ლებანი
მზე ნაჩრდილობევ ალაგს გადასწვდა მიმოაბნია სხივების ურდო, გახევებული დაქროდა ქარი არსად კუნჭული არ დარჩა მყუდრო. ფერგადასული ატოკდა წნორი ქარმა ხევისპირს გადაარწია, ფოთლებ შემოცლილ საბუდებელში არწივს მართვები ელის პაწია. შემოილეწა ყაყაჩოს ველი აწითლებული,ნექტარ ნადები ნაკადულიდან ნაკადულამდე განაკადულდა შენაკადები. ჭალიდან ჭალა რომ გადასერა ნაგოგმანები რუხი გნოლია, მტვერ გადაცრილი ორღობის ბოლოს სურნელოვანი კრთის მაგნოლია. გაიზუზუნა ქარმა საურჩოდ მთებიდან მთებმა გამოსცა ბანი მზის დაისამდე,წუთებით ადრე გამოიკვირტა წიფლის ლებანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.