შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ოთხმოცდახუთი მიზეზი,რომ შემყვარებოდი" (ნაწილი IV)


დღეს, 00:30
ავტორი Mariana_045
ნანახია 7

თავზე ჩამომენგრა ეს პატარა ზღაპარი...თურმე, სანამ მე მის მზერაში საკუთარ ადგილს ვეძებდი, მის გულამდე სხვას უკვე მიუღწევია. თურმე, ის ღიმილი, რომელსაც ნელ-ნელა ვეჩვეოდი, ალბათ სხვის წერილებსაც მოჰქონდა. ალბათ სხვასაც ელოდა დილაობით, სხვასაც უყვებოდა დღის ამბებს და სხვასაც ჰქონდა უფლება, მის გვერდით ყოფილიყო.მე კი ამას მაშინ მივხვდი, როცა უკვე ძალიან გვიანი იყო - როცა მასთან ერთად გატარებული დრო ჩვეულებრივ დღედ აღარ მეჩვენებოდა და მისი ხმა დღის ყველაზე სასიამოვნო ნაწილად მექცა. როცა მის გვერდით ყოფნა სურვილი კი არა, რაღაც აუცილებლობას დაემსგავსა.ყველაზე უცნაური ის იყო, რომ პირველად არ მინდოდა ამ გრძნობისგან გაქცევა. პირიქით - მინდოდა დარჩენა, თუნდაც,ის ადგილი, რომლისთვისაც ასე შემიყვარდა ბრძოლა, სინამდვილეში თავიდანვე სხვისი ყოფილიყო.და მაშინ პირველად ვიგრძენი, როგორი მტკივნეულია, როცა ადამიანი შენთვის ახლა ხდება მთელი სამყარო, მაშინ როცა შენ მის სამყაროში უკვე ვიღაცის შემდეგ მოდიხარ.ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სასტუმროში გვანცა მოვიდა - გაგას და.და ამ ერთ კვირაში ყველაფერი ისე შეიცვალა, ვერც კი მივხვდი, როდის.ყოველი დღე წინაზე უფრო მხიარული იყო. თავისუფალ დროს სულ მათთან ვატარებდი. ხანდახან მართლა მავიწყდებოდა,რომ იმ სასტუმროში მიმტანი ვიყავი.ხან ჯოკერს ვთამაშობდით, ხან რაღაც ახალ თამაშს ვიგონებდით, ხან საერთოდ არაფერს ვაკეთებდით, საათობით ვისხედით და ერთმანეთის უაზრო ისტორიებზე ვიცინოდით.თითქოს ერთმანეთს დიდი ხანი ვიცნობდით.სამუშაოს შემდეგ კი ერთი ახალი აქტივობაც შემოვიმატეთ- სანაპირო.საღამოს, როგორც კი ვთავისუფლდებოდი, მათთან ერთად სანაპიროზე მივდიოდი. ხან ვსეირნობდით, ხან ვსაუბრობდით და ხანაც ხელბურთს ვთამაშობდით.გაგას ძმაკაცებიც ნელ-ნელა ახლოს გავიცანი, რაც ყველაზე უცნაური კი ის იყო, მათაც ძალიან მალე შევეჩვიე. თითქოს წლებია ვიცნობდი მათ. ხან რაზე ვკამათობდით, ხან რაზე ვიცინოდით, ხანაც ერთმანეთის გაბრაზებას სპეციალურად ვცდილობდით.ალეკო რაღაცას გამეხუმრებოდა,მერე დათოც აყვებოდა და საატობით ვიცინოდით.ყველაფერი იმდენად ბუნებრივად ხდებოდა, რომ აღარ ვფიქრობდი, სად ვიყავი და საერთოდ როგორ მოვხვდი ამ ადამიანების ცხოვრებაში.უბრალოდ, ბედნიერი ვიყავი.მაგრამ გვანცა...ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რაღაც აშკარად შეიცვალა.ხშირად იყო გაღიზიანებული. ზოგჯერ ისე მიყურებდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ბოლო წამს თავს იკავებდა. ხანდახან ჩვენს საუბარშიც კი უცებ ჩუმდებოდა.რამდენჯერმე ვკითხე კიდეც:
-გვანცა, რა გჭირს? - ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს მპასუხობდა.
-არაფერი. - მაგრამ აშკარად რაღაც იყო.უბრალოდ, არ ვიცოდი რა.ერთ საღამოს, სამუშაოდან გამოვდიოდი, როცა სასტუმროს ეზოსთან გაგა დამეწია.
- მარ, გცალია დღეს? - გავჩერდი და მისკენ შევბრუნდი.
- რა ხდება?
- სანაპიროზე ვაპირებთ გასვლას. წამოხვალ?
- არამგონია.
- გთხოვ.
- ვერ წამოვალ, გაგა.
- რატომ?
- უბრალოდ დაღლილი ვარ. - გაგამ რამდენიმე წამი მიყურა, მერე გაეღიმა.
- ძალით წაგიყვანო? - მეც გამეცინა.
- ვერ შეძლებ. - სწორედ ამ დროს მომიახლოვდა.
- იცოდე, დაგიჭერ და ისე წაგიყვან.
- გაგა, ვერ გაბედავ.
- დარწმუნებული ხარ?
- ასი პროცენტით.
- კარგი. - ერთი ნაბიჯით კიდევ მომიახლოვდა.
- მაშინ თვითონ მოგიწევს წამოსვლა. - მის სახეზე ისეთი თავდაჯერებული ღიმილი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ მართლა შეძლებდა ჩემს მხარზე გადაკიდებას და სანაპირომდე წაყვანას.
- კარგი, კარგი! - სიცილით დავნებდი. - მოვდივარ.
- აი, ასე. - ცოტა ხანში უკვე სანაპიროზე ვიყავით.ბიჭები იქ დაგვხვდნენ და დიდხანს არც გვილაპარაკია - ქვიშის ხელბურთის თამაში გადავწყვიტეთ.გაგამ ჩემ გვერდით დაიკავა ადგილი.
- დღეს შენ ჩემთან ხარ.
- ანუ თუ წავაგეთ, მე დამაბრალებ?
- არა.
- აბა?
- თუ მოვიგებთ, ორივეს დაგვაწერენ გამარჯვებას.
- და თუ წავაგებთ? - გაგამ ჩაიცინა.
- მაშინაც ორივეს.
- კარგი პარტნიორი ხარ.
- ვიცი. - თამაში დაიწყო.პირველი წუთებიდანვე ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. მეორე მხარეს ალეკო და დათო იყვნენ და აშკარად გადაწყვიტეს, მარტივად არ დაეთმოთ თამაში.ქვიშაზე სირბილი ისედაც რთული იყო, თან ოთხივე ისე ვიყავით ჩართული, თითქოს ჩემპიონატის ფინალი გვქონდა.
- მარ, მარცხნივ! - დამიყვირა გაგამ.ბურთს გავეკიდე, ძლივს მივასწარი და უკან გადავუგდე.
- გაგა! - მან ბურთი დაიჭირა და მაშინვე დარტყმა გააკეთა.ქულა.
- აი, ეს იყო! - გამეცინა.
- გითხარი, რომ კარგი პარტნიორი ვიყავი. - ალეკომ მაშინვე დაიძახა:
- თქვენ ორს ცალკე ტაქტიკა გაქვთ თუ სიყვარულის ძალით თამაშობთ?!
- ალეკო, გაჩუმდი! - სიცილით ვუპასუხე.
- მე უბრალოდ თამაშის ანალიზს ვაკეთებ! - თამაში ისევ გაგრძელდა.ბოლო წუთებზე ანგარიში თითქმის თანაბარი იყო.ყველას დაძაბული გვქონდა ნერვები.ბოლო ბურთი დათოს ჰქონდა.გაგამ წინ გადამწია.
- მარი, მზად ხარ?
- მზად ვარ! - დათომ ბურთი მოარტყა.მე ინსტინქტურად გავიწიე მისკენ, ბურთს ხელი მოვკიდე და გაგასკენ გადავაგდე.გაგამაც არ დააყოვნა.ბურთი პირდაპირ მოწინააღმდეგე მხარეს გადავარდა.სიჩუმე.შემდეგ ალეკომ იყვირა:
- არააა! - ჩვენ მოვიგეთ.სიხარულისგან საერთოდ აღარ ვფიქრობდი.გაგასკენ გავიქეცი და ისე ჩავეხუტე, თვითონაც კი მოულოდნელად აღმოჩნდა.
- მოვიგეთ! - სიცილით ვუთხარი.გაგამ წამით გაკვირვებულმა შემომხედა, მერე ხელები მომხვია და გაეღიმა.
- გითხარი, რომ კარგი პარტნიორი ვიყავი. - უკნიდან ალეკოს ხმა გაისმა:
- ეეე, ხალხო! ხელბურთი ვითამაშეთ თუ ნიშნობა იყო?! - ყველას სიცილი აგვიტყდა.დათომ თავი გააქნია.
- ალეკო, წაგება ვერ გადაიტანე?
- მე წაგებას გადავიტან, მაგრამ ამათი ჩახუტება იყო ჩემთვის უფრო მტკივნეული! - გაგამ სიცილით გადახედა.
- ეჭვიანობ?
- თქვენზე? - ალეკომ თავი გაისულელა. - არა, კაცო. უბრალოდ წესებში ეწერა, რომ გამარჯვების შემდეგ მეტოქესთან უნდა ჩახუტებულიყავი და მე რატომ არავინ ჩამეხუტა?
- იმიტომ, რომ წააგე, - ვუთხარი სიცილით.
- აი, ხედავ, გაგა? უკვე დაგიცვა. ცუდადაა საქმე. - გაგას გაეღიმა.მე კი ისევ მის გვერდით ვიდექი.უცებ დავიბენი და ოდნავ უკან დავიხიე.გაგამ არაფერი თქვა.უბრალოდ ისე შემომხედა, თითქოს იმ ჩახუტების გაგრძელება მისთვისაც სრულიად ბუნებრივი იქნებოდა.
ამის შემდეგ კი ის საღამო დადგა,როცა ყველაფერი გავიგე.ის დღე რატომღაც ჩვეულებრივად არ დაწყებულა.დილიდან ისეთი გაუსაძლისი სიცხე იდგა, თითქოს ქალაქსაც კი უჭირდა სუნთქვა. მე კი, რატომღაც, იმ დილით ჩვეულებრივზე ადრე გამეღვიძა. უფრო სწორად, სპეციალურად დავაყენე მაღვიძარა. მინდოდა, სამსახურში წასვლამდე კარგად მოვწესრიგებულიყავი.ტანსაცმლის არჩევას ალბათ ნახევარი საათი მოვანდომე. ჯერ ერთი ჩავიცვი, სარკეში ჩავიხედე, მერე გამოვიცვალე, მერე ისევ პირველს დავუბრუნდი.საბოლოოდ კი მივხვდი, რომ გადაწყვეტილებას მარტო ვერ მივიღებდი.დილის შვიდის ნახევარზე ტელეფონი ავიღე და ელენეს დავურეკე.
- გოგო, გაიღვიძე...
- მარი... - ძილნარევი ხმა გაისმა. - რომელი საათია?
- ალბათ... შვიდის ნახევარი - რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა,შემდეგ კი თითქოს ცეცხლში ნავთით სავსე ბოთლი ჩააგდეოს,ისე აფეთქდა ელენე.
- შენ საღ ჭკუაზე ხარ? შვიდის ნახევარია?!ილოცე,რომ კვდებოდე თორემ,ჩემ ამ დროზე გაღვიძებას ვერ გადაურჩები.
- შენი აზრი მჭირდება.
- მარი, ამ დილით რომ გამაღვიძე, ჩემი აზრი კი არა, ფსიქოლოგი გჭირდება.
- ორი ტანსაცმლიდან უნდა ამარჩევინო, რომელი უფრო მიხდება.
- არანორმალურო... დამაძინე. - ბევრი წუწუნის, ამოსუნთქვისა და ლანძღვის შემდეგ, ელენემ საბოლოოდ ღია ატმისფერი ქვედაბოლო ამარჩევინა. ზემოდან თეთრი მაისური ჩავიცვი, თმა დავიწანი, თავზე თეთრი შარფი შევიკარი და მხოლოდ ოდნავ გავიკეთე მაკიაჟი.სარკეში რომ ჩავიხედე, პირველად იმ დილით გამეღიმა.არ ვიცოდი, რატომ ვცდილობდი ასე ძალიან კარგად ყოფნას.ან შეიძლება ვიცოდი.უბრალოდ, საკუთარ თავთან აღიარება არ მინდოდა.სამსახურში რომ მივედი, გაგა ვარჯიშზე ჯერ არ იყო წასული. სასტუმროს ეზოში იჯდა და დილის ყავას სვამდა.როგორც კი დამინახა,ზუსტად იმ წამს ყავა გადასცდა.რამდენიმე წამით გაშტერებული შევყურებდი, სანამ სიცილს ძლივს მოვუყარე თავი.
- კარგად ხარ? - ძლივს ვკითხე, სიცილი რომ არ დამწყებოდა.გაგამ კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა.
- კი. ყავა იყო ცუდი.
- ყავა?
- ჰო.
- უცნაურია, აქამდე მშვიდად სვამდი. - შემომხედა და გაეღიმა.იმ დღეს მისი ღიმილი განსაკუთრებით ბევრჯერ ვნახე.მთელი დღე თითქოს არაფერი არსებობდა იმ პატარა სამყაროს გარდა, რომელშიც მე და გაგა ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ვუახლოვდებოდით ერთმანეთს.მისი ერთი ხუმრობა, ჩემი სიცილი, შემთხვევით გადაკვეთილი მზერები,საუბარი...ყველაფერი ისეთი მარტივი იყო.ისეთი ბედნიერი.იმ დღეს ჯერ კიდევ მეგონა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო.ვერ წარმოვიდგენდი, რომ საღამოს ის პატარა ზღაპარი, რომლის არსებობაც ასე ძლივს გავბედე დამეჯერებინა, დასასრულისკენ მიიწევდა.სწორედ იმ საღამოს გავიგე ყველაფერი.სანაპიროზე ვიყავით. ქვიშაზე ხელბურთს ვთამაშობდით. მზეს უკვე ნელ-ნელა დაეწყო ჩასვლა და ზღვის ზედაპირზე ოქროსფერი ზოლი გაჩნდა.პირველი ტაიმი ახალ დასრულებული გვქონდა, როცა ბიჭებმა გადაწყვიტეს, ზღვაში შესულიყვნენ.
- მარი, წამოხვალ? - დამიძახა გაგამ
- არა, თქვენ წადით. ცოტა დავისვენებ. - ბიჭები სიცილით გაიქცნენ ზღვისკენ.გაგაც მათ გაჰყვა.სანაპიროზე მხოლოდ მე და გვანცა დავრჩით.რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად ვისხედით.მე ქვიშაში ფეხის თითებით ვათამაშებდი და პერიოდულად ზღვაში მყოფ ბიჭებს შევყურებდი.გვანცა კი ჩემს გვერდით იჯდა და აშკარად რაღაცაზე ფიქრობდა.მერე უცებ შემომხედა.
- მარი... - მის ხმაში ისეთი სერიოზულობა იყო, რომ მეც მაშინვე მისკენ შევბრუნდი.
- ჰო? - გვანცამ რამდენიმე წამი მიყურა, თითქოს სიტყვებს არჩევდა.
-რაღაც უნდა გითხრა...
- რა უნდა მითხრა? - მზერა ზღვისკენ გადაიტანა.
- გაგას შეყვარებული ჰყავდა. - თითქოს ეს სიტყვები ძალიან ჩვეულებრივად მითხრა, მაგრამ ჩემში რაღაც ხმაურით ჩამოინგრა.
- ჰყავდა? - ძლივს გავიმეორე.
- ჰო... ნინო. - სახელი პირველად მესმოდა, მაგრამ უცნაურად ნაცნობად მომეჩვენა. ალბათ იმიტომ, რომ იმ წამს ჩემს გონებაში ყველა ის პატარა დეტალი ერთმანეთს დაუკავშირდა - მისი ტელეფონისკენ გაპარული მზერები, ის იშვიათი მომენტები, როცა უეცრად ჩუმდებოდა, გვანცას ბოლო დღეების გაღიზიანება...
- და ახლა? - ვკითხე თითქმის ჩურჩულით.გვანცამ ამოიოხრა.
- ახლა აღარ არიან ერთად. - მის პასუხს ვერ მივხვდი.
- რას ნიშნავს, აღარ არიან ერთად?
- სანამ აქ წამოვიდოდა, დაშორდა. სწორედ ამიტომ ჩამოვედი მეც. მინდოდა, გაგა და ნინო შემერიგებინა. მეგონა, უბრალოდ გაბრაზებულები იყვნენ ერთმანეთზე და ცოტა დრო სჭირდებოდათ. - გვანცა წამით გაჩუმდა.ამჯერად პირდაპირ შემომხედა - შეიძლება გაგას შენ მიმართ გრძნობა აქვს, მაგრამ... მე მაინც არ ვარ დარწმუნებული, რამდენად სერიოზულია ეს.
- რას გულისხმობ?
- შეიძლება უბრალოდ დროის გასაყვანად არის შენთან ან ნინოს გადასავიწყებლად - მისმა სიტყვებმა უცებ დამაბნია.
- დროის გასაყვანად?
- ჰო. ნინოსთან დაშორება მისთვის მარტივი არ ყოფილა. მე ვიცნობ ჩემს ძმას. ასე ადვილად ვერ დაივიწყებდა ადამიანს, რომელიც უყვარდა. შეიძლება შენთან ყოფნა ახლა უბრალოდ ეხმარება, რომ ნინოზე აღარ იფიქროს.იქნებ თავი ცოტა შორს დაიჭირო. სანამ თავად არ გაერკვევა, სინამდვილეში რა უნდა. - ვერაფერი ვუთხარი.
- მე არ გეუბნები, რომ ცუდი განზრახვა აქვს, - დაამატა მან. - უბრალოდ, არ მინდა ბოლოს შენ გეტკინოს. გაგას ხასიათი ვიცი. როცა რაღაცას განიცდის, ზოგჯერ თვითონაც ვერ ხვდება, რას აკეთებს. - თვალები ამიწყლიანდა.
- მაგრამ... მე ხომ არაფერი მომითხოვია მისგან.
- ვიცი.
- არც ის უთქვამს, რომ ვუყვარვარ.
- არც მე მითქვამს, რომ უყვარხარ, მარი. - ეს სიტყვები ყველაზე მეტად მეტკინა.გვანცამ ამოისუნთქა. - უბრალოდ გეუბნები, ფრთხილად იყავი. შეიძლება ახლა შენთან ყოფნა მოსწონს, შენი ყურადღება, შენი სიცილი... მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ნინო დაივიწყა - თავი დავხარე.უცებ ყველა ის მომენტი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ბედნიერ მოგონებად მეჩვენებოდა, ეჭვმა დაფარა.მისი დილის შეტყობინებები...მისი მზერა...ის იშვიათი ღიმილი...ყველაფერი თავიდან გადაფასება დავიწყე.იქნებ მართლა უბრალოდ ვავიწყებდი ნინოს?იქნებ როცა ჩემთან იცინოდა, სინამდვილეში სხვაზე ფიქრობდა?იქნებ ის მზერებიც, რომლებიც ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავდა, მისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავდა?გვანცას ბოლო სიტყვებმა კი საბოლოოდ დამანგრია:
- მე ჩემს ძმას ვიცნობ, მარი... ნინოს ასე მარტივად ვერ დაივიწყებდა. - იმ წამს ყველაფერი გადამავიწყდა.ჩანთა ავიღე, ფლოსტები ჩავიცვი და უკან მოუხედავად წამოვედი.გაგასთვისაც არაფერი მითქვამს.უბრალოდ წამოვედი.გზაში ცრემლებმა თავისით გაიკვალეს გზა ჩემს სახეზე.გულწრფელად ვტიროდი.ერთ მომენტში კი ვეღარ ამოვისუნთქე... იმდენი ცრემლი მქონდა, თითქოს სუნთქვაც კი დამავიწყდა.და მთელი გზა ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში:თუ კი მხოლოდ დროის გასაყვანი ადამიანი ვიყავი, მაშინ რატომ შემიყვარდა ასე ძალიან?იქვე, ასფალტზე ჩამოვჯექი.ფეხებში ძალა აღარ მქონდა. ხელები მიკანკალებდა. ტელეფონი ძლივს ამოვიღე და ელენეს ნომერი ავკრიფე.რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა.
- ალო?
- ელე... - ხმა გამიწყდა. - გთხოვ, მიშველე.
- შავტუხ, ტირი? რა ხდება? - პასუხის გაცემას ვცდილობდი, მაგრამ ცრემლები ისევ თავისით მოდიოდა.
- ელე... წამიყვანე, გთხოვ.
- სად ხარ, მარ?
- სანაპიროზე... პარკთან ახლოს... ელე, გთხოვ, მოდი და წამიყვანე.
- კარგი, არ ადგე. სადაც ხარ, იქ დარჩი. მოვდივარ. - ელენემ ისე სწრაფად გათიშა, ვერც კი მოვასწარი მისთვის რამის თქმა.და მართლაც...სინათლის სიჩქარით გაჩნდა ჩემთან.როგორც კი დამინახა, სახეზე ფერი დაეკარგა.
- მარი! - ჩემამდე სირბილით მოვიდა და მაშინვე გულზე მიმიხუტა.მე კი უკვე ვეღარაფერს ვაკეთებდი.მთელი სხეული მიკანკალებდა. თავი მის მხარზე მქონდა მიყრდნობილი და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რამდენიმე წუთში შეიძლებოდა გონება დამკარგვოდა.
- წამოდი, წამოდი ჩემთან... - ელენემ ხელი მომხვია და წამომაყენა.როგორ მივედით ტაქსამდე, საერთოდ არ მახსოვს.ტაქსიში როგორც კი ჩავსხედით, თავი ელენეს კალთაში ჩავდე.მაშინვე თმაზე მომეფერა,ასე იცოდა ჩემი დამშვიდება.
- დამშვიდდი, შავტუხ... აქ ვარ. - რაღაცას კიდევ ბუზღუნებდა.ალბათ მეჩხუბებოდა.ალბათ მეკითხებოდა, რა მოხდა.ან ალბათ ორივეს აკეთებდა ერთდროულად.მაგრამ მე საერთოდ აღარ მესმოდა მისი სიტყვები.მხოლოდ მისი ხელის შეხებას ვგრძნობდი თმაზე.და იმ წამს ეს ერთადერთი რამ იყო, რაც მაწყნარებდა.სახლამდე გზაც თითქოს სიზმარში გავიარე.ელენეს სახლში რომ შევედით, პირდაპირ ოთახში შემიყვანა.
- ჯერ ეს ჩაიცვი. - მისი საღამური გამომიღო...ის, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა.ჩამაცვა, მერე სამზარეულოში გავიდა და რამდენიმე წუთში ცივი ყავით დაბრუნდა.ჭიქა ხელში მომაჩეჩა.
- დალიე. - ნახევრად მძინარე ვიყავი. ძლივს დავიჭირე ჭიქა.ელენემ თავისი საწოლის კიდეზე ჩამომსვა და თვითონ იატაკაზე ჩამოჯდა.რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა.შემდეგ მშვიდად მკითხა:
- შავტუხ... არ მომიყვები, რა მოხდა? - თავიდან თავი დავხარე.მერე კი ვეღარ გავუძელი.ყველაფერი მოვუყევი.გვანცას მოსვლიდან დაწყებული, ნინოს ამბით დამთავრებული.მოვუყევი, როგორ მითხრა, რომ შესაძლოა გაგა ჩემთან უბრალოდ დროის გასაყვანად ყოფილიყო.როგორ მითხრა, რომ ნინოს ასე მარტივად ვერ დაივიწყებდა.როგორ დავიწყე საკუთარ თავში ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენება.და ბოლოს ისიც ვუთხარი, რომ გაგასთვის არაფერი მითქვამს და უბრალოდ წამოვედი.ელენე მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად მისმენდა.მაგრამ როცა დავასრულე, რამდენიმე წამით გაშტერებული მიყურებდა.შემდეგ კი უცებ წამოხტა.
- რა?! - მე შევკრთი.
- ელე...
- არა, მარი, მოიცა! - ოთახში წინ და უკან დაიწყო სიარული. - ეს გოგო ნორმალურია?!
- ელე, იქნებ მართლა ასეა...
- რას ნიშნავს „იქნებ“?! - შემომხედა გაბრაზებულმა. - ჯერ ერთი, თვითონ გეუბნება, რომ მის ძმას შეიძლება შენთან უბრალოდ დროის გასაყვანად ყოფნა უნდოდეს და მერე შენ გიკვირს?! - ცრემლები ისევ წამომივიდა.
- მაგრამ შეიძლება მართლა ნინო უყვარს... - ელენე გაჩერდა.რამდენიმე წამი მიყურებდა.შემდეგ ჩემთან მოვიდა, ჩემს წინ ჩაიმუხლა და ხელები მომკიდა.
- შავტუხ, ერთი რამე დაიმახსოვრე. - მის ხმაში ახლა ბრაზი აღარ იყო.მხოლოდ სითბო - თუ გაგას მართლა სხვა უყვარს, ეს მან დაკარგავს ყველზე დიდ შანს,რომელიც ცხოვრებამ ლანგარზე დადებული მიუტანა. - თავი დავხარე.
- მაგრამ მე ის მიყვარს, ელე... - ეს სიტყვები პირველად ვთქვი ხმამაღლა.და როგორც კი ვთქვი, კიდევ უფრო ძლიერად ამეტირა.ელენემ მაშინვე გულზე მიმიხუტა.
- ვიცი, მარ... ვიცი. - მის მხარზე თავი დავდე და ჩუმად ვტიროდი.იმ ღამეს პირველად ვაღიარე, რომ გაგა მართლა შემიყვარდა.და ზუსტად იმავე ღამეს პირველად დავიჯერე, რომ შეიძლება სწორედ ამიტომ უნდა დამეკარგა.ელენესთან ორი დღე დავრჩი.სამსახურშიც არ გავედი.მოვიმიზეზე, თითქოს ცუდად ვიყავი და მუშაობა არ შემეძლო. სიმართლე კი ის იყო, რომ იმ სასტუმროში დაბრუნების ძალა უბრალოდ არ მქონდა.არც გაგასთვის მიმიწერია.არც მისი ზარებისთვის მიპასუხია.მაგრამ ტელეფონს მაინც ხშირად ვამოწმებდი.თითქოს საკუთარ თავს ვატყუებდი, რომ მისი შეტყობინებები არ მაინტერესებდა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ეკრანი ინთებოდა, გული მიჩქარდებოდა.ერთ მომენტში ტელეფონი ხელში ავიღე... “15 გამოტოვებული ზარი“...ქვემოთ კი...“100+ შეტყობინება გაგასგან“...დიდხანს ვუყურებდი ეკრანს.მაინტერესებდა, რას მწერდა.მინდოდა წამეკითხა.მაგრამ რაღაც მაჩერებდა.მეშინოდა.მეშინოდა, რომ იქ ისეთი სიტყვები დამხვდებოდა, რომლებიც კიდევ უფრო შემაყვარებდა.ან პირიქით - ისეთი, რომლებიც საბოლოოდ დამარწმუნებდა, რომ გვანცა მართალი იყო.ამიტომ ტელეფონი ისევ გვერდზე გადავდე.მეორე საღამოს კი შორენამ დამირეკა.ტელეფონს ძლივს ვუპასუხე.
- გისმენ, შორე...
- ბისკვიტო, რა გჭირს?
- არაფერი...
-როგორ თუ არაფერი? სამსახურში ორი დღეა არ გამოჩენილხარ.
- გავცივდი, შორე. - რამდენიმე წამით ჩუმად იყო.შემდეგ სიცილი გაისმა.
- მარი, არ მჯერა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ შარშან ოცდაცხრამეტი სიცხით მუშაობდი და ახლა მეუბნები, გავცივდიო?
- მართლა გავცივდი.
- არა, მარი. სხვა მიზეზია აქ და მიმალავ.
- არა, შორე...
- მაშინ ერთი ის მითხარი...გაგა მილიონჯერ რატომ მოვიდა და რატომ მკითხა, სად იყავი? - გული ლამის გამიჩერდა.ვერაფერი ვუპასუხე.შორემ კი გააგრძელა: - მერე რატომ დამიბარა, მარის თუ დაუკავშირდები, უთხარი, მომწეროსო? - მთელი სხეული ისევ ამიკანკალდა.გაგა მეძებდა.ჩემზე კითხულობდა.ჩემგან შეტყობინებას ელოდებოდა.და მე მაინც არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა მისთვის პასუხის გაცემა.
- შორე...
- ჰო, ბისკვიტო?
- არაფერი უთქვამს სხვა? - შორემ რამდენიმე წამით ხმა არ ამოიღო.
- არა. უბრალოდ აშკარად ნერვიულობს. - თვალები ამიწყლიანდა.ტელეფონს უფრო ძლიერად მოვუჭირე ხელი.იმ წამს პირველად გამიჩნდა სურვილი, მისი ასზე მეტი შეტყობინებიდან ერთი მაინც წამეკითხა.მაგრამ შიშმა ისევ შემაჩერა.რადგან ვიცოდი...თუ ერთხელ მაინც გავხსნიდი მის ჩატს, შესაძლოა იმ პატარა კედელს, რომელიც ამ ორი დღის განმავლობაში საკუთარი თავის დასაცავად ავაშენე, ვეღარასდროს შევინარჩუნებდი.მეორე დილით შორენას ზარმა ისევ გამაღვიძა.ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე ვიყავი, როცა ტელეფონს დავხედე და მისი სახელი რომ დავინახე, მაშინვე ავიღე.
- ალო...
- ბისკვიტო, გაგაღვიძე?
- ჰო... რა მოხდა?
- გაგა შენი სახლის მისამართს მთხოვს. - ერთ წამში ბოლომდე გამომეღვიძა.
- რა?!
- შენი მისამართი უნდა. მეუბნება, მარისთან უნდა მივიდეო.
- არ გაბედო!
- რა?
- არ უთხრა, შორე! გთხოვ, არ უთხრა! - შორემ ჩაიცინა.
- კარგი, არ ვეტყვი.ოღონდ ერთი პირობით.
- რა პირობით?
- მომიყვები, შენი ცუდად ყოფნის მიზეზი რა არის სინამდვილეში.
- შორე...
- არა, ბისკვიტო. ორი დღეა გაქრი, გაგა ათასჯერ მოდის და გკითხულობს, ახლა კი შენი მისამართიც უნდა. მე აქ სულელი გგონივარ? - ხმას ვერ ვიღებდი.შემდეგ გააგრძელა მან -იცოდე, თუ ეს ბატონი იქნება დამნაშავე იმაში, რომ ასე ხარ...თავის ჩემოდნებიანად გავაგდებ სასტუმროდან.
- შორე, ნუ გაგიჟდები ხოლმე...
- მე კი არა, ვინც გაგაგიჟა, იმას უნდა ეშინოდეს. - თავი ბალიშში ჩავრგე.
- არაფერი უთხრა, გთხოვ.
- კარგი. მაგრამ დიდხანს ვეღარ დაიმალები. - ზარი გავთიშეთ.რამდენიმე წუთი ჭერს მივაშტერდი.სულ უფრო რთული ხდებოდა მისგან გაქცევა.სამსახურში დაბრუნება კი საერთოდ არ მინდოდა.მაგრამ მესამე დღეს უკვე იძულებული გავხდი.ორი დღე საკმარისი იყო იმისთვის, რომ ცოტათი მაინც მომესულიერებინა თავი. ან უფრო სწორად, საკუთარი თავისთვის მომეტყუებინა, რომ შემეძლო იქ დაბრუნება.იმ დილით დიდხანს არ ვემზადებოდი.ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც ყოველთვის...ტანსაცმელი ჩავიცვი...თმა გავიკეთე...მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი.თვალები დაღლილი მქონდა.სახეზე ის სიცილი აღარ იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ასე მარტივად ჩნდებოდა.ძალა არ მქონდა.არც მუშაობის.არც ვინმესთან ლაპარაკის.მით უმეტეს - გაგას ნახვის.მაგრამ ვიცოდი, რომ ერთხელ მაინც უნდა წავსულიყავი.სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე მთელი სხეული დაძაბული მქონდა.რაც უფრო ვუახლოვდებოდი, მით უფრო მიჩქარდებოდა გული.არ ვიცოდი, იქ რა დამხვდებოდა.გვანცა?გაგა?მისი კითხვები?მისი გაბრაზებული სახე?თუ უბრალოდ ის ნაცნობი მზერა, რომლის დანახვაც ამ ორი დღის განმავლობაში ყველაზე მეტად მენატრებოდა?სასტუმროს კარს რომ მივადექი, ღრმად ჩავისუნთქე.უბრალოდ იმუშავე, მარი- საკუთარ თავს ვუთხარი.მაგრამ გულის სიღრმეში უკვე ვიცოდი...იმ დღეს მუშაობა ყველაზე რთული რამ იქნებოდა, რაც ოდესმე გამიკეთებია.სასტუმროს ეზოში შევედი და პირველი, ვინც დავინახე, შორე იყო. სამზარეულოს ფანჯარასთან იდგა და თანამშრომლებს რაღაცას ეუბნებოდა.როგორც კი დამინახა, მაშინვე თვალები გაუფართოვდა.
- ბისკვიტოოო! - წამოიძახა და ჩემკენ გამოიქცა. - ჩემო პატარავ, ეს რა არის?! - გულში ჩამიკრა და თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა.
- ორი დღის განმავლობაში საერთოდ არაფერი გიჭამია? სულ გალეულხარ!
- შორე, ახლა ჭამაზე არ დამიწყო, გთხოვ...
- რას ნიშნავს, არ დაგიწყო?! - გაბრაზებულმა შემომხედა. - სასწრაფოდ სამზარეულოში!
- შორე...
- ერთი კოვზი თაფლი მაინც ჭამე. არ გამაბრაზო! - მისი სახე რომ დავინახე, მივხვდი, კამათს აზრი არ ჰქონდა.
- კარგი... - სამზარეულოსკენ წავედით, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ თავი ვეღარ შევიკავე. - შორე...
- ჰო?
- გაგა ვარჯიშზეა? - შორე მაშინვე გაჩერდა.ნელა შემომხედა.
- ჯანდაბაშია. - წარბები შევკარი.
- რა?
- რაში გაინტერესებს? სადაც უნდა, იქ წასულა.
- უბრალოდ ვიკითხე...
- ჰო, ვიცი, უბრალოდ იკითხე. - მერე ამოიოხრა და თავი გააქნია. - ჩემი გოგო ასეთ დღეში მის გამო და ახლა მე უნდა გითხრა, სად დადის ეგ ბატონი?
- შორე...
- არა, მარი. ჯერ თაფლს შეჭამ, მერე ვილაპარაკებთ. - ჩუმად გავყევი.მაგრამ გულში მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა.თუ გაგა აქ არ იყო... მაშინ სად იყო?და რატომღაც, ამ კითხვაზე პასუხის გაგება იმაზე მეტად მინდოდა, ვიდრე საკუთარ თავს ვუტყდებოდი.თაფლის მირთმევის შემდეგ სამზარეულოდან გამოვედი და დერეფანში შევედი.თავი დაბლა მქონდა დახრილი, თითქოს თუ არავის შევხედავდი, ვერავინ შემამჩნევდა.მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ნაცნობი ხმა გავიგე.
- მარ - გავშეშდი...მისი ხმა...ორი დღე იყო, რაც არ მომისმენია და მაინც ერთ წამში ვიცანი.ნელა ავწიე თავი.გაგა ჩემს წინ იდგა.ვარჯიშიდან ახალი დაბრუნებული ჩანდა. თმა ოდნავ აჩეჩილი ჰქონდა, ხელში სპორტული ჩანთა ეჭირა და სახეზე ისეთი დაძაბული გამომეტყველება ჰქონდა, როგორიც თითქმის არასდროს მენახა.რამდენიმე წამი უბრალოდ ერთმანეთს ვუყურებდით.მე პირველი ავარიდე მზერა.
- გამარჯობა. - ჩემს ხმაში ისეთი სიცივე იყო, თვითონაც კი ვერ ვიცანი.გაგამ ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.
- სად იყავი?
- სახლში.
- რატომ არ მპასუხობდი?
- ცუდად ვიყავი.
- ორი დღე?
- ჰო.
- და ამ ორ დღეში ერთხელაც ვერ მოახერხე ჩემთვის მოწერა? - ხმას არ ვცემდი.ის ჩემთან კიდევ უფრო ახლოს მოვიდა.
- მარი, მე შენზე ვნერვიულობდი.
- არ იყო საჭირო. - მის სახეზე რაღაც შეიცვალა.
- არ იყო საჭირო?
- ჰო.
- დაგირეკე...ასზე მეტი შეტყობინება მოგწერე. - თავი დავხარე.
- ვიცი.
- და არც ერთი არ წაგიკითხავს?
- არა. - გაგამ რამდენიმე წამით თვალები დახუჭა, თითქოს მოთმინებას აგროვებდა.
- რატომ? - ამ კითხვაზე პასუხი მქონდა.მაგრამ ვერ ვეუბნებოდი.
- უბრალოდ არ მინდოდა.
- ჩემთან საუბარი არ გინდოდა?
- არა.
- რატომ?
- გაგა, გთხოვ...
- არა, მარი. ორი დღე გაქრი. ახლა აქ მოდიხარ და ისე მელაპარაკები, თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა.უნდა ვიცოდე, რა დაგემართა. - თვალები ამიწყლიანდა.
- არაფერი.
- ნუ მატყუებ. - გაგასთვის ჯერ კიდევ არაფერი მქონდა ნათქვამი, როცა სამზარეულოს კარიდან შორე გამოვიდა.როგორც კი დამინახა, მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა. ჯერ მე შემომხედა, მერე გაგას.ჩემი ხელი ხელში მომიქცია და თავის გვერდით დამაყენა.
- მარ, შეგიძლია? - მკითხა ჩუმად.თავი დავუქნიე, თუმცა თვითონაც მიხვდა, რომ ძლივს ვიდექი ფეხზე.შემდეგ გაგასკენ შებრუნდა.სახე მაშინვე შეეცვალა.
- ბატონო გაგა, მარის საუბრის თავი არ აქვს. - გაგამ წარბები შეკრა.
- შორე, მე უბრალოდ...
- ვიცი, რასაც აკეთებ, - გააწყვეტინა გაბრაზებულმა. - მაგრამ ახლა ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ კითხვები დაუსვა. - გაგა გაჩუმდა.შორემ ხელი უფრო მჭიდროდ მომიჭირა.
- ორი დღეა არაფერი უჭამია ნორმალურად. ძლივს დავაყენე ფეხზე. ახლა კი დგახარ აქ და კითხვებით ღლი.
- ორი დღეა? - გაგას სახეზე შეშფოთება მაშინვე დაეტყო.შორემ ცივად შეხედა.
- ჰო, ორი დღეა.
- რატომ არ მითხარით?
- იმიტომ, რომ მარის არ უნდოდა შენთვის მეთქვა. - გაგამ ჩემკენ გამოიხედა.მე თვალები დავხარე.
- შორე...
- არა, ბისკვიტო. ახლა შენ ჩემთან მოდიხარ. - მერე ისევ გაგას მიუბრუნდა. - თქვენ კი, თუ მართლა ზრუნავთ მარიზე, ახლა ცოტა დაასვენე და წადი -გაგა რამდენიმე წამი ჩუმად იდგა.შემდეგ მშვიდად თქვა:
- კარგი. - მაგრამ სანამ წამოვიდოდი, კიდევ ერთხელ შემომხედა.იმ მზერაში იმდენი კითხვა და იმდენი შეშფოთება იყო, რომ მისთვის თვალის გასწორება ვერ შევძელი.შორემ კი ხელი მომხვია და სამზარეულოსკენ წამიყვანა.
- წამოდი, ბისკვიტო - უკან აღარ მიმიხედავს.მაგრამ ვიცოდი, რომ გაგა ისევ იქ იდგა და მიყურებდა.
მთელი დღე ცდილობდა გაგა, რომ სადმე მარტო დავეჭირე და დამლაპარაკებოდა.ყოველ ჯერზე, როცა ჩემთან ახლოს მოდიოდა, ან შორე ჩნდებოდა, ან რომელიმე თანამშრომელი მეძახდა, ან მე თვითონ ვპოულობდი მიზეზს, რომ იქაურობას გავცლოდი.ვგრძნობდი მის მზერას.ვგრძნობდი, როგორ ცდილობდა ჩემთან საუბარს, მაგრამ მე ჯიუტად ვარიდებდი თავს.საღამოსკენ კი, როცა სასადილო თითქმის დაცარიელდა, სამზარეულოში რაღაცის ასაღებად შევედი.უკან რომ გამოვბრუნდი, კართან გაგა დამხვდა.გავშეშდი.
- მარი... - მის ხმაში ისეთი დაღლილობა იყო, რომ ამჯერად გაქცევა ვეღარ მოვახერხე.
- რა გინდა?
- შენთან ლაპარაკი.
- გაგა, მართლა არ მაქვს ახლა...
- ვიცი. - თავი დავხარე.ნელა მომიახლოვდა.
- მთელი დღეა შენთან საუბარს ვცდილობ.
- შევამჩნიე.
- და ყოველ ჯერზე გარბიხარ ჩემგან. - მის სიტყვებზე თავი ავწიე.
- გთხოვ, უბრალოდ წადი.
- მარი...
- არა, გაგა. არ მინდა შენი მოსმენა. - უკან დავიხიე და კარისკენ გავიწიე. - გთხოვ, გზა დამითმე.
- ჯერ მითხარი, რა მოხდა.
- არაფერი.
- მაშინ რატომ მექცევი ასე?
- იმიტომ, რომ არ მინდა შენთან საუბარი! - ხმაში უკვე ვეღარ ვმალავდი ცრემლებს.გაგა კი ისევ ჩემს წინ იდგა.
- ორი დღე გაქრი. არ მპასუხობ. დღეს მთელი დღე ჩემგან გარბიხარ. ახლა მეუბნები,რომ წავიდე?
- ჰო.
- არ გიჯერებ.
- შენი პრობლემაა. - სახეზე გაკვირვება გამოესახა.
- მარი, უბრალოდ მითხარი, რა გავაკეთე. - თავი გავაქნიე.
- არაფერი.
- მაშინ რატომ ტირი? - იმ წამს მივხვდი, რომ ცრემლები უკვე ლოყებზე ჩამომდიოდა.სწრაფად მოვიწმინდე.
- არ ვტირი.
- მარი...
- წადი, გაგა.
- ვერ წავალ, სანამ არ მეტყვი, რა გჭირს - გაგა ჩემკენ წამოვიდა.მე ინსტინქტურად უკან დავიხიე.
- ნუ მოდიხარ. - გაჩერდა.
- მითხარი, რა ხდება.
- არაფერი ხდება.
- მარი, შემომხედე. - თავი ავარიდე.
- არ მინდა. - კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა.ახლა უკვე იმდენად ახლოს იყო, რომ მისი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი.წინააღმდეგობის გაწევა მინდოდა.მინდოდა ისევ უკან დავხეულიყავი.მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ ჩემგან შორს დამდგარიყო.მაგრამ მისი სიახლოვე ყველაფერს მირევდა.ორი დღის განმავლობაში მისგან გაქცევას ვცდილობდი და ახლა, როცა ჩემს წინ იდგა, საკუთარი გული ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა.გაგამ თვალებში შემომხედა.
- გთხოვ... - მის ხმაში მხოლოდ დაბნეულობა და ნერვიულობა იყო - მითხარი, რა გჭირს.
- არაფერი.
- მაშინ რატომ მექცევი ისე, თითქოს რაღაც საშინელება დაგიშავე? - ცრემლები ისევ წამომივიდა.
- იმიტომ, რომ... - სიტყვა გამიწყდა.
- იმიტომ, რომ რა? - გაგა კიდევ უფრო ახლოს დაიხარა - მითხარი, მარი. - თვალებში შევხედე და მთელი ის ტკივილი, რომელსაც ორი დღეა საკუთარ თავში ვმალავდი, ერთ წამში ბრაზად გადაიქცა.უცებ ჩემდა უნებურად წამომცა:
- როგორც გამოჩნდი, ისე წადი ჩემი ცხოვრებიდან, გთხოვ. - გაგა გაშეშდა.მის სახეზე პირველად დავინახე ისეთი ტკივილი, რომლის დანახვაც თავადაც კი ვერ გავუძელი.მაგრამ უკვე ნათქვამი მქონდა.
- რა?
- გთხოვ, გაგა... წადი. - თავი გავაქნიე, რომ ცრემლები არ დამენახა.მაგრამ გაგა ადგილიდან არ დაძრულა.
- არა...არ წავალ.
- გაგა, გთხოვ...
- არა, მარი. სანამ არ მეტყვი, რა მოხდა, აქედან არ წავალ.
- არაფერი მოხდა.
- მაშინ რატომ მეუბნები, რომ შენი ცხოვრებიდან წავიდე?
- იმიტომ, რომ ასე მინდა.
- არა.- თავი გააქნია. - ასე არ გინდა. - მის ხმაში უკვე სასოწარკვეთა ისმოდა - შენ ახლა რაღაცას გაურბიხარ და მე არ ვიცი რას.
- გთხოვ, უბრალოდ წადი.
- ვერ წავალ.ორი დღეა შენს გამო გიჟივით ვარ.არ მპასუხობ.დღეს მთელი დღე ცდილობდი ჩემგან გაქცევას და ახლა მეუბნები, რომ უბრალოდ წავიდე. - ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.
- არ მინდა შენი მოსმენა!
- მე მინდა შენი მოსმენა! - პირველად აუწია ხმას. - მინდა გავიგო, რატომ შეიცვალე ასე ერთ დღეში! - ცრემლები უკვე აღარ მემორჩილებოდა.
- იმიტომ, რომ აღარ მინდა!
- რა აღარ გინდა?
- შენ! - ეს სიტყვა ისე მტკივნეულად წარმოვთქვი, თვითონაც კი შემზიზღდა.გაგა რამდენიმე წამით ჩუმად მიყურებდა.შემდეგ ძალიან მშვიდად მკითხა:
- მართლა? - პასუხი ვერ გავეცი.- თვალებში შემომხედე და მითხარი, რომ არ გინდა ჩემი ნახვა. - თავი ვერ ავწიე.
- მარი...გთხოვ, მითხარი, რა დაგიშავე... უბრალოდ მითხარი, რა გჭირს. რატომ მექცევი ასე? - ცრემლები ლოყებზე ჩამომდიოდა.მის თვალებს ვეღარ ვუყურებდი.და ბოლოს, მთელი ტკივილი უხეშ სიტყვებად ამომიფეთქდა კიდევ ერთხელ:
- როგორც გამოჩნდი, ისე წადი ჩემი ცხოვრებიდან...უკან მოუხედავად წადი,გაგა... - ამჯერად გაგა აღარ შემწინააღმდეგებია.რამდენიმე წამით უბრალოდ მიყურებდა.შემდეგ თავი დახარა.
- კარგი... - და ნელა უკან დაიხია.მე კი იმ წამსვე ვინანე.იმიტომ, რომ სინამდვილეში მინდოდა ეთქვა:„არა, მაინც არ წავალ.“ შემდეგ შეტრიალდა და წავიდა.არც ერთხელ მოუხედავს უკან.მე კი რამდენიმე წამი ისევ კართან ვიდექი, თითქოს ტვინი უარს ამბობდა იმის დაჯერებაზე, რომ მართლა წავიდა.როგორც კი მისი ნაბიჯების ხმა გაქრა, ფეხებში ძალა გამომეცალა.სასადილოს იატაკზე დავეცი.ხელები სახეზე ავიფარე და მთელი ხმით ავტირდი.
- ღმერთო... - ვერ ვსუნთქავდი.ცრემლები შეუჩერებლად მომდიოდა. - რატომ ვუთხარი... -ვხვდებოდი, რომ ის სიტყვები საერთოდ არ მინდოდა მეთქვა.მე ხომ სინამდვილეში ამის თქმა არ მინდოდა.პირიქით.მინდოდა დარჩენილიყო.მინდოდა ჩემთან მოსულიყო, ჩავხუტებოდი და ყველაფერი დამვიწყებოდა...მაგრამ შიში უფრო ძლიერი აღმოჩნდა.გაგა კი უკვე მიდიოდა.უკან მოუხედავად.ალბათ პირველად იმ რამდენიმე კვირის განმავლობაში, მისი ნაბიჯების შეჩერება მინდოდა.მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე.სასადილოში მხოლოდ ჩემი ტირილის ხმა ისმოდა.რამდენიმე წუთის შემდეგ კართან ვიღაც გამოჩნდა.
- მარი? - შორე იყო.როგორც კი დამინახა იატაკზე ჩამომჯდარი, სახეზე ფერი დაეკარგა.
- ბისკვიტო! - სასწრაფოდ ჩემთან მოვიდა და გვერდით ჩამომიჯდა.
- რა მოხდა?! - პასუხის გაცემა ვერ შევძელი.უბრალოდ ისევ ავტირდი.შორემ ხელები მომხვია.
- მარი, შემომხედე. რა მოხდა? - თავი მის მხარზე დავდე.
- წავიდა...
- ვინ წავიდა? - ცრემლებს შორის ძლივს ამოვთქვი:
- გაგა... - შორე რამდენიმე წამით გაჩუმდა.შემდეგ შეშფოთებულმა მკითხა:
- რა უთხარი? - თვალები დავხუჭე.და ისევ ის სიტყვები გამახსენდა.
- ვუთხარი... რომ როგორც გამოჩნდა, ისე წასულიყო ჩემი ცხოვრებიდან. - შორემ თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.
- ოჰ, ბისკვიტო... - უფრო ძლიერად ჩამიკრა გულში.როგორც კი ცოტათი დავმშვიდდი,შორეს მხარზე დაყრდნობილი სასტუმროდან გამოვდიოდი.თვალები ისევ ამღვრეული მქონდა და თავი ძლივს მეჭირა. შორე გვერდიდან არ მშორდებოდა, ერთი ხელით მეხუტებოდა, მეორე ხელით კი ჩანთას მიჭერდა.ეზოში რომ გამოვედით, შემთხვევით აივნისკენ გამექცა მზერა.იქ გაგა იდგა.გვანცასთან ჩხუბობდა.მის გვერდით ალეკო და დათო იდგნენ და ცდილობდნენ, სიტუაცია დაემშვიდებინათ.გაგა იმდენად გაბრაზებული იყო, პირველად ვხედავდი ასე.მისი ხმა ეზოშიც კი ისმოდა.
- გჯერათ?! - გვანცა რაღაცას პასუხობდა, მაგრამ ჩემამდე სიტყვები აღარ მოდიოდა.მხოლოდ გაგას ხმა მესმოდა.
- საერთოდ იცი, რას მეუბნები?! - ალეკო მის დამშვიდებას ცდილობდა.
- გაგა, დაწყნარდი. ყველას ესმის შენი ხმა.
- რა დავაშავე, ალეკო?!
- ვიცი, ძმა, ვიცი... უბრალოდ დაწყნარდი. - მე კი გაშეშებული ვიდექი.შორემ მაშინვე იგრძნო, რომ გავჩერდი.
- მარი, არ შეხედო. - მაგრამ უკვე გვიანი იყო.გაგამ თითქოს რაღაც იგრძნო.თავი შემოაბრუნა.და ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა.რამდენიმე წამით ყველაფერი გაჩერდა.მის მზერაში ტკივილი დავინახე.ისეთი ტკივილი, რომელიც სიტყვებზე ბევრად ხმამაღლა ამბობდა ყველაფერს.მე კი მხოლოდ ცრემლებით შევძელი მისთვის პასუხის გაცემა.რამდენიმე წამით უბრალოდ მიყურებდა.მე კი ადგილიდან ვერ ვიძროდი.უცებ გაგამ მუშტი მთელი ძალით დაარტყა აივნის მოაჯირს.ისეთი ხმა გაისმა, რომ მეც კი შევკრთი.
- გაგა, დაწყნარდი! - დათო მაშინვე მისკენ წავიდა.მაგრამ გაგა საერთოდ აღარ უსმენდა.გაცეცხლებული იყო.მეორე ხელი თმებში შეიცურა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ, მერე ისევ უკან დაბრუნდა.აშკარად ვერ მშვიდდებოდა.
- ორი დღე ვეძებდი! - მისი ხმა მთელ ეზოში ისმოდა.
- გაგა, გთხოვ, - დათომაც სცადა მისი შეჩერება.გაგა ისევ მოაჯირს დაეყრდნო, თავი დახარა და ღრმად ჩაისუნთქა.მაგრამ რამდენიმე წამიც არ გასულა, ისევ აფეთქდა.სასტუმროდან უკვე საკმაოდ მოშორებით ვიყავით.შორე გვერდიდან არ მშორდებოდა, ხელი ჰქონდა ჩემთვის შემოხვეული და ნელა მივყავდი გასასვლელისკენ.გაგას ხმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღწევდა ჩემამდე.მოულოდნელად მუშტი მეორედ დაარტყა მოაჯირს.შემდეგ ჩემკენ აღარ გამოუხედავს.შებრუნდა და აივნის სიღრმეში წავიდა.მე კი ისევ იქ ვიდექი.შორემ ხელი უფრო ძლიერად მომხვია.
- წამოდი, ბისკვიტო... -თავი დავხარე.გული მტკიოდა.იმ წამს პირველად მივხვდი, რომ ჩემი სიტყვები მხოლოდ მე არ მტკენდა.მასაც ვატკინე.თან ძალიან.და სწორედ მაშინ ვინატრე, რომ რამდენიმე წუთის წინ ნათქვამი სიტყვების უკან დაბრუნება შემძლებოდა.მაგრამ უკვე გვიანი იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent