შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ ცაა საჩემო ...


17-01-2019, 19:13
ნანახია 1 146

ცა მიწიდან იწყება და მეც ამ ცის შვილი ვარ ,
ყოველ ღამით გიხატავ მრავალფერად ყვავილებს.
ისე ჩუმად, უთქმელად და უენოდ მივდივარ,
თითქოს ვინმე ჩემს სულში ჩასახლებას აპირებს.

მოვიარე ფიქრებში ყველა ბაღი ედემის,
ჯოჯოხეთი უცხო და უსურვილო მხარეა.
ყოველ ღამით ძილის წინ ათას რამეს ვედები,
ყოველ დილით ჩემთვის ვქსოვ ფართო გრძნობის არშეას.

მივაკერე მძივები ოცნებებს და შიში მაქვს,
ოცნება რომ გამიქრეს უსუსური დავრჩები.
ხალხში როგორ ძლიერი და უსაზღვროდ დიდი ვარ,
მაგრამ მარტო ყოფნისას უნებურად ვბავშვდები.

აღარაფერს არ ვდარდობ, თუნდაც სულშიც აცივდეს,
საკუთარ თავს თავად ვხევ სარჩევების სიიდან.
ის ლამაზი წიგნი ვარ, მხოლოდ ყდა რომ გაგიჟებს,
მაგრამ მისი წაკითხვა არასოდეს გიცდია.

რაა მხოლოდ თვალები თუ შინაარსს ვერ ხვდები,
რაა მხოლოდ ღიმილი თუ ვერ არჩევ ყალბიდან.
გავჩუმდი და დუმილით განიშნებ რომ ვნებდები,
განიშნებ რომ არ მინდა წაგიკითხო თავიდან.

მახსოვს ერთ დროს შენს თვალებს სარკესავით ვუმზერდი,
სადაც შენზე მეწერა ყველა წიგნი დავხიე.
ქუჩის სურნელს ვისუნთქავ, ხელში თეთრი ფურცლებით
და წარსულზე ფიქრსაც კი საკუთარ თავს ვარიდებ.

ჩვენ ორს მხოლოდ ზეცა გვაქვს დარჩენილი საერთო,
ისევ ვდუმვარ და ჩუმი ნაბიჯებით მივდივარ.
ცა მიწიდან იწყება - მხოლოდ ცაა საჩემო,
ხის ფესვებს რომ ინახავს მე იმ მიწის შვილი ვარ.

ჩუმი 'პოეტესა'



№1  offline წევრი luana

სასწაულად ლამაზ და შინაარსიან ლექსებს წერ. ძალიან, ძალიან კარგი ხარ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი sweetgirl

Vgijdebi shens leqsebze❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent