შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცა დაილია


11-11-2017, 01:07
ავტორი bla.ell
ნანახია 2 071

ცა დაილია აღარ არის
ჩემშიც კოსმოსი,
ვარსკვლავებს ხედავ?!
სულ არ დარჩა შენ
რომ გიწყვეტდი.
აქ ტკივილია,სისასტიკე
დარდებს მოშორდი...
შენ მიდიოდი,მე კი ისევ
ფიქრად მიწევდი.

წვიმამ ითოვა,
მოიტანა თეთრი სიცივე,
ოთახში ყინვა ბზარებს აჩენს
"გიჟის"კედლებზე
შემოიხურე სიყვარული,
არ გამიცივდე.
არ მინდა მოკვდეს ნახატები
შემომეშველე.

დაცარიელდა ეს კედლებიც
ჩარჩოებიდან,
ვაწებებ ბზარებს,
მაინც მიდის ვეღარ ვეწევი..
ეხება გულს და შორს მიდიან
ერთმანეთისგან,
ძირს დაფანტული მინებივით
დავილეწები.

სადღაც მივიწევ უსასრულოდ
"სუნთქვა მელევა"
შემოვიფარგლე უღიმღამო
გამოხედვებით,
კალმის ჩურჩულმა გადამრია
აღუწერელმა,
ცრემლად შემაშრა სევდით
სავსე "შენავედრები".

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1 სტუმარი mo nika

Dzaaan magari leqsia saswauli xar bla.ell

 


№2 სტუმარი Eline

"წვიმამ ითოვა,
მოიტანა თეთრი სიცივე,
ოთახში ყინვა ბზარებს აჩენს
"გიჟის"კედლებზე
შემოიხურე სიყვარული,
არ გამიცივდე.
არ მინდა მოკვდეს ნახატები
შემომეშველე." ყველაზემეტადმომეწონა ძალიანნ მაგარი იყოოო საღოლლ

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ვაიმე რა კარგი ხარ

ვაიმე რა კარგი ხარ

 


№4  offline წევრი N.yviralashvili

დაცარიელდა ეს კედლებიც
ჩარჩოებიდან,
ვაწებებ ბზარებს,
მაინც მიდის ვეღარ ვეწევი..
ეხება გულს და შორს მიდიან
ერთმანეთისგან,
ძირს დაფანტული მინებივით
დავილეწები.

????❤️ Kargi xar.

 


სიტყვების ლამაზი ერთობა, გულს რომ აგიფორიაქებს ❤
--------------------
~ბ.ბ.~

 


№6 სტუმარი 13

ასეთი კარგი შედარებები ლექსში რავი რა უკომენტაროდ რა უნდა დავამატო კარგი ლექსია და ნახატიც შინაარსობრივი, ამ ლექსს რომ უხდება ისეთი. განსაკუთრებით მომეწონა შედარება შემოიხურე სიყვარული არ გამიცივდე. სიყვარულის (შემოხურება) ანუ შედარება თბილ პლედთან უცხო და საინტერესოა.

 


№7  offline მოდერი bla.ell

13
ასეთი კარგი შედარებები ლექსში რავი რა უკომენტაროდ რა უნდა დავამატო კარგი ლექსია და ნახატიც შინაარსობრივი, ამ ლექსს რომ უხდება ისეთი. განსაკუთრებით მომეწონა შედარება შემოიხურე სიყვარული არ გამიცივდე. სიყვარულის (შემოხურება) ანუ შედარება თბილ პლედთან უცხო და საინტერესოა.

არვიცი ასე რატომ დაინტერესდი ახლა ჩემი მთელი პოეზიით, მაგრამ მადლობა ამისათვის რომ არ გეზარება და იმ დროს როცა მე წარმოდგენა არ მაქვს შენ სწორწდ ჩემს ლექსს კითხულობ და თან დადებითი კომენტარით მათბობ მადლობა❤❤

 


№8 სტუმარი 13

ახლა არ დავინტერესებულვარ 2 წლის წინ დავინტერესდი და მაშინაც პირადად ვწერდით ერთმანეთს თითქმის ყოველდღე რამდენიმეჯერ შენ კი აღარ გახსოვს სამწუხაროა ----13 ნიკი არაფერს გახსენებს ელ ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent