შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებთან არ ვიცი რად ვიყავ ახლოს


9-05-2018, 08:39
ავტორი sel
ნანახია 1 404

მთებთან არ ვიცი რად ვიყავ ახლოს,
თითქოს დავტოვე სხეული სახლში,
ოფლში ცურავდა ზეწარი, მახსოვს,
მახსოვს, მეც როგორ ვცურავდი მასში,

მახსოვს რომ იდგა სიჩუმე სრული,
მხოლოდ ქუჩაში დაძრწოდა ქარი,
კაცმა არ იცის სად ჰქროდა სული,
სად ჰქონდა ფიქრებს ბოლო და თავი,

ვსუნთქავდი ხარბად ნესტიან ჰაერს,
მთათა მწვერვალებს ვწვდებოდი თითქოს,
ვიყავ, თითქოს და დაბლა დამყარეს,
დამყარეს როგორც მზის სხივი სითბოდ...

სულ გადაიძრო სულმა სხეული,
გარდავიცვალე _ ჯერ არ მოვმკვდარვარ...
სულგანაბულმა ძველი რვეული
გადავიკითხე როგორც მოკვდავმა,

მახსოვს, ვუმზერდი მწვანდე მდელოებს,
ის კი არ ვიცი სად ეგდო ლეში,
არხევდა ქარი ხის კენწეროებს
და დედამიწას სცვიოდა ლეშხი...

_მოვა ფიქრები, ნაწვიმარ ციდან,
მოჰყვება წვეთებს... მოვა და წავა,
და გაზაფხული უკვე დღეიდან
გადაიწმინდავს ნაცრისფერ კაბას.

ოთახში მაისს სწვდებოდა ცეცხლი,
ოფლში ცურავდა ზეწარი, მახსოვს,
მახსოვს ვიპოვნე სხეული ცხელი
ყავის ჭიქის და თამბაქოს ახლოს.

Selassie



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ბრავო! არ ეყოთ სიტყვები რითმებს,
ლექსისთვის ქება მოეძღვნათ სრული,
კვლავ წასაკითხად ტაეპებს ვიკრებ,
ვინ იცის, იქნებ აეხსნას სული..

მინახავს ბევრი შიშველი ლექსი,
დაბმული ვნებით როგორც ქაოსი,
მაცდური ვნება სულელი რექსით,
რომ ჩახვეოდა სულებს დაოსილს

მოჰგლიჯეს ღველფი და ქარიშხალი,
ქრიზანთემების ციდან დაგორდა,
ვნახე ადამის პირველი ქალი და
გარდავქმენი ცეცხლის ატომად..

შენია ახლა ზღვისფერი სივრცე,
ამ სტროფებს ფერფლი თუღა დაათოვს,
სარეცელში მყოფს მჩხიბავი ცირცე
გადმოგილოცავს ზევსის დანატოვს..

დატოვა ბედმა ხეშეში ხელი,
როგორც ოდესღაც ზეცა დატოვა,
შვილმა, ღვიძლ მშობელს შეუშვა ხელი
და ჩაქვესკნელდა.. ისე მარტო ვარ..

ვკრებ სილუეტებს, იქნებ და ვძლიო
ლურჯ სითეთრეში მზედ რომ დაცურავს,
მთელი სამყაროც რომ შევაძლიო,
გამოუცხადებს მთვარეს სამდურავს...

არა.. ეს ღმერთო არ იყო ლექსი,
თვალი ვაჭყიტე დიდი ხნის მკვდარმა,
გადმოიელვებს ბუზღუნა ზევსი..
... გადაიკითხა როგორც მოკვდავმა...
ჰმ, დიადო კრონიონ,
ირონეას ეთამაშება თეთრონი...

 


№2  offline წევრი sel

ლაზარე 13
ბრავო! არ ეყოთ სიტყვები რითმებს,
ლექსისთვის ქება მოეძღვნათ სრული,
კვლავ წასაკითხად ტაეპებს ვიკრებ,
ვინ იცის, იქნებ აეხსნას სული..

მინახავს ბევრი შიშველი ლექსი,
დაბმული ვნებით როგორც ქაოსი,
მაცდური ვნება სულელი რექსით,
რომ ჩახვეოდა სულებს დაოსილს

მოჰგლიჯეს ღველფი და ქარიშხალი,
ქრიზანთემების ციდან დაგორდა,
ვნახე ადამის პირველი ქალი და
გარდავქმენი ცეცხლის ატომად..

შენია ახლა ზღვისფერი სივრცე,
ამ სტროფებს ფერფლი თუღა დაათოვს,
სარეცელში მყოფს მჩხიბავი ცირცე
გადმოგილოცავს ზევსის დანატოვს..

დატოვა ბედმა ხეშეში ხელი,
როგორც ოდესღაც ზეცა დატოვა,
შვილმა, ღვიძლ მშობელს შეუშვა ხელი
და ჩაქვესკნელდა.. ისე მარტო ვარ..

ვკრებ სილუეტებს, იქნებ და ვძლიო
ლურჯ სითეთრეში მზედ რომ დაცურავს,
მთელი სამყაროც რომ შევაძლიო,
გამოუცხადებს მთვარეს სამდურავს...

არა.. ეს ღმერთო არ იყო ლექსი,
თვალი ვაჭყიტე დიდი ხნის მკვდარმა,
გადმოიელვებს ბუზღუნა ზევსი..
... გადაიკითხა როგორც მოკვდავმა...
ჰმ, დიადო კრონიონ,
ირონეას ეთამაშება თეთრონი...


კარგია რომ მოგეწონა მაგრამ ლექსით ვერ გიპასუხებ ???????? მაგდენი არ შემიძლია, ???????? ისე პასუხის პასუხი არ იქნება თორემ პასუხი კარგი იყო

 


№3  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

თავმდაბალიც ყოფილხარ..
მიხარია თუ მოგეწონა

 


№4  offline წევრი sel

ლაზარე 13
თავმდაბალიც ყოფილხარ..
მიხარია თუ მოგეწონა


არც ისეთი ჩემო ძმაო☺

ამპარტავნობა არაა ნაკლი
თუ კი შენში გრძნობ მცირედით... გაკვრით...
თუ კი შენი ცა მარტო შენია,
ზღვას თუ ტალღები შენში სჩვევია,
თუ ეს სიგიჟე მოგდევს გენებში,
სხვაც თუ ყოფილა "მკვახე" შენებში,

ამპარტავნობა ნაკლი არაა,
შენ ამაყი ხარ სხვაზე, და რა?
შენ სხვაზე უფრო გიფეთქავს გული,
მაგრამ ხანდახან გიჭირს ქართული,
გიჭირს განცდების სიტყვად გალექსვა,
მაგრამ თუ იგრძნობ პულსი გაგექცა,
თუ კი ასცდება ას ოთხმოცს წნევა,
სისხლი ძარღვებში თუ არ ეტევა,
და გულის ცემას თუ ახლავს ბიძგი...
თუ განცდა შენზე მეტია სიგრძით...

თუ კი ვაჟაა შენი ბუნება,
თუ გალაკტიონს გიგავს გუნება,
თუ კი ქუჩები შენით მთვრალია,
თუ ტიციანი გეტრფის, ძალიან...
თუ მუზებია შენით ორსულად
ამპარტავნობა მაშინ მოსულა.

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მოკვდა დროება იმ პოეტების,
ლეგენდების და სილუეტების,
უკვე დაიწყო ახალი ერა,
ჰოდა ამაყად დავიწყე წერა,

ბევრი არ მიწევს გავისარჯო მე,
რადგან მალე თვით შოთას ვაჯობებ,
ტიციანს ცივად მხარი მივკარი,
გალაქტიონის მქონდა ნიკაპი,

არავის სურდა ჩემზე ეწერა,
დავიზეპირე სხვისი ხელწერა,
თავად სიკვდილიც ისე გავლექსე,
გადაეწერა ჩემგან ავერსზე..

დრონი მიდიან, სხვანი მოდიან,
აქ სულ სხვა დროა.. სულ სხვა დონეა,
სულს რომ მიბორკავს სევდის ობია,
და ეს სამყაროც თქვენი ომია.

მე აქ არ ვსახლობ, მალე დაგტოვებთ,
მახლავს სიკვდილი და სიმარტოვე,
სანამ ძმობამდე დამიახლოვებ,
მეგობრობისთვის არსი დატოვე..

მე გამოცნობა შენი მეწადა,
იუკადრისე მეტისმეტადა,
თუმცა დავდივარ მუდამ კენტადა,
გოგო ბიჭს ვარჩევ, არ ვარ რეტადა.

და როგორც ჩაის უხდება კექსი,
ისე მეამა რომ ვნახე ლექსი,
იგი როდი ვარ, ხალხს რომ აბამენ,
მიწისქვეშაა ჩემი სავანე..

არც ოდეს მმუხთლობს სიტყვათა წყება,
ნუ იამაყებ, შენია ნება,
ნუ გაგახარებს მუზა ორსული,
თუ ყველაფერი არის მოსული..

ნუ ჩაამწარებ წინაპართ ფშვინვას
რა იცი მუზას ან ვისთან სძინავს,
ეჰ, რაც მომადგა ეხლაც ამ პირზე,
აჰა გავრიყე გაღმა ნაპირზე.

 


№6  offline წევრი sel

პასუხის პასუხი

გახსოვდეს ვაჟას უწყინეს ენა,
მე რად მიჭირდეს ამის მოთმენა?
გახსოვდეს ბრძოლა შვილთა მამებთან,
დიდგვაროვნებთან და ბატონებთან,
აზრი მიჭრის და ვისვრი ტაეპებს,
ახლა მე ვებრძვი აპარტამენტებს,
ვერიდე ბევრჯერ მასებსაც, ხალხსაც,
არ ვითქვიფები მასაში ახლაც,
ფორმა მიზიდავს, ვუწოდებ ძმას მას
ვინც განზე დგომას არ დამიზრახავს,
ისე კი დღემდე ვაოცებ ღმერთებს,
თუ ამოცნობა ჩემი გაბედეს...
გეტყვი თამაშობ წაგებულ თამაშს,
მეტს არ ვაპირებ ჩემს თავზე კამათს,
ცხოვრებას ვესვრი ქიშსაც და შამათს,
შენ კი მიჰყევი ლექსის არომატს,
წინაპართ ფშვინვას ვაყოლებ სათქმელს,
უაზრო ყოფის არ მაქვს უფლება,
ვაყვედრი წუთებს უაზრო ქართველს,
მე კი მიზიდავს თავისუფლება,
არც ტიციანზე გამიკრავს მხარი,
არც გალაკტიონს მიგავს ნაკვთები,
არ მომწონს რითმა სხვისი ნახმარი,
არც ციტატიით ლექსი ნაკვები,
გაღმა ნაპირზე ვიდექი მუდამ,
რამდენს ჩაუწყდა ნაპირთან ღუზა...
მუზებსაც მარად ფერება უნდა
თორემ იქცევა ჩამომოპალ კუნძად,
ჩვენში კი მომწონს ერთი წარსული,
აწმყოს ვერ ვიმშვნევ, რა ვქნა, მომკალით,
ხალხი უაზრო წერით გართულა
ქვეყნის შიგნით კი ყვავის ფეკალი,
ადგილს არ ვტოვებ, მიჯობს შორს გაცლა,
საცარიელის არ მიყვარს განცდა,
ნუ დაიყენებ უცხოს მეგობრად,
წადი, მოძებნე სადმე... მეზობლად,
და თუ ვერ ხედავ შენს თავს მასაში,
ნუ ჩაუძახებ სათქმელს ქისაში,
_ვარ ამღვრეული ყველა რასაში
და მშვიდობა მაქვს ქვეყნად მიზანში,
მწყობრში მაქვს ჯერაც ჩემი "კვერცხები"
და ბრბოსთან ჭიდილს ჩემით ვეცდები.

 


№7  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

გზა მშვიდობისა, სულო ეულო,
ბრძოლის წყურვილით გადარეულო,
სანამდე ძმობის ჩავიცმევთ ნიფხავს,
ჩემს სახელს გეტყვი, შენ შენი მითხარ..

შვიდნი ძმანი ვართ სულ ერთად დავალთ,
თუმც ის რომ მოვა მე მაშინ წავალ,
არ გვეშინია, მამის გვაქვს ხათრი,
ოთხს გვაქვს ქვესკნელის ოთხი ოთახი.

ორუ მუდმივად მამას თან ახლავს,
ერთი ლუციფერს აკავებს ახლაც,
ვის რა უწყინეს მე არ მეხება,
კლავს ხალხს ან კურნავს ჩვენი შეხება

სანამ ციტადელს ბნელს ფარდას ახდი,
მანამ გვახსენე, მიიღო მადლი,
რომ ბალთაზარი მეოთხეს მქვია,
შენდობა ჯერაც არ არის გვიან.

 


№8  offline მოდერი bla.ell

ვოოვ ლექსი სასწაულად მომეწონა აი ძალიან კარგი იყო მაგარი ხარ და კომენტარებში თქვენი "ბათლიც":დდდდ ძააან მაგარი იყო:დდდდ
პ/სავტორ საუკეთესო ხარ კიდევ უფრო დახვეწილხარ❤❤❤

 


№9  offline წევრი sel

bla.ell
ვოოვ ლექსი სასწაულად მომეწონა აი ძალიან კარგი იყო მაგარი ხარ და კომენტარებში თქვენი "ბათლიც":დდდდ ძააან მაგარი იყო:დდდდ
პ/სავტორ საუკეთესო ხარ კიდევ უფრო დახვეწილხარ❤❤❤


კიდევ უფრო დიდი მადლობა☺

 


№10  offline წევრი Chocolate from White Hell

))) აი, სიტყვები დაშრა და ზღვას შეერია უნამუსოდ.
უთქმელადაც იცით, რომ ძალიან კარგად წერთ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent