Culpa Levis
ხოტბას ასხამენ პეიტარს, რომელიც გულმართალს ვერ იტანს, მეძავის ხელივით მეხება სინგურის ფერი ტანს, ღვინოში ვახრჩობ იუდას, რადგან "ინ ვინო ვერიტას"! ვარდივით ჭკნება სიყვარული, სანამ სულს ვიტევ მტოვებს სიყვარული და ფიქრები ხდება "ტედიუმ ვიტე". როცა არღავნის რტოს ფითრად ამძიმებს "კულპა ლევის", მოკვდავი ვაშლით ედემის ბაღში კვლავ უფალს ელის, სულდამწვარ სხეულში ბელზებელია უტყვად განაბული, დუმს... აჰასფერმა ურცხვად მომიტაცა "აბ ინკუნაბულის". სანამ სივდილის ბაღში ედემის ლეში მეტყოდეს უარს რომ განვესვენო, მაინც დავკაწრავ გრანიტის ქვაზე: "ო რევუარ". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.