შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა


დღეს, 19:56
ავტორი მ.მ
ნანახია 46

ბედისწერა თავი III

თავი III

მ.მ

ღამის თბილისი..ლამპიონების თბილი შუქი ფოთლებს ათბობდა ღამით,ნეტავ მის სულშიც შეეღწია ამ სითბოს და დაეთბო მისი გაყინული სხეული,აშლილი გრძნობები,შიში დანაკარგის,ჯერ ვერ ნაგემი და უკვე დანაკარგის,ქუჩაში მიაბიჯებდა სიფრიფანა სხეული,თეთრ აბრეშუმის კაბას ნიავი ურხევდა,არაფრისმთქმელი თვალებით,გამქრალი იმედებით,ცრემლები მის ღაწვებზე დაუკითხავად მიიკვლევნდნენ გზას,ასეთი ცარიელი მაშინაც არ ყოფილა,მაშინ..იმ წყეულ დღეს!!როცა ცხოვრება დაუნგრიეს,გადახვეწეს,ძლივს მონელებული ტკივილი სულში ისევ მოაწვა ,მოგონებებმა თავისი გაიტანა,მობილური განუწყვეტლივ რეკავდა,ხმას კი არავინ სცემა..ან რა უნდა ეთქვა?იქ გამოიყვანეს დამნაშავე სადაც თავად დაუნგრიეს ცხოვრება და მოუკლეს გული,ლაშას თვალები არ ავიწყდებოდა,შეშლილი,ცივი,იმედგაცრუების სუნი ასდიოდა მის მზერას,მიხვდა იქ ზედმეტი იყო,არასდროს შეილახავდა თავმოყვარეობას და იქ არ დარჩებოდა,ისევ განმეორდა ისტორია,ისევ ზურგი აქცია საყვარელ კაცს,უთქმელად დატოვა და წავიდა,წავიდა უსასეულო ტკივილთან საბრძოლველად მარტო..ყოველ შემთხვევაში თავად ასე ეგონა,სახლში ვერ მივიდოდა ოჯახს ვეღარ აუხსნიდა ამ მდგომარეობას,მათი განერვიულება არ უნდოდა,ამიტომ გადაწყვიტა ისევ თავის ბინაში ასულიყო და შეუმჩნევლად დაეძინა,შორიდან შეათვარიელა კორპუსი,ლაშა არ ჩანდა,ტელეფონი ისევ ზმუოდა,ლაშა რეკავდა,განუწყვეტლივ,კიბეები აირბინა კარი ფრთხილად გააღო და საგულდაგულოდ გადაკეტა.ამოისუნთქა და კართან ჩაიკეცა,სინათლე არ აუნთია,ფანჯრიდან ლამპიონის ყვითელი შუქი შემოსჭვიოდა მისაღებს და სიმყუდროვეს ქმნიდა ,სწორედ ახლა იგრძნო შვება,თითქოს თავს უშველა,ადგა,კაბა გაიძრო და გრილი შხაპის ქვეშ დადგა,წყალს ცრემლები შეერია,ღრმად სუნთქავდა,პანიკა ეწყებოდა,მაგრამ მან ისწავლა ამ შეტევების დროს თავის მართვა,სუნთქვით და გრილი შხაპით,ცოტა ხანში მოეშვა,თუმცა სიცარიელეს სულში ვერსად გაექცა,მობილური აიღო და მეგის დაუკავშირდა,ზედმეტი ახსნის გარეშე სთხოვა სასწრაფოდ ბილეთი ეყიდა მისთვის და პირველივე რეისზე გაემგზავეებოდა,ისევ..უკან მოუხედავად..



- გამარკვევ რა მოგივიდა?



-ოღონდ ახლა არა,თავი არ მაქვს



-რა მოხდა ,ვხვდები არ გაქვს მშვიდობა



-როდესაც დავბრუნდები ,მოგიყვები,ბილეთის საქმე მომიგვარე,დავიძინებ ახლა



..ატლალის პიჟამა გადაიცვა და ლოგინში შეწვა,ისე გაითიშა თავადაც ვერ მიხვდა.



.. დილით გვიან გაეღვიძა,კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა,ფეხაკრეფით მივიდა და უკან დაიხია,მალე ბრახუნი შეწყდა,ისევ ტელეფონზე ატყდა ზუზუნი,ლაშა იყო,ჩემოდანი გადმოიღო და პირადი ნივთების ჩალაგება დაიწყო,მეგი ატყობინებდა რომ ფრენა დღესვე იყო დაგეგმილი საღამოს 7 ზე თუმცა ჯერ თურქეთში მოუწევდა ჩასვლა.ოჯახს ვერ ეტყოდა,ვერ გაანეევიულებდა,ჯერ ჩავიდოდა დამშვიდდებოდა და შემდეგ მოუყვებოდა.შხაპი მიიღო,ყავა დალია და მოემზადა,ტაქსი კორპუსის წინ მოიყვანა რათა შეუმჩნევლად გასულიყო ბინიდან,სული იქ რჩებოდა,ლაშაზე ფიქრი გულში ყველაფერს უკლავდა ,მაგრამ უნდა გაქცეულიყო ამ რეალობას..კიბეები ჩაიარა ჩემოდანიც თან წაიღო კარი გადაკეტა და გაიხედა,ვერავინ დალანდა,ტაქსის მძღოლმა ჩემოდანი მოათავსა და მგზავრიც დასვა,ტაქსი დაიძრა ,ვერც შეამჩნია ,რამდენი ხანი იარა,ფიქრებში იყო წარსულში,მოულოდნელად ჯიპმა გზა გადაუჭრა და ტაქსმა ძლიერად დაამუხრუჭა..მარიამმა თავი ძლივს შეიკავა წინ წავარდა,როცა გამოფხიზლდა კარი უცებ გამოგლიჯეს და ლაშას შეშლის სახეს გადააწყდა მისი ცარიელი და გაოცებული თვალები,კაცმა მკლავში ჩაავლო გოგონას და ძლიერად გამოსწია მანქანიდან



-რას აკეთებ?ხელი გამიშვი ლაშა!



-სად მიდიოდი?გარბიხარ არა?მიპასუხე რამდეჯერ უნდა გაიქცე ?რამდენჯერაც ვინმეს შეაცდენ ?



(ამის თქმა იყო და ძლიერი სილა გააწნა სახეში ,ბიჭი ამაზე უფრო გაცხარდა,მძღოლი ჩაერია,გოგონას მანქანაში დაბრუნება სთხოვა და გზის გაგრძელება,მაგრამ ლაშამ მარიამი თავის მანქანისკენ წაათრია,მკლავზე უჭერდა და ძალით მიათრევდა,გოგო უყვიროდა თუმცა აზრი არ ჰქონდა,მძღოლს ფული მისცა და ჩემოდანი ამოიღო,თავის მანქანაში მოათავსა და საჭეს მიუჯდა,მანქანა ადგილიდან სისწრაფით მოსწყდა.



-ნელა გთხოვ..(ხმაც გაებზარა,ყელში ბურთი გაეჩხირა,სუნთქვა გაუძნელდა შიშისგან,მკლავი ჩასწითლებოდა და ხელი იქ ედო,კაცი გაცოფებული უჭერდა საჭეს ხელებს და თვალები არაამქვეყნიურად უელავდა,ჩაწითლებოდა,აშკარა იყო არ ეძინა,სისწრაფეს არ უკლებდა..გოგო სავარძელს აეკრო მთელი ძალით,ღრმად სუნთქავდა,მალე ვედრებაზე გადავიდა



-ლაშა ვისაუბროთ,გთხოვ შეანელე



- ვისაუბროთ?მთელი ღამე გეძებდი!!!(ღრიალებდა კაცი)



- იმის ღირსიც არ გამხადე რამე აგეხსნა,თუმცა რა უნდა აგეხსნა?მართალი რომ ყოფილიყავი ასე არ გაიპარებოდი,მართალი ადამიანები სიმართლისთვის იბრძვიან!!



-ლაშა გთხოოვ ,შეანელე!შეანელე გთხოვ!! მეშინია (ყვირილზე გადავიდა უნებურად,ყველა ტკივილმა ერთად იხეთქა,პანიკა ჰქონდა,ტიროდა,თვალები დახუჭა და ღრმად დაიწყო სუნთქვა,ლაშამ გზად გადააყენა მანქანა,მაშინვე კარს ეცა გააღო და გადახტა მანქანიდან რომ ესუნთქა,იგუდებოდა..კაციც გადმოვიდა და წინ აესვეტა,კაცის თვალებში ტკივილი იყო,ქუთუთოები დამძიმებოდა,ქალი სულს ძლივს ითქვამდა,ისევ სუნთქვითი ვარჯიშები,აქამდე საყვარელი კაცის არასდროს შეშინებია,ახლა კი გრძნობდა ,რომ ეს კაცი ერთდროულად უყვარდა და თან ეშინოდა მისი,სუნთქვა დაუმშვიდდა ,თვალზე მოღალატე ცრემლი ჩამოუგორდა,კაცი ნიკაპში ეცა და თავი ააწევინა



- თვალებში მიყურე!(გამოსცრა მკაცრად,ახედა,მისი თვალები უძირო და ტკივილით სავსე იყო,კაცი მოდუნდა მარიამის თვალებში ჩახედვისთანავე,თითქოს ბრაზი გაქრა და დარჩა ის მწვანეები ასე თავდავიწყებით რომ შეუყვარდა



-ლაშა,მოგიყვები ყველაფერს,რაც შენ დამ დამაბრალა,სიმართლე არ არის,გეფიცები მათესთან ..



- თუ მართალი ხარ,რატომ დაიმალე?რატომ გარბოდი?



- ის შენი დააა ლაშა,არჩევანს ვერასდროს გაიძულებდი,ამ ყოველივეს შემდეგ როგორ უნდა გვექორწინა,მთელი ოჯახის თვალწინ მომაყენა შეურაცყოფა,შენ კი დაუჯერე!(ხმას აუწია გოგონამ)



- არ უნდა დამეჯერებინა? და თუ სიმართლეა?რას იმსახურებ შენ? იქნებ თავად გამერკვია ...(ხელი წელისკენ წაიღო და შემდეგ უკანალისკენ ჩააცურა კაცმა და ძლიერად მოუჭირა,გოგონამ იკივლა და უკან დაიხია,გაოცებული იყო ახლა წინ არა მოსიყვარულე კაცი,არამედ ვიღაც უცხო,გავეშებული ადამიანი იდგა)



- არ მომეკარო!(ხმა ჩახლეჩვოდა გოგოს)



- ეგ გარდაუვალია ხომ იცი(მშვიდად განაგრძობდა კაცი და თან მისკენ ნელ-ნელა მიიწევდა,მისი წვალება იმ მომენტში ისე სიამოვნებდა,ამით აგებინებდა პასუხს ,სანამ ქალი მანქანას არ ააკრო და ჯიქურ მიაშტერდა თვალებში)



- ამის შემდეგ რაც ახლა მაკადრე,როგორ უნდა გამოასწორო რომ მაიძულო შენთან დავრჩე,მე ისეთ კაცთან არასდროს ვიქნები ვისაც შემი არ სჯერა!!



- კაცს მზერაში ტკივილი აესახა,იქნებ მართალი იყო გოგო,მისი მწვანეები ცრემლით აივსო



- თუ მომისმენ,ყველაფერს მოგიყვები,რეალობა სულ სხვა იყო დამიჯერე გთხოვ(კაცი მოსცილდა ,ვერც მის ცრემლებს იტანდა და ვერც ასეთ მდგომარეობაში ხედავდა)



- დაჯექი!( უაიტყვოდ დაჯდა გოგო,კაცი საჭეს მიუჯდა და გზა ნელა განაგრძო,ქალიც დამშვიდდა შედარებით,ჩანთაში მობილურის ძებნა დაიწყო,მაგრამ არ იყო



- ტყუილად ეძებ!



- რა?შენ აიღე?



- მე მაქვს!



- ახლავე დამიბრუნე



- იქ არ დაგჭირდება,სადაც მიმყავხარ



- ჩემ ოჯახს უნდა დაველაპარაკო(სასოწარკვეთა ისმოდა ქალის ხმაში)



- უკვე ვესაუბრე,მოგვილოცეს და ბედნიერე გვისურვეს,რა იციან კეთილშობილი შვილი სინამდვილეში სიძესა და მოყვარეს ერთროულად რომ აცდენს!



- მოკეტე!როგორ მიბედავ?



- ახლა შენი ისტერიკების თავი არ მაქვს,შენ თვითონ მოკეტე და ასგილამდე შენი ა ხმა აღარ გავიგონო!



-სად მივდივართ?(პასუხი არ იყო,შიშმა ისევ დაიკავა მუცელში თავისი ადგილი,რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ გამოჩნდა მთები,შემოდგომა იწყებდა ფეხის მოკიდებას გარშემო,ულამაზესი იყო სვანეთში,აქამდე არასდროს ყოფილა იქ,მანქნა ტყის პირას მდგარ სახლთან გაჩერდა,სახლში ორსართულიანი,დიდი და ლამაზი იყო,სახლის უკან ტყე, წინ ლამაზი ეზო,კარი გაააღო ლაშამ და მანქანა შეაყენა,ვერ ინძრეოდა გოგონა,არ იცოდა იმ სახლში ვინ იყო ან რა ელოდა,იმას ხვდებოდა,რომ კარს მიღმა მშვიდად ვეღარ იცხოვრებდა



-გადმოდი!



-არ მინდა!



- გითხარი გადმოდითქო!



- არ გადმოვალ! არც იმ სახლში შევდგამ ფეხს!ახლავე დაურეკე ჩემ ოჯახს,აქედან წასვლა მინდა! (კაცმა კარი გამოაღო ,ისევ იმ მკლავში ჩაავლო თუმცა ახლა ძალას აკონტროლებდა,რომ არ ეტკინა მისთვის,სახლისკენ წაიყვანა,გააღო და შევიდნენ,სახლს შიდა მუხის კიბე ჰქონდა,ირგვლივ კი დიდი მისაღები,ყველაფერი გემოვნებით მოეწყოთ,ხელი შეუშვა,გოგო ერთ ადგილას აისვეტა



- შეგიძლია დაჯდე! ან ყავა გააკეთო,არ დამილევია!(კაცის ხმა ნაწყენიც და გაბრაზებულიც იყო ერთდროულად)



- სად არის სამზარეულო?



- წამოდი(პატარა სხეულს უკან მიჰყვა ლაშა,თან მის სურნელს გრძნობდა,რომელიც ასე ამშვიდებდა და უყვარდა,გოგო მიხვდა რომ კაცი დამშვიდდა და თვითონაც მოეშვა,ყავის მომზადებას შეუდგა,ნალექიანი ,ქაფიანი,როგორიც ორივეს უყვარდა,კაცს წინ დაუდო და თვითონაც დაჯდა



-ლაშა,17 წლის ვიყავი როდესაც მათე შემიყვარდა,ეს ბავშვური ,მაგრამ წრფელი გრძნობა იყო,სამი წელი ვიყავით ერთად,თუმცა ჩვენი ურთიერთობა საზღვრებს გარეთ არასდროს ყოფილა,ბედნიერები ვიყავით,მე ასე მეგონა,სანამ გოგონამ სახლთან არ შემაჩერა და.... ის დღე..ახლაც მტკივა..მან მითხრა,რომ ფეხმძიმედ იყო(ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა,რათა კაცის აფეთქება არ გამოეწვია და განაგრძო)მათესგან ,იმ დღეს ცა ჩამომექცა თავზე,მათემ მითხრა რომ ვუყვარდი და გავპარულიყავით,მე ამას არ დავუშვებდი,ჩემი პრინციპები მაქვს,მას მერე მათე აღარ მინახავს,გავემგზავრე ,ორივეს შენ ბინაში შევხვდი,მესმის რთულია შენთვის ერთ მხარეს შენი დაა,მეორე მხარეს საყვარელი ქალი,მაგრამ,იმის გამო მე ნუ დამსჯი რაც არასდროა ჩამიდენია,მათეს ჰქონდა უამრავი მცდელობა ბოდიში მოეხადა ჩემთვის,დამკავშირებოდა,არც ერთ მის შეტყობინებას არ ვკითხულობდი,ამას დაგიმტკიცებ,ჩემიობილური დამიბრუნე,წლები ყველგან ვბლოკავდი საიდანა მიკავშირდებოდა,ვერ ვხვდები შენ დას რა უნდა ჩემგან,სწორედ მან დამინგრია ბავშვური ოცნებები,ის დაორსულდა ჩემი შეყვარებულისგან..



- გაჩუმდი! არ გაბედო ლილეზე ასეთი საუბარი! გინდა დამაჯერო,რომ ლილე საწოლში სხვის შეყვარებულს ჩაუწვა და აიძულა ცოლად მოეყვანა?შენ ჩემ დაზე საუბრობ!ჩემ გაზრდილ დაზე



- დიახ შენ დაზე ვსაუბრობ,მე მიყვარხარ ლაშა(ქალის სიტყვები ისეთი გულწრფელი იყო,კაცი გაჩუმდა და მიაჩერდა თვალებში,მოლბა)



- ისიც ხომ გიყვარდა?



- მიყვარდა,ერთ დროს..



- ახლა?



- ახლა ?ის წარსულია ლაშა,ჩემი ცხოვრების გაკვეთილი,შენ კი ჩემი აწმყო ხარ გესმის?მიყვარხარ და მინდა გჯეროდეს,უბრალოდ გჯეროდეს ჩემი,თუ არ შეგიძლია მაშინ ახლავე გამიშვი,ასე არ შემიძლია გესმის?შენ სულ ეჭვებით მიყურო მე კი გიმტკიცებდე რომ მართალი და გულწრფელი ვარ,ვერც იმას გაიძულებ არჩევანი გააკეთო,გიგებ,მესმის შენი ბრაზის ,მაგარამ..



- რატომ გარბოდი?



- იმიტომ რომ ,საყვარელ კაცთან სიმართლისთვის ბრძოლა არ უნდა მჭირდებოდეს!იმიტომ ,რომ შენ დასთან ომს ვერ წამოვიწყებ,როცა არსებობ შენ,ვერ გაიძულებდი არჩევანს,მათთან არ მინდა რაიმე საერთო მქონდეს გესმის? თუ ახლაც ჩემი ისევ არ გჯერა,მაშინ ჯობია გამიშვა და ჩვენი გზები მოვნახოთ



..კაცი მთელი ყურადღებით უსმენდა,გრძნობდა რომ რაც გოგონამ თქვა ყველაფერში გულწრფელი იყო,თუმცა გული ახლა იმის გამო შეუღონდა,ლილეს ნუთუ ეს შეეძლო?ასეთი სულმდაბალი ყოფილიყო,არა ,არა,ის ასეთი ვერ და არ იქნებოდა,ყავა მოსვა



- მიყვარს შენი მოდუღებული ნალექიანი ყავა



- ვიცი,გაუღიმა გოგონამ,თან სიყვარულით და სევდით სავსე თვალები შეანათა



...ეზოში გამოვიდა,სანამ ლაშა ბუხარს ანთებდა,იქ საღამოობით გრილოდა,ეზოც მყუდრო იყო იმ სახლში,ტყეს უყურებდა და ღრმად სუნთქავდა,ბუნება სიფერადეს იწყებდა,გარდაქმნას,ყველაფერ ძველთან გამომშვიდობებას,იქნებ ადამიანებიც ასეთები ვართ,ზოგჯერ ვშოშვლდებით ,ძალა გვეცლება,შემდეგ გავივლით სუსხიან ზამთარს და გაყვავილებას ვიწყებთ..



- შემოდი,გრილა უკვე..



..ბუხართან იჯდა კაცი და ცეცხლს უყურებდა,მარიამი გაბედულად მივიდა და გვერდით მიუჯდა ,თავი მიადო,კაცი გაინაბა,მკლავი მოხვია და ჩაიხუტა



- მაპატიე კარგი? იმ ღამეს ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყავი და ვერ დაგიცავი,ვერ დაგიჯერე,საშინელებები გავიფიქრე,გავგიჟდი მარიამ,სხვა კაცი როგორ გეხებოდა ამის გაფიქრებამ ჭკუიდან გადამიყვანა



- ახლა გჯერა?თვალებში მიაშტერდა გოგონა,კაცის თვალებში იმხელა გრძნობა იკითხებოდა,ერთდროულად ვნება,სიყვარული,დანაკარგის შიში,მარიამისკენ გადაიხაარა და სქელ ტუჩებზე დაეწაფა,ეს დასტური იყო მისი პასუხის.



იმ ღამეს ერთ საწოლში ეძინათ,მხოლოდ ჩახუტებულებს,თითქოს ასე აგრძნობინეს ნდობა ერთმანეთს,დილა უჩვეულოდ ლამაზი იყო,საყვარელი ადამიანის მკლავებში,თითქოს კოშმარი დასრულებულიყო და სადღაც ლამაზ ზღაპარში გამოეღვიძა,მზის სხივებმა სახეზე მოუღიტინეს და საყვარელ მამაკაცს მოუბრუნდა ,რომელსაც ისე ჩაებღუჯა თითქოს ეშინოდა არავის წაერთმია მისთვის,ფრთხილად წამოდგა და სამზარეულოში ფუსფუსს შეუდგა,ლაშამ ლოგინში მარტომ გაიღვიძა,მოულოდნელად წამოხტა,ვერ მიხვდა რისი შეეშინდა,იქნებ მიტოვების,სამზარეულოს მიაშურა და დაინახა,მისი საყვარელი ქალი,რომელსაც მაგიდა გაეწყო საუზმისთვის,გაეღიმა,დაიფიცებდა რომ ახლა უბედნიერესი კაცი იყო,იქამდე სანამ კარი გაიღებოდა და ლილე მოადგებოდა სახლს,გოგონას გაცხარებული,გაბოროტებული სახე მარიამს არ გამორჩენი,მოემზადა შემდეგი ომისთვის,ომის ,რომელიც არ დაუმსახურებია.. ლაშა წამოდგა და მარიამის წინ დადგა



- ძმაო,ნუთუ მაინც მოიყვან ცოლად?



-ლილე ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვწტია!



- არა,როგორ უნდა დაუშვა ,ქალი რომელიც ჩემ ქმართან იწვა..



- მოკეტე ლილე..არ გაბედოო იცოდე!(ღრიალებდა კაცი)



-სად არის შენი ქმარი?



- აქ ვარ(ოთახში თვალჩალურჯებული და ტუჩგახეთქილი მათე შემოვიდა)



- იმაზე უარესი რაც მოხდა ,აღარფერი იქნება,მე მიყვარდა მარიამი,მთელი ჩემი არსებით! მე მის ცოლად მოყვანას ვაპირებდი



- მოკეტე მათე,მოკეტე(ყვიროდა გაწიწმატებული ლილე)



- ლილე პირველ კურსზე გავიცანი,ულამაზესი იყო,მაგრამ ჩემი გული მხოლოდ ერთ ქალს ეკუთვნოდა და ის დავკარგე ჩემი უტიფრობით,(მარიამს მოგონებებმა ისევ მუცელში დაუარა,მწარედ ასტკივდა ის დანაკარგი,იმედგაცეუება და ტკივილი)



- ლილეს სიმპათია მალევე ვიგრძენი,სულ ჩემ გვერდით იყო,მეც მსიამოვნებდა,არ ვიცი ,იმ წყეულ ღამეს კლუბში წავედით კურსელები,დავლიე,დილით ლილესთან ერთად გავიღვიძე,მაშინვე ვინანე,მაგრამ უკვე გვიანი იყო(ლაშას აპილპილებულ სახეს წითელი ფერი დასდებოდა,ხმას ვერ იღებდა,ლილე თავჩაღუნული ტიროდა) მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო,ლილემ მალევე გამიმხილა ,რომ ფეხმძიმედ იყო,ცა ჩამომექცა ,ბავშვს არასდროს მოვაცილებინებდი,მაგრამ მარიამი... ლილემ დამასწრო ამის თქმა და მას შემდეგ აღარ მინახავს,უბრალოდ დამტოვა და წავიდა,ჩემი ცოლი ეგოისტია მის მიმართ,მე მარიამს არ შევხებივარ არასდროს,მე ის სუფთა სინდისით მიყვარდა მუდამ,მაშინაც როცა ლილე მიწვა გვერდით



- მოკეტე შე სი..ო ,ჩემი ცოლის სახელის ხსენებასაც გიკრძალავ(საყელოში ეცა ლაშა,ლილე ძმას მივარდა,ქმრია გადასარჩენას,მარიამს ეშინოდა,უკან დაიხია



-მართალს ამბობს ძმაო(ამოიტირა ქალმა, მე მათე სიგიჟემდე შემიყვარდა,ვიცოდი სხვა რომ უყვარდა,ყველაფერი ვიცოდი და მაინც გავაკეთე ის რაც გავაკეთე!



კაცმა ახლა დისკენ გაიწია,ყელში წაუჭირა გამწარებულმა



- როგორ?ასე გაგზარდეთ?როგორ ჩაუწექი უცხო კაცს ლოგინში,ასე უთავმოყვარეო როგორ ხარ?(ღრიალებდა ლაშა,მარიამი მივარდა კაცს და მათი დაშველება სცადა,კაცმა გოგონა იდაყვით მოიქნია უნებლიედ და უკან გადააგდო,ვაზას დაეჯახა და მსხვრევის ხმამ გამოაფხიზლა გაშმაგებული კაცი,როდესაც უკან მოიხედა,გოგონას მაჯიდან სისხლი სდიოდა,ლილეს ხელი შეუშვა და გოგონასკენ გაიქცა,მარიამმა უკან დაიხია შეშინებული თვალებით



- მაპატიე,მაპატიე გთხოვ,მაჩვენე რა იტკინე



- მათემ ცოლს ხელი მოჰკიდა და წაიყვანა,ლაშამ გოგონას თვითონ შეუხვია ხელი,თან კოცნიდა,პატიებას სთხოვდა



- ლაშა,ზოგჯერ ისე იქცევი შენი მეშინია



- ვიცი პატარავ,მაპატიე გთხოვ



- ჩემებთან დამარეკინე გთხოვ



- შენი მობილური საძინებელშია



- კარგი(ქალი უსიტყვოდ გაეცალა მამაკაცს,ის კი დარჩა თავის ფიქრებთან და იმედგაცრუწბებთან მარტო,არც ის იცოდა როგორ გაეგრძელებინა ეს ყველფერი,მხოლოდ იმაში იყო დარწმუნებული რომ ეს გოგო ცოლად უნდა მოეყვანა და მის გაშვებას არ აპირებდა.



..იმ ღამით თბილისში დაბრუნდნენ ,მარიამმა ოჯახის ნახვა მოინდომა,კაცს უარი არ უთქვამს,მერაბს და ეკას მათი სტუმრობა გაეხარდათ,ხელმოწერის ცერემონიაც უცებ გადაწყვიტეს,თითქოს ყველაფერი დალაგებულიყო,ლაშას დედამ მარიამი მოინახულა და ბოდიში მოუხადა ყველაფრისთვის რაც მისმა შვილმა აკადრა,გოგონაც თბილად შეხვდა ქალს,ისე ჰგავდა ლაშა დედას..ხელმოწერის ცერემონიიდან ლაშას ბინაში ავიდნენ პირდაპირ,რადგან ლაშას ლილეს დანახვა არ უნდოდა.უკვე მოსაღამოვებულიყო,გოგონა დაღლილი ჩანდა,აბაზანას მიაშურა,როგოეც ყოველთვის გრილი შხაპის ქვეშ დადგა და დაღლილობამაც დატოვა მისი სხეული,აბრეშუმის ხალათით შეიმოსა შიშველ სხეულზე,თმა ისევ ნესტიანი ჰქონდა,კაცს არც ერთი მისი მოძრაობა არ გამორჩენია,სხეული გაუცხელდა მის დანახვაზე



- მოდი ჩემთან!(გაისმა მკაცრი ბარიტონი)გოგონა მის ნებას უსიტყვოდ დაჰყვა და მის გვერდით ჩამოჯდომა დააპირა,თუმცა კაცმა პირდაპი კალთაში მოიქცია პატარა და ნაზი სხეული,სუნთქვა გაუხშირდა,მის ტუჩებს წაეტანა,კოცნაც მომთხოვნი ჰქონდა,სხეულზე იკრავდა ძლიერად ქალს,სახე დაუკოცნა და კეფაში ხელი ამოსდო თმა მოქაჩა და უკან გადააწევინა,ყელს ჩაუყვა და მკერდი მოუაშიშვლა,ამაზე უფრო გაშმაგდა კაცი,მისი სავსე მკერდი სათითაოდ დაუკოცნა,წელზე შემოისვა და საძინებლისკენ დაიძრა,ლოგინზე დააწვინა და თვითონაც გაიხადა,იგემა მისი სხეულის ყველა ნაწილი,შემდეგ კი ნაზი ბიძგებით შეუერთდა მის მთრთოლვარე სხეულს..იმ ღამით ისინი ერთნი გახდნენ როგორც სული და სხეული..



ლაშა საქმეებს დაუბრუნდა რამდენიმე დღე ისე გავიდა ვერც ერთმა გაიაზრა ვნებაში გახვეულებმა,როდესაც ლაშა კალიენტან იყო გასული,მარიამს ლილემ მოაკითხა,ვერ გაიგებდით რისთვის,უყურებდა გოგონას და ტიროდა,იქნებ ყოველთვის უნდოდა ისე ჰყვარწბოდა ვინმეს,როგორც მარიამი უყვარდათ,აშმაგებდა ამაზე ფიქრი ქალს,რაღა ის აირჩია მისმა ძმამაც.



სანამ ლაშა დაბრუნდებოდა კარზე ახლა მათე მოადგა,



-გთხოვ მხოლოდ რამდენიმე წუთი მომეცი,გევედრები მარიამ,შემხვდი ისევ იქ სადაც ხშირად დავდიოდით ხომე ერთად,მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევ და მერე გავქრები



..დათანხმდა,უნდა ამოეწურა ორივესთან ყველფერი და წარსულისთვის გაეტანებინა..ლაშა დაბრუნდა ცოლი მოისიყვარულა და გემრიელი ვახშამიც მიირთვეს ერთად,შემდეგ საწოლში გადაინაცვლეს და ვნებააშლილი კაცის დაკმაყოფილება დიდ ხანს გაგრძელდა ქალისთვის..



..გათენდა,ლაშა დილით ისევ ადრე გავიდა,დაუბარა რომ საღამომდე დაბრუნდებოდა,მარიამმა მათესთან შეხვედრა გადაწყვიტა,მასივის პარკთან იმ სკამზე ელოდა მათე სადაც წლები ისხდნენ და სამომავლო გეგმება აწყობდა წყვილი



- მოხვედი,გახსოვს ეს ადგილი?



-მათე აქ მოგონებების ასაშლელად არ მოვუსლვარ,მინდა გაგაფრთხილო!ჩემ ბედნიერებას შენ ან შენი ცოლი თუ კიდევ ეცდებით ხელი შეუშალოთ,გეფიცები ორივეს ჩემი ხელით გაგგლიჯავთ,ნუ მირეკავ,ნუ მიყურებ და საერთოდ დაივიწყე ჩემი არსებობა!!



- არ შემიძლია გესმის არ შემიძლია!!ის ხომ შეძელი სხვა ჩაგეგორებინა ლოგინში სანამ სოყვარულს მეფიცებოდი! დაახვიე ჩემი ცხოვრებიდან,მეზიზღები იცი?შენ გამო იცო რა გადავიტანე?



- მაპატიე გთხოვ.. მომეცი შანსი,წავიდეთ აქედან ერთად



- მოკეტე შე ნაგავო,როგორ მიბედავ,ცოლი და შვილი გყავს,მე კი ჩემი ქმარი მიყვარს გესმის?(კაცი მისკენ გაიწია ხელები მხრებზე ჩაავლო და ჩასახუტებლად გაიწია მისკენ,ფოტოც გადაიღეს შორიდან,კადრი იდეალურად აჩენდა ორ შეყვარებულს ,ქალმა უხეშად მოიცილა კაცი,სილაც გააწნა და ისე გაეცალა იქაურობას,სახლში დაბრუნდა და ლაშასთვის სადილის მომზადება დაიწყო,კაცი უჩვეულოდ ადრე დაბრუნდა სახლში,პირველი კითხვა რაც დაუსვა



-რას აკეთებდი აბა პატარავ?



- არაფერს,ვისვენებდი მთელი დღე



- არსად გაისეირნე?



- არა! ( მტკიცედ მოიტყუა ქალი)თუმცა სინდისმა შეაწუხა



- ესეიგი არა.. კაცი ნელა უახლივდებოდა ცოლის პატარა სხეულს,თვალებში ჭინკები ენთო,ქალმაც იგრძნო მისი ვერაგი მზერა და უკან დახევა დაიწყო,კაცმა შეაჩერა და კედელს ააკრა გოგონას სხეული,ყელში მიაბჯინა ერთი ხელი მეორე წელზე მოუჭირა ძლიერად



- ხომ გაგაფრთხილე არასდროს მომატყუოთქო?ესეიგი პატარა ქალბატონს რა გეგმები ჰქონია..ცოლად გამომყევი რომ მასთან ისევ ახლოს ყოფილიყავი,გათხოვილი ქალის სტატუსით ადვილი იქნებოდა არა?



- ლაშა ,აგიხსნი,რასაც შენ ფიქრობ ეგრე არაა დამიჯერე



- დაგიჯერო არა?მასთან დაწოლა გინდა?



ქალს ცრემლები მოსდიოდა ,მხოლოს სხეული კი არა ახლა გულიც ეტკინა



- რას ბოდავ? აყვირდა ქალი



- რას?აი ამას(გაშმაგაგდა კაცი,შემოახია კაბა რომელიც ეცვა და ქამრის გახსნას შეუდგა,კბენდა ყელში მკერდზე,უხეშად ,მომთხოვნად,კედელზე აკრული დაისაკუთრა ქალის პატარა სხეული,შემდეგ ამოიოხრა და ხელი შეუშვა,ქალი ჩაიკეცა განადგურებული,ასე შეურაწყოფილი თავი არასდროს უგრძვნია,კაცი გვიანღა მოეგო გონს რა გააკეთა,მისკენ შეტრიალდა რომ აეყენებინა,ქალმა ხელი ჰკრა და სილა გააწნა



- კაცი მეგონე,არაკაცი ყოფილხარ!!!



აბაზანაში გაიქაცა,გრილ შხაპს მიაშურა და კარი გადაკეტა,ლაშა აბრახუნებდა კარზე,ხმას კი არავინ სცემდა,ტიროდა,გამოიგლოვა თავისი ცხოვრება შემდეგ მოიცვა აბეეშუმია ხალათი და აბაზანიდან სწრაფი ნაბიჯებით გავარდა,კაცი უკან გაჰყვა



-მომისმინე,გავგიჟდი გოგო გესმის?რატომ შეხვდი?ფოტო ვნახე სადაც გწხუტება,გეხება,გავგიჟდი გესმის?შენ ჩემი ხარ და ვერავინ მოგეკარება(ღრიალებდა კაცი,ქალი კი იცვამდა გაგიჟებული და იცოდა რომ აქედან შორს უნდა წასულიყო,კარისკენ დაიძრა



-რას აკეთებ?სად მიდიხარ? შეაჩერა კაცმა



- გამიშვი,მივდივარ! გაყრა მინდა



- არასოდეს! არასოდეს მოგცემ მაგის უფლებას!



-არც გეკითხები,გაიწიე!



- ვიცი რა სირობაც ჩავიდინე,მაპატიე,თავი დავკარგე



- მერამდენედ ლაშა?შენი და არასოდეს მოგვცემს საშუალებას მშვიდად ცხოვრების რადგან შენ აძლევ ამის უფლებას,მე კი იმ კაცის გვერდით ცხოვრება აღარ მინდა ვისაც ჩემი სიმართლე უნდა ვუმტკიცო!



(კაცს გვერდი აუარა და ისე გაიხურა კარი უკან აღარ მოუხედავს,საღამომდე ელოდა ლაშა,რომ დაბრუნდებოდა,დაურეკა,მარიამმა სთხოვა ცოტა დრო მიეცა რომ თავისებთან უნდოდა ყოფნა,კაცი დათანხმდა,ადროვა,რამდენიმე დღე ასე გაიწურა,დას ააკითხა სახლში განადგურებულმა,ლილემ ასეთი რომ დაინახა გული მოეწურა ძმის ტკივილზე,გაიაზრა რა ეგოისუტარდ მოექცა მასაც და იმ გოგოსაც



- მე მივალ პირადა მასთან და მე დაველაპარაკები ძმაო



- მაპატიე ,თუ ასე გოყვარდა



- ეჭვები ცხოვრებას მინგრევს ლილე



- ვიცი! მაგრამ მათეს ჩწმთვის სიყვარული არასდროს შემოუფიცია,შენ კი უყვარხარ მას,მაშინ გითხარი რომ მასაც ჰქონდა კონტაქტი ჩემ ქმართან,მოგატყუე ძმაო,მათე ცდილობდა თავისას თუმცა შენ ცოლს არც ერთ მის შეტყობინებაზე არ უპასუხია გესმის?(კაცმა გაიაზრა ეჭვების გამო რას კარგავდა,მაშინვე გაიქცა სიმამრის სახლისკენ,თუმცა სახლში მხოლოდ ცოლის ძმა დახვდა,მან უთხრა რომ მარამი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს,გაცოფებულმა ახლა საავადმყოფოს მიაშურა,ეკა დაინახა,მივარდა გაგიჟწბული,ამ დროს ექიმი გამოვიდა და უთხრა რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა გოგონას და ის ფეხმძიმედ იყო,ლაშას თვალთ დაუბნელდა,იმის გახსენებაზე რაც გააკეთა,მაშინვე შევიდა მასთან პალატაში,მშვიდად იწვა გოგონა და ფანჯარაში უძიროდ იყურებოდა



- მარიამ..



- წადი აქედან გთხოვ,არ მინდა შენ ნახვა



- ხომ ხვდები რომ ვერ წავალ!



- განქორწინება მინდა!



- არა! არ გაგეყრები



- მე გაგეყრები!



- მოდი ჩხუბის გარეშე კარგი?თავიდან დავიწყოთ ყველაფერი,გამოვასწორწბ გწფიცები..



- ჩემ თავმოყვარეობასაც ლაშა? მინდა წახვდე ახლავე აქედან და აღარ მინდა თქვენი დანახვა აღარასდროს!(გოგონა წამოდგა და გასვლა დააპირა,კაცმა შეაჩერა



-უკვე გვიანია პატარავ!ეგ არ მოხდება,ჩემთან ერთად წამოხვალ ,ჩვენ სახლში!



- არა!



-კაცმა ხელი დაავლო ცოლს,და ძალით გაიყვანა საავადმყოფოდან,მანქანაში ფრთხილად მოათავსა და მის ოჯახს წყნარად დაემშვიდობა



- სვანეთში მივდივართ!



-რატომ?არ მინდა



- დროა ერთმანეთის ნდობა ვისწავლოთ



- მე გენდობოდი,შენ არ გჯეროდა ჩემი არასდროს!



- გპირდები გამოვასწორებ



- სვანეთის გზებს მიუყვებოდა ავტომობილი ფრთხილად,საღამო იყო სახლს რომ მიადგნენ,ცოლს კარი გაუღო ლაშამ,თუმცა მაინც ვერ მოუბრუნა გული,თავის ხელით გაუკეთა ბულიონიც,გოგონამ გემრიელად მიირთვა და ძილს მიეცა,კაცი მშვიდად მიუწვა ცოლის დამშვიდებულ სხეულს და მას აეკრა,დილა ისე მშვიდი იყო,ესიამოვნა საყვარელი კაცის მკლავები ,თითქოს გრძნობდა რომ გადაიარა იმ ქარიშხალმა ,რომელსაც დასასრული აღარ უჩანდა,წამოდგა და ყავა თიხის მოსადუღებლით დადგა გაზქურაზე,მანაც არ დააყოვნა და ისეთი ქაფიანი მომზადდა,ქმარს საძინებელში შეუტანა და შეაფხიზლა,ლაშას თვალზე ცრემლი მოადგა,ცოლისკენ გადაიხარა და ძლიერად ჩაეხუტა



- მაპატიე ყველაფერი ჩემო ქალბატონო



- ბედისწერის გჯერა?



-კი,მჯერა,აბა ამხელა სამაროში როგორ გიპოვნე ერთი ციდა გოგო



- ლაშა მეშინია



- ჩემ გვერდით ნურაფრის შეგეშინდება,გპირდები,შენ და ჩვენ შვილს ყველაფრის ფასად დაგიცავთ!



- ვიცი,მჯერა!



- ესაა ბედისწერა..ზოგჯერ რაც არ უნდა ეცადო გაექცე მას,ყველა გზა მაინც მასთან გაბრუნებს ვინც თავიდანვე გელოდა..გზები შეიძლება აირიოს,გზად სზვადაახვა ადამიანებს შევხვდეთ,მაგრამ ყველას დანიშნულება იმ ერთთან მივა.....



დასასრული




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent