ის, ვინც მელოდა (სრულად)
ერთი ჩვეულებრივი ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომელიც სოფელ ერკეთში ვითარდება. სიმართლე გითხრათ, არასდროს ვყოფილვარ სოფელ ერკეთში, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მინდოდა, ამ სოფლისთვის ჩემი წარმოსახვით შექმნილი ამბავი გამეცოცხლებინა — ისეთი, სადაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები, თავიანთი ხასიათებით, წარსულითა და ისტორიებით, ერთ სამყაროში აღმოჩნდებიან. ამიტომ გთავაზობთ ამბავს სიყვარულზე, მეგობრობაზე, ოჯახზე, დაკარგულ წლებზე, დაბრუნებაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც ერთმანეთის ცხოვრებაში ზოგჯერ სრულიად მოულოდნელად ჩნდებიან. ეს არის ამბავი, რომელიც ჩემს წარმოსახვაში, სოფელ ერკეთში დაიწყო. იმედია, ჩემი ისტორია მოგეწონებათ და ჩემს პერსონაჟებთან ერთად თქვენც შეიყვარებთ ამ პატარა სამყაროს. ნელ-ნელა მიდიოდა წინ უკაც მიხედვა აღარც სურდა.იცოდა ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო საკუთარი ცხოვრებისთვის. ერთადერთი რაც უჭირდა ალბათ დედის დატოვება იყო.დიდხანია საქართველო დატოვა,დიდიხანია საკუთარი სახლი და მიწა ენატრება,დიდიხანია,როგორც უცხო ისეა იტალიაში.მთელი ათი წელი ,როგორ გაძლო ამ უცხო მხარეს თვითონაც ვერ გაეგო.15 წლის იყო,როდესაც დედამისმა ანა ონიანმა მისი ქმრის ვახო კალანდაძეს გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა და თავის ერთადერთ შვილთან გრეტა კალანდაძესთან ერთად საქართველო დატოვა. ძაალიან რთული იყო მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. სახსრები სჭირდებოდა,რომ რამე ნაირად ეცხოვრათ.სხვა საშუალება ვერ იპოვა, ამიტომ მიღო გრეტას დედამ ამხელა გადაწყვეტილება. -დედა ხომ იცი არა,რომ კარგად ვიქნები? -გრეტა შვილო მაინც ვნერვიულობ! -დედა საქართველოში მივდივარ!ბოლოს და ბოლოს მთელი 15 წლის განმავლობაში იქ ვცხოვრობდი! აღარ მინდა აქ!ვერ ვსუნთქავ ,როდესაც სხვა ენა ჩამესმის ყურებში და სხვა სისხლის ხალხთან ვარ! -ვიცი შვილო ძაალიან რთულია! ცრემლები წამოუვიდა ქალს. -დეე ნუ ტირი! მოეხვია ქალს. -გურიაში ჩავალ ერკეთში!ჩვენს სახლში! რამდენი ხანია გველოდება ამაყად მდგარი ჩვენი სახლი?მასწავლებლად დავიწყებ მუშობას. -გრეტა დე მჯერა შენი რათქმაუნდა! -მერე შენც ჩამოხვალ და მამას სასაფლაოზეც ხშირად ივლი!ხომ იცი ,რომ გველოდება,იგრძნობს იქ სადაც არის,რომ მის დანატოვარს ვუვლით და მას პატივს ვცემთ! -ახლა ვხვდები,რომ სწორად აგღზარდე!მამაშენი იამაყებდა. ერთმანეთს კიდევ გადაეხვივნენ. -დეე ყველა ერკეთში მელოდება ჩემი მეგობრები ლიკა,ანკა ამ 10 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იყვნენ. ეხლა უნდა წავიდე!შენც დაბრუნდები!დამპირდი! -გპირდები,რომ დავბრუნდები! -ვეცდები,რომ ისეთი სახლი დაგახვედრო,როგორიც მამას დროს გვქონდა!მიყვარხარ! კიდევ ერთხელ გადაეხვია დედას. ლოყაზე აკოცა და ის ობოლი ცრემლი,რომელიც დედას თვალიდან მოდიოდა თვითონვე მოაშორე ლოყაზე კოცნით და შემდეგ ზურგი აქცია ქალს არ მობრუნებულა ,რადგან შეიძლებოდა გადაეფიქრებინა წასვლა ისევ დედის გამო. **** 17:35 საათზე იტალიდან ჩაფრინდა ქალაქ ქუთაისში გრეტაას თვითფრინავი. დაუბერა საქართველოს ნიავმა და ეს,როცა იგრძნო გრეტამ თითქოს მთელმა აქ ნამყოფ 15 წელმა ჩაუფრინა წინ.ერთი ის უხაროდა მამამისთან ახლოს ,რომ იქნებოდა.ბარგი აიღო და გასაავლელისკენ დაიწყო ყურება.ელოდა მის უნახავ მეგობრებს.ესმოდა ქართული ხმები,ნელ-ნელა უფრო იაზრებდა სად იყო.როდესაც გარეთ გავიდა მასზე ბედნიერი არავინ იყო ,უყურებდა იმ ხალხს ,რომელიც მიდოდნენ საქართველოდან უნდოდა მისვლა და იმის თქმა ,რომ არაფრად არ ღირს მისი სამშობლოს დატოვება მაგრამ თვალები დახუჭა ახლა მისი ჯერი იყო.დაბრუნდა და ახლა ბოლომდე უნდა გამოესწორებინა თავისი ცხოვრება. გრეტა შავგრემანი გოგო იყო ლამაზი ხუჭუჭებით და მწვანე თვალებით. ძაალიან ლამაზი მწვანე თვალები ჰქონდა სასწაულად უხდებოდა მის გარეგნობას. -ნახე აი აი აი ლიკუნა მოდის! გრეტა გრეტა!აქეთ გამოიხედე გოგო! ანკა ეძახდა გრეტას. ანკა ღლონტი და ლიკა დუმბაძე გრეტაა საუკეთესო მეგობრები იყვნენ და ასევე კლასელები.ანკას იტალიაში წასვლის შემდეგაც ინარჩუნებდნენ ონლაინ მეგობრობას. შორიდან დაუქნია ხელი გოგოებს გრეტამ და იმ წუთავეს მირბინა მათან.ორივეს ერთთდროულად ჩაეხუტა,ძაალიან მოენატრა ეს ორი გიჟი არსება. -ვაიმე როგორ მომენატრეთ! სამივეს ცრემლებით ჰქონდათ სავსვე თვალები. -ააბა ჩვენ გვკითხე!არსად არ გაგიშვებთ ამის მერე სულ ჩვენთან იქნები! -ლიკუნა აღარც წავალ!ჩემ საქართველოს და ჩემ გურიას ვეღარ მოვწყდები! -იქნებ დამდოთ პატივი და გაწიოთ მეც მომენატრა გრეტა! იქვე მდგარ გიორგი ღლონტმა,ანკას ძმამ დაუწყო გოგოებს ჩხუბი.გიორგი გოგოებზე 5 წლით დიდი იყო და მათთან იყო გაზრდილი ეს სამივე პიროვნება. -ვაიმე გიოო! ახლა ბიჭს გადაეხვია გრეტა. -ვერც შეგამჩნიე !როგორი სხვანაირი ხარ! -ხომ ვარ სიმპატიური! -როდის არ იყავი? -აი ასეთი გრეტა მომენატრა! ერთი ხუთი წუთი კიდევ ეფერებოდა სამივეს გრეტა. აეროპორტიდან გამოვიდნენ და გრეტას ემოციების მოწოლა ერთი იყო.ლამის მიწას დაუწყო კოცნა. მანქანაში ჩადო ბარგი გიორგიმ. წინ დაჯდა ბედნიერი გრეტა. გზას გაყურებდა ბედნიერი.მთები,მდელოები ხებიც კი ისე ლამაზად ეჩვენებოდა ,რომ თვალსაც ვერ აშორებდა.საშინლად დაღლილი იყო ეძინებოდა მაგრამ თავს ვერ აძლევდა ,რომ თვალები მოეხუჭა.გზაში დედამის მიწერა,რომ უკვე სახლში მიდიოდა,თორემ ანა ალბათ ძაალიან ინერვიულებდა. -გრეტა ეხლა რას აპირებ? გიორგიმ შეკითხა,რომელიც მანქანას მართავდა და თან უკან მჯდომ დას და ლიკუნას უყურებდა სარკიდან. -სახლა მოვაწესრიგებ სექტებრამდე! ეხლა აგვისტოს ბოლოს სკოლაში უნდა შევიტანო განცხადება სკოლაში მასწავლების საკითხზე. -გრეტა მასწავლებელი იჩითები ტოო! გაეცინა გიორგის. -აბა!თქვენ შვილებს დაერხევათ! ისე ამხელა ხარ უკვე 30 წლის გიორგი და არაფერს არ ფიქრობ? -აუ ეხლა ნუ დაიწყე დედაჩემი იამზესავით! აამაზე ანკას გაეცინა. -არადა დედა ეუბნება ვინც გიყვარს დავლე ხელი და წამოიყვანეო ,ჩემ კლასელებს უკვე შვილთაშვილები ყავთო და მე კიდე ერთი შვილიშვილიც არაო! ანკამ თქვა და სიცილი დაიწყო გრეტასთან ერთად. -თქვენ კი იცინიხართ!მაგრამ მე,რაც მინდა იმას არ უნდა თან ვერაფერსაც ვერ ხვდება! გიორგი ლაპარაკობდა და თან ეხლა ლიკუნას უყურებდა სარკიდან. გიორგის და ლიკუნას ერთამანეთი მაშინაც უყვარდათ ,როდესაც გრეტა იტალიაში წავიდა.სპეციალურად ჰკითხა გიორგის ცოლის თემაზე. -მერე მოიტაცე!ეხლა კი ჩამოვედი და ერთ ქორწილი გასწორებდა. -თუ ჭკვიანად არ იქნება მგონი მომიწევს. ამაზე ისე გაბრაზდა ლიკუნა გოგოები,რომ არა ალბათ აწევდა ჰაერში ბატონ გიოორგის. -კარგი კარგი ეგ მერე… რა ხდება სოფელში ახალი! -რა უნდა ხდებოდეს გრეტა? 10 წლის განმავლობაში სოფელი შეიცვალა ხოლო ხალხი ზოგი კი ზოგი არა! -ერთი სული მაქვს ჩემ იამზეს ,როდის ვნახავ და მის გამომცხვარ ხაჭაპურებს როდის შევჭამ. -ისე გელოდება კი გაშალა 60 კაციანი სუფრა. ანკა და გიორგი გრეტას სახლის წინ ცხოვრობდნენ.ლიკუნა კი უფრო მოშორებით ცხოვრობდა. ხოლო გრეტას გვერძე ჩხაიძები ცხოვრობდნენ. -ლიკუნა შენ რას შვები? -რას უნდა ვშვებოდე გრეტუ სასწავლებელი დავასრულე და ეხლა კი სოფელში დავბრუნდი. -თბილიში ყოფნას მიეჩვიე? -ვინ მიმაჩვია?სულ უკან დამდევდნენ ფეხ და ფეხ. წამოიწია და ლამის ყურში ჩაყვირა ბიჭს. -აა ლიკუნა გამისკდა ყურის ბარაბანი. -თავი უნდა გაგისკდეს! -აჰა თქვენ ნაღდად არ შეცვლილხართ. გაეცინა გრეტას წყვილის ყურებისას. -არა რა მექნა იკიდდებდა ვიღაც სი*ებს და მერე მე მეჩხუბებოდა სახეს თუ ვულურჯებდი! ფანჯარა ჩაწია და სიგარეტს მოუკიდა გიორგიმ. -კურსელები იყვნენ!დაა ცუდად მხდის ეს სიგარეტი სუნი ნუ ეწევი! -კურსელბი ხო აი!ვიცოდი რაც უნდოდა მაგათ მაგათი დშვ**** სიგარეტი ისროლა ფანჯრიდან. -ნეტა როდის დალაგდებით? მობეზრებულმა ანკამ აატრილა თვალები.დაქალის მხარეს ყოფილიყო თუ ძმის ვეღარ გაეგო. უკვე სოფელშიც მივიდნენ ნაცნობი სახლების დანახვისას გრეტას სახე გაუბრწყინდა,რამოდენიმე ახალი სახლი იყო აშენებული სოფელში.ზაფხული იყო გარეთ იჯდნენ მოხუცები და ბავშვების თამაშს უყურებდნენ.ზოგი წრეში ბურთს თამაშობდა,ზოგი დაჭერობანას და დროშობანას.იგრძნო გრეტამ თუ რა აკლდა.გიორგიმ მათი სახლის წინ გააჩერა მანქანა.პირველი,რაც გაკეთა მის დაობლებულ სახლს შეხედა.დაობლებული იმიტომ,რომ სახლი ჩაკეტილი იყო ელოდა მის პატრონებს.თორე ამ 10 წლის განმავლობაში სახლი თავისი სახსრებით რაც შეძლო ანამ გარემონტა. ჭიშკარი გაღო,რომელსაც საღებავი უკვე გახეხვოდა და თავიდან შესაღები იყო. დიდი ეზო ჰქონდათ მოწესრიგებული. გიორგი ყოველ ზაფხულს აწესრიგებდა ეზოს მიუხედავად იმისა ,რომ არავინ ცხოვრობდა. ჭიშკრის გვერძემოშორებით გაიხედა გრეტამ საქანელას ქარი ამოძრავებდა მაგრამ ისევ ამაყად ეკიდა.ეს საქანელა პირველად გრეტამ და მამამისმა დამაგრეს და იმის მერე არსებობდა. საქანელის უკან კი ანას სულ ჰქონდა მწვანილებისთვის პატარა ბაღი მოწყობილი ,რომელსაც უკვე კვალიც არ ეტყობოდა მაგრამ ძაალიან მალე გრეტა ყველაფერს უკან დაბრუნებდა ამ სახლს სიცოცხლის ელფერს შესძენდა. -ვაიმეე ჩემი გრეტაააა! ეზოდან მორბოდა თავშლიანი 60 წლამდე ქალი. -იამზე დეიდა! იმ წუთავეს მოეხვია ქალს. -ვაიმე როგორ დაქალებულხარ ,როგორ გალამაზებულხარ. გოგო დატრიალა იამზემ. -უიმე ანა უნდა მოვკლა არაფერს გაჭმევდნენ იქა გოგო? ამაზე გრეტაას გაეცინა ზუსტად იცოდა იამზე ამ სიტყვებს ეტყოდა. -ხოდა იამზე დეიდა ეხლა შენ გამაასუქე! -აბა რას ვიზამ!ისეთი სუფრა გაგიშალე ჩიტის რძე არ აკლია! -სახლში შევალ და მერ… -აპ აპ რაის სახლი შვილო?დღეს ცოდო ხარ ჩემთან დარჩი და ხვალ გადმოდი ეხლა ისეთი მტვერი იქნება თან ღამდება მალე და ვეღარც განიავებ. -კარგი მაშინ რა გაეწყობა! -გიორგი ბარგი წამოუღე გოგოს!ანკა მომყევი პადვალში უნდა გაგაგზავნო კომპოტი უნდა ამოგატანინო! იმ წუთავეს გასცა ბრძანება შვილებთან ქალბატონმა იამზემ და გრეტა ხელთ გაიყოლა თან რაღაცას სწრაფად ექაქანებოდა. ლიკუნაც უნდა გაყოლოდა მაგრამ ვინ აცადა გიორგიმ დაიჭირა მკლავით და უკან დაბრუნა. -სად მიდიხარ ქალბატონო? -რა გინდა გიორგი? -რა რა მინდა!ვიღაც ნაბ**რების გამო მე ნუ მიბრაზდები! -შენ არ გიბრაზდები უბრალოდ ასე მგონია არ მენდობი! ლამის ტირილი დაიწყო ლიკუნამ. -ლიკ რას ამბობ! ძაალიან იმოქმედა ლიკუნას მდგომარეობამ გიორგიზე. -უბრალოდ ვიცი,როგორებიც იყვნენ ისინი და მაგიტო გავჭედე თორემ ხომ იცი არა ,მე მანიაკი გიჟი არ ვარ! ლოყებზე ეფერებოდა გოგოს მთელი სახე დაუკოცნა. -მანიაკი არა მარა გიჟი ხარ! ამაზე ბიჭს ჩაეღიმა და გოგოს სახესთან უფრო ახლოს მიწია!თან წელზე შემოხვია ხელები. -გეთანხმები გიჟი ვარ!ასევე ეგოისტიც ხომ იცი რაც ჩემი სულ ჩემია და ჩემი იქნება ბოლომდე? ნელ-ნელა ასრიალებდა ხელებს წელის დაბლა. -თან ძაალიან ვმოქმედებ შენზე ,როგორც ჩანს. უცბათ შეხო გოგოს ტუჩებს და იმ წუთავეს მოწყდა. -გარყვნილიც ხარ!გაწიე ეს ხელები დროზე! -რატო უნდა გავწიო?მშვენივრად დევს თავის ადგილასს. -გიორგი ნერვებს ნუ მიშლი!კიდევ კარგი არ ჩანს და დიდი გალავანი აქვს ამ სახლს!და იმედია იამზე დეიდამ არ დაგვიანახა თორემ ჩემი ხელით გაგითხრი საფლავს! -ნუ ნერვიულობ დედამთილი მაინც მიგიღებს. ხელები მოაშორა და ლოყაზე აკოცა სანამ მოშორდებოდა ბიჭს. -გიორგი სახეს აგახევ!და ტუჩებით დავიწყებ. გაწითლებული მიდიოდა სახლსკენ და თან გიორგის ლანძღავდა. -თუ ეს სახის ახევა სასიამოვნი იქნება რატომაც არა! თვალი ჩაუკრა და მანქანის საბარგულიდან გრეტას ბარგი ამოიღო. ოთახში იჯდა უკვე გრეტა,როდესაც იამზემ სულ ცხელ-ცხელი ხაჭაპური მიუტანა. -ვაიმეე იამზე დეიდაა როგორ მომენატრა ახალი გამომცხვარი შენი ხაჭაპური! იტალიაში,რომ გზავნიდი კი იყო გემრიელი მაგრამ აი ცხელი თან ახალი გამოღებული ღუმელიდან სასწულია! -შენ გენაცვალეს შენი იამზე დეიდა!მიდი მიდი ჭამე!ეს ჩემი ჩერჩეტი შვილი სად დაიკარგა იმ კამპოტთან ერთად? ფანჯრიდან იყურებოდა თან იამზე! -დედა რა კარგი ხაჭაპურია! ოთახში შემოვიდა ჯერ ლიკუნა მერე გიორგი.კი უნდოდა გიორგის ერთი ნაჭრის აღება მაგრამ იმ წუთავეს ხელებში მოხვდა იამზესგან. -გადი ეხლა გიორგი აქედან?აცადე გოგოებს ჭამა! -დედაა მე ვარ შენი შვილი ესენი კი არა! -აიი შეე მამაძაღლო!ესენი არიან ჩემი შვილები აბა ვინა სხვა? -დედა აი მოვიტანე კომპოტი. -არა შენ სადღა დაიკარგე? ახლა ანკას მიდგა ქალი რაზეც სიცილი ატეხეს სხვებმა. -არა აი ვაბობ ეს ჩემი შვილები ბიჭზე რაღა მაქვს სათქმელი ისედაც ვიცი მარა აი გოგო მგონი მართლა შეყვარებულია! ერთი ატმის კომპოტი ვერ მოიტანა 10 წუთი,აი შეხედე შვილო გრეტა სულ გაფანტული გონებით დადის. რათქმაუნდა ლიკუნას და გიორგის ამბავი მშობლებმა კი არა მთელმა სოფელმა იცოდა სკოლის პერიოდიდან უყვარდათ ერთმანეთი გიორგის კი ისაც უწყობდა ხელს მისი დის საუკეთესო მეგობარი,რომ იყო ლიკუნა.სოფელი დიდ ქორწილსაც ელოდა.გიორგი ელოდა ლიკუნას სასწავლებლის დამთავრებას ,რომ შემდგომ მოეყვანა ცოლად.მაგრამ ამ ბოლო დროს ,როგორც კატა თაგვი ისე ჩხუბობენ. -ვაიმე დედა ჩემგან რაღა გინდა?რა მექნა მე იმ ორ მეტრზე,რომ დადე ეს კამპოტები ვერ ვწვდებოდი და დამაგვიანდა. -ცოცხალი უნდა იყო შვილო ცოცხალი!თორე ეგრე დარჩები გასათხოვარი. -ვაიმე რას იძახი მე ისედაც არსად არ ვუშვებ ჩემ შვილს!ვაიმე ჩემი გრეტაააააა! ოთახში შემოვიდა ნოდარ ღლონტი გიორგისა და ანკას მამა. იმ წუთავეს მოეხვია მონატრებულ მესამე შვილს.გრეტა თითქმის ამ ოჯახთან იზრდებოდა. -ნოდარი ბიძიაა!როგორ გათეთრებულხარ? მოეფერა კაცს გათეთრებულ თმაზე და წვერზე. -ვაიმე შვილოო ამ ჩემი ცოლის გადამკიდე გათეთრება კიდევ ცოტა!ერთი წუთი არა გვსვამს მე და ანკას გიორგის კი უვლის ახალ გაჩენილი კვიცივით. -არა შეხედე გრეტა შვილო ხომ არის ღირსი ჩავარტყა ეს ჩამჩა მაგ უტვინო თავში. იმ წუთავეს აქაქანდა იამზე. რამდენიმე წუთში გაშალა იამზემ იმერული სუფრა ყველაფერი იყო რაც გრეტას უყვარდა. ისე გემრიელად მირთმევდა გრეტა ყველა აღტაცებული უყურებდა. -შენ გენაცვალოს შენი იამზე დეიდა შენ! ეფერებოდა იამზე გრეტაას არ არჩევდა მისი შვილებისგან მიუხედავად ამდენი წლის უნახავი ყავდათ.არც უგრძვნია გრეტას უხერხულობა პირიქით თითქოს ორი დღით დატოვა აქაურობა და უკან დაბრუნდა. -გრეტა ბიძიკო ხომ დაბრუნდი საქართველოში? -კი ნოდარი ბიძია მე იქ ფეხს აღარ ჩავდგამ. -დედიკო გრეტა?ანა არ ჩამოვა? დანაღვლიანებული იყო მის მეგობრის გამო იამზე.იამზე,როდესაც გათხოვდა ჯერ არ იყო ანა მოსული სოფელში.5 წლის მერე კი გრეტას მამაც დაოჯახდა მოიყვანა ანა სოფელში და იმის მერე ერკეთის რძლები მეგობრობდნენ. -დედა დამპირდა,უნდა ჩამოვიყვანო ჯერ მინდა ,რომ ავეწყო აქ სახლი მოვამჯობინო სამსახური დავიწყო. -ვაიმე რა კარგია ნეტა მამაშენი იყოს ცოცხალი გაეხარდებოდა. ნოდარმა გადაუსვა ხელი გოგოს სახეზე და მოეფერა. კიდევ დიდიხანი იალაპარაკეს მაგრამ ბოლოს უკვე გრეტაც ძაალიან დაღლილი იყო ოთახში დაბინავეს. ზუსტად იმ ოთახში სადაც მთელი ბავშობა გატარებული ჰქონდა საიდანაც ძაალიან კარგად ჩანდა მისი სახლი. ფანჯარა გამოაღო უყურებდა იმ ბუნებას,რომელიც სიზმრებში ნახულობდა და ოცნებობდა ამ გარემოზე ახლა კი ცხადად ,რომ ხედავდა უფრო გადაირია უფრო აერია გრძნობები ერთამნეთში.ათი წუთი გაძლო ოთახში იცოდა,რომ ხვალამდე ვერ მოითმენდა.სახლის გასაღები აიღო და ოთახიდან ჩუმად გამოიპარა,რომ არ გაეღვიძა სახლში მყოფები.სახლიდანაც ჩუმად გადავიდა უცბად გაირბინა ღლონტების ეზო ,ჭიშკრიდან გავიდა და თავის სახლის ჭიშაკრი გაღოო. ეზოშო შევიდაა საშინლად ტკივილი იგრძნო გულთან ღამეც კი უფრო უსიცოცხლო მოეჩვენა სახლი. მთავარ კართან მივიდა გასაღები მოარგო და გაღო,ოთახში შევიდა დაინახა კიბე,რომელიც მეორე სართულს აუყვებოდა სამზარეულო სადაც დედა და მამა ბევრჯერ უნახია ერთად ,როგორ მზარეულობდნენ.შემდეგ მისაღებში შევიდა ყველაფერი ზუსტად ისე იყო ,როგორც დატოვეს.ცოტაღა და ტირილს დაიწყებდა გრეტა. მეორე სართულზე ავიდა სადაც ოთხი საძინებელი იყო ერთი გრეტას მშობლების და თვითონ გრეტას ოთახი,დანარჩენი ორი საატუმრო ოთახი იყო.პირველი მშობლების საძინებელში შეიხედა .ფოტოები ნახა სადაც მისი ნამდვილი ღიმილი ჩანდა.მაშინ დედა მამა ორივე გვერდით ედგა,კი რათქმაუნდა ანას დიდი მადლობელი იყო მაგრამ გოგოსთვის მამა ხომ სულ სხვა?! საშინლად ნესტის სუნი იყო სახლში ამაზე საერთოდ აურია გრეტამ ისე ინერვიულა ეერთს ფიქრობდა უფრო ადრე რატო არ დაბრუნდა. თავის ოთახში შევიდა სადაც 15 წელი გატარა.ყველაფერი ფერადი ჰქონდა ოთახში მაგრამ ჩაბნელებულად ეჩვენეა მთელი ოთახი.ბავშობა და სიფერადე გრეტამ ამ ოთახში დატოვა.მაგიდასთან მოვიდა უჯრა გამოაღო თითქოს რაღაცას ეძებდა თვითონაც არ იცოდა რას. ხელში მისი ბლოკნოტი მოხვდა იქვე კედელთან ჩამოჯდა და გადაშალა. ჩანაწერი: 18/08/2012 გამარჯობა!მე გრეტა კალანდაძე ვარ. დღეს 11 წლის გავხდი,უკვე დიდი გოგო ვარ მამამ ასე მითხრა! ძაალიან ბევრი საჩუქარი მივიღე ,გიორგიმ და ანკამ საპრანჭაოებოს დიდი ყუთი მაჩუქეს. ძაალიან გამიხარდა ერთად ჩავიპრანჭებით მე,ანკა და ლიკუნა.ლიკუნამ ძაალიამ ლამაზი კაბა მაჩუქა ასე მითხრა ,რომ დავინახე პირდაპირ შენ წარმოგოდგინეო და მივხვდი,რომ ძაალიან მოგიხდებოდაო. დედამ ძაალიან ლამაზი თოჯინა მომიტანა ხოლო მამამ ცხენის კვიცი მაჩუქა.ჯირითის სწავლა ძაალიან მინდა და ეხლა ვისწავლი!ჩხაიძებთან დააბა მამამ ,რადგან ეზოში აქვთ ცხენების დასაბმელი ადგილი. ეს ჩხაიძების ბიჭი ლაზარე ძაალიან მიშლის ნერვებს,დღეს ნაწნავებს მიწიწკნავდა….. ბოლო სიტყვებზე არ მიუქცევია დიდად ყურადღება,ძაალიან იმოქმედა ამ პატარა ჩამაწერმა.ერთს ფიქრობდა,რომ ყველაფერს დათმობდა ოღონდ როგორც 15 წლამდე ცხოვრობდა ისე ყოფილიყო. ფეხზე წამოდგა რამოდენიმე ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან ისევ მოავლო ოთახს თვალი მიხვდა,რომ შეეძლო ყველფერი ისევ დაებრუნებინა.ისევ ბედნიერი იქნებოდა დედასთან ერთად . -მამასაც ეს ენდომებოდა! გაიღიმა და თაროზე მშობლების ფოტო ხელით გაწმინდა მტვრისგან. ოთახიდან გამოვიდა და პირველ სართულზე ჩავიდა ნელი ნაბიჯებით. გარეთ გავიდა კარი უნდა ჩაეკეტა და ღლონტების სახლში დაბრუნებულიყო,მაგრამ სახლის წინ ვიღაც იჯდა და სიგარეტს ეწეოდა თან გრეტას უყურებდა .ძაალიან შეშინდა გრეტას მაგრამ სახეზე არ შეიტყო. -ნუ გეშინია კალანდაძე! სახეს ვერ ხედავდა შორიდან. -ვინ ხარ?ან ჩემი სახლის ეზოში რა გინდა?ან საიდან იცი ვინ ვარ? ცოტა წინ მიწია გრეტა მიხვდა,რომ მთლად მანიაკი არ იქნებოდა წინ მდგარი მაღალი ბიჭი . ტალღოვანი თმა ჰქონდა სიბნელეში მაინც კარგად აღიქვა გრეტამ. მოკლე მკლავიანი ეცვა და კარგად ეტყობოდა დაკუნთული სხეული უცნობს. -მთელი ათი წლის განმავლობაში ამ ეზოში მათენდება გრეტა! დანაღვლიანებული ხმა ჰქონდა ბიჭს. -კი მაგრამ ვინ ხართ? ცოტა შეშფოთდა გრეტა ვიღაც უცნობი ედგა წინ,მაგრამ სახეზე თითქოს ნაცნობი იყო მაგრამ მაინც ვერ აღიქვამდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. ბიჭს გოგოს სიტყვებზე ჩაეღიმა.სიგარეტის ბოლო კვამლი გამოუშვა ფილტვებიდან სიგარეტი კი ძირს დაგდო და ფეხით გასრისა. -გრეტა ასე მალე თუ დამივიწყებდი არ მეგონა! -მართლა არ მახსოვხართ იქნებ გამახსენოთ და… -ესე ფორმალურად ,რომ მელაპარაკები სურვილი დამეკარგა გაგიმხილო ჩემი ვინაობა! ძაალიან აბნევდა გოგოს. -რატომ? -იმიტომ,რომ მერე შეძლება საერთოდ ხმაც აღარ გამცე. -მიზეზი მექნება? -გრეტა! -გისმენთ! -ნაწნვებს აღარ იკეთებ? მაინც ვერაფერი გაიგო გოგომ! -მთვრალი ხართ? ბიჭმა გაიცინა აღარაფერი გასცა პასუხი ეზოს დაუყვა და ჭიშკრიდან გაქრა. გაკვირვებული იდგა ეზოში გრეტა.მიხვდა,რომ აუცილებლად რაღაცა შეიცვლებოდა მის ცხოვრებაში. ნელ-ნელა დაუყვა ეზოს ჭიშკარი გამოიხურა იქითკენ გაიხედა საითკენაც უცნობი წავიდა მაგრამ კაცის ჭაჭანება არ იყო არსად.ღლონტენის სახლში შევიდა,ჩუმად ავიდა ოთახში გამოიცვალა და ლოგინში ჩაწვა. ფიქრები მაინც უცნობთან ჰქონდა იმ წუთში სახე ახსოვდა მაგრამ ვერ იხსენებდა ვინ შეიძლებ ყოფილიყო. ამ ფიქრებში ჩაეძინა გრეტა კალანდაძეს ,რომელსაც წინ დიდი თავგადასავალი ელოდა. დილით ადრიანად გაიღვიძა პირველ რიგში რაც გაკეთა სამზარეულოში ჩავიდა სადაც გემრიელი სუნები ტრიალებდა დილიდან. -გაიღვიძე ჩემო გოგო? -იიამზე დეიდა რა კარგი სუნია? -მოდი მოდი დაჯექი ისაუზმე! -ვაიმე დედა გიორგის რამე უთხარი! ოთახში შემოვიდა თმა არეული ანკა,რომელსაც უკან მოყვებოდა სიცილით გიორგი. -რა იყოთ? -რა რა იყოს ოთახში შემომივარდა და მატრასიანად ძირს გადმომაგდო! -გიორგი რამდენჯერ გითხარი ნუ აღვიძებ თქო? -არა აი გრეტა მისმინე ქალს შუადღის 3 საათამდე უნდა ეძინოს?!ეს დიდი დანაშაულია! -ხომ მაგრამ დილის 9 საა თზეც არ არის საჭირო გამაღვიძო! ცხვირს ჩამოშვებული იჯდა ანკა,რომელსაც ძაალიან ეძინებოდა. -ვაიმე ნუ გადამრიეთ ეხლა!ანკა მოფხიზლდი და ჭამეთ ეხლა სამივემ. გრეტასთან გადადით და სახლი მოაწესრიგებინეთ. -არა იამზე დეიდა რას ამბობთ მე დავალაგებ არც არის ძაან დასალაგებელი თან. -არა გრეტა შვილო მაინც არაფერს აკეთებენ და გამოგყვებიან. აღარაფერი აღარ უთხრა იამზეს პირიქით ამ დალაგების პერიოდში გაერთობოდნენ მაინც. უცბათ ისაუზმეს.გიორგის მოქონდა ისევ გრეტას ბარგი.ეზოში ლიკუნა დახვდათ,რომელიც ისე იყო გამოწყობილი,რომ ორ სამ სახლს მაინც გაუკეთებდა უბორკას. -აბა მზად ვარ მე ხეხვისთვის! ხელებზე ეკეთა ხელთათმანები,რომელიც გოგოებს დანახა -აუ რა სასაცილო ხარ ლიკუნა! წამო წამო თორემ დედაჩემს მე ვერ გადავურჩები! -არ მინდა,რომ გაწვალოთ რაა! გრეტამ დაუწყო ლაპარაკი. -ვაიმე გაჩუმდი გოგო და გაღე ჭიშკრის კარი! ეზოში შევიდნენ.გიორგიმ უკან მოიტოვა მისი ცხოვრების აურზაური -ყოჩაღ ლიკუნა!ეხლა ჩაბარებ ჩემს გამოცდას! -რა გამოცდაა გიორგი? გაკვირვებულმა ახედა ბიჭს. -იმას თუ როგორ ალაგებ! რომ მოვალ სახლში ხომ უნდა დამახვედრო ხოლმე სუფთა სახლი! -და საიდან მოიტანე,რომ გამოგყვები? -ისევ გაბრაზებული ხარ? -ანკაააააა!შენმა ძმამ იატაკს მე გამოვწმინდავო! ანკას დაუძახა ,რომელიც სახლში შედიოდა და თვითონაც ანკასკენ გაიქცა. -ოხ ლიკუნა! -ეე ძაან მშვენიერი!გიორგი მოდი ჯერ გამოგავე! ლიკუნას ჩაუკრა თვალი და ორივე გრეტასთან ერთად შევიდნენ სახლში. -აბა შევუდგეთ! -მოდი ასე ვქნათ. გრეტამ დაიწყო განაწილება. -მე და ანკა პირველ სართულს მივხედავთ,ხოლო ლიკუნა და გიორგიმ მეორე სართულს. -მე მომწონს განლაგება! კმაყოფილი ამოუდგა გიორგი ლიკუნას. -გრეტა მე პირველ საართული მინდა!ანკა გაუშვი მეორეზე. იმ წუთავეს დაიწუწუნა ლიკამ. -შენი ჭირიმე მე ჩემი ძმის ნერვი არ მაქვს ამიტომ ჩემს ადგილს ვერ გაგიცვლი. -ანკა ჩემი დაქალი ხარ თუ ამის ძმა? -ლიკუნა რა ვქნა მანდ ვიჭრები უკვე! მიდი მიდი გაყევი არ შეგჭამს!პირიქთ ყველაფერი მაგას დალაგებინე. დაბლა გრეტამ სამზარეულოს მოწესრიგება დაიწყო ხოლო ანკა მისაღებში იყო.მთელ სახლში ყველა ოთახში ფანჯრები იყო გაღებული რათქმაუნდა ეს სოფლის მოსახელობას არ გამოპარვიათ.სახლში ზაფხულის სუნი ტრიალებდა გარედან შემოსული. ძაალიან უხაროდა გერეტას ,რომ ასეთი კარგი ხალხი ყავდა გვერდით. სამზარეულო მოაწესირგა კარგად დაალაგა მხოლოდ ჭურჭელის განახლება უნოდა რათქმაუნდა ჰქონდა მაგრამ ახალიც საჭირო იყო. როდესაც სამზარეულოს მორჩა ანკასთან გავიდა მასაც თითქმის დამთავრებული ჰქონდა მისაღები. -ყოღავ ანკა!სწრაფი ხელი გგქონია! -აბა დედაჩემის ხელში რა გგონია შენ! ორივეს გაეცინა. ავეჯს მოაშორა გრეტამ გადაფარებიული ცელოფნები. -სოფელში რა ხდება ანკა?ჩვენი კლასელები სად არიან? თან ალაგებდნენ და თან საუბრობდნენ. -სოფელში ბევრი მაცხოვრებელი დაემატა.ნელ-ნელა უფრო ხმაურიანი ხდება აქაურობა.კლასელები ზოგი სად ზოგი სად. ხომ იცი ლევანი და სოფია! -კი მახსოვს სულ ჩხუბობდნენ ისე ვერ იტანდნენ ერთმანეთს! გაეცინა წარსულის გახსენებაზე გრეტას. -ორი შვილი ყავთ უკვე 3 წლის ბიჭი და 2 თვის გოგონა. -რას იძახი?აი ეგ,რომ გამიკვირდა ისე არაფერი! გაიცინა და ფანჯარსთან მივიდა სადაც კარგად ჩანდა ჩხაიძების სახლი და აყვავებული ბუნება. -ჩხაიძებთან რა ხდება? -ოოო რა ბიჭები დადგნენ იცი ძმები?ლაზარე და თორნიკე. -თორნიკე ისედაც ვიცი,რომ კარგია მაგრამ ლაზარეე… ლაზარე და თორნიკე ჩხაიძები.ორი პიროვნება ,რომელიც ძაალიან უყვარდათ მთელ სოფელს.ქეთის და თემურის ნამდვილად საამაყო შვილები ყავდათ. ლაზაარე გიორგის ასაკის იყო 30 წლის ,ხოლო თორნიკე 28 წლის გახლდათ. მთელი ბავშობა მათთან ერთად გაიზარდა გრეტა.ლაზარესთან სულ პრობლემა ჰქონდა,ერთად,რომ იყვნენ სადმე სულ ჩხუბობდნენ,ლაზარე ხან ნაწნავებზე დაუწყებდა თამაშს ხან გრეტას ნერვებზე თამაშობდა .გრეტაას ალბათ მაინც ლაზარესთან შეხვედრა არ სურდა მმაგრამ 10 წელი იყო გასული ახლა გრეტაც სერიოზული იყო და ლაზარეც ალბათ დასერიოზულდებოდა. -დამიჯერე ლაზარეც კარგია გრეტ! აი ეხლა გაიცნობ თავიდან და მიხვდები! -არამგონია აზრი შევიცვალო ანკა ვირი ლაზარეს მიმართ! -ოხ გრეტა! -შენ ანკა ვინმე არ მოგწონს მაინც? -არა გრეტა! -კი მაგრამ თორნიკე? თორნიკე მოსწონდა ბავშობაში ანკას . -რა აბავს მიხსენებ გრეტა?მაშინ 15 წლის ვიყავი!ეხლა უბრალოდ მეგობრები ვართ! -ასე მეგონა ვერასდროს დაივიწყებდი! -დამიჯერე ისეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს ამ ცხოვრებაში,რაც შეიძლება სინამდვილეში წამითაც ვერ წარმოიდგინო. -ანკა ჩხაიძებს ისევ ყავთ ცხენები? -კი!უფრო ლაზარე აქცევ ყურადღებას და უვლის.სულ ეგ დადის ცხენით სოფელში. რატო მკითხე? -გახსოვს მამამ ,რომ ცხენი მაჩუქა დაბადების დღეზე!მათთან გვყავდა.ვუვლიდი ხოლმე ყოველთვის. -იქნება ცოცხალი ვითომ? -ცხენები 20-დან 30 წლამდე ცოცხლობენ,თან მამამ,რომ მომიყვანა ჯერ ისევ ახალი დაბადებული კვიცი იყო!შეიძლება იყოს ცოცხალი. -კი მაგრამ,როგორ იცნობ? -ფეხთან პატარა შავი ნიშანი ჰქონდა თან თეთრი ცხენია პირველ რიგში ამით ვიცნობ მთავარია რამე ნაირად მოვხვდე ცხნენებთან. -და როგორ აპირებ მაგას! ამაზე გაეღიმა გრეტას. -ანკა დაბერდი?არ გახსოვს ბავშობაში რებს აღარ ვაკეთებდით! -ხოდა ,რომ მახსოვს მაგიტო მეშინია უკვე რამე არ მოხდეს! -რა უნდა მოხდეს გოგო!უბრალოდ ვნახავ და ეგა! თან ჯირითის სწვლაც ვერ მოვახერხენ,რადგამ მამა გარდაიცვალა და თან იტალიაში წავედით. და’აღვლიანებულმა ამოილაპარაკა. -მერე უთხარი ლაზარეს და გასწავლი!იცი რა კარგად იცის. რათქმაუნდა ძაალით დაუწყო გაბრაზება გოგოს. -ანკა! -ხო რა იყო ნუ ბრაზდები მაშინ ხომ ბავშვები იყავით! ამ ლაპარაკში სულ გადავიწყდათ ზემოთ მყოფი წყვილი. დაბლა კი იყო სიმშვიდე მაგრამ მაღლა ქარბობალა ტრიალებდა ლიკუნას სახით. თან ალაგებდა თან გიორგის ლანძღავდა. -არა ადამიანი ხარ გიორგი! -ვაიმე გადამმრევ შენ გოგო! იქვე სავარძელში იჯდა გიორგი თან იცინოდა. -რა გაცინებს ორი დღეა ნერვებს მიკუწავ! -მე რა შუაში ვარ შენ იშლი ნერვებს!ვიღაც გამო****ბულების გამო! ფეხზე წამოდგა ბიჭი და ფანკარსთან მივიდა თან სიგარეტს გაუკიდა. -ნუ ეწევი და ნუ იძახი ეგეთ სიტყვებს! -სუნთქვაც ამიგრძალე! -პირველ რიგში მოწევას მოეშვები!მერე სუნთქვასაც აგიგრძალავ! -მკლავ ლიკუნა შენ? -100 წლის მერე ჩემი ხელით უნდა მოგკლა! -მანამდე რატომ არ მკლავ! ეცინობდა ლიკუნაზე,რომელიც თან ალაგებდა და თან ქაქანებდა. -მანამდე მჭირდები,მაგრამ ისე ვიზამ სისხლს ,რომ გაგიშრობ და თვითონ მოგინდებ ჩემგან მალე მოშორება. ბიჭს დაუდგა წინ სიგარეტი გამოართვა და ფანჯრიდან ისროლა. -ჯერ სიგარეტს დავანებეთ თავს! მომთხოვნი ტონით ესაუბრებოდა ბიჭს. -სიგარეტს,რომ ჩანაცვლება უნდა არა? ბოლო კვამლი გამოუშვა ფილტვებიდან გიორგი რაც შერჩენილი ქონდა თან გოგოს სახეზე პირდაპირ. -ნუ მაბოლებ გიორგი! ჩანაცვლებას კი ,რაც შეხება ბევრი რამ შეიძლება აი ჩამოვთვალოთ,მაგალითად:კომპოტი ხომ იცი იამზე დეიდა ისეთ გემრიელ კონპოტებს აკეთებს მე,რომ მისი შვილი ვიყო არცერთ ქილას არ დავუტოვებდი,ასევე მიატნი საწუწნი კანფეტები რომ არის ხომ იცი!ეგ კიდე მზესუმზირა სასწაულია. გაბრწყინებული უთვლიდა თუ რა შეიძლებოდა ,რომ გიორგის დაეძლია სიგარეტისგან თავი? -ლიკუნა გინდა გავსუქდე და ღიპიანი გავიჩითო? -ეგ რა შუაშია?რა ღიპიანი გგონია არ მეყვარები! ესიამოვნა ბიჭს ლიკუნასგან სიყვარულის გამოხატვა. -აჰა ანუ გიყვარვარ ხომ! -მთელი ბავშობა იცი და ეხლა რატო ამახვილებ ამ ყველაფერზეე ყურადღებას? მობეზრებულად ახედა ბიჭს თან ლოყები ცოტა ვარდისფერი ქონდა. -მთელი ცხოვრება გავამახვილებ ლიკუნა შენს მიმართ სიყვარულს! -მე უნდა დაგშორდე! პატარა ბავშვივით დაუწყო ჯიუტობა. -ვინ დაგშორდება თორე დამშორდი შენ! -აი ვნახავთ! -ისე ლიკუნა მე ვიცი რაც ჩამინაცვლებს სიგარეტს! ეშმაკურას გაუღიმა ბიჭმა. -შენ თუ ეგ მოიფიქრე ხელები ამიწ…. წინ მდგომი გოგოსკენ დაიხარა და ტუჩებზე წაეტანა,მთელი გრძნობით უკოცნიდა ტუჩებს.რათქმაუნდა გაიბრძოლა ჩვენმა ლიკუნამ მაგრამ მაინც დანებდა ბოლოს.ვეღარ შორდებოდნენ ერთამნეთს. როდესაც გიორგი მოწყა მის ტუჩებთან ამოილაპარაკა. -აი ლიკუნა შენი ტუჩები არც კანპოტია მაგრამ ტკბილია,არც მიატნი კანფეტია მაგრამ მწარეა!თან არც გამასუქებს და არც ღიპიანი ქმარი გეყოლება. -რა ჯანდაბას აკეთებ! იმ წუთავეს ამოიყვირა ლიკუნამ ,როდესაც განალიზა,რომ ფანჯარასთან მოხდა წეხანდელი სცენა. -გიორგი დაგვინახავდა ალბათ ვინმე და კიდე გიმეორებ მე შენ ცოლად მაინც არ გამოგყვები! -გამომყვები!თან შეხედე ჩხაიძების სახლია იქით დამიჯერე ერთი ლაზარე თუ დაინახავდა ჩვენს კოც…ნუ ხომ, რაც იყო თან დამერწმუნე ლაზარეს უარესებიც ექნება ნანახი და გაკეთებული. ლიკუნას სახის არევაზე ცოტა დასტოპა გიორგიმ იცოდა ეს გიჟი გოგო მასზე უარესი იყო. -ლიკუნა!შემომხედე!იცოდე კიდევ გაკოცებ თუ ხმას არ გამცემ. -ერთს გეტყვი ჩემ ხარჯზე ნუ დანებებ სიგარეტს თავს და ეხლა აიღე ეგ იატაკის ჯოხი და გამოწმინდე ეგ ოთახი. -ვაიმე კიდე კარგი ბიჭები არ მხედავენ! -თუ ასე გაგრძელებ ყველაფერს გაიგებენ! გაიცინა და იქვე სავარძელზე ახლა თვითონ დაჯდა. ისე მოუხერხებლდ წმინდავდა გიორგი კი იყო ხელახლა დასალაგებელი. -გიორგი ნუ ხარ ხეე!ცოტა ცოცხლად და მოხერხებულად! -აუუ ლიკა ხომ იცი არ არის ეს წმენდა ჩემი! -მიდი უსვი მიდი! თან იცინოდა და ჩუმად უღებდა ვიდეოს ,რომ ინფორმაცია დაემტკიცებინა თორნიკესთან,ლაზარესთან და დუდასთან. -გიორგი კუთხეში დაგრჩა! -ლიკუნა ნერვებს მაინც ნუ მიშლი! მთელი მეორე სართული გიორგის კისერზე გადავიდა.წელს ვეღარ შლიდა,30 წლის განმავლობაში პირველად დალაგა ასე სახლი.მისი დალაგება შემოიფარგლებოდა მხოლოდ უაზროდ გასწორება ლოგინის ,დანარჩენს თავიდან იამზე ულაგებდა ხოლო შემდგომ ანკაზე გადავიდა. -ვაიმე ჩემს ძმას რა სჭირს?ხომ არ ცემე ლიკუნა? თავისი ძმის შეწუხებულ სახეზე გაეცინა ანკას -ნეტა ვეცემე! -შენმა ძმამ გამოცდა ჩაბარა ანკა! შეგიძლია ჩაიბარო გამოცდილი. ამის მერე თუ თავისი ლოგინიც არ გასწორა ჩემთან ზარი და მე მოვაგვარებ. ამაყად შევიდა ლიკუნა სამზარეულოში. -ვნახოთ ზარი ვის დასჭირდება ცოტახანში! დას ჩაუკრა თვალი გიორგიმ. -გრეტა სად არის ანკა? -აქ ვარ!მოკლედ აბა გიორგიმ წამომყევი! გამოეცვალა გრეტაას ტასაცმელი. -სად უნდა წამოვიდე? უკვე უარესად დაღლილმა გიორგიმ ამოიღო ხმა. -რა გჭირს შენ?მოკალი ეს ბიჭი ლიკუნა? გაეცინა ბიჭის სახის შემხედვარე. -ღირსი იყო! -მაღაზიაში მინდოდა გადასვლა! კარგი ანკა გამომყევი მართვის მოწმობა ხომ გაქვს! -კი მაქვს! -წამო მიდი!თქვენ აქ იყავით არსად წახვიდეთ ცივი ყავის მასალასაც ვიყიდი და დავლიოთ! -აუუ შენი ყავა როგორ მომენატრა! ფერი მოუვიდა გიორგის სახეზე ჭამა,რომ უხსენეს. გაეცინათ გოგოებს. მანქანა გამოაყენა ანაკამ ეზოდან.ლამზირას მაღაზიაში ჩავიდნენ რაც ახლოს იყო სახლთან. ფეხითაც შეიძლებოდა მისვლა მაგრამ იმდენი რამის ყიდვა სურდა გრეტას,რომ ხელით მართლა ვერ ათრევდა. -ანკა როგორ ხარ? ლამზირას გაეხარდა მისი მეზობლის დანახვა -კარგად ლამზირა ბებია თქვენ,როგორ ხართ? -შემ გენაცვალოს ბებია!სად არის შენი ძმა?აგერ იმ ყუთს უყურებ!მთელი შეკვრა ნაყინები დამაბარა და რახან მოხვედი წაუღე! ისე უყვარდა გიორგის ნაყინი არც გაკვირვებია ანკას. -ფული რამდენი უნდა მოგცე ლამზირა ბებია? -რას ამბობ ბებიკო არ იცნობ შენ ძმას?წინასწარ დამიტოვა! გაეცინა ქალს და იქვე მგდომ გრეტაას გადახედა.რამდენიმე წუთი უყურა და ბოლოს ვეღარ მოითმინა. -რა ნაცნობი სახე გაქვს შვილო! გრეტაას გაეცინა. -როგორ ვერ მიცანი ლამზირა ბებია?ყოველ დღე მზესუმზირებზე დავდიოდი შენთან! თითქოს გონებაში იღდგენდა გრეტას სახეს სახე გაუბრწყინდა ქალს,როდესაც იცნო გოგო! -ვაიმე ჩემი გრეტა! იმ წუთავეს გადაეხვია ლამზირა გრეტას. -როგორ გალამაზებილხარ გოგო! -მადლობა!თქვენც არ გეტყობათ ასაკი! -მთელი სოფელო გელოდებოდათ გრეტა შვილო?ანაც ჩამოვიდა? -არა დედა ჯერ არ ჩამოსულა მაგრამ აუცილებლად დავაბრუნებ უკან! -ვაიმე როგორ მიყვარს თქვენი ოჯახი! კიდევ ეფერა ლამზირა გრეტას.მერე უკვე რაც სჭირდებოდა გრეტაას ყველაფერი იყიდა.ლამზირა არ ახდევინებდა,მაგრამ ნახევარი მაინც დაუტოვა გრეტამ . ნელ-ნელა ჩალაგეს მანქანაში პროდუქტები ,ძაალიან ცხელოდა თან. -ვაიმე ამის მერე საღამობით წამოვიდეთ მაღაზიაში! წუწუმებდა ანკა. გრეტას ეზოში შეაყენეს მანქანა,გვერძე ეზოდან სიცილი და ბედნიერი ხმები გამოდიოდა. -როგორ ჩანს ჩამოვიდა დუდა! გაეცინა ანკას. -დუდააააა!სად ხარ ბიჭოოო! ჩხაიძების და გრეტაას ეზოების გამყოფ ღობესთან მივიდა ანკა და ძახილი დაუწყო ბიჭს. -არა ეს რა ხმა მესმის! გამოვარდა სახლიდან დუდა! -ბიჭო მე შენ რა გითხარი!გამაგებინე წინასწარ,რომ მოეთრევი იმ თბილისიდან! ჩხუბი დაუწყო ბიჭს. -ისე მოიხსეინებ ამ თბილის თითქოს ვერ იტან! -ისაც მეყოფა 4 წელი იქ,რომ ვისწავლე. გოგოსთან მოვიდა და შუბლზე აკოცა. -მუ მდორბლავ! გაუბრაზდა ბიჭს. -გრეტაას ეზოში რა გინდა? მანქანას იყო მოფარებული გრეტა ,რომ ნაყიდი პროდუქტი გადმოეღო. -ჩამოვიდა! -რას მატყუებ ერთი! არ დაუჯერა ბიჭმა. -ჩამოვიდა დუდა ჩამოვიდა! უკან ამოუდგა თორნიკე დუდას და გადაკოცნა ანკაც. -ხშირად უნდა იარო სოფელში და გუშინვე წამოხვიდოდი თან ნახავდი გრეტასაც. -ანაკა მოდი აქ!აბა გადამატანინე! არც უსმემდა გრეტა თუ რა ხხდებოდა თავის გასაჭირში იყო. -შეეე არასწორო რა დროს პარკებია?ღობიდან გადმოხტა დუდა და მიუახლოვდა გაკვირვებულ გოგოს. -დუდა! -რაის დუდაააა!მომენატრე შეე გაფუჭებულო. გადეხვივნენ ერთმანეთს. კინაღამ გაჭყლიტა დუდამ გრეტა ისე ეხუტებოდა. ხმაურის ხმა,რომ მოესმათ გარეთ გამოვიდნენ გიორგი და ლიკა -კარგი დუდა ნუ უჭერ მაგ გოგოს მაგ დიდ ტორებს!გაწითლდა სახეზე! თორნიკე ამოუდგა დუდას უკან და ძლივს მოაშორა გრეტას. -ქალბატონო გრეტა ასე უნდა დაგვივიწყო? -თორნიკე!როგორ მომენატრე! ახლა თორნიკეს გადაეხვია დიდი სიყვარულით.ძაალიან შეცვლილები იყვნენ ის ადამიანები,რომლებიც გრეტას წლები არ ყავდა ნანახი. -იმენა არ მაცდით რა ამ გოგოს მოსიყვარულებას! წუწუნი დაიწყო დუდამ. -დუდა ნუ წუწუნებ მოდი აქ აიღე ეს პარკები და შეიტანე სახლში! -კარგი რა ანკა!ერთხელ ჩამომიყვანე ისე ,რომ აქეთ მემსახურო! იმ წუთავეს აიღო პარკები და სახლის კარისკენ დაიძრა. ყველა სახლში შევიდნენ,გარეთ მხოლოდ თორნიკე და გრეტა იყვნენ. -გრეტა ისევ ხომ არ მიდიხარ? მანქანას მიეყრდნო და სიგარეტს გაუკიდა. -არა თოკო,ამის მერე აქაურობას რა დამატოვებინებს! -მოენატრე! გაუღიმა ბიჭმა და თავის სახლისკენ გაიხედა! -რას მოვენატრე? ვეერ გაეგო გოგოს რაზე ან ვისზე უნამიოკებდა თორნიკე! -აქაურობას გრეტ!ბუნებას,სახლს,მეზობლებს,ჩვენ… -მეც მომენატრეთ! ერთი სული მაქვს დავლაგდე და კარგად მოგისიყვარულოთ! ბიჭის გვერდით მიეყრდნო მანქაანას და ლაზარეს დაუწყო თვალებით ძებნა. არ ჩანდა არსად ,არადა ზუსტად იცოდა,რომ მისი ჩამოსვლის აბავი ეცოდინებოდა. -სახლშია გრეტ! თავზე აკოცა გოგოს და სახლში შევიდა საიდანაც დუდაას ხარხარი გამოდიოდა. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ლაზარე ეზოში.ძაალიან გაუკვირდა გრეტაას,ცელქი ბავშვი კი არა არამედ ჩამოყალიბებული კაცი მოდიოდა მის პირდაპირ.აღარაფერი ჰქონდა შემორჩენილი იმ პატარა ბავშვისგან ლაზარეს,რომელიც გრეტას ნაწნავებით თამაშობდა.დაკუნთული სხეული ჰქონდა ბიჭს.თითქოს ერთიანად წინ დაუდგა გრეტას ამ ბიჭთან გატარებული ყველა წუთი. ახლოს ,როცა მივიდა ბიჭი და თვალებში ჩახედა თითქოს ეს თვალები სადღაც ნანახი ჰქონდა ამ ბოლო დღებში,მაგრამ ის იცოდა რომ 10 წელია ლაზარეს მხოლოდ ისტაგრამზე ათვალიერებდა ,ისიც ჩუმად იმიტომ ,რომ არ ყავდა დამატებული. -კალანდაძე გრეტა! ბიჭმა ერთი გაუღიმა -ლაზარე ჩხაიძე! გრეტამაც გაუღიმა უცბად გადაეხვია ლაზარე გრეტას,თითქოს ამ ჩახუტებით უნდოდა ბიჭს,რომ ეს 10 წლიანი მონატრება აენაზღაურებინა. -ლაზარე! როცა მოშორდა ბიჭი ძლივს ამოიღო ხმა გოგომ. -ეს ჩახუტება რამე არ გეგონოს გრეტა! მე ისევ შემიძლია სისხლის შენთვის გაშრობა! გოგომ თვალები დაჭყიტა გაკვირვებისგან. -არადა მეგონა 30 წლის კაცი იყავი!შენ კიდევ ისევ ის ვირი ყოფილხარ რაც 15 წლის ასაკში! -ამ ალქაჯს დამიხედეთ… კიდევ დიდხანს გაგრძელებდნენ ალბათ კინკლაობას,რომ არა დუდას ხმა,რომელიც გარეთ გამოვიდა და მღეროდა: -გამომხედე მასპინძელო და ჭიქა წყალი მწყურიაააა! გოგომ ღვინო მომიტანა და რა ყოფილა გურიაააააა! იმხელა ხმაზე მღეროდა მთელმა სოფელმა გაიგო -გრეტა მოდი მასპინძელი არა ხარ! ღვინო მინდა უნდა გამოვთვრე! თან გრეტას ეძახდა. -მოვდივარ დუდა!მოვდივარ! კოხტა ნაბიჯებით და სიცილით დაიძრა დუდასკენ,ლაზარემ კი თვალი გაყოლა გოგოს.ერთი იცოდა ამ ბიჭმა,რომ ამ გოგოს ერთი წუთიც კი არსად გაუშვებდა აწი. ****** უცბათ გაშალეს მაგიდა. ყველაფერი დალაგეს მაგიდაზე. ახმაურდა კალანდაძების სახლი 10 წლის მერე.ამ კედლებს ძაალიან ბევრი სევდა და სიხარული ჰქონდა ნანახი და ახლა, ახალ ისტორიებს იძენდა უკვე გრეტას დამსახურებით. მაგიდას შემოუსხდენ სუყველა. -დუდა შენ ისევ ისე დახეტიალობ?სად არის შენი თიკა? -ვაიმე გრეტა თუ გინდა ეხლა აქ ქარბორბალა არ დატრიალდეს გაჩუმდი! სიცილი დაიაწყო თორნიკემ და აყვნენ სხვებიც გარდა დუდასი. -ხო დამცინე ჩხაიძე დამცინე! უკვე აფოფრდა სახეზე დუდა. -კი მაგრამ რა მოხდა? -რა გრეტა და გაუთხოვდა შეყვარებული! ანკამ უთხრა გაოგნებულ მყოფ გრეტას. -რას ქვია გაუთხოვდა? -რაას და ჯარში ხომ წავიდა! გიორგიმ დაიწყო ამბის მოყოლა. -არ წავიდა!ძალით წაიყვანეს. ამაზე ყველაა ახარხარდა -უნდა გენახა გრეტა ჯარისკაცები,როგორ ტენიდნენ მანქანაში!ფანჯრიდან ყვიროდა დაბრაკული ვარ სად მიგყავართო. -შენც ლიკუნაააა! გაბრაზდა დუდა. -ხოდა ,როცა ჯარში წავიდა,ორ თვიან კარანტინიდან,რომ გამოვიდა კი მოუსწრო ქორწილს. -არა გრეტა იცი რაზე ვბრაზობ,არავინ არ გამაგებინა თიკას გათხოვებაზე. -რატო არავინ არ გითხრა ეგ არ გაინტერესებს? ლაზარემ ამოიღო ხმა ,რომელიც რატომღაც ჩუმად იჯდა და მხოლოდ იცინოდა. -კარგი რა ლაზარე! -რა ლაზარე?არ გიყვარდა შენ ეგ გოგო დუდაა! -შენ რა იცი საერთოდ?მიყვარდა! -თუ გიყვარდა რატო შეგუე ასე ადვილად?თან ჯვარიც არ დაუწერიათ თიკას და აწი მის ქმარს ქორწილში ,რომ რამე მოგატაცინებდით არა გიო! მხარი გაკრა გვერდით მჯდომ ძმაკაცს თან თვალებით ლიკასკენ ანიშნა. -აბა რა!მოტაცებაში ათიდან ათი გვაქვს! -არა თუ არ ვუნდივარ ადამიანს ხომ იცი,რომ იმასთან არ გავჩერდები! ამაყად აწია სახე დუდამ. -თან გოგოები ისედაც არ მაკლია თბილიში! -ეს თვითკმაყოფილი იდიოტი! ანკამ გაქნია თავი. -ოჰ ამას ვინ მეუბნება? -ეხლა მე ნუ შემდგები დუდაა! -რატო ვითომ?იმ თბილიში ,რომ დადიოდი და ყველა გეკიდა ცოტა უნდა გაიხედ გამოიხედო ახალგაზრდა გოგო ხარ! ამაზე ყველამ დაიწყო სიცილი. მხოლოდ გიორგი იჯდა წარბ შეკრული. -კაი გიო გახსენი წარბები ხომ იცი,რომ სახლში ამ ქაჯს არავინ დაგიტოვებს! -დუდა ვინა ქაჯი?და რა იცი ,რომ ყველა მეკიდა? -აჰა ესეგი არ გეკიდა?ჰაა ამოღერღე ვინა ის უბედური? -შენ არ გეტყვი! -აბა ვის უნდა უთხრა?გიორგის?თუ ლაზარეს?არა დამიჯერე თოკოს ჯობია უთხრა ყველაზე მშვიდი ეგა! ანკამ გახედა თოკოს ,რომელიც წარბშეკრული იჯდა და არ ეტყობოდა სახე სიმშვიდე.რატომღაც ისევ ადრეულმა გრძნობამ გაკრა გულში.შეშინდა,რაც არ უნდოდა ისევ ისე ხდებოდა მაგრამ ხომ იცით გულს ვერ უბრძანებ. -არავის დუდა არავის არ ვეტყვი! -გოგოებსაც არ ეტყვი? -დუდა გაჩუმდი! -უიმე უიმე კარგი ჩუმად ვარ! გრეტიკოოო! -ახლა ჩემზე გადმოხვედი დუდა? ყველას გაეცინა.არადა არ აჩერებდა დუდა ენას. -აბა იტალიელი რემბოები არ გყავდა? -მყავდა! ამაზე ყველამ თითქმის თვალები დაჭყიტეს გაკვირვებისგან. -გრეტა კალანდაძეს,რომელიც ბიჭებს 2 მეტრის რადიუსზე არ იკარებდა? ირონიული სახით უყურებდა ლაზარე გოგოს. -აქ ყველა გიჟი იყო!შენი ჩათვლით!იქ კიდე ჯელტმენები არიან!თან იტალიელი კაცები ხომ იცით რა კარგი შესახედაობები არიან! -ანუ მე გიჟი ვარ! -დიახ!და მაგ გიჟის მეტი ვერაფერი გაიგე ჩემ ნათქვამიდან? ამ პასუხზე ტუჩის კუთხე ჩატეხა ლაზარემ ღიმილით,რაც არ გამორჩენია გრეტას თვალთახედვას. -რა იყოთ?თქვენ მგონი არ გაიზარდეთ ისევ ხო? გაეცინა ანკას. -ვერ ვხედავ ნაწნავებს ანკა რაღაც თორე ეხლა აქ უფრო დიდი ჩხუბი იქნებოდა. გაეცინა ლაზარეს და აყვნენ სხვებიც,როცა ყველამ თავის ტვინებში წარმოიდგინეს ის სცენები,რომელიც წლების წინ ზუსტად ამ ადგილებში ხდდებოდა. -მოკლედ მგონი აქ მე და გრეტას ნერვების მოსაშლელად მოხვედით ყველა! გადაეხვია დუდა გვერძე მჯდომ გოგოს. როცა დაწყნარდნენ ისევ დუდამ დაიწყო ლაპარაკი. -რაღაც ღვინო აკლია სუფრას! დუდამ დაიწყო წუწუნი. -რათ გინდა ღვინო დუდა?აგეერ ლამზირას მარკეტის არაყი დალიე. -რაის ლამზირას არაყი გიორგი? –აბა რა გინდა? – ღვინო მინდა, ღვინო! – დუდა, შენ რომ დალევ, მერე ღვინო კი არა, მეზობლების კომპოტიც საფერავი გგონია! ყველას გაეცინა. -მე,რომ ღვინო არ მაქვს დუდა? -არ არის პრობლემა გადავალ სახლში და გადმოვიტან. იმ წუთავეს წამოდგა ლაზარე. -ოხხ შენ გენაცვალოს შენი დუდა ჩემო ლააზუუუ…აი ვის ვუყვარვარ ხალხოოოო! -ენა ჩაიგდე დუდა!გაიგო მთელმა ერკეთმა შენი ყროყინი! -მე არ ვყროყინებ თოკკ!მე ანგელოზივით ვგალობ,აი ნახე:გამომხედე მასპინძელო და ჭიქა წყალი მწყურიაააა! გოგომ ღვინო მომიტანა და რა ყოფილა გურიაააააა! -ვინ მოასმენინა ეს სიმღერა პირველად უნდა მოვკლა ჩემი ხელით. ანკამ აიფარა ყურებზე ხელი. უკვე სახლიდან აპირებდა ლაზარე გასვლას,როდესაც გრეტამ გაჩერა. -იყავი შენ მე წავალ! -უკაცრავად? გაუკვირდა ლაზარეს გოგოს ქმედება. -რა იყო?რა გაგიკვირდა?ნუ გეშინია შენზე არ ვზრუნავ! უბრალოდ ქეთი დეიდა და თემური ბიძია უნდა ვნახო მომენატრნენ თან ღვინოსაც წამოვიღებ. -ენა უფრო წაგიგრძელებია!მიკვირს იტალიელი რემბოები,როგორ გიძლებდნენ. ცინიკურად და დამცინავი ტონით ესაუბრებოდა გოგოს. -იტალიელ რემბობთან არც მჭირდებოდა ენის დაგრძელება ჩხაიძე! ენა გამოუყო და ეზოში გავიდა.როგორც მოგეხსენებათ კალანდაძების და ჩხაიძების სახლს ერთი ღობე ყოფდა ამიტომ ,ღობეს პატარა კარი ჰქონდა საიდანაც პირდაპირ ჩხაიძების უზარმაზარ ეზოში ხვდებოდი.ზუსტად ამ კართან მივიდა გრეტა,რომელსაც ეგონა,რომ მთელი 10 წელი არავის გაუღია,არადა თითქმის ყოველ დღე იღებოდა იმ ადამიანისგან,რომელსაც ასე ძლიერ ენატრებოდა ის რასაც ვეერ გაუფრთხილდა და საკუთარ პრინციპებს ვერ თმობდა. ეზო გადაკვეთა გრეტამ აქეთ-იქით იყურებოდა.ამოუტივტივდა ყველა ის მოგონება ,რაც ამ ეზოში ჰქონდა გატარებული.ბავშვობიდან ერთად იზრდებოდა სამეგობრო წრე ამიტომაც არიან ასე შეკრულები თითქოს ვერაფერი ვერ გატეხთო მათ მეგობრობას. იმ წუთავეს მოესმა ქეთის სიცილის ხმა. ქეთი ძაალიან უყვარდა გრეტას.ქეთისთან მოდიოდნენ ანკა,ლიკა და გრეტა საჭორაოდ თან ჩუმად ყავასაც ასმევდა.ყველა საიდუმლო იცოდა ქეთიმ გოგოების შესახებ.ისიც კი იცოდა ანკა მის შვილზე,რომ იყო გაგიჟებული. -ქეთი დეიდააა… იმხელაზე შეკივლა გრეტამ,რომ უკან მომავალი ლაზარეც კი შეაშინა. -შენ რა გინდა აქ? -უკაცრავად?საკუთარი სახლის ეზოში რა მინდაა? -ხომ ვთქვი მე მოვიტან თქო ღვინოს? გაბრაზდა გოგო -გრეტა ადრეც არ მესმოდა შენი და არც ეხლა მესმის! გაეცინა ბიჭს -ვერც გაიგებ! ამაყად გაჯგიმა სახე გრეტამ -რატოო კალანდაძე?რა არის ასეთი გაუგებარი?თუ შენ ხარ ქარაფშუტა და მაგიტო? ამაზე ისე აირია გრეტა ცოტაღა და ალბათ ის დოქი რაც ხელში ეჭირა ღვინოსთვის თავში ჩარტყავდა. -გადი მომშორდი ლაზარე!30 წლის კაცის ცემა არ მინდა! -რა ფიცხი ხარ!ისე მე მაწყობს თუ შენი ხელით მომივლი! თვალი ჩაუკრა გოგოს -იოცნებე! -ათი წელია ვოცნებობ გრეტა! გაუღიმა გოგოს და დედამის გახედა,რომელიც სიხარულით მორბოდა გრეტასკენ და თან თავზე წაკრულ შალს ისწორებდა. -ვაიმეე გრეტა შვილოოოოო! გადაეხვივნენ ერთმანეთს. ეფერებოდა ქეთი გრეტაას. ეტყობოდა ამ შეხვედრას ძაალიან დიდი მონატრება,რაც ქეთის გაჩნდა გრეტას მიმარათ. -როგორ მომენატრე შვილო! ლოყები დაუკოცნა თან გოგოს ის დოქი,რომელიც გრეტას ეჭირა ლაზარემ ისე გამოართვა გოგომ ვერც გაიაზრა .ერთი შეხედა ლაზარემ დედას და გრეტას ჩაეღიმა და ღვინის მოსატანად წავიდა. -მეც როგორ მომენატრეთ ქეთი დეიდა!ძაალიან მაკლდით ყველა! -ოხ ჩემო გოგო,რას იზამა აბა?ანას სხვა გზა არ ჰონდა. -ვიცი ჩემს გამო იმდენი რამე გაკეთა! -ოხ ჩემი ანა როგორ დაიტანჯა ,მაგრამ ახლა ტაჯვის დრო აღარა შვილო!წამოდი ცოტახანი ვიჭორავოთ! -არა ქეთი დეიდა ბავშვები არიან ჩემთან ღვინოზე გადმოვედი, მაგრამ აგერ მოაქვს ლაზარეეს ჩემს მაგივრად!გპირდები მერე გადმოვალ და მომიყები სოფლის ამბები. ისე თქვა გრეტამ მიხვდა ქეთიმ,რომ ამ ორ შორის ისევ იყო ბრძოლის ველი. -ხომ არ გაბრაზებს ისევ ლაზარე გრეტა? -არა ქეთი დეიდა! გაეცინა გრეტას ქეთის დასერიოზულებაზე. -თემური ბიძია სადა? ოჯახის უფროსი იკითხა გრეტამ. -რავიცი შვილო ხან სად დადის ხან სად! გადაბარა შვილებს თავისი ბიზნესი ასე თქვა მე უკვე პენსიაზე ვარო! -ეგრეც უნდა იყოს,მშობლები უნდა დავასვენოთ შვილებმა! -შენ გენაცავლოს შენი ქეთი დეიდა! ნეტა მამაშენი მოსწრებოდა შენ დაქალებას,რა ლამაზი ხარ გოგო! -მადლობა! ლოყები აუწითლდა გოგოს ქეთის კომპლიმენტზე. -ლაზარე დეე ხომ ლამაზია დეე? ახალ მისულ ლაზარეს კითხა ქეთიმ -კი! რაღაცნაირად მოეწონა გრეტას ლაზარეს დათანხმება დედის კითხვაზე. -მაგრამ,დედა მიკვირს იტალიელებმა აქ გამოუშვეს. მაგრამ მაინც გაფუჭა,როგორც ყოველთვის ბოლოს ლაზარემ ყველაფერი. -კარგი ქეთი დეიდა ეხლა უნდა წავიდე,ხვალ გადმოვალ თემური ბიძია მინდა ვნახო!თან მამას სასაფლაოზეც უნდა წავიდე. -შენ გენაცვალე გოგო! -ქეთი დეიდა ყვავილებს ხომ დამაკრეფინებ შენ ეზოდან მამას,რომ წავუღო? -რათქმაუნდა შვილო!რა კითხვა მაგას უნდა?ესაც შენი სახლია!როცა მოგინდება მოდი და მოკრიფე ხოლმე. კიდევ ეერთხელ გადაეხვია ქალს და ლაზარესთან ერთად გადაჭრა ჩხაიძებიდან საკუთარ ეზოში. კალანდაძების სახლში იმ დღეს ძაალიან დიდი სიხარული ტრიალებდა,რაც მეზობლებს არ გამორჩენია.ყველამ გაიგო გრეტა კალანდაძის დაბრუნება მშობლიურ მიწაზე.იმ ღამეს აღარ იყო ვაახო კალანდაძის სახლი ჩაბნელებული,აღარ იყო გაუსაძლისი სიჩუმე და აღარ იდგა სახლი ობლად,არამედ თითქოს ახლა ამაყად იდგა და მიხვდა ეს უსულო კედლები,რომ მასაც ყავდა პატრონი. ის ღვინო,რაც ლაზარემ და გრეტამ ერთად მიტანეს მხოლოდ დუდამ დალია და ეგაც არ ეყო.ლაზარეს რამოდენიმეჯერ მოუწია სახლიდან ღვინის მოტანა. ყველაზე მთვრალი დუდა იყო. -ვაიმე დამისხით! ისევ აყვირდა დუდა. -დუდა ვსო მორჩა! ვერ ხედავ ფეხზე ძლივს დგეხარ! ანკამ დაუწყო ჩხუბი. -ანაკა არა ვარ მთვრალი ნახე?დაიცა გიორგი და ლიკუნა სად არიან? წყვილი მოიკითხა,რომელიც სადღაც ნახევარი საათი მაინც იქნებოდა,რაც გაეპარნენ დუდას.თორემ დანარჩენს ყველას დაემშვიდობნენ.სანამ გიორგი ლიკუნას გაცილებდა ალბათ დუდაც მორჩებოდა თავის მონოლოგს. -წავიდნენ! -აი გიორგი ნახე რაა!სიყვარული ურჩევნია მეგობრობას! -ხომ იცი დუ არა გიორგის როგორ უყვარს ჩვენი ლიკუნა! გაბრწყინებული თვალებით ამოილაპარაკა გრეტამ წყვილის გახსენებაზე. -მეც უნდა ვუყვარდე ბოლო -ბოლო ძმაკაცი ვარ! -ეჭვიანობაღა გაკლდა დუდა! თორნიკემ გაიცინა -ადექი ეხლა!წავედით! თავზე წადგა ლაზარე. -მომშორდი ჩხაიძე! -ხვალ იცოდე ნაბეღლავს მე არ მოგაწვდი! -არ მინდა თორნიკე აგერ გრეტა და ანაკა რისთვის მყავს? გოგოებს გადახედა და ჰაეროვანი კოცნები გაუგზვნა შორიდან. -შენ დალიე ცეცხლი და ნავთი დუდა ქათამაძე! — და შენ რა პრობლემა გაქვს? — პრობლემა? არაფერი. უბრალოდ ვიცი, ათ წუთში სიმღერას დაიწყებ და მერე ვეღარ გაგაჩერებთ! -აი რატო მიყვარხარ ანკა!კაი გამახსენე! -ეს იმღერებს ახლა თვალები გადატრიალა ლაზარემ. -თორნიკე მოკიდე ხელი მეორე მხრიდან! ძმები დაუდგა აქეთ-აქეთ დუდას და ამღერებული მიყავდათ: “რა ყოფილა ეს ღვინო, ფეხი გზაზე ვერ მივყინო, ანაკა და გრეტაო, ნუ მიყურებთ ეგრეო! ნაბეღლავი მომიტანეთ, წყალი თავზე გადამასხით, თუ ვერ მიშველეთ ახლა, სახლში თქვენ წამიყვანეთ! “ -მგონი ამას სიმთვრალეში ეხსნება ტვინი! ჩაილაპარაკა ანკამ. -ხვალ არა მგონია რაც იღიღინა იმის ტექსტი ახსოვდეს! გაიცინა გრეტამ და აყვა ანკაც. — გამიშვით, ბიჭო, მე თვითონ მივდივარ! — ჰო, კი, მიდიხარ… — ჩაიცინა თორნიკემ. — უკვე მესამედ გადაგიბრუნდა ფეხი. — პროსტა ტრიალებს ეს მიწა და მაგიტო! — ოხ დდუდა შენი დალევა არ შეიძლებაა… — ამოიოხრა ლაზარემ. შორიდან გრეტას და ანაკას სიცილი მოესმათ. — აბა, ბიჭებო, ფრთხილად! — დაიძახა ანაკამ. — გზაში არ დაიკარგოთ! — ჩვენ კი არა, ეს არ დაგვეკარგოს! — უპასუხა თორნიკემ და დუდას მხარზე ხელი მოუჭირა. — მე არ ვიკარგები… უბრალოდ გზას ვერ ვარჩევ! ჩემი სახლი საითკენ იყო? -აი ეგ იცის დუდა ბევრი ღვინოს დალევამ…. ლაზარემ ჩაძახა ბიჭს ყურჩი. ******* ლოგინში იწვა,როდესაც მზის სხივებმა შეაწუხა და თვალების გახელა მოუწია .თვალი მოავლო ოთახს და საწოლზე ოდნავ წამოიწია,გუშინდელი დღე გახსენდა თუ როგორი კარგი დრო გატარა იმ ხალხთან,რომელიც ძაალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდა.უნებურად ეღიმებოდა.აღარ გაჩერებულა ლოგინში დიდხანს.ფანჯარასთან მივიდა და ფარდის გაწევით მზის სხივებს საშუალება მისცა,რომ უფრო კარგად დასადგურებულიყვნენ მის ოთახში. ფანჯარაც გაღოო.გრეტას ოთახიდან კარგად ჩანდა ჩხაიძების სახლიც და ეზოც.ფანჯარასთან გაიზმორა და უფრო მეტად გადაღო თავი ფანჯრიდან. -ვიღაცას ბალიში აფეთქებია! ხმა მოესმა გრეტას მაგრამ ვერავინ ვერ დაიანხა. -მხედველობაც დაკარგვია!არადა 10 წლის წინ ვისთან ერთად ვიდექი ოცი მეტრის იქით ხედავდი! ჩხაიძების ეზოს კუთხიდან გამოვიდა ლაზარე. -ჩხაიძე დილითვე შენ რატომ გხედავ?ან აქ რატო ხარ? -სამწუხაროდ დუდამ არ დამასვენა ქალბატონო და ღამე ჰამაკზე მეძინა!ამიტომ შემოგეგებეთ ფანჯარასთან. -კი სახეზე გეტყობა,როგორ კომფორტულად იწექი. -შენ რა იცი კომფორტი? ფანჯრიდან ხალხის კრიტიკით იწყებ დილას. -შენც კარგი საქმე გიკეთებია, სხვის ფანჯარასთან დგომიით და თან მე ხალხს კი არა შენ გაკრიტიკებ. ლაზარემ ცალი წარბი ასწია. -შემოგეგებე უბრალოდ ამ ლამაზ დღეს. -არ მჭირდებოდა. -ვატყობ!ამის მერრე შორს დავიჭერ შენგან თავს! -რაღაც არა მგონია!სულ ფეხებში მებლანდები! -მე გებლანდები? ხმას აუწია ლაზარემ. -გაიგეს მეზობლებმა თქვენი ჩხუბი! თორნიკემ გამოძახა სახლის ბალკონიდან მოჩხუბარ წყვილს. -ისედაც მიჩვეულები არიან დედიკო!დაბრუნდა გრეტა და განახლდა ისევ ომი. გაიცინა ქეთიმ. -ვაიმეე გრეტა გოგო!გუშინ,რომ შემპირდი მომიტანე ნაბეღლავი!ან ანკა სადააა?ანაკააა ღლონტიიიი!მისკდება თავი გადმოდიიიიიიიი მომხედეეე! -ნუ გაყვირი დუდა მე მოგიტან!ანკას ეძინება! -ვაიმე როგორ მიყვარხარ გრეტა! ლაზარე ღობეს მიყრდნობოდა და გრეტას უყურებდა. -რა იყო? - ჰკითხა დუდამ. -არაფერი. -ხუთი წუთია გრეტას უყურებ. -ვუყურებ კი არა, ფანჯარას ვუყურებ. -გრეტა დგას ფანჯარასთან. -ჰოდა? -და როცა გრეტა გვერდზე გავიდა, შენც იქით გაიხედე. -დუდა, ძალიან ბევრს ლაპარაკობ. ამასაობაში გრეტამაც დახურა ფანჯარა მოწესრიგდა და ნაბეღალავი ,რომელიც გუშინ იყიდა ლამზირას მაღაზიაში მაცივრიდან გამოიღო და ჩხაიძებთან წავიდა. სახლის ჭიშკრიდან გავიდა პირველ რიგში ღლონტებთან შევიდა და ანკა წამოაგდო. ლოგინის თავზე ედგა ანკას. -ანკა ადექი ახლა! -იმენა ახლა შენ!გიორგი არ მაკლდა დილაუთენია ,რომ მაღვიძებდა? -რა ვქნა?დუდა გვიბარებს თან გაიხედე გარეთ რა კარგი ამინდია! იმ წუთავეს მივიდა ანკააა ფანჯარასთან ფარდა გადაწია და ჩაბნელებული ოთახი განათა. -აუუ ნუ ანათებ! -ეხლა ჩავალ მე იამზე დეიდასთან და 5 წუთში თუ არ ჩამოხვალ წყალით ამოვალ უკან! -აუ გრეტაა! იამზესთან იჯდა გრეტა და ახალ ამბებს იგებდა სოფლის შესახებ. -ის ხომ იცი შენი კლასელი,რომ იყო გვანცა!რა გვარი იყო? -ლომაძე? -გაიპარა თურმე! -დედა რა გიკვირს ,რომ ოცდამერთე საუკუნეში გოგო გაპარვით გათხოვდა? იქვე მჯდარმა გიორგიმ უპასუხა გრეტაას მაგივრად დედამის. -გვანცა ლომაძე გაიპარა,გიორგის კლასელებს თითქმის ყველას ცოლ-შვილი ყავთ,ანკას შუა დღის სამზე ძლივს ვაღვიძებ!მოკლედ გრეტა სიძედ და რძალს მე უკვე აღარ ველი და დედიკო შენ მაინც ქენი რაღაც! ისე ქაქანებდა იამზე ანკას შემოსვლაც არ გაუგია. -გრეტა წამოდი თორემ ახლა შენ გაგაგიჟებს! სიცილი დაიწყეს და-ძმამ ერთად. -აი თქვე მამაძაღლებო!ჩემი გაჩენილები არ ხართ! -ამათ მამასთან რაღა გინდა? ნოდარი შემოვიდა და თან გრეტა მოიკითხა. -ნოდარი შვილიშვილები არ გინდა? -რავა არ მინდა! -ხოდა მაგიტო ვქაქანებ! -დანებე ამ ბავშვებს თავი ჯერ ახალგაზრდები არიან!წინ აქვთ ცხოვრება უნდა გაერთონ!იგულავონ ბოლო-ბოლო! ძაალიან თანამედროვედ უყურებდა ნოდარი ამ ცხოვრებას. -30 წლის ასაკში ორივე შვილი გყავდა! -ჰო, მყავდა, მარა მე რომ ეგრე მოვიქეცი, ესენიც იმავეს რატომ უნდა აკეთებდნენ? - მხრები აიჩეჩა ნოდარმა. - ჯერ იცხოვრონ, იმოგზაურონ, ისწავლონ, გაერთონ! --იმოგზაურონო… - ჩაიბურტყუნა იამზემ. - ანკას შუადღემდე სძინავს გიორგი კიდევ ხან სად გდია ხან სად! -დედა! - ერთხმად შეუძახეს ანკამ და გიორგიმ. გრეტა უკვე სიცილისგან იკრუნჩხებოდა. -მე გეუბნებით, - არ ჩერდებოდა იამზე, - ამ ტემპით რომ მიდიხართ, შვილიშვილებს მეზობლისგან ვითხოვებ! -კარგი აზრია, - სერიოზული სახით დაუქნია თავი გიორგიმ, - გვანცას უკვე თუ ეყოლება, იქიდან დავიწყოთ. ყველამ სიცილი ატეხა. -იამზე, მოდი, ბავშვებს თავი დაანებე. ცოლს დაუდგა გვერძე და ხელი გადახვია ნოდარმა -კი, კი, ვანებებ… - თავი გააქნია ქალმა. - მარა ერთ დღეს რომ მოხვიდეთ და მითხრათ, გავიპარეთო ან მოვიტაცეთო,გეფიცებით, არც გამიკვირდება! -დედა, - თქვა ანკამ, - თუ გავიპარები, პირველი შენ დაგირეკავ. -რატომ? -გზა რომ არ ამერიოს და სწორად გავიპარო! სახლი ისევ სიცილმა აავსო, იამზემ კი ბალიში ესროლა ანკას. -აი, ზუსტად შენ გამაგიჟებ ბოლოს! ***** მშვიდობით გამოვიდნენ ღლონტების სახლიდან. -გოგოები თქვენ მიდით და მეც მოვალ! გიორგიმ გაცილა და მანქანაში მოთავსდა თვითონ. -სად მიდიხარ რომეო? სიცილი ატეხა გრეტამ. -ჯულიეტა ელოდება სოფლის ბოლოს! ატეხა სიცილო ანკამ. -მე მაინც ვიქნები ვინმეს რომეო ,აბა თქვენ რომეო კი არა, წერილსაც ვერ მოგწერენ! -გამეშვი გიორგი! შუა თითი აუწია ძმას ანკამ. ჩხაიძების ეზოში შევიდნენ, სადაც ასევე დიდი სითბო ტრიალებდა. დიდი ორ სართულიანი სახლი იდგა უზარმაზარი ეზოთი.ვენახიც ჰქონდათ რომელიც სახლის უფროსი ჩხაიძე თემური უვლიდა.ასევე გრეტას თვალში მოხვდა ცხენების სადგომი სადაც უნდა შეპარულიყო და თავისი ცხენი ეპოვნა. -ვაიმე გრეტა!ჩემო გოგო! თემური გამოვიდა გარეთ. იმ წუთავეს გადეხვია მონატრებულ გოგოს. -როგორ მომენატრეთ! -მეც როგორ მომენატრე ჩემო დაკარგულო!რა ლამაზი გამხდარხარ ჰაა! გოგო დატრიალა.-რა დროს არ არის მამაშენი ცოცხალი! ცრემლები გადმოცვივდა კაცს,მეგობრის გახსენებაზე. -ეხლა არ გვინდა ტირილი თემური ბიძია! -ხო არა ეხლა მხოლოდ სიხარულის ცრემლენი უნდა დავღვარო მორჩა! გაეცინა კაცს. შემდეგ ანკას ჩაეხუტა თემური. სახლში შევიდნენ .სამზარეულში ტრიალებდა ქეთი.მისაღებ ოთახში კი დუდას ღმუილი ისმოდა. -ვაიმე თავი…ვაიმე თავი…ვაიმე თავ.. რომ დაინახა გოგოები იმ წუთავეს წამოხტა. -სად ხართ აქამდე?გასკდა თავი! -რა იყო ათი წუთი ვერ მოგითმენია?და ისე წამოხტი მგონი კარგად ხარ შენ უკვე. -ანკა ენას ნუ მიტლიკინებ არ მაქვს ნერვი ,რომ გებრძოლო. -მე მაწყობს ,რომ გებრძოლო! -მომეცი ეგ ბოთლი აქ! გრეტას გამოგლიჯა ხელიდან ნაბეღალავის ბოთლი და იმ წუთავეს დალია. -ჩემი გოგოები მოსულან. გადაკოცნა ქეთიმ გოგოები.-ლიკუნა სადა? იმ წუთავეს დაკლდა თვალში ქეთის ლიკა. -მოიყვანს რომეო! გაეცინა ანკას. -მაგას რომეო მაინვ ყავს და თქვენ? ქეთიმ გადახედა მომღიმარ გრეტას და სახე არეულ ანკას. -მაგათ ვინ ეყოლებათ?ერთი საათია ნაბეღლავის ბოთლს ველოდები ისეთი დაბდურები არიან. -ენა ჩაიგდე ქათამაძე! ახლა გრეტა გამოეპასუხა დუდას. -აი გრეტაც შენ გადაიბირე ხომ ალქაჯოო! ანკას დაუწყო ჩხუბი. -დუდა დანენე გოგოებს თავი! თორნიკე იყო ახალი შემოსული! -თორნიკე სად არის შენი ძმა? -რავიცი დედა შემოაჯდა ცხენს და წავიდა! -ოხ ეგ ბიჭი მომკლავს ერთ დღეს! დაიწყო ქალმა მოთქმა. -დანებე თავი წავიდეს სადაც უნდა. -შენაირია თემურ,ზუსტად შენაირი! გოგოებს ხელი მოკიდა და შეიყვანა სამზარეულოში სადაც კარგად და თავისუფლად ისაუბრებდნენ. სამზარეულოს ფანჯარა ბაღთან იყო.ასევე კარგად ჩანდა გრეტას სახლი და ცხენების სადგომი. მაგიდასთან ჩამოსხა გოგოები რა დროსაც ლიკუნამაც შემოაღო სამზარეულოს კარი! ისევ შეიკრა წლების წინანდელი გუნდი,რომელიც დარღვეული იყო 10 წლის განმავლობაში.წინ ედგათ ქეთის გამომცხვარი ნამცხვრები ,რომელსაც გრეტა მირთმევდა დიდი მონატრების შემდეგ. -ქეთი დეიდა ვგიჟდებიი!ისე მენატრებოდა!თან ხომ იცით იტალიაში ტირამისუს გაიძახიან სულ. -ოხ ვიცი ეგ ნამცხვარი ცუდი არ არის! -კი მაგრამ რა ჯობია შენ გაკეთებულ მედოკს ან ეკლერს! -ჩემო საყვარელო ყველაფერს გამოგიცხობ უბრალოდ შენ ისურვე! ლოყაზე მოეფერა ქეთი გრეტას. -ისე ვისაც ტკბილი არ უყვარს და მარილიანს ეტანება იმას? ანკა გამოესარჩლა სიტვაციას. -ჩემი ეჭვიანი გოგი ვინ არის? რათქმაუნდა ჩემო გოგო შენც გამოგიცხობ მაგ გურულ ხაჭაპურებს. გაეცინა ქეთის. -და მჟავები? ლიკუნამაც გაპროტესტა. -ლიკუ ამ ზაფხულს რაა კიტრის მწნილი უნდა ჩავდო შენ არ იცი! -მეც უნდა მოგეხმარო,რომ რეცეპტი დავიმახსოვრო. გადაეხვია ქალს. -აბა ეხლა მოყევით! გადახედა ანკას და გრეტას ეჭვის თვალით ქეთიმ,რომლებიც გურკვებლობაში იყვნენ რა უნდა მოეყოლათ. -ნუ მიყურებთ ეგრე,ლიკუნამ,რაც მოაგვარა ურთიერთობა გიორგისთან იმის მერე არაფერი ვიცი თქვენზე! -ქეთი დეიდა… -და კიდე ეს დეიდა მოაშორეთ პატარები ხომ არ ხარ კიდევ ჰა? გაეცინა ქალს. -კარგი მაშინ ქეთიიი.. გაგრძელა გრეტამ-ხომ იცი,რომ ჩემს გულში არავინ ზის და თუ დაჯდება პირველი შენ გეცოდინება! -ვიცი სიხარულო,მაგრამ გაითვალისწინე შენ უზიხარ ბევრს გულში და სწორად მიღე გადაწყვეტილება. თმაზე ჩამოუსვა ხელი გოგოს და საეჭვოდ გადახედა მის წინ ჯდომ ანკას,რომელიც ყავას ნელ-ნელა წრუპავდა, თან ისეთი სახე ჰქონდა თითქოს იქ არ იჯდა. -ანკა! -ისე ეს რა ლამაზი ჭაღია ქეთი! გაეცინათ გოგოებს. -ჭაღს გაჩვენებ მე შენ! დაემუქრა გოგოს ხმით. -კარგი ხო! -ისევ ჩემ დეგენერატ შვილს ეტრფი? -ჩუმად იყავი არ გაიგოს! თვითოვნე აიფარა ანკამ ხელი პირზე,თითქოს მას ეთქვას ის,რაც ქეთიმ გაჟღერა. -ნუ გეშინია ანკა! -არა რა მეშინია!აღარ მიყვარს ეგ იდიოტი! გაეცინა ანკას. -ვითომ? გადახედა ეჭვის თვალით ლიკუნას და გრეტას ქეთიმ. -მართლა!თორნიკე უკვე დავტოვე იმ 15 წლის ასაკში პატარა ანკას გული ,რომ უჩქარდებოდა მასთან დიალოგის დროსაც კი. სევდიანად ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში. -რასიზამ შვილო გულს ვერ უბრძანებ! აგერ მე თემურიზე ისე გავთხოვდი ვერც კი გავიგე’ გაეცინა ქალს. -აუ მოგვიყევი რა გთხოვ! ლიკამ თხოვა ქალს. -მოსაყოლი რა არის შვილო… მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიყავი. თემური კიდე სოფლის ყველაზე ჯიუტი ბიჭი იყო. სადაც მე ვიყავი, იქ არ მოდიოდა, სადაც ის იყო, იქ მე არ მივდიოდი. ერთ დღეს ქორწილი იყო. მთელი სოფელი იქ შეიკრიბა. მე ჩემს დაქალებთან ერთად ვიჯექი და ვიცინოდი. უცებ თემური მოვიდა და პირდაპირ ჩემ წინ დაჯდა. მგონი მთელი საღამო არც ერთს სიტყვა არ გვითქვამს. მერე მუსიკა ჩაირთო და ყველა საცეკვაოდ გავიდა. მე კიდე კუთხეში ვიჯექი, ვითომ არ მაინტერესებდა არაფერი. უცებ მომიახლოვდა და ცეკვა შემომთაბაზა მე კიდევ უარით გავისტუმერე.-ამაზე გოგოებე გაეცინათ-ამის მერე თავს აღარ მანებებდა.რას ქვია შენ უარი მითხარიო. იმ დღის მერე სულ ერთად ვიყავით. -მეც მინდა ეგეთი სიყვარული! დაიწუწუნა ანკამ -შეგიძლია ანკა ოღონდ სწორად დატრიალე ის ,ვინც გინდა,რომ შენს გვერდით იყოს. თვალი ჩაუკრა ქეთიმ ანკას,მაგრამ იმხელა ნამიოკი იყო ქეთის სიტყვები იმედია ანკას გონოება დალაგებდა და მიხვდებოდა. -ხოდა ასე იყო, შვილებო. ზოგჯერ სიყვარული უცებ არ მოდის. ნელ-ნელა გეპარება გულში და როცა ხვდები, უკვე გვიანაა. ამ სიტყვებზე ანკამ უნებურად ფანჯრისკენ გაიხედა. იქ, ეზოში, თორნიკე იდგა და რაღაცაზე იცინოდა… კიდევ დიდხანს ილაპარაკეს და ამ ლაპარაკში ქეთიმ თან საჭმელებიც გაკეთა,რათქმაუნდა გოგოებიც ეხმარებოდნენ. სუფრაც გაშალეს. ფანჯარასთან იდგა ანკა და გრეტას მოყოლილ გუშინდელ დუდას ამბავზე სიცილს ვერ იკავებდა, რა დროსაც ტელეფონზე დაურეკეს. ზარს უპასუხა, ფანჯრიდან თავი გადაყო და ისე გაიგონა ნაცნობი ხმა. -როგორ ხარ ქალბატონო? გაცინა ბიჭის ხმაზე ანკას. -თქვენ,როგორ გიკითხოთ ბატონო ლევან? ლევანი ანკას კურსელო და მეგობარი იყო,როდესაც ანკა დაბნეული იდგა პინგვინისავით უნივერსიტეტში მაშინ დაეხმარა ლევანი,იმის მერე კი ძაალიან დიდი მმეგობრობა აქვთ. -მე ძალიან კარგად ვარ,მაგრამ შენ სად დაიკარგე? -აუ ლევ ,ცოტა უნდა ამოვისუნთქო მაგ ქალქისგან! -არადა როგორ გელის ეს ქალაქი, რომ იცოდე! -ქალაქი მელის თუ შენ? გაეცინა გოგოს -რათქმაუნდა მეც ანკ! გაეღიმა გოგოს. -ჩამოდი ჩემთან დაგათვალიერებინებ გურიას. -უეჭველი ჩამოვალ ხომ იცი! იამზეს ხაჭაპურები,როგორ მიყვარს! -ვიცი ლევ, ხოდა უნდა გაიცნო იამზე,თან ცხელ ხაჭაპურებს შეჭამ და არა ცივს,რომელიც ნამგზავრიც კი იყო გურიდან თბილისამდე. -აუ ისე დახასიათე მომინდა ეხლა! -ხოდა ადექი და ეხლავე წამოდი! -იცოდე ვიზამ! გაეცინა ლევანს. -ნოუ ფრობლემს სიყვარულო! -ხიხია გოგო ეგ შენი ინგლისური,დაბრუნე ქართული. გაეცინა ანკას ბიჭის ხმია ტონზე. -კაი ლევ, მიდი სტუმრად ვარ და მერე დაგირეკავ. -კაი გკოცნი. -მეც გკოცნი. ტელეფონი გათიშა ისევ ფანჯარაში ქონდა თავი გაყოფილი რა დროსაც ჯერ ნაცნობი სუნამოს სუნი იგრძო შემდეგ კი ხმაც ამოიღო -ანკას შეხედე! ფანკარის გვერძე იდგა თორნიკე,რომელსაც არცერთი სიტყვა არ ჰქონდა გამოტოვებული ანკას შემდგარი ტელეფონის დიალოგიდან. სიგარეტს გაუკიდა თან და ისე ელაპარაკებოდა გოგოს თავისი მოჯადოვებულ მზერით,რომელიც ასე რევდა სულ ანკას წლებია. ბრძოლა ქონდა ანკას გულს და ტვინს იმ წუთში.ტვინი მოითხოვდა,რომ უბრალოდ გასცლოდა და სხვა ენახა,მაგრამ გულს თქვენც კარგა იცით,რომ ვერ უბრძანებთ გულს იმაზე ძლიერ უყვარდა თორნიკე ვიდრე ეს აქამდე იყო. -თორნიკე არ იცი შენ ,რომ სხვის ლაპარაკს ჩუმად არ უნდა მოუსმინო? -სხვის? გაკვირვებით შეხედა ბიჭმა თან თვალები დაჭყიტა-შენ სხვა ხარ ანკა? -არა მაგრამ… უკვე აერია ენა გონება ანკას ვერ გაეგო რას ფიქრობდა თორნიკე მასზე ,იმდენი ხანია ნორმალურად არ უსაბრიათ. -ანკა შეყვარებული გყავს? პირდაპირ კითხა ბიჭმა სათქმელი ,რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა. ანკა კი უფრო აირია ვერ გაეგო რა ეპასუხა. -კი მყავს! ისეთი მტკიცე ხმა ქონდა გოგოს თვითონვე გაუკვირდა. ბიჭს კი ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა,რადგან იცოდა ზუსტად,რომ ატყუებდა. -ხო თან ლევანი ქვია ხომ… -კი ლევანი ქვია! ამაყად აწია თავი ანკამ ბიჭს კი ჩაეცინა.-რა გაცინებს. -ათი წუთის წინ სხვარამეს ლაპარაკობდი ქეთისთან. განგაში ჩაერთო ანკას. -რას ქვია ქეთისთამ….რას ვლაპარაკობდი… -არაფერა ანკა… თმის ბოლოებზე შეხო თორნიკე ერთი ახედა გოგოს თვალი ჩაუკრა და მარანში წავიდა,რომ ღვინო მოეტანა… -დაიცა თორნიკე სად მიდიხარ! რა გაიგე? დაუყვირა მიმავალ ბიჭს,ანკას ხმამ კი შემოაბრუნა თორნიკე. -ახალი არაფერი გამიგია ანკა! იმაში დავრწმუნდი,რაც ვიცოდი. ისევ თვალი ჩაუკრა და თავისი გზა გაგრძელა. ანკა გაგიჟებული შემობრუნდა, სამზარეულოში კი არავინ დახვდა. -იმედია ის არ გაიგო ვაიმე არა… არ უნდა გაეგო… ნერვიულად დადიოდა ერთდა იგივე ადგილას. -ანკა რა მოხდა? ოთახში შემოსული გრეტა გაკვირვებული უყურებდა ანერვიულებულ ანკას. -ასეთი ანერვიულებული მაშინ მახსოვხარ მარტო,როდესაც თორნიკეს გლოვობდი ,რომელიც ჯარში იყო წასული და ვერ ნახავდი ნორმალურად .ზუსტად ასეთი სახე გქონდა ტელეფონში. დაცინვა დაუწყო გრეტამ. -გაჩუმდი გოგო!აქ კედლებსაც ყურები ჰქონია! -ანუ? -ანუ ის,რომ თორნიკემ ,რაც ქეთისთან განვიხილეთ ეგ ლაპარაკი მოისმინა! -შანსი არა! -როგორ არა იმხელა ნამიოკით მომახალა სახეში,რომ იცის ჩემი გრძნობების შესახებ. თვალები ქონდა დაჭყეტილი გრეტას თან იღიმოდა. -მაგაას რა ჯობია ანკაააა! ჩაეხუტა გოგოს. -ნუ მეხუტები!არ მინდოდა გაეგო! -ხომ იცოდი ისედაც,რომ მაინც გაიგებდა როდესმე -ხომ მაგრამ ამისთვის ეხლა არ ვიყავი მზად! -კარგი დაწყნარდი და წამოდი ქეთი გველოდება! -ერთი ჭიქა მჭირდება! გრეტას გაეცინა -არ შეცვლილხარ! ანკა,როდესაც განერვიულებულია ყოველთვის ერთი ჭიქა სასმელი უნდა დაელია,რომ დაწყნარებულიყო, ოღონდ არ ქონდა მნიშვნელობა სასმელს. გრეტამ ჭიქა აიღო და კი დაინახა ფანჯრიდან თორნიკე სასმლით ხელში. -თორნიკე დაიცადე! -გრეტა რას მიკეთებ? მააგრამ ვინ უსმენდა ანკას. -თორნიკე ჩამომისხი ეგ ღვინო ამ ჭიქაში! თორნიკემ ,რომ შეამჩნია სამზარეულოში მდგომი ანკა იმ წუთასვე მიხვდა რაში იყო საქმე და რატო იყო საჭირო ღვინის ჩამოსხმა. -გრეტაა სასწაული ღვინოა,რომ იცოდე ჩემი გაკეთებულია თან სუფთა ღვინოა! თვალი ჩაუკრა თორნიკემ გველურად გრეტას. -მთავარია ცეცხლი ჩაქროს! გაეცინა გრეტას ისე ,რომ ხმა არ გაეგო ანკას. -ჩაქრობს და თუ არ ჩაქრო მე დავეხმარები! ჭიქა მიაწოდა გრეტას გაუღიმა და თავისი გზა გაგრძელა. გრეტამ კი ანკას მიუტანა ღვინო და მანაც უცბათ დალია. -მაგიჟებს! -ვიცი! -ვბრაზდები! -ვიცი! -მრცხვენია! -ვიცი! -ვერ ვიტან! -სიყვარულით ვერ იტან! -მომშორდი გრეტა!შენც ნერვები მომიშალე! ვსო დავწყნარდი უნდა გავიდე თორემ შენც გამაგიჟებ. გრეტას გაეცინა და თვალი გაყოლა მიმავალ გოგოს.დარმწუნებული იყო,რომ ბოლოს და ბოლოს ანკას და თორნიკეს ამბაბი გამოვიდოდა. თვითონაც გაყვა უკან გოგოს. ყველა გაშლილ სუფრასთან იჯდნენ.იამზე და ნოდარიც იყვნენ გადმოსულები. -ჩვენი გოგოები მოსულან! დაიყვირა დუდამ. -ამას თავი აღარ სტკივა? ანკამ გადახედა გამხიარულებულ ბიჭს. -რას გადამეკიდა ეს გოგო? -შარზეა ბიძიკო ეგ! -მამა! -იამზე სულ შენი ბრალია ხომ გითხარი ნუ მიღვიძებ ამ ბავშვს დიალაუთენია თქო! ყველას გაეცინა,რადგან ეს “დილაუთენია” იცოდნენ ,რომ ნიშნავდა შუადღია 2-3 საათს. -დანებეთ ჩემს გოგოს თავი! ქეთი ჩაეხუტა გვერძე მჯდომ ანკას. -მარტო ქეთის ვუყვარვარ მე! სახე დამანჭა ანკამ თითქოს ყველა მას ერჩოდა ქეთის გარდა. -ხოდა გადმოდი ჩემთან და დარჩი აქ!არავინ გაგაღვიძებს,გინდ დილის სამამდე გეძინოს. -აქაც მომაგნებენ ქეთი დეიდა. ყველამ გაიცინა ერთ ხმად. მაგდის კუთხეში იჯდა გრეტა და უყურებდა ისევ შეკრულ ოჯახს.ვინც ოთახში იყო ის ხალხი გრეტას ოჯახი იყო,რომელსაც საკუთარი დედისგან და მამისგან არ ანსხვავებდა.ალბათ ცრემლებიც კი წამოუვიდოდა მარტო,რომ ყოფილოყო.ერთი ამოისუნთქა და თვალი გაყოლა ახალ შემოსულ ლაზარეს ,რომელიც რატომღაც მის გვერდით დასვეს.ამ ემოციებზე კიდევ ამ ვირის დაჯდომაღა უნდოდა. -მოვიდა ჩვენი რემბო! გაიცინა დუდამ. -რას შვებიან ცხენები ლაზარე? შეკითხა ნოდარი . - ზაფხულია, ცხენები ძირითადად საძოვარზე მყავს გაშვებული. ბალახსაც ჭამენ და საღამოს ცოტაოდენ შვრიასა და თივასაც ვაძლევ. ძალიან მშვიდი ხმით უპასუხა. -რამდენი ცხენი გყავს? ანკაც დაინტერესდა -ახლა 5,მაგრამ მექვსეს ველოდები! -მართლა? პატარა კვიცი უნდა გაჩნდეს? -თვალები გაუბრწყინდა გრეტას. -ჰო, აგვისტოსთვის ველოდებით. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მალე ახალ ბინადარსაც მივიღებთ, — სიამაყით თქვა ლაზარემ. -ძალიან გიყვარსა გრეტა შვილო შენ ცხენები მახსოვს. -კი თემური ბიძია,მაგრამ ჯირითი ვერასდროს ვისწავლე. ნაწყენი ხმით ამოთქვა გრეტამ-მამა დაპირდა,მაგრამ ვერ მოასწრო. -შენ ნუ დარდობ გრეტ! თორნიკე მოეფერა გოგოს თვალებით,რაც ვერავინ იგრძნო გარდა გრეტასი.-აგრე ლაზარე გასწავლის ,ხომ ლაზარე’ -რათქმაუნდა!ჯიუტ ცხენს ვაგებინებ რაღაცას და გრეტას ჯირითს ,როგორ ვერ ვასწავლი? გადახედა გოგოს გვერდულად თავისი ლამაზი და ბრჭყვიალა თვალებით ზუსტად ისეთი თვალებით,როგორც თორნიკე ანკას უყურებბდა,მაგრამ იყო განსხვაბება ორივე ძმაას სხვანაირი სიყვარულის თვალებით ყურება აქვთ.ცხადი მხოლოდ ერთია ორივეში დაკარგვა შეიძლება! -ამაა ვინ მეუბმენა ლაზარე,რომელსაც ვირივით ჯიუტია! გაეცინა ბიჭს და ისევ გოგოს გადახედა. -გრეტა…გრეტაა… წაიმღერა გრეტაა ყურთან ისე,რომ არავის გაეგო. გაბრაზებული თვალებით ახედა ბიჭს,რაც ძალიან ესაყვარლობდა ლაზარეს. -გრეტა შვილო ეხლა,რას აპირებ? ისევ თემური შეკითხა გოგოს. -იტალიაში პედაგოგიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ბოლონიის უნივერსიტეტში ამიტომ ჩემს სკოლაში მინდა დავიწყო მასწავლებლად მუშაობა! ყველას მოეწონა გრეტას გადაწყვეტილება. -რისი მასწავლებელი გრეტა შვილო? -იამზე დეიდა მე შემიძლია იტალიურიც ვასწავლო თუ შემოვიდა დამატებით კლაში ასევე დაწყებით კლასების მასწავლებლად შემიძლია. -რა კარგია შვილო!ვახოს გაუხარდებოდა ძაალიან. -ვიცი ნოდარი ძია თან ვიცოდი,რომ ძალიან უნდოდა მასწავლებლად ვენახე. -გნახავა კიდეც გრეტ!დარწმუნებული ვარ იქიდან გიყურებს! გიორგიმ უთხრა,რომელიც ლიკუნაზე ჰქონდა ხელი გადახვეული -არა ამ ბავშვებს რა გაუმართლათ ვისაც გრეტა ასწავლის! დაიწუწუნა აქამდე ჩუმად მჯდარმა დუდამ. -რატო დუდა? ლიკუნა ჩაეკითხა დუდაას. -რა რატო ლიკუნა,მეოთხე კლასამე 78 წლის ნათელა გვასწავლიდა ,მერე კიდე დაემატა 65 წლის აანა,56 წლის ლია,80 წლის თამილა….კიდევ რამდენი იყო და ეს ახალაგაზრდები კი გაეპრანჭებიან ჩვენ გოგოს. ყველას გაეცინა დუდას ახირებაზზე. -დუდა თინეიჯერებიღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის! დაიწუწუნა გრეტამ. -გრეტა გოიმი ნუ ხარ,ახლა თინეიჯერები იცი რა “ხოდზე” არიან 25 წლის ასაკის ქალს “დაგკერავენ” ოფიციალურად 17-18 წლის ბავშვები! -რა სისულელებს ამბობ დუდა! თვალები გადატრიალა ანკამ -ანკა აბა შენ თინეიჯერებსაც კი დაფრთხობ! დუდას თქმა და ყველას სიცილის წასკდომა ერთი იყო -დუდა, შენ მართლა უიმედო შემთხვევა ხარ! -თავი გადააქნია გრეტამ. -რა იყო, ტყუილს ვამბობ? -გაიცინა დუდამ. -ნახავ, სკოლაში პირველივე დღეს ვინმე მეთერთმეტეკლასელი ყვავილებით დაგადგება! -დუდა, გაჩუმდი, თორემ მაგ ყვავილებს თავში ჩაგარტყამ! -დაემუქრა გრეტა. -მე შენს მხარეს ვარ, გრეტა! -ხელი ასწია ანკამ. -თინეიჯერებთან გამკლავება კი მართლა რთულია. -ჰო, მაგრამ შენ არ გაგიჭირდება, -ჩაერთო ლიკუნა, -ბავშვები ხომ ძალიან გიყვარს. -ეს მართალია, -გაუღიმა გრეტამ, -უბრალოდ ცოტა მეშინია. დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ და არ ვიცი, როგორ შემეგუებიან. -ვინც შენ არ შეგიყვარებს, იმას პირადად მივხედავ! -სრული სერიოზულობით თქვა დუდამ. ყველას სიცილი აუტყდა. ამ დროს ლაზარემ ჩუმად გადახედა გრეტას. -არ ინერვიულო, -მშვიდად თქვა მან, -დარწმუნებული ვარ, საუკეთესო მასწავლებელი იქნები. გრეტამ უნებურად შეხედა ბიჭს. მის ხმაში ისეთი გულწრფელობა იგრძნობოდა, რომ წამით დაიბნა. -გმადლობ, -ჩუმად უთხრა. -გრეტა შვილო ქეთიც ხომ სკოლაში მუშაობს და დაგეხმარება ყველანაირად! თემურიმ გაუღიმა გოგოს. -რათქმაუმდა ჩემს გოგოს ეგრე ხომ არ დავტოვებ? -ძაალიან დიდი მადლობა ქეთუთააა! ადგა ქალს მიუახლოვდა და ლოყები დაუკოცნა გრეტამ. შუადღის სუფრაზე ყველაფერი ისევ ხმაურით და სიცილით იყო სავსე. მზე ფანჯრიდან პირდაპირ ეცემოდა გაშლილ მაგიდას და ოთახს თბილ, ოქროსფერ ნათებას აძლევდა. დუდა ისევ ხუმრობდა, ლიკუნა იცინოდა,ლიკუნას კი ყურებამდე შეყვარებული გიორგი უყურებდა.ნოდარი რაღაცას ყვებოდა და იამზეც პერიოდულად ყველას აჩუმებდა, რომ წესიერად ეჭამათ.ქეთი და თემური ბედნიერი უყურებდა მათ საყვარელ ადამიანებს,თორნიკე კი ტკბებოდა ცოტა შემთვრალ ანკას ყურებისას და იმაზე ეცინებოდა გულში,რომ მისი ეს სიმთვრალე მისი დამსახურება იყო,რადგან ანერვიულა გოგო და დამშვიდება სჭირდებოდა.ლაზარეს გრეტა კი აწეული წარბით უყურებდა ოღონდ ,რატომ თვითონაც არ იცოდდა,ამ წარბზე კი ლაზარეს ეცინებოდა. იმ საღამოს ძაალიან დიდი სიყვარული ტრიალებდა ჩხაიძების სახლში…. ***** მეორე დღეს გრეტა ძალიან ადრე გაიღვიძა,რადგან ეზოს მოწესრიგრება სურდა.პირველი რაც გაკეთა ის ბაღი,რომელზეც ადრე ანა უვლიდა მოაწესრიგა.ნელ-ნელა ასუფთავებდა ბაღს უნდოდა მოესწრო სანამ დაცხებოდა და მზე მოადგებოდა მის ეზოს. ტელეფონო ედო ჯიბეში ,რომ აზუზუნდა. ჭუჭყიანი ხელები ერთმანეთს გაუსვა და ტელეფონი ამოიღო.ანა იყო. -გისმენ დეე! გაეღიმა დედის დანახვაზე. -როგორ ხარ გრეტა დედიკო? -მე ძაალიან კარგად!შენ როგორ ხარ? -მომენატრე შვილო როგორ ვიქნები? ცრემლები გადმოუვარდა ქალს.. -დედა სამი დღეა,რაც წამოვედი. -შორს ხარ დედა შორს! -მერე შორს კი ვარ მაგრამ სახლში ვარ ჩვენს სახლში,რომელიც თავის დიასახლია ელოდება! წყენით ამოთქვა გრეტამ -გრეტა ხომ იცი,რომ ყველაფერს ვერ დავტოვებ ასე და მანდ ვერ ჩამოვალ. -მე შევძელი და დავტოვე ჩემი მეგობრები,ჩემი იტალიური ყოველდღიუობა დედააა… ამას შენც შეძლებ. გამამხნევებელი ტონნით უთხრა -ვეცდები… მეტი ვერაფერი უთხრა ანამ შვილს ან რა უნდა ეთქვა ისეთი,რომ იმედი მიეცა იმაზე,რაც თვითონაც ასე უჭირდა. -ეცადე დედა…ნახე,რას ვაკეთებ-დანახა ბაღი ანას,რომ სხვარამეზე გადაეტანათ საუბარი. -დედა შემოევლოს შენს მარჯვენა ხელს. ძაალიან გაუხარდა ანას გრეტაას ასეთი მონდომება.-დედიკო სახლი დალაგე? -კი დე ბავშვები მომეხმარნენ. -რა კარგია.რა ხდება სოფელში ახალი? -თითქმის სულ სიახლებია დეე,ისეა აქაურობა შეცვლილი. -იამზე და ნოდარი?ან ქეთი და თემური? -სულ გკითხულობენ დედა ,ისე ყავხარ ყველას მონატრებული. -მეც როგორ მენატრებიან… ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ქალმა. -კარგი დე უნდა დავამთავრო ეს საქმე სანამ ძალიან დაცხება და მერე მამას სასაფლაოზე უნდა წავიდე. -კარგი ჩემო საყვარელო მიდი! კოცნა გამოუგზავნა ქალმა და გაუთიშა. სულ მიწიანი იყო გრეტა,როდესაც დასრულა ბაღის გამახლებას.ბაღის წინ საქანელა იყო,რომელიც ასე ძალიან უყვარდა გრეტაას.საქანელასთან მივიდა,რომელსაც ქარი არხევდა სუსტად,ზედ ჩამოჯდა,თავიდან ფრთხილად ,რადგან არ იცოდა ისევ ისე ამაყად და ძლიერ ეკიდა თუ არა,როდესაც მამამისმა გაუკეთა. კარგად მოკალათდა და ფეხის დაკვრით გაქანავდა.გახსენდა ის დღე,როდესაც პირველად მამასთან ერთად დამაგრა საქანელა იმის მერე დღეს არ ტოვებდა,რომ ზედ არ მჯდარიყო,თოვლშიც კი იჯდა და ქანაობდა.კიდევ 10 წუთი გატარა ფიქრებში,როდესაც რაღაც ხმა მოესმა და წამებში ძირს აღმოჩნდა.ტირილი მოუნდა,რადგან ხვდებოდა,რომ ჩამოენგრა კიდევ ერთი ბავშვობის მოგონება ამ ადგილის მიმართ,ერთი ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა,მაგრამ იმ წუთავეს მოიწმინდა,როდესაც ლაზარეს ხმა გაიგო ზურგის უკან. -ვიცოდი ამ საქანელას ბოლოს ეს მოუვიდოდა! თავზე დადგა გოგოს და ხელი გაუწოდა,რომ წამოეყნებინა. -არ მინდა მე თვითონ ავდგები! ხელი აუქნია და ფეხზე დადგა მყარად. ძალიან უჭირდა ემოციების შეკვება გრეტას,მაგრამ ახლა და ლაზარეს წინ არ უნდა გატეხილიყო.ხელის წვა იგრძო გრეტამ და მიხვდა,რომ გაჭვროდა. -გრეტა ხელი მანახე! იმ წუთავეს შეამჩნია ბიჭმა გრეტას დასისხლიანებული ხელი. -არ მინდა,არაფერია. ხელი გამოგლიჯა ლაზარეს ,მაგრამ თბილი ხელია შეხება ესიამოვნა. -გრეტა ეხლა არ მეჯიუტო,გთხოვ,ხელიდან სისიხლი მოგდის და….გრეტა…რა გჭირს..-ვერ შეიკავა ცრემლები,უღალატა ემოციებმა,რომელის გაკონტროლება აქამდე შეძლო.-გრეტ,რატო ტირი? -მე უბრალოდ…-სლუკუნებდა ,როდესაც ლაზარე მიუახლოვდა უფრო ახლოს და უფრო მოუნდა ტირილი.-ჩემი საქანელა ლაზარე,ის ხომ მამამ გამიკეთა!მამა აღარ ,ეხლა ვეღარც დამამშვიდებს ჩემს გაჭრილ ხელზე,ვეღარ შემიხვევს და ბოლოს მთლიან ხელს ვეღარ დამიკოცნის .-ლაზარემ მიხუტა ატირებული გოგო თან თმებზე ეფერებოდა.-აღარ მეტყვის ყველა შენი ტკივილი მეო,ოღონდ შენ კარგად მყავდიო,რატო ჩამოვედი,რა მინდოდა?უფრო გამიჭირდა ამ ადგილებზე გაჩერება სადაც ისიც იყო!ყველგან მას ვხედავ ლაზარე… -გრეტ მომისმინე…აწიე თავი!-თავი აწევინა,თვალებში ჩახედა გოგოს და ძალიან ეტკინა მისი ცრემლიანი თვალები. -ვიცი ლაზარე, ვიცი,რომ ამდენი წელია გასული და მამაჩემს ისევ ვტირი… -გაჩუმდი გოგო..მესმის შენი ნუ მიხსნი მაგ ყველაფერს,რამდენი წელიც არ უნდა იყოს გასული ის მამაშენია გრეტა! ემოციებს ნუ იკლავ გულში’უნდა გამოუშვა გარეთ,რომ შენი დახმარება შევძლოთ. გეყოლება ადამიანი გვერდით გრეტა,რომელთაანაც ყველაფერს დაილაპარაკებ და შენი ფარი გახდება ცხოვრების წინაღმდეგ.ამ შემთხვევაში ძლიერი უნდა გახდე! -ვცდილონ სიძლიერს. ნაღვლიანად ამოილაპარაკა დაწყნარებულმა. -არადა სასწაულად ძლიერი ხარ და ეს უფრო ეხლა დამაჯერე. ლოყიდან მოწმინდა დატოვებული ცრემლი გრეტაას ლაზარემ. -მადლობა! გაღიმებულმა ახედა ბიჭს. -რისთვის გრეტა? სპეციალურად კითხა ბიჭმა ,რადგან პასუხი აინტერესებდა. -იმ სიტყვებისთვის,რაც წამის წინ ჩემთვის გაიმეტე. ბიჭს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. -ძლივს ვისმენ რამე კარგს შენი ბაგებიდან. -იცოდე ბოლოა ჩხაიძე ,არ გეგონოს წარსულ ვივიწყებ. თითი დაუქნია გამაფეთხილებად. — აჰა, ისევ ძველი გრეტა დაბრუნდა, — სიცილით თქვა ლაზარემ. — უკვე ვიფიქრე, რომ საბოლოოდ დამთბარი იყავი ჩემ მიმართ. — ძალიან ნუ იოცნებებ! — მე? არასდროს, — მხრები აიჩეჩა ბიჭმა, თუმცა ღიმილი არ მოშორებია სახიდან. გრეტამ პირველად შენიშნა, რომ ლაზარესთან საუბრისას ცოტათი დამშვიდდა. თითქოს გულზე შემოწოლილი სიმძიმე ოდნავ შემსუბუქდა. -ხელს მაინც შეგიხვევ! -არ მინდა! -ნუ მაიძულებ ძალით გაგკოჭო სკამზე და ისე შეგიხვიო ხელი. დაემუქრა გოგოს ,მაგრამ ყურიც არ შეუბერტყია გრეტას. -აჰა ანუ აღარ ჭრის ჩემი დამუქრებები? ჩაილაპარაკა ბიჭმა ჩუმად და უკან აედევნა წინ წასულ გოგოს. რამოდენიმე წუთში კი გრეტა სკამზე იჯდა მართლა გაკოჭილი,ოღონდ ეს გაკოჭვა ლაზარეს ტანით იყო,წინ ეჯდა გოგოს და ვერც ბრუნდებოდა და თავსაც ვერ ატრიალებდა იმდენას ახლოს იყო ლაზარე. -ასე ახლოს არა საჭირო! გაეცინა ბიჭს . -დაგპირდი,რომ გაგკოჭავდი! -მერჩივნა ჯაჭვით,თუნდაც სკოჩით დაგეკარი ამ სკამით ვიდრე ასე… ვეღარ გაგრძელა სათქმელი -რა ასე გრეტა? ძალიან ახლოს იყი გრეტას სახესთან. -ვერ შემიხვიე? უცბათ გადაიტანა მზერა ლაზარეს ღრმა და ლამაზ თვალებიდან შეხვეულ ხელზე. -იმდენიხანია მოვრჩით ხელის შეხვევას მაგრამ შენ სადღაც ფიქრებში იყავი დაკარგული. ირონიული ხმით დაილაპარაკა ბიჭმა,თითქოს გამოიჭირა გოგოვო. -იქნებ..ამ…გახვიდე! ბიჭს ჩაეღიმა კმაყოფილი სახით და მოშორდა.ლაზარეს მოშორება და გრეტას ამოსუნთქვა ერთი იყო. -მგონი ძალიან მოვქმედებ შენზე! პირდაპირი იყო ყოველთვის ლაზარემ,ამიტომ ჰქონდათ სულ ჩხუბი. -სულაც არა! -ხო სახეზე გეტყობა. არა რამეზე უნდა გადაეტანა საუბარი,თორემ რა ემართებოდა თვითონაც არ იცოდა. -აქ რატო მოხვედი? მიუხვდა ლაზარე და ამას მისი ემოციებისგან მიხვდა. -ყვავილები გამომატანა ქეთიმ,იცოდა ვახოს სასაფლაოზე,რომ მიდიოდი და შენ აღარ გაწვალა. სახლის გასასვლელ კარისკენ წავიდა ბიჭი და კი დაწია გრეტამ სიტყვა. -მადლობა! შემობრუნდა ბიჭი. -ეგ მე თუ ქეთის? -შენ მგონი გითხარი,რომ ბოლო იყო წეღანდელი მადლობა. ენა გამოუყო ბიჭს. -არაფრის გრეტ!საღამოს იცოდე შეგიმოწმებ ხელს! დაუბარა მკაცრი ხმით და სახლიდან გაქრა. არადა გრეტამ მადლობა ლაზარეს გადაუხადა და სწორადაც მიხვდა ბიჭი,მაგრამ თქვენც იცით გრეტას სიჯიუტეს საზღვარი არ აქვს. ვერ ხვდებოდა, რა ემართებოდა. ყოველთვის, როდესაც ლაზარე ძალიან უახლოვდებოდა, გული უაზროდ უჩქარდებოდა, ფიქრები ებნეოდა და თავს ვეღარ აკონტროლებდა. — რა მჭირს? — ჩუმად ჩაილაპარაკა და შეხვეულ ხელს დახედა. თავი გააქნია, თითქოს ამ ფიქრების მოშორება უნდოდა. ეს ხომ ლაზარე იყო. ის ლაზარე, რომელთანაც წლები ჩხუბობდა, ეჯიბრებოდა და რომელზეც გაბრაზებული იყო. მაშინ რატომ კარგავდა თავს მის სიახლოვეს? გაახსენდა რამდენიმე წუთის წინ მომხდარი. ლაზარე იმდენად ახლოს იდგა, რომ მისი სუნამოს სუნსაც კი გრძნობდა. მის თაფლისფერ თვალებში ჩახედვისას კი საერთოდ დაავიწყდა, რისი თქმა უნდოდა. — სისულელეა! — ხმამაღლა თქვა და ფეხზე წამოდგა. — უბრალოდ დიდი ხანია არ მინახავს და იმიტომ. მაგრამ გულის სიღრმეში თვითონაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების. რაღაც იცვლებოდა. ამას გრძნობდა, თუმცა ჯერ კიდევ არ იყო მზად, ეს საკუთარი თავისთვისაც კი ეღიარებინა. ***** ნელა მიდიოდა თან მიქონდა ქეთის ბაღის ყვავილების თაიგული.გულს ბაგა-ბუგი გასდიოდა.როდესაც მამისის საფლავის ქვა დაინახა ერთ ადგილას გაჩერდა.სანამ მამა გარდაეცვლებოდა სასაფლაოების ისე ეშინოდა,მარტოც კი ვერ ჩაუვლიდა ახლა კი საყვარელი ადამინის სანახავად მიდიოდა.რა არის ცხოვრება ასეთი? ისეთ რაღაცებს შეგვაყვარებს და მიგვაჩვევს,რაც უნდა გვეჯავრებოდეს და დანახვაც არ გვსურდეს. მიუახლოვდა,არ დავუწყებია გზა მამის სასაფლომდე. ყვავილები დადო გულთან,ნუ მას ეგრე ჯეროდა ,რომ გული მანდ ჰქონდა და იგრძნობდა მის მისვლას. -მა მოვედი!-ხელი გადაუსვა მამის ფოტოს-გვაპატიე მე და დედას,ხომ იცი,რომ როგორ გაგვიჭირდა.-ისევ ცრემლები წამოუვიდა-რატო წახვედი ასე მალე?არ გპატიობ!მაგრამ მაინც მიყვარხარ.-ისე ელაპარაკებოდა თითქოს წინ ეჯდა და უსმენდა.-დღეს ჩვენი საქანელა ჩამოწყდა და ნახე რა მომივიდა-მამის ქვას დანახა ნატკენი გადახვეული ხელი-მა არავინ მაკოცა ხელზე,მაგრამ ლაზარე იყო ჩემთან,მან მომიარა. -გაეღიმა გოგოს ლაზარეს გახსენენაზე.-მან გადამიხვია გვერდიში დამიდგა შენ მაგივრად,მაგრამ არაუშავს.-გამხიარულდა გოგო-მა იცი მასწავლებელი უნდა გავხდე!აგისრულე ოცნება. — დედა კარგადაა… უბრალოდ ისევ ისე ენატრები, როგორც მე. შენზე თითქმის არ ლაპარაკობს, მაგრამ ზოგჯერ ვხედავ, როგორ უყურებს შენს ფოტოებს, როცა ჰგონია, რომ ვერავინ ამჩნევს. ქარმა ოდნავ დაუბერა და გოგომ ჟაკეტი უფრო მჭიდროდ შემოიხვია. — მე კი დავბრუნდი, მა. იცი, ძალიან მეშინოდა აქ ჩამოსვლის. ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი, რომ ყველაფერი ძალიან მეტკინებოდა… და მართალიც ვიყავი. მტკივა. ყველა ადგილი შენ მახსენებს. რამდენიმე წამით გაჩუმდა. — მაგრამ, მგონი, სწორად მოვიქეცი, რომ დავბრუნდი. ალბათ, აღარ უნდა გავურბოდე მოგონებებს, არა? შენც ხომ ამას მეტყოდი… გრეტამ ღიმილით დახედა მამის ფოტოს. -მა მიყვარხარ! მამის ფოტოს აკოცა და წამოდგა,რა დროსაც ვიღაც უცხო მივიდა მასთან ახლოს -გამარჯობა! -გამარჯობათ! კითვის ნიშნის თვალით უყურებდა გრეტა. -მე ლალი ვარ!აქაურობას ვუვლი,თქვენ კი პირველად გხედავთ და მაინტერესებსა ვინ იყავით. ძალიან საყვარელი ქალი ჩანდა. -მე გრეტა ვარ! -ვახოს შვილი გრეტა? ქალმა დახედა კაცის გაღიმებულ ფოტოს. -დიახ! -ვაიმე რა კარგია შვილო,რომ აქ ხარ!რა ლამაზი შვილი დაუტოვებია ამ ქვეყნად. -მადლობა! -ვახო კარგი კაცი იყო! -კი ნამდვილად! -კარგი შვილო აღარ მოგაწყენ. -რას ამბობთ…მადლობა მინდა გადაგიხადოთ! -რისთვის შვილო? -მამას სასაფლაოს ,რომ უვლიდით ,რაც მე აქ არ ვიყავი. გაეღიმა ქალს. -შვილო ამ სასაფლაოზე მხოლოდ ერთი საფლავისთვის არ მომიკიდებია ხელო და ეს ვახოსია. -უკაცრავად? დაიბნა გრეტა. -ლაზარე უვლის!იცნობ ლაზარე ჩხაიძეს?ქეთის ბიჭს ისეთი კარგი ბიჭია!მოდის ყოველ თვე და ალაგებს. -დიახ ვიცნობ. ძალიან გახარებული და გაკვირვებული იყო გრეტა ლაზარეს საქცილით. -ხოდა იმას გადაუხადე მადლობა სიხაურლო! გაუღიმა ქალმა და გაეცალა გაკვირვებულ გოგოს. გრეტამ ისევ მამის ფოტოს შეხედა. -მგონი მამა,რაღაც მემართება ლაზარეს მიმართ…. უნებურად გაეღიმა. სასაფლაოდან დაბრუნებულ გრეტას საქნელა ისევ ისე დახვდა,როგორც მამამ პირველად გაუკეთა.სწრაფად მირბინა და ზეედ დადებული ფურცელი აიღო,რომელზეც ნაცნობი კალიგრაფია იცნო: “შეიძლება არ გავს ისეთს,როგორიც შენ გიყვარდა და მოგონებები გქონდა მასთან,მაგრამ ,ხომ იცი,რომ ყველაფერი ახალი ახლის დასაწყისია გრეტა! მინდა აქ,რომ დაჯდები არა ცრემლები არამედ ,სიხარულის ღიმილი მოგეფინოს…” მიხვდა ვისგანაც იყო. იმ წუთსვე დაჯდა და დაიწყო ახლის აღმოჩენა… **** ორი კვირა გავიდა იმ შემთხვევიდან,რაც გრეტა მიხვდა,რომ ლაზარე აღარ იყო ბავშვი,რომელიც უბრალოდ აბრაზებდა.ამ ორ კვირაში არ ენახა საერთოდ თბილიში იყვნენ ძმები ჩხაიძები.ასევე გაურკვებლობაში იყო ანკაც,რომელიც თორნიკესთან საუბრის შემდეგ ყველანაირად ცდილობდა არ გადაყროდა სადმე ბიჭს,მაგრამ როდამდე დაიმალებოდა? საღამო იყო და ყველა გრეტაას სახლის ეზოში იჯდა და იცინოდნენ დუდასთან ერთად,რომელსაც სულ არ ადარდება არც სამსახური და მითუმეტეს ქალაქი. თავისუფალი პიროვნება იყო დუდა,რომელსაც შებოჭვა არასდროს უყვარდა. -არადა როგორ მიყვარდააა… თავი გადაქნია ფიქრებისკენ წასულმა დუდამ. -შენ ვინ არ გიყვარდაა ქათამაძე ეგ თქვი! გაეცინა ლიკუნას და გრეტას გაკეთებული ცივი ყავა მოწრუპა საწრუპით. -ლიკუნა შენ კი გიყვარს მთელი ცხოვრება ერთი ხეპრე,მაგრამ რა ჰეირი? არ ჩამორჩა დუდაც. -დუდა ენა ჩაიგდე!გიორგი ხეპრე არ არის! დაიცვა იმ წუთასვე საყვარელი კაცი. -ხო დაიცავი,დაიცავი! -დავიცავ დიახაც! -კარგით გეყოთ! ანკამ გაჩერა,რომელსაც თავი ქონდა ტელეფონში ჩარგული და ვიღაცას ღიმილით წერდა -აუ გრეტაააააა! დაიწიწუნა დუდამ. -რა გინდა დუდააა? -მიდი რა ერთი ჭიქა ყავა გამიკეთე კიდე ოღონდ ცივი არა დეეეე….ცხელი….ცხელიიიი.. დაინიავა მარაო თან სკამზე გაწოლილმა დუდამ. -დუდა გცხელა და კიდევ ცხელი ყავა გინდა? გაკვირვებულმა შეხედა გრეტამ. -კი მინდააა!შინაგანად ვიწვი გოგოებო ვიწვი…. უფრო გადაწვა სკამზე. -ნუ გამიტეხე სკამი დეგენერატო! -სკამი უფრო მნიშვნელოვანია გრეტა თუ ამ წუთას მე? -სკამი… ეზოში გამოჩნდა ლაზარე და უკან მოყვნენ თორნიკე და გიორგი. -შენ არ გეკითხებოდი ლაზარე. -დამიჯერე ვიცი გრეტას აზრიც დუდაა! გაიღიმა და გრეტას შეხედა ,რომელსაც დაბნეული მზერა ქონდა. -გრეტას აზრი რანაირად გეცოდინება მის ტვინში ხომ არ ზიხარ? გაეცინა დუდას,მაგრამ ამ წინადადებით აირია გრეტა. -ტვინშიც და შეიძლება სხვაგანაც. თვალები დაჭყიტა ბიჭის წინადადებაზე. -რა ორ აზრივანი შეკითხვა,მაგრამ მაინც ვერ მივხვდი!გრეტა ყავა მინდა თქო! დაუყვირა ისევ დუდამ -ნუ შეყარე სოფელი დუდაა,ვდგები ჰო. თქვენც გაგიკეთოთ? ყველამ თავი დაუქნია,მხოლოდ ანკა არ იყო ამ ქვეყნად იმდენად იყი ჩაფლული ტელეფონში. -ანკა…ანკაა..ყავა გინდა? -რა…რა მითხარი? დაბნეულმა აწია თავი და გარშემო ცვლილებების დანახვაზე შეკრთდა. -ყავა გინდა თქო? -არა,არა სახლში უნდა წავიდე! არიდა თორნიკეს დაეჭვებულ თვალებს მზერა.ფეხზე წამოდგა და თავ მოგლეჯილმა გრეტას ეზო გაირბინა,თითქოს ვიღაც მისდევდა. -ვერაფერი გავიგე? დუდამ გადახედა იქ მჯდომებს. -ვერც მე! გვერდით მიუჯდა გიორგი ლიკუნას. -რა სჭირს ჩემს დას ლიკუნა? -შენი აზრით? ეშმაკურად გაუღიმა გოგომ ბიჭს. -არაა…შანსი არა. -რა ხდება? ხმა ამოიღო თორნიკემ,რომელსაც თვალებიდან არ ამოსდიოდს ანკას ღიმილიანი სახე ტეკეფონში ჩათაობის დროს. -რა და ანკა შეყვარებულია! დაუდასტურა ლიკუნამ. -რას ქვია შეყვარებულია? -თორნიკე ვერ შეატყე ყურებამდე იღიმოდა,ვერც გაიგო თქვენი მოსვლა. ხასიათი წაეშალა თორნიკეს. -ნეტა ვინ უნდა გაუბედუროს ჩემა ქაჯმა დამ? თავი გადაქნია გიორგიმ და ლიკუნად ხელებზე კოცვნა დაუწყო. -საწყალი….საწყალი…გრეტა ვერ ადუღდაა ყავა კაცოოო?ანდა ლაზარე სად გაქრაა?თორნიკე შენ სადღა მიდიხარ?გიორგი ჩემთან მაინც მოერიდე რას ეხვევი გოგოს?სახელს ნუ უფჭებ ჩემ ლიკუნას….. ვეღარ იგებდა დუდა მეგობრებიდან ვინ ყავდა ნორმალური. **** მშვიდად ანაწილებდა გრეტა ყავის ჭიქაში ნაყინებს,უკნიდან,რომ იგრძნო მოახლოვება. -ისევ ნელი ხარ ყავის გაკეთებაში? გოგოს გვერდით კარადას მიეყუდა ლაზარე. -ისევ მოუთმენელი ხარ ნებისმიერ საქმეში? გაცეინა ბიჭს გოგოს პასუხზე. -გაჩნია საქმეს! თავი დაუქნია. საქნელასთან მომხდარის შემდეგ გრეტას ლაზარე აღარ ენახა. ბიჭის დანახვაზე გული აუჩქარდა. ძალიან მადლიერი იყო მისი, მაგრამ იმავდროულად რცხვენოდა. რცხვენოდა, რომ სწორედ მან ნახა ისეთი დაბნეული, აცრემლებული და საკუთარ თავზე კონტროლდაკარგული. რამდენიმე წამი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. — როგორ ხარ? — ბოლოს მაინც ლაზარემ დაარღვია დუმილი. გრეტამ ჭიქას დახედა, თითქოს პასუხს იქ ეძებდა. — უკვე კარგად… მადლობა. — მადლობა რისთვის? — ყველაფრისთვის. იმ დღისთვის… რომ არ გამოჩნდებოდი, ალბათ ბევრად უარესად ვიქნებოდი. ლაზარემ მხრები აიჩეჩა. — მე უბრალოდ ის გავაკეთე, რასაც ნებისმიერი ნორმალური ადამიანი გააკეთებდა. — არა… ყველა არ აკეთებს. ბიჭმა წამით შეხედა. მის ხმაში პირველად იგრძნო ისეთი სითბო, რომელიც ადრე არასოდეს შეუმჩნევია. — მაინც აღარ იტირო ასე, კარგი? გრეტას უნებურად გაეღიმა. — შენ რა, ახლა ჭკუას მარიგებ? — არა… უბრალოდ არ მომეწონა შენი ცრემლები. ეს სიტყვები იმდენად მშვიდად თქვა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, მაგრამ გრეტას გულში უცნაურად ჩარჩა. — ყავა მზადაა. საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა და ერთ-ერთი ჭიქა მისკენ გაუწოდა. — ეს ჩემია? — თუ ისევ არ გეჩქარება, კი. ლაზარეს გაეცინა, ჭიქა გამოართვა და განზრახ ნელა მოსვა. — იცი? შეიძლება მართლა არ ვყოფილვარ ყოველთვის ასეთი მოუთმენელი. — აბა? — უბრალოდ… ზოგიერთ ადამიანთან უფრო დიდხანს გაჩერება ღირს. გრეტამ მზერა აარიდა, რომ სახეზე წამოსული სიწითლე არ შეემჩნია. ყავას მოურია, თუმცა უკვე დიდი ხანია ნაყინი ბოლომდე გადნარი იყო. კარიდან გავიდა ბიჭი და თვითონაც უკან მიყვა ფიქრებში არეული.თორნიკეც აღარ დახვდა,რაც ძაალიან გაუკვირდა. -თორნიკე სადღა წავიდა? მაგიდასთან მჯდარ წყვილს გადახედა შემდეგ კი დუდას. -ოჰჰ მომეცი კაცო ეგ ყავა ლაზარე! -ამ ცხელი ყავით ორმოც გრადუში შიგნიდან ამოიგუდები! ლაზარემ დაუდო მაგიდაზე. -მე კი არა შენი ძმა ამოიგუდება ისეთი გავარდა. -ძაან არეულები დადიან ეგ ორი! საეჭვოდ ჩაილაპარაკა ლიკუნამ. -რას ქვია ეგ ორი? არ მოეწონა გიორგის ერთად მოხსენიებული თორნიკე და ანკა. -რავიცი…რავიცი… ამ დროს გრეტამ ლაზარესკენ უნებურად გააპარა მზერა. ბიჭი მშვიდად სვამდა ყავას, თუმცა აშკარად ისიც სადღაც სხვაგან დაფრინავდა. გრეტამ მაშინვე აარიდა თვალი და ჩუმად ამოისუნთქა. თითქოს ამ სახლში დღეს ყველა თავის ფიქრებში იყო დაკარგული. ***** ღამის 12 საათი იყო, როდესაც ანკა უკვე გემრიელად იწვა საწოლში.ძილში მიდოდა ფანჯარასთან,რაღაც ხმაური ,რომ მოესმა. ნელა წამოყო თავი და ხელი საწოლის უკან გადაყო სადაც ბიტა ედო. -ძლივს გამოვიყენებ! ბედნიერმა ჩაილაპარაკა,ფეხზე წამოდგა და კართან დადგა. თითქოს ვიღაცამ აივანზე დადგა ფეხიო. კარიც გაღო ანკას მტერმა -ერთიი…ორი…სააამიიიიიიიიი…….. გაექანა ბიტათი თვალ დახუჭული და რტყმა დაუწყო სანამ ხელი არ გაუკავეს და თვალებიც გახილა ,ხელში თვალებ დაჭყეტილი და ნაცემი თორნიკე დახვდა. -შენნ…. -რა მე ანკა?დამალურჯე ვერ ხედავ! გაიშალა ძლივს წელში და ანკას საწოლზე გადაწვა. -რა რებს მეუბნები?ან აქ რა გინდა?-გონზე,რომ მოვიდა ანკა უკვე მიხვდა,რომ გაურკვეველ სიტვაციაში მოხვდა თან სად!საკუთარ ოთახში.-ავნიდან რა შემოსვლა იყო? -აქ რა მინდა?კარგი ორი კვირა აქ არ ვიყავი,არც შეტყობინებებზე მპასუხობდი.დილით კი რა შეხვედრა იყო?ანკა სად გაიქეცი?ან ტელეფონში ვის სწერდი ისეთ მნიშვნელოვანს,რომ ჩემი მოსვლა ვერ შენიშნე? წამოიწია ფეხზე ბიჭი და ისე ელაპარაკებოდა გოგოს გაბრაზებული და მძიმე ტონით. -უკაცრავად?რა სტატუსით მოხვედი აქ და რა სატატუსით უნდა გაგცეთ ამ შეკითხვებზე პასუხი? ხმას აუწია გოგომ. -ხმას დაუწიე გაიგებენ იამზე და ნოდარი! სტატუსის გარეშე ვითხოვ ჯერ და მერე სტატუსაც მოგანიჭებ. -გაიგონ! -არამგონია გაწყობდეს საკუთარ საძინებელში გამოგიჭირონ დათუნიანი საღამურებით და შენ საწოლში მითუმეტეს მე ,რომ ვიწვე. გაეცინა თორნიკეს და სახე ანკას ბალიში ჩარგო. -რა გინდა ბოლო -ბოლო? -უბრალოდ მოხვიდე და გვერდით მომიწვე! -შენ ხომ არ ურიკინებ? -უი რატოო? -თორნიკეეეე! გამოცრა კბილებში ანკამ -კარგი ხო!ანკა თავს რატომ მარიდებ? ფეხზე წამოდგა და გოგოს წინ დაუდგა.-წლებია გვერდს ისე მივლი გამარჯობის მეტს არაფერს მეუბნები ამ ბოლო დროს კი სულ არეული დადიხარ!მიზეზი მაინტერესებს ,რატო ვერ მიყურებ თვალებში! თავი ქონდა დახრილი ანკას. -არა ჩვეყლბევრივ გუყურებ თვალებში საიდან მობოდავ ხოლმე? თავი აწია ანკამ და ისევ შეტევა დაუწყო თორნიკეს,მაგრამ ისევ არ ჩაუხედია თვალებში,რაზეც ბიჭს გაეღიმა. მიხდვა და დარწმუნდა. -ახლაც არ მიყურებ და ისე მიტევ. -ნუ აიჩემე ეხლა თორნიკე,მართლა არავინ დაგინახოს აქ… -არ წავალ ჯერ სანამ იმას არ მოვისმენ ,რაც მინდა ,რომ გავიგო შენგან! ძალიან აირია ანკა შინაგანად ,რაც არ უნდოდა,რომ გამომჟღავნებულიყო მითუმეტეს თორნიკეს წინაშე. -რისი მოსმენა გსურს ჩემგან? თორნიკე უფრო დაუახლოვდა ანკას სხეულს.ანკას ხელები თავის ხელში მოიქცია,ხოლო მეორე ხელი გულზე დადო. -აი ამის მოსმენა მსურს ეხლა და არა გონების,რომელთანაც ბრძოლა გაქვს ,როცა ახლოს ვარ შენთან ანდა შენგან შორს.ანკა…გულს დაეთანხმე ჩემ სიყვარულის გზაზე ,ტვინი ჩემს გადაყვარებას მოგთხოვს,რაც მე არ მაწყობს! თვალები დაჭყიტა გოგომ,არ იცოდა რა ექნა სად დამალულიყო!? არ იყო მზად ჯერ,რომ თორნიკეს მისი გრძნობების შესახებ გაეგო. -რა საიდან მოიტანე?თორნიკე მე შენ არ მიყვარხარ! -ხოო?…. თორნიკეს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა-მაშინ ასე,რატომ კანკალებ ან ისევ,რატომ არ მიყურებ თვალებში ან? საშინლად დაიბნა გოგო. -უბრალოდ შემცივდა და ვკანკალებ. ბიჭს მოცილდა მაგრამ ხელით დაიჭირა. -ანკა ვიცი ყველაფერი ნუ მალავ! -საიდან მოიტანე? -ქეთისთან,რომ საუბრობდი გგონია ეგ ყველაფერი არ მესმოდა? თვალები დახუჭა ანკამ თითქოს გაქრობა უნდოდა ოთახიდან ოღონდ ეს ყველაფერი არ მოესმინა. -რატომ გვისმენდი? -არ მინდოდა მაგრამ,ჩემი სახელი,რომ მოვისმინე თქვენ დიალოგში იძულებული გავხდი გამეგო ,რას მერჩოდით. -რამდენი ხანია იცი? სიმწრით ჩაილაპარაკა ანკამ. -11 კლასის მერე…. -ჰააააააა! წამოიყვირა გოგომ,მაგრამ იმ წუთვეს აფარა ხელი პირზე თორნიკემ. -ნუ ყვირი,თორემ ჩაგვეშლება პირველი პაემანი შენს ოთახში თან რა ლამაზი ხედია ნახე! ძაალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან-ნახე ეხლა თვალებში მიყურებ და ლოყები გიწითლდება!შენი აზრით მანამდე ვერ ვხვდებოდი ამ ყველაფერს ანკა? ხელი მოაშორა თორნიკემ და არც მისცა უფლება ,რომ მანძილი დაეშორებინათ. -კი მაგრამ თუ იცოდი სად ეგდე ამდენიხანი? ხელების რტყმა დაუწყო მკერდზე თორნიკეს. -სხვათაშორის ეგ ჩემი ბრალი არა ქალბატონო!შენ არ მიკარებდი ორი მეტრის რადიუსზე. -ღირსი არ იყავი ალბათ და მაგიტო! -მე არ ვიყავი ღირსი და ის ჩემისა დიტო იყო ხომ?და რა გეგონა თბილიში სულ შენი ძმა გაშორებდა იმ სი****? -არა შეხედე რაა,შენღა მაკლდი გიჟი! გიორგი არ მყავდა უკვე? -არა ანკა მე გიჟი არ ვარ უბრალოდ ჩემი შეყვარებული მხოლოდ მე უნდა მიჟუჟუნებდეს თვალებს. -მერე შენი შეყვარებული ვინა იმასთან წადი! ანკა კი ცდილობდა თორნიკეს ხელებიდან თავი დაეძვირინა მაგრამ ისეთი ძალით ყავდა დაჭერილი ვერანაირად ვერ ცილდებოდა. -ჩემს შეყვარებულთან ვარ! -მე შენი შეყვარებული არ ვარ! -ხარ! -არ ვარ? -ხარ ანკა! -მე არ ვიქნები შენ გვერდით თორნიკე! კატეგორიული ტონი ქონდა ანკად. -და რატომ? -იმიტომ,რომ შენ არ გიყვარვარ და ეს ჩემი სიყვარული არ გვეყოფაა ორივეს!უნდა გამანადგურო! ხელები შეუშვა გოგოს ამის მოსმენის მერე თორნიკემ.-უნდა მიმატოვო და ბოლოს მე დავრჩები გულ ნატკენი ჩემი ცალხმრივი სიყვარულით შენ კიდე მოიყვან ვიღაც ქერა გოგოს და დაუსვამ სახლში ქეთის. -შენ იმაზე ნერვიულობ ქეთის ქერა გოგო ,რომ მოვუყვან?ან რა სისულელებს მელაპარაკები?ანკა ამ შუაღამეს წინ გიდგევარ გეუბნები ჩემი შეყვარებული ხარ თქო და შენ გგონია არ მიყვარხარ? ანკა იმის მერე მიყვარხარ,როდესაც დედაჩემის წინ ტიროდი.დიახ იმ დღეს,როდესაც შენ სხვა გოგოსთან დამიანხე გახსოვს ელენე ახვლედიანი? ერთი დღით ,რომ იყო ვითომ ჩემი შეყვარებული?ზუსტად მაშინ დედაჩემთან იყავი,მაშინ გეგონა სახლში არ ვიყავი,ნუ მიყურებ ეგეთი გაკვირვებული თვალებით-გაეღიმა ბიჭს-ქეთის კალთაში გედო თავი მახსოვს ,ქეთი კი თმაზე გეფერებოდა.კარი ოდნავ ღია იყო,ქეთიმ დამინახა და ხმა არ ამოუღია,შენი სიტყვებიც კარგად მახსოვს “ქეთი დეიდა დღეს მივხვდი,რომ თორნიკე უფრო მეტად მიყვარს.როცა ელენესთან დავინახე გულში ,რაღაც ჩამწყდა და რომ მითხრა კარგი გოგოაო მოვუწონე! აბა რა მეთქვა მე მიყვარხარ იდიოტი და რა გოგოს მაწონებინებ თქო…..” -კი მაგრამ ქეთიმ… -კი ქეთიმ ჩემი გრძნობების შესახებაც იცის! გაეღიმა გოგოს. -აი ამ ღიმილის დანახვა მინდოდა ისე,რომ მე გამომეწვია. ლოყები დაუკოცნა გოგოს. -მიყვარხარ ანკა!მიყვარხარ ისე,როგორც ქეთის უყვარს მამაჩემი!ისე ,როგორც იამზე ლანძღავს ნოდარის მაგრამ შენც კარგად იცი იამზემ,რომ მოიტაცა მამაშენი!-გაეცინათ ერთად-მიყვარარ ისე,როგორც ანას უყვარს თავისი გარდაცვლილი ქმარი და მუდამ მისი ერთგული ხარ,მიყვარხარ ისე,როგორც გიორგის უყვარს ლიკუნა!მიყვარხარ ისე,როგორც დუდას თავისი უსაქმურობა! მიყვარხარ ისე,როგორც ჩემ ძმას ლაზარეს ის ერთადერთი,რომელიც დარწმუნებული ვარ იცი ვინცა და ბოლოს მიყვარხარ ჩემებურად ანკა ღლონტო…. გოგოს ტუჩებთან დაიხარა და ძაალიან ნაზად შეხო. იმ ღამემ ბევრი რამ შეცვალა. იყო ბედნიერ, სიცილი, ცრემლები, ჩახუტებები და პასუხები, რომლებსაც დიდი ხანი ელოდნენ. მაგრამ ყველა გული ერთნაირად ბედნიერი არ ყოფილა. იმ ღამეს, ვიღაცისთვის სიყვარული საბოლოოდ დაიწყო… ვიღაცისთვის კი ჩუმად ელოდებოდა თავის რიგს. ძლივს მოწყდნენ ერთამნეთის ბაგებს. ანკამ ჩახედა თვალებში. -მიყვარს ეეს თვალები და იმედია არ მომიწევს აწი სხვაგან ყურება. -მოგიწევს,ალბათ ისეთი მორცხვი ხარ ანკა! გაეცინა ბიჭს. -აჰა მორცხვი ვარ ანუ?გაწიე ხელები მომშორდი! -ანკა აწი ხელს კი არა ერთი წუთი არ დარჩები ჩემს გარეშე,ნუ მაშინ დარჩები მარტო ღამე ,რომ დაიძინებ,მაგრამ მაგასაც მოვაგვარებთ! -შენ თუ გგონია ,რომ აქ აივნიდან გატარებ ძალიან ცდები! -კი ბატონო ჩემთვის უკეთესი პირდაპირ კარიდან შემოვალ ხოლმე. პასუხი უნდა დაეუბრუნებინდა ანკას,როდესაც იამზეს ხმა გაიგო ანკას ოთახის მიმართულებით. -ვაიმე…ვაიმე თორნიკე უნდა დაიმალო! იმ წუთასვე აქეთ-იქით ბიჭის შეტენვა დაიწყო. -გოგო ხომ ხედავ არა ვერ შევეტევი ამ საწოლის ქვეშ! -ოხ რათგინდოდა ამხელა კუნთები თუ ვერსად შეტეოდი? -არ დავიმალები! -რას იძახი!აი აქ მოდი. კარადასთან მიყვანა და უცბათ გამოაღო. -შედი! -არა ვიწროა! -მიდი…მიდი დროზეე! სულ ძალით შეტენა და კარადის დახურვა და იამზეს შემოსვლა ერთი იყო. -სად ხარ გოგო,რომ გეძახი? -რა მოხდა დედა?რა ბედნიერი სახე გაქვს? -დედა გიორგიმ დამირეკა! -დაიცა გიორგი სახლში არა? -აი გრეტასაც ხომ ვუთხარი არა ,რომ ღრუბლებში დაფრინავ! -კარგი ხოო…რაო გიორგიმ? -ცოლი მოვიყვანეო და სუფრა გაშალეო! სიხარულისგან იკივლა იამზემ. -რაოოოოო! -მაგან მაინც გამიჩინოს შვილიშვილები აბა შენ კაცებსაც არ უყურებ მგონი! -მე ნუღა მომადექი!ხომ ხედავ ისედაც შოკში ვარ! -რაღა შოკში ხარ ყოველ დღე ველოდებოდი ამ დღეს!ადექი მიდი და ჩამოდი გავშალოთ სუფრა!-საეჭვოდ ატარა მზერა ანკას იამზემ-ისე რა კაცის სუნამოს სუნია აანკა. აერია სახე ანკას. -ჩემს ლოსიონს აქვს ეგეთი სუნი დედა კაცსაც და ქალსაც შეუძლია გამოყენება! იმ წუთასვე დაიძვირნა თავი ანკამ. -შენ და შენი მოვლის საშუალებები!რათ გინდა მაინც არავის იკარებ დაა!-თვალი მოავლო ოთახს იამზემ-ადექი გამოიცვალე და ჩამოდი! ოთახიდან იამზეს გასვლა და კარის გადაკეტვა ერთი იყო. იმ წუთასვე გამოაღო კარადის კარი თორნიკემ. -იამზეზე ვგიჟდები!პირდაპირ გეუბნება გათხოვდი და შვილიშვილები მომაყარეო! ძლივს გასწორდა წელში თორნიკე. -რა გათხოვება რა შვილიშვილებიი… გამოცრა ანკამ. -ეგაც იქნება ანკა! -ჯერ ათი წუთია ერთად ვართ თორნიკე! -უკვე ათი წუთია ხან მცემ ხან კარადაში მტენი,უკვე მეშინია მომავალში რა იქნება! გაეცინა ბიჭს და ისევ მივიდა გოგოსთან. -გიორგიმ ლიკუნა მოიყვანა ცოლად! ისეთი სახე ქონდა თორნიკეს უკვე წინასწარ,რომ იცოდა ყველაფერი. -დაიცა იცოდი? -დიახ…. -გამაგიჟებთ!გამაგიჟებთ! -კარგი ეხლა წავედი და მოვალ 10 წუთში გიორგისთან ერთად შენ სახლში ოღონდ აივნიდან არა კარიდან. -კარგი…ჯერ არავინ უნდა გაიგოს! -კარგი შენ როგორც გინდა! ტუჩებისკენ დაიხარა მაგრამ არ მისცა უფლება ეკოცნა,რასაც თორნიკეს უკმაყოფილო სახე მოყვა. -ეს იმისთვის,რომ დამიმალე გიორგის ამბავი. -ოხ ანკააა…არაუშავს ორმაგად დაგაბურნებინებ! აივანზე გავიდა თორნიკე და ფრთხილად ჩავიდა მიწაზე. ბედნიერი შებრუნდა ანკა ოთახში ამ ღამეს მის ცხოვრებაში და ოჯახში დიდი გარდატეხა მოხდა ლიკუნასა და თორნიკეს სახით….. ***** -ქორწილია გრიალია რანინააააა… გზად მოდიან გიროგი და დარინააააა…. კარში იდგა დუდა და თან უაზროდ მღეროდა. -ვინა დარინა დუდაა? -რა მექნა გრეტა,არ ჯდებოდა რითმში ლიკუნას სახელი…აი მოდიან…მოდიან… გამოჩნდა ღლონტების ოჯახში გიორგი და ლიკუნა. უკან მოყვნენ ძმები ჩხაიძები და ლიკუნას მშობლები. -თქვენც გენაცვალეთ დედიკო. იამზეს წამოუვიდა ცრემლები. გვერდით ნოდარი ედგა,რომელმაც წინასწარ იცოდა მისი შვილისგან,რომ იმ ღამეს მას ცოლი უნდა მოეყვანა.ნოდარი საუკეთესო მამა იყო ორივე შვილისთვის და საუკეთესო ქმარი ცოლისათვის. ახალ შეუღლებულები სანამ კარში შემოვიდოდნენ მანამდე დახვდა იამზე და შაქარი მიაწოდა. -ასე შეატკბილდით დედიკო…ტკბილად დაბერდით,რაც მთავარია! ორივე გადაკოცნა. გიორგიმ და ლიკუნას ტრადიციაც არ დარღვევინეს სანამ შემოვიდოდნენ თეფშიც გატეხეს ფეხით,რომლის გატეხვაც თითქოს პრობლემებს ,რაც მათ გარშემო იყო გაქრობდა!მაგრამ ეს ხომ წესჩვეულება არაა?სიყვარული ყველაზე მთავარია არადა! -აი მესმის!დედა ნახე ბევრი ნატეხია,რაც მიუთითებს,რომ კარგი იღბალით და ბედნიერბით შემოვიდნენ ეს ორი არანორმალური! ანკა ითვლიდა თეფშის ნატეხებს და არც იმას ივიწყებდა თავის ძმაზე გაბრაზებული,რომ იყო ამ ამბის დამალვის გამო. -დიახ იღბალი ის,რომ ასეთი რძალი გყავს და ბედნიერებაში ის იგულისხმება რომ შენც გათხოვდე და დასვენო ეს ოჯახი! დუდა დაუდგა ანკას გვერდით და მხარი გაკრა. -ქათამაძე,რაღაც დაგაკლდა ამ ბოლო დროს ჩემი ხელი არა? -შენ გენაცვალე დუდა შვილო!აგერ კი ხარ მართალი გიორგისთან აღარ მაქვს პრეტენზია აგერ დაოჯახდა მაგრამ აი მაგ ქაჯს რა უნდა ვუყოთ არ ვიცი შვილო! იამზე ამოუდგა გვერძე დუდას და ისე უხსნიდა დუდას მის დარდს თითქოს ის უშველიდა ამ პრობლების მოგვარებაში. -მესმის იამზე დეიდა მესმის…. კართან მდგომი თორნიკე ჩუმად იცინოდა თავისთვის. -დუდა გიჯობს ენა ჩაიგდო!და დედა დამანებე ეხლა თავი და დასვი ეს ხალხი სუფრასთან! გაუბრაზდა დედამის და გრეტას ამოუდგა გვერდით წარბშეკრული. ყველა სუფრას მიუჯდა და დაიწყეს გურული ქეიფი.ლიკუნას მამას კობას ერქვა ხოლო დედას სოფიო. მეზობლები იყვნენ და გარემო უცხო არ იყო მათვის. კარგად მოილხინეს,უამრავი დალოცვა მიღეს ლიკუნამ და გიორგიმ. -ეჰჰჰ რა კარგია! დუდა იყო კმაყოფილი სკამზე გადაწოლილი. -რა არის კარგი? -ის ჩემო ანკა,რომ კაი ქორწილში ვიგულავებ! აბა შენს ქორწილი შეიძლება ფეხიც ვერ გავშალო ანდა დალევის თავიც არ მქონდეს! -ოხ ქათამაძეე იცინე იცინე და ვნახავთ ქორწილში,რომ არ დაგპატიჟებ! -სიძეს დავუახლოვდები და ბიჭის მხრიდან მოვალ! აამაზე ყველას სიცილი აუტყდა. -გენაცვალე შენ, სიძეს წინასწარ შეამაზადებს,რომ ზედ არ შემოგხედოს ნუთუ აქამდე ვერ გაიცანი ჩემი და დუდა? კმაყოფილი სახით იჯდა ანკა თავისი ძმა,რომ დაუდგა გვერდში. -მაშინ აგერ გრეტა მიშველის…. -მე რით გიშველი დუდა? -რით და შენ ყველას ევასები ბოლო-ბოლო მშვიდი ადამიანი ხარ აგერ ჩვენი ლაზარესავით! გრეტას და ლაზარეს შუაში იჯდა დუდა და ორივეს ხელი გადახვია. -ისე მართალია!ბავშვობიდანვე მშვიდები იყავი თუ იმას არ ჩავთვლით ,როცა ერთამნეთში ჩხუბობდით! გაეცინა ქეთის.ქეთიც და თემურიც იქ იყვნენ. -ეგ რა გაიხსენე ქეთინო! გაიციან იამზემ-ის მახსოვს,როგორ დავაწიწკნენ ერთამნეთისგან ეს ორი! -ისე რატო ემტერებოდით ერთმანეთს? პატარძალმა ამოიღო ხმა,რომელიც გიორგის ხელზე იყო ჩამოკიდებული. -რა რატო?სულ მაწვალებდა და მე ვერ ვიტანდი მითუმეტეს იმას,როდესაც თმაზე მეხებოდნენ. -რატო აწვალებდი ლაზარე? გაიცინა ანკამ თითქოს პატარა ბავშვის საქმეს არჩევდა. -რომ წუწუნებდა მოსმენა მიყვარდა! გაიცინეს. -უკაცრავად!აჰა ანუ კიკინებით კი არა ჩემი ნერვებით თამაში გინდოდა? -ასეც არააა…. თვალი ჩაუკრა ლაზარემ კმაყოფილი სახით,რაზეც გრეტას აწუთლებული გაბრაზებული სადე დაედო. კარგად ერთობოდნენ.კარგადაც დალიეს და გამოთვრენ მაგრამ არა ისე,რომ გონება დაეკარგათ და ვერ გაეარათ საკუთარი ფეხით.დუდა ყველაზე მეტად გაერთო ხან რა ილეთბი მოიგონა,რომ ოღონდაც ეცეკვა. -დუდა დაჯექი! -ანკა ეხლა მაინც გახსენი ეგ წარბები ძმა გაგიბედნიერდა! -მეც ბედნიერი ვარ. -დარწმუნებული ხარ?გოგო ლოვე გაიჩინე და მე არ ვიცი? გაკვირვებული და ვითომ გულნატკენი ჩამოჯდა სკამზე დუდა. -ბავშვებო ეს ლოვე რას ნიშნავს?ნორმალურად ისაუბრეეთ რააა!დუდა შვილო რამე დავადება აქვს ჩემს შვილს? შეიცხადა იამზემ. -შეიძლება მასეც ითქვას იამზე დეიდა,რომ იგი დავადებულია! -დუდა ნუ გაგიჟე ეს ხალხი! გადახედა თორნიკემ,რომელიც თავს ბოლომდე იკავებდა,რომ არ ეცინა დუდას და ანკას დიალოგზე,რასაც ნაწილობბრივ დუდა მართალი იყო! -არა არ დამიმალოს თორნიკე რა ხდდება დუდა ჩემი შვილის თავს? შეიცხადდა იამზემ და ფეხზე წამოხტა. -იამზე დეიდა დაჯექი კაცო! -დაჯექი ქალო ნუ წამოფრინდი! ხელზე ეჯაჯგურებოდა ცოლს ნოდარი. -რა და დელირუმი,პანტენიუმი და რექვიემი იცით თქვენ? -რაიო რა მითხრა? ყველას სიცილი აუტყდათ იამზეს სახეზე -ნუ უსმენ ამას იამზე დეიდა ხომ იცით ,რომ ცოტა ურევს! -ლაზარე იცოდე გრეტასთან ერთად იონებს მოვიფიქრებ და მერე ნახავ შენ! პატარა ბავშვებს ,რომ ემუქრებიან დედებით ისე დაემუქრა. -მე მაწყობ იონები მიყვარს…ხომ გრეტა? გადახედს კმაყოფილი სახით გოგოს. -კი კი აბა რაა…. გრეტამაც გადახედა ირონული სახით. -დუდა ამოღერღე ბოლო-ბოლო. -დედაა მისმინე ის ,რაც წეღან ჩამოგითვალა წიგნებია სადაც სიყვარულს დავადებად თვლიან! უცბად აუხსნა ანკამ თორემ უკვე ნერვები ჰქონდა პიკზე. -ოხ დუდა გამიხეთქე გული….მე მეგონა სერიოზულ…-უცბათ მოეგო გონს იამზე-ჩემი შვილი შეყვარებულია?ანკა ვინა ის არსება?დედა ,როგორ მეცოდება…. საშინლად გადახარხარება სურდა თორნიკეს მაგრამ თავი შეიკავა და ისევ საყვარელი ქალის სახეს შეხედა ,რომელიც აპილპილებული იყო. -არა დედა აგერ ვინა შეყვარებული რძალიც მოგიყვანა! გადახედა ყურებამდე გაღიმებულ შვილს. -ნუ გეშინიათ ნოდარი ძია მალე ესააც მოგშორდებათ! დუდამ გადახედა და თვალი ჩაუკრა კაცს მე მოგიგვარებო ამ ამბავსო. -დუდა ვატყობ გისვრიან აქედან! გრეტამ დარტყა მხარზე ბიჭს ხელი. -გრეტა დღეს დამიტოვე რა შენთან! -დაიწყო მათხოვრობა! ლაზარემ ატრიალა თვალები. -ლაზარე ნუ გეშინია შენთან აღარ დავრჩები!იცი გრეტა ხვრინავს!მთელი ღამე არ მეძინა!- სიცილი აუტყდათ ისევ მაგიდასთან მსხდომებს.საშიში იყო მთვრალი დუდა ყვრლაფერს ლაპარაკობდა ან რაც იცოდა ან რასაც გულში მაინც ეგონა ,რომ ის,რაღაც შეიძლება ისე ყოფილიყი. -აღარც დაგიტოვებ! -ოკეი!ქეთი დეიდა ხომ დამიტოვებ? -შენ გენაცვალოს შენი დეიდა აბა რა დაგიტოვებ ,როცა გინდა და რამდენიხანიც. შემდეგ ქეთის გვერძე მჯდომს გადახედა დუდამ. თემური ძია არ გეწყინით უბრალოდ ქეთია მაგ ოჯაში ჩემთვის მთავარი! -რას ამბობ შვილო,შენ როგორც ფიქრობ ისე ვფიქრობ მეც. -აფერისტია ეს! ანკამ გაიშვურს დუდასკენ ხელი. -ვაიმეეე ესენი რძალს გამიქცევენ! ნოდარი წამოდგა ფეხზე. -ჯერ,რომ ნაღდი რძალი არ არის! ახალი სიბრძნის წარმოთქმა დაიწყო დუდამ ,ნუ ყველას ეგრე ეგონა. -რას ქვია ნაღდი რძალი? ლიკუნა შეკითხა. -ჯვარი უნდა დაიწეროთ ახლავე! -ხომ არ გაგიჟდი დუდა,ღამის სამი საათია! მაჯაზე დაიხედა გრეტამ. -არა სწორია დუდა ვეთანხმები! ფეხზე წამოდგა გიორგი ცოლს ხელი ჩაკიდა. -სასწრაფოდ ჩაიცვი ანკას რაიმე თეთრი კაბა! -გიორგი ხომ არ გაგიჟდი? -ლიკუნა იმ დღის მერე ვარ გაგუჟებული,როდესაც პირველად დაგინახე ჩემთან აწი კი ჩვენს სახლში. ლოყაზე აკოცა და ანკას გაყოლა კაბა ,რომ მოერგო. -კი მაგრამ ეხლა,როგორ უნდა დაიწეროთ ჯვარი ბავშვებო? სოფიომ დასვა შეკითხვა ლიკუნას დედამ. -სიფიო დეიდა მე ,რაის დუდა ვარ წინასწარ ,რომ არ მომეფიქრა?აგერ ჩვენ მამაოს ვეტყვით მამა ნიკოლოზს რა პრობლემა….უიიი კიდეეე მეჯვარე მე ვარ დაგასწარით! ხელები მაღლა აწია დუდამ. -არც მაძლევ უფლებას,რომ სხვა ავირჩიო? გიორგი შეკითხა სიცილით -იქნებ თორნიკე მინდა დავიყენო? -აპ …აპ…აპ თორნიკე არ შეიძლება! -რატომ ვითომ? -იმიტომ ,რომ შენი სიძ….. არ დასრულებინეს პასუხი,ანკას ყვირილო ,რომ მოისმა მზად ვართო. გზა ფეხით გაიარეს ღვთის სახლამდე. მამაოც გაღვიძეს.მეჯვარებად ნახევრად მძინარე დუდა და გრეტა ედგათ სიძე დედოფალს. რათქმაუნდა სუყველას მშობლები იქ იყვნენ გარდა დუდასი და გრეტასი. დუდას მშობლები ქალაქში ცხოვრობდნენ და ვერ ახერხებდნენ ხშირად ჩამოსვლას ერკეთში, ხოლო გრეტაზე ისედაც კარგად იცით. ბედნიერი შეჰყურებდნენ თორნიკე და ანკა ერთამენთს,რაც ქეთისა და თემურის მზერას არ გამოპარვიათ.ბედნიერი იყო ქეთი.ასევე არ გამოპარვია მისი უფროსი ვაჟის მზერა,რომელსაც ვერ მალავდა ანდა არ უნდოდა დამალვა შეგნებულად ,გრეტას მიმართ. ჯვარიც დაიწერეს.გიორგიზე და ლიკუნაზე მეტი მადლობა დუდამ უხადა მამაოს. ხელი ჩავლო ანკამ და ძლივს წაიყვანა ბოლოს. ის ღამეც ასე ტკბილად გაილია.თითქმის ყველას გულებში სიყვარული იიყო,ზოგან ფესვებ გადგმული ძლიერად,ზოგან ახალი და ფაფუკი,ხოლო ერთდგან ძალიან ძლიერი,რომელმაც მივიწყებული კარი თავიდან გახსნა და ალბათ აღარც ჩაიკეტებოდა. ლაზარე და გრეტა! ***** ყველა ქორწილის ამბებში იყო ჩართული. ქორწილი 25 ივლის ჩანიშნეს და ისე ადვილად და მალე მოვიდა ქორწილის დღეც,რომ ვერც განალიზეს. ლიკუნამ ყველას საქმები გაუნაწილა. მომავალ მულს ანკას დავალა აერჩია სუფრისთვის ლამაზი ჭურჭელი თავისი გასაფორმებლებით და ყვავილებით.ძმებ ჩხაიძებს სთხოვა მოეძებნათ ისეთი რესტორანი,რომ ყველანაირად აკმაყოფილებდეს მათ მოთხოვნებებს. დუდას დავალეს ასეთი დავალება ცოლ-ქმარმა უნდა ეშოვა ისეთი ღვინო ქორწილისთვის,რომ ყველას მოსწონებოდა.ნუ დუდა რის დუდს იყო არა?მთელი ორი კვირა დადიოდა ღვინოზზე ყველგან ერთ ჭიქას სვამდს და ბოლოს ბარბარცით და ბლუყუნით მიდიოდა გიორგისთან,რომ ეთქვა,რომელი უფრო უკეთესი იყო ,მაგრამ იქ მისულს უკვე აღარ ახსოვდა ,რომელი მოეწონა….ნუ ბოლოს არჩია და გიორგიც თითქოს დაწყნარდა… ჩვენს გრეტას ,რადგან ხატვა შეძლო მას ყველაზე მძიმე და სამუშაო შეხვდა.უნდა შექმნა ლიკუნას ოცნების კაბა და შემდეგ შეკერილიყო…მოკლედ კაბაზე ლიკუნა და გრეტა დარბოდა… ოჯახის უფროს წევრებს კი უნდა დაეძაბათ გონება და ჩამოეწერათ ნათესაობა და შემდეგ დაეპატიჟებინათ. ხოლო ახალგაზრდება შემდეგ დამატეს კლასელები და მეგობრები. ქორწილი ოფიციალურად დაიგეგმა ყველას ჩართულობით.ამითაც შეგვიძლია დავამტკიცოთ თუ რამდრნად მნიშვნელოვანი ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა…ეს ყველაფერი კი მათ ჰქონდა და ამით იყვნენ მდიდრები. *** 24 ივლისი იყო ასე,რომ ვთქვათ გოგოები ლიკუნას უწყობდნენ ბოლო დღეს ,როდესაც ვითომ ჯერ ცოლი არ ერქვა.გრეტას სახლში იყვნენ გოგოები. მიუხედავად იმისა,რომ ჯვარი დაიწერეს ლიკუნა მაინც არ გადასულა ღლონტების ოჯახში.ძაალიან ბევრი დალიეს გოგოებმა. -პირველად ვხედავ მთვრალ გრეტას! ანკამ თქვა და შოკოლადი ჩაიტენა პირში. -როდის უნდა გენახე მთვრალი.10 წელია აქ არ ვყოფილვარ! კიდევ ერთი ჭიქა არაყი გადაკრა. -გოგო,რამე მაინც მიაყოლე!ყელი არ გეწვება? -ნუ დარდობ ლიკუნა ეს არაფერს არ მიშვება მე! -მოდი იცი რა ვქნათ! ლიკუნამ გახედა გოგოებს-დღეს ყველაფერი ვაღიაროთ ,რაც ერთმანეთისგან დავმალეთ! ანუ ჩვენი საიდუმლოები! დაიყვირა ბოლო წინადადება და გოგოებს შეხედა. -კარგი! დაეთანხნენ ერთი ხმით. -მაშინ პატარძალი იწყებს! -მე რატო? -იმიტომ ,რომ ჩემი რძალი ხდები ხვალ და თუ რამე ისეთია მალე,რომ დავივიწყო! გაეცინათ გოგოებს. -მული მულობესსს ლიკუნააა! გაეცინა გრეტას. -კარგი დავიწყებ მაშინ…ანკა მე და გიორგიმ შემთხვევით შენი ქოთანი გავტეხეთ. თვალები დაჭყითა ანკამ. -ჩემიი ბარაქის ხეე ძირს ,რომ ეგდო…მე მეგონააა კატამ გადმოაგდო მაგიდიდან-ნაწყენმა ჩაილაპარაკა.-დაიცა შენ და გიორგიმ გადმოაგდეთ…?? თითქოს გონება გაეხსნა ანკას.გრეტა სიცილს ძლივს იკავებდა,რადგან მიხვდა რაც მოხდა მაგიდასთან. -რა მექნა შენი ძმის ბრალია! -არა არ მინდა გავიგო!რა ველურები ხართ ღმერთო! -ანკა ნუ წახვედი ძაან შორს!უბრალოდ კოცნა იყო! ამის თქმა და გრეტას ხარხარის დაწყება ერთი იყო. -გრეტა რა გაცინებს? -რა ვქნა სასაცილოები ხართ! ცრემლები მოდიოდა უკვე გრეტას სიცილისგან. -კარგი ვწყნარდები…უჰჰ… აბა შენი ჯერია ანკა. გოგოებს გახედა ანკამ ერთი ჩაისუნთქა. -თორნიკეს ვხვდები…! უცბად წამოიღვირა სათქმელი და გრეტას გამოგლიჯა არყის ჭიქა,რომელიც უნდა დაელია . -რაააააა! -რაააააა! ერთიანად წამოიძახეს. -ხო ეს იმ დღეს მოხდა,როდესაც გიორგიმ მოგიტაცა… უხერხულად ჩაიცინა იცოდა,რომ მაგრად გაილანძღებოდა. -გრეტა ახლა რა ვქნათ? -რა და ქოთანი ზედ თავზე უნდა გადალეწოო! -კარგით რააა!უბრალოდ უნდა დამელაგებინა ჯერ ურთიერთობა და მერე მეთქვა. სცადა თავის გამართლება ანკამ. -ნუ იმართლებ თავს ანკა!-ლიკუნამ ჩაილაპარაკა და თვალებით ანიშნა გრეტას,რომ თამაშის დამთავრების დრო იყო და კი წასკდათ სიცილი ერთად. ანკა გაკვირვებული უყურებდა. -რატო იცინით? -ვიცოდით ანკა! -კი მაგრამ საიდან და როგორ? ძაალიან გაუკვირდა ანკას. -თვალები ანკა თვალები!ისინი ყველაფერს ამბობენ და არ იტყუებიან! ლიკუნამ დაუტრიალა თითი თვალებთან. -ორივე თვალებმა და უცნაურმა ქცევებმა გაგყიდეს! -რა ქცევებმა? -რამ დაა,ერთად ,რომ შევიკრიბებოდით ერთად უჩინარდებოდით,სულ ერთად იყავით ერთად.ასევე საუბარშიც თუ როგორ ნამიოკები იყო…გავაგრძელო კიდეე? გრეტამ შეხედა კმაყოფილი ღიმილით და ამჯერად შანპანური ჩამოისხა ჭიქაში. -და შენ რას მალავ გრეტა მეორე ჩხაიძესთან? ანკამ შეუბრუნა შეკითხვა და ახლა ანკა იყო კმაყოფილი,სამაგიეროდ ისე გადაცდა შანპანური გრეტას კინაღამ დაიხრჩო. -რას გულისხმობ ანკა? -იცი რასაც! გადახედა გრეტამ გოგოებს და მიხვდა,რომ აზრი აღარ ქონდა სხვა თემაზე საუბარის გადატანას. -კარგით ჰოოო….არ ვიცი რა მემართება! წარმოიდგინეთ მის თვალწინ ვიტირე ამის წინათ!მინდა სულ ახლოს იყოს! წარმოიდგინეთ ფანჯრიდან ჩუმად ვუყურებ ღამე,რომ გამოდის და ვარჯიშობს ან ცხენებს უვლის. ასე მგონია თინეიჯერულად ვიქცევი ვიღაც,რომ მოეწონება და მისდამ აღფრთოვანების დამალვა უნდა! -და ამას მალავ მასთან კინკლაობით? -კი ლიკუნა და გამომდის ხომ მგონი? ჩაეცინა. -კი გამოგდის,მე და დუდა. მაგრად ვერთობით თქვენი კინკლაობით! დაუდაასტურა ანკამ. -გრეტა მგონი უფრო მოწონებაზე მეტია ეგ გრძნობა! -ლიკუნას ვეთანხმები!მე ასე მგონია ლაზარეში პოულობ იმ სიძლოერს ,რაც გჭირდება მაგრამ ამავდროულად უკან იხევ,რადგან დამოკიდებლად ხარ ყველაფერს მიჩვეული. -შეიძლება…. კიდევ დიდხან ილაპარაკეს კიდევ დალიეს. -ანკა ჩემი ცხენი უნდა ვნახო! -რაა ცხენი? ვერ გაიგო ანკამ ისე ეძინებოდა,მაგრამ იმ წუთსვე გამიფხიზლდა თორნიკეს მესიჯი,რომ მოუვიდა ტელეფონზე. -არაფერი მოვალ ორ წუთში! ნელა ადგა და ეზოში გავიდა. მივიდა ღობესთან და იმ კარიდან გადავიდა ჩხაიძების ეზოში ,რომელიც მათ ეზოებს ყოფდა. ბარბაცით მივიდა ცხენების სადგომთან. კარს ეჯაჯგურა მაგრამ ვერ გაღო. ამიტომ გადაძრომა სცადა,რადგან არც ისე მაღალი კარი იყო. ნელ-ნელა გადავიდა და მიწაზე,რომ ფეხი დადგა მიხვდა,რომ ეს შეძლო. -ყოჩაღ გრეტა,თურმე გახსოვს ეს ყველაფერი! თავის თავს დაუკრა ტაში.ცხენებს ყველას თავისი გამყოფილება ჰქონდა. ყველასთან ჩაიარა ყველას დაკვირდა,მაგრამ ვერსად ნახა თეთრი ცხენი ფეხთან შავი ლაქით. -სად ხარ? ჩუმად ჩაილაპარაკა თითქოს ცხენი დაუძახებდა ან ეტყოდა სად იყო.ბარბარცით დადიოდა. -ვაიმე ამდენი არ უნდს დამელია ნაღდად! თავბრუ დაეხვა საშინლად და ძლივს იდგა. -რიგორი საინტერესო სანახავი ყოფილა,თავის თავთან მოლაპარაკე და მთვრალი გრეტა. ძაალიან ხავერდოვანი და სასიამივნო ხმა ჩაესმა გრეტას,მაგრამ ,როცა მიხვდა ვის ეკუთვნოდა იმ წუთასვე შემოტრიალდა იმ მხარეს საიდანაც ხმის ბგერები გაიგო. -აქ რა გინდა ლაზარე? გაეცინა კაცს. -შენ ხარ ჩემს ცხენებთან და კიდევ მე რა მინდა?-მის წინ კედელს მიეყუდა ლაზარრე და ისე ახედა გოგოს .ამ ახედვამ ისე იმოქმედა გრეტაზე თითქოს იმ დროს იგრძო ,როგორ მოქმედებდა ლაზარე მასზე და ამ ყველაფერს აქამდე კი ტვინი უბლოკავდა. -ბიჭებთან არ იყავი? -კი ვიყავი,მაგრამ მერე დავინახე თუ ,როგორ ცდილობდი გადმოძრომას და… -საიდან დამინახე? გაუკვირდა გოგოს და თვალები დაჭყიტა. ამაზე კი ბიჭს გაეცინა. -გრეტა გიორგის სახლიდან კარგად ჩანს ჩემი ეზო! -უი ხოოო… აღარ იცოდა სად შეძრომილიყო გრეტა ოღონდ იქ არ ყოფილიყო იმ სიტვაციაში თან მთვრალი,როდესაც არყის სუნად ყარდა ალბათ. -ისე გრეტა იმ კარებს საკეტი აქვს. -რას მეუბნები?რომ ვერ გაავაღე მაგიტო მომიწია მსხვრეპლზე წასვლა! შეუტია იმ წუთასვე. -შენი ბრალია ლაზარე საკეტი ისე უნდა დაგეყენებინა,რომ დამენახა! -აჰა ანუ ჩემი ბრალია!კიდევ რას მეტყვი? -იმას,რომ ახლა აქ,რომ ვარ უნდა დაივიწყო! მიუახლოვდა გოგო და თვალებში ჩახედა. -შთაგონებას მიკეთებ?-გაეცინა ბიჭს-გრეტა ვამპირის დღიურებს ისევ თავიდან უყურებ? -თავი დამანებე!შენ ისევ ის პატარა გოგო გგონივარ?ნეტა ვამპირი ვიყო არ გაცოცხლებდი. ხელი აუქნია და გვერძე გაიწია,რომ წასულიყი მაგრან ლაზარემ არ გაუშვა. -არა პატარა გოგო,არც არასდროს ყოფილხარ ჩეემთვის გრეტა, შთაგონება კიდევ დიდიხანია გამიკეთე. ყურში ჩარჩურჩულა და ლოყაზე აკოცა გოგოს. გაშეშდა გრეტა არ ელოდა,ვერ გაეგო ეს,რას ნიშნავდა,ან რა უნდოდა.ტვინში სიგნალის ხმა ჰქონდა ჩართული ,რომ უნდა გაჩერებულიყო ,მაგრამ ტვინზე ძლიერი,ხომ გულია არა? -ნუ სარგებლობ,რომ მთვრალი ვარ! -გგონია ამას ფხიზელზე ვერ ვიზამ გრეტა! გოგოს სახიდან გადაუწია თმა და კარგად დაკვირდა მის ლამაზ ყავისფერ თვალებს. -იცი,შორიდან უფრო ბნელი ჩანს,მაგრამ ახლოდან უფრო ნათელია. -რას მეუბნები ლაზარე? ძაალიან აფორიაქებული იყო,გული საშინლად უცემდა,მაგრამ გრეტას ხომ გრძნობების დამალვის ნიჭი აქვს. -იცი რასაც! -მე უნდა წავიდე,ძაალიან ბევრი დავლიე ალბათ… -ნასვამიც მშვენიერი ხარ! -ლაზარე… ხმას ვერ იღებდა. -უფრო დამყოლიც,თან არ მეტლიკინები ბევრს.. გაეღიმა ბიჭს,როდესაც მიხვდა ,რომ ამ სიტყვებით გრეტა გაბრაზა. -აჰა ანუ ვტლიკინებ ხომ?ამის მერე ასე მშვიდად არ უნდა გელაოარაკო შენ მაგის ღირსი ხარ! -აი ეს უკვე გრეტაააა! -საზიზღარი ხარ! -ვიცი! -მანიპულატორიც შენი ალერსით! -ვიცი! -ვირიც! -ეგეც ვიცი! -იდოტიც! -გეთანხმები! -დეგენერატი! -ეგ რათქმაუნდა! აბრაზებდა უფრო გოგოს და ელოდა,როდის ჩაცხრებოდა ეს ბრაზის ცეცხლი გოგოში,სულ ასე უყო გრეტა,გაფისხდებოდა სიბრაზისგან და ბოლოს წყნარდებოდა. -ვამპირიც ხარ,ოღონდ ბოროტი! -თუ გინდა ვამპირი დემიონიც ვინები შენ ხომ ის ძაალიან მოგწონდა! -ეხლაც მომწონს და მას ნუ ეხები! ხო და კიდეც გამაღიზიანებელი ხარ! გაეცინა ბიჭს. -კიდევ ალქაჯი,არადამიანი,უტაქტოო… -გეყოს.. ჩაიალაპარაკა ბიჭმა. -რა იყო არ გსიამოვნებს?კიდევ უგრძნობი ხარ. -გრეტა არ დასრულებ კარგად! -ოჰჰ შემეშინდა!მაიმუნიც ხარ,კიდევ ჭრიჭინა! -არადა ეხლა შენ ჭრიჭინებ გრეტა! -უკაცრავად? ისე შეიცხადა გრეტამ თითქოს უარესი მან არ აკადრა ლაზარეს. -ხო ჭრიჭინებ და არ იცი,რომ შემიძლია დაგამშვიდო! -შენ ვერანაირად ვერ დამამშვიდებ! -არ ვიქნებოდი დარწმუნებული! თვალები გადატრიალა გოგომ და ისევ წასვლა სცადა,ამჯერად ისევ დაიჭირა ლაზარემ გრეტა და წელზე მოკიდა ხელები. -რას აკეთებ?ხელი გამიშვი. აფართხალდა გოგო ლაზარეს მკლავებში. -რაო რა ვიყავი?ვირი ხომ,მანიპულატორიც ხომ?კიდევ რა მითხარი?ან რა გამოგრჩა? -ლაზარე ხელები გამიშვი? -არა! -რატომ მოხვედი აქ გრეტა? -არა შენი საქმე! ბიჭმა წარბი მაღლა აწია და უფრო მიხუტა გულზე. -გამგუდავ ასე ლაზარე. -არასდროს გავნებ ეს იცი! მკაცრი ხმა ჰქონდა ბიჭს. -რატო მოხვედი აქ გრეტა?თვალებში მიყურე! ერთი ხელი ნიკაპზე მოკიდა და თვალებში ჩახედა გოგოს. -ცხენის გამო! ჩუმად ჩაილაპარაკა გოგომ. -ვიცოდი! -მერე რას გამალანძღინე თავი თუ იცოდი! -მე რა შუაში ვარ გრეტა შენ დაიწყე! -კარგი ეხლა გამიშვი ხომ გაიგე ,რის გამო მოვედი არა? ნელა გაუშვა გოგოს ხელი ,მაგრამ ისე დაეხვა თავბრუ გრეტას ისევ ბიჭის ხელებს დაეყრდნო. -აი ხედავ არ შეგიძლია ნორმალურად სიარული! წელზე და ფეხებზე მოხვია ხელები და ხელში აიყვანა გოგო. -დამსვი მე თვითონ ვივლი! აფართხალდა გოგო. -დავინახე წეღან როგორც გაიარე და გაჩერდი ,თორემ დამივარდები! დახედა ღიმილით გოგოს-ხელები მომხვიე გრეტა არ ვიკმინები დეიმონისავით! ძილიც მოეკიდს გრეტას ისე თავისუფლება იგრძნო ლაზარეს მკლავებში. -ნუთუ როდამდე უნდა დამცინო მაგის გამო? -რა ვქნა არ მავიწყდება პლაკატებით,რომ გქონდა გავსებული ოთახის კედლები. ნელ-ნელა დაიძრა გრეტას სახლისკენ. -ლაზარე! რამდენიმე წუთში მძინარემ ამოთქვა. -გისმენ! -ჩემი ცხენი სად არის?ნუთუ ისაც აღარ მყავს ,როგორც მამა?ის დამრჩა მამასგან მხოლოდ,ბოლო საჩუქარი. გული დაწყდა ბიჭს ასეთ გამტყდარ ხმაზე გრეტასგან. -ნუ გეშინია გრეტა,ქორწილის შემდეგ შენ ცხენს ნახავ! გაეღიმა გოგოს ამის მოსმენისგან ,მაგრამ ისე იყო მოდუნებული თავს ვერ დაძალა ,რომ თვალები გაეხილა. -გოგოები დაგვინახავენ! გრეტას ეზოში იყვნენ უკვე. -არამგონია მათ ჩვენთვის ეცალოთ. -რატომ? -შენი აზრით,თორნიკე და გიორგი სად არიან ახლა? გაეღიმა ლაზარეს. -არ შეიძლება პატარძლის ნახვა არადა! კარგად მიეხუტა გრეტა ლაზარეს გულმკერდს. -სიყვარულს ვერ დაუშლი ეგეთ რაღაცებს გრეტა! -შენ ჩემთან ხარ,გიორგი ლიკუნასთან ,ანკა თორნიკესთან უი ეს არ უნდა მეთქვა! თვალები გახილეა და პირზე ხელი აიფარა. -ნუ გეშინია გრეტა ,ვიცი ანკას და თორნიკეს ამბავი! გაეცინა ბიჭს და გრეტას საძინებლის კარები გაღო. -და დუდა სადა? -დუდამ არაყი და პივა ერთმანეთში აურია და ეხლა გაგუდულს სძინავს იამზეს დივანზე,ანკას კნუტთან ერთად! გოგო ფრთხილად დაწვინა საწოლზე. -ღმერთო-იცინოდა გრეტა-ვერ იტანს კნუტებს არადა! -რას ვიზამთ ბოლო-ბოლო მაინც დუდა! ფეხზე ფრთხილად გახადა გოგოს. -გრეტა შარვალი და ჟაკეტი უნდა გაიხადო,ასე ვერ დაიძინებ. -არა არ მინდა იყოს,თან მარტი ვერ ვიზამ. -გრეტა დაგეხმარები! -არა არა შენ არააა! -გრეტა ნუ ჯიუტობ!კარგი ,კარგი თვალებს დავხუჭავ და ისე დაგეხმარები. საეჭვოდ ახედა გოგომ. -მპირდები? -გპირდები! -კარგი მაშინ დამეხმარე. ლაზარემ თვალები დახუჭა და ისე ოსტატურად მოაშორა გრეტას შარვალი გაკვირვებული იყო გოგო მართლაც თვალდახუჭული მოძრაობდა, ისე ფრთხილად, თითქოს შიშობდა, მის ნდობას შემთხვევითაც არ შეხებოდა. თან საბანიც გადაფარა შემდეგ. გოგოს კიდევ ისე ადგილები ეწვიდა ფეხებზე სადაც ლაზარეს თითები შეხო ოდნავ. -აი ასეც მორჩა!ჟაკეტზე თვალებს აღარ დავხუჭავ შიგნით მასური გეცმევა. გაუღიმა გოგოს. -კარგი! დაყვა მის ნებას. ჟაკეტიც მოაშორა. -ვსო მორჩა,ეხლა ტკბილად დაგეძინება. თმებზე მოეფერა.უნდა ამდგარიყო,როდესაც ხელით დაიჭირა გრეტამ. -მადლობა ლაზარე. გაუკვირდა ბიჭს. -რისთვის? -ჩემი ცხენისთვის და მამაჩემის საფლავს,რომ უვლიდი ეს ყველაზე დიდი რამ არის ,რაც შენ გაგიკთებია. მადლობა იმ ყვეალფრისთვის ლაზარე,რაც ჩემთვის გაგიკეთებია. ისევ გვერძე მიუჯდა ბიჭი. -გრეტა მადლობას ნუ მიხდი,ეს არაფერია რისი გაკეთებაც შემიძლია. -იყავი რა სანამ არ ჩამეძინება!კარგი? ისე საყვარლად გაუღიმა გოგომ უარს,როგორ ეტყოდა. საწოლის კუისკენ მიწია და ბიჭს ნება მისცა მის გვერდით დაწოლიყო. -იმედია ხვალ თვალებში ჩაგხედავ! ჩაილაპარაკა გრეტამ და ძილს მიეცა ამ წინადადებაზე ბიჭს გაეცინა. სანამ მშვიდი ძილის ხმა არ ამოუშვა გრეტამ იქამდე იქ იყო ლაზარე.უყურებდა მის საყვარელ ქალს და გრძნობდა მათ შორის გატეხილი ხიდი ნელ-ნელა მთელდებოდა.წამოსვლისას ლოყაზე აკოცა და ნელა გამოხურა გრეტას საძინებლის კარი. ** რაღაც ხმაური მოესმა მძინარე გრეტას ამიტომ მოუწია თვალები გაეხილა.საშინლად არ უნდოდა თვალების გახელვა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.საწოლზე წამოიწია და იმ წუთავეს იგრძნო საშინელი თავის ტკივილი. -ღმერთო ასე რატომ მტკივა? არ ახსოვდა გუშინდელი დღის ნახევარი ამბები. ძლივს აიტანა სხეული და ფეხზე მყარად დადგა.სარკეში,რომ ჩაიხედა ცოტა შეკივლა კიდევაც იმდენად არეული სახე და თმა ქონდა. -რას ვგავარ? ფანჯარასთან მივიდა თმების სწორებით და ფარდები გადაწია,ესიამოვნა მზის სხივები.ფანჯარაც გამოაღო და შეისუნთქა დილის ჰაერი. გადახედა ჩხაიძების ეზოს და მაშინ დაჭყიტა თვალები. -ვაიმეე გრეტაა! პირველ რიგში ტანზე დაიხედა და მიხვდა,რომ მაისურით და ტრუსით იდგა. -მან გამხადააა?ოხ გრეტა რა დებილი ხარ რა გინდოდა გუშინ? რას გაგიჟდი? თავის თავს ეჩხუბებოდა. -ვაიმე თავიი!სიკვდილი დალიე კალანდაძე გრეტა! თავის თავს ეჩხუბებოდა თან შარვალს იცვამდა,რომელიც ლაზარეს ლამაზად გადაეკიდა სკამზე.ჩაცმის დროს შეამჩნია,რომ სკამის გვერძე მდგომ ტუმბოზე წყალი,შოკოლადი და თავის ტკივილგამაყუჩებელი იდო წერილთან ერთად. “გრეტა,რომ გაიღვიძებ პირველ რიგში არ დაიწყო საკუთარი თავის ლანძღვა,რადგან მთვრალზე ცუდი არაფერი გაგიკეთებია,გარდა იმისა,რომ კარგად გამლანძღეე… ხო და კიდევ თავი გეტკინება!პირველ რიგში შოკოლადი შეჭამე და შემდგომ დალიე ტკივილგამაყუჩებელი.უზმოზე არც გამბედო დალევა და შემდგომ მოემზადე ქორწილისთვის! ლაზარე” -ვაიმე ქორწილი! აფორიაქდა აღარც ახსოვდა,რომ დღეს ლიკუნას და გიორგის ქორწილი იყო. -ლიკუნაააა!ანკააააა! დაიყვირა უცბად შეჭამა შოკოლადი . ,მიაყოლა წამალიც და გავარდა ოთახიდან.კიბებზე ჩაირბინა და მისაღებ ოთახში შევიდა სადაც არყის ბოთლები და სხვადასხვა სასუსნაოებები იყო აქეთ იქით მიყრილი. ხოლო დივანზე იწვა ანკა,რომელსაც ისეთ სასაცილო პოზაში ეძინა გრეტამაც ვერ შეიკავა სიცილი.პირი ღია ქონდა და თმები ისე ჰქონდა შეკრული ვერ გარჩევდით ბაბაიგასგან. ფეხები კი ნახევრად დივნის თავზე ელაგა. -ანკა !ანკააა!ანკა გაიღვიძე! ვერადა ვერ გაღვიძა გოგო. -ანკა თქოოო! ბოლოს სახეზე უტყაპუნებდა ხელებს. -აუ გიორგი ხომ ხედავ მძინავს ნუ მაღვიძებ,ჯერ ადრეა თან! -ანკა რაის გიორგი აეგდე ქალო თორემ გამოტოვებ ძმის ქორწილს! -გრეტა შენ ხარ?- თვალები გახილა ძლივს და თითქოს უნდოდა ,რომ გაეგო რა ხდებოდა ამ ქვეყნად.-უიმე დღეს ქორწილია ხომ? -დიახ ანკა!გილოცავ ამ ქვეყნად დაბრუნებას. -შენ სად გეძინა?ვაიმე წელი მტკივა! -მე ჩემს ოთახში მეძინა. ამოლაპარაკა გრეტამ. -ოხ რატომ არა ?აგერ მე კი ვარ ამ დივნის ფორმას დამსგავსებული. -მე ოთახაში ვიყავი კარგი,შენ აქ გეძინა და ლიკუნა სად არის? თვალი მოავლეს ოთახს და ცდილობდნენ გაეხსენებინაღ გუშინდელი დღე. -მე მახსოვს ცხენზე წახვედი!-იხსენებდა ნელ-ნელა ანკა..-დაიცა ცხენზე?ლაზარეს ცხენებთან შეიპარე გრეტა? გაკვირვებულმა და თვალებ დაჭყეტილმა ახედა გგრეტას,რომელიც აწურული იდგა ოთახში ოღონდ რატომ არ იცოდა. -ხო….და რატომ არ გამაჩერე ,ხომ იცოდი ,რომ სულელობას ვაკეთებდი! ახლა მან შეუტია ანკას. -რა მექნა ვერ მოვიფიქრე! -ხო რას მოფიქრებდი !ვიცი ,რომ თორნიკე იყო გუშინ შენთან. -საიდან იცი? -ვიცი და ვსო! -გრეტაააა! გაბრაზდა ანკა. -კარგი ნუ ბრაზდები!ამის დრო არ არის ეხლა ქორწილია უნდა მოვემზადოთ. ამის თქმა და ეზოში დუდას ხმა ერთდროულად გაისმა. -აეთ ქალებო აბა სადა ხართ? კარი გაღო და ოთახში შევიდა. -აააააა!-დაიყვირა დუდამ და მის ყვირილზე ახტნენ გოგოებიც-ვაიმე ანკა გული გამისკდაააა… -დუდა ისედაც ხასიათზე არ ვარ და ხელში ნუ მომყვები! ბალიში ესროლა .მაგრამ აცილა და პირდაპირ თორნიკეს მოხვდა,რომელიც შემოსვლას აპირებდა კარში. -ვაიმე თორნიკე! -აი მესმის შეყვარებულიც! -ენა გაჩუმე დუდა თქოოო! ისევ შეუღრინა ანკამ და თმების გაშლა უნდოდა მაგრამ ვერადა ვერ იხსნიდა რეზინას. -მოდი მე ვცდი! თორნიკე მიუახლოვდა და ნელ-ნელა მოხსნა თმებიდან რეზინა ისე,რომ არ დაწიწკნა. -მადლობა! ისეთი საყვარელი თვალებით ახედა ანკამ,რომ ვერ მოითმინა თორნიკემ და ლოყები დაუკოცნა. -რა საყვარლები ხართ!ისე ეს ამბავი რატომ არ იცის ჩემა იამზემ? დუდა დაუდგა წყვილს წინ. -დუდა რამე ზედმეტს იტყვი გინდ ჩემ ძმასთან და ცოცხლად დაგმარხავ. ისევ დაემუქრა ანკა და ფეხზე წამოდგა. -უიმე კარგი ხო ვიხუმრე!ნუთუ სიყვარულმაც არ გიშველა?თორნიკე დაშაქრე ეს შენი გოგო რა! -მაცდი მერე დუდა? გაეცინა გრეტას. -გრეტა შენ რაღა გაცინებს? -ახლა მე გადმომწვდა? -ლიკუნა სადა? თორნიკე დაინტერესდა. -ლიკუნა კი არა გიორგი სადა გიორგი? დუდამ გაშალა ხელები. -ახლა არ მითხრათ სიძე პატარძალი დაკარგეთ! ოთახში შემოვიდა ლაზარე,რომელსაც უკვე გაგებული ჰქონდა ბოლო რამოდებიმე წინადადება. -ლაზარე შენ გუშინ სუფრიდან სად გაიპარე ჰაა?-დუდა მიახტა იმ წუთასვე..-ან თორნიკე შენ სად ეგდე?ან სამივე სად იყავით?რომ გამიღვიძე გიორგიც არ დამხვდა და ანკას კნუტი რატომ მყავდა ჩახუტებული?ფუ ფუუუ ალერგიას მომცემს. დუდაც გახსენების მომენტში იყო. -რებს იძახი ჩემ კკნუტზე გარეულო ველურო ცხოველო? -ვაიმე ეხლა აცრა დამჭირდება ხომ გრეტა? -აცრა კნუტს უფრო უნდა ჩაუტარდეს ჩემი აზრით! დასკვნა ლაზარემ. -ლაზარე მგონი ჩვენ ვიჩხუბებთ! ისეთი სერიოზული ტონი ქონდა დუდას ყველას გაეცინა. -კარგით გვეყოო!სად არიან კი მაგრამ? ერთ საათში უკვე ლიკუნამ გამზადება უნდა დაიწყოს. კედლის საათს ახედა გრეტამ და ბოლო დონემდე ცდილობა ,რომ არ შეხედა ლაზარესთვის,რაზეც ბიჭს ეღიმებოდა. -ბოლოს სად იყო ლიკუნა გოგოებო? დუდამ დაუსვა შეკითხვა. -მე ბოლოს სანამ წავიდოდი აქ იჯდა ამ დივანზე და ანკაც აქ იყო. ხელი გაიშვირა გრეტამ. -შენ სად წახვედი? ჩართო გამომძიებელის უნარი დუდამ. -ისააა….ოჰ…მაგას რა მნიშვნელობა აქვს დუდააა? დაიბნა გრეტა და მაინც გადაწყდა ლაზარეს მომღიმარ თვალებს. -აქვს! -კარგი ეზოში ვიყავი საქანელასთან. იცრუა მაშინვე.აბა სხვა რა გზა ქონდა?იმ წუთასვე დაიწყებდა უაზრო ხუმრობებს დუდა და ნერვი არ ქონდა ვერ ეტყოდა სიმართლეს. -კარგი ანკა შენ სად იყავი? -მეე…მეე.. -მე და ანკა ერთად ვიყავით! გვერდით მისვა დაბნეული გოგო თორნიკემ ხელი გადახვია და ანკას მაჯა მის მაჯაში მოიქცია.არ იყო მაინც შეჩვეული სახოგადოებაში მითუმეტეს მსგავს რაღაცებს ანკა. -ოჰჰ რომანტიკა და რამე! -ახლა არ დაიწყო უაზრობები თორემ… -კარგი ანკა ხოო!მოკლედ ლიკუნა მარტო დარჩა ანუ ხო? თვალები მოჭუტა ნახევრად დუდამ და საქმიანი იერი მიღო რაზეც გრეტას გაეცინა ჩუმად ისე,რომ დუდას არ გაეგო.დანარჩენებმა კი გაკვირვებულებმა შეხედეს რაზეც ჩუმად ჩაილაპარაკა. -რა ვქნა ძაალიან სასაცილოა! -მაინც გავიგე გრეტა! გაისმა დუდას ხმა. -ბიჭებო აბა თქვენ მიათხარით გიორგი სად ნახეთ! -მე არაფერი მახსოვს გარდა ანკასთან მოსვლის გზა! თორნიკემ თქვა და გოგოს ისევ მიაკრო ლოყაზე ტუჩები. -ლაზარე შენ? ლაზარემ კედელს მიეყრდნო, ხელები გადაიჯვარედინა და მშვიდად თქვა -მე მხოლოდ ის დავინახე სახლში ,რომ მივდიოდი გრეტას ჰამაკთან იდგა ორივე. -ჰამაკთან უნდა ვნახოთ! ანკამ ამოიღო ხმა და ყველა ეზოში დაიძრა.ჰამაკთან მისულებს კი მართლა დახვდათ ჰამაკში მწოლიარე ერთმანეთზე ჩახუტებული წყვილი -აგერ დუდა ეს საქმე მე გავხსენი შენ კი არა! -ანკა უბრალოდ დამასწარი თქმა ,რომ შეიძლება აქ ყოფილიყვნენ. თვალები გადატრიალა დუდამ. -არ მაინტერესებს! -ღმერთმა გაძლება მოგცეს! გადაურჩურჩულა თორნიკეს ,რაზეც თორნიკეს ჩუმი ჩაცინება მოყვა. -აბა გვრიტებო გაიღვიძეთ! დუდამ ითავა გაღვიძების საქმეც. -ჰმმმმმმ… ამოუშვა ზმუქუნი გიორგიმ. -რაა ზმუი გიორგი აეგდე. -დუდა ეხლა მაინც მომშორდი რაა! უფრო ჩაიხუტა ლიკუნა. -დავიჯერო ვერ ხვდებიან რა სიტვაციაში არიან? ლაზარემ გადაულაპარაკა გრეტას. -და მე ვხვდებოდი გუშინ? -მგონია,რომ კიი… ერთი შეხედა გრეტამ და შემდეგ ლიკუნას დადგა. -ლიკუნა ადექი ქორწილი გაქვს დღეს!სხვათაშორის გიორგი შენც! -გრეტა! ძლივს ამოილაოარაკა გოგომ. -ხო ლიკუნა ადექი! ორივემ ერთდროულად გახილა თვალები და ზემოდან მდგომ ხალხს,რომ ახედეს მიხვდნენ,რომ უნდა მოფხიზლებულიყვნენ. -გიორგი ჩემო ძმაო შენ არ იცი,რომ პატარძალის ნახვა არ შეიძლება! -ჩემო დაო ანკა ხომ იცი,რომ წესებს არ ვემორჩილები! -ვაიმე ესაც ნერვებს ამიშლის და დალურჯებული ივლის საკუთარ ქორწილში. შეტრიალდა ანკა და წავიდა უკან გაყვა თორნიკეც და დუდაც. -მოფხიზლდით და უნდა გაემზადოთ დღეს ქორწილი გაქვთ და ამის მერე ჰამაკში კი არა შეგიძლიათ თავდაყირა დაიძინოთ ერთად! გრეტამ დაუბარა წყვილს და სახლისკენ წავიდა უკან აედევნა ლაზარეც. -ლაზარე! გაჩერა იმ წუთასვე. -გისმენ! -წამლისთვის და შოკოლადისთვის მადლობა! თვალებში არ უყურებდა. -მირჩევნია თვალებში მიყურო ვიდრე მადლობა გადამიხადო! ისევ აწევინა სახე და თვალებში ჩახედა. -აი ასე…შეგძლებია! თვალი ჩაუკრა ლაზარემ და თავის ეზოში გადავიდა. -იმენა გრეტა რატომ ირევი ასეეე? დაიწუწუნა და სახლში შევიდა. —————— -როდის ჩაგვეძინა აქ?რატომ არ მახსოვს? ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა გიორგი ლიკუნას. -იმიტომ არ გახსოვს,რომ მთვრალი იყავი. ლოყაზე უჩქმიტა გოგოს. -თავი კი მტკივა დაიწუწუნა ლიკუნამ. -ლოთი მომყავს ცოლად და არ ვიცოდი.-წინ დაუდგა გოგოს და ახლოს მიზიდა…-თავის ტკივილს კი მე გაგიყუჩებ! დაიხარა და გოგოს ტუჩებს დაეწაფა,რათქმაუნდა შეწინაღმდეგება არც ჰქონია ლიკუნასგან. -ძაალიან უცნაურია,როდესაც არ მეწინაღმდეგები!-გოგოს ტუჩებთან ჩაილაპარაკა რაზეც ლიკუნას დარტყმა მიღო. -ნუ გგონია,რომ ბევრ რამეში დაგეთანხმები,რადგან შენი ცოლი ვხდები ვაჟბატონო! თითით დაემუქრა და აღარ მიკარა,რომ ცდილობდა მიახლოვებას. -დუმბაძე სად მიდხარ? -ანუ ახლა გვარით მომართავ? გაეცინა ბიჭს გოგოს ურჩობაზე. -კარგი ვნახავთ ქორწილის მერე სად გამექცევი! მიაძახა ხოლო გოგომ ენა გამოუყო და გრეტასთან შევიდა სახლი,რომ ქორწილისთვის მზადება დაეწყო. **** ლიკუნა საკუთარ სახლში დაბრუნა,რადგან მშობლების სახლიდან უნდა წამოეყვანა ,როგორც წესი იყო გიორგის. გრეტა სახლში იყო და ემზადებოდა.მაკიაჟი და თმა უკვე მზად ყოფნაში ჰქონდა,მთაავარი კაბის მორგება იყო.მიუხედავად იმისა,რომ ბევრს სჯერა ,რომ ქორწილში შავი კაბის ჩაცმა არ შეიძლება,რათქმუანდა გრეტასთვის ეს უბრალოდ უაზრო წესი იყო და ლიკუნასაც მსგავსად მიაჩნდა ამიტომ შავი კაბა აირჩია კორსეტიანი,რომელიც ფორმებს უფრო კარგად უკვეთავდა ისედაც სრულყოფილ გრეტას,ფეხზე ამავე ფერის საშუალო სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო.ფეხზე დადგა და სარკეში კმაყოფილმა შეხედა საკუთარ თავს.კულულები ერთ მხარეს გადმოიყარა და სამკაულები გაიკეთა. ტელეფონს დავლო ხელი და ამას ჩაუგდო ფოტო თუ როგოორ გამოიყურებოდა,რაზეც ანას ზარიც შემოვიდა ტელეფონზე.ბედნიერმა უპასუხა გრეტამ. -რა ლამაზი ხარ დედიკო! -მადლობა დეე… ისე ესიამოვნა ქალის ხმა და ისეთი მოენატრება იგრძნო ლამის ტირილი დაიწყო გრეტამ. -დე მიულოცე ჩემს მაგივრად ლიკუნას და გიორგის და ბოდიში მოუხადე,რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს მათ გვერდით არ ვარ… ნაღვლიანი ხმით უთხრა გრეტას. -კარგი დეე… მოწყენილი ხმა ჰქონდა გრეტასაც. სწყინდა,რომ ვერ შეძლო ანამ და ვერ გადმოდგა ნაბიჯი სახლში დაბრუნების. -დედიკო გრეტა! მიუხვდა ქალიც. -გისმენ დეე! -დედიკო გთხოვ დღეს მაინც არ გინდა! მაპატიე დეე…მალე ჩამოვალ… ცრემლები წამოუვიიდა ქალს. -მომენატრე ხომ იცი… ცოტაღა და ალბათ ცრემლებს გადმოაგდებდა. -ცრემლი არ დამანახო მანდ ეხლა,თან მეჯვარე ხარ გრეტა და დარწმუნებული ვარ დუდა იტყვის მერე აგერ მეჯვარებოაშიც მე ვაჯებეო. გაეცინა გრეტას დედის ნათქვამზე. -კარგი დეე…უნდა წავიდე თორემ ლიკუნა ნერვიულობს ალბაათ. გაუთიშა ანას ტელეფონი, სუნამო დაისხა,ჩანთა აიღო და ოთახის კარი გაიხურა.სახლი შეამოემა,რომ რამე ჩართული არ დარჩენოდა, სახლიც დაკეტა და ფეხით გაუყვა გზას ჯერ სიძის სახლში შევიდა სადაც ხალხი ნელ-ნელა იკრიბებოდა. -აბა სიძე სადა? მმისაღებ ოთახში შევიდა სადაც ძმები ჩხაიძებიც იქ დახვდნენ. -რა ლამაზი ხარ გრეტა! დატრიალა თორნიკემ გოგო. ლაზარემ კი თვალები ვერ მოწყვიტა.ისედაც ლაზარესთვის გრეტას სილამაზეს საზღვარი არ ჰქონდა და ეხლა მიხვდა,რომ საძღვარს დასასრულსაც ვერ უპოვიდა. -მადლობა თორნიკე! -გრეტა ულამაზესი ხარ გოგოოოო! ასევე ოთახში შემოვიდა აწ უკვე მული ანკა,რომელსაც გრძელი სწორი თმები გაეშალა და მუქი მწვანრ ფერის კაბა მოერგო ზურგზე ამოღებილი ბრეტელით. ძაალიან ლამაზი იყო,წარმოიდგინეთ თორნიკესთვის, როგორი ლამაზი შეიძლება ყოფილიყო.ასე,რომ ვთქვათ ქეთა,რომელიც კუთხეში იდგა და შეჰყურებდა თავის ვაჟებს სიხარულის ღიმილი არ მოშორებია სახიდან. იცოდა,რომ ორივე ვაჟსს საუკეთესო არჩევნები ჰქონდა. -ანკ სად წავიდა შენი თმა დილით ბუდესავით ,რომ გქონდა? დუდა გამოჩნდა,რომელიც სმოკინგში იყო გამოწყობილი. -დუდა მადლობა ვიცი,რომ ლამაზი ვარ! თორნიკეს მიუდგა გვერდით და გაუღიმა. -ოჰჰჰ ეგ მე როდის ვთქვი გენაცავლე? -გიორგი სადა? იკითხა გრეტამ -ალბათ ნერვიულობს,მაგრამ დუდა უფრო ნერვიულობდა წეღან. ლაზარემ უპასუხა და თვალებით უთხრა თითქოს გრეტას,რომ ულამაზესი იყო. -ლაზარე მეჯვარებობა იცი,როგორი რთულია! ახსნა დაუწყო დუდამ. -ნუღა წუწუნებ დუდა ეხლა! გამოჩმდა ჩვენი სიძე თუ მეფე ?ნუ ორივე!-რა ლამაზები ხართ გოგოებო! -ჯერ სად ხარ,შენ ლიკუნა უნდა ნახო! გრეტამ გაუღიმა ბიჭს და ხელით გაუსწორა პიჯაკი. -ოო მაგ მომენტს ძაალიან ველოდები. ოთახში კი იამზეც შემოვიდა ამ დროს,რომელიც უკვე გამოპრანჭული იყო. -იამზე დეიდა რა ლამაზი ხარ! გრეტა მოეხვია სხვები ნანახი ყავდა უკვე იამზეს. -ვაიმე მადლობა გრეტა!შენც ,როგორი ულამაზესი ხარ გოგოოოო!ღვთაებრივად. მოფერება დაუწყო იამზემ. -ნოდარი ძია სადა? დაკლდა ნოდარი გრეტას. -რავიცი შვილო ისე ნერვიულობდა ვერ გავიგე რა აქვს სანერვიულო?-ქაქანი დაიწყო იმ წუთასვე-შვილს ცოლი მოყავს და წარმოდგინე კიდე კარგი ანკა არ გათხოვილა ,თორემ მერე ნახე მაგის ნერვიულობა. მაინც გადაწვდა შვილს. -მაინც მომწვდა მაინც! გადატრიალა თვალები ანკამ. თმებზე ეთამაშებოდა ჩუმად თორნიკე ისე,რომ არავის შემჩნია და თან იამზეს ლაპარაკზე იცინოდა. -აბა ეგრეა იამზე დეიდა,მაგრამ ხომ უნდა გავიგოთ არა ,რას იზამს ანკას ქორწილში, რაიმე გეგმა გვჭირდება. საქმიანად მიუდგა დუდა ამ ამბავს. -კი შვილო კიი…აგეერ ჩემი მეგობრის ბიჭი იქნება ქორწილში ,თან უცოლოა და უნდა დავაჯახოთ… -დედა აქ ვდგავარ მეც… დაიყვირა ანკამ,თითქოს მოჩვენებასავით იდგა და ვერავუნ ხედავდა. დანარჩენები კი იცინოდნენ. -დუდა რაის მაჭანკლობა მოგინდა?შენი თავისთვის ვერ დაგიკერია ერთი გოგო. რათქმაუნდა ვინ თუ არა ლაზარე,რომ არ გაემწარებინა დუდა. -აი ლაზარე ჩემს მხარესა! მივიდა და ლაზარეს მხარზე მოეხვია ანკა. -თორნიკე შენ ვის მხარეს ხარ? სპეციალურად კითხა დუდამ თან იამზეც იქ იდგა და აწყობდა მათი არევა დუდას. არ დაიბნა თორნიკე პირდაპირ უთხრა: -ვემხრობი იამზე დეიდას აზრს! რათქმაუნდა გაბრაზება უნდოდა გოგოსი,რადგან უყვარდა ის წითელი ლოყები ბრაზისგან ,რომ იდებდა ფერს. -აი ჩემი თორნიკე! წამოიძახა იამზემ. -დედა დანებე ჩემს დას თავი! გიორგიმ რათქმაუნდა თავის დის მხარე დაიჭირა. -სამი სამზე ვართ! მე,იამზე ,თორნიკე და ლიკუნა,ლაზარე და გიორგი… აბა გრეტა ,რომელ მხარეს გამარჩვებინებ? დუდა მიყუტრიალდა გრეტას,რომელიც ძალიან ხალისობდა ანკას პოცენციური ვითომ საქმროთი. -იცით მე უნდა წავიდე,თორემ ლიკუნამ ტელეფონო ამიფეთქა ალბად ნერვიულობს! ვერცერთს ვერ აირჩევდა გრეტა ამიტომ თავის დაძვრენა უნდოდა და გამოუვიდა კიდევაც.უცბათ წავიდა გასასველისკენ,რა დროსაც ვიღაც გოგოების ლაპარაკი გაიგო არ უნდოდა მოსემენა,მაგრამ ლაზარეს სახელის გაგონებაზე გაჩერდა და ტრლეფონში იყურებოდა,ვითომ ვიღაცას წერდა იმ ინიტაცით. -იცი მაინც, ლაზარე და ნინია როგორ უხდებოდნენ. ერთ-ერთი გოგოს ხმა გაისმა. -ვაიმე, ზუსტად! მე დღემდე მგონია, რომ ბოლოს მაინც შერიგდებიან. გრეტას ხელი ტელეფონზე გაუშეშდა. -ნინია ჩამოვიდა? -კი, დილით ჩამოსულა. არ იცი? გიორგის მეგობარია ბავშვობიდან. თან ლაზარეს პირველი სიყვარული იყო. გრეტას გულმა თითქოს ერთი წამით გამოტოვა ძგერა. -და ლაზარემ იცის? -რა თქმა უნდა იცის. მგონი უკვე ნახეს კიდეც ერთმანეთი. დუდამ თქვა, სიძის სახლში იყვნენო. -არ გამიკვირდება, თუ ისევ აერევათ ყველაფერი. ისეთი ისტორია ჰქონდათ… გრეტას აღარ გაუგონია შემდეგი სიტყვები. ეკრანს უყურებდა, მაგრამ ასოებს ვეღარ არჩევდა. თითები ოდნავ აუკანკალდა. „პირველი სიყვარული…“ თავი უხმაუროდ ასწია და ღრმად ჩაისუნთქა. არ ჰქონდა უფლება, ახლა რამე დასტყობოდა. მეჯვარე იყო. ლიკუნას დღე იყო. მაგრამ მასაც ვერ ხვდებოდა,რატომ არ ესიამოვანა ეს ყველაფერი. -დღეს არა გრეტა დღეეს არაა.. თავის თავს შეუძახა და ფეხით გაუყვა ლიკუნას სახლს,რომელიც მათ სახლიდან ოთხი სახლის გამიტოვებით იყო. **** -ლიკუნა რა ლამაზი ხარ! პატარძლის ოთახში შევიდა გრეტა სადაც უკვე მზად დახვდა ლიკუნა. -მადლობაა,სხვათაშორის ეს შენი დამსახურება. -მისმინე ჩემი დამსახურება მხოლოდ ისა ასეთი კარგი,რომ ხარ… გადაეხვია გოგოს. -ხომ არ ნერვიულობ? გაეცინა გრეტას ,როცა სახეზე ნერვიულობა შეატყო ლიკუნას. -ვაიმე…ასეე ძაან მეტყობაა? იმ წუთასვე სარკესთან მივიდა. -ნუ პანიკდები ლიკაააა! მისმინე-გოგოს დაუდგა წინ-ეს დღე ბოლომდე უნდა შეირგო,ეს ხომ შენი დღეაა!წარმოიდგინე იმ ადამინს მიყვები ცოლას,რომელიც მთელო ცხოვრება გიყვარს…ეს ხომ შენი ოცნება იყო არა სულ…დამიჯერე გიორგის ,რომ ნახავ მოეშვები… -მადლობა გრეტაა…მიხარია,რომ ჩემს გვერდით ხარ… გადაეხვია გოგოს. -ახლა კი ერთი ჭიქა გვჭირდება… გრეტამ აიღო შანპანურის ბოთლი და ჭიქებში ჩამოასხა და ხელში მიაწოდა-შენ,რომ ასეთი მშვენიერი და დამღლელი დღე უნდა გადაიტანო და მე ,როგორც მეჯვარეს დუდას ატანა ,რომ მიწევს. ამაზე გაეციბა ლიკუნას და ერთი მოსმის დალია მთელი ჭიქა.ამ დროს შემოყო თავიც ლიკუნას დედან სოფიომ.. -მოვიდნენ… -კარგი დე გამოვალთ… გაუღიმა ქალმა და კარი გაიხურა. ერთმანეთს გაუღიმეს გოგოებმა,გრეტამ კაბა გაუსწორა თვითონაც ჩაიხედა სარკეში და სიძესთან შესახვედრად წავიდნენ…. ფოტოესესიაზე იყვნენ უკვე.მოგეხსენებათ უკვე ჯვარი დაწერილი ჰქონდათ ამიტომ ფოტო სესია მოაწყვეს ძაალიან ლამაზ ადგილებში. ერთ-ერთი დენდროლოგიური პარკში ჰქონდათ ბამბუკის და ტბის ფონზე,ასევე უზარმაზარ ხებთან გამოუვიდათ სასწაული ფოტოები. რადგან ერკეთიდან სულ რაღაც 40-45 წუთის გზა იყო ზღავმდე ამიტომ გადაწყვიტეს ქორწილი და ფოტოესსია ზღვასთან ჰქონოდათ. ბევრი ფოტოები იღეს ბოლოს დუდა იხვეწებოდა ოღონდაც ვინმე შემცვლელი მიპოვეთ მეჯვარეობა აღარ მინდაო,მაგრამ იმ წუთასვე გადაიფიქა,როდესაც რესტორანში უკვე მაგიდასთან იჯდა და კოჭის ხორცი გაეგდო ყბაში. -სულ მაინტერესებდა მეფე დედოფლის სუფრა ,რითი განსხვავდებოდა სტუმრების სუფრისაგან. გაეცინა.ღვინის ჭიქა აიღო და თამადასთან ერთად წამოდგა ფეხზე. -მოდი თამადასთან გადავსვათ რაა… გრეტას გაეცინა. -რატო მივქარე ამის მეჯვარეობა…ამან ბავშვს რა უნდა დანათლოს? გიორგიმ გაცინა და გადახედა მეუღლეს,რომელიც ბავშვუს ხსენებაზე ცოტა ანერვიულდასავით. -რა ბავშვი გიორგი? წარბ აწევით კითხა. -ჩვენი ბავშვი ლიკუნა უი არა ბავშვები… გაიცინა და ცოლის შეშინებულ სახეზე უფრო გადაიხარხარა..-რა მოგივიდა ლიკა? -უბრალოდ არასდროს მიფიქრია მაგაზე… -მისმინე ნუ ნერვიულობ კარგიი?როგორც შენ მოგინდება ისე იქნება…თუ მზად არ იქნები რაიმეზე მე არასდროს არ დაგაძალებ… ლოყაზე აკოცა ცოლს და ხელებიც დაუკოცნა. ამ ყველაფერს ჩუმად ელაპარაკებოდა ცოლს.გრეტა კი დარბაზს გაყურებდა და თავის ფიქრებში იყო გართული. -გრეტა გოგო…გრეტა… დუდა ეძახდა-უჯიკე ლიკუნა უჯიკე… -რა გინდა დუდაა? ფიქრებიდდან ,რომ გამოვიდა გრეტა,თითქოს არ ესიამოვნა. -ადე ფეხზე მეჯვარებს გვლოცავენ. თავი გაქნია გრეტამ ამას არაფერი ეშველებაო და ფეხზე წამოდგა. უკვე კარგ აზარტში იყო ქორწილი შეუსლი.ყველა კარგად ერთობოდა.დუდამ იმდენი ატრიალა გრეტა და ანკა ცეკვის დროს ლამის გული არევინა ორივეს.გიორგი კი არ აკარებდა ლიკუნას,მაგრამ დუდა რის დუდა ,რომ ლიკუნა მარტო არ გამოეჭირა და არ ეცეკვა.ბოლოს მშვიდი სიმღერაც ჩართეს სადაც მამაკაცებს საყავარელი ქალი გამოყავდათ და ეცეკვებოდნენ. ცეკვავდა მთავარი წყვილი მეფე და დედოფალი,ასევე ქეთი და თეემურიც თვით იამზე და ნოდარიც,ლიკუნას მშობლები სოფო და კობა.ბევრი ახალგაზრდა იდგა თავის მეორენახევრებთან ერთად… თორნიკემ დავლო ხელი ანკას და საცეკვაოდ გაიყვანა ისე,რომ გოგომ ვერც გაიგო. -თოკო რას აკეთებ? იმ წუთასვე მოეგო გონს,მაგრამ თორნიკემ მანც მოახვევინა ხელები ყელზე თვითონ კი წელზე მოეხვია. -კიდევ ერთხელ თქვი რააა.! ესიამოვნა თორნიკეს ანკასგან დაძახებული შემოკლებული სახელი. -რა ვთქვა? თითქოს ვერ მიხვდა გოგო. -ჩემი სახელი… -თოკოო? -ვაიმე,როგორ მიყვარხარ,ნეტავ იცოდე… უფრო ახლოს მიზიდა გოგო და ყელთან დადო თავი ისე თითქოს რაღაცას ეუბნებოდა და ჩუმად ყელზე დაუტოვა კოცნა. -თორნიკე ყველა აქა და მიხვდებიან… შეშინდა გოგოს და ცოტა განზე გაწია ბიჭი. -გაიგონ ანკა,ნუთი რამე დანაშაულს ვაკეთებთ? -არა მაგრამ… -მაშინ ნუღა დავმალავთ ანკა,პატარა ბავშვები ხომ არ ვართ? თმები გადაუყარა გოგოს და უფრო კარგად დაკვირდა მის ლამაზ თვალებს. -ისე არ ხარ ღირსი,რომ გეცეკვო! -ვითომ რატო? -არ დამვიწყებია დილით დუდასთან და იამზესთან ერთად ,რომ დაწყვე გეგმა ჩემი გათხოვების. შეცადა წელიდან მოეშორებინა თორნიკეს ხელები მაგრამ ვერანაირად ,ვერ შეძლო. -მერე რა?არ არის უკვე დრო? ძაალიან სერიოზული ხმა ქონდა თორნიკეს და უფრი მიზიდა გოგო. -აჰააა ძაალიან კარგი…ისედაც ვნახე წეღან დედაჩემის მეგობრის შვილი და ძაალიან მოვეწონე!ბარემ ქორწილზე შევუთანხმდები და მეჯვარედ დაგიყენებ ბარემ თორნიკე! სიცილი დაიწყო ბიჭმა. -რა გაცინებს? -შენზე ვიცინი,იცი რაა-სახე და ხმა დაუსერიოზულდა-არანაირი იამზეს დაქალის შვილი არ გამაგონო და მეორე იქ დილით,რომ დავთანხმდი მართალიც ვიყავი…უკვე დროა ცოლად მოგიყვანო! თვალები დაჭყიტა გოგომ არ ელოდა ასეთ რამეს. -რებს ბოდავ თორნიკე?ჯერ 1 თვეც არ არის ,რაც ერთად ვართ და არც გამოგყვები! შეუვალი იყო ანკა. ამის თქმასთან ერთად ორჯერ დატრიალა თორნიკემ გოგო. -2 აგვისტოს გახდება 1 თვე! ამან უფრო გაკვირვა გოგო-და თუ არ გამომყვები ნაბადში გაგახვევ და ისე წაგიყვან! -თოკო თქოოოო! გაეცინათ ბოლოს ორივეს დს ცეკვა განაგრძეს.ასევე დუდა და გრეტაც ცეკვავდნენ შემდეგ კი დუდამ გრეტა ლაზარეს გადაულოცა თვითონ დარბაზიდან გავიდა,ტელეფონზე სასაუბროდ. -მახსოვს ცეკვა არ შეგეძლო… გრეტამ ქვემოდან აქედა მასზე მაღალ კაცს. -ბევრ რამეში ვიხვეწები ნელ-ნელა… გაუღიმა და კარგად ჩასჭიდა ხელები თითქოს სადმე გაქცევას აპირებდა გრეტა. -რატომ მიჭერ ასეე? გაუკვირდა გოგოს ასე ძლიერად ჩაჭიდული მკლავები. -იქნებ იმიტომ,რომ გაქცევა იცი? წარბი აწია. -უბრალოდ…უბრალოდ…მე…არ… ვერ გაეგო გოგოს რა ეპასუხა ეს დაბნეულობა და ამდენი ბრძოლას უკვე გადაეღალა. -უბრალოდ არ იცი რა ხდება,ვერ ერკვევი სიტვაცუაში გრეტა..-მტკიცე ხმა ქონდა ლაზარეს.-არ იცი რა გინდა,რა ხდება შენს თავს…მე დაგელოდებიი…სადაც 10 წლის ლოდინი იყოს კიდევ რამოდენიმე წელიც.. აირია გოგო ნახევრად ხვდებოდა ,რაზეც ესაუბრებოდა. ნახევრად კი ისევ დაბინდული გონებით და ამაყი გრეტას სახით უყურებდა სიტვაციას. -რას ლაპარაკობ? -კარგადაც ხვდები მე ასე მგონია არადა… დატრიალა გრეტა და ისევ ხელებში მოიქცია,რადროსაც დუდაც დაბრუნდა.. -ახლა მე გაავაგრძელებ… გრეტას ხელი გადასცა დუდაას ლაზარემ. ამ დროს ლაზარეს უცნობი და მართლაც სექსუალური ქალი მიუახლოვდა და საცეკვაოდ გამოიყვანა ლაზარემ. გრძელი ქერა თმა ქონდა,მოკლე საღამოს კაბით იყო და ტუჩზე წითელი პომადა ესვა,რომელიც საკმაოდ გამომწვევი იყო…ნუ ჩვენმა გრეტამ ეგრე აღიქვა… -ძაალით გახვედი ხომ დუდააა? სახე დუდასკენ მოაბრუნდა მაგრამ თვალებით მოცეკვავე წყვილს მაინც აკვირდებოდა. -გრეტა ვერ მიგიხვდი? გაისულელა თავი იმ წუთავეს. -ტელეფონზე არავის დაურეკია ხოო… -ნუუუუ…ეხლააააააა… გაწელა სიტყვები დუდამ. -დუდა ნუ გგონია,რომ ასე ადვილად წამოვეგები შენს დაოჯახების მცდელობებს… მკაცრი ხმით უთხრა და მაჯაზე უჩქმიტა. -აააა რა მწარე ხელი გაქვს გოგო…. -ანკა მეცოდება… -არადა ანკას უკვე საქმე მოგვარებული აქვსს… დაოჯახდა რაა ჩათვალე…ნუ მპრწკენ გოგი მტკივა-ისევ დაიწკუმტუნა დუდამ. -ღირსი ხარ ქათამაძე! გაეცინა გოგოს ვეღარ გაუძლო დუდას ასეთ ნატანჯ სახეს. -აჰა ანუ დამცინი კიდეც…შენ არ გეღირსოს კაცუს ალერი გრეტა კალანდაძეე…თბილ საწოლში მისი მოფერება… დაიწყო დუდამ მოთქმა გოდება,მაგრამ მაინც აგრძელებდა გრეტასთან ცეკვას… მთავარი წყვილი დარბაზის ცენტრში იდგნენ და ტკბებოდნენ ყველა წამით იმ მომენტში. -კიდევ რამდენი ხანი გრძელდება ხოლმე ქორწილები? დაიწუწუნა ლიკუნამ და უფრო კარგად აეკრო გიორგის. -არ მითხრა,რომ დაიღალე?ქორწილი ზოგჯერ დილამდეა ხოლმე,არ იცი? ლოყაზე ჩამოსუვა ხელი აწი უკვე საკუთარ მეუღლეს. -როგორ არ ვიცი ,რომ ქორწილს დასასრული არა აქვს მინიმუმ ერთი კვირა გრძელდება.უბრალოდ მე,რომ სხვის ქორწილში მივდიოდი მალევე ვბრუნდებოდი უკან,თან მართლაც დავიღალე. აუხსნა იმ წუთასვე ქმარს. -მერე ჩემო საყვარელო მეუღლე ,შემიძლია მეორეჯერ მოგიტაცო! -ნუ ბოდავვ გიორგი! -მე მართლა გეუბნები ეხლავე წავიდეთ!თან შენი ქმარი დაღლილობას მოგიხსნის. წელზე მოხვია კარგად ხელები და კისერში აკოცა. -გიორგი სირცხვილია აქ არ შეიძლება ასეთი რაღაცები! იმ წუთავეს გაუბრაზდა და თვალების დაჭყეტყვა დაუწყო გიორგის. -აბა სად შეიძლება? გაუღიმა კმაყოფილი სახით გიორგიმ. -ნუ ხარ გარყვნილი! წამოწითლდა გოგო. -ეს გარყვნილობის პირველი საფეხურიც არ არის…ჯერ წინ გვაქვს მთელი ცხოვრება…-მაინც აკოცა მოწყვეტით ბაგებზე-რა ტკბილია… -გიორგი თქოოო! -კარგი 2-მდე გავჩერდეთ მანამდე ტორტი დავჭრათ კარგად ვიცეკვოთ და შემდეგ გავიპაროთ! -სირცხვილი,რომ არის! ეუხერხულებოდა მაინც ლიკუნას. -დამიჯერე ესენი არ დაიშლებიან დილის 8 საათამდე მანამდე აქ ვიჯდეთ?მე სულაც არ მინდა გავმაზო ისე დრო,რომელიც შენთან უნდა გავატარო! -კარგიი… დათანხმდა ლიკუნა. -რა ადვილად დამთანხმდი ლიკ?რა ხდება? -ნუ გგონია ,რომ მარტო შენ შეგიძლია ჩემი გაოცება არამედ მეც გაგაოცებ… თვალი ჩაუკრა გოგომ,მიხვდა აწი უფრო უნდა გახსნილიყო ქმართან… -ოჰო ეს მომწონს… დატრიალა გოგო და თვალით მოცეკვავე წყვილებს გადახედა. -თორნიკე ჩემს დას ეცეკვება თუუუ… გაუკვირდა თან ძაალიან არ ელოდა,იმიტომ ,რომ აქამდე არასდროს დაუნახია ეგ ორი ერთად. -კი ეცეკვება…მერე რაა… იცოდა ლიკუნამ,მაგრამ არაფერი თქვა რათქმაუნდა. -პირველას ვხედავ ასე ახლოს თორნიკეს და ანკას… მაინც ეჭჭვით შემოსილი მზერა ჰქონდა გიორგის. -გიორგი უბრალოდ დანებე თავი…ეხლა მაგის დროს არ არის! -რამე იცი ლიკუნა… ცოლს გადახედა.ვერასდროს ატყუებდა ლიკა გიორგის თუნდაც ხმა არ ამოეღო მზერით მაინც ხვდებოდა. -გასაგებია… ჩაილაპარაკა ჩუმად. -გიორგი მისმინეე,ეხლა უბრალოდ მოდუნდი და დატკბი ჩემთან ცეკვით! თან ანკა კი შენია და მაგრამ ის ჩემი მეგობარია ამიტომ იმედი არ გქონდეს,რომ მის საქმეს შენთან გავარჩევ. ისეთი თვალებით შეხედა ლიკუნამ,რომ ღიმილი ვერ შეიკავა და სულ გადავიწყდა მოცეკვავე ანკა და თორნიკე. **** წყვილმა ტორტიც გაჭრეს ერთმანეთიც გათხუპნეს და დუდაც ,რომელიც შუაში ჩაუხტა წყვილს,როგორც ნაშვილები ბავშვი ისაც მიაყოლეს და ტორტის კრემით აზილეს.ბოლოს პატარძალმა თაიგულიც ისროლა და აბა ვის ჩაუვარდა პირდაპირ ხელებში?…რათქმაუნდა ანკას. გაიცებული იყურებოდა ანკა,უხერხულად გაეცინა და თორნიკეს მზერასაც გადაწყდა ,რომელიც ჩუმად ეუბნებოდა “ხომ გითხარი უკვე დროა ცოლად მოგიყვანო”… აი დუდას და იამზეს კივილი უნდა გენახათ,ვსო ,როგორც იქნა ანკას ბედი გაეხსნაო. ერთმანეთს აკსდებოდნენ სიხარულისგან. -კარგი მიზანი გგქონია საყვარელო…! გადაურჩურჩულა გიორგიმ მეუღლეს და ღაწვზე აკოცა. -ჯეერ ამით არ მთავრდება…-თვალი ჩაუკრა-ახლა შენი ჯერია,ჰალსტუხი უნდა ისროლო! გიორგიმაც ისროლა და არა თორნიკეს მართლა არ დაუჭერია არც დუდას და არც ვინმე უცნობს…არამედ ლაზარემ დაიჭირა,რომელიც რატო იდგა შუაში ვერ ხვდებოდა… ლაზარე რამდენიმე წამს ხელში დაჭერილ ჰალსტუხს გაშტერებული უყურებდა, თითქოს თავადაც ვერ გაეგო, როგორ აღმოჩნდა ეს ნივთი მის ხელში. — არაა ეს კარგი ამბავი! — იყვირა დუდამ და ორივე ხელი თავზე შემოირტყა. — ორი სამიზნე ერთდროულად! — რა სამიზნე, დუდა?! — გაკვირვებულმა შეხედა ლაზარემ. — შენ! — დაუფიქრებლად მიუთითა იამზემ. — შენ და ანკა! — დედა! — მაშინვე წამოიყვირა ანკამ. — მე თაიგული უბრალოდ შემთხვევით დავიჭირე! — შემთხვევითო! — გადაიკისკისა იამზემ. — შემთხვევით დაჭერილი თაიგული არ არსებობს, შვილო! თორნიკე ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებდა და სიცილს ძლივს იკავებდა. — მე მგონი, რაღაცას უნდა დაველოდოთ ჯერ, — მშვიდად თქვა ლაზარემ და ჰალსტუხი ხელში ასწია. — რას უნდა დაელოდო? — დუდა მივარდა. — ნიშნები უკვე ციდან ჩამოგვივარდა! ანკამ თვალები გადაატრიალა და თორნიკეს გახედა. ბიჭმა კი მხოლოდ წარბი ასწია. ზუსტად ის მზერა ჰქონდა, რამდენიმე წუთის წინ რომ უთხრა. „ხომ გითხარი, უკვე დროა.“ — შენ საერთოდ გაჩუმდი! — უთხრა ანკამ. — მე არაფერი მითქვამს. — შენი სახე ამბობს ყველაფერს! ამაზე ყველას გაეცინა. გრეტა კი ცოტა მოშორებით იდგა და ამ ყველაფერს ღიმილით უყურებდა. მაგრამ როცა ლაზარეს მზერა შემთხვევით შეხვდა, სიცილი შეუწყდა. ბიჭი ისევ მას უყურებდა. რამდენიმე წამით ერთმანეთს ჩუმად შეხედეს. შემდეგ გრეტამ, თითქოს არაფერი მომხდარა, თვალები მოარიდა უკვე ღამის 3 საათი იყი დაწყებული და დუდას მატარებელი მიქრის სიმღერა ქონდა შეკვეთილი.მატარებლის თავში დუდა იდგა და უკან მიყვებოდა ხალხი,რა დროსაც მატარებლიდან მთავარი წყვილი გამოეყო.გიორგიმ დარბაზიდან გაიიყვანა ლიკუნა. -დრო გადაგვიცდა! გიორგიმ მაჯაზე არსებულ საათზე დაიხედა. -არაუშავს,არამგონია ვინმეს შევემჩნიეთ.. გოგომ გაუღიმა და მანქანასთანაც მივიდნენ. -გიო შენ ხომ დალიე არ დაჯდე! გაეცინა ბიჭს. -გაუშვი უკვე ცოლეური?-გაეცინა ბიჭს და მეუღლეს ლოყაზე აკოცა-ორი ჭიქა დავლიე და კოტეჯამდე მისვლას კიდევ რა უნდა 2 კილომეტრიც არა! გოგოს სიმაღლეზე დაიხარა და ტუჩებზე წაეტანააა… -რა ტკბილი ხარ… მანქანის კარი გაუღო ცოლი ჩასვა შემდეგ თვითონაც ჩაჯდა და წავიდნენ… ***** გაგიკვირდებათ და ქორწილოდან უკვე ერთი თვეზე მეტი იყო გასული. 12 სექტემბერს ოფიციალირად ემზადებოდა,გრეტა ,რომ სკოლაში მასწავლებლის სტატუსით დაბრუნებულიყო.როგორც მოგეხსენებათ ინგლისური ენის პედაგოგი გახლდათ და რუსულიც შეძლო…მაგრამ ინგლისური არჩია ამ შემთხვევაში.ასევე ქეთის დამსახურებით და დახმარებით,რამოდენიმე საათი აიღო ხელოვნების მასწავლებლისაც. იყიდა ნივთები,რაც დასჭირდებოდა და სახლში შეიტანა. გარშემო თითქოს ყველაფერი ნელ-ნელა იცვლებოდა.ლაზარე ქორწილის შემდეგ ორჯერ ნახა და ისიც იმ ქერა თმიან გოგოსთან და ეხლა მიხვდა,რომ ის ნინია იყო…რომელზეც გაიგო ლაპარაკი და ხვდებოდა,რომ არაფერს აღარ ქონდა აზრი. ძაალიან ბრაზობდა ლაზარეზე,იმის გამო,რომ მათი ლაპარაკის შემდგომ ის გაქრა. ქალთან დაიწყო ურთიერთობა და მიხვდა,რომ ასე ახლოს არ უნდა მოეშვა ჩხაიძე. სიმღერა ჩართო და სამზარეულოს მილაგება დაიწყო,პროდუქტი მაცივარში შეალაგა,რა დროსაც ტელეფონი ახმაურდა.ანკა ურეკავდა. -როგორ ხარ გრეტ? გამოჩნდა ტელეფონის ეკრანზე ანკას სახე. -კარგად ანკ შენ? -მეც კარგად…მაგრამ ცუდი იდია იყო თბილიში ჩამოსვლა. თვალები გადატრიალა ანკამ. -რატო ანკ მშვიდობა?მოხდა რამე? შეკრთა გრეტა,შეშინდა რამე ხომ არ მოხდაო. -ნუ შეშინდი ქალოო!უბრალოდ აქ ვერ ვიმუშავებ მაგას ვხვდები,არ შემიხლია! -გამიხეთხე გული…მერე წამოდი შენც სკოლაში,ბოლო -ბოლო ისტორიას მაინც ასწავლი. ყავა დაისხა გრეტამ და სკამზე ჩამოჯდა. -კი ვიფიქრე მაგრამ… გაწელა სიტყვა,თითქოს ორჭოფობდა. -თორნიკეზე,რომ ხარ გაბრაზებული მაგიტო იკლავ ხომ თავს თბილიში ყოფნით. გაეცინა გრეტას და ჭიქიდან გავა დალია. -აუუ არ მინდა მაგის ნახვა ნუ ახსენებ! ამ დროს შემოვიდა თორნიკე გრეტასთან და თვალით და ხელით ანიშნა ,რომ არ შემჩნია და გაეგრძელებინა ჩვეულებრივ საუბარი. -რატო ანკა?რატომ წახვედი თბილიში,რაზე გაუბრაზდი თორნიკეს? იმ წუთასვე დაიწყო გრეტამ თამაში,რომ იქნებ ანკასგან ,რამე ისეთი ამოეგლიჯა. -იდიოტია გრეტა… გაეღიმა თორნიკეს და იქვე ჩამოჯდა გულის ყურით უსმენდა საყვარელ ქალის გაბრაზებულ ხმას. -იმიტომ არის იდიოტი,რომ თქვენი ურთიერთობის გამო უთხრა ყველას? ის კითხვა დაუსვა გრეტამ ,რომელიც დარწმუნებული იყო ძაალიან აინტერესებდა თორნიკეს პასუხი. -არააა…-ამოისუნთქა თორნიკემ ამით დამტკიცა,რომ საუკეთესო არჩევანი იყო ანკას შეყვარება.-იმაზე გავუბრაზრი…აი … ვეღარ გაიხსენა თითქოს გოგომ. რაზეც გრეტამ სიცილი ატეხა. -არ მითხრა უმიზეზოდ ხარ გაბუტული და თბილიში გახიზნული… თორნიკეს სახე უნდა გენახათ მიზეზი,რომ ვერ დასახელა გოგომ გაბრაზების. -არა მიზეზიანად ვარ თბილიში! -და მიზეზი…? -გახსოვს ის ქერა გოგო?აი ლაზარესთან ,რომ იდგა და ეცეკვებოდა ქორწილში ნერვები ,რომ მოგეშალა? გრეტაც ისე ჩაუშვა ვერც ანკამ ვერც მიხვდა.-აი ეგ გოგო,რომ ორივე ძმას ეტმასნება შენ იცი?იმენა ნერვები იცი სად მქონდა?თორნიკე მივლანძღე და წამოვედი თბილიში. ისევ ლანძღვა დაიწყო ანკამ.უხერხულად აიწურა გრეტა,რადგან თორნიკემ გაიგო ის ,რაც ნახევრად კი იცოდა,მაგრამ ახლა გონებაში განამტკიცა ის აზრები ,რაც აქამდე ქონდა. ხმას ვეღარ იღებდა გრეტა. -გრეტა რას გაშტერებულხარ?ნუთუ არ იცოდი? -როდის ჩამოდიხაე თბილისიდან? ეს ჰკითხა მარტო გრეტამ. -დღესვე გამოვიქცეოდი ,მაგრამ კიდევ უნდა დაიტანჯოს ეგ მანდ… დაიმუქრა… -მე მგონია,რომ უფრო შენ იტანჯები! ტელეფონი გამოართვა ხელიდან თორნიკემ და ანკას დაენახვა. -შენნ…მანდ…რამდენი ხანია, რაც ხარ? აერია გზა კვალი ანკას გაშეშებული უყურებდა მონატრებულ სახეს. -ზუსტად იმდენი გავიგე,რაც უნდა გამეგო და მომესმინა უკვე დიდიხანია. -ეგ რას ნიშნავს თორნიკეეეეეე! -რას და ბარგუ ჩალაგე და დამელოდე!არც იფიქრო სადმე გაპარვა! გოგო გაფრთხილა და ტელეფონი გაუთიშა და გრეტას მიაწოდა,რომელსაც წყვილის შემყურე ეღიმებოდა. -მადლობა გრეტა,რომ ამდენი ალაპარაკე და გავიგე რა სულელური მიზეზის გამო გადაწყვიტა 1 კვირა ყოფილიყო ჩემგან შორს. გაეცინა ბიჭს. -არაფრისს…ზედმეტებიც კი ამოთქვა.. ჩაიბურტყუნა გრეტამ და თორნიკეს ახედა,რომელიც ყავას იმზადებდა. -ნუ ღელაც გრეტ…ხომ იცი შეგიძლია ყველაფერზე მესაუბრო…მითუმეთეს თუ ეს ლაზარეს ეხებაა…მიუხედავად იმისა,რომ ჩემი ძმა… მაგიდის წინ ჩამოუჯდა თორნიკე. -ვიცი თოკო მაგრამ…ისე უცნაურად იქცეოდა თავიდან თითქოს რაღაც ვიგრძენი აქ-ხელი მიდო გულთან-მაგრამ იმის შემდეგ იმ გოგოსთან ერთად არის,ვერ გამიგია რა ხდება… ჩაილაპარაკა ჩუმად გრეტამ. -ჩემ ძმას იცი რა შეუძლია ყველაზე მეტას გრეტ…ლოდინი…სამუდამო ლოდინიც კიი…იმ გოგოზე ნინიაზე ვერაფერს გეტყვი ეს თქვენ უნდა გარკვიოთ…მაგრამ ერათს გეტყვი არ დათმო ის ,რასაც გული გეტყვის და ჩემ სულელ ანკასავით არ გადაიკარგო… გაეღიმათ ორივეს. -სად არის ეხლა შენი ძმა თორნიკე?ნუთუ რატომ არ მოდის? -კონპანოაში იყო არეულობა გრეტა მე არ წამიყოლა მითხრა აქ ანკას მიხედე ჯობია დიდი ხნის საქმეაო… გაუღიმა და ყავის ბოლო ყლუპიც დალია თორნიკემ. -ქორწილის შემდეგ ორჯერ ვნახე მარტოო…და ასე მგონია საუკუნეა გასული ბოლო შეხვედრიდან. -ასე ვარ მეც გრეტა,ამიტომ ახლა უნდა ავდგე და ანკასთან წავიდე…ერთი კვირა მივეცი და თურმე ჯობდა იმ დღესვე გავყოლოდი უკან. ფეხზე წამოდგა თორნიკე და გრეტაც გაყვა ,რომ გაეცილებინა. -რომ არ გამოგყვეს? -დავპირდი მოგიტაცებ თქო და ისე მოგიყვან ცოლად მეთქი,თავის ფეხით ჩამიჯდება მანქანაში,ოღონდ ჯერ არ გათხოვდეს. გაეცინა გრეტას. -მაგრამ ერთი ის გამიხარდა,რომ იმის გამო კი არ გამებუტა,რომ ჩემი და მისი ურთიერთობა გავასაჯაროვე არამედ იეჭვიანა და ასე გადაწყვიტა ჩემი დასჯა. შუბლზე აკოცა გრეტას. -მშვიდობიანი მგზავრობა! -უფრო გადარჩენა მისურვე იმ გიჟის ხელში. გაეცინათ.უყურებდა თუ თორნიკე როგორ გადავიდა თავის ეზოში. თვალი მოავლო სახლის ეზოს გრეტამ და საქანელასკენ წავიდა.გახსენდა აქ მისი და ლაზარეს დიალოგი თუ როგორ ტიროდა იმ მოგონებების გამო,რომელიც ამ საქანელასთან და მამასთან ქონდა. ზედ ჩამოჯდა და ქანაობა დაიწყო. ფიქრებით წარსულში დაქროდა. გრეტაას არ ეგონა თუ ჩამოსვლის ,შემდეგ მას სიყვარული დატყდებოდა თავს თან ასე ადვილად და უცბად.სამ თვეში მას ლაზარეს მიმართ გრძნობები გაუჩნდა,ხოლო მისგან შორს ყოფნაში სიყვარულში ეზრდებოდა და მონატრებაშიც.თითქოს ძალით გაუკეთა მისი წასვლით ლაზარემ,რომ გრეტა გარკვეულიყო რა უნდოდა მისგან ან საერთოდ სამყაროსგან. ლიკუნას სიცილის ხმა მოესმა და ფიქრებიდან გამოვიდა გრეტა.უკვე ეზოში იყო და საქანელასკენ მოდიოდა. -რა ბედნიერი ჩანხარ ლიკ რა ხდება? -რამე უნდა მოხდეს ,რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყო? გუღიმა გრეტას და საქანელასათან მდგომ სკამზე დაჯდა. -არა რათქმაუნდა სულ უნდა ბრწყინავდე! გვერდიტ მიუჯდა გრეტა ლიკუნას და მოეხვია. -რამე მოხდა გრეტ? -არა უბრალოდ გეხუტები! არადა ეხლა ჩახუტების მეტი არაფერი სურდა გრეტას. -კარგიი…-თვითონაც მოეხვია-თორნიკე დავინახე წეღან სად წავიდა? -ანკასთან… თვალები დაჭყიტა ლიკამ. -ჩემი გიჟი მული უნდა დაბრუნოს? გაეცინა და ფეხზე წამომდგარ გრეტას ახედა. -კიიი…მე და ანკას საუბარი მოისმინდა და გაიგო თუ რის გამო გაებუტა… გაეცინა გრეტას წეღანდელ სიტვაცის გახსენებაზე. -გუშინ მითხრა მეც,იმ ქერა გოგოს გამო… ჩაეცინა ლიკუნასაც. -გიორგი სადა? -იამზემ დასაქმა და კომპოტისთვის ბანკებს აზიდინებს სათავსოდან მე კიდე იამზემ და ჩემა ქმარმა გამომაგდეს წადი დაისვენევო. ფეხი -ფეხზე გადაიდო და ჯიბიდან ამოღებულ მზესუმზირას დაუწყო ჭამას. -ასე რატომ გიფრთხილდებიან? გაუკვირდა გრეტას. -ამ ბოლო დროს თავბრუ მეხვევა და ვეღარ ვჭამ საჭმელს ნორმალურად და გგონიათ,რომ ორსულად ვარ! გადაიკისკა ლიკუნამ. -დააა…იქნებ მართალია? -არაა რას იძახი ჯერ არა… -რატო ვითომ ლიკუნა უკვე შეიძლება იყოს…ტესტი არ გაგიკეთებია? -არა არ მოვატანინე გიორგის. თითქოს ლიკაც დაეჭვდა. -მისმინე ადექი უნდა ვიყიდოთ ტესტი! -არა არ ვიქნები გრეტა ნუ სულელობ დაჯექი! მაინც უარყოფდა ლიკა. -ციკლს როდის ელოდები? -სექტემბრის დასაწყიში უნდა მქონოდა მაგრამ გადამიცდა და ველოდები! ვითომ არაფერი ისე თქვა. -ლიკა დღეს 12 სექტემბერია ნუღა ელოდები, 9 თვე დაისვენებ. ფეხზე წამოხტა ბედნიერი გრეტა და გოგოს გადაეხვია. -რა გიხარია ასე გრეტაა?რაზე ისვენებს ჩემი მეუღლე? გიორგი გამოჩნდა ეზოში და სანამ მათთან მივიდოდა ლიკუნამ გაფრთხილა ,არაფერი ეთქვა ჯერ.. -უბრალოდ ბედნიერი ვარ… ცოლს მიუჯდა გვერძე და ეჭვის თვალით გადახედა. ჩუმად მიწერა ტელეფონზე გრეტამ ანკას ორსულობის ტესტი ეყიდა ,ოღონდ ჩუმად ისე,რომ არავის არაფერი გაეგო და სახლში აუხსნიდა ყველაფერს… **** თორნიკე გურიდან თბილისამდე ჩასვლას ოთხი საათი მოუნდა,მაგრამ საეროტ არ დაღლილა სულ ასე დადიოდნენ ძმები გურიდან თბილიში ან თბილისიდან გურიაში. ანკას კორპუსთან გაჩერა და მანქანიდან გადმოვიდა.მარტო იყო სახლში ანკა ნუ თუ დუდა არ უშლიდა ალბათ ხელს. ნელ-ნელა აიარა მეოთხე სათრულამდე კიბები და კარზე დაზარუნა.საღამოს 8 საათი იყო,ორჯერ დაზარუნა და კიც გაისმა ანკას ხმა სიცილნარევი მოვდივარო. კარიც გაღო ანკამ და ზღრუბლზე მდგარ თორნიკეს,რომ მოკრა თვალი ღიმილი სახეზე შეაშრა. -რა იყო არ გაგიხარდა ჩემი ნახვა ქალბატონო? გოგო გადაკოცნა გვერძე გაწია და სახლში შევიდა,მისაღებში კი უცნობი ბიჭი ,რომ დახვდა ძაალიან გაუკვირდა კიდეც და ნერვებიც მოეშალა.უკან მიყვა ანკაც იმ წუთასვე. -აქ რა ხდება ანკა? კბილებში გამოსცრა თორნიკემ. -თოკო გაიცანი ჩემი მეზობელი ნიკა… უხერხულად იყო ანკა. -გამარჯობათ მე ნიკა ბურდული ვარ ამ სასიამოვნო გოგოს მეზობელი! ხელი გაუწოდა თორნიკეს.აი ანკას კი ფერები აერია სახეზე ჯერ გალურჯდა შემდეგ გამწვანდა და ბოლოს გაწითლდა. თორნიკემაც ხელი ჩამოართვა და მაგრად მოუჭირა . -სასიამოვნოა ნიკოლოზზ!მე ანკას შეყვარებილი თორნიკე ჩხაიძე გახლავართ! ნიკას გაკვირვებული თვალები არ გამოპარვია თორნიკეს. -არ ვიცოდი თუ ანკას შეყვარებულო ყავდა… -ახლა იცით! მკაცრი ხმა ქონდა თორნიკეს.ანკა კი ერთ ადგილას აწურული იდგა. -კარგი ანკა მაშინ მე წავალ და წყვილს მარტო დაგტოვებთ. გოგოს გადახედა გაუღიმა. -გაგაცილებ…ძაალიან დიდი მადლობა ყვავილებისთვის… გაუღიმა ბიჭს და კარი გაუღო. კარი ,რომ დახურა ერთი ამოისუნთქა და ოთახში შევიდა სადაც თორნიკე ეგულებოდა. -აქ რა გინდა თორნიკე? მკაცრი ხმა ქონსა ანკას. -კიდევ მე რა მინდა ანკა?ის ვიღაც სირ* ნიკა ვინ იყო? ფეხზე წამოდგა და წინ დაუდგა გოგოს. -ეგრე ნუ ლაპარაკონ ჯერ პირველი და ნუ ყვირი!და მეორე ჩემი ახალი მეზობელია და უბრალოდ უნდოდა გაეცნო სადარბაზო. ხმას აუწია ასევე ანკამაც. -სადარბაზო თუ შენი გაცნობა უნდოდა? -ნუ ბოდავ თორნიკე! მაგიდასთან მივიდა სადაც ნიკას მიერ მოტანილი თაიგული იდო და ხელში აიღო. -კიდევ მე ვბოდავ?ყველა მეზობელთან ყვავილებით დადის?-ნაგვის ყუთთან მივიდა და პარკში ჩაგდო-ერთადერთ თაიგულს,რასაც ამ მაგიდაზე და საერთოდ ამ სახლში შემოიტან ეგაც ჩემგან იქნება! გაბრაზებული იყო თორნიკე და პირველად ხედავდა ასეთ ანკა მრწყობილობიდან გამოსულს. -ასეთი გიჟი ეჭვიანი ხარ შენ? გაკვირვებულმა კითხა გოგომ. -კიდევ მე მიწოდებ გიჟ ეჭვიანს?ვიღაცის გამო გამებუტე და ერთი კვირა თბილიში გამოიქეცი. ისევ წინ დაუდგა გოგოს. -ვიღაცის გამოოოო?ის ნინია სულ გულზე გეკიდებოდა ვითომ იქ არ ვიყავი არადა იცოდა ,რომ ჩვენ შორის რაღაც ხდებოდა… ხელების ქნევა დაიწყო გოგომ და უფრო შეუვალი ხმა გაუხდა.-ნინია და ჯანდაბა შენ თორნიკე…და საერთოდ არ უნდა ჩამოსულიყავი ,რადგან უკანაც არ გამოგყვები და არც შეგირიგდები… ხელი აუქნია და სამზარეულოში გავიდა,რომ წყალი დაელია უკან გაყვა თორნიკეც და კუთხეში მოიმწყვდია. -ისაც უნდა დაგენახა ,რომ შენს გარდა ნინიას კი არა არავის არ ვუყურებდი..-ხმა დაწყნარებული ჰქონდა თორნიკეს.წელზე ჩაუსრიალა თან ხელი. -ხელები გაწიე…არ გეგონოს,რომ ასე შემომირიგებ…! მაინც ვერ დაღწია თავი ბიჭს. -პირველ რიგში ის ვიღაც მეზობელი აღარ დამანახო შენთან სახლში და მეორე არ გეგონოს ,რომ ამის მერე ერთი კვირა კიდევ სადმე გამექცევი ,რაზეც არ უნდა იყო გაბრაზებული. გოგოს ტუჩებთან დაიხარა ბიჭი. -ერთი კვირა კი არა სულ დაგტოვებ და მერე ნახავ! დაემუქრა ბიჭს,თორნიკეს კი ჩაეღიმა. -მაგასაც ვნახავთ! თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს მაგრამ მაინც არ აჩუმებდა ანკა ენას. -დაგტოვებ და მერე გინდა ქერასთან ყოფილხარ და გინდ მის ბიძაშვილთან… აღარ გაგრძელებინა თორნიკემ მონატრებულ ტუჩებზე,რომ შეხო თავიდან უძალიიანდებოდა ანკა,მაგრამ მაინც აყვა.თორნიკემ უცბათ აიტაცა ანკას ტანი და სამზარეულოს თავზე შემოსვა.არ უნდოდა წამით მაინც მოწყვეტოდა ანკას ბაგებს.ანკა კი თორნიკეს მხრებს იყო დაყრდნობილი.როდესაც სუნთქვა გაუჭირდათ მაშინ მოშორდნენ ერთმანეთს. -ვერ დამტოვებ-კმაყოფილი ჩაეღიმა თორნიკეს-მე მხოლოდ შენ მინდიხარ.. ისევ აკოცა გოგოს. -თოკო! ამოილაპარაკა ანკამ. -როგორ მიყვარს შენგან მაგ სახელის მოსმენა. ლოყაზე აკოცა და ისევ ტუჩებისკენ წავიდა,მაგრამ მმაინც მოიშორა ანკამ. -ანკა… დაიწუწუნა თორნიკემ. -მეტის ღირსი ახლა აღარ ხარ! -დაიცა ,რომ გაკოცო უნდა გგკითხო? ჩამოსვა გოგო და ზემოდან დაკვირდა მის საყვარელ თვალებს. -დიახაც…ლიმიტს დაგინიშნავ… გაწია თორნიკე და მისაღებ ოთახში გავიდა. -მე ლიმიტი არ მაწყობს… -სხვა გზა არ გაქვს! მხრები აიჩეჩა გოგომ. -ნუ გამაბრაზებ ანკა გიჯობს! -შენ კიდევ ნუ მომიშლი ნერვებს! დივანზე დაჯდა ანკა გვერძე მიუჯდა თორნიკეც ხელი გადახვია და ხელზე კოცნიდა. -რატომ ჩამოხვედი თორნიკე? -უნდა წაგიყვანო გურიაში! ისევ გაგრძელა გოგოს ფერება. -არ წამოვალ! რათქმაუნდა ეჯიტებოდა ანკა. გაეცინა თორნიკეეს. -კი ბატონო მაშინ მოგიტაცებ და ისე წაგიყვან! დაჭყიტა თვალები ანკამ-თან იცი ,რომ გამკეთებლი ვარ,ამიტომ აწიე ერთი ადგილი და ჩაბარგდი. სხვა გზა არ ქონდა ანკას არ წაყვებოდა და ძალით მაინც წაიყვანდა თან ისე,რომ მოიტაცებსა და ბოლოს ჩხაიძების რძალი გახდებოდა უცბათ. -ვერ გიტან! ფეხზე წამოდგა. -ხო მაგას სამზარეულოში! მივხვდი თვალი ჩაუკრა და უფრო გაღიზიანა გოგო. მალევე ჩაბარგდა და სახლიდანაც გავუდნენ. -დუდასთვის არ მითქვამს! -არა არ უთხრა!ხომ მაინც გაიგებს არა! არ დარეკინა დუდასთან ,რადგან იცოდა გზაში არ მოისვენებდა და სადმე ხაშურის ჩასახვევთან გადმოაგდებდა მანქანიდან. უკვე გზაში იყვნენ თბილისიდან არ იყვნენ გასულები,რა დროსაც შეამოწმა ანკამ ტელეფონი და გრეტას მინაწერი წაიკითხა და წამოიყვირა. -თორნიკე სასრაფოდ გაჩერე აფთიაქთან! შეშინდა ბიჭს. -მშვიდობა?? -მიდი მიდი სადმე იქნება გაჩერე! კარგად არ ქონდა გაჩერებული მანქანა ,რომ გადახტა ანკა. 5 წუთში კი პარკით დაბრუნდა ხელში. -რა გინდოდა ანკა აფთიაქში?ნ ორსულობის ტესტი ან ბავშვის საფეენები? გაოცდა პარკში მყოფი ნივთები,რომ დაინახა თორნიკემ. -უი ეს საფენები რატომ წამოვიღე? ანკაც გაოცებული იყო. -გრეტამ მომწერა ორსულობის ტესტი წამოიღეო დაა… -გრეტას რათ უნდა? -გრეტას არა სულელოოო…ალბათ ლიკუნასთვის დამაბარა! -ეეე…გიორგის უყურე შენ… მანქანა დაქოქა და დაძრა. -ჯერ ხმა არ ამოიღო არსად უნდა დავრწმუნდეთ. აფორიაქებული იყო ანკა. -ანკა ნუ ცქმუტავ თორემ… -ვაიმე შეიძლება მამიდა გავხდეეე… ვერც გაიგო თორნიკეს სიტყვები. უცბათ მოავლო გზას ხელი გოგოს თავზე მოკიდა ხელი და ტუჩებზე შეხო წამიერად. -თოკო გზას უყურე რას აკეთებ? მხარზე დარტყა. -ისეთი საყვარელი იყავი გახარებილი,რომ არ შემეძლო არ მეკოცა. გოგომაც გაუღიმა… მშვუდად იმგზავრეს და უკვე ღამის 12-ზე ერკეთში იყვნენ. ანკა პირდაპირ გრეტასთან შევარდა. -მოვედი გრეტააა…! სახლში შევარდა. -რა გაყვირებს გოგო გაიგო ყველამ შენი ჩამოსვლა! ჩაეხუტნენ ერთმანეთს. -შერიგდით? -ნუ ცოტა ვაწვალე მაგრამმ… გაეცინათ ერთად. -სად არის ლიკა? -შენი აზრით? -ოხ ჩემი ძმაა… კარგი დავურეკავ გადმოვიდეს. ლიკუნას დაურეკა და უთხრა ,რომ ჩამოვიდა და გოგოშკურ ღამეს აწყობდნენ ოღონდ ქმრის გარეშეო თავის ძმასაც გაგონა ხმა. 10 წუთში კი ლიკაც შევიდა სახლში. -მოდი ლიკ მოდიი… ისეთ ენერგიაზე იყო ანკა ალბათ მთელ სოფელს შემოივლიდა ფეხით. -რა დალია ამან? ლიკამ შეხედა გაკვირვებული თვალებით გრეტას. -ელექსიერს თორნიკე ქვია! გაეცინაგ გოგოებს. -რა დროს თორნიკეა მიდი აბა გაიკეთე. პარკი ხელში მიაწოდა. -ეს ბავშვის საფენები რატომ მოიტანე? გაუკვირდა ლიკას და გრეტას დანახა. -აზრზე არ ვარ!ხელს გამოვაყოლე! გაეცინათ და ლიკუნა საბაზანოში შეაგდეს. სადღაც 10 წუთი ელოდებოდნენ სამივე ,რომ ტესტი ენახათ. -ვეღარ ვითმენ! ლიკუნა წამოდგა ფეხზე და ტესტი აიღო ხელში. -ყველამ ერთას დავხედოთ! ხელში მოიქცია. -ერთი…ორი…სამიიი… უცბათ ამოატრიალა ლიკამ და ორი წითელი ხაზი,რომ დაინახეს სამივემ ერთდროულად დაიწყეს ყვირლი. -ვაიმეეეეე მამიდა ვხდები! ლიკკუნამ დაიყვირა. -მე კიდევ დედააა… -ვაიმე რა მაგარიააა! გრეტაც ძაალიან გახარებული იყო. -ჩუმად… ჩუმად… ლიკუნა მოეგო გონს.-გიოს უნდა ვუთხრა ახლავე! -მე თორნიკეს! ორივე ერთად გაქანდა გარეთ მარტო დარჩა ისევ გრეტა ოთახში.ისეთუ ბედნიერი იყო გრეტა ახლა ლაზარეც,რომ დადგომილიყო წინ აუცილებლად გადაეხვეოდა. *** ლიკუნა საძინებელი შევარდა და რასაც ქვია ზემოდან დახტა მძინარე ქმარს. -რა ხდება ლიკ?დაქალებს ქმარი არჩიე? მოფხიზლდა და ცოლს ლოყაზე მოეფერა. -რაღაც უნდა გითხრა! -მშვიდობა? გაკვირვებულმა შეხედა. -კიი მშვიდობა და ბედნიერება! ცრემლები,რომ გადმოუვარდა გოგოს იმ წუთასვე ლოგინზე წამოიწია გიორგი. -ლიკა რატომ ტირი რამე მოხდა? -კი მოხდა გიორგი,ჩვენს ცხოვრებაში მთავარი გარდატეხა მოხდა? მაინც ვეერ გაეგო გიორგის რა გარდატეხა იყოს ასეთი ცოლი ,რომ აუტირა. -ლიკკ… -ორსულად ვარ! უცბათ უთხრა და ბიჭის დაჭყეტილს თვალებს სადღაც 2 წუთი უყურებდა თითქოს გონს ვერ მოეგო გიორგი რას ნიშნავდა ლიკას სიტყვები. -რა ვართ? გაეცინა ლიკას. -შენ კი არა მე ვარ ორსულად,ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ვატარებ მუცლით. უცბათ წამოხტა ფეხზე და სიხარულისგან გოგო დატრიალა. -ჩემი საყვარელო,როგორ მიყვარხარ!-ჯერ ტუჩები დაუკოცნა და შემდეგ მუცელთან დაიხარა და მუცელზე კოცნიდა. -მამას პრინცესაააა! -რა იცი ,რომ გოგოა გიორგი?ჯერ პატარა წერტილია. გაეცინა ლიკას გიორგის სიტყვებზე. -შენი აზრით არ ვიცი რა გავაკეთე? გაეცინა ლიკას.ფეხზე წამოდგა გიორგი და მთელი სახე დაუკოცნა საყვარელ ქალს აწი კი უკვე მალე მისი შვილების დედას. გიორგიმ იმ ღამეს გაგებინა ყველას იამზეს, ნოდარის ,ლიკას მშობლებს,რომ მალე ბებია ბაბუა გახდებოდნენ. იმ ღამეს დიდი გარდატეხა იყოს ღლონტების სახლში და დიდი სიხარული. გიორგიომ დუდას და ლაზარესაც გაგებინა და დაუბარა უნდა ავღნიშნოთ ეს ამბავი და ერთ დღეს ჩემთვის მოიცალეთო… **** 15 სექტემბერს დილას ადრე გაემზადა გრეტა,კლასიკურას ჩაიცვა თმები ლამაზად გაიშლა და წავიდა პირველ დღეს სკოლაში არა მოსწავლის სტატუსით არამედ მასწავლებლის სტატუსით. ძაალიან მოეწონა გარემო თუ სადაც იყო,ბავშვები ხომ იდიალურები იყვნენ. ეგონა,რომ მაღალ კლასებში ცოტა გაუჭირდებოდა მუშაობა ,მაგრამ პირიქით ყველა ბავშვს კარგად მიუდგა. პირველ დღეს უბრალოს გაცნობის დღედ მოაწყო და ბავშვებს არ მისცა დავალებები. სახლში დაბრუნების შემდგომ დედას ელაპარაკა ცოტახანი.ბოლოს გაუთიშა,რადგან დღეს გიორგისთან იკრიბებოდა ყველა. ადრე გადავიდა გრეტა ,რომ მიხმარებოდა იამზე დეიდას,ლიკუნას ხელს არაფერს ადებინებდნენ განსაკუთრებით კი გიორგი ყველა ნაბიჯს უკონტროლებდა,ექიმთანაც იყვნენ ორი კვირის ორსულო იყო მხოლოდ ჯერ ლიკა. -ჩემი გოგო მოვიდააა! იამზე შეგება გრეტას და გადაეხვია. -როგორი დღე იყო აბა სკოლაში? ლიკუნაც გადაეხვია. -ვაიმე ძაალიან კარგიი!რა კარგი ბავშვები არიან უნდა ნახოთ! აღფრთოვანებილი ლაპარაკობდა. -მაგას რა ჯობია შვილო?ჩვენს სკოლაში თან არ არიან უზრდელო ბავშვები… -რას ამბობთ იმაზე დეიდა ყველა ისე თავაზიანად მესაუბრებოდა!ანკა სადა? მოიკითხა დაკარგული მეგობარი. -რას გაუგებ მაგ ჩემს შვილს არეული დადის ამ ბოლო დროს,არადა მეგონა თორნიკე დადებითად იმოქედებდა მასზე. იამზემ უპასუხა და თან ხახვის დაჭრა განაგრძო. -დედა სულ ჩემზე როგორ უნდა ჭორაობდე? ოთახში შემოვიდა ანკაც. -არ ვჭორაობ დედიკო,სიმართლეს ვაბობ! -არა ეს დუდასთან არ უნდა გავაჩეროთ ხშირად მე ვთქვი! ანკამ დაილაპარაკა და ცომისთვის ფქვილი გამზადა. გრეტა კი ყველს ხეხავდა,რომ ხაჭაპურებისთვის მზად ქონოდათ. -აუ მეც გამაკეთებინეთ რამე რააა! დაიწუწუნა ლიკუნამ. -შენ რაც უნდა გაკეთო ეხლა იცი არადა! -რა აბა? გახალისდა ლიკა საქმეს დამავალებს ანკაო იფიქრა. -ახვიდე საძინებელში და დაწვე. იმ წუთასვე გაბრაზებული სახით შეხედა მულს. -შენ შენს ძმაზე უარესი ხარ ! ფეხები დაბაკუნა. -ვის ლანძღავ ცოლო? ოთახში გამოჩნდა გიორგი,რომელსაც მწვადისთვის ხორცი მოქონდა და ,როდესაც ლიკამ უმ ხორს დახედა პირზე ხელი აიაფარა -ვაიმე ცუდათ ვარ! იმ წუთასვე აბაზანაში გაიქცა ლიკა. გიორგიმაც დადო პარკი და უკან მიყვა ცოლს. -ლიკუ კარგად ხარ? პირს იბანდა,რომ შევიდა გიორგი. -კი ეხლა კარგად ვარ! მოეხვია ქმარს. -მოდი წამოდი ოთახში. ხელი მოკიდა და ოთახში აიყვანა ნელ-ნელა. საწოლი გადაუშალა ფეხზე გახადა და ჩაწვინა. -აუ არ წახვიდე რაა! ხელზე დაქაჩა . იმ წუთასვე გვერძე მიუწვა ორსულ ცოლს და თავზე მოფერება დაუწყო. -ლიკ თუ ცუდათ ხარ გადავდებ დღევანდელ დღეს და დაისვენე… -არა გიორგი!-შეუვალი ხმა ქონდა გოგოს.-ავამტყოფი კი არა ვარ! უბრალოდ გული მერევა რაღაცებზე.თან მინდა გართობა. ახედა ქმარს და ხელი მოხვია მუცელზე. -კარგი როგორც იტყვი! კიდევ მოეფერა გოგოს და სანამ არ ჩაეძინა ოთახიდან არ გამოსულა გიორგი. ***** სუფრა ეზოში გაშალეს და კი მოადგა ლაზარეს მანქანა ღლონტების ჭიშკარს მანქანიდან,პირველი დუდა გადმოხტა და სახლისკენ გაიქცა თან ხელში პარკი ეჭირა. -სად არის ჩემი ლიკა? თვალი მოავლო იქ მყოფებს. -აქ ვარ დუდააა! თავი აწია ლიკამ ჰამაკიდან. -რა მოგიტანე ნახე! იმხელა პარკი სულ სასუსნავებით ქონდა სავსე დუდას. -ვაიმე რამდენი რამეააა…როგირ მიყვარხად დუდააა! ყველას გაეცინა ბიჭს,რომ გადაეხვია ლიკა და თან შოკოლადების ჭამაც ,რომ დაიწყო. -აი მეჯვარეც მესმის! ლაზარეც გამოჩნდა ეზოში მასაც ეჭირა პარკი ხელში. ყველას გადაეხვია ლაზარე ,რადგან დიდიხანია,რაც სოფელში არ ყოფილა. გრეტაც ახალი გადმოსული იყო სახლლიდან დასვრილი ტასაცმელი გამოიცვალა და ეზოში მდგომი ბიჭი,რომ დაინახა გული საშინლად აუჩქარდა. ზურგიდანაც ეტყობოდა ლაზარეს თითქოს ამ თვე ნახევარში უფრო შეიცვალა და გასიმპატიურდა. ბოლოს ლიკასთან მივიდა ლაზარე და პარკი მიაწოდა. -ლიკ ჯერ ამით დავიწყოყ დანარჩენი,რომ გაჩნდება მერე. ლიკამ პარკი გახსნა და პატარა ბოდე,რომ დაინახა თავისი პატარა ფეხსაცმელებით ტირილი ატეხა. -ვაიმე როგორ მიყვარხართ! გადაეხვია დუდასაც და ლაზარესაც. -იმიტომ კი აე ჩამოგიყვანეთ,რომ ცოლი ამიტიროთ? გიორგი მივიდა ლიკასთან. -ნუ ხაე უჟმური გიორგი!შენც გილოცავ ხო. დუდა გამოესაეჩლა იმ წუთასვე.-ვაიმე ჩვენი პედაგოგი მოვიდაა! დუდამ შემაჩნია გრეტა და ჩასახუტებლად მივარდა-აბა რაო რა სექსუალური მასწავლებელი ხარო? ყველას გაეცინა. ლაზარეც მივიდა გრეტასთან და დაბნეულ გოგოს ლოყაზე აკოცა ,ასე მოიკითხა! -ნუ სულელობ დუდა! -რატომ ვსულელობ გრეტ?მეც მყავდა ქიმის მასწავლებელი ახალგაზრდა თან მის გამო ვსწავლობდი ქიმიას,რომ იქნებ დამეკერა მაგრამ მალევე მის კლასელზე გათხოვდა და ვერ მოვასწარი. ნაღვკიანად ჩაილპარაკა და გულის ტკივილი განდრო იქ მყოფებს. -ამას ხომ არასდროს ავიწყდება ქიმის დიანა რააა! თორნიკემ ჩაიქნია ხელი. -პირველი სიყვარული ადამიანს არასდროს ავიწყდება! ლამის ტირილი დაიწყო დუდამ ”რათქმაუნდა ხუმრობით” -დუდა უკვე მესამე ბავშვს აჩენს ეგ შენი ძველი სიყვარული და არ ჯობია ახალი იპოვო? ლაზარემ გადახვუა ხელი ბიჭს. -ეჰჰ რომ ვერ ვპოვე?მაშინ რას ვშვებით ლაზარე? თითქოს ზუსტად უნდოდა ლაზარეს ,რომ ეს კითხვა გაჟღერებულიყო. -უბრალოდ ელოდები! -რას ველოდო არაფერს! -არაფერიდან მოდის ყველაფერი! -ეს ნახეთ ,რაა როგორი ფილოსოფოსი ჩამოსულა კონპანიდან.რა მოხდა ლაზარე? ლაზარემ გრეტას გაუსწორა მზერა თითქოს აგრძნობინა დღეს პასუხი უნდა მოვისმინოვო. -დიდი გარდატეხა მოხდება მალე! ბიჭს თვალი ჩაუკრა. ყველა სუფრას მიუჯდა და დაიწყეს მოლხენა.გიორგიმ განაცხადა მე ვერ დავლევ ცოლი მყავს მისახედიო და დუდა დანიშნა თამადად, მოადგილედ კი თემური.ძაალიან გაერთნენ,მითუმეტეს ყველა ქეიფის დროს ხშირად დუდას არასერიოზულობაზე იცინიან და ახლაც არ დაკლეს დუდას ხუმრობებზე სიცილი. ლაზარე და გრეტა ერთმანეთის მოპირდაპირედ იჯდნენ.არ აშორებდა გრეტას თვალებს ლაზარე,აღარ!აღარ აპირებდა უკან დახევას და ეს მზერაშიც ეტყობოდა.სამაგიეროდ გრეტა არ უყურებდა ნუ ცდილობდა მაინც,მაგრამ ეწვებოდა ის მხარე,სადაც ლაზარეს მზერას გრძნობდა. ძაალიანნ დიდდი მონატრება ჰქონდათ ორივეს გულში მაგრამ ერთს გარეთ გადმოქონდა მზერით მეორეს კი ზედ ბორკილები ედო,რომ ოდნავი რამეც არ შეტყობოდა. ორი თაობის წევრებუი იჯდნენ სუფრაზე.მშობლები, შვილები და ასევე მესამე თაობაც შეგვიძლია ჩავთვალოთ ,რომელიც ლიკუნას მუცელში იზრდებოდა. ყველა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.დიდი თაობა უკვე დასვენების რეჟიმზე იყო გადასული და თავისუფლებას მისცემოდნენ.მეორე თაობა კი ზოგან არეული,ზოგან დალაგებული და ზოგან კი ცეცხლ მოკიდებული იყო.ყველაზე პაატარა თაობას კი ჯერ არც ესმონდა ნორმალირად ის ხომ ძალიან პატარა იყო ,მაგრამ დედიკოს გრძნობდა და მამიკოს შეხებას თუ როგორ ეფერებოდა დედიკოს მუცელზე. უკვე 12 საათი სრულდებოდა ყველა,რომ აიშალა სუფრიდან.ლიკას დასვენება სჭირდებაო და დავიშალოთო. ყველა სახლებში წავიდნენ.გრეტა დარჩა და ანკას მიეხმარა სუფრის ალაგებაში.იამზე ,რასაც ქვია გაგდეს ჩვენც ავალაგებთ სუფრასო. გიორგის და ლიკას უკვე ერთმანეთზე ჩახუტებულებს ეძინათ. -მადლობა გრეტ! -რისი მადლობა გოგო…კარგი წავალ ეხლა,თორემ ხვალ სკოლაში ვარ წასასვლელი. ანკას დაემშვიდობა და სახლისკენ დაიძრა ნელი ნაბიჯებით. გარშემო სიწყნარე იყო,ჩხაიძების სახლს გახედა და დაინახა,რომ ყველგან სინათლე იყო ჩამქვრალი და თითქოს ამოისუნთქა დღეს გადავურჩი ლაზარესთან ლაპარაკსო,მაგრამ ვაი ასე აგიხდეს ყველაფერი! სახლში შესულს ლაზარე მისაღებ ოთახში დახვდა დივანზე მჯდომი. -აქ რა გინდა? გულზე დაიდო ხელი შეშინებულმა გრეტამ. -ნეტა რა მინდა აქ?- ფეხზე წამოდგა და მიუახლოვდა გოგოს.-გახსოვს მე დრო მოგეცი! გაეცინა ირონილად გრეტას. -ხო დრო მომეცი! და შენ კიდევ იმ ქერასთან ერთად დაიწყე გართობა ხომ? ძაალიან მშვიდი ხმა ქონდა გრეტას,ვითომ არც არაფერი ისე ესაუბრებოდა მშვიდად ლაზარეს არადა შინაგანად ყველაფერი ეწვოდა. -ვინ ქერააა? ვერ გაეგო ლაზარეს რაზე ან ვიზე ელაპარაკებოდა. -თავს ნუ იდებილებ ლაზარე!შენი ყოფილი ნინია! წარბები მაღლა აწია ლაზარემ და გოგოს წინ დივნის სახელოზე ჩამოჯდა. -საიდან მოიტანე? -ქორწილში გავიგე,თუ როგორ საუბრობდნენ ვიღაცები ,რომ უეჭველი შერიგდებოდით. ერთი ამოისუნთქა ლაზარემ. -მთელი ამ დროის განმავლობაში ეჭვიანობდი?-ფეხზე წამოდგა და წელში გასწორდა ლაზარე.ამ ქმედებამაც ძაალიან დაბნია გრეტა. -არა რატო უნდა მეჭვიანა? იცრუა იმ წუთასვე. -მაშინ რატომ მეჩხუბები ნინიას გამო? იმ წუთასვე ჩაჭირა სუსტ წერტილში ლაზარემ. -არ ვიციიიი,მაგრამ ეგ ნინია არ არის ის ვინც გამოგადგება. მეტი ვერაფერი უპასუხა. -არადა იცი გრეტა იციიი! ეხლა მისმინე…არ ვიცი იტალიაში,რანაირად ხდება ჭორების გავრცელება ან თუ ავრცელებენ მაგრამ,სოფელში სადაც ყველა ყველას იცნობს და მითუმეტეს საინტერესო პირი ხარ,შეიძლება რაიმე ისეთი მოგიგონონ ,რომ საერთოდ არ ასახავდეს რეალობას. წინ დაუდგა გოგოს და თვალებში ჩახედა. -ანუ? დაიბნა გრეტა. -ანუ ის,რომ არანაირი ყოფილი არ არსებობს გრეტა არანაირი! ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი მიყვარს და იმას მივანდე ჩემი მთელი ცხოვრება. -შეყვარებული გყავს? ეწყინა ძაალიან ეწყინა ლაზარეს ბოლო წინადადება. -არა შეყვარებული არ მყავს, მაგრამ მალე მეყოლება! -ხოდა ბედნიერრბას გისურვებ! გაუღიმა ზურგი აქცია და ოთახში შეიკეტა. ტირილი უნდოდა ,მაგრამ ვინ აცადა კარები,რომ ლაზარემ შეუნრგია. -ახლა რაღა გინდა? ნაწყენმა და მობეზრებულმა ჰკითხა. -რა რა მინდა გრეტა? მწყობლიობიდან გამიმიყვანე უკვე ვერ ხედავ? -წადი და დაგაწყნაროს შენმა ერთადერთმა ადამინმა… არასწორად ქონდა გაგებული მთელი ისტორია გრეტას. -ხოდა ველოდები,როდის დამაწყნარებ. არ მისცა გოგოს,რომ სკამზე დამჯდარიყო. -მე რაშუაში ვარ ლაზარე? -კიდევ მაგას მეკითხები?ნუთუ ვერაფერს ხვდები?არანაირი ადამიანი არ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში შენს გარდა,მიუხედავად იმის შემდეგაც,რომ შენ აქ არ ცხოვრობდი და ჩემგან კილომეტრობით შორს იყავი.-ერთი ამოისუნთქა ლაზარემ და დაბნეულ გოგოს შეხედა,წინ დაუდგა გრეტას მაჯა ხელით აიღო და გულზე დადებინა-გრეტა ამ გულში შენ გარდა არავინ შემოსულა და არც შეხებია,ნუთუ ვერ ხვდებოდი ამდენი ხანი?ჩვენი ყოველო წუთი,ერთმანეთში თვალებით საუბარიც კი…იმ ღამეს,როცა შენ პირველად დაბრუნდი სოფელში მე დაგხვდი ეზოში…მეგონა მიცანი,მაგრამ ,როცა შენი გაკვირვებული თვალები დავინახე მეორე დღეს ჩემს დანახვისგან მიხვდი ,რომ შენთან გამიჭირდებოდა…რაც არ უნდა მეჯიუტო არ დავნებდები… ერთი ამოსუნთქვით ელაპარაკებოდა ლაზარე,თან გოგოს გაბრწყინებილ თვალებს უყირებდა,რომელიც ასე არ ეთმობოდა დასაკარგად. -ის უცნობი შენ იყავი? გაიხსენა ის დღე სადაც უცნობი ელაპარაკებოდა.-ლაზარე…არ ვიცი რა ვთქვა… დაიბმა გოგო,საშინლადდდ.. -კი მე ვიყავი.ვერ მოვითმინე,რომ არ მენახე ახლოდან…არ მეგონა თუ ასეთი შეცვლილი და ჩამოყალიბებული ქალი მედგა წინ…-ლოყებზე მოკიდა ორივე ხელი და თავი აწევინა ლაზარემ-სოძლიერე დამანახე გრეტა და მიხვდი,რომ აღარ იყავი დაბნეული 15 წლოს გოგო. გაეცინა ლაზარეს. -მე დაბნეული არასდროს ვყოფილვარ… უარყო გრეტამ. -კარგი ენის ტლიკინში არასდროს იბნეოდი მაგაში მართალი ხარ…მაგრამ ჩემი ერთი ისეთი სიტყვა,რომელიც შენ აგაწითლებდა ყოველთვის იყო…გახსოვს? გახსენდა გრეტას მოგონებები ,რომელიც უბრალოდ დაბლოკილი ქონდა გონებას,ოღონდ რატომ არც თვითონ იცოდა. -როგორ ვერ შევამჩნიე? გაუბრწყინდა თვალები გრეტას. -მგონი ამ დღის გამო ჯობდა,რომ არ შეგემჩნია… ლოყაზე აკოცა ბიჭმა.-გრეტა…შენ ხარ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარულიი…მთელინეს დრო შენს ლოდინში მაქვს გატარებული…და ეს ლოდინიც კი მსიამოვნებდა… თვალიდან ცრემლო გადმოუვარდა გრეტას,ოღონდ არა სევდის არამედ სიყვარულისგან გამომწვეული. -ლაზარე მაპატიე…რომ აქამდე ვერაფერი შევამჩნიე… ჩაეხუტა ლაზარეს,ლაზარემ კი ამოისუნთქა ამ ჩახუტებით უთხრა გრეტამ ყველაფერი ბიჭს.მთელი ძალით მოეხვია ლაზარე თითქოს კიდევ ვინმე წართმევდა მის თავს. -ნუ მიხდი ბოდიშს…და ნუ ტირი,ხომ იცი ვერასდროს ვიტანდი შენ ცრემლებს! თვალებიდან ცრემლები მოწმინდა. -ვიცი…-გაეღიმა გრეტასაც-მამა,რომ მაწყნარებდა შენც იქ იდექი და მიბრაზდებოდი ცრემლები არ გიხდება ისევ მეჩხუბეო… გაეღიმა გრეტას მოგონების გახსენებისას. -ვახომ იცი იცოდა…ჩემი შენდამი გრძნობები… ჩუმად ამოილაპარაკა ლაზარემ. -მამამ? თითქოს ვერ იჯერებდა გრეტა მოსმენილს. ლოგინზე წამოწვნენ და გულზე მიხუტა ლაზარემ გრეტა. -ჰოო…ერთხელ,მახსოვს დამიბარა თქვენთან სახლში,ზუსტად შენს საქანელასთან დამსვა და იცი რა მითხრა,მე ვიცი,რომ ჩემი ქალიშვილი გიყვარსო და შენი იმედი მექნება ყოველთვისო,როცა მე მის გვერდით არ ვიქნებიო.-უფრო კარგად მიხუტა გრეტა და იგრძნო თუ,როგორ დაუსველა მაისური გრეტას ცრემლებმა.-თითქოს გრძნობდა,რომ მისი წუთისოფელი ძაალიან მოკლე იყო.მას დავპირდი გრეტა,მიუხედავად იმისა,რომ შენ 10 წელი სხვა ქვეყანაში ცცოვრობდი ყოველი დღე ვიცოდი მაინც შენი… გაუკვირდა გოგოს. -მე არც კი მახსოვდა შენი არსებობა მაგ დროს! თავი აწია და ბიჭს დარცხვენით შეხედა. -ვიცი…იმიტომ არ გახსოვდა ,რომ იტალიელ მატეოს ეპრანჭებოდი. გაიცინა ლაზარემ გოგომ კი თვალები დაჭყითა ძველი “ქრაში” ,რომ უხსენდა,რომელიც თვითონაც არ ახსოვდა. -რას ამბობ ეგ არც კი მახსოვდა… გაიცინა გრეტამ. -ახლა ველოდები პასუხს გრეტა… ლაზარე წამოიწია საწოლზე. -რის პასუხს? ვითომ არ იცოდა რას ეკითხებოდა. -ღირდა ლოდინი?დაფიქრდი რა გინდა ბოლო-ბოლო? გაეღიმათ ორივეს. -მე მეგონა უკვე გითხარი ჩემი დადებითი პასუხი. -მე ქმედებით არ მინდა ყურით გაგონება მინდა… გაეღიმა გრეტას წამოიწია და მუხლებზე დადგა ლოგინზე.მოეხვია ლაზარეს და თითქოს ამით უნდოდა ეთქვა ისევ ,მაგრამ ყურთან ჩუმად დაურჩურჩულა: -მიყვარხარ არადამიანო! ლაზარეს ესიამოვნა,რომ არ დაიხია ისევ უკან გოგო. -ვსო ეხლა ოფიციალირად ჩემი ხარ… ლაზარემ გოგოს სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დაეწაფა. -აი ახლა აასს პროცენტიანი ჩემი გქვია… გაეცინა და გულზე აიკრა გოგო. სანამ გრეტას არ ჩაეძინა იქამდე იყო მასთან,შემდეგ შუბლზე აკოცა საბანი კარგად დაფარა და მშვიდი ნაბიჯებით…გამოვიდა სახლიდან… **** ძაალიან ჩუმად გაიაპარა ანკა ოთახიდან შემდგომ კი სახლიდან…ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით გრეტას ეზოში გადავიდა იქიდან კი ჩხაიძების ეზოში გადავიდა.სახლს გარედან ჰქონსა კიბე ამიტომ მეორე სართულზე ჩვეულებრივ ავიდოდა ისე,რომ არავინ გამოიჭერდა. კარგი ფრთხილად გაღო და დერეფანში მდგომი ლაზარე ,რომ დაინახა იმ წუთასვე ფიქრი დაიწყო,ოღონდ ეხლა ამ იატაკს ჩაეტანა,შერცხვა… გაეცინა ლაზარეს თვითონაც გრეტასგან მოდიოდა,თვალი ჩაუკრა. -ნუ გეშინია მე ჩუმად ვარ! გაუღიმა და თავუს ოთახში შეიკეტა. დერეფანი გაიარა და პირდაპირ შეიჭრა გულ ამოვარდნილი თორნიკეს ოთახში. საწოლში არ იწვა თორნიკე სიბნელეში კი გარჩია. -თოკოოო! ძალიან ჩუმად დაუძახა ეშინოდა ქეთის და თემურის არ გაეგო და რაიმე ცუდი არ ეფიქრათ მასზე. უცბათ შემოატრიალა ანკა თორიკემ და კედელზე აკრო. -ვაიმე გამიხეთქე გულიიი დამპალო! -ამ ღამეს აქ მოსვლა,რაღაც ახალია ხომ? გაეცინა და ტუჩებისკენ წაიწია ,რომ საყვარელი ქალისთვის ეკოცნა ,მაგრამ გაჩერა ანკამ და პირზე ხელო აფარა. -ამისთვის აქ არ მოვსულვარ უბრალოდ მთვრალი მომეჩვენე და მაინტერესებდა,როგორ იყავი! -ჩემზე ნერვიულობდი? ესიამოვნა და ტუჩებზე არა მაგრამ ყელზე დაუწყო კოცნა. -თოკოო თქოო! -მაგ სახელს ,რომ მეძახი თან ასე საყვარლად ,როგორ გგონია გაგიშვებ უფრო ადვილად? -თორნიკე თქოოო! შეცვალა იმ წუთასვე გოგომ ტონიც და კი ნანობდა აქ მოსვლას უკვე. -ძაან მთვრალი არც ყოფილხარ ტყვილად მოვედი! გაწია ბიჭი და გასვლა დაპირა,მაგრამ ვინ გაუშვავ -ჩემთან ტყვილას ვერასდრო მოხვალ! დარჩი არ წახვიდე! -რაის დავრჩე თორნიკე,ვინმემ ,რომ აქ მნახოს იმ წუთასვე შენ ცოლობას მომაწერენ. გაგიჟდა ანკა. -ოჰოო ძალიან მაწყობს მეეე! წელზე მოეხვია ანკას. -მე არ მაწყობს,უნდა წავიდე გამიშვი ხელი. -ერთი პირობით გაგიშვებ ,მაკოცნინეეეე! -მოუნდა ვაჟბატონს,დღესი ლიმიტი ამოწურულია! კმაყოფილი შეხედა და მაინც დაიძვირინა თავი თორნიკეს ხელებიდან. -ეს ლიმიტი მაგრად მაღიზინანებს! გაუმკაცრდა ხმა თორნიკეს. -მოიქცეი წესივრად ,თორემ იცოდე ლიმიტი ჩამოვა 2 კოცნამდე. თვალი ჩაუკრა და კარიდან გასვლას აპირებდა ,რომ დაიჭირა თორნიკემ და მაინც დაცხრა ტუჩებზე. -ლიმიტი მე არ მჭირდება ანკა…მაგრამ თუ შენ გინდა არ მაქვს პრობლემა…მაგრამ იცოდე ლიმიტს უნდა გადავცდე ხომ იცი ჯარიმები,როგორ მიყვარს. -საზიზღარი ხარ! ენა გამოუყო და კარიდან უცბად გავარდა ,რადგან იგრძნო,როკ თორნიკე მეორე რაუნდზე მიდიოდა. ფრთხილად გაიპარა ჩხაიძების ეზოდან და ამჯერად გრეტასთან ავიდა ოთახში და მას ჩაუწვა ლოგინში. -ლაზარეეე! ამოილაპარაკა გრეტამ ძილში,თვალები დაჭყიტა გაკვირვებისგან ანკამ. -ამას გაუფრენია… ჩაიალაპრაკა და დაქალს მიეხუტა… ჩხაიძების გოგობი& ** 31 დეკმერი იყო,ახალ წელს ყველა მოუთმენლად ელოდნენ.ახლა ყველა თითქოს დალაგებული იყო ცხოვრებაში. მალე ხუთი თვის ფეღმძიმე იქნებოდა ლიკუმა და მუცელიც კარგად ეტყობოდა. ბედნიერი იყო ყველა გარშემო.ისევ ერთად იკრიბებოდა ერკეთში ოღონდ ახლა გრეტას სახლში.გრეტას პირველი ახალი წელი იყო მათთან ერათად 10 წლის მერე,მაგრამ მხოლოდ იმაზე წყდებოდა გული ,რომ დედა არ ყავდა გვერდით. ლაზარე და გრეტამ ისე კარგად იყვნენ ერთმანეთთან. სკოლაში გაკვეთილებს,რომ ატარებდა გრეტა ერთი სული ქონდა,როდის გამოვიდოდა ,რომ ლაზარე ენახა,რომელიც სკოლასთან ელოდებოდა,რომ სახლამდე ერთად მისულიყვნენ. ყველა ამ დღისთვის ემზადებოდა თავისი საჩუქრებით. გრეტაც სახლში იყო და ამზადებდა სახალწლო საჭმელებს.გართული იყო ფიქრებში დუდა ,რომ შეუვარდა ხმაურით.დუდას კი ლაზარე მოყვა უკან. -აბაა მასპინძელო დამხვდი… დუდა დაუდგა წინ და სახალწლო წვიმები დახვია გრეტას თავზე. -დუდა რას აკეთებ…მომშორდი ეხლა აქედან.. გაეცინა გრეტას და ეცადა,რომ წვიმები მოეშორებინა თან ლაზარე მივიდა და მოეხვია გრეტას თან ლოყაზე კოცნიდა. -მომენატრე… გრეტაც მოეხვია. ლაზარე დაეხმარა ბოლოს და წვიმებისგან გათავისუფლა გოგო. -არა ეხლა კი არ მოსცილდება გოგოს. ჩაიდუდღუნა დუდამ. -არ მეგონა შინაბერობის კვალი თუ ასე მალე დაეტყობოდა. გაეცინა ლაზარეს და უკიდან მოეხვია გაღიმებულ გრეტას,რომელიც გოზინაყისთვის კაკალს ჭრიდა,თან ყელთან კოცნიდა. -აუ მოდი ასე შევთანხმდეთ..ისევ იჩხუბეთ რააა,ასე უფრო ადვილია თქვენი ყურება. უკვე წუწუნი დაიწყო დუდამ. -ამას ვინ იძახის? ანკა გამოჩნდა სამზარეულოში,რომელიც ასევე ეხმარებოდა გრეტას.-არსება რომელიც,ოღონდ ჩემთვუს ან გრეტასთვის ვინმე ეშოვა და ყველაფერზე თანახმა იყო. -ოოო არ მეგონა თუ მერე ყველაფერი უინტერესო გახდებოდა…! ჩაიიდუდღუნა და სკამზე გადაწვა. -გინდა ინტერესიანი გავხადო ყველაფერი?-გრეტამ შეხედა-ადექი და ნაძვისხის მორთვა დასრულე. -ახლა ნაძვისხე მაწყობინე კიდე რაა… ხელი აიქნია და ფეხი-ფეხზე გადაიდო. -ადე ადე მიდი დუდაა!- ფეხზე წამოაგდო ლაზარემ.-ვერ გაიგე რა გითხრა გრეტამ? -აი ნახე რა შეყვარებულის მხარესა,შენ არ იცი ჯერ ძმაკაცობა!ქალები მერე… -დუდა თუ გინდა ახალ წელს დალურჯებული არ შეხვდე გადი აქედან და აწყვე ნაძვისხე! -მე რატო კი მარა? -იმიტომ,რომ შენ გადმოანგრიე ეგ ნაძვისხე თან ვერ ვასწრებ მე. გრეტამ გასცა პასუხი. -უჰ კარგი ხო… მისაღებ ოთახში გავიდა დუდა უკან მიყვა ლაზარეც.რამდენიმე წუთში კი გაბრაზებული სახით ლიკუნა შევიდა სამზარეულოში,მაგრამ საჭმელების ნაირ ნაირი სუნი,რომ იგრძნო იმ წუთასვე გაეღიმა. -ვაიმე რა სუნებიააა… -ჩემი გოგო მოვიდააა… გაუხარდა გრეტას გოგოს დანახვა-ნახე ,რა უნდა გაჭამო. გადანახული ნამცხვრის ნაჭრები დაუდო წინ. -ვაიმეე ,როგორ მინდოდა…ანკა გიორგის თუ ფანჯრიდან დაინახავ იმ წუთასვე მანიშენ! მაგიდას მიუჯდა და ისე გემრიელად დაიწყო ჭამა ლამის გოგოებიც მიუჯდნენ და გაყოფა სთხოვეს. -რატომ ემალები გიორგის? იკითხა გრეტამ. -დამღალა…ნელა იარრეო,ნუ დგები იწექიო.კიდევ ტკბილის ჭამას მიშლის არ შეიძლება ამდენი ტკბილიო,მე მააგას ბავშვს აღარ გავუჩენ,ეხლა ვხდები ხუთი თვის და უკვე დამტანჯა მისმა გაკონტროლებამ,მალე მოვიდეს აპრილი,რომ გაგაჩინო თორემ მამაშენს მივახრჩობ შვილო. ხელი გადაუსვა გამობირცულს მუცელს და მეორე ნამცხვრის დაგემოვნება დაიწყო. -უკვე ამ ორმა ფსიქიკა დამინგრიეს სახლში ყოფნისას! თვალები გადატრიალა და გაეცინა ლიკუნას შემხედვარე. -იმედია ჩემი ძმიშვილი,ცოტა ნორმალირი მაინც იქნება . გაეცინა გრეტას. -მამიდაც არ ყავს დალაგებული მაგ ბავშვს! თორნიკე გამოჩნდა ოთახში. -ოჰჰ შენ ხომ ხარ რაა… -კიი ვარრ ,ბიძა ეყოლება სასწაული.. თორნიკე ანკასთან მივიდა და ლოყებზე დაუწყო წვალება. -კიდევ გგონია,რომ ამის ცოლი გავხდები ამას. გაეცინა გრეტას ამ ორი გიჟის შემყურე. -და შენ გგონია ,რომ შინაბერა დარჩები?ნურას უკაცრავად… ძლივს გაჩერებინა გოგოს თავი და ლოყაზე აკოცა,შემდეგ ლიკუნას შეხედა თორნიკემ. -ღმერთო როგორ გემრიელას ჭამს… ცოტახანში გიორგიც შემოვიდა ოთახში და ჭყიტა თვალები ლიკუნამ ,მაგრამ ბედნიერი იყო,რადგან ჭამა უკვე დაესრულებინა და ვერ გამოიჭერდა ქმარი. საეჭვოდ მოავლო თვალი სამზარეულოში მყოფებს და მერე ორსულ ცოლს მიუახლოვდა. -რატომ არ მითხარი,რომ აქ მოდიოდი?თან მარტო გადმოხვედი! გვერძე მიუჯდა და დაკვირდა ლიკუნას მოთხუპნულ ტუჩებს,რომელსაც ეტყობოდა ნაპოლეონის და მედოკის კრემი ,გაცინება უნდოდა გიორგის ისეთი საყავრელო იყო. -რა გინდა გიორგი?ვერ ხედავ ძაალიან კარგად ვართ მე და შენი შვილი. ჩაიდუდღუნა და შეკრული წარბებით შეხედა. -გრეტა რამდენი ნაჭერი ნამცხვარი აჭამე? გაბრაზებული მზერით გახედა გრეტას.ლიკუნა კი ანიშნებდა,რომ მოეტყუებინა. -არა არ უჭამია არცერთი… კმაყოფილმა ღიმილით შეხედა ლიკუნამ. მაგრამ გიორგი რის გიორგი იყო არა? იმ წუთავეს აკოცა ტუჩებზე,სადაც კრემი ესვა. -მედოკი და ნაპოლეონი? წარბ აწევით კითხა. -კი მაგრამ საიდან გაიგე? -ლიკუნა მთელი კრემი პირზე გისვია! -ოოო ყველაფერი შენი ბრალოა გიორგი! იმ წუთავეს შეტევაზე გადავიდა ლიკა. -მე რა შუაში ვარ? -თავში ხარ…და კიდევ დღეს რასაც მინდა და რა დოზითაც ისე შევჭამ თუნდაც მთელი ჟარუნა ნამცხვარი იყოს. დაემუქრა. -გრეტა ხომ შევჭამ?ანკააა? დაიხმარა გოგოები. -კი ლიკ კიდევ მაქვს ნამცხვრები გადანახული! -გიორგი ნუ აბუქებ!ჩემს ძმიშვილს ახლა კარგი კვება სჭირდება დედიკოს მუცელში!! -თქვენი მხარის აბმა უნდოდა ამას! გადაქნია თავი გიორგიმ. გოგოებმა ყველაფერი დასრულეს,ის კი არა ლიკუნა ისე ეწუწუნა ყველას ბოლოს მაგიდასთან დასვეს დანა დაჭერინეს და გრეტას დაწყებული გოზინაყის კაკალი მას დაჭრევინეს. სუფრაც გაშალეს,თან დუდას უყურებდნენ ,როგორ გულმოდგინედ ცდილობდა,რომ ნაძვისხე აეწყო. პირველი ახალო წელი იყო ათი წლის შემდეგ ამ სახლში.ძაალიან დიდი დრო იყო გასულ დროს კი ყველა და ყველაფერი შეცვალა,მაგრამ ერთადერთი არ შეუცვლია მხოლოდ.სიყვარული და პატივისცემა ქონდა შენარჩუნებული,რომელიც არც არასდროს გატყდებოდა. ფანჯარასთან იდგა გრეტა და ერთი ,რაც დღეს აქ აკლდა მშობლები იყვნენ,ერთი გარდაცვლილი და ერთი ცოცხალი. ძაალიან უნდოდა დედამისი მასთან და მის საყვარელ ხალხთან ყოფილიყო,მაგრამ ისევ ვერ შეძლო ანამ…ნუ შეიძლება ასეც ეგონა გრეტას. -გრეტ წამო… ანკამ დაუძახა და უკან გაყვა. უკვე ყველა შეკრებილი იყო გრეტასთან.იამზე,ნოდარი,თემური,ქეთი,ლიკა,გიორგი,ანკა,თორნიკე ჩვენი მარტოხელა დუდაც,მაგრამ ლაზარეს ვერ მოკრა თვალი მხოლოდ გრეტამ,გაუკვირდა მისმა აქ არ ყოფნამ. -ლაზარე სად წავიდა? -ოოო რა დროს ლაზარეა გრეტა დაჯექი ღვინო მაქვს დასალევი! დაიყვურა დუდამ და ღვინის ჭიქა მაღლა აწია. ყველა მიუჯდა გაშლილ სუფრას,მაგრამ გრეტას ლაზარე აკლდა. ტელეფონზეც კი მიწერა სად წავიდა ,მაგრამ არ უპასუხა.ცოტა ანერვიულდა კიდევაც. -ვნერვიულობ ანკა! გადაურჩურჩულა ჩუმად მეგობარს. -ნუ დარდობ უბრალოდ რაღაც საქმე ქონდა… გადაურჩურჩულა ასევე მანაც. სადღაც 20 წუთში კი მოადგა ლაზარეს მანქანა გრეტას სახლს. იმ წუთასვე ფეხზე წამოხტა და გარეთ გავიდა უკან მიყვა ყველა თითქოს რაიმეს ან ვინმეს ელოდნენ… -ლაზარე სად იყავი? მიუახლოვდა მანქანიდან გადმოსულ ლაზარეს. -იმ საქმეზე,რომელიც შენ ცრემლესაც მოგადენს და კარგადაც გაიხარებ.შუბლზე აკოცა და მანქანისკენ გახედა საიდანაც ანა გადმოვიდა. მართლაც გაღიმა გრეტა და ცრემლებიც მოგვარა. -დედააა! დაიბნა გრეტა ვერ შორდებოდა ლაზარეს. -მიდი გრეტა ჩაეხუტე! უთხეა ლაზარემ და იმ წუთასვე მივარდა დედას. -დედიკოოოო! გადაეხვია. -შენ შეძელი დეეე,ვიცოდი,რომ შეძლებდი. გრეტა ტიროდა თან ეხუტებოდა ქალს. -შენი დამსახურებით შვილო… შემდეგ ანამ ყველა მოისიყვარულა.თავიდი ძველი მეგობრები,რომელიც ასე ენატრებოდა. ხელახლა გაიცნო თორნიკე,ანკა,გიორგი და ლიკუნა,რომლებიც ბავშვები დატოვა და დიდები დახვდნენ. გრეტა ლაზარესთან მივიდა და მოეხვია. -ლაზარეე…მადლობა… აწია და ლოყაზე აკოცა. -მე მეგონა უფრო დიდი საქმე გავაკეთე და სხვაგან კოცნას დავიმსახურებდი… გაეცინა გრეტას და ხელით მოეფერა ლაზარეს სახეს. -ეგ ცოტა მიფარებულ ადგილზე,ახლა ყველა გვიყურებს… -როგორ გაცუღლუტდი გრეტა?! მოეხვია და დაბზრიალა გოგო,ყველამ გრეტას კისკის გაგონებისას მათკენ მიბრუდნენ.ყველას გულებში თავიანთი ბედნიერება იყო. მხოლოდ დუდა იდგა არეული სახით. -არა ეს სიყვარული კარგი,რომ იყოს ესენი დამასწრებდნენ რაა… ამოილაპარაკა და სახლში შევიდა,ყველას გაეცინა დუდას სიტყვებზე. ეხლა ნაღდად სრული შემადგენლობა იყო სუფრაზე მჯდომების,ერთუ ადამიანი აკლდა ვახო და დაეწმუნებული იყო ანა,რომ მისი მშვენიერი სული მათთან ტრიალებდა. ერთმანეთი საჩუქრებითაც დასაჩუქრეს და ყველა ეზოში გამოვიდა,რომ ფეირვეკებით შეხვედროდნენ ახალ წელს. წელს რომელიც მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა. იმ ჯადოსნურ ღამეს ძმებმა ჩხაიძებმა ერთდროულად თხოვეს ხელო ანკას და გრეტას. ყველა გაოცებილი იყო. გრეტა და ანკა ხომ საერთოდ. ორივეს თანხმობა ძაალიან განსხვავებილი იყო. ანკა,რომელიც ემუქრებოდა ,რომ ცოლად არ გაყვებოდა იმხელაზე დაიყვირა “კიიიიიი”,რომ ლამის ყველას ყურის ბარაბანი გაუხეთქა,ხოლო გრეტა ძაალიან მშვიდი პასუხი ქონდა,დაჩოქილ ლაზარეს მოეხვია და ყურში უთხრა თანახმა ვარო. უბედნიერესი იყო გარშემო ყველა,მითუმეტეს ქეთი. თემურს მოეხვია და ცრემელბს მისცა გასაქანი,რომ გადმოცვვენილიყო. ლიკუნა კი გიორგის ეხვეოდა და ტიროდა. ვერ წარმოიდგენთ დუდას და იამზეს დუო,როგორ გახარებულები იყვნენ ძლივს ანკა მოიშორეს თავიდან და გრეტა დაოჯახეს. ანა იქვე იდგა და უყურებდა მის ბედნიერ შვილს თუ ,როგორ გაიზარდა.აღარ იყო ისევ ის პატარა გოგო დამოუკიდებლად გადადგილება ,რომ უჭირდა. ახლა აქეთ შეძლო ანას დახმარება.ანამ ვახოს ფოტოს შეხედა და ცრემელები გადმოუგორდა,აკლდა საშინლად მისი არ ყოფნა,მაგრამ გრძნობდა თუ როგორ ახლოს იყოო ვახო მასთან. მართლაც იიქ ტრიალებდა ვახოს აჩრდილი,რომელსაც ხელი ცოლზე ჰქონდა გადახევული და მასთან ერთად ტიროდა.თავის გახარებულ შვილს უყურებდა და ხვდებოდა თუ როგორი კარგი არჩევანი იყო ლაზარეე… *** საქანელასთან იჯდნენ იმ ღამეს გრეტა და ლაზარე.თმაზე ეფერებოდა გოგოს. -5 შვილი მინდა გრეტა! თვალები დაჭყიტა გოგომ. -რა ამბავია! -ბევრია?არადა თავიდან 8 მინდოდა,მაგრამ შემეცოდე! გაეღიმა და გოგოს ტუჩებს გადაწვდა და მოწყვეტით აკოცა. -რა დროს შვილებია ლაზარე…ნუ მკოცნი! -დამიჯერე ჩვენთვის არავის სცალლია არ გესმის დუდას ომახიანი ხმა და იმათი სიცილის ხმა? -დუდას მართლა არავინ ყავს? -აზრზე არ ვარ?მაგას ვინ უნდა გაყვეს გიჟია! -რატომ?სინპატიური ბიჭია… გაუღიმა გოგომ. -გრეტა არადა მე უნდა ვიყო შენთვის ერთადერთი კაცი სინპატიური. წარბ აწევით გადახედა გოგოს. -არ გამოვა ჩემო ლაზარე ეგ,შენ თუ 5 შვილი გინდა თან ბიჭები შენზე სინპატიურებიც შეიძლება იყვნენ. -რას ამბობ ეხლა შენ?ეგოისტობას ნუ დამაწყებინებ ჯერ არ გაკეთებულ შვილებზე. გაეცინა და გოგოს წელზე კარგად მოხვია ხელები. -იცი გრეტ 4 ბიჭი და 1 გოგო მინდა. -ეგრე რატო? -იმიტომ,რომ მეტო გოგო,რომ მყავდეს ვერ გავათხოვებ მოვკვდები…ან ეს ერთი,როგორ უნდა გავათხოვო? უკვე ნერვიულობა დატყობოდა ლაზარეს ხმაში,რაზაეც გრეტამ კისკისი დაიწყო. -რა გაცინებს გრეტააა? -რა ღადაობა იქნება 4 გოგო და 1 ბიჭი,რომ გვყავდეს! -რატომ ითარსები საყვარელო? გაეცინა ლაზარესაც ფეხზე წამოდგა გრეტასთან ერთად და წინ დაიყენა. -გრეტა სასწულას გამიმართლა შენში…! დაიხარა და ტუჩებზე ძაალიან ნაზად შეხო. -მიყვარხარ ლაზარე ჩხაიძე! ხელში აიყვანა ლაზარემ და ისე დატრიალა,ბოლოს კი დუდას ხმა გაიგეს. -სიყვარული აბრმავებს გავიგეო,მაგრამ ლაზარე,როგორ არ გახსოვს,რომ ჯერ ძმაკაცები შემდეგ ლაზარე! გაეცინათ მომღიმარ წყვილს და ხელ ჩაკიდებულები შევიდნენ და შეურთნენ საყვარელ ხალხს. სასწაული იყო მათი ასეთი ურთიერთობა,ძაალიან გაუმართლათ ყველას ერთმანეთში. ერკეთში იმ ღამეს ყველას სახლებში სითბო და სიყვარული იყო,როგორც ეს კალამდაძების სახლში იყო. ვახოს ოჯახი მყარად იდგა ისევ მთავრი ეს იყო… დასასრულიიიი! ——•— |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




