ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე ( სრულად )
Non est culpa VINI, sed culpa BIBENTIS დამნაშავე არაა ღვინო, დამნაშავეა მსმელი. -ავაზაკია მეთქი და მანდ დავასრულოთ - წინა დღეს ერთად ნანახი ფილმის განხილვას ბოლო არ უჩანს.. -ფერის ცვალებასთან დაკავშირებით, არაფერი წაუკითხავს თავად დიად მსახიობ ჯარიმას ? - დიდებული მსახიობის ხსენებაზე, თვალები გადაატრიალა, მახინჯი პომიდვრის ყელსაბამს წაეთამაშა, მისთვის ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორისგან აქვს სახსოვრად.. -მაგ ზედმეტსახელს ოდესმე შეეშვები ? -ოდესმე დავალიანების რაოდენობა ნულამდე თუ დავიდა, შეიძლება ვიფიქრო, მაგრამ იმდენად ცუდი მძღოლი ხარ, ეგ არ გვემუქრება. -დამბო, ახალი კოქტეილი არ უნდა გამასინჯო ? -უკვე გამზადებული კოქტეილი გაუცურა.. -გურანდა, შენს მანქანას თეთრი ფურცელი ამშვენებს, წინასწარ გაფრთხილებ, მერე გული არ გაგისკდეს. -ახლად შემოსულმა ნუციმ სიხარული ვერ დამალა, ახალი ამბავია ამცნო - მოგესალმებით, ჩემო უძვირფასესნო.. გურანდა, ირაკლი.. -ჯერ გამარჯობით დაგეწყო და მერე გეხარებინა.. -შენც დალევ რამეს ? -ნუცის თანხმობის შემდეგ მზადება დაიწყო -დატკბით სანამ შეგიძლია, მალე აქ ვეღარ მნახავთ -გაგაგდეს ? -მოვდივარ სამსახურიდან.. -ბარმენობის დიად პროფესიას ემშვიდობება ირაკლი ერისთავი, დავიღუპეთ და ეგაა.. - ნუცი -მიხარია, როგორც იქნა მიიღე გადაწყვეტილება, ამით მაინც დავტკბები.. -კოქტეილზე ანიშნა..ირაკლიმ საათს დახედა.. -კასტინგზე გაგვიანდება, რამდენად დატკბები არ ვიცი.. -ვაიმე კასტინგი, რომელი საათია.. გავიქეცი მეგობრებოო, -უცებ დალია სითხე, რომლითაც ნეტარების გახანგრძლივებას აპირებდა.. წამოდგა და გაიქცა.. უკან მობრუნდა, დარჩენილი ნივთები აიღო და ამჯერად მართლაც დატოვა ირაკლის სამსახური, ირაკლიმდე ცოტახნით ადრე. ნუცი გურანდას უღიმის, სანამ თავი მოაბრუნა და ირაკლისკენ ცარიელი ჭიქა გააცურა, ღიმილი გაქრა.. -შენ, თუ აქედან წახვედი, მე ვინ ამიტანს - მიუტრიალებლად, უკნიდან აიღო ბოთლი, გახსნა, ხმაურიანად ჩამოასხა სითხე, ბოთლი კი იქვე ახლოს დადო.. - ამჯერად რა დააშავა, დღეს არ დაურეკია ? - ჭიქა დააცარიელა, ცარიელი ჭიქა არ დაუდია მაგიდაზე, უყურებს ათამაშებს ხელში.. ჭიქის გავლით გაიხედა ირაკლისკენ.. -იმ გოგოთია აღფრთოვანებული, კი აი, მე დამირეკავდა და ბაას გააბამდა -კოლეგა და მეგობარია, შენ უბრალოდ ეჭვიანობ. -მეც მეგობარი ვარ, ეს სიტყვა შემაძულა, არა ის რა შუაშია.. -ამჯერად თავად აიღო ბოთლი ხელში და ჭიქა გაავსო. ჭიქა დააცარიელა, დადო და გვერდით გასწია, მაგიდას დაეყრდო, თავი ხელებში ჩარგო და თმები გადაიწია.. -როგორ ვიქცევი, საღამოს კლიენტი მყავს, მანამდე ხომ გამოვა ალკოჰოლი ჩემი ორგანიზმინდან ? -ალკოჰოლი რამდენად მოასწრებს დატოვოს შენი ორგანიზმი არ ვიცი, მაგრამ გამოფხიზლებას მოასწრებ, არ იდარდო.. იცი რა ? ხანდახან წარმოვიდგენ ახლა ნიკო გიყურებდეს და იცოდეს მის გამო ამ დღეში ხარ, რას გააკეთებდა რას იტყოდა.. -არც კი იფიქრო, მე და შენი მეგობრობა დაიდება ირაკლი სასწორზე, არ ვხუმრობ.. -არ ვამბობ ვეტყვი მეთქი, წარმოვიდგენ თქო.. თანაც ნიკო მალე ჩამოვა გერმანიიდან, მთლად გალოთებული ნუ დახვდები.. ახლა იმდენი ახალგაზრდა გაკვირდება, ნიკოზე ფიქრს ვინმეს გამოლაპარაკებოდი, არ გირჩევნია ? -რა აზრი აქვს, ყველ ვარიანტშიც გონება ნიკოსკენ მიდის, აი პაემანზე ვარ წარმოიდგინე..- პოზა შეიცვალა , წელში გამართა, თავი ოდნავ გადაწია და გაიღიმა..-რასაც არ უნდა აკეთებდეს ნიკოზე ვფიქრობ.. ნიკო აქ არ წამიყვანდა, ამას არ იტყიდა, უი ეს ხომ ნიკოს არ უყვარს.. ამ ხუმრობაზე გაიცინებდა.. მერე უკვე გაქცევა მინდა ხოლმე -უკვე მაგ განწყობით ხარ, ეგრე იქნები და ეგრეც ხდება, თანაც მარტო პაემანზე წასვლაც ხომ არაა ? არა მგონია შესაფერისთან ერთად ან ისეთთან ერთად წასულიყავი, ვინც მართლა მოგწონს, ნიკო ნუ გყავს შესადარად -შემოაჭდო ხელები ჩემს გონებას და ვერ ვაშვებინებ- დემონსტრაციულად წინ წაიღო ხელები, თითქოს ვინმეს ახრჩობდეს -რაღაც უნდა მოვიფიქრო, თორემ მალე ჭკუიდან გადავალ -რომელიც დალევას არ მოიაზრებს -მართლა ლოთი ნუ გამომიყვანე.-კიდევ უფრო გააცურა ცარიელი ჭიქა და ნახევრად ცარიელი ბოთლი -მაგიტომ გეუბნები სანამ მართლა გამილოთდი.. -იცი პრობლემა რაშია ? მე საყვარელი ადამიანი კი არ მინდა, შეყვარებული პაემნები კი არ მჭირდება, ნიკო მინდა მხოლოდ.. პრობლემა ის არაა, რომ შეყვარებული არ მყავს და მარტო ვარ, მარტო იმიტომ ვარ რომ ნიკო არ მყავს -მარტოს გინდა მოგისმინო თუ გადაჭრის გზები შემოგთავაზო -ეგ გადაჭრის გზა იმას მოიაზრებს, შენი გრძნობებს გაუმხილე ნიკოსო ?-თავი დაუქნია ირაკლიმ, თან ტილო აიღო და მაგიდის წმენდას შეუდგა, ნუცი დაფიქრდა, სამი წამი ხმა არ ამოუღია, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ძლივს ამოისუნთქა - მარტო მომისმინე, შეგიძლია? არა იმიტომ, რომ როგორც ბარმენ-ფსიქოლოგის ვალდებულება გაკისრია -ნუცი ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, რომელ ბარმენის ვალდებულებაზე მელაპარაკები-გაუღიმა ირაკლიმ, ტილო გვერდით გადადო, სხვა მომხმარებლის შეკვეთა მიიღო, თავი დაუქნია და მომზადება დაიწყო.. -ჩვენი სვანეთში შეხვედრის ამბავი ხომ იცი -ნიკოს მერე მალევე იქ გავიცანით ჩვენც.. -ის დღეები იცი რა ტკბილი იყო ? ძმრად მაქვს უკვე ამოსული, ის დღეები ამ მდგომარეობად მიღირს მეთქი ხან ვფიქრობ, იქნებ სულ არ გამეცნო ნიკო თქო, მაგრამ უიმისობაც ვერ წარმომიდგენია, ალტერნატიული რეალობა, სამყაროს ვერსია სადაც ნუცი ნიკოს არ შეხვედრია როგორია ? ამ ნუციზე ბედნიერი თუა თქო მეშინია.. -იმაზე ვიფიქროთ როგორ იყოს ეს ნუცი ბედნიერი კაი ? ის ნუცი თავის თავს თვითონ მიხედავს.. - გაეღიმა ნუცის, სასმლისკენ გაპარა მზერა, მაგრამ კლიენტის შეტყობინებამ გააჩერა, ფიქრები ისევ ალტერნატიული სამყაროს ნუცისკენ წავიდნენ.. . . . ოთახის კუთხეში ზის, პირველ კლასელივით, რომელიც სკოლაში პირველადაა, ზის მერხთან, დაბნეული უყურებს დანარჩენებს, თავად როგორ მოიქცეს ვერ გაურკვევია.. ზოგი ზის, ზოგი ფეხზე დგას და სიარულის დროს იმეორებს სცენარს.. გურანდა მხოლოდ ერთ გოგოს უყურებს, რომელსაც ზუსტად პერსონაჟის აღწერილობის მიხედვით აცვია. არც ჟესტები, არც მიმიკის ცვლილება, მხოლოდ ზის და პირის მოძრაობის გამო ხვდები ისიც იმეორებს.. საკუთარ თავს დახედა, იქნებ პერსონაჟივით უნდა ჩამეცვაო, ყველაფერმა დააეჭვა.. -გურანდა არდაზიანი .. -დიახ.. -გელოდებიან..-წამოდგა, ოთახს სანამ დატოვებდა იმ გოგოს გახედა, გურანდასთვის ყურადღება არ მიუქცევია, თავი ოდნავ გადახარა, ამოისუნთქა თავი გააქნია და გავიდა.. დერეფანში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ირევა, მათი მდინარე გადალხა და იმ ოთახში შევიდა, რომელზედაც მიუთითეს.. -გურანდა, შეგვიძლია დავიწყოთ, -ფურცელი მოიმარჯვა შუა ხნის ქალბატონმა-სცენარი არ გაქვს ? -ზეპირად ვიცი.. - სათვალე შეისწორა და კითხვა დაიწყო - ხვდები მაინც ახლა რა მოხდა ? შენ მე პირობა მომეცი - დაელოდა ქალის მზერას და დაიწყო.. - ჩემი პასუხისმგებლობა არ არის - ხელი გულთან მიიტანა, ჯერ ოდნავ თავი შეატრიალა და მთლიანი სხეული მიჰყვა უნებურად..- თვალი გაუსწორე რეალობას და შენივე პრობლემას თავად მიხედე.. -ხომ მითხარი დაგეხმარებიო -მერამდენედ ? -ამოიხედა, იმედ გაცურებულმა, ორივე ხელი თმებში შეაცურა, ამოისუნთქა და გადაიწია, თითქოს დარდსაც თან გაატანდა.. - შეიძლება ერთხელ მაინც საკუთარი თავი დავაყენო პირველ ადგილას ? -მარტივად გინდა გამოძვრე არა ? ზღვაში წვეთია რასაც აკეთებ და ისე გამოგყავს თითქოს.. -თუ ზღვაში წვეთია საერთოდაც არ უნდა მთხოვდე, არ უნდა გჭრდებოდე, მაგრამ ფაქტია გჭირდები.. არ გჭრდები, მიპასუხე არ გჭირდები ? -წესით ქალის ჯერია, თავისი სიტყვები უნდა წაიკითხოს, მაგრამ ქალი აღარაფერს ამბობს და გვერდით მსხდომთ უყურებს, რვეულებში წინ რაღაცას წერენ, ერთმანეთს ეჩურჩულებიან.. -კარგი გურანდა საკმარისია, მადლობა შეგიძლია წახვიდე.. -თუ რამე ისე არაა, შემიძლია შევცვალო.. -არა საკმარისია მადლობა..-უნდა თქვას, სხვანაირად ვიტყვი, ვიტირებ, ვიცინებ, რამე მითხარით როგორ გავაკეთო ისე, რომ მოგეწონოთო, მაგრამ ვერაფერს ამბობს. ისინი უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას, გასული არაა, როცა ქალი ამბობს შემდეგიო, გურანდა გასული არაა ის გოგო შემოჰყავთ, პერსონაჟის შესაბამისად, რომელიც გამოიყურება. მოასწრო იმის დანახვა, როგორ გაუღიმა ქალმა ამ გოგოს, გოგომ ფურცელი დაიჭირა -დაიწყე..-გაიგონა თუ არა კარი დაიხურა, ამჯერად ხალხის მდინარეს მიჰყვა და შენობა დატოვა.. -სამი დღე ამისთვის ვიზეპირე ? ჯანდაბა..- საათისთვის დახედა ტელეფონს და შეტყობინება დახვდა, დამბოსგან " როცა მორჩები დამირეკე " ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო, სვლა განაგრძო, გაიფიქრა სახლში, მივალ მერე დავურეკავო, მაგრამ გული არ უთმენს, ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან და ღილაკს დააჭირა, სამ წამში აიღეს.. -უკვე მორჩი ? -მოვრჩი აბა რისთვის დაგირეკე.. -ბოულინგის სათამაშოდ ვართ, წამო და მომიყევი როგორ ჩაიარა.. -გგონია მაგისთვის ენერგია შემრჩა ? -არ მითქვამს შენც ითამაშე მეთქი, ჩვენთან იყავი, თუ ჯარიმას მაგის ენერგიაც არ აქვს ? -მანქანას მიუახლოვდა და ჩაჯდა.. -ცოტა ხნით შემოვივლი.. -ირაკლის გაეცინა, რადგან იცის გურანდამ თუ თამაში დაიწყო შემოვლას არ დასჯერდება.. ზარი გაწყვიტეს, ჩანთა და ტელეფონი იქვე დადო და მანქანაც დაიძრა. სიმღერა ჩართო, თავიდანვე არ აჰყვა, საყვარელი მომენტი დაიწყო თუ არა მომღერალს მაშინ შეუერთდა Everybody loves a winner So nobody loved me Lady Peaceful, Lady Happy That's what I long to be All the odds are in my favor Something's bound to begin It's gotta happen, happen sometime Maybe this time I'll win სიმღერა Maybe This Time - Natasha Richardson მიუზიკლიდან “ cabaret “ 1998 მანქანიდან მანამ არ გადასულა, სანამ სიმღერა არ დასრულდა, შენობაში შევიდა, მიმოიხედა, ნაცნობი სახის დანახვისას მისკენ დაიძრა.. -დამბო - ირაკლი ღიმილით მოტრიალდა, რადგან ხმაზე იცნო ვინაობა და სხვას არც ელოდება ამ მომენტში არავის. -ამდენად ცუდად ვერ ჩაივლიდა -ჯერ არაფერი მითქვამს -თქმა რად მინდა, სახეზე გაწერია . -გურანდა სხვებს მიუტრიალდა, მიესალმა.. -სახეზე რამე მაწერია ? - ჩიორამ, რომელსაც ბურთი უნდა გაეგორებინა, მისკენ შემოტრიალდა, კარგად აათვალ-ჩაათვალიერა.. -რამე უნდა გეწეროს ? - ბურთი ისროლა და სამი წააქცია, უკმაყოფილო გამოვიდა და გურანდას მიუახლოვდა, იქნებ ახლოდან უკეთ დავინახოო. -ვერაფერს ვხედავ -მშვენიერი - გურანდამ ჩანთა დადო, სარჭი ამოიღო და შეკვრა დაიწყო, გვერდით ირაკლი მიუჯდა.. -რატომ თვლი ცუდად ჩაიარა, ეს დღეები ემზადებოდი, ვერ იტყვი მოუმზადებელი წავედიო. - თმას ხელი გაუშვა, საზურგეს მიეყრდნო, თავი უკან გადასწია და ირაკლის გახედა.. -ბოლომდე არც კი დამაცადეს ჩემი სიტყვები მეთქვა, შენიშვნაც კი არ მოუციათ, მითითება რა შემეძლო უკეთ გამეკეთებინა.. საკმარისიაო და გამომიშვეს.. ყველაზე უარესი იცი რა არის ? შესვლამდე დავინახე ჩემზე უკეთესი როლისთვის და მაინც შევედი იმ ოთახში თავის დასამცირებლად.. -ეგ თავის დამცირება არაა..შენ არ იცი ვის აიყვანენ როლზე -როცა დაამტკიცებენ იმ გოგოს როლზე, ჩაგიგდებ და თავად ნახავ არ ვცდები... -გგონია მაგას მნიშვნელობა აქვს ? თუ არ ცდი ვერ გაიგებ, მცდელობას თავის დამცირებასთან ნუ აიგივებ.. -კარგი დავივიწყოთ, შენ უკვე წამოხვედი თუ ჯერ არა ? -ახალს აიყვანენ და ასევე წამოვალ -თავადაც მიეყრდო და გურანდას მსგავსდ თავი ასწია, ჭერს შეხედა.. -გიხარია ? -თან მეშინია მაგრად -გაეცინა -ამაზე დიდი ხანია ფიქრობ, ყველაფერ აწონ-დაწონე, გადახარშე.. მზად ხარ -მაინც მეშინია, შინაგან შფოთვას ვერაფერს ვუხერხებ. მზარეულის კურსის გასავლელად ხომ იცი მე არ მქონდა ფული და ჩემი დის წყალობით გავიარე, ეგ, არ გამოვიდეს ჩათვალე ჩემს დას ფული გადავაყრევინე, უკან როგორ დავუბრუნებ.. -თუ არ ცდი ვერ გაიგებო არა ? ყველაფერი წინაა.. პრინციპში - წამოდგა, დანარჩენებს გადახედა - შეიძლება მზად იყო და მაინც სიკვდილამდე ნერვიულობდე, აუცილებელია მაგ შფოთვას რამე მოვუხერხოთ ? -საქმის გაკეთების იქით სხვა გზა არაა.. -ირაკლი შენი ჯერია .. -ირაკლი წამოდგა, გურანდას დახედა.. -ჯარიმაც ითამაშებს - გურანდამ თავი გააქნია, მაგრამ წამოდგა და ავის მომასწავებლად გაუღიმა.. . . . ზურგიდან გრძნობს მონსტრი უახლოვდება, დიდი სხეული, მთელი არსებით ცდილობს სხეულის გამოძრავებას -თითი მაინც გაამოძრავე, მიდი შეძლებ.. - საკუთარ სხეულს ვერ აკონტროლებს, წევს, თვალები გახელილი აქვს, მის გონებას ღვიძავს, სხეულს სძინავს.. მონსტრი კი რომელიც საწოლის ქვეშ ან კარადაში უნდა იყოს თავზე ადგას, ვერ ხედავს მაგრამ მთელი არსებით გრძნობს საცაა შეეხება, მის სუნთქვასაც მოისმენს მალე.. უსაშველოდ იწელება დრო, გურანდა კი ბრაზდება -კარგი მიდი თავს დამესხი, შემჭამე, მეტი აღარ შემიძლია..- წუთი და თითს ამოძრავებს, ისევ დაიწყო სისხლმა ორგანიზმში მოძრაობა, მგრძნობელობა აღდგა, კონტროლი დაიბრუნა.. წამოდგა, ფანჯარა გამოაღო, ცივი ნიავის შეხება იგრძნო თუ არა სიამოვნებისგან გაირინდა. ეგონა გუშინ მეგობრებთან გატარებულმა დრომ ის ცუდი კასტინგი გადაატანინა, ეგონა მეორე დღეს აღარც ეხსომებოდა და ასევე ახალზე გადაერთვებოდა, მაგრამ მეორე დღე დადგა და იმედგაცრუებული იღვიძებს.. ამდენი ხნის შემდეგ პერსონაჟმა დააინტერესა, ზუსტად ჩემი შესაფერისია, განსხვავებულიო ფიქრობდა, საათობით იმეორებდა სცენარს, მის სიტყვებს, მაგრამ თავდაჯერება ერთიანად გაქრა იმ ოთახში.. კასტინგის დღეს ატრიალებს, საკუთარ ჟესტიკულაციას, მიმიკას, მის წინ ადამიანებს, მათ რეაქციას.. -რა შემეძლო სხვანაირად, იმ გოგოსთვის არ უნდა მიმექცია ყურადღება, ნეტა მართლა იმას აიყვანენ ? რა მნიშვნელობა აქვს, თუ მე არ ვიქნები ? - ფანჯარა ღია დატოვა, გამობრუნდა და ზუსტად იმ ადგილას დადგა, სადაც წეღან მონსტრი ეგულებოდა -რას ხედავ იმდენად საინტერესოს, თავს, რომ არ მანებებ ? - პარალიზის მონსტრის თვალებით ცდილობს, მძინარე გურანდა დაინახოს, უფრო სწორედ ნახევრად მძინარე.. ნეტავ რა გრძნობაა უყურებდე ადამიანს, რომლის გონებასაც ღვიძავს, ფიქრობს, ეშინია, მაგრამ საკუთარ სხეულს ვერ ამოძრავებს ? ეს მონსტრიც მის გონებაში თუა არ უნდა მოიძებნოს პასუხი ? წვება, მოხერხებულად თავსდება და თვალებს ხუჭავს, ცოტა ხნით ახერხებს ძილის გაგრძელებას, მაგრამ კიდევ ერთხელ გაღვიძების მერე ხვდება შებრუნებას აზრი არ აქვს.. მისაღებში გადის და ტელევიზორს რთავს.. პულტი აიღო და წერა დაიწყო..მამა მია.. - თითოეულ სიმღერას თან ჰყვება, პერსონაჟებთან ერთად აწყობს კონცერტს დილის შვიდ საათზე.. თან მზადებას იწყებს, ფილმი კი მსვლელობას განაგრძობს, სახლიდან გასვლისას ისევ ემღერება - mamma mia here we go again..- სახლიდან გამოსული მანქანაში არ ჯდება, რადგან სამსახური ახლოს აქვს, ყოველთვის ფეხით გავლას ამჯობინებს, ახლაც მუსიკას მოუსმენდა ყურსასმენები სახლში არ დარჩენოდა.. კარები შეაღო, საკუთარი ადგილი დაიკავა, ყველაფერი გაამზადა და საათს დახედა, წესით უკვე მოსვლა უნდა დაიწყონ -გურანდაა, დარბაზში მოსვლა სავარჯიშოდ მარტო იმიტომ მიხარია, ადრიანად, ვიცი შენ უნდა შემომეგებო.. - გურანდა მომხმარებელს უღიმის და გამოწვდილ ბარათს ატარებს.. -კარგ ვარჯიშს გისურვებ.. -ტრენერი მოსულია ? -რომელი ? -ჩიორა.. -ხუთ წუთში აქ იქნება..- როგორც კი მომხმარებელი თვალს ეფარება, გურანდა ნომერს კრეფს და რეკავს..-სად ხარ გოგო -საშინელი საცობია რა გავაკეთო, მოვიდა უკვე ? -ისე გიკითხა ერთმა, შენთან ჩაწერილი ჯერ არ მოსულა.. -რამდენადაც შემიძლია ვჩქარობ -ადმინისტრაციულ მოვალეობებს ასრულებს, თან ახალ როლებს ეძებს, პერსონაჟის მახასიათებელს ეძებს, ცდილობს საკუთარი თავი წარმოიდგინოს, რამდენიმეს ინიშნავს. -შესვენებაზე არ გავიდეთ ? ცოტა დრო მაქვს . - ჩიორას თავს უქნევს, ადგილს დროებით სხვას აბარებს, ჩანთას იღებს და პოსტს ტოვებს.. იქვე ახლოს სხდებიან.. -ნახევარი დღეს არ გასულა, უკვე გამოფიტული ხარ ჩიო -ისეთი კლიენტი მყავდა, ენერგია გამომაცალა. შენზე მითხარი, გუშინ არ ჩანდი ხასიათზე, არადა გაგვანადგურე. - წამიერად დაფიქრდა გურანდა, რატომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ენერგიას გაცლიან ? ერგებად კი შენგან მიღებული ენერგია ? უცებ შეეშინდა იქნებ მეც ვარ ასეთი ვიღაცისთვისო, ენერგიას, რომ გაცლის და მეორედ დანახვა აღარ გინდა..- გურანდა აქ ხარ ? -კასტინგის მერე ძალა ვერ მოვიკრიბე, არადა სხვებისგან არაფრით გამორჩეული.. -უარი გითხრეს ? -მეტყვიან - ნეტავ შეეძლოს სენდვიჩის ერთ ლუკმას გაატანოს დარდი -რატომ ხარ ამდენად დარწმუნებული ? -ჩიორამ მკლავები მაგიდაზე დააწყო, ნიკაპი ხელებს ჩამოადო და ოდნავ წინ გამოიწია -აღარ მინდა მაგაზე საუბარი, სხვა როლზე უნდა გადავერთო. -თუ ამ როლზე გონებით ხარ ჩაჭიდებული, არა მგონია სხვა როლის შესარჩევი ისე გემრიელად ჩაატარო როგორც შენ გინდა -ეს ხომ რას ამბობ ჩავაბულბულე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მინდა, აქ მთავარი რეჟისორის, პროდიუსერის ხედვაა და მე რას გავხდები, შემდეგი კასტინგისთის ისე უნდა მოვემზადო, აი გადაირევიან.. -ყველა ფილმში შენ გათამაშებდი.. -გურანდას გაეჭიმა და ჭამა განაგრძო -იქნებ მეც უბრალოდ სურვილი მაქვს კარგი ტრენერი ვიყო და არ ვარ.. -რას ამბობ, ყველაზე მოთხოვნადი ტრენერი ჩვენს დარბაზში შენ ხარ -იცი რამდენი წავიდა ბოლო პერიოდში ? -ადამიანების დამოკიდებულება ვარჯიშთან ხომ იცი როგორია ? თავიდან მოტივირებულები არიან, შემდეგ ნელდება, აღარ დადიან -ჩემი საქმე ეგაა, მოტივაცია მივცე -სხვის მაგივრად საქმეს ვერ გააკეთებ, თანაც აქ მოტივაცია არაა პრობლემა, ყველა იმის გამო იწყებს, რომ მოტივაცია ისედაც აქვთ, მთავარი მერე ერთი თვის შემდეგ იწყება, როცა მოტივაცია ფერს კარგავს.. -ჰგონიათ ეგაა მთავარი, სულ ისეთი მოტივირებული უნდა იყო როგორც დასაწყისიდან, არადა დისციპლინაა ყველაფრის გასაღები, არ აქვს მნიშვნელობა ხასიათზე ხარ თუ არა, მთავარია დარბაზში მიხვიდე.. თავად დავკარგე შემართება და ვის რა ველაპარაკო -შენზე გვაქვს საუბარი ? -თავიდან როცა დავიწყე ტრენერობა მეგონა სხვებთან ერთად მთებს გადავდგამდი და დავეხმარებოდი, არავინ მყავს ბოლომდე მომყვებოდეს და ყველაფერს იცავდეს, კვებას არღვევენ, საკმარისად არ სძინავთ, მერე ვინ არის დამნაშავე სასურველი შედეგი როცა არ აქვს ? ჩიორა -ჩვენი მოლოდინები და რეალობა ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, იმ თამაშივითაა მგონი “ tower “ ჰქვია, შენობა, რომ უნდა ააშენო, ცდილობ ქვედა ბლოკს მოძრავი ახალი ბლოკი ზუსტად დაამთხვიო, მაგრამ არ გამოდის ხშირ შემთხვევაში რაღაც ნაწილს კარგავ ან უარეს შემთხვევაში როცა დასაკარგი აღარაფერი გაქვს აგებ.. -მხოლოდ მცდელობაღა დაგვრჩენია, იდეალური ბონუსისთვის. . . . ნიკო ჩამოდის, ნიკო ჩამოდის, ნიკო ჩამოდის..- გონებაში მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებს ნუცი, წამდაუწუმ ტელეფონს უყურებს, ხალხს აკვირდება, ახლა არადა ახლა გამოვაო, თითქოს თვითმფრინავში მყოფი თითოეული ადამიანი გამოსულიყოს ნიკოს გარდა -შეყვარებულს ელოდებით ? -გვერდიდან მოესმა ახალგაზრდა ბიჭის ხმა -მეგობარს - მზერა ისევ ხალხისკენ გადაიტანა -აქეთ ყოფნა მირჩევნია ვიდრე მეორე მხარეს, აქ საყვარელი ადამიანები გიბრუნდებიან იქით კი გტოვებენ -ორივე რთულია -ჩაიჩურჩულა -რა თქვით ? -ნუცისკენ დაიხარა, რათა უკეთ გაეგო ნათქვამი -არა მართალი ხართ მეთქი..- კიდევ გააგრძელებდა ყმაწვილი საუბარს ზუსტად ამ დროს, რომ არ გაღებულიყო კარგები. ნუცის გაეღიმა, გვერდით მდგომ ბიჭს კი ეჭვი შეეპარა, ნუთუ ასე მეგობარს უცინოსო.. სულ რაღაც ორიოდე წამში სუსხმა ყინვა მოიტანა.. მთელს ორგანიზმში იგრძნო როგორ მრავლდება კრისტალები, როგორ კარგავს მგრძნობელობას.. როდესაც ნიკო უცნობ გოგოსთან ერთად მიუახლოვდა, ნუციმ მოასწრო ყინულის ქანდაკებად გადაქცევა.. -ჩემი ნუციკო.. - ნიკო მოეხვია, ნუცი მოლღვა. უცნობ გოგოს ახედა, რომელსაც მზერა შეეცვალა, თითქოს სიცივე, რომელმაც ნუცის სხეული დატოვა, ამ გოგონას თვალებში დაისადგურა- როგორ ხარ გოგო -მშვენივრად, როგორ იმგზავრე ? - უცნობს მზერას არ აცილებს, ისე შორდება ნიკოს. -მაგრად დავიღალეთ.. - მრავლობითმა ფორმამ გული გაუწვრილა, გოგონას გახედა, რითაც ნიკოს ანიშნა გამაცანიო - ხომ გითხარი დავიღალეთ მეთქი, ვეღარ ვაზროვნებ, მომიტევეთ.. ნუცი გაიცანი ვივიანა -ნუცი სასიამოვნოა.. -ქართულ საუბარს არ ელოდა, ვივიანა მიხვდა და დაამატა- გერმანიაში გავიზარდე -შესანიშნავად საუბრობ, რამდენჯერ გითხრა.. -ჩემთვისაც სასიამოვნოა, ვივიანა -ვივი დამიძახე -აბა წავედით ? - მათზე ორი ნაბიჯით წინ წავიდა, აეროპორტიდან გამოვიდნენ თუ არა მალევე მანქნაში ჩასხდნენ, საჭესთან ნუციკო, ნიკო და ვივიანა უკან.. -მარტო შენ გეცალა კიდევ კარგი - მოვიცალეო გაიფიქრა ნუციმ, თითქოს ყველანაირი საქმე არ გადაედოს, კლიენტებისთვის უარი არ ეთქვას.. როგორც გაირკვა ვივიანა ნათესავთან რჩება, დაემშვიდობნენ. ბარგის გადატანაში დაეხმარა ნიკო და გზა განაგრძეს, ნუცის ეგონა ახლა მაინც შევძლებ სუნთქვასო, მაგრამ ვივიანას ყოფნას ორმაგად გრძნობს, თითქოს ისევ მათთან ერთადაა.. ნიკო გვერდით მიუჯდა, ნუცის არც მაშინ გაუხედია გვერდით როცა ნიკო ჯდებოდა და არც შემდეგ.. -არაფერს შემეკითხები ? -რას გულისხმობ ? - წითელზე გაჩერდნენ, ნუციმ ფანჯარაში გახედვა ამჯობინა ნიკოსთვის შეხედვას, გვერდით მანქანა ამოუდგათ.. ნაცნობი სახის დანახვისას ფანჯარას ჩაუწია.. - შეყვარებული ? -ჩემი დაა გაიცანი .. - ნუცის გაეცინა, ოდნავ უკან გადაიწია ნიკო, რომ უკეთ გამოჩენილიყო და ხელით ანიშნა -მეგობარი.. - უცნობს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მწვანემ მოუსწრო, ორივე მანქანა დაიძრა და ერთმანეთს მალევე ჩამოშორდა -ეს ვინ იყო ? -რას მეუბნებოდი ? - ერთდროულად თქვეს.. -ეს ვინ იყო ნუცა -ნიკო როცა ბრაზდება ასე მიმართავს, ნუცი ვერ მიხვდა რით დაიმსახურა ნუცას დაძახება.. -აეროპორტში გავიცანი სანამ მოხვიდოდი, წეღან რა მკითხე ? -აღარ აქვს მნიშვნელობა..- მხრები აიჩეჩა და მის წინ მიმავალ მანქანას გადაასწრო. სახლამდე მივიდნენ, აქამდე არც დაფიქრდებოდა, ისე აჰყვებოდა სახლში, დაღლილობის მიუხედავად ყველაფერს გამოკითხავდა, თუმცა რაღაცამ არ მისცა საშუალება კარები გაეღო.. ნიკო გადმოვიდა, ბარგი აიღო და ნუცის მხარეს მივიდა.. -დაღლილი იქნები, ყველას მოენატრე შევხმიანდეთ.. - ნიკომ მოკლე ვადიანი ღიმილის მეტი ვერაფერი გაიმეტა, ნუციმ კი მანქანა დაქოქა და გზა განაგრძო, მუსიკას აუწია, ხმამაღალმა ბგერებმაც იმატა და ნუცის ცრემლებმაც -ნეტავ მანქანიდან გადავსულიყავი და ჩავხუტებოდი მაინც, მაგრამ მაქვს კი ამის უფლება? - ახლა უფრო მეტად გრძნობს რამდენად შორსაა მისგან ნიკო, ვიდრე გერმანიაში ყოფნისას.. სინანულმა შემოუტია მთელი დღე, რომ გაითავისუფლა, ახლა მაკიაჟს უნდა აკეთებდეს, ნიკოზე არ უნდა ფიქრობდეს.. ტელეფონზე ზარი შემოდის, მუსიკას თიშავს, ისე კონცენტრირებული ტარებაზე არ დაუკვირდა ვის უპასუხა.. -ნუციკო..- წამით ტელეფონს დახედა -ნიკო, რამე დაგრჩა მანქანაში ? -შენ დამრჩი, შორს თუ არ წასულხარ დაბრუნდი, თუ არადა მე მოვალ. -მშვიდობაა ? დასვენება არ გინდა ? -როდის იყო შენგან დასვენება მინდოდა, მომენატრე ნუც.. . . . ოთახში მხოლოდ ხახვის ჭრის ხმა ისმის, რომელსაც თან გურანდას ამოჩურჩულება ემატებ, ისიც მაშინ როდესაც ჰგონია გონებაში კითხულობს და სიტყვები უსხლტება. ირაკლი მოხერხებულად დაჭრას აგრძელებს ისე, რომ ხახვის მაგივრად გურანდას უყურებს. როგორც კი ირაკლი ტრიალდება ტაფაზე ზეთის დასასხმელად, გურანდა სცენარს თვალს აცილებს. -დარწმუნებული ხარ ხელი არ გეშლება ? - სცენარი ააშრიალა -სასიამოვნო თეთრი ხმაურია, რაზე ფიქრობ ? -მითითებულია, მორცხვი და ამბიციური უნდა ვიყო, როგორ შევათავსო, ისე რომ ორივე გამოჩნდეს.. -რატომ ფიქრობ, ერთი მეორეს გამორიცხავს ? - თუ შენი აზრი წინ არ წამოწიე, თამამი თუ არ იყავი, შენი ამბიციები ჩაიკარგება -იქნებ სწორედ მაგის დანახვა სჭირდებათ.. -დამბოო გენიოსი ხარ გეფიცები- წამოხტა სცენართან ერთად და ირაკლის ჩაეხუტა, რომელსაც ორივე ხელი დაკავებული აქვს -კარტები მაქვს, სწორი სვლა უნდა გავაკეთო -თუ გინდა რაღაც ახალი გაგასინჯო, გაკეთება უნდა დამაცადო. -დამაცადე გახარებული ვარ.. -მეც არ ამეყვანე ახალ როლზე -შთამაგონე, ყველაფერი ახლიდან უნდა დავგეგმო, მართალი ხარ, დაასრულე .-სანამ მოსცილდებოდა თითქოს წამიერად ლოყაზე კოცნა დააპირა, ამის ნაცვლად ღიმილს დასჯერდა და სამზარეულო დატოვა.. ნახევარი საათის შემდეგ ირაკლიმ სამზარეულო ორი თეფშით დატოვა. ირაკლის დანახვისას მაშინვე გადადო გაწითლებული გაუბედურებული სცენარი, ტაში შემოჰკრა -ჩემო პურის მტეო, მობრძანდით -აჰჰ თავად მეპატიჟები ? რა სასიამოვნოა - თეფში წინ დაუდო და მის გვერდით დაჯდა.. - კარგია ? -შენი მომზადებული ყოველთვის კარგია, თითქმის.. ჩვენ ეგ გვინდა კარგი ? ეგ შენთვის საკმარისი არ უნდა იყოს - ჭამა გააგრძელა -იცი რაც ვიგულისხმე, -რა იგულისხმე ? -შეაფასე -როგორც მეგობარმა ? როგორც ხუთ ვარსკვლავიანი რესტორანი ? ცოტა დაკონკრეტდი, რადგან არ ვიცი რას გულისხმობ -ორივე ვარიანტი უნდა მოვისმინო. -მხოლოდ მეგობარს რომ ვაფასებდე რომელმაც საჭმელი მოამზადა, ვიტყოდი შესანიშნავია და ნამდვილად გეხერხება კეთება თქო, როგორც შეფს, საინტერესო ვარიაციაა, მაგრამ რა გაეწყობა ხორცი ოდნავ მშრალია, ეს სხვადასხვა ფურცლები აბალანსებს , ხორცი რომ თავის ხოდზე იყოს ასეთი ინტენსივობაც არ იქნებოდა საჭირო, თავის გემოზე მიჰყავს.. -მონსტრი შევქმენი -თავად მაკრიტიკებინებ, მხოლოდ მეგობრის ვარიანტი შეგიძლია აირჩიო და მეტს არ ვიტყოდი -მხოლოდ მეგობრის ვარიანტი საკმარისი არაა, მეტია საჭირო. ხუთ ვარსკვლავიანი გათათხვა ჩემი ფავორიტია. -ბრაზილიური ლიმონათი გამიკეთე, ცოტა მომისყიდე, რა გჭირს ? -ეგ რამე ახალია ? -კი ყველგან ეგ მხვდება, თუ გამიკეთებ წინააღმდეგი არ ვიქნები, რომელი საათია..-თან წამოდგა და საათს დახედა -ბრაზილიური ლიმონათი გარანტია ჩემი კარიერული წინსვლისთვის -აბა რაა, ისევ შენთვის - ჩანთა აიღო - თორემ ჩემი თავი კი არ მადარდებს, უნდა წავიდე -კიბატონო - გურანდა სამზარეულოში შევიდა და კონტეინირში ირაკლის მომზადებული მოათავსა -მომიშივდება მერე, რამე უკეთესი მოამზადე შენთვის, ფაქტობრივად აღარ გიტოვებ -ისევ ჩემზე ზურნავ -ხო არაა, მგონი ზედმეტი მომდის, ცოტა საკუთარ თავზეც უნდა ვიფიქრო - გაეცინა - შეხვედრამდე დამბო -შეხვედრამდე ჯარიმა.. -ოც ლარიანი ჯარიმა ავიღე რო იცოდე - გზაში ისევ მოახერხა ახალი ჯარიმის აღება, თუმცა ეს კარგა ხანს არ გაუგია და შესაბამისადვე ხასიათზეც არ უმოქმედია. სხვა მსახიობებს ზედაც არ უყურებს, საკუთარ რიგს ელოდება, გონებაში გეგმას ალაგებს, ტექსტს იმეორებს.. -გურანდა არდაზიანი - წამოდგა და ოთახში შევიდა არა როგორც გურანდა, არამედ როგორც იმ სცენარის ნაწილი, რომელიც ჩანთაში უდევს. როცა აზრზე მოვიდა უკვე ემშვიდობებიან, ოთახიდან გამოვიდა. -როგორ ჩაიარა -როდის დარეკა ტელეფონმა ან როდის უპასუხა -არ მახსოვს, გახსოვს ის სერიალი რომ ვნახეთ ერთად, სამსახურში შედის და ეგრევე ეთიშება გონება ? -severance.. განცალკევება ? -ზუსტად, აი ეგ დამემართა, არ ვიცი ვინერვიულო თუ არა, არ მახსოვს როგორ გამოვედი -მგონი უბრალოდ შენს გონებას უნდა, დაისვენო და ზედმეტი არ ინერვიულო -კიდევაც დავლევ, კიდევაც ვინერვიულებ.. ხომ იცი ჩემი ამბავი, როგორ გამოვითიშე გამკვირვებია. კარგი რა მნიშვნელობა აქვს, სხვა სინჯებზე მელოდებიან -პირდაპირ მიდიხარ ? -არა ვერტიკალურად, დიდი დრო არ დამრჩა - შენახული კონტეინერი გადმოიღო და თან ჭამა გააგრძელა -მაგ როლს არ გადააყოლო შენი სიცოცხლე, ფრთხილად ატარე ! -მე ყოველთვის ფრთხილად ვატარებ -ჩემი ფორმულა 1 მძღოლი, ვის ატყუებს ნეტა.. მიდი მიდი გასაუბრებებზე დავრბივარ -შეხვედრამდე -შეხვედრამდე . . . ყველა ისეა საკუთარ რიტმს აყოლილი, ახლა მხოლოდ ნიკოს ჩამოსვლა თუ გაერთიანებდათ და შეკრებას მოახერხებდნენ, კაფე არ იკმარეს და რესტორანში ქეიფი გადაწყდა, ნიკოს მონატრებოდა ქართული სამზარეულო.. -ერთი სვანი გვაკლდა და დაგვიბრუნდა, იმედია ისევ სადმე არ მიდიხარ -ბერდია -ჯერ თქვენი ვარ -ისე ენატრებოდით ყველა, ეს სადაა წამსვლელი -ვივიანამ გაუღიმა და მხარზე ხელები ჩამოაწყო, ნიკომაც გაუღიმა საპასუხოდ..-ნუცი აქამდე ვერ მოვახერხე, შენთან უნდა ჩავეწერო, ისეთი ხელი გქონია იმედია ადგილი გაქვს - არაა პრობლემა შევთანხმდეთ.. - ნუცი - ნიკომ დაუძახა მაგრამ ნუცი უკვე საპირისპირო მხარეს იყურება გაკვირვებული. მოულოდნელად ისე გაუღიმა ვიღაცას, ამ ღიმილმა ნიკო აიძულა თავი მიებრუნებინა და ნუცის მზერას გაჰყოლოდა, სწორედ ის აღმოჩნდა ჯერ აეროპორტში, რომ შეხვდა და შემდეგ გაჩერებაზე. ნუცი წამოდგა, მეგობრებთან ბოდიში მოიხადა და უცნობისკენ გაემართა. -არ მეგონა აქ თუ შევხვდებოდით -სასიამოვნო სიურპრიზი ხარ ნუცი -ჩემი სახელი როდის გითხარი ? - ყური მოვკარი, -კარგი შენი უნდა მითხრა -თომა -სასიამოვნოა -გაწვდილ ხელზე და ჩამორთმევაზე ორივეს გაეცინა -ჩემი დის ჩამოსვლას ვზეიმებოთ, თქვენ კი როგორც ჩანს მეგობრის.. ასეა, არ გინდა ვიცეკვოთ ? თუ უკვე არ გელოდებიან -ვიცეკვოთ.. - ნუცის არა. მაგრამ ნიკოს ყურადღებას ელოდა სუფრაზე მსხდომნი, რომელიც მონატრებულ მეგობარს შესციცინებენ.. ცეკვის შემდგომ დაბრუნება დააპირა თუ არა, თომამ კიდევ ერთ ცეკვაზე დაითანხმა. ამ თანხმობას კიდევ მოჰყვა თანხმობა, ბოლოს აივანზე ორი წუთის გასულები არ იყვნენ, თომამ ახლავე დაბრუნდებიო უთხრა და მარტო დატოვა, შებრუნდა და მკლავებით მოაჯირს დაეყრდნო. სხეულის მოახლოება იგრძნო, არც შეუხედია ისე თქვა -არ მეგონა ამდენად მალე თუ დაბრუნდებოდი -მე კი ვფიქრობ დავაგვიანე -ნიკოს ხმა მოესმა თუ არა სწრაფად შებრუნდა უკან - მე მეგონა მეგობარი მოგენატრა, როცა ტელეფონზე ვსაუბრობდით სულ მაგას მეუბნებოდი -საიდან მოიტანე..არ მომენატრე ? -როგორ იქცევი, შენი საქციელიდან გამომდინარე ესე უნდა მეგონოს? -ვერ ვხვდები რაზე საუბრობ -ჯერ ჩემი ჩამოსვლის დღეს მხოლოდ სახლამდე მიმიყვანე. როცა დაგირეკე მომენატრე მეთქი არ დაბრუნდი და საქმე მაქვსო მითხარი, ახლა კი როცა წესით ჩემს დაბრუნებას უნდა აღვნიშნავდეთ, მთელი საღამოა ვიღაც უცნობთან ერთად ცეკვავ.. -ისე ნუ მესაუბრები თითქოს ცუდი მეგობარი ვიყო და შენს გვერდით არ ვიყო. რამდენი ხანი ვიყავი იმ მაგიდასთან, სანამ ავდგებოდი და თომას ვეცეკვებოდი ? -ანუ თომას -დიახ თომას.. რაზე მემდურები ხვდები მაინც ? დანარჩენებიც ცეკვავდნენ და მარტო მე შემამჩნიე ? ეს შენ იყავი მთელი ეს დრო მაგიდას მიწებებული, ამდგარიყავი და გეცეკვა ვივიანასთან ერთად, არ იქნებოდა ურიგო.. -ნუცი - ნიკოს უკან თომა გაჩნდა, ორი ჭიქით ხელში - რამე პრობლემა ? -არა არანაირი, ნიკო შეგიძლია წახვიდე მალე შემოგიერთდებით.. - აღარაფერი უთქვამს, მართლაც უკან დაბრუნდა. -დარწმუნებული ხარ ყველაფერი რიგზეა ? ისე შემომხედა - მზერა გააყოლა ნიკოს -შენ არაფერ შუაში ხარ. შენები რას ამბობენ, ამდენი ხნით მოგიტაცე -მეგონა მე მოგიტაცე.. არაფერი უთქვამთ, მოხვალ სახლში და დავილაპარაკებთ სახეებით მიყურებენ ამ ეტაპზე. -სასმლით სავსე ჭიქა გამოართვა, ერთიანად დაცალა -ბოდიში ახლა მოწრუპვის ნერვები ნამდვილად არ მაქვს, თან ჩემებთან უნდა დავბრუნდე -სანამ წახვალ, მთლად ესეც ნუ დამტოვებ -რას გულისხმობ ? -ნომერი, სოციალური ქსელი, ან თუნდაც მეილი, რამე რითაც შენთან დაკონტაქტებას შევძლებ - პირდაპირ რომ შევხვდეთ -შევხვდეთ ? -ხვალ ვმუშაობ მთელი დღე, მაგრამ შუადღის სამიდან ოთხამდე თავისუფალი ვარ, overexposed - უნდა შევიარო ამ დროს, თუ გინდა დამეწვიე.. - თომას პასუხს აღარ დალოდებია, შენობაში დაბრუნდა და მაგიდას დაუბრუნდა.. -ნუციკო ნახეთ რაა, ეს ბიჭი ვინ არის უნდა ვიცნობდეთ ? - ჩიორას გახედა, რომელიც ბერდიას ეყრდნობა.. -ვნახოთ, მაგის საჭიროება თუ იყო.. - ირაკლი თქვენს გვერდით ჩამომჯდარა მთელი ეს დრო, რადგან მხოლოდ მან და თქვენ იცით სიმართლე, სხვანაირად აკვირდება ნუცის და ნიკოს.. მხოლოდ მან შეამჩნია აივანზე გასულ მარტო დარჩენილ ნუცის როგორ მიუახლოვდა ნიკო და როგორ გამობრუნდა უკმაყოფილო გაბრაზებული სახით, როგორ დასჭირდა ორიოდე წუთი სანამ დაწყნარდებოდა და მაგიდას მიუჯდებოდა ღიმილით, ვივიანას გვერდით.. ნუციკომ ირაკლის გახედა, აღარაფრის თქმაა საჭირო, თითქოს მზერით ანიშნეს ერთმანეთს ამაზე ვიალაპაკებთო. მეორე დღეს გამთენიისას დაიწყო ნუციმ მუშაობდა და ისე გადაეშვა საქმეში წინა საღამოზე ფიქრის დრო არ ჰქონია. შესვენების დროც დადგა, დათქმულ ადგილას ისე მივიდა, იქ თომას ყოფნის პერსპექტივა არც გახსენებია.. შენობაში შესულს სასიამოვნო მელოდიამ გააღიმა, მიმოიხედა თავისუფალი ადგილის მოსაძებნად და თომას დანახვისას თვალები გაუფართოვდა, თომა წამოდგა და ნუცის მიესალმა -ჯერ სამი საათიც არ არის, ასე ადრე არ გელოდი -შენ რას აკეთებ, ამდენად ადრიანად ? -იმდენად ცოტა დრო გვაქვს, წუთის დაკარგვა არ მინდოდა - სევდიანი ღიმილი თომამ გადაღლილობას დააბრალა, რეალურ მიზეზი აზრადაც არ გაუვლია, სევდა როცა ერთი ადამიანისგან იღებ იმას, რაც გინდა სხვისგან.. . . . შუქურაში ბოლოს მივიდა ირაკლი, მეგობრები დაინახა თუ არა მათკენ გაეშურა, მიესალმა და ყველას გადახედა, გურანდას გარდა ყველა რაღაცას სვამს.. ჩანთიდან ბრაზილიური ლიმონათი გადმოიღო და გურანდას დაუდგა წინ, გურანდამ ჯერ ლიმონათს შეხედა, შემდეგ ირაკლის ახედა და წამოდგა.. -მართლა გამიკეთე ? რა მაგარი ბიჭი ხარ შენ ხომ არ იცი - გვერდიდან მიეხუტა, ახედა და გაუღიმა -თავად რას დალევ ? -ფრანგული 75 შევუკვეთავ და შემოგიერთდებით - გურანდა თავის ადგილს დაუბრუნდა და ბრაზილიური ლიმონათი ცარიელ ჭიქაში ჩამოასხა.. -ჩვენც გაგვასინჯე - ბერდიას შეეტყო რეალურად არ სურს ლიმონათი, გურანდას რეაქციას ელოდება, ამასობაში ირაკლიც დაბრუნდა.. -ირაკლიმ მე გამიკეთა და არა თქვენ, გეთხოვათ თქვენც -რა გვეთხოვა, შენი პირადი შეფია - ჩიორა -აჰ აჰყვა სატრფოს.. -გვერდით ჩამოუჯდა პირადი შეფი - დამბო წინააღმდეგი ხომ არ ხარ? -შეფობის ? - გაეცინა და სასმელ გემო გაუგო -ჩემი შეფობის თორემ, შეფი ისედაც ხარ -არ მეგონა თუ ესე დამაწინაურე - გაიღიმა და ცარიელი ჭიქა წინ გადადო. ირაკლიმ მიაწოდა გურანდას საკუთარი ტელეფონი -გირეკავენ -ვის გავახსენდი - ზარს უპასუხა, სიტყვა გაიგონა თუ არა წამოდგა და გარეთ გავარდა, ირაკლიმ სხვებს გადაულაპარაკა, გავიგებ რა ხდებაო და უკან გაჰყვა- დიახ მე ვარ, დიხ გასაგებია, აუცილებლად მოვალ, ნახვამდის.. -რა მოხდა ვინ იყო -დამბო გაგიჟდები და გადაირევი, ჰაერზე გავიდოდი ისედაც გარეთ არ ვიყო გამოსული -იტყვი რა მოხდა ? -როლზე დამამტკიცეს, კი ეპიზოდური როლია მაგრამ იცი რა მაგარი სერიალია ? თან რა მაგარ მსახიობებთან ერთად მომიწევს ყოფნა, ერთი სული მაქვს.. -ვიცოდი გამოგივიდოდა, მაგარი ამბავია.. გადაღებები როდის გეწყება -ხვალიდან.. ჩემს საყვარელ ადგილს ვუბრუნდები, ახლავე იქ გაქცევა მინდა -კიდევ კარგი ხვალიდან იწყებ, თორემ უკვე ვერ ისვენებ -ირაკლისკენ შეტრიალდა, ეღიმება თან თვალები უცრემლიანდება, ცდილობს ჯებირები გაამაგროს.. არ გამოსდის.. -რა მჭირს, თითქოს მთავარ როლზე დავემტკიცებინე ვინმეს, სულ რაღაც რამდენიმე წამით უნდა გამოვჩნდე - ირაკლის თითები გურანდას სახეს ეხება და ცრემლებს უმშრალებს -სიხარულის ცრემლებს რა ჯობია, იწვალე, იშრომე და რატომაც არ უნდა გიხაროდეს ? -შევიდეთ, სხვებსაც უნდა ვუთხრა - თავი დაუქნია და დანარჩენებთან ერთად დაბრუნდნენ.. შესავალი გააკეთა, ისეთი არაფერია წამიერად უნდა გამოვჩნდეო, თუმცა ისე გაუხარდათ დანარჩენებს, გარშემომყოფებს შთაბეჭდილება ექმნებათ ჰოლივუდში მიიწვიეს ნუცი ტელეფონში იყურება, რაღაცაზე გაეცინა, თავი წამოსწია და ნიკოს გახედა, რომელიც ვივიანას გერმანულად უთხრა რაღაც და ორივეს გაეცინა.. თითქოს თავად არ იცინოდა წამის წინ, მოიღუშა და მზერა ორივეს აარიდა.. გურანდამ პირველად შეამჩნია ნუცის მზერა, როგორ გაიცინა, წამში შეცვლილი განწყობა.. ირაკლის გახედა და მიხვდა, მან რაღაც იცის.. როლზე დამტკიცების სიხარული სულ გადაავიწყდა, ამ სცენას ამეორებს გონებაში, ხომ არ მოეჩვენა, იქნებ რაღაც გაახსენდა ნუცის, ნიკოს გამო ხომ არ დამწუხრდებოდა არა ? ნუციმ ტელეფონი აიღო და წამოდგა -მეგობრებო, მიხარია თქვენთან ყოფნა, მაგრამ უნდა წავიდე - ნიკომ ცარიელი ჭიქა დადო და ყურადღება ნუცისკენ გადაიტანა -საით მიიჩქარი - ვივიანამ კითხვა დასვა თუ არა ნუცის ტელეფონი ამღერდა, მხოლოდ ნიკომ შეამჩნია თომას ფოტო -მელოდებიან, მომიტევეთ ბოლომდე თქვენთან ვერ ვრჩები -გაგაცილებ - ნიკო -გარეთაა გაცილება არ მიჭირდება, მადლობა.. -რატომ არ დაგვეწვევა ? -გვეჩქარება, სხვა დროს აუცილებლად - ეცადა გაღიმება,არ გამოუვიდა. კიდევ ერთხელ დაემშვიდობა ყველას და შუქურიდან სიბნელეში გადაიკარგა.. ორიოდე საათი არც გასულა დანარჩენებიც დაიშალნენ -შენს იმედად დავლიე, -დალევა მომეფიქრებინა რას აპირებდი -ტაქსით წავიდოდით ორივე, რა უნდა ყოფილიყო -ირაკლიმ მძღოლის მხარეს კარები გააღო და გურანდას მიუთითა დამჯდარიყო -სიმთვარელშიც არ გავიწყდება ჯელტმენობა - მანქანას წრე შემოარტყა და გურანდას წინ დაჯდა -ორიოდე ჭიქა დავლიე მთვრალი კი არ ვარ, აბა ჩემო ჯარიმა, ფრთხილად ატარე -ცოცხალს მიგიყვან -ჯარიმის გარეშე -ჩემ გარეშე არაფერი გამოვა -ორივეს გაეცინა და მანქანაც მოსწყდა ადგილს მეორე დღეს ნუცის თომა ურეკავს -მშვიდობა ? მომწერე დამირეკეო, დაგირეკე და აღარც გიპასუხია.. -ცუდად გამოვიდა, მოგიმიზეზე, რომ საიდანღაც თავი დამეღწია -მართლა წავსულიყავით სადმე, ტყუილი რა საჭირო იყო -შენც ადგებოდი და წამოხვიდოდი ? -აბა რას ვიზამდი, გინდა ახლა წამოვიდე ? -დღეს არ შემიძლია -ვინ გაგაბრაზა -თომა სად ხარ ? -მეგობრებთან მივდივარ, შორიდან ნანახი გყავს ყველა -ახლა რომ გითხრა წამოდი თქო, მეგობრებს მიატოვებ ? -მეგობრებთან წაგიყვანდი ჩემი ნება რომ იყოს.. -წამიყვანე - ხმა შეეცვალა ამ სიტყვის წარმოთქმისას.. -აკი არაო -გადავიფიქრე, თუ რა თქმა უნდა ჩემი გაცნობის სიტუაციაა და უხერხული არ იქნება -ნახევარ საათში შენს სახლთან ვიქნები - გათიშა თუ არა გამზადებაც დაიწყო, თითქმის ნახევარი საათის შემდეგ ისევ ახმაურდა ტეელფონი, არც აუღია არც დაუხედია, უპასუხეო ბრძანა და -ჩამოვდივარ ჯერ დრო მაქვს -სად ჩამოდიხარ - ნიკოს ხმა მოესმა თუ არა ტელეფონს მიუახლოვდა, აღება დააპირა, თუმცა ვერ შეძლო -სხვა მეგონე, რამე მოხდა ? -მოკითხვა მინდოდა, რა უნდა მომხდარიყო -მესიჯიც გამოჩნდა, მოვედი თუ მზად ხარ ჩამოდიო, გასაღები აიღო, ტელეფონიც, ხმამაღალი რეჟიმი გამორთო და ახლოს მიიტანა.. -კარგი რა გაეწყობა, მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ ? -შეგვიძლია შევხვდეთ ? -ახლა არ მცალია ნიკო, ხვალ ? -კიბეები ჩაიარა, თომას მანქანა დალანდა თუ არა შიგნით ჩაჯდა -კარგი იყოს ხვალ -უნდა წავიდე, შეხვედრამდე..ბოდიში ახლა დამირეკეს -ეგ არაფერი, რა ლამაზი ხარ შენ ხო არ იცი - ნუცის კი ეგონა გათიშა, მაგრამ მეორე მხარეს მყოფმა გარკვევით მოისმინა კომპლიმენტი.. გათიშვა დააპირა, ვერ მოერია თავს იმ წამს.. -შენი და როგორ ეგუება, დაბრუნება ხშირად ურთულდებათ ხოლმე.. -საყვარელი ადამიანები, რომ არა, არც ჩამოვიდოდა.. ცოტა ხანს აქეთ იქნება, სადამდეც გაძლებს გაძლებს.. შენი მეგობარი როგორ ეგუება -ნიკო ? ხვალ შევხვდები და გავიგებ.. -მან დაგირეკა ? -თავი დაუქნია.. - ვიღაც ახლდა თან -ვივიანა -შეყვარებული.. -მგონი, არ გამირკვევია სტატუსი -დავიჯერო ამდენად არ ინტერესდები მეგობრის პირადი ცხოვრებით ? -რასაც საჭიროდ ჩათვლის მეტყვის, ზედმეტად აღარ ვაპირებ იქ ჩარევას სადაც არაფერი მესაქმება -ნიკოზე გაბრაზებული ხარ თუ მეჩვენება - ზარი გაწყდა, ფიზიკურად ვეღარ შეძლო ნიკომ ჩუმად მიეყურადებინა.. გაიფიქრა არ არის სწორი საქციელიო, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვესწავლება მზად არ არის მოსასმენად.. რატომ უნდა იყოს მისი საუკეთესო მეგობარი მასზე გაბრაზებული ? რატომ იქცევა ჩვეულზე უჩვეულოდ მისი ნუციკო ? თუმცა მისი ხომ არ არის.. ვივიანას შემოსულ ზარს აღარ უპასუხა და ტეელეფონი გათიშა.. . . . -ირაკლიი.. - გაჰყვირის ბოლო ხმაზე, ირაკლი კი არ ჩანს.. -ირაკლიი.. -რა ხდება შვილო, მშვიდობა ? - მეორე სართულზე მცხოვრები, საშუალო ასაკის ქალბატონი ეკითხება.. -ვიამე ხომ არ გაგაღვიძეთ.. -დღეს ჩვენი უბნის მაღვიძარა ხარ -მომიტევეთ რაა, ტელეფონი დამჯდა და -დაგარეკინებდი, ნომერი არ მაქვს.. -ზეპირად ვიცი.. -ქალმა ტელეფონი ამოიღო და ანიშნა მიკარნახეო..-597..84..30..42 -გამარჯობა..კი კი შენი მეზობელი.. შენი გოგოა მოსული, ტელეფონი გათიშული აქვს და ვერ დაგირეკა.. კი აქაა, ეზოში.. სახლში არ ხარ ? გადავცემ -სახლში არ არის ? ტყუილად შეგაწუხეთ.. -ოლღასთან ვარ სამსახურშიო, თუ საჩქაროა გამოვალო.. -მე..თავად მივალ.. ბოდიში შეწუხებითვის.. - მხოლოდ მანქანში ჩაჯდომის შემდეგ გაიაზრა, ქალისთვის სახელიც კი არ უკითხავს.. ყოყმანობს იქნებ სჯობდეს არ მივიდეს ირაკლის დის სამსახურში, მაგრამ ტელეფონი გათიშული აქვს და ბოლოს დაუბარა მივიდოდა.. უცებ წამოვალო გაიფიქრა და გზას გაუყვა.. ძლივს მონახა ადგილი მანქანის გასაჩერებლად, მანქანიდან გადმოვიდა და შენობაში შევიდა, გოგონები გამოვიდნენ, ერთმანეთს ესაუბრებიან და გურანდა ვერ შეამჩნიეს.. გაღებულ კარზე მიაკაკუნა და შევიდა.. -გურანდა..-წამოდგა ოლღა მიუახლოვდა და გადაეხვია.. -ოლღა..-მიმოიხედა ირაკლი ოთახში არ არის.. -გასვლა ვერ მოვახერხე, რაღაც დავაბარე და -ხელს ხომ არ გიშლით ?- უკან მიიხედა -ყავას დალევთ ? -ირაკლიმ თავი დაუქნია.. -არ მინდა მოგაცდინოთ, უბრალოდ რაღამაც გითხარი მოვალ თქო.. -გურანდაც დალევს..-ოლღა ოთახიდან გავიდა- რაღაც კარგი მოხდა, მე კი ჩემი არ ყოფნით გეგმები აგირიე.. -სახლში დაუკითხავად მოვედი, კიდევ შენ ამირიე გეგმები ? იმ შენი მეზობლისთვის.. რა ჰქვია? -ერთადერთი მეზობელია, რომლის სახელი ვერ გავიგე და ახლა უკვე ძალიან გვიანი საკითხავად.. -არ უნდა დამერეკა.. -რა პრობლემა ? -გინდა შენზე იჭორაონ ? -ყველა გიცნობს ისედაც.. არ მეტყვი რისთვის მოხვედი ჩემთან ? -სცენები დამიმატეს, სამი წამი საკმარისი არ არისო -რა მაგარი გოგო ხარ შენ ხომ არ იცი..- "შენი გოგოა მოსული" ისევ ირაკლის ეზოში დაბრუნდა.. ამაზე ყურადღება რატომ არ გაამახვილა ან მეზობელს რატომ არ შეუსწორა.. -ჩემი მაგარი გოგოობა გადასაღებ მოედანზე გამოჩნდება, დამტკიცება ისეთი არაფერია..-ოლღა დაბრუნდა ორი ჭიქით ხელში, ორივეს გაუწოდა.. -ახალი ამბავი.. ჩემი ჯარიმა როლზე დაამტკიცეს და ახლა უკვე გაუხანგრძლივეს -ეპიზოდური როლია, ისეთი არაფერი.. - რა კარგი ამბავია.. -ყველა როლი მნიშვნელოვანია.. - იქვე ჩამოსხდნენ.. -ვნახოთ რა გამოვა.. - ამდენად უმნიშვნელო იყოს, როგორც საუბრობს არ ინერვიულებდა, სიხარულით ირაკლისთან არ მივიდოდა.. თითქოს აქ მოსვლით ამბის ხმამაღლა გაჟღერებით რეალური ხდება.. ახლა უარი მარტივი გადასატანი იქნებოდა ვიდრე როლზე დამტკიცება.. -ძალიან მაგარი გამოვა დარწმუნებული ვარ, ერთი სული მაქვს ვნახოთ როდის გამოვა -ირაკლი, ჯერ გადაღებებიც ახლა დაწყო და საერთოდაც არ უნდა ვიძახდე არაფერს - ოლღამ ძმას გახედა, ანთებული თვალებით უყურეს გურანდას, გაიფიქრა ისე უყურებს თითქოს გურანდა ოსკარზე წარადგინესო.. -მითხარი როცა გამოვა აუცილებლად ვნახავ.. -ოლღას თავი დაუქნია -თავად როგორ ხარ, მგონი შენ უფრო ხშირად ხარ სვანეთში ვიდრე მე -დარიას და ოტიას მივდევთ სამეგობრო, როცა დრო გვაქვს.. - ორ სახელის გაგონება საკმარისია ნოსტალგიამ მოიცვას, სევდიან ღიმილთან ერთად ჩახარა თავი.. მახინჯ პომიდორს წაეთამაშა უნებურად - მახსოვს სვანეთში თქვენი პირველი შეხვედრა, კარგი დრო იყო.. მთის ჰაერი მაინც თავისას აკეთებს -მაინც რას ? -აახლოებს ადამიანებს, ისეთ სითბოს აზიარებ თავადაც კი რომ არ იცოდი თურმე გქონია.. - გაეღიმა მოგონებების გახსენებისას და ყავა მოსვა..ყავა დალიეს თუ არა შეუთანხმებლად წამოდგა ორივე, ერთმანეთს არც კი გადახედეს.. ჩვენი წასვლის დროაო ხმამაღლა ირაკლიმღა გააჟღერა.. -გურანდა, არ დამეკარგო.. - საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა და თავი დაუქნია.. შენობა დატოვეს -გახარებულლი უნდა იყო, რა გასევდიანებს ? -სევდა ? შენთან ხომ სასიხარულო ამბის გასაზიარებლად ვარ, რომელი სევდა.. -დაგაჯარიმებ ტყუილის თქმის მცდელობისთვის, ან უფრო იმისთვის გგონია საკმარისად არ გიცნობ, ვერ შევამჩნიო როდის გიხარია და როდის არა.. -იქნებ.. მხოლოდ სიდონია იყო ჩემი მწვერვალი და იმის იქით მაღლა ვეღარ ავიდე, რა მოხდება თუ ეს ერთადერთი როლი იქნება, რომლითაც სხვები მიცნობენ.. -წარმატებისგან იტანჯები ? -რა ? -რამდენი მსახიობი გეტყვის პირველი სერიოზული როლი ადენად წარმატებული გამოდგა, ამდენი ჯილდო აიღო.. საქართველოს ფარგლებს გაცდა, ხალხმა გამიცნო ? ხანდახან მგონია სიდონიას როლი გტანჯავს, ზღვარი დაუწესე შენს თავს და ვერცერთი შენი როლი ვერ მიგყავს შენივე თვალში იქამდე.. გერჩივნა წარუმატებელი ყოფილიყო ? -ეგ არ მითქვამს' -მასე გამოგდის, შენ მსახიობებს და მხოლოდ მათ ყველაზე ცნობილ წარმატებულ ფილმებს უყურებ და გგონია ყოველი მეორე ფილმი შედევრია ? იმ საუკეთესო შესრულებასთან ერთად რითიც საზოგადოება იცნობს, იცი როგორი როლები აქვთ ? ხალხს არც კი ახსოვს.. ეს არ ნიშნავს შენს წარუმატებლობას.. შენს შემდეგ სიდონიამდე, იქნებ უკეთესსამდეც, სიდონიას რომ გადაგავიწყებს, ისეთ როლამდეც მიხვალ.. მაგრამ სულ თუ მის გახსენებაში იყავი, ყველა როლი თუ მას შეადარე წინ ვერ წახვალ.. -ერთი წუთით..- მანქანას მიუახლოვდა, რაღაც აიღო გურანდას დაუბრუნდა.. -მერე ვაპირებდი, ახლა უფრო სწორი დროა -ეს რა ყუთია, რა არის ? საჩუქარი ? უცნაური კაცი ხარ, ამ სიტყვების მერე საჩუქარს მუქნი, არა მართალი კი ხარ მაგრამ.. -მერე ვაპირებდი,შენს დიად ეკრანზე ნახვის შემდეგ, ახლა ჯობია..- ყუთი გამოართვა, ყელსაბამი ნელა ამოიღო და ბოლოში ვარსკვლავს გაჰკრა თითი, შემათამაშა, ოდნავ გვერდით გასწია და ირაკლის გახედა.. -ვარსკვლავი ? - per aspera ad astra -through hardships to the stars.. -თუ გადმოვაქართულებთ.. ეკლიანი გზით ვარსკვლავებისკენ.. სიძნელის თქმას ეკლიანი ჯობია..- საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები რაღაც დოზით მაინც განაწყენდა ორიოდე წუთის წინ, მთლიანი სათქმელი ამ ერთ ყელსაბამში ჩაატიაო თითქოს.. გურანდამ იმ წამს ოსკარის მოგების შემდეგ სამადლობელ სიტყვაში ირაკლის სახელი ჩაწერა გააზრებულად.. გულიანად გადაიხარხარა გონებაში, გარეგნულად წარბი არ შეხრია.. თითის წვერებზე აიწია და ჩაეხუტა.. თავისუფალი ხელი შემოხვეული აქვს მეორით ყელსაბამი გასწია ოდნავ შორს და კიდევ შეათვალიერა.. თავი უკან გამოსწია მაგრამ მეტად არ მოშორებულა.. მახინჯი პომიდვრის ყელსაბამი მოიხსნა, შეტრიალდა და ვარსკვლავი ირაკლის გაუწოდა, სანამ დაასრულებდა შეკვრისას ჰკითხა -მახინჯს პომიდორს ესე ადვილად ელევი ? -ვარსკვლავისთვის პომიდორს, შენ არ შეელეოდი ? -ახედა, ამ დროს დაასრულა შეკვრა, გურანდა მისკენ შეტრიალდა, ყელსაბამს დახედა. მზერით აიღო ნებართვა და თანხმობის შემდეგ ვარსკვლავი გაუსწორა, შესაკრავი გურანდას გაშლილ თმებში დამალა.. -მადლობა.. ყელსაბამისთვისაც, მაგრამ სიმართლისთვის უფრო.. -დიდი ქოფაკის თანავარსკვალვედის მთავარ ვარსკვლავზე უფრო კაშკაშა ვარსკვლავი გახდები -are you us ? არა შენ უფრო ქოფაკობა გიხდება -კი ცოტაღა მიკლია, მივალ მაქამდეც.. - დაემშვიდობნენ ერთმანეთს, ორივე მძღოლის ადგილს დაუბრუნდა, ორივე მივიდა დანიშნულების ადგილზე, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ოც ლარიანი ჯარიმით . . . ნიკო ნუციკოს სახეს აკვირდება, როგორც კი უმაკიაჟოდ დაინახა გაიფიქრა, ხასიათზე არ არისო.. იცის როგორ უყვარს გამზადების პროცესი, როგორ ერთობა და ატარებს ექსპერიმენტებს.. ტკბება ნუციკოს უხასიათობით, ჭორფლებით.. თითქოს ორიოდე წერტილი რჩებოდა დასათვლელი და არ აცდიდნენ არასდროს.. არც აწეული თმები უყვარს, კოსით გამოეცხადა, დიდად არც გაკეთებით უწვალია.. ნიკოს წინ დადებული დესერტი მისკენ გასწია და დააგემოვნა, არ მოეწონა, ისევე როგორც წინა ორმოცდაშვიდჯერ არ მოეწონა, მაინც აგემოვნებს იქნებ გემოვნება მეცვლება და მეც მომწონსო.. დავიწყებული ჩვევა, დაგემოვნების პროცესში გაახსენდა, სასმელს არ მოშორებია, ნიკოს გახედა.. უხერხულად გააცურა სასმელი.. -არ შეგცვლია გემოვნება -რა იცი -სახეზე გეტყობა წარბებს ჭმუხნი.. -აღარ დავაგემოვნებ, აშკარაა არ მომწონს, რას ვერჩი ჩემს თავს -იქნებ ორმოცდაათამდე მიხვიდე, დამრგვალებული ციფრი თავისას გაკეთებს.. -შენ და შენი ციფრები, გახსოვს, ტელევიზორში ფილმს ვუყურებდით და ვერ მოისვენე სანამ არ დაამრგვალე, 27 არ მოგეწონა, ან 30, ან 35.. რიცხვებთან რა პრეტენზიები გაქვს ? -იყვნენ თავსთვს, მაწუხებს და რა გავაკეთო ? -სპეციალურად ვაყენედგი მასე, შენ რომ ნერვები მოგშლოდა -მე სულელი თავსაც ვერ ვიკატუნებდი, არ მადარდებს მეთქი.. ნუც.. -გისმენ -დიდი ხანი ვიყავი წასული ? -თავად არ იცი რამდენი ხანი იყავი ? რას მეკითხები ? -შენთვის დიდი ხანი იყო ? -ამ კითხვის მიღმა სხვა რაღაცას კითხულობ და ვერ ვხდები რა გინდა ნიკო, რისი მოსმენა გინდა ჩემგან.. კი მენატრებოდა ჩემი მეგობარი, არ მქონდა უფლება, დრო კიდევ უფრო დიდად მომჩვენებოდა ? შენთვის მალე გავიდა გერმანიაში დრო ? ამას კითხულობ ? -მჭირდებოდა ეს დრო -ვიცი, ყველაფერი კარგად ვიცი, გასამეორებელი გაკვეთილი გვაქვს ? თავადაც არ იცი აქ რისთვის ვართ -მეგობართან დროის გასატარებლად მიზეზი უნდა მჭირდებოდეს ნუცი ? რატომ ხარ გაბრაზებული ? -შეყვარებულით ჩამოდიხარ ნიკო, მე შენმა მეგობარმა არაფერი ვიცოდი, ამდენად სერიოზულად თუ იყო საქმე არ უნდა გეთქვა ? აქამდე მანძილს არ ჰქონია გავლენა ჩვენს მეგობრობაზე.. გერმანიამ ამდენად დაგვაშორა ? -ისე არ არის როგორც გგონია - სანამ გააგრძელებდა გოგო მიუახლოვდა, მიესალმა -რა კარგი იყო გუშინ, კიდევ წამოგიყვანოს თომამ -კარგი დრო გავატრეთ ნამდვილად.. -კი გამიკვირდა ამდენად ახალ გაცნობილი ჩვენთან რატომ მოჰყავს თქო მაგრამ როგორც კი გაგიცანი მივხვდი.. შევხმიანდეთ/..- გაუღიმა დაემშვიდობა და ადგილს დაუბრუნდა -შენ მეუბნები გერმანიამ დაგვაშორაო.. -აჰჰ თომას გადასწვდი ? შენი ჩამოსვლის დღეს გავიცანი, არ გადამიმალავს.. -მეგობრები გაგაცნო -გამაცნო..-ნიკო სკამს მიეყრდნო, თავი დასწია წამიერად, მაგიდას მიუახლოვდა და ხელები დააწყო.. -შენ რა გაბრაზებს ? -მე და შენ..ჩვენ - ნუციკოს გონებაში განგაშის სიგნალი ატყდა, კონტექსტი სადღაც მოისროლა.. აეკვიატა” ჩვენ “ “ მე და ნიკო ? “ “ ჩვენ ? “ - დავლაგდეთ ნუცი, ნუ იქნები ჩემზე დიდხანს გაბრაზებული.. -რა არის დასალაგებელი ? -აუტანელი ხდებოდა იქ ყოფნა როცა შენი ხმა მესმოდა და ვხვდებოდი ვერ შევძლებდი შენს ნახვას, თავს ვარიდებდი შენს ზარებს.. ამით უარესი გავაკეთე, ვხვდები.. ბოდიში ნუცი, ჩემი არასწორი საქციელებისთის.. იმის მაგივრად შენთან მელაპარაკა, თავს დავაჯერე ასე უკეთესი იქნებოდა -შენთის -ორივესთვის.. დასაკარგი ადამიანი არ მყევხარ.. მაპატიებ ? - აშენებული კედელი, აგურ აგურ საკუთარი ხელებით, ერთიანად ჩამოინგრა და ბოლოს თავად მოჰყვა ნანგრევებში.. სიმძიმეს გრძნობს, გაჭირვებით სუნთქვას, მაშინაც მტვერს..ბრძოლის ძალა აღარ აქვს, ნანგრევებშია, სხვამ თუ არ ამოიყვანა, მალე სუნთქვას შეწყვეტს.. . . . სამეგობრო შეიკრიბა, სერიალი რომელშიც გურანდა მონაწილეობს ახალი სერია გამოდის და გადაწყვიტეს ყველამ ერთად უყურონ.. ტელევიზორს შემოუსხდა ყველა, ზოგი დივანზე გადანაწილდა, ზოგმა დამატებით სკამი მოიდგა.. სერია ჩართეს.. -მოიცადეთ ეს ბიჭი ვინ არის -სანამ გურანდა უპასუხებდა ირაკლიმ გასცა პასუხი -ამ გოგოს ძმა -შენ რა იცი -წინა სერიებს ვუყურე, უკეთ ხომ უნდა აღვიქვა გურანდას პერსონაჟი.. -მოიცადეთ ახლა გამოვდივარ..- გავიდა ორი წუთი გურანდა არ ჩანს..-არა აქ უნდა ვიყო -იქნებ ცოტა იქით ჩაგსვეს, ხომ იცი ჭრა კერვაა - ათი წუთი .. გურანდა ეკრანზე არ ჩანს.. წამოდგა, სერია დამთავრდა, გურანდა კი სამი წამითაც არ გამოჩენილა -ვერ ვხდები, ზუსტად ვიცი აქ უნდა ვყოფილიყავი, მათთან ერთად.. -უკან გადაახვია..-აი, აქ მათთან ერთად უნდა ვიდგე,..-კიდევ გადაახვია-აქაც ვარ.. რა ხდება, ამომჭრეს ? თითოეული სცენა სადაც ვარ ამოჭრილია -მასე შეიძლება ? -გათიშა, ნელა მოიხედა და მეგობრებს გადახედა. ხმას არავინ იღებს, ეკრანზე სუბტიტრები თავის გზაზე წასვლას ჩქარობს. ვარსკვლავს წაეთამაშა წამიერად და მაიკაში ჩამალა, მეგობრებს გაუღიმა.. -კარგი, ჩემი სცენები ამოჭრეს, ხდება ხოლმე.. რომ მცოდნოდა.. -ძალით გათქმევინეთ როდის გამოდისო, ჩვენ გვინდოდა, ისე ნუ გვიყურებ თითქოს აქ ძალით მოგვიყვანე..- ჩიორა -შენ გული არ გაიტეხო..- თავად შეაგულიანა ყველა, რას ვიზამთო ხდებაო.. სევდიანი დუმილი ხმამაღალ სიცილში მალევე გადაიზარდა.. მოსაღამოვდა და მალევე წავიდნენ.. აივანზე გამოვიდა, ირაკლიმ თეფშები მიალაგა თუ არა, შეუერთდა.. -დავრეკე, პროდიუსერთან.. ფულს ჩვეულებრივ გადაგიხდით, მაგრამ გადავწყვიტეთ, ზედმეტი იყო შენი პერსონაჟის ხაზი და ცოტა არ იყოს უინტერესოო.. იმდენად დიდი ყურადღება გაამახვილა ფულზე, თითქოს ეს მადარდებდეს.. მერჩივნა მიწა გამსკდომოდა ვიდრე იქ ვმდგარიყავი მაშინ როცა ყველა ჩემს გამოჩენას ელოდა.. -მათ შენ ადარდებ, მეგობრების არ უნდა გრცხვენოდეს.. -საკუთარი თავს როგორ დავემალო, ზედმეტად მიხაროდა.. -ზედმეტი სიხარული რას ნიშნავს ? როლზე დაგამტკიცეს, გული და სული ჩადე, არ უნდა გაგხარებოდა და არ უნდა მოგდომოდა მეგობრებისთვის გაზიარება ? ეს მათი დანაკარგია, შენ თუ ვერ დაგინახეს.. - ლავიწთან ყელსაბამის ჯაჭვი შეეხო თითით, წამოსწია და ვარსკვლავი სამალავიდან გამოიყვანა.. - გურანდა შეტრიალდა, მოაჯირს დაეყრდნო.. თვალები აუცრემლიანდა.. ჩამონგრეული კაშხლიდან გადმომდინარე წყალს უფრო მარტივად გაუმკლავდება ვიდრე გურანდას ცრემლებს.. -გინდა დამბოს ვუყუროთ -ისედაც გიყურებ.. -თავი ოდნავ გადასწია და გაიღიმა - მინდა, მერამდენედ უნდა უყურო ჩემს გამო მულტფილმს ? -რამდენჯერაც გინდა.. -რესტორანში დაიწყე მუშაობა, ეს უნდა გვიხაროდეს და არა.. -კარგი რაა.. - შიგნით შევიდნენ, დივანზე მოკალათდნენ და ირაკლიმ ჩართო.. -ნახე რა საყვარელია, პირველად როცაგამოჩნდება ყურები.. - თავი ოდნავ წამოსწია, ირაკლის ყურის მოხაზულობას თითი გააყოლა.. -როცა ხალხში დაგიძახია, ხალხი ჩემკენ იყურება და იმედი უცროვდებათ, გიგანტური ყურები რომ არ აქვს, რეპუტაციას მიფუჭებ იცი ? -ნორმალურზე ოდნავ დიდი ყურები გაქვს აღიარე -ჩემი ბავშვობის სპეკტაკლის ფოტოები გაქვს ნანახი, გიგანტური ყურები რომ მიკეთია და მაგიტომ მაბრალებ რაღაცებს -მე მომწონს შენი ყურები.. - უდარდელად გაჟღერებულმა აზრმა, ყურები აუწითლა.. -ყურება განაგრძე..- ხელმეორედ ატირდა როცა დედა სპილოს დამბო წაართვეს.. ირაკლის მხარზე ჩამოადო თავი, მკლავზე შემოხვია ორივე ხელი.. ვერაფრით დაწყნარდა -ხომ ვიცი როგორც სრულდება, რა მატირებს ? - საყვარელი დიდ ყურება სპლიყვი ბოლო წვეთი იყო და ირაკლიმ მშვენივრად იცის მხოლოდ ეს არაა მიზეზი რატომაც გურანდა მზერა დაებლარა.. -დასასრულის ცოდნა არ ნიშნავს, რომ სევდიანად ყოფნის უფლება გერთმევა.. -საერთოდ არ მინდა სევდიანი ვიყო -ეგეც აუცილებელია -არა. -გულს მოიოხებ, დაიცლები და მოგეშვება.. - ბოლოსკენ შეატყო, რომ გურანდას სახეზე თმა ჩამოეყარა და მიხვდა ჩაეძინა.. მტკიცებულების სახით ფოტო გადაიღო, როცა სასტიკად იძახის უარობს, ყურების დროს არ მეძინებაო.. -ესეც ბედნიერი დასასრული და შენი დამბოც დაფრინავს სიხარულისგან.. - საკუთარი თავი დაბნია, რომელი დამბოზეა საუბარი.. თვითონ წამოდგა, გურანდას სახესთან მიიტანა ხელი და ბალიშზე ფრთხილად დაადებინა თავი.. იმ ღამეს გურანდას ძილის პარალიზის მონსტრი არ სტუმრებია.. . . . შუა ღამეს კბილის ტკივილმა გააღვიძა, თავიდან უარობდა გადამივლისო, თუმცა მალევე მიხვდა უფრო და უფრო ძლიერდება ტკივილი.. მისი უახლოესი ადამიანი სტომატოლოგია და მაინც ყველაფერს ურჩევნია მას არ დაუკავშირდეს.. სხვა რომელიმე მეგობარს დაურეკოს, იცი რა კბილი მტკივა რა გავაკეთო, ხომ შეეკითხებიან გაკვირვებით ნიკოს რატომ არ დაურეკე ნუციკოო, რამ გაგასულელა ამხელა გოგოო.. კბილის ტკივილი თუ დაგაძლევინებს სიამაყეს, იქნებ არც აიღოსო, გაიფიქრა თუ არა ხმა გაიგონა.. -ნუცი -კბილი მაწამებს ისე მტკივა, რამე გამაყუჩებელი მიშველის ? გთხოვ სწრაფად მირჩიე რამე ცუდად ვარ.. კი დავლიე -დალიე და არ გშველის ? მოვალ დამელოდე.. -სად მოხვალ გადაირიე ? -გინდა ეს ღამე როგორღაც გადაიტანო ? გაუძელი როგორმე, მოვდივარ ნუცა-ვინ იცის რა სისწრაფით იარა იმდენად მალე გაისმა დაბრახუნების ხმა კარზე -კარი ჩამო..უხ.. ჩამოიღე ბარემ -ვერც ლაპარაკობ.. -დიდი ყუთით ხელში გადააბიჯდა ზღურბლს.. -აქ შეძლებ მაქინაციების ჩატარებას ?-აცრემლიანებული თვალებით ეკითხება. ნიკომ ყუთი დადო, მიუახლოვდა, ნიკაპზე მიადო ცერა თითი -შემახედე.. ნუციკო.. -მეშინია.. -მივხედავ, შენ დაჯექი.. -ყუთი გახსნა, საჭირო ხელსაწყოები ამოიღო -მიკი მაუსი ხარ, ახლა რომელი ხელსაწყო გამოგვადგება ? -კარგია ხუმრობის თავი თუ გაქვს.. აბა ესე გტკივა -თავი გააქნია -ეს ? -ვაი.. კი კი ეგაა.. - მოათვალიერა.. -საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე მეგონა, ხვალვე მოდიხარ ჩემთან, შენს კბილს უნდა მივხედოთ - გამაყუჩებელი გაუკეთა, რომელმაც მალევე იმოქმედა.. -არ ვხუმრობ -აუცილებელია ? - წამოდგა, ნიკოს ხელებს გააყოლა თვალი, როგორ აბრუნებს ყველაფერს თავის ადგილას.. -თუ გინდა კბილი შეგრჩეს და ამოსაღები არ გაგიხდეს, კი აუცილებელია.. -გეფიცები მეგონა ტკივილი ბოლოს მომიღებდა, არ დაგირეკავდი, წამალი მიქციე თქო -რა ლაპარაკია ნუციკო, ახლა ჩამოვედი და არც მაქვს გასაღები, პირდაპირ იქ მიგიყვანდი.. -გახსოვს მაშინ სვანეთში დარიას ასტკივდა კბილი, შენ უკვე იკეტებოდი.. -ოტია უფრო შეშინებული იყო თუ დარია, საკითხავია.. იცი დარიას ძალიან ეშინოდა და ამ დროს ოტიამ ხელი ჩასჭიდა, დარიამ უი როდის ჩაგჭიდე ვერ გავიაზრეო.. -ოტიამ არაფერი თქვა ? ეგ არ ვიცოდი -გამოძვრა სიტუაციიდან, თავს კი არ ჩაუშვებდა.. შენი შიშით მე შემეშინდო ხომ არ ეტყოდა.. -რა უცნაურია არაა, ორ ადამიანს რომ იცნობ დამოუკიდებლად და შემდეგ უყურებ, როგორ უყვარდებათ ერთმანეთი -ცალ-ცალკე კარგები არიან, ერთად გადასარევი, სიყვარული ცვლის ადამიანს.. -ზოგჯერ უარესობისკენ, გააჩნია ვის შეიყვარებ -თავს ვერ დააძალებ, ვინც გიყვარს ის გიყვარს -ეგაა მთელი ტრაგედია, იქნებ სხვასთან უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე მასთან ვინც მიყვარს.. - ჩალაგება დაასრულა და ამოხედა, კარისკენ გააპარა მზერა წამიერად.. -ყავას დამალევინებ ? -აქ მოსვლით საკმარისად ვერ გამოფხიზლდი ? -გაეცინა ნუცის, -გაგიკეთებ გაგიკეთებ -მომენატრა შენი ყავა -იმდენი ხანი იყავი წასული, წესით გადაჩვევა უნდა მოგესწრო - სამზარეულოში გადაინაცვლეს, ყავა გადმოიღო ჭიქა და წყალი დადგა გაზქურაზე.. -შენს ხელებს დრო ვერაფერს აკლებს -შენთვისაც იკეთებ ? -მარტო ხომ არ დაგტოვებ -იქნებ მარტო მინდოდა -არ მთხოვდი - ფინჯანი გაუწოდა, თავისთვისაც აიღო და დივანზე ჩამოსხდნენ.. -ყავა ხშირად გიცივდება, გაციებული ყავა გეჯავრება.. -ნელთბილი ვინმეს უყვარს ? -ზოგს არ აქვს პრეტენზია -ორდროშობანასავითაა ან ერთ მხარეს ხარ ან მეორე.. შუაში არ არსებობს, არ ვაღიარებ და ისეთ ადამიანებზე ვბრაზდები ნელთბილზე პრეტენზია რომ არ აქვთ.. -რადიკალი ხარ ბევრ საკითში -ჩაეღიმა და ყავა დააგემოვნა - მომწონს რომ ბევრი რამ შენთვის შავი ან თეთრია, რადგან მე ხშირად ნაფრისცერს ვხედავ.. -სხვებს უნდათ ნაცრისფერს ვხედავდე, მინდოდეს.. -რას ამბობ, ეგ არის ზუსტად მაგარი, იცი რა გინდა, რა მოგწონს.. რომელ მხარეს დგახარ და რატომ.. - ლაპარაკში დაათენდათ, მხოლოდ მაშინ გაიაზრა ეს ნუციმ, როცა ოთახში დღის შუქმა შემოაღწია.. ნათურას ახედა, რომელიც ჯერ კიდევ ანთია.. . . . მაგიდაზე ასული გურანდა გასაქცევს ეძებს და გარშემო იყურება -თაგვი კი არ ვარ, მანდ ვერ ამოვიდე გოგო -ასე ნუ მიბრაზდები, ვიფიქრე.. -იფიქრე, მოდი ირაკლის კულინარიულ კონკურს-შოუში დავარეგისტრირებ და მის მაგივრად ანკეტას გავაგზავნიო ? -წარმოიდგინე რა მაგარი იდეაა, შენ გჭირდება ხალხი გიცნობდეს, არ იციან შენი შესაძლებლობები, მერე გაგიცნობენ და.. -გურანდა, ჩამოდი -მიბრაზდები -მანდ რატომ ახვედი, მოგდევდი თუ, ჩემი ბრაზი მადამდე ვერ მოაღწევდა -მომეჩვენა რომ ორივე.. აქ ვიყავი, ამზადებდი და ისე შემხვდა, უბრალოდ გავეცნობი თქო და ისე შევყევი, შენ რომ მზადება დაასრულე, გამეგზავნასავით -სავით არა .. იქ ჟიური, ხალხი, იცი რამდენად ცნობადი შოუა, ნახევარი საქართველო უყურებს, იცი რა ამბავია ? -ვიცი ერთად ვუყურეთ წინა სეზონს - ორ ნაბიჯში აღმოჩნდა მაგიდის კიდესთან და ირაკლის წინ.. - მე მჯერა შენი შესაძლებლობების, კრეატიულობის.. იქ გამოცდი საკუთარ თავს, თავიდან ნახავ რა შეგიძლია, ამას სხვებსაც დაუმტკიცებ..- დაიხარა და მაგიდაზე ჩამოჯდა, ირაკლიმ ხელები მის გარშემო დადო, ოდნავ დაიხარა, დაეყრდნო მაგიდას თუ იმ წამს გურანდას საკითხავია - მოეწონე, შესარჩევი ეტაპისთვის.. მე ანკეტა გავაგზავნე, არც ისე სწორი საქციელი იყო ვაღიარებ, მაგრამ იგივეს გავაკეთებდი.. -ბოდიშის მოხდა ისეთი გამოგდი აქედ მდებ ბრალს -ერთ რამეს გთხოვ, უბრალოდ დაფიქრდი.. ჩემი გადასაწყვეტი არაა შენი გახვალ თუ არა, ბევრ რისკთან არის დაკავშირებული მესმის.. დაფიქრდი..დამბო-ირაკლიმ თავი წამოსწია და მზერა გაუთანაბრა -დაფიქრდები ? -დავფიქრდები, მაგრამ მეც გთხოვ ჩემ გარეშე, მსგავსი რამ აღარ გააკეთო.. -კარგი - მისკენ ნელა გადაიწია და ლოყაზე აკოცა, წელზე ხელი მოკიდა და მაგიდიდან ჩამოსვა. ეს არ იყო ბოროტი ხუმრობა ანდაც მასხრად აგდება, წამით არ უგრძვნია ეჭვი გურანდაგან.. თითქოს ეუბნება “ მე მჯერა შენი, შენც დაიჯერე საკუთარი თავის “ . . . -გერმანულ დროზე სიარულს ნეტა როდის გადავეჩვევით- ვივიანას გაეცინა, ხალხში არიან, თუმცა თავისუფლად ელაპარაკება, თითქოს თბილისში გერმანულად არავინ საუბრობდეს.. -ხომ შევთანხმდით, რაღატომ წელავ ? -სად გეჩქარება, ან ვისთან -გინდოდა ყველას თვალში შენი შეყვარებული ვყოფილიყავი, ხომ მოიშორე ის, შენები იმ ბიჭს ხომ აღარ გირიგებენ.. აღარ გჭირდები -რა იცი მჭირდები თუ არა ? -თავადაც მშვენივრად იცოდი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, არ გინდა კომფორტის ზონიდან გამოხვიდე და შენებს აუხსნა ყველაფერი.. როგორც მეგობარი დაგეხმარები მაგრამ როგორც შეყვარებული ვერა, იმიტომ რომ რეალურად არ ვარ.. -ვიცი ვიცი, მადლობელი ვარ, ზედმეტად ვისარგებლე შენი გამოწვდილი დამხარების ხელით.. -ყავა გაგიცივდება -ცოტა გაციებულს არაუშავს, ყავა ყავაა.. გაგაცნობ ჩემს გერმანელ შეყვარებულს როცა იქნება, იცი რამდენად დიდი წინააღმდეგები არიან ? უცხოელი აქ არ მოგვიყვანო. ომი მაქვს გადასატანი ომი -ხელები დრამატულად აღმართა ჰაერში -დრო ხომ მოიგე, მანამდე გავერკვევი ჩემს გრძნობებშიო -თავიდანვე ვიცოდი, იმედი მქონდა მეჩვენებოდა, გადამივლიდა.. ყველანაირად ჩემი ადამიანია, რა ვუყო გერმანელობის გამო დავიწუნო ? -გაეცინა ნიკოს - კარგი მეჩქარება ნუცისთან -ნუცისთან რა გინდა -საოცარი ხელი აქვსო გავიგე და საღამოჟამს გამალამაზოს უნდა.. - ნიკოს ყავა მოსწყურდა საშინლად, უდაბნოში წყლის მაგივრად ნუციკოს გამოწვდილ ფინჯან ყავას აირჩევდა.. - ახლა მესმის რატომ გინდოდა ასე ძლიან საქართველოში დაბრუნება -რატომ -რატომაც მე მინდა გერმანიაში.. ალბათ ჩემზე რას ფიქრობს გოგო, ახლა რომ მივალ კლოუნს არ დამამსგავსოს -შენ ნუციკოს არ იცნობ - ვივიანა წავიდა, ნიკომ დესერტი შეუკვეთა, რომელიც ნუციკოს არ გაუსინჯავს და სახე არ დაუმანჭია, ვერ დაატანა გემო.. . . . საავადმყოფოს მიმღებში მყოფი თევზივით გრძნობს თავს, აკვარიუმში ყოფნა სასჯელად რომ გადაექცა.. აღარც სუნთქვას აქვს აზრი და აღარც ცურვას.. რისთვის იცუროს როცა დანიშნულების ადგილი აღარ არსებობს, ნამცეცებს გადმოუყრიან და ამას უნდა დასჯერდეს ? -გურანდა, ხომ არ დავაგვიანე ? - წამოდგა და გაღიმებულ დარიას მიესალმა, ადგილები დაიკავეს.. დარიამ მოსაცმელი გვერდით გადადო, სასმელი შეუკვეთა.. - ბოდიში რა ესე გვიან კი გთხოვე შეხვედრა, მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვცალე სხვა დროს -მეც ვმუშაობდი და არც მეცალა, აბა როგორ ხარ საუკუნეა არ შევხვედრილვართ -ვმუშაობ ვმუშაობ და მუშაობ, მგონი წლები რაც რეჟისურას არ შევხებივარ ერთიანად ამოხეთქო თითქოს და ვინაზღაურებ.. შენ -კასტინგი კასტინგი და კასტინგი, -დამღლელია არა ? მაგაზე მინდოდა საუბარი -დაბნეულმა მოსვა სასმელი, - ისედაც მინდოდა შენი ნახვა, მაგრამ ახლა საქმე მაქვს შენთან -გისმენ მე თუ რამე შემიძლია -დიდი ხანია სცენარზე ვმუშაობ, ერთი პერსონაჟია, როცა წერა დავიწყე მივხვდი შენ მყავდი თავიდანვე გონებაში.. სრულიად განსხვავებულია რაც აქამდე გაგვიკეთებია ვფიქრობ ორივეს.. - ჩანთიდან სცენარი ამოიღო და გაუწოდა - ფილმი უნდა გადავიღო -როლს მთავაზობ ? -წაიკითხე, თუ მოგეწონება და მოგინდება მუშაობა.. -დარწმუნებული ხარ, ამ როლისთვის მე სწორი არჩევანი ხარ ? -არ მინდა რაიმე სახით დაგაძალო და ზეწოლა გამომივიდეს, მაგრამ შენს გარეშე მგონი ფილმი არც შედგება -არც წამიკითხავს, არ გირჩევნია გავიარო კასტინგი ? -ვიცი რა შეგიძლია, რა გაგიკეთებია, მეც მიკვირს მაგრამ დარწმუნებული ვარ.. გავაგზავნიო პროდიუსერი მელაპარაკებოდა, გურანდას პირადად უნდა შევხვდე მეთქი..-გურანდამ სცენარი ჩანთაში ჩაიდო.. -კახი როგორ არის ხომ არ გინახავს -ახალ პროექტზე მუშაობს როგორც ვიცი, თქვენ სხვა ქიმია გქონდათ, კარგი დრო იყო, მაგრამ უკეთესი დაგვიდგება.. -როცა გენატრება ჰგონიათ დაბრუნება გინდა.. წინ მინდა წასვლა.. - გაეღიმა დარიას, საკუთარი თავი დაინახა წამიერად.. ხანდახან ადამიანის გამხნევებას აზრი არ აქვს, შენ გემში ხარ და შუქურას სინათლეს ხედავ, სხვა ადამიანი თავად არის შუქურაში მის წინ უკუნითი სიბნელეა.. სიახლეები გაცვალეს, ბევრი ისაუბრეს და დაემშვიდობნენ ერთმანეთს.. მანქანა ეზოში შეაყენა, ადგილიდან ვერ იძვრის, პატარა ნათურა აანთო, ჩანთიდან სცენარი ამოიღო და კითხვა დაიწყო.. საათები გავიდა, ფრთხილად, ნელა დაკვირვებით წაიკითხა.. მანქანიდან გადმოვიდა, სადარბაზოში შევიდა და ნელა აუყვა კიბეებს, სახლში შესვლისთანავე, მოიმარჯვა ბლოკნოტი და წერა დაიწყო, შთაბეჭდილებების განცდების, ყველაფერი რაც წაკითხულმა მოიტანა.. კალამი დადო, ამოიხედა ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო,ჰაერი ესიამვნა. აქამდე ამ დახუთულობაში უჰაეროდ როგორ ვიყავიო გაიფიქრა..საცაა უნდა გათენდეს.. აკვარიუმს პატარა ბზარი გაუჩნდა, ეს თავად თევზმა ვერ შეამჩნია. . . . -მეგონა შევძლებდი, მეგონა დრო იყო.. -ნიკო გიყვარს არა ? - დანაშაული ხმამაღლა გაჟღერებული ვერ აიტანა -მას ხომ შეყვარებული ჰყავს -მნიშვნელობა არ აქვს, არ გამიგო თითქოს მათ დაშორებას ვეცდები, ხელს შევუშლი.. ჩემთვის ვარ და ვიქნები -ერთადაც არ ვართ ჯერ ნუცი, იქნებ ჯერ უბრალოდ დრო გჭირდება -წასული იყო გერმანიაში, ეს ხომ ისედაც იცი არა ? მინდა ვთქვა, იმ დრო რამე შეიცვალა, გაფერმკრთალდა.. ნიკო ჩემთვის ყოველთვის ღრუბელივით იყო, ყოველთვის ახლო, მაგრამ შეხება არ შემეძლო.. შენთან დამნაშავე ვარ -არ ხარ, იქ ვიყავი როცა ჩამოვიდა, ყველაფერი დავინახე.. იმ დღესაც როცა ერთად ვიცეკვეთ, ყველაფერი გასაგები იყო.. მაგრამ თავს დავაჯერე, რომ შევძლებდი დაგავიწყებდი.. მე წავალ შენგან, მაგრამ ასე როგორ უნდა იცხოვრო.. მათ გვერდით სუფრაზე როგორ იჯდები, თუ მათ -არ გინდა.. - ყელში გაჩხირული ბურთი გაჭირვებით გადაყლაპა, თვალები მაგრად დახუჭა, ისევ ნანგრევებშია, ისევ ამძიმებს ლოდები, ისევ ვერ სუნთქავს - გგონია ამ ყველაფერზე არ მაქვს ნაფიქრი ? სხვა რა გავაკეთო, შენს გვერდით ვიყო და ნიკოზე ვფიქრობდე ? -შენს თავს არ აძლევ საშუალებას ჩემთან იყო, კი ვერ ივიწყებ არ გინდა დავიწყება -როცა წავიდა, იმ დღიდან ვცდილობდი, მასზე არ მეფიქრა, ისე მოვქცეულიყავი როგორც მეგობარი.. ვეცადე.. -რატომ წამომყევი, თუ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ -ვფიქრობდი თუ საკმარის დროს გავატარებდი შენთან, გაჩნდებოდა.. არ გამოდის როცა ვიცი არც არაფერი იქნება.. კარგი მეგობრობის გარდა არ გამოდის -თავადაც იცი ეს რა ტკივილია და იგივეს მთავაზობ ? შენთან მეგობრობას ვერ შევძლებ ნუცი..ჩემს დას მივყვები, მალევე ვაპირებდი ჩამოსვლას, ახლა აღარ ვიცი რა ჯობია.. ვისურვებდი სხვანაირად, როგორც გინდა.. კარგი წყვილი ვიქნებოდით ..-დაემშვიდობნენ ერთმანეთს.. -შეიძლება პარალელურ სამყაროში, მაგრამ ამ სამყაროში ნიკო მიყვარს - თავისთვის ჩაილაპარაკა.. ამ საუბრის შემდეგ დგება და ნიკოსთან მიდის, გადადებული ტკივილების სამკურნალოდ.. კაბინეტის კარები შეაღო, ნიკოს თეთრი ხალათი აცვია, პირბადე მოიხსა.. ნუცი დაინახა თუ არა გაუღიმა -დაადგა შენს კბილს საშველი ? -ჩემს კბილის კი -დაჯექი - სკამი მაღლა აწია, განათება ჩართო, დააყენა და გააჩერა პირბადე გაიკეთა.. -ჯერ გავაყუჩებთ და მუშაობას დავიწყებ - ნემსი გაუკეთა - ათი წუთი დაველოდოთ, მოქმედება დაიწყოს.. -აღარ მიდიხარ ? გერმანიაში -გინდა წავიდე ? -ნიკო -არა ჯერ არსად ვაპირებ წასვლას..აბა დაიწყო მოქმედება ? -ვეღარაფერს ვგრძნობ - ძლივს დაასრულა -გაჯანჯლდა, მაგრამ დასრულდა, ხომ გახსოვს, ერთი საათი არ ჭამო, ცხელი არ დალიო, არც ცივი..მოუფრთხილდი.. -ბატონო ნიკო, - მოხუცი ქალბატონო შემოვიდა დაკაკუნების შემდეგ -ხომ გითხარი უბრალოდ ნიკო.. -პაციენტმა დარეკა, წესით ახლა იყო ჩაწერილი და გააუქმა, შვილი გამიხდა ცუდადო.. -დღეს მეტი არავინა ხომ ? -თავისუფალი ხართ..- ქალი გავიდა, ნიკომ ხალათი გაიხადა, იქვე ჩამოკიდა.. -გამიყოლებ ? -ექიმს უარს როგორ ვეტყვი..- გარეთ გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ..ნიკოს სახლამდე მივიდნენ, მანქანა გააჩერა -წამო რა -სახლში წავალ -ცოტახნით -ნიკო არ არის სწორი -რა, ცოტახნით ჩემთან ამოსვლა ? -მე არ მენდომებოდა ჩემი შეყვარებული გოგოსთან ერთდ სახლში.. ვივი რას იფიქრებს.. -ვივიანა არ.. -მასზე საერთოდ არ ფიქრობ ? არ არის სწორი.. კი მეგორები ვართ, არაფერი მოხდება მაგრამ -რატომ -რა რატომ -რატომ არ მოხდება არაფერი -შენს თავს უსემენ საერთოდ ? შენი შეყვარებულია, პატივს ვცემ, შუაში ვერ ჩავდგები..არჩევანის წინაშე ვერ დაგაყენებ -რატომ -თუ არჩევანი უნდა ვიყო, საერთოდ არ მინდა ამირჩიონ ნიკო.. -ვინ გითხრა ეგ სისულელე, არჩევანის წინაშე არც დავმდგარვარ შენთან მიმართებაში.. - ჩემზე არც უფიქრიაო დასწყდა მაინც გული - შენ იყავი ყოველთვის -რანაირად საუბრობ, შეყვარებულზე წინ მეგობარს ვერ დააყენებ -ვივიანა ჩემი შეყვარებული არ არის და არც არასდროს ყოფილა -უკვე ცუდად ხუმრობ -შეგიძლია გადმოხვიდე და ვისაუბროთ ? -შიგნით შევიდნენ -გასაგებად ამიხსნი რა ხდება ? გოგოსთან ერთად ჩამოდიხარ, მეგობრებს აცნობ, ყველასთვის შენი შეყვარებულია და გამაგებინე რას ნიშნავს ერთად არც ყოფილხართ ? -გერმანელი უყვარს, მისი ოჯახი წინააღმდეგია, ერთს ურიგებდნენ.. გერმანიში სჭირდებოდა, დახმარება მთხოვა და დავთანხმდი -ხვდები ახლა რას მეუბნები ? მთელი ეს დრო, მგონია ვივიანა გიყვარს, ჩემს ყოველ საქციელს და სიტყვას ვსაზღვრავ, ზემდეტი არ მომივიდეს, არ შემეშალოს.. წარმოდგენა არ გაქვს როგორ ვიყავი მთელი ეს დრო.. -ცუდად ჩემს გამო იყავი ? -არ მჯერა, ახლა რა შეიცვალ დასრულდა კონტრაქტი ? -დავასრულე, რადგან რაღაც ახალი რომ დაიწყოს, ძველი უნდა დასრულდეს..თუნდაც ყალბი..- ნიკომ მისკენ გადადგა ნაბიჯი, ნუციმ უკან .. - გერმანიაში ყოფნა არასდროს გამჭირვებია მეორე სახლივით იყო ყოველთვის, ახლა კი ვიტანჯებოდი შენ გარეშე.. ვივიანას დახმარებაზე დიდად ბევრი არც მიფიქრია, მაგრამ ამ თამაშში გავიაზრე რამდენად არ მინდოდა სხვა ადამიანთან, მარტო შენზე ვფიქრობდი, შენს გვერდით მინდოდა ყოფნა.. ახლაც მინდა -მომატყუე, სიმართლე დამიმალე.. -ვერ გეტყოდი -როდიდან არ შეგიძლია ჩემთან საუბარი -თავს გავცემდი და არ გამოდიოდა -რას ნიშნავს თავს გავცემდი -გაიგებდი, მიხვდებოდი.. -რაზე საუბრობ ? -შემიყვარდი ნუციკო, უშენობისთვის ნუ გამწირავ.. ვიცი ეს რამდენად მოულოდნელია, მეგობრები ვართ -გაცნობის დღიდან..- გაუწყდა სათქმელი, შეტრიალდა.. - სვანეთში ჩვენი შეხვედრის დღიდან, ჩემთვის მხოლოდ მეგობარი არასდროს ყოფილხარ.. როდის შემიყვარდი არ მახსოვს.. -ნუცი -უნდა წავიდე -სად მიდიხარ, ახლა -უნდა წავიდე.. - ნანგრევებთან იპოვეს ეძახიან მაგრამ ხმა აღარ აქვს იყვიროს საშველად, ჩურჩულებს, გაიგონებენ კი ? . . . -ბავშვები წავიდნენ ? შესანიშნავ თამაშს ვერ მოვუსწარი ? -სამწუხაროდ დაგაგვიანდა, კასტინგი ? -დაახლოებით, არა და ხო - სამ ნაბიჯში მყოფს ბურთი გადაუგდო - კალათბურთი არასდროს მეხერხებოდა, რატომ ვკონკრეტდები ყველაზე არასპორტული ადამიანი ვარ..მე მხოლოდ ყურება გამომდის -ყურებაც არ გამოსდის ყველას -გურანდამ ბურთის სასროლად პოზიცია გაამყარა -განწირულია ბურთი, მასე თუ დადგები, მასე თუ დაიჭერ ვერ ჩააგდებ -ბურთი კალათაში ჩავარდება თუ არა ჩემი დგომიდან ხვდები ? -ვთამაშობდი ხომ გახსოვს -გენატრება ? სკოლის პერიოდი, კალათბურთი -როცა პროფესიონალურად ვაპირებდი თამაშს ? რაღაც კუთხით შეიძლება, არ ვიცი.. -დროში დაბრუნება რომ შეგეძლოს კალათბურთს გავყვებოდი ? -ირაკლი მიუახლოვდა, მის უკან დადგა, ორივე ხელი მოკიდა და მიმართულება შეუცვალა, ცოტა მოხარა, სწორად დააჭერინა -მამაჩემის ოცნება იყო სპორტს გავყოლოდი, მივხვდი მისთვის, მეგობრებისთვის ყველასთვის ვთამაშობდი ჩემი თავის გარდა.. აი ეს სრულიად მაკმაყოფილებს, ბავშვთან მეგობრებთან ერთად თამაში.. ისროლე -დაინახე კინაღამ ჩავარდა, -ზოგჯერ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, მაგრამ არ გამოდის ისე როგორც გვინდა.. -ოხ ამდენად უიმედო ვარ, არ გაქვს იმედი სამ ქულიანი ჩავაგდო ? -სამ ქულიანამდე უბრალოდ ჩაგდებაზე ვიმუშაოთ.. - ბურთი გადაუგდო.. წეღან რას ნიშნავდა დაახლოებით ? -დარიამ როლი შემომთავაზა, არ ვიყავი დარწმუნებული, ვიღაცასთან ერთად გავიარე კასტინგი. -ჟიური დარია კი არა თავად ჯარიმა ყოფილა.. -დავთანხმდი, ყველაფერია რაც კი მინატრია, ძალიან რთულია, სწავლა, მომზადება, დახვეწა.. ბევრი რამის გაკეთება მომიწევს მაგრამ მინდა -ისეთი რა უნდა იყოს ვერ გააკეთო.. -ჯერ არავის უთხრა კარგი, წინაზე ყველამ გაიგო, შეიკრიბა და მჭირდება ჯერ არავინ იცოდეს -როგორც გინდა -ირაკლის ტელეფონი ახმაურდა, ჯიბიდან ამოიღო და უპასუხა -ეს რას ნიშნავს ირაკლი დაგვიმალე ? -ბერდია -რა დაგიმალე -აქ შოუში იღებს ბიჭი მონაწილეობას და ახლა უნდა ვიგებდეთ - ტელეფონი ოდნავ გვერდით გასწია -უკვე გამოვიდა ეპიზოდი - თარიღს დახედა -ხვალ არ გამოდის ? უკვე გამოვიდა -შესარჩევი გაგივლია, გილოცავ.. თორმეტ მონაწილეში ხარ და რამე.. უნდა გეჩხუბო მაგრამ ჯერ მიხარია -ირაკლის გაეცინა დაემშვიდობა და გათიშა -უკვე გამოვიდა ვერავის გაფრთხილება ვერ მოვასწარი -ისე გაუხარდებათ გაბრაზება დაავიწყდებათ, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ, ცნობილი შეფი გახდები, ამ შოუს ნახავენ და იქვე კულისებში მე მნახავენ, მერე წავიტრაბახებ, -რამდენად შორს მიდიხარ ფიქრებით, სატრაბახოდ გამომყევი არა ? -სხვებთან ერთად ლოდინიც კი არ დაგჭირვებია, პირდაპირ გადაგიყვანეს, ეს რამეს უნდა გეუბნებოდეს, მართალია ორმაგად მკაცრები იქნებიან შეფასებისას ამის გამო, მაგრამ ხომ გაგიხარდა თავიდან - პიჯაკი გასწია და ზედა დაანახა -რა დაგემართა ? -გადამასხეს გზად, რამეს მათხოვებ იმედია -ავიდეთ მეც უნდა გამოვიცვალო და გავიდეთ, მოვიშორო ბრაზიც და სიხარულიც ყველასგან -შენი სიხარული გვიხარია ირაკლი გვცადე -მეც მაქვს სატრაბახო, ვარსკვლავის უახლოესი ადამიანებს სიაში ხომ შევდივარ - სტადიონი დატოვეს, მოკლე გზა გაიარეს და ირაკლის სახლის ზღურბლს გადააბიჯეს.. -სხვათა შორის შენი მეზობლის სახელი გავიგე, რას მიყურებ გგონია უფასოდ გავცემ ამ ფრიად მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია ბევრი უხერხული სიტუაციიდან გამოგიყვანოს ? -რას ისურვებთ მადამ.. -შენი ბავშვობის ის ფოტო ერთხელ თვალი რომ მოვკარი და მეორედ აღარც მინახავს.. -საკუთარი ხელით გადმოგცე ? იქნებ ავიტანო უხერხულობა მეზობელთან, ფრიად დასაფიქრებელი საკითხია.. წყალს გადავივლებ და მოვალ, კარადა და ტანსაცმელი სადაა ჩემზე კარგად შენ იცი.. საძინებელში შევიდა, კარადა გამოაღო, მაგრამ გვერდით სუნამოებისკენ გაექცა თვალი.. ორი ნაბიჯით გადაიწია, ერთი სუნამო, ორი.. ყველაზე მეტად ცარიელი მოეწონა, სურნელი შემორჩენია. ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნა, ზედა აიღო, გამოიცვალა.. სამზარეულოში გავიდა, პარკებიდან პროდუქტები ამოალაგა, მზადება დაიწყო.. როცა ირაკლი გამოვიდა, უკვე დასრულებული დახვდა -თვალი მატყუებს თუ სამზარეულოში რას აკეთებ ? -სახლში ვაპირებდი, ახლავე მინდა, მშია.. შენც ხომ გშია ? -რა მოამზადე -ლეცვმარი, სწრაფად მარტივად გასაკეთებელია.. მარტო შენ იმედზე ხომ არ ვიქნები -არ მაქვს პრობლემა იყავი, მე ხომ შენი პირადი შეფი ვარ.. რისგან მზადდება, აქამდე არც გამიგია -ერბოში გადაზელილი დაფხვნილი ყველისა და ფქვილისგან.. -გურანდა, მთელი ეს დრო მატყუებდი კეთება არ მეხერხებაო ? - ერთი ორი სვანური კერძი თუ ვიცი არ ნიშნავს მეხერხება, არ მინდა, მარტივად.. -გემრიელია.. -ბებიამ მასწავლა.. -ნოყიერია.. საოცარი ხელი აქვს და რაც მთავარია მოვწონვარ, რაც გაგიცანი შენს თავს მირიგებს.. -რა გიხარია -ბებიას თუ მოსწონხარ ერთადერთი შვილიშილისთვის, იცი ეს რამხელა კომპლიმენტია ? -იმის კვალობაზე რომ თორმეტიდან თერთმეტ ადამიანში უნდა დარჩე, არხეინად ხარ -ყველაფერს მოვასწრებთ, ნერვიულობასაც, გამზადებასაც.. -შენი ზედით რომ წამოვიდე რა უჭირს, თუ ავკეც დავკეცავ.. -ისედაც კარგია რას ერჩი? - ჭამა დაასრულეს და სახლიდან გავიდნენ, კიბეებზე ჩასვლილსას, ირაკლი გაჩერდა და გადაუჩურჩლა-მოგცემ იმ ფოტოს, მეზობლის სახელი მითხარი - კმაყოფილს ჩაეღიმა.. . . . -არ მიხდება მაკიაჟი, არასდროს მომწონებია, მაგრამ ისეთი დღეა მთხოვა მეგობარმა, კიდევ სცადეო.. ახლა ვუყურებ და არ ვიცი ეს როგორ მოახერხე -დროა საჭირო იპოვო ის რაც შენია, ყველაფერი უნდა გაითვალისწინო.. სახის ფორმა სტრუქტურა, როგორი ფერები გიხდება.. ამ ყველაფერს კი ვერ გაიგებ თუ არ სცდი.. ვფიქრობ შენი ფერები და სტილი ვიპოვეთ.. -ამის შემდეგ თუ დამჭირდა მხოლოდ შენთან მოვალ, ისე რაიმე სახის კურსი არ გაქვს, არ ასწავლი ? -აქამდე არ მქონია -სიამოვნებით ვისწავლიდი შენგან, ისე ჩემთვის მაინც გავიკეთო.. კარგი, უღრმესი მადლობა უნდა წავიდე.. - კლიენტის ადგილას დაჯდა, სარკეში ჩაიხედა.. ერთი კვირა გავიდა, ნიკო არ უნახია .. წასვლას აპირებდა, მაგრამ ვერსად წავიდა, შორს ყოფნა უნდოდა, მაგრამ გულის სიღრმეში ერთ ქალაქში ყოფნა ამშვიდებს.. შუქები ჩააქრო, ყველაფერი გათიშა და შენობა დატოვა.. ნიკოს სახლის გასაღები ამოიღო ჩანთიდან, ყოველი შემთხვევისთვის, რომ გადაულოცა. თუ გამიჭირდება შენ მეგულებოდეო.. კარებს მიუახლოვდა, გასაღები გადაატრიალა და შევიდა.. შუქები აანთო, ფანჯარა გააღო.. ჩამოჯდა.. დრო გავიდა.. სახელურის ჩამოწევის ხმა გაიგო, ნელი ნაბიჯების ხმა მოჰყვა.. ნიკო შემოვიდა, ნუცის დანახვაზე ამოისუნთქა, ჩანთა იქვე დადო.. -გეგონა ქურდი შემოიპარა ? -არ ვიცი რა მეგონა, შეიძლება.. -არ შემეკითხები აქ რას ვაკეთებ ? -ჯერ მიხარია შენი აქ ყოფნა, თუ რამე ისე უნდა მითხრა, ორი წუთი მაცადე..-სამზარეულოში გავიდა, ჭიქა წყლით გაავსო და დაცალა.. - ვიცოდი ოდესმე გამომადგებოდა ეგ გასაღები -გამოუვალი სიტუაციებისთვის მომეცი, დახმარებისთვის.. -რა გგონია ახლა რას აკეთებ, ამაზე გამოუვალი სიტუაცია რა უნდა შეიქმნას -ხანძარი, მიწისძვრა.. - მის წინ ჩამოჯდა, დუმილის შემდეგ ისევ თავად დაიწყო-შეიძლება არ იყო სწორი საქციელი ჩემი წასვლა -მესმის, ამდენი ხანი მქონდა ყველაფერზე დასაფიქრებლად, უცებ მოგახალე, შეიძლება ისევ ვერ შევარჩიე სწორი დრო.. -არასწორი დრო არსებობს, ერთმანეთისთვის სწორი ადამიანებისთვის ? -არსებობს.. -ამის გამო ვერ მოხვედი აქამდე ? -გგონია ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა წასული ვიყავი ? -აბა როდის -მანამდე სანამ წავიდოდი, რაღაც შეიცვალა, თავს ვაჯერებდი მეჩვენებოდა, გამიხარდა წასვლა, დავლაგდები თქო.. უფრო ავირიე.. შემეშინდა , შენზე ფიქრებმა არ გამიარა.. ეს შიშო გვერდით გადავდე, ყველაფერზე დავფიქრდი..ჩემზე, უფრო მეტად შენზე და კიდევ უფრო მეტად ჩვენზე..შემდეგ ჩამოვედი -ვივიანასთან ერთად, ყველას გვაფიქრებინე..-აღარ გააგრძელა -ასე უნდოდა, მთხოვა არავისთვის მეთქვა.. -ჩემზ თუ იფიქრე, იმაზეც დაფიქრდი ამ ყველაფერზე მე რას ვფიქრობ ან რა რეაქცია მექნებოდა ? -ყველა შესაძლო სცენარი წარმოვიდგინე და არცერთი ახდა.. -იქნებ თომასთან ერთად ვარ, ამაზე დაფქირდი ? -თუ შენგან მეცოდინებოდა, სერიოზულად ფიქრობ, ნაბიჯს რომელიც გადმოვდგი ორმაგად უკან დავიხევდი.. -თომას დაველაპარაკე.. ჩვენს იმ საუბრამდე, მე კი წავალ მაგრამ მათ ერთად როგორ უნდა უყუროო.. შეგუებული ვიყავი ყველაფერს, გავწირე ჩემი თავი ოღონდ შენ ისევ ყოფილიყავი რაიმე სახით ჩემს ცხოვრებაში.. შემდეგ კი მეუბნები.. შეგიყვარდი.. -თომას რატომ უთხარი უარი -ვერ ვიქნები ადამიანთან როდესაც სხვა მიყვარს დიდი ხანია - ნიკო წამოდგა და მის წინ ჩაიმუხლა, მუხლებზზე დადებული ხელები თავისაში მოაქცია -ნუცი -ვეცადე შენს დავიწყებას მთელი ის დრო წასული როცა იყავი, როცა ჩამოხვედი მაშინაც.. არ მინდოდა მეგობრობა დამედო სასწორზე, მაგრამ გვიან მივხვდი უკვე განწირული იყო ჩვენი მეგობრობა.. -სიყვარულისთვის.. - გაყინული ხელები აიღო და აკოცა, თან შეხედა.. იმ წამს გაიგონეს ნანგრევებში მოყოლილი ნუციკოს ხმა, იმ წამ გაიგეს ცოცხალი ყოფილაო, მოგვისწრიაო..მაგრამ ლოდები მძიმეა, გარემო მტვერშია გახვეული.. -რა იცი, რა შეიცვალა, თუ აქამდე არაფერი ყოფილა -ვმოქმედებდი ისე კითხვას არ ვსვამდი რატომ, რომ დამესვა შენს იქვე დამხვდებოდი -იქვე დაგხვდებოდი ? - -ჩემს საქციელებს, ფიქრების განმსაზღვრელი იყავი შენგან უნებურად, არ მიკითხია რისთვის, რატომ , ბუნებრივ მოცემულობად მივიღე. როცა დავსვი კითხვა, პასუხად მივიღე, ნუციკო.. “ I'd rather be with you Than the other half of someone who is not even half of you - giveon “ . . . მომზადებისას, იდილიაში იყო, სიჩუმე ან სასიამოვნო ხმაური გემოვნებით, მაგრამ ახლა ერთ დიდ აურზაურში აღმოჩნდა.. კი თეორიულად იცოდა ისე იდეალურად ვერ იქნებოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიაზრა მდგომარეობა სანამ თავად იქ არ აღმოჩნდა., გადარბენაზეა, დავალებას ასრულებს, ერთდროულად ფიქრობს ჩაეტიოს დროში, ხარისხი შეინარჩუნოს, ხმაურმა ალიაქოთმა ყურადღება არ გაუფანტოს.. ამავდროულად კამერები ყველაფერს აფიქსირებს და ზუსტად არ იცის რას ამოჭრიან, რომელ მომენტს დააფიქსირებენ, გავაკონტროლებ თავსო და ისეა საქმეში გართული საერთოდ ავიწყდება კამერების არსებობა -ირაკლი რატომ გადაწყვიტე ამ კერძის მომზადება, - შეფი მიუახლოვდა, საქმე არ უნდა შეწყვიტოს და თან პასუხი დაუბრუნოს -განსხვავებული, ახალი გვინდა ასე არ არის ? თანაც ქართული -ნამდვილად -სვანი მეგობარი მყავს -შესარჩევში ვინც გახლდა, გურანდა. კარგად ამზადებს ? - მთელი ამ დროის განმავლობაში რაც ჩაწერა მიმდინარეობს, პირველად გაეცინა.. -შესანიშნავი მსახიობია. მე ვუმზადებ ხშირად, ბებიამისისგან იცის ბევრი მივიწყებული რეცეპტი, ერთ-ერთი გამახსენდა, ცოტა ცვლილებები შევიტანე, მაგრამ ძირითადი კონცეფცია იგივეა.. -კარგი ვნახოთ რა გამოვა, თუ მიგესვლება მეგობართან ბოლოს- მეგობარს გაუსვა ხაზი, წარბები ვითომ შეუმჩნევლად აწია და კამერას შეხედა.. დრო გადის.. -3..2..1.. ირაკლი - და გაიტანა სვანური დესერტი.. ყველას დესერტი დააგემოვნეს. მესამე ადგილზე გავიდა -ირაკლი კარგი იყო, გემრიელი, მაგრამ შენგან მეტს ველოდებით, პირველი ისეთი გამოსვლა გქონდა, იმას თუ არ აჯობე, პირველ ადგილამდე ვერ გახვალ..- შიშის სურნელი იგრძნო, ნაცნობი ახლობლური რომლის საწყისი მისგან არ მოდის.. შუა ღამეს დატოვა შენობა ნომრის მოძებნა არ დასჭირვებია, მხოლოდ ერთ ადამიანს მიანიჭა ვარსკვლის, გამორჩეულის წოდება და სულ იქვეა.. -დამბო, გელოდებოდი, მითხარი როგორ ჩაიარა -მესამე ადგილზე გავედი -ეგ ხომ კარგია, არ გიხარია ? -ბოდიში გურანდა -რას სულელობ, ბოდიშს რატომ მიხდი ? -მეგონა შენი მესმოდა იმ მომენტში როცა გითხარი, წარსულზე და სიდონიაზე არ გეფიქრა.. დღე ჩემმა სიდონიამ ჩამცხო და დამაგდო - ხმამაღალი სიცილი მოესმა მეორე მხარიდან.. -წამოდგები, მოძლიერდები -როგორც შენ -მე გყავარ შესადარი ? -რამდენჯერაც არ უნდა დაეცე, იტირო, ცუდად იყო, მეორე დღისით წინა ფრონტზე იბრძვი, სხვა ვინ მყავს შესადარი.. ისევ გადასაღებ მოედანზე ხარ ? -სხვაგან სად ვიქნები, ოტია ხომ მიყვარდა როგორც რეჟისორი, ცოლმა არ აჯობოს მეშინია.. მეძახიან უნდა წავიდე, მიხარია შენი მესამე ადგილი, ისევ შოუში ხარ, არ დაგავიწყდეს.. მოკლედ კარგი იყავი.. -ჯერ არ გინახავს -დარწმუნებული ვარ, დავრწმუნები როცა გამოვა.. უფლება არ მისცე გშთანთქას ცუდმა ფიქრებმა, რაზეც ფიქრობს შენს ტვინს სჯერა და რეალობად აღიქვამს.. დაისვენე, გამოიძინე.. ჩემ გარეშე არ ნახო -იქ ვიყავი ხომ ვიცი რა მოხდება -არამ ეპიზოდი სულ სხვა რამეა, ერთად ვნახავთ, მართლა მეძახიან აბა შენ იცი -შეხვედრამდე -შეხვედრამდე დამბო..- აწითლებულ ყურებზე მოისვა ხელი, მანქანა გააღო და ჩაჯდა.. რამდენიმე დღის შემდეგ, კარებზე კაკუნი გასმა, კარები გააღო და სასუსნავებით სავე პარკებით შევიდა გურანდა -შენ რა ტიროდი, რამე მოხდა ? -გადაღებისას -თვალები დაგისივდა -რა ვქნა, ბევრი ვიტირე -უცებ მიუტრიალდა, მის წინ აიტუზა თავლები დაუხჭა-მართლა დამისივდა? აბა კარგად შეხედე -თვალები გაახილდა, მიატრიალა მოატრიალა -ცოტა -კარგი არ მითხრა დანარჩენება რა გააკეთეს, ვინ რომელზე გავიდა -სხვებს არც ვუყურებდი წესიერად, მინუსია ეგ -კი უნდა იცობდე, იცოდე რა სიტუაციაში როგორ ფიქრობენ და რას გააკეთებენ..-სასუსნავები გადაანაწილა და ჩართეს.. როგორც შოუს ახასიათებს, იყო დრამები, ინტერვიუები, რამდენიმე მომენტი მოხვდა თვალში.. გურანდამ იმპერსონაჟად იგრძნო თავი, რეაურად არ მონაწილეობს ფილმში, მაგრამ აჩრდილივით დასვევს სიუჟეტს და ახსენებენ.. ბოლოს ისე დაიძაბა, ირაკლის თავად არ ეთქვა გადავედი მესამე ადგილზეო, ვერც დაიჯერებდა, ეგონებოდა პირველად იგებსო, ისე ანერვიულდა და დაიძაბა გამოცხადებისას -იცი არაა ? გადავედი -ისე შევყევი, გადამავიწყდასავით.. გადავრჩით, ამიტომაც საჩუქარი მაქვს -საჩუქარი ? - იმედი მაქვს მოგეწონება -ყუთი გადაცა, ქაღალდები ამოიღო, -გურანდა, ნუთი ეს, საქართველოშო აღარ შემოაქვთ, სუნამო სად იშოვე ? -ჩემი გზები მაქვს- გამოართვა კოლოფი მოხსნა, ირაკლის ყელთან ახლოს მიიტანა და მზერით ნებართვა ითხოვა -როგორია ? -მაგას შენ უნდა მეუბნებოდე -ის არის რაც მოგწონს ? -შეიძლება უკეთესიც, მოდის მაქამდე ? -მძაფრია, ზედმეტად ახლოდან მომივიდა -სუნამო დადო, ყელთან ახლოს მიიტანა და თითები გადაატარა -ცუდია -სიმძაფრე ცუდ არ ნიშნავს -ორი მეტრის იქით ხარ, თუ მანდ გრძნობ ზედმეტად მძაფრი არ გამოდის? - მანძილი დაფარა, ახლოს მივიდა, წამიერად ახედა -ნახე ? -მიიწია, გარკვევით გრძნობს სურნელს, მეტი სიახლოვე საჭრო არაა, მაგრამ უნებურად კიდევ გადაიწია ცხვირის წვერი შეეხო ყელს, როგორ შეიძლება მძაფრი იყოს და არა საკმარისი ? უკან გაიწია - ალბათ მომეჩვენა, არც ისე მძაფრია.. -გავუფრთხილდები -როცა შევხვდით მაშინაც ეს..-ამოუტივტივდა, ვერ გაიაზრა ხმამაღლა გააჟღერა -ახალი ნაყიდი მქონდა, აკვიატებული, -აქამდე როგორ არ გაახსენდა.. -შენია -ვიცი მაჩუქე -შენი სურნელია, ვგულისხმობ საშენო. -მადლობა, ჩემი მესამე ადგილიც ისე რომ გიხარია როგორც პირველი. -თავად გადაიხარა, ცხვირზე დიდი ჩამოჰკრა.. . . . კარადები დაცარიელებულია, ყველაფერი გადმოალაგა, ფუნჯები, კოსმეტიკა, -რამ გაგამწარა ასე, -უნდა გავრეცხო, დავასუფთაო, ზედმეტად არეულობაა ვერ ვფიქრობ -რამ დაგამძიმა ? - პროდუქტებს უყურებს, რა ღირს დასარჩენად -ჩემი სასწავლო კურსი ხომ არ გავაკეთო მეთქი -მაკიაჟის გაკეთება ასწავლო ? -რამდენად შემიძლია ან ღირს, არ ვიცი -მაკიაჟზე ფიქრისას, ბევრს ჰგონია ეს შესანიღბია, ნაკლოვანების დასამალი, რაღაც კუთხით შეიძლება, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ადამიანის საუკეთესო მხარეს წარმოაჩენ, რომელიც თავადაც არ იცოდა თუ ჰქონდა.. კი არ მალავ ააშკარავებ, მზის სინათლეს ანახებ.. -ასე ფიქრობ ? -შეგიძლია -დიდი ძალისხმევა დასჭირდება, ცოტა ნერვებიც გამიფუჭდება -ეგენი როდიდან გაშინებს ? ახლაც შრომობ, ახლაც გულს ატან თითოეულ კლიენტს - მიალაგა იქაურობა.. -ბოდიში, არ მეგონა თუ გამეწელებოდა -შენ იწვალე, მე მხოლოდ გელოდბოდი -ლოდინი საშინელი რამეა - გამოვიდნენ, შუქურაში შესვლამდე ნუციმ ხელზე ხელი მოჰკიდა და გააჩერა - ერთად მოვედით -მერე -ხომ დაინახავენ -ამაში გასაკვირიაა რამე ? მოიცადე არ გინდა გაიგონ ? -არ ფიქრობ ჯერ ადრეა ? ჯერ თავადაც არ გაგვიაზრებია, ეს ხომ შეცვლის.. რაღაცას. -როგორც გინდა -შიგნით შევიდნენ, დანარჩენებს მიესალმნენ -ვივიანა არ ჩანს რატომ გადაიკარგა -გერმანიაშია -თომა -გერმანიაშია -ოჰ როგორ იცით ხოლმე გაიკრიფებიან შეყვარებულები და ახსენდებთ მეგობრები, -რას გამოვაკლდით ? -ირაკლის ვეუბნებოდით, მესამე ადგილიდან ჯერ პირველზე ავიდა, შემდეგ ისევ ჩამოვიდა.. ველოდებით შემდეგ აღმასვლას -აქამდეც თუ მოვიდოდი არ მეგონა -გურანდა შენკენ რა ხდება ? -ხვალ მძიმე დღე მელის, გადაღებებზე ნუ მალაპარაკებთ.. -ყოველ დღე იქ ხარ, ფილმს იღებ თუ სერიალს, ან დამახსოვრებას როდის ასწრებ.. - მხრები აიჩეჩა არ ვიციო, ნუცი წამოდგა, სასმელს შევუკვეთავო, ირაკლიც გაჰყვა.. -გამიმეორეთ..- ცარიელი ჭიქაზე მიანიშნა და ბარმენის წინ დადო.. - რაო ნუცი, რა არეულობაში ხარ -მე ვარ არეულობაში ? -იმის კვალობაზე თომა გერმანიაში გაუშვი, დიდად მოწეყნილი არ ჩანხარ -თავად წავიდა -როდის ჩამოვა ? -არ ვიცი -ირაკლიმ ნიკოს გახედა, ისევ ნუცის შეხედა. -და არც გადარდებს - დაბნეულმა გახედა, ნუცის შეკვეთა წინ დაუდეს.. - რაღაც მოხდა არა ? ნუ მეტყვი თუ არ გინდა -შენ რა იცი -გგონია შენს გარშემო უცხო ხალხი გყავს, გიცნობთ, რაღაც მაფიქრებს.. ჩემი ეჭვით აღარ ხარ ცალმხრივად შეყვარებული, იმას ვერ ვხდები ცალმხრივად შეყვარებულივით მოქცევას რატომ აგრძელებ ? - საკუთარი სასმელი აიღო და ირაკლი ადგილს დაუბრუნდა.. ირაკლი მართალიაო, გაიფიქრა, ეს პერიოდი ცუადად იყო, უჭირდა. საკუთარ სხვეულს უყურებს, აღარაა ნანგრევებში, აღარც ლოდები ამძიმებს, მაგრამ მთელი არსებით განიცდის სიმძიმეს.. მიჩვეულ ტკივილს უნდა გამოემშვიდობოს. -ნიკო წამოდგა და მიუახლოვდა -ყველაფერი რიგზეა, რატომ არ მოდიხარ ? -მეშინია ბედნიერებას არ მივეჩვიო და ისევ იქ არ აღმოვჩნდე სადაც მიპოვე..- წამიერად დაიბნა, ირაკლის გახედა -დიდი ხანი ვტკეპნიდი ერთ ადგილს ნუცი, ჩემი გადმოდგმულ ნაბიჯები მხოლოდ წინ და მხოლოდ შენკენაა, უკან არ დავბრუნებით -რამე მოხდეს, თუ სანანებელი გაგვიხდება.. -რისკი ყოველთვის არსებობს, იმას ვერ შეგპირდები არაფერი მოხდება, გასწორებულ გზაზე დიდიხანი სიარული არ გრძელდება ხოლმე, დასალაშქრი გვაქვს, ოღროჩოღრო, ქვიანი გზები უნდა გვიაროთ..მაგრამ ამ დროს ერთად ვიქნებით - კუთვნილი ჭიქა გაუწოდა, ადგილები დაიკავეს.. ცოტა დალიეს, ბევრი იცინეს, წასვლის დრო დადგა.. წამოიშალნენ -აბა ვინ დალია ვინ არა, ნუცი დალიე ხო? -დავლიე -წაგიყვან -შეყვარებულმა მომიყვანა და შეყვარებული წამიყვანს.. - ერთმანეთს უყურებენ, ნუციკოს შეყვარებულს ეძებენ, ძალიან დათვრაო გაეფიქრათ -ჩვენ წავალთ - ნიკო -მოიცადე მოიცადე რა გამოვტოვეთ -ჩემი მეცხრე ცაზე ყოფნა.. . . . - დიალოგოს გამეორებაში უნდა დაგეხმარო ? -კი დამბო, მე ჩემი გმირის სიტყვებს ვიტყვი, შენ მეორე პერსონაჟის და კაცის ხმას როცა გავიგებ უფრო გამიადვილდება აღქმა -კარგი, აბა მაჩვენე - ფურცელი გაუწოდა თითი დაადო - აი აქედან შენ იწყებ, მერე მე და უბრალოდ წაიკითხე.. -თავი დაუქნია -არ მესმის რატომ მიდიხარ -რამდენადაც არ უნდა მინოდედეს შენთან ყოფნა, არ შეიძლება -გინდა დამოვიწყო ? -გგონია იმედი მაქვს შენი დავიწყების? - წამიერად გამოვიდა როლიდან. გვერდით უჯდება, ირაკლის უახლოვდება, რომელიც სცენარს თვალს არ აშორებს, კალთაში უჯდება -ჩემს გვერდით ყოფნა ამდენად რთულია ? -ყველაზე მარტივია, ყველაგან ხარ, სანამ ოთახში შევალ ვგრძნობ შენს ყოფნას, ჩემი ნაწილი გახდი, ამოგიცნობ მხოლოდ შეხებით .-ირაკლიმ ამოხედა, -მხოლოდ სრუნელით..- წამოიწია, აკვირდება გურანდას, როგორ კითხულობს სცენარს, ირაკლისთვის არც შეუხედია, მხარზე დაადო ხელი, მეორეში დაიჭირა სცენარი.. გურანდამ ვერ გაიაზრა, შემცირებული მანძილი კიდევ უფრო შეამცირა.. -სად ვიყავით.. შენ თქვი -მხოლოდ სურნელით.. - შეხედა -მართალია.. - სიტყვა გაუწყდა, ირაკლი სულ ოდნავ ისევ გადაიწია - ირაკლი, სცენარში კოცნა არ წერია -ვიცი გურანდა..-მეორე ხელი გულზე მიადო, ამჯერად თავად მიუახლოვდა, შეხების დრო ირაკლის აჩქარებული გულისცემა სასასიამოვნო მელოდიათ ჩაესმის.. -ეს..ჩვენ ?- ირაკლიმ თმები გადაუწია და მხარზე ჩამოადო თავი, ოდნავ წამოიწია, მხარზე აკოცა და ისევ დაეყრდნო.. -ჩვენ..- გურანდას ნათქვამის ამოძახილს წააგავს - გეშინია ? -რისი, შენი კოცნის ? - უკან დაიხია, მზერა გაუტოლეს - არ მეშინია გინდა დაგიმტკიცო ? -ხასიათის მიხედვით დილით არჩევ ხოლმე რომელი სუნამო გირჩევნია, ეს ჩემი ფავორიტია -სურნელმა წაგძლია ? - ჩაიხითხითა.. -ხუმრობის ხასიათზე ხარ.. -ნერვიულობ, რა განერვიულებს ირაკლი ? -შენ მანერვიულებ, როცა ასე მიყურებ და ამდენად ახლოს ხარ. მოიცადე, საიდან იცი ვნერვიულობ თუ არა -როცა ნერვიულობ ყურები გიწითლდება.. . . . კამერამ გადაღება შეწყვიტა, უკანა ფონზე ცვლილებების შესატანად. გურანდას პერსონაჟი ზის, ტირილს არ წყვეტს -შეიძლება ვიკითხო ? -პერსონაჟის ხმით ეკითხება რეჟისორს, რომელიც კამერას უყურებდა.. გამოიხედა ხომ არ მომეჩვენაო.. -რა თქმა უნდა.. -ეს ყველაფერი მაშინ ხდება როცა ზის? -კი -გასაგებია.. -ვაგრძელებთ.. - ცრემლები.. თავზე ხელებს ილაგებს და სიცილს იწყებს, მოულოდნელად სიცილს წყვეტს, ცრემლები უწყვეტად იკვლევენ გზას..მეორე მხარეს იყურება და კამერაც ტრიალდება, ოდნავ უახლოვდება, დარია გურანდას თვალებიდან კითხულობს სათქმელს.. ცრემლები მასაც ერევა.. დაავიწყდა თქმა, შეწყვეტილიყო გადაღება. მორჩა, აღარაფერი დარჩა სათქმელი გურანდა დგება, გახედა იმ მხარეს სადაც ყველაფერი მოხდა, შემდეგ კამერას პირდაპირ უყურებს.. დარია კამერასთან მდგომ კაცს უჩრჩულებს კიდევ მიაახლოვოს, ცოტა ხნით ჩერდება. ცრემლებისგან ამომშრალი თვალებით აგრძელებს ყურებას და უკანასკნელ ჩამოგორებულ ცრემლს იწმენდს.. -გადაღებულია.. - კამერის სიხალოვის დანაკლისი როცა აღიქვა, მასთან უკვე დარია გაჩნდა- ძალიან კარგი იყო, კარგი იყავი. -მხოლოდ გაუღიმა -ყველაფერი რიგზეა, კარგად ხარ ? -მადლობა, კარგად ვარ. -ყველაფერს გადავხედავ, სცენარს, გადაღებულ კადრებს, თუ რამე დაგიკავშირდები.. თავისუფალი ხარ - სკამს გახედა, სადაც ორიოდე წითის წინ იჯდა, ნეტავ რაღაც არ მოეწონოს და კიდევ დავბრუნდეო გაეფიქრა.. გასახდელში შევიდა, გამოიცვალა, სარკეში ჩაიხედა, გრიმი მოიშორა, მოწესრიგდა და შენობა დატოვა, ერთდროულად სავსემ და სრულიად ცარიელმა.. დიდი ხანია არ უგრძვნია თავი ამდენად ცოცხლად, ნუთუ იგივე მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს, ისევ კასტინგები, უარები.. თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.. შეტყობინება მიიღო, გახსნა.. ლინკზე გადავიდა.. “ გურანდა არდაზიანი შოუში, რომელშიც არც კი მონაწილეობს “ “- ირაკლი მოგწონს და ეპრანჟები რას კარგავ დროს -არ ჰქონდა ის ხახვი და მივაწოდე, -დროს კარგავ - გოგომ ცალკე ინტერვიუს ოთახში გადაინაცვლა - ირაკლის მაინც გურანდა მოსწონს და რას ეპრანჟება ერთი “ “-გურანდა გურანდა გურანდა.. პირზე სულ გურანდა როგორ გაკერია “ “-არ ვიცი ვინ არის ეს გურანდა, მაგრამ შეგვიძლია მოვიპატიჟოთ, უკვე სერიოზულად დავინტრგდი ‘ შოუდან ამონარიდები, სადაც ან ირაკლი ახსნებს მის სახელს, ან სხვები იმაზე ლაპარაკობენ ირაკლი რამდენს ლაპარაკობს მასზე.. ერთ მომეტში ახსენა მეგობარიაო და სერიოზულად დასცინეს, ერთი ავთანდილისთვის იყო თინათინი მეგობარი და მეორე შენთვის გურანდაო.. ვიდეოს ბოლოს, წარწერა “ ჯერ შოუ არ დასრულებულა, ვნახოთ ამ გოგოს კიდევ რამდენჯერ ახსენებენ “ გზაზე გადაუხვია, შუქურაში შევიდა, ნაცნობი სახეები დაინახა თუ არა გაიღიმა და მათკენ გაემართა -დღის გმირი მოვიდა -დღის გმირი ? -ვიდეო არ ნახე ? -ვნახე.. -გვეგონა თავს წარმოაჩენდა ამ შოუში და შენი თავი უფრო გააცნო ხალხს - ჩიორა -საიდან მოგივიდა იდეაო მითხეს და არ მეთქვა გურანდამ მასწავლა თქო, ? -ეგ ერთხელ კაი, დანარჩენი.. -გურანდა გურანდა გურანდა.. -არ დავკვირვებივარ, საერთოდ ვის მოუვიდა აზრად -ვისაც თვალები და ყურები აქვს, ტავტოლოგია გახდა გურანდა შენთვის -ტავტოლოგია უაზრო, უფუნქციო გამოყენებაა, რამდენჯერაც გურანდა ვახსენე, იმდენჯერ საჭირო და აუცილებელი იყო -ყველას გაეგო რამდენად უყვარს გურანდას ეგ ნამცხვარი კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო გეთანხმებით.. -სერიოზული სახთ გახედა გურანდას და გაეცინა.. - გურანდა ადგა, მის წინ დადგა -ბერდია, გამატარე ერთი შენი ჭრიმე.. - ადგილი დაათმობინა და გერდით მიუჯდა.. -მერიდება უკვე სახელით მოგმართო, ან - გაეცინა - რას ფიქრობ, ზედმეტი იყო -ვიდეო ? -მე მივეცი ხალხს მასალა ვიდეოსთვის, როგორც ჩანს.. -საყვარელი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ვარ, ჩემზე ფიქრობს, ადარდებს ჩემი აზრი, იცის რა მიყვარს, რა მწყინს.. ეს იყო ზედმეტი ? -საყვარელი ადამიანისთვის არა ? -ვითომ არ იცი.. ვიდეომ ხასათზე მომიყვანა -ცუდი დღე გქონდა ? -ძალიან კარგი, მაგრამ გადაღების ბოლო დღე იყო. რა ცუდი ადამიანი ვარ, ისიც კი ვინატრე რამე არ მოეწონოს და ახლიდან გადავიღოთ მეთქი.. -ეს დასასრული არ არის -წინაზე იყო -დროებით, გამოჩნდა ახალი შანსი, ახალი სიცოცხლე პერსონაჟი..-მკლავზე ხელი შემოხვია და მხარზე თავი დაადო.. . . . ფინალში გურანდა სტუმრის სტატუსითაა, არ ეგონა ამდენად ინრვიულებდა.. კრემი არ გამოიყვანა ისეთი როგორიც უნდოდა და იმ მომენტიდან აირია, გეგმები წყალში ჩაეყარა.. მოვიდა ზემდეტი, დაიწვა, დრო ვერ გათვალა.. დრო უკვე განახევრებულია, ახლიდან დაიწყო მომზადება. წამიერად გახედა გურანადას, ელოდება შიშს, თვალებზე აფარულ ხელებს, უძრავად დგას და ირაკლის თითოეულ მოძრაობას აკვირდება.. ბოლო გავიდა, საოცარი კერძები და დესერტები შეაფასეს და ახლა ირაკლის ჯერი დადგა.. სახელი გამოაცხადეს, ნაომარს გადახედა, შუა საუკუნეებში სამ ისარ გაყრილ რაინდს უფრო ექნებოდა ძალა ვიდრე ირაკლის იმ მომენტში.. გავიდა, ჩამოუთვალა რა და როგორ მოამზადა.. არ ელოდა აქამდე მოვიდოდა, მაგრამ რაღამც მოვიდა იმედი გაჩნდა იმის, რომ მიაღწევდა, თვალები ჩამქრალი დაინახა გურანდამ.. გასინჯეს.. წესიერად ვერ მოისმინა შეფასება, არ ახსოვს რა უთხრეს, რა დაუწუნეს ან მოუწონეს.. -გამარჯვებულია..3 2 1 .. ირაკლი ერისთავი, -მის წინ მდგომი გურანდასკენ გაქიცა და ჩაეხუტა..ამისუნთქა, ახლა მიხვდა საკუთარი თავი არ ადარდებდა, გურანდამ დაიჯერა პირველად და უნდოდა გამართლებულიყო მოლდინები, დაემტკიცებინა, გაეხარებინა. მოლოცვებმა გადაიარა, გურანდა გვერდით უდგას. კამერები აღარ იღებენ -აი ვიცი, ასეთი მეგობარი.. -შეყვარებული.. -აჰ ამასობაში წინ წავიწიეთ ? -შეფის შეკითხვას სიცილი მოჰყვა -მეგობარია მეგობარიო აჰა ვიცოდი -მეგობარიც არის და შეყვარებულიც.. -ფარ-ხმალი წინასწარ დაყარე, ხედავ როგორ განვითარდა მოვლენები ? -ყველაფერი არასწორად წავიდა, რას ვიფიქრებდი -ნახევარ დროში მოახერხე, რაც მთლიანი დროის განმავლობაში იმ ორმა ვერ შეძლო, არა იმათიც ძალიან კარგი იყო, მაგრამ შენი საოცრება გამოვიდა, იქნებ სრული დრო რომ გქონოდა, ასეთი არც გამოსულიყო.. - აღნიშნეს და წამოვიდნენ -დანარჩენები გველოდებიან, რა მაგარია.. -შენი დამსახურებაა, ჩემით ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი -თავიდანვე ვიცოდი შეგეძლო, უბრალოდ ისედაც კლდის პირად იყავი და ხელი გკარი..- შუქურაში მათ მეტი არავინ აღმოჩნდა, ყველაფერი გამზადებული დავხდა.. მიულოცეს, საღამოც დაიწყო.. . . . -დარია გურანდა გვიხარია დღეს ჩვენთან ერთდ ხარ, დარია ვიცით გადაკვეთა გქონია და ერთად აქამდეც გიმუშავიათ, მაშინ სცენარისტი იყავით, ახლა რეჟისორი, გურანდა როგორ შეიცვალა თქვენთვის -მაშინაც ნიჭიერი იყო და ახლაც , მაგრამ გაიზარდა როგორც მსახიობი, რამდენადაც ნიჭიერი არ უნდა იყო, გამოცდილება გცვლის, გაყალიბებს.. პირველ ნაბიჯებს დგამდა, ახლა ზუსტად იცოდა სად იყო, რისთვის, რას აკეთებდა.. -გურანდა დარიას მეუღლესთან ოტიასთან გიმუშავია, ახლა უკვე დარიასთანაც, გვითხარი, რომელი გირჩევნია -დარიას გადახედა, შემდეგ ჟურნალისტს და გაეცინა -სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, განსხვავებული სტილი ხედვა, მიდგომა, არჩევა არ შემიძლია -რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ამ ფილმის რეჟისორი ქალი იყო, გურანდა.. -ეს ფილმი ქალებზეა, მაგრამ მხოლოდ ქალებისთვის არა, დიდი სიფრთხილე იყო საჭირო მაყურებლამდე სწორად მიგვეტანა სათქმელი, ახლა ვფიქრობ და არა მგონია დარიას გარდა ვინმეს ის სამართალი აღესრულა ფილმისთვის, რასაც იმსახურებდა.. -დარია, როდის დარწმუნდი, რომ გურანდა სწორი არჩევანი იყო ? -როგორ მიუდგა, გადაღების პროცესს და პერსონაჟს, კარგად გაიცნო, ერთი შეხედვით ეგოისტი, გამაღიზიანებელი პერსინაჟია ნაკლოვანებებით, ისე რომ ეს ნაკლოვანებები არ მიემალა, იმ სიღრმეებთან ერთად წამოსია წინ რის გამოც აქვს, მხოლოდ იმაზე არ გვაფიქრებს რა გააკეთა არამედ რატომ.. - ინტერვიუ დასრულდა.. გარეთ გავიდნენ -ბოლო ინტერვიუ იყო არა ? - სევდვიანად ჩაილაპარაკა გურანდამ -ეგ არ ნიშნავს ერთმანეთის აღარ ვნახოთ, არ დავიკარგოთ იცოდე.. ისეთი ფილმი გამოვიდა მომავალში კიდე შეგვახვედრებს..- გურანდა გადაეხვია, ერთმანეთს დაემშვიდობნენ.. . . . 5 წლის შემდეგ მიმოფანტულები ისევ დაუბრუნდნენ შუქურას და ერთმანეთს.. -ირაკლის და გურანდას გასაგონად, იმედია დიდიხანს რჩებით საქართველოში.. -აქეთ მაქვს ახალი პროექტი, მე დიდი ხანი ვიქნები -მე სად მიშვებ ? -ამერიკას მარტო იმიტომ გადაწვდა, შენს გარეშე ვერ გაძლო, თორემ იმ ეტაპზე სრულიად აკმაყოფილებდა საქართველო..-ჩიორა -სიმართლე ერთი როლის მერე მივხვდი კიდევ დიდი ხანი არ გამუშებდნენ და საკუთარი თავი უნდა გადამერჩინა.. -შემორჩით ამერიკას.. ერტყობა საინტერესო როლი გაქვს, ესე მარტივად არ დათანხმდებოდი-ბერდია -სერიალია, ახალი საინტერესო.. თუ კარგად წაიღებს, ვინ იცის, იქნებ საქრთველოს შემოვრჩე.. თქვენკენ რა ხდება? -გადასაღებ მოედნებს დავუბრუნდი, ემანდ საგრიმიოროში არ გამოგეცხადო.. -სიამოვნებით.. - ძველია ამბები გაიხსენეს და გამოტოვებული თავები შეავსეს.. . . . შენობის წინ დგანან.. ირაკლი გურანდას უყურებს, ყელსაბამმა მოსჭრა თვალი, ვარსკვლავი ისევ ციმციმებს.. -ნახე როგორ კაშკაშებს ? - გურანდამ რესტორნის შესასვლელში, სახელზე მიანიშნა -შენსავით ვერა, მაგრამ წავა..-მხარზე თავი დაადო, შესვლა დააპირეს, თუმცა წყვილმა უნებურად გზა გადაუჭრა -ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე, გამიგა კარგი ადგილიაო -ვკვდები ისე მშია - ერთმანეთს ღიმილით გადახედეს -ჩემი პირადი შეფი რამეს ხომ არ მომიმზადებს ? მეც ძალიან მშია -რას ინებებს ჩემი ვარსკვლავი ? - გურანდამ აციმციმებული თვალები შეანათა -იცოდი ჩემს კაშკაშზე შენ, რომ ხარ პასუხისმგებელი ? -ჩემში ცეცხლი შენი პასუხისმგებლობაა, თითქმის ჩამქრალს სული შემიბერე, შენით ვანთივარ გურანდა.. -წამოდი წამოდი, სასიამოვნო ვალდებულებების და პასუხისმგებლობების უნდა დავლიოთ..-სიცილით შეაბიჯეს შენობაში.. ცაზე ვარსკვლავები არ ჩანს, მთვარე მარტოა, სამაგიეროდ რესტორნის შუაგულში ორი ვარსკვლავი ერთმანეთს ეცეკვება.. მთვარე მარტოობას ვეღარ გრძნობს და ეღიმება მათ შემხედვარე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




