პატარა ქალბატონი ( სრულად )
რთულია უფროსი შვილი იყო, მაგრამ ამაზე უფრო რთული და საპასუხისმგებლოა თუ უფროსი ქალიშვილი ხარ, პირველი და ერთადერთი გოგო შვილი და შვილიშვილი. დაახლოებით ეს სიტყვები მითხრა ბებიამ, თავიდან ვერ ვხვდებოდი ასეთი რა სირთულე და პასუხისმგებლობა უნდა მოყოლოდა ჩემს უბრალო სტატუსს, შემდეგ , როგორც ყველა მოკვდავისთვის, ჩემთვისაც ერთიანად გახდა ცნობილი ყველა ზემოთხსენებული. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ შანსი რომ მქონდეს ისევ პირველ შვილად და რაც მთავარია, ისევ გოგოდ დაბადებას ვისურვებდი. ბებიასთვის სწორედ თავისი „პირველობის“ სტატუსი გახდა იმის მთავარი საბაბი, რომ უსიყვარულოდ მიბარეს ბაბუაჩემს მკლავებში. მართალია, ის არ ყოფილა ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი, მაგრამ იყო უფროსი, რაც სრულებით საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ანინა მენაბდე დადვანების უფროს ვაჟზე მიეთხოვებინათ. ეს ამბავი ბებომ მეცხრამეტე დაბადების დღეზე ჩუმად გამიმხილა, ავიჩემე, სხვა საჩუქარი არ მინდა, შენი და ბაბუას გაცნობის ისტორია მომიყევი მეთქი. ხოდა, ახლა, ბებოს ნებართვით და ჩემი ახირებული სურვილით მოგიყვებით, როგორი რთული ცხოვრება გამოიარა ანინა მენაბდემ და გარიგებით, ძალით შექმნილი ოჯახი, ათასში მხოლოდ ამ ერთ შემთხვევაში, როგორ ააყვავა სიყვარულმა - ნელა, თუმცა საფუძვლიანად. **** 1966 წლის გაზაფხული იყო , მარტი , სოფლის შუკებში თოვლი ჯერაც არ დამდნარიყო და აშკარად არც ჩქარობდა წასვლას. მენაბდეების სახლში ლხინის სუფრა ჰქონდათ გაშლილი, სტუმარი-სტუმარზე მოდიოდა და ქალი-ქალზე დაფაცურებდა იქეთ-აქეთ,ვაი და მაგიდაზე რამე არ ამოილიოს და ხალხში თავი არ მოგვეჭრასო. ოჯახის უფროსი , ვასო მენაბდე მაგიდის თავში იდგა, ღვინით სავსე ჭიქა მაღლა აეწია და სიყვარული სადღეგრძელოს სვამდა. ჯერ ცოლი დალოცა, რომელმაც სამზარეულოდან გამოყო თავი და ნაზი ღიმილით, მადლობის ნიშნად დაუკრა თავი. შემდეგ, თავისი უმცროსი ქალიშვილი, ელენე დალოცა, რომელსაც აგერ ერთი კვირის წინ შეექმნა ოჯახი და ეს სუფრაც ამის საპატივცემულოდ, ფაქტობრივად მეშვიდე დღეა არ ჩაწყნარებულა. თავად ელენე გვერდით სოფელში, თავის მეუღლესთან იყო და არ იცოდა რა ხდებოდა მის საგვარეულო სახლში. არც ის იცოდა, სტუმრებიდან ერთ-ერთ ქალბატონს, რომელიც ასევე სრული გაფაციცებით ეხმარებოდა ოჯახის მთავარ ქალბატოთ, ნინას , თვალი რომ დაედგა ანინასთვის. სწორედ იმ საღამოს გაღვივდა ნაპერწკალი, რომელიც საბოლოოდ დიდ კოცონად აგიზგიზდა. ჩუმად მიეპარა მეზობელი ნინას, ხელკავი გამოსდო და სამზარეულოს ჩუმ კუთხეში შეიყუჟა. _რა ხდება, ეთერო, ხომ გაქვს მშვიდობა?_ნინამ გაკვირვებული სახით ახედა მეზობელს, თან მიხვდა, არ უნდა ეთქვა ეთერის კარგი ამბავი. _კი,კი. მომისმინე ახლა და კივილი არ ამიტეხო აქ იცოდე! _მითხარი რა ხდება, რას მაშინებ და მანერვიულებ? _აგერ რამდენიმე დღეში ჩემი მული ჩამოდის, მაზლისშვილი მოყვება, ჩემ ქმარს აქვს რაღაც საქმეები და ის ბიჭი უნდა დაეხმაროს, გაახარებს ღმერთი... _მერე,ეთერო, დასარჩენი არ აქვს მაგ ბიჭს თუ რატომ მიყვები ახლა მაგ ამბავს? _დასარჩენის მეტი რაია ნინა , მაცადე ჩავამთავრო. _ კარისკენ გააპარა ეთერიმ თვალი, ვინმე არ შემოვიდეს ან არ დაგვაყურადოსო _ კარგი ბიჭია შეთე, იცი შენ ჩემი მულის ოჯახი, სადაცაა გათხოვილი, არ უნდა ახლა მაგას ახსნა. ვიფიქრე ჩვენი ანინა გაგვერიგებინა, ჰა, რას იტყვი? _რას ამბობ ეთერო? _შენთვის და ანინასთვის ვამბობ ნინა მე მაგას. 17 წლის გაგითხოვდა ელენე, შექმნა ოჯახი და კი იქნება ახლა იგი თავიზა. ანინა 19 წლისაა, რას იტყვიან, გაასწრო პატარა დამ და მთხოვნელი არ ყავს არავინო. _ ნინას ჩაჭრა უნდოდა, მაგრამ არ აცადა ეთერიმ, დამასრულებინე სათქმელიო ანიშნა _ ჩამოვა ი ბიჭი და დააკირდი , იფიქრე მაქამდე და ვასოსაც უთხარი ეს ამბავი, მამაა და უნდა იცოდეს. ასე დაიწყო ანინას და შეთეს ამბავი. თავიდან ნინა თითქოს წინააღმდეგი იყო ამ ყველაფრის , მაგრამ ნელ-ნელა სულ სხვა აზრზე დადგა. ანინას ხელი სათხოვნელად ჯერ მათ ოჯახში არავინ მოსულიყო, არც გოგონა იკლავდა თავს იმით, რომ სოფლის ბიჭებისთვის შეეხედა და გათხოვებაზე ეფიქრა. საბოლოოდ, ვასოსთან საუბრის შემდეგ, სოფელში ჩამოსული შეთე მათთან მიიპატიჟეს სუფრაზე. ანინას ამპლუა უცვლელი იყო, სტუმრებს თავს დასტრიალებდა დედასთნ ერთად, ხან ხაჭაპურს ამატებდა სუფრას, ხან მწვანილს. შეთე ვასოს გვერდით დასვეს. თითქოს იეჭვა კიდეც ბიჭმა , აქ რაღაც ხდებაო, თუმცა არ მიუქცევია ყურადღება. წელშიგამართული და წარბშეკრული იჯდა სუფრასთან - სადღეგრძელოს თქმის დროს რამდენიმე სიტყვას თუ გაიმეტებდა. ანინასთვის ყურადღება არ მიუქცევია, რამდენიმეჯერ შეეგება მათი მზერა ერთმანეთს, ერთი-ორჯერ მადლობაც უთხრა გოგონას, როცა სუფთა თევში დაუდო ამ უკანასკნელმა წინ, ეს იყო და ეს მათი პირველი შეხვედრა. კარში როცა შემოვიდა და მეზობლებს შემოყვა ანინას ოდნავ შეეფარკლა თოვლივით თეთრი ღაწვები. სიმპათიური ყმაწვილი იყო შეთე, ნამდვილი მთის შვილი. ამის შემდეგ პირისპირ არ უნახავთ ერთმანეთი, ეზოდან თუ მოჰკრავდა ანინა ბიჭს თვალს , როგორ გააჭენებდა დილით ცხენს და როგორ ბრუნდებოდა სახლში გვიან ღამით. შეთეს წასვლის დღე იყო, ნინამ დიდი კალათა გაამზადა, სურსათი და გურული სუნელი მთელი სიამაყით ჩაალაგა და კოპწიად მოუკრა ყველაფერს თავი. _რას ამზადებ, დედა ? _ სამზარეულოში შევიდა უფროსი ქალიშვილი და თვალი მოავლო აშკარად სასაჩუქრედ გამზადებულ კალათს. _ეთერის სტუმარი სახლში ბრუნდება დღეს, ხოდა, გავატან მეთქი ვიფიქრე. მიდი, ჩაიცვი და წამომყევი შენც. _აბა მე რა მინდა იქ? _გინდა, ანინა, გინდა. სტუმარი უნდა გავაცილოთ, ცუდი ტონი იქნება რომ არ წამოხვიდე. _გამოცვლა რაღა საჭიროა? _ფქვილი გაცხია კაბაზე და თმაც აბურდული გაქვს, მიდი, ჩქარა, მოწესრიგდი და გელოდები. ანინას გულში იმ წამს უცნაურმა შფოთვამ დაიარა. თითქოს გრძნობდა, რომ ეს უბრალო გაცილება არ იქნებოდა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა არც უცდია – დედის მკაცრ, მაგრამ მზრუნველ თვალებს არასდროს ეურჩებოდა. როდესაც თავბერიძეებს კარზე მიადგნენ, შეთე უკვე ეზოში იდგა. ცხენს ლაგამს უსწორებდა, მზეზე გაზაფხულის სუსხიანი ნიავი მის შავ, ზისხვით სავსე თმას არხევდა. მთის ბიჭს აშკარად ეტყობოდა შრომაში გაზრდილი კაცი რომ იყო – ფართო მხრები, ძლიერი ხელები და ისეთივე აუღელვებელი, ამაყი მზერა, როგორიც წინა დღეს სუფრასთან ჰქონდა. ეთერი მაშინვე სიხარულით შეეგებნენ სტუმრებს. _ მადლობა მასპინძლობისთვის– თქვა შეთემ, ხმა დაბალი და მკვახე ჰქონდა, თითქოს სიტყვებს ზოგავდაო. მერე მზერა ანინასკენ გადაიტანა, რომელსაც თითქმის მისოდენა კალათა ეჭირა ხელში გოგონამ თვალი აარიდა, ნაბიჯი შეანელა, კალათა შეთეს გადასცა, თუმცა ხმა არ ამოუღია. _ ესეც ჩვენი პატარა სამადლობელი, სახლში რომ ჩახვალ, დედას გადაეცი, – უთხრა ნინამ და თბილად გაიღიმა. შეთემ კალათი გამოართვა, მაგრამ თვალი ისევ ანინასთვის არ მოუცილებია. მიხვდა. ყველაფერი მიხვდა იმ წამსვე, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა არ დაუძრავს, მადლობის და დასტურის ნიშნად თავი დაუკრა და საჩუქარი ჩანთაში გადაანაწილა, კალათა კი ისევ უკან გაუწოდა გოგონას. ბიჭმა ოდნავ შეარხია წარბი, მერე კი, პირველად იმ დღეების განმავლობაში, ტუჩის კუთხეში მსუბუქი, თითქმის შეუმჩნეველი ღიმილი შეეპარა. _ გზა მშვიდობისა, – თქვა ანინამ ისე, რომ თავი არ აუწევია, თუმცა ხმაში კანკალი ვერ დამალა, უცხო იყო შეთე მისთვის , უცხო კაცი. შემდეგ, ეთერის მულს გახედა, ლიკას ბავშვობიდან იცნობდა, ამიტომ მივიდა, გადაეხვია და ისე დაემშვიდობა _ აბა, შეხვედრამდე, ანინა... – თვალი ჩაუკრა ლიკამ, თითქოს წინასწარ მოამზადა გოგონა სიტუაციისთვის. ანანიას კი ჯერ კიდევ ვერაფერი გაეგო და არ უნდოდა უსაფუძვლო დარდსა და ეჭვებს აჰყოლოდა. სახლში დაბრუნებულს გული უჩვეულოდ უცემდა. ანინა ცდილობდა, თავი სამუშაოთი გადაეტვირთა – ეზოში გავიდა, დედას მიეხმარა, შემდეგ საქონელს მიხედა, მაგრამ გონებიდან მაინც არ უქრებოდა ლიკას ეშმაკური თვალი ჩაკვრა და შეთეს მზერა, რომელსაც ზუსტად იმ წამს იჭერდა, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდა. გავიდა კვირები. მარტის სველი სუსხი ნელ-ნელა აპრილის მწვანე სითბომ შეცვალა. სოფელი სააღდგომოდ ემზადებოდა. სახლებში კირს ასხამდნენ, კარ-მიდამოს ასუფთავებდნენ და ჰაერში ჯერ კიდევ გაუხსნელი, საზეიმო განწყობა ტრიალებდა. ერთ დილას, როცა ნინამ მზეზე ფარდაგები გადაფინა, ჭიშკართან ნაცნობი ხმაური მოისმა. მენაბდეების ჭიშკარს იქეთ ვიღაც მასპინძელოო გაიძახდა. ანინამ სამზარეულოდან გამოყო თავი, ხელები წინსაფარზე შეიწმინდა და კარისკენ გაიხედა. ვასო სტუმარს ეზოშივე შეეგება. სტუმარი მარტო არ მოსულიყო – ეთერი და ერთი შუახნის ქალი , რომელსაც სახეზე თავდაჯერებული, ბედნიერი ღიმილი გადასდგომოდა. ეს იყო თუთა შეთეს დედა. ნინამ მაშინვე იცნო მოსულები, სახეზე შეშფოთებისა და სიხარულის ნარევი აღებეჭდა. იცოდა, რისთვისაც მოდიოდნენ. _ გამარჯობა მენაბდეების ოჯახს! ღმერთმა მშვიდობა და სიხარული არ მოაკლოს ამ სახლს! – დაიძახა თუთამ ზღურბლზე გადმოიბიჯა თუ არა. _ მობრძანდით, მობრძანდით, გაგიმარჯოთ! – თბილად შეეგება ვასო და სტუმრები სტუმართმოყვარე ოდით მიიპატიჟა. სუფრა იმ წამსვე გაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ შუა დღე არ იყო, ძველი ქართული წესით, ასეთ მნიშვნელოვან სტუმრებს უთქმელადაც ეკუთვნოდა საუკეთესო მასპინძლობა. თუთას თითქოს არ უნდოდა მოსვლის მიზეზის გამხელა, თუმცა ყველამ კარგად იცოდა, ანინას სანახავად და „დასაზვერად“ რომ წამოიყვანა ეთერი და ამიტომ ეწვია ოჯახს. შეთეზე საუბარი არ ჩამოვარდნილა, თითქოს მართლაც უმიზეზოდ იყო ქალი ამხელა გზაზე ჩამოსული. თუმცა ნინა და ვასო ყველაფერს ხვდებოდნენ და არ აჩქარებდნენ სიტუაციას , დინებას მივყვეთ ჯერ და გავათხოვებთ გოგოსო უთხრა წინა ღამით ვასომ ცოლს. თითქმის თვე იყო ამ ამბიდან გასული, თუთა ნასიამოვნები დაბრუნდა სახლში და სიამაყით გამოუცხადა ოჯახს, ის გოგო უნდა მოვატაცებინოთ შეთეს, მისი ნებით არ წამოვაო. _დაძალებული პატარძალი არ მჭირდება გვერდით, თუთა, თუ არ უნდა შეეშვი! _ვერ ხვდება შვილო ჯერ, სულ ორჯერ ყავხარ ნანახი, აბა როგორ დაგთანხმდება ცოლობაზე? _მართალია დედაშენი. ოჯახიც კარგი ყავს, გავიკითხე, ვიცით რა ჯობია შენთვის შეთე!_ ახლა მიხეილი, შეთეს მამა ჩაერთო დიალოგში. _მოტაცებით შაზიზღებთ გოგოს ჩემ თავს. ხელი არ გააკაროთ იცოდეთ, უარს ვამბობ მე მაგ ქორწილზე. თითქოს ბოლო სიტყვა თქვაო შეთემ , პასუხს არ დალოდებია, ისე დატოვა მისაღები. თუთას და მიხეილს მეტი არ უხსენებიათ ანინა, თუმცა ჩუმად გეგმას აწყობდნენ, როგორ მოეტაცებინათ გოგონა. ხოდა, მშვენიერი დროც გამონახეს. შეთე დედაქალაქში იყო წასული, ბიძამისი ცხოვრობდა იქეთ და მიხეილმა მოტყუებით, ვითომ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე ელოდებოდა იქეთ, ბიჭი მასთან გაუშვა. თბილისისკენ მიმავალ გზაზე შეთეს ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა. მამამ ისეთი ტონით გაგზავნა, თითქოს ოჯახური ბიზნესის ან სერიოზული ქონებრივი საქმის მოგვარება სჭირდებოდა, მაგრამ გზაშივე გულში რაღაც უცნაური მღელვარება დაეუფლა. მთის კაცის ალღომ არ უმტყუნა – იგრძნო, რომ ამ ყველაფრის უკან ისევ მშობლების დაუდეგარი სურვილი იდგა. თუმცა, იმ წამს არც კი ფიქრობდა, რომ მისი არყოფნა ზუსტად ის დრო იქნებოდა, რასაც თუთა და მიხეილი ამდენი ხანია გეგმავდნენ იმავე საღამოს, როცა სოფელში უკვე ბინდი ჩამოწვა და მენაბდეების ეზოშიც მიწყნარდა ყველაფერი, ჭიშკარს ძველი, თეთრი ნივა მიადგა. თუთამ წინასწარ იცოდა, სად ინახებოდა საბძლის გასაღები და სად იდგა გოგონას ოთახის ფანჯარა. მიხეილმა თავისი ახლო მეგობრები მოიხმო დასახმარებლად – ძველი წესით, ქართველ მთიელებს შორის მოტაცება თითქოს ვაჟკაცობის საქმედ ითვლებოდა, თუმცა ამჯერად საქმე სულ სხვაგვარად იყო: ეს იყო მშობლების სიჯიუტე, რომლებმაც შვილის ნებასა და პრინციპებს გადააბიჯეს. ანინას ოთახში ფანჯრიდან შემოსულმა გაზაფხულის სუსხმა გამოაღვიძა. ფანჯრის მინაზე ვიღაცის ჩრდილმა გაიელვა. სანამ ხმის ამოღებას მოასწრებდა, შავი თავსაფრით სახეშემოხვეული ქალის ხმამ დაუძახა: _ ადექი, ანინა, ნუ გეშინია, დედაშენმაც იცის... – იცრუა თუთამ, რათა გოგონა არ აბუნტებულიყო. შფოთვით შეპყრობილმა ანინამ კაბა შეასწორა, კარებთან მივარდა და დაინახა, როგორ იდგა დედა – ნინა, რომელიც ცრემლმორეული, უსიტყვოდ ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს. მამამისმა, ვასომ, ზურგი შეაქცია და კუთხეში მდგარ მაგიდას მიეყრდნო; იცოდა, რომ ტრადიციას ეწირებოდა მისი პირველქმნილი, საყვარელი გოგო, მაგრამ იმ ეპოქის წესებს წინ ვერ აღუდგა. _ დედა!.. – წამოიყვირა ანინამ და მუხლები მოეკვეთა. _ წაიყვანეთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ნუ შეგვარცხვენთ! – ამოიტირა ნინამ და აფორიაქებულმა კაბის ბოლოში ჩაიქნია ხელი. იმ ღამით ანინა მენაბდე მამის სახლიდან გაიტაცეს. მანქანის საბურავებმა აპრილის სველი მიწა მოსრისა და სოფელს მოშორდა. გოგონას გულში შიში და ბრაზი ერთმანეთში იხლართებოდა – ის წყენა, რომ მის აზრს არავინ კითხულობდა, სრულიად ამართლებდა შეთეს იმ სიტყვებს: „დაძალებული პატარძალი არ მჭირდებაო“. თბილისიდან მომავალი შეთე კი არაფერს აჭყეტდა. როცა მეორე დილით შინ დაბრუნებულს ეზოში აყრილი მიწა და აფორიაქებული მშობლები დახვდა, პირველივე სიტყვებზე მიხვდა, რაც მოხდა. თვალებში ცეცხლი წაეკიდა _ რა ქენით?! – იყვირა შეთემ ისე, რომ მთელმა უბანმა გაიგონა, – მე ხომ გითხარით, უარს ვამბობ-მეთქი?! სად არის გოგო?! _ შვილი ხარ ჩემი და იმის ღირსიც არ ხარ, რომ გiპასუხო! – თუთამ სიბრაზისა და შიშისგან კანკალით აიქნია ხელი, – გოგო სახლშია, შენი ცოლია უკვე! წადი, მიხედე შენს ოჯახს და სირცხვილით თავი არ მოგვჭრა! შეთეს ხმა აღარ ამოიღო. სახეზე სისხლი მოაწვა, ნესტოები დაებერა და მგელივით შეხედა დედას. ერთი სიტყვაც არ უთქვამს მეტი, სწრაფი ნაბიჯით გავიდა ეზოდან, თავის შავ ცხენს შეაჯდა და გზას ქარიშხალივით მოწყდა. მთის ბილიკებზე ცხენის ჭენებამ გოჯა-გოჯა გათელა მიწა. შეთეს გულში ორი ძალა ებრძოდა ერთმანეთს – ბრაზი მშობლების თვითნებობის გამო და უცნაური, აუხსნელი ინტერესი იმ გოგოს მიმართ, რომელიც ახლა მის სახლში, სრულიად უცხო გარემოში, ალბათ დამფრთხალივით იჯდა და მის შემოსვლას ელოდა. როდესაც სახლის მძიმე ხის კარი შეაღო, დარბაზში სიჩუმე იდგა. დედამისი და მისი რძალი კუთხეში ჩურჩულებდნენ, მაგრამ შეთეს დანახვაზე მაშინვე გაჩუმდნენ. ბიჭმა ნელი ნაბიჯებით გაიკვლია გზა იმ ოთახისკენ, სადაც პატარძალი შეეყვანათ. კარი შეაღო. ანინა ოთახის კუთხეში, საღამურში გამოწყობილი იჯდა. თავი დაბლა დაეხარა, თავსაფარი მხრებზე ჩამოშლოდა და ყოველ სუნთქვაზე ეტყობოდა, როგორ კანკალებდა. ტირილისგან თვალები დასიებოდა, მაგრამ სახეზე ისეთივე ამაყი და შეუდრეკი გამომეტყველება გადაჰკვროდა, როგორიც მენაბდეებს ახასიათებდათ. შეთე ზღურბლზე შეჩერდა. ცოტა ხანს ხმაურის გარეშე უყურა გოგონას, მერე კი კარი მიხურა, ნაბიჯი გადადგა და დაბალი, მაგრამ მკვახე ხმით მიმართა: _ არც მე მინდოდა ეს ყველაფერი, ანინა... გოგონამ თავი სწრაფად ასწია. მის შავ თვალებში ისეთივე ცეცხლი და წყენა კიაფობდა, როგორიც თავად შეთეს ჰქონდა დილით ეზოში. _ მაშინ გამიშვი და უკან დამაბრუნე! _ მკაცრი იყო გოგონას ხმა.~ _ ვერ ვიზამ მაგას, გურიის მხარეშიც და აქაც უკვე ყველამ იცის, რომ მოგიტაცეს. შენი უკან დაბრუნება ორივეს შეგვარცხვენს, მე ოჯახის სახელს არ შევბღალავ და არც შენ მოგცემ ამის უფლებას. _ ყველაფერი შენი ბრალია და ეთერის! _ გეყოფა ტირილი. _ არა! წადი, არ მინდა შენთან, გამეცალე, ახლოს არ მოხვიდე. _ ჩემ მოთმინებას ნუ ცდი ანინა, მოგიწევს რომ შემეჩვიო მეც და გათხოვილი ქალის სტატუსაც. _ წამითაც კი არ შეპარვია შეთეს სითბო ხმაში , თითქოს დაავიწყდა კიდეც ის ინტერესი, რომელიც თავიდან ამ ნარნარა, ნაზი არსების მიმართ გაუჩნდა. _ ცხოვრებას გაგიწამებ, ჯოჯოხეთად გიქცევ იცოდე! _ ანინა კი მუქარას არ წყვეტდა და არც დანებებას აპირებდა, თუმცა ცრემლები მაინც ჯიუტად უსველებდნენ ლოყებს. იმ ღამეს არც ერთს არ ეძინა. ანინა ფანჯარასთან იჯდა და გარეთ იყურებოდა. მთვარის მკრთალი შუქი თოვლის ნარჩენებს ეცემოდა და ეზოს ნაცრისფერ, უჩვეულოდ მშვიდ იერს აძლევდა. რამდენიმე საათის წინ ეს სახლი მისთვის საერთოდ უცხო იყო, ახლა კი ეუბნებოდნენ, რომ აქ უნდა ეცხოვრა. აქ უნდა გაეტარებინა მთელი ცხოვრება. იმ კაცთან, რომლის სახელი მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ გაიგო.და ყველაზე მეტად ის სტანჯავდა, რომ არავის აინტერესებდა, რას გრძნობდა თვითონ. კარის მიღმა ნაბიჯების ხმა გაისმა. ანინა მაშინვე დაიძაბა. შეთე ოთახში შემოვიდა. ხელში პატარა თუნგი ეჭირა და კართანვე გაჩერდა. – წყალი მოგიტანე. ანინამ არაფერი უპასუხა. ბიჭმა თუნგი მაგიდაზე დადო. – აქამდე რომ არაფერი გიჭამია, დედაჩემს ვუთხარი, დილით მოგიტანონ რამე. – არ მინდა. – უნდა ჭამო. – არ მინდა-მეთქი. _ შეთემ რამდენიმე წამით უყურა. ჯერ უხმოდ, წარბშეკრულმა, შემდეგ კი მიხვდა, რომ ჯიუტობას აზრი არ ჰქონდა. – როგორც გინდა. _ კარისკენ შეტრიალდა, წასვლას აპირებდა,როცა გოგონას სევდანარევმა,ცრემლიანმა ხმამ მოაბუნა. – შეთე..._ ანინას თითქოს თვითონაც გაუკვირდა, რომ დაუძახა. – რა?_ გოგონამ თვალები დახარა, კიდევ ერთხელ სცადა ბედი, იქნებ ახლა მაინც გამომივიდეს რამეო. – სახლში მინდა. _შეთეს სახე შეეცვალა, თუმცა ხმა ისევ მშვიდი ჰქონდა. – ვიცი. – არ იცი. – ვიცი. – მაშინ რატომ არ მიშვებ? _შეთემ მძიმედ ამოისუნთქა. – იმიტომ, რომ ახლა რომ დაგაბრუნო, შენი ოჯახი შერცხვენილი დარჩება, ჩემი ოჯახი – უფრო მეტად. შენზე კი მთელი სოფელი დაიწყებს ლაპარაკს. – უკვე ლაპარაკობენ. – ვიცი. – მაშინ რა აზრი აქვს? _ შეთე ჩუმად დარჩა. პირველად იმ საღამოს თითქოს არ იცოდა, რა უნდა ეპასუხა. – ერთი რამე მაინც დაიმახსოვრე, ანინა, – ბოლოს დაბალი და მკაცრი ტონით უთხრა გოგონას – რაც არ უნდა მოხდეს, მე არ გაგრძნობინებ, რომ ჩემი სურვილით არ მოხვედი აქ. გოგონამ თავი ასწია. – მაგრამ მაინც აქ ვარ. – ჰო. – და ეს შენ არ გაწუხებს? _შეთეს გაეღიმა, თუმცა ღიმილში სიხარულის არაფერი იყო. – შენზე მეტად. _ ანინამ არაფერი თქვა, თითქოს ეწყინა კიდეც ბიჭის პასუხი, არადა, თუთა გზაში სულ იმას უმეორებდა, გულში ჩაუვარდი შეთეს და ახლა როგორც ქალღმერთს ისე გაცხოვრებსო. – დაიძინე. ხვალ ბევრი რამე გექნება მოსაგვარებელი. – რა უნდა მოვაგვარო? – მთელი ცხოვრება აგირია ხალხმა, ვინც შენს მაგივრად გადაწყვიტა. ახლა მაინც უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ ერთმანეთი არ გავანადგუროთ. _ კარი დაიხურა. ანინა დიდხანს იჯდა უძრავად. იმ ღამეს პირველად გაუჩნდა განცდა, რომ შეთეს ნდობა შეიძლებოდა.მაგრამ ამის აღიარებას საკუთარ თავთანაც კი ვერ ბედავდა. დილა უჩვეულოდ ადრე გათენდა. სახლში ქალების ჩუმი ფუსფუსი ისმოდა. ვიღაც ხან კარს აღებდა, ხან ხურავდა. ეზოში ცხენების ფრუტუნიც გაისმა.ანინამ თვალები გაახილა და რამდენიმე წამი ვერ გაიხსენა, სად იყო.შემდეგ ყველაფერი ერთიანად დაბრუნდა.გატაცება. მამა. დედის ცრემლები. შეთე. თვალები ისევ აემღვრა. – ღმერთო... _ ჩუმად წამოდგა. კარის გაღება დააპირა, მაგრამ სწორედ ამ დროს გარედან შეთეს ხმა გაიგონა. – დედა, არ შეხვიდე. – რატომ? – იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბავშვია და შეშინებული. – შენი ცოლია უკვე, შეთე. – ცოლი რომ გახდა, ადამიანი აღარ არის? _სიჩუმე ჩამოვარდა. ანინას ხელი კარის სახელურზე გაუშეშდა. – ძალიან ნუ გააფუჭებ, შვილო, – გაისმა თუთას ხმა, – სოფელი ისედაც ლაპარაკობს. – სოფელმა ილაპარაკოს. – ოჯახი? – ოჯახმა თავისი საქმე უკვე გააკეთა. – რას გულისხმობ? _ შეთეს ხმა გამკაცრდა. – იმას, რომ ჩემგან ახლა ბედნიერი ქმრის თამაშს ნუ ელით. გოგო გატაცებული გყავთ მოყვანილი და ჩემთან დატოვეთ. დანარჩენს მე მივხედავ. ანინა კარს მოშორდა. ცრემლების ახალმა ტალღამ გააპო მისი ღაწვები. უკან გაბრუნდა და საწოლზე ჩამოჯდა. ეს კაცი იმ ოჯახის ნაწილი იყო, რომელმაც მისი ცხოვრება ერთ ღამეში შეცვალა. შეთეს ნაბიჯები კართან შეჩერდა. რამდენიმე წამით იქ იდგა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ბოლოს მხოლოდ ხის იატაკის მსუბუქი ჭრიალი გაისმა.კარზე ორჯერ დააკაკუნა. – ანინა. _ პასუხი არ გაუცია. – შემოვალ. კარი ოდნავ შეაღო და ოთახში თავი შემოყო. ხელში დაკეცილი ტანსაცმელი ეჭირა — უბრალო, მუქი ფერის კაბა, თბილი შალი და რამდენიმე პირადი ნივთი, რომლებიც, როგორც ჩანს, მისი სახლიდან წამოეღოთ. შეთემ ტანსაცმელი სკამის საზურგეზე დადო. – დედაშენის გამოგზავნილია. _ ანინამ თავი არ ასწია. დედის გაგონებაზე თითქოს მონატრება, სითბო და ბრაზი ერთად ჩაეღვარა გულში. – ჩემი ტანსაცმელი? – ჰო. _ მეტი არაფერი უთქვამს.კარისკენ შებრუნდა, მაგრამ სანამ გავიდოდა, წამით შეჩერდა. – თუ რამე დაგჭირდება, მითხარი. _ ანინას გაეღიმა, მაგრამ იმ ღიმილში არაფერი იყო წრფელი. – რა უნდა დამჭირდეს? შეთემ პასუხი ვერ გასცა. – არაფერი. კარი ისევ დაიხურა. იმ დღიდან ანინამ შეამჩნია, რომ შეთე ოთახში მხოლოდ აუცილებლობის გამო შემოდიოდა. ის არც მის გვერდით ჯდებოდა, არც კითხვებს უსვამდა და არც ცდილობდა იმ უხერხული დუმილის გატეხვას, რომელიც მათ შორის ჩამოწოლილიყო. თითქოს გოგონასთვის თავისუფალი სივრცის დატოვება შეეძლო, მაგრამ ამავე დროს, თავადაც არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო იმ ადამიანის გვერდით, რომელიც საკუთარი სურვილით კი არა, სხვისი გადაწყვეტილებით აღმოჩნდა მის სახლში. პირველი დღე თითქმის გაუნძრევლად გაატარა. მეორე დღესაც. მესამეს უკვე აღარავინ ეკითხებოდა, რატომ არ გამოდიოდა ოთახიდან. ქალები დილიდან საღამომდე ფუსფუსებდნენ. ხან კარის მიღმა ჩუმი საუბარი ისმოდა, ხან ვიღაცის სიცილი, ხან ჭურჭლის ხმა. ანინა კი საწოლზე იჯდა და ფანჯრიდან ეზოს უყურებდა. გარეთ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა. ცხენები წყალს სვამდნენ. ბავშვები ეზოში დარბოდნენ. კაცები დილით ადრე გადიოდნენ და საღამოს ბრუნდებოდნენ. მზეც ამოდიოდა და ჩადიოდა, თითქოს იმ ღამეს არაფერი მომხდარა. მხოლოდ ანინასთვის გაჩერდა დრო. ხანდახან ფიქრობდა, რომ თუ საკმარისად დიდხანს იჯდებოდა უძრავად, ყველაფერი გაქრებოდა. სახლი. ეს ოჯახი. ის ღამე. შეთეს სახე. საკუთარი შიში. მაგრამ არაფერი ქრებოდა. შეთეს კი თითქმის ყოველთვის ხედავდა მხოლოდ მაშინ, როცა ის კართან ჩაივლიდა. დილით ერთხელ წყალი შემოუტანა. – ჭამე რამე? _ ანინამ თავი გააქნია. – არ მინდა. – მთელი დღეა არაფერი გიჭამია. – არ მშია. _ შეთემ რამდენიმე წამი უყურა. – მაინც ჭამე. ანინამ პირველად შეხედა პირდაპირ თვალებში. – რატომ გადარდებს? შეთემ მზერა აარიდა. – იმიტომ, რომ ავად გახდომის უფლება არ გაქვს. – უფლება? _ სიტყვამ ორივე გააჩუმა. შეთემ ჭიქა მაგიდაზე დადო. – საჭმელი კართან იქნება. _ და ისევ გავიდა. ასე გავიდა თითქმის ერთი კვირა. მეშვიდე დღეს კი კარის გაღებამდე ანინამ უკვე იცოდა, რომ ამჯერად შეთე არ იყო ზღურბლს მიღმა. ოთახში თუთა შემოვიდა. ქალს სახეზე თანაგრძნობა აღარ ეწერა. არც სიბრაზე. მხოლოდ ის მკაცრი სიმშვიდე ჰქონდა, რომელსაც ანინა ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ამჩნევდა ამ სახლში. თუთამ კარი მიხურა და საწოლთან მივიდა. – ადექი. – რატომ? – იმიტომ, რომ საკმარისია. ანინამ არაფერი უპასუხა. – ერთი კვირაა ოთახიდან არ გამოსულხარ. საჭმელს ძლივს ჭამ. არც არავის ელაპარაკები. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. – ჩემთვის შეიძლება. თუთამ მძიმედ ამოისუნთქა. – არა, ანინა. ამ სახლში აღარ. გოგონას თვალები ისევ აემღვრა. – მე ხომ არ მინდოდა აქ მოსვლა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. – ვიცით. – მაშინ რატომ მთხოვთ, ვითომ არაფერი მომხდარა? – არავინ გთხოვს, რომ არაფერი მომხდარა. – აბა? თუთამ მის წინ ჩამოჯდა. – გთხოვთ, რომ თავი დაანებო ამ თვითგვემას. რაც მოხდა, უკვე მოხდა. ახლა უნდა იფიქრო, როგორ იცხოვრო. ანინას გაეღიმა. – როგორ ვიცხოვრო? – როგორც ამ ოჯახის რძალმა. ეს სიტყვები ყველაზე მძიმედ დაეცა. ანინამ თავი დახარა. – მე ჯერ კიდევ არ ვიცი, საერთოდ ვინ ვარ. თუთას სახე წამით შეეცვალა, მაგრამ ხმა მაინც მტკიცე დარჩა. – სწორედ ამიტომ უნდა ადგე. ჩაიცვა. თმა დაივარცხნო. სამზარეულოში გამოხვიდე. ხალხს დაელაპარაკო. ჭამო. გაიარო ეზოში. რაც უფრო დიდხანს დარჩები ამ ოთახში, მით უფრო გაგიჭირდება იქიდან გამოსვლა. – და თუ არ მინდა? – სურვილებზე აქ ვერავინ ცხოვრობს. შენ ახლა მარტო შენს თავზე აღარ ფიქრობ. შენ ამ ოჯახის ნაწილი ხარ. გოგონას გულში მწარედ გაეცინა. ნაწილი. ერთი კვირის წინ არც იცნობდა ამ ადამიანებს. ახლა კი მათთვის უკვე „ოჯახის ნაწილი“ იყო. თუთა წამოდგა. – ჩაიცვი. დღეს სადილზე ჩვენთან დაჯდები. – შეთეც იქნება? თუთამ პასუხამდე რამდენიმე წამით დაიცადა. – იქნება. ანინამ მზერა ფანჯრისკენ გადაიტანა. – არ მინდა. – ვიცი. – მაშინ რატომ მავალებთ? თუთამ კარისკენ გაიხედა. – იმიტომ, რომ ამ სახლში მარტო შენ არ წყვეტ ყველაფერს. კარი გაიხურა ანინა კი დიდხანს იჯდა უძრავად. შემდეგ სკამის საზურგეზე გადაკეცილი ის კაბა დაინახა, რომელიც შეთემ პირველ დღეს მოუტანა. ნელა წამოდგა. კაბა ხელში აიღო. იმ წამს პირველად გაიფიქრა, რომ შესაძლოა ამ სახლში გადარჩენას ორი გზა ჰქონდა: ან მთლიანად გატყდებოდა, ან ისწავლიდა, როგორ ეცხოვრა მათ წესებში ისე, რომ საკუთარი თავი ბოლომდე არ დაეკარგა. კაბა ჩაიცვა. თმა დაივარცხნა. სარკესთან დადგა და საკუთარ თავს დიდხანს უყურა. სახე ისევ ფერმკრთალი ჰქონდა. თვალები დაღლილი და ჩაწითლებული. მაგრამ ამჯერად ოთახიდან გასვლისას თავი აღარ დაუხრია. კარი გააღო. ეზოში ხმაური იყო. ქალებმა მისი დანახვისას საუბარი შეწყვიტეს. რამდენიმე მზერა მაშინვე მისკენ წამოვიდა. ანინამ ეს ყველაფერი იგრძნო, მაგრამ არ გაჩერებულა. სამზარეულოსკენ წავიდა. სუფრასთან შეთე იჯდა. მანაც დაინახა. წამით ორივეს მზერა შეხვდა. შეთეს სახეზე რაღაც გაიელვა — გაკვირვება, ალბათ, ან შვება.მაგრამ მაშინვე ისევ მოარიდა თვალი. ანინა მის მოპირდაპირედ დაჯდა.არაფერი უთქვამთ.არც იმ დღეს.არც მეორე დღეს.მაგრამ იმ დღიდან ანინა ოთახში აღარ ჩაკეტილა.დილით ქალებს ეხმარებოდა.სუფრას შლიდა.საღამოობით ეზოში იჯდა. საჭმელს ჭამდა, თუნდაც ძალით. და როცა ვინმე ეკითხებოდა, როგორ იყო, პასუხობდა: – კარგად. ყველამ იცოდა, რომ არ იყო კარგად. ყველამ, შეთეს გარდა, ალბათ, იცოდა ისიც, რომ ეს „კარგად“ სინამდვილეში ერთადერთი კედელი იყო, რომელიც ანინამ საკუთარ თავსა და ამ ოჯახს შორის ჯერ კიდევ შემოიტოვა. შეთე კი ისევ ერიდებოდა. მაგრამ ახლა უკვე ანინა ამჩნევდა მის ყოველ პატარა მოძრაობას.როგორ ჩუმდებოდა, როცა ის ოთახში შედიოდა. როგორ ტოვებდა ადგილს მისთვის სუფრასთან. როგორ ეკითხებოდა დედას, ჭამა თუ არა. როგორ გადიოდა ეზოდან მაშინ, როცა ანინა იქ მარტო რჩებოდა. თითქოს მის სიახლოვეს ყოფნა ორივესთვის ზედმეტად მძიმე იყო. ერთ საღამოს, როცა ყველა უკვე ოთახებში იყო გასული, ანინა ეზოში მარტო დარჩა. ცაზე ვარსკვლავები ჩანდა. შეთე ცხენებთან იდგა. დიდხანს უყურებდა მათ.შემდეგ თითქოს რაღაც გადაწყვიტა და ნელა მისკენ წამოვიდა. ანინამ თავი ასწია. შეთე რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა. – სახლში რატომ არ შედიხარ? – არ მეძინება. – გაცივდება. – არ მცივა. შეთემ თავი დაუქნია. წასვლა დააპირა. ანინამ კი შეაჩერა, ისევ. – შეთე. – რა? – რატომ მერიდები? შეთემ არაფერი თქვა, პასუხს არ ჩქარობდა, თითქოს არ იცოდა რა ეთქვა, ან უბრალოდ გოგონას შეშინებას ერიდებოდა. ანინამ თვალებში შეხედა. – ერთი კვირაა მემალები. – არ გემალები. – აბა? – იმიტომ, რომ არ ვიცი, როგორ უნდა მოგექცე. ანინამ მზერა დახარა. თვითონაც გაუკვირდა, რატომ აინტერესებდა შეთეს გაქცევის მიზეზი ან რატომ დარდობდა, როცა თავადვე დაჰპირდა რამდენიმე დღის წინ ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებასო. – და მეშინია, რომ რასაც გავაკეთებ, შენთვის კიდევ ერთი რამ იქნება, რაც ამ სახლში შენი სურვილის გარეშე მოხდა. ამჯერად ანინამ ვერაფერი უპასუხა. შეთე უკან დაიხია. – ღამე მშვიდობისა, ანინა._ და წავიდა. გოგონა კი დიდხანს იჯდა იმავე ადგილას. მეორე დილით ეზოში ადრიანად ატყდა ჩვეული ხმაური. თუთა უკვე ფუსფუსებდა, თუმცა ანინასთვის დღეს არავის დაუძახია. თავისით ადგა. კვლავ ის კაბა ჩაიცვა, თმა შეიკრა და ქვემოთ ჩავიდა. – დილა მშვიდობისა, – თქვა და წყნარად მიუჯდა მაგიდასთან მსხდომ ქალებს. თუთამ მკაცრი, მაგრამ თბილი მზერა სტყორცნა. – დილა მშვიდობისა, ანინა. ჩაის გისხამ. საუზმემ უხმაუროდ ჩაიარა. შეთე იქ არ იყო — როგორც ჩანს, ადრიანად წასულიყო საქმეზე. თითქოს გული დაწყდაო, თუმცა მაინც არ შეუტყდა ფიქრებს. საკუთარ თავს შეჰპირდა, რომ დღეს მთელ დღეს ეზოსა და სამუშაოებში გაატარებდა, რათა ზედმეტი დრო არ დარჩენოდა ფიქრისთვის. დღის განმავლობაში ცდილობდა ყველაფერში ჩართულიყო: ეხმარებოდა თუთას პურის ცხობაში, ეზოში გამხმარ ფოთლებს აგროვებდა, ბავშვებსაც კი ელაპარაკა, რომლებიც თავიდან უფრთხოდნენ, მაგრამ მალევე მიეჩვივნენ მის წყნარ ხმას. საღამოხანს, როცა მზე უკვე ჰორიზონტს ეშვებოდა და მთის თავზე წითლად ინთებოდა, ანინა ჭასთან იჯდა და ვედროთი წყალს ეზიდებოდა. – მომეცი, მე მოგეხმარები, – მოესმა ზურგს უკან ნაცნობი, დაბალი ხმა. ანინამ მიიხედა. შეთე იდგა. ხელები მტვრიანი ჰქონდა, ტანსაცმელზე კი მძიმე მუშაობის კვალი ეტყობოდა — როგორც ჩანს, მთელი დღე ცხენებთან და მინდორში გაეტარებინა. – თავადაც შევძლებ, – მშრალად მიუგო ანინამ და ვედრო მიწაზე დადო. შეთემ არაფერი თქვა, უბრალოდ დაიხარა, ვედროს სახელური მოჰკიდა და ზვინთან წაიღო. როცა უკან დაბრუნდა, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა, თითქოს ეშინოდა, რომ მისი მიახლოება ისევ გააღიზიანებდა გოგონას. – ვიცი, რომ გიჭირს, – დაიწყო შეთემ ისე, რომ მზერა არ გაუსწორებია. – და ვიცი, რომ არ გითხოვნია ეს ცხოვრება. მაგრამ... მინდა იცოდე, რომ არავინ აპირებს შენს შევიწროებას. ანინამ მწარედ გაიღიმა. – გვიანია მაგაზე ლაპარაკი, შეთე. როცა აქ მომიყვანეს მაშინ უნდა გეფიქრა იმაზე, ვის რა უნდოდა. – მართალი ხარ, – შეთემ თავი დაუქნია, მისმა პირდაპირობამ და დადანაშაულების გარეშე მიღებამ გოგონა ოდნავ დააბნია. – მაგრამ იმასაც ვერ შევცვლი, რაც უკვე მოხდა. არც მე მინდოდა ეს ყველაფერი! შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ აქ შენი პატიმრობა არ იქნება. თუ წასვლა გინდა... შეთე მკვეთრად გაჩერდა. ანინას სუნთქვა შეეკრა. გულში რაღაცამ მკვეთრად გაჰკრა— თითქოს ნანატრი სიტყვები გაჟღერდა, მაგრამ ამავდროულად, რაღაც უცნაურმა შიშმაც დაუარა ტანში. – წასვლა? – ჩაილაპარაკა ანინამ. – სად წავიდე, შეთე? სახლი აღარ მაქვს. აქაურობა კი... თავიდან ჯოჯოხეთი მეგონა, ახლა კი ვხვდები, რომ წასასვლელიც არ არსებობს. შეთემ ნელა ასწია თავი და თვალებში შეხედა. მის მზერაში ისეთი სიღრმე და ტკივილი იკითხებოდა, რომ ანინამ ვეღარ გაუძლო და მზერა აარიდა. – მე არ გდევნი, – თქვა შეთემ წყნარად. – უბრალოდ... მინდა იცოდე, რომ არჩევანი ყოველთვის შენზეა. – არჩევანი? – ანინას ხმაში ირონიამ გაიელვა. – როცა ყველაფერი წართმეული გაქვს, რა არჩევანზეა ლაპარაკი? შენც აღარ გაქვს არჩევანი, ისევე უნდა გამიძლო და ამიტანო, როგორც მე მომიწევს ეს. შეთე აღარ შეკამათდა. მძიმედ შეტრიალდა და სახლისკენ წავიდა. ანინა კი ისევ მარტო დარჩა ჭასთან. ეზოში უკვე ბინდი ჩამოწოლილიყო და მთვარის სინათლეზე მთის კონტურები მძიმე ჩრდილებად ილანდებოდა. გოგონამ იგრძნო, რომ ეს საღამო გარდამტეხი იყო — მან უკვე იცოდა, რომ მის წინაშე აღარ იდგა უბრალოდ მტერი ან დამპყრობელი. შეთე ცდილობდა ეპოვა გზა, მაგრამ ამ გზაზე ორივეს დიდი სიარული უწევდა. მეორე დილით სახლში აბსოლუტური სიჩუმე იდგა. თუთამ და მიხეილმა შუადღისას დაუბარეს ანინას, მეზობელ სოფელში მივდივართო და მანქანაში ჩასხდნენ — ნათესავის ქორწილში ორი დღით მიდიოდნენ. შეთეც დილითვე გავიდა მთის მიმართულებით, საქონლის გადარეკვის ამბავზე და იმ ღამით გვიან ბრუნდებოდა. სახლში მხოლოდ ანინა დარჩა. პირველ საათებში სიცარიელე უცნაურად მომაკვდინებელი ჩანდა. გოგონამ ეზო შემოიარა, საქონელს წყალი დაუდგა, მერე კი ოთახში შევიდა. გარეთ უკვე სრული ბინდი ჩამოწოლილიყო. ელექტროენერგია მთაში ხშირად ქრებოდა და ამჯერადაც ჩაქვრა — მხოლოდ პატარა სანთელი ანათებდა მაგიდას, რომლის შუქზეც ანინა წიგნს ფურცლავდა , თუმცა აზრები სულ სხვაგან ჰქონდა. გული რაღაც ცუდს უგრძნობდა და პირველად ინატრა რომ შეთე გვერდით ჰყოლოდა, ახლოს. უეცრად, ეზოში ძაღლების ყეფა ატყდა. ხმა აგრესიული და უცნაური იყო. ანინამ თავი ასწია. ყეფას მალევე მძიმე ნაბიჯების ხმა დაერთო. კარის სახელურს ვინღაცამ უხეშად დაქაჩა. ხის ძველი კარი ჭრაჭუნით გაიღო. ოთახში ორი უცხო მამაკაცი შემოვიდა, ვითომ ჩუმი ნაბიჯებით. ბარბაციდან და სუნიდან ეტყობოდა, რომ ალკოჰოლი ჰქონდათ მიღებული, ძალიან მთვრალები უნდა ყოფილიყვნენ. სახეები ნახევრად ჰქონდათ შეფუთული, მაგრამ თვალები სიბნელეში მტაცებლურად უელავდათ. – აბა, მართალი ყოფილხარ... სახლში მარტოა, – ჩაიბურტყუნა ერთ-ერთმა უხეში, ჩახლეჩილი ხმით და პირდაპირ ანინასკენ გაიჭრა. გოგონა ადგილზე გაიყინა. წიგნი ხელიდან დაუვარდა. წამოდგომა სცადა, მაგრამ ფეხები მოეკვეთა. – ვინ ხართ? რა გინდათ?! – შეეცადა ხმა მტკიცე ჰქონოდა, მაგრამ შიშმა დაუარა ტანში. – არაფერი განსაკუთრებული, ლამაზო. უბრალოდ, ცოტა ვიხალისებთ, – გაიღიმა მეორემ და წინ წამოიწია ანინა უკან დაიხია, სანამ ზურგით კედელს არ მიეკრა. კაცმა ხელი სტაცა მკლავში. გოგონამ გაიწივლა და მთელი ძალით ჰკრა ხელი, მაგრამ მისმა ძალამ ვერაფერი გააწყო. – ხელს ნუ მიშლი, ტყუილად იღლები! – დაიყვირა უცხო, სახედაფარულმა კაცმა და ძალის გამოყენებით წაათრია გოგონა სავარძლისკენ. ანინამ სასოწარკვეთილმა კიდევ ერთხელა სცადა გაბრძოლება და დაკივლება, ფილტვების ბოლო ძალამდე ამოუშვა მთელი მრისხანება და შიში: – მიშველეთ! მიშველეთ!! – ენა ჩაიგდე პირი, თორემ... – თავდამსხმელმა ხელი პირზე ააფარა, მაგრამ იმავე წამს სახლის კარში რაღაც უზარმაზარმა, მძიმე ძალამი იფეთქა. კარი ბრახუნით შემოიგლიჯა. ოთახში შეთე შემოვარდა. სახეზე ფერი არ ჰქონდა, თვალები კი სიბრაზემ და სისხლმა დაუსერა. მას კვალდაკვალ მოჰყვა ის მძიმე, გადაღლილი სუნთქვა, რომელიც მორბენალ და გააფთრებულ კაცს ახლავს თან. – ხელები მოაშორე! – ღრიალით მივარდა შეთე პირველსავე კაცს. თავდამსხმელმა ვერ მოასწრო შემობრუნება, შეთეს მუშტი ისეთი სისწრაფით მოხვდა სახეში, რომ კაცი კედელს მიასკდა და უსულოდ დაეცა იატაკზე. მეორე მამაკაცმა დანის ამოღება სცადა, მაგრამ შეთემ უკვე ყელში წაავლო ხელი და კარისკენ გაისროლა ისეთი ძალით, რომ კაცმა ზღურბლზე ფეხი აიბრუნა და ეზოში, ღორღზე გაერთხა. –მოგკლავთ, ვერავინ გიშველით, აქვე მოგკლავთ და ძაღლებს მივუგდებ თქვენს ლეშს– გააფთრებული უშენდა მიწაზედავარდნილ კაცს შეთე მუშტებს, ბინდი ჰქონდა სახეზე გადაკრული, ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა ნორმალურად. ბოლოს გონს ისევ ანინას ჩავარდნილმა ხმამ მოიყვანა, რომელიც მის სახელს მთელი სასოწარკვეთით იძახდა და იმავე წამს, ეზოში მეზობლების ფარნები და ყვირილი ატყდა. – რა ხდება იქ?! შეთე?! – ვინ არიან?! – რა ამბავია?! რამდენიმე კაცი და ფარნიანი მეზობლები უკვე ეზოში იდგნენ. შეთემ ღრმად ამოიოხრა, სახეზე ხელები ჩამოისვა, მეზობლებს ანიშნა, ამათ თქვენ მიხედეთო , მერე კი ნელა შემოტრიალდა ოთახისკენ. ანინა საწოლის კუთხეში იჯდა მიყრუებული, მთლად აკანკალებული, ხელებით მუხლები შემოეხვია და ღრმად სუნთქავდა. მის თვალებში ჯერ კიდევ იდგა ის უსაზღვრო შიში და საშინელება, რომელიც ორიოდე წამის წინ გადაიტანა. შეთემ ნაბიჯი გადადგა მისკენ, მაგრამ შუა ოთახში გაჩერდა, თითქოს ეშინოდა, რომ მისი მიახლოება ისევ დააფრთხობდა გოგონას. – ანინა... – ხმა ჩახლეჩოდა. – ხომ კარგად ხარ? მოასწრეს რამის... ანინამ თავი ასწია. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, მაგრამ ამჯერად ამ ცრემლებში სიძულვილი კი არა, რაღაც უცნაური, შემწყნარებელი გადარჩენის შვება იკითხებოდა. მან ხმა არ ამოიღო, უბრალოდ შეხედა მამაკაცს,და ხელი გაუწოდა იმის ნიშნათ რომ მასთან ახლოს მოსულიყო. – ანინა... – გაიმეორა ჩახლეჩილი ხმით და მზერა აარიდა, თითქოს თავადაც რცხვენოდა იმ სიბრაზის, რომელიც რამდენიმე წამის წინ გამოავლინა. მაგრამ ანინამ ნელა გაბედა , ხელი ისევ გაწოდებული ჰქონდა — უტყუარი ნიშანი იმისა, რომ იმ წამს შეთეს სიახლოვე მისთვის არა საფრთხეს, არამედ ერთადერთ ხსნას წარმოადგენდა. შეთემ გაკვირვებით შეხედა მისკენ გამოწვდილ ხელს, მერე ნაბიჯი გადადგა და იატაკზე, მის წინ, მუხლებზე დაეცა. ხელები უფრთხილებლად ჩაჰკიდა ანინას და მკერდზე მიიკრა. გოგონამ თავი მის მხარს მიაყრდნო და ბოლო დღეების განმავლობაში დაგროვილი მთელი ტკივილი, შიში და ცრემლი ერთბაშად გადმოანთხია იმ ღამით მეზობლებმა თავდამსხმელები სოფლის საზღვრებს გარეთ გაყარეს. მომხდარიდან რამდენიმე საათში მთელი სოფელი ალაპარაკდა — ორივე მამაკაცი, რომლებმაც ეს საზარელი რაღაც განიზრახეს, უმკაცრესად დასაჯეს და სოფლიდან სამუდამოდ მოკვეთეს. მათ აღარასდროს მიეცათ ადგილობრივებთან გამოჩენის უფლება. სამართალმა იზეიმა, მაგრამ იმ ღამით გადატანილმა შიშმა ანინას სულში ღრმა კვალი დატოვა. იმ ღამიდან მოყოლებული, ანინას მშვიდი ძილი დაეკარგა. როგორც კი თვალებს დახუჭავდა, ის საზარელი სახეები, ბინდი და უხეში შეხებები ცოცხლდებოდა მის თვალწინ. ღამეებს ტირილითა და ცივი ოფლით ათენებდა, კოშმარები მოსვენებას არ აძლევდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, ერთ-ერთ განსაკუთრებით მძიმე ღამეს, ანინამ ვეღარ გაუძლო და ოთახიდან გავიდა. მისაღებ ოთახში დაბალ დივანზე შეთეს ეძინა — იმ დღეს მუშაობის დროს სერიოზულად ეტკინა წელი და მთელი სხეული სტკიოდა, ამიტომ ზემოთ ასვლა გაძნელებოდა და პირველ სართულზევე დაწოლილიყო. მამაკაცს სახეზე დაღლილობა და ტკივილი ეტყობოდა, ძილშიც კი იჭმუხნებოდა. ანინა ფეხაკრეფით მიუახლოვდა და რამდენიმე წამის განმავლობაში უყურებდა. შემდეგ, ხმადაბლა, ოდნავ კანკალით ამოთქვა: – შეთე... შეთემ წამში გაახილა თვალები. წამოდგომა სცადა, მაგრამ წელის ტკივილმა სახე დაუჭმუხნა და ჩაიკვნესა. – რა მოხდა, ანინა? კარგად ხარ? გინდა რამე?– შეშფოთებულმა იკითხა და მზერა მიაპყრო. ანინამ თავი დაუქნია. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. – მეშინია... მარტო ყოფნის მეშინია, – ხმა დაუწყნარებლად უთრთოდა. – შეგიძლია... ჩემთან დარჩე ოთახში? თუნდაც უბრალოდ იქვე, იატაკზე... მთავარია, მარტო არ ვიყო. შეთეს სახეზე რაღაც უცნაურმა, თბილმა ტალღამ გადაიარა. არაფერი უკითხავს, ნელა, გაჭირვებით წამოჯდა, ხელი მხარზე იტაცა და ფეხზე წამოდგა. – წამოდი, – თქვა წყნარად და ხელით ანიშნა, რომ წინ გაძღოლოდა. იმ ღამიდან მოყოლებული, შეთე ყოველ საღამოს მის ოთახში ადიოდა. საწოლზე კი არა — იატაკზე, სქელ საბანზე წვებოდა, მაგრამ იცოდა, რომ მისი მძიმე, თანაბარი სუნთქვა და სიახლოვე ანინას კოშმარებს აფრთხობდა. და პირველად დიდი ხნის განმავლობაში, სახლში ნამდვილი, მყუდრო სიჩუმე ჩამოწვა. რამდენიმე დღეში სახლს ისევ დაუბრუნდა წინა ცხოვრების ჩვეული რიტმი. თუთამ და მიხეილმა, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაიგეს, გვერდით სოფელშიც სწრაფად, ელვისებურად გავრცელდა ამბავი. როცა მათ მომხდარი ამბავი შეიტყვეს, ორივეს სახეზე შიშისა და დაუფარავი მწუხარების კვალმა გადაირბინა. თუთამ, როგორც კი გაიგო, რა გადაიტანა ანინამ, თვალცრემლიანმა გულში ჩაიხუტა გოგონა და იმ წამიდან სრულიად შეიცვალა მასთან დამოკიდებულება — მკაცრი, მომთხოვნი ტონი წარსულს ჩაჰბარდა, მის ადგილას კი უსაზღვრო დედობრივი მზრუნველობა და სიფრთხილე გაჩნდა. მიხეილიც კი, რომელიც ხშირად დუმდა და თავისთვის იყო, განსაკუთრებული თბილი მზერითა და ყურადღებით ეპყრობოდა ახალგაზრდა რძალს, ცდილობდა ყოველი წვრილმანით შეემსუბუქებინა მისთვის ეს მძიმე პერიოდი. თუმცა, მიუხედავად ოჯახის მცდელობისა, ანინას თვალებში ჯერ კიდევ იდგა ის უჩინარი ჩრდილი, რომელიც იმ საბედისწერო ღამემ დატოვა. დღისით თითქოს ძალას იკრებდა, მაგრამ როგორც კი საღამო მოახლოვდებოდა, სახე ეცვლებოდა და შიში ისევ ახსენებდა თავს. ერთ დილით, როცა თუთა ეზოში ფუსფუსებდა და სადილს ამზადებდა, ანინა მიუახლოვდა და საქმეში მიეხმარა. ქალმა თვალი შეავლო გოგონას დაღლილ, მაგრამ ჩაფიქრებულ სახეს, მძიმედ ამოისუნთქა და ფიქრიანად თქვა: – ანინა, შვილო... ასე დიდხანს ვერ გაძლებ. სულ ფიქრებში ხარ, კოშმარები მოსვენებას არ გაძლევს. ადამიანს საქმე სჭირდება, გული რომ გადააყოლოს და ცუდი ფიქრები მოიცილოს. ანინამ თავი ასწია. – რას გულისხმობთ? _ქორწილი, ქორწილის დაგეგმვაში უნდა მიიღო მონაწილეობა, გაერთობი და ყურადღებასაც გადაიტან. ანინას გულში პატარა შიშმა გაკრა — ხალხი, საზოგადოება, უცხო თვალები ახლა მისთვის ყველაზე რთული ასატანი იყო. – ვეცდები, თუთა, – წყნარად წარმოთქვა ანინამ და პირველად დიდი ხნის განმავლობაში, ტუჩის კუთხეში მსუბუქი, გულწრფელი ღიმილი შეუმჩნევლად გაუელვა. _ ვისი ქორწილია? – არა, შვილო, სხვისი ქორწილი კი არა... – თუთამ ხელი შეანელა, ცომით მოსვრილი თითები წინსაფარზე შეიწმინდა და ანინას თბილად შეხედა, – შენი და შეთეს ქორწილი უნდა დავგეგმოთ. ანინას ხელებიდან თასი გაუცურდა, ძლივს დაიჭირა, რომ იატაკზე არ დავარდნოდა. სახეზე ფერი წაუვიდა. – რა... რა თქვი? – ამოთქვა მან ძლივს გასაგონად, იცოდა რომ გარდაუვალი იყო ეს დიალოგი,თუმცა მაინც არ ელოდა ან უფრო თვალის გასწორება არ უნდოდა რეალობისთვის. – რაც გაიგონე, ანინა, – თუთამ ნაბიჯი გადადგა მისკენ და ხელი მხარზე დაადო. – ის, რაც იმ ღამეს მოხდა, მთელმა სოფელმა იცის. მართალია, ცუდმა ხალხმა პასუხი აგო და სოფლიდან გაყარეს, მაგრამ შენს სახელსა და რეპუტაციას ლაქა დაედო. ხალხი ლაპარაკობს, ჭორაობს... შენ კი ამ სახლში ისე ცხოვრობ, რომ ჯერ კიდევ სტუმარი ხარ. ოფიციალურად არც ჯვარი გწერიათ და არც ქორწილი გქონიათ. ასე გრძელება აღარ შეიძლება. შენც დაისვენებ და ჩვენც დამშვიდდებით. ანინამ თავი უკან გაწია, თითქოს ეს სიტყვები ფიზიკურ ტკივილს აყენებდა. – ქორწილი? – ძალდატანებით დაიწყო, მაგრამ ახლა უკვე სხვა რამეზეა საუბარი, – მკაცრად, მაგრამ სიყვარულით შეაწყვეტინა თუთამ. – შეთემ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა შენი ღირსება. ყოველ ღამე შენი ოთახის კარებთან ათევს ღამეს, რომ შენმა კოშმარებმა არ შეგაშინოს. გგონია, ამ ყველაფერი არ ვხედავთ? შენც მიეჩვიე მას და ისიც შეიცვალა შენ გამო. ეს ქორწილი არ არის მხოლოდ ტრადიცია, ეს შენი დაცვა და ახალი დასაწყისია ამ სოფელში. ანინა უსიტყვოდ იდგა. გულში უზარმაზარი ქარიშხალი ტრიალებდა. პირველად, როცა ეს სახლი გაიცნო, ყველაფერი ეზიზღებოდა — ეს კედლები, წესები და თავად შეთეც. მაგრამ ახლა... ახლა მიხვდა, რომ ის საშინელი ღამის შემდეგ შეთე მისთვის ერთადერთი უსაფრთხოების კუნძული გახდა. თუმცა ქორწილი? ოფიციალური ბორკილები იმ კაცთან, ვინც თავის სახლში ძალით მოიყვანა? იმ საღამოს, როცა შეთე ჩვეულებისამებრ აპირებდა ოთახში შესვლას და იატაკზე მოკალათებას ანინამ ზღურბლთან შეაჩერა. – შეთე... – დაიწყო გოგონამ და ხმა ოდნავ უთრთოდა. მამაკაცი შებრუნდა, თვალებში შეშფოთება შეეტყო. – რა მოხდა? ისევ სიზმარია? – არა, – ანინამ ღრმად ამოისუნთქა. – თუთამ მითხრა... ქორწილზე. შეთემ ნაბიჯი გადადგა, მზერა აარიდა, თითქოს ეშინოდა გოგონას რეაქციის. – ხო... მეც გავიგე. თუ არ გინდა, არავინ ძალას არ დაგატანს, ანინა. ვიცი, რომ ესეც შენი სურვილის წინააღმდეგ ხდება... – და შენ? – ანინამ პირდაპირ ჩახედა თვალებში. – შენ გინდა ეს ქორწილი, შეთე? ან ახლა ამ შენს სიტყვებს რა აზრი აქვს? თავის დროზე რომ გაგეშვი არაფერი მოხდებოდა, ახლა უკვე ჩემი სურვილი აღარ არსებობს. შეთემ რამდენიმე წამი დუმდა. მისი მწვავე, მუქი მზერა გოგონას სახეს აკვირდებოდა, თითქოს მის სულში ჩახედვას ცდილობდა. – მე არ მინდა, რომ ამ სახლში თავს დამნაშავედ ან მძევლად გრძნობდე, – თქვა ბოლოს მძიმე, გულწრფელი ხმით. – მაგრამ თუ ეს ქორწილი შენს სიმშვიდეს დაგიბრუნებს და სოფლის ჭორებს ბოლოს მოუღებს... მზად ვარ, გავაკეთო ის, რასაც იტყვი. ანინამ მზერა დახარა. იატაკზე დაეცა მთვარის სინათლე. მან იგრძნა, რომ ცხოვრებამ კიდევ ერთი რთული არჩევანი წინ დაუყენა, მაგრამ ამჯერად შიშის გარდა, რაღაც უცნაური, ახალი იმედიც ერთვოდა მას გულში. მომდევნო დღეებიდან სახლში მართლაც ყველაფერი აირია და აფორიაქდა. ქორწილის სამზადისმა მთელი ოჯახი აიტაცა. ანინა დილიდან საღამომდე ქალებთან ერთად ტრიალებდა: ცომს ზელდა, სუფრისთვის ემზადებოდა და სოფლის სხვა ახალგაზრდა ქალებთან ერთადაც კი იცინოდა ზოგჯერ, როცა ვინმე რაიმე სახალისოს გაიხსენებდა. მართალია, ღამეები ისევ ძველებურად მძიმე რჩებოდა და შეთეც კვლავინდებურად მისაღებიდან მის ოთახში ამოდიოდა დასაძინებლად, მაგრამ დღისით, ამ უსასრულო ფუსფუსში, ანინა გრძნობდა, როგორ ნელ-ნელა უკან იხევდა ის საზარელი სიბნელე. *** ანინა იხსენებდა, ერთ ღამეში შეიცვალა შეთე, არ ვიცი რა მოუვიდაო. ჯმუხი ისევ ჯმუხად დარჩენილიყო, თუმცა ანინასთან თითქოს სხვა ხდებოდა და სხვად გადაიქცა იმ ღამით. გვიანი იყო. სიჩუმეს მხოლოდ კედლის საათის წიკწიკი და ქარის მსუბუქი შრიალი არღვევდა ფანჯრის მიღმა. ანინას ძილმა უკვე მესამედ უმტყუნა. ყელში გაჩხერილი სიმშრალისგან თავის დასაღწევად თვალები გაახილა, საბანი გადაიძრო და ფეხაკრეფით ჩავიდა ქვემოთ, სამზარეულოში. დოქიდან ჭიქაში წყალი ჩამოასხა და მოსვა. ცივმა წყალმა თითქოს გონება გაუფანტა და სუნთქვა გაუთანაბრა. უკან შემობრუნებას აპირებდა, რომ ზურგს უკან იატაკის მცირეჭრაჭუნი მოესმა. გული უცნაურად უფრიალდა. წამით გაიფიქრა, რომ ისევ ის საშინელი ღამე და კოშმარები ბრუნდებოდა. სანამ გონებას მოეგებოდა, ინსტინქტმა უკარნახა — მაგიდაზე შემორჩენილ პურის საჭრელ პატარა, ბლაგვ დანას სტაცა ხელი, ელვის სისწრაფით შემოტრიალდა და სიბნელეში სილუეტს მიუღერა. – ვინ არის?! მოახლოვება არ გაბედო, თორემ... – ხმა უთრთოდა, მაგრამ ცდილობდა მკაცრი ყოფილიყო. სიბნელიდან ნაცნობი, დაბალი სუნთქვა და მძიმე სიცილი შემოიჭრა. სილუეტი ნელ-ნელა წინა სინათლეში გამოვიდა — შეთე იყო. ფეხშიშველი იდგა, ტანზე მხოლოდ „პიჟამოს“ შარვალი ეცვა, თმა აბურძგნოდა და სახეზე ისეთი გულწრფელი, ფართო ღიმილი გადაფენოდა, როგორიც ანინას მასზე არასდროს ენახა. შეთეს პირველად გაეცინა — არა ირონიულად, არა მწარედ, არამედ თბილად და გულიანად. ანინას ხელი, რომელშიც დანა ეჭირა, ჰაერში გაუშეშდა. გაოგნებული მიაშტერდა მამაკაცს. – რა გინდა, რომ მიქნა, პატარა მეომარო? – ჩაილაპარაკა შეთემ ოდნავ ჩახლეჩილი, მაგრამ მოფერებითი ხმით და ნაბიჯი გადმოდგა წინ. – შენ... შენ ნუ... მანდ შედექი! – ამოთქვა ანინამ და მრისხანების შენარჩუნება სცადა, თუმცა დანა ხელში საგრძნობლად უთრთოდა. – რა დროს სიცილია, გული გადამიბრუნდა! შეთე კიდევ უფრო მიუახლოვდა. იმდენად ახლოს, რომ მის ტანსაცმელსა და თბილ სუნთქვას გრძნობდა. თვალებში ეშმაკური, მაგრამ უზომოდ თბილი ნაპერწკლები უელავდა. ხელები ნელა აწია და ზედმიწევნით ფრთხილად, თითქოს რაღაც ძვირფასს ეხებოდაო, ანინას თითები ნაზად მოაცილა დანას და მაგიდაზე დაუდო – მაგ იარაღით ჩემ წინააღმდეგ ვერაფერს გახდები, ანინა, – ოდნავ დახარა თავი და პირდაპირ თვალებში შეხედა, კუთხეში ისევ იმ ღიმილით. – ისედაც სულ შენი რისხვის და მუქარების ქარცეცხლში ვარ და ახლა კიდევ უფრო მიმტკიცებ, რომ სოფელში ყველაზე საშიში ქალი შემირთავს ცოლად. ანინას სახეზე სირცხვილისა და მოულოდნელობისგან ცხელმა ტალღამ გადაუარა. გრძნობდა, როგორ ეწვოდა ლოყები. – მე... მე უბრალოდ შემეშინდა, – ამოილუღლუღა მან და მზერა აარიდა, რადგან შეთეს ამგვარმა სიახლოვემ და თბილმა ტემბრმა სუნთქვა შეუკრა. – ხომ ვთქვი, მარტო აღარასდროს იქნები-თქო, – ხმა კიდევ უფრო დაუბოხდა შეთეს. მან ხელი ნელა ჩაჰკიდა და თითებზე შეეხო. – არც სიზმრებში და არც ასეთ ღამეებში. ახლა კი... გვეყოფა შენი აზრების არევა, დავიძინოთ, თორემ ხვალ მთელი სოფელი ილაპარაკებს, მომავალმა პატარძალმა საქმრო თითქმის მოკლაო. _ თვალი ჩაუკრა, მსუბუქად მხარზე ხელი შემოხვია და ორივე ერთად ოდნავ შემსუბუქებული, სრულიად განსხვავებული სითბოთი სავსე გულით გამოვიდა სამზარეულოდან. იმ ღამის შემდეგ შეთეს ქცევა სრულიად შეიცვალა — თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა სხვები ვერ ხედავდნენ. სოფლისთვის და ოჯახისთვის ისევ იმ ძველ, მკაცრ და სიტყვაძუნწ სვანად რჩებოდა, რომელსაც ყველანი პატივს სცემდნენ და უფრთხოდნენ, მაგრამ ანინასთან მარტო დარჩენისას შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ გოგონასთვის თავგზა აებნია. ხან ეზოში ჩაუვლიდა და ისე ჩაილაპარაკებდა რაღაც მახვილს, რომ ანინას გული აუჩქარდებოდა, ხანაც სამზარეულოში ტრიალისას «შემთხვევით» მხარზე შეეხებოდა და ისეთ მზერას სტყორცნიდა, მთელ ტანში ჟრუანტელი უვლიდა. ანინა ცდილობდა, მკაცრი გამომეტყველება შეენარჩუნებინა და ხანდახან გაბუტვოდა კიდეც, მაგრამ გულის სიღრმეში მოსწონდა ეს უცნაური, დამალული თამაში, რომელიც მათ შორის იბადებოდა. რაც შეეხება ქორწილის სამზადისს, შეთე ამ საქმეებს სრულიად ემიჯნებოდა. როცა თუთა ან სხვა ნათესავები რაიმეს მოსთხოვდნენ — შეშის მოტანას, ეზოს მოწესრიგებას თუ სხვა რამეს — ხშირად თვალს არიდებდა ან მოკლედ იტყოდა, რომ დრო არ ჰქონდა. მაგრამ როგორც კი ანინა სთხოვდა თუნდაც უმნიშვნელო რამეს: «შეთე, იქნებ ის სკამი აქეთ გადმოიტანო?» ან «ეს ტომარა უნდა გადავწიოთ», მამაკაცი წამში იქნებოდა მზად. – შენ ოღონდ მთხოვე,პატარა ქალბატონო — უჩურჩულებდა ხოლმე ისე, რომ სხვებს არ გაეგონათ, და ეშმაკური ღიმილით ტოვებდა მიწისფერი წინსაფრით დაღლილ, მაგრამ უკვე გაღიმებულ ანინას, რომელსაც სახეზე ყოველ ჯერზე პომიდვრისფერი ედებოდა. მაისის ბოლო ღამე თბილი და სურნელოვანი იყო. ფანჯრიდან მთის ნიავი შემოდიოდა და სანთლის ალს მსუბუქად არხევდა. მეორე დღეს მათი ქორწილი უნდა ყოფილიყო. სახლში ყველას ეძინა, მაგრამ ანინას თვალზე ძილი არ ეკრა. საწოლის კიდეზე მიჯდომოდა, მუხლებზე თავი დაედო და სრულიად უხმაუროდ ტიროდა — არა შიშისგან, არა სასოწარკვეთით, არამედ იმ აურაცხელი ემოციისგან, ერთბაშად რომ დაატყდა თავს. წარსული, ახალი ცხოვრება, უცნობი მომავალი და ეს კაცი, რომელიც ერთი კვირის წინ მტერი ეგონა, ახლა კი მისი სამყარო ხდებოდა — ყველაფერი ერთმანეთში აირევა. კარი უხმაუროდ გაიღო. შეთე შემოვიდა. როდესაც ანინამ მისი ნაბიჯები გაიგო, სწრაფად მიიფარა ხელები სახეზე, რომ ცრემლები დაემალა და მძიმედ ამოისუნთქა. – ვერ დავმალე, ხო? – ამოთქვა ათრთოლებული ხმით, თვალებიდან წვეთები ღაწვებზე ჩამოსძცენოდა. შეთემ ნაბიჯი გადადგა, საწოლთან ჩაიმუხლა და თითებით ნაზად ჩამოუწია ხელები სახიდან. მზერა სავსე იყო უსაზღვრო სინაზითა და ტკივილით, რომელიც მის გამო განიცადა. – არც უნდა გეცანა, – უთხრა შეთემ დაბალი, თბილი ხმით. - რა გატირებს, ანინა? გეშინია? ანინამ თავი გააქნია. – არ ვიცი... ყველაფერი ერთმანეთში აირია. ხვალ ჩვენი ქორწილია, შეთე. ქორწილი კაცთან, რომელმლისთვისაც ძალით ამომიყვანეს მთაში, რომლის სახელიც კი არ ვიცოდი... და ახლა... ახლა წარმოდგენაც არ მაქვს, რეალურად ვინ ხარ. შეთემ ღრმად ამოიოხრა, ხელები უფრო მყარად ჩაჰკიდა მის ცივ თითებს და გაიღიმა — სევდიანი, მაგრამ გამამხნევებელი ღიმილით. – მართალი ხარ. ერთმანეთი არც კი ვიცით. მოდი, გამოვასწოროთ, სანამ ხვალ ჯვარს დავიწერდეთ, – თქვა მან და ეშმაკური ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში. – დავსვათ თითო კითხვა. ისეთი, რაც მართლა უნდა ვიცოდეთ ერთმანეთზე. ვინ იწყებს? ანინამ ოდნავ გაიღიმა, ცრემლები შეიმშრალა და თავი დაუქნია. – კარგი. მე დავიწყებ. – შეთეს თვალებში შეხედა. – ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს ამ ცხოვრებაში, შეთე? რა არის ის, რაზეც მუშტები გეკუმშება? შეთემ რამდენიმე წამი იფიქრა, მზერა ფანჯრისკენ გააპარა, სადაც მთვარე ანათებდა, მერე ისევ გოგონას შემოხედა. – სიცრუე და უსამართლობა. როცა სუსტს ერჩიან და ძლიერი თვალს ხუჭავს. როცა შენი თვალები პირველად ვნახე და მივხვდი, რომ ამ სახლში არაფრით დავუშვებდი შენს დამცრობას. ანინამ სუნთქვა შეიკრა. – შეთე... რატომ მაინცდამაინც მე? სოფელში სხვა გოგოებიც იყვნენ. რატომ მე დამადევნე თვალი იმ დღეს, როცა ყველაფერი დაიწყო? შეთეს სახეზე ღიმილი შეეყინა. მის მუქ თვალებში რაღაც ღრმა, ნამდვილმა გრძნობამ გაიელვა, რომელსაც აქამდე ფრთხილად მალავდა. მან ხელი ნელა მიუტანა ანინას ლოყას და თითის ზურგით ნაზად გადაუსვა. – ეს უკვე მეორე კითხვაა, ახლა ჩემი ჯერია რომ გკითხო, წესები დავიცვათ, პატარა მებრძოლო - თვალი ჩაუკრა ბიჭმა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. მაგრამ ეს აღარ იყო მძიმე, მჩაგვრელი სიჩუმე. ეს იყო ორი ადამიანის სიჩუმე, რომლებმაც ერთმანეთის სულის ყველაზე ბნელ და ფაქიზ კუთხეებს მიაკვლიეს. – აბა, წესები იცვლება: მხოლოდ სასაცილო, მარტივი და მსუბუქი კითხვები! ანინას სახეზე მოულოდნელმა ხუმრობამ ღიმილი მოჰგვარა, ნერვიულობაც თითქოს ხელის ერთი მოსმით მოეხსნა და თვალებში ცელქმა ნაპერწკლებმა გაიელვა: – კარგი, იყოს ასე! მაშინ მე გკითხავ პირველს: სინამდვილეში რამდენი წლის ხარ, შეთე? იმიტომ, რომ ზოგჯერ ისეთი სახე გაქვს, თითქოს მთელი ეს მთები შენ ააშენე! შეთეს სიცილი აუტყდა — გულიანი, ბუნებრივი სიცილი, რომელიც მთელ ოთახს მოსდო. – აჰა, პირველივე კითხვაში წლებს მითვლი? – თვალები ეშმაკურად უციმციმებდა ბიჭს. – რომ იცოდე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ძალ-ღონით სავსე ვარ! ოცდაშვიდის ვარ, პატარძალო, მაგრამ შეხედე რა დღეში მაგდებ — შენი შიშით უკვე თმა მიმევერცხა! _ ისე სერიოზულად განაცხადა ბიჭმა თითქოს მართლა ჰქონოდა თმაში ჭაღაეა. _ ახლა შენი ჯერია, აბა, შენ მომყევი: ბავშვობაში ყველაზე სულელური რა ჩაგიდენია? – ოჰ, მაგაზე არ მკითხო... – ამოიოხრა ანინამ და მხიარულად გაიღიმა, რადგან მიხვდა, რომ ამ მსუბუქმა თამაშმა ორივეს მოუხსნა ის დამთრგუნველი ძაბვა, მთელი ღამე რომ თან უნდა გაჰყოლოდა ორივეს. ამ სიცილში, სანთლის ბოლო შუქზე, საბოლოოდ გაიფანტა ყველანაირი შიში და უცხოობა. დილას კი ახალი, საერთო ცხოვრება ელოდათ. მთის თავზე მზე ჯერ კიდევ ახალი ამოწვერილიყო, როცა ეზოში უკვე ხმაური და ფუსფუსი ატყდა. ჰაერში ახლად გამომცხვარი პურის, მთის მწვანილისა და მოახლოებული ზეიმის სურნელი იდგა. ანინა სარკის წინ იდგა. თუთამ და სოფლის სხვა ქალებმა ისეთი მზრუნველობით შეამკეს, თითქოს საკუთარი შვილი ყოფილიყო. მის ტანზე ძველი, თაობიდან თაობაზე გადასული ტრადიციული საქორწინო კაბა იწონებდა თავს — სქელი, რძისფერი ქსოვილის, მკერდზე და სახელოებზე ხელით ნაკერი ნატიფი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი ორნამენტებით. კაბა ზუსტად ერგებოდა მის მკვრივ ტანს, ქვედაბოლო კი ნაბიჯის გადადგმისას მსუბუქად შრიალებდა. გრძელი, მუქი თმა ქალებმა ორ სქელ, მკვრივ ნაწნავად დაუწნეს და ვერცხლის მძივებითა და პატარა ყვავილებით შეუმკეს. ამ მკაცრ, ტრადიციულ სამოსში ანინას ფარფატა, ფაიფურისავით თეთრი კანი და უჩვეულოდ დიდი, განსაკუთრებულად ღრმა ცისფერი თვალები კიდევ უფრო მკვეთრად და მომაჯადოებლად ჩანდა. სარკეში საკუთარ თავს რომ შეხედა, წამით თვითონაც გაუკვირდა — მის თვალებში აღარ იყო ის შიში და ბინდი, რომელიც აქ მოსვლის პირველ დღეებს მოჰყვა. თუმცა, ჯერ ბოლომდე მაინც არ იყო დარწმუნებული იმაში,წინ რა ელოდა. – აბა, პატარძალო, თვალი არ გცემონ, ისეთი მშვენიერი ხარ, – თქვა თუთამ, თვალცრემლიანმა გადაკოცნა და თავზე თხელი, გრძელი თეთრი ფატა გადააფარა. იმავე წამს კარი გაიღო და ოთახში შეთე შემოვიდა. მამაკაცი პირველად გამოჩნდა მთელი ამ თვეების განმავლობაში არა სამუშაო ტანსაცმელში, არამედ ნამდვილ ტრადიციულ ჩოხაში. შავი, მკვრივი ქსოვილის ჩოხა ფართო მხრებზე იდეალურად ჯდებოდა, მკერდზე ვერცხლისფერი მასრები მწყობრად ელვარებდა, ტანზე მჭიდროდ შემოერტყა ძველი, ვერცხლჩასმული წვრილი ქამარი, რომელზეც ხანჯალი ეკიდა. თმა შეესწორებინა, სახეზე კი ისეთი მზერა ჰქონდა, რომ ანინას სუნთქვა შეეკრა — მამაკაცი ერთდროულად მკაცრი, ამაყი და უზომოდ მზრუნველი ჩანდა. შეთემ ნაბიჯი გადადგა, შეჩერდა და თვალი ვეღარ მოაშორა გოგონას. მზერა ფეხიდან თავამდე ჩაატარა, თითქოს ამოწმებდა, ნამდვილი იყო თუ არა ის სილამაზე, მის წინ რომ იდგა. – მეგონა, მთაში ყველაზე ლამაზი ხედები ვიცოდი, – ჩახლეჩილი, დაბალი ხმით ამოთქვა შეთემ და ოდნავ გაიღიმა, – მაგრამ ვხედავ, ვცდებოდი. ანინას ლოყებზე მსუბუქმა სიწითლემ გადაუარა. – წამოდი, – შეთემ ხელი გაუწოდა, თითები მტკიცედ და ფრთხილად ჩაჰკიდა, – სოფელი გველის. ეზოში გასულებს მთელი მთა იქვე დახვდა. გრძელი სუფრები გაშლილიყო, ღვინისა და მოხარშული ხორცის სუნი ჰაერში იტრიალებდა. ზურნისა და დოლის ხმა მთვარისა და კლდეების ექომ მიიტაცა. ხალხი ტაშითა და მხიარული შეძახილებით შეხვდა მათ. ის ადამიანებიც კი, ვინც პირველ დღეებში ეჭვით უყურებდნენ ანინას, ახლა გულწრფელად უღიმოდნენ — მიხვდნენ, რომ ამ გოგომ ამ მთის მკაცრი წესები კი არ გატეხა, არამედ თავისი სითბოთი და სიმტკიცით მოიგო. სოფლის პატარა, ძველ ქვის ეკლესიაში, სადაც სანთლის ცვილი კედლებზე წლების განმავლობაში გროვდებოდა, ჯვრისწერა წყნარად წარიმართა. როცა მღვდელმა თავზე გვირგვინები დაადგათ და შეთემ ხელი მომჭირნედ, მაგრამ დაუჯერებელი სინაზით ჩაჰკიდა, ანინამ იგრძნა, რომ სხვა თუ არაფერი, ამ კაცის გვერდით დაცული და დაფასებული იქნებოდა. ამის შემდეგ კი ნამდვილი, ფართო სეფის ქორწილი ატყდა. გრძელ სუფრებთან სადღეგრძელოები ითქვა — მიხეილმა სიტყვა თქვა, რომელიც მამაკაცური სიმკაცრით და დიდი სიყვარულით იყო სავსე, თუთამ კი ახალგაზრდებს ბედნიერება და მტკიცე ოჯახი უსურვა. მუსიკა უკრავდა, ხალხი ცეკვავდა და მთა ზეიმობდა. საღამოხანს, როცა ხმაური ნელ-ნელა მიწყდა და სტუმრებმა სახლებში წასვლა დაიწყეს, ანინა ეზოს ქვასთან იდგა და შორეულ, ვარსკვლავებით მოჭედილ მთებს მისცეროდა. ზურგს უკან გაიგო ნაცნობი ნაბიჯების ხმა, არც მიუხედავს, ისე ჩაილაპარაკა. _მოდი,დედა._ ნინა ფეხის კანკალით მიუახლოვდა ქალიშვილს. _ანინა, შვილო... _არ გინდა, ბოდიშების მოხდა არ დაიწყო გთხოვ, გვიანია უკვე საამისოდ. _შენთვის გავაკეთეთ შვილო, ვიცოდით მე და მამაშენმა, რომ კარგი ბიჭი იყო შეთე, მშვენიერი მეოჯახე და კარგ ხელში გაბარებდით. _გეკითხათ დედა, იქნებ და თანახმა ვიყავი, იქნებ და მომეწონა და ჩემი ნებით გავყოლოდი. _გინდოდა? _აწი რაღა აზრი აქვს? რას ცვლის აწი, მინდოდა თუ არა, დუნიას მოედო ამბავი და დამერქვა გატაცებული ქალი, მომიჭერით ყველა გზა და გამაქვავეთ ერთ ადგილას. _შეგიყვარდება... _რომ არ შემიყვარდეს დედა? მხოლოდ მიჩვევით ვიცხოვრო და გავატარო მთელი ცხოვრება მასთან? _ვხედავ როგორ უყურებ , როგორ გიყურებს, დედას ვერ მოატყებ ანინა, გეყოლება შენც პატარა და მიხვდები დედობას რამხელა ძალა აქვს. _ჯერ მე უნდა დავიბადო თავიდან. გვიანია უკვე, შედი სახლში, დაისვენე, დილით ადრე ვართ ასადგომები. _ არ დალოდებია დედის პასუხს, ფეხზე წამოდგა, სტუმრებს დაემშვიდობა, რომლებიც ჯერ კიდევ განაგრძობდნენ ქეიფს. შეთეც წამოდგა, ხელი ჩაჰკიდა გოგონას, სტუმრებს დაემშვიდობა და მიუხედავად იმისა, რომ მიხეილი ამ საქციელს არ მოუწონებდა, ისიც ანინას წაყვა და გადაწყვიტა მარტო არ დაეტოვებინა. ოთახში რომ შევიდნენ, კარი მიხურეს და მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. ანინა ისევ იმ დამძიმებული, სქელი საქორწინო კაბით იდგა კუთხეში, თითქოს ეშინოდა, რომ თუ გაექანებოდა, მთელი ეს სამყარო საბოლოოდ დაინგრეოდა. შეთემ ფანჯარასთან მიიხედა, მერე ნელა შემოტრიალდა მისკენ. მზერა დაღლილი და სევდიანი ჰქონდა. – ვიცი, რომ თვალებში მიყურებ და მხოლოდ იმას ხედავ, ვინც შენი ნების წინააღმდეგ წამოიყვანა აქ, – თქვა შეთემ ჩახლეჩილი ხმით. – ხედავ კაცს, რომელმაც შენი ცხოვრება აირია. ანინამ თავი ასწია, ცისფერი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, მაგრამ ხმაში სიცივე ერეოდა. – მაშინ იცოდე, რომ მართალიც ხარ. არაფერი შეცვლილა, შეთე. უბრალოდ, დღეს სოფელმა თავისი წესი დაიცვა და შენს კარს ოფიციალური ბეჭედი დაარტყა. მაგრამ მე... მე ჯერ ისევ ის ტყვე ვარ, ვინც ერთი თვის წინ ვიყავი. შეთემ ნაბიჯი გადადგა მისკენ, მაგრამ მკვეთრად შეჩერდა, თითქოს ეშინოდა, რომ მისი მიახლოება ისევ გააღიზიანებდა. – არასდროს ყოფილხარ ჩემთვის ტყვე, ანინა, – თქვა მან მტკიცედ და პირდაპირ შეხედა თვალებში. – და თუ ფიქრობ, რომ ამ ქორწილით რაიმე მოვინელე ან შენი გატეხა მინდოდა, ძლიერ ცდები. მე არ მჭირდება ცოლი, რომელიც შიშით და კედლებით იცხოვრებს ჩემ გვერდით. ანინამ გულწრფელობისგან ოდნავ ნიკაპი აუქნია. – აბა, რა გჭირდება, შეთე? რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? _ ის არ დაივიწყო, რომ ეს ყველაფერი ჩემგან მალილად და ჩემი სურვილის წინააღმდეგაც მოხდა. თუმცა, ის გავიაზრე, რომ ერთადერთი გამოსავალი ამასთან შეგუებაა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბედნიერება მოვიპოვო ჩემთვისაც და შენთვისაც, ყველანაირი ძალდატანების მიუხედავად. _ბედნიერი მაშინ ვიქნებოდი, უფროს შვილად რომ არ დავბადებულიყავი. _წარსულზე დარდი უკვე უმნიშვნელოა ანინა. _მეძინება _ უხეშად მოუჭრა გოგონამ და ზურგი აქცია აწ უკვე ქმარს. _კაბას გაგიხსნი და გავალ,დაიძინე. _არა! _რა? _არ წახვიდე, ოთახში დარჩი. _მაგიჟებ, ანინა. ორი წამის წინ ისე მელაპარაკებოდი, თითქოს ვერ მიტანდე, ახლა არ მიშვებ და გინდა რომ დავრჩე. _მთელი ცხოვრება თუ გაგექეცი ბოლოს ძალიან დავიღლები, მე კი კომფორტი მიყვარს, ან უბრალოდ ერთხელ მაინც მინდა ვიგრძნო. შეთემ ნელა ჩამოუშვა ხელები, თავი ოდნავ დახარა და ოთახის კუთხისკენ დაიძრა. ფარდაგზე მიწვა, მაგრამ თვალები არ მოუშორებია ანინასთვის. სანთლის უკანასკნელი ალში მის მკაცრ, ჩამოწლილ სახეს ანათებდა. გოგონამ სარკესთან მდგარმა მძიმედ ამოისუნთქა. კაბის ქსოვილი ისევ აჭერდა მხრებზე, მაგრამ ახლა ფიზიკურ სიმძიმეზე მეტად ის ნაფიქრი აწვებოდა, რომელიც მისსავე ნათქვამ სიტყვებს მოჰყვა — „კომფორტი მიყვარს... ან უბრალოდ ერთხელ მაინც მინდა ვიგრძნო“. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. არცერთს აღარ უსაუბრია. ანინამ საწოლზე მიწვა და თვალები დახუჭა. მისთვის ჯერ კიდევ შორეული და წარმოუდგენელი იყო, როგორ უნდა ეპოვა ბედნიერება კაცთან, ვინც მისი ცხოვრების ქარიშხალი გახდა, მაგრამ პირველად გრძნობდა, რომ ამ ქარიშხლის შუაგულშიც კი, ვიღაც მზად იყო მის გვერდით უძრავად, ფარდაგზე გათენებამდე მცველად მჯდარიყო. მიუხედავად ყველაფრისა, შეთესგან მომდინარე მზრუნველობა ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა და გოგონას ნელ-ნელა გზას უთხრიდა. მამაკაცი ისე აკეთებდა ყველაფერს, რომ ანინასთვის არასდროს არაფერი უთხოვია ან მოუთხოვია. დილით, როცა ანინა თვალს გაახელდა, სამზარეულოდან უკვე მზა, სურნელოვანი ჩაის სუნი გამოდიოდა — შეთემ იცოდა, რომ გოგონას ძილის დათმობა უჭირდა და ფრთხილად, ხმაურის გარეშე ამზადებდა ყველაფერს. თუ წვიმა წამოვიდა, ანინას სარეცხი კი ჯერ კიდევ თოკზე ეკიდა, სანამ თავად შეამჩნევდა, შეთე უკვე გადაფარებულის ქვეშ შემოტანდა. ღამით კი, როცა სიცივე იმატებდა, იატაკზე მიძინებამდე ოდნავ ადრე, ყოველთვის შეუმჩნევლად გადააფარებდა კიდევ ერთ საბანს, რომ გოგონას ოთახში თავი სრულიად კომფორტულად და დაცულად ეგრძნო. ერთ დღეს, როცა ანინა ეზოში მარტო იყო და ფარდულისკენ მიმავალ ბილიკზე ფიქრებში გართული მიაბიჯებდა, ფეხი დაუცურდა და თივის მძიმე ზვინს მიეყრდნო. იქვე ჩამოჯდა და ღრმად ამოისუნთქა. შეთე, რომელიც შორიდან აკვირდებოდა, წამში გაქრა და ხელში ცივი მთის წყლით სავსე დოქითა და სუფთა ჭიქით დაბრუნდა. ხმაურის გარეშე მიუახლოვდა და წინ ჩაიმუხლა. – კარგად ხარ? – იკითხა ხმაში ოდნავ შეპარული შფოთვით. ანინამ თავი ასწია. ცისფერი თვალები დაღლილობასთან ერთად რაღაც უცნაური სითბოთი ჰქონდა სავსე. მიუხედავად იმისა, რომ კედლების შენარჩუნებას ისევ ცდილობდა, მამაკაცის ეს უტყვი, დაუღალავი მზრუნველობა ყოველ ჯერზე მის დაცვას არღვევდა. – ისევ უმიზეზოდ წუხდები, შეთე, – ამოთქვა წყნარად, თუმცა ხმაში სიცივე აღარ ერეოდა. – არაფერი მჭირდება. – ვიცი, რომ არ გჭირდება, – გაუღიმა შეთემ და ჭიქა მისწვდა. – მაგრამ მე მჭირდება, რომ შენ აქ თავს კარგად გრძნობდე. ეს ჩემი ვალდებულება კი არა, ჩემი არჩევანია. ანინამ მზერა გაუსწორა. პირველად მოხდა, რომ თვალები არ აარიდა. მან იცოდა, რომ დრო ჭირდებოდა, მაგრამ გრძნობდა, როგორ ნელ-ნელა დნებოდა ის ყინული, რომელიც მათ შორის პირველ დღეებში იდგა. *** ზაფხულის მიწურული იყო, როცა იმ ღამეს ანინამ პირველად იგრძნო ისეთი მზრუნველობითი შიში, რომელიც აქამდე არ განეცადა. შეთე ადრიან დილით წასულიყო მთაში, სანადიროდ. მზე რომ ჩავიდა და ბინდმა მთებში ჩამოწოლა დაიწყო, სახლში არ გამოჩენილა შეთე. ანინამ თავიდან ყურადღება არ მიაქცია — იფიქრა, გზას აცდა ან ნადირობა გაგრძელდაო. მაგრამ როცა ღრმა ღამე ჩამოწვა, სახლის გარშემო კი სრული, მძიმე სიჩუმე იდგა, გოგონას გულში ნერვიულობამ დაუარა. ფანჯარასთან იჯდა და ბნელ ხეობას აცქერდებოდა. საათები გადიოდა, შეთე კი არ ჩანდა. მისი აზრები იმდენად აირია, რომ საკუთარი თავიც გააკვირვა — აქამდე ხომ სულ იმას ნატრობდა, თვალს მიფარებოდა ეს კაცი, ახლა კი გულში ისეთი ბნელი და მწველი შიში ღრღნიდა, რომ სუნთქვა ეკვროდა. ეშინოდა, რომ რამე მოუვიდა, რომ მთაში დაიკარგა, ან ციცაბო კლდიდან გადავარდა. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ფარდაგზე აღარავინ წამოწოლილა. ოთახში სიცივე და აფორიაქება იდგა. როცა პირველი ცისკრის სინათლემ მთის წვერები გაანათა, ეზოში ფეხის ხმა გაისმა. ანინა წამოვარდა და სირბილით ჩავიდა ქვემოთ, კარი გამოაღო. ზღურბლზე შეთე იდგა. სახე და ტანსაცმელი სისხლით ჰქონდა მოსვრილი, მაისური გახეოდა, ფეხს ძლივს ადგამდა და სახეზე მტკივნეული ნაკვთები ეტყობოდა. ანინას გული გაუჩერდა. ფერი წაუვიდა. – შეთე... – ამოთქვა მან ათრთოლებული ხმით და მყისიერად მივარდა, ხელი შეჰკიდა, რომ არ წაქცეულიყო. – რა მოვიდა?! რა გჭირს?! შეთემ თავი ასწია და სუსტად გაიღიმა, რომ როგორღაც დაემშვიდებინა გოგონა. – არაფერია... ცხენმა ფეხი აიცდინა ციცაბოზე, მეც გადავყევი და ქვებზე დავგორდი. სისხლი მეტია, ვიდრე ჭრილობა, ნუ გეშინია. სახლის ზღურბლზე არეულობა იდგა, როდესაც შიდა ოთახიდან თუთაც გამოვარდა. დედას შვილის ასეთი დასისხლიანებული და დამძიმებული დანახვაზე გული გადაუტრიალდა; სახეზე ფერი წაჰკვდომოდა და ხელები უკანკალებდა. – ღმერთო ჩემო, შვილო! რა მოგივიდა?! – წამოიყვირა თუთამ შეძრწუნებულმა, ანინას გვერდით სწრაფად გაჩნდა და შვილს მხარზე დაუწყო კანკალით ხელის სმა. – სად იყავი მთელი ღამე, გული გადაგვიბრუნდა! შეთემ დედას სუსტად შეალო თვალი და მცდელობის მიუხედავად, რომ მდგომარეობა შეემსუბუქებინა, ხმაში დაღლილობა მაინც შეტყობოდა: – მშვიდობაა, დედა, ნუ გეშინია... ცხენმა ფეხი აიცდინა და გადავყევი, სულ ესაა. თუთა თვალებცრემლიანი მიაშტერდა მის ჭრილობებს, მერე მზერა ანინაზე გადაიტანა, რომელიც ასევე ათრთოლებული ხელებით ცდილობდა შეთისთვის სისხლის მოწმენდას. მიუხედავად იმისა, რომ ორ ქალს შორის აქამდე უამრავი წყენა და გაუგებრობა იდგა, ამ საერთო შიშმა და ტკივილმა წამით ყველა ძველი კედელი დაანგრია. თუთამ შვილს თავზე ხელი გადაუსვა, სუნთქვა გაუთანაბრა და ანინას მიუბრუნდა: – შვილო, წყალი და სუფთა ტილო მომიტანე, მალე მოვუაროთ ჭრილობებს... მაგრამ ანინას ხელი უთრთოდა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე — პირველად აშკარად, ყოველგვარი კედლების გარეშე გამოჩნდა მისი ნამდვილი შიში. მან მამაკაცი ხელით შეიყვანა სახლში, სკამზე დასვა, სწრაფად მოიტანა სუფთა წყალი და ტილო, და თავადვე დაუწყო სისხლის მოწმენდა სახესა და მკლავზე. – რომ არ დაბრუნებულიყავი... – ამოთქვა მან, ხმაში სრული სასოწარკვეთა ერეოდა, – რომ რამე მოსვლოდა... შეთემ მარჯვენა ხელი ნელა დაადო მის კანკალა თითებზე. ტკივილის მიუხედავად, თვალებში ისეთი სითბო და საოცარი შვება უელავდა, რომ ანინას სუნთქვა შეეკრა. – ხომ ვთქვი, ასე ადვილად ვერ მომიშორებ-მეთქი, ჯიუტო ქალბატონო – ჩაილაპარაკა ჩახლეჩილი, სუსტი ხმით. – მარტო შენ გამოც კი არ მოვკვდები მანამ, სანამ ამ თვალებში შიშს ბოლომდე არ გავაქრობ. ანინამ პასუხი ვერ გასცა. თავი დახარა, ჭრილობას ფრთხილად უმუშავებდა, მაგრამ მის გულში რაღაც სამუდამოდ შეიცვალა — მიხვდა, რომ ეს კაცი მისთვის აღარ იყო უბრალოდ წესებით თავსმოხვეული მეწყვილე. იმ დღის შემდეგ ანინას გულში აღმართული კედლები მართლაც ნელ-ნელა დაინგრა. შეთეს გადარჩენილმა სიცოცხლემ და იმ ერთობლივმა შიშმა, რომელიც დედასთან ერთად გამოიარა, გოგონას სავსებით შეუცვალა განწყობა. შეთეც, მიუხედავად ჭრილობებისა, ძველ ხალისს იბრუნებდა და ახლა ორმაგი ენერგიითა და ეშმაკობით უმატებდა ფლირტს — თვალის ჩაკვრით, სითბოთი და მუდამ მომღიმარი მზერით ცდილობდა ანინას ლოყებზე სიწითლის გამოწვევას. იმავე ღამეს, როცა შეთე ტკივილისგან ძლივს სუნთქავდა, ანინამ აღარ დაუტოვა ძველი ფარდაგი იატაკზე. თავადვე გაუშალა საწოლი, გვერდით მიუწვა და მთელი ღამე თავს ევლებოდა — ფრთხილად უცვლიდა სველ საფენებს, წყალს აწვდიდა და თითოეულ ამოსუნთქვას დარაჯობდა. – რას შვები, პატარა ქალბატონო, არ გეძინება? – ჩაილაპარაკა შეთემ ჩახლეჩილი ხმით, ნახევრად მიხუჭული თვალებით რომ ახედა მისკენ დახრილ ანინას. – დაიძინე, შეთე, თორემ ისე ვიზამ , რო უგზო-უკვლოდ სანადიროდ კიარა, ოთახიდან ვერ გახვიდე , – უპასუხა გოგონამ თბილი, მაგრამ მკაცრი ტონით, თუმცა თვალებში ისეთი მზრუნველობა ეკითხებოდა, რომ სიტყვები ზედმეტი იყო. შეთემ სუსტად გაიღიმა, ხელი ნელა სტაცა მის თითებს და ბალიშთან მიიტანა. იმ ღამით, პირველად მათი ქორწინების შემდეგ, ორმავემ ერთად, მშვიდად დაიძინა. *** მთის შემოდგომის ცივმა ნიავმა დაუბერა, როცა შეთემ ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ ყველაფრის შემცვლელი ამბავი წამოიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სოფელს, ტრადიციებს და მშობლიურ კლდეებს მთელი არსებით ეფიცებოდა, შეთე არასდროს ყოფილა ვიწრო აზროვნების კაცი. ახალგაზრდობაში თბილისში, ინსტიტუტში ეგრძელებინა სწავლა და მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის მოვლის გამო ისევ მთაში დაბრუნება არჩია, კავშირები და ფართო თვალსაწიერი არ დაუკარგავს. საღამოს, როცა სახლში ცეცხლი გიზგიზებდა და მშობლები უკვე მოსვენებულები იყვნენ, შეთემ ანინას მტკიცე, მაგრამ თბილი მზერა სტყორცნა. – ანინა, უნდა ვილაპარაკოთ, – დაიწყო მან და გვერდით მიუჯდა. – დედაქალაქიდან კაცი ჩამოვიდა... იქ ძველ მეგობარს დიდი საქმე წამოუწყია, ინჟინერი სჭირდებათ, ვინც საქმესაც იცნობს და მთის ამბებიც ესმის. დიდი ხანია ვფიქრობდი ამაზე და მინდა, რომ წავიდეთ. იქ სხვა ცხოვრებაა, მეტი შესაძლებლობაა... მაგრამ სანამ ოჯახს ვეტყოდი, პირველად შენ გითხარი, რადგან შენ გარეშე ამ ნაბიჯს არ გადავდგამ. ანინა გაშეშდა. მზერა გაუსწორა და ისე შეხედა კაცს, თითქოს უცხო ენაზე ლაპარაკობდა. – თბილისში? დედაქალაქში გადასვლაზე ამბობ, შეთე? და მშობლებს რას ეტყვი? – დედას და მამასაც ვეტყვი, მაგრამ ჩემთვის შენი აზრია მთავარი, – თქვა შეთემ და ხელი ნაზად ჩაჰკიდა. თვალებში კი ისეთმა ცელქმა ნაპერწკალმა გაუელვა, როგორც ჩვეოდა ხოლმე, როცა გოგონას თავგზის აბნევა უნდოდა. – ისე... სხვათა შორის, მაგ ქალაქში ინსტიტუტებიც ბევრია. მახსოვს, ადრე რომ მიყვებოდი, წიგნებში როგორ იკარგებოდი ხოლმე... ხომ არ ჯობია, შენც გაიხსენო შენი ძველი ამბები? ანინამ ოდნავ შეიცხადა და მზერა აარიდა, მაგრამ ლოყებზე მსუბუქმა სიწითლემ გადაუარა. – რას ამბობ, შეთე... რა დროს ჩემი სწავლაა. – ზუსტადაც რომ შესაფერისი დროა, – არ მოეშვა მამაკაცი, უფრო მიუახლოვდა და ეშმაკური ღიმილით დააკვირდა მის ათრთოლებულ სახეს. – შენ გგონია, არ ვიცი, გულში რაზე ოცნებობ? სულ ტყუილად ცდილობ მაგ კედლების შენარჩუნებას, ყველაფერს ვხედავ. ანინამ ამოიოხრა, მიხვდა, რომ ამ კაცს ვერაფერს დაუმალავდა, მაგრამ გულის სიღრმეში ისეთი ტკბილი სითბო იგრძნო, რომ წინაღობაც კი აღარ უცდია. შეთემ კი, საქმის ბოლომდე მიყვანის შემდეგ, დედ-მამის ოთახისკენ გაიხედა და თქვა: – ხვალვე დაველაპარაკები მამას და დედას. ჩვენი დროა, ქალბატონო, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ. თბილისში გადმოსვლის შემდეგ ცხოვრება სრულიად სხვა რიტმში ჩადგა. ქალაქის ერთ-ერთ ძველ, პატარა და მყუდრო ბინაში დასახლდნენ, სადაც ფანჯრიდან ქუჩის ხმაური და აკაციის სუნი შემოდიოდა. ამ მცირე სივრცეში ანინა მართლაც ნამდვილი ქალბატონი იყო — მის გარდა სახლს არავინ უვლიდა. არც მთის მკაცრი წესები და არც სოფლის თვალთმაქცური მზერა აღარ აწუხებდა. მთელ საოჯახო საქმეს თავად აგვარებდა და ამ პატარა ბინის მოწესრიგებაც კი რაღაცნაირ სიამოვნებას ანიჭებდა, რადგან იცოდა, რომ ეს მხოლოდ მათი სივრცე იყო. შეთესთვის ახალი სამსახური ადვილი არ აღმოჩნდა. რადგან საქმე ახალი დაწყებული ჰქონდა და დიდი პასუხისმგებლობაც აწვა, დილით ადრე გადიოდა და სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა — ხშირად შუაღამემდე უწევდა ნახაზებსა და ინჟინერიის დეტალებზე ჯდომა, რომ თავი საუკეთესოდ წარმოეჩინა. მიუხედავად იმისა, რომ მარტო რჩებოდა და სახლის საქმეებსაც თავად აგვარებდა, ანინას თვალში ძველი ნაპერწკალი აენთო. მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ შეთეს გვერდით დგომა და მხოლოდ „სახლში მჯდომი ცოლის“ როლი არ აკმაყოფილებდა. ძველი წიგნები გადმოიღო, კონსპექტები განაახლა და საათობით მეცადინეობდა, რომ ინსტიტუტის გამოცდებისთვის მომზადებულიყო. სახლის მოვლა, ყოველდღიური ფუსფუსი და რთული სამეცნიერო მასალები ერთმანეთზე გადაჯაჭვოდა, მაგრამ ანინა ყველაფერს ერთად და წარმატებით ართმევდა თავს — თითქოს ის შინაგანი ძალა, მთაში რომ ფრთხილად იკვლევდა გზას, ახლა მთელი სისავსით იფეთქებდა მის ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ შეთე დღედაღამ სამსახურში იღლებოდა და გვიან ბრუნდებოდა, ანინასთვის არასდროს დაუკარგავს ყურადღება. თბილისში გადმოსვლიდან რამდენიმე კვირა გასულიყო. ქალაქში უკვე ნამდვილი შემოდგომა შემოპარულიყო — მზე ვეღარ ათბობდა ქუჩებს და ჰაერში სიცივის სუნი იდგა. იმ საღამოს შეთე ჩვეულზე გვიან, დაღლილი და ფეხის თრევით შემოვიდა სახლში. პიჯაკი გაიხადა, სკამის საზურგეზე გადაჰკიდა და თვალები გადაღლილობისგან დახუჭა. ანინა მაშინვე წამოხტა სკამიდან, რომ მისთვის ვახშამი მოემზადებინა, მაგრამ მამაკაცმა მოულოდნელად მკლავზე ხელი ჩასჭიდა და შეაჩერა. – მოიცა, ანინა, ერთი წუთით, – ჩაილაპარაკა ჩახლეჩილი ხმით, მაგრამ თვალებში ეშმაკური და თბილი ნაპერწკალი უთამაშებდა. შეთემ მეორე ხელში დამალული, ქაღალდში გახვეული რაღაც ფრთხილად გამოიღო და წინ დაუდო. როცა ქაღალდი შემოხსნა, ანინას სუნთქვა შეეკრა — პატარა, თბილისის ქუჩებში მოვაჭრისგან ნაყიდი, ჯერ კიდევ ცელოფანში შეფუთული, წითელი ყვავილების თაიგული გამოჩნდა. ყვავილები ცოტა დაღლილიყო გზაში ტარებისგან, მაგრამ იმდენად გულწრფელი და მოულოდნელი იყო ეს ჟესტი, რომ გოგონას ენა დაება. – ეს... საიდან? – ამოთქვა ანინამ და გაოცებულმა შეხედა ქმარს. მთაში ყვავილებს ისედაც თავად წყვეტდნენ მდელოზე, მაგრამ ქალაქში, ამ დაღლილ, საქმით გადამწვარ კაცს, გზად რომ ყვავილები გაახსენდა და ცოლისთვის მოიტანა, სულ სხვა სითბო მოჰქონდა. – სულ დამავიწყდა, რომ მთიდან შორს ვართ და იქაური მდელოები აღარ გვაქვს ახლოს, – გაუღიმა შეთემ, მსუბუქად შეეხო მის ნიკაპს თითებით და თვალებში ჩახედა. – ჰოდა, რომ მოვდიოდი, დავინახე და ვიფიქრე, ამ პატარა ბინაში ცოტა გაზაფხული შემოვიტანო-მეთქი. თან, ინსტიტუტის გამოცდებისთვის რომ კითხულობ და ბევრს შრომობ, ესეც შენი წახალისება, პატარა ქალბატონო. ანინას გულში ისეთი ტკბილი და თბილი ტალღა აიჭრა, რომ ყვავილების და შეთეს გარდა სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. თაიგულს ხელი სტაცა, წყლით სავსე ჭიქაში ფრთხილად ჩადგა, მერე მიბრუნდა, შეთეს კისერზე ძლიერად შემოხვია ხელები და თავი მკერდზე მიაბჯინა. შეთემაც ღიმილით შემოხვია წელზე ხელები და მიხვდა, რომ ამ პატარა ქალაქურ ბინაში მათი ნამდვილი, საერთო ბედნიერება ზუსტად ამ წუთიდან იწყებოდა. შემოდგომის ცივმა ნიავმა და ქალაქის სველმა ქუჩებმა თავისი ქნა. როგორც კი სეზონმა ძალა იმოშა, ვირუსებიც გამოჩნდნენ და ანინას სუსტ, მთის ჰაერს მიჩვეულ იმუნიტეტს საკმაოდ მძიმედ მოეკიდა. ერთ დილასაც, როცა საწოლიდან ადგომა სცადა, თავბრუსხვევამ და სიცხემ იმდენად შეასუსტა, რომ ფეხზე ძლივს იდგა. იმ დროისთვის, როცა კაცის მხრიდან ოჯახურ საქმეებსა და ავადმყოფ ცოლზე ზრუნვას ხშირად „ქალის საქმედ“ მიიჩნევდნენ და იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, შეთემ ყოველგვარი სტერეოტიპი დაამსხვრია. როცა გაიგო, რომ ანინა ცუდად იყო, სამსახურში წასვლაზე ფიქრიც კი არ დაუწყია — საქმეები გადადო, ექიმი იშოვა, სახლში მოიყვანა და მთელი დღეები თავზე ადგა. სანამ ანინა სიცხიანი იწვა, შეთემ პატარა ბინის მთელი სიმძიმე თავის თავზე აიღო: წამლებს ასმევდა, შუბლზე სველ საფენებს უცვლიდა, შუაღამისას ცხელ ჩაის უმზადებდა და თვალს არ აშორებდა. – აბა, როგორ ხარ, პატარა ქალბატონო? – ეუბნებოდა ხოლმე ჩახლეჩილი, მზრუნველი ხმით, როცა ანინა სუსტად ახელდა თვალებს. – ინსტიტუტის წიგნები არ გავექცევა, ჯერ შენი თავი მჭირდება მთელი და ჯანმრთელი. ანინას სიცხისგან დაქანცულ სახეზე სუსტი, მადლიერი ღიმილი გადაურბოდა. მისთვის ეს მზრუნველობა და თანადგომა იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ქმრის მოვალეობა — ეს იყო ნამდვილი, ძლიერი პარტნიორობა, რომელშიც სიყვარულმა მთის მკაცრი წესები საბოლოოდ ჩაანაცვლა. ყოველ ღამე ებღაუჭებოდა შეთეს , ძილში და სიზმარში მეტმასნებოდა და გამოღვიძებულზე თუ ერიდებოდა მიახლოებდა და ჩახუტება ძილში ხელს არ უშვებდა, დანაკლის ივსებდა თითქოს. შეთე კი არ ჩქარობდა ნაბიჯის გადადგმას, რადგან პატარა ქალბატონის შეშინება და დაფრთხობა არ უნდოდა. როცა ანინამ გამოკეთება დაიწყო და ფეხზე წამოდგომა შეძლო, სახლში კიდევ უფრო თბილი და მყუდრო ატმოსფერო სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე დაკარგა და გამოცდების მოსამზადებელი დროც შეუმცირდა, შეთეს მზრუნველობამ მასში ისეთი შინაგანი ძალა და თავდაჯერებულობა ჩასახა, რომ წიგნებს ორმაგი ენერგიით მიუჯდა. შეთეც დაუბრუნდა თავის ჩვეულ რიტმს — დილით ადრე გადიოდა სამსახურში, სადაც ახალ პროექტებზე მუშაობდა და ცდილობდა, თავი საუკეთესოდ წარმოეჩინა, მაგრამ საღამოები უკვე სულ სხვაგვარი გახდა. ახლა სახლში დაბრუნება მისთვის არა უბრალოდ დასვენება, არამედ იმის მოლოდინი იყო, რომ ანინას ღიმილს და ცხელი ჩაის სურნელს დახვდებოდა. ერთი ასეთი საღამო იყო. ქალაქზე შემოდგომის ბინდი ჩამოწოლილიყო, ფანჯრის მიღმა კი წვრილი წვიმა ნელა აკაკუნებდა მინაზე. შეთემ კარი გააღო და შევიდა. ჩანთა იატაკზე დადგა, პიჯაკი გაიძრო და სამზარეულოსკენ გაიხედა, სადაც ანინა რაღაცას ფუსფუსებდა. გოგონამ რომ მოაბრუნა თავი და შეთე დაინახა, სახეზე ნათელი ღიმილი გადაეფინა. სწრაფად მიუახლოვდა, ხელი ჩაჰკდა და თვალებში ეშმაკურად ახედა: – მოიცა, დღეს სიურპრიზი მაქვს. – აბა, რა სიურპრიზი? — გაიღიმა შეთემ და წარბი ასწია, — იმედია, ისევ ის რთული მათემატიკური ამოცანა არ არის, გუშინ მთელი ღამე რომ ვხსნიდით. – არა, უკეთესი! — გაიცინა ანინამ, მაგიდასთან მიიყვანა და წინ პატარა ფურცელი დაუდგა. — დღევანდელი მოსამზადებელი ტესტი სრულყოფილად დავწერე. შეცდომა საერთოდ არ მაქვს! შეთემ ფურცელს გადახედა, მერე სიამაყითა და აღტაცებით სავსე მზერა ცოლს მიაპყრო. წელზე ხელი მოხვია, თავისკენ მიიზიდა და თმაზე ნაზად აკოცა: – ხომ ვამბობდი, მთის ქარს თუ გაუძელი, ეს ინსტიტუტი შენთვის არაფერი იქნება-მეთქი. ვამაყობ შენით, ანინა. პატარა ბინაში იმდენი სითბო და სიხარული ტრიალებდა, რომ სველმა ქუჩის წვიმამ და შემოდგომის სიცივემ მთლიანად დაკარგა ძალა. ანინა ოდნავ მოშორდა ქმარს, თავი წამოწია, რათა მისთვის თვალებში ჩაეხედა. - მართლა ამაყობ? - გულუბრყვილოდ, ბავშვური ხმით იკითხა და დიდი, ცისფერი თვალები დაამრგვალა. - უზომოდ. ყველაზე მაგარი ცოლი მყავს. - ცოლი - ჩუმად გაიმეორა ანინამ და გაიღიმა. შეთეს გაეცინა, ხმამაღლა, გულწრფელი სიცილით , თავი უკან გადააგდო. - ნუ დამცინი,შეთე. -არ დაგცინი, პატარა ქალბატონო , საყვარელი ხარ, ძალიან საყვარელი - ზემოდან უყურებდა შეთე გოგონას თვალებში, შემდეგ მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა, რომლებიც ასე გამომწვევად იხმობდნენ უკვე ამდენიხანი. ანინამ, როგორც კი დაინახა ქმრის დაბინდული მზერა, ინსტიქტურად ტუჩზე იკბინა და ხელი კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა მეუღლეს. -პატარა ქალბატონო - ხრიწიანი ხმით ამოთქვა შეთემ. -გისმენ... -ახლა მე შენ გაკოცებ, თუ გინდა რომ გავჩერდე, უბრალოდ შემაჩერე. ანინას სუნთქვა შეეკრა. თვალებში ისეთი მზერა ჩასდგომოდა, რომ კაცის გაფრთხილება უკვე ზედმეტიც კი იყო — მთელი მისი არსება ამ სიახლოვეს ითხოვდა. კედლები, რომლებიც ოდესღაც მთაში მთელ მის სამყაროს ამაგრებდა, დიდი ხნის წინ ჩამოშლილიყო და მის ადგილას მხოლოდ ეს ერთი, უსაზღვრო სივრცე და ნდობა დარჩენილიყო. – არ შეგაჩერებ. – ამოთქვა გოგონამ თითქმის უხმოდ, თუმცა ხმაში ისეთი სიმტკიცე და სურვილი ერეოდა, რომ შეთეს მეტი აღარ დაუცდია. მამაკაცმა ხელი ნელა აუცურა მხრიდან კისერზე, თითები ჩამოშლილ თმაში შეუცურა და თავისკენ მიიზიდა. კოცნა თავიდან ფრთხილი და თბილი იყო, თითქოს მის თითოეულ ემოციას უფრთხილდებოდა, მაგრამ მალევე გადაიზარდა იმ ვნებასა და ლოდინში, მთელი ამ თვეების განმავლობაში რომ გროვდებოდა მათ შორის. ანინამ თვალები დახუჭა და მკლავები მყარად შემოხვია კისერზე — ამ პატარა თბილ ბინაში, წვიმიანი შემოდგომის მიღმა, მთელი მათი სამყარო ახლა ზუსტად ამ ერთ წერტილში იყრიდა თავს. დღითიდღე მათი ცოლ-ქმრული ცხოვრება ისეთ მყარ და ურყევ საძირკველს იძენდა, რომ ამას გვერდიდან სხვებიც ადვილად ამჩნევდნენ. თბილისის პატარა ბინაში, სადაც ყოველდღიურობა შრომით, ურთიერთპატივისცემითა და მუდამ მბჟუტავი სითბოთი იყო სავსე, წყვილის ჰარმონია თვალსაჩინო ხდებოდა მათთვისაც კი, ვინც თავიდან მათ კავშირს ეჭვის თვალით უყურებდა. თუთაც, რომელიც მთის სიმკაცრესა და ჩვეულებებს მიჩვეული დედა იყო, იშვიათად, მაგრამ მაინც სტუმრობდა შვილებს დედაქალაქში. პირველ ხანებში ალბათ ეგონა, რომ შვილის ოჯახი ისევ იმ ძველ, იძულებულ და დამძიმებულ წესებზე იდგა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, მაგრამ როცა თბილისურ ბინაში შემოაბიჯებდა და ხედავდა, როგორ უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს შეთე და ანინა, როგორ იზიარებდნენ ყოველდღიურ საზრუნავს და რა თბილი მზერით უყურებდნენ ერთმანეთს, თუთას სახეზე გულწრფელი შვება და სიხარული გადაურბენდა. ის ხედავდა, რომ მისმა შვილმა არა უბრალოდ ცოლი, არამედ თანასწორი და საყვარელი პარტნიორი იპოვა. არც ანინას დედა, ნინა იკარგებოდა. დედა ხშირად სტუმრობდა მათ და განსაკუთრებული სიხარულით ადევნებდა თვალს იმ ცვლილებას, რაც შვილის თავს ხდებოდა — როგორ დაეღწია თავი ძველ შიშებისგან, როგორ თავდაჯერებულად ემზადებოდა ინსტიტუტის გამოცდებისთვის და როგორ თბილად, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ეწყობოდა მათი ოჯახური ცხოვრება. – შენ ისეთი ქალი გახდი, ანინა, რომ გაყურებ, მგონია მთელი მთა გადაატრიალეო, — ეუბნებოდა ხოლმე ნინა სიამაყით სავსე თვალებით, როცა შეთე სამსახურში იყო და ისინი სამზარეულოში ჩაის სვამდნენ. ანინა კი გაიღიმებდა, მზერას ფანჯრიდან მოქალაქეებს, ხან მზეში და ხან წვიმაში გახვეულ თბილისურ ქუჩებს გააყოლებდა. გულის სიღრმეში ზუსტად იცოდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ დიდი და ნამდვილი გრძნობის დამსახურება იყო, რომელმაც მათ ცხოვრებაში ყველა კედელი სამუდამოდ დაანგრია. ზამთრის სიცივემ და სოციალურმა რიტმმა თავისი გაიტანა და, მძიმე მოსამზადებელი თვეების შემდეგ, ანინას შრომამ შედეგი გამოიღო — გამოცდები წარმატებით ჩააბარა და თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. ლექციებზე სიარულმა, ახალმა გარემომ და აუდიტორიის ხმაურმა მის ცხოვრებას ახალი სიცოცხლე შესძინა. იქ რამდენიმე ერთგული მეგობარიც შეიძინა, რომლებთან ერთადაც ბიბლიოთეკებსა და ძველი ქუჩების კაფეებში ატარებდა თავისუფალ დროს, თუმცა სახლში დაბრუნება და შეთესთან შეხვედრა მაინც ყველაფერს ერჩია. იმავდროულად, შეთეს საქმეებიც შესაშური წარმატებით ვითარდებოდა. მისმა ინჟინერულმა ნიჭმა და დაუღალავმა შრომამ დამსაქმებლების ყურადღება მალევე მიიპყრო, პროექტები წარმატებით დაასრულა და შემოსავალმაც საშუალება მისცა, ოჯახისთვის უფრო ფართო, ნათელი და მყუდრო ბინაზე ეფიქრა. ერთ საღამოს, როცა სამზარეულოში ვახშამს ალაგებდნენ, შეთემ ზურგიდან შემოხვია ხელი ანინას, ნიკაპი მხარზე დაადო და ოდნავ ჩაიფხუკუნა: – ქალბატონო, დროა ეს პატარა ბინა გავაფართოოთ, რას ფიქრობ? ანინა გაოცდა, მიტრიალდა და თვალებში ახედა: – რას გულისხმობ, შეთე? აქ ცუდად ვართ? – ცუდად არა, მაგრამ... ვფიქრობ, მალე აქაურობა ცოტა პატარა იქნება – დაიჩურჩულა კაცმა და მზერა მის ბრტყელ მუცელსა და თვალებს შორის გაანაწილა. სახეზე ისეთმა თბილმა და სერიოზულმა ღიმილმა გადაურბინა, რომ გოგონას გულმა ფეთქვას უმატა. – თან, შვილებზეც უნდა ვიფიქროთ, არა? მომავალი ინჟინრის დედას ცოტა მეტი სივრცე სჭირდება. ანინას სახეზე ბედნიერებისა და მოულოდნელობისგან ფერმა გადაჰკრა. წამოწითლდა, თუმცა მზერა არ აარიდა — პირიქით, თვალებში ისეთი მზაობა და სიყვარული ჩაუდგა, რომ შეთემ იგრძნო, მთელი მათი განვლილი გზა, მთის სიცივიდან თბილისის ამ პატარა ბინამდე, ზუსტად ამ ერთი ბედნიერი წამისთვის ღირდა. ახალ ბინაში გადასვლამ მათი ცხოვრება კიდევ უფრო გააფართოვა – მაღალი ჭერი, მზიანი ოთახები და დიდი საგამოცდო მაგიდა ანინასთვის, სადაც ლექციების შემდეგ კონსპექტებს აწყობდა. მიუხედავად იმისა, რომ სივრცეც მეტი ჰქონდათ და შესაძლებლობაც, მათმა საერთო გადაწყვეტილებამ ცვლილება არ განიცადა: სანამ ანინა ინსტიტუტს არ დაასრულებდა, ბავშვებზე ფიქრი გადადეს. შეთემ მტკიცედ დაუჭირა მხარი ცოლის სურვილს, პირველად საკუთარი თავი და ფეხზე მყარად დგომა ეპრიორიტეტებოდა. ეს ამბავი კი ორ დედას – თუთას და ნინას – მოსვენებას არ აძლევდა. როცა რომელიმე მათგანი თბილისურ ახალ ბინას სტუმრობდა, საუბარი უცვლელ თემამდე მიდიოდა. გამოჭერილი ჰყავდათ ორივე და ერთხელაც ერთად შეუტიეს შვილებს, თითქოს ორმაგი ძალისხმევით რამეს გააწყობდნენ, ფარ-ხმალს არ ყრიდნენ. – აბა, შვილო, ახალი სახლიც გქვთ, შეთეს საქმეც კარგად მიდის, რაღას უცდით? არ გინდათ ბავშვი? მაგაზე კარგი რა იქნება? – არ იშლიდა თუთა. ნინას გადახედა, მომეშველოს იქნებაო და იმანაც აუბა მხარი. ნინაც არ ჩამოუვარდებოდა სიჯიუტით. – მართალია თუთა, ანინა, სანამ ახალგაზრდა ხარ, მერე გაგიჭირდება. შეთე, შენ მაინც უთხარი, ბავშვმა რა უნდა დააშავოს? შეთე კი, თავისებურად, მშვიდად და სიტყვაძუნწად იგერიებდა ორივე დედის წუწუნს. – მოვასწრებთ. ანინამ ჯერ სწავლა უნდა დაამთავროს, მისი სურვილი ჩემთვის კანონია. დედები თავის ქნევითა და ძველებური წუწუნით იფარგლებოდნენ, მაგრამ კარგად ხედავდნენ, რომ შეთეს ამ ერთ სიტყვას წინ ვერავინ აღუდგებოდა, ანინა კი ქმრის გვერდით იჯდა, თვალებში უსაზღვრო მადლიერებითა და სიყვარულით სავსე, და იცოდა, რომ მათ ოჯახში ბედნიერებას ზუსტად მათივე წესები და თანასწორობა განსაზღვრავდა. როდესაც ანინამ ინსტიტუტი წარმატებით დაამთავრა და დიპლომიც ხელში აიღო, მათი ცხოვრების ახალი თავიც ზუსტად ისე დაიწყო, როგორც გეგმავდნენ. მაგრამ სიმშვიდეს მალევე მოჰყვა ორსულობა, რომელიც თავიდანვე სრულიად განსხვავებული და წარმოუდგენლად მძიმე აღმოჩნდა — ანინა ტყუპებს ელოდებოდა. მთის ჰაერზე გაზრდილი გოგონას ორგანიზმისთვის ეს ორმაგი ტვირთი ზედმეტად მძიმე გამოდგა. თვეები საავადმყოფოებსა და ლოგინში გატარებულ დღეებად იქცა. მუდმივი ტოქსიკოზი, წნევის ვარდნა, შეშუპება და აბსოლუტური ძალის გამოცლა ანინას ყოველდღიურობად იქცა. ფეხზე ძლივს დგებოდა, ტკივილებისგან ხშირად ღამეები არ ეძინა და სულიერადაც ძალიან იღლებოდა იმის განცდით, რომ სახლისა და შეთეს მოვლა ვეღარ შეეძლო. – შეთე, მაპატიე... ისევ შენ გაწვალებ, ყველაფერი თავდაყირა დადგა, – ტირილნარევი ხმით ეუბნებოდა ხოლმე ღამით ანინა, როცა ქმარი შუბლზე სველ საფენს უცვლიდა. შეთე კი არასდროს, არცერთხელ გაღიზიანებულა. მძიმე სამუშაო დღის შემდეგ სახლში დაბრუნებული, წუწუნის ნაცვლად, მაშინვე საქმეებს იღებდა თავის თავზე. ათენებდა მის საწოლთან, საჭმელსაც თავად ამზადებდა, სახლს ალაგებდა და სამსახურიდან დაბრუნებული პირველად ანინასთან იყრიდა თავს, რომ მისი ტკივილი შეემსუბუქებინა. როცა ნინა ან თუთა შიშნარევი ხმით ამბობდნენ, რომ ორსულობა ძალიან მძიმე იყო და შეიძლებოდა რამე გართულებოდათ, შეთე მტკიცედ და ცივსისხლიანად აჩუმებდა ყველას: – მთავარი ანინას ჯანმრთელობაა. დანარჩენს ჩვენ ორნი შევძლებთ. ის იმდენად მზრუნველი, მტკიცე და ურყევი საყრდენი აღმოჩნდა ამ გამოწვევებით სავსე თვეებში, რომ ანინას სუსტ სხეულს სწორედ ქმრის ეს უზარმაზარი სიყვარული და ძალა ატარებდა ბოლო თვემდე. *** კლინიკის დერეფანი საათობით ივსებოდა შეთეს მძიმე, აჩქარებული ნაბიჯების ხმით. ორსულობის სიმძიმემ კულმინაციას მიაღწია — მშობიარობა ნაადრევად, მერვე თვეს დაიწყო და ისეთი გართულებებით წარიმართა, რომ ექიმებმა სიტუაცია კრიტიკულად შეაფასეს. მომაკვდინებელი საფრთხე ემუქრებოდა ანინას სიცოცხლეს. როცა საოპერაციო ბლოკის კარი გაიღო და გამოფიტული, სახეწაშლილი ექიმი გამოვიდა, შეთეს გული ყელში მოებჯინა. ექიმის პირველმა სიტყვებმა კაცს მიწა გამოაცალა ფეხქვეშ — ბავშვები გადარჩნენ, მაგრამ დედის ორგანიზმმა თითქმის სრულად ამოწურა რესურსი და წუთები წყვეტდა ყველაფერს. იმ წუთებში შეთეს მთელი სამყარო დაინგრა. ის, ვინც მანამდე მუდამ მტკიცე, ურყევი და მშვიდი იყო, ახლა კედელს მიყრდნობილი, თვალებში ჩამდგარი შიშით და სასოწარკვეთით უსმენდა ექიმების ჩქარ თუმცა უკვე გაუგებარ საუბარს. კაცის შიგნით ყველაფერი იყინებოდა იმ აზრზე, რომ მთელი ეს ბედნიერება, მათი გაწეული გზა და სიყვარული შეიძლება ერთ წამში დასრულებულიყო. მისთვის ბავშვებიც კი ვერ იარსებებდნენ ანინას გარეშე. მისთვის არსებობდა მხოლოდ ანინა — მისი პატარძალი, მისი ცხოვრების ერთადერთი საყრდენი. საბედნიეროდ, პროფესიონალიზმმა და იმ უზარმაზარმა სიცოცხლის წყურვილმა, რაც ანინას გულში ღვიოდა, თავისი ქნა. ქალი გადარჩა. როცა შეთე პალატაში შევიდა და თვალებჩაცვენილ, საწოლზე უძლურად მივარდნილ ცოლს შეხედა, ხმა ვერ ამოიღო. მხოლოდ მიუახლოვდა, თავი მის ხელებში ჩარგო და კაცმა, რომელმაც არც მთაში და არც თბილისში არასდროს ატირებულა ახლა ცრემლები ვერ შეიკავა. მალე პალატა ახალშობილთა ტირილმა გაავსო. ტყუპები ნაადრევად, მაგრამ სიცოცხლისუნარიანები მოევლინნენ ქვეყნიერებას. პირველი გოგონა დაიბადა — პაწაწუნა, მყიფე არსება, რომელსაც წინასწარ, ერთად არჩეული სახელი დაარქვეს: აღათია. რამდენიმე წუთში კი ძმაც მოჰყვა, რომელსაც ისეთივე ძლიერი და ამაყი სახელი შეურჩიეს, როგორიც მათმა გადატანილმა განსაცდელმა მოითხოვა — აგათონიკე. ორი პატარა სიცოცხლე იწვა მის წინ, ხოლო მათ გვერდით იწვა ქალი, რომლის გადარჩენისთვისაც შეთემ მთელი სული და გული გასცა. კრიტიკული ღამის გავლის შემდეგ, როცა საფრთხემ უკან დაიხია, შეთემ ანინას სველ შუბლზე ტუჩები მიაკრა და ჩახლეჩილი, ათრთოლებული ხმით ჩასჩურჩულა: – აღარასდროს... გესმის, პატარა ქალბატონო? მეორედ ეს აღარ გამატარო. უშენოდ ეს ბავშვებიც არ მჭირდება. ანინამ სუსტად გაიღიმა, თვალები ცრემლებით აევსო და სუსტი თითები შეთეს ხელს ჩაჭიდა. მათ უკვე გამოეარათ ყველაზე მძიმე გზა, რათა მიხვედრილიყვნენ, რომ მათი ერთობა მართლაც ვერავის და ვერაფერს დაანგრევდა. - შეთე... -აქ ვარ, გისმენ , ანინა. - მიყვარხარ. - შეთემ ქალის თხელი, ათრთოლებული თითები ტუჩებთან მიიტანა და გრძნობით აკოცა. მის დაღლილ, მაგრამ ბედნიერ თვალებში მთელი სამყარო ირეკლავდა. – მეც მიყვარხარ, პატარა ქალბატონო... იმაზე მეტად, ვიდრე წარმოგიდგენია. ახლა კი დაისვენე, ჩვენ აწი ყველაფერს შევძლებთ, მთავარი მოლეულია. პალატაში შემოსულმა შემოდგომის თბილმა სინათლემ ფანჯრიდან ნაზად მოფინა ახალშობილების საწოლები და საავადმყოფოს თეთრი ოთახი. გარედან მტკვრის ხმაური და ქალაქის სუნთქვა ისმოდა, მაგრამ ამ კედლებს შიგნით სრული სიმშვიდე და სიცოცხლე სუფევდა. ორიოდე დღეში, როცა ანინა ოდნავ მოძლიერდა და პატარებიც სახლში წამოიყვანეს, თბილისურმა ბინამ ნამდვილი, ბავშვური ტირილითა და ფუსფუსით დაიწყა ცხოვრება. აღათია და აგათონიკე მათი ოჯახის მთავარი სინათლე გახდნენ. თუთა და ნინა, რომლებიც თავიდან შიშით და მღელვარებით ადევნებდნენ თვალს ამ ამბავს, ახლა საათობით სხდებოდნენ ბავშვების ეტლთან და სიხარულისგან ტიროდნენ. შეთე კი, მძიმე სამუშაო დღეების მიუხედავად, საღამოობით პირველად სწორედ პატარების ოთახში შედიოდა, საიდანაც ნელ-ნელა აყავდა ხელში აღათია და აგათონიკე, მერე მიუახლოვდებოდა ანინას, მხარზე მიეყრდნობოდა და უყურებდა, როგორ ივსებოდა მათი სახლი იმ ბედნიერებით, რომლისთვისაც ასე ოდესღაც, მთის ცივ ქარში დაიწყეს ბრძოლა. *** ბებიას მართლაც რთული გზა ჰქონდა გამოვლილი, თუმცა შეთე ბაბუა წამითაც არ მოშორებია გვერდიდად. ამ ისტორიას რომ მიყვებოდა თვალი მოვკარი, შეთე კართან როგორ იდგა, ჩუმად უსმენდა ცოლს და დამჭკნარ თვალებში ჯერაც ის ნაპერწკალი უელავდა ასე ხშირად რომ ახსენებდა ბებია. ყველაზე ირონიული კი ის იყო, რომ ტყუპებში, ბებიასაც პირველი გოგონა შეეძინა - თუმცა, აღათია უფროსი შვილის და უფროსი ქალიშვილის სტატუსს არ შეუწირავს. ბებია კი შეთემ გადაარჩინა. საიდუმლოს გაგანდობთ - დღესაც პატარა ქალბატონს ეძახის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




