად მას აჩუქა, მალე შენთან ერთად მთის მწვერვალებს რომ დაიპყრობს, მაშინ მიხვდები თუ რა საოცარი საჩუქარი გაჩუქეო. მართლაც მიხვდა. მარკოზი ბებიასაც ახსენებდა. საოცრად დაფიქრებული და ჭკუით სავსე იყო მარკოზი. ყველაზე მეტად პატრონთან ერთად დილით სეირნობა უყვარდა. უყვარდა გახარებული ვაჟ-კაცის ყურება. უყვარდა ის ფაქტი, რომ შეეძლო ვაჟი ქვეყნის დასალიერშიც კი მიეყვანა ოთხი ძლიერი ჩლიქით. უყვარდა მიქაელი და ამას გამოხატავდა კიდეც, რაღა თქმა უნდა თავისებურად. კვლავ, ვაჟ-კაცის თავლაში შესვლის შემდეგ, შეეგება პატრონს და ნება მისცა მოფერებისა. ვაჟმაც ტკბილი სიტყვები უთხრა ცხენს და გასეირნება გადაწყვიტა. ჯერ მამულები მოიარა, მერე კავკასიონს უყურა, ბოლოს სახლთან ახლოს მყოფ ფერდობზე ავიდა და კვლავ წარმოიდგინა ნანიტა, რომელსაც აქ, სამი წლის წინ, ცრემლები შეუმშრალა და ცხენზე შემოსვა. ამის გახსენებაც კი ღიმილს ჰგვრიდა ვაჟს. არადა სერიოზულობით გამოირჩეოდა, ახლა კი შეეძლო ყველაზე დიდი სისულელეც კი უპრობლემოდ გაეკეთებინა. ესაა სიყვარული? იქნებ არც უყვარს ნანიტა. იქნებ უბრალო გატაცებაა? თუმცა მართლა თუ ასეა, გონებიდან რატომ ვერ იგდებს სამი წელია? 30 წლისაა ჩვენი ვაჟ-კაცი, კაცი, რომელმაც მიწას მიაბარა ყველა, ვინც უყვარდა, ან ვისაც უყვარდა. ცხენი, მათე და ნანიტა შემორჩა. თუმცა არც იცის ნანიტა შემორჩა თუ არა. ქალზე სამი წლითაა უფროსი. თითქოს ეს სამი მათ ისტორიაში საკმაოდ ხშირად მეორდება... აშკარად საკრალური რიცხვობის ბრალია...
სახლში, მთის წვერზე მყოფი მზის დროს დაბრუნდა, ანუ მიახლოებით ათი საათისთვის. სასწრაფოდ მიიღო შხაპი და თავის მოვლას შეუდგა. წვერი დაიმოკლა, თუმცა სულ არ გაუქვრია. ტანისამოსიც მოირგო და თავისი ზედმეტი ნივთები შეინახა. სულაც არ არის მოსამსახურეები ანდაც მუდმივად მშობლებთან ახლოს ყოფნა, საკუთარი ნივთების შესანახად და მისალაგებლად.! რატომ უნდა ელოდო, თუ როდის დაკეცავს დედა შენს ტანსაცმელს, როცა თუ თავად ხელ-ფეხი გაქვს, ყველაფრის კეთება შეგიძლია?!

სუნამოც შეისხა და თავისი მანქანით გაუყვა სოფლის ცენტრისკენ გზას. სადაც კახა და თავისი მეუღლე, მანანა დახვდა, ჩაისვა მანქანაში და გაემართა ჩვაბიანისკენ, იქ, სადაც მისი სიყვარული დაიბადა.

───

დილით გვიან გაიღვიძა, თუმცა საკმაოდ ბედნიერად. სახე უბრწყინავდა , როცა იცოდა, რომ ნესტანი ოფიციალურად დაინიშნებოდა კიდევ ერთხელ ხალხის თვალწინ, მალევე კი ქორწილიც გაიმართებოდა. ნესტანი საოცარდ ღელავდა და უკვე შვილების სახელებს განიხილავდა.
ზოგადად მიმაჩნია, რომ ძალიან ადრე ქორწინებამდე, ანდაც შვილების ყოლამდე, მათ სახელებზე არ უნდა იფიქრო. უბრალოდ აზრი არ აქვს. დედაჩემი მიყვებოდა, როცა დაგინახე, მაშინ მივხვდი, რომ არცერთი სახელი რასაც განვიცილავდი არ იყო შენი. თითქოს შენი ნაწილი ის იყო, რაც შენი თვალების დანახვისას თავში გამიელვა და რაც ახლა შენს მეობას აღნიშნავსო. [მთვარისა ფსევდონიმია]
მეც ასე ვფიქრობ, რაღაც სახელები ორსულობისას შეიძლება განიხილო, თუმცა ბოლოს მაინც ის უნდა დაარქვა შვილს, რაც მისი პირველად დანახვისას თავში გაგიელვებს.

დილით გაიღვიძა თუ არა შხაპი მიიღო და თავის მოვლას შეუდგა. უყვარდა, როცა მოწესრიგებული იყო და საოცარი სურნელი ასდიოდა. ამ სურნელმა მიქაელიც მოაჯადოვა და ქალის არომატს დაამონა. საბოლოოდ მოწესრიგდა და თედოსთან და ნესტანთან გავიდა, რათა საქმეებში მიხმარებოდა. მართლაც შეუდგა დესერტების ცხობას. ტორტი და ნამცხვარი საღამოსთვის მზად იყო. მალევე კი კარზე კაკუნი გაისმა და თედოც გასაღებად წავიდა.
-შეიძლება მათე მოვიდა, თედოს მამიდაშვილია. საკმაოდ კარგი და საყვარელი ბიჭია. თედო და მათე ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ თურმე, მერე უბრალოდ მისი ოჯახი სხვა სოფელში დასახლდა, ჩემი თედოსი კი აქ.
-გასაგებია- თავი დაუქნია და ტორტზე დიზაინის მოხატვა დაიწყო. სწორედ ამ დროს შემოვიდა სამზარეულოში ორი კაცი, რომელთა ხმის გაგონებაზეც ნიტამ მზერა მათკენ მიაპყრო.
-გამარჯობა ქალბატონებო...-მივიდა მათე და ნესტანს ხელზე აკოცა, თან მოიკითხა და ყველაფერი საუკეთესო უსურვა
-გამარჯობა- ნიტამაც ამოიღო ხმა და მათეს დააკვირდა.
-მოგესალმებით... მოიცადე, თქვენ ხომ...-უცაბედად გაუელვა რაღაცამ თავში აზრად. ვახშამი, ბართლომეს დაკარგვის და ნიტას მხრიდან პოვნის შემდეგ რომ გამართეს თინამ და კოსტანტინემ. იმ დღის შემდეგ კი მიქაელი დაუღალავად რომ ესაუბრებოდა ამაზე მათეს და უკვე ზეპირად იცოდა, რომ ეს ნიტა, მიქაელის ნანიტა იყო. თუმცა ვერ შეიმჩნევდა, რომ ამ ქალზე მიქაელისგან უფრო მეტი სმენოდა. არადა თავად მიქაელმაც ხომ ფაქტიურად არაფერი იყოცა მასზე.-თქვენ ის არ ხართ, ბართლომე რომ დაკარგული დააბრუნეთ?-ისე მოიქცა, თითქოს მხოლოდ ამ გზით ახსოვდა და შორიდან, თავის დაკვრით მიესალმა. ამ ქალს ვერ შეეხებოდა, სულ ოდნავაც კი, ეს ქალი თავისი ძმადნაფიცის სიყვარული იყო. მათ შორის ყველაფრის გარკვევის შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა მოიკითხავდა და გადაკოცნიდა კიდეც. თუმცა ეს მომავალში, ახლა ზედმეტად ვერც კი შეხედავდა. თუმცა ეს თავში აზრად არც გაუვლია.
-დიახ, კარგია რომ გამიხსენეთ, მე ბართლომე რომ ამოვიყვანე და თემდეგ თინასთან და კოსტანტინესთან რომ ვიყავი ის ვარ, ნიტა-თავი შეახსენა გოგომ და მსუბუქად გაუღიმა. მათემაც სასიამოვნოა თქვენი კიდევ ნახვაო და ეზოში თედოსთან ერთად გავიდა.
-თედო, არ მეგონა ნიტას შენც თუ იცნობდი.
-ჩემი ნესტანი დაუმეგობრდა, თან ძველად ქალაქში რომ ჩამოსულიყო ჩემი ნესტანი, მაგაშიც დაეხმარებია თურმე ნიტა. მერე მეც ძალიან დავუმეგობრდი და ასე ახლოს ვართ ერთმანეთთან. დასავით მიყვარს. ისე, ეგ რა ამის პასუხია და, მიქაელის დაპატიჟებაც მინდოდა, თუმცა ნომერზე რამდენჯერაც დავურეკე არ მიპასუხა, თქვენ ხომ ახლოს ხართ? იქნებ დაურეკო და დაპატიჟო?
-ძმობილო, არ იცი ეგ რომ ტელეფონს არც იყენებს? საერთოდ თუ იტენება ეგეც არ იცის მგონი. სახლის ტელეფონით ვეკონტაქტები მეც. დავურეკავ ახლავე და ვეტყვი შენს დანაბარებს-მართლაც მოიმარჯვა მობილური და მიქაელთან დარეკა, რომელიც ამ დროს რა საკვირველია სახლში არ იმყოფებოდა, რადგანაც კახასთან და მის მეუღლესთან ერთად მიდიოდა მათთან. თან მიქაელმა არც იცოდა, თუ ვისთან მიჰყავდა კახა, შესაბამისად არც იცოდა მათესთან და დანარჩენებთან მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ-არ მპასუხობს... ეგ იქნება ახლა სადმე მამულების თვალიერებაში... კიდევ გადავურეკავ რამდენიმე წუთში.
-კეთილი... მინდა ძალიან, რომ ჩვენს გვერდით იყოს, ხომ იცი როგორ დაგვეხმარა მე და ნესტანს... მის სასტუმროში საუკეთესო დღეები გავატარეთ.
-მიქაელი კაცია, ვაჟია თან სვანი. ვაჟა-სვანელა ხომ არ შევარქვათ-თქვა და მსუბუქი სიცილით შემოიფარგლა.ამ ბიჭებმა ყველაფერი მოზომილი იცოდნენ. ხუმრობა და დაცინვა კი ერთმანეთში არ ეშლებოდათ.
-თედო, მალე სტუმრები მოვლენ და იქნებ შენც გამოიცვალო?-გამოსძახა ნესტანმა.
-კარგი, ნესტან, ახლავე ავალ-უთხრა და სახლში შევიდა. შემდეგ ნესტანს შუბლზე აკოცა და მართლაც გაემართა ოთახისკენ გამოსაცვლელად. მათე კი ეზოში დარჩა, რამდენიმე წუთში კი სტუმრებს შეხვდა და შინ შეიპატიჟა. სწორედ ამ დროს ჩამოვიდა მეორე სართულიდან თედო, და ნესტანის მშობლებს, მეზობლებსა და ახლობლებს სუფრისკენ გაუძღვა.
-კახა არ ჩანს, კახა და თავისი მეუღლე მანანა. სად დაიკარგნენ ნეტავ? გივი, შენ ხომ არ იცი?
-არა არჩილ, დილით დავურეკე და ასე მითხრა, ჩემი სოფლელი ერთი კარგი ბიჭი ჩამოგვიყვანსო. მოვა ალბათ.
-კარგი, მაშ დავსხდეთ და შემოგვიერთდება ისიც-დაახლოებით ოცდაათ წუთში მართლაც შეჩერდა თედოს სახლთან მანქანა და მიქაელმაც გაოცებისგან ვერ დამალა ემოციები, თუმცა არაფერი შეიმჩნია. გაუხარდა და ყველაფერს მიხვდა, კერძოდ იმას, რომ თედოს ნიშნობის სუფრაზე ამოყო თავი, თან სრულიად შემთხვევით. შედეგად მიუხედავად დაუპატიჟებლობისა, თავს უფლება მისცა, რომ მიელოცა თედოსთვის დაოჯახება. მართლაც ჯერ მანანა და კახა შეატარა სახლში, შემდეგ კი თავადაც შევიდა. სტუმრებს იქიდან არჩილი-ნესტანის მამა გამოეხმაურა, იქვე კი თედო და ნესტანი დახვდნენ.
-დედა, გუგულებივით არ არიან? შეხედე... რა ლამაზი ხარ შვილო-მივიდა და თავზე ხელი გადაუსვა ნესტანს, შემდეგ კი თედოსაც მიულოცა და სტუმრებს შეუერთდა. კახამაც მიულოცა თუ არა, არჩილისკენ წავიდა.
სწორედ ამ დროს დალანდა წყვილმა მიქაელი, მომღიმარი და საოცრად გაწონასწორებული.
-მიქაელ?... როგორ გამახარე შენი გამოჩენით-მივიდა თედო და გადაეხვია, მიქაელიც ასევე მოიქცა და მხარი მხარზე მიადო თედოს. შემდეგ კი მიულოცა და საინტერესო, ბედნიერებით აღსავსე ცხოვრება უსურვა.
ნესტანს ხელზე აკოცა და მასაც ასევე მიულოცა. ამ დროს გამოჩნდა მათეც, რომელიც მიქაელის დანახვამ ძალიან გააკვირვა, თუმცა მაინც მივიდა მასთან და მიესალმა.
-გირეკე მიქაელ მობილურზე, თუმცა როგორც ყოველთვის ახლაც სადმე გაქვს მიგდებული ხომ? სახლის ტელეფონზე კი აშკარად იმიტომ არ მიპასუხე, რომ გზაში იყავი.
-ნამდვილად ასე იყო ჩემო მათე. თუმცაღა მთავარია მოგილოცეთ.ახლა წავალ, ბატონი კახა და ქალბატონი მანანა უნდა ჩამომეყვანა და ამიტომაც მოვხვდი ჩვაბიანში.
-სად წახვალ ბიჭო, შენს დასაპატიჟებლად ვარეკინებდი მათესაც, შენ კი მიდიხარ? არ მაწყენინო და წამოდი, ჩვენი დაოჯახება აღნიშნე, იცოდე უარს არც მივიღებ, თან საშინლად არ მესიამოვნება-მიქაელიც აღარ შეეწინააღმდეგა და შეყვა მისაღებში, სადაც ყველამ მათ მოავლო თვალი. თედომაც გააცნო ყველას ვაჟ-კაცი და სუფრას მიუსხდნენ. ნესტანი სამზარეულოში გავიდა, რათა დარჩენილი საჭმელებიც გაეტანა ნიტასთან ერთად, თან იმაზეც ფიქრობდა, თუ როგორი იქნებოდა მათი შეხვედრა. მართლაც მივიდა და ნიტას გაფრთხილება დააპირა, როდესაც სამზარეულოს კარი მიქაელმა შემოაღო.
-ნესტან, აბაზანა სად ...-სიტყვა გაუწყდა, როდესაც ნიტა დაინახა. ქალსაც თეფში დაუვარდა და ადგილას მიიყინა. ნესტანმა აღარ იცოდა თუ როგორ გარიდებოდა იქაურობას, მიტომაც ორ თეფშ საკვებს ხელი დაავლო და გაიტანა, წყვილი კი მარტო დატოვა.

მათ შეხვედრას ცაზე მზე და მთვარე ერთად უყურებდნენ. ისინიც კი გაერთიანდნენ მათ სანახავად. ორი სული კი ვერ წყვეტდა ერთმანეთის ყურებას. მიშტერებოდნენ ერთმანეთს, აქ კი სიტყვები ზედმეტი იყო. ყველაფერს თვალები ამბობდნენ. იგრძნო ნანიტამ მონატრება, საშინელი მონატრება იგრძნო. თავიდან ბოლომდე შეისწავლა ვაჟი, წვერი გაზრდოდა, თმაც შესაბამისად, თუმცა ყველაზე მეტად თვალები შეცვლოდა. თითქოს ჩაქრნენ მიქაელის თვალები. თითქოს აქამდეც მხოლოდ ნანიტასთვის ანათებდნენ. ახლაც კვლავინდებურად განათდნენ და გამოისახა სამივე ფერი მიქაელის თვალებში. მარცხენა თვალი ყავისფერ-მწვანე ჰქონდა. ოღონდ შერეული კი არ იყო ეს ფერები, თვალის გუგის უმეტესი ნაწილი მწვანე იყო, თუმცა შიგ ყავისფერი ორნამენტებით. ანალოგიურად მარჯვენა, ოღონდ იქ ლურჯისა და ყავისფერის კომბინაცია იწონებდა თავს. ასეთი იყო მიქაელი. ყველაფრით გამორჩეული.

ანალოგიურად ათვალიერებდა მიქაელიც, თუმცა ისიც თვალებთან მიიყინა. ქალს თმა გაზრდოდა, უფრო დატალღვოდა. ისევ საოცარი სურნელი ასდიოდა, თუმცა თვალები, რომლებშიც ქალის სულს ხედავდა ერთი-ორად შეცვლოდა. ჩამქრალან ქალის თვალები, თუმცა მიქაელს ისევ ყველა უჯრედს უნათებდნენ. მიქაელისთვის ნანიტა მაინც ანათებდა. მიქაელისთვის ნანიტა ცაზე ვარსკვლავი, ხოლო ხმელეთზე მზის სხივი იყო. ნანიტა იყო ყველაზე დიდი სილამაზე ამქვეყნად. ვერც შეედავებოდი, ნანიტა მართლაც უმშვენიერესი იყო.
ისევ სწავლობდნენ ერთმანეთის სულებს. ისევ უმზერდნენ ერთმანეთს, ისევ ყველაზე ღრმად აღწევდნენ ერთმანეთის სულებში და იქაურობას აწიოკებდნენ. ეს ხოლოდ მზერით შეძლეს ამ ორმა, მხოლოდ თვალებით, თუმცა აქ კიდევ იყო რაღაც-ქიმია.
მჯერა ქიმიის, რადგან ყოველთვის მიწევდა ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც ურთიერთობები იყო სტაბილური და ურთიერთ მიზიდული. ამან დამარწმუნა, რომ ურთიერთობაში ქიმია არსებობს. თუმცა შეიძლება ყველა წყვილთან არც არსებობს.
მიქაელთან და ნანიტასთან კი ყველაფერი არსებობდა. ქიმიაც, მიზიდულობაც, სიმპათიაც, ურთიერთპატივისცემაც, მოკლედ ყველაფერი, რასაც ერთიანად სიყვარულს ვუწოდებთ ადამიანები. თუმცა სიყვარულთან ერთად, უმნიშვნელოვანესი არის კიდევ ერთი რამ-მიჯნურობა. მიჯნურობა სიყვარულისგან იცით თუ რით განსხვავდება? სიყვარული ემოციაა, რომელსაც გრძნობ, თუმცა შეიძლება კავშირი არ ჰქონდეს პარტნიორთან. სიყვარულით შეიძლება ახლობელი ადამიანებიც გიყვარდეს-დედა, მამა, ძმა, და...
თუმცა, მიჯნურობა, ეს არის ორ გულსა და სულს შორის სტაბილური კავშირი. მიჯნურობა არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ გრძნობა. მიჯნურობა აღებს ცხოვრების ახალ კარს და გადაყავხარ საოცრებებით სავსე ქვეყანაში. თუმცა იმ კარამდე მისაღწევად მიქაელს და ნანიტას ძალიან ბევრი უკლიათ, თუმცა მიაღწევენ! აუცილებლად მიაღწევენ და იქ სიყვარულის დროშას ააფრიალებენ! მე მჯერა ამის.
-მიქაელ-ხმა გაუწყდა ქალს და მზერა კვლავ მამაკაცზე მიეყნია.
-ნანიტა... ნანიტა-გაიმეორა, თითქოს ეს სახელი ამშვიდებდა და რეალობაში აბრუნებდა-საოცრად გამოიყურებით ნანიტა.
-მადლობა... გმადლობთ მიქაელ-თავადაც თქვენობით მიმართა, თუმცა სულაც ვერ ხედავდა ამის საჭიროებას. მცირედი დუმილის შემდეგ კი ვაჟმა შემდეგი რამ უთხრა:
-გსურთ ჩემი სიმართლე თავს მოგახვიოთ?-იმდენად უცნაურად და მოულოდნელად ჰკითხა ვაჟმა, რომ ნანიტამ ხმა ვერ ამოიღო, მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად-აქ თქვენს ნახვას სრულებითაც არ ველოდი. იცით, სამი წელი ისე გავიდა, რომ არცერთხელ არ მინახიხართ, თუმცა მთავარია ახლა აქ ხართ. იმედია სასიამოვნოდ ისვენებთ.
-დიახ, გმადლობთ, თედო და ნესტანი საოცარი მასპინძლები არიან. რაც მთავარია მათი გაბედნიერების მნახველი მეც ვარ. რაც მთავარია შემდგარი და გასაოცარი წყვილია, ერთმანეთის გამგები და მხარდამჭერი, ასე არ ფიქრობთ მიქაელ?
-დიდად არ ვარ მათი ურთიერთობის მნახველი, ამიტომაც დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, თუმცაღა რაც მე მინახავს, აშკარად დიდი სიყვარული აკავშირებთ.
-ნამდვილად... მგონი აბაზანას ეძებდით, ასე არაა?
-დიახ, თუ იცით სად არის?
-დიახ ვიცი
-მაშ, იქნებ მიმასწავლოთ?
-კეთილი-ნიტამ წინ ჩაუარა მიქაელს და აბაზანის კართან მიუძღვა-აქ არის.
-მადლობა...-აღარ იცოდა რა ეთქვა. ეს დუმილი საშინლად აბნევდა ორივეს. მიქაელი აბაზანაში შევიდა და ხელები გადაიბანა, თან სიტუაციას იაზრებდა. ნანიტა ნახა, თავისი ნანიტა, თუმცა ზედმეტ სიახლოვეს ერიდებოდა. არ იცოდა ქალის გრძნობებზე არაფერი. იქნებ ჰყავდა საყვარელი მამაკაცი. იქნებ დაუკავშირა საკუთარი ცხოვრება ვინმეს? ამდენის უფლებას საკუთარ თავს ვერ მისცემდა. ამიტომაც იყო გაურკვევლობაში.
ანიტაც იმავეს გრძნობდა, თუმცა
ისიც მაქსიმალურად იკავებდა თავს. სამზარეულოში გასული მალევე ჩამოჯდა, რადგანაც იგრძნო ფეხებში ძალის წართმევა. სწორედ იმ წამს შემოაღო კარი ნესტანმა.
-ნიტა? მშვიდობაა?
-კი ნესტან, ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ საშინლად დაბნეული ვარ, თან გაურკვევლობაში მყოფმა აღარ ვიცი, თუ რა ვიფიქრო. სამი წელი მტანჯავდა მიქაელის მონატრება, ახლა შევხვდი და არ ვიცი თუ რა ვთქვა, რა მოვიმოქმედო. იქნებ სხვა უყვარს? ან სხვისი მიჯნურია?. ისე არასდროს არ დამიშვია თავში აზრად, რომ მე არც კი ვუყვარდი. ან რატომ უნდა ეგრძნო ჩემს მიმართ ასეთი საოცარი გრძნობა? ერთმანეთს არც კი ვიცნობთ. თუმცა მთავარი ისაა, რომ უცხოდ და სულელურად არცერთი არ ვიქცევით. ისე გავაგრძელებ ყველაფერს, თითქოს დიდი ხნის უნახავი ნაცნობები ვართ. ვფიქრობ ისიც იმავეს აპირებს. თუმცა ხომ იცი, ჩემი გრძნობები არ შეცვლილა.
-ვიცი ნიტა, თუმცა სასიამოვნოა შენი მხრიდან ის, რომ თავშეკავებული ხარ და მაინც ასე მყარად დგახარ ფეხზე.
-ხომ, წამოდი გავიდეთ მისაღებში, თან დესერტიც გავიტანოთ.
-წამოდი-მართლაც გავიდნენ მისაღებში, სადაც ტორტიც და ნამცხვარიც გაიტანეს. მალევე მათ მიქაელიც შემოუერთდა, თუმცაღა დაბნეულობა სრულიად გამქრალიყო. რამდენიმე საათში ნიშნობის ბეჭედიც გაუკეთა თითზე თედომ ნესტანს, დანარჩენებმა მიულოცეს კიდევ ერთხელ და სტუმრებმა ნელ-ნელა დაშლაც დაიწყეს. მას შემდეგ რაც კახამ და მანანამაც წასვლა გადაწყვიტეს, მიქაელიც წამოიმართა ფეხზე და ყველას მადლობა გადაუხადა სასიამოვნო საღამოსთვის. დიასახლისებს მადლობა გადაუხადა საკვებისთვის, წყვილს კი მიულოცა და დაემშვიდობა. მოსაცმელი მოიცვა და კახა და მანანა კარში გაატარა. მანქანა ცოტა წინ ეყენა, ამიტომაც მანანა და კახა უკან ვერაფერს ვერ ხედავდნენ, მიქაელი კი თედოს ემშვიდობებოდა.
-მადლობა თედო, საკმაოდ სასიამოვნო საღამო იყო.- სწორედ ამის თქმისას გამოვიდა ნიტა სახლიდან, თან მოსაცმელს იცვამდა.
-წავედი მე ნესტან ხომ? ხვალ დილით მოვალ და დაგეხმარები მილაგებაში.
-კარგი ნიტა, მადლობა
-მადლობა შენ, საკმაოდ კარგი საღამო იყო-თქვა და თან მიქაელს გახედა. ვაჟმაც დაასაჩუქრა მზერით და ქალის თვალებს მიეჯაჭვა. სწორედ ამ დროს დაემშვიდობნენ ნესტანი და თედო მათ და სახლში შევიდნენ.
-ღამე მშვიდობისა მიქაელ-საბოლოოდ ნანიტა ალაპარაკდა. მიქაელიც გონს მოეგო და ქალს მიუახლოვდა, შემდეგ კი ხელზე შეეხო. ეს სითამამეც მსუბუქმა ალკოჰოლის რაოდენობამ მიანიჭა, თუმცა არაფერს ნანობდა.
-სხვა ჩემთვის არაფერი გაქვთ სათქმელი ნანიტა?-ისე ჩააშტერდა თვალებში, რომ ქალი გაუნძრევლად დარჩა, თუმცა მაინც უმზერდა კაცის თვალებს, ყველაზე დიდ სილამაზეს სამყაროში.
-რა მაქვს თქვენთვის სათქმელი მიქაელ? ისე იქცევით, რომ ვფიქრობ თქვენ უნდა მითხრათ რაიმე.
-კი, უნდა გითხრათ.
-მაშ მითხარით მიქაელ, გთხოვ მითხარით.
-ჩვენს შორის ღმერთმა გაიარა ნანიტა.-გაუმეორა ის სიტყვები, რომლითაც სამი წლის წინ თავად ნანიტა დაემშვიდობა,ლოყაზე მსუბუქად აკოცა, მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას მოწყდა.
***
მომდევნო ერთი კვირა სრულ ქაოსში გავიდა. ნესტანი და თედო ქორწილის ამბებს არკვევდნენ, აბა ისე როგორ, დაინიშნენ და არც იქორწინონ? ეს მიუღებელია ხალხისთვის. ერთად ცხოვრება ქორწინებამდე ხომ არც განიხილებოდა ნესტანის ოჯახში. არჩილი არ იყო ის კაცი, ყველას რომ თავის ოჯახზე ალაპარაკებდა. ქალიშვილიც ეგონა ასე აღზარდა, თუმცა ერთ დღესაც დანიშნული რომ მიადგა იმედები გაუცრუვდა. ახლა გაიცნო კარგად თედო და დარწმუნდა, რომ აშკარად საუკეთესო სიძე ყავდა მთელს დუნიაზე.
ნესტანი კაბაზე, აქსესუარებზე და დასაპატიჟებელ ხალხზე ფიქრობდა, თუმცა ისიც გააზრდებული ჰქონდა, რომ საქართველოს ყველაზე მთიან კუთხეში მოხვედრა ხალხისთვის იოლი არ იქნებოდა. ვინ გაატარებს ექვს საათს გზაში გამოპრანჭული, რომ მერე ქორწილში მივიდეს მგზავრობით გადაღლილი და ენერგია გაწურული. ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ქორწილი თბილისში გამართონ. სვანეთიდან სტუმრები ვინც მიყავს არჩილს, ყველას მიქაელის სასტუმროში აბინავებენ. მიქაელმა ეს ჩემი საქორწილო საჩუქარი იყოს, იმის გარდა რასაც ქორწილში გაჩუქებთო. მართლაც, ივლისის რვაში ჩავიდნენ დედაქალაქში. ნიტა კვლავ ნესტანთან და თედოსთან ერთად მგზავრობდა, თუმცა კიდევ ერთი მგზავრიც ახლდათ თან-მათე. მათე მიქაელთან ერთად აპირებდა მგზავრობას, თუმცა მიქაელს მოხუცები დაემგზავრნენ. მიქაელთან თავს უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობთო. მართლაც ჩავიდნენ საღამოს დედაქალაქში. ყველა სვანი მიქაელის სასტუმროში დაბინავდა, ნიტა კი კვლავ მშობლიურ სახლს დაუბრუნდა. მიქაელს თვალში რომ არ მოხვდა, გაარკვია თუ სად იყო ნიტას ასავალ-დასავალი და სიმშვიდეს მიეცა. ნესტანის მშობლებს სახლი ჰქონდათ დედაქალაქში, შედეგად ისინი იქ დაბინავდნენ თავის ბიძაშვილრბთან ერთად. მიქაელის სასტუმროს გვიან ღამით თავად მიქაელი, მათე და თედო შეუერთდნენ, მას შემდეგ, რაც ნესტანმა სახლიდან გამოაგდო, უთხრა, საქმრომ პატარძალი ქორწილამდე არ უნდა ნახოსო. ამიტომაც სასტუმროში მათაც კაცური საღამო მოიწყვეს, ცოტა ვისკით და ბევრი ღრმა საუბრით. თედოს მეჯვარე ზუკა სარიძე იყო. ის ზუკა, ნიტას რომ ეტრფოდა და მოსვენებას არ აძლევდა. ნესტანისა კი თავისი სტუდენტობის მეგობარი თეკლა გიორგაძე.
ნესტანს ნიტა უნდოდა მეჯვარედ, თუმცა თავად ნიტამ უთხრა, ვიცი დიდი ხნის წინ გადაწყვიტე თეკლას მეჯვარეობა, ამიტომაც ნუ არევ, მიყევი შენს გეგმებს, მე კი თავად მომინათლე შვილი წლების მერეო.

───

ბიჭებს საკმაოდ საინტერესო საღამო ჰქონდათ მიქაელის სასტუმროში, მიქაელი, თედო და მათე. სამი მუშკეტერი. საუბრობდნენ მოსალოდნელ ქორწილზე და განცდებზე, თუმცა ყველაზე მთავარი სასაუბრო თემა, ეს წრფელი სიყვარული იყო.
-ხომ მართლა გიყვარს ნესტანი თედო?-ჰკითხა მათემ და თედოს გაოცებულ მზერას თვალი გაუსწორა-იცი რატომ გეკითხები? არაერთი ისეთი ამბავი მსმენია, სადაც ან ქალი ან ვაჟი იფიცებოდნენ სიყვარულს, თუმცა ბოლოს ყველაფერს ან ტრაგიკულად, ან განქორწინებით ასრულებდნენ. თუ არ გიყვარს ნესტანი, (თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ გიყვარს), მაშინ ახლავე გაუშვი ის. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გააუბედურებ როგორც საკუთარ თავს, ისე ნესტანს. ქალს, რომელსაც ასე ეტრფი.
-მიყვარს მათე, იცი თან რაოდენ ძლიერად? ყველა გრძნობა მავიწყდება სხვა მისი დანახვისას, გარდა უდიდესი სიყვარულისა. ცა და ქვეყანას მირჩევნია და ამას მთელ მსოფლიოს გავაგებინებ. დავამტკიცებ, რომ არცერთ წამს არ ექნება ნესტანს სანანებლად, ნეტავ თედოს ცოლად არ გავყოლოდიო. ხატზე დამეფიცება ჩემი გრძნობების ჭეშმარიტებაზე.
-გვჯერა შენი ძლიერი გრძნობების შენმა მზემ. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინტერესებს შენგან. ეჭვიანი ხარ თედო? სხვა კაცთან გვერდით დამდგარი ან მოცინარი რომ დაინახო, რას მოიმოქმედებ?
-მიქაელ, ეჭვიანი ვარ, თუმცა ვფიქრობ ზომიერად. მაგ სიტუაციაში მთავარია ის კაცი ვინ იქნება. თუ ის კაციც ეტრფის ჩემს ნესტანს, რა თქმა უნდა მე ნესტანს გვერდით ამოვუდგები და დავანახებ, რომ ამ გოგოს ჰყავს ქმარი, რომლის გვერდითაც დგას.
-ეგ უკვე უსაფუძვლო ეჭვიანობაა თედო. ჭკუის დარიგებას არ ვცდილობ შენმა მზემ, ვცდილობ რეალობა დაგანახო, რომელსაც ან შენთვითონაც კარგად ხედავ, არ არ გინდა რომ დაინახო. ეჭვიანობა ჩემთვის უნდობლობის გამოხატულებაა. ნესტანი არის ის ქალი, რომელიც შენი მხრიდან ეჭვიანობას აიტანს? განა გაუხარდება როცა იეჭვიანებ? ეს ყველაფერი უნდა იცოდე და გაიაზრო, სხვა დანარჩენი კი უკვე შენი საქმეა. თქვენ გექნებათ ოჯახი, თუმცა ნურც კამათს მოერიდებით. ამის გარეშე ალბათ სრული ინდილია ვერც იარსებებდა. ოჯახი, სადაც უსაფუძვლოდ არ კამათობენ, და თუ კამათობენ სწორად და აზრიანად, ყველაზე დიდხანს იდგება ფეხზეო ბებიაჩემი ამბობდა. თავად მასაც ასეთი ოჯახი ჰქონდა, რომელსაც ყველაზე მეტად მისტიროდა და ჰგლოვობდა, თავისი მეუღლისა და შვილის შემდეგ.
გისურვებ, რომ ზუსტად ისეთი ოჯახი გქონდეს, როგორიც ყველაზე ჯანსაღად და საუკეთესოდ მიგაჩნია. გისურვებ, რომ ნესტანი ყველაზე ბედნიერი ქალი გახადო, რითიც შემდეგ თავადაც გაბედნიერდე- დაასრულა მიქაელმა თუ არა, ფეხზე წამოდგა, ვისკის ჭიქა გამოცალა და ბიჭებს მიუტრიალდა- მე მექნება ასეთი ოჯახი ბიჭებო?-კითხვა, რომელმაც ორი ზრდასრული კაცი დაადუმა. თავად მიქაელს კი გრძნობები აუწიოკა. მალევე შევიდა თავის ოთახში და ძილს მიეცა. თუმცა თედოს და მათეს ძილი დიდხანს არ მიკარებიათ. საუბრობდნენ ყველაფერზე, თუმცა მიქაელზე საუბარს მაინც თავს არიდებდნენ. მიქაელთან ყოფნის გარეშე მასზე ვერ ისაუბრებდნენ.
ჭორიკნობა ღუპავს მეგობრობას!.
ამის სწამდათ მათაც და დუმდნენ. თუმცა მხოლოდ მაშინ იჩინეს თავი მათმა ფიქრებმა, როცა სიზმარში მიქაელი ნახეს, თან უბედური-თან ბედნიერი.

───
დილიდან ყველა პატარა დეტალზე ნერვიულობდა ნესტანი, ყველაფერი სურდა იდეალურად ყოფილიყო. სხვა არ ვიცი, მაგრამ ნესტანი ნამდვილად იდეალურად გამოიყურებოდა. თეთრი საქორწილო კაბა ამშვენებდა მის სხვეულს. ყვავილი, თეთრი ტიტების სახით ხელში მოემარჯვებინა და თედოსთან შესახვედრად სრულ მზადყოფნაში იყო. გვერდს მეჯვარე უმშვენებდა. დაბლა სართულზე ყველა შეკრებილიყო, სამეზობლო, სანათესაო, სამეგობრო. ყველა მათი ბედნიერების მოზიარე ხდებოდა. ყველა დაინახავდა მათ უსაზღვრო სიყვარულს ერთმანეთისადმი.
კიბეზე ჩადიოდა ნესტანი, თან გული სიხარულით ჰქონდა სავსე, თუმცა ეჭვებიც ღრღნიდა. ფიქრობდა, ვაი თუ არ ვიყო ისეთი ცოლი, როგორიც მე მსურს რომ ვიყოვო. ხალხის დანასანად კი არ აკეთებდა რაიმეს, თავისთვის ფიქრობდა. თუმცა რა წამსაც მისი და თედოს თვალები ერთურთს შეხვდა, იმ წამს მიხვდა, რომ ხელეწიფება ამ მამაკაცის სიყვარული გულით ატაროს. იმ წამს, ყველაზე ბედნიერი ქალი იყო ნესტანი, როცა თედომ ხელში აიყვანა, დაატრიალა და ყურში ჩასჩურჩულა-ყველა ვარსკვლავზე მეტად ანათებო.
განა მართლა იყო ასეთი გასაოცარი? მთავარია თედოსთვის იყო, დანარჩენი კი მეორე ხარისხოვანია.

წყვილი ჯერ ხელის მოსაწერად წავიდა, შემდეგ ჯვარიც დაიწერეს, საბოლოოდ კი გაემართნენ რესტორნისკენ. რაღა თქმა უნდა, ამ პროცესის დროს ნესტანს გვერდს ანიტა უმშვენებდა. მიქაელი კი თვალს ვერ აშორებდა, თუმცა მაინც მაქსიმალურად ცდილობდა მზერა მოეშორებინა, იქნებ ჩემი მიშტერებით დისკომფორტს ვუქმნიო. განა მართლა ასე იყო. პირიქით, ნიტას გულს უჩქარებდა მიქაელის ყოველი შეხედვა, თუმცა არც ემჩნეოდა და თავსაც იკავებდა ზედმეტი ემოციებისგან. იქნებ ყველაფერი ამ თავშეკავების ბრალიც იყო. რომ არ შეეკავებინა თავი, განა ყველაფერი უკეთესად იქნებოდა? დაე ამ კითხვაზე პასუხი მიქაელმა და ნანიტამ მოძებნონ.

───

-თქვენს ხელს მიბოძებთ ნესტან?-თედო მიუახლოვდა უკვე საყვარელ მეუღლეს, ხელი გაუწოდა რათა საცეკვაოდ წაეყვანა.
-ხელსაც და ფეხსაც, შენი ვარ თედო-უთხრა და ხელი თავადაც ჩაჰკიდა. ყველა გაისუსა, მხოლოდ წყვილს უყურებდა არაერთი წყვილი თვალი. საოცრად ცეკვავდნენ. ყველაზე ჰარმონიულად, შეთანხმებულად, სიყვარულით. მათი ყურება ცაზე ჩიტებს და მიწაზე ჭიანჭველებს არ სწყინსებოდათ. თავადაც ერთმანეთს უმზერდნენ თავლებში და შოსტაკოვიჩის ვალსზე ტანს ჰარმონიულად არხევდნენ. თითქოს ფიზიკის ყველა კანონს ეწინააღმდეგებოდა ეს წყვილი. არც ურთიერთსაწინააღმდეგოდ არ იყვნენ დამუხტულები და ვერც ფანჯრიდან შემომავალი ქარი არღვევდა მათ ჰარმონიას, პირიქით, ორივე დადებითად დამუხტული იყო, თუმცა ერთმანეთს ისე იზიდავდნენ, როგორც არაფერი და ვერაფერი ამ ქვეყნად.
ტანს აცეკვებულს და გულს ამღერებულს, ყველა იქ შეკრებილი ადამიანი უყურებდა. ერთმანეთში ჭორაობასაც კი ვერ ახერხებდნენ ქალბატონები თუ მამაკაცები, რადგან წყვილის სილამაზემ მოძრაობის უნარიც კი ცაართვა ყველას, ყველა დაამუნჯა, გააქვავა. ასეთები იყვნენ, ყველასგან გამორჩეულად ლამაზები.
ასეთი იყო ნესტანი-მაღალი, ოქროსფერი თმით და თაფლისფერი თვალებით. მომნუსხველი და თავდაჯერებული.
ასეთი იყო თედო- მაღალი, წაბლისფერი თმით, და მუქი ყავისფერ-შავი თვალებით.
ერთი შეხედვით ეს ყველა მახასიათებელი შეიძლება ბევრს ჰქონდეს, მაგრამ მხოლოდ ერთი-ორი თუ მოიძებნება მათნაირად გამოკვეთილი პირი-სახით, გასაოცარი სითანაბრით და სიმეტრიულიბით.
ისევ ცეკვავენ, მაგრამ თითქოს თავად კი არა, არამედ სულები ააცეკვეს და შვება თუ ჰარმონია ასე ჰპოვეს.
ნელ-ნელა მუსიკაც მიიწურა, შოსტაკოვიჩსაც მოუნდა დასვენება, ამიტომაც წყვილი კუთვნილი მაგიდისკენ გაემართა. მათი სილამაზე ყველამ შეიგრძნო. ანუ ქორწილმა უკვე კულმინაციას მიაღწია. თუმცა რამდენიმე სიმღერის შემდეგ, რომელიღაც სუფრიდან წამომდგარ ახალგაზრდას სურვილი შეუსრულეს მუსიკოსებმა და კიდევ ერთხელ გააჟღერეს შოსტაკოვიჩის ვალსი რესტორანში. ბიჭი მუსიკის ჰამგების მოსმენის შემდეგ ნიტასკენ გაემართა, რათა ცეკვა შეეთავაზებინა გოგოსთვის, რომლისთვისაც მთელი დღე თვალი არ მოუშორებია. თუმცა ვინმეს ეგონა, რომ მიქაელი ნიტას ამ დაგეშებულ კაცთან აცეკვებდა?
სწორედაც რომ მიქაელმა, მას შემდეგ რაც დაინახა ნიტასკენ მიმავალი ყმაწვილი, ხელი წელზე შემოხვია ქალს, ხელზე ხელი მოჰკიდა და ახლა თავად მოექცნენ საოცრად დიდი ყურადღების ქვეშ. ახლა მათ უმზერდა ყველა, მაგრამ თითქოს ამ წყვილს აკლდა რაღაც, რაც მათ ცეკვას წინა წყვილივით განსაკუთრებულს გახდიდა-სიყვარული. ამ წყვილს ჯერ არ აკავშირებს იმდენად დიდი სიყვარული, რომ ცა და მიწა შეძრან საკუთარ სიყვარულზე სიმღერით. მაგრამ მაინც მიაღწიეს ჰარმონიას, მაინც ააწიოკეს ჰორმონები, მაინც შეძლეს სიყვარულის ცხრა კლიტულიდან რამდენიმეს გაღება, მაინც შეძლეს ხალხის გაოცება და დაშტერება და მაინც შეძლეს სულის აფორიაქება. ცეკვავდნენ და თან მზერას ვერ აშორებდნენ ერთმანეთს. მარტო იყვნენ, მხოლოდ ისინი და არავინ მათ გარდა ამ ქვეყნად. ეს თავად უფრო ეჩვენებოდათ, რადგან რესტორაში ხალხის სიუხვე, საცეკვაო ადგილას კი წყვილები, რომლებიც მათ მსგავსად ტანს არხევდნენ საკმაოდ დიდი რაოდენობით დაიკვეხნიდნენ. თუმცა ყველა გადაჩრდილა ამ წყვილმა, ყველა საკუთარი ნათებით დააბრმავეს, რომელიც მუსიკის დასრულების შემდეგაც არ ჩაქრა, და არც მას შემდეგ, რაც ნიტა რესტორნიდან გავიდა და ნელა დაიწყო სეირნობა თბილისის ჩანბელებულ ქუჩებში. მიქაელი თავისთავად გაჰყვა უკან, ხედავდა ნანიტას სხეულს, წინ მიმავალს, თან რომ ქარი თმას უცეკვებდა, მაგრამ ჯიუტად არ ემორჩილებოდა და ისევ ხელით ყურს უკან იწევდა. თმის გასაწორებლად აწეულ ხელზე რომ შეხება იგრძნო, ყველა უჯრედი დაეძაბა, თუმცა მიქაელმა უკან შემოატრიალა რათა დაერწმუნებინა, რომ უსაფრფხოდ იყო.
-მიქაელ...-ხმა გაუწყდა, ამოისუნთქა მისი ვინაობის გაგებისას-აქ რატომ ხართ?-კითხვა დასვა, რომელიც მიქაელსაც აინტერესებდა.
-თქვენ გამოგყევით.-ასე მარტივად და ლაკონურად უპასუხა და ქალის თვალიერება განაგრძო.
-რატომ გამომყევით? ვფიქრობ დაკარგვის საშიშროება არ არის, დიდი გოგო ვარ უკვე-თქვა და ჩაეცინა თავისივე ნათქვამზე, რომელზეც მიქაელსაც ღიმილი მოჰგვარა და ლოყაზე პატარა ჩაღრმავებაც გამოუჩინა.
-დიდი გოგო ნამდვილად ხართ, თუმცა დაკარგვის საშიშროების არსებობა ნამდვილად დასაჯერებელია. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ როგორ შეცბით და დაიძაბეთ ჩემი მხრიდან ხელის მოკიდებისას, ვფიქრობ შიში არ მოგასვენებთ. ამიტომაც, თუ სახლში წასვლა გაქვთ გადაწყვეტილი, ნება მომეცით მიგაცილოთ და თქვენი უსაფრთხოება ვუზრუნველყო.
-სახლში არ მივდივარ, უბრალოდ გარეთ გასეირნება გადავწყვიტე.
-კეთილი, მაშ, ნება მომეცით კომპანიონობა გაგიწიოთ.
-კარგი. დაე ერთად ვისეირნოთ-მართლაც დაიწყეს ერთად სეირნობა, თან კი ნესტანის და თედოს ქორწილს განიხილავდნენ.
-ჩემთან რატომ იცეკვეთ მიქაელ?-მოულოდნელად ჰკითხა ვაჟს, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ.
-განა ამისთვის მიზეზია საჭირო?-კითხვა შეუბრუნა ვაჟმაც
-ვშიშობ, რომ არის. ისე მოულოდნელად მოხვედით ჩემთან და საცეკვაოდ გამიყვანეთ, რომ გააზრება ვერც კი მოვასწარი, ამიტომაც ვფიქრობ, რომ თქვენს მოულოდნელ აცეკვებას რაღაც მიზეზი აქვს.-მშვიდად დაასრულა ქალმა სათქმელი, თან გაჩერდა და ვაჟს გახედა. თავად ვაჟი უკვე დიდი ხანია რაც მას უმზერდა, მოსწონდა ქალის მშვიდი საუბარი, ამიტომაც ტკბებოდა ასე ძალიან ყოველი ბგერით.
-ნამდვილად აქვს მიზეზი ჩემი მხრიდან ცეკვის სურვილს, თანაც თქვენთან ერთად.
-რატომ არ მეუბნებით მიზეზს?
-მიზეზი თქვენ უკვე კარგად იცით ნანიტა-ამის თქმაზე ნანიტამ გაიოცა, ვერ ხვდებოდა თუ საით მიჰყავდა ვაჟს დიალოგი.
-მე მიზეზი საიდან უნდა ვიცოდე? ვერ ვხვდები რას ამბობთ.
-მიზეზი იცით ნანიტა. მშვენივრად იცით.
-რა არის მიქაელ მიზეზი?
-ჩვენს შორის ხომ ღმერთმა გაიარა ნანიტა-ამის თქმისას რამდენიმე წამს ქალს აკვირდებოდა, რომელსაც მსუბუქმა ღიმილმა გაუპო ბაგე, შემდეგ კი სრულიად მოსალოდნელად, ორივეს სურვილისდა მიხედვით, ორი ბაგე შეერთდა და ასე ეზეიმნენ სამოთხეს სიცოცხლეშივე. ჰარმონიულად ეამბორებოდნენ ერთურთს, ყოველი წამით ტკბებოდნენ. თვალ დახუჭულებიც კი მშვენივრად ხვდებოდნენ, რომ ახლა ყველაზე ლამაზი სანახაობა ხდებოდა მთელ თბილისში.
მტკვრის ნაპირას ორი სიყვარულით გამთბარი გული, ორი ცრემლით დასველებული ღაწვი და ორი ვნება მოცული ტუჩი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ხვდებოდნენ და არცერთ წამს არ ნანობდნენ. სულები ზეიომობდნენ მათ აღმაფრენას, გულები ძგერდნენ ჰარმონიულად და ტვინები ყველა უჯრედს თიშავდნენ, რომელიც ამ კოცნას ეწინააღმდეგებოდა. ასე იყო, თავზე ლამპიონი დაჰნათოდათ, მაგრამ საჭიროება სულაც არ იყო. ეს ორი ყველა სინათლეზე მეტად ანათებდნენ!

───

-სად გაუჩინარდნენ გვრიტები?-თედოს მხარზე აქვს თავი ჩამოდებული ნესტანს, უკნიდან ეკრობა საყვარელ მეუღლეს და თან პრესზე ხელს ატარებს.
-მივცეთ დრო, მალე ყველაფერს გაარკვევენ.
-იმედია, თანაც ბევრი აქვსთ გასარკვევი. რაც მთავარია, ერთმანეთის მიმართ დიდი მიზიდულობას გრძნობენ, ყველაფერი ხომ ამით იწყება.
-რა თქმა უნდა, გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? იმ წამს დავიფიცე, რომ შენ ჩემი ცოლი გახდებოდი.
-მართლა? ანუ 24 წლისა უკვე ჩემზე ოცნებას ატანდი შემოდგომის ქარს?
-მარტო ოცნებას კი არ ვატანდი, თავადაც მივყვებოდი იმ ქარს, რათა იქნებ შენამდე მოვეყვანე.
-მიყვარხარ თედო
-მიყვარხარ ნესტან-დარეჯან.-ვერ იტანდა ნესტანი ასე რომ ეძახდა თედო, ამიტომაც ვითომ ეწყინა და ქვედა ტუჩი გადმოაგდო, რომელზეც შემდეგ თედო ეამბორა და უკვე დაცლილი რესტორნიდან გამოიყვანა, მანქანაში ჩასვა და მათ საერთო სახლში წაიყვანა.

───

-მადლობა სახლში მოყვანისთვის-მსუბუქად გაუღიმა ნანიტამ, რადგან ჯერ კიდევ უხერხულად გრძნობდა თავს, იმ კოცნის შემდეგ.
-ეს ყველაზე ელემენტარულია, რაც შემიძლია თქვენთვის გავაკეთო...
თედო და ნესტანი მალე თაფლობისთვეში წავლენ იტალიაში. ამ დროის განმავლობაში თქვენ სად იქნებით ნანიტა?
-ალბათ თბილისში დავრჩები, ან სამეგრელოში წავალ ჩემი ბავშვობის მეგობართან, ჩემი ნათლული უნდა მოვინახულო-გაახსენდა მირანდას შვილი დემეტრე და სახეზე უდიდესი ღიმილი გამოესახა.
-ნათლულის ყოლა საკმაოდ სასიხარულოა. გატყობთ, რომ ძალიან გიყვართ, მის გახსენებაზე უდიდესი ღიმილი გამოგესახათ.
-უსაყვარლესი ბავშვია, ჭკვიანი და დაკვირვებული. რა წამსაც შეგამჩნევს, რომ მოწყენილი ხარ, იმ წამსვე ყველაფერს აკეთებს რომ გაგამხიარულოს. წინა ზაფხულს ვნახე ბოლოს, არადა ყოველ კვირას მირეკავს და ჩასვლას მთხოვს. ვფიქრობ საკმაოდ კარგი იდეაა ლეწურწუმეში ჩასვლა.
-ლეწურწუმეში? მაგ სოფელში მეგობარი მყავს, გიგა გულუა, დიდი ხანია არ მომინახულებია. თუ გსურთ, რა თქმა უნდა არ გაძალებთ, მაგრამ თუ მოგინდებათ მე წაგიყვანთ, მეც ვნახავ გიგას და თქვენს უსაფრთხოდ ჩაყვანაზეც ვიზრუნებ.
-იცით, არ მესმის, რატომ ფიქრობთ, რომ თქვენთან ერთად მგზავრობა მესურვება? თანაც საკუთარი მანქანითაც მშვენივრად ჩავალ.-ეს აშკარად უხეშად გამოუვიდა, თუმცა ჩათვალა, რომ მიქაელი ზედმეტად ბევრს ელოდა და ითხოვდა.
-იცით, მაპატიეთ, ამდენის უფლება არ უნდა მიმეცა საკუთარი თავისთვის-თქვა და წინ გაიხედა, ქალს მზერა მოაშორა, სწორედ ამ დროს სიცილის ხმა გაიგო და თან მანქანის კარი გაიღო. ნანიტა გადავიდა, მაგრამ მიქაელს მოუბრუნდა და ღიმილით უთხრა.
-ზეგ დილით გამომიარეთ, მანამდე მირას გავაგებინებ, რომ მან და გიგამ ორი სტუმრისთვის ოთახი მოამზადონ. ღამე მშვიდობისა მიქაელ.-დაემშვიდობა და მანქანიდან გადავიდა, შემდეგ კი სახლის კარი გააღო და თვალთახედვიდან გაუჩინარდა. მიქაელს ქალის საქციელზე გაეღიმა, მიხვდა, რომ ეხუმრა, თან იმასაც მიხვდა, რომ გიგას ცოლი მირანდა იყო ნანიტას მეგობარი. შედეგად ორივე იგივე სახლში წასვლას ლამობდნენ. მანქანა დაქოქა და ღიმილით თავისი სახლისკენ გაემართა, რომელიც თბილისშიც ჰქონდა, თან ყველაზე ლამაზ ადგილას.

───

მომდევნო დღეს ნიტა უძილობას ჩანაწერების კეთებით ებრძოდა. დღიურში ბევრ რამეს წერდა საკუთარი ცხოვრებიდან. თუმცა ყველაზე საიმედოდ მალავდა, რადგან ეს საიდუმლოდ ჰქონდა შენახული და ასეც უნდა ყოფილიყო.

ჩანაწერში წერდა:
,,ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ადამიანს, რამდენი საყვარელი და ძვირფასი ადამიანიც ჰყავს, იმდენი სანთელი უნთია გულში, რომელიმე მათგანის გარდაცვალებისას კი ერთი სანთელი სამუდამოდ ქრება, მაგრამ კვალს ტოვებს და გულში იღვენთება. ახლა გავიზარდე, ვისწავლე, განვითარდი, მაგრამ კვლავ ასე მჯერა, რადგან როდესაც საყვარელი ბებია მიწას მივაბარე, ჩემში მყოფი ყველაზე დიდი სანთელი ჩაქრა. ყველაზე ბევრი მოგონება კი გულში დარჩა და პერიოდულად მახსენდება ხოლმე. ხან სიტუაციისდა მიხედვით ვიხსენებ ხოლმე და ბებიის დარიგებები მახსენდება. მახსენდება, რომ ის გაქრა, მაგრამ მისი შეგონებები, იდეები, ცოდნა, დარიგება დარჩა ჩემს გულსა და ცნობიერებაში. მუდამ იქ იქნება და სანამ სუნთქვა შემიძლია, სანამ პირში სული მიდგას მემახსოვრება. ასე ბებიაჩემის კვალი არ გაქრება ამ სამყაროდან. ოდესმე, თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელსაც მოვუყვები ყველაფერს ბებიაჩემზე, პირობას ჩამოვართმევ, რომ ის აუცილებლად გაიხსენოს ხოლმე, რათა მისმა სულმა იცოცხლოს და ყველას გააგებინოს, რომ ამ სამყაროში ისიც არსებობდა. ყველაზე სანუკვარი, ძვირფასი და საყვარელი ადამიანი.
მასზე მშობლებისგანაც არაერთი ამბავი მომისმენია.
მამა ყოველთვის იგონებდა, როგორც მისი ადამიანად ჩამოყალიბების ყველაზე დიდი საწინდარი. მისი ძალა, საყრდენი. დედა ამბობდა, რომ როგორც საკუთარი შვილი ისე მიიღო და ისე ჩაიკრა გულში, როგორც საკუთარ შვილებს იკრავდა ხოლმე. ისე შეიყვარა დედაჩემი, როგორც მამაჩემის ყველაზე დიდი სიყვარული. ეს სიყვარული კი დღესაც ცოცხალია, ის ჩემს გულში ცოცხლობს. მწამს და მჯერა, რომ მათ სიყვარულზე ოდესმე უამრავი ადამიანის წინ ვისაუბრებ, რათა ყველას გავაგებინო, რომ საუკეთესო მშობლებმა გამზარდეს და აღმზარდეს."

ჩანაწერს რომ მორჩა, დღიური უჯრაში შეინახა და მობილური მოიმარჯვა. მირასთან დარეკა.
-მირა, როგორ ხარ? ჩემი უსაყვარლესი ნათლული როგორ არის?
-კარგად ვართ ნიტა, კარგად. დემეტრეც იდეალურადაა, სიარული ისწავლა.
-მართლა? ერთი კვირაა არ დამირეკავს და უკვე რამხელა პროგრესი აქვს. ჩაუკოცნე ლოყები და უთხარი ნიტა ნათლია მალე ჩამოვათქო.
-არ არსებობს, მოდიხარ? როგორ გამახარე.
-მარტო არ მოვდივარ, იცი, იქნებ გიგას კითხო, მიქაელ გელოვანს თუ იცნობს?
-მიქაელს? მიქაელს მეც ვიცნობ, გიგა და მიქაელი სტუდენტობის მეგობრები არიან. შენ საიდან იცნობ?
-გახსოვს, წინა ზაფხულს გიყვებოდი, ერთი ვაჟია, რომელსაც ვეტრფი მეთქი, სვანეთის დღეები რომ მოგიყევი მაშინ ვახსენე.
-ის საოცარი ბიჭი მიქაელია? ახლა გავაფრენ.
-კი მიქაელია, მოკლედ, ისე მოხდა, რომ სამეგრელოში წაყვანა მან შემომთავაზა, მეც მინდა მასთან ერთად დროის გატარება, მერე აღმოჩნდა, რომ ორივე ვიცნობდით თქვენს ოჯახს და ასე გადაწყდა რომ გესტუმროთ. თუ რა თქმა უნდა მიგვიღებთ ორივეს.
-აბა რას ვიზავთ გოგო, ვეტყვი გიგასაც და მიქაელს შენზე კითხავს რაღაცეებს.
-არა რა, არ გინდა. პირიქით, მინდა გთხოვოთ, რომ არაფერი შეიმჩნიოთ.
-კარგი, როგორც შენ გინდა, როდის ჩამოხვალთ?
-ხვალ დილით გამომივლის და შუადღისთვის მანდ ვიქნებით.
-კარგი მაშ, მშვიდობიანი მგზავრობა. ახლა გაგითიშავ, დემეტრეს უნდა ვაჭამო.
-კარგი, ჩამიკოცნე იცოდე.-ღიმილით დაემშვიდობა მეგობარს, თან კი დემეტრეს ფუმფულა ლოყები წარმოიდგინა და ინატრა, ნეტავ მალე ვნახო, რომ ჩავკოცნო კარგად ჩემი დემეო.
შემდეგ წამოდგა და ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო. გრილი და ოდნავ თბილი ტანსაცმელი ჩემოდანში თავისუფლად ჩატია. არც აქსესუარები, სუნამო და პირადი ნივთები არ დავიწყებია. საღამოს კი გასეირნება გადაწყვიტა, თან კი საჩუქრების შეძენა. მართლაც რამდენიმე პარკით გატენილი გამოვიდა სავაჭრო ცენტრიდან, ზოგი მირას და გიგას საჩუქრები იყო. თუმცა უმეტესობას მაინც დემეტრეს საჩუქრები წარმოადგენდა.
ღონემიხდილს არც კი გახსენებია ტანსაცმლის გამოცვლა, ისე მიწვა საწოლზე და სრულ სიბნელეში გზა იპოვა ჰარმონიის მისაღწევად.

───

დილით ადრე გაიღვიძა მიქაელმა. სახლი საკმაოდ დიდი ჰქონდა, თუმცა თავად მხოლოდ სამ ან ოთხ ოთახს იყენებდა. ახლაც ასე იყო, საძინებლიდან გამოსულმა საათს შეხედა და დროის დანახვასთან ერთად, გაიაზრა, რომ ძალიან ადრე გაუღვიძია. თუმცა ეს პრობლემას არც კი წარმოადგენდა. ივარჯიშებდა, ქალაქში გაივლიდა, საჩუქრებს იყიდდა და ამასობაში დროსაც გაიყვანდა. ეს მისი გეგმა იყო. მართლაც დაიწყო გეგმის შესრულება, ივარჯიშა, შხაპი მიიღო , ტანსაცმელიც მოირგო, მოთავსდა ავტომობილში და დაუყვა მაღაზიებს. გიგას ,,ჯეკ დენიელსის" ვისკი უყიდა, მის მეუღლე-მირას საუკეთესო ტკბილეულის არაერთი სახეობა, ბავშვს კი ფაზლები და ჭადრაკი. გადაწყვიტა პატარა დემეტრესთვის ესწავლებინა ჭადრაკი, თამაში, რომელიც ტვინის ყველა უჯრედს ამოქმედებს.
მართლაც დახუნძლული გამოვიდა მაღაზიებიდან, ბოლოს კი სახლში გაიარა, ცოტა ისაუზმა, ჩემოდანიც ჩაიტანა მანქანაში და გაუდგა ნანიტას სახლისკენ გზას.

ნანიტა შუა მზადებაში იმყოფებოდა, თუმცა ჩემოდანიც და საჩუქრებიც სრულიად მზად ჰქონდა. მცირეოდენი სახის მოვლის რუტინა, თმის ჩამოვარცხნა და საყვარელი სუნამოს მისხმა სრულიად ამშვენებდა ქალიშვილს. მზადებას მორჩა თუ არა, ნივთები აიღო და სახლიდან გავიდა. კერხო სახლის წინ მიქაელის მანქანა იდგა, რომელმაც სახლიდან გამოსული ქალიშვილი დაინახა თუ არა, მასთან მივიდა და ჩემოდნები გამოართვა
-მშვიდობიანი დილა ნანიტა.
-თქვენც ასევე მიქაელ- გაუღიმა და მადლობა გადაუხადა ჩემოდნების წაღებისთვის, თავად კი კიდევ ერთხელ შებრუნდა სახლში, სინათლე ჩააქრო, წყალი და დენი გადაკეტა, პატარა ჩანთაც აიღო და სახლის კარის ჩაკეტვის შემდეგ მანქანისკენ გაემართა. ზაფხულის სიცხისდა შესაბამისად კაბა ეცვა, თან საოცრად ლამაზი, პატარა ყვითელი ლიმონებით გაფორმებული, თან კიდეებზე მომწვანო შეფერილობის, თუმცა ძირითადად თეთრი ფერი საკმაოდ სასიამოვნოდ წარმოაჩენდა ამ ნახატებს.
მოიხიბლა მიქაელი. კიდევ ერთხელ მოიხიბლა. კიდევ მრავალჯერ მოიხიბლება, გპირდებით!

───

გზაში უმეტესად ხედებით ტკბებოდა ნანიტა, არ იცოდა თუ რაზე უნდა ესაუბრა ვაჟთან, თუმცა ეს სიჩუმე უხერხულობას სრულიად არ იწვევდა. ასევე იყო მიქაელიც, გზას მშვიდად მიუყვებოდა და პერიოდულად ქალისკენ მზერას გააპარებდა. ქალის გასაოცარ ნაკვთებს სწავლობდა, თუმცა კვლავ უწევდა გზისკენ გახედვა. ისე განვლეს ოთხი საათი, რომ მუსიკის ჰანგების გარდა სხვა ხმა არ ისმოდა. სოფელში შესვლისას ამოიღო მიქაელმა ხმა და ქალიშვილს მოუბრუნდა.
-იცით, დიდი ხანია რაც აქ არ ვყოფილვარ, ამიტომაც, იქნებ მიმასწავლოთ თუ საით წავიდე.
-კი, რა თქმა უნდა, პირველად მეც ლამის დავიკარგე, კიდევ კარგი ვიღაც კაცი შემხვდა და იმან მიმასწავლა გზა.
-კეთილი, მაშ გამიძეხით-მალევე მიაღწიეს გულუების სახლ-კარს. მანქანიდან გადმოვიდნენ თუ არა სახლის კარი გაიღო და დემეტრე წამოვიდა, ნელა, ახალადგმული ნაბიჯებით, მაგრამ მაინც შეძლებისდაგვარად სირბილით მიდიოდა მონატრებული ნათლიისკენ.
-ჩემი დემეტრე- წამოიძახა ნიტამაც გახარებულმა და გულში ჩიკრა მისთვის უძვირფასესი ბავშვი. ეფერებოდა და ლოყებს უკოცნიდა.
-იქნებ დაქალიც გაგახსენდეს აბა-მოჩვენებითი წყრომით მიუგო მირამ და მეგობარს მოეხვია.
-როგორ ხარ მირაჩკა?- ეს სახელი წინა ჩამოსვლაზე შეარქვა, ძალიან აღიზიანებდა მირას, თუმცა ის მიუხედავად პატარა ჩხუბებისა არ წყვეტდა ასე მიმართვას.
-მომშორდი რა... მიქაელ, გამარჯობა, როგორ გიკითხო?-მიქაელიც იქვე იდგა და ნიტას უყურებდა ბავშვთან ერთად, მზერას ვერ აშორებდა წამზე მეტხანს და სულ უფრო მიჯაჭვული ხდებოდა.
-თავად როგორ გიკითხოთ მირანდა? იმედია თავს კარგად გრძნობთ-მივიდა და ხელზე კოცნით მიესალმა.
-კარგად, მადლობა, შევიდეთ შინ, მაინც მოღრუბლული ამინდია და არ გავცივდეთ.
-რა მზრუნველი ხარ მირაჩკა-ხედავდა მიქაელი, ნელ-ნელა ნანიტას ყველა სახეს ხედავდა, მეგობრულსაც, ხუმარასაც, სევდიანსაც, სერიოზულსაც. ერთ იმედს იტოვებდა მხოლოდ, მასშე შეყვარებულ ნანიტას როდის დაინახავდა.(ვფიქრობ არც ისე დიდხანს მოუწევს ლოდინი:)
ბარგიც შეიტანეს და საჩუქრებიც, აივსო სახლი პარკებით, რომელშიც ყველ ოჯახის წევრისთვის იყო საჩუქრები. უდიდესი მადლობის თქმაც არ დავიწყებია დედა-შვილს. მირას დედამთილ-მამამთილიც ჰყავდა, რომლებიც ძალიან უყვარდა და პატივს სცემდა, ისინიც შვილივით ექცეოდნენ. ერთ სახლში ცხოვრება სულაც არ წარმოადგენდა რომელიმე მხრისთვის პრობლემას, რადგანაც იმხელა პატივისცემა მაინც ჰქონდათ პირველ რიგში ერთმანეთის, შემდეგ კი გიგასი, რომ სულელური კამათი არ დაეწყოთ და ზიზიღი არ გასჩენოდათ. უყვარდათ ერთმანეთი და ეს ჯანსაღი ურთიერთობაა, რომელსაც ბევრი შენატრის, მაგრამ არ აქვს.
გიგა შინ არ იყო, ამიტომაც მიქაელიც ეზოში გავიდა, ჰამაკში ჩამოჯდა და ფიქრებს მიეცა. გიგას მეუღლესთან და მის მეგობართან ერთად ერთ სახლში ვერ იქნებოდა, როცა თავად გიგაც კი არ იყო შინ.

ნანიტა იყო მიქაელის ყველაზე დიდი ფიქრის მიზეზი. თავისი ნანიტა. რამდენიმე წუთში ჭიშკარიც გაიღო და გიგამ შემოაბიჯა. ჰამაკში მჯდომი მიქაელის დანახვისას ფართოდ გაიღიმა, ხელი ჩამოართვა და მხარი მხარზე მიადო.
-მიქაელ, ძმაო, როგორ გამახარა შენმა ჩამოსვლამ.
-მეც გამახარა შენმა ხილვამ, შენმა მზემ.
რამდენიმე წუთიანი საუბრის და ამბების გაცვლის შემდეგ შინ შესვლა გადაწყვიტეს.
სახლის კარის გაღებისას, როგორც კი გიგა დაინახეს, დედა-შვილი ორივე მისკენ გაიქცნენ და გულში ჩაეკვრნენ საყვარელ კაცს. ასე სწამდათ სიყვარული. ტკბილი ჩახუტებით რომ იწყებოდა, და ისეთი გაგრძელება ჰქონდა, ვერავინ ვერ მიხვდებოდა. ბევრი ტკივილი გადაიტანეს, მაგრამ იმედი არ დაუკარგავთ, ახლა კი საყვარელი და სიყვარულით სავსე ოჯახი აქვთ, ზუსტად ისეთი, როგორსაც მიზნად ისახავდნენ.
-ნიტა, როგორ ხარ? ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ლამაზდები.
-გიგუცი, მადლობელი.
-ნიტუკა, იქნებ მორჩე ამ გიგუცის დაძახებას?
-მე ხომ იცი ვერ ვიტან კნინებით სახელებს, შენ კი ნასვამმა თქვი რაც გინდა ის დამიძახეო, ჩემი ცოლიც მეძახის მოფერებით სახელებსო, ასე არ იყო?
-მოკლედ რა, არ უნდა დალიო კაცმა- მიქაელ შეხედა და გაუცინა, მერე შვილი ხელში აიყვანა და მისაღებში გავიდნენ კაცები სასაუბროდ.
სამზარეულოში ყავის მოდუღებას შეუდგა მირა, თან ჩუმად დაიწყო ჩურჩული
-მიქაელი როგორ გიყურებდა... აშკარად გაღმერთებს.
-ღმერთად ყოფნას ვერ დავიბრალებ, შედეგად ვერც დაგეთანხმები, მაგრამ მის გვერდით სხვანაირად ვარ, თითქოს ჩემი გული მის გულისცემას ერწყმის და ვმშვიდდები.
-ანუ არის ის ნაპერწკალი, რომელიც დიდ სიყვარულს წარმოქმნის.
-იქნებ არც არის. არაფერი ვიცი, დაბნეული ვარ, მე პირველმა გადავდგი ნაბიჯი სამი წლის წინ და სრულიად უცნობ მამაკაცს სიყვარული ავუხსენი. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაშინაც ვიცოდი, რომ სადღაც, გულის სიღრმეში ვცრუობდი. მე თვითონ ისეთი სიყვარულის მაგალითზე გავიზარდე, რომ ჩემი და მიქაელის პატარა დიალოგები აშკარად არ იყო ჭეშმარიტი სიყვარული. გრძნობა არ გამნელებია, პირიქით, ამ ზაფხულს გამიმძაფრდა კიდეც, მაგრამ არ მგონია რომ ეს სიყვარული იყო, ყოველ შემთხვევაში დღევანდელი გადმოსახედით ასეა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
-ვგიჟდები შენს რეალისტობაზე. ყოველთვის ამბობ დასკვნებს, და არა მოლოდინებს. ეს თვისება არ დაკარგო.
-მე ეზოში გავალ- გაუღიმა და კარი გამოაღო. მართლაც გავიდა ეზოში და ჰამაკში ჩამოჯდა. ჰამაკის წინ მაგიდა იდგა, პატარა სკამებით, სადაც წინა ზაფხულსაც იკრიბებოდნენ საღამოობით და გვიანობამდე საუბრობდნენ. სურს, რომ ეს ზაფხულიც დასამახსოვრებელი იყოს მისთვის. თვალ დახუჭულს მიქაელის ხმა რომ მოესმა, მხოლოდ მაშინ დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს.
-ვისაუბროთ?
-რაზე ვისაუბროთ?
-ჩვენზე.
-ასეთი რამ არსებობს კი?
-ჩემთვის არსებობს, მგონია რომ შენთვისაც, უბრალოდ ჯერ ვერ ხვდები.
-ანუ მე მიუხვედრელი ვარ?
-ეს არ მიგულისხმია.
-კეთილი, ვისაუბროთ.- ეს უთხრა თუ არა, მიქაელმა სკამზე დაიკავა ადგილი, ზუსტად ნანიტას წინ.
-ნანიტა, ჩემთვის ბევრად მეტი ხარ, ვიდრე ჩემი მეგობრების-თედოს ან გიგას მეუღლეების დაქალი, ჩემთვის შენ იმაზე მეტი ხარ, ვიდრე შენ თვითონ ხარ საკუთარი თავისთვის. შენ, ჩემი ნანიტა ხარ. მეფიქრება, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, მე რომ შენ არ გამეშვი, თუმცა როგორც კი ამაზე ვფიქრობ, განადგურებული, შვილების მოვლისგან დაღლილი, ხელებ გამომშრალი და ნაადრევად ჭაღარა შერეული ქალი მიდგება თვალწინ. მე შენ მიყვარხარ ნანიტა, მართლა მიყვარხარ. მიყვარხარ კიდეც, გაღმერთებ კიდეც. ჩემი ჰაერი ხარ უჰაერობისას, წყალი კი წყურვილისას. ის მზის ამოსვლა ხარ, შიგნეულობის ყველაზე ბნელ წერტილსაც კი რომ მითბობს და მინათებს. მიუხედავად ასეთი სიყვარულისა, შენ განადგურებას ვერ გადავიტანდი გესმის? მე თუ ფერებს გამოგაცლიდი, მე თუ რაც გიყვარს იმას გადაგაყვარებდი, იმ წამს მოვუღებდი ბოლოს ჩემს სიცოცხლეს. მინდა ანათო, შენმა სინათლემ კი ჩემი სიბნელეც გაანათოს. მინდა მერე ორივემ ვანათოდ, მაგრამ არა ერთმანეთის ხარჯზე, არამედ ერთმანეთისთვის. მინდა იყო ქალი, რომელსაც ჩემი გაგება შეეძლება. შენ არ ხარ ჩემი მეგობარი, არც კი მიცნობ, მაგრამ სრულიად უცნობს ხელი გამომიწოდე და სიყვარულს დამპირდი, ისეთს, რომელიც ორივეს გვეყოფოდა. მაგრამ მხოლოდ შენი სიყვარული არ იყო საკმარისი. ახლა მე მიყვარხარ ნანიტა, მაგრამ შენ, არა. იმიტომ, რომ არც მაშინ გიყვარდი, უბრალოდ გეგონა, რომ რასაც გრძნობდი ეს სიყვარული იყო. ჩვენ სიყვარულამდე ბევრი გვაკლია, თუმცა მე მიყვარხარ ისეთი სიყვარულით როგორითაც შემიძლია მიყვარდე. ყოველ დღე კი ჩემი სიყვარულის შესაძლებლობა სულ უფრო იზრდება და განკითხვის დღეს, მაშინ როცა ცათა სასუფეველს დავიმკვიდრებ, ალბათ ჩემი შენდამი სიყვარული მთელს მსოფლიოს ეყოფა.
-მე არ მინდა შენი სიყვარული რომ მსოფლიოს გაუყო, მხოლოდ ჩემი იყოს და ესეც საკმარისი იქნება.
-მაშ, დავიწყოთ ახლიდან ნანიტა, ახალი ფურცლიდან, ახალი გულით და ემოციებით. გავუზიაროთ ერთმანეთს ფიქრები და აზრები, გავეცნოთ ერთმანეთის და დავიწყოთ ჯანსაღი ურთიერთობა.
დავიწყოთ წერა, ჩვენი ბედისწერისა.
***

გრძელდება ზაფხულის არდადეგები წყვილისთვის. თუმცა სამეგრელოში გატარებული ერთი კვირის შემდეგ, გადაწყვიტეს წასულიყვნენ და ამჯერად თბილისში ეპოვათ შვება. სასუბრო ბევრი ჰქონდათ, თუმცა თითქოს თავსაც არიდებდნენ. საბოლოოდ მოიტოვეს უკან ცხელი დასავლეთი და მიაკითხეს თითქოს დაცარიელებულ, მაგრამ მაინც გადატვირთულ თბილისს. მიქაელის სახლისკენ გაემართნენ. მიქაელმა მიიპატიჟა, სასაუბრო გვაქვსო. მართლაც წაყვა ნანიტა, ყველგან გაყვებოდა, დაუფიქრებლად. ბარგი მიქაელმა გადაიტანა, სანაცვლოდ ნანიტას მანქანის დაკეტვა სთხოვა. გაემართნენ მიქაელის სახლისკენ, ოდნავ შემაღლებულ ადგილას რომ იდგა და თბილისს გადაყურებდა. შინ შესვლისას სინათლეც აანთეს და ნანიტამ დაიწყო სახლის თვალიერება. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ვაჟს არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა. სახლი სრულად მიქაელს დაეპროექტებინა. ამაშიც ჰქონია ნიჭი ვაჟს, საკუთარ კერას თავად იშენებდა.
-აქაც ულამაზესი სახლი გქონია, თუმცა სვანეთს მინც ვერ შეედრება.
-სრულებით გეთანხმები-უთხრა და ხელზე აკოცა.-ცოტა ღვინო და ბევრი ემოცია?-შესთავაზა ვაჟ-კაცმა ღვინის დალევა და ჭიქა დაიჭირა ხელში.
-კარგად ჟღერს-ჩაიცინა ნანიტამ და მიქაელის ღიმილით დაიმსახურა.
-ჩვენი პირველი შეხვედრა მიდგება თვალწინს. შენს ულამაზეს მწვანე თვალებს რომ შევისწავლიდი ჩემი ფერადებით და მათში უსასრულობას ვხედავდი. მომწონს შენი თვალების ყურება, გრძნობებს მიღვიძებს, თან გულში ჩნდება ისეთი გრძნობები, როგორიც აქამდე არ გამჩენია. შენ ჩემში ყველაფერ კარგს აღვიძებ ნანიტა, ასეთი სრულყოფილება განა შესაძლებელია?
-სრულყოფილი მე ვერასდროს ვერ ვიქნები მიქაელ
-მთავარია შენი თავისთვის იყო სრულყოფილი, სხვები მეორეხარისხოვანია.
-შენც მეორეხარისხოვანი ხარ?
-ვისთვის როგორ.
-განა შენი მშობლებისთვის იყავი მეორეხარისხოვანი?
-მშობლები, თითქოს გამგები, მაგრამ თან ნაკლებად გამგები ადამიანები არიან. მშობლები ძალიან პატარამ დავკარგე ნანიტა, დედა ჩემი გაჩენიდან ორ დღეში გარდაიცვალა, ვერ გაუძლო მშობიარობას, თუმცა მე უფროსი ძმაც მყავდა, ორი წლის იყო, როცა მე გავჩნდი, ის უდედობამ დააუძლურა, არაფერს ჭამდა და სვამდა, ჩემი გაჩენიდან ერთ კვირაში მანაც სული დალია და მამაჩემს თმაზე ჭაღარა, გულში კი დიდი ტკივილი დაუტოვა. ამდენი უბედურება მამამაც ვერ აიტანა, ყველაფერი ჩემზე გააფორმა და სიკვდილს დაელოდა. არც სიკვდილს უცდია მისთვის დიდხანს, სიმსივნე დაემართა და შედეგად გარდაიცვალა. მკურნალობა ვერ მოხერხდა, ურთულესი სტადია ჰქონდა, თუმცა არც ითხოვდა მკურნალობას, მისთვის მთავარი იყო საკუთარი მეუღლე მალე ენახა. მე კი თვეებისა ბებიის ხელში აღმოვჩნდი. ფაქტიურად მეორე შვილი აღზარდა ჩემი სახით მარგომ. მეორე ბიჭი დააკაცა. ასე რომ, მაინც ვფიქრობ, პირველხარისხოვანი მხოლოდ მარგოსთვის ვიყავი. ამდენ ტანჯვა გამოვლილი კიდევ ერთხელ ვეზიარე სიკვდილს, ამჯერად მარგომ მომიკლა გული. ამდენი უბედურების მნახველი ჩემს თავს ვეკითხები ხოლმე, ფეხზე როგორღა ვდგავარ მეთქი. მაგრამ მე მაქვს მიზეზი სიცოცხლის, პირველი ის, რომ ხალხის სიყვარული დავიმსახურე, მათი დახმარება ჩემი ბედნიერებაა. მეორე ის, რომ მეგობრები შევიძინე მათეს და თედოს სახით. მესამე მიზეზი კი შენი სიყვარულის მოპოვებაა. ხატზე დავიფიცე იმ დღეს, შენ როცა სახლში მომადექი, რომ ჩემი ცოლი გახდებოდი, ასე რომ, ამ მიზნის მისაღწევად არაფერს დავიშურებ.
-ვწუხვარ შენი ოჯახის გამო და მადლობა, რომ მომიყევი-გაუღიმა და მსუბუქად შეეხო მხარზე. მერე თითქოს გაიაზრა ბოლოს რაც უთხრა და გაკვირვებულმა
შეხედა-მაშ, ცოლად შერთვა გადაგიწყვეტია ჩემი, ასეა?
-ასეა, ოღონდ ჯერ ჭეშმარიტ სიყვარულს უნდა ვეზიაროთ.
-როგორ?
-მთავარია შენ გულის კარი გააღო, დანარჩენს კი გზა და გზა მოვიფიქრებთ.
-ჩემი გულის კარი დიდი ხანია ღიაა, მიქაელ-ჩაილაპარაკა, ღვინო მოსვა და ვაჟს თვალი გაუსწორა, მიქაელმაც დააჯილდოვა მზერით, შემდეგ მიუახლოვდა და ყურთან აკოცა
-მაშ ყველაფერი კარაგად იქნება, ნანიტა-ყურში ჩასჩურჩულა და ღვინის მირთმევა განაგრძო.

───

ზაფხულის შუა რიცხვები, სიცხე თბილისში და ორი გული, რომელსაც თითქოს ყველგან ჰქონდათ წასასვლელი, მაგრამ არსად მიესვლებოდათ. ჰარმონიას აღწევდნენ ერთმანეთთან საუბრით, ბავშვობის ისტორიების გაზიარებით. დაუახლოვდნენ ერთმანეთს, თუმცა მაინც აკლდათ რაღაც-მეგობრები. მათ გარეშე რთული იყო ცხოვრება. თედო და ნესტანი საქორწინო მოგზაურობაში იყვნენ, დალაშქრეს ევროპის არერთი ქვეყანა და კვლავ განაგრძობდნენ მოგზაურობას. ივლისის ბოლომდე ჩამოსვლა მათ გეგმებში არ შედიოდა. მირანდა და გიგა მოიტოვეს დასავლეთში. თუმცა რჩებოდა ერთი ადამიანი, ვინც მათ მეგობრად და მიქაელისთვის გულის თუ სულის მესაიდუმლედ ითვლებოდა-მათე. მათეს მძიმე დღეები დაუდგა, გაურკვევლობაში მყოფს მიქაელი სჭირდებოდა მხოლოდ, გულის გადასაშლელად და აზრის საკითხავად. მიქაელმაც თითქოს იგრძნო მეგობრის გაჭირვება და ნანიტას შესთავაზა სვანეთში დაბრუნება. ყველგან გაყვებოდა ნანიტა, ქვეყნის თუ სამყაროს დასალიერშიც კი, ამიტომ ბევრი არც უფიქრია, თავი მოუკრა ჩემოდანს და გაეშურნენ სვანეთისკენ. გზაში ამჯერად საუბრობდნენ, თუმცა ნანიტამ ძილის შეგრძნებას ვეღარ აჯობა და სავარძელზე, მინაზე თავმიდებულს ჩაეძინა. მიქაელმაც მანქანა გზიდან გადაიყვანა, გოგონას მხარეს მოუარა კარს და ქალიშვილის მეტი კომფორტისთვის, სავარძელი ბოლომდე უკან გადაწია, თან თავისი მოსაცმელი მიაფარა.

საღამოხანს მიადგნენ ადიშს, მიქაელის სახლს. ვაჟს არ გასჭირვებია ქალის ხელში აყვანა და თავის სახლში შეყვანა. სტუმრის ოთახში დააწვინა საწოლზე და თავად ბარგის მოსატანად გავიდა. ნანიტა მასთან დარჩებოდა! ამას აქამდე არც გაივლებდა აზრად, თუმცა მათი მდგომარეობა აძლევდა იმის საფუძველს, რომ თავი მის პარტნიორად წარმოესახა. სადილიც გაამზადა, წერილიც დატოვა იქვე, თეფშზე ამოღებულ საკვებთან, სადაც ატყობინებდა, რომ მათეს სანახავად მიდიოდა და შეიძლებოდა ცოტა დაეგვიანა, მოიცვა მოსაცმელი და ჯერ მარკოზს შუარა, აჭამა, მოეფერა, შემდეგ კი მანქანით თავისი მეგობრისა და ძმისკენ გაემართა, რომელიც შველას ითხოვდა. მათე საშინელ მდგომარეობაში დაუხვდა, გამოუძინებელი, უჭმელი, მოსაწესრიგებელი,
განადგურებული,
არეულ-დარეული.
-მიქაელ, ძმაო, როგორ მჭირდებოდა ახლა შენი ნახვა, როდის ჩამოხვედი?
-ახლახანს, ჩამოვედი თუ არა შენსკენ გამოვეშურე. რაღაც ძალამ შემატყობინა, რომ ჩემი გვერდში ყოფნა გჭირდებოდა.
-ეგ რაღაც ძალა მეგობრობაა მიქაელ. მიჭირს, გავნადგურდი, ცა და ქვეყანა ჩამომექცა თავზე. დედა მიკვდება მიქაელ, ჩემს ხელებში ქრება. სულს ლევს და მე ვერ ვეხმარები. ყველანაირი მედიცინა უძლურია მიქაელ. ნელ-ნელა უფერულდება, სიცოცხლეს კარგავს და მიკვდება სანუკვარი დედა, ჩემი საყვარელი ქალბატონი მტოვებს, მიქაელ. სუნთქვა უჭირს, კიბოს ვერ ამარცხებს. ვერ გავუფრთხილდი მიქაელ, ვერ მოვუარე. ყოველ ექვს თვეში გამოკვლევებზე ჩამყავდა თბილის-ქალაქში. ახლაც ჩავიყვანე, მაგრამ კიბო აღმოაჩნდა, ცუდად იყო და არ ამბობდა! არ ამბობდა გესმის?! ხვდებოდა რომ ილეოდა თვალსა და ხელს შუა, ის კი არც იმჩნევდა და არც მე მაგებინებდა. ორი-სამი თვე იცოცხლებსო ექიმმა. მამაჩემი, ვაჟა ცალკე ცუდადაა, ნანული როგორ მტოვებ მარტოს, არ გებრალებიო? მე მითხრა, შენი ცოლის და შვილების ნახვა მინდოდა ცხოვრებაში, თორემ სხვა ყველაფერი ვნახე-შენი კარგი სამეგობრო, ადამიანად ჩამოყალიბება და კაცად ყოფნაცო. ვერ ვუსრულებ სურვილებს მიქაელ, ვერც სურვილებს და ვერც ნატვრებს. ბავშვობაში შევპირდი, ისეთ ბაღს გაჩუქებ, სადაც ყველა ყვავილი იხარებს, რომელიც შენ გიყვარს, შენ კი მათ მორწყავ და მოუვლი მეთქი. ისეთი ბედნიერი იყო, შვიდი წლის მათეს დაპირებით, თითქოს მისთვის მთელი ქვეყანა მეჩუქნოს და ფეხქვეშ დამეგოს. მაშინ ვკითხე, ასე რამ გაგახარა მეთქი, მიპასუხა, ვხვდები, რომ კაცად გზრდი და სამაგალითო მეუღლე იქნებიო, კარგი შვილი კი უკვე ხარო. არ ვარ არადა კარგი შვილი მიქაელ, რამდენჯერ მინერვიულებია, ხმისთვის ამეწია, მისი თხოვნა იშვიათად, მაგრამ მაინც არ შემისრულებია. შვილად ვერ ვივარგე მიქაელ. ვერც მის მკურნალად ვარგივარ. ფუჭია ჩემი ცხოვრება დედაჩემის გარეშე, მისი დარიგებების გარეშე. ვერც მას ვშველი და ვერც მამას, რომელიც მალე თვითმკვლელობამდე მივა, ისეთ მდგომარეობაშია. რა ვიღონო? რა მოვიმოქმედო? აღარ შემიძლია ძმაო, უმოქმედობა ცალკე მე მკლავს და მანადგურებს.-ცუდად მყოფი, ტირილით განაგრძობდა საუბარს, თან კი მეგობარს შველას სთხოვდა. ცუდად იყო მიქაელიც, მეგობრისა და ნანულის გამო, მაგრამ არ იცოდა რა ექნა, უსმენდა და თავადაც ცრემლებად იღვრებოდა.
მირქმულ მდგომარეობაში მყოფს ამშვიდებდა, თუმცა დასაიმედებელს ვერაფერს ეუბნებოდა. ნანულის დღეები დათვლილი იყო. ბოლოს თავში იდეამ გაუელვა, მეგობარსაც შეხედა და მიუგო.
-მათე, ვიცი შენი გაჭირვება რაოდენ დიდია, ვიცი რამდენად გიჭირს და ცუდად ხარ. მაგრამ იქნებ გოდებას, ნანულის ყოველი წამი ბადნიერად ვაქციოთ. ვაჩუქოთ ყვავილების ბაღი, მთელის საქართველოდან მოვიტანოთ ყვავილები და დავურგოთ, მორწყას და მოუაროს. გული გაინიავოს, სიმშვიდეს ეზიაროს.არ დაანახო რომ ცუდად ხარ, თორემ თავადაც უფრო ცუდად იგრძნობს თავს. მე მივხედავ ყველაფერს, თქვენს სახლთან რომაა პატარა მინდორი, ის ჩემია და შენზე გადმოვაფორმოთ, ყვავილებს მთელი საქართველოდან მოვიტან, თედოსაც ვთხოვოთ, ერთ კვირაში ჩამოვა და ჩამოიტანს. სხვა ნაცნობებსაც, ყველას ვეტყვი და არავინ მეტყვის უარს. ედემის ბაღი და სემირამიდას დაკიდული ბაღები მოვუწყოთ ნანულის, ოღონდ იმას ნანულის დაკიდული ბაღები დავარქვათ-ამაზე მათესაც ჩაეცინა, თან მიხვდა, რომ აშკარად სწორი მეგობრები ჰყავდა, რომლებიც ფეხზე მყარად დააყენებდნენ.
-მადლიერი ვარ მიქაელ, გავაკეთოთ ასე, თუმცა მიწის გადმოფორმება არაა საჭირო, მეც მაქვს სახლის მეორე მხარეს ადგილი, სადაც შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, არ მინდა ვალად დაგედოს ეს ამბავი.
-არავითრ შემთხვევაში. ამ მიწაზე ,,ნანულის დაკიდული ბაღები" იქნება, ამას კი წყალი არ გაუვა. მე წავალ, მიწის გადმოფორმების საკითხს მოვაგვარებ და საბუთებს მოგიტან, მერე ნანულისაც ვნახავ, ხვალ კი ისევ გავემგზავრები და რამდენიმე დღეში შევაგროვებ ყველა ყვავილს, რაც კი ხარობს მთელს საქართველოში.
მართლაც, მალევე წავიდა შინ. ნანიტას ჯერ ისევ ეძინა, ამიტომაც თვითონ წავიდა საბუთების ამბებზე. გადაფორმება დიდხანს არ გაჭინაურდებოდა, რამდენიმე დღეში ყველაფერი მათეს საკუთრებად იქცეოდა. თავად მიქაელიც სავსე იყო მძიმე შეგრძნებით, განადგურდა ნანულის მდგომარეობით და ძილის წინ სინანულისგან გამოწვეული წუხილის მსგავსად, საოცარ დაძაბულობას და ტკივილს გრძნობდა მთელ სხეულში.

სახლში მისულს ნანიტა გაღვიძებული დაუხვდა, სადილობდა და წიგნს კითხულობდა, ცალ ფეხ სკამზე აკეცილი. მიქაელის მისვლისას თავი ამოწია და გაუღიმა ისე, როგორც მხოლოდ მას უღიმოდა ხოლმე.
-მადლობა საკვებისთვის. როგორაა მათე?
-ცუდად. მათეს დედა, ნანული, მძიმე სენს ებრძვის, თუმცა ვერ უმკვალდება. ხვალ უნდა წავიდე. ისევ მომიწევს აქედან წასვლა. საქართველოს ყველა კუთხე უნდა მოვიარო და რაც კი ყვავილი იქნება, აქ უნდა ჩამოვიტანო. ნანულის სურვილი ყოფილა, რომ უამრავი სახეობის ყვავილი ჰქონოდა თავის ბაღში, მათეს კი სურს ეს სურვილი აუსრულოს. მეც მაქსიმალურად უნდა დავეხმარო. კახეთში მყავს ნაცნობები, მე იქ წავალ და ყველაფერს მოვიტან. პლიურს თედო ჩამოიტანს, სხვა კუთხეებშიც მოვნახავ რამეს და გზებს იქიდან მცენარეულობის ჩამოტანისა. უცხოეთიდანაც გამოვაგზავნინებ ნაცნობებს და შევქმნით ,,ნანულის დაკიდულ ბაღებს"
-საოცარია. მართლა, პირდაპირ სამოთხეა დედამიწაზე. მეც რომ დაგახმაროთ შეიძლება?
-იცი, არ მინდა გადაიტვირთო, მე მივხედავ ყველაფერს, მაგრამ თუ დიდია სურვილი წინ ვერ აღგიდგები.
-არა, აუცილებლად უნდა დაგეხმაროთ. მირას გავუვლი, გამოვართმევ იმ თავის უიშვიათეს ყვავილებს, მერე აჭარაში ჩავალ და იქაც მოვნახავ რაიმეს.
-მაშ ერთად წავიდეთ, კახეთში გამომყევი, ჯერ იქ ვნახოთ ყველაფერი, მერე შენ მირასთან დაგტოვებ, მე მოვნახავ რამდენიმე საათში ბათუმშიც რაღაცეებს და იმ დღესვე დავბრუნდეთ სვანეთში. სხვა კუთხეებიდან გამომიგზავნიან და პირდაპირ აქ მომიტანენ. ვახარებთ ერთ თვეში და ნანულისაც შევუქმნით, როგორც შენ ახსენე, სამოთხეს დედამიწაზე.
-კარგი, ხვალვე წავიდეთ კარგი?
-კარგი, წავიდეთ. ახლა ცოტას წამოვწვები კარგი? ძალიან დავიღალე.
-კარგი, დაისვენე, არ ინერვიულო, ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ მაინც იქნება კარგად.
-იმედია-უთხრა, შუბლზე აკოცა და საძინებლისკენ გაემართა.

───

მირას გაუკვირდა მათი ნახვა, ჯერ ახლა არ გაგისტუმრეთო? მაგრამ მაინც ძალიან გაუხარდა და სიხარულით მიიღო. მისგანაც ამოიღეს ყვავილები, უკვე ნახარები, რომლებიც მალე სვანეთს დაამშვენებდნენ. ამასობაში მიქაელი გაემართა ბათუმისკენ, გოგონებს კი სასაუბრო თემა მიეცათ.
-აბაა... მითხარი, გიყვარს ხომ?
-იცი, შეუძლებელია არ გიყვარდეს, საუკეთესო კაცია იმათ შორის, ვისაც კი შევხვედრილვარ. ყველაზე სამართლიანი, გაწონასწორებული და მოსიყვარულე. იმდენად დავახლოვდით ამ რამდენიმე კვირაში, რომ შეგრძნება მაქვს, შემიძლია ყველაფერი მოვუყვე, ისე, რომ ხელს არ მკრავს და მეორე პლანზე არ გადამწევს. საოცარია თავიდან ბოლომდე. მასთან ერთად გატარებული არცერთი წუთი არაა ფუჭი. საოცარი ადამიანია და ამ საოცრებით სამყაროსაც აოცებს.
-შენ ყველაფერზე მიპასუხე, გარდა იმ ერთი კითხვისა, რომელიც მეც და შენც გვაინტერესებს. დაფიქრდი ნიტა, კარგად დაფიქრდი და იპოვე პასუხი ამ კითხვაზე იქამდე, სანამ თავად მოგთხოვს პასუხის პოვნას.
-განა ეს ადვილია მირა?
-სწორედ ეს სირთულეები სძენს სიყვარულს იმ ჯადოსნურობას, რაზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა, ლაპარაკობს და ილაპარაკებს. აალაპარაკე თქვენი სიყვარულით მთელი მსოფლიო!
-კარგი მირა, მადლობა.-მართლაც ჩავარდა საგონებელში და ჰამაკში მყოფსა და თვალ დახუჭულს ერთადერთი საფიქრებელი ჰქონდა-მიქაელ გელოვანი.

ამასობაში მიქაელმაც ჩააღწია ბათუმამდე, მონახა ყველა ის ეგზოტიკური ყვავილი თუ მცენარე, რაც სვანეთის ცივ კლიმატს გაუძლებდა და დაუფიქრებლად შეიძინა. მალევე შეიარა თავის სასტუმროში და გადაამოწმა ყველაფერი. შემდეგ კი ჩაჯდა თავის მანქანაში და გაემართა კვლავ ლეწურწუმისკენ. დილის ექვსი საათი იყო ამასობაში. მთელი დღე მოანდომეს ყვავილების შეგროვებას. მიქაელი კი რობოტივით იყო, დაღლილობას არ იმჩნევდა და მაინც ჯიუტად არ წყვეტდა თავლების გახელას. ლეწურწუმეში ჩასულს ნანიტა ჩაძინებული დახვდა, ჰამაკში ტკბილად ეძინა და ხან სახეზე დამჯდარ ბუზს იგერიებდა. მიქაელმა ერთი ხელით უპრობლემოდ აიტაცა ხელში და მანქანაში მოათავსა, სავარძელი გადაუწია უკან და სახიდან თმა ნელი და თბილი შეხებით გადაუყარა. ღვედიც მოარგო და კონდიციონერიც ჩაურთო მის მხარეს, ოღონდ მსუბუქად, გოგოს ტემპერატურაზეც ზრუნავდა. ამ ყველაფერს მირა თვალს ადევნებდა და ხვდებოდა, რომ რასაც ნიტა ამბობდა მიქაელზე, სრულიად სიმართლე იყო. არც ერთი წვეთი გაზვიადებისა.
მირას გამოართვა ყვავილები მიქაელმა და მადლობა გადაუხადა. საბარგული სავსე იყო კახეთიდან, ბათუმიდან და ჩხოროწყუდან წაღებული ყვავილებით.
დაძრა მანქანა და რამდენიმე საათში ჩააღწია სვანეთში. ნიტას, აშკარად ფიქრისგან თავ ატკიებულს დიდხანს ეძინა უშფოთველად და მხოლოდ ადიშში ჩასვლისას გამოფხიზლდა. მიქაელმა როცა სახლისკენ გადაუხვია, უმალვე ჭყიტა თვალები გოგომ და გაიზმორა.
-შენს მანქანაში საუკეთესოდ მძინავს.
-კარგია, მაშ სულ ამ მანქანით ვიაროთ ხოლმე-ხელზე აკოცა და კარი გაუღო.
-სრულებით თანახმა ვარ, რომც მეზარებოდეს სადმე წასვლა, შენი გულისთვის მაინც წამოვალ.
+ჩემი გულისთვის? პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ნანიტა, შემდეგ კი ყველა დანარჩენისთვის... ანუ ჩემი გულისთვის კიდევ აპირებ ჩემთან ერთად მგზავრობას?
-,,შენი გულისთვის თუნდაც ათასჯერ"
(ხალიდ ჰოსეინი-,,ფრანით მორბენალი")
+მიყვარს ეგ წიგნი, განსაკუთრებით ეგ ფრაზა, თუმცა ახლა ერთი-ორად შემიყვარდა, დაე ჩვენი სიყვარულის კიდევ ერთ სიმბოლოდ იქცეს.
-კიდევ ერთად? სხვა რომელია?
-ჩვენს შორის ხომ ღმერთმა გაიარა, ნანიტა.
-ჩვენს შორის ღმერთმა გაიარა, მიქაელ?
-გაიარა, ან თუ არა ახლა, მომავალში მაინც გაივლის ჩვენს შორის ღმერთი, ჩვენს სულებს კი სამუდამოდ დააკავშირებს.
-იქნებ უკვე დააკავშირა მიქა?
-მე სრულებით არ ვარ ამის წინააღმდეგი-თავზე აკოცა და ხელში აღებული ყვავილები გამოართვა, შენ დაისვენეო უთხრა და სარდაფში შეიტანა თავად ყველაფერი. მომდევნო დილამდე წყალში ჩააწყო და დასარგავად გაამზადა. ამასობაში დაურეკეს და უთხრეს, ხვალ დილისთვის სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოგიტანთ ყვავილებსო.

,,ნანულის დაკიდული ბაღები" ნელ-ნელა ჭეშმარიტებად იქცეოდა.

───

გავიდა ერთი კვირა ამ ამბებიდან. ნესტანის და თედოს თაფლობის თვე კი დასასრულს მიუახლოვდა. ნანულისთვის ყვავილებიც ჩამოუტანიათ და უამრავი საჩუქარიც. თბილისის აეროპორტში მიქაელი და ნიტა დახვდნენ. დილით ადრე გაღვიძებულებს ჯერ აზრზე მოსვლა უჭირდათ, თუმცაღა საყვარელი მეგობრების დანახვამ სულ სხვა ეფექტი მოახდინა მათზე და ორივე ყურებამდე გააღიმა.
-როგორ მომენატრეთ ყველა...-აღტაცებით წარმოთქვა ნესტანმა და მონატრებულ დაქალს(და-ქალს) გადაეხვია.
-დარწმუნებული ბრძანდებოდე, რომ ჩვენც ძალიან მოგვენატრე-ასევე აღტაცებით გადაეხვია ნიტა და თედოც გადაკონდა.
-ძალიან ბედნიერი ვარ თქვენი ნახვით, თუმცა ნანულის ამბავმა შემძრა და მოსვენება დამიკარგა. ყველა ბედნიერება გამიქრო. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი ქალია და მიჭირს იმასთან შეგუება, რომ მალე აღარ გვეყოლება.-თედომ თქვა და თავი ჩახარა ტკივილის შეკავებისთვის, რომელიც მთელს სხეულში ჰქონდა მოდებული როგორც მას, ისე ყველა ნანულის ახლობელ ადამიანს.
-ჩვენც ზუსტად ასე ვართ ჩემო თედო. თითქოს სამყაროს რაღაც ფერები დააკლდება ნანულის გარდაცვალებით. შანსები სულ ცოტა მაინც რომ ყოფილიყო, ყველაფერს მივცემდი მის გადასარჩენად. შვილივით მეფერებოდა შრომისგან დაღლილს და ბაღში სადილს მომიტანდა ხოლმე, ბებიას ავადმყოფობისას.
-მე ბევრი არაფერი ვიცი ამ ქალზე, არც ვიცნობ, თუმცა მონაყოლიც საკმარისია გულის ატკიებისთვის.-ნესტანმაც თქვა და ცრემლი შეიმშრალა.
-მეც ძალიან ცუდად ვარ ამ ამბების გამო, თუმცა თქვენი სევდა ნანულის უფრო ცუდად აგრძნობინებს თავს, ასე რომ აქედანვე განეწყვეთ პოზიტივით და აჩვენეთ, რომ მისი ნახვა გინდოდათ და არა იმის, ჯანმრთელად არის თუ არა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვაპირებ-ნიტამ უთხრა და ნესტანს ხელკავი გამოსდო, შემდეგ კი აეროპორტიდან გავიდნენ. უკან ბიჭები მოდიოდნენ, თედო ორი, მიქაელი კი ერთი ჩემოდნით და მგზავრობით გამოწვეულ დაღლილობაზე საუბრობდნენ.
მალევე მოთავსდნენ მანქანაში და სიჩუმეში განვლეს ერთი საათი, ამასობაში კი თბილისიდანაც გავიდნენ. ნიტა რომ მიხვდა, ყველას საფიქრალსა და გულის ტკივილს, კვლავ წამოიწყო საუბარი და დალაშქრულ ქვეყნებზე ყვალფერი მოაყოლა წყვილს. მათაც მალევე გააქრეს დაძაბულობა და დაიწყეს უამრავი ამბის მოყოლა, რაც მგზავრობას ერთი-ორად საინტერესოს ხდიდა. ადიშში ისე შევიდნენ, ვერც კი გაიაზრეს. მიქაელის სახლს კი გაოცებულებმა შეავლეს თვალი.
-მიქაელ, შენთან რატომ მოვედით?-ჰკითხა თედომ
-ჩემი სტუმრები ხართ ერთი კვირის მანძილზე. ნუ მერეც შეგეძლებათ დარჩენა რაღა თქმა უნდა, უბრალოდ ახლა მიზეზი გაქვთ ჩვენთან დარჩენის. ნანულის ბაღებს უნდა მივხედოთ ყველა ახალგაზრდამ სოფელში. თან მათეს უნდა თქვენი ნახვა ხვალვე. ნიტას კი თქვენთან ერთად ყოფნის უდიდესი სურვილი შევატყე, ამიტომაც ვერსად გაგიშვებთ.
-ამ მიზეზებიდან შენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მიქაელ?-ჰკითხა ნესტანმა.
-შენი აზრით?
-მესამე.
-მესამე რომელია?
-ნანიტას სურვილი.
-მაშ სწორად მოისაზრებ, ნესტან.-ჩაიღიმა და ნანიტას გახედა, რომელსაც ყურებამდე გაეღიმა. ეს ღიმილი კი უფრო გაიზარდა მიქაელის მანქანიდან გადასვლისას, მის მხარეს მოვლისას და კარის გაღებისას. მსუბუქი მადლობა გადაუხადა და ნესტანთან ერთად შინ შევიდა. ვაჟები გარეთ დარჩნენ ცოტა ხნით, საუბრობდნენ.
-მოიცა, მოიცა, შენ აქ რჩები ხოლმე?-წივილით და ღიმილით ჰკითხა ნესტანმა.
-კი, რაც მირასგან ჩამოვედით მასთან ვიყავი.
-მასთან, ანუ მის ოთახში?-ჰკითხა წარბების თამაშით.
-არაა, რას ამბობ ნესტან. მე სხვა ოთახში ვარ. მისი ოთახი არც კი ვიცი როგორია.
-ხოდა დღეს გაიგებ ძვირფასო, მე და თედო სად დავრჩებით თუ არა სტუმრის ოთახში?
-ამ სახლში სხვა სტუმრის ოთახებიცაა, ნესტან-ამის თქმისას ჩაუკლა საოცარი გეგმა დაქალს, თუმცა მოსულ ვაჟებს გახედა და ჩაი ან ყავა შენსთავაზა. ორივემ ჩაი ისურვა, ის და ნესტანი კი სამზარეულოში გავიდნენ მცენარეული ჩაის დასაყენებლად.

გვიან ღამემდე იდეალურად მოილხინეს, მათეც მიიწვიეს, წყვილმა თაფლიბის თვის ამბები მოყვა, მათეც აალაპარაკეს და საღეზე ღიმილი შემატეს. საბოლოოდ შუა ღამისას დაიშალნენ. ბევრი არ დაულევიათ, მაგრამ მათე მაინც მიქაელმა წაიყვანა სახლში. თედოს და ნესტანს კი ნიტამ აჩვენა ოთახი და მშვიდობიანი ღამე უსურვა. თავად სუფრის ალაგებას შეუდგა. მიქაელის მოსვლისას ყველაფერი ალაგებული ჰქონდა და ჭურჭელს რეცხდა.
-არა ნანიტა, არა. დაკეტე ონკანი და დაიძინე.
-ასე ხომ არ დავტოვებ.
-მერე რა რომ ასე დატოვო? ჭურჭელია, ახლა თუ არ დარეცხავ არაფერი არ დაშავდება. თან ხვალ ჩამომივა ჭურჭლის სარეცხი მანქანა და საქმეც გამარტივდება. მერე იმის დასატესტად სპეციალურად ხომ არ დავსვრით ჭურჭელს.-სიცილით მიუგო და ლოყაზე კოცნა დაუტოვა, ონკანი თავადვე დაკეტა და ტილო მიაწოდა ხელების გასამშრალებლად.
-წავალ მე მაშ და დავიძინებ კარგი?
-კარგი, მეც მივდივარ დასაძინებლად. მშვიდობიანი ღამე ნანიტა.
-შენც მიქა.-დაემავიდობნენ და თავისთავად სხვადასხვა ოთახებში შევიდნენ.
დიდხანს ეცადა ძილს ნიტა, მაგრამ ვერაფრით შეძლო, ბოლოს პლედ შემოხვეული აივანზე გავიდა და ვარსკვლავების ყურება იქიდან დაიწყო. ისევ იმ ვარსკვლავს შეჰყურებდა, რომელიც ამოჩემებულივით ჰქონდა და ყოველ ღამე უმზერდა. თან ღმერთზე ფიქრობდა, სამყაროს შემოქმედზე. ერთადერთზე და სანუკვარზე. არ სჯეროდა სხვა ღმერთების არსებობის, გარდა იესოსი, როგორც ქრისტიანი სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო, თუმცა სხვა რელიგიის წარმომადგენელ ადამიანებს ყოველთვის სცემდა პატივს და მათთან სწორი ურთიერთობა ჰქონდა. ფიქრისას თავში ,,დავითიანის" ერთ-ერთი თავიდან მოუვიდა სტროფი გონებაში: ,,ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!
ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,
ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი დანაბნიესო,
დიდება მოთმინებასა შესა, უფალო იესო!"
ამის გამეორებაში მყოფს თავზე მიქაელი დაადგა, ასევე პლედ შემოხვეული მის გვერდით მყოფ სავარძელში მოთავსდა.
-რამ მიიპყრო შენი გონება ისე, რომ ძილს არ იკარებ და ღამეს თეთრად ათენებ.
-ამ სამყარომ, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა და ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვსპობთ ან/და ვანადგურებთ.
-ღმერთი, ერთი სიტყვით გადმოცემული უდიდესი სიყვარული. გაღმერთებაა ის, რასაც მე ვგრძნობ შენს მიმართ, თუმცა ღმერთთან რაიმეს შედარება სრული აფსურდია.
-მეც ჩემებურად გაღმერთებ მიქაელ. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესოა, რისი მოცემაც ახლა შემიძლია.
-მე არაფერს გთხოვ შენმა მზემ, არც გაძალებ. საკუთარ თავში გჭირდება გარკვევა, მე კი რამდენ ხანსაც გსურს იმდენს გადროვებ. ოღონდ ეცადე პასუხები ღმერთის, ვარსკვლავების ან კეთილის მსურველი ადამიანების შეგონებით კი არ მიიღო, საკუთარი, მხოლოდ და მხოლოდ შენი პირადი გრძნობებითა და აზრებით. ჩვენ მარცვლები ვართ, ღვთის კალთიდან გადმოვარდნილი, და ღმერთმა იცის თუ რა გველოდება, მე კი თუ შენთან ყოფნა მიწერია, ნებისმიერ წამს ვიქნები მზად ამის განსახორციელებლად.
-გმადლობ მიქაელ... მიქა.
-მომწონს ,,მიქა".
-მეც მომწონს, საყვარლობაა-გაიცინა და ლოყა ჩაჩხვლეტილ ვაჟს მიუბრუნდა-როცა სევდა ან დარდი შემოგიტევს, ღმერთს არ სთხოვ ხოლმე შველას და დახმარებას?
-იცი, მიყვარს ძილის წინ ლოცვა, მარტო ვრჩები ღმერთთან და ჩემს შინაგან მესთან, სწორედ ამ დროს, ლოცვის ბოლოს, შემდეგ სიტყვებს წარმოვთქვამ, რაც შენს კითხვას სწორ პასუხს გასცემს ჩემი მხრიდან.
,, თუ ოდესმე დიდი დარდი შემოგაწვება, ღმერთს ნუ ეტყვი დიდი დარდი მაქვს და დამეხმარეო.
დარდს უთხარი, დიდი ღმერთი მყავს და გამეცალეო"

(ავტორის(ჩემი)ანუ მთვარისას მოფიქრებულია, თან არაერთ სიტუაციაში დავფიქრებულვარ და სწორ პასუხამდე მივსულვარ ამ სიტყვებით, ამიტომაც მინდოდა აქაც ჩამესვა, იქნებ გზა ჩემსავით სხვასაც გაუნათოს)

მიქაელმა თავზე აკოცა, ხელი გამოუწოდა და ფეხზე წამოაყენა, შემდეგ სტუმრის ოთახში შეიყვანა და კარის გამოხურვისას უთხრა
-ღამის სვანეთი ცივია ჩემო ნანიტა, არ გამიცივდე-შუბლზე აკოცა და თავისი ოთახისკენ გაემართა. ნანიტა კი იმ ერთმა წინადადებამ და კოცნამ გაათბო და მინუს გრადუსები მის ორგანიზმს უკვე ვეღარ აშინებდა.

───

ყველა სოფლელი ამ საოცარი სანახაობისთვის მოდიოდნენ და ყვავილებით გამწვანებულ ბაღს ათვალიერებდნენ.
ნანულის მათე არ უშვებდა გარეთ, არ შეიძლება შენი გადატვირთვაო. თუმცა ეზოში მაინც სიამოვნებით ჯდებოდა ფინჯან ჩაისთან ერთად და თავის უსუსურებას ოდნავ უმკლავდებოდა. ნანულის დაბადების დღე ახლოვდებოდა, 3 აგვისტო. ამ დღისთვის ყველაფერი მზად იყო. ბაღი გასაოცარი, ოდნავ გაფორმებული, წარწერით შესასვლელში,,ნანულის დაკიდული ბაღები"
ამ ყველაფერზე კი ნანულიმ არაფერი იცოდა. ის ბაღი, მისი სახლის უკანა ნაწილში იყო, ნანულის საძინებელიც არ იყურებოდა იქით, მხოლოდ ბაღიდან მიმავალი პატარა გზით მოხვდებოდი იქ, რომელი გზის გაფორმებასაც მათე აპირებდა. ივლისის ბოლო იდგა, კვლავ მიქაელთან რჩებოდნენ ნიტაც, ნესტანიც და თედოც. ყველაფერს აწესრიგებდა ეს დიდი სამეგობრო და თავისთავად მიქაელის სახლში უწევდათ დარჩენა, რაც მიქაელის უდიდესი სურვილიც იყო. თან ეს ამბები იმის გარანტიასაც აძლევდა, რომ ნანიტა მასთან იქნებოდა. თედო და ნესტანი სახლს იშენებდნენ თბილისში. კი ჰქონდა კორპუსში სახლი თედოს, მაგრამ ის გაყიდა და კერძო სახლის აშენება დაიწყო. თბილი კერა უნდა შეექმნა მათი ოჯახისთვის.

დღეებიც მიილია და ილეოდა ნანულიც. ყველამ დაგეგმეს თუ როგორ გაელამაზებინათ ქალისთვის დღეები. ნანულის დაბადების დღესაც მათე შეუვარდა ოთახში შუადღეს და სასწრაფოდ სთხოვა თავისი საყვარელი კაბა ჩაეცვა. ნანულიმაც თხოვნა შეუსრულა, თუმცა კითხვების დასმისგანაც ვერ იკავებდა თავს. მათემ ეზოში ხელში აყვანილი წაიყვანა. პატარა ბილიკიც გაატარა და ბაღის შესასვლელში აღმოჩნდა დედა-შვილი.
-სად მოვედით დე?
-შენს აამოთხეში დე, სამოთხეში დედამიწაზე.
-კი მაგრამ, ოჯახი ხომ ახლახანს დავტოვეთ?-ორაზროვნად ჰკითხა ქალმა და მიანიშნა, რომ მისი სამოთხე თავისი ოჯახი იყო.
-აღმოჩნდა, რომ ორი სამოთხე გაქვს დე, დღეს კი ორივე გაერთიანდა-გაუღიმა და ხელში აყვანილი შეიყვანა-კეთილი იყოს შენი მობრძანება შენს დაკიდულ ბაღებში. ნანული გაოცებული ათვალიერებდა ყველა ყვავილს, რაც კი ამ ბაღში თავმოყრილიყო. მართლაც საოცრება შექმნეს და ეს საოცრება თავიდან-ბოლომდე ნანულის მიუძღვნეს.
-ეს... ეს, ჩემთვისაა დედი?
-შენთვისაა დე, მხოლოდ შენთვის.
-ბავშვობაში რომ შემპირდი დე. ამიხდინე დე?
-აგიხდინე დე. გპირდები, რომ ისეთ ქალზე ვიქორწინებ, შენ რომ შვილს დაუძახებდი. ამ სურვილსაც აუცილებლად აგიხდენ დე, მთავარია შენ ჩემს გვერდით იყო.
-ჩემს გვერდით ყოფნას ყოველთვის იგრძნობ, სადაც არ უნდა იყო დე. მუდამ შენთან ვიქნები. სამარადისოდ და სამუდამოდ.
-მარადიულ სიცოცხლეს ვერ დამპირდები დე?
-სანამ შენს გულში ვიქნები, იქამდე ვიცოცხლებ დე.
-მაშ, მართლაც სამარადისოდ გიცხოვრია დე-ლოყაზე აკოცა და ბაღის ცენტრში მყოფ სავარძელზე დააწვინა, საიდანაც მთელ ბაღს ხედავდა. მალევე მთელი სოფელი, მათეს სამეგობრო, ნანულის სადაქალო-სამეზობლო გამოჩნდნენ. ყურებამდე გაიღიმა. თვალს ვერავის წყვეტდა, ისინი კი ნანულისთვის დაბადების დღის მილოცვას და საჩუქრების ჩუქებას განაგრძობდნენ. ყველას გადაეხვია და მადლობები უხადა, ბოლოს კი საყვარელი მეუღე მიადგა თაიგულით და საჩუქრით ხელში.
-ჩემო ნანული, ჩემო თვალის სინათლევ. მიყვრხარ ნანული, ყველა შენი შინაგანი მეთი მიყვარხარ.ყველა შენში არსებული ნანულით მიყვარხარ. ყველაფრის გარეშე და ყველაფრით მიყვარხარ. მახსოვს გაფითრებული და აკანკალებული რომ იყავი მაშინ, როცა გაგიტაცე, სანამ გაიგებდი რომ მე ვიყავი. ამის გაგების შემდეგ კი როგორ დამშვიდდი და გაღიმებული როგორ გამოიქეცი ჩასახუტებლად. მაშინ მივხვდი, რომ შენთან მიმართებაში ყველაფერი სწორად უნდა გამეკეთებინა, რათა შენი სახიდან ის საოცარი ღიმილი არადროს გამქრალიყო. ახლაც იღიმი, იმ ღიმილით, რომლითაც შემიყვარდი. ახლაც ასხივებ იმ სიკეთესა და გასაოცარ ადამიანობას, რასაც დიდი ხნის წინ ასხივებდი. მიყვარხარ ნანული, დაე ამ ბაღით, ყველამ გაიგოს როგორ მიყვარხარ მეც და აქ შეკრებილ ყველა ადამიანსაც. საჩუქრად მთელს ჩვენ ცხოვრებას გჩუქნი ნანული. წიგნად გამოცემულს. სათაურად ,,ნანულის დაკიდული ბაღები" შევურჩიე. რადგან ამ ბაღში იწყება ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპი. ყველას გჩუქნით ამ წიგნს. წაიკითხეთ და ნახეთ თუ რა სირთულეები ან სიმარტივეები გადავიტანეთ მე და ჩემმა ქალმა ერთად. დღეს კი აქ ვართ, ამ ბაღში, სადაც ჩვენი სიყვარული იფურჩქნება.
-მიყვარხარ ვაჟა. ძალიან მიყვარხარ. ყველაფრისთვის მადლობა, ერთი სურვილი მაქვს მხოლოდ. კოსტანტინე-ჩემი შვილი დამალაპარაკეთ.
მალევე ამოიღო მათემ მობილური და ამერიკაში გაფრენილ ძმას მიესალმა, შემდეგ კი ტელეფონი დედას გადასცა.
-დე, დედილო, როგორ ხარ დე? დაბადების დღეს გილოცავ დე, ჩემო თვალისჩინო. მომენატრე დე ძალიან. დამიცადე კარგი? ჩამოვალ შენთან აუცილებლად.
-კარგად ვარ დე, კარგად, მეც ძალიან მომენატრე დე, თინა და ბართლომე დამალაპარაკე თუ შეგიძლია, მინდა მათი სახეც დავინახო.
-ნანული, ჩემო საყვარელო, გილოცავ, საჩუქარი გამოვაგზავნეთ, იმედია მოგეწონება.
-თინა, თუ იმ საჩუქარში ჩემი ბართლომე ზის, მაშინ საუკეთესო საჩუქარი იქნება.
-ბებო, ბებიკო, როგორ ხარ? იცი, გუშინ პირველად გავედი პარკში და ვიღაც ბავშვები გავიცანი, მერე ყველას მოვუყევი თუ როგორი ბაღი გაგიკეთეს ბიძამ და სხვებმა მანდ. გაოცდნენ, რა მაგარიაო.მე ვუთხარი ეგ არაფერია, ჩემი ბებია საუკეთესოა თქო. მერე ვიღაცამ მითხრა, ჩემსას ვერ აჯობებსო, მე ვეჩხუბე და დღეს მამა და დედა შეხვდნენ იმ ბიჭის მშობლებს და ბოდიში მოუხადეს. მე მეწყინა, ბოდიშს რატომ იხდით, მე ხომ მართალი ვიყავი მეთქი. შენ ხომ ყველაზე მაგარი ხარ ბებია?
-შენ გენაცვალოს შენი ბებო, ნეტავ აქ იყო ბებო და მაშინ მართლა ყველაზე მაგარი ვიქნებოდი. კოსტა, ბავშვი ოთახში გავიდეს გთხოვ.
-კარგი დე-მართლაც ეკრანიდან მხოლდო თინა და კოსტანტინე ჩანდნენ.
-ვკვდები, და ველოდები სამარადისო წყვდიადს და დუმილს... ყველა საყვარელი და ძვირფასი ადამიანი აქ არის. ზოგი ფიზიკურად ვერა, მაგრამ ვგრძნობ რომ გულით ჩემთან არის. ესაა მთავარი. ვერ ვასწრებ ჩვენი წიგნის წაკითხვას ვაჟა. გთხოვ, საფლავში ჩამატანე... რათა... იქ მაინც... შევძლო გადავხედო ჩვენს ცხოვრებას..... ახლა კი ყველა თქვენგანის ყურება მირჩევნია.

-იქ, სადაც შენ მიდიხარ,
აღარ არის ტკივილი,
და მშვიდად შეგეძლება შენ,
სიცოცხლის ჩივილი.

ამ სიტყვებით გამოემშვიდობა ვაჟა მეუღლეს და გარდაცვლილს თვალი დაუხუჭა. ნანულიმ კი საყვარელი ხალხის ყურებაში გალია სული და თან წაიღო უამრავი ხალხის სიყვარული. სიკვდილი არაა დასასრული! როგორ შეიძლება სიკვდილმა დაასრულოს ვინმეს მიმართ სიყვარული? ეს ხომ უცვლელი რჩება, თუმცა ,,ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება" ამას, კი ვერსად გავექცევით. გულიანად გამოიტირა ვაჟამ თავისი ქალბატონი, ცხარე ცრემლები ღვარა როგორც ყველა იქ მყოფმა. ბოლოს, ნანულის საყვარელი ლოცვა წარმოთქვა, რომელიც თავის წიგნში, ბოლო გვერდზე დაუწერია, ყველამ გადაშალეს წიგნები და ტირილითა და სავსე ემოციებით გამომემშვიდობნენ ნანულის. გამოემშვიდობნენ და უამრავი სიყვარულის სახით, სიბნელეში უდიდესი სინათლე გაატანეს. რა უბედურია ის, ვისაც ვერავისგან ვერ მიაქვს ეს სინათლე, ყველაზე კაშკაშა სინათლე სამყაროში-სიყვარული!

───

ნესტანი და თედო მალევე გადავიდნენ თბილისში, სახლის რემონტი ნელ-ნელა სრულდებოდა, იქამდე კი ნესტანის სახლში რჩებოდნენ, რომლის გაყიდვასაც აპირებდნენ. თედომ ჩემგან გასაქცევი ყველა გზა უნდა ჩაგიკეტოო და ყველა კარიბჭე დახურა. სამაგიეროდ ახალი გაიღო მაშინ, როცა აღმოაჩინეს, რომ ნესტანი ერთი თვის ორსული იყო. ტოქსიკოზი არ ჰქონია დიდად, არც რაიმე აწუხებდა, შედეგად სანამ ჰემოგლობინის გადასამოწმებლად არ მივიდა, ვერ გაიგო ეს ამბავი. თედო სიხარულით ცას ეწია. შვილი ეყოლებოდა. თან საყვარელი ქალისგან. ამაზე დიდი ბენდიერება ვერც კი წარმოედგინა.
ორი კვირა გასულიყო ნანულის გასვენებიდან. ტურისტებში კი ხმა გავარდა, სვანეთში ასეთი გასაოცარი ბაღი არსებობსო და ყველა იქ ჩამსვლელი აუცილებლად ეწვეოდა ხოლმე ბაღს. სურათები მთელს ინტერნეტ სივრცეში ვრცელდებოდა, მათეც მოხარული იყო, რომ დედისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი რამ, ხალხსაც ისევე აოცებდა, როგორც თავად გაოცდა პირველად დანახვისას. ნანულის ისტორიაც ამოტვიფრა იქვე მყოფ კედელზე, თან სხავდასხვა ენებზე, რაც მოიცავდა მის ნატვრას ამ ბაღის შესახებ და შვილის მხრიდან ასრულებულ სურვილს. ვაჟას წიგნებიც იქვე დადეს, ბაღთან ახლოს პატარა შემოღობილ ადგილას და ყიდდნენ როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე ნათარგმნ ,,ნანულის დაკიდულ ბაღებს".
მიქაელი დაეხმარა წიგნის თარგმნაში. ეს იდეაც მან მიაწოდა, წიგნი გაყიდეთ ბაღშიო. ნანიტა ამ სივრცის მოწყობაში დაეხმარა. ყველა, მიქაელისთვის ცუდის მსურველი საუბრობდა ადიშში, მიქაელს ქალი მოუყვანია ცოლად და ქორწილს არ იხდისო. რა სირცხვილიაო. მაგრამ მიქაელის მეგობრები, მის მიმართ სიყვარულით აღსავსე ხალხი, ყველას აჩუმებდნენ და მიქაელის მხარეს იჭერდნენ.
ასეა, ყოველთვის გაქვს არჩევანი თუ რომელ მხარეს დადგები, მთავარია შენ აირჩიო სწორი.
მიქაელიც არ აქცევდა ამ მითქმა-მოთქმას ყურადღებას. საბოლოოდ აპირებდა ნანიტასთან მათ საერთო მომავალზე საუბარს. ნანიტა ხომ მისთვის უმნიშვნელოვანესი ქალი გამხდარიყო. ბაღების შემოწმების შემდეგ შინ დაბრუნდა, სადაც ნანიტა არ დაუხვდა, შემდეგ კი თავის სახლთან მყოფ პატარა მთაზე აიარა და ნანიტა ნახა, იქვე, ხის ძირას გაკეთებულ სკამზე ჩამომჯდარი.
-მოხვედი? ხომ ყველაფერი კარგადაა?
-მამულში კი. ჩვენს თავს როგორაა ყველაფერი, ნანიტა?
-რას გულისხმობ?
-ჩვენს ურთიერთობას, დიდი ხნის წინ უნდა დარქმეოდა ჩვენს ურთიერთობას სახელი.
-მეგონა უკვე ერქვა-გაუღიმა და ვაჟს სახეზე დააკვირდა.
-რა ქვია ჩვენს ურთიერთობას, ნანიტა?
-შეყვარებულები, მომავალი ცოლ-ქმარი. მე კი შენი საცოლე ვარ, მიქაელ.
-შეყვარებულები? არ მომწონს, ბანალურია, მოდი დავარქვათ...ერთმანეთის მოტრფიალენი. მომავალი მეუღლე კი ნამდვილად ხარ. გინდა ეს სტატუსი მალე შევცვალო და სიტყვა ,,მომავალი" ჩამოვაშორო?
-მალე? არ მგონია ეს სწორი იყოს. დაე მივენდოთ ბედისწერას.
-ბედიწერას ხომ თავად ვწერთ, ნანიტა.
-მაშ, ჯერ დავრჩეთ ერთმანეთს მოტრფიალენი. ცუდად არ გამიგო, ჯერ არ ვარ მზად ამხელა პასუხისმგებლობისთვის.
-ჩემი ცოლობა პასუხისმგებლობა კი არა, სიყვარულში ცხოვრებაა ჩემო ნანიტა. დაე ვეტრფოდეთ ერთმანეთს მთელი ცხოვრების მანძილზე, მთავრია შენ იყო ჩემს გვერდით.
-მაგის გარანტიას მე გაძლევ-გაუღიმა და ამჯერად საკუთარი ინიციატივით შეაერთა მათი ბაგეები ერთმანეთს. მაინც რამდენი შეიცვალა არა? წინა ჯერზე, როცა აქ იყვნენ, არც კი იცოდნენ ერთმანეთის სახელები, მაგრამ იგრძნეს ურთიერთმიზიდულობა და მაინც ხარბად დაეწაფნენ ერთმანეთის ბაგეებს. მაშინ გაუაზრებლად, ახლა კი გააზრებულად, თუმცა მაინც, კვლავ სიყვარულით კოცნიდნენ სანუკვარ ბაგეებს, ეს კი საკმარისზე მეტი იყო მათთვის. საკმარისზე მეტი იმ სამყაროსთვის მაგრამ არასაკმარისი მათი მომავლისთვის. ახლა ერთი მისია ჰქონდათ მხოლოდ-არასაკმარისი საკმარისად ექციათ, სიმპათია-უდიდეს სიყვარულად.
ორი სული კი-ერთ მთლიანობად.

სულთა ჭიდილში ჩვენ შევვერთდებით,
დავეწაფებით ახალ ცხოვრებას,
და ჩვენს გაყოფას ნუ შეცდებით,
ახლიდან ვიწყებთ ჩვენ აზროვნებას.

***

ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის თავისუფლება, მაშ რატომ ერთმევათ ის ასე მალე?
ყველა ადამიანს აქვს სიტყვის თავისუფლება, მაშ რატომ ერთმევათ ის ასე მალე?
რომელი უფრო უარესია? როცა სიტყვის თავისუფლებას გართმევენ, თუ როცა სიცოცხლის? იქნებ ორივე ერთმანეთზე უარესია. თუმცა მაინც, სიტყვის თავისუფლების წართმევა მიმაჩნია კატასტროფად, რადგან როცა სიცოცხლეს გართმევენ, სიტყვის უფლება სიცოცხლეში გეძლევა. ორივე მათგანის ერთდროულად წართმევა კი მერწმუნეთ, ჯოჯოხეთზე ბევრად უარესია. ან იქნებ თავადაა ჯოჯოხეთი?!
თუმცა როცა სიტყვებს გართმევენ, აღარაფერი გრჩება და სიცოცხლეში დღითიდღე კვდები.
კვდები და საკუთარი სიტყვების გუბეში წევხარ,
დამარხული სიტყვების გუბეში,
გათელილი სიტყვების გუბეში.
ვინ გართმევს ამ სიტყვებს? ის, ვისაც შენზე ბევრი უფლებები აქვს. ის, ვინც ქვეყანას ,,მართავს". მაშ რა ხდება, როცა ყველაფერს გართმევენ, მათ შორის სიტყვებსაც და გტოვებენ ცარიელი სხეულით დაცარიელებულს, განადგურებულს? მოდი ერთად გავარკვიოთ!
ზუსტად ეს დაემართა სესილია ჩერქეზიშვილს. სესილია, ძლიერი, ამტანი, საყვარელი, ნაზი, ერთგული და პატიოსანი გოგონა, რომელსაც სული დაუმახინჯეს სიტყვების წართმევით. სანათესაოდან მხოლოდ სანუკვარი მშობლები შემორჩა, თუმცა ორივე მკვლელობაში დაადანაშაულეს და ციხეში უკრეს თავი. სესილიას კი ჩვენებაც არ მიაცემინეს. არც კი მოუსმინეს. ორივე მშობელს თავისუფლების აღკვეთა ოცი წლით მიუსაჯეს. დარჩა 25 წლის სესილია მარტო. ბიცოლამ დახმარების ხელი არ გამოუწოდა, სრულწლოვანი ხარ და ყველაფერს თავად გაართვი თავიო. არადა ვერაფერს შეძლებდა, რადგან სამსახურიდან მთავრობის დავალებით გაათავისუფლეს. ვერსად ვერ მუშაობს, არავინ იღებს. ფული, რომელიც მშობლებს საკმაოდ ბევრი ჰქონდათ, გირაოსათვის გადაენახა. არადა გირაოს საშუალება არ იყო. არ ეგუებოდა, არ ხარჯავდა ამ ფულს იქამდე, სანამ მშობლებს არ შეხვდა საკანში, რომლებმაც ფულის თავის გემოზე დახარჯვა დაავალეს. შენდეგ სთხოვეს სვანეთში გამგზავრება, მათ სახლში სადაც წლებია არ ყოფილან და სადაც ბებია-ბაბუა ელოდა. ისიც დათანხმდა, გამოხურა თბილისის სახლის კარი და გაიქცა სვანეთში. ერთი სადარდებელი ჰქონდა მხოლოდ, მშობლებს ვინ მოუვლის, ვინ მოინახულებს სანამ მე წავალო, თუმცა მშობლებმა ამაზეც გასცეს პასუხი-მეგობრებიო. ასეა, ჭირში თუ ლხინში, ყველგან გვერდით დაგიდგებიან მეგობრები. თუმცა არა მარტო მეგობრები, სხვებიც, მშობლები, დედმამიშვილები, ნათესავები. მთავარია როგორები არიან ისინი.
გაემართა სესილია სვანეთში.
ბებია ყავდა სვანი, ბაბუა თბილისელი იყო. თუმცა ბებიასთან ერთად ცხოვრობდა სვანეთში. ამ კუთხემ მაჩუქა ეს ქალი, მე კი მთელი ჩემი ცხოვრება უნდა ვაჩუქოო მირიან ბაბუამ და ნაზისთან ერთად სამუდამოდ დაიდო ბინა ადიშში. საღამოხანს ჩასულს, ჭიშკარი ბაბუამ გაუღო, არც კი უცდია მანქანის შეყვანა, გადმოხტა და მონატრებულს ჩაეხუტა.
-გენაცვალოს შენი ბაბუ. როგორ მომენატრე სესილიკო. ასე უნდა ბაბუ? ერთი არ უნდა ჩამოგვიარო? მარტო ტელეფონით დანახული არაა საკმარისი, შენ შემოგევლე.
-მომენატრე ბაბუ-ამოიტირა და ცრემლები კაცის ზედაზე შეამშრალა.
-ვიცი ბაბუ, ვიცი, მეც, იცი როგორ? შენს დარგულ ყვავილებს ვუვლი და შენს თავს მახსენებენ ხოლმე. ჩვენთან ხომ დარჩები ბაბუ? ისევ არ გაიქცე ერთ კვირაში ქალაქში. დარჩი ბაბუ, გული გავიხარო შენი ნახვით.
-დავრჩები ბაბუ, გპირდები, არ მოგანატრებ თავს.
-შემოგევლოს შენ შენი მირო, წადი ბაბუ, მანქანა შემოიყვანე, დანარჩენს მერე მოგეფერები-თავი დაუქნია და მართლაც შეიყვანა ბალახ ამოსულ ეზოში მანქანა. მანქანის ხმის გაგონებაზე გამოვარდა ნაზი სახლიდან, თან ფქვილიანი ხელები წისაფარზე შეიწმინდა და სანუკვარი შვილიშვილი ჩაიკრა გულში.
-ბებო გენაცვალოს, ჩემო საყვარელო გოგო, ჩემო სილია.
-სილია? ისევ მაგას მეძახი ბებო?
-აბა რა ბებო, შენ ხომ ჩემი სილია ხარ.
-სხვათაშორის ყველა ადამიანს სილიათი ვეცნობი, უფრო თანამედროვედ ჟღერს.
-ხედავ? მუცელში რომ იჯექი ჯერ კიდევ მაშინ დაგარქვი ჩემი სილია. გენაცვალოს ბებო. როგორ გაიზარდე ბებო. ვარდივით გაიფურჩქნე. დაქალდი.
-მომენატრე ბებო. ძალიან მომენატრე. ყველაფერს გამოვექეცი ბებო. მშობლები ციხეში, ხვდები? რა კატასტროფა ხდება ჩვენს თავს? ძმა ამერიკაში. არც აპირებს ჩამოსვლას და დიდად არც ადარდებს ეს ყველაფერი. მარტო დავრჩი ბებო.
-რა მარტო სილია, არ გამაბრაზო. ჩვენ შენს გვერდით ვარ. ვეუბნებოდი ჩემს ვაჟსა და რძალს, დაანებეთ ამ გამომძიებლობას თავი, კი თქვენი პროფესიაა, მაგრამ საფრთხეში იგდებთ თავს მეთქი. ვინ დამიჯერა?!-წყრომით მოიგონა შვილი და რძალი მირომ და შვილიშვილს თავზე ხელი გადაუსვა.
-რა ექნათ ბაბუ? მე არ ვადანაშაულებ. მთავრობის წინააღმდეგ წავიდნენ და დარჩნენ ასე. ეგაა, ადამიანის სიტყვა რომ არ ფასობს მაგიტომ ვართ ასე
,,კარგად" ამ ქვეყანაში.
-გეთანხმები ბაბუ, გეთანხმები, წამოდი, შინ შევიდეთ, ნაზის ცხელი კუბდარი ვჭამოთ.
-თან როგორ მშია ბაბუ...-გვედზე მიხუტებულები შევიდნენ სახლში და მიუსხდნენ სუფრას, სადაც იყო ყველაფერი იდეალური. ამ იდეალურობას კი იქ შეკრებილი ხალხი ქმნიდა. იდეალური ადამიანები იდეალურ წამებს ქმნიდნენ, ეს კი სამყაროსაც აუმჯობესებდა.

───

დილით ახალგაღვიძებული სესილია გრილ საზაფხულო კაბაში გამოეწყო და აგვისტოს სიცხის და გათვალისწინებით მარაოც ჩაიგდო პატარა ჩანთაში, შემდეგ კი გაუდგა გზას ადიშის დასათვალიერებლად. ბოლოს სვანეთში 5 წლის წინ იყო. 20 წლის სილია მშობლებთან ერთად ჩამოვიდა ადიშში, თუმცა ერთი კვირის მანძილზე ბევრი არც არაფერი უნახავს. სახლიდან არც გადიოდა. იმის შემდეგ არ ყოფილა ამ ულამაზეს კუთხეში. არც ახლა ჰქონდა დიდად გასვლის სურვილი, მშობლები ციხეში საშინელებაა, თუმცა მაინც მოერია თავს და იმ ულამაზესი ბაღის სანახავად წავიდა, რომელზეც წინა ღამით ბებია-ბაბუამ უამბეს. გზაში სოფლელი ქალები თვალს აყოლებდნენ, მისი ვინაობის ამოცნობას ცდილობდნენ და სილიას სილამაზეს აღწერდნენ. არც ვაჟებს დარჩენიათ უყურადღებოდ მოკლე კაბაში გამოწყობილი ქალიშვილი. მიფარფატებდა სილია და თან მიჰქონდა საამური სურნელი. ნანულის ბაღებსაც მიუახლოვდა, ზუსტად ასეთი სოაცარი წარმოედგინა ეს ბაღი და გაუხარდა მოლოდინების გამართლება. ყველა ყვავილს ამოწმებდა და მათ სახელებს იმახსოვრებდა, რომლებიც ყველა ყვავილის ქვეშ იყო გამოკრული, ამ ყვავილის სხვადასხვა მახასიათებელთან ერთად. ბოლოს ნანულის სულისთვის ილოცა და პირჯვარი გარდაისახა.
-საოცარია... საოცარია...
-არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ-გამოეპასუხა უცნობი ვაჟი და მსუბუქად გაუღიმა.
-აქაური ხართ?
-კი, მე აქაური გახლავართ, თქვენ კი როგორც ჩანს არა.
-საიდან მიხვდით?
-ჩაცმის სტილით. სვანეთში ქალები ასე არ იცვამენ.
-ასე როგორ?-ოდნავი წყრომით მიუგო, რადგან თავად ძალიან მოსწონდა თავისი კაბა და წუნს ვერ უძებნიდა.
-სხეულის გამოჩენით. მე პირადად საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ამ ჩაცმულობით დაახლოებით ათი ოჯახი უარს იტყვის თქვენს რძლად მიღებაზე.
-არც მითხოვია რძლად მიღება.
-გასაგებია.
-არ გამეცნობით?
-რატომ?
-ორიოდე სიტყავზე მეტი გავცვალეთ ერთმანეთში და იმიტომ.
-თუ თქვენ აუცილებლად თვლით... მათე ქალდანი
-სესილია ჩერქეზიშვილი, სასიამოვნოა.
-როგორც უწინ შევნიშნე, ჩემი ბაღის სილამაზეს დაუტყვევებიხართ.
-თქვენია?? საოცარია ამდენი უცხო ყვავილის ნახვა ერთ სივრცეში. თან ბევრი ისეთია, რომლებიც წესით ვერ ეგუებიან ასეთ ცივ კლიმატს, ამიტომაც გავოცდი მათი აქ ხილვით.
-ჩემი დედის სიყვარულმა ყველა ყვავილი გაახარა ამ ბაღში.
-მოვისმინე ის საოცარი ისტორია, რომელიც ყველა აქ ჩამოსულს იზიდავს და სრულიად მესმის, თუ რაოდენ ძნელი იყო დედის სიკვდილის ყურებისას მაინც გაღიმებულად ყოფნა და ისეთ რამეზე ფიქრი როგორიც ყვავილებია-ცრემლები წამოუვიდა სილიას, რადგან ასეთი წრფელი სიყვარული ჰქონდა ვაჟს დედისადმი, მან კი ეს დაინახა და დააფასა-საოცარი ძალა და გამძლეობა გქონიათ, მე კი ძალიან გაფასებთ ამის გამო. მიუხედავად იმისა, რომ არ გიცნობთ, მაინც ძალიან ვაფასებ ასეთ ქცევასა და სიძლიერეს.
-მოხარული ვარ, რომ უცნობ ადამიანებშიც კი ასეთ დაფასებას ვიმსახურებ. თუმცა უცნობები აღარ ვართ ვშიშობ. სახელები ხომ გავცვალეთ.
-განა ეს საკმარისია?
-თუ საკამრისი არაა, მაშ გულებიც გავცვალოთ.
-თქვენს გულში მიშვებთ?
-სულშიც.
-ასე მარტივად?
-თქვენ მე, სრულიად უცნობი დამაფასეთ, ჩემი ისტორია გაიგეთ და ჩემი ტკივილი გაიზიარეთ, უწმინდესი ცრემლი დაღვარეთ და გარდაცვლილ დედაჩემს პატივი მიაგეთ პირჯვრის წერითა და ლოცვით. ნუთუ სულში შეშვებას არ იმსახურებთ?
-არ ვიცი... არ ვიცი რა გიპასუხოთ.
-არაფერი, დამემშვიდობეთ უბრალოდ, რადგან ჩემი წასვლის დროა. მშვიდობით სესილია.
-მათე...-ვეღარაფრის თქმა ვეღარ მოასწრო, რადგანაც ვაჟი ქუდის მოხდით და თავის დახრით დაემშვიდობა და უკვალოდ გაუჩინარდა.
გზად ჩაფიქრებული გაუყვა, თუმცა არ სურდა ბებია-ბაბუას ეს შეემჩნიათ, ამიტომაც სიმშვიდე დაიბრუნა და შინ შესვლამდე ქათმებს საკენკი დაუყარა.
-მოვედი-გასძახა საქმეში ჩაფლულ ბებიას, რომელიც თავზე კოცნით მიესალმა-ბებო, რამეში გჭირდება დახრამება?
-არა ბებო, არაფერში.
-მაშინ მე ავალ ჩემს ოთახში კარგი?
-ადი გენაცვალე, ადი. ისე, ბარემ მითხარი, ნახე ნანულის ბაღები?
-კი ვნახე, საოცარია, როგორ ყვავის ამდენი ტროპიკული მცენარე აქ ვერ გავიგე.
-ღმერთმა გაახარა ეგ მცენარეები ნანულის სიყვარულით.
-მეც ასე მჯერა. ნანულის შვილიც გავიცანი.
-მათე? ისეთი კარგი ბიჭია, სულ მოგვიკითხავს ხოლმე და დახმარებას გვთავაზობს, ეგეც და მიქაელიც. საუკეთესო ბიჭები არიან მოკლედ, შენ როგორ გაიცანი?
-ბაღში შემხვდა და საუბარი გამიბა, შემდეგ გამეცნო და ბოლოს თავის დახრით დამემშვიდობა.
-ზრდილობიანი და წესიერი ბიჭია, ძალიან მიყვარს და ვაფასებ, კარგი დედის კარგი შვილია.
-ხომ... რამდენი წლისაა?
-რატომ დაინტერესდი ბებო? მოგეწონა ხომ?
-არა ბებო, ისე, უბრალოდ.
-მოდი ჩამოჯექი, გეჭორავო-მართლაც მიუახლოვდა და სასადილო მაგიდასთან მყოფ სკამზე ჩამოჯდა-30 წლისაა ჩვენი მათე. პროგრამირებებზე მუშაობს. მგონი თავისი კომაპნია აქვს და მოკლედ, საკმაოდ დიდი შემოსავალი. მამა დარჩა, ვაჟა, ის ბაღებს და ცხოველებს უვლის. ერთი მეგობარი ჰყავს, მიქაელ გელოვანი, მგონი მიქაელსაც საცოლე ჰყავს, ასე ამბობენ და არ ვიცი დაზუსტებით. ჰყავს ბიძაშვილი თედო, ახლახანს შეირთო ქალი, ნესტანი ჰქვია, ორივესთან საკმაოდ ახლოსაა, მოკლედ, ამ დიდი სამეგობროში მარტო მათეა დასაოჯახებელი. შეყვარებული არ ჰყავს, არც საცოლე. ვიღაც გოგონები კი ეპრანჭებიან, მაგრამ თვითონ თავს იკავებს ყველასთან ურთიერთობისგან, თან არც ეუხეშსბა რომელიმე მათგანს, თუმცა აგრძნობინებს, რომ არაფერი გამოუვათ. ძალიან უყვარდა დედა, ცხარე ცრემლები ღვარა როცა მოუკვდა. კუბოში თავისი ჯვარი ჩააყოლა, სიბნელეში გზას გაგინათებს, მაგრამ არ მგონია დაგჭირდეს, შენ მაინც სინათლეში მოხვდებიო. ძალიან კარგი ბიჭია, მთელი სოფელი გიჟდება მასზე.
-გასაგებია... მადლობა ბებო. ავალ, წამოვწვები, დავისიცხე.
-ადი ბებო, ისედაც დაგაყოვნე-ჩაფიქტებული გაემართა ოთახისკენ, მათეზე ფიქრობდა, მის კაცურობაზე. თითქოს ყველა ფიქრით მასთან მიდიოდა. ბოლოს ჩაეძინა და საღამოს მზის სხივებმა გაანათეს ოთახი და ჩაძინებული სხეულიც.

───

ნანიტას ხელი მოჰკიდა, ცხენზე შემოსვა და სახლის გვერდით მთაზე აიყვანა. ეს ტერიტორია იყიდა, ახლა კი თავის გემოზე მოაწყო და ნანიტას საჩუქარი გაუკეთა. ცხენზე შემომჯდარი აიყვანა მთაზე, ნანიტას გახარებული სახე კი მისი ბედნიერება იყო.
-მიქაელ, ყველაფერი საოცარია.
-არაფერია შენზე საოცარი ნანიტა.
-ვითომ?
-სრულებით. ასეა და ასე იქნება სანამ მე სუნთქვა შემეძლება.
-ჩემს გვერდით შენს სუნთქვას საფრთხე არ ემუქრება.
-სწორედ ამიტომ... და კიდევ სხვა მიზეზთა გამო...-ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან ოქროსფერ ყუთში ჩადებული ოქროს ბეჩედი ამოაძვრინა-სწორედ ამიტომ, ჩემი ცოლი ხდები, ნანიტა.
-მიქაელ... მიქაელ... მიყვარხარ მიქაელ. ყველა სიყვარულით მიყვარხარ, სწორედ ამიტომ შენ ჩემი ქმარი ხდები, მიქაელ-უთხრა და მათი ტუჩები შეაერთა. ამით გამოავლინეს ადამიანთა ყოფა, მათი ნათელი მხარე, ადამიანთა ყველაზე დიდი პლიუსი-სიყვარული. ამიტომაც ძრწოდა ქარი იმ ღამეს, ამიტომაც ანათებდა მზე და მთავრე ერთდროულად, ამიტომაც კაშკაშებდნენ ვარკვლავები, რომ მათი სიყვარულისთვის ეგალობათ. ერთ-ერთი კი ნანიტას სახელობის იყო, რაც მიქაელის საჩუქარი იყო ნანიტასთვის.
იქვე მყოფ ტელესკოპში გაახედა და ,,ნანიტას" ამოცნობა ასწავლა. ყველაზე ლამაზი და კაშკაშა ვარკვლავის დედამიწაზე.

───

-საღამოს მათე შემოივლის-ნანიტასთან მიდის მიქაელი, ხელზე კოცნის და კალთაში გვერდულად ისვამს, ნანიტაც ყალზე ხვევს ხელებს და თმაზე ეფერება.
-კარგი, ნესტანს და თედოსაც დავუძახოთ მაშ, შეიკრიბოს სამეგობრო.
-კარგი, ასე ვქნათ. ბარემ მირანდა და გიგაც ხომ არ მოვიწვიოთ ლეწურწუმედან? ყველას ვაუწყოთ ჩვენი ნიშნობის ამბავი.
-კარგი იქნება, თან მირა მეწუწუნება, როდის უნდა მანახო შენი სვანეთიო.
-შენიო? შენი სიყვარულია სვანეთი?
-სადაც შენ ხარ, ყველგან ჩემი სიყვარულია, მიქაელ.
-მაშ შენთან მუდამ ახლოს ვიტრიალებ, რათა სიყვარული არ შემოგაკლდეს-ეამბორა ტუჩზე და შემდეგ ყელში კოცნა დაუტოვა.
-მოდი მაშინ ასე ვქნათ, ახლა მარტო მათე მოვიწვიოთ, თან თედო და ნესტანი თბილისში აპირებდნენ წასვლას დღეს და ალბათ უკვე გზაში იქნებიან, მირანდას და გიგას კი მე დავურეკავ და როცა ეცლებათ მოვიპატიჟებ რამდენიმე დღით ან კვირით.
-ასე ვქნათ ჩემო ნანიტა-ხელზე აკოცა და ტელეფონი ამოიღო, მათეს დაურეკა, საღამოს მოდი ჩემთან აუცილებლადო. ნანიტამაც მირა მოიპატიჟა თავისი ოჯახით, შემდეგ ნესტანს დაურეკა და ისიც მოიწვია. შემდეგ თავისი და მიქაელის ოთახში ავიდა და გამოცვლა დაიწყო გასეირნებისთვის. საღამოობით გადიოდა წყვილი და სვანეთის ქუჩებში სეირნობდა. ეს საღამოები ნანიტასთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მიქაელმა როცა კარი შეაღო, ნანიტას უკვე გრძელი საზაფხულო კაბა ეცვა და თმებს კოსად იწევდა.
-აღმაშფოთებელი ხარ, ძვირფასო-მივიდა და ყელში კოცნა დაუტოვა, შემდეგ ხელში აიყვანა და ასე გაიყვანა სახლიდან.
ნანიტა თავის ცხენზე შემოსვა, სახელად ბერტა რომ ერქვა, თავად კი თავის მარკოზის შემოაჯდა და გააქროლეს თავისი ცხენები იქ, სადაც ყველაზე მეტად უყვარდათ ყოფნა-მთებთან ახლოს.

───

მიქაელის და ნანიტას სახლში მათ საკმაოდ მოზრდილ სამეგობროს მოეყარა თავი. პატარა დემეტრე ჟრიამულით იკლებდა სახლს და ყურადღების ცენტრში ყოფნა სურდა. ნესტანი კაპრიზებით შემოიფარგლებოდა, ორსულად ვარ და სურვილები უნდა მისრულოთო. ნანიტა მიქაელს შესციცინებდა, მიქაელი ნანიტას. მხოლოდ მათე იყო ცალკე, ცარიელად.
-არ ვივახშმოთ, მეუღლევ?-სამზარეულოში შესულმა ჰკითხა საცოლეს, რომელიც სადილს თეფშებზე ანაწილებდა, მიქაელმა კი მიხმარება დაიყო.
-ჯერ არ ვარ მეუღლე მიქაელ.
-შენ იმ დღიდან ხარ ჩემი მეუღლე, როცა პირველად დაგინახე და ხატზე დავიფიცე, რომ ჩემი ცოლი იქნებოდი. უბრალოდ ამ სტატუსის მიღება დროის ამბავი იყო.
-შენც არ მოიცადე დიდხანს არა?
-ასეა
-მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი მზად ერთი თვის წინ ამ ნაბიჯის გადასადგამად, ამ ერთმა თვემ რომელიც ერთად გავატარეთ მაგრძნობინა, რომ ჩვენი ერთად ყოფნა იქ გადაწყდა, ზეცაში. რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების სიყვარული და ეს ასე იქნებოდა იქამდე და მას შემდეგაც როცა შაც მიწას მივებარებოდი. ამიტომაც განვაცხადე კატეგორიული თანხმობა და მივიღე სტატუსი შენი საცოლისა.
-ვიცი, მეც როცა დავრწმუნდი, რომ ეს გაიაზრე, მაშინ გთხოვე ხელი. ქორწილზე რას ფიქრობ? როდის და სად მოვაწყოთ? მე მაქვს იდეა.
-კერძოდ?
-გაზაფხულზე, ბუნების აყვავებისას სეტის წმ. გიორგის ტაძარში ჯვარი დავიწეროთ და შხარას ძირში ხელი მოვაწეროთ ჩვენი საყვარელი ადამიანების თანდასწრებით, შემდეგ კი ციხისძირში გადავიხადოთ ქორწილი, ჩემს რესტორანში, ზღვის პირას, ოღონდ შემოდგომით. ზღვა შემოდგომითაა საუკეთესო, ჩვენი თაფლობის თვე კი შვეიცარიაში გავატაროთ, შემდეგ კი დოლომიტებში წავიდეთ, შენს საოცნებო ადგილას.
-ნიშნობა გაზაფხულზე და ქორწილი შემოდგომას?
-ზუსტად, ზამთარში დავრჩეთ სვანეთში, გაზაფხულის ბოლოს წავიდეთ შვეიცარიაში და დაახლოებით ორი თვე დავყოთ იქ, შემდეგ იტალიაში, სადაც ასევე ორ ან სამ თვეს დავყოფთ.
-ყველგან მოგყვები მიქაელ.
-მაშ ახლა მისაღებში გამომყევი, მეგობრები აღარ ვალოდინოთ-ხელზე აკოცა და საჭმელები გაიტანა.
-საშინლად მშია-ნესტანმა ტაში შემოჰკრა სიხარულის ნიშნად და მოტანილ ხაჭაპურსა და კუბდარს დააკვირდა.
-ყველაფერი შენია ჩემო ნესტან, სულით და გულით გაგიკეთეთ მე და ჩემმა ქალბატონმა-უთხრა მიქაელმა და საცოლეს ხელი შემოხვია, შემდეგ კი სკამი გამოუწია და მის გვერდით დაჯდა.
-მიყვარხართ-კოცნა გაუგზავნა ორივეს და კუბდრის თეფში წინ დაიდო-თქვენ რატომ არ ჭამთ? ან რა გაცინებთ? არ გინახავთ მშიერი ქალი? თედო, ნუ იცინი, ჩვენს შვილს შია, თორემ მე რა?
-არ ვიცინი მეუღლევ.
-კარგი-გაიბუტასავით, თუმცა ხაჭაპურმა და საჭმელებმა ხასიათზე მოიყვანეს.
-ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ველოდები, გუშინ სეირნობისას შევხვდი, მითხრა მოვალო.
-ვინ მეგობარს?-მირაც ინტერესით აღივსო.
-ერთ-ერთი სასამართლოს დროს დავმეგობრდით, მისი მშობლების ადვოკატი ვიყავი, რომელიღაც პოლიტიკოსთან ჰქონდათ უთანხმოება და ციხეში ჩასვეს ორივე, დედაც და მამაც. მე რაც შევძელი სასჯელის შემსუბუქება იყო, ძალიან განვიცადე, რომ ვერ დავეხმარე მეტად ვერცერთს. ამ გოგომ ყველანაირად მამშვიდა, პირიქით, თქვენი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეთ ჩემი მშობლების დაცვითო. მაგის მერე რამდენჯერმე გადაიკვეთა ჩვენი გზები, ცოტა კონტაქტი გვქონდა. არ ვიცოდი სვანეთში თუ რაიმე გზით მოხვდებოდა. მისი აქ ყოფნის ამბავი აქამდე რომ გამეგო აუცილებლად თქვენც გაგაცნობდით. ძალიან კარგი გოგოა-თხრობა რა წამსაც დაასრულა კარზე კაკუნიც გაისმა და ნანიტაც წამოვარდა სკამიდან კარის გასაღებად. მიქაელიც უკან მიყვა, სტუმარს ცოლ-ქმარი ერთად უნდა დახვედროდა.
-ანიტა, მაპატიე, ცოტა შემავგვიანდა, ბებიაჩემმა არ გამომიშვა, სანამ ნამცხვარი არ გამოცხვება ნუ წახვალ, შენი მეგობრისათვის ვაცხობო და მეც ველოდი ბებიის გაზქურას, რომელმაც ცოტა დიდხანს დააყოვნა-გაუცინა და გადაკოცნა მეგობარი, შემდეგ კი მიქაელს მიუბრუნდა.
-ძალიან სასიამოვნოა თქვენი ხილვა ჩვენთან, მიხარია თქვენი გაცნობა.
-ჩემთვისაც მიქაელ, კეთილი იყოს ჩემი მობრძანება.
-წამოდი, ჩვენს მეგობრებსაც გაგაცნობ-ნანიტა მისაღებში შეუძღვა და ყველა გააცნო, მათ შორის პატარა დემეტრეც, რომელსაც სესილიას ხვეულების სახით კიდევ ერთი სათამაშო მიეცა. არ ჩანდა მათე, რომელიც ხელის გადასაბანად შესულიყო სააბაზანოში.
-ძალიან სასიმაოვნოა თქვენი გაცნობა-ყველას მიმართა სილიამ, შემდეგ კი მისაღების კარისკენ გაიხედა, სადაც მათე იდგა. მათე, რომელიც სესილიას უმზერდა და თვალს ვერ აშორებდა.
-სილია, გაიცანი ეს...
-ეს მათეა, მათე ქალდანი...-გააწყვეტინა წინადადება და თავად დაასახელა ვაჟის ვინაობა, შემდეგ კი კიდევ ერთხელ გაუსწორა თვალები.
-კი, ასეა... მათე, ეს...
-ეს სესილიაა, სესილია ჩერქეზიშვილი-მანაც შეაწყვეტინა ნანიტას და განაგრძო ქალიშვილზე მიშტერება.
-მოდი დავსხდეთ-წამოიწყო მიქაელმა, დაახლოებით ერთ წუთიანი მიშტერების შემდეგ და სტუმრები სუფრასთან მიიპატიჟა.
-თუ ამ თემაზე საუბარი თქვენთვის კომფორტული იქნება, ინქებ მოგვიყვეთ თუ საიდან იცნობთ ერთმანეთს?-ნანიტას კითხვა გაჟღერდა თუ არა, ყველამ იმ ორს შეხედა და პასუხის მოლოდინში გაისუსნენ.
-ნიტა, მე და მათე ნანულის ბაღებში შევხვდით ერთმანეთს, ბებიამ მომიყვა, აუცილებლად უნდა ნახო ეს სილამაზეო. იქ გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და ვინაობაც გავცვალეთ.
-ნამდვილად ასე იყო-მათეც დაემოწმა ქალიშვილს და ჭიქაში მათრობელა ღვინო ჩამოუსხა.
-გასაგებია...-მიქაელმა ნანიტას გადახედა და გაუღიმა, ანიშნა, აშკარად იწყება მათ შორის ის გრძნობა, რაც დიდ სიყვარულად იქცევაო-მოდი, ჩვენი მეგობრობისა შევსვათ. მიხარია, რომ ჩემი და ნანიტას ბედნიერების მოზიარე ხართ, მიხარია, რომ თქვენნაირ ადამიანებს შემიძლია ჩემი მეგობრები ვუწოდო და სიხარული გაგიზიაროთ. მიყვარხართ ყველა ერთად და ცალ-ცალკე-მიქაელმა დაასრულა სადღეგრძელო, შემდეგ ყველას მიუჭახუნა და წითელი ღვინით გაბრუება დაიწყო.
-ნიტა, აქ აპირებთ ცხოვრებას?-მირანდას კითხვაზე წყვილმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი ხელი ჩასჭიდეს.
-იცი, ხან სად ხან სად. უმეტესად აქ ვიქნებით, თუმცა, როცა ჩვენი საქმიანობა გახდის აუცილებელს, თბილისშიც ჩავალთ.
-გასაგებია. მაშ, თვენს საყვარელ წყვილს, ახლად შეუღლებულებს, ნიტას და მიქაელს გაუმარჯოთ-გიგას სადღეგრძელოს შეძახილები მოჰყვა მეგობართაგან. მირასა და გიგას შორის გრძელდებოდა სიყვარული და ოჯახური ინდილია, ნესტანი და თედო ახლა იგებდნენ შვილის ყოლის ფასს და უკვე ემზადებოდნენ უამრავი გათენებული ღამისთვის, ნანიტა და მიქაელი შესციცინებდნენ ერთმანეთს და სულ ერთმანეთის ზრუნვაზე ფიქრობდნენ, მათე და სესილია კი თვალს ვერ წყვეტდნენ ერთმანეთს და გრძნობდნენ იმ ტოკვას გულში, რასაც ჩვენ ჭეშმარიტ სიყვარულს ვუწოდებთ. საბოლოოდ, გაათენეს ღამე და კიდევ ერთი საოცარი მოგონება შექმნეს იმ საღამოს სახით, რაც მათ მეხსიერებასა და გონებაში სამუდამოდ დაილექა და უდიდესი ბედნიერების სიმბოლოდ იქცა.

ის, ცის მწვერვალებთან, ცის კაბადონებთან და დიდ უსასრულობასთან ახლოს ცხოვრობს. ცხოვრობს თავისუფლად, ყველასგან და ყველაფრისგან შორს, ახლოს დედა-ბუნებასთან, შორს თანამედროვეობისგან და რაც მთავარია, უდიდეს ჭეშმარიტებასთან ახლოს.
შეპყრობილია ერთადერთი სენით-თავისუფლებით. თავისუფლება, ყველაზე დიდი და ლამაზი სიტყვაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ერთდოულად მოიცავს (უნდა მოიცავდეს) როგორც პერსონალურ, ასევე ქვეყვნის თავისუფლებასაც.
მთის შვილი იყო თავიდან ბოლომდე ჩვენი ვაჟ-კაცი. მთაში გაზრდილი, დაკაცებული. ერთი ბებიით და უამრავი მოგონებებით სავსეს არასდროს უგვრძვნია სულიერი მარტოობა, თუმცა ფიზიკურად სულ მარტო იყო, არავინ მისი ასაკისა არ დარჩენილა სოფელში, ყველა ქალაქში მიდიოდა და იქ რჩებოდნენ სამუდამოდ. თვითონ კი შემორჩა სოფელს, ქალაქში პროდუქტების საყიდლად წასვლაც კი არ უყვარდა, რადგანაც კიდევ ერთხელ უწევდა ბანალური ციფრულ სამყაროსთვის თვალის გასწორება. სახლში დაბრუნებულს მუდამ ცხელი პურები და ახლი ყველი ხვდებოდა პიტნის ჩაისთან ერთად. ეს მის საყვარელ საუზმეს წარმოადგენდა, მიუჯდებოდა სუფრას მეუღლესთან ერთად, საუბრობდა, იცინოდა, იყო იმდენად ნამდვილი როგორც სჩვევია ხოლმე, სძულდა და ეთაკილებოდა ტყუილები, თუმცა ზოგჯერ ტყუილიც საჭიროა, მთავარია კეთილი იყოს ის. ნანიტასთან ერთად საუზმობის შემდეგ ბაღებში მიდიოდა მისახედად, რამდენიმე მუშასთან ერთად გადაუვლიდა მობიბინე მინდორს და იწყებდა მუშაობას. მთელს კუთხეში ჰქონდა სახელი განთქმული, როგორც ყველაზე მშრომელი ახალგაზრდა. ძალიან ჰყვარებია თავისი ცხენი, სახელად რომ მარკოზი ამშვენებდა, თანაც დიდი სილამაზით დაჯილდოვებული ცხენი ყოფილა მარკოზი. ყველაზე ძლიერი ფეხები ჰქონდა, ჭკუის მერე ალბათ. მხნედ და დაფიქრებულად ჰკვეთდა მთის ფერდობებს, იმდენად მყარად დგამდა მიწაზე ფეხს, რომ არც კი იქმნებოდა საშიშროება გადმოვარდნისა. მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი ყოფილა მარკოზი, ერთდროულად უშიშარიც იყო, თუმცა მთავარი რამ გააჩნდა ამასთან ერთად-სიფრთხილე.
ჩვენი ახალგაზრდა ჭაბუკი ეხმარებოდა თურმე სოფლელებს პროდუქტების ქალაქში გატანაში, ეს ყოფილა მისი ბიზნესი და რამდენიმე სასტუმროც, მამამ რომ დაუტოვა მემკვიდრეობით, ასე რომ, ფინანსურად არაფერი აკლდა და სანუკვარ მეუღლესაც არაფერს აკლებდა. მისი ყველაზე დიდი თვალისჩინი იყო ცოლი. ყველაფერი ჰქონდა, აბსოლიტურად ყველაფერი, მათ შორის-სიყვარული. ნანიტა-ქალი, რომელმაც თავი თავდავიწყებით შეაყვარა, ყველაზე დიდ ბედნიერებად ექცა.
ახლა კი ზუსტად 33 წლისაა, მთაში კვლავაც გახიზნული, ოღონდ ამჯერად მეუღლესთან ერთად და ყველაზე ბედნიერ კაცად გრძნობს თავს, რადგან ჰყავს მეუღლე, რომელიც უყვარს და რომელსაც უყვარს. ახლა კი იგებს ამბავს, რომ მათი ქორწინებიდან სამი წლის შემდეგ ეყოლება შვილი, მისი სისხლი და ხორცი, სულის ნაწილი. ყველაზე დიდი ბედნიერება შეიძინა ამქვეყნად მაშინ, როცა ნანიტას შეხვდა პირველად, ჩვაბიანში. ახლა კი აგრძელებენ სრულყოფილ ცხოვრებას, თუმცა ადიშში. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სოფლიდან არიან, მათ ერთი რამ აერთიანებთ-სვანეთი. საქართველოს საოცარი კუთხე, კიდევ უფრო საოცარი ხალხით და გარემოთი. მათი შეხება, შეხება ადიშში, მიქაელის სახლთან მყოფ ბორცვზე ისტორიას დარჩება, ან არც დარჩება, რადგან ისტორიას ვერ დარჩება ის, რაც ჯერ არ დასრულებულა.

სვანეთის მთები დადუმდა ჩუმად
მწვერვალებს თეთრად აცვიათ ნისლი,
ცაზე კი ისევ ისე კაშკაშებს
ჩვენი ოცნების უცვლელი ფიქრი.

კოშკების აჩრდილს გადაჰყვა დარდი,
ვარსკვლავთცვენაში იპოვეს ბინა,
ამდენი ხანი ხეტიალის შემდეგ,
ორმა სულმა კვლავ ერთად მოილხინა.

ეს არ არის დასასრული მათი,
არც წარსულის აჩრდილია მარტო,
ახლა უკვე მათ აცვიათ კვართი,
სიყვარულით იცოცხლეთო ხალხო!

✨ Your dear Mtvarisa ✨
2026/08/10

ამ ამბავს ვუძღვნი ყველას, ვისაც ჯერ არ უპოვია მიზანი ცხოვრებისკენ, ვუძღვნი ყველას, ვინც გადადგა რთული ნაბიჯები, მიუხედავად დაბრკოლებებისა და დაიწყო უკეთესი მომავლის შექმნა. ანუ ვუძღვნი მთლიანად ადამიანთა ყოფას.
ვუძღვნი მშობლებს, მათ, ვინც ყველა ამ ისტორიის პერსონაჟისთვის ყველაზე ძვირფასია. ვუძღვნი მეგობრებს, რომლებიც ყველა პერსონაჟის განუყოფელი ნაწილია.

პერსონაჟების გარდა, ვუძღვნი მამას, შეუცვლელ კაცს და კაცობის იდეალს, რომელსაც აქვს ძალა მთის აღებისა და სხვაგან დადებისა, თუ კი ეს მის შვილებს დაჭირდებათ.
ვუძღვნი დედას, რომელიც ყველასთვის სანუკვარია, ყველაზე საოცარი და მსოფლიო ლექსიკონითაც კი აღუწერელია.
ბოლოს, კი ვუძღვნი ბებიას, რომლის გარეშეც ჩემი ბავშვობა და თინეიჯერობა ვერ იქნებოდა ისეთი ლაღი, მრავალფერი და განსაკუთრებული როგორიც არის. ვუძღვნი მას, რადგან ყოველთვის მახსოვდეს, რომ ბებიამ უამრავი რამ მასწავლა, რაც ცხოვრების რთულ გზაზე გამომადგება.
ესაა მიზეზი ბებიების ასე ხშირად გამოჩენისა, რომ ეს ისტორია სწორედ მათია-ბებიების. საუკეთესოების და განუმეორებლების.

ვუძღვნი სვანეთს, კუთხეს, რომლის თავიდან ბოლომდე შესწავლა ჯერ კიდევ მიზნად მრჩება, თუმცა რომლის სილამაზესა და განსაკუთრებულობაზე არაერთი წამიკითხავს და მომისმენია.
,,ძველი კოშკები, უშბა,
თეთნულდი და ლამარია..."


მე კი ერთს გისურვებთ მხოლოდ: სიყვარულით იცოცხლეთო ხალხო!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent