"ერთი დაპირება" ( ნაწილი I )
იმ დღეს ჩემი სამყარო ორ ნაწილად გაიყო...ერთ მხარეს დარჩა ყველაფერი, რაც მანამდე ვიცოდი — სიცილი,სახლი, მისი ხელები, მისი ჩახუტება, საღამოს ერთად გატარებული წუთები...მეორე მხარეს კი მხოლოდ მე დავრჩი...ის წავიდა...წავიდა და ამჯერად აღარ დაბრუნებულა...იმ დღეს რაღაც ჩემშიც მოკვდა...უსაფრთხოების შეგრძნება...რწმენა, რომ საყვარელი ადამიანები ყოველთვის რჩებიან...და თითქოს მასთან ერთად წავიდა ჩემი ცხოვრების ნახევარიც...მე კი უნდა მეცხოვრა...უნდა მესწავლა...უნდა გადავრჩენილიყავი...უნდა გამეგრძელებინა ის გზა, რომლის ბოლოშიც თვითონ აღარ იქნებოდა... ბავშვობაში რაზე ოცნებობდით?რომელ ოცნებას ასხამდით ფრთებს, როცა ჯერ კიდევ პატარა იყავით და მომავალი უსასრულოდ დიდი და ლამაზი გეგონათ?თქვენს პატარა სამყაროში როგორი წარმოგედგინათ საკუთარი თავი?იქნებ პოლიციის ფორმაზე ოცნებობდით - ხელში ბლოკნოტით, მკაცრი გამომეტყველებით და იმ დიდი პასუხისმგებლობით, რომელსაც მაშინ მხოლოდ ფილმებიდან იცნობდით?ან იქნებ დაფასთან, წიგნებით ხელში დგომა გინდოდათ და წარმოიდგენდით, როგორ აუხსნიდით ბავშვებს გაკვეთილს, როგორ აგიწევდნენ ხელს მოსწავლეები?იქნებ სცენაზე დგომა გინდოდათ? განათებების ქვეშ თქვენ სახეს წარმოდიგენდით და მთელი დარბაზის ყურადღების მიპყრობა გინდოდათ?ან იქნებ საერთოდ სხვა სამყაროს ქმნიდით თქვენს წარმოსახვაში...ამ ასაკში ხომ ოცნებებს საზღვრები არ აქვთ...ბავშვობაში არც გზა გვაშინებს, არც წლები, არც ის უამრავი დაბრკოლება, რომელიც ოდესმე ჩვენს ოცნებებსა და რეალობას შორის გაჩნდება...ჩვენ უბრალოდ გვჯერა...გვჯერა, რომ რასაც გულით ვისურვებთ, აუცილებლად აგვისრულდება...მეც მქონდა ასეთი პატარა სამყარო...სამყარო, სადაც ყველაფერი შესაძლებელი იყო...ბავშვობაში, როცა ფეხი ახალადგმული მქონდა და ძლივს დავბაჯბაჯებდი,ზუსტად ვიცოდი, ვინ მინდოდა ვყოფილიყავი... ზამთრის სუსხიანი საღამო იყო...იმ დღეს ჩემი რიგით მეოთხე დაბადების დღე ღამდებოდა...მამიკო სამუშაოდან გვიან მოვიდა...დატვირთული გრაფიკის გამო ვერ შეძლო სამსახურსი დატოვება...იანვრის 18 რიცხვი იყო...ყველაფერი ერთი ვარდისფერი ყუთიდან დაიწყო...იმ დღეს მამამ საჩუქარი მომიტანა...მახსოვს დიდი ვარდისფერი ყუთი...ძალიან დიდი...ყუთს წინ უზარმაზარი ვარდისფერი ბაფთა ჰქონდა გაკეთებული...დღემდე მახსოვს, როგორ გავჩერდი მის წინ და თვალებგაფართოებულმა შევხედე...პატარა ხელები ბაფთას დავავლე...ვქაჩავდი...ვაწვალებდი...ბოლოს კი როგორც იქნა ყუთს ბაფთა მოვაშორე...და იქ, ვარდისფერი ქაღალდების და პატარა ნივთების ქვეშ, ჩემთვის ყველაზე საოცარი რამ იდო...ექიმის სათამაშო ნაკრები...პატარა ფონენდოსკოპი...თერმომეტრი...სათამაშო ნემსები...პატარა წამლების ყუთები...და თეთრი ხალათი...იმ დღეს პირველად ჩავიცვი თეთრი ხალათი...მკლავები ჩემთვის ბევრად დიდი იყო...თითქმის მუხლებამდე მწვდებოდა...ფონენდოსკოპი კი იმდენად დიდი მეჩვენებოდა, რომ კისერზე ჩამოკიდებული ძლივს დამქონდა...მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე, თავი ყველაზე დიდ ადამიანად ვიგრძენი დედამიწაზე...და ალბათ სწორედ იმ წამს, სრულიად შეუმჩნევლად, ჩემს ცხოვრებაში პირველად დაიბადა პატარა ოცნება...სახელად- ექიმობა...მაშინ ამას ოცნებასაც ვერ დავარქმევდი.უბრალოდ თამაში იყო.ჩემი საყვარელი თამაში.მაგრამ ზოგჯერ ყველაზე დიდი ოცნებები სწორედ თამაშით იწყება... ამის შემდეგ ჩემი ოთახი ჩვეულებრივ ოთახს აღარ ჰგავდა.ის ჩემი პაწაწინა კლინიკა გახდა...პაციენტებიც მყავდა...თან ბევრი...პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტი ბატონი პიგუ იყო - ჩემი ფუმფულა სათამაშო ღორი...ბატონ პიგუს ძალიან რთული სამედიცინო ისტორია ჰქონდა...ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობდი...დილით რომ გავიღვიძებდი, პირველ რიგში მას ვეძებდი. - ბატონო პიგუ, როგორ ხართ დღეს?თავს როგორ გძნობთ? - ბატონი პიგუ, როგორც ყოველთვის, ჩუმად იყო.მე კი ეს მის მდგომარეობაზე ფიქრის საფუძველს მაძლევდა. -მგონი ცუდად ხართ - ვიღებდი ჩემს პატარა ფონენდოსკოპს და გაფაციცებით ვუსმენდი - ღრმად ჩაისუნთქეთ - ბატონი პიგუ არ სუნთქავდა....ვბრაზდებოდი. - ბატონო პიგუ,ჩაისუნთქე! - შემდეგ თვალებს ვხუჭავდი და ძალიან ყურადღებით ვუსმენდი.რა თქმა უნდა, არაფერი მესმოდა...მაგრამ ჩემი წარმოსახვა ყველაფერს აკეთებდა. - ჰმმ...მარჯვენა ფილტვი არ მომწონს - ამის შემდეგ აუცილებლად ვიღებდი ჩემს პატარა ბლოკნოტს...ვჯდებოდი მაგიდასთან და ისეთი სერიოზული სახით ვიწყებდი წერას, თითქოს მთელი საავადმყოფოს პასუხისმგებლობა ჩემზე იყო...წამლებსაც ვუწერდი...ზოგჯერ მათ სახელებს თვითონ ვიგონებდი...და ასე გრძელდებოდა სულ...ბატონი პიგუ მიდიოდა...შემდეგ კურდღელი მოდიოდა...შემდეგ რომელიმე თოჯინა...შემდეგ დათუნია...ყველას თავისი პრობლემა ჰქონდა...ერთს სიცხე აწუხებდა...მეორეს მუცელი სტკიოდა...მესამეს გული...ჩემი ოჯახის წევრებიც მალე გახდნენ ჩემი პაციენტები. - დედა, მოდი. - რატომ, ელიკო? - უნდა გაგსინჯო - დედას სიცილი აუტყდებოდა. - ახლა? - დედა ჩემ წინ ჯდებოდა.მე კი საქმეს ძალიან სერიოზულად ვუდგებოდი.ფონენდოსკოპს ვიღებდი. - ღრმად ჩაისუნთქე. - დედა ჩაისუნთქავდა - ახლა ამოისუნთქე. - ამოისუნთქავდა. - ელა, კარგად ვარ. - ეგ ჯერ არ ვიცით. - დედა იცინოდა.მე კი მართლა ვეძებდი რაღაცას.რაღაც ხმას.რაღაც ნიშანს.რაღაცას, რაც დამარწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო.მამაც ვერ გადაურჩა ჩემს კლინიკას.ერთხელ ძალიან სერიოზული სახით მივედი მასთან. - მამა, უნდა გაგსინჯო. - რა მჭირს? - ჯერ არ ვიცი. - საშიშია? - შეიძლება,მაგრამ არ ინერვიულო,ყველაფერი კარგად იქნება - მამა სიცილს ძლივს იკავებდა.სავარძელში ჩაჯდებოდა და მოთმინებით მელოდა.ბოლოს დასკვნა გამოვიტანე - გული გიცემს. - გაიცინა. - აბა რა უნდა ქნას? - გავბრაზდი. - მამა, სერიოზულად გელაპარაკები. - მამამ თავი დამიქნია. - კარგი, ექიმო. კიდევ რას ხედავ? - ცოტა ხანს დავფიქრდი. - კარგად ხარ. - მამამ შუბლზე მაკოცა. - ექიმი ნამდვილად კარგი მყოლია. - მაშინ ძალიან გამიხარდა.იმდენად, რომ მთელი დღე ვამაყობდი საკუთარი თავით...ჩემი ბავშვობის ყველაზე ლამაზი დღეები სწორედ ასე გადიოდა...თამაშში...ფონენდოსკოპში...თეთრ ხალათში...ბატონი პიგუს რეცეპტებში...და იმ პატარა ბლოკნოტში, სადაც ჩემი წარმოსახვითი პაციენტების დიაგნოზებს ვწერდი...ჯერ ეს უბრალოდ თამაში იყო...შემდეგ სურვილი გახდა...შემდეგ ოცნება...და ბოლოს მიზანი... სკოლაში რომ შევედი, უკვე ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა.პასუხზე არასდროს ვფიქრობდი.დროის გასვლასთან ერთად უკვე ვიცოდი, რომ ექიმობისთვის სწავლა დამჭირდებოდა...თან ძალიან ბევრი სწავლა...ექიმობა მხოლოდ თეთრი ხალათი და ფონენდოსკოპი არ იყო...წიგნები მელოდა...გამოცდები...რთული საგნები...ღამეები, როცა სხვებს ეძინებოდათ და მე ჯერ კიდევ ვისწავლიდი...ბიოლოგია განსაკუთრებით მიყვარდა...ადამიანის სხეულის შესახებ ყველაფერი მაინტერესებდა...როგორ მუშაობდა გული...როგორ ვსუნთქავდით...როგორ მოძრაობდა სისხლი...როგორ იყოფოდა უჯრედი...რატომ ავადდებოდა ადამიანი...და ყველაზე მეტად ის მაინტერესებდა - როგორ შეიძლებოდა დახმარება...ქიმიასთან ცოტა უფრო რთული ურთიერთობა მქონდა...ხანდახან წიგნს ვხურავდი და ვამბობდი,რომ ვერასდროს ვისწავლიდი...მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ ვხსნიდი წიგნს...ვიწყებდი თავიდან...ვკითხულობდი...ვიწერდი...ვიმეორებდი...ვაკეთებდი დავალებებს...შეცდომებსაც ვუშვებდი...მაგრამ წიგნს მაინც არ ვხურავდი...სკოლის ბოლო წლებში სწავლა უკვე ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო...დილით სკოლა...შემდეგ დამატებითი გაკვეთილები...შემდეგ სახლში დაბრუნება...და ისევ წიგნები...ბიოლოგია...ქიმია...კიდევ ბიოლოგია...კიდევ ქიმია...ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რამდენი სირთულე მელოდა წინ...არ ვიცოდი, რამდენჯერ მომიწევდა საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ შემეძლო...არ ვიცოდი, რამდენჯერ ვიტირებდი დაღლილობისგან...რამდენჯერ შემეშინდებოდა...რამდენჯერ მომინდებოდა დანებება...მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი - ერთ დღეს ისევ ჩავიცვამდი თეთრ ხალათს...ამჯერად კი ის სათამაშო აღარ იქნებოდა... იმ წელს სკოლას ვამთავრებდი...27 დეკემბერი იყო...მახსოვს,მე და მამა საღამოს სასეირნოდ ველოსიპედებით გავედით...იმ დღეს განსაკუთრებით ბედნიერი ვიყავი...ალბათ იმიტომ, რომ სკოლის დამთავრებამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა და წინ ისეთი პერიოდი მელოდა, რომელზეც წლები ვოცნებობდი...უნივერსიტეტი...სამედიცინო...ექიმობა...ჩემი ოცნება უკვე აღარ იყო ბავშვობის თამაში. ის იმდენად რეალური გამხდარიყო, რომ ხანდახან მეშინოდა კიდეც, მისი ასრულება მართლა თუ შემეძლო...მამასთან ერთად ვიყავი...ველოსიპედებს მთელი ძალით ვატარებდით...მამა წინ მიდიოდა, მე კი უკან მივყვებოდი და ვცდილობდი, არ ჩამოვრჩენოდი. - მამა, დამელოდე! - აბა, დამეწიე! - გეუბნები, დამელოდე-მეთქი! - მამა იცინოდა.მე უფრო სწრაფად ვატრიალებდი პედლებს. - ახლა გჯობნი! - ჯერ ბევრი გაქვს სასწავლი, ქალბატონო ექიმო! - ექიმი კი არა, ველოსიპედისტი ვარ ახლა! - ორივემ ხმამაღლა დავიწყეთ სიცილი...მამას სიცილი განსაკუთრებით მიყვარდა...ისეთი თავისუფალი და გულწრფელი იყო, რომ მასთან ყოფნისას მეც ყველაფერს ვივიწყებდი...ხანდახან წინ გამექცეოდა...ხან მე გავუსწრებდი... - ელა, ნელა! - ვერ დამეწევი! - ეგრე ნუ ამაყობ! - დღეს მე ვარ ჩემპიონი! - ქარი სახეზე მეხეთქებოდა.თმა სულ ამერია.მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ არც ამას ვაქცევდი ყურადღებას.ცოტა ხნის შემდეგ ტბასთან მივედით... ველოსიპედები გვერდით გავაჩერეთ და იქვე, ნაპირთან ახლოს,ქვაზე ჩამოვსხედით...დედას დამზადებული ცხელ-ცხელი ჩაის დალევა დავიწყეთ...რამდენიმე წუთი ჩუმად ვისხედით...შემდეგ მამამ დაარღვია სიჩუმე: - ელა... - გისმენ, მა - მის ხმაში რაღაც განსხვავებული იყო.მისკენ მივიხედე. - ხომ იცი, როგორი მნიშვნელოვანია შენი აზრი ჩემთვის? - კი, მა - რამდენიმე წამით ტბას გახედა.შემდეგ ისევ მე შემომხედა. - ნამდვილად გინდა ექიმობა? - ამ კითხვაზე გამეცინა კიდეც. - ყველაზე და ყველაფერზე მეტად. - არც დავფიქრებულვარ.იმდენად დარწმუნებული ვიყავი ჩემს პასუხში, თითქოს ამ კითხვისთვის მთელი ცხოვრება ვემზადებოდი.თავი დამიქნია.მერე კი სერიოზული სახით მითხრა: - მაშინ პირობა მომეცი, რომ ერთ დღეს წარმატებული კარდიოლოგი გახდები. - გამეცინა.თან გამიკვირდა კიდეც მამიკოს ასე გადაჭრით ნათქვამი...საერთოდ არ ველოდი. - კარდიოლოგი? - კი. - ჩემს მამიკოს რატომ უნდა ჩემი კარდიოლოგობა და პედიატრობა არა? - ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე...მამას გაეღიმა. - იმიტომ, რომ როცა მოვხუცდები და ჯოხის კაკუნით დავიწყებ სიარულს, შენს მამას აუცილებლად დასჭირდება კარდიოლოგი. - მის სიტყვებზე გამეცინა. - შენ არ იდარდო, მა...შენი გულის წამალი მუდამ შენს სამსახურში ვიქნები - ახლოს მივიწიე და მხარზე თავი დავადე...შემომხედა...გამიღიმა...შემდეგ ჩამეხუტა...ძლიერად...იმაზე ძლიერად, ვიდრე ჩვეულებრივ მეხუტებოდა...მაშინ ამას ყურადღება არ მივაქციე...უბრალოდ თავი მის მხარზე დავდე და თვალები დავხუჭე...ცოტა კიდევ ვისაუბრეთ...ჩემს მომავალზე...უნივერსიტეტზე...იმაზე, როგორი ექიმი მინდოდა ვყოფილიყავი...მამა ხუმრობდა, მე კი ვეუბნებოდი, რომ ერთ დღეს ჩემს კაბინეტში აუცილებლად ექნებოდა განსაკუთრებული ადგილი. - შენ იქნები ჩემი ყველაზე პრივილეგირებული პაციენტი. - უფასოდ მიმკურნალებ? - არა. - როგორ თუ არა?! - შენგან ორმაგს ავიღებ - ხმამაღლა გავიცინეთ...მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩვეულებრივი საუბარი ერთ დღეს ჩემს მეხსიერებაში ყველაზე ძვირფას მოგონებად დარჩებოდა...გზა ისევ გავაგრძელეთ...ველოსიპედზე დავჯექი და ამჯერად მამას წინ გავასწარი. - აბა, ახლა დამეწიე! - ელა, ფრთხილად! - არ მეშინია! - ქარი უფრო ძლიერად უბერავდა.ხელები საჭეზე მყარად მეჭირა.მერე კი, არ ვიცი რატომ, უცებ ისეთი ბედნიერება ვიგრძენი, თითქოს მთელი სამყარო ჩემ წინ იყო გადაშლილი.მამიკოს წინ მივქროდი.მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად წავსულიყავი წინ... საჭეს ხელები მოვაშორე...თვალები დავხუჭე...ქარის ხმაურს ვუსმენდი...და უცებ...უკნიდან რაღაც მძიმე ხმაური გავიგე...ველოსიპედის მეტალის ხმა...შემდეგ ხალხის შეძახილები...ველოსიპედი მაშინვე გავაჩერე...გულმა უცნაურად დამიწყო ცემა...უკან მივიხედე...გზაზე ხალხის ჯგუფი იდგა...ვიღაცები ერთმანეთს ეძახდნენ...ვიღაც გარბოდა...და უცებ გავიგონე: - ექიმი არ არის? - უშველეთ! - ვინმე დაეხმარეთ! - სასწრაფო გამოიძახეთ, ჩქარა! - იმ წამს სხეულში რაღაც გამეყინა.ველოსიპედი იქვე მივაგდე.მოწყვეტით გავიქეცი ხალხის ჯგუფისკენ.არ ვიცი, როგორ გავარღვიე ის გროვა.ვიღაცას მხარზე ხელი მოვკიდე.ვიღაცას გვერდი ავუარე.მხოლოდ ერთი რამ მესმოდა.ჩემი საკუთარი გულის ცემა.ძალიან სწრაფი.ძალიან ხმამაღალი. - მამა... - ხალხის ცენტრში ჩავიხედე...და სამყარო ერთ წამში გაჩერდა...იქ, მიწაზე, უგონოდ იწვა მამა...ჩემი მამიკო...ადამიანი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ჩემ წინ მიდიოდა და მეხუმრებოდა...ადამიანი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გულში მიკრავდა...ახლა კი თვალები დახუჭული ჰქონდა.არ მოძრაობდა.არ მპასუხობდა.რამდენიმე წამით უბრალოდ ვიდექი.ვერ ვსუნთქავდი.ვერ ვაზროვნებდი.მხოლოდ მისი სახე დავინახე.ხმა ამიკანკალდა.ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ.მერე მეორე.მუხლებზე დავეცი. - მამა...მამი... გაიღვიძე... - უცებ ხალხის გროვაში ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა...მოწყვეტით მოვარდა. - პირველად დახმარების გაწევა შემიძლია! - ხმამაღლა თქვა. - მიმიშვით! - ხალხი გვერდზე გაიწია.ბიჭი მამასთან ჩაიმუხლა.მე კი ვერაფერს ვაკეთებდი.უბრალოდ ვუყურებდი.სწრაფად გაუსინჯა პულსი.შემდეგ სუნთქვა შეამოწმა.მისი სახე მაშინვე შეიცვალა. - გული აწუხებდა? - ჩემკენ შემოტრიალდა.პასუხი უნდა გამეცა.უნდა მეთქვა ყველაფერი, რაც ვიცოდი.მაგრამ პირი ვერ გავაღე. - რაიმე პრეპარატს იღებდა? - ისევ მკითხა.ისევ ჩუმად ვიყავი.თითქოს ყველა სიტყვა დამავიწყდა.მამაჩემის შესახებ ყველაზე მარტივ კითხვებსაც კი ვერ ვუპასუხე.კიდევ ერთხელ შეამოწმა პულსი.შემდეგ სწრაფად მოემზადა.და გულის მასაჟი დაიწყო. - ერთი...ორი...სამი... - მისი მოძრაობები სწრაფი და რიტმული იყო.ბიჭმა პულსი ისევ შეამოწმა. - პულსი არ არის. - გული გამეყინა...ისევ დაიწყო... - ერთი...ორი...სამი... - ირგვლივ ყველაფერი ხმაურში ჩაიკარგა.შორიდან სასწრაფოს სირენის ხმა მესმოდა.თავიდან ძალიან სუსტად.თითქოს სადღაც ძალიან შორს იყო.შემდეგ თანდათან უფრო ახლოს მოდიოდა.მაგრამ ჩემთვის დრო გაჩერდა. - ერთი...ორი...სამი... - ბიჭმა კიდევ ერთხელ შეამოწმა პულსი.რამდენიმე წამით გაჩერდა.შემდეგ მოულოდნელად თქვა: - პულსი აღდგა! - თითქოს ამ სიტყვებმა ჰაერი დამიბრუნა.ღრმად ჩავისუნთქე. - გაიწიეთ! ჰაერი მიეცით! - იმ წამს პირველად გამიჩნდა იმედი, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ჯერ კიდევ კარგად დასრულებულიყო.სასწრაფოს მანქანა უკვე ჩვენთან იყო.ექიმები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები სწრაფად გადმოვიდნენ.ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა.ერთმა მამას პულსი შეამოწმა.მეორემ ჟანგბადის ნიღაბი გაუკეთა.მესამემ საკაცე მოამზადა.მე მათ შორის ვიდექი და ვერ ვხვდებოდი, სად უნდა წავსულიყავი. - ოჯახის წევრი ხართ? - თავი დავუქნიე...ექიმმა მამას შეხედა, შემდეგ მე. - გულზე აქვს პრობლემა? - არ ვიცი... - ჩემი ხმა კანკალებდა.მამას საკაცეზე გადაიყვანეს.ჟანგბადის ნიღაბი სახეზე ჰქონდა.მის გვერდით მივდიოდი.თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა.სასწრაფოს კარები გაიღო.მამა შიგნით შეიყვანეს.მე უკან მივყევი.კარები დაიხურა.და რამდენიმე წამში მანქანამ სირენა ჩართო...მარტო დავრჩი... საავადმყოფოში დედა მალევე მოვარდა...მიმღები განყოფილების წინ, ცივ იატაკზე ჩამუხლული ვიჯექი...თავი ჩაქინდრული მქონდა და ვცდილობდი როგორმე შემეჩერებინა ცრემლები...მაგრამ ვერ ვაჩერებდი...დედამ რომ დამინახა, სიტყვა ვერ თქვა...მხოლოდ ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და მეც მაშინვე ჩავეჭიდე... - დედა... - ძლივს ამოვთქვი. - მამა... - სხვა არაფერი შემეძლო.დედამ თავი მხარზე დამადო და ერთად ავტირდით.იმ დღეს საავადმყოფოს კედლები ჩემთვის პირველად გახდა მთელი სამყაროს საზღვარი.იქ იყო ჩემი ყველაფერი...იქ იყო ჩემი შიში...იქ იყო ჩემი იმედი...და იქ, ჩემს წინ, საავადმყოფოს სკამზე იჯდა ის ახალგაზრდა ბიჭიც...ბიჭი, რომელმაც იმ საღამოს მამიკოს კიდევ რამდენიმე დღე აჩუქა...კიდევ ერთი შანსი...არ ვიცოდი მისი სახელი...არც ის ვიცოდი, ვინ იყო...მხოლოდ ვიცოდი, რომ იმ საღამოს მამიკოსთვის ხელი არ გაუშვია...მამა სასწრაფოდ გადაიყვანეს საოპერაციოში...ოპერაციამ დიდხანს გასტანა...ექვსი საათისა და ოცდასამი წუთის შემდეგ ექიმმა გვითხრა, რომ მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო...გული ძლივს მუშაობდა...ტვინს ჟანგბად არ მიეწოდებოდა...და მერე გავიგეთ ის სიტყვა, რომლის მოსმენაც ყველაზე მეტად მაშინებდა -კომა...პირველი სამი დღე არ მახსოვს...საავადმყოფოს იმავე დერეფანში ვიჯექი და ყოველ ჯერზე, როცა ექიმი გამოჩნდებოდა, ფეხზე წამოვხტებოდი... - როგორ არის? - ყოველ ჯერზე ერთი და იგივე პასუხი: - ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაშია. - მეოთხე დღე...მეხუთე...მეექვსე...დღეები ერთმანეთში აირია...დავკარგე იმის შეგრძნება, დილა იყო თუ ღამე...ვიძინებდი სკამზე...და ვიღვიძებდი იმავე სკამზე...ხანდახან მამასთან შესვლის უფლებას გვაძლევდნენ...მივდიოდი მის საწოლთან, ვუყურებდი მის სახეს და ვერ ვიჯერებდი, რომ ახლა უძრავად იწვა...მერვე დღეს გავაცნობიერე,რომ ის ბიჭიც ისევ მოვიდა...შემდეგ მეცხრე...მეათე...მეთერთმეტე დღესაც...ყოველდღე მოდიოდა...მოვიდოდა... საავადმყოფოს მორიგე ექიმის მამას მდომარეობაზე კითხავდა და ისევ წავიდოდა...არ ვიცი, რატომ აკეთებდა ამას...ოცდასამი დღის განმავლობაში ყოველდღე მოდიოდა...ზოგჯერ რამდენიმე წუთით...ზოგჯერ დიდხანს იჯდა იმავე სკამზე...ოცდამეოთხე დღის...საღამოს შვიდი საათი იყო...ზუსტად შვიდი...მონიტორის ხმა შეიცვალა...დერეფანში ექთნები ქაოსურად დარბოდნენ... - ექიმს დაუძახეთ! - ოთახში რამდენიმე ექიმი შევარდა.ადგილზე გავიყინე.ექიმები რაღაცებს ამბობდნენ, აპარატებთან მუშაობდნენ...და მერე...სიჩუმე...ისეთი სიჩუმე, რომელიც მთელი სიცოცხლე მემახსოვრება.ექიმმა ნელა დახარა თავი.დედამ პირზე ხელი აიფარა.ვერაფერი გავიგე.ვერაფერი.თითქოს ვიღაცამ მთელი სამყარო გამითიშა.ოცდამეოთხე დღის საღამოს, შვიდ საათზე...დამტოვა...მაინც წავიდა...მამას ხელი ისევ მეჭირა...ჯერ კიდევ თბილი იყო...და სწორედ ეს იყო ყველაზე სასტიკი...დედა ჩემს უკან ტიროდა...კარი ნელა დაიხურა...და იმ დღეს ჩემი ბავშვობის ყველაზე დიდი ოცნება პირველად გახდა ყველაზე დიდი ტკივილი... მამიკოს გარდაცვალების შემდეგ დღეები ისე სწრაფად გავიდა, თითქოს დროსაც კი ეჩქარებოდა ჩემგან იმ საშინელი დღის მოშორება...მაგრამ ჩემთვის არაფერი გასულა...ყველაფერი ისევ იმავე ადგილას იყო...მამას ხმა...მისი სიცილი...ველოსიპედის ბორბლების ხმა...ტბასთან გატარებული ის საღამო...გამოცდები მალევე მომადგა...პირველი გამოცდის დილას ძალიან ადრე გამეღვიძა...სახლიდან ჩუმად გამოვედი...ქუჩები თითქმის ცარიელი იყო...ჰაერში დილის სიგრილე იგრძნობოდა, მე კი ხელში პატარა თაიგული მეჭირა...მამიკოს საფლავთან მივედი...ჩავიმუხლე...რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდი მის სახელს...დავიხარე და საფლავს ვაკოცე...ცრემლის ცხელი კონაც ჩამომიგორდა ლოყაზე და იმ მიწას დაეცა, რომელიც მამიკოს მიფარავდა...თვალები დავხუჭე. - მა...დღეს ჩემი პირველი გამოცდაა...ვიცი...აქ რომ იყო, მეტყოდი, არ ინერვიულოო... - მწარედ გამეღიმა - მაგრამ მაინც ვინერვიულებ...ძალიან მინდა, რომ ჩემით იამაყო... ყველაფერს ვიზამ...ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ შენი პირობა შევასრულო... - თავი დავხარე და წამოვედი...გამოცდების დღეებმა ერთმანეთი სწრაფად შეცვალა...გამოცდების პასუხების მოლოდინში კი მთელი ზაფხული გაილია...ყველაზე მეტად პასუხებზე ვფიქრობდი...რა მოხდებოდა, თუ ვერ ჩავაბარებდი?მეშინოდა...აგვისტოს ბოლო კვირა იყო...დილა...ფარდებიდან მზის სხივები შემოდიოდა...საწოლში ვიწექი და თვალების გახელაც კი მეზარებოდა...ტელეფონი საწოლის გვერდით მედო...უცებ დარეკა...ეკრანს დავხედე...ჩემი მეგობარი იყო...ნახევრად მძინარემ ვუპასუხე - ალო... - მეორე მხრიდან ისეთი ხმა გავიგე,წამში გამოვფხიზლდი - ელააააა! - რა მოხდა?! - ელა, პასუხები დაიდო! - გული გამიჩერდა.რამდენიმე წამი ხმა ვერ ამოვიღე. - რა...? - გამოცდის პასუხები დაიდო! - ხელები მაშინვე ამიკანკალდა. - დარწმუნებული ხარ? - კი! შედი, ნახე! - ტელეფონი ხელიდან კინაღამ გამივარდა...ხალათი მოვიცვი...სწრაფად ჩავირბინე კიბები და დედიკოსთან შევვარდი სამზარეულოში...კომპიუტერი ჩავრთე...საიტი გავხსენი...პაროლი შევიყვანე...ერთხელ შემეშალა...მეორედაც...ხელები ისე მიკანკალებდა, კლავიატურაზე თითებს ძლივს ვამოძრავებდი...ეკრანს ვუყურებდი...გვერდი იტვირთებოდა...ერთი წამი...ორი...სამი...და გაიხსნა...ეკრანს მივშტერებოდი, თითქოს მეშინოდა, რომ თუ თვალს მოვაშორებდი, ყველაფერი გაქრებოდა...მაგრამ სიტყვები იქ იყო...თეთრ ეკრანზე შავი ასოებით: „გილოცავთ! თქვენ მოიპოვეთ სწავლის უფლება სამედიცინო ფაკულტეტზე.“ - რამდენიმე წამით სუნთქვაც კი დამავიწყდა. - დედა... - დედა ჩემ გვერდით იდგა.ეკრანს დახედა.წაიკითხა.და იმ წამს ორივემ თითქოს ერთდროულად გავიგეთ, რომ ეს მართლა მოხდა.დედიკოს თვალები მაშინვე ცრემლებით აევსო. - ჩავაბარე... - ჩუმად ვთქვი.დედიკომ ისეთი ძალით ჩამიკრა გულში, თითქოს ამ ერთ ჩახუტებაში მთელი ის თვეები უნდოდა ჩაეტია, რაც ერთად ვიტირეთ.მეც ჩავეხუტე.უკვე ორივე ვტიროდით.დედას მხარზე თავი დავადე. - დე... - ამოვთქვი ცრემლებს შორის.- მე მართლა ექიმი გავხდები... - გახდები, შვილო... - ხმა უთრთოდა - აუცილებლად გახდები...მამაშენს რომ ენახა... - ამ სიტყვებზე გული მომეკუმშა.თვალები ისევ ამიწყლიანდა. - ვიცი...იამაყებდა შენით... - თვალები დავხუჭე და ჩემთვის ჩავილაპარაკე - პირობის პირველი ნაწილი შევასრულე, მამა...ახლა ყველაზე რთული ნაწილი იწყება. - წინ ბევრი წელი მელოდა.ბევრი წიგნი.ბევრი ღამე.ბევრი დაღლა.ბევრი ცრემლი.ბევრი გამოცდა.მაგრამ იმ დილით პირველად აღარ მეშინოდა.რადგან მე უკვე გზაზე ვიდექი.იმ გზაზე, რომლის დასაწყისშიც პატარა გოგო იდგა ვარდისფერ ყუთთან...ხოლო ბოლოში...თეთრი ხალათი მელოდა...მაშინ არ ვიცოდი...არ ვიცოდი ცხოვრება რამდენ გამოცდას მომიწყობდა...და რამდენი რამ მელოდა წინ...არ ვიცოდი,რომ ცხოვრება წარსულიდან ისევ შემახვედრებდა ერთ ადამიანს,რომელმაც სულ ცოტახნით მაჩუქა სიცოცხლის მიზეზი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


