ONLY IN DINAMO, ONLY IN TBILISI 3
სავსე სტადიონზე, ჩვენი ჰიმნის ჩართვის დროს, ყოველ ჯერზე ჟრუანტელი რომ მივლის და ცრემლებს ძლივს ვიკავებ, ყველაზე უკეთ მაშინ ვიაზრებ როგორ მიყვარს ეს ხალხი და ქვეყანა. 27 ივლისი ‘’ავტობუსᲨი ავედი, Ჩემდა გასაკვირად Ჩამოვჯექი კიდეც. წერა დავიწყე... მაიაკოვსკის Ძეგლს გაივლითო იკითხა პატარა ფეხბურთელმა. ლურჯი დინამოს ფორმით ლურჯთვალება ბიᲭი იყო, ოქროსფერი კულულებით. გაᲩერებამდე დაქანცული Ძლივს მოდიოდა. ცალ ფეხს იტკიებდა თან, ჯარიმა იყოო წუწუნებდა მე მჯერა, იქნებოდა. თასმები გახსნილი ჰქონდა. და ამაყად დაჰყურებდა მაღლიდან დიდუბის მტვერᲨი ამოვლებულ ე.წ Შნურუკებს. მერე რა რომ გავის თასმები იქ, იმ საოცნებო ბარსელონას მტვერᲨი, მისი კი აქ დიდუბეᲨი დაცურავს. მერე რა რომ გავის ახლა ბარსელონას ჰიმნი, მას კი 2 კაციც და ქუთაისი გავიდა Ჩაესმის. არ ვუთხარი გახსნილი გაქვთ თასმები თქო. ჰო, მხოლოდ მოწიწებით თუ ᲨევᲫლებდი მიმემართა დინამოს აკადემიის ფეხბურთელისთვის. მოწიწებით Შევხებოდი Ჩემი Ძმის ოცნებას. Შევხებოდი მიზეზს, რატომაც ყოველი ფეხბურთის მატჩის ყურებისას Ჩემს თავს არ ვგავარ. Შევხებოდი Ჩემი Ძმის აუხდენელ ოცნებას, მიეღოთ აკადემიაᲨი და გამხდარიყო ფეხბურთელი. ყველა ფეხბურთელს რთულ ქვაბᲨი მოხარᲨული ისტორია აქვს.ზოგჯერ ისტორიის ქვაბᲨი ბევრად მეტი ინგრედიენტი: სიმწარე, დეპრესია და იმედგაცრუებაა ემატება, ვერ Შემდგარი ფეხბურთელებისთვის. არასდროს გადმომიღია ქვაბიდან თეფᲨზე ეს ამბავი და არც არავის გაუსინჯავს. უცნაური ამბავია, ცოტა სასაცილოც. წარმოიდგინეთ პატარა და, როგორც ყველაზე დიდი გულᲨემატკივარი. დაგითვლიათ ბურთს რამდენჯერ კენწლიდა თქვენი ახლობელი, მეგობარი ან ა. Შ? მე 400მდე ვითვლიდი და Შემდეგ ვიღლებოდი ხოლმე. ყველა ფეხბურთელის ბურთთან Შეხებისას ვხედავ Ჩემს Ძმას, რომელიც ვაᲨლს 203ჯერ, ფორთოხალს 247ჯერ, პინკპონგის ბურთს 62ჯერ, Ჩემს თმისამაგრს 22ჯერ, და Შეკრულ წინდას 30ჯერ კენწლიდა. ვხედავ როგორ იᲫინებდა ბურთთან ერთად, როგორ ამტვრევდა ყველა მინის ნივთს სახლᲨი, რადგან ოთახᲨიც, სუფრასთანაც ბურთს ფეხს არ იშორებდა. ვერ იქნები ცუდი გულᲨემატკივარი თუ კი ვინმეს გამო იუთუბზე ელასტიკოს ტუტორიალის ყურებაᲨი დაგიხარჯავს დრო. თუ Შენი Ძმის წარმატებული "rainbow flick"ისე აღგინიᲨნავს როგორც გოლი. ტყუილად არ ეᲫახიან "rainbow flicks". მართლა ცისარტყელასავით ლამაზია. ბურთი Შენს თავზე რკალისებურად Ჩნდება და ქრება. ასე გაქრა Ჩემი Ძმის ოცნებაც, თქვენს თეფᲨზე ტკბილი გემოებიც. თეფᲨზე მარცხნივ ოდნავ მწარე ნაწილი დაგიტოვეთ. მეგრული აჯიკა, ან რამე უფრო მწარე თუ გეგულებათ. ოცნებით ცხოვრება თითქოს უფრო ადვილია, ვიდრე გააზრება რომ სრულდება. ვერ ახდება. ერთმა ზარმა გააქრო ცაზე ეგ ლამაზი Შვიდი ფერი, რომელსაც აღვნიᲨნავდი ხოლმე. ფულისგან დაბრმავებულმა ადამიანებმა, გადაყარეს ყველა დათვლილი ვაᲨლი, პინგპონგის ბურთი და ფორთოხალი. დააქციეს მთლიანი ქვაბი, რომელᲨიც თითქოს კეთილი ამბავი იხარᲨებოდა. დახედეთ თეფᲨს, აღარც მასზე დარᲩა რაიმე ტკბილი. უცნაურია, რატომ გიყვებით ამ ამბავს. რას ვცდილობ? ალბათ მეც Ჩემს წილ ოცნებას ვიხდენ ახლა. სპორტული Ჟურნალისტი თავის ფეხბურთელ Ძმაზე წერს. მისთვის ის მაინც ფეხბურთელად დარᲩა. მისთვის Ძმის ელასტიკო საუკეთესო ელასტიკოა, რაც კი ოდესმე უნახავს. ჯერ არᲨემდგარ Ჟურნალისტს ბევრჯერ უნატრია პიტერ პენის და ყოფილიყო. ბიᲭი, რომელიც არ ბერდება და დაფრინავს. ავტობუსი გაᲩერდა, ლურჯფორმიანი ბიᲭი გახსნილი თასმით Ჩავიდა. მერე რა რომ გავი ახლა იქ იმ საოცნებო საგრადა ფამილიასთან, ის კი მაიაკოვსკთან Ჩადის. მთავარია, რომ Შენ ოქროსფერ კულულა ბიᲭო, პიტერ პენობა არ დაგᲭირდება ოცნების ასახდენად’’. *** მისაღებში საათობით ჯდომის შემდეგ, ჩემს ძმას გამოვყავარ ფიქრებიდან, რომელიც ოთახში ერთი ფინჯანი ყავით ხელში შემოდის და წინ მიჯდება. - ბლოგს წერ, თაუს? - სანდრო ყავას მაწვდის და პირდაპირ ჩემს წინ ჯდება. - ჰო. - და რაზე? - ფეხბურთზე. - ეს ვიცი. - იცინის. - კონკრეტულად? წამით ვჩუმდები. - შენზე. ყავა პირთან მიტანილი აქვს და შუა გზაში ჩერდება. - ჩემზე? - ჰო. რამე დავაშავე? - არაფერი. უბრალოდ... მინდოდა დამეწერა. სანდრო რამდენიმე წამით მიყურებს. მერე ფინჯანს მაგიდაზე დებს და სავარძლის საზურგეს ეყრდნობა. - წამაკითხებ? - არა. - რატომ?არ ვიცი, - ჯერ არ დამიმთავრებია. - ანუ იმდენი გაქვს დაწერილი, რომ ჩემს ცხოვრებას უკვე წიგნად აქცევ? - ნუ აზვიადებ, სანდრო, ჯერ მხოლოდ შენს ფეხბურთის ისტორიაზე ვწერ. - ეგ ისტორია კი არა, ტრაგედიაა. ვუყურებ და მეცინება. - შენ თვითონ ამბობდი, ფეხბურთელი უნდა გავხდეო. - უნდა გავმხდარიყავი. ამჯერად აღარ მეცინება. მის ხმაში ისეთი სიმშვიდეა, თითქოს წარსულზე ლაპარაკობს, რომელიც დიდი ხანია აღარ სტკივა. მე კი ზუსტად ვიცი, რომ ზოგიერთი რამ ადამიანს შეიძლება აღარ სტკიოდეს, მაგრამ არც არასდროს დაავიწყდეს. - ხანდახან ისევ გინდა? - ვეკითხები. - რა? - ფეხბურთელობა. სანდრო ყავას სვამს და რამდენიმე წამით ტელევიზორს უყურებს. - ახლა უკვე არა. მიკვირს. - ასე მარტივად? - რა უნდა იყოს რთული? - არ ვიცი... შენ ხომ მთელი ბავშვობა მაგაზე ოცნებობდი. - ბავშვობის ბევრი ოცნება არ აგვიხდა. - მაგრამ ეს სხვანაირი იყო. - ჰო, სხვანაირი იყო. ისევ ჩუმდება. მე კი უცებ ის პატარა ბიჭი მახსენდება, რომელიც სახლში ყველა ოთახში ბურთით დადიოდა. ბიჭი, რომელსაც ერთხელ დედამ ახალი სპორტული ფეხსაცმელი უყიდა და სამი დღე ისე ეძინა, რომ საწოლიდან ფეხსაცმელების ყუთიც არ მოუშორებია. ბიჭი, რომელიც ყველა მატჩის წინ ჩემს ოთახში შემოდიოდა და მეკითხებოდა, „დღეს რამდენს გავიტან?“ და მე, საერთოდ რომ არ ვიცოდი ფეხბურთის წესები, მაინც ვპასუხობდი - „სამს“. ხშირად ვერ გაჰქონდა, მაგრამ მაინც მეუბნებოდა, რომ ცუდი გულშემატკივარი ვიყავი. ალბათ მართლა ვიყავი. უბრალოდ, მის თამაშებს მაინც ყველა თამაშზე მეტად ვუყურებდი. - რატომ დაწერე ახლა? - მეკითხება სანდრო. - რა? - ჩემზე. ამდენი წლის მერე. ფანჯრისკენ ვიყურები. - იმიტომ, რომ დღეს პირველად მივხვდი, რატომ მიყვარს ფეხბურთი. - და რატომ? - იმიტომ, რომ ფეხბურთელებში ყოველთვის შენ გხედავ. იღიმის, მაგრამ ამჯერად აღარ მეხუმრება. ტელევიზორში ისევ გუშინდელი თამაშის კადრები გადის და სანდრო უცებ ხმას უწევს. - აი, აი! ეს მომენტი! - უკვე მეათედ ვნახეთ. - მეათასედაც რომ იყოს, მაინც ვნახავ. ეკრანზე რატი ჩნდება,ბურთით. ისევ ის მომენტია. სანდრო ფეხზე წამოდგა და ისე უყურებს, თითქოს პირველად ხედავს. - აი, ამას რომ აკეთებს, - ამბობს და ეკრანს თითს უშვერს, - ამას ვერ ასწავლი. - რას? - ინსტინქტია. ბურთს რომ იღებს, უკვე იცის სად უნდა წავიდეს. მე არაფერს ვამბობ. ალბათ იმიტომ, რომ მეც ზუსტად ამას ვფიქრობდი. ზოგიერთ ადამიანს თითქოს თავიდანვე აქვს ჩადებული მიმართულება. არ სჭირდება არავინ, ვინც ეტყვის საით წავიდეს. ზოგიერთს კი მთელი ცხოვრება სჭირდება იმის გასაგებად, საერთოდ სუნდა თუ არა წასვლა. ჩემი ძმა მეორე კატეგორიას მიეკუთვნებოდა. მე კი, ალბათ, ჯერ კიდევ შუა გზაზე ვიყავი. - შენ რომ ფეხბურთელი გამხდარიყავი, რას იზამდი? - ვეკითხები უცებ. - ახლა? - არა. მაშინ. სანდრო იცინის. - საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი. - ყველა ასე ამბობს. - მე მართლა ვითამაშებდი. - და მერე? - მერე ევროპის ჩემპიონატზე გავიტანდი გოლს. - შენს თავზე ძალიან კარგი წარმოდგენა გაქვს. - აბა ოცნებას რა აზრი აქვს? ამაზე მეცინება და ისევ ფიქრებს ვაძლევ ჩემს ტვინში ბუდის გაკეთების უფლებას. ზუსტად ამას ვწერდი რამდენიმე საათის წინ. ოცნებით ცხოვრება თითქოს უფრო ადვილია. იქამდე, სანამ ვინმე არ გეტყვის, რომ ოცნება აღარ შეგიძლია. მაგრამ ალბათ საქართველოს ისტორიამ სწორედ ეს მასწავლა. ამ ქვეყნისთვის იმდენჯერ უთქვამთ, რომ აღარ შეეძლო, რომ წესით დიდი ხნის წინ უნდა დანებებულიყო. არ დანებდა. არც მაშინ, როცა პატარა იყო. არც მაშინ, როცა მარტო დარჩა. არც მაშინ, როცა საკუთარი სახელის დაცვა უწევდა. არც მაშინ, როცა ხალხს მშიერი იყო, ეშინოდა ან აღარ სჯეროდა. და ალბათ ამიტომ არის ჩემთვის საქართველოს დროშა ასეთი მძიმე. მამაჩემის თაობას თავისი საქართველო ჰქონდა. ბაბუაჩემისას - თავისი. ჩემსას კი პირველად მივეცით უფლება, ეოცნება რაღაცაზე, რაც მხოლოდ გადარჩენას არ ეხებოდა. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვინდოდა. და გავედით. ალბათ ამიტომაც იყო ის ღამე ასეთი დაუჯერებელი. ჩვენ უბრალოდ თამაში არ მოგვიგია. რამდენიმე საათით მაინც დავივიწყეთ ყველა ის მიზეზი, რის გამოც საკუთარ ქვეყანაზე ხანდახან გვწყდებპდა გული. და საქართველო, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ძალიან დაღლილი მეჩვენებოდა, იმ ღამეს სიცოცხლით სავსე იყო. ხმაურიანი. ამაყი. ცრემლიანი. და ძალიან ახალგაზრდა. - თაუ. სანდროს ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა. - ჰო? - შენ მართლა აპირებ ჟურნალისტობას? მისკენ ვბრუნდები. - რატომ მეკითხები? - იმიტომ, რომ შენს ნაწერს რომ ვუყურებ, მგონია, უკვე ჟურნალისტი ხარ. მეღიმება. - ჯერ არა. - აბა რა ხარ? ფანჯრიდან ისევ ქუჩას გავყურებ. - ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი და ჯერ არ იცის, ვინ მოუსმენს. სანდრო რამდენიმე წამით ჩუმდება. - მე მოგისმენ. ამ ორ სიტყვას იმაზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე თვითონ ეგონა. იმ საღამოს პირველად გავიფიქრე, რომ იქნებ ჩემი ოცნება სულაც არ იყო ისეთი შორეული, როგორც მეგონა. იქნებ ჟურნალისტობა სწორედ ეს იყო. შეამჩნიო ის, რასაც სხვები გვერდს ჩაუვლიან. დაიმახსოვრო ის, რაც სხვებს დაავიწყდებათ. და მოყვე იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ ისტორიას ვერ ყვებიან. ისევ ეკრანს ვუყურებ. გუშინდელი თამაშის კადრები უკვე მესამედ იწყება. და უცებ ვფიქრობ, რამდენად მალე შეიძლება ისტორია ჩვევად იქცეს. ოთხი ივლისის ღამე ახლახან იყო და უკვე მგონია, რომ მთელი ცხოვრება ვიცნობ იმ შეგრძნებას. იმდენად სწრაფად შევეჩვიეთ ბედნიერ საქართველოს, თითქოს ყოველთვის ასეთი იყო. არადა არ იყო. ალბათ სწორედ ამიტომ მეშინია, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება. რომ ისევ დავუბრუნდებით ჩვენს ჩვეულებრივ ამბებს. ისევ ვიკამათებთ. ისევ გავბრაზდებით. ისევ დავიწყებთ ერთმანეთისგან იმის მოთხოვნას, რომ ყველა ერთნაირად ფიქრობდეს. და იქნებ ყველაზე საშინელი სწორედ ეს იქნება - ოთხ ივლისს ნანახი საქართველო მოგვენატროს. - თაუს. - ჰო? - რატომ გეშინია? სანდროს ვუყურებ. - რისი? - რომ ეს ყველაფერი დამთავრდება. ვხვდები, რომ ხმამაღლა მითქვამს. - იმიტომ, რომ კარგი რაღაცეები ჩვენთან დიდხანს არ გრძელდება. სანდრო თავს აქნევს. - ფეხბურთში ეგრე არაა. - საიდან იცი? - იმიტომ, რომ როცა ერთხელ იგებ, მერე მეორედ გინდება. მეღიმება. ალბათ მართალია. საქართველოსაც მოუნდება. ერთხელ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ისევ მოუნდება. მერე მსოფლიოზე. მერე კიდევ ევროპის ჩემპიონატზე. მერე ვიღაც პატარა ბიჭი თავის ოთახში ბურთს აკენწლის და იტყვის, რომ ნაკრებში ითამაშებს. და ვიღაც პატარა გოგო, რომელსაც ჯერ ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს, მის გვერდით დაჯდება და დაუთვლის კენწვლებს. ასე გრძელდება ყველაფერი. ოცნებები ზუსტად ასე გადადის ერთი თაობიდან მეორეში. ერთი ადამიანის აუხდენელი ოცნება მეორისთვის შეიძლება უკვე სრულიად ჩვეულებრივ რეალობად იქცეს. ზოგიერთი გამარჯვება ანგარიშზე უფრო დიდია. ზოგიერთი გოლი უბრალოდ ბადეში არ ხვდება. ზოგიერთი გოლი ბავშვის თავში ხვდება და იქიდან მთელი ცხოვრება აღარ გამოდის. თუ ერთმა მეორეს დაუტოვა სურვილი, რომ ცადოს, მაშინ მისი ოცნება ბოლომდე მაინც არ დამარცხებულა. *** იმ ღამეს ბლოგი აღარ დამიმთავრებია. უბრალოდ დავხურე. ზოგიერთ ამბავს დასასრული არ სჭირდება. იმიტომ, რომ, როცა რაღაც ძალიან კარგია, არ გინდა წერტილის დასმა. მხოლოდ გაგრძელება გინდა. და იმ დღეებში მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ისტორია საერთოდ არ ყოფილა ის, რაც ოთხ ივლისს მოხდა. ის ჯერ უნდა დაწყებულიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


