შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები, კონტროლის გარეშე...


დღეს, 17:14
ავტორი სესილია
ნანახია 35

გრძნობები, კონტროლის გარეშე...
ცარიელ ოთახებს სევდიანი ათვალიერებდა, ხელით ფრთხილად შეეხო კედლებს, თვალცრემლიანმა გახედა მისაღებ ოთახს, სადაც ბევრი ბედნიეირ თუ მტკივნეული წუთებით სავსე დღეები გაუვლია მის ოჯახს... გული ეკუმშებოდა, არ ეთმობოდა იმის დათმობა, რაც მისთვის ასე ძვირფასი იყო, სახლი, სადაც დაიბადა, გაიზარდა, სადაც თავს ყველაზე დაცულად გრძნობდა, სახლი, რომელიც მისი საყრდენი იყო, ახლა სხვისია... ახლა თითქოს ორივე ფრთა მოტეხეს...
- ქალბატონო გვანცა.
- დიახ. - დაბურული მზერით გახედა კარებში მდგომ მამაკაცს.
- ხომ იცით, რომ სახლის გამოსყიდვა შეგიძლიათ.
- ჰო, ვიცი. - ჩემოდანს ხელი ჩაჭიდა და კიბეები სწრაფად ჩაირბინა. - ვენერა ბებო, აქ ხართ?
- აბა სად წავიდოდი შვილო? ისე გული მტკივა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, თუ როგორ გაგამხნევო.
- არაუშავს, ხდება ხოლმე. პირიქით მინდა მადლობა გითხრათ, რომ დროებით ჩემი ავეჯი თქვენს ავტოფარეხში შემანახინეთ. პატივისცემა ჩემზე და დედაზე იყოს.
- რას ამბობ შვილო, ნეტა ეს სახლი დაიბრუნოთ და მე „გარაჟი“ არ მჭირდება ამ ეტაპზე.
- მადლობა ვენერა ბებო.
- ახლა სად მიდიხარ შვილო?
- დედაჩემის მეგობრის სახლში ვიცხოვრებ დროებით.
- აი, შენი ტაქსიც მოვიდა. - გაჩერებულ მანქანას გახედეს.
- აბა ბედნიერად.
- დროებით შვილო.
გვანცამ დაძრული მანქანიდან ბინას ისე გახედა თითქოს ბოლოჯერ ხედავდა. ახალი ცხოვრების დასაწყებად ჯერ მზად არ იყო, თუმცა ცხოვრების ახალი ეტაპის გასავლელად ძველი მეგობრის ბინის წინ იდგა და ფიქრობდა, გაებედა თუ სადმე სხვაგან გადაკარგულიყო.
გაბედა.
- კარებს რატომ არ აღებს? - ზარს გაბმულად აჭერდა ხელს, - არადა მაია დეიდამ სახლში იქნებაო, გივი ჩვენ ვართ, გააღე კარი. - რკინის ცივ კარებს შუბლით მიეყრდნო, - უფ, კი მესიამოვნა ეს გრილი კარები, - გვანცამ თავისთვის ჩაიბუტბუტა და კიბეზე ჩამომავალ ქალს თვალი ჩააყოლა. - გივიი, გააღე კარები. - ბრახუნზე გადავიდა, - გივითქო!
კარების საკეტის ჩხაკუნი გაისმა, ღია კარებში კი მოკლე შორტებში, თმა გაჩეჩილი გივი იდგა. ბიჭმა გოგოს დანახვაზე კარები,მომენტალურად, მიკეტა.
- გივი რას აკეთებ? - კარზე ისევ დაუბრახუნა.
კარები ისევ ფრთხილად გაიღო.
- აქ რას აკეთებ? - ხმაში შეკავებული ემოცია იგრძნობოდა.
- რას უნდა ვაკეთებდე? - გვანცამ ჩემოდანს ხელი სტაცა, შუა კარებში გაჩაჩხული გივი გასწია და მისაღებში ამოჰყო თავი.
- მოიცა რას გავს შენი საქციელი? - ბიჭი სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა.
- რას უნდა გავდეს? შენ რა მაია დეიდამ გუშინ არ გელაპარაკა?
- მე?
- ხო შენ?
- კი და მერე?
- ხო გითხრა, რომ მე გადმოვდიოდი შენთან საცხოვრებლად?
- რა თქვი? - ნერვიულობისგან გიგაურს ნერწყვი გადასცდა და ხველება აუტყდა.
- ნელა, ჩემს ბარობაზე ნუ დაიხრჩობი თუ ღმერთი გწამს.
- აქ, აქ ჩემთან უნდა იცხოვრო? ბიჭთან, უფრო სწორად მამაკაცთან? - თვალები გაოცებისგან შუბლზე აუცოცდა.
- მამაკაცს სად ხედავ? - მიმოიხედა გვარაძემ.
- მე აბა ვინ ვარ? - საჩვენებელი თითი სახესთან მიიტანა.
- გივი ერთად არ დავბადებულვართ, თორე რაც თავი მახსოვს შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში, რა კაცზე მელაპარაკები? შენ პირველ ოთახში წვები ხო? მე აქ დავწვები, - პატარა საძინებლის კარები შეაღო და ჩემოდანიც შეაგორა.
გივი სასოწარკვეთილი უყურებდა გვანცას, გვანცას რა ქალს, რომელიც როგორც ყოველთვის მაშინ ჩნდებოდა მის ცხოვრებაში, როდესაც სიმშვიდის ზღრუბლთან მიცურდებოდა, აჰა, უნდა დაეწყო ტკბობა და ვინ გაცდის?
- ოხ, დედა, დედა! - გივი კბილებში გაბრაზებით ცრიდა.
- რას ბუტბუტებ მანდ?
- გვანცა.
- ჰო.
- როგორც მახსოვს შენც გაქვს სახლი და ჩემთან რატომ გადმოხვედი?
- ეჰ, - ამოიხვნეშა გვანცამ და უიმედო სახით იქვე სავარძელში ჩაესვენა, - სადღა მაქვს სახლი? თავხედები მაგენი.
- ვინ?
- ბიძაჩემი.
- მოიცა ბიძაშენი რა შუაშია?
- შუაში არა, თავშია. - შუბლი ნერვიულად მოიქექა, - იპოთეკით დაუტვრთია, დედაჩემი ხო ბატია, ყველას ხომ უნდა ენდოს და რომ ვერ გადაიხადა დავალიანება, კი გაიყიდა აუქციონზე და ასე და ამგვარად მამაჩემის დატოვებული ბინა, ფაფუ აღარ არის. - თვალებში ცრემლები მოაწვა, - აი, ისე ვარ გამწარებული, ისე... ამიტომ მიფრთხილდი შენზე არ ვიყარო ჯავრი! - გადაუბრიალა, ცისფერი, თვალები.
- ეუფ, არ დაგმართნიათ კარგი ამბავი. - გივიმ სახე მომანჭა, - მაგრამ...
- რა მაგრამ?
- არა არაფერი, - ხელები გაასავსავა უარის ნიშნად, „მე რა შუაში ვარ რომ შემომეჭერი“ გაიფიქრა გულში და გაბუსხული სახით სამზარეულოში გავიდა.
- გივი.
- ხო,
- მშია.
- მერე ვგავარ მე ძიძას? - თვალები უკმაყოფილოდ გადაატრიალა.
- სტუმარი ვარ, არ უნდა მაჭამო?
- შენნაირი სტუმარი არ ვიცი მე. - წარბები შეკრა და ხელები გულთან ჩაიმწყვდია.
- ხვალიდან აღარ ვიქნები სტუმრის სტატუსით, დღეს მომემსახურე რაა. ისედაც არ ვარ კარგად. - სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა.
- ღმერთო რა შევცოდე მითხარი, გეფიცები გამოვასწორებ, თუ ეს ალქაჯი ჩემი სახლიდან წავა. - გიგაურმა, მუდარით სავსე ხმით, თვალები ჭერს მიაპყრო.
- ტყუილად ლოცულობ, არ გიშველის ეგ. - გვანცამ წყალი მოსვა, - აი, მაინც ვერ გავიგე რატომ აღარ გიყვარვარ? არადა ბავშვობაში სულ ერთად ვიყავით. ბოლო წლებია რატომ ამითვალწუნე?
- იმდენი სიხშირით იყავი ჩემს ცხოვრებაში, დასვენება ავიღე შენგან, მაგრამ ვინ მაცადა? - უმწეოდ გაშალა ხელები. - და როდის მიდიხარ?
- სად?
- ანუ სხვა ბინაში? აბა აქ აპირებ ცხოვრებას? - გივის სასოწარკვეთა ისევ გამოესახა სახეზე.
- ჯერჯერობით არსად, თან ჩემს სამსახურთან ახლოს ცხოვრობ და მაწყობს ეგ ადგილი.
- მოიცა მუშაობა დაიწყე?
- კი.
- სად?
- სკოლაში, ჯერ პრაქტიკებს გავდივარ, მაგრამ იმედია მერე სადმე გამოჩნდება ადგილი.
- მოიცა შენ მართლა მასწავლებელი გამოხვედი?
- გივი.
- ჰო. - გვერდულად ახედა.
- მართლა რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი?
- არ ვიცი, მგონი პირველი კურსის მერე.
- ვა, ამდენი დრო გავიდა?
- კი და შენ ასე უცაბედად შემოვარდი ჩემს სახლში.
- იცი, სოც-ქსელებში ადამიანებს ყოველდღიურად რომ ვხედავ, მგონია რომ მათ ყოველდღე ვხვდები, ალბათ ამიტომაც არ მიგვრძვნია, რომ ამდენი წელი გავიდა.
- ყველაფერზე პასუხი როგორ გაქვს?
- მოიცა შენ რა არ გაქვს?
- მისმინე, მოდი შევთანხმდეთ, სანამ აქ იცხოვრებ, ერთმანეთს ძალიან არ შევაწუხებთ. ჩემს სამუშაოს სიმყუდროვე ჭირდება.
- ისევ ხატავ?
- კი.
- მერე ხო მაჩვენებ?
- არა.
- რატომ?
- გითხარი ზედმეტად ნუ შევაწუხებთ ერთმანეთსთქო.
- როდის აქეთ გახდი უჟმური?
- მე?
- ხო შენ!
- ახლა უჟმურიც გამოვედი, - თავი გადააქნია გივიმ და ღრმად ამოისუნთქა.
- მისმინე როცა გოგოებს ამოიყვან, წინასწარ მითხარი, ან დამირეკე და იმ დღეს არ მოვალ სახლში.
- კარგი.
- რაა? შენ რა მართლა ამოგყავს გოგოები? - თვალებში ჩახედა.
- მოიცა რატომ არ უნდა ამოვიყვანო? მამაკაცი ვარ და გართობა მინდა ხოლმე.
- არაა, ყველა კაცი ერთნაირი როგორ არის. - გვანცამ ტუჩები მოპრუწა, - ყველა გართობაზე ფიქრობს, იქნებ იმ რომელიმე გოგოს ვისაც ეფლირტავები გულით უყვარხარ?
- შენც შეგიძლია ბიჭები ამოიყვანო. - ენა გადმოუტიტა.
- ვაიმე უტვინო ბიჭები მაკლია სრული ბედნიერებისთვის. მადლობა, ასეც კარგად ვარ.
- უკაცრავად საქალბატონე გვანცავ, მე უნდა ვიმუშაო და თქვენის ნებართვით გავალ.
- მიდი, მიდი. მე ბარგს ამოვალაგებ.
- არ ამოალაოგო, იქნებ მალე გადახვიდე ჰა? - იმედით სავსე თვალებით შეხედა.
- ერთი საათიც არ ვარ აქ და უკვე მაგდებ? ბავშვობის მეგობარს ასე აგდებ? მოიცა, მაინც გავიგებ რატომ გაგიცივდა ჩემს მიმართ ურთიერთობები და რატომ გამცვალე სხვა მეგობრებში. - დაექადნა გიგაურს გვარაძე.
- ისე არ დაგემართოს კატამ თხარა თხრაო და თავისი მოსაკალვი დანა გამოთხარაო!
- დედაა, ანდაზებიც გისწავლია. მომწონს.
გივიმ უკმაყოფილო სახით გახედა და თავის ოთახში შეიკეტა.


***
- დილა მშვიდობისა, - გვანცა ღიმილიანი სახით შევიდა სამასწავლებლოში.
- გვანცა, მოდი ჩემთან. - ხელით ანიშნა სასწავლონაწილმა.
- დიახ, შორენა მასწავლებელო.
- დღეს თამარ მასწავლებლის ჯგუფს შენ ჩაუტარებ გაკვეთილებს.
- მე? - გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა.
- ხო, რატომ ხარ გაოცებული?
- მოულოდნელი იყო. მე ხომ ჯერ პრაქტიკებზე ვარ.
- მერე რა? როცა მასწავლებელი არ იქნება უნდა ჩაანაცვლო, ასე ნელნელა გაიზრდები და ისწავლი პედაგოგობას.
- კარგით, მადლობა ნდობისთვის, მაშინ გავიქცევი ბავშვებთან. - ჩანთას ხელი დაავლო და სირბილით გაიქცა საკლასო ჯგუფისკენ. - დილა მშვიდობისა, ბავშვებო.
- გვანცა მას დღეს თქვენ იქნებით ჩვენთან?
- დიახ, ჩემო პატარა.
- მას ახლა ჩვენ ხელოვნება გვაქვს.
- ვიცი, ამიტომ ამოვიღოთ სახატავი რვეულები, ფანქრები და თავისუფალი თემა დავხატოთ.
- მააას, - შეწუხებული სახით წამოხტა თმახუჭუჭა ბიჭი, - თავისუფალი თემა როგორ უნდა დავხატოთ, მე არ ვიცი, არ მინახავს.
- ჩემო ნიკო, თავისუფალი თემა არ იცი რას ნიშნავს?
- არა. - ჩუმად ჩაილაპარაკა.
- ეს იმას ნიშნავს რაც გსურს ის დახატო, მაგალითად მანქანა, სპაიდერმენი, სახლი და ა.შ. ანუ რაც შენს გულს გაუხარდება.
- აუ, რა მაგარია, მე ბეტმენს დავხატავ. - გახარებული დაჯდა მერხთან და ხატვას შეუდგა.
- მასტავლებელო, მასტავლებელო.
- ხო, ანდრო.
- მე რა დავხატო?
- შენ გულს რაც გაუხარდება.
- კარგით მასტავლებელო.
- ანდრო. - მიუახლოვდა ბავშვს.
- დიახ, მასტავლებელო.
- წიწილა თქვი.
- წიწილა. - გაიმეორა ბავშვმა.
- აბა ახლა თქვი მასწავლებელი.
- მასტავლებელი.
ჯგუფში სიცილი ატყდა.
- ყველანი გაჩუმდით, რას ხედავთ სასაცილოს? - გვანცამ ხმას აუწია და კოპები შეკრა, ჯგუფი გაისუსა. - მოდი დავმარცვლოთ, აბა ჩემთან ერთად გაიმეორე მას-წავ-ლე-ბე-ლი. აი, ყოჩაღ, ნახე უკვე გამოგივიდა, - ანდროს სახე გაებადრა, - აბა გავიმეოროთ წავ წავ წავ , აბა კიდევ ერთხელ მას-წავ-ლე-ბე-ლი. აი ყოჩაღ, - თმებზე სიყვარულით მოეფერა.
- მაწავლებელო, ნახე მე თქვენ დაგხატეთ. - თეკლამ თაბახის ფურცელი ააფრიალა.
- ვაა, რა მაგარია. დიდი მადლობა. - სასაცილოდ გაფარჩხულ დახატულ გოგოზე ეღიმებოდა გვანცას.
დღემ დამღლელად ჩაიარა.
- თამუუ, - დაქალი დაინახა.
- გვაანც. - ცქრიალა გოგომ ქუჩა გადმოჭრა. - როგორ ხარ?
- მე კარგად და შენ? სად მიქრიხარ?
- მოსწავლესთან და შენ?
- მე ახლახანს მოვრჩი მოსწავლეებს და სახლში მივდივარ.
- მოიცა რა ქენი ბინის?
- დროებით, ჩემს ძველ მეგობარს შევეკედლე.
- ვაა კარგია მერე, ვღელავდი შენზე და სად ხარ ტერიტორიულად?
- აქვე, სისხლის ბანკთან, რომ ბინებია იქ.
- ვაა, კარგ ადგილას შეკედლებულხარ, მაგრამ რომელ მეგობარს, მე არ ვიცნობ?
- კი იცი, გივისთან.
- მოიცა იმ გივის? - გაახსენდა, - შენი კლასელი და მეგობარი გივი? მოიცა, შენ არ ამბობდი წლებია ერთმანეთი არ გვინახავსო?
- კი იქნება ასე 3-4 წელი, მაგრამ მაია დეიდამ, მიდი გივისთან იცხოვრეო და ახლა ხომ იცი როგორ ვარ ფინანსურად გაჭედილი და თან უხერხულადაც არ ვარ, რაც თავი მახსოვს მუდამ ჩემს ცხოვრებაშია მაგ საზიზღარი და ავეწყობით.
- კარგია, აბა წარმატებები. გნახავ მერე საჭორაოდ, ახლა უნდა გავიქცე, თორემ მოსწავლესთან დამაგვიანდება.
- მიდი, მიდი. აბა დროებით. - სახლისკენ მიმავალ გზას ღიღინით გაუყვა, გზად მაღაზიაში შეიარა, პროდუქტები იყიდა და სახლში დატივრთული ავიდა. - მოვედიი. - დაიძახა შესვლისას, თუმცა ტყუილ უბრალოდ, არავინ გამოეპასუხა. - ვაა, მარტო ვარ? - ჯერ გივის საძინებელში, შემდეგ სააბაზანოში შეიჭყიტა. - რა კარგია, მარტო ყოფნა. - მიწვა დივანზე, ხელები თავქვე ამოიწყო და თვალები ჭერს გაუშტერა. - გივი შენ ხარ? - კარების ხმაზე თავი წამოყო.
- თქვენ ვინ ხართ? - მისაღებში წითურთმიანი ბიჭი შემოვიდა.
- თქვენ ვინ ხართ? - გვანცა შეშინებული წამოხტა, თან ფარულად ათვალიერებდა გარემოს, რა შეიძლება ეხეთქა თავში ბიჭისთვის თუ მისკენ წამოვიდოდა.
- მე გიორგი ვარ. - მოსული საეჭვოდ უღიმოდა.
- „რატომ მიღიმის? მანიაკია?“ - თვალებმოწკურული აკვირდებოდა.
- თქვენ, მოიცა, თქვენ გვანცა ხართ? ასეთ ფორმაში ძლივს გიცანით.
გვარაძემ თავის აჩაჩულ ჩაცმულობას ახედა-დახედა, უხერხულად შეისწორა ზედა და შარვალი.
- თქვენ რა მიცნობთ?
- მე გივის ძმაკაცი ვარ, გიორგი დარსაძე. - მისალმების ნიშნად ხელი გაუწოდა.
- მე, კი იცით უკვე ვინ ვარ. - გაწვდილ ხელს მისი ხელი შეაგება და გაუღიმა.
- გივი არ არის სახლში?
- არა, რომ მოვედი არ დამხვდა.
- აქ როგორ მოხვდით?
- ა, მე? გრძელი ისტორიაა, თუმცა გივის დროებით შემოვეფარე.
- თქვენ დიდი ხნის მეგობრები ხართ ხომ?
- კი, პირველი კლასიდან ერთ მერხზე ვიჯექით, ხან ის მიშრობდა სისხლს, ხან მე. - გაეცინა გვანცას.
- გივის პირველი კურსიდან ვიცნობ, მაგრამ ...
- ხო, სტუდენტები რაც გავხდით, ცოტა ჩვენი გზები ერთმანეთს დაცილდნენ.
- აჰა, ხდება ხოლმე.
- ყავა ან ჩაი ხომ არ გინდა?
- აუ, კი. ცხელი ჩაი.
- ჩაი გიყვართ?
- კი.
- აუ, მეც. - ფინჯნები დააწყო მაგიდაზე. - მოიცა, შაქარი სად დევს, თქვენ ხომ არ იცით?
- მგონი აქ უნდა იდოს, - გიორგიმ კარადის ზედა თარო გამოაღო.
- ეტყობა აქ ხშირი სტუმარი ხარ.
- კი, სამი და მყავს, და როცა სიმშვიდე მინდა, აქ მოვდივარ და მე და გივიკო ერთად ვმუშაობთ ხოლმე.
- ვაა, რა მაგარია სამი და.
- მაგარი არა ის კიდე, დამღალეს მაგათმა თაყვანისმცემლებმა და სდევამ. კიდევ კარგი უფროსი გათხოვილია და პატარა დისშვილს ველოდები.
- ოო, ეგ კარგი ამბავია.
- შენ დედისერთა ხარ?
- კი, მამა ადრე გარდამეცვალა და შესაბამისად დავრჩი დედისცალა. - შესცინა.
- საღამო მშვიდობისა. - სამზარეულოს კარებში, შუბლშეკრული, გივი იდგა.
- გივიი მოხვედი? ჩაი გინდა?
- არა. - წყალი დაისხა, ერთი მოსმით დაცალა და საძინებელში გაუჩინარდა.
- გავალ მეც ხო. - წამოდგა გიორგი.
- კი მიდი, მიდი. მე ჭურჭელს ამოვრეცხავ, - ფინჯნები ნიჟარაში ჩააწყო.
- გივი, - დაუკაკუნებლად შეაჭრა გიორგი ძმაკაცის ოთახში. - ეს ამბავი რატომ არ მითხარი?
- რა ამბავი? - ტახტზე მიწოლილს თვალები არც კი გაუხელია.
- გვანცა შენთან, რომ გადმოვიდა.
- ოჰ, მერე რა?
- სულ არაფერი. - ქვედა ტუჩი სასაცილოდ ამოაბრუნა დარსაძემ. - მე მაინც რას მატყუებ?
- როცა არაფერია, იქ რა არის მოსატყუებელი? - ცალი თვალი გაახილა გიგაურმა.
- ანუ მორჩა?
- რო მორჩენილიყო, მაგიტო მივატოვე წლების წინ.
- Ok. დავიჯერე. - ხელები გულთან ჩაიმწყვიდა გიორგიმ და ძმაკაცს გამომცდელად მიაშტერდა.
- წასვლას არ აპირებ?
- არაა, დღეს აქ ვრჩები.
- აქ? - თვალი მოავლო ოთახს, - როდის აქეთ გავხდი თავშესაფარი? იმ ოთახში იმას ძინავს.
- იმას სახელი აქვს, გვანცა.
- თუ ჩემი გამოწვევა გინდა, პირდაპირ მითხარი და უცებ გისვრი ფანჯრიდან.
- ნწ, ნწ, ჩემი მკაცრი ბიჭი. - კომპიუტერს მიუჯდა და თამაში დაიწყო.
- მეძინება, - შეუბღვირა ძმაკაცს.
- ყურსასმენებს გავიკეთებ და თუ მაინც გაწუხებს ხმაური, გვანცასთან გადი. - ამის თქმა და თავში ბალიში მოხვდა. - გივი, რა დღეში გაქვს ნერვები? - აგრძელებდა ღლაბუცს დარსაძე, თუმცა კიდევ რომ მოხვდა ბალიში, გაჩუმება არჩია და ჩუმად განაგრძო თამაში.


***
- ფული მოიტანე?
- არა... - ძლივს ამოთქვა.
- არა? არა რას ნიშნავს? ჰმ? - ნერწყვი ნერვიულად გადააპურჭყა მაღალმა ბიჭმა, - გესმით ფული არ მაქვსო. - ირონიულად მოავლო თვალი შეკრებილებს, - რატომ?
- არ მქონდა. - შეშინებულმა ამოთქვა.
- მერე ეგ ვის აინტერესებს? გითხარი და როგორც გინდოდა ისე უნდა მოგეტანა. - თავში ხელი წაარტყა.
- ვერ შევძელი მეთქვა.
- რატომ? ენა არ გაქვს? თუ ხელები? მოგეპარა, მე რაში მადარდებს როგორ იშოვი? მთავარია, რომ თავანი მოიტანო საძმოში. გაიგე ბიჭოო? - ყურთან მთელი ხმით ჩასძახა და ხელი ლოყაზე მიარტყა, პატარა ბიჭი აიწურა, ნატკენ ადგილას ხელის აფარებაც ვერ შეძლო, შეეშინდა ისევ არ დაერტყათ. - ხვალ ფულს მოიტან, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა გაიგებს, რომ ფუმფლო ხარ და მატყუარა. - ხელი დასარტყამად მოამზადა, რომ ვიღაცის სიცილმა ხელი შეუშალა, გაბრაზებით მოიხედა უკან.
- ბრავო, აი მესმის. ჰმ, - გულმკერდთან ხელებჩახვეული გვანცა იდგა. - მე კი დღეს ავტვირთავ ამ ვიდეოს და ვნახოთ რა რექაცია ექნება ადამიანებს მოძალადე ადამიანების მიმართ!
- ჩემო დაია, ნუ ერევით მამაკაცების საქმეში. - გაიჯგიმა მაღალი ბიჭი, რომელიც აშკარად თავს ლიდერად თვლიდა.
- დაია? - ჩაეცინა გვარაძეს, - მასწავლებლებს როდის მერე მიმართავენ „დაიათი“? თუ ასაკი არ მეტყობა და პატარა გგონივართ?
- მასწავლებელი არა ის კიდევ, - აუტყდათ სიცილი.
- შენ არჩვაძე ხარ მანანა კუპატაძის სადამრიგებლოდან. მოსწავლე, რომელიც არ სწავლობს და არც არავის სცემს პატივს. ახლა მესმის რატომ ცდილობ სხვებზე იძალადო, დაამცირო და ა.შ. ზოგადად ხომ მოძალადე ადამიანები ძალადობით თავისი სუსტი მხარეების დამალვას ცდილობენ? ჰგონიათ თუ არ იძალადა, თუ არ იჩხუბა ისე ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს, არადა მშვენერი ბიჭი ხარ, კარგი აღნაგობის, ცოტა განათლება, რომ მიიღო და წიგნიც წაიკითხო ან თუნდაც ფილმებს უყურო, აღმოაჩენ, რომ ძალადობა, სხვების ჩაგვრა, მხოლოდ იმ ხალხის საქმეა, რომლებიც ადრე დაამცირეს, დაჩაგრეს და შემდეგ იფიქრეს იმათ თუ ვერ ვუხდი სამაგიეროს, ვინც მე დამამცირა, მოდი სხვებს დავამცირებ, დავჩაგრავ.
- ცოტა ბევრს, ხომ არ ლაპარაკობთ? - არჩვაძემ კბილებში გამოცრა.
- კი, ზოგადად მასწავლებლებს ბევრი ლაპარაკი გვიყვარს, იმიტომ რომ ჩვენი ერთი ერთი მოვალეობაა გზას აცდენილი მოსწავლეები სწორ გზაზე დავაბრუნოთ. - გაუღიმა.
- ვახ, უკვე ნერვები მეშლება. - თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი. - ქალებს ხელას არ ვაკარებ, არ არის მამაკაცური საქმე, ამიტომ გზა განაგრძეთ.
- ოჰ, დამბურძგლა. - გვანცამ ხელებს დახედა, - როგორი ჯელტმენობაა. მადლობა, მაგრამ მე არც მჩაგვრელ მამაკაცს და არც ქალს ვინდობ. - ისევ შესცინა და მობილური მოიმარჯვა.
- სად რეკავთ?
- პატრულში. - გულუბრყვილოდ აუხამხამა თვალები.
- წავედით, გიჟია ეს. - სირბილით გაიქცნენ დამფრთახალი ბიჭები.
- აბა, როგორ ხარ? - პატარა ბიჭს მიუახლოვდა.
- არამიშავს.
- ლოყა ძალიან გტკივა?
- ახლა გადამიარა. - ნატკენ ადგილას ხელი მიიდო.
- რა გქვია?
- სერგო.
- სერგო, წამოდი გაჩერებამდე მიგაცილებ ხომ?
- კარგით. - ჩანთას ხელი დაავლო და გვანცას პატარა ბატკანივით უკან გაჰყვა.
- იცოდე, როცა ვინმე გჩაგრავს აუცილებლად უნდა უთხრა ვინმეს. ამის დამალვა არ შეიძლება. მჩაგვრელები მუდამ გეტყვიან, რომ თუ ამ ამბავს იტყვი, ყველას ეტყვიან, რომ ცუდი ხარ, მაგრამ უმეტესობა ამის გამკეთებელი არ არის, რატომ? იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის ვინ არის მჩაგვრელი. თუ მშობელი არ გენდობა, მასწავლებელს უთხარი, თუ მასწავლებელი არა მაშინ კლასელს და ა.შ. რომელიმე აუცილებლად მოგისმენს. ხო ხედავ, მედგრად, რომ დავუდექი შეეშინდათ და გაიქცნენ, სინამდვილეში ე.წ. მობულინგე ხალხი მხდალია და მისი ძალადობით თავიანთ სიმხდალეს მალავენ.
- მართლა?
- დიახ, აბა გეთქვა არ მეშინია თუ იტყვი რომ ფუმფლო ვარო, გგონია მართლა დაწერდნენ? ან თუ დაწერდნენ და შენ ყურადღებას არ მიაქცევდი, დააიგნორებდი, მერე თავს დაგანებებედნენ, მოძალადეები სხვების სისუსტით არსებობენ, აბა მათზე ძლიერი მიუყვანე, როგორ უცებ აცახცახდებიან და გაიქცევიან, როგორც წეღან.
- ვიდეო მართლა გაქვთ?
- კი, ცოტა გადავიღე, რადგან ამის შესახებ მანდატურებს და სკოლოს ადმინისტრაციას უნდა ვუთხრა. არ შეიძლება ხელი დავაფაროთ დამნაშავეებს. ნუ გეშინია, - გაფითრებულ სახეზე ხელი ჩამოუსვა მოსწავლეს, - ისე გავაკეთებ ყველაფერს, რომ შენ არ დაზარალდე.
- დიდი მადლობა, მასწ. ჩემი მარშუტი მოვიდა და წავყვები.
- იცოდე კიდევ თუ შეგაწუხებენ, ჩემთან მოდი.
- კარგით გვანცა მასწ.
- აბა დროებით. - მარშუტში შეაცილა და გზა სახლისკენ ღიღინ-ღიღინით განაგრძო. - მოვედიიი. - იმხელაზე დაიყვირა, გივი სკამიდან გადმოვარდა.
- ყოველ მოსვლაზე რომ არ დაიძახო მოვედიო, არ შეიძლება?
- ამით ნიშანს გაძლევ.
- რა ნიშანს?
- რომ თუ რამეს აფუჭებ ან ვინმე გოგოს ეხვევი, გაჩერდე.
- მაგდენს თუ ხვდები, რომ პირად სივრცეში შემომეჭერი, რომ გადახვიდე არ ფიქრობ?
- ვგიჟდები შენს სტუმართმოყვარეობაზე, აშკარად არ ხარ შენ მაიკოს შვილი.
- გამაცინე.
- აი, მართლა ვერ გავიგე, რა დაგიშავე? რატომ მებუტები, რატომ აღარ გვაქვს ძველი ურთიერთობები? ჰა? - ქვედა ტუჩი საწყლად გადმოაბრუნა.
- რაღაცეები გეჩვენება. ისევ ისე ვართ.
- ვის ატყუებ, მე თუ შენს თავს? - დაჟინებული მზერა არ მოაშორა, გივი უხერხულად აიწურა, მერე ჩაახველა, ცხვირზე ხელი აიკრა და გვანცას ანალოგიურად დაჟინებით მიაშტერდა.
- რომელ ურთიერთობებს ითხოვ? გავიზარდეთ გვანცა, შენ შენი გზა აირჩიე, მე ჩემი გზა. ჩვენი ღირებულებები სხვადასხვაა და ამან განაპირობა ჩვენი ურთიერთობების ცვლილებები.
- მოიცა იმ წლებს რაც ერთად გვიტარებია, რაც ერთად გვივლია, რაც ერთად გვიკეთებია, რა ღირებულებები შევიცვალეთ?
- ძირითადად ჩვენი მშობლების გამო ვიყავით ახლოს.
- მშობლების გამო? - იგრძნო როგორ მოაწვა ცრემლები, სახეზე წამოახურა, ხელები დაქნია.
- მოიცა შენ რა ტირი?
- არა, უბრალოდ თვალში რაღაც ჩამივარდა. - ლოყებს შიგნიდან იკბინა, რომ ცრემლები შეეკავებინა, საშინლად გაბრაზდა, საშინლად ეწყინა გივის სიტყვები. მიუხედავად იმის, რომ ბოლო სამი წელია მათი ურთიერთობები ნაცნობებზე უფრო ნაკლებ ეტაპზე გადავიდა, მაგრამ თვლიდა, რომ ეს ყველაფერი პანდემიით გამოწვეულმა ჩაკეტილობამ გამოიწვია, რომ გივი უმეტესად გაცვლითი პროგრამებით საზღვარგარეთ იყო და როგორც დედა ელოდა შვილის სახლში დაბრუნებას ისე ელოდა გივისაც, ვერ წარმოედგინა რომ მეგობარი, რომელთანაც მთელი 12 წელი გაატარა, ასე უბრალოდ ეტყოდა, რომ ეს ყველაფერი მშობლების გამო იყო. გულზე ხელი მიიჭირა, იგრძნო უჰაერობამ როგორ შეიპყრო და სამზარეულოდან სწრაფად გავარდა, არ უნდოდა გივის თვალწინ ცუდად გამხდარიყო. საძინებლის ფანჯრები გამოაღო და ღრმად ისუნთქვდა ჰაერს.
- თავხედი, - ტირილი აუვარდა, - მის გამო რამდენ ხათაბალაში ვეხვეოდი, რამდენჯერ გადამირჩენია, რამდენჯერ დავხმარებივარ და ეს უბრალოდ მშობლების გამო, რას ნიშნავს? ძმასავით მყავდა, რომლისთვისაც ყველაფერი კარგი მემეტება. თავხედი. ანუ ასე ხომ? - მობილური მოიძია, - თამუნა, რას შვრები?
- რავი მოსწავლეებიდან მოვდივარ.
- მისმინე დახმარება მჭირდება შენი.
- ჩემი? მითხარი მერე.
- შემიძლია შენთან დავრჩე?
- ჩემთან? რა მოხდა გივიმ გამოგაგდო?
- არაა, უბრალოდ მე აღარ მინდა აქ.
- ხომ იცი, ჩემთან შენი კი არა ჩემი დასარჩენი ადგილი არ არის. - დაქალს დაღვრემილი ხმით უპასუხა.
- ხო ეგ სულ დამავწყდა. - ამოიოხრა გვანცამ და შუბლი გრილ მინას მიადო.
- რა გაწყენინა?
- ყველაფერი. - ისევ წასკდა ცრემლები. - როგორ მეგონა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, აი ის მეგობარი წლები რომ ვერ ნახულობ, მაგრამ როცა ნახავ თითქოს გუშინ ნახე ბოლოს, მაგრამ შევცდი. მხოლოდ მე ვიყავი მისი არსებობით ბედნიერი, როგორ მიხაროდა მისი ყველა წინსვლა, წარმატება, თურმე მისთვის 12 წლიანი ტვირთი ვყოფილვარ და არა მეგობარი. - ცრემლებს ხელისგულებით იწმენდდა.
- აუ, გვაანც წარმომიდგენია როგორი გულგატეხილი ხარ. გინდა სადმე გავიდეთ? დავლიოთ?
- აუ, კიი.
- აბა ჩვენს ადგილას გელოდები.
- ახლავე გამოვიქცევი. - ქურთუკს ხელი დაავლო და გიჟივით გავარდა გარეთ.
- გვანცა სად წახვედი? - გივიმ ცხვირწინ მიჯახუნებულ კარს უთხრა.
შუაღამემდე იცდიდა გიგაური, ხან ერთი ფანჯრიდან, ხან მეორე ფანჯრიდან იციქრებოდა. ყველა ფეხის ხმაზე წამოხტებოდა.
- არა რაა, სად წავიდა ახლა ეს გოგო? - მობილურს ნერვიულად ათამაშებდა და საათს თვალს არ აცილებდა. - რომელი ნორმალური დადის ასე გვიან ქუჩაში? რო რამე მოუვიდეს? - წამოხტა და ბოლთის ცემას შეუდგა. - არა რატომ ვღელავ? არ მადარდებს, რაც მოუვა მოუვიდეს, მეგობრები ვართ თუ რა? რატომ უნდა ვიდარდო? - მიუჯდა კომპიუტერს, მონიტორს გაშტერებული თვალებით უცქერდა, ვერაფერი გააკეთა, გული მოსვენებას არ აძლევდა. - არა რაა, რას მოდიოდა საერთოდ ამ ჩემთან? ხომ ვიყავი ჩემთვის წყნარად? არავინ და არაფერი მადარდება, ახლა კი მანერვიულებს. აი, ნომერიც არ მაქვს, რომ დავურეკო. არა, გარეთ უნდა გავიდე, იქნებ სადმე გადავაწყდე. - ქურთუკი მოიცვა, როცა კარების გაღების ხმა გაიგონა. - გვანცა?
- დიახ. - ცივად ახედა.
- რატომ დაიგვიანე?
- არ მითხრა, რომ აღელდით. - კედელს მიეყრდნო.
- შენ რა მთვრალი ხარ?
- ხო, რა იყო? ქალებიც ვსვამთ, რომ იცოდე. - საჩვენებელი თითი მაღლა ასწია. უცებ იგრძნო ყველაფერი როგორ დატრიალდა და ძირს დაეშვა.
- გვანცა, - ხელი შეაშველა გივიმ და ძირს დავარდნისგან იხსნა, მერე ხელში ფრთხილად აიყვანა და საძინებელში ტახტზე დააწვინა. - აი, თუ არ შეგიძლია რატომ სვამ ამდენს? - სამზარეულოში წყლის მოსატანად გაფრატუნდა უკმაყოფლო სახით.
- მამა, მამიკო... - ძილში ტიროდა გვანცა. - მცხელა, - გადაიძრო საბანი. - მამა მოვედი, მამიკო... - სიცილი აუტყდა.
- ღმერთო ჩემო, - გივიმ საბანი ისევ გადააფარა, მისი წინ ჩაიმუხლა, ნიკაპს ხელები ჩამოაყრდნო და გვანცას ყურება ისე განაგრძო. - მითხარი ისევ რატომ დაბრუნდი ჩემს ცხოვრებაში? მე ხომ გაგიშვი? ისევ რატომ მანერვიულებ? ისევ რატომ მაფორიაქებ?
- მამა? - მძინარე წამოჯდა, ხელები ძლიერად მოხვია გივის და გულთან ჩაეკრა, - მამა, რა კარგია რომ მოხვედი, იცი როგორ მომენატრე? ნახე უკვე დიდი გოგო ვარ, - გაიცინა და სუნთქვა შეკრულ გივის კისერში ცხვირი გაუხახუნა, - მაა, ადრე რატომ წახვედი ჩემგან? - ტირილი აუტყდა, ხელები უშვა გახევებულ ბიჭს და ლოგინზე გულაღმა გადაწვა, საბანი გულთან მიიხუტა და მშვიდად განაგრძო ძილი. გიგაურს არ ახსოვს რამდენი ხანი იყო სუნთქვაშეკრული ან როდის გავიდა მის საძინებელში.
გვანცა დილას მზის სხივებმა გააღვიძეს.
- ვაი თავი. - ორივე ხელი მაგრად მოიჭირა თავზე. - ოხ, რატომ არ დაგეწვა პირი, რატომ სვამდი ამდენს. - ძლივს წამოდგა ლოგინიდან და ლასლასით გავიდა სამზარეულოში, სადაც გივი წინსაფრით იდგა.
- ღმერთო ჩემო. - გივი თმაგაბურძგნული გვანცას დანახვისას შეხტა.
- აუ, გივი. - ჩაშავებული თვალებით ახედა, - უნდა მიშველო. რამე ცხელი მაჭამე რაა.
- ინებე. - წინ ცხელი წვნიანი დაუდო.
- აუუ, ძმა ხარ! არადა რომ გკითხოს ვინმემ აღარ გიყვარვარ, - გემრიელად დახვრიპა წვენი. - აი, ცოტა უკეთ ვარ. - გვანცამ გაწეწილი თმები აიწია.
- ხო დედა.
- მაია დეიდა რეკავს? - მიუჯდა გვერდით. - მაიი, როგორ ხაარ?
- შენ როგორ ხარ ჩემო ცქრიალა გოგო? ხომ არ გაბრაზებს გივიკო?
- არაა, რა მაბრაზებს, ხომ იცი ჩვენ ბავშვობიდან როგორ ვუგებთ ერთმანეთს. - უკნიდან მიეკრა გივის, რომელიც ისევ გაახევა გვანცას დაუდევარმა ჩახუტებამ. - გივი თქვი ხომ ვართ ისევ მეგობრები? ჰა?
- კი ვართ, ოღონდ ასე ნუ მეხუტები. - ძლივს ამოთქვა.
- აი, ხომ გაიგონეთ მაია დეიდა? ისევ მეგობრები ვართ, თან დღეს მის მიერ მომზადებული ცხელი წვნიანი დამახვედრა, იფ იფ როგორ მესიამოვნა. კარგი ბიჭი გაგვეზრადა, ვის ოჯახშიც ეს შევა სიძედ. - გივის სლოკინი აუტყდა.
- დედა გითიშავ.
- ეე, რა ქენი?
- თუ ჭორავი გინდათ ერთმანეთს დაურეკეთ პირადში.
- კარგი ხო, რაც მთავარია შემირიგდი.
- და როდის გენდუროდი?
- მითხარი, ისევ ის გვანცა და გივიკო ხომ ვართ? ბავშვობის მეგობრები? - ხელი გაუწოდა.
- სხვა გზას მიტოვებ? - სახე უკმაყოფილოდ დამანჭა.
- არაა, მე ვერ დაგთმობ, შენ ჩემთვის ის ადამიანი ხარ, რომელთანაც ყველაზე კომფორტულად ვარ, ვისთანაც შემიძლია ნებისმიერ დროს მივიდე, თუნდაც წლები არ მყავდეს ნანახი, მგონია, რომ შენთვისაც ასე ვარ. - ისეთი სიყარულით სავსე ლაპარაკობდა გვანცა, თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყო.
- არა რაა, ისევ ისეთი ჯიუტი ხარ. - გაეღიმა გივის.
- დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. - ისევ დაუკითხავად ჩამოეკონწიალა კისერზე.
- თუ გინდა, რომ ვიმეგობროთ ეს ყოველ წამს ჩახუტებები არ გვინდა. - ცივად მოიშორა.
- მოიცა რატომ? - მერე ჩაფიქრდა, - აჰა, მართალი ხარ, შეიძლება სხვამ სხვანაირად იფიქროს, და რომელიმე შენი თაყვანისმცემელი გადავიკიდო.
- თუნდაც. - ბიჭმა უხერხულად ჩაახველა.
- მეგობრებო არ მელოდიით? - შუა კარებში გიორგი იდგა.
- აჰ, ახლა მივხვდი სრული იდილიისთვის შენ რომ გვაკლდი. - შესცინა გვანცამ.
- ვაა, მართლა? - მოსული მაგიდას მიუჯდა, - მეც ხომ არ გადმოვიდე აქ?
- ისე ნუ იზამთ, საერთოდ გაგსვათ გარეთ. - წარბები შეკრა გიგაურმა.
- ხო, კაი, კაი. - ხელი აიქნია გიორგიმ, - გვანცა, მიკვირს როგორ უძელებდი და უძლებ ამ ადამიანს?
- ვიის? ჩემს ბასასუნას? ეს ისეთი საყვარელი ბურთი იყო. აქვს მონაყოლი როგორ გავიცანით ერთმანეთი?
- არაა.
- ე.ი პირველ კლასში როცა გადმოვიდა ჩვენთან, ბედად ჩემს გვერდით იყო მხოლოდ ცარიელი ადგილი. დამრიგებელმაც გვარაძე გიგაური შენთან უნდა დაჯდესო და აბა შენ იცი, კარგად მიხედე და იზრუნე მასზეო. მე ყველაზე მზრუნველ ადამიანს ეს დამრიგებელმა დამავალა და აბა რას ვიზამდი? ხელ- ჩაკიდებული დამყავდა აქეთ იქეთ. თან საყვარელი ბურთულია იყო, ვაიმეე ვინმე გაბედავდა მის გაბრაზებას ან გაწვალებას, აფთარივით ვეფარებოდი. მერე ჩვენმა დედიკოებმა გაიცნეს ერთმანეთი, ორივეს ერთი ტკივილი ჰქონდათ, ქვრივები იყვნენ და ასე გადავეჯაჭვეთ ერთმანეთს. ჩემი პატარა ძამიკოა. - სიყვარულით სავსე თვალებით გახედა გივის, რომელიც გალახული ბავშვივით იდგა კუთხეში.
- აჰა, პატარა ძამიკო ხო? - ცალყბად ჩაილაპარაკა დარასაძემ და აწითლებულ ძმაკაცს გახედა.
- აუ, გაცინოთ ერთ დღეს სკოლაში მენსტურაცია მოუვიდა მასწავლებელს.
- რა რა მოუვიდა? - თვალები გაუფართოვდა გიორგის, იქეთ გივის აუტყდა ხველება.
- მოიცა რა დაფეთებული სახეებით მიყურებთ შენ იმდენი და გყავს, ამას კიდე მე ვყავდი და არ მითხრათ ახლა მენსტურაცია რა არისო არ ვიცითო. - ხან ერთს უყურებდა და ხან მეორეს.
- არა, კი ვიცით, უბრალოდ ასე ღიად ჩვენთან არავის უთქვამს. - გიორგი მხრებში აიწურა.
- მოიცა რატომ?
- ჩემს დებთან ამ საკითხებს კი არ განვიხილავ.
- ხო, კაი არაუშავს მესმის. ხოდა რას ვყვებოდი? ხოდა საწყალს ეცვა თეთრი კაბა, რომ ადგა არ იყო ეს კაბა წითლად საჯდომთან შეღებილი? ატყდა კლასში ფხუკუნი, მაგრამ ჩვენი გივი ზე ჯელტმენი ბუთქუჩა წამოხტა და მისი მოსაცმელი მოახვია მასწავლებელს. მერე კაი ხანი ვაწვალებდით ინგა მასწავლებელი გიყვარსთქო. გახსოვს?
- კი, ლამის ტრამვად მიქციეთ.
- მოიცა მაგიტომ ხომ არ გეშინია ჩემი? - გვანცამ პატარა ბავშვივით წამოიძახა.
- შენი რატომ უნდა მეშინოდეს?
- მასწავლებელი, რომ გამოვედი, მაგიტო გეკითხები?!
- აი, მართლა საიდან მოგდის ხოლმე ეგ აზრები და კითხვები?
- დიახ, მერი მასწავლებელო. - უპასუხა მობილურს, - ვაი, ეგ სულ დამავიწყდა. რომელ საათზე? კი კი 15 წუთიც არ დამჭირდება თქვენთან ვარ. დროებით. ვაიმეე, - გიჟივით წამოვარდა, - გავიქეცი მაგვიანდება, - საძინებელში შესული არ იყო, გამოსული იყო. - წავედი მე და უჩემოდ არ იცუღლუტოთ.
- აუ, ძმაო. - დაღვრემილი სახით გახედა მეგობარს, - მაგრად მეცოდები, ამას როგორ გაუძლებ? რა ქარიზმა აქვს და რა „ვაიბი“.
- მთავარია აღარ ჩამეხუტოს და ამას გავუძლებ.
- ჩაგეხუტოს? მოიცა გეხუტება? - დარასაძემ თვალები დაპრაწა.
- კი. - ძლივს ამოთქვა.
- რა „პონტში’? ვითომ მოსწონხარ?
- არაა, რა მოწონება, ვერ ხედავ ყველა სიტყვაში ძმას აკვეხებს. ისე მისი ჭკუით და-ძმურად, მეგობრულად მეხუტება, მე კი რამდენი ჩამეხუტება, იმდენ ერთ სიცოცხლეს ვამთავრებ.
- აუფ, აუფ, გამაჟრიალა. მაგრად მეცოდები ძმა, - ბეჭებზე ხელი მოუთათუნა მეგობარს.
- ადე, ადე რაც ცოტას ვიფიქრებ ამ საკითხზე მით უკეთესი იქნება, წავედით დავიწყოთ იმ ვებ-საიტის აწყობა.
- წავედით.


***
„მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“ - ბევრჯერ მოგვისმენია იოსებ ნონეშვილის ეს ლექსი და ყველაზე მეტად ალბათ ეს სიტყვები დაგვამახსოვრდა. მასწავლებლისთვის ყველა აღსაზრდელი შვილივითაა, თუ ის მის მოსწავლეებს ასე არ უყურებს, მაშინ მისთვის ეს პროფესია არ არის. როცა ამ გზას ირჩევ უნდა იცოდე რამდენი დაბრკოლება და წარმატება მოჰყვება ამ ყველაფერს, რამდენი შრომა დაგჭირდება რომ მოსწავლეში ის მხარე დაინახო, რომელიც მას სხვანაირად განავითარებს და სწორ კალაპოტში ჩასვამს. ერთ არასწორ სიტყვას შეუძლია მოსწავლის მთელი ცხოვრება დაამახინჯოს, ამიტომ დიდი მნიშნველობა აქვს თითოეულ სიტყვას, რომელსაც მოსწავლეების მიმართ ვიყენებთ.
- გვანცა მასწავლებელო.
- დიახ, შორენა მასწავლებელო.
- თუ შეიძლება მე-7 „ა“ კლასში, რომ შეხვიდეთ?!
- მე-7 კლასში? - თვალები გაუფართოვდა.
- დიახ, ქიმია უცდებათ და ხმაური, რომ არ იყოს, უბრალოდ მეთვალყურეობა გევალებათ.
- კარგით, არ არის პრობლემა. - ჩანთა აიღო და ჯგუფისკენ გასწია, კარებზე ჯერ ფრთხილად დააკაკუნა და შემდეგ შეაღო. მთელი კლასი მისკენ შემოტრიალდა. - გამარჯობა, ბავშვებო.
- გამარჯობა. - ერთხმად უპასუხეს, უკანა რიგებში კი ჩუმი სიცილი ატყდა.
- დღეს მაკა მასწავლებელი არ იქნება? - იკითხა ერთმა.
- დიახ, ქიმია გიცდებათ, ამიტომ ამ ერთ გაკვეთილს მე გავატარებ თქვენთან. ჩემი სახელია გვანცა.
- რა უნდა გვასწავლოთ?
- მე ქიმია არ ვიცი, შესაბამისად შემიძლია თავისუფალ თემაზე ვისაუბროთ, მაგალითად მეგობრობაზე.
- მეგობრობაზე?
- ხო, რატომაც არა. - გაუცინა მათ, - რაღაც გამოკვლევებს ვატარებ და თქვენს აზრსაც მოვისმენ, მაინტერესებს თქვენთვის მეგობრობა რას ნიშნავს, რასთან ასოცირდება?
- მეგობრობა ჩემთვის ერთგულებას ნიშნავს. - წამოიძახა ერთმა.
- მოდი დაფაზე ჩამოვწერ, კარგით? - მარკერი აიღო და დაფაზე მეგობრობის გვერდით სიტყვა ერთგულება მიაწერა. - აბა კიდევ?
- ჩემთვის ნდობას ნიშნავს.
- ჩემთვის გულწრფელობას.
- კიდევ?
- კიდევ ჭირში და ლხინში ერთად, რომ ხართ.
- კი ესეც. მოდი განვიხილოთ თითოეული, აბა რას ნიშნავს ერთგულება? ნდობა? გულწრფელობა და ა.შ.
- მას მგონია, რომ ერთგულება და ნდობა ერთნაირია.
- აბა მითხარი რას გულისხმობ?
- იმას, რომ თუ შენს მეგობარს არ ენდობი ე.ი არც მისი ერთგული ხარ, თუ შენ მის მიმართ გულწრფელი არ ხარ, როგორ იქნები მის გვერდით ჭირში და ლხინში? მგონია, რომ ყველა კომპონენტის ერთობლიობა განაპირობებს კარგ მეგობრობას.
- ნამდვილად, სწორია. ნახეთ, მე რომ შენ მეგობარს გიწოდებ, ე.ი გენდობი, ვთვლი, რომ ერთმანეთის ერთგულები ვართ, ერთმანეთის მიმართ გულწრფელებიც ვართ. მე შენ საიდუმლოს, რომ გაგანდობ და შენ ადგები და ყველას მოუყვები ე.ი შენ არ ყოფილხარ, ხომ ჩემი ერთგული მეგობარი? როცა შენ მე გულწრფელ რჩევას გაძლევ, მაგრამ შენ თვლი, რომ ეს იმიტომ მითხრა ჩემი შურსო, ე.ი არ თვლი მას შენ მეგობრად. ასევე როცა ხედავ შენს მეგობარს აბულინგებენ, ძალადობენ და შენ ხმას არ იღებ, არ ეხმარები. ანუ გამოდის, რომ სათანადოთ არ ხარ მის გვერდით.
- მას თქვენს დროს ბულინგი იყო?
- ბულინგი იგივე ძალადობა ყველა დროში იყო, მაგრამ ახლა როცა ადამიანები უფრო და უფრო ვითარდებით, ხომ მგონია, რომ ყველაზე ცუდი ქმედებაა სხვაზე ძალადობა, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეს ბევრჯერ დიდ ტრამვას ტოვებს იმ ადამიანში, რომელიც ბულინგის მსხვერპლი იყო.
- მას, თქვენ იყავით ბულინგის მსხვერპლი?
- მე, არა, არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩემი კლასელი იყო და როგორც კი გავიგე, მაშინვე მასწავლებელი, მშობლები და ვინ არ ჩავრთე. ძლივს გამაჩერეს. - გაეცინა გვანცას.
- ვაა, მერე არ შეგეშინდათ იმ მოძალადის?
- მოძალადე მაშინ არის ძლიერი, როცა იცის, რომ მისი გეშინია. თუ მიხვდა, რომ შენ მისი არ გეშინია და ა.შ. კატის მიერ კუთხეში მიმწყვდეულ წრუწუნას ემსგავსება. ამიტომაც გაშანტაჟებს? უთხარი არ მეშინია, რაც გინდა ქენი. ამიტომაც უნდა იყოთ ფრთხილები, უნდა იყოთ ახლოს მშობლებთან და მასწავლებლებთან, რომ თუ რაიმე მსგავს იგრძნობთ, მიხვიდეთ და თქვათ.
- ხანდახან მასწავლებლებს ჩვენი არ სჯერათ, არც მშობლებს. - გულისწყვეტით ჩაილაპარაკეს.
- მესმის, მაგრამ არ არსებობს ვერ იპოვოთ თუნდაც ერთი მასწავლებელი, რომელიც არ მოგისმენთ. შეგიძლიათ მე მომართოთ, მე ყოველთვის მოგისმენთ.
- მართლა მას?
- კი.
- აუ ზარი დაირეკა. - ახმაურდნენ.
- მგონი კარგი გაკვეთილი გამოგვივიდა ხომ? აბა ბედნიერ დღეს გისურვებთ.
- ნახვამდის, გვანცა მასწ.
- კარგად ბავშვებო. - საკლასო ოთახი ბედნიერმა დატოვა.
- უკაცრავად. - იგრძნო მკლავზე როგორ მოქაჩეს.
- დიახ.
- დიდი მადლობა.
- მოიცა მადლობას, რატომ მიხდით?
- ვერ მიცანით?
- აა, შენ ხომ სერგი ხარ. აბა როგორ ხარ? ხომ არ გაწუხებს კიდევ ის აყლაყუდა?
- არა, მას მერე საერთოდ აღარ მომკარებია.
- ძალიან კარგი, თუ რამე იცოდე არ მოგერიდოს და მოდი ჩემთან.
- კარგით, გვანცა მას.
- აბა შენ იცი.


***
საღამოს 7 საათი იყო, გვანცა მოსწავლეებიდან ისეთი დაღლილი გამოვიდა, თან ისე შიოდა, ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მიღოღდებოდა.
- ხო თამუ, - როგორც იქნა ჩანთაში მობილური იპოვა.
- სად ხარ? - ნამტირალევი ხმა გაისმა.
- რა გჭირს, შენ? - გვანცა მომენტალურად დაიძაბა.
- შეგიძლია ახალ კლინიკაში მოხვიდე?
- ახლავე მანდ გავჩნდები, - მობილური არ გაუთიშია, ისე შეხტა სხვის გაჩერებულ ტაქსში და მთელი ხმით დაიყვირა, - სწრაფად ახალ კლინიკაში, წყალტუბოს გადასახვევთან.
ტაქსიდან სირბილით გადმოვარდა, დიდ ჭიშკარში რომ შევიდა, თამუნა შემოეგება.
- რა ხდება? რა მოხდა?
- ქრისტიმ ბავშვი დაკარგა... - სლუკუნით ამოილაპარაკა.
- რას ნიშნავს დაკარგა? როგორ?
- დაეცა და კიბეებიდან დაგორდა.
- რას ამბობ? - კიბეებზე ცრემლების წმენდით ავარდა.
- გვანცა მოხვედი? - ხმა წასულმა იკითხა.
- მალვინა დეიდა, რა მოხდა? მთავარია ქრისტი იყოს კარგად და ყველაფერი იქნება, რამე ხომ არ მოიტეხა?
- არა. - მოგუდულად ამოთქვა და ქალმა ცრემლები მუშტებით მოიწმინდა.
- მერაბი სად არის?
- მასთანაა პალატაში.
გვანცამ დაცვის გაფრთხილება, რომ მიღების საათები დასრულებული იყო არად ჩააგდო და სირბილით აირბინა პალატისკენ მიმავალი კიბეები.
- ქრისტი, ხომ იცი ძალით არ მინდოდა, მაპატიე ხო? მეტჯერ აღარ განმეორდება. ხო? - მერაბი ცოლს თმებზე ნაზად ეფერებოდა.
- რა თქვი? - გვანცა ღია კარებში მოსმენილისგან შეშლილი სახით იდგა.
- გვანცა? - მერაბს თვალებში შიში ჩაუდგა და ქრისტის ხელს მჭიდროდ ჩაებღაუჭა.
- არაფერია, - ქრისტის ხმა შორიდან გაისმა, - ხდება ხოლმე...
- არაფერია? ხდება ხოლმე? - ხმა აუკანკალდა გვარაძეს, ხელებით საწოლს ჩამოეყრდნო, - შენებმა იციან?
- კი.
- და არაფერი?
- გთხოვ, გვანც მართლა არაფერია. - თვალიდან ცრემლი გადმოუგორდა.
- წავედი. - იგრძნო, სული როგორ შეუგუბდა და თუ გარეთ ჰაერზე არ გავიდოდა, იქვე გასკდებოდა. დაუმშვიდობებლად გავარდა გარეთ, თვალს როგორც კი მოეფარა გულის საშინელი რევა იგრძნო, იქვე ხეს მოეფარა და მთელი ძალით ამოიღო კუჭის წვენი, შემდეგ კი ყინულის მოედნისაკენ აიღო გეზი.
- ხო.
- გვანც სად ხარ?
- გივი ყინულის მოედანთან შეგიძლია მომაკითხო?
- წამებში მანდ ვარ.
გვანცა იქვე მდგომ მანქანას მიეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო. გრძნობდა თვალებში როგორ უბნელდებოდა. ფეხებთან მანქანის ძლიერი მუხრუჭი იგრძნო.
- ცუდად ხომ არ ხარ? - მივარდა გივი.
- კი, თან ძალიან ცუდად.
გიგაურმა მანქანაში ფრთხილად ჩასვა.
- სახლში წავიდეთ თუ სადმე სხვაგან?
- არა, ახლა სახლში მინდა. - საზურგეზე გადაწვა და თვალები მილულა.
- მოვედით. - მხარზე ფრთხილად შეეხო.
კიბეები გივიზე დაყრდნობილმა აიარა, იმდენად ენერგია დაცლილი იყო, ცრემლები ნიკაპთან ეკვროდა.
- აღარ იტყვი რა მოხდა? - მის წინ ჩაიმუხლა, როდესაც საწოლზე დააწვინა.
- ახლა არა, ხვალ გეტყვი... - ამოიჩურჩულა, თვალები მინაბა და მშვიდი ფშინვა ამოუშვა.

დილით, როცა თვალები ძლივს გაახილა. გრძნობდა, ნერვიულობისგან როგორი დალეწილი იყო. ადგომა საშინლად ეზარებოდა, თუმცა სკოლაშიც წაუსვლელობა არ გამოდიოდა. ლასლასით წამოდგა და აბაზანისკენ დაიძრა.
- ადექი? - კარებში გივი შეეჩეხა.
- ჰო.
- როგორ ხარ? უკეთ ხარ?
- რადგან ფეხზე ვდგავარ, ე.ი ცოტათი უკეთ ვარ.
- ყავას დალევ? თუ ჩაი გირჩევნია?
- არცერთი.
- ისევ ისე ხარ?
- ისევ? - ვერ მიუხვდა კითხვას.
- როცა ნერვიულობ და ძალა გეცლება, ვერაფერს იკარებ პირში.
- აი, - გივის გულთან ხელი მიადო, - ამიტომ მიყვარხარ, ასე კარგად, რომ მიცნობ.
- კარგი, კარგი. - უხერხულად შეიშმუშნა გივი და გვანცას გაეცალა.
სკოლისკენ მიმავალ გზაზე ნელნელა დაძაბულობა ეხსნებოდა, როცა ბავშვების ხმა შემოესმა, ფართოდ გაიღიმა, ეს ის სამყაროა, სადაც თავს ბედნიერად გრძნობს, რადგან ბავშვები ყველაზე გულწრფელები არიან გრძნობების გამოხატვაში. მათი სიყვარულით სავსე თვალები, ჩახუტება, ღიმილი ყველაფერი გულიდან მოდის და ეს ყველას დადებითად ავსებს. როცა გრძნობა გულწრფელია, სხეულში სხვა სითბოს და სიყვარულს გრძნობ, იცი, რომ ამ ყველაფრის უკან ყალბი ღიმილი არ იმალება.
- გვანცა მასწავლებელო, გვანცა მასწავლებელო. - მისკენ სახეგაბადრული ხუჭუჭა ბიჭი მორბოდა.
- იოანე, - ხელები გაშალა ჩასახუტებლად. - აბა როგორ ხარ?
- მე კარგად მასწავლებელი და თქვენ?
- ახლა შენ ისეთი დადებითი ენერგია გადმომეცი, რომ აი, ვბრწყინავ. - თმები საყვარლად აუჩეჩა.
- მასწავლებელო, დღეს რას გავაკეთებთ გაკვეთილზე?
- რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვისწავლოთ და ვიმეცადინოთ, ახალი მასალ ავხსნათ, შიგ და შიგ კი დასვენებები მოვიწყოთ და გავხალისდეთ.
- აუ, რა კაია მასწავლებელო. მინდა მუდამ ჩემი მასწავლებელი იყოთ.
- რატომ? ლამარა მასწავლებელი არ მოგენატრა? არ გინდა, რომ დაბრუნდეს?
- კი, მომენატრა, მაგრამ მე თქვენ მირჩევნიხართ.
- რატომ?
- ახალგაზრდა ხართ... - ჩუმად ჩაიბუტბუტა.
- ოო, გასაგებია. იცი მეც ერთ დროს დავბერდები, როგორც ლამარა მასწავლებელი, ამიტომ როცა დავბერდები ჩემს მოსწავლეებს არ მოვენატრები და არ ვეყვარები? - გვანცამ მოწყენილი სახე მიიღო.
- მასწავლებელო, თქვენ უნდა დაბერდეთ? - იოანეს თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა.
- ჰა ჰა ჰა, - გულიანად გაეცინა, - რა საყვარელი ხარ, ჩემო ბიჭო, ჩვენ ყველა უნდა დავბერდეთ, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ არ დავბერდეთ. ყველა ასაკს ხომ თავისი ხიბლი აქვს?
- ალბათ. - მოსწავლემ ცხვირში ჩაიდუდუნა.
- გვანცა მასწავლებელო. - შესასვლელში სასწავლონაწილმა შეაჩერა.
- გამარჯობა, შორენა მასწავლებელო.
- ლამარა მასწავლებელი კიდევ ერთი კვირა ვერ გამოვა, ამიტომ მის ჯგუფს ისევ შენ განდობ.
- კარგით, იმედებს არ გაგიცრუებთ.
- დროებით.
- დროებით. - გვანცა ჯგუფში გაიქცა, სადაც მოსწავლეები ელოდნენ.



***
- გივი.
- ხო.
- არ წავიდეთ სახლში?
- ისევ ჩემთან მოდიხარ?
- კი.
- იქნება მარტო მინდა ყოფნა?
- მოიცა გვანცას გამოუტყდი უკვე? - პატარა ბავშვივით წამოიძახა.
- დაიწყო ისევ. - გიგაური სკამზე გადაწვა.
- მე თუ არ დავიწყე, შენ, რომ გაკვირდები არც არასოდეს დაიწყებ და მერე ბავშვიც მოუნათლო იქნებ?
- ზედმეტი ხომ არ მოგდის? - კბილებში გამოსცრა.
- არ ინერვიულო, მყავს ოქრომჭედელი და კარგ ჯვარს და ცეფს გავაკეთებინებ.
- გცემ. - ტონს აუწია.
- დედა, დედა შემაშინე, ხომ იცი? - ვითომ აცახცახდა, - რატომ ბრაზდები, თუ მართალი არ ვარ? როდემდე უნდა იტანჯო?
- შენ ეგ საკითხი არ გეხება. - ჩაიდუდუნა ცხვირში.
- რას ნიშნავს არ მეხება? შორებლები ვართ? მე რომ ასე ვიტანჯებოდე ნუთუ მხარს არ დამიჭერ? - ისევ გული აიჩუყა.
- მასხარა ხარ. - ხელი აიქნია და მუშაობა განაგრძო.
- ადექი, ადექი წავიდეთ რაა. დამთავრდა სამუშაო საათები, თან გვანცაც მომენატრა.
- გვანცა? გვანცა, რატომ მოგენატრა? - ენისბორძიკით შეუტრიალდა.
- იძახე ახლა გვანცა, გვანცა და გათხოვილი თუ დაგხვდება, მერე იცოდე ჩემს მხარზე არ იზლუქუნო.
- რა გათხოვილი, შეყვარებული არ ჰყავს. - თვალი ჩაუკრა.
- ოჰ, რა უნდა შეყვარებულის გაჩენას? ან იქნებ ვინმეს ურიგებენ? ან იქნებ თაყვანისმცემელი ჰყავს?
- არა, არა... - მსწრაფლად უარყო გივიმ, - მასე, რომ იყოს მეტყოდა.
- კარგი, მასე დაიმშვიდე თავი ხოლმე.
გივი უცებ წამოხტა.
- რა ხდება? - გიორგიც მასთან ერთად წამოხტა.
- სახლში უნდა წავიდე.
- ვაა, კარგია. - ქურთუკს ხელი დაავლო და მეგობარს უკან გაედევნა.
გიგაური ბინაში სირბილით შევარდა.
- არა რაა, რომ კითხო არ უყვარს, არადა როგორ იწვის. - გიორგის ძმაკაცის საქციელზე ეცინებოდა.
- მოვედიი.
- მეც მოვედი.
- ოჰ, ბიჭებო როგორ ხართ? - მობილურიდან თავი ასწია, - მაი, ნახე მოვიდა გივიკო.
- დედაა? - ნაძალადევად გაუღიმა.
- გიო შენც აქ ხარ? როგორ ხარ? - მაიამ სათვალეები შეისწორა, კარგად რომ დაენახა ბიჭები.
- კარგად მაია დეიდა და თქვენ?
- თქვენ, რომ კარგად იქნებით, მეც კარგად ვიქნები. კარგი წავედი მე, ივახშმეთ თქვენ, ხო გვანცა მომწერე რას გადაწყვეტ, თუ წახვალ პაემანზე.
- პაემანზე? - იმხელა იყვირა გივიმ, მაია კამერას მიუახლოვდა და გვანცამ გაკვირვებით გახედა, მხოლოდ გიორგი ჩაიკეცა სიცილისგან.
- რა გაყვირებს, შვილო?
- აბა, აბა რა პაემანზე უნდა წავიდეს?
- მოიცა აბა არ უნდა წავიდეს? შენ ხო არ გიყურებს მთელი ცხოვრება?
- მე, მე რატომ არ უნდა მიყუროს? - შუბლი გაბრაზებით მოიქექა.
- შენ რომ ოჯახს შექმნი, შვილები გეყოლება, გვანცა ძიძად ხომ არ დაგიდგება? ამასაც უნდა ოჯახი, თან კარგი ბიჭია, ბანკში მუშაობს.
- მეც ბანკში ვმუშაობ.
- შენ პოგრამისტი ხარ, ის კიდე კრედიტ ოფიცერი თუ რაღაც ამდაგვარი.
- მაშინ უჩემოდ ვერ წავა პაემანზე.
- უშენოდ? მოიცა მურმანის ეკალივით უნდა ჩაუხტე წყვილს? - თვალები გაოცებით ააფახულა მაიამ.
- წყვილი მაშინ იქნებიან თუ ერთმანეთი შეუყვარდებათ, მე იმიტომ უნდა წავყვე, რომ არ მოატყუოს და მივხდე თუა კარგი პიროვნება. - ცდილობდა მღელვარება დაემალა.
- ხო, ისე მართალი ხარ გივი, მარტო რატომ უნდა წავიდე, ვეტყვი თვითონაც ვინმე წამოიყვანოს. მე თამუნას წაყვანას ვფიქრობდი, მაგრამ გივი იყოს. ბიჭები უფრო გაუგებენ ერთმანეთს.
- კაი, როგორც გირჩევნია დეი, შენ მითხარი როდის გეცლება და მივწერ იმ ბიჭის მამიდას.
- კარგი მაი, აბა დროებით. გკოცნით. - გვანცამ მესენჯერი გათიშა და ძირს დაგდებულ დარსაძეს გახედა. - შენ რა გჭირს?
- მე, ენერგია არ მაქვს.
- რატომ?
- დღეს ისეთი სასაცილო ამბები მოხდა, სიცილმა ენერგია წამართვა.
- რა მოხდა, მეც გამაცინეთ.
- შენ ვერ გაიგებ, - გივიმ ძმაკაცი ოთახში შეაგდო.
- რაო რა თქვი დღეს? არავინ არ ჰყავსო ხო? - დარსაძეს ისევ სიცილი აუტყდა.
- მოკეტე. - მუშტი მოუღირა და ბოლთის ცემა დაიწყო. - არა, რაა დედაჩემი თუ ამას გამიკეთებდა ამას როგორ ვიფიქრებდი?
- დედაშენმა არ იცის რომ გიყვარს და ... ნეტა ვინაა ან რომელ ბანკში მუშაობს?
- გავიგებთ, რომ წავალთ პაემანზე. - გივიმ ცხვირაბზუებით ჩაილპარაკა და ტახტზე მიწვა.


***
- ხო, თამუ. - გვანცამ მობილურს უპასუხა. - მე ახლა უნივერსიტეტიდან მოვდივარ... კი, სადღაც 5 წუთში მანდ ვიქნები... აჰამ, დროებით.
გვანცამ ფეხი აუჩქარა.
- გვაანც, - თამუნამ ხელი დაუქნია.
- როგორ ხარ? - გადაკოცნა მეგობარი, - მოიცა ამ სალონში უნდა შევიდეთ? ამბობენ ძალიან ძვირიანიაო. - ფარულად აათვალიერა.
- კი, „იმპერიალი“ გამორჩეულია თავისი ყველა მომსახურეობით და სადედოფლო კაბებით.
- ეგ კი, მაგრამ შენ ხომ არ თხოვდები? შენს ბიძაშვილს მოჰყავს ცოლი.
- კარგი ახლა, რა ხშირად ჩვენ დავდივართ ქორწილებში? უნდა ვიბრწყინო. - ხელი ჩაჭიდა დაქალს და სალონში შევიდა.
- მოგესალმებით, - მიმღებში ღიმილიანი სახით შეეგებნენ.
- გამარჯობა.
- რით შემიძლია დახმარება?
- იცით, თმის მელირება და ვარცხნილობა მინდა.
- როდისთვის?
- მაისში, შეიძლება ადრეა, მაგრამ მითხრეს, რომ ადრიანად უნდა დამეჯაშვნა თქვენთან ადგილი.
- კი, ასეა. ე.ი მელირება და ვარცხნილობა გსურთ, რადგან მელირებას დიდი დრო სჭირდება, მაშინ რამოდენიმე დღით ადრე ჩაგწერთ და სადედოფლო ვარცხნილობა გსურთ?
- არაა, სადედოფლო არა. - ხელები უარყოფის ნიშნად გააქნია, - უბრალოდ ლამაზად დავარცხნილი მინდა, ისეთი მელირება რომ გამოიკვეთოს.
- კი, ეგ არ იქნება პრობლემა და მაკიაჟი გსურთ თუ არა?
- მაკიაჟს მოვფიქრებ.
- თუ მოიფიქრებთ, შეგვატყობინეთ, რომ დაგიჯავშნოთ სასურველ დღესა და დროს.
- კარგით, თქვენს სავიზიტო ბარათს ავიღებ.
- კი, ინებეთ და დაველოდები თქვენს ზარს.
- დროებით.
- გვანცა? - ნაცნობმა ხმამ ერთ ადგილს გააშეშა, წამიერად სუნთქვაც შეეკრა, თუმცა ძალები მოიკრიბა, რომ მის წინაშე მედგრად მდგარიყო. - ვაა, თამუ შენც აქ ხარ? - გოგონებს მაღალი ბიჭი მედიდური ნაბიჯებით მიუახლოვდა.
- გამარჯობა, თემურ. - თამუნამ ცივად უპასუხა.
- გამარჯობა. - მისთვის არც შეუხედავს, ისე თქვა.
- გვანც, როგორ ხარ? - გოგოს მზერის დაჭერას ცდილობდა.
- მე კარგად.
- ე.ი აქეთ ხარ? არ წასულხარ?
- სადმე მივდიოდი?
- მეგონა დედაშენთან წახვიდოდი.
- რატომ?
- რავი, ისე.
- „ისე“ არსად არ დავდივარ. გვეჩქარება, - გვანცამ საათს დახედა.
- კარგი, აღარ მოგაცდენთ. მე აქეთ ჩამოვედი და გნახავ აბა.
გოგონებმა ჩქარი ნაბიჯებით დატოვეს სალონი. გვანცა გრძნობდა სახეზე როგორ ხურდა, გულიც ლამის ამოვარდნაზე ჰქონდა.
- კარგად ხარ? - თამუნამ დაქალი შეაჩერა.
- კი, კი ახლა უკეთ ვარ...
- აი, როგორი იაზოა, რა შეხვედრა იყო? ან ეს გვანც რა დაძახება იყო? ან ჩამოვედი და გნახავ? მოიცა, მართლა ფიქრობს, რომ დაუბრუნდები? - თამუნა ცოფებს ყრიდა.
- ზოგადად ნარცის ადამიანებს ასე ჰგონიათ. აი, ძაან ცუდად გავხდი. – ემოციების გასაკონტროლებლად ღრმად სუნთქავდა.
- როგორ გაგიცივდა ხელები.
- ძალიან მოულოდნელი იყო. აი, ბევრჯერ მიფიქრია თუ ერთმანეთს შევხვდებით, როგორ მოვიქცეოდით. სულ მეგონა, რომ ერთმანეთს უცნობებივით მოვექცეოდით, ის კიდევ, ღმერთო ჩემო, - მაღლა აიხედა, - აი, ისე შემხვდა თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს, ან ეს გვანც რა თქმა იყო? ან გნახავ აბა? არა რაა, ბრაზი უფრო მერევა.
- წყალი უნდა შეგვესხა. - თამუნამ თვალები გაბრაზებით მოწკურა.
- არაა, არ ღირს მასეთთან კონტაქტი. კაი, წავედი ახლა, შენც გაგვიანდება მოსწავლესთან.
- სახლში მიდიხარ?
- კი, დღეს არ მყავს მოსწავლეები და წავალ პირდაპირ სახლში.
- კარგი, აბა დროებით.
- დროებით. - გზა ლასლასით გააგრძელა, ფიქრები უფრო და უფრო უტევდნენ და ბრაზი უფრო უღრმავდებოდა საკუთარ თავზე. ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრა ასეთი არასოდეს წარმოედგინა, ფიქრებში მუდამ ისეთ შეხვედრას აწყობდა, სადაც თემური პირდაღებული უყურებდა გვანცას და სინანულისგან იტანჯებოდა, რომ ასეთი კარგი გოგო თავის დროზე უარყო და მიატოვა, მაგრამ გვანცას ცხოვრებაში ბედის ირონია ხომ უნდა გამოეკვეხოს ყველგან? მანდამიანც დღეს ნახა.
კარებს გასაღები ძლივს მოარგო და ბუზღუნ ბუზღუნით შევარდა სამზარეულოში.
- აი, დაილოცოს უფალო შენი სამართალი. ისედაც ობლად გავიზარდე, იმისთვის რომ უნივერსიტეტში მესწავლა, დედაჩემი ემიგრანტი გახდა, მერე სახლი დავკარგე, სამსახურიც არ გამოჩნდა, მოკლედ ყველაფერი უარესობაში, რომ მაქვს მანდამაინც ახლა ჩამოეხეტა ეს ჩემი ცოდვით სავსე ყოფილი შეყვარებული. - თმებში ხელები შეყო და აიჩეჩა, - როგორ მეშლება ნერვები!
- რა გჭირს? - კარებში ბიჭები იდგნენ.
- ვაა, მოიცა ეს თქვენ ხართ? - თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდა თეთრ პერანგში და მუქ პალტოში გამოწყობილ ბიჭებს. – wow, რა სიმპოები ხართ, გოგოებს დაუფსეთ ხო თვალებიი? - ხან ერთს ურტყამდა მხარზე და ხან მეორეს.
- გვანცა, მთვრალი ხარ? - გივიმ კოპები შეყარა.
- ნეტა მთვრალი ვიყო და დღევანდელი დღე კიდე სიზმარი. - სკამზე მოწყვეტით დაეშვა და თავი ჩაქინდრა.
- რატომ? - დარსამ გივის კითხვის დასმა არ აცალა.
- ის დაბრუნდა. - თავი არ აუწევია ისე ამოიბუტბუტა.
- ვინ ის?
- ჩემი ყოფილი...
გივის სახე შეეცვალა, გიორგიმ ფერდაკარგულ ძმაკაცს ახედა.
- მერე? - გივიმ კბილებში გამოცრა.
- არაფერი, ისე შემხვდა ვითომ ძველი ნაცნობები ვყოფილიყავით, აქეთ ვარ და გნახავო, ისიც კი მითხრა... - ისტერიკული სიცილი აუვარდა, - მნახვას! ჰმ! ვითომ მე მინდოდეს მისი ნახვა, ჰგონია ის ტკივილი რაც მომაყენა დამავიწყდა... როგორ გათელა ჩემი წრფელი სიყვარული... ისეთი სტრესი მომაყენა, რომ სიყვარულის აღარ მჯერა და ამ გრძნობის უნარი გამითელა... მგონია, რომ ყველას ჩემი გამოყენება უნდა ვისაც მოვწონვარ... ყველას გავურბივარ, ვცდილობ გავიღიმო, პოზიტივი გავცე, მაგრამ შინაგანად შიშებში ვარ და დათრგუნული... და ეს იდიოტი მეუბნება, “გვანც, ჩამოვედი და გნახავ!” არადა მანდამაინც იმ დროს ჩამოეთრა, ჩემი ცხოვრების მანძილის ყველაზე დაბალ ფსკერზე, რომ ვარ.
- რა ფსკერზე ხარ? რას ამბობ? - გივი მის წინ ჩაიმუხლა.
- ფსკერია აბა რა არის? სახლი მე არ მაქვს, სკოლაშიც პრაქტიკებზე ვარ, თვიდან თვემდე თავის ძლივს გამაქვს და შენც უნამუსოდ შემოგეკედლე, პირადი სივრცე დაგირღვიე... - გვანცას ტირილი აუვარდა.
- გვანც, ნუ ამბობ მასე, - გივიმ ატირებულ გოგოს ხელები მხრებზე შემოხვია.
- კარგი რა გვანცულა, - დარსამ თმები აუჩეჩა, - შენ მიზანდასახული გოგო ხარ, ბევრი მოქმედი მასწავლებელი იჭრება იმ გამოცდაში, შენ რომ ჩააბარე და ახლა სწავლობ, რა ქვია? უფროსი მასწავლებელი ხო? ხოდა იმ შენს ყოფილს შენთან მოახლოების უფლებას არ მივცემთ, ოღონდ შენ არ იტირო კარგი? არ მიყვარს ქალები, რომ ტირიან, მერე მეც ვტირიი... - გიორგის ხმა აუჩუყდა.
- წამო, - გივიმ გვანცა სკამიდან ააყენა, თმები ფრთხილად გადაუწია ყურებს უკან, - წავიდეთ, გარეთ ვივახშმოთ.
- არ მინდა. - თავი უარყოფის ნაცვლად გააქნია.
- შენ გინდაო ვინ გეკითხება? მე მინდა ასე, წამოდი შენი საყვარელი პიცა ვჭამოთ.
ბიჭებმა ლამის ხელატატებული ჩაიყვანეს ბინიდან.
- სად წავიდეთ?
- კარგი პიცა სად კეთდება?
- წამო კვამლში წავიდეთ.
- წავედით.
ხანდახან როდესაც გვგონია, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ადამიანები ქრებიან, ის ადამიანები, ვინც ჩვენს ფერად მოგონებებში დიდ როლს თამაშობენ, აღმოვაჩენთ, რომ შესაძლებელია ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს თუ მოვინდომებთ და ასევე ახალი ადამიანებიც შემოვუშვათ, რომლებმაც შეიძლება ფერად მოგონებებთან ერთად შავ-თეთრი მოგონებები შეგვიქმნან, მაგრამ ცხოვრება ხომ ასეთია?
- აუ, ძალიან დიდი მადლობა. - გვანცას, საყვარელი კერძების დაგემოვნების შემდეგ, მადლიერების ბუშტი გაუსკდა.
- რისთვის? - გიორგი საჭმელით გამოტენილი პირით, ძლივს ამოილუღლუღა.
- მარტო, რომ არ დამტოვეთ ჩემს ფიქრებთან და სევდასთან.
- აბა რისთვის არიან მეგობრები? - დარსა წელში გაიჯგიმა.
- მეგობრები არა, ძმები! - მხარზე ხელი მოხვია.
- ძმები? - გიორგიმ გვანცას მხრიდან ხელი ფრთხილად ჩამოაღებინა, - მადლობა, საკმარისად მყავს დები.
- კაი ახლა, ქონებაში კი არ გეცილები, რა დასერიოზულდი. - სიცილი აუვარდა, - აბა შეხედე გივიკოს ის თუ ამბობს უარს ჩემს დობაზე?
- აცდი? - დარსამ ჩაიბურტყუნა.
- გივი, გახსოვს პატარაობაში შენთან, რომ ვრჩებოდი?
- კი, მაგას რა დამავიწყებს?
- ის თუ გახსოვს, ერთ საღამოს ციური ბებოსთან, რომ დაგვტოვეს და სტუმარი სტუმარზე, რომ მოდიოდა და ციური ბებომ გამომხედა, დღეს რა ფეხზე მოდი, სტუმრები ხო ვერ მოვიშორეო. მერე მე დუტში და ქუდში გამოვწეყვე, ვითომ წასვლას, რომ ვაპირებდი და გადამერია.
- კი, კი... ნეტა იმ დროს. - გივის, საყვარელი ბებოს გახსენებაზე, თვალებში სითბო ჩაეღვარა.
- ანუ ბავშვობიდან ცუღლუტი იყავი?
- მოიცა რა ახლა ცუღლუტი ვარ? - გვარაძემ თვალები მოწკურა.
- ხო, რა არა? - ენა აებნა დარსას.
- ახლა აღარ ვარ მასე, ადრე კი. აუ, გივიკო იყო ძალიან მუდუ ბავშვი.
- მუდუ? ეგ რას ნიშნავს?
- ანუ სადაც დასვამდი, იქ დაგხვდებოდა. წიგნის მიცემდი? ერთ დღეში დაასრულებდა, იმას კი ვერ იფიქრებდა, რომ შეეძლო წიგნი გვერდზე გადაედო და გარეთ გასულიყო ბავშვებთან ეზოში.
- სამაგიეროდ, შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და აურ-დაურიე ყველაფერი.
- კიი, უფროსმა დაიკომ გამოქექა.
- ისა, გვანცა, რა უნდა გკითხო.
- ხო.
- აი, ყოველ მეორე წინადადებაში რატომ აკვეხებ რო გივი შენი ძმაა ან შენ ხარ მისი და?
- მოიცა შენი დები შენ არ გახსენებენ?
- კი, მაგრამ ასე რო ყოველ წინადადებაში არა და თან მე ბიოლოგიური ძმა ვარ, შენ და გივიკო კი არა. - გიგაურმა ძმაკაცს ფეხი ჰკრა, ანიშნა გაჩუმდიო.
- იცი რა, გიო. მე და გივი დედისერთები ვართ, ჩვენი ისტორიები თითქოს მსგავსია, ორივე ერთდროულად დავობლდით, ჩვენი დედები ერთმანეთის მიყოლებით წავიდნენ ემიგრაციაში. ჩვენ ერთმანეთის საყრდენები ვიყავით, რაც გივიკო ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, ჩემი მოგონებები იშვიათია მის გარეშე. როცა ჩემს ბავშობას, თინეიჯერობას ვიხსენებ, იქ მუდამ გივია. მხოლოდ სტუდენტობისას გაიყარა გაურკვეველი მიზეზების გამო ჩვენი გზები, მაგრამ ეგ აღარ მაინტერესებს, მიხარია, რომ ისევ ერთად ვართ. - გივის შესცინა, - ის ჩემი უმცროსი ძმაა, რომელიც მუდამ დამიცავს და მიმიღებს. ხო გივი?
- კი, კი... - საყვარელ ქალს, ხმაჩაწყვეტით დაეთანხმა. დარსამ კი უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და უიმედოდ შეყვარებულ მეგობარს გახედა.
- ჩემზე ლაპარაკს მოვრჩეთ, თქვენ სად იყავით გობლინივით და სიკვდილის ანგელოზივით გამოწყობილი?
- უკაცრავად? - ბიჭებმა თვალები დაქაჩეს.
- არ იცით სერიალი „გობლინი“?
- არაა, არ ვიცით.
- მაშინ სად იყავით?
- გასაუბრებაზე.
- ვაა, მერე?
- ველოდებით პასუხს.
- წინაურდებით?
- შეიძლება სხვაგან გადავიდეთ.
- ვაა რა მაგარია. ალბათ უკეთეს ადგილას.
- ეგ თავისთავად, უკეთეს ადგილას თუ არ წახვალ, მაშინ რატომ უნდა წახვიდე ძველი სამსახურიდან?
- აუ, იქნებ მეც გაგიმართლოს. - წვენი მოსვა, - კონკურისია ჩვენს სკოლაში და იქნებ კი ამიყვანონ.
- ანუ შეიძლება ჩაიშტატო?
- კიი, და თან რავი ყველასგან ვგრძნობ მხარდაჭერას და იქნებ ამანაც იმოქმედოს, მიცნობენ, იციან როგორი თავდაუზოგავი მუშაობა ვიცი, სულს და გულს, რომ ვდებ მოსწავლეებში.
- რატომ არ უნდა აგიყვანონ?
- თუ გამოვიდა ჩვენი ამბავი, აღვნიშნოთ მერე ერთად.
- კი, ვქნათ მასე.

***
- ხო დედი, აღარ ინერვიულო ახლა. ამ მინდობილობით მივალ შემდეგ ბანკში. - ნოტარიუსიდან გამოსული გვანცა დედას ელაპარაკებოდა.
- დიდი მადლობა უთხარი დე გივიკოს და თამუნას.
- რისი მადლობა ნანუჩი, უცხოები ხომ არ ვართ? - გივიმ ხელი დაუქნია ეკრანს.
- ჩემი პატარა ბიჭი, - ნანამ კოცნა გაუგზავნა.
- დედაა, ახლა ვიეჭვიანებ. - გვანცამ წარბები შეკრა.
- ისევ ისეთი პატარა ხარ, არადა რომ გკითხოს ადამიანმა დიდი ხარ.
- მე შენთვის მუდამ პატარა დავრჩები დეე. - ტუჩები საყვარლად გაბუშტა.
- კი, დედი მასე იქნება. დედი, ახლა მინდობილობის მერე რა უნდა ქნა?
- ნაცნობი იურისტი მყავს ნანუჩი და მასთან მივალთ, კონსულტაციას გავივლით, და ისე მივალთ ბანკში. იქნებ ვახერხებთ შენი ბინის გამოსყიდვას ან ისეთ გრაფიკს გიდგენენ არც ღირდეს. ხოდა დეტალებს ერთად გავივლით და ერთად შევთანხმდეთ.
- კარგი, შვილო, გივი. შენი იმედი მაქვს, არ დამიტოვო გვანცა მარტო. ხომ იცი გვანცასგან რომ არ გარჩევ და შვილივით მიყვარხარ?
- დედა, უკვე მეორეჯერ მაეჭვიანებ. - გვანცამ ტუჩები გაბუსხა.
- კარგი, დედი. წავედი მეძახის ჩემი ბებია. მოშივდა ეტყობა.
- მიდი დედი, მიდი. - მობილური გათიშა თუ არა, გივის მიუბრუნდა. - ასე აპირებ ჩემს გაბრაზებას?
- მაშინ მეც უნდა ვიეჭვიანო შენ და დედაჩემი საათობით, რომ ქაქანებთ?
- შენ ბიჭი ხარ.
- შემოგევლე ლოგიკაში. - აუტყდა სიცილი, - რადგან ბიჭი ვარ ეგოისტი არ ვიქნები? ან არ ვიეჭვიანებ?
- თამუ წამოდი, აი იმ ბინაში ვცხოვრობ და ყავაზე დაგპატიჟებ. - გივის სიცილი დააიგნორა.
- დიდი სიამოვნებით, - დაქალს ხელკავი გაუკეთა და გზა ფრთხილად გადაჭრეს.
- კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს რა, გივის სახლში. - კარები ფართოდ შეაღო და დაქალს წინ შეუძღვა. - ისე, სამზარეულოში ჯობია დავსხდეთ, უფრო კომფორტულია. გივი, ყავას შენც დალევ?
- კი, თუ არ შეგაწუხებ. - სერიოზულად უპასუხა.
- არა, არ შემაწუხებ. - ენა გადმოუტიტა.
- თამუნა ხომ არ იცი, ამ გოგოს ნერვები რამ გაუფუჭა?
- ერთმა მოუსპო.
- აა, გასაგებია. - თვალი ჩაუკრა, ამით ანიშნა, რომ მიუხვდა.
- მეც მოვედიი. - დარსა სამზარეულოში მხიარული სახით შემოვარდა და მომენტალურად გაშეშდა.
- ვაა, დარსო? დაგაგვიანდა. ყავას დალევ? თუ ჩაი? - გვანცამ გახედა, გიორგის მზერა კი თამუნას არ ცილდებოდა.
- სტუმარი გყოლიათ. - დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა.
- არ იცნობ? თამუ ეს არის გიორგი, გივიკოს უახლოესი მეგობარი, გიო ეს კი ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი გულის ნაწილი თამუნაა.
- სასიამოვნო. - მორიდებით გაუწოდა ხელი.
- ჩემთვისაც.
- თქვენც მასწავლებელი ხართ?
- დიახ. მე და გვანცა პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ.
- ძალიან კარგი. ისე თქვენი სახელი ძალიან მიყვარს.
- ჩემი?
- დიახ, დედაჩემს ჰქვია თამარი და თამუნას ვეძახი, მოფერებით.
- გასაგებია. მიხარია. - თამუნამ ყავა მორცხვად მოსვა.
- გვანც, მოდი ერთი წუთით. - გივი მისაღებიდან უძახოდა.
- ხო, რა იყო?
- აცადე ბავშვებს ჭუკჭუკი.
- ბავშვებს?
- ვერ ხედავ გიორგი როგორ დადნა? იქეთ თამუნას შეფაკლულ ლოყებს დააკვირდი.
- ვაუ, მართალიხარ შენ. მგონი მალე შეყვარებული წყვილი გვეყოლება. არაა ცუდი ბიჭი დარსო, მაგრამ ერთი მინუსი აქვს.
- რა?
- სამი და ყავს და როგორ გავიმეტო ჩემი დაქალი სამი მულისთვის?
- შენ უკვე დააქორწინე? - გივის სიცილი აუტყდა.
- აბა ახლა შეყვარებული იმას ნიშნავს, რომ შემდეგ მასთან აპირებ ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირებას. ფლირტი კი როცა ერთობი.
- შენ არავისთან ფლირტაობ?
- მე იმის მერე სიყვარულზე უარი ვთქვი.
- „სიყვარულზე უარი ვთქვი“ რას ნიშნავს?
- გადავწყვიტე არავინ შევიყვარო და მარტო მოვკვდე.
- მოიცა ასე მარტივია ამის გადაწყვეტა?
- რისი?
- რომ არავინ შეიყვარო?
- რა არა? - თვალები სასაცილოდ ააფახულა.
- რავი მე მეგონა, რომ სიყვარულის გაკონტროლება არ შეგვეძლო.
- ყველაფრის კონტროლია შესაძლებელი, გარდა სიკვდილისა. - გვანცამ სერიოზული სახით განაცხადა. - ისე, ამათ რომ ერთმანეთი შეუყვარდეთ, მე და შენ მეჯვარეებად გავიჩითებით და მერე ნათლიებად, მაგარია არა? - მხრებზე ხელი დასცხო.
- და მაგარი რატომ არის? - გივი იდეეით არ მოიხიბლა.
- ანუ არც შენ გინდა ხომ?
- რა?
- ერთად, რომ მოვნათლოთ ბავშვი?
- ეგ რა შუაშია? - გიგაური უფრო დაიბნა.
- ისე მეც მირჩევნია ან შენ ან მე მოგინათლო, მოკლედ რომელსაც გვეყოლება პირველად შვილი, იმას ვუნათლავთ.
- ღმერთო ჩემო. - გივიმ სახეზე ხელები უიმედოდ ჩამოისვა.
- ხო, ქრისტო? - მობილურს ჩუმად უპასუხა. - მე გადარბენებზე და შენ?.... საიდან მოიტანე ახლა ეგ აზრი? აი, მითხარი რატომ უნდა ვიყო ნაწყენი? ... უი, უი შენ გადაგიცივდა გული... - ნაძალადევად გაიცინა, - ჩემი სახლის პრობლემებს ვაგვარებ, ცალკე სკოლა, ცალკე მოსწავლეები და არ მიწყინო, რაა... ვკითხავ თამუნიას როდის ეცლება და გავიდეთ ერთ საღამოს სადმე... კაი ჩემო კუსკუს, დროებით. - გათიშულ მობილურს თვალს არ აცილებდა.
- ეე, რა გჭირს? - გივიმ ხელი უჯიკა.
- მერე გეტყვი, ახლა უბრალოდ ნერვები ამეშლება და არ ღირს ამ სიტუაციაში. წამოდი, რომ გამოვედით აქეთ და ისინი იქ მარტო დავტოვეთ, რამე არ იფიქრონ.
- რა უნდა იფიქრონ?
- არ უხარიათ აქ რო ვართო და ა.შ.
- აა, გასაგებია. - მორჩილი ბავშვით უკან მიჰყვა.
- ჰე, რას შვრებით? გაეცანით ერთმანეთს?
- კი, კი ნაცნობებიც გვყოლია.
- ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ოღონდ პარალელურ კლასებში. - გიორგი თვალებ ანთებული იჯდა.
- აუ მე და გივივით?
- დაახლოებით, თუმცა ჩვენ ახლა გავიცანით ერთმანეთი. - თამუნამ მორცხვად ჩაიღიმა.
- პიცა ხო არ გამოვიძახოთ? მომშივდა. - გვანცამ მუცელზე ხელი დაიტყაპუნა.
- აუ, კაი იდეაა, მეც მშია, შაურმა თუ პიცა? შენ რომელი გინდა? - გიორგი თამუნას მიუბრუნდა.
- შაურმა შეიძლება?
- ა, გოგო, შენ შემოგევლე მე. - აღტაცებას ვერ მალავდა, გივი კი აცანცარებულ ძმაკაცს ამრეზილი სახით უყურებდა.
- ე.ი ოთხი შაურმა, მე გპატიჟებთ დღეს.
- რატომ ცქმუტავ? - გივიმ ანიშნა.
- არა, შენსავით მუხის ხედ ვიქცევი.
- მუხის ხეს ვგავარ?
- კი, მუხა ხომ დიდხანს ცოცხლობს, მასეა შენი სიყვარულიც.
- ჩუმად!
- იძახე ჩუმად, ჩუმად და მიყურე მე. - ენა გადმოუტიტა.
- აუ, ვიღაც მირეკავს დაფარული ნომრით. - შეიცხადა გვანცამ.
- მერე რა იყო? უპასუხე.
- ის, ბიჭი რომ იყოს?
- ვინ ბიჭი? - გივის წყალი გადაცდა და ხველება აუტყდა.
- მაია, რომ მირიგებს.
- მიდი, მიდი უპასუხე, თან ხმოვანზე ჩართე. ხმა მოგვასმენინე. - თამუნამ დაქალი შეაგულიანა.
- ბატონო. - დაყენებული ხმით უპასუხა.
- გვაანც როგორ ხარ? მე ვარ თემური.
ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, გივის ბრაზისგან მთელი სხეული დაეჭიმა.
- ალო, აქ ხარ?
- ხო აქ ვარ, მაგრამ რატომ მირეკავ? - გვანცას ხმა ცივად ისმოდა.
- მიხარია, რომ ნომერი არ შეგიცვლია.
- ეტყობა შენ შეცვალე, თორემ ჩემს ნომერზე ვერ დარეკავდი.
- რატომ ვერ დავრეკავდი?
- იმიტომ, რომ დაბლოკილი მყავხარ. ბლოკ, ბლოკ, ბლოკ! და ახლაც ბლოკ! - მობილური საერთოდ გათიშა.
- აუ, იდიოტიი! - თამუნა ბრაზისგან ლამის გასკდა, - აი, რა უნდა? რატომ არ გეშვება? ასე აპირებს შენს ნერვებზე და გრძნობებზე თამაშს?
- ცუდად მიცნობს! ჰმ! - გვარაძეს ირონიულად ჩაეცინა და კარების გასაღებად გაემართა.
- ხშირად ურეკავს? - გივის ხმა მოგუდულად გაისმა.
- არა, ახლა დაურეკა. უბრალოდ, ვერ ვხდები რა უნდა, ამასწინაც ისე შეგვხვდა, თითქოს არც არაფერი. მართლა ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობს. - მხრები აიჩეჩა.
- გვანცას ისევ უყვარს? - ბოლო სიტყვა ძლივს წარმოთქვა.
- არაა, არ იცნობ? როგორ უცებ უცივდება გული მათ მიმართ, ვინც მის გრძნობებს არ აფასებს? თან თემური ისე ცუდად მოექცა, ნუ მაშინ კი გაუჭირდა, მაგრამ მალევე წამოდგა ფეხზე.
- ხო, ეგ პერიოდი არ ვიცი, მაგ დროს საქართველოში არ ვიმყოფებოდი.
- შენ ხომ იცნობ იმას? - სახელის წარმოთმქაც ეზარებოდა თამუნას.
- მე, კი. ერთად ვემზადებოდით ინგლისურში სამივე.
- ძალიან იაზო ტიპია. აი, როგორ შეუყვარდა თუ არ მიკვირდეს!
- სიყვარულს რას გაუგებ ჩემო კარგო. - გიორგი თამუნას თვალს არ აცილებდა.
- აი, ჩვენი შაურმებიი... - გვანცამ, მხიარულად, დაალაგა მაგიდაზე საჭმელი, - კოკა-კოლაც აქაა და თამუ, ფანტა შენია. ვაიმე, ნერწყვებს ვერ ვიკავებ ისეთი სურნელი დატრიალდა. - თავის წილ შაურმას ხელი სტაცა და მადისაღმძვრელად ჩაკბიჩა.
- რომ შეხედავ 20 კგ გეგონება, არადა 12 ლარიან შაურმას ერთ ლუკმაში ამთავრებს.
- გიო, ნუ გამომიყვანე დინოზავრი.
- ბოდიში, დაო. - ხელები დანებების ნიშნად მაღლა აწია.
- ცანცარახარ, ცან-ცა-რა.
- კარგია თქვენთან ყოფნა, მაგრამ მე უნდა წავიდე. - წამოდგა თამუნა.
- მოიცა რატომ? - დარსა გაფართოებული თვალებით მიაჩერდა.
- აბა აქ ხომ არ დავრჩები? - გაეცინა ბიჭის კითხვაზე.
- ა, ხო. მართალი ხარ. - კეფა უხერხულად მოიქექა. - რატომ ჩქარობ, ხვალ ხომ შაბათია?
- მერე რა? ხვალ 4 მოსწავლესთან ვარ მისასვლელი, მასწავლებლები მუდამ ვმუშაობთ, მითუმეტეს დამწყებები.
- ხო, არადა მეგონა მასწავლებლობა მარტივი იყო.
- არც ერთი პროფესიაა მარტივი, ყველას თავისი სირთულე ახლავს. როცა გააზრებულად ვირჩევთ პროფესიას, მაშინ ის რთულად არ გვეჩვენება.
- კი, მართალიხარ.
- წაყევი, - ანიშნა გვანცამ.
- ხო, ისა, მეც წავალ მაშინ მეგობრებო, თან თამუნასაც გავაცილებ, და აბა თქვენ იცით. - ქურთუკი მოიცვა და თამუნას უკან მიჰყვა.
- დედაა, ძლივს არ დავრჩით მარტო სახლში? - გვანცა დივანზე გადაწვა. - აუ, გივი.
- ხო. - გივიმ ძლივს გასაგონად ამოღერღა, რომელიც ცხვირჩამოშვებული ალაგებდა მაგიდას.
- იცი რა მინდა?
- რა?
- რომ ვიტირო.
- იტირო? - გახედა დივანზე მიწოლილს.
- ხო, ხმამაღლა, მთელი გულით, მინდა ვიტირო და ყველა სევდა, ტკივილი ცრემლებს გავატანო, მერე კი მშვიდად დავიძინო.
- მერე რატომ არ ტირი? თუ ეგ დაგამშვიდებს? - ყელში ბურთი ეჩხირებოდა.
- ცრემლები გამიშრა, ვერ ვტირი, აი, აქ გროვდება. - გულზე ხელი მიიდო, - ვგრძნობ ისე ივსება, რომ მალე გასკდება და მეშინია, მეშინია არ მოვკვდე...
- მოკვდე? - ბრაზისგან კბილები გააღრჭიალა, - მეორედ ეგ ჩემთან აღარ გაიმეორო, რას ნიშნავს ეგ? რა თქმაა? სიცოცხლით სავსე გოგო ხარ.
- ნუთუ შენც ვეღარ ხედავ ჩემს შინაგან მდგომარეობას, გივი? - თავი ბალიშზე გადადო და ჭერს მიაშტერდა.
- მე ყველაფერს კარგად ვხედავ, ვიცი როგორც ხარ... ვიცი როცა იღიმი, იმ ღიმილის უკან რა ძალისხმევას დებ, ვიცი, მე ყველაფერს ვგრძნობ, ამიტომ ჩემთან შეგიძლია, როგორც ადრე ბავშვობაში, იტირო, მე კიდევ თმებზე მოგეფერები და დაგამშვიდებ.
- გივი... - ხმა უთრთოდა, - ამიტომაც არ მეთმობი, ამიტომაც მგონია რომ ჩემი ნაწილი ხარ... - ქვითინს უფრო და უფრო უმატებდა, - მართლა მიყვარხარ და მტკივა ის დღეები, ის წლები რაც ერთად არ გაგვივლია... ხანდახან როცა ძალიან მიჭირდა, როცა მხოლოდ შენ გაიგებდი იმ სევდას რაც ჩემში იყო, მობილურს ავიღებდი, თუმცა დარეკვას ვერ ვბედავდი, ძალა არ მყოფნიდა, მეშინოდა, რომ მეტყოდი შენთან არასოდეს არ დამერეკა...
- სულელო... - გივი თმებზე ეფერებოდა. - მაგას რატომ გეტყოდი?
- შენ, შენ ისე მოულოდნელად გაცივდი ჩემს მიმართ, ვიჯექი ხოლმე და ვფიქრობდი რა მოხდა? რა ვაწყენინე... მერე გერმანიაში წახვედი და მთლად მარტო დამტოვე... მრჩეველი, მეგობარი, ძმა აღარ მყავდი და შეცდომას შეცდომაზე ვუშვებდი... გივი...
- ხო...
- გთხოვ ასე აღარ მომექცე კარგიი? როცა ცოლი გეყოლება, არც მაშინ კარგი?
- კარგი, არც მაშინ... - უკვე ვეღარც ბრაზდებოდა, როცა ცოლს ან შეყვარებულს უხსენებდა, პირიქით უნდოდა ამ დროს მისთვის ხმამაღლა ეთქვა, რომ მხოლოდ გვანცა იქნებოდა მისი შეყვარებულიც და ცოლიც, მაგრამ ნეტა ოდესმე შეძლებს ამის ხმამაღლა თქმას? ნეტა ოდესმე გვანცა თუ დაინახავს მის თვალებში ანთებულ სიყვარულს, თუ მიხვდება შინაგანად როგორ უჭირს და თან როგორი ბედნიერია, რომ გვანცა მისი სიყვარულია.
- გივი...
- ჰო...
- დამეხმარები, რომ ის ნაბი@@@რი, ვცემო?
- ახლა ციხეზე მაგზავნინე „პერედაჩები“. - გაცინება სცადა.
- მართალი ხარ, ნაგავზე ხელი არ უნდა გავისვაროთ. პირიქით, მაგის ჯინაზე ყოველდღე გაპრანჭული ვივლი, პაემნებზე წავალ...
- პაემნებზე? - თავი წამოყო.
- ხო.
- ეგ არ გინდა, რა საჭიროა.
- ეგონოს, რომ ბევრი მამაკაცი მეპრანჭება.
- მერე რომ იფიქროს სპეციალურად აკეთებსო და არ დაგიჯეროს და გამოგიჭიროს?
- ხო, მასეც შეიძლება. ისე რატომ მომექცა ასე ცუდად? - ისევ ტირილი აუვარდა, - მიყვარდა, მაქსიმალურად ვცდილობდი მის გაბედნიერებას, ერთად ვსეირნობდით, ბევრს ვსაუბრობდით, სპექტაკლებზე დავდიოდით, მაგრამ რაღაც ამოიკვიატა, სათანადოდ არ გიყვარვარო, ეჭვიანობდა, მერე ვიღაც გოგო გაიცნო და მასში გამცვალა... არადა, ხომ შეიძლებოდა, - წამოჯდა, ცრემლები გაშლილი ხელისგულებით მოიწმინდა, - ეთქვა აღარ მიყვარხარო და არ ეთამაშა ორმაგი თამაშით? მეც მხვდებოდა, იმ გოგოსაც... მერე ერთად გადავიდნენ თბილისში. ორი წელია არ მინახავს, არ გამოჩენილა და ახლა ისე იქცევა, თითქოს ამნეზია აქვს და დაავიწყდა რა ცოდვები აქვს ჩემს მიმართ.
- გინდა მე დაველაპარაკო?
- არაა, არ მინდა...
გივის სიცილი აუტყდა.
- რაზე იცინი?
- იმდენი იტირე, მთელი სახე დაბუშტული გაქვს.
- არაუშავს, შენ მაინც არ გეპრანჭები.
- ვიცი... - გულისწყვეტით ჩაილაპარაკა.
- წავალ, უნდა დავიძინო. - ლასლასით წამოდგა, - ტკბილი ძილი, - გულთან ჩაეკრა, კისერში აკოცა და საძინებელში გაფრატუნდა.
- გული ამომიტრიალა და ახლა მხოლოდ ძილი ნებისაო, ამბობს. - გივიმ შუბლზე ხელი მოისვა, - ვატყობ, ერთ დღესაც, ჭკუიდან გადამიყვანს.


***
გაზაფხულის წვიმიანი დილა გათენდა. გვანცამ ზმორებით გაიღვიძა.
- მანდამაინც დღეს რატომ წვიმს? - სახე უსიამოვნოდ მოღუშა და ზლაზვნით წამოდგა.
- ვაიმე დედა, - სააბაზანოდან გამოსული გივი გვანცას დანახვაზე შეხტა.
- რა იყო?
- თმები მაინც შეგეკრა, ბალიშ აფეთქებულს, რომ ჰგავხარ?!
- რატომ წვიმს ხომ არ იცი? - მაგიდაზე თავი ჩამოდო.
- ჯერ „ამინდის ცვლილების საკითხები“ ჩემთვის არ ჩაუბარებიათ, თორემ შენთვის მუდამ მზე მექნებოდა.
- გივი რამე აპლიკაცია, რომ გამოიგონო და მუდამ მზე იყოს არა?
- აშკარად ჯერ კიდევ ძილბურანში ხარ და სისულელეებს ბოდავ, - გივის გაეცინა ნახევრად მძინარე გვანცაზე და მაცივრიდან ცივი რძე გამოუღო, - აჰა, დალიე და გამოგაფხიზლებს.
- გივი.
- ჰო.
- რატომ იცი დილით რძე, რომ მიყვარს? ან მზიანი ამინდები, რომ ჩემია?
გივი, მცირე ხნით შეყოვნდა, თითქოს სუნთქვა დაირეგულირა, რომ იმაზე მეტი არ ეთქვა, ვიდრე საჭირო იყო.
- ნეტა რატომ? შენ არ იძახი ერთად არ დავბადებულვართ, მაგრამ ერთად გავიზარდეთო? ცოტა წლები გავიარეთ ერთად? მე-2 კლასიდან ერთად მოვდივართ, ახლაც ერთად ვცხოვრობთ...
- მე, რომ შენსავით ბევრი რამ არ ვიცი შენზე?
- იმიტომ, რომ მე უფრო მზრუნველი და დაკვირვებული ვარ, ვიდრე შენ.
- მაგრამ შენს მომავალ ცოლზე მეტი მაინც მეცოდინება შენზე. - წარბები სასაცილოდ აათამაშა.
- ეს ცოლი, რომ ყველგან, რომ არ ჩააკვეტო არ შეიძლება თუ მოკვდები? ასე ძალიან გინდა, რომ დავქორწინდე? - გივის გაბრაზება დაეტყო.
- ვუამეე, ჩემი პატარა ბიჭი გავაბრაზე. - რძნიანი ტუჩებით ყელში აკოცა, შემდეგ თმები აუჩეჩა, - შენი ბედნიერება მინდა და ამიტომ.
გივი გახევებული იჯდა, ჭიქაზე მთელი ძალით იყო ჩაბღაუჭებული, ერთ დღეს და ამ ხვევნა-კოცნას ვერ გაუძლებდა და ვულკანივით იფეთქებდა გრძნობდა, იმ ვულკანივით, რომელიც ან ყველაფერს დაწვავდა და გაანადგურებდა, ან მხოლოდ ისევ თვითონ დაიწვებოდა.
- გვანცა, რამდენჯერ გთხოვე არ გვინდა ეს ხვევნა-კოცნათქო? - უხეშად მოიწმინდა ნაკოცნი ადგილი და თმებიც გაისწორა.
- ხომ იცი როცა ვინმე მიყვარს, ყველას ვერ ვეხვევი და ვკოცნი, მხოლოდ მათ ვინც ძალიან მიყვარს და ერთ ერთი შენ ხარ. - ცხვირზე ხელი აკრა, - კარგი წავედი ახლა, გოგოებს უნდა შევხვდე.
გვანცა მოედანზე იდგა და ორმაგი ცისარტყელას ფერებით ტკბებოდა.
- ჰო.
- სად ხარ? ქარვასლასთან გიცდი.
- მალე, მოვალ გზაში ვარ. - ფეხს აუჩქარა.
- შესასვლელთან დაგიცდი.
- კარგი, მეც მალე მოვალ.
- კარგი.
- დიდხანს გალოდინე? - გულამოვარდნილი გადაეხვია დაქალს.
- ირბინე?
- ხო, ცისარტყელას ყურებას შევყევი.
- აუ სად იყო. - თამუნა პატარა ბავშივით აცქმუტუნდა.
- აღარ არის, რომ იქნება დაგირეკავ.
- წამო შევიდეთ, ისე, როგორი კაბა გინდა მოიფიქრე?
- ჯერ ვერაფერი, ისე მეზარება წამოსვლა მაგ შეხვედრაზე. - თვალები აატრიალა გვანცამ.
- მოიცა შენ რა სიცხე გაქვს?
- რატომ მეკითხები?
- აბა, როდის მერეა, რომ სამეგობროს შეკრებაზე წასვლა გეზარებოდა?
- რავიცი, ალბათ ასაკი თავისას შვება.
- აუუ, სასაცილო ხარ. - სიცილი აუტყდა, - შენც ახლა არ გახდი 94 წლის?
- რავი, ისე განწყობა უნდა ყველაფერს, მაგრამ განწყობასაც უნდა ხელისშეწყობა.
- ნახე რა ლამაზი კაბაა, არ მოგწონს?
- ხომ იცი შავი ფერი, რომ არ მიყვარს.
- კი, მაგრამ ხანდახან არაუშავს. - თამუნამ კაბას ხელი გაუშვა.
- მგონია, თუნდაც ხანდახან, რომ ჩავიცვა, მომეჩვევა, ხელს ჩამჭიდებს და აღარ გამიშვებს. ამის წარმოდგენაზეც კი გული მეხუთება.
- არადა ზოგს როგორ უყვარს შავი ფერი.
- ეს ჩემი დამოკიდებულება ალბათ ბავშვობის ტრამვაა.
- ბავშვობის? - თამუნამ მეგობარს გაოცებით გახედა.
- სულ მგონია, დედას მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მალე, რომ გაეხადა შავი ფერი, ჩვენი ცხოვრება უფრო ნათელი, ნაკლებად ეკლიანი და ლაღი იქნებოდა.
- მესმის შენი... მაშინ ეს ცისფერი ზედა და ყვითელი ქვედაბოლო, მგონი კარგი კომბინაციაა, რას იტყვი?
- ვაა, მომწონს, თან პასტელური ფერებია, აუ რა ლამაზი ორეულია.
- კი, მოისინჯე და ვიყიდოთ, ქრისტოს უნდა შევხდეთ ნახევარ საათში, ხომ იცი?
- კი, კი.
წვიმიანი დილის შემდეგ, მზიანი შუადღე იდგა გარეთ. ქრისტი მაკდონალდის მეორე სართულზე მაგიდასთან ელოდა მეგობრებს.
- დიდხანს გალოდინეთ ხო? - გოგოებმა მეგობარი გადაკოცნეს.
- არც ისე, თუმცა მშია და დროულად შევუკვეთოთ რაა.
- კაი, წავალ, შევუკვეთავ და მოვალ. - თამუნამ საფულე აიღო და კიბეებზე დაეშვა.
- აბა რა ქენით? შეარჩიეთ რამე?
- კიი, ხომ იცი როცა თამუნა გახლია, არ არსებობს რამე არ შეიძინო, თან უცხო. სასწაული თვალი აქვს, დიზაინერი უნდა იყოს, ვიდრე მასწავლებელი.
- მართლაც ლამაზი ფერებია, რა კარგი ორეული შეგირჩევიათ.
- შენც ხომ მოდიხარ?
- მე?
- ხო შენ. - გამომცდელად დააკვირდა.
- კი, რამ უნდა შემიშალოს ხელი. - შინაგანი ღელვა ათრთოლებულმა თითებმა გასცა.
- ისევ ცუდად გექცევა? - როგორც ყოველთვის, გვანცამ პირდაპირ ჰკითხა.
- ხომ იცი, რომ არ აქვს ცუდი გული? - სევდანარევად ჩაილაპარაკა და დატვირთულ თამუნას შეეგება.
- ქრისტო, სხვების მიმართ როგორი კეთილია, ეგ საერთოდ არ მაინტერესებს, შენთან როგორია ეს არის მთავარი, იმ ამბის მერეც ვერ მოვიდა აზრზე? - გვანცას ჭამის მადა გაუქრა, თამუნა კი ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა.
- ჩემთანაც კარგად იქცევა.
- კი, კი გეტყობა როგორი ბედნიერი და აღფრთოვანებული ხარ. - გვანცამ ირონიულად ჩაილაპარაკა, - მეღადავები ხომ? გგონია არ გიცნობ? და ვერ ვხდები ბოლო სამ წელიწადში როგორ შეიცვალე? გგონია აღარ მახსოვს ღიმილიანი, ლაღი, ფერადი ქრისტინე?
- ხომ იცი, ოჯახს ვერ დავანგრევ, სახლში ვერ დავბრუნდები, იქ ორი ძმა მელოდება... - თვალცრემლიანმა ძლივს ამოიბუტბუტა.
- ჰმ! - ბრაზისგან სახეზე წამოწითლდა, - ორი ძმა? მაგ ორ ძმას ცოცხალი დის სახლში დაბრუნებას, მკვდარი დის მისვენება ურჩევნიათ?
- გვანცა! - დაუყვირა თამუნამ, - ზედმეტი მოგდის, - ატირებულ ქრისტინას გახედა და მხრებზე ხელი მოხვია.
- ხო, ალბათ მე მომდის „ზედმეტი“, ალბათ მე ვარ ძალიან მგძნობიარე ასეთი საკითხების მიმართ, ალბათ მე გავგიჟდი და ყველა სხვა საღად აზროვნებს, მაგრამ ჩემი „სიგიჟე“ მირჩევნია, ის სიგიჟე, რომელიც მეგობარს ცოცხალ ადამიანად დამიტოვებს და არა შემდეგ მწველ სინანულს მის საფლავთან, რატომ ხმა არ ამოვიღე, რატომ არ გადავარჩინე და ა.შ. მე ასეთი ვარ, მოგწონვართ ასეთი? თუ არადა მაშინ მე უნდა წავიდე. - ასადგომად მოემზადა.
- ვაა, გვანც აქ ხარ? - გაღიმებული სახით თავზე გიორგი დაადგათ, - გივი, მოდი. - ხელით ანიშნა, - ნახე ვინები ვნახე.
- გამარჯობა.
- გაგიმარჯოს გივი.
- ძმა, შენ გვანცას მიუჯექი და მე აგერ სკამს მოვწევ. - დარსომ უცებ გაანაწილა ადგილები.
- ა, თქვენ ქრისტოს არ იცნობთ. იცნობდეთ ჩვენს მეგობარს, მშვიდ და ფარფატელა გოგოს. - თამუნამ ბიჭებს დაქალი გააცნო.
- ძალიან სასიამოვნო და იმედია ერთმანეთს კარგად გავუგებთ, თქვენც გვეწვიეთ თამუნასთან ერთად ხოლმე სახლში. - ყურებამდე იკრიჭებოდა გიორგი.
- კი, გესტუმრებით.
- ქრისტოს მეუღლე ჰყავს, ამიტომ მასთან ერთად დავპატიჟოთ ერთხელ და დავლიოთ. - თამუნამ აწითლებულ ქრისტოს გახედა.
ამ სიტყვებზე გვანცამ თვალები უკმაყოფილოდ აატრიალა, გივის არ გამოპარვია მისი მოქმედება, არც მისი უხასიათობა.
- რა ქენი იყიდე რამე?
- კი, სახლში გაჩვენებ.
- მოდების ჩვენება უნდა მომიწყო?
- არ არის ცუდი იდეა. - თვალი ჩაუკრა.
- ქრისტინე თქვენც მასწავლებელი ხართ? - ჰკითხა დარსომ.
- კი, უბრალოდ ამ ეტაპზე არ ვმუშაობ.
- ანუ კურსელები ხართ?
- კი.
- მემგონი ჩვენ ადრეც ვიცნობდით ხომ ერთმანეთს? - დაფიქრდა გივი.
- კი, რამოდენიმეჯერ შევხდით გვანცასთან ერთად.
- დიდი დრო გავიდა, ბოდიში, რომ ვერ გიცანით.
- არაუშავს, ხდება ხოლმე. იცით? - საათს დახედა, - მე უნდა წავიდე.
- ასე უცებ? - გიორგიმ გაკვირვებით შეხედა.
- დიახ.
- კი უნდა წავიდეს, - თამუნამ თვალები გადაუბრიალა.
- კარგით, მომავალ შეხვედრამდე.
- კარგად.
- ქრისტო ჩატში მოიწერე, რომ მიხვალ სახლში.
- კარგი.
- მეც უნდა წავიდე, შენც ხო არ წამოხვალ? - გახედა გივის.
- უკვე?
- ხო, დავიღალე, მაგრამ შენ თუ გინდა იყავი.
- არა მეც წამოვალ. თქვენ რას იზამთ?
- ჩვენ კიდევ ვიქნებით, ხომ გცალია თამუ? - თხოვნებით სავსე თვალებით გახედა.
- კარგი - დათანხმდა თამუნა, - ყავა დავლიოთ.
- ჩვენ წავედით, აბა დროებით.
სახლისკენ მიმავალ გზას უხმოდ მიუყვებოდნენ.
- რამე მოხდა?
- გივი. - შეჩერდა.
- ჰო.
- მამაკაცებმა სიყვარული მართლა არ იციან?
- მაგას რატომ მეკითხები?
- გივი, იცოდე ქალი, რომელიც შეგიყვარდება, იცოდე არასოდეს გააუბედურო, თორემ ჩემი ხელით მოგკლავ! - სიარული გააგრძელა.
- არ მეტყვი რა ხდება? - წამოეწია წინ წასულს.
- ქრისტინეს ქმარი ნერვებს მაწიწკნის, თუმცა ჩემი დაქალიც, რომ მაგიჟებს! ან რატომ მაქვს ასეთი გული? რატომ ვერ ვისვენებ? ის, ხომ მეუბნება, რომ მასთან ბედნიერია. მე რატომ მგონია, რომ იტყუება და მისი ამ სიტყვების უკან დახმარების თხოვნა რატომ მესმის? ვითომ ჩემი პრობლემები არ მკმაროდეს, ვითომ იდიალურად ვიყო აწყობილი და მხოლოდ სხვისი პრობლემების მოგვარება მევალებოდეს...
- ხომ იცი როგორი გული გაქვს არა? - მხარზე ხელი მოხვია, - წამო პოდიუმი მოაწყვე, მე კი ჩაის მოვამზადებ, ხომ გინდა?
- გივიკო, როგორ მიხარია ერთმანეთის ცხოვრებაში, რომ დავბრუნდით, გული ბედნიერი და სავსე მაქვს.
- გაუსკდა სიყვარულის ბუშტი, - კარები სიცილით გააღო. - თქვენს მერე მადამ.
- იცი როგორ გამაცინო, იცი როგორ გამაბედნიერო. მადლობა, რომ ამირჩიე და ჩემი ძამიკო ხარ. - თმები აუჩეჩა.
- ისევ ძამიკო... - გულმოსულმა გივიმ ჩაიბურდღუნა.
- მიდი სამზარეულოში, მე გამოვეწყობი და მოვალ.
გივიმ ცხელი ჩაით სავსე ფინჯნები მაგიდაზე დაალაგა.
- აღარ მოდიხარ? - გასძახა.
- თვალები დახუჭე, - გამოსძახა.
- დავხუჭე. - თვალებდახუჭული, გივი, სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- აბა როგორი გოგო ვარ?
- .... - გივი მომენტალურად დამუნჯდა, პირზე ხელი აიფარა.
- ანუ შოკი გოგო ვარ ხო? - გადაიკისკისა.
- მოიცა ასეთი გამჭირვალე ზედით უნდა წახვიდე? - ძლივს ამოიბლუკუნა.
- აჰამ, დიდიხანია სადმე გასართობად არ წავსულვარ და მინდოდა ეფექტიურად ვყოფილიყავი. წავედი, გამოვიცვლი და მოვალ.
- ღმერთო ასეთი განსაცდელი რატომ მარგუნე? - ხელები თავზე შემოიჭდო, - ისევ რატომ მიყვარს? ისევ რატომ მაგიჟებს... ან როდემდე უნდა გავუძლო.
- აუ, რა კაია ერთად რომ ხართ, გივი ნახე ჩვენები რეკავენ. - გვანცა სამზარეულოში მობილურით შევარდა.
- დეე, ნან, როგორ ხართ? - ქალებს ხელი გივიმ უხასიათოდ დაუქნია.
- ჩვენ კარგად და თქვენ? როგორ მიხარია ერთად, რომ ხართ. ახლა უფრო მშვიდად ვარ. - მაია ეკრანს მიეფერა.
- არ ინერვიულო მაი, იცოდე კარგ გოგოს შევურჩევ, ისეთს შენს გულს რომ გაახარებს.
- შენ რატომ უნდა შემირჩიო? ბავშვი ვარ? - გაბრაზებით გახედა.
- აბა შენ რა იცი როგორი გინდა?
- მაშინ მეც უნდა აგირჩიო შენ. - არ დარჩა ვალში.
- დიახაც, შენ უნდა ამირჩიო. აბა როგორ?
- ნახე ნან, ისევ ისე კინკლაობენ როგორც ბავშვობაში, არ გაზრდილან ჯერ კიდევ.
- კი, კი მასეა ზუსტად. - იცინოდნენ დაქალები შვილების შემყურე.
- გვანც, პაემანმა როგორ ჩაიარა?
- რაა? პაემანზე იყავი? - გივიმ იმხელაზე დაიყვირა, ნანა და მაია, ლამის ტელეფონში გამოძვრა.
- რატომ ყვირი? - გვანცამ მარჯვენა ყურზე ხელი მიიჭირა. - ლამის ყურის ბარაბანი გამიხეთქე.
- ისა და რა მოხდა? როგორ ჩაიარა?
- ცუდად, დიდად არ აღფრთოვანდი.
- ხომ მითხარი, როცა წავალ, წაგიყვანო? რატომ არ მითხარი? - ბუზღუნებდა გივი.
- აღარ ჩავთვალე საჭიროდ, გული წინასწარვე მიგრძნობდა, რომ არ მომეწონებოდა, თუმცა არც მას მოვეწონე, თორე ასე უგზოუკვლოდ ხო არ დაიკარგებოდა?
- აჰა, ძალიან კარგი. - გივის ტუჩის კუთხეებში ბედნიერი ღიმილი შეეპარა.
- არადა კარგი ბიჭი იყო, არა ნან?
- თუ ჩემი გოგო არ მოეწონა, სულ არ ყოფილა კარგი. - ნანამ ცხვირი უკამყოფილოდ აიბზუა.
- ისე თქვენ ჩვენს პირადს, რომ თავი დაანებოთ არ გიფიქრიათ? - ჩაიბურდღუნა გივიმ.
- ოჰ, მოუნდა ბიჭს დამოუკიდებლობა, რას ქვია არ ჩავერიოთ? აბა თუ შევხედეთ თავს იღუპავთ, მისი პირადია და თავიც დაუღუპიათქო, უნდა ვთქვათ? - აქოთქოთდა მაია.
- მაი, მე ვყავარ გივის და გივის კიდე მე. ამიტომ არცერთი მივცემთ თავს უფლებას, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთოთ. ამდენხანს არ გავგიჟებულვართ და ახლა რა მოგვივა?
- კარგად მახსოვს, რომ გაგიჟდი ერთ არასწორ ბიჭზე, სახელს არ გავიმეორებ, მერე მახსოვს რამდენს ტიროდი, იმედია ისწავლე ჭკუა და დაკვირვებული გახდი მას შემდეგ. - სათვალე გაისწორა ნანამ.
- დედა არ იყო მაზოლზე ფეხის დაჭერის აუცილებლობა. - ცივად გახედა.
- ამიტომ ჭკვიანად იყავით, სწორი არჩევანი გააკეთეთ.
- წავედი მე. - გაბრაზდა გივი.
- კაი წავედი მეც, ხვალისთვის უნდა მოვემზადო.
- იცოდე წასვლამდე გვეჩვენე როგორ იქნები.
- კი გაჩვენებთ.
- გივი, - მაიამ შვილს გამოსძახა, - ტაქსით არ გაუშვა ბავშვი რესტორანში.
- ბენზინის ფული მომცეს და წავიყვან.
- ოხ, გივიი. მანდ ვიყო გაგჩეჩავდი. - დედა შვილს მუშტით დაემუქრა.
- კარგი წავედიით. - გათიშა მესენჯერი, - მე უნდა ვიბანაო, შენ ხო არ აპირებდი შესვლას?
- არა, მიდი.
გივი საყვარელი საჭმლის, სპაგეტის მომზადებას შეუდგა.
- არა, ისე წავიდა გოგო პაემანზე არც კი მითხრა. ნეტა რატომ დაიწუნა? ან იმან რატომ დაიწუნა? რა აქვს დასაწუნი ჩემს გოგოს? - ადუღებულ წყალში მაკარონი ჩაყარა და თვალი სივრცეს გაუშტერა.
- გივიი.
- ხო.
- ბანაობის დროს მომშივდა და რას აკეთებ? - გვანცა სამზარეულოში თხელ პენუარში გამოწყობილი შემოვიდა, რომელიც სავსე მკერდს ძლივს უფარავდა.
გივიმ მომენტალურად თვალებზე ხელი აიფარა, ყურები კი სასაცილოდ აუწითლდა.
- რა გჭირს? - გვანცა მივარდა. - ხახვიანი ხელები ამოისვი? თვალები გეწვის? ზეთი ხომ არ შეგეშხეფა?
- გვანც, წადი და ჩაიცვი. - თვალებგაუხელად უპასუხა. - გჯერა თუ არ გჯერა, მე მაინც მამაკაცი ვარ.
გვანცამ საკუთარი თავი შეათვალიერა, „ღმერთო ჩემო, სირცხვილო“, ჩაიბუტბუტა და საძინებელში გავარდა.
- ღმერთო რა სირცხვილია, ჭკუა სულ დავკარგე. ლამის ტიტველი გამოვეცხადე ბიჭს, მგონი გავგიჟდი. - ნერვიულად ბოლთას სცემდა, - ახლა როგორ უნდა შევხედო თვალებში, მაგრამ საცურაო კოსტუმში ხო ვყავარ ნანახი? - თავი დაიმშვიდა. - როგორი საყვარელია, თვალები როგორ უცებ დახუჭა, ჩემი ბიჭი. - თვალები მინაბა, - რა ჩემი ბიჭი? ხომ ვარ კარგად? - სარკეში თავის თავს გაუბრაზდა. - ასეთი პენუარები უნდა გადავმალო, შორტით და ზედით უნდა დავიძინო აწინ.
ჩაფიქრებული გივი გზაქურასთან დიდხანს იდგა. თვალებიდან არ ამოდიოდა გვანცა, უკვე გრძნობდა ეს სიახლოვე ბომბთან თამაშს ჰგავდა და ამაზე ფიქრები სტანჯავდა.
***
- თოკო მისმინე, აბა რამდენია 8-ჯერ 9?
- 72 მასწ.
- აბა 63, რომ 9-ზე გავყოთ რამდენი იქნება?
- 7 მასწ.
- რა კარგი ბიჭი ხარ, კარგად გამოგდის გამრავლება გაყოფა. მოდი ახლა შენ დამიწერე ის ორნიშნა რიცხვები, რომელთა ჯამი უდრის რვას.
- კარგით, მასწ.
- სალომე, შენ რატომ ზიხარ უმოქმედოდ? დაამთავრე სავარჯიშოების წერა?
- არა. - გოგომ ტუჩები გაბუშტა და ხელები მკერდთან ჩაიხვია.
- და რატომ?
- არ მინდა მეცადინეობა.
- რატომ? თუ რამე ვერ გაიგე მითხარი და აგიხსნი.
- სწავლა არ მინდა, მეზარება.
- ოო. - გვანცამ თავი გადააქნია. - მიზეზი მე ვარ თუ სხვა რამ?
- აუცილებელია, რომ ვისწავლო? ბაღში ხომ ვისწავლე ანბანი და რიცხვები? არ იყო საკმარისი?
- რიცხვები მხოლოდ 10-მდე ისწავლე, ჩვენ კიდევ გვაქვს ათეულები, ასეულები და ა.შ., ამიტომ მათი სწავლა აუცილებელია, რომ ჩვენი გონება გავარჯიშდეს და არ გაზარმაცდეს, მათემატიკის მაგალითები კი ლოგიკურ აზროვნებაში გვიწყობს ხელს.
- არ მინდა. - ახლა ძირს გაწვა, პატარა ქალბატონი.
- მაშინ ანბანი გავაგრძელოთ, ანბანის სწავლა იმიტომ არის აუცილებელი, რომ უამრავი წიგნი წაიკითხო, პოეზიას ეზიარო, წერა კიდევ აუცილებელია, რომ შენს საყვარელ ადამიანებს ბარათები მისწერო, ასევე ჩანახატები გააკეთო და მრავალი სხვა.
- არ მინდა! არ მინდა! - ბავშვი, უფრო და უფრო, ჯიუტობდა.
- კარგი, მაშინ დაისვენე და როცა მოგინდება მაშინ გავაგრძელოთ. აბა თოკო მითხარი რა დაწერე? - რვეული აიღო და გასწორება დაიწყო. - ყოჩაღ, სწორად მიხვდი რაც უნდა დაგეწერა.
- საღამო მშვიდობისა, გვანცა მასწავლებელო. - ოთახში ბავშვების დედა შემოვიდა.
- საღამო მშვიდობისა, მარიამ. - თავის დაკვრით მიესალმა.
- სალომე ძირს რატომ წევს?
- სწავლას აპროტესტებს.
- ისევ?
- დიახ.
- დე, - ბავშვთან ჩაიმუხლა. - რამდენხანს უნდა იწვე ძირს?
- სანამ სკოლიდან არ გამომიყვანთ.
- ღმერთო ჩემო. - დედამ შვილის სიტყვებზე თავი უიმედოდ გადააქნია. - აი, რა ვუყო? პირველ კლასს ამთავრებს და ასეთი პროტესი რატომ აქვს ვერ ვხდები.
- იცით, მგონია სკოლის პროტესტზე მეტად მასწავლებლის მიმართ აქვს წინააღმდეგობა.
- თქვენ გაპროტესტებთ?
- მე არა მგონი, უფრო მისი სკოლის მასწავლებელს.
- აი, მეორე სემესტრიდან რაც შეეცვალა დამრიგებელი და ახალი შემოვიდა, მგონია ამ ცვლილებას აპროტესტებს, თუმცა ესეც ისეთი კარგი პედაგოგია და პირიქით სულ ცდილობს ჩართოს საგაკვეთილო პროცესში, როდესაც სალომე ხან ძირს წვება და ხან სახლში წასვლას ითხოვს.
- გააჩნია რა ფორმით ცდილობს მის ჩართვას? იძულებით თუ კეთილი სიტყვებით? ახლანდელი ბავშვები ძალიან ფაქიზები არიან, ისინი მარტივად ხვდებიან სიყალბეს და ჩვენს დამოკიდებულებას, იძულებით ახლანდელ ბავშვებს ვერაფერს გააკეთებინებ და თუ გააკეთეს, ჩათვალეთ რომ დიდი სტრესი მიღების შემდეგ.
- სალომე.
- ხო.
- თეონა მასწავლებელი ხომ გიყვარს?
- არა!
- რატომ?
- როცა ვტირი, არ მეფერება, თამთა მასწავლებლისგან განსხვავებით, თვალებს მიბრიალებს და მეუბნება, რომ სასწრაფოდ შევწყვიტო ეს ქმედება, თორემ დირექტორთან წამიყვანს.
- რა? - მოულოდნელი ფაქტის გაგების გამო მშობელი აფორიაქდა.
- მარიამ, მგონი ჯობია დამშვიდდეთ. ცხელ გულზე გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ, ჯობია პედაგოგს გაესაუბროთ.
- იმდენჯერ ვესაუბრე, სულ მუდამ მამშვიდებდა. გაივლისო, მაგრამ უკვე თქვენთანაც აპროტესტებს მეცადინეობას და აი, ხომ ხედავთ ძირს წვება.
- ჯობია ეს დღეები დავაკვირდეთ და შემდეგ დამრიგებელს გაესაუბრეთ. იქნებ სალომემაც გულახდილად დაგელაპარაკოთ.
- ჩემი მეუღლე ბრუნდება საზღვარგარეთიდან და სალომე მასთან მარტივად იხსნება, მამას გოგოა.
- ძალიან კარგი. თუ რამეს ჩათვლით საჭიროდ, რომ მეც რამე წვლილი შევიტანო დიალოგში, მითხარით და თუ თვითონ სალომე მეტყვის რამეს აუცილებლად შეგატყობინებთ.
- თქვენი დიდი მადლობელი ვარ.
- რას ამბობთ, ეს ჩემი მოვალეობაა. აბა ნახვამდის.
- მშვიდობიანი ღამე.
გვანცა ჩაბნელებულ ქუჩას ღიღინ-ღიღინით გაუყვა.
„მამას გოგო... ნეტა მე როგორი მამას გოგო ვიქნებოდი? ჭირვეული თუ ნებიერა? ან იქნებ ორივე ერთად? ნეტა როგორია როცა მამას ნებიერა გოგო ხარ? მა, სად ხარ?“- შეჩერდა და მოქუფრულ ცას ახედა. – „ნეტა ბედნიერი ხარ? არ გენატრებით მე და დედა? ასე ადრე რატომ დაგვტოვე? მეც მინდოდა ჩემზე ეთქვათ მამას გოგოაო... ეჰ... აუხდენელი ოცნება ეგ ხომ?“ - თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა, - „მა, იცი რა მინდა? ცხოვრებაში ისეთი ადამიანი შემახვედრე, ვინც ჩემს გვერდით დიდხანს იცხოვრებს და ის სითბო, რომელიც შენი არ ყოფნით მაქვს გულში, შემიმსუბუქებს... მაა, ეს ხომ მაინც შეგიძლია ამისრულო, ჰა? თუ ბევრს ვითხოვ?“ - შუა გზაზე იდგა და ცას აჰყურებდა.
- რას უყურებ? - გვერდით ამოუდგა გივი.
- ვაიმე გივი. - შიშისგან შეხტა.
- შეგაშინე?
- კიი, - გულზე ხელი მიიდო. - აქ რას აკეთებ?
- რავიცი, მემგონი ჯერ კიდევ ვცხოვრობ ამ უბანში. - ბინას გახედა.
- დედაა, ამხელა გზა ასე ფიქრებში გავლიე და ვერ მივხვდი?
- და რაზე ფიქრობდი?
- მამაზე...
- მოიცა, მარტო ხომ არ ყოფილხარ სასაფლაოზე?
- არაა, უბრალოდ ნოსტალგია შემომაწვა. იცი ხანდახან ძალიან მენატრება, იმ სურნელის გახსენებას ვცდილობ, რომელიც ჰქონდა... თუმცა ამაოდ.
- მესმის... ორივემ ვიცით ეს სევდა და ორივემ პატარებმა გავიარეთ ეს გზაც... არ წავიდეთ სახლში?
- ხომ არ გაგვესეირნა?
- არა.
- რატომ? - გაუკვირდა გივის უარი.
- დარსო და თამუნა გველოდებიან სახლში.
- მოიცა? შენთან ბინაში?
- ხო.
- მოულოდნელობაა. - გაოცებისგან პირი დააღო.
- ასეა, ზოგი სწრაფად ავითარებს გრძნობებს, ზოგი კი არა.
- მოიცა, ერთად არიან უკვე?
- არა, მაგრამ როგორც მივხვდი გაცნობის პერიოდში არიან და ფლირტაობენ.
- მოიცა, შენ ეს ამბები ვინ გითხრა?
- გიორგიმ.
- არა რაა, ბიჭები კაი ჭორიკნები ხართ.
- რატომ? - ეწყინა.
- იმიტომ, რომ თამუნას ჯერ ჩემთვის არაფერი უთქვამს და შენ დარსომ უკვე ყველაფერი მოგიყვა.
- ხომ არ იეჭვიანე?
- ცოტა. - ტუჩები გაბუსხა.
- წამოდი, წამოდი. როგორც ვიცი ხინკლები გველოდება და ცივი ლუდი.
- ოო, მაშინ ავჩქარდეთ, მშია. - კიბეებზე სწრაფად გაიქცა, უკან კი გივი მიჰყვა.
- ვაა, მასპინძლებიც მოსულან. - გიორგი, სამზარეულოში წინსაფარ აკრული იდგა.
- ოჰ, ოჰ რა ხალხი თუ რა წყვილი? - თამუნას თმებზე მოქაჩა და თვალები გადაუბრიალა გვანცამ „მოგიხელთებ მარტო შენ მე“, ჩასჩურჩულა ყურთან.
- წყვილი ჯერ არა, მაგრამ რომ ვატყობ მომწონს მასე დაძახება. - ყურებამდე გაიკრიჭა გიორგი.
- გივი, მგონი ჩვენ ორნი ზედმეტი ვართ, უნდა გავიდეთ.
- ნუ ბოთაობ რაღაცეებს. - გივიმ მკლავში ხელი ჩასჭიდა და მის გვერდით სკამზე დასვა.
- ხომ არ ეჭვინობ, პატარავ? - თვალები აუფახულა დარსომ.
- არა, უფრო ვღელავ.
- რაზე?
- რომ გული არ ატკინო ჩემს ფარფატა გოგოს, თორემ იცოდე ბნელ ქუჩაზე გნახავენ ყელგამოღადრულს. - გვანცამ ცერა თითი კისერთან გადაიტარა.
- ოჰო, დამბურძგლა. კარგად ხუმრობ.
- არ ხუმრობს. - ერთდროულად წამოიძახა გივიმ და თამუნამ.
- მოიცა, ასეთი საშიში ხარ? - თვალები გაუფართოვდა.
- უფრო მესაკუთრე, რომელიც ვერ იტანს როცა მის საყვარელ ადამიანებს ვინმე ოდნავაც თუ აწყენინებს. მტრისას.
- ბავშვობაში, გივის მე ვიცავდი ხოლმე. ერთს ისე ამოვარტყი ფეხებშუა, რომ დედაჩემს მისი მკურნალობა ძვირი დაუჯდა.
- არ არსებობს. - სიცილი აუტყდათ.
- კი.
- მერე თემურის რატომ არ ჩაუტარე ეგ გაკვეთილი?
- ნუ ღელავ, ჩატარებული აქვს, უბრალოდ ვერ ხვდება.
- იმ დღეს ჩაუტარე ხო? - თამუნამ წარბები აათამაშა.
- მოიცა, რომელ დღეს? - გივის ხმა გაებზარა.
- არ უთქვამს? იმ დღეს კურსელების შეკრებაზე, რომ ვიყავით, თან რა ფორმაში იყო. იფ, იფ. ჯერ ხო სხვა ბიჭები ესეოდნენ.
- ბიჭები? - ახლა ორივემ დაქაჩეს თვალები.
- ხო, დაცვა სანამ არ ჩავრიეთ, ვერ მოვაცილეთ გვანცას ის ტიპი.
- რატომ არ დამირეკეთ? - წამოძახა გივიმ.
- კაი, ახლა შენ გაგრევდი მაგ შარში, დამშვიდდი.
- მე თემურის გახევებული სახე და მზერა არ ამომდის, თან მის შეყვარებულთან ერთად იყო. ისიც გახევდა და მალევე წაათრია სახლში, რადგან თემურის თვალები, მუდამ ჩვენს მხარეს იყო მომართული.
- უნდა იცოდეს, ვინ დამკარგა და ვისში გამცვალა. - გვანცამ ბოროტულად ჩაიქირქილა.
- აუ, დაკარგვაზე გამახსენდა გვანც, იცი ვინები დაშორდნენ?
- ვიინ?
- ტატო და მარიეტა.
- რაა? მოიცა, მართლა?
- აბა ხო არ მოგატყუებ, ჩვენც კიდევ შოკში ვართ.
- ქალო, მაგენი რა ხნის ცოლ-ქმარი იყვნენ?
- მგონი 15 წლის.
- არა, რაა ცოლ-ქმრობა ბევრს, არა, სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ არასწორად ესმით. უმეტესობას ცოლი ჰგონია ქალი, რომელმაც უნდა მოუაროს, შვილები გაუჩინოს, გაუზარდოს და შიგ და შიგ სექსიც ჰქონდეთ. ქალებსაც ასე ჰგონიათ, ამიტომაც ითმენენ, როცა შეურაცყოფას აყენებენ, ამცირებენ, ფიქრობენ, რომ ეს ნორმაა, რომ ეს ასეც უნდა იყოს და ის ვინც ასე არ ფიქრობს ცუდი და არა მეოჯახე ქალია! ჰმ, სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს და იცით ეს არასწორი გაგება ოჯახის და ცოლ-ქმრობის ვისი ბრალია? საზოგადოების, რომლებმაც წაკითხულის გააზრება არ იციან და ჰგონიათ, ღმერთმა ქალი კაცის მონად შექმნა. ვაი, რომ ასე არ არის, მაგრამ არასწორი აზრი წლების მანძილზე იმდენად ღრმად ჩაიბეჭდეს, თეთრზე შავიაო ისე თამამდ ამტკიცებენ, ხანდახან ეჭვიც კი შეგეპარება იქნებ ის არის მართალი და მე ვცდები, ან რა დამოკიდებულებაა ის კარგი მეოჯახე გოგოა, რადგან მხოლოდ სახლი და სამსახური იცის, კარგ საჭმელებს აკეთებს, გამოგადგება ოჯახში, კარგ შვილებს გაგიზრდის. ჰმ! ამიტომაცაა, რომ ამდენი ოჯახი ინგრევა, სულ არ მიკვირს რატომ არის ამდენი დაბოღმილი ასაკოვანი ქალი, რადგან ბედნიერება არასოდეს განუცდიათ. მეტყვი შენ, როცა შვილი ბედნიერია, ესაა ყველაფერი. ოო, ნამდვილად, მაგრამ როცა მხოლოდ შვილის ბედნიერებით ცხოვრობ, მერე გიჭირს შვილი მის გზაზე გაუშვა, ებღაუჭები და იმდენად ახრჩობ, რომ ან ბოროტდება ან ჭაობში იხრჩობა. ამიტომაც როცა შენც გაქვს შენი პირადი ბედნიერება, შვილი მეტად თავისუფალი და ჯანსაღია, ის არც სხვას აავადებს და პირიქით უფრო ნაყოფიერი და შედეგიანია მისი მომავალი. მე თუ ოდესმე შემიყვარდება, მე თუ ოდესმე ოჯახს შევქმნი, მე და ჩემი ქმარი პირველრიგში მეგობრები უნდა ვიყოთ. - გივის ხველება აუტყდა და გვანცას, სევდიანი თვალებით, გახედა, რომელიც თამუნას მახვილ მზერას არ გამორჩენია.
- მეგობრობა ცოლ-ქმრობაში აუცილებელია, - თამუნა დაქალს დაეთანხმა, - და საერთოდ, მგონია თუ ურთიერთობა მეგობრობიდან იწყება, უფრო მყარია.
- მოიცა ჩვენ რო მეგობრობით არ დაგვიწყია? - თამუნას სიტყვებზე გიორგი შეშფოთდა.
- მერე ჯერ ჩვენც არ ვართ შეყვარებულები, ერთმანეთს ვეცნობით, მოგვწონს ერთად ყოფნა და საერთო ინტერესებიც გვაქვს. ნუ ჩქარობ, ბატონო გიორგი. - ცხვირზე ხელი აკრა.
- მეგობრობიდან დაწყებული სიყვარული... შეიძლება, არაფერია გამორიცხული... - გვანცამ ლუდი მოსვა და ჩაფიქრდა, - იცით, ცოლ-ქმრობა ხომ მხოლოდ სექსი არ არის? როცა ორი ადამიანი სამუდამოდ უკავშირებს თავიანთ ცხოვრებას ერთმანეთს, ის მონოტორული, მომაბეზრებელი არ უნდა გახდეს. ორივეს უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე, სიყვარულს აკრძალვები კლავს, ხოლო თუ ის თავისუფლებაზე და ნდობაზეა აგებული, უფრო ხანგრძლივი, ტკბილი და საამოა. ნუ მე ასე ვხედავ ჩემს სიყვარულს, მომავალ ოჯახს და ჰარმონიას.
- ოო, როგორი ბრძენი ყოფილხართ პატარა ქალბატონო, - ლუდით სავსე ჭიქა, გივის მიუჭახუნა გიორგიმ, - იმედი მაქვს ეგ სურვილი აგიხდება, - თვალი ჩაუკრა ძმაკაცს, მან კი ერთი მოსმით მთლიანი კათხა ლუდი დალია და ამოიხვნეშა.
- ვითომ? - ჩაფიქრდა გვანცა.
- ცხოვრება სიურპრიზებით და მოულოდნელობებითაა სავსე, აი, თამუნა და მე პარალელ კლასელები ვიყავით, მაგრამ აქ გავიცანით ერთმანეთი და ის ნაპერწკალიც აქ გაჩნდა. მგონია, სკოლიდან რომ მცოდნოდა, ეს არ მოხდებოდა. ზოგადად ვნების ნაპერწკალს ძალიან ცოტა დრო სჭირდება, წამებში გახვედრებს ვინაა შენი.
- მართლა? ნეტა ვინაა ჩემი? თემური, რომ არ იყო კი ვიცი.
- მიმოიხედე ირგვლივ, იქნებ არის ვინმე და ვერ ხედავ.
- მგონი დათვერი შენ, - გივიმ ძმაკაცს თვალები დაუკვესა, - აივანზე გავიდეთ.
- კაი, - მორჩილი ბავშვივით უკან გაჰყვა.
სიგარეტს მოუკიდეს. გარეთ გაზაფხულის თბილი წვიმა ცრიდა, რომლის შხეფები ღია აივანზე ლამაზ აკორდებს ქმნიდა.
- მითხარი... - ჩაფიქრებულ მეგობარს მხარზე ხელი მოხვია. - ისევ უიმედოდ იწვი ხომ?
- იმედი, როდის მქონდა რო? თუმცა დღითიდღე ვგრძნობ, რომ კონტროლს ვეღარ ვუწევ ჩემს თავს, ემოციებს, გრძნობებს...
- რატომ?
- აი, - სიგარეტი ჩააქრო. - ერთი კვირის წინ, ისე გამომეცხადა, მგონი თავი ზღვის სანაპიროზე ეგონა.
- მოიცა საცვლებით იყო?
- არა პენუარით.
- მერე?
- თვალები დავხუჭე, მეთქი წადი და ჩაიცვითქო. ცოტაც და მართლა კონტროლს დავკარგავდი საკუთარ თავზე, არადა მეგონა, რომ ...
- რომ აღარ გიყვარდა ხომ? მგონი ტყუილად ემალებოდი ეს წლები...
- მგონი...
- და რატომ არ ეუბნები?
- გაგიჟდი? სამუდამოდ დამკარგავს, მერე ვერც ნანა დეიდას დაველაპარაკები, მაია ტვინს წაიღებს, და-ძმასავით იყავით, როგორ შეგიყვარდაო. მოკლედ, ავრევ ყველა სიტუაციას...
- ანუ უნდა იტანჯო? თან სახლში რო გყავს... მოიცა მისი ბინის საკითხი არ მოგვარდა?
- კი, გვარდება, მაგრამ ისიც არ მინდა, რომ წავიდეს... არადა აქ რო დარჩეს, კონტროლს, როდის დავკარგავ არ ვიცი... მოიცა, ხომ არ წავიდე?
- სად?
- გერმანიაში?
- ისევ გაქცევით ცდილობ პრობლემის მოგვარებას?
- წამოდი, შევიდეთ ისევ სახლში. რამე ძლიერი უნდა დავლიო.
- დალევა მოგინდა?
- კი, შენ არა?
- მოიცა, მე რო არაყი მოგიტანე, ისევ ხო გაქვს?
- კი.
- აი, აქ დევს, - კარადიდან გამოიღო.
- რას აკეთებთ?
- ვსვამთ.
- ახლა? სახლში არ უნდა მიმაცილო? - თამუნამ წარბები შეკრა.
- მერე ტაქსით ჩემო ლამაზო, შენს ლამაზ თვალებს ვფიცავ, მხოლოდ სამ ჭიქას დავლევ.
მეგობრები გვიან ღამით დაიშალნენ. გვანცამ მაგიდა აალაგა, ჭურჭელი დარეცხა, ნაგავი დაახარისხა და დასაწოლად, რომ გაემზადა. გივის კვნესა შემოესმა.
- გივი, - საძინებლის კარებზე დააკაკუნა, - გივი კარგად ხარ? - პასუხი, რომ ვერ გაიგონა, ეგრევე შევარდა.
ბიჭი ტახტის კუთხეში იჯდა და გულის არევას ცდილობდა.
- მგონი სულ გაგიჟდი, - ფეხზე წამოაყენა და აბაზანაში ძლივს გაიყვანა. მერე სოდიანი წყლით დაბრუნდა, - მიდი დალიე, გულს იოლად აგირევს, ფუუ, - ცხვირზე ხელი აიფარა, თან თავს უკავებდა. - უკეთ ხარ?
- კი, - გივიმ თავი დაუქნია.
- თუ არ შეგეძლო რას სვამდი? წამოდი, დაგაწვინო.
გივი ლასლასით გაჰყვა.
- ჩაწექი. - ბრძანება გასცა. - აგერ, ეს წამალი დალიე, კუჭს დაგიმშვიდებს და თავის ტკივილსაც მოგირჩენს. წავედი ახლა. - წასასვლელად წამოდგა.
- არ წახვიდე... - მკლავში ხელი ჩასჭიდა, - მარტო არ დამტოვო... მეშინია... - გივი თვალებს ძლივს ახელდა.
- კარგი, დამშვიდდი. აქ ვარ, - ისევ თავთან დაუჯდა და თავზე და შუბლზე თითებით დაუწყო თამაში. - გახსოვს? როცა არ გეძინებოდა, ასე გეთამაშებოდი, მალევე იძინებდი მერე... - მართლაც, ბიჭმა მშვიდი ფშვინვა ამოუშვა. გვანცას გაეღიმა, - ისევ ისე დაგაძინე, ჩემი პატარა ბიჭი როგორი დიდი გაიზარდე უკვე. რა ლამაზი თვალწარბი გაქვს, ცხვირი, ტუჩები... - თითები ყველა ნაკვთზე სათუთად გადაუსვა, უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს აფარფატდა. - რაებს ვიძახი? რა მემართება? - თავი გადააქნია, აფაკლულ ლოყებზე ხელები აიფრა და ოთახიდან გავარდა.

***
- აუ, თუ მჯეროდეს, რომ ეს გამოგვივიდა. - აცერცეტებული გიორგი კი არ დადიოდა, დაფრინავდა. - გივი, ამოიღე ხმა. თუ შოკიდან ჯერ კიდევ ვერ გამოხვედი?
- ეგაა, არ მჯერა. ეგ ხო ძალიან დიდი პასუხსიმგებლობაა ამ ასაკში, ანუ მე და შენ „ეიჩ ბანკის“ დასავლეთ საქართველოს ფილიალების პროგრამისტები ვართ. ვაა, არ მჯერა.
- გოგოები გაგიჟდებიან. არ ვუთხრათ?
- გვანცას დღეს გაიგებდა კონკურსის პასუხებს, რადგან არ დამირეკა, ამიტომ მირჩევნია სახლში, რომ მივალ მაშინ ვუთხრა.
- კაი, მაშინ წამოდიე რამე ვჭამოთ, მომშივდა.
მეგობრები იქვე ახლომდებარე პატარა კაფეში მოკალათდნენ.
- რა ვჭამოთ?
- პიცა მინდა.
- პიცა რამ გაგახსენა ახლა? რომელი გინდა? - გივიმ მენიუს ჩახედა.
- ოთხი ყველით და წვენი.
- თავი გოგოსთან ერთად პაემანზე მგონია, - სიცილი აუტყდა, - რა წვენი? რა პიცა?
- მანქანით ვართ და დალევას ხომ არ დავიწყებთ?
- ხო, კაი. - შეკვეთა მისცეს.
- ამას ვის ხედავს ჩემი ლამაზი თვალები? - ბიჭების მაგიდას, მაღალი, გრძელთმიანი, გოგო მიუახლოვდა.
- ნატა? - არცერთს ესიამოვნა, დაუპატიჟებელი სტუმრის გამოჩენა.
- გეგონა თუ ყველგან დამბლოკავდი, ვერ გიპოვიდი? - ირონიულად ჩაიღიმა და გივის გვერდით მიუჯდა. - ხომ, იცი ის ქალი არ ვარ, სასურველ მამაკაცებს იოლად, რომ თმობდეს.
- მამაკაცებს? - ირონია არც გივიმ დაიშურა.
- დიახ! - გაშლილი თმები უკან გადაიყარა და ყელ-კისერი გამომწვევად მოიღეღა.
- როგორც ვხედავ, ისევ ბავშვური ხარ.
- დიახ, როცა შენ გხედავ, პატარა ბავშვი ვხდები. - თვალი ჩაუკრა და თლილი თითები მხრებზე ნაზად გადაუსვა, გივიმ უხეშად მოიშორა ქალის ხელი.
- თუ შეიძლება დაგვტოვე, რაღაც საკითხები გვაქვს მე და გიორგის განსახილველი და ... - ლეპტოპში რაღაც პროგრამების გასწორება დაიწყო.
- იცოდე, დაგიჭირე და ვერ გამექცევი.
- მე მხოლოდ ერთმა დამიჭირა, შესაბამისად შეგიძლია ეგ ილუზია თავიდან ამოიგდო და აღარ მომეკარო. - გივიმ ალმაცერად გახედა.
- ვნახოთ. - წინ ჩამოყრილი თმები ნერვიულად გადაიყარა და ამაყი ნაბიჯებით დატოვა კაფე.
- აუ ესღა გაკლდა. - დარსოს ძმაკაცი შეეცოდა.
- როცა ყურადღებას არ მივაქცევ ხომ გაჩერდება?
- ისე შენც სად ნახე ეს „სტალკერი“ ქალი?
- მე რა, თვითონ მნახა. დაიკიდე რა, ვჭამოთ. - პიცა გემრიელად ჩაკბიჩა და ჭამისგან მიღებული სიამოვნებით დატკბა.
გვანცა სახლისკენ დაღვრემილი, მიაბიჯებდა. ხანდახან შეჩერდებოდა, ამოიოხრებდა, ისე თითქოს მთელი დაგროვილი სევდის გარეთ ამოხეთქვა უნდაო, მაგრამ ოხვრა უშედეგოდ სრულდებოდა, სევდა არსად არ იფანტებოდა. სახლის კიბეები დამძიმებულმა აიარა.
- მოვედი. - უფრო თავისთვის თქვა, ვიდრე ვინმეს გასაგონად. ფეხსაცმელები და ჩანთა იქვე დაყარა და აბაზანისკენ გაემართა. კარები გამოაღო და თან წელს ზემოთ შიშველი გივიც გამოიყოლა, მათი სხეულები ერთმანეთს შეეჯახნენ, წამიერად სიჩუმე ჩამოვარდა, გონს ისევ გვანცა მოვიდა. - კარებს ვერ დაკეტავ, როცა იბან? მაგრამ აღარც შენ გაინტერესებ აქ, რომ ვცხოვრობ ხომ? - ტუჩები სატირლად დაბრიცა.
- გვანც, რა მოხდა? - მხრებში ჩაავლო ხელი და თავი ააწევინა. - შენ რა ტირი?
- გამანებე თავი. - ტირილით შევარდა აბაზანაში და კარები ჩაკეტა.
- გვანც, რა ხდება? ვინ გაწყენინა სასწრაფოდ მითხარი. - კარებს აეკრო გივი.
- ყველამ.
- მეც?
- კი.
- მე რა დაგიშავე?
- ისე აღარ გიყვარვარ როგორც ადრე... - ტირილს უფრო მოუმატა.
- სულელო... მე იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე შენ გგონია. - ბოლო სიტყვები ბუტბუტით წარმოთქვა.
- ვინ არის სულელი? - კარები გამოგლიჯა და ისევ გივის მკლავებში აღმოჩნდა, გივის ეს სიახლოვე აბრუებდა, აგიჟებდა, წვავდა, აწამებდა. ხელი უშვა.
- მერამდენჯერ უნდა დაგიჭირო დღეს? - უხერხულად შეიშმუშნა.
- იმდენჯერ რამდენჯერაც დამჭირდება.
- მითხარი რატომ იღრინები? გშია? თუ მოიცა? არ აგიყვანეს? - სიფრთხილით ჰკითხა.
- არა... - ისევ გული ამოუჯდა ტირილისგან.
- ჩემო პატარა, - ხელები შემოხვია და გულთან ჩაიკრა. - რატომ? მიზეზი რა გითხრეს?
- ვიცი? არ ვიცი... ნეპოტიზმი, ვიღაც გოგო აიყვანეს, ვიღაც კაცი დაჰყვებოდა. ის კაცი ლექტორია მემგონი უნივერსიტეტში. შაბლონურად მითხრეს, კარგი გოგო ხარ, უკეთესს იმსახურებ. რა უკეთესს? რა უკეთესს? არა რაა, რომ ამბობენ ფული ჯოჯოხეთს ანათებსო, ტყუილი კი არ არის, მე კი არც ფული არ მაქვს და არც პატრონი...
- დამშვიდდი, გამოჩნდება კიდევ. ჯერ ზაფხულიც არ დაწყებულა, სექტემბრამდე დროა.
- კი ხომ?
- კი. და არ ვჭამოთ?
- არ მინდა, მადა არ მაქვს...
- იცი, მე მაქვს შენთვის ახალი ამბავი.
- რა ამბავი?
- „ეიჩ ბანკში“ ამიყვანეს ...
- რაა? - გვანცას სულ გადაავიწყდა მისი სევდა, გივის კისერზე ჩამოეკონწიალა, - რა მაგარიაა. - მხრებზე უტყაპუნებდა ხელებს, - ჩემი ნიჭიერი, რა ბიჭი მყავს ხალხოო.
- გაჩუმდი, რამხელაზე ყვირი. - ტუჩებზე ხელი მიაფარა.
- მოიცა მაიამ და ნანამ იციან?
- არა, ჯერ არ მითქვამს.
- მოიცა, - მობილურს ხელი სტაცა.
- ისევ ისეთია. - აჟიტირებულ გვანცას სიყვარულით სავსე თვალებს ვერ აცილებდა.
- მაიი, ნაან აბა როგორ ხართ?
- ჩვენ კარგად და თქვენ?
- ახალი ამბავი იცით?
- რა ამბავი? - ერთხმად იკითხეს.
- ჩვენმა ბიჭმა ახალ სამსახურში დაიწყო მუშაობა.
- ვაიმე დედიი მართალია? - გული აუჩუყდა მაიას.
- კიი. - მხოლოდ თავის დაქნევა მოასწრო.
- აჰ, დედას ნიჭიერო, მუდამ ია-ვარდით გზა ფენილი გქონდეს, წინსვლა და წარმატება. რა კარგია დედი. - სიხარულის ცრემლები მოიწმინდა.
- ჩემო ბიჭო, გილოცავ. იმედია გვანცას კონკურსის ამბავიც მალე კარგად გადაწყდება. - თქვა ნანამ.
- გადაწყდა უკვე, არ ამიყვანეს. - სწრაფად ჩაილაპარაკა გვანცამ.
- რაა? - ახლა ამ ამბავზე გადაირივნენ დედები.
- კარგით ახლა, გვეყოს. გამოვიტირე ეგ ამბავი. იქნება კიდევ რამე, ვინმეს დაჭირდება პედაგოგი, ასე როგორ იქნება?
- ნამდვილად დედი, ასეთ კარგს ვინც არ გაფასებს, იქ არც უნდა გაჩერდე. - მხარდაჭერა გამოუცხადა შვილს ნანამ.
- ზუსტადაც.
- დედი, გივი.
- ხო დე.
- ხელფასი კარგი გექნება?
- სავარაუდოდ, კი.
- არ იდარდო მაიჩკა, ხელფასიც კარგი ექნება, სამსახურიც, სახლიც აქვს, მანქანაც ჰყავს, ხოდა კაი ცოლი აკლია და მოვაყვანინებ მაგასაც. - ტიკტიკებდა გვანცა.
- შენი იმედი მაქვს შვილო, თორემ მაგი ვერ მოიფიქრებს.
- ხო ხედავ გივი, ჩემს გარეშე ვერც მოიყვან და ვერც დაელაპარაკები. - ენა გადმოუყო.
- კი, კი მთლად შენ გადამიწყვეტ ვინ მოვიყვანო და ვინ შევიყვარო. - არც გივი დარჩა ვალში.
- თვალს გადევნებ იცოდე. - ორი თითი თვალებთან მიიტანა, შემდეგ კი გივის თვალებთან აუთამაშა.
- თვალის დევნაში ძალიან ძლიერი ხარ. ის ვერ გაგირჩევია ვინ მიყვარს...
- რა თქვი? - დედებთან საუბარში გართულმა, ისევ ვერ გაიგონა გივის მორიგი რეპლიკა.
- არაფერი, იქაქანეთ თქვენ, მე კიდევ წავალ და ვიმუშავებ.

***
- თამუ, მოვედი.
- კარგი, გიო. ხუთი წუთიც და ჩამოვალ.
- იმედია შენი „5 წუთია“ და არა ერთი საათი.
- არაა, არ არის.
- მაშინ გელი.
- მოიცა, ისე არ დამელოდებოდი? - თავი უკმაყოფილოდ გადაქნია.
- შენი აზრით?
- ხო, კაი კაი ვთიშავ, ჩამოვალ მალე. - მობილური იქვე დადო და მაკიაჟის გაკეთება გააგრძელა.
- ვინ გიორგის ელაპარაკებოდი? - კარებში, თამუნას უმცროსმა ძმამ თავი შემოჰყო.
- შენ გაკვეთილებს მეცადინეობ თუ ჩემს კარებთან ზიხარ?
- ნუ გადაგაქვს სხვა თემებზე საკითხი, who is Giorgi?
- ჩემი მეგობარია.
- რომელი?
- ცოტა ზედმეტი ხო არ მოგდის? - თამუნამ წარბები, მკაცრად, შეკრა.
- აჰა, რადგან კონკრეტულად არ მეუბნები ე.ი შეყვარებულია. - გამომცდელად გახედა.
- არ არის. - ხმაში გაღიზიანება ეტყობოდა.
- ვუამეე, როგორ გაბრაზდა, ჩემი პატარა. - თვალები სასაცილოდ აუფახუნა. - თუ არ გინდა, რომ დედიკოს, მამიკოს და უფროსს ძმას ვუთხრა, რომ შეყვარებულმა მოგაკითხა, დამაფინანსე.
- ეს გამოძალვა არ არის? - თმები მაღლა აიკრა და გრძელი თმა ცხენის კუდივით ჩამოისწორა.
- კაი რაა, ფული მჭირდებაა.
- რისთვის?
- მეც მყავს შეყვარებული, დაბადების დღე მოდის და ერთი 100 ლარი მომეცი.
- ოჰ, 100 ლარი ხეზე იკრიფება?
- რა არა?
- აი, 15 წლის ბიჭი ხარ და ეგ არ იცი? გაფუჭებული ნაბოლარა ხარ, - საფულედან 20 ლარი ამოიღო და ხელებში ჩაუკუჭა.
- ეს რა არის? - ცხვირი, უკმაყოფილოდ, აიბზუა.
- ჭკვიანად, იმეცადინე და მოგვიანებით მოვალ სახლში.
კიბეები სწრაფად ჩაირბინა, იქვე ბინიდან ცოტა მოშორებით მდგარი გიორგის მანქანა დაინახა და ღიმილიანი სახით მისკენ გაემართა.
- რა ლამაზი ხარ?! - აღფრთოვანება ვერ დამალა.
- მადლობა. - თამუნას ლოყები აეფაკლა. - სად მივდივართ?
- პირველ სკოლასთან ტერასა, რომ არის იქ არიან.
- ძალიან კარგი, მაშინ წავიდეთ.
- Let’s go.
ბარში მშვიდი მუსიკის ჰანგები ისმოდა. გივი და გვანცა ღია ტერსაზე ისხდნენ და ხედებით ტკბებოდნენ.
- სად არიან ამდენხანს? - გივი მოუსვენრად იყო.
- მოვლენ, იციან სადაც ვართ, მოსეირნობენ ალბათ ნელნელა, ჟღურტულ ჟღურტულით. ძალიან საყვარლები არიან არა?
- კი.
- უხასიათოდ, რატომ ხარ?
- არ ვარ. - შინაგან თრთოლვას რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო ვერ ერეოდა, გვანცას სიახლოვე მასზე ძალიან მოქმედებდა.
- ჩვენც მოვედით. როგორ ხართ? - თამუნა გვანცას დაუჯდა გვერდით.
- კარგად და შენ? - წვენი მოსვა. - რა კარგია დღეს შაბათი, რომ არის, მიყვარს კვირა დღეს, რომ ვისვენებ.
- მეც. რა ქენი სკოლაში რამე ხო არ გაგირკვევია?
- გასარკვევი რა არის? მაშრომეს კარგად და მერე არაო.
- ვინ აიყვანეს გაიგე?
- კი, შენც იცი ეგ გოგო. მირანდა, რომ იყო ჩვენი ლექტორი, მისი ძმისშვილია, თავისთავად მას მიიღებდნენ.
- ისევ და ისევ ნეპოტიზმი... ამიტომაც არ მინდა სკოლაში მუშაობა.
- აბა სად უნდა იმუშაო? პედაგოგი ხარ...
- იდეა მაქვს.
- აბა რა?
- სასწავლო ცენტრი გავხსნათ.
- სასწავლო ცენტრი? - გვანცამ თვალები დაქაჩა.
- ხო, მეორე სმენის მოსწავლეებს დილით მივიღებთ, ხოლო პირველი სმენის ბავშვებს მეორე სმენაში. იფიქრე, ამ ბოლო დროს ეგ იდეა მაქვს, იქნებ ვცადოთ ჰა?
- აუ, რა ჭკვიანი მყავხარ. - გვანცა აღფრთოვანებას ვერ მალავდა. - მოკლედ, დავლაგდეთ მერე მაგ საკითხებში.
- აუცილებლად.
- უკაცრავად, ჩვენც აქ ვართ. - გიორგიმ ხელი დააქნია.
- აუ, ბოდიში, საუბარში გავერთეთ.
- იდეა მეც მომწონს, თუ რამე კომპიუტერული დახმარება დაგჭირდებათ აქ ვართ.
- დღეს თქვენი დღეა, თქვენს დაწინაურებას აღვნიშნავთ, ამიტომ თქვენზე ვისაუბროთ, ჩვენი გეგმები კი ერთი დღით აუცილებლად მოიცდის.
- რა შევუკვეთოთ? - გივიმ უემოციოდ იკითხა.
- რავი პიცა, ხაჭაპური, ქათმის სალათი, წვენები და იყოს კოქტელი.
- კარგი.
- სანამ შეკვეთა მოვა, საჭირო ოთახში გავალთ.
- Ok.
- ეე, რა გჭირს შენ? - დარსომ ძმაკაცს ბეჭზე ხელი დაარტყა. - იჩხუბეთ?
- უბრალოდ ვეღარ ვუძლებ, კონტროლი მიჭირს ჩემი თავის და გრძნობების...
- ოო, გრძნობების კონტროლი რთულია... თან როცა სახლში გყავს... და რომ უთხრა?
- ჰმ, არა არ გამოვა, რამდენჯერ უნდა გითხრა?... სამუდამოდ ვერ დავკარგავ...
- ამიტომ არ უნდა შეიყვარო მეგობარი.
- შეიყვარო? რა სიყვარული გეკითხება ვინ შეიყვარო და ვინ არა? მეგობრობაში სიყვარული გაუაზრებლად მოდის, როცა იაზრებ, უკვე გვიანია, უკვე გიყვარს და ისეთი არჩევანის წინაშე დგები... სიმართლე გითხრა ხანდახან ვგრძნობ, რომ მასთან ერთად როცა ვარ ვერ ვსუნთქავ, მიჭირს თავს კონტროლი გავუწიო... არადა, ისე ხშირად მეხუტება, ან მაკოცებს ხოლმე, მინდა მკლავებში მოვიქციო და მთელი ვნებით დავაცხრე... ვახ... - სასოწარკვეთილმა თავი ხელებში ჩარგო.
- უნდა აეჭვიანო...
- ვაეჭვიანო?
- ხო, შენ არ თქვი სიყვარული მეგობრებს შორის გაუზარებლად მოდისო? იქნებ მასაც უყვარხარ და ვერ ხვდება? - თვალი ჩაუკრა.
- მერე?
- მომანდე ეგ საქმე, უბრალოდ ამყევი ლაპარაკში.
- კაი.
- კიდევ არ მოსულა შეკვეთა? - გოგოები მშიერი თვალებით იყურებოდნენ.
- მოიცა მთელი დღე იშიმშილეთ? გამოტყდით, - ახარხარდა გიორგი.
- მთელი დღე არა, ორი დღეა წყალიც არ დაგვილევია. - თამუნამ დარსოს ენა გადმოუტიტა.
- დავიჯერე. - წინ შუბლზე თითები მოუთათუნა.
- ისე თქვენ ორნი ერთად ხართ თუ რა მდგომარეობაა, იქნებ ამიხსნათ? - გვანცამ მოჟღურტულე წყვილს გახედა.
- ჩვენც რო გავერკვევით, გეტყვით.
- ვაა, ახალი ტენდეციაა?
- რატომ? ერთად კომფორტულად ვართ, ვიცნობთ ერთმანეთს და თუ რამე გამოვა გამოვა, თუ არადა მეგობრებად დავრჩებით.
- ვაა... და იმ შემთხვევში რა ხდება, როცა ერთს უყვარდება, მაგრამ მეორე ხვდება რომ არა?
გიორგიმ და თამუნამ ერთმანეთს გადახედეს.
- ისე უყურებთ ერთმანეთს, აშკარადა არ გიფიქრიათ ამ საკითხზე. ანუ ორივე დარწმუნებულები ხართ, რომ თქვენი სიყვარული გამოვა, რა ჯობია მაგას.
- დიახ, გამოვა. - კოქტეილი მიუჭახუნა.
- რა კარგი ქათმის სალათია, - გვანცა, გემრიელად, ილუკმებოდა.
მეგობრების მაგიდას მაღალი გრძელთმიანი ქალი მიუახლოვდათ.
- საღამო მშვიდობისა. - გოგოებს ამაყი მზერა მოავლო, უნდოდა ამით მისი უპირატესობა ეგრძნოთ.
- ნატა, ეს დღეებია ხშირად ვხვდებით. - გივიმ უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები.
- რა თქმა უნდა, რადგან გიპოვე ასე მარტივად არსად გაგიშვებ. - თბილი ღიმილი შეაგება, გივის ცივ მზერას და იქვე ჩამოჯდა. - გამარჯობა, - გოგოებს მიუბრუნდა, - მე ნატალი ვარ, გივის სიყვარული.
- გივის სიყვრული? - გვანცას ყურებში ზარივით ისმოდა ეს სიტყვები, იგრძნო გული როგორ აუჩქარდა, თუმცა თავს ძალა დაატანა და გაუღიმა, - მე გვანცა ვარ, გივის უფროსი და.
- და? არ ვიცოდი გივის და თუ ჰყავდა. - გაკვირვებით გახედა.
- ახლა უკვე გეცოდინებათ. - თვალი თვალში გაუყარა და ცივად გაუღიმა.
- მიხარია, მული რომ მეყოლება. - გივის მხრებზე თითები გადაატარა.
- მული? - გვანცას ირონიულად ჩაეღიმა, - კი, ვეცდები კარგი მული ვიყო, თუ რა თქმა უნდა გივი თანახმაა. ხო, ეს ჩემი მეგობარი თამუნაა.
- სასიამოვნოა.
- დიდი ხანია ერთად ხართ? - ჰკითხა.
- ახლა დაცილებულები ვართ. - თვალები უმწეოდ მილულა.
- აა, რას ამბობთ? - ვითომ ეწყინა, - არადა მე უკვე მულობისთვის მოვემზადე, ახლა მივხვდი ეს დღეები რატომ იყო ჩემი გივი მოწყენილი. ამ ამბავს მიმალავდი ძმაო? შეყვარებულები ხან ჩხუბობენ ხან რიგდებიან. - გვანცას ხმაში სარკამზი ისმოდა.
- კი, მასეა. - გიგაურმა ძლივს ამოღერღა, იქედან გიორგი ანიშნებდა, შანსი გაქვს აჭვიანეო, თამუნა კი გაურკვევლობაში იყო.
- ისე, ჩვენ ხომ არ წავიდეთ და დავტოვოთ წყვილი? - გვანცამ საკითხი წამოჭრა.
- კარგი აზრია, იქნებ და შერიგდნენ? - დარსომ ძმაკაცს თვალი ჩაუკრა, გოგოები წამოყარა და ბარი დატოვეს.
- წამო გვანც, მიგიყვან სახლში.
- არა, ფეხით მირჩევნია გავიარო. თქვენ წადით ერთად გვრიტებო.
- სახლში, რომ მიხვალ მომწერე. - თამუნამ მეგობარი გააფრთხილა.
- არის უფროსო. მშვიდობიანი საღამო.
- აბა ჰე. - თვალი მანამდე არ მოაცილეს, სანამ თვალს არ მოეფარა.
- გიო.
- ხო თამუ.
- ის ნატა მართლაც გივის შეყვარებულია?
- იყო.
- გადამიცივდა გული, მეთქი გვანცა უყვარს და ეგ ნატა ვინაათქო?
- მოიცა შენც მიხვდი მაგ ამბავს?
- რა მიხვედრა უნდოდა? გვანცასგან განსხვავებით მახვილი თვალი მაქვს. - შესცინა.
- გვანცას უყვარს?
- კი, ოღონდ როგორც ძმა.
- მგონი მთლად მასეც არაა, - ეშმაკურად ჩაეღიმა, - ჩემს მახვილ მზერას არ გამოპარვია გვანცას ცვლილება სახეზე, როცა ნატამ განაცხადა გივის შეყვარებული ვარო.
- მართლა? მე ნატას ვუყურებდი და გვანცა არც დამიფიქსირებია.
- ა, ნახე თუ გვანცასაც არ უყვარს გივი, უბრალოდ გივიმ ადრე გაიზარა და გვანცა აწინ მიხვდება.
- Wow, როგორ მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდება.
- შენ უნდა დაეხმარო.
- ვის?
- გვანცას.
- რაზე?
- რომ მიხვდეს, რომ გივი უყვარს.
- მე როგორ?
- რამდენჯერაც ნახავ, ნატაზე და გივის სიყვარულზე ელაპარაკე. - თვალი ჩაუკრა.
- აა, და თუ უყვარს და მიხვდება, რომ კარგავს, გააქტიურდება ხომ?
- დიახ, ჩემო ჭკვიანო.
- აბა ძალა ერთობაშია. - ხელი გამოწვდილ ხელს დაარტყა.
- წავედით, სახლამდე მიგაცილოთ საქალბატონე თამუნა.
- დიახ, დიახ. გთხოვთ, ჩაიბარეთ ჩემი თავი. - გამოწვდილ ხელს მისი შეაგება.
***
ქალაქში მზიანი დილა გათენდა, ღია ფანჯრიდან სასიამოვნო ხმაური ისმოდა, ზოგი სად და ზოგი სად მიიჩქაროდა. გვანცა საბანში, გემრიელად, გაეხვა და ძილი განაგრძო.
- წავედიიი... - გივიკოს დაძახილი, სადღაც ძილბურანში ყურს მისწვდა.
- მოვედიიი...
- რას თამაშობს? - ზმორებით წამოდგა, - ჯერ წავიდა, ხუთ წუთში მოვიდა, ხო არ დაგაძინებს ადამიანს, - თვალების ფშვნეტით სამზარეულოში გავიდა.
- ახლა ადექი?
- ჰო. - წყალი ხელიდან წაგლიჯა და თვითონ დალია.
- დღეს არც სკოლაში იყავი და არც მოსწავლეებთან?
- ჯერ ადრე არაა? - საათს გახედა და უცებ წყალი გადასცდა, ხველება აუტყდა.
- ჩაგეძინა? - გივიკო ხელებს ზურგზე სიცილით უხათქუნებდა.
- ვაიმეე, ეს რა დამემართა. - მობილურის ასაღებად ოთახში გავარდა, სადაც ბევრი გამოტოვებული ზარი დახვდა. - საიდან დავიწყო? - ვერ გაიგო ვისთან დაერეკა.
- დამშვიდდი, მოსწავლეებს დაურეკე, უთხარი რომ სიცხე გქონდა და მარტო იყავი. - გიგაურმა ბრძნული დარიგება არ დაიშურა.
- აჰა, მასე ვიზამ, მაგრამ ამ შორენას რა ვუთხრა ან რატომ მირეკავდა?
- შორენა ვინ არის?
- სასწავლონაწილი. - სახე უსიამოდ დამანჭა, ამის თქმა და ეკრანზე შორენას ნომერი გამოჩნდა. - რეკავს. - სასოწარკვეთით ამოილაპარაკა, - რა ვქნა?
- უპასუხე და მასაც იგივე უთხარი. რა მოვა და შეგამოწმებს?
- კარგი. - ჩაახველა და ზარს უპასუხა - დიახ, შორენა მასწავლებელო.
- ოჰ, მიპასუხეთ? როგორ მოხდა?
- უკაცრავად? - გვანცა დაიბნა.
- რადგან არ აგიყვანეთ, ამიტომ სკოლაში არ უნდა გამოცხადებულიყავით? არ იყო საჭირო ასე აშკარად გამოგეხატათ თქვენი უკმაყოფილება.
- ქალბატონო შორენა ვერ ვხვდები რას გულისხმობთ?
- ძალიან კარგადაც ხვდებით! დღეს თქვენი არ გამოცხადების გამო, ლამის გაკვეთილები ჩაგვეშალა, კარგი იქნება მომავალში მეტი პასუხისმგებლობით თუ იქნებით, სადაც დაიწყებთ მუშაობას და ასე შუა გზაში არ მიატოვებთ საგაკვეთილო პროცესებს, ელემენტარულია მობილურს მაინც უპასუხოთ ან გააფრთხილოთ თანამშრომლები, რომ სამსახურში ვერ გამოცხადდებით.
- მე უბრალოდ...
- ვიცი, ვიცი ნაწყენიხართ, მაგრამ კიდევ კარგი თქვენი უპასუხისმგებლობა ახალმა მასწავლებელმა გამოასწორა და დავლაგდით.
- კარგით, რადგანაც დალაგდით, ხელს აღარ შეგიშლით ჩემი უპასუხისმგებლობით. ნახვამდის. - მობილური გათიშა, თვალები დახუჭა, არ უნდოდა ცრემლებს საგუბარი დაეტოვებინათ.
- რაო რა თქვა იმ ქალმა? - გივიმ კბილებში გამოსცრა.
- არაუშავს... ჩემი ბრალია... - ძლივს ამოთქვა.
- თუნდაც შენი ბრალი იყოს, ასე უნდა გესაუბროს? ეს არის კულტურა? ჩაიცვი, წავდით, შენს ცრემლებს არავის ვაპატიებ.
- გთხოვ... - გივის მზრუნველობაზე გული უფრო აუჩუყდა, ბავშვობიდან ასე იყო.
- არ იტირო, ხომ იცი ვერ ვიტან როცა ტირი. - ცრემლებს ცერა თითით წმენდდა.
- გივიიი... - მკლავები მოხვია და აზლუქუნებულმა თავი მის კისერში ჩარგო.
- ჩემო პატარა, - გაწეწილ თმებზე ნაზად ეფერებოდა.
- აი, რა დავაშავე? ეს სიტყვები მართლა არ მეკუთვნოდა, მე და უპასუხისმგებლობა? შენ მაინც ხომ მიცნობ? გვიშველაო, ახალმა მასწავლებელმაო, დიახაც უნდა ეშველა, მისი სამსახურია და ამაში ხელფასს გადაუხდიან, ჩემსავით უხელფასოდ კი არ ირბენს... - უფრო და უფრო უმატებდა ტირილს.
- დიდხანს უნდა იტირო?
- კიი
- რატომ?
- დიდიხანია არ მიტირია და მაგიტომ.
- დამისველდა ზედა და კისერი, თან წასასვლელი ვარ.
- საად? - თავი გაბრაზებულმა აწია.
- ნატა უნდა ვნახო...
- ნატა? - ტირილი მომენტალურად შეწყვიტა. - ე.ი მართლა მოგწონს?
- ხო რა... - მზერა აარიდა.
- „ხო რა“ რა პასუხია?
- ნუ როგორ ვთქვა, რაღაც „დვიჟენიები“ გვაქვს.
- ეს რუსული სლენგი, რომ არ გეთქვა არა?
- რა ჩავიცვა?
- რავი, ასეც სიმპატიურად ხარ. - თვალი ააყოლა.
- ანუ შენი ცრემლებით და სურდოთი სავსე ზედით წავიდე პაემანზე? - გაოცებით უყურებდა.
- მაშინ ის ზედა ჩაიცვი, მწვანე. უხდება შენს ბალოტისფერ თვალებს.
- ოკეიი... - ზედა იქვე გადაიძრო, გვანცამ შეფარვით შეათვლიერა ბიჭის დაკუნთული სხეული. „მგონი ვგიჟდები“ თავი გააქნია, რათა ფიქრები გაეფანტა. - რას აქნევ ამ თავს?
- აა, ისე. ასე ტიტველი რატომ დადიხარ?
- ოჰ, ვითომ პირველად მნახე. - ზედა გადაიცვა, - თმები ავიქოჩრო თუ უკან გადავიწიო?
- გვერდზე გადაიყავი და ნუ ცანცარებ. რავიცი იმ დღეს ისე ცივად იჯექი მის გვერდით და ახლა ძალიან აჟიტირებულიხარ.
- მისმინე, დღეს შეიძლება გვიან მოვიდე, ამიტომ კარები გადაკეტეე.
- გვიან რატომ?
- პაემანზე მივდივარ, შეიძლება მერე სადმე გადავუხვიოთ.
- ოო, გასაგებია ბატონო გივი. თქვენ აღარც კი ხუმრობთ.
- წავედიი.
- ძალიან არ დაიგვიანო. - კარები გადარაზა და იქვე ჩაჯდა. ჩაფიქრებული მესენჯერის ხმამ გამოაფხიზლა - ხო, დედი. - მისალმების ნიშნად ხელი დაუქნია.
- შვილი, აბა როგორ ხარ? მოიცა სიბნელეში რატომ ზიხარ?
- აჰ, ეგ არაფერი, გივიკო გავაცილე და თან შენ დარეკე.
- სად გააცილე ასე გვიან?
- პაემანზე.
- პაემანზე?
- ხო.
- მოიცა შეყვარებული ჰყავს? გაუხარდება მაიას.
- მოიცა დედა, ნუ გადარევ ქალს. იქნება და ისე ხვდება ვიღაც გოგოს.
- ხო, ეგეც შეიძლება, მაგრამ დროა უკვე.
- რისი? - დივანზე მოკალათდა.
- რომ შეუყვარდეს და დაქორწინდეს.
- აი, რატომ გვაჩქარებთ თუ ვხდებოდე. 24 წლისები ვართ, 44-ის ხო არა? ყველაფერს თავისი დრო აქვს, დედი.
- კი დე, ეგეც მართალია. აბა მითხარი რამე სიახლე ხო არაა? ბანკიდან ხო არ დაგირეკეს?
- რავიცი დე, ისევ ისეა. ჩენი ბრალია ასე უბრძოლველად, რომ დავთმეთ სახლი. ადვოკატმა, ასე როგორ მოიქეცითო, სახლი ასე მარტივად როგორ დაუცალეთო?
- რავიცი დე, გულუბრყვილოდ მოვიქეცით... - ნაღველიანად ჩაილაპარაკა.
- დე, იცი ხანდახან რას ვფიქრობ?
- რას, დედი?
- იქნებ ასე უნდა მომხდარიყო? რა მაგ სახლში ბედნიერება გვქონდა? ახალგზარდა დაქვრივდი, მე კიდევ ობლობაში გავიზარდე. მამას გარდაცვალების მერე ბაბუა და ბებიაც მალე გარდაიცვალა... იქნებ ასეც რომ დავკარგეთ კარგი იყოს და ახალი ბუდე უნდა ვეძებოთ ჰა?
- ღმერთო ჩემო. - შეიცხადა ნანამ, - აი, მაგაზე არც მიფიქრია, მაგ კუთხით თუ შევხედავთ იქნებ მასეა, ჰა?
- რადგან სახლი თავისუფალია, ამიტომ საბაზრო ღირებულებით ყიდის ბანკი. მაგ თანხად იქნებ სხვაგან ვიყიდოთ? მაინც სესხი უნდა ავიღოთ... რავიცი დე, დავფიქრდეთ რას იტყვი?
- ვიფიქროთ დედი, მაიასაც ვკითხავ.
- ხო, ამ ბოლო დროს ეგ ფიქრები ამეკვიატა და იქნებ ასეც არის? იქნებ ეს უბედურების ჯაჭვი, რომ თან დაგვდევს მაგ სახლთან სამუდამოდ კავშირის გაწყვეტის შემდეგ, გაწყდეს და მოგვშორდეს ჰა?
- არაფერია დე გამორიცხული, ხომ იცი ამბობენ, რომ ყველა ნივთს თავისი აურა აქვს...
- ამიტომ ვიფიქროთ დედი.
- მასე ვქნათ. კარგი დედი, წავალ ახლა, მეძახის „ჩემი ბებია“, მოშივდა ეტყობა.
- მშვიდობიანი ღამე დე, მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ. აბა დაიძინე.
ეკრან ჩამქრალ მობილურს რამოდენიმე წუთით უცქერდა, შემდეგ დასაწოლად საძინებელში გავიდა. დიდხანს იბორგა, ძილი არადა არ მოდიოდა, ხან ცხვრები ითვალა, ხან რიცხვები წაღმიდან თუ უკუღმა, უფრო გამოფხიზლდა.
- არა, ისევ ჯობია ავდგე , მოდი აბაზანას გავხეხავ.
საღამურებით აბაზანაში შევარდა, თმები მაღლა აიწია, ხელზე რეზინის ხელთათმანები წამოიცვა და კაფელების ხეხვას შეუდგა.
- არა, რაა. - შედგა, - რა აქვს მოსაწონი იმ დაბერილ გოგოს? ტუჩი, მკერდი, ყვრიმალები ყველაფერი დაბოტოქსებული აქვს. ამ კაცების ტვინში ჩამახედა, ბუნებრივი ქალები რომ აღარ მოსწონთ! ეჰ, - დაორთქლილი სარკე ხელით გადაწმინდა და ჩაიხედა. - პატარა ცხვირი მაქვს, დიდრონი ლურჯი თვალები, მანდამაინც ტუჩები კვატივით უნდა დავიბერო ვინმეს, რომ მოვეწონო? - ტუჩები აათამაშა, - მეტი არ ეტკინოთ მანამდე არაფერი ნემსები არ ვიჩხუტუნო ტუჩებში. - კედლები დუშით ჩამორეცხა, - ისე რატო ვდარდობ გივის როგორი მოეწონება? აი, რა მჭირს ვერ ვხდები? არაა, ახლა მივხვდი უმეტესად მულები რატომ იწუნებენ რძლებს, ძმებისთვის საუკეთესო, რომ უნდათ. აჰ, იმედია იმ ნატალის არ მოიყვანს თორემ მე გივის ბავშვს არ მოვუნათლავ, გადაწყდა.
გივი ბინის ქვეშ იდგა და მისი სახლიდან გამომავალ შუქს აკვირდებოდა.
- არ ძინავს? - საათს დახედა. - თუ შუქი დატოვა ანთებული? რომ იცოდეს როგორ მიხარია სახლში, რომ მელოდება... ნეტა ოდესმე ჩემს სიყვარულს თუ მიხვდება და თუ მიიღებს? - თმები ნერვიულად აიჩეჩა და სახლისკენ გაიქცა.
- აჰა, როგორც იქნა გავედი ფინალში, შხაპს გადავივლებ და ეგაა. - რეზინის ხელთათმანები ხელიდან გაიძრო.
- რატომ არ გძინავს?
- ვაიმე დედა. - გივის მოულოდნელმა გამოჩენამ ისე დააფრთხო, რომ შეხტა და ფეხიც აუსრიალდა ახალ მოწმენდილ მეტლახზე.
- ფრთხილად. - გივიმ ხელი შეაშველა და დაცემისგან იხსნა.
ორივე ძალიან უხერხულ პოზაში იყვნენ გაშეშებულები, გონს ისევ გვანცა მოვიდა.
- რამდენხანს ვიდგეთ ასე? - ქვემოდან ახედა.
- ა, ხო. - ხელი ფრთხილად უშვა. - როგორ შემაშინე.
- მე თუ შენ? კინაღამ თავი, ხელი ან ფეხი მოვიტეხე. მოგიწევდა მერე ჩემზე ზრუნვა.
- რა ახლა არ ვზრუნავ?
- კი, შენი მოულოდნელი გამოჩენით, ძალიან იზრუნე.
- ამ შუაღამეს რა ხეხვა აგიტყდა?
- არ დამეძინა და ამიტომ.
- რატომ არ დაგეძინა? მე მელოდი?
- შენ მართლა არ გელოდი, მეგონა ახლა სადღაც სასტუმროში გულაობდი.
- მასე მიცნობ? - მაცდური ღიმილი დასთამაშებდა.
- მე არ გიცნობ. - კუშტად შეხედა.
- მოიცა ახლა არ მიცნობ? - გივის ეღიმებოდა.
- ნუ შენი სასიყვარულო ისტორიები არ ვიცი, საკმაოდ დიდი წყვეტა გვქონდა ურთიერთობაში, შესაბამისად ბევრი რამ აღარ ვიცი, აი, მაგალითად რატომ მოგწონს დაბერი-დაბოტოქსებული ქალები და არ მოგწონს ჩემნაირი ბუნებრივი?
- შენ-ნაირი ბუნებრივი? - კითხვისგან აღელვებულმა ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
- ხო?
- მოიცა გინდა, რომ შენ მომწონდე? - თვალები გაუფართოვდა.
- ღმერთო ჩემო რა ვუთხარი და რას მპასუხობს? მოსმენილის გააზრება გიჭირს? - საწყალი თვალებით შეხედა.
- არა. - უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია.
- მაშინ მიპასუხე ბოტოქსი თუ ბუნებრივობა?
- ორივეს თავისი ხიბლი აქვს. იქნება ჭირდება ადამიანს და ბოტოქსდება? შენ არ გჭირდება და არ იკეთებ, ამაში პრობლემა რა უნდა იყოს?
- პრობლემა ზომიერებაშია, აი ეგაა საქმე. მაგ ნატალის კი რომ ვხედავ მეშინია რამე ბასრს არ გაედოს, თორემ გასკდება, როგორც ბუშტი.
- აუუ შენ რომ არ იტყვი. - გიგაურს სიცილი აუტყდა.
- იცინე იცინე. წავედი ახლა შხაპი მივიღო, თორე იმდენი ვხეხე, ძილი მომერია. - გვანცა აბაზანაში გაუჩინარდა.
- ნეტა როდის მოვიკრებ ძალას, რომ გითხრა თუ როგორ მიყვარხარ... როგორ მითრთოლებს გულს შენი ბუნებრიობა და როგორ მინდა მთელი ვნებით მაგ ბუნებრივად გაბუშტულ ტუჩებს დავეწაფო და სამუდამოდ ჩემი გავხადო... - აბაზანის კარებს გახედა და თავის საძინებელში შევიდა.

***
- ქრისტოო, აბა როგორ ხარ?
- გვანც, მე კარგად და შენ?
- ცუდ დროს ხომ არ გირეკავ?
- არაა, შენ და ცუდ დროს? არ გრცხვენია?
- რავიცი იქნება და მზარეულობ ან ალაგებ?
- არა, არა მიდი გისმენ, რამე გინდოდა?
- როდის მოიცლი შენ?
- რატო? რა ხდება?
- ჩვენს უჭკვიანეს დაქალს თამუნიას რაღაც კარგი იდეა აქვს, ამიტომ ვფიქრობ შენც მოგეწონება, თან ახლა გამოცდასაც ჩააბარებ.
- რა იდეა? მოკლედ მაინც მიმანიშნე. - ქრისტის ხმაში მოუთმენლობა დაეტყო.
- რადა ცენტრი გავხსნათო, სადაც მოსწავლეებს მოგვიყვანენ და სხვადასხვა საგნებში მოვამზადებთ მისაღებ ფასში და ა.შ.
- აუუ რას ამბობ, ვიცი ეგეთი ცენტრები რომ არსებობს.
- კი, არსებობს ხოდა ამ სკოლებში ჯერჯერობით ჩვენთვის არ გამოჩნდა ადგილები, ამიტომ ჩვენსას გავაკეთებთ. ნუ ჯერ იდეის დონეზეა, მაგრამ ჩავუჯდებით კარგად, გივიმ და გიომ ჩვენც დაგეხმარებითო.
- ინგლისურის პედაგოგად ჩემს ნათლულს ვეტყვი, ხომ დაგვჭირდება?
- კიი, როგორ არა. მოკლედ, ახლა მალე სკოლაც დასრულდება, დრო გამოგვითავისუფლდება და ამ საკითხსაც მივხედოთ.
- აუ, კიი რა გამახარე. მოკლედ, რა ჭკუის კოლოფა გვყავს თამუნია.
- აბაა, ვის ოჯახშიც ეგ შევა. - სიცილი აუტყდა.
- ნუ აწვალებ შენ, შევა და ბედნიერიც იქნება.
- აბა რაა.
- გვანც წავედი, ჩემი გადარეული მოვიდა და გადმოგირეკავ კარგი?
- მიდი, მიდი მიხედე ქმარს. გაკოცე. - მობილური იქვე დივანზე მიაგდო და საჭმლის მომზადებას შეუდგა.
- ვაა, რა სურნელია. - სამზარეულოში გივი შემოვიდა.
- მოხვედიი? აი, რა კარგ დროს მოდი, ახლა ჩავაქვრე გაზქურა. შენს სიდედრს ეყვარები.
- ჩემს სიდედრს?
- ხო, ასე ამბობენ.
- ე.ი მასწავლებელი ხარ თუ ცრურწმენების დედოფალი ვერ გავიგე.
- ხელები დაიბანე?
- არა.
- მიდი და ამასობაში მაგიდასაც გავაწყობ.
- აუ, რა მიყვარს შენი გაკეთებული ჩახოხბილი.
- კარგი გამომდის კი.
- მგონი შენი ტელოფონი მღერის სადღაც.
- დაიწყე და მოვალ ახლავე, - მობილურის საპასუხოდ მისაღებში გავიდა, - ხო თამუუ.
- გვააანც აღარ გვყავს, გესმის აღარ გვყავს... - ტირილ-წივილის ხმა ისმოდა.
- თამუ, - მოულოდნელობისგან რეტდასხმული კედელს მიეყრდნო, - ვინ აღარ გვყავს?
- ქრისტო, ქრისტო აღარ გვყავს, მოკლა, მოკლა... - ბოლო სიტყვა ზარივით გაისმა, განუწყვეტლივ მეორდებოდა, გვანცამ თავი ორივე ხელებში ჩარგო, - არა, არა, - ისტერიკულად თავს აქნევდა, - არა, არ იქნება მართალი, არააა. - მთელი ხმით დაიკივლა. კივილზე კი გივი შემოვარდა, ძირს დამხობილ გვანცას მივარდა,
- გვანც რა ხდება? გვანც, - ძლივს წამოაყენა ერთიანად მოსხლეტილი გოგო, - გვანც ხმა ამოიღე ნუ მაშინებ.
- ქრისტო მოკლა... - სადღაც შორეთიდან ამოილაპარკა, წამის მეასადებში გასაოცარი ძალის მოზღვავება იგრძნო, წამოხტა გარეთ გავარდა, მას ფეხდაფეხ გივიც მიჰყვა.
შემთხვევის ადგილი პოლიციას ყვითელი ლენტებით ჰქონდა შემოსაზღვრული, ჟურნალისტებიც ირეოდნენ. გვანცა ლამის გაუჩერებელი მანქანიდან გადმოხტა და სახლთან მყოფ კაცებთან მივარდა.
- ახლა ტირით? - მუჭები დაუშინა, - სანამ არ მოკლა მანამდე არ მიიღეთ, არ დაიბრუნეთ, არაკაცები ხართ! - თავჩახრილი ბიჭები ხმას ვერ იღებდნენ, - მკვლელები ხართ, თქვენი და მოკალით, იცოდით, ყველაფერი იცოდით, მაგრამ სახლში მაინც არ წაიყვანეთ, ვერ გიტანთ, ვერ გიტანთ... ჩემი ქრისტო, ჩემი გოგო... არ გაბედოთ, არ გაბედოთ რომ თქვათ, რომ გიყვარდათ, რომ ის თქვენი და იყო... რამდენი ქალი უნდა შეეწიროს საზოგადოების უაზრო წესებს? მძულს ის მშობელი, ის დედმამიშვილი, რომლებიც შვილზე, დაზე წინ რას იტყვის ხალხს აყენებს და სასიკვდილოდ იმეტებს... ეს ცოდვა არ მოგასვენებთ, მთელი ცხოვრების მანძილზე, როცა ცუდად წაგივათ საქმე, ყოველთვის იცოდეთ, ეს ქრისტოს მიტოვების გამო გჭირთ... ვერ გიტანთ! მძულხართ! ჩემი გოგო როგორ მიმიტოვეთ... ახლა ბედნიერები ხართ? ცოცხალის ნაცვლად მოკლული რომ მიგყავთ? ორივეს გოგოები გეზრდებათ, არცერთს არ ვუსურვებ ქრისტოს ბედს, მაგრამ მინდა, რომ მთელი ცხოვრება იმის შიშში გაატაროთ, რომ თქვენი სირაქლემის პოზიციის გამო, თქვენი ერთადერთი დის გაწირვისთვის, იგივე არ დაგემართოთ... მძულს, მძულს...
გვანცა შეშლილ ქალს ჰგავდა, უსამართლობისგან შეშლის, გული ეხლიჩებოდა, ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა, მიკარებას ვერავინ ბედავდა, რადგან მისი სიტყვები სიმართლე იყო. ჟურნალისტებიც კი ერთ ადგილას გახევებულები იდგნენ.
გივიმ ძალები მოიკრიბა, მხრებზე ხელი მოხვია და ტკივილისგან სახე დაკარგული გვანცა იქაურობას გააცილა.
- რატომ? რატომ? - ენერგია დაცლილი ჩუმად ბუტბუტებდა, ცრემლები მთელს სახეს უღარავდა, - რატომ? - ფეხები აიკეცა და თავი ჩამოადო.
- გთხოვ, წყალი მაინც დალიე. - ბოთლით წყალი მიაწოდა, თან გული უკვდებოდა ასეთ მდგომარეობაში, რომ ხედავდა. - სახლში წავიდეთ? ძილი, ხომ არ გირჩევნია? ჰა? - წინ ჩამოყრილი თმები ყურს უკან ფრთხილად გადაუწია. - გვანც, გთხოვ რამე მითხარი.
- სადმე შორს წამიყვანე, ამ ქალაქიდან გამიყვანე, ირგვლივ ყველგან სისხლის სუნია...
- კარგი. - მანქანა დაქოქა და წყალტუბოს გზას დაადგა.

***
- თამუ, - საძინებლის კარები ფრთხილად შეაღო.
- ხო, დედი. - არ განძრეულა ისე უპასუხა.
- არ გშია დედი?
- არა.
- დე, გვანცა როგორ არის?
- თავს იდანაშაულებს...
- მისი რა ბრალია, რომ ასე მოხდა? ისე გული მტკივა... ეჰ, როდემდე უნდა ხდებოდეს ქალზე ძალადობა და მკვლელობა?
- კიდევ კაი იმ მკვლელმაც თავი მოიკლა, თორემ გვანცა მოკლავდა, არაკაცი! - ზიზღით ჩაილაპარაკა.
- ეჰ, სიტყვები არ მაქვს საშინელი ტრაგედიაა... არ ვიცი რა უნდა ვთქვა... - ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლი ფრთხილად მოიწმინდა.
- საზოგადოება უნდა შეიცვალოს, დე. ასე გვზრდით გოგო შვილებს, ბავშვობიდან გვაჩვევთ, რომ სხვისი საკუთრება ვართ, რომ უნდა გავთხოვდეთ, პატრონს ჩავბარდეთ, თითქოს ჩვენი მშობლებისთვის ტვირთები ვართ და ერთ სულზე არიან როდის გათავისუფლდებიან ჩვენგან. მერე ვთხოვდებით და ქმრები პირად ნივთებად აღგვიქვამენ და როგორც უნდათ ისე გვექცევიან. ჩვენი - გოგო შვილების არავის ესმით, უკან ვერ ვბრუნდებით, რადგან ოჯახში არ მიგვიღებენ, რადგან ხალხი რას იტყვის მერე? ან თუ მიიღებენ, ლამის სულს ამოხდიან და აიძულებენ უკან დაუბრუნდეს მოძალადე ქმარს, ქმარს, რომელმაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოგკლას... ხალხი ყოველთვის იმას იტყვის რაც უნდათ, ხალხი არსოდესაა ვინმეს მხარეზე, ადამიანები ნეგატივით იკვებებიან, გადახედე რამდენი კომანტარი, გაზიარება აქვს ნეგატივს და შემდეგ დადებით პოსტებს გადახედე... ჩვენ ირგვლივ ისეთი საზოგადოებაა, რომლებიც ნეგატივით იკვებებიან და ასეთ ხალხს სიცოცხლით სავსე გოგო-შვილები ეწირებიან...
- არ შემიძლია არ დაგეთანხმო... - შვილის ხელებს ეფერებოდა, - ვერ გავიზარდეთ, რადგან ჩვენც ასე გვზრდიდნენ, ჩვენს მშობლებსაც და რთულია ასეთი „ძლიერი ჯაჭვის“ გაწყვეტა, მაგრამ იმედი მაქვს შესუსტებულია და ხალხი მიიღებს იმ რეალობას რაც სწორი და მართებულია...
- იმედი მაქვს დედი...
- დაო, - კარებში უმცროსი ძმა იჭყიტებოდა.
- ხო, ლეონსიო.
- ხომ გითხარი არაა, ნუ მეძახი მაგ სახელს. - ტუჩები სასაცილოდ აბზიკა.
- კარგით, ბატონო ლევან.
- დედაა, უთხარი ნუ დამცინის.
- რა გინდა? გშია? რა გაგიმზადო? - ნაბოლარა ბიჭის ბუზღუნს ყურადღება არ მიაქცია.
- არ მინდა, ვჭამე უკვე. თამუნასთან მაქვს პირადი საქმე, გთხოვთ დაგვტოვეთ. - დედას რევერანსი გაუკეთა.
- კარგი, თქვენის ნებართვით, დაგტოვებთ, - ოთახიდან გავიდა, ლევანიმ კარგად შეათვალიერა ხომ მართლა წავიდა.
- რა ხდება?
- ვიცი ახლა მენტალურად თუ ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში ხარ, მაგრამ შენი დახმარება მჭირდება.
- რა მოხდა, მითხარი? - თამუნა დაიძაბა.
- შენ ახლა მასწავლებელი ხარ და გესმის ბავშვების, მოკლედ, ჩემი მეგობარი, რომ არის ნუციკო, მის ძმას ფულს ძალავენ სკოლაში და არ ვიცით როგორ მოვიქცეთ.
- რას ნიშნავს ფულს ძალავენ? ვინ ძალავს? და ა.შ?
- როგორც მივხვდი ორი კლასელი ბიჭი, ნუ მარტო მაგას არა, სხვებსაც.
- რას ამბობ? მერე დამრიგებელმა ან მშობლებმა არ იციან?
- ნუციკოს მშობლები აქეთ არ არიან, ბებიას რომ ვუთხრა მეშინია არ ინერვიულოსო, ხოდა მე მთხოვა იქნებ დაელაპარაკო იმ ბავშებსო და მე მე-5 კლასელ ბავშვებს რა ვუთხრა, დამარიგე.
- მოიცა მოიცა, მასე მარტივი არ არის, შენ რომ მიხვალ და დაელაპარაკები, მერე მასეთი ტიპები თუ არიან, ისინი შენზე დიდს მოძებნიან ან მშობლებს ეტყვიან, რომ შენ ძალადობ მასზე, მანდ ათასი რამ არის გასათვალისწინებელი, მოკლედ, ხვალ შევხდეთ ნუცას და მის ძმას და დავილაპარაკოთ კარგი?
- კარგი.
- ხო, გივი. - მობილურს უპასუხა. - კიდევ არ უჭამია?... კარგი ჩავიცმევ და წამოვალ... ვინ? გიორგი? კარგი, კარგი. - ლოგინიდან წამოდგა.
- სად მიდიხარ?
- გვანცასთან.
- ცუდადაა ხო?
- არის ვინმე, ვინც ცუდად არ არის? - ცრემლები მოერია და ხმა აუკანკალდა, ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა თავი. - ხო, გიო გამოვდივარ. - ჩანთა აიღო და კარები ფრთხილად გაიხურა.
გივი მწოლიარე გვანცას გვერდით უჯდა და თავზე ეფერებოდა.
- მითხარი, როდემდე უნდა იყო ასე? გული მიკვდება ასე, რომ გხედავ, ცალკე ნანა და მაია გიჟდება და ჭამე გთხოვ, გვანც შენი ამ მდგომარეობით ვერაფერს შეცვლი,.
- სად არის? - საძინებელში თამუნა და გიორგი შემოვიდნენ. - გვანც, - მივარდა, - გთხოვ, იტირე, გვანც... - ცრემლებად იღვრებოდა, - გამოუშვი ის სევდა, რაც გულში გაქვს, ქრისტოს სულისთვის ჩვენ კარგად უნდა ვიყოთ, გთხოვ, იტირე, იბღავლე, ჭურჭელი დაამსხვრიე, რამე ქენი, ოღონდ ასე ნუ ხარ, ნუ გაგვაგიჟე...
გვანცა გაუნძრევლად იწვა, თვალები სივრიცსთვის ჰქონდა გაშტერებული და თითქოს არც ესმოდა მის ირგვლივ რა ხდებოდა.
- წყალი მომიტანე. - თამუნას ხმა ბრძანებასავით გაისმა, - ვარცლი გაავსე და ისე, თან ცივი.
- რას უპირებ? - გივი შეშფოთდა. გიორგიც აიბუზა.
- თავზე უნდა დავასხა, ხომ იცი ცივს რომ ვერ იტანს და თუ ამაზეც არ ექნა რეაგირება, მაშინ სასწრაფოს გამოვიძახებთ და გადასხმებზე გადავიყვანთ!
გივიმ ცივი წყლით სავსე ჯამი მოუტანა, თამუნამ ფრთხილად გამოართვა.
- ერთ, ორი და სამი, - თვლის დამთავრება და წყლის დასხმა ერთი იყო, თუმცა რეაგირება ნულისტოლი იყო. - ჩქარა 112-ში დარეკეთ, - იკივლა თამუნამ.
- არ გინდათ... - ამოიჩურჩულა გვანცა, საწოლზე ნელა წამოიწია, წამოდგა და აბაზანაში გალასლასდა, თამუნაც უკან მიჰყვა. გივიმ თითქოს შვებით ამოისუნთქა, გიორგიმ მხრებზე მოხვია ხელი.
- ეს მომკლავს მე... - სახეზე ხელები ჩამოისვა, შემდეგ სველი თეთრეული აალაგა, ლები კი აივანზე გაიტანა.
- მოდი დაჯექი ახლა აქ და ეს ჭამე. - მარწყვი და ბანანი მიაწოდა. - ნორმალურად ჭამე, ნუ იწიწკნები. - თამუნა თვალებს ბრაზიანი კატასავით კვესავდა.
- ნუ მეჩხუბები... - დაბალ ხმაზე საუბრობდა.
- ქალო, ლამის ხელში ჩაგვაკვდე და კიდევ იმას ბედავ და მეუბნები, რომ ნუ გეჩხუბები? - თვალები დაუქაჩა. - განა მე არ მტკივა? განა სხვებს არ ტკივათ? ყველა განადგურებულები ვართ, მაგრამ ჩვენც უნდა მოვკვდეთ? - ცრემლები ხელიგულით მოიწმინდა, - არ გვაქვს უფლება, პირიქით ახლა მისი სპეტაკი სულისთვის უნდა ვილოცოთ, რომ იქ მაინც იყოს სამოთხეში, ის ნაძირალა კი ისედაც ჯოჯოხეთშია!
- არადა, სანამ ეს მოხდებოდა ველაპარაკე გესმის? ველაპარაკე? ჩვენს გეგმებზე ვესაუბრე, აღფრთოვანებულ იყო, და რატომ? რა უნდოდა იმ ნაძირალას? რა დაუშავა ჩემმა გოგომ? თუ უნდოდა, მხოლოდ თვითონ მოეკლა თავი და ქრისტოს ეცოცხლა, მაგრამ როგორი ნაძირალაც იყო ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო! რატომ? ჩემს ქრისტოს რას ერჩოდა... რატომ? - გვანცას ისტერიკული ტირილი აუვარდა, დაგროვილმა სევდამ, ტკივილმა, ბრაზმა ერთიანად იფეთქა. თამუნამ მხრებზე მოხვია ხელი.
- იტირე, კარგია მასე ხმამაღლა იტირე... გააყოლე ცრემლებს სევდა და ბრაზი...
- უნდა დავწვე, ძალა გამომეცალა. - დაქალს ტირილისგან დაოსებული თვალებით შეხედა.
- გივი, ოთახში შეიყვანე და მეც წავალ. გთხოვ, მარტო არ დატოვო.
გივიმ ხელში აიყვანა და მის საძინებელში ტახტზე დააწვინა.
- წავედი მე.
- მადლობა თამუ.
- რისი მადლობა, აბა დროებით.
- კაი, ძმა. თამუნას მივიყვან სახლში, თუ რამე დამირეკე.
- კაი, ძმა. მადლობა.
გივიმ კარები გადაკეტა, ოთახში შესულს გვანცა ჩაძინებული დახვდა.
- ხო, ნან. - მესენჯერის ზარს უპასუხა.
- როგორ არის? - შეშინებული სახით იცქირებოდა.
- ნუ ღელავ, თამუნამ აჭამა და ახლა ჩაეძინა.
- ოჰ, - გულზე ხელი მიიდო, - მაგას მოვუკვდი მე. ნეტა მანდ ვიყო.
- ნან, რა ლაპარაკია ახლა ეს? სტრესი მიიღო და გამოვა მდგომარეობიდან, მე აქ რისთვის ვარ? არ იდარდო შენ კარგი? მშვიდად დაიძინე ახლა.
- კარგი, შვილო, ბოდიში რომ გაფორიაქებთ მე და ჩემი შვილი. - ცრემლები მოიწმინდა.
- ნაან, მეორედ აღარ გამაგონო ეგ, თორემ მართლა მეწყინება.
- მიდი შვილო, მშვიდობიანი ღამე გქონოდეთ, დილით დამირეკე კარგი?
- კი, აუცილებლად. - მობილური გათიშა და მძინარე გვანცას მიუწვა. მის სუნთქვას უსმენდა, სახის თითოეულ დეტალს მილიმეტრებში ზომავდა, როცა მას ხედავდა სულში ათასი პეპლის ფრენას გრძნობდა, რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო უჭირდა გრძნობების კონტროლი. გვანცა შეირხა, გვერდი იცვალა და გივის გულმკერდიში ჩარგო თავი, გიგაურმა კი მომენტალურად შეწყვიტა სუნთქვა, ბოლოს დაიმორჩილა ემოციებით სავსე სხეული, საყვარელი ქალი გულთან კარგად მიიკრა და სიზმარეთში მასთან ერთად შეცურა.
მზის სხივების სახეზე ლიცლიცმა გვანცა შეაფხიზლა, ცალი თვალი ძლივს გაახილა, რომ უცებ სახესთან ახლოს მძინარე გივი შერჩა, ორივე თვალები ჭყიტა.
- ღმერთო, გივისთან ერთად ასე რატომ მძინავს? ან ასე მშვიდად რატომ ვარ? - ფიქრებში თავის თავს ებუტბუტებოდა, - ღმერთო, მისი სუნთქვა რომ მელამუნება, მუცელში პეპლების ფრენას რატომ ვგრძნობ? მგონი მენტალურად შევირყიე. არა, უნდა ავდგე, არადა ასეც რომ მომწონს? - ერთმანეთს გული და გონება ეჩხუბებოდა, - მოიცა, რა ლამაზი ნაკვთები აქვს? გვანცა, მგონი სულ გაუბერე, რაებს ფიქრობ? მგონი ვგიჟდები, რამოდენიმე დღიანმა უძილობამ გამაგიჟა, მოდი ისევ ძილი შევიბრუნო. - თვალები ძლიერად დახუჭა.
- რატომ ვერ ისვენებ? - ყურთან გივის ჩურჩული გაიგონა და სხეულში ერთიანად დააყარა ბუსუსებმა, გვანცამ ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და შეტევაზე გადავიდა.
- აქ რატომ ვწევარ? ან შენ აქ რა გინდა?
- დაგავიწყდა გუშინ თამუნამ ცივი წყლით, რომ გამოგაფხიზლა და ლები დასველდა? სველ ლებზე უნდა დამეტოვებინე? - ნახევრად მძინარემ ამოიკნუტუნა.
- არა, სწორად მოიქეცი, როგორც მზრუნველ ძმას შეეფერება. - სიტყვა ძმა ხაზგასმით წარმოთქვა. გივიმ კი თავი უკმაყოიფლოდ გადაქნია, სიტყვა „ძმაზე“ უკვე ბურძგალვდა.
- ჩაის დალევ?
- კი...
- იმედია დღეს უკეთ იქნები და შევძლებ საქმეებზე გავიდე.
- კი, კი... წუხელ უცნაურად მშვიდად მეძინა, ალბათ, რომ ვიტირე ემოციებიდან დავიცალე. - ცდილობდა თვალები აერიდებია.
- ალბათ.
- გივი.
- ხო.
- დღეს, რომელზე მოხვალ სახლში?
- არ ვიცი, რა იყო?
- სასაფლაოზე მინდა გასვლა...
- ვეცდები მალე მოვრჩე საქმეებს და გავიდეთ.

***
ცხოვრების უცნაურობები ისევ გრძელდება... გარეთ ისევ ხმაურია, ხალხი სად და სად მიიჩქარის... ზოგი იღიმის, ზოგიც კიდევ სევდიანია... ისევ ხვდებიან მეგობრები, მეზობლების გადაძახილებიც ისმის აქ და იქ... ეზოში დაბმული ძაღლი გარეთ მოსეირნე ქუჩის ძაღლებს უყეფს, იქნებ მათი შურს და ამიტომაც... რა უცნაურია, მზე ისევ იმ მხრიდან ამოდის, სამყაროში თითქოს არაფერი შეცვლილა, თითქოს რამოდენიმე დღის წინ ქმარმა სასტიკად არ მოკლა უსუსური ცოლი... რა უცნაურია ეს სამყარო, რა უცნაურადაა ადამიანების გონება მოწყობილი, თითქოს როგორ უცებ ვივიწყებთ იმ ტკივილს რაც ჩვენ არ გვეხება, მაგრამ სხვისია... სხვისი ტკივილი დღეს ერთ სევდიან სმაილიკად იქცა, პოსტზე სევდას გამოხატავ და გვავიწყდება, რომ დღეს ან ხვალ ისევ შეიძლება მოკლან ცოლი ან ყოფილი ცოლი... სადღაც შორეთიდან ქარს მიტოვებული ბავშვის ტირილის ხმა მოაქვს... იქ სადღაც გროვებად ქცეულ მიწასთან ძაძებში გახვეული დედა ქვითინებს, პატიებას თხოვს შვილს, რომელიც ვერ დაიცვა, ხმა ვერ ამოიღო იმ მავნე საზოგადოების წინაშე, რომლსაც ახლა საერთოდ აღარ ახსოვს მოკლული ქალი... გვანცა თეთრ ჭერს მიშტერებოდა და თითქოს დედამიწის მოძრაობაც კი აღიზიანებდა, თვალიდან ჩუმად გადმოპარული ცრემლი ნელა გაუყვა გზას...
- ალბათ როგორ შეგეშინდა, ალბათ როგორ გეტკინა... ღმერთო... - ტირილი აუვარდა გვანცას, - როგორ მეზიზღება ეს სამყარო, სადაც ქალებს ასე მარტივად კლავენ, როგორ მეზიზღება ის საზოგადოება, რომლებიც გოგო შვილებს, ისევ ვერ აღიქვამენ შვილებად!!! როგორ მინდა ყველას გითხრათ, რომ მძულხართ და მეცოდებით! ქრისტო მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი... იმედი მაქვს პირველივე დარტყმაზე მოკვდი, იმედი მაქვს სხვა დარტყმები არ გაგიგია, ვაიმეე ამის წარმოდგენაც კი ჭკუიდან მშლის! რა უსუსურად იგრძნობდი თავს, როგორ გეტკინებოდა, ალბათ როგორი მოულოდნელი იყო შენთვისაც... ქრისტო... ჩემო სიფრიფანავ...
მზე ისევ ისე თბილად ანათებდა, როგორც ზაფხულის პირველ დღეებს შეეფერება. გვანცა თავდახრილი მიუყვებოდა მოსწავლისკენ მიმავალ გზას, ხალხის დანახვა არ უნდოდა, იმ ხალხის, რომლებიც ფემიციდს გამართლებას უძებნიან და მოკლულ ქალში ეძებენ დამნაშავეს და ისევ მკვლელის გამართლებას იწყებენ.
- გვანცა? - ჩაფიქრებული გვანცა ქალის თბილმა შეხებამ შეაჩერა.
- მერი მასწავლებელო. - ფიქრებიდან გამოერკვა, - გამარჯობა.
- გამარჯობა. როგორ ხარ?
- რავი, ნელნელა და თქვენ?
- მეც ასევე... - შეყოვნდა, - მიხარია, რომ გნახეთ, დარეკვა მომერიდა.
- დარეკვა? რატომ?
- მეწყინა თქვენი მეგობრის ამბავი...
- მესმის... - სათვალეები ცხვირზე შეისწორა, ტუჩები მოკუმა, რომ ემოცია დაემორჩილებია.
- მადლობა მინდა გითხრათ.
- მადლობა? რისთვის? - დაიბნა.
- თქვენი ვიდეო ვნახე... სიმართლე გითხრათ მრცხვენია, მაგრამ უმეტესად როცა გავიგებდი, რომ ცოლმა ქმარი მოკლა, მუდამ ქმრის მხარეს ვიჭერდი, ვთვლიდი, რომ ქალი ვალდებული იყო ეთმინა... მაგრამ რატომ არის ვალდებული? ისიც ხომ ისეთივე ადამიანია როგორც სხვა ყველა? რატომ უნდა მოვითმინოთ როცა ჩვენზე ძალადობენ? არ ვიცი რამდენჯერ ვუყურე თქვენს ვიდეოს იმ საწყალი გოგოს ძმებს რომ ეჩხუბებოდით... მადლობა მინდა, რომ გადაგიხადოთ, მჯერა ჩემსავით სხვებიც შეიცვალნენ.
გვანცამ მხოლოდ გაღიმება შეძლო, ხელზე ხელი მოუჭირა და უხმოდ გაეცალა, ხმის ამოღების ძალა არ ჰქონდა, რადგან ასეთი დედების, ქალების გამო კვდებიან გოგო-შვილები, ასეთი ქალების ბრალია, რომ ხმას არ იღებენ, არ იცავენ და ბევრჯერ აბორტსაც თანხმდებიან ... ფიქრებიდან, რომ გამოერკვა უკვე მოსწავლის ჭიშკართან იდგა, ამოისუნთქა, ჩაისუნთქა, თმები უკან გადაიყარა და მომღიმარი სახით შევიდა სახლში.
- გვანცა მასწ მოხვედით? - სალომე კარებში მხიარულად შეეგება.
- აბა როგორ ხარ? - ჩაიმუხლა და გულთან მიიკრა.
- მე კარგად და თქვენ?
- აი, გულთან რომ ჩაგიკარი, ახლა მეც კარგად ვარ.
- მასწ, მოგენატრეთ? - თვალები საყვარლად გაუფართოვდა.
- რატომ არ უნდა მომნატრებოდა შენნაირი ჭიკჭიკა ბავშვი?
- მასწ, - ხელი ჩაჭიდა, - თოკოც გელოდებათ, ამბობს, რომ მომავალ წელს თქვენ ვეღარ მოამზადებთ და გული წყდება, მე კი ამაზე ვაწვალებ.
- ცუღლუტო.
- გამარჯობა მასწ, როგორ ხართ?
- თოკო, გაგიმარჯოს. მე კარგად და შენ? - თავზე თბილად გადაუსვა ხელი და გაუღიმა.
- რავი ნელნელა.
- რატომ?
- ვიცი რომ სექტემბრიდან ჩემთან აღარ მოხვალთ და გული მწყდება.
- მერე რა, ამით ხომ ჩვენი ურთიერთობები არ სრულდება? როცა გაიფიქრებ, რომ ჩემი დახმარება ყველაზე მეტად გჭიდრება, არ მოგერიდოს და მაშინვე დამირეკე ან მომწერე.
- მართლა მასწ? - თვალებში ბედნიერების ვარსკვლავები აუციმციმდნენ.
- რა თქმა უნდა, - სკამი გამოსწია და მაგიდას მიუჯდა. - აბა მითხარით დღეს რა გავაკეთოთ? ჩემი ბოლო გაკვეთილი გაქვთ, სკოლაც მალე გიმთავრდებათ, წიგნი ხომ არ წავიკითხოთ ან რომელიმე ლექსი?
- მასწ, მურტფილმს რომ ვუყუროთ?
- მაშინ მოდი ქართული მურტფილმები მოვიძიოთ და ვნახოთ, წუნა და წრუწუნა, ზაქრო და შაქრო.
- ზაქრო და შაქრო? ეს სახელებია? - სიცილი აუტყდათ ბავშვებს.
- კიი, ძველად ასეთი სახელები ერთქვათ. - ბავშვების დადებითი მუხტი ემოციისგან დაცლილ გვანცას საარსებო ენერგიით მუხტავდა.
მურტფილმების ყურებამ მხიარულად ჩაიარა.
- ახლა ჩემი წასვლის დროა.
- აუ, მასწ. არ წხვიდეთ რაა, კიდევ ვნახოთ რამე.
- სამწუხაროდ, სხვა გეგმები მაქვს. თუმცა სხვა დროს კიდევ ვნახოთ, კარგით?
- კიდევ ხომ მოხვალთ?
- თუ დამპატიჟებთ კი. - ხელები გაშალა და უსაყვარლესი და-ძმა გულთან ჩაიკრა.
- უკვე მიდიხართ? - კარებში ბავშვების დედა შემოვიდა.
- დიახ, უკვე დროა დაგტოვოთ და ბედნიერი საზაფხულო არდადეგები გისურვოთ.
- თქვენც ანალოგიურად გისურვებთ და მადლობა, რომ ეს პერიოდი ასე გულითადად ზრუნავდით ჩემს შვილებზე.
- მადლობა, მიხარია ამ სიტყვების მოსმენა. მეც ბედნიერი ვარ, რომ თუ ეს შევძელი. აბა დროებით, არ გემშვიდობებით.
- რა თქმა უნდა, დროებით. ისევ შევხვდებით.
დიდი რკინის კარები გამოიხურა, ამ სახლიდან წამოღებული სითბო სხეულის ყველა უჯრედში გაუშვა, რათა კვლავ შეძლებოდა სუნთქვა. თავის შავ ფიქრებში გახვეული ქუჩას ნელი ნაბიჯებით გაუყვა.
- ხო, თამუ.
- რას შვრები?
- რავი, მოსწავლეებს მოვრჩი და სახლში მივდივარ და შენ?
- მე კრებიდან მოვდივარ და ცოფებს ვყრი.
- კრებიდან?
- მოკლედ, ჩემის ძმის მეგობრის ძმას, როგორ ყვავის ჩხვიკვის მამიდასავითაა, მოკლედ, აბულინგებდნენ სკოლაში. რადგან მშობლები აქეთ არ არიან, მე მთხოვეს დახმარება ხოდა ე.ი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, უმეტესობა მობულინგე ბავშვების მშობლებიც თვითონაც მობულინგეები არიან! აი, დედას ვეუბნები რომ შავზე შავია და ის იძახის შავზე თეთრიაო. - თამუნა თუ როგორი გაცხარებული იყო მობილურის მიღმაც კი ხედავდა გვანცა. - ბავშვს, რომელსაც საჭმელს ართმევდნენ, ხან ჯიბის ფულსაც კი და ფეხით უწევდა ხოლმე სახლში წასვლა ან ქურდივით მიჰყვებოდა ხან მარშუტს და ხან ავტობუსს, მშობელი მეუბნება, ჩემი შვილი ხუმრობდა, ასე რატომ ასერიოზულებთო! აი, გავგიჟდი, გეფიცები, ლამის ცოფები ვყარე. დამრიგებელი კი შეშფოთებული თვალებით მიყურებდა, პირველად მესმის, ეგ ჩემს ჯგუფში არ მოხდებოდაო! მეთქი ქალბატონო აბა ვტყუითქო? მოკლედ, ორი კვირაც და სკოლაც მთავრდება, ამიტომ ნერვები მოვთოკე თორემ გადავწვავდი იქაურობას!
- ვგრძნობ, დამწვრის სუნს, ახლა შინაგანად იწვი ხო? - ზებრასთან შეჩერდა და მანქანების ნაკადის შენელებას დაელოდა, ქვეითებისთვის განკუთვნილი გზა სირბილით გადაჭრა.
- კი, ვდუღვარ. მოკლედ მოვრჩეთ ამაზე, შენ რას შვრები? სად ხარ?
- სახლში მივდივარ, სალომესთან და თოკოსთან დავასრულე მეცადინეობები, ისეთი სითბოთი ამავსეს წამოსვლის დროს, ჩემს დაუძლურებულ სულს საკვები მისცეს თავიანთი დადებითი მუხტებით. ისეთი ჰარმონიული ხალხია, ისეთი უშუალო, მეგობრული, მინდა ბევრი ასეთი ოჯახი. დღეს ღიმილის ძალა მომცეს, გამაცინეს, სიყვარული და სითბო გამომატანეს და რაღაცნაირად აფორიაქებული მივდივარ სახლში. - კოლხურ შადრევანს შესცინა.
- მიხარია, ახლა ორთავეს ძალა გვჭირდება... - თამუნას ხმაში სევდა ისმოდა.
- კი, გვჭირდება. - თვალებში მოწოლილმა ცრემლებმა თვალთახედვა დაუბურეს, დაბლარულად ხედავდა მოედნის ტერიტორიას, ცას ახედა, თითქოს ცრემლების წვეთები მზის ცხელმა ათინათებმა ამოუწმინდეს, კრიალა ცისფერი ცა ლამაზად დასცქეროდა. - კაი წავედი. - მობილური ჯიბეში ჩაიბრუნა და იქვე ბაღის კიდეზე ჩამოჯდა. მოძრავ ქალაქს აკვირდებოდა, ქალაქს რომელიც ბევრ სევდას და ბევრ სიყვარულს ერთად ატარებდა, აი, ის ქალი შავებში ნეტა ვის გლოვობს? ან ის ბავშვი რატომ იცინის? ან ეს წყვილი რატომ არის ბედნიერი? ყველას მისი წილი ბედნიერება თუ უბედურება დააქვს გულით თუ მხრებით. გზა ფიქრებით სავსემ განაგრძო.
- ეს დედა-შვილი სულ რატომ ჩხუბობს? - მეზობლის კარებთან შეჩერდა, საიდანაც ხმამაღალი ყვირილი გამოდიოდა. - ნეტა ამ დროს სად უნდა დავრეკო? - ხელი ჩაიქნია და კარები გააღო. - ვაა, რა სურნელია? - პირდაპირ სამზარეულოში შეაჭრა. - აქ ხარ? - გაზქურასთან მდგომ გივისთან მიიჭრა, ხელები ზურგიდან შემოხვია და მთელი ძალით მიეწება, თითქოს მასში შესვლას და ერთ სხეულად გადაქცევას ცდილობდა. გვანცას მოულოდნელი ქმედების გამო კი გივი გახევებული იდგა, წამით სუნთქვაც შეწყვიტა, არა ისიც კი იფიქრა, რომ ეს ყველაფერი ესიზმრებოდა, იგრძნო მთელს სხეულში ერთიანად როგორ დაურბინა დენის ეფექტმა, როგორი რთული გახდა ვნების კონტროლი, იმ ვნების რომელსაც ახლა ძალიან სურდა ეს მოწებებული ქალი გულთან მიეკრა, შემდეგ კი მთელი მისი სხეული ვნებით დაეკოცნა, მაგრამ ისევ შეძლო მობილიზება, თვალები ძლიერად დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა, ათრთოლებული ხმა დაიმორჩილა და ფრთხილად შებრუნდა ქალის ხელებში.
- რა გჭირს? - როგორი რთული იყო ამ სიტყვების წარმოთქმა, როდესაც ზედ ცხვირთან გრძნობ საყვარელი ქალის თმის სურნელს, რომელსაც გაზაფხულის და ზაფხულის ერთობლივი სურნელი მოაქვს.
- ყველაფერი... - ჩუმად ამოთქვა და ახლა გულთან მიეკრა.
- ტირი? - მხრებზე ხელი თვითონაც შემოაჭდო და თავი გაუბედავად ჩარგო ქალის თმებში.
- ხო, ცოტათი...
- ესეც გაივლის ხომ იცი?
- აღარ მინდა... მეტს ვეღარ გავუძლებ... სუნთქვა მიჭირს, როცა წარმოვიდგენ ახლა სად არის და სად უნდა ყოფილიყო...
- უნდა გაუშვა, თითქოს სხვა ქვეყანაში წავიდა, შენ კი გაუბრაზდი და აღარ ელაპარაკები. ასე იფიქრე... მე ასე ვფიქრობდი და დღემდე „არ ველაპარაკები მამაჩემს“ ხომ იცი?
- კი, ვიცი ეგ... ძალები უნდა მოვიკრიბო და გავუშვა იქ იმ სამყაროში, სადაც მჯერა რომ ბედნიერია... აი, ასე უნდა ვიფიქრო, რომ არსებობა შევძლო...
- ჩემი ჭკვიანი გოგო. - თავზე ფრთხილად აკოცა.
- რას მიმზადებ? - ხელების გაშვება არ უნდოდა, უცნაურად მიეჯაჭვა ამ ბოლო დროს, უცნაურ ჰარმონიას და ვნებას გრძნობდა გივის მიმართ.
- არაფერს, არ გელოდი და ჩემთვის შევიწვი კვერცხი. გინდა შენც?
- კაი იყოს, მე ყველს და კიტრი-პომიდორს შევჭამ. - ხელები უშვა და მაცივრის კარები ფართოდ გამოაღო საჭირო პროდუქტის ასაღებად.
ვახშამმა უხმოდ ჩაიარა, ორივე თავიანთ ფიქრებში იყვნენ.
- გვანც. - დუმილი გივიმ დაარღვია.
- ხო.
- ერთი კვირით მივლინებაში მივდივარ.
- ვაა, სად?
- ბათუმში.
- ოჰო, რა კაია. მარტო თუ გიოც მოდის?
- ორივე მივდივართ.
- სეზონი არაა ჯერ მაგრამ მაინც კაი დარუჯულები ჩამოხვალთ.
- რუჯს ოფისში ჯდომით მივიღებ? - გაეცინა.
- კაი მაღვალაკები ხართ თქვენ, გაძვრებით მაინც.
- შენ მარტო ხო არ მოიწყენ?
- არა, რა მომაწყენს? მოსწავლეები დავასრულე, მაგრამ რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და რა უმეტესად მარტო არ ვიყავი?
- კი, ეგეც მართალია. - ჭურჭელი აალაგა და რეცხვა დაიწყო.
- მიდი გაეშვი, მე ამოვრეცხავ. ბარგი გექნება ჩასალაგებელი.
- იყოს, რაღა დარჩა. - ქაფიანი ხელი ცხვირზე მოუსვა.
- გივიი? - თვალები მოწკურა, - ნუ მიწვევ, არ გამოგადგება ეგ ამბავი.
- კაი, კაი არ მაქვს შენთან ჯიკავის თავი. - წყლიანი ხელით პატარა ბავშივით მოწმინდა ქაფი და ჭურჭლის ამორეცხვა განაგრძო.


***
- ახლა ვიყოთ შვებულებაში ჩვენს გოგოებთან ერთად? - გიორგიმ ზღვას გახედა.
- ჩვენს რომელ გოგოებთან?
- შენ როდემდე უნდა აკონტროლო ეგ გრძნობები? - გვერდულად გახედა.
- არ ვიცი, ამ ბოლო დროს უკვე კონტროლიც მიჭირს, გუშინ კი არ ვიცი რა ძალებით შევძელი თავის მოთოკვა.
- რა მოხდა?
- საჭმელს ვამზადებდი, ჩემს ფიქრებში ვიყავი, რომ უცებ გვანცა უკნიდან მთელი ძალით ჩამეხუტა, ღმერთო ეს რა იყო, გავხევდი, ლამის გონება დამებინდა.
- გადამრევ რაა, უთხარი შენც რომ გიყვარს, რას იზამს?
- რა მარტივად იძახი, - ციმციმა ჩართო და მარჯვნივ შეუხვია, - ასე იოლია? რომ დავკარგო? მერე?
- ცადე, იქნებ არ გკარგავს? იქნებ მასაც უყვარხარ და ვერ ხვდება? აბა რას ნიშნავს ეს ჩახუტებები?
- რა იყო დაქალს არ ჩახუტებიხარ?
- ჯერ ერთი მასეთი დაქალი არ მყავს, მაგრამ ვინც მყავს მასეთი ჩახუტებები არ ვიცით! ხოდა გეუბნები მოწონხარ და თვითონაც არ იცის.
- არ ვიცი... მეშინია.
- აბა სხვას რო იპოვის და გაჰყვება, იძახე მერე მეშინია, მეშინია.
- მაგის გაფიქრებაც მზარავს.
- მოკლედ, იფიქრე ეს დღეები რაც აქ ვიქნებით და ისე გადაწყვიტე. მისმინე, გააჩერე აგერ, პატარა ხნით გავიდეთ სანაპიროზე და მერე რო შევიყუჟებით ოფისში, ზღვას წასვლამდე ვერც კი ვნახავთ.

მოსწავლეებიდან დაღლილი მის ოთახში განმარტოვდა, საოცრად მოუნდა ახლა გიოს ჩახუტებოდა.
- რა უცნაურია ეს სიყვარული, როგორ გიზიდავს და გინდა ჩაეხუტო, აკოცო, იზრუნო, მომენატრა ეს ოხერი. - მობილურზე ნაცნობი ნომერი აკრიფა.
- ხო, ჩიტო.
- ოჰ, ახლა გავხდი ჩიტო? - განაწყენებული ხმით უპასუხა.
- აუ, ვიცი რაა რომ არ ვიქცევი კარგად, მაგრამ ეს ჩემი ძმაკაცი მგონი გაგიჟდა, ერთი კვირის საქმე სამ დღეში უნდა, რომ დაასრულოს და გამომათაყვანა.
- რავიცი ნატალისთან შესახვედრად კი იცილის და სად ეჩქარება? - ირონიულად ჩაილაპარაკა.
- ნატალისთან? იცლის არა ის, სანაპიროზე ვნახეთ, დაიღლიავა და ეგერევ ფოტო ატაკა, მოკლედ ძალიან ეტენება.
- სამგიეროდ, გვანცა გაიბუსხა.
- ვაა, მართლა? იეჭვიანა და რამე?
- დაახლოებით, სახეზე შეეტყო.
- ვითომ გივი გვანცასაც მოსწონს?
- არ ვიცი, არაფერს არ ამბობს და არ ვიცი როგორც დას არ მოსწონს სარძლო თუ როგორც გოგოს.
- ოო, ძალიან მაინტერესებს მოვლენები როგორ განვითარდება და შენ?
- მე ჩვენი ამბები უფრო მაინტერესებს.
- ჩვენი კარგად განვითარდება, ეჭვი ხომ არ გეპარება?
- რავიცი რავიცი... - ორაზროვნად ჩაილაპარაკა.
- მოიცა ეგ რას ნიშნავს? აღარ მოგწონვარ? - შეშფოთება იგრძნობოდა ხმაში.
- კაი, არ მცალია. მეძახიან, რო ჩამოხვალ მერე ვილაპარაკოთ. - მობილური გაუთიშა, - აი, ასე დაიტანჯე ცოტა. - თამუნას სიცილი აუტყდა და ბალიშს ჩაეხუტა.
- გივი, - მივარდა.
- რა იყო? ხომ მშვიდობაა?
- როდის მოვრჩებით ამ ყველაფერს?
- რატომ მეკითხები?
- არ მომწონს თამუნას ლაპარაკი, თან გვანცას შენი და ნატალის ფოტოც უნახავს და ხოდა მალე უნდა მოვრჩეთ და დავბრუნდეთ ქუთაისში.
- კაი, მიდი კოდებს გამოგიგზავნი და სადაც გაგიწითლებს და eror-ს დაგიწერს, იქ ჩასვი და გაასწორებს.
- Ok! - დარსა სამუშაოდ მობილიზდა.
ცარიელ სახლში ასე არასოდეს მოწყენია. ოთახიდან ოთახში დადიოდა, გივის საწოლზე ეძინა, უფრო მშვიდად იყო. გრძნობდა, რომ მის თავს რაღაც სხვა ხდებოდა, თუმცა არ უნდოდა სიმართლესთვის თვალი გაესწორებინა.
- ღმერთო ჩემო რას ვაკეთებ? - გივის მიხუტებული პერანგი იქვე მიაგდო, - მგონი გავგიჟდი, მაგრამ ასე რატომ მენატრება? თითქოს საუკუნეა არ მინახავს? რატომ მინდა გულთან ჩავეკრა, მისი სურნელი ვიგრძნო? - თმებში ხელები შეიცურა და აიჩეჩა. - რომ ჩამოვა ძალიან ჩვეულებრივად ვხდები, დისტანციურად, არც კი ვეხუტები. მორჩა, გადაწყვეტილია. - მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი სამზარეულოში გავიდა და დროის გასაყვანად ლაგებას შეუდგა.
მანქანა მაღალი სიჩქარით მიქროდა ავტობანზე.
- გავიგე რომ გვეჩქარება, მაგრამ ცოცხალი უნდა მივიდეთ სახლებში. - კარების სახელურზე ჩაბღაუჭებული გიორგი, ნახევრად თვალებდახუჭული ხან გივის ხან კიდე გზას გასცქეროდა.
- ნუ ნერვიულობ, ზღვრულ ნორმაში მივდივართ. - სიჩქარეს კიდევ მოუმატა.
- გივი, არც თამუნა მოუტაცებიათ და არც გვანცა და 5 წუთით გვიან მივალთ თუ ადრე არაა პრობლემა, ძმურად, ხომ იცი სიჩქარის რომ მეშინია. დედიკოო, მიშველეე. - აყვირდა ბოლოს.
- იცოდე ქალაქის შესასვლელში, ნიკეაზე ჩამოგსვამ.
- აუ, არაა პრობლემა თუ გინდა გეგუთში ჩამომსვი. ოღონდ ცოცხალი. - ბედნიერმა ხელები შეატყუპა.
გივი ისე არბოდა კიბეებზე თითქოს უკან მოჩვენებების ჯგუფი მოსდევდა, ისე ეჩქარებოდა გვანცას ნახვა და მისი გულში ჩაკვრა, ვეღარ ითმენდა.
- მოვედიი. - კარები კი არ გააღო, შეიტანა.
- უი, გივი? - ისეთი სახით დახვდა გვანცა, თითქოს ერთი წუთის წინ დაშორდნენ ერთმანეთს.
გივის ღიმილი და გაშლილი ხელები ჰაერში შეეყინა.
- მიდი, ბარემ ნაგავი გადაყარე. - გვანცამ ცელოფანი გაუწოდა, თვითონ კი აბაზანაში შევიდა.
- ნაგავი? - გივიმ სახეზე იჩქმიტა, თავი უცებ სიზმარში ეგონა. ვერ მიხვდა გვანცა ასე ცივად რატომ შეხვდა, ან რა მოხდა? მოიცა ვინმემ ხო არ უთხრა რომ მოსწონს? დაბნეული, იმედგაცრუებული გივი ერთხანს იდგა შემდეგ ცელოფანი აიღო და გონზე მოსასვლელად ქალაქში გაბოდიალდა.
- მგონი ცუდად მოვექეცი. - გვანცა სარკეში მის თავს ელაპარაკებოდა. - მგონი დამერხა, ასეთი გრძნობა, ასეთი ვნება, ასეთი მონატრება თემურისთან არასოდეს მიგვრძვნია... ნუთუ მიყვარს? - ტუჩებზე ხელები აიფარა, - ნუთუ? - ისევ ჩახედა მის თავს სარკეში. - როგორმე უნდა დავმალო, არ უნდა გავცე საკუთარი თავი. გივის ვერ დავკარგავ ეს რომ გაიგოს, დედაჩვენებიც გაგიჟდებიან. არა, არა სავარაუდოდ ჩემი გადაღლილობის და სტრესის ფონია, მეჩვენება, რომ სხვანაირად მიყვარს,. - ცივი წყალი ისევ და ისევ შეისხა სახეზე, თითქოს ცივი წყლის ნაკადი მის ფიქრებს, ვნებას და გრძნობებს თან წაიღებდა.
სამზარეულოში იდგა, ვერ გაეგო რა გაეკეთებინა.
- ამდენი ხანი რატომ დაჭირდა ნაგვის გადაყრას? უშუალოდ სანაგაოზე ხო არ წაიღო? - ეზოში გადაიხედა, გივი არსად ჩანდა. იქვე ჩამოჯდა და მოპირდაპირე შენობებს დაუწყო ყურება. ზოგან სინათლე ენთო, ზოგან კიდე არა. ქალაქში ნელნელა ბინდებოდა, ზაფხულის თბილი სიო ფრთხილად არხევდა ფარდას. - სად წავიდა? - მობილურს დახედა, - დავურეკო თუ მივწერო? – „სად ხარ?“ - მოკლე შეტყობინება გააგზავნა, მიწოდებულია, დრომ ათვლა დაიწყო ერთი წუთი, ორი წუთი, 5 წუთი, ათი წუთი... თვალს არ აშორებდა ეკრანს, დრო უსასრულოდ გაიწელა, გრძნობდა ლოდინი აღარ შეეძლო, ვერც მის თავთან დაპირებულ პრინციპებს ვერ გადაუდიოდა, სხეულს თითოეულ უჯრედში დაჭიმულობას და უჟანგბადობას გრძნობდა. ლოდინში იქვე მაგიდის კუთხეზე მიეძინა.
- ჰმ, ძინავს... - მძინარეს წინ ჩაიმუხლა, შუბლზე ჩამოყრილი თმები ნაზად გადაუწია და გაუღიმა, - რამნდეჯერაც ვიტყვი, რომ უნდა გავჩერდე, უნდა შევწყვიტო უფრო მეტად მიზიდავ შენსკენ... ნეტა ამას ჰქვია ბედისწერა? ან ეს თუ ბედნისწერაა, ნეტა რა გველის? ან როდის? ან იქნებ უნდა გითხრა, რომ ჩვენს შორის მეგობრობასა და სიყვარულს შორის ზღვარი უკვე დარღვეულია, ჩემთვის თუ რამდენს ნიშნავ, ვერავინ რომ ვერ დაითვლის? რომ შენ რაღაც სულ სხვა ხარ, ყველაზე ახლო მეგობარი და ამასთანავე ის ქალი, ვისთან ერთადაც მსურს მთელი ცხოვრება გავლიო... როდის უნდა გითხრა, რომ ჩემი გრძნობები შენს მიმართ იმაზე მეტია ვიდრე შენ გგონია... როდემდე უნდა ვაკონტროლო ეს უკონტროლო გრძნობები შენს მიმართ? ნეტა ოდესმე თუ შევძლებ მაგ გაბუშტულ ტუჩებს შევეხო და მხოლოდ ჩემად ვაქციო? - თითები ჰაერში ჩამოატარა, თითქოს გვანცას სახის ნაკვთებს ეფერებოდა, შემდეგ მძინარე ფრთხილად აიტატა ხელში და ლოგინში ჩააწვინა.
- გივი, - ძილბურანში ამოიბუტბუტა.
- ჰო.
- მოხვედი?
- კი.
- რატომ დაიგვიანე?
- არვიცი...
- ახლა სად მიდიხარ?
- ჩემს ოთახში... რამე გინდა?
- სიმართლე გითხრა, - თვალები გაახილა და კარებთან მდგომ გივის გახედა, - მეშინია, ეს დღეებია მშვიდად არ მძინებია და არ მინდა, რომ წახვიდე... შეგიძლია ჩემთან დარჩე?
- შენთან?
- ხო, აი აქ... - მის გვერდით მიუთითა, - მინდა, მშვიდად გამოვიძინო.
- „შენ კი დაიძინებ მშვიდად, მე ვიკითხო“ - გივიმ გულში გაიფიქრა და გვანცას გვერდით მიწვა.
- მადლობა, - გივის ხელს ჩაებღაუჭა და ძილი განაგრძო.

***
- თამუ სად ხარ?
- მოვედი, გხედავ. აბა როგორ ხარ? - გადაკოცნა.
- რავი უკეთ და შენ?
- მე ფანტასტიკურად, გუშინ გიო რომ დავინახე, მეთქი მელანდებათქო, თვალებს არ დავუჯერე.
- ოჰ, ჩამოგივიდა ბიჭი ხო? ისე რა ადრე ჩამოვიდნენ, რატომ ნეტა?
- მოილიეს საქმეები და ტყუილად ხო არ დარჩებოდნენ, შენ რა არ გაგიხარდა გივის ჩამოსვლა?
- კი, როგორ არა. შედარებით მშვიდად მეძინა.
- ძალიან კარგიი. - თვალები ეშმაკურად აუციმციმდა, ხვდებოდა რომ გვანცა უკვე მის თავს აღარ ჰგავდა.
- არ შევიდეთ? დაიწყება აწინ კონფერენცია.
- კი, შევიდეთ. - ხელკავი გამოსდო და სკოლის საკონფერენციო დარბაზისკენ ჩქარი ნაბჯებით წავიდნენ.
დარბაზი სავსე იყო მოწვეული სტუმრებით, თამუნა და გვანცა გვერდი-გვერდ დასხდნენ.
- რამდენი მასწავლებელია მოსული. - თამუნა დარბაზს ათვალიერებდა, - მაგრამ ჩემს ნაცნობებს ვერ ვხედავ.
- ვერც მე და სიმართლე გითხრა არავის ნახვა მსურს. არ ვარ დაკითხვის ხასიათზე, „უი, კიდევ ვერ ნახე სამუშაო? აი, მე აქ და აქ ვმუშაობ“ და ა.შ.
- ჩვენი გეგმები დროებით შეჩერებულია, მაგრამ აუცილებლად მივხედავთ, ამიტომ თუ ვინმე რამეს გკითხავს, უთხარი, რომ მალე სიახლეებით დავბრუნდებით.
- მოგესალმებით. - მიკრაფონში ხმა ცივად გაისმა.
- კაი, მაგაზე მერე ვისაუბროთ. - გოგოები სმენად იქცნენ.
- გვიხარია, რომ თქვენი ძვირფასი დრო გამოყავით და ჩვენს კონფერენციას ესწრებით. მასწავლებლობა ხომ რთული პროფესიაა და მას მუდმივი ზრდა და სწავლება სჭირდება. თან ყოველდღიურად სხვადასხვა კვლევები ქვეყნდება თუ როგორი მიდგომა სჭირდებათ ბავშვებს, სხვადასხვა ინოვაციები ინერგება სასწავლო პროცესში და ჩვენც მასწავლებლები ვალდებულები ვართ, ამ სიახლეებს ავუწყოთ ფეხი. - დარბაზში ტაშის ხმა გაისმა. - მადლობა თქვენი ოვაციისთვის. დიახ, მე გახლავართ მაგდა ამაღლობელი და დღეს ვისაუბრებთ თუ როგორ მოვიპოვოთ ბავშვის ნდობა და სიყვარული. ზოგადად ახლანდელი ბავშვები ძალიან გონებაგახსნილები, სხარტები და ამასთანავე ემოციურები არიან, ამიტომ იმისთვის, რომ მათ სწავლა შევაყვაროთ პირველ რიგში აუცილებელია მოვიპოვოთ მათი სიყვარული და ნდობა. როგორც იცი, ეს ორი ადამიანთა შორის ნებისმიერ საქმეში წარმატების მნიშვნელოვან პირობას წარმოაგდენს, მითუმეტეს თუ საქმე ბავშვის ნდობას ეხება, მათი როლი ფასდაუდებელია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ბავშვის ნდობისა და სიყვარულის მოპოვება ადვილიც არის და საკმაოდ ძნელიც. ადვილია მაშინ, როცა ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს, ხოლო ძნელია მაშინ, როცა მათ კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებთ და ამასთან, მათგან უსიტყვო მორჩილებას მოვითხოვთ. შეიძლება გაგვიჩნდეს პროტესტი, ახლა ბავშვის ნდობის მოპოვებაზე მაფიქრე კიდევო, მასწავლებელი ვარ და მორჩა, ჩემი სიტყვა კანონია! მაგრამ აი, აქ ვცდებით, ჩვენ ბევრჯერ გვავიწყდება, რომ ჩვენც ბავშვები ვიყავით და ყველაზე მეტად როგორი მასწავლებელი გვიყვარდა? ვის გაკვეთილებზე მივიხაროდით? იმ მასწავლებლის, რომელიც ჩვენთან მეგობრული იყო, რომელიც მხარს გვიჭერდა, რომელიც ჩვენს გულისტკივილს თუ სიხარულს ისმენდა, ამიტომ თუ გვინდა მოსწავლეს ჩვენი საგანი შევაყვაროთ, პირველრიგში ჩვენი თავი უნდა შევაყვაროთ, რომელიც შემდეგ ნდობას, პატივიცემას წარმოქმნის და არ დაგვჭირდება გაკვეთილებზე ჯოხების რახარუხი და დასჯის მეთოდები. ასევე ბავშვის ნდობისა და სიყვარულის მოპოვებაში დაგვეხმარება, თანატოლებთან მისი შედარებისგან თავის შეკავება. ბავშვების ეგოზე ძალიან ცუდად მოქმედებს, მოდი ვიყოთ ჩვენ თავთან მართლები, განა ჩვენ მოგვწონს როცა სხვებს გვადარებენ? მითუმეტეს ზრდსრულები ვართ, მაგრამ მაინც გვწყინს, წარმოიდგინეთ რა ხდება მოზარდების გულში ამ დროს? მითუმეტეს თუ ისინი მგრძნობიარეები არიან? არიან ბავშვები, რომლებსაც ეგ არ ადარდებთ თითქოს, მაგრამ რაღაც გავლენას ეს მაინც ახდენს ბავშვებზე, ამიტომ ყოველთვის ჯობია თუ რამე არ მოგვწონს ან მოგვწონს, პირადად განვიხილოთ ბავშვთან და ბავშვის მშობელთან და არა საჯარო კრებებზე. მახსოვს ერთ დღეს ერთ-ერთ სკოლასთან ჩავიარე, დამრიგებელს ოცი მშობელი ჰყავდა შემოკრებილი და მთელი ხმით ლანძღავდა ერთ-ერთ მოსწავლეს, მშობელი გახევებული იდგა, სხვა მშობლები კი ნიშნისმოგებითა და ირონიით აქნევდნენ თავს. თავი ძლივს შევიკავე, უბრალოდ მაშინ სტუდენტი ვიყავი და ამდენი გამოცდილებაც არ მქონდა, თუმცა დღემდე მაქვს გულში ხენჯად ეს სცენა, რატომ არ ჩავერიე? რატომ არ გავაჩერე? ეს ჩემთვის არის უკულტურობის ზენიტი, როცა ბავშვს ასე საჯაროდ ქუჩაში მშობლებისა და კლასელების წინაშე ლანძღავ. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს სად გალანძღავ? სკოლაში კრებაზე თუ მესენჯერის საერთო ჩატში? ამიტომ ჩვენ იმიტომ გვქვია პედაგოგები, მასწავლებლები, რომ მეტი მოთმინების და წინდახედულობის უნარი გვქონდეს, რომ ბავშვის ფაქიზი სული და გონება ჩვენი სიჩქარით, სულსწრაფობით არ დავანგრიოთ. ჩვენი მოვალეობაა მოსწავლეში ვიპოვოთ ის ნიჭი, რომელიც მასშია ჩამალული, ზოგი კარგად წერს, ზოგი კარგად ხატავს, ზოგი კარგად ითვისებს უცხო ენებს, იშვიათია მოსწავლე ყველა საგანი ერთნაირად საუკეთესოდ გამოდიოდეს, ამიტომ ყველას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. არ არის მასწავლებლობა, ზოგადად არცერთი პროფესიაა მარტივი, ყველას ცოდნა და მიდგომა ჭირდება, ამიტომ როცა ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ, რომ ბავშვებს განათლება მივცეთ, აუცილებლად მათი ბუნებაც უნდა ვიცოდეთ, რომ სწორი გზის პოვნაში დავეხმაროთ. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და როცა მისგან მოითხოვენ, რომ სხვას მიბაძოს, მას სამართლიანად უჩნდება პროტესტის გრძნობა და აგრესიული ხდება, ამიტომ რთულია მაგრამ უნდა ვეცადოთ მსგავსი შეცდომები არ დავუშვათ. ბევრ სირთულეს ავიცილებთ თავიდან თუ ბავშვს მივიღებთ ისეთს, როგორიც არის. ყველა ბავშვი განსაკუთრებულია და ეს განსაკუთრებულობა მათდამი ჩვენს დამოკიდებულებაშიც უნდა ჩანდეს. ხშირად ბავშვებთან ურთიერთობებისას პრობლემები იმის გამო იჩენს თავს, რომ არ ვითვალისწინებთ მის ასაკს და მისგან ჩამოყალიბებული, ზრდასრული პიროვნების საკადრის ქცევას მოვითხოვთ, მაგრამ თავად ვეპყრობით როგორც პატარა და ჯერ კიდევ შეღუდული უფლებების მქონე არსებებს. ხანდახან მეტყვიან ბავშვები გაკვეთილზე ცელქობან, დიახ, იცელქებენ რადგან ჯერ კიდევ ბავშვები არიან, მათ გართობა და დასვენებაც უნდათ. დიახ, მესმის თქვენი, იღლებით, რომ ამდენ ბავშვს ყოველდღიურად უნდა აუხსნათ, მოუსმინოთ, შეამოწმოთ, მაგრამ ეს ჩვენი არჩეული გზაა, გზა რომელმაც ქვეყანას და საზოგადოებას განათლებული ადამიანი უნდა აღუზარდოს, რა თქმა უნდა დიდი როლი ჩვენთან ერთად აქვს მშობლებს, ოჯახს, ამ კომპონენტების გარეშე, წყალში ჩაიყრება ჩვენი შრომა. მადლობა. ახლა კი კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ.
კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ დარბაზში ისევ გაისმა ტაშის ხმა.
- მადლობა კიდევ ერთხელ. - გამომსვლელმა მადლობის ნიშნად დამსწრე საზოგადოებას თავი დაუკარა.
- კარგი გოგოა. - გვანცამ თამუნას გადაულაპარაკა.
- კი, ვისიამოვნე ისე კარგად გადმოსცა რიგი საკითხები.
- მეც. მაგრამ კითხვა-პასუხმა დამღალა, ზოგს როგორი კითხვები ჰქონდა? ისე რომ ვუფიქრდები ყველა არ უნდა ხდებოდეს მასწავლებელი.
- ოჰ, ახალი ამბავი, მაგას ახლა მიხვდი? - თამუნამ დაქალს ხელკავი გამოდო და გარეთ გავიდნენ. - სად წავიდეთ?
- მე სახლში ვაპირებ თუ არ მიწყენ. - ყურებამდე გაეკრიჭა.
- ე.ი ამ ბოლო დროს სახლის გოგო გახდი, გივის სახლს ეტყობა სხვა მიზიდულობა აქვს. - თვალი ჩაუკრა.
- რა მიზიდულობა? - სახეზე წამოწითლდა, - ნუ ბჟოტიალობ რაღაცეებს, უბრალოდ სტრესულმა გარემომ იმოქმედა, ენერგიები უნდა აღვიდგინო, რომ ჩვენი გეგმები რაც გვაქვს კარგად და გულიანად განვახორიციელოთ,
- აუ, ეგ ცოტა მაღელვებს, მაგრამ მჯერა გამოგვივა. მაგ საკითხზე საკმაოდ ვრცელი სასაუბრო გვაქვს და მოდი იქეთა კვირიდან შევუდგეთ.
- კარგი მასე ვქნათ. წავედი აბა, ჩემი მარშუტი მოვიდა. - ხელი დაუქნია დაქალს და ახალგაჩერებულ მარშუტში ავიდა.
გაჩერებიდან სახლში მიმავალი კი არ მიდიოდა მიღოღავდა, რაღაცნაირად ემოცია დაცილილი იყო და არც სურვილი ჰქონდა ენერგიის მოპოვების და აღდგენის.
- აი, ახლა ამ კიბეებს რომ ავივლი, სახლში შევალ და ლოგინზე დავეგდები. - უიმედოდ ახედა კიბეებს, - რა დამღლელია ეს კიბეები, - ბოლო კიბეზე ასული შეჩერდა, თან იქვე მჯდომი გოგონაც აათვალიერა, რომელიც ღიმილიანი სახით უყურებდა, თავი ცოტა უხერხულად იგრძნო, რადგან აშკარად ვერ ცნობდა.
- გამარჯობა. - მისალმება დამხვდურმა დაასწრო.
- გამარჯობა. - მორიდებული ღიმილით უპასუხა, „მოიცა, გივის რომელიმე ყოფილი შეყვარებული ხომ არ არის?“, ფიქრებში წავიდა.
- მე თქვენი კარის მეზობელი ვარ. - უხერხული სიტუაცია ისევ ღიმილიანმა გოგომ დაარღვია.
- აა, გასაგებია. - ისევ გაურკვევლად აღმოხდა.
- იცით კი მერიდება, მაგრამ შეიძლება რომ ვისაუბროთ?
„ალბათ ეს ის გოგოა სულ, რომ ეჩხუბებიან...“ - ისევ გაიფიქრა.
- დიახ, მაგრამ რაზე?
- ბოდიში, მგონი დაგაფრთხეთ.
- არა, არა, უბრალოდ ცოტა ჩაფიქრებული ვიყავი ჩემს საქმეებზე და მე გამომოვიდა ცუდად. მითხარით რაზე გსურთ საუბარი.
- პირველრიგში გაგეცნობით, ჩემი სახელია თებეა.
- სასიამოვნო, მე გვანცა მქვია.
- ალბათ ხშირად გესმის ჩემი სახლიდან ჩხუბის ხმა. - დარცხვენით ამოთქვა.
- არ მესმისთქო, რომ ვთქვა ტყუილი იქნება, მაგრამ ხშირადაცთქო ვერ გეტყვი.
- იცით, მე კორპუსიდან გასვლა არ შემიძლია, ფაქტიურად ციხეში ვარ, მეზობლებიც დედაჩემის მხარეზე არიან თუ მისი შიშით არ მეკონტაქტებიან არ ვიცი, თქვენ კი ნათელი წერტილი ხართ ჩემს ცხოვრებაში.
- მოიცა, სახლიდან ვერ გადიხარ? და მე ნათელი წერტილი ვარ? - თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან, - კი მაგრამ როგორ? რაც თქვი არ მომესმა ხომ?
- არა არ მოგესმათ, სიმართლეა. - სევდიანმა გაუღიმა, - როცა სახლში მარტო ვარ, უმეტესად ფანჯარასთან ვატარებ დროს, ასე ვცდილობ გარე სამყაროსთან კონტაქტს, თქვენ კი ასე გიპოვეთ და მივხვდი, რომ გივის შეყვარებული ხართ ხო? - შესცინა.
- აჰ, არა, შეყვარებული არ ვარ, მისი ბავშვობის მეგობარი ვარ.- ხელები უარის ნიშნად გაასავსვა.
- და მასთან ცხოვრობთ? - თვალები გაუფართოვდა.
- დიახ, დროებით. - გვანცამ უხერხულად ჩაახევლა, - ისე ცივ ყავაზე შემიძლია დაგპატიჟოთ.
- დიდი სიამოვნებით. - თითქოს მიპატიჟებას ელოდაო, მაშინვე დათანხმდა.
- შემოდი, - კარები ფართოდ გაუღო, - მიდი სამზარეულოში და მეც მალე მოვალ.
- როგორი კოპწიაა ყველაფერი. - სტუმარი სამზარეულოს ავეჯს გულდასმით ათვალიერებდა.
- ჩემი მაიკო გემოვნებიანი ქალია, ამიტომაც სახლს მისი ხედვა ეტყობა.
- გივიკოს დედაზე ამბობთ ხომ? ჩვენ რომ აქ გადმოვედით საცხოვრებლად, უკვე საზღვარგარეთ იყო.
- კი, ემიგრაცია რთული ამბავია.
- ნამდვილად, მამაჩემიც წასულია... ადრე მენატრებოდა, ახლა აღარ ვიცი მენატრება თუ არა...
- რატომ? - ცივი ყავა წინ დაუდო.
- სიშორე ურთიერთობებს აცივებს.
- ვერ დაგეთანხმები, ალბათ ეგეც ინდივიდუალურია.
- შეიძლება... - ყავა მოსვა, - ძალიან გემრიელია.
სიჩუმე ჩამოვარდა.
- ალბათ უცნაურ ადამიანად მთვლით, ასე რომ შემოგეჭერით... - თავი არ აუწევია, ისე თქვა.
- კი, ცოტა...
- უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ სასოწარკვეთილი ადამიანი ვარ, რომელსაც კისერში დიდი მარყუჟი აქვს წაჭერილი და დიდ ჯაჭვზეა მიბმული, იმდენად სქელ ჯაჭვზე, რომ იმისთვის, რომ ეს ჯაჭვი გაწყდეს, გამოსავალი ჩემი კისრის წაწყვეტაა, მაგრამ მე სიცოცხლე მინდა...
გვანცა მოულოდნელად დაიბნა.
- ჰმ, თქვენც გაოცდით ხო? არასრულწლოვანი არ ვარ, შემიძლია ავდგე და წავიდე, მაგრამ რატომ ვერ მივდივარ ვერ ვხდები... რისი მეშინია? ისედაც ყველაფერი თავზე მაქვს ჩამომხობილი, ისედაც იმისთვის, რომ ფეხზე წამოვდგე საუკუნზე მეტი დამჭირდება, ალბათ ამიტომაც ვკვდები ასე უხმაუროდ, არა, უკვე ჩემში ყველაფერი მკვდარია, იმდენად, რომ ბრძოლის უნარიც აღარ მაქვს...
- და რა მოხდა ასეთი?
- ქმარს გავცილდი...
- და ქმარს ვინ არ გაცილებია? თან დღეს, 21-ე საუკუნეში ვის უკვირს ეგ?
- უკვირთ... - საათს გახედა, - შეიძლება სხვა დროს მოვიდე ისევ?
- კი, როგორ არა.
- მადლობა ყავისთვის და მიხარია, რომ ხელი არ მკარით.
- არა, რას ამბობთ. დროებით. - კარები ღიმილიანი სახით მიხურა, - ვაა, ზოგს რა უჭირს და რა აწუხებს, -ჭიქები ამორეცხა და საწრეტში ჩააწყო, - ღმერთო ჩემო, - გივის დანახვაზე შეკივლა.
- რა გაკივლებს?
- როდის შემოიპარე?
- როცა შენს თავს ელაპარაკებოდი.
- მოიცა ახლა სამსახურში არ უნდა იყო?
- კი, მაგრამ დღეს ადრე მოვედი, გეწყინა? წავიდე? - მაცივარი გამოაღო და საჭმელების გამოლაგება დაიწყო.
- ღმერთო ჩემო, როცა ვხედავ, გული ასე რატომ მიძგერს? - შუბლი უიმედოდ მოიქექა.
- რაებს ბუტბუტებ შენთვის? არ გშია?
- ა, მე? არა, იყოს...
- კარგად ხომ ხარ? რატომ ხარ სახეზე წითელი? - შუბლზე ჯერ ხელი, შემდეგ კი ტუჩებიი მიადო, გვანცას სუნთქვა გაუხშირდა, - ცხელი არ ხარ, ძილი ხო არ გაკლია?
- ისა, ხო დღეს დავიღალე და წავალ მივწვები, - საძინებლისკენ გაიქცა, კარები გადაკეტა და იქვე ჩაჯდა. - რა მემართება? გივია, შენი ბავშობის მეგობარი, ცოტა აზრზე მოდი, მგონი ვგიჟდები. - შუბლზე ხელი მოისვა, - რატომ დამაჟრიალა როცა მისი ტუჩები ჩემს შუბლს შეეხო? რამდენჯერ მიკოცნია, ან ჩავხუტებივარ, მაგრამ ახლა ეს ბოლო პერიოდი რა მჭირს? ეს სხვაა, აუ როგორ მინდა ახლა მივიდე და ჩავეხუტო... გვანცა, გამოფიხლდი, - სახეზე ხელი მიირტყა, - რაებს ამბობ? არაა, დროულად უნდა გადავიდე აქედან, თორემ არ მოხდება კარგი ამბავი.
- გვანც, - კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.
- ჰო.
- გავდივარ მე.
- გადიხარ? - კარები გამოაღო და ისევ შეეფეთა გივის, სუნთქვა მომენტალურად გაუჩერდა.
- ხო, ნატალიმ დამირეკა, უნდა ვნახო.
- ნატალი? - ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
- ჰო. - თმები შეისწორა.
- კაი. - ტუჩები გაბუსა.
- თუ გინდა წამოდი.
- არა, არ მინდა, მურმანის ეკალი კი არ ვარ, წყვილებს, რომ ხელი შევუშალო. - თვალები უკმაყოფილოდ აატრიალა.
- კაი, აბა არ მოიწყინო, კარები გადაკეტე, გასაღები მიმაქვს.
- ბარემ შენ გადაკეტე გარედან, მეზარება გამოყოლა, მეძინება.
კარების გადაკეტივის ხმა, როგორც კი გაიგო, საწოლზე მიწვა, ასეთი დაცლილი თავი არასოდეს უგრძვნია, თითქოს სხეულის ნახევარი წაართვეს და მარტო დატოვეს.
- აუ, ჩამძინებია. - თვალების ფშვნეტით საწოლზე წამოჯდა, საათს დახედა. - დილის 6 საათია? ვაა, რა გაგუდულს მძინებია, გივის მოსვლა არც გამიგია, - ფეხაკრეფით გავიდა საძინებლიდან სამზარეულოში. მაცივრიდან ცივი წვენი გამოიღო და ნება ნება დალია. - მოიცა ვინმე კარებს აწვალებს? თუ რა გასაღების გადატრიალების ხმაა? - შემოსასვლელისკენ ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა, სადაც გივი იდგა. - ახლა მოხვედი? - პირი დააღო.
- არ გძინავს? მე მელოდებოდი?
- შენ გელოდებოდი არა ის კიდევ... მოიცა ახლა მოხვედი?
- ხო, რა იყო? აბაზანაში ხო არ შედიხარ, შხაპი უნდა მივიღო.
- არა, არა უნდა დავწვე... - თვალებგაფართოებული და გაოგნებული საძინებელში შებრუნდა, - მოიცა მთელი ღამე იმ ქალთან იყო? - ცრემლი მის უკითხავად დაეშვა ღაწვზე. - მგონი გავგიჟდი, - ცრემლი სასწრაფოდ მოიწმინდა და საწოლზე დაემხო. - ყველაფერი გეჩვენება, გესმის? დამშვიდდი, რატომ არ მშვიდდები? უბრალოდ, გივისთვის უკეთესი გოგო გინდა და ამიტომ ღელავ, დიახ, დიახ. მართალი ვარ.
დიდხნიანი ფიქრისა თუ ტანჯვის შემდეგ როგორც იქნა ჩაეძინა.

***
დილიდანვე იგრძნობოდა, რომ ზაფხულის ცხელი დღე იქნებოდა. ქალაქიც თითქოს გრძნობდა მოახლოებულ სიცხეს და დილა ადრიან ახმაურდა.
- თებეა, თებეა. სად ხარ? სად ხარ მეთქი?
ძილბურანში ცივი, მკივანა ხმა ჩაესმოდა და სახეში ძლიერი გარტყმა იგრძნო, მომენტალურად გამოფხიზლდა. თვალწინ შეშლილი მზერით დედა იდგა.
- რა ხდება? - მტკივან ლოყაზე ხელი აიფარა, არა, ფიზიკურად კარგა ხანია ტკივილს აღარ გრძნობდა, ყველაზე საშინელი ტკივილი სულმა იცის, სული ტკიოდა და ეშლებოდა.
- გეგონა ვერ გავიგებდი? გეგონა არ მეტყოდნენ? - თმებში წვდა.
- რას? აღარ მეტყვი? - ძლივს ამოთქვა.
- როგორ გაბედე სახლიდან გასვლა და მარტოხელა ბიჭის სახლში შესვლა? როგორ? - კბილებში ზიზღით გამოსცრა.
- აბა როდემდე უნდა ვიყო ასე გამოკეტილი? როდემდე? - არანაკლები გესლი იგრძნობოდა თებეას ხმაში.
- ჰმ? როდემდე? არ იცი? მთელი შენი ცხოვრება, დიახ! რადგან შემარცხვენელი ხარ, ქმარს გაშორებული გომბიო ხარ, შესაბამისად, რომ არსებობ და გაჭმევ, მაგიც ზედმეტია.
- ხოდა ნუ მაჭმევ, მომკალი გესმის? მომკალი! - სასოწარკვეთილმა მთელი ხმით დაიყვირა.
- მოგკლა? აი, შენ, - მთელი ძალით დაარტყა, ლოგინიდან ძირს გადმოათრია, - სიკვდილი გინდა? ჩემი ხელით მოგკლავ.
- რას აკეთებთ? - მთელი ხმით დაიყვირა ოთახში ხმაურზე შემოსულმა გვანცამ.
- შენ ვინ ხარ? - შეშლილი სახით გახედა შემოსწრებულს.
- ხელი გაუშვით, ეს ძალადობაა, რომლისთვისაც დაგიჭერენ. - მობილური ააფრიალა.
მოძალადემ ხელი უშვა, წელში გასწორდა, თმები შეისწორა და გამყინავი ხმით ჰკითხა.
- ვინ ხართ სხვის საქმეში, რომ ერევით?
- სხვისი საქმე? როცა სხვებს ჩაგრავენ, აწამებენ, როდის აქეთ გახდა „სხვისი საქმე“?
- მე დედა ვარ და როგორც მინდა ისე მოვექცევი ჩემს შვილს. - თვალები დაუქაჩა.
- ჰმ, რას მელაპარაკებით? შვილები უსულო ნივთები არიან? შვილები თქვენნაირ ადამიანებს არ უნდა ჰყავდეთ, როცა შვილს ვერ აფასებთ და ვერ იყვარებთ. როცა შვილზე მაღლა საზოგადოებას აყენებთ, როცა შვილის აზრზე მეტად საზოგადოების აზრი გაინტერესებთ, ასეთებისთვის ცალკე ჯოჯოხეთია და აუცილებლად მოგეზღვებათ! - გვანცამ თებეას ხელი დაავლო და სახლიდან გაიყვანა.
- მადლობა. - ჩუმად ჩაილაპარაკა და პერანგი შეისწორა.
- სამადლობელი არაფერია, - მაზი წაუსვა წითელ ადგილებზე, - ჩალურჯებას გადაგარჩენს. თუმცა იცოდე, რომ მარტო არ ხარ, არც პატარა ხარ, ადამიანებს ოჯახები ენგრევათ, ხდება ხოლმე ასე, მაგრამ ასეთ ტკივილს არ იმსახურებ... ან იმ მეზობლების მიკვირს, ვინც იცის როგორ დღეში ხარ და არ გეხმარებიან... ნეტა, ნეტა მაშინ ასე მებრძოლა, იქნებ ჩემი დაქალიც გადამერჩინა... - ცრემლები მოიწმინდა, - ჩემი ქრისტო, რომელიც იმის გამო შეეწირა ქმარს, რომ ალბათ ეშინოდა სახლში თუ დაბრუნდებოდა არავინ მიიღებდა, იმ საზოგადოების ეშინოდა, რომლებიც სხვისი ნეგატივით იკვებებიან და სხვისი ბედნიერების შურთ! მერე კი ცრემლებს გადმოყრიან, ეჰ, საწყალიო, პოსტს გააზიარებენ და ამით დაივიწყებენ, თუ როგორი ლომის წვლილი მიუძღვით იმ ქალების სიკვდილში, რომლებიც მოძალადე ქმრებმა, შეყვარებულებმა თუ ყოფილებმა მოკლეს... როცა მორალურად საზოგადოება გკლავს, ფიზიკურად თუ ვინ მოგკლავს, რაღა აზრი აქვს?... იგივე შეცდომას ვერ დავუშვებ, შეიძლება ერთმა მერცხალმა გაზაფხული ვერ მოიყვანოს, მაგრამ ბრძოლას მუდამ აქვს აზრი. დაიმახსოვრე მე შენს გვერდით ვარ.
- ახლა უფრო მეშინია.
- რატომ? რადგან წამოგიყვანე? ნუ გეშინია, ვიდეო გადავიღე, შეგიძლია ახლავე წავიდეთ პოლიციაში. მოძალადე ადამიანს თავი არ უნდა დაუხარო, მასეთების ადგილი ციხეშია! - ბრაზისგან მუშტები მომუშტა.
- არ ვიცი. არ ვარ მზად, საკუთარი მშობელი ციხეში გავუშვა...
- სუ. აქ ვარ, საპატრულოში დარეკვის კი არ მეშინია. თუ გინდა მე დავრეკავ, შენ ტელეფონი არ გაქვს?
- კი, მქონდა აიფონ 11, მაგრამ არ ვიცი რა უქნა დედაჩემმა.
- ნუ, ახლა აიფონ 11-ს ვერ შეგპირდები, - ეკრან გატეხილი ტელეფონი დაანახა, - მაგრამ რამეს ვიპოვი. გივის აქვს ხოლმე ტელეფონები, უყვარს ჩხირკედელობა.
- გვანც სახლში ხარ? - კარებში გივი იდგა.
- ოჰ, რა მოხდა, ამ დროს სახლში რა გინდა?
- გამარჯობა. - მიესალმა თებეა.
- გაგიმარჯოს. ცუდ დროს ხომ არ მოვედი? - კითხვით მიუბრუნდა გვანცას.
- არაა, აი ახლა შენზე ვლაპარაკობდით.
- ჩემზე? - ხელი გულთან მიიდო.
- აჰამ, მობილური გექნება სადმე, თუნდაც უბრალო ფარნიანი ნოკია.
- და რათ გინდა?
- მე არა თებეას სჭირდება, როცა დედამისი მასზე იძალადებს ან მე ან პატრულს, რომ დაურეკოს.
- იძალადებს? - თვალები გაუფართოვდა.
- კიდევ კარგი რომ გიცნობ და შენი ამბავი, რომ ვიცი თორემ იმისთვის, რომ ძალადობის მსხვერპლ ადამიანს არ დაეხმარე, მოგკლავდი.
- მადლობა, რომ მიცნობ. - ოთახიდან მართლაც ნოკიას მობილური გამოიტანა.
- ვაიმეე, მოიცა ეს კიდევ არ გადაგიგდია? როგორ მშურდა და მეც მინდოდა, - გვანცა ბავშვობის მოგონებებში გადავარდა.
- არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. - თებეა უხერხულად იჯდა.
- სამადლობელი არაფერია, და ახლა ამდენი მადლობის თქმით გულს თუ გამომიღებ, სხვა დროს აღარ დაგეხმარები იცოდე. თუმცა კიდევ ერთხელ დაფიქრიდი, წავიდეთ პოლიციაში, აგერ არის ორი ფეხის ნაბიჯზე მეორე რაიონული. - ცივი ყავა წინ დაუდგა.
- არა, არა ამ ეტაპზე ასე იყოს გვანც. - მუდარით სავსე თვალები მიაპყრო.
- კარგი. - გამხნევების ნიშნად ხელზე ხელი მოუჭირა, მერე კი გივის მიუბრუნდა - გივი, შენ რატომ დაბრუნდი? გივიიი. ტყუილად ვეძახი, რომ შევა საძინებელში, გაიკეთებს ყურსასმენებს, დაანგრიე თუ გინდა სახლი, ვერაფერს გაიგებს.
სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც გარედან შემოსული ხმაური ოდნავ არღვევდა.
- დედობა, ზოგს შვილის გაჩენა ჰგონია და მორჩა! თუმცა თითქოს მათიც მესმის, რადგან უმეტესობა ქალმა არ იცის რას ნიშნავს სიტყვა დედა, არა დისკრიმინაციული გამოვდივარ, არც მამაკაცებმა იციან რას ნიშნავს იყო მამა და მშობელი. ქალი ბევრჯერ გაუაზრებლად ხდება დედა, იმდენად გაუზარებლად, რომ ღრმა დეპრესია ეწყება და ვერ ხვდება მის თავს რა ხდება?! ქმარიც, რომელმაც არ იცის რომ უკვე მამაა და მასაც იგივე პასუხისმგებლობა აქვს, რაც მის ცოლს, ვერ ხვდებიან, არ იციან, რადგან არ იციან და არაც არავის უსწავლებიათ. ასე გაურკვევლობაში ჩნდებიან და იზრდებიან ბავშვები, ზოგს უმართლებს რადგან დედა ან მამა ან უკეთეს შემთხვევაში ორივე სწავლობს როგორღაც მშობლობას და რაღაც გამოდის... ერთი დიდი პრობლემა გვაქვს საქართველოში, უმეტესი ოჯახი შვილს იმიტომ აჩენს, რომ ეს სხვებს უნდათ... ერთმა ჩემმა ნაცნობა მითხრა, ჯერ არ ვაპირებდი შვილის გაჩენას, მაგრამ იძულებული გავხდი გარემო ფაქტორების გამოო. მაგარია არა? დედა გახდა იმიტომ, რომ იძულებული იყო! ჰმ, არადა როცა ყველას გვეცოდინება თუ რა არის დედობა, მამობა, არასოდეს განვასხვავებთ შვილებს სქესის მიხედვით, მივიღებთ მათ და მთელი გულით შევიყვარებთ, მუდამ მათ გვერდით ვიქნებით და არასოდეს დავაყვედრით და წამოვაძახებთ თუ მათ გამო რამდენი დავთმეთ თუ მოვითმინეთ, მერე რაღაცეები უკეთესობისკენ შეიცვლება... რატომ? ჩვენ ხომ არ გვითხოვია ჩვენი მშობლებისთვის გაგავაჩინეთო? მათი არჩევანია, რომ ჩვენ ახლა აქ ვართ დედამიწაზე... სულ მიკვირს, როგორ შეიძლება შვილს რომელსაც ყველაფერი მიეცი, ცხრა თვე ატარე, გაუძელი ტკივილს, უძილო ღამეებს, იცინე თუ იტირე მასთან ერთად, მერე არ მიიღო, ხელი კრა... ყველაზე მეტად სქესით განსხვავება მკლავს, ადამიანები იმდენდად ანსხვავებენ რომ მზად არიან ხოლმე გოგო შვილები „მოვკლათ“ გინდ დაბადებამდე და გინდ დაბადების შემდეგ! თითქოს შვილები ტვირთია და მათი მოშორება გვსურს ან იმიტომ ვზრდით, რომ აბა „სიბერეში წყლის მომწოდებელი“ ხომ გვინდა? ანუ? ანუ მომვლელებს ვაჩენთ? ანუ მათ ცალკე პიროვნებებად არ აღვიქვამთ, რომლებსაც თავიანთი ცხოვრება და გზა აქვს?... აქაც პარადოქსია, თუ მომვლელი შვილი მოძალადე თუ არამოძალადე ქმრისგან უკან დაბრუნდება კარს თუ გავუღებთ შეიძლება ჩვენვე მოვუღოთ ბოლო, მაგრამ ამას ისევ „მოგვისვენონ“ ის გვირჩევნია, ჯობია სხვა იყოს მკვლელი, შვილიშვილები კი დაიზრდებიან... როგორ მძულს ეს ყველაფერი, ეს კომპლექსები, რომლებიც ასე ღრმად გვაქვს და ვერ ვთავისუფლდებით! როგორ შეიძლება მშობელმა საზოგადოება აირჩიოს და არა შვილი? ნეტა როდის ვისწავლით შვილის სწორ სიყვარულს?
- დედაჩემი ფიქრობს, რომ იმედები გავუცრუე, რომ ის ამაგი რომელიც ჩემზე გასწია წყალში ჩაეყარა, რადგან ოჯახი დამენგრა... - ცრემლები მოიწმინდა. - ზოგჯერ მშობლები ფიქრობენ, დამნაშავეები და ცუდები მხოლოდ მათი შვილები არიან, ჩვენს თვალებში ეძებენ ბეწვებს და მათი დირეებით სავსე თვალები არ ახსოვთ... არადა ბავშვი ხომ ცუდი არ იბადება? ბავშვს გარემო აყალიბებს. ზოგი თვლის, რომ მთავარი მატერიალური კეთილდღეობაა და მისი პიროვნული თუ სულიერი განვითარება ალალბედზე აქვთ მიტოვებული... არადა მშობლობა მარტივი ნამდვილად არ არის... მშობელზეა სწორი გზის ჩვენება და მიმართულების მიცემა... თუ შვილი გზას აცდა, მხოლოდ შვილს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, ის თანაბრად ნაწილდება შვილსა და მშობელს შორის, რადგან მშობლები ხშირად არ გვისმენენ... ისინი ყოველთვის სხვებს გვადარებენ, სათანადოდ არასოდეს გვაქებენ, არ ამაყობენ ჩვენით, რადგან ჰგონიათ, რომ ამით გაგვაფუჭებენ, არადა პირიქით ეს გვახალისებს, გვაბედნიერებს და მოტივაცის გვიმაღლებს... დედაჩემის ქმედებას არ ვამართლებ, მაგრამ რაღაცნაირად მეცოდება კიდეც... თითქოს თავისივე ცხოვრებაში დაიკარგა, მისი პრობლემა მუდამ ის იყო, რომ მუდამ სხვების აზრს აყენებდა წინ და არასოდეს თავისას, მუდამ სხვები რას იტყვიან, ამ პრინციპით ცხოვრობდა და ახლაც ასეა... ვერ წარმოუდგენია საზოგადეობაზე წინ საკუთარი თავი ან ოჯახი დააყენოს... მამაჩემი კიდე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს, ბოლოს როდის ვნახე? არ მახსოვს, მიყვარს თუ არა ისიც არ ვიცი... დედაჩემი კი ასეთია, საზოგადოების გამო გადამთელავს კიდეც... ჩემი ქმარი მირტყამდა თუ მკლავდა არ ადარდებს, ისიც კი მითხრა ერთხელ ნეტა მოეკალიო... რა უნდა მეთქვა? გავხევდი... ეს დედაჩემია? გავიფიქრე, დედები ასეთები არიან? დედებს უნდათ რომ შვილი მოუკვდეთ? მას მერე ცხოვრების აზრი დავკარგე...
- ასეა, ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, რომ ჩვენ მაინც ვიყოთ კარგი დედები... - გვანცამ გაუღიმა. - ბრძოლას და სწავლას მუდამ აქვს აზრი... ამიტომ უნდა ვეცადოთ ცხოვრებას ბევრი ტკბილი წუთი მოვტაცოთ, რადგან რაც უფრო ვიზრდებით ბედნიერების წუთებიც კლებულობს...
- მიხარია, რომ იმ დღეს გავბედე და გაგეცანი, ეს ძალა რომელიც ახლა მაქვს ალბათ არასოდეს მომეცემოდა...
- ხომ იცი შემთხვევით არაფერი ხდება.

***
საცობების გამო ავტობუსი ნელა მიდიოდა. გვანცას სხვა მგზავრებისგან განსხვავებით არსად ეჩქარებოდა და ქალაქის ქუჩებს, მოსიარულე ხალხს, შენობებს აკვირდებოდა.
- ალბათ ავარიაა, ასეთი საცობი არასოდეს მინახავს. - მძღოლთან გადაინაცვლა ერთ-ერთმა მგზავრმა, თითქოს იქედან დაინახავდა რამეს.
- კიდევ კარგი კონდეციონერი, რომ მუშაობს თორემ ამოვიხოცებოდით ავტობუსში.
გვანცამ ავტობუსს თვალი მოავლო და უცებ მწველი მზერა იგრძნო, მზერას თვალი გააყოლა. მის წინ 13-14 წლის გოგონა იჯდა და დაჟინებით უცქერდა. აცრემლებულ თვალებში ბევრი რამ ამოიკითხა, მობილური მოიმარჯვა :
- რას აკეთებ? - მიმართა გოგოს გვერდზე მჯდომ მამაკაცს, რომელიც თითებს შიშველ ფეხზე უთათუნებდა.
- რას ვაკეთებ? - ხელები უცებ მოაშორა დანაშაულზე წასწრებულმა.
- რას აკეთებ-თქო? - ხმას უფრო აუწია, - ვის უფათურებ ხელებს შე ავადმყოფო? - კისერში წვდა.
- მე მე არაფერი, ისე მიმედო.
მგზავრები ისე გაიყურსნენ თითქოს იქ არ იყვნენ, ზოგმა ფანჯარაში დაიწყო ცქერა.
- ჩქარა ავტობუსი გააჩერეთ, ეს ნაგავი უნდა ჩავაგდო და თქვენ ვინც ხმას არ იღებთ, მიუხედავად, რომ ღირსები ხართ ვიღაცეებმა ხელები ასე გიფათურონ, შეგავიწროვონ, მაგრამ არ ჯანდაბას არ გისურვებთ.
- რას იძახი, არაფერი დამიშავებია. - ძლივს ამოიხრიალა.
- შენ ჩუმად, ვიდეო მაქვს.
ავტობუსმა გააჩერა. გვანცამ მამაკაცი ჩამოათრია.
- შენც ჩამოდი, - დამფრთხალ გოგონას დაუძახა.
- გამიშვი, რას მერჩი. - ხვეწნაზე გადავიდა კაცი, რომელსაც იქვე მდგომი საპატრულო ეკიპაჟი არ შეუმჩნევია.
- რა ხდება ქალბატონო? - სიტუაციის გასარკვევად პატრულის თანამშრომელი მათ მიუახლოვდათ.
- აი, ეს ნაგავი მამაკაცი ამ ბავშვს ხელებს უფათურებდა, ვიდეოც მაქვს!
- რას მერჩი ქალო? - გაცხარდა მამაკაცი, - რატომ აჭერინებ ჩემს თავს? ნუ დადიან ტიტვლები, იარონ წესიერად ჩაცმულებმა.
- ოჰ, ბოდიში რომ ჩადრებით ვერ დავდივართ თქვენნაირ გარყვნილებს ცოდვა რომ არ ჩაგადენინოთ!
- რადგან ბავშვი არასრწულწოვანია, მშობელი დაგვჭირდება.
- არ არის პრობლემა მე წამოგყვებით და ამასობაში მის მშობელსაც დავუკავშირდებით.
- მე, მე - ცრემლები წამოცვივდა.
- რა ხდება?
- მომკლავენ ეს, რომ გაიგონ.
- ვინ?
- მამაჩემი.
- მომეცი მამაშენის ნომერი. - ნომერი სწრაფად აკრიბა, - გამარჯობა.
- გამარჯობა.
- მე გვანცა გვარაძე გაწუხებთ, მასწავლებელი.
- დიახ, რა ხდება?
- თქვენს შვილს შეურაცჰყოფა მიაყენეს, დამნაშავე დაკავებულია და თქვენ პოლიციაში გელოდებით.
- რა თქვით? ვინ ვის რა მიაყენა? - ტელეფონში ლამის გამოძვრა მამაკაცი.
- მისამართს შეტყობინების სახით გამოგიგზავნით და იქ მოდით. - გვანცამ ტაქსი გააჩერა, გოგონა ჩასვა და საპატრულოს უკან გაჰყვა.
- ნინა, შვილო, რა დაგემართა? - დედ-მამა მანქანიდან გადმოსულ გოგონას მივარდა.
- ვიღაც გარყვნილი მის სხეულზე შეხებას ცდილობდა.
- ვინ? ვინ გაბედა? გამიშვით სახე უნდა გავუერთიანო.
- უკაცრავად, ბატონო. - ხელი მხარზე დაადო, - სახეს მეც გავუერთიანებდი, მაგრამ მერე ჩვენც პასუხისგებაში მივეცემით, ამიტომ მიხედავს კანონი, თქვენ კი შვილი დაამშვიდეთ, მჯერა დიდი სტრესის ქვეშ არის და დრო დაჭირდება ეს ყველაფერი გადახარშოს.
- არ ვიცი სიტყვები არ მაქვს, მადლობა, რომ ჩემი შვილი არ მიატოვეთ. - ცრემლები გადმოცვივდა დედას.
- ყველა, რომ იღებდეს ხმას, ასეთი გარყვნილობები, ქურდობები ნელნელა შემცირდებოდა, მაგრამ ადამიანებს მხოლოდ თავიანთი თავები ადარდებთ, მანამდე სანამ თვითონ არ შეეხებათ და არ დაზარალდებიან.
- მადლობა დიდი.
- სამადლობლად არ გამიკეთებია, ჩემი ვალია დავეხმარო მათ ვისაც დახმარება სჭირდება. მჯერა თქვენს გოგონას მსგავსი აღარასოდეს დაემართება და თუ მაინც მოხდება მსგავსი, შეძლებს როგორც ხმის ამოღებას, ისე სხვის დახმარებასაც.
- აუცილებლად. - ოფლისგან დაცვარული შუბლი ნერვიულად მოიწმინდა კაცმა.
- უკაცრავად, - გვანცამ მობილურს უპასუხა. - ხო თამუ... პოლიციაში ვარ... გეტყვი მერე, მოვრჩები მალე და გნახავთ სახლში.
- სად ვარო? - აივნიდან თავი შემოყო გივიმ.
- პოლიციაშიო... - ჩაფიქრდა, - აშკარადა, ისევ ვიღაც გამოიჭირა ან რამე მსგავსი...
- რას ნიშნავს ვინმე გამოიჭირა ან მსგავსი?
- ვითომ არ იცნობდე, ვიღაც დაიცვა ან გამოექომაგა, არ იცი როგორია?
- რომელ განყოფილებაშია?
- მოვალო, არ მითხრა სად არის.
- ანუ აქ უნდა ვიჯდე და ველოდო? - გაოცებით გახედა მშვიდად მყოფ თამუნას.
- გივი, ვიცი რომ დიდიხანი გქონდათ ურთიერთობაში წყვეტა, მაგრამ რა თავქარიანია გემახსოვრება, მჯერა არც ბავშობაში იქნებოდა დალაგებული.
- არა, დალაგებული არ ყოფილა. - იქვე ბარის სკამზე ჩამოჯდა, - არა, რაა. ხომ შეიძლება მოისვენოს?
- ვერ მოისვენებს, ახლა მითუმეტეს, რაც ქრისტო აღარ არის, ვერ ხედავ როგორ უჭირს? ვერ ხედავ როგორ ცდილობს გაიღიმოს? თუმცა ამ ღიმილის უკან როგორი დიდი ტკივილია, დავიჯერო ვერ ამჩნევ?
- ვიცი, ვგრძნობ და ეგ მაგიჟებს, რომ ვერ ვეხმარები... მეშინია ამ გმირობანას დროს, თვითონ არ დაზარალდეს, არ დაშავდეს, ისე რომ მერე ვეღარ დავეხმარო...
- და რას უცდი?
- რას ვუცდი?
- ხო?
- ვერ მივხვდი რას გულისხმობ.
- როდის უნდა უთხრა?
- რა?
- ის, რომ გიყვარს?
- მე? - ხელი გულთან მიიტანა, - მე მეუბნები? ჰა, ჰა, არა საიდან მოიტანე.
- გივი. - მკაცრად ისმოდა თამუნას ხმა.
გივიმ მხრები ჩამოუშვა, თავი ძირს დახარა, თითქოს ჩაფიქრდა, იქნებ შეეშინდა კიდეც...
- ვერ ვეტყვი... - ჩუმად ამოღერღა, - არ მინდა, რომ დავკარგო, ვერ გადავიტან...
- ჰმ, ძაან ძლიერი არგუმნეტია, არა, არ უნდა უთხრა. ხომ ხარ კარგად? აბა, სხვას, რომ შეიყვარებს, მერე დაკარგავ? ან იქნებ საკურთხეველთანაც შენ მიიყვანო და საყვარელი ქალის ხელი სხვა მამაკაცს ჩააბარო?
- ძალიან მეტკინა... - შუბლზე ხელი მიიჭირა.
- ხო, უნდა გეტკინოს, რომ გამოფხიზლდე.
- ვის რა უნდა ეტკინოს, რომ გამოფხიზლედეს? - დაღლილი სახით იკითხა გვანცამ.
- გვაანც, მოხვედი? - ისე ჩაეხუტა თამუნა დაქალს, თითქოს ციხიდან ახლახანს გამოუშვეს.
- აუ, ძალიან დავიღალე თქვენს თავს ვფიცავ.
- რა ქენი, დღეს რა გმირობა ჩაიდინე.
- აუ, გმირობა კი არა, დედას გეფიცები ყველას დავიჭერდი იმ ავტობუსში ვინც იჯდა, უბრალოდ არ გამოვიდა.
- მოიცა რა მოხდა?
- ქალაქს ერთით ნაკლები პედოფილი ეყოლება.
- ვახ, რას ამბობ?
- ეგ არაფერი, უბრალოდ ის გოგონა მეცოდება, იმედია მშობლები ჩემს თვალწინ არ თამაშობდნენ და შვილს არ დააბრალებენ ყველაფერს, კი მივეცი ნომერი მეთქი თუ რამე ეგრევე დამირეკე, არავის დავინდობოთქო.
- რაც დრო გადის სულ მგონია, რომ შენ გამომძიებელი უნდა გამოსულიყავი და არა მასწავლებელი, სულ ვიღაცეებს იჭერ, სულ საქმეების გარჩევებს შლი და ა.შ.
- რავიცი, რაც ვარ ის გამოვედი და ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს. - ჭიქა ხელიდან ააცალა და ერთი ამოსუნთქვით დალია ლუდი.
- ეჭვი მაქვს შენი სკოლებს ეშინიათ და ამიტომ არ გიწევენ რეკომენდაციას. - თავი უიმედოდ გადააქნია გივიმ და ცარიელ ჭიქას ეჭვის თვალით გახედა.
- ვისაც რა უნდა ის ქნას, ახლა ტაიმ-აუტი უნდა ავიღო, დავისვენო, საკუთარი თავი და მე უნდა ვიპოვო, რომ აბურდულ გზებში ჩემი გზა ვიპოვო. - კედელს მიეყრდნო, მშიერზე ლუდის დალევამ, ცოტა დააბრუალა.
- ტაიმ აუტი? - შეშინებულმა გახედა თამუნამ.
- ხო, ეგაა რაც გაიფიქრე. - უსიტყვოდა მიუხვდა მეგობრის გამოუთქმელ ფიქრებს თუ შიშებს.
- კარგი, არაფერს გეტყვი, არაფერს დაგაძალებ, ვიცი რაც მეტს გეუბნებიან, უფრო და უფრო იკეტები, ამიტომ მხარს გიჭერ ყველა გადაწყვეტილებაში.
- ყველაში?
- კი.
- თუნდაც ის შემიყვარდეს ვინც არ უნდა შევიყვარო?
წამიერად ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, სისხლზე მონადირე კოღოც კი გაჩუმდა. გივი ერთიანად გაიყინა, თამუნა და გიორგი კი სუნთქვა შეკრულები ერთ აზრზე ტრიალებდნენ.
- რატომ გაჩუმდით? არ დამიჭერ მხარს?
- ოღონდ „ის“ არა და სხვასთან ყველასთან შენს გვერდით ვარ, - თვალი ჩაუკრა და ეშმაკურად ჩაიცინა. - მოიცა და ვინმე გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?
- არა, უბრალოდ ვიკითხე.
- უბრალოდ კითხვებს არ სვამ, მაგრამ Ok, იყოს ისე როგორც გინდა. ვაჰ, - შუბლზე ხელი იტკიცა, - რისი თქმა დამავიწყდა.
- რისი?
- იცი დღეს ვინ ვნახე?
- ვინ?
- ნიკო.
- მოიცა ჩემი ნიკო? - სიხარულისგან წამოიყვირა. ერთიანად გამოცოცხლდა.
- ხო, წყალტუბოში ვსეირნობდით მე და გიო და იქ შემხვდა. მეთქი, შე ასეთო, აქეთ ხარ და არ უნდა გვნახოთქო და ორი დღის ჩამოსული ვარ, ვლაგდები და გნახავთ აბა რას ვიზამო.
- და ნიკო ვინ არის? - წვერები ნერვიულად მოიქექა გივიმ.
- ნიკო? - ჩაფიქრდა თამუნა, - ნიკოს გვანცა უყვარს. - ღიმილით ახარა, თუმცა უფრო ნიშნისმოგებით ღიმილს ნიშნავდა.
- აა, კაია. - ეცადა მშვიდად, თითქოს სულერთია ისე, ეთქვა.
- საიდან მოგაქვს ხოლმე ეს ფანტაზიები? - ხელი ჩაიქნია გვანცამ. - დაგავიწყდა, რომ მეგობრებად დავრჩით?
- შენ შეიძლება დარჩი მეგობრად, მაგრამ ის არა. - არათითი უარის ნიშნად დაუქნია მეგობარს.
- კაი, იფიქრე მასე. არ მაქვს პრობლემა. აუუ რა მიხარია, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ და ჩავეხუტები, მომენატრა ეგ საძაგელი.
გივიმ უიმედოდ გახედა ბედნიერ გვანცას და აივანზე გავიდა, უკან გიორგიც მიჰყვა.
- უნდა უთხრა...
- არ ვიცი... - შუბლი ნერვიულად მოიქექა.
- მისმინე სინანული ყველა შემთხვევაში გიწევს, ანუ არ ეუბნები? მერე ინანებ ნეტა მეთქვაო! ეუბნები? უარის შემთხვევაშიც ნანობ, რატომ ვუთხარიო, მაგრამ აქ გვაქვს ერთი მაგრამ, იქნებ და იმ კითხვის უკან შენ იგულისხმა და უარის ნაცვლად, კი მიიღო? ჰა? ხომ იცი, ვინც არ რისკავს, ის არც შამპანიურს სვამს თუ რაღაც, ასე.
- ხო, ვიფიქრებ.
- აქ ვართ იცოდე, მეც და თამუნაც.

***
ფიქრები, ძილბურანში არეული ოცნებები თუ სიზმრები... გამოღვიძების მცდელობა, გაქცევა იმ შეგრძნებებიდან, რომლებიც ჩუმ ღამეს ჩვენთან მოაქვს და ჩვენს შინაგან ფორიაქს იწვევს... თვალები ფრთხილად გაახილა. ოთახს გარედან შემომავალი ღამის განათების შუქი ოდნავ ანათებდა... თეთრ ჭერს, რომელსაც ღამის ჩრდილები ალამაზდებდნენ თვალი გაუშტერა... იგრძნო სუნთქვა, როგორ უჭირდა... ტირილი უნდოდა, ხმამაღალი ტირილი, რომ მთელი ის განცდა რაც მის ირგვლივ ბოლო თვეებია თავს იყრიდა და არსად ქრებოდა, ერთიანი დაყვირებით გაეფანტა და ისევ მშვიდად და ღრმად ესუნთქა, მაგრამ მცდელობა ამაო იყო, გარემო უფრო და უფრო იქუფრებოდა, ჰაერიც უფრო მძიმდებოდა და სუნთქვა დღითი დღე კი არა ყოველწამიერად მძიმდებოდა და ჭირდა... გაქცევის დრო იყო, თუმცა რაღაც ისევ და ისევ ბორკავდა, ხსნას ვერსად ვერ პოულობდა, აი, ცრემლებმაც კი დააღალატეს, იცის, რომ ერთი ცრემლიც კი ოდნავ შეუმსუბუქებს ამოსუნთქვას, მაგრამ ჯიუტად იდგნენ საცრემლე ჯირკვლები, თითქოს უდაბნოდ იქცნენ, სადაც წვეთი წყალი არსად მოიპოვება, მაგრამ მოვა დღე როცა ძლიერი წვიმა გადაფარავს გამხმარ, გამომშრალ მიწას და წამიერად ამოისუნთქებს გარემო... ადგომა ცადა, ძალა არ ეყო... ვერც ძილი გააგრძელა, იწვა ასე, მიშტერებოდა თეთრ ჭერს, რომელზეც ღამის ჩრდილები ნელნელა ფერკმრთალდებოდნენ... დილა თენდებოდა...
- გძინავს? - ფრთხილი კაკუნი გაისმა.
- არა.
- შეიძლება შემოვიდე?
- კი.
- დღეს დამაგვიანდება და შენ რამე ხო არ გინდა?
- მე? არაფერი. ალბათ ვიძინებ. - არც განძრეულა, არადა მთელი სხეულის უჯრედები ეწვოდა სურვილით, რომ გულზე ჩამოკიდებოდა, მაგრად ჩახუტებოდა და მთელი შეგრძნებებით ეგრძნო მისი ძლიერი ჩახუტება.
- რაღაც არ მომწონხარ, - დაეჭვდა გივი გვანცას მდგომარეობაზე. - თუ გინდა არ წავალ და დავრჩები შენთან.
- სამსახური ჩემს გამო რატომ უნდა გააცდინო? წადი, მიხედე საქმეებს. მე არაფერი მიჭირს, საქმე მე არ მაწუხებს და რამე. ბედნიერი დღე. - კედლისკენ გადაბრუნდა და ამით ანიშნა, დამტოვეო.
- კაი, აბა დროებით. - გივი, უცნაურად, დამძიმებული წავიდა.
მთელი ღამის უძინარს მალევე ჩაეძინა. ისევ უცნაურ ძილბურანში გაეხვა. გრძნობდა მარყუჟებში როგორ ეხვეოდა, თავის დახსნა სურდა, მაგრამ ვერა და ვერ უმკლავდებოდა ძლიერ შებოჭილობას. ბოლოს დარჩენილი ძალა მოიკრიბა და ძილს თავი გაართვა. გაბრუებული წამოჯდა საწოლზე, თავი ხელებში ჩარგო, გრძნობდა დეპრესია, გაურკვევლობა ნელნელა როგორ ანგრევდა, რომ დრო იყო საკუთარი თავი ისევ და ისევ ხელში აეყვანა. სარკესთან მივიდა, თავს აიძულა ფართოდ გაეღიმა, თუმცა ღიმილმა ტკივილი უფრო მოჰგვარა ვიდრე შვება. საკუთარ თავს უყურებდა და ხვდებოდა, როგორ კარგავდა სახეს, როგორ აღარაფერი არ უხაროდა... ფიქრებიდან კარებზე კაკუნის ხმამ, გამოიყვანა.
- მოვდივარ. - გასძახა.
- თებეა ვარ.
- თებეა? - ღია კარებში მეზობლის გოგო ნაყინებით ხელში იდგა.
- დღე მშვიდობისა. აბა როგორ ხარ?
- მე? მე არამიშავს და შენ? და ეს ნაყინები, რა ხდება? - თვალებით ანიშნა.
- შეიძლება შემოვიდე?
- კი, კი მიდი სამზარეულოში, მეც მოვალ.
- იცი, მამაჩემს ველაპარაკე.
- მამაშენს? რაზე?
- თუ რა დღეში ვარ, რა ტკივილებს გავდივარ, დედაჩემი როგორ მექცევა და ა.შ.
- მოიცა ამდენხანს არ გითქვამს?
- არა, რადგან ალბათ მეც ვფიქრობდი, რომ რაღაც მეც დავაშავე... ან მეშინოდა, რომ ვერ გამიგებდა, ან მეგონა რომ იცოდა ეს ყველაფერი და არ ადარდება...
- მერე?
- გაგიჟდა, ლამის ტელეფონში გამოძვრა. ბოდიშები მიხადა, რომ არ იცოდა ეს ყველაფერი, რომ ცუდი მამა იყო... მერე დედაჩემს ელაპარაკა როგორც მივხვდი, არ ვიცი რა უთხრა, რა მოხდა, თუმცა იმ ლაპარაკის შემდეგ, აღარ მეუხეშება და არც გარეთ გასვლას მიშლის... ამიტომ, წამო რა, სადმე ერთად გავისეირნოთ... ხომ იცი, რომ ამ ყველაფრის ძალა შენ მომეცი, შენმა მხარდაჭერამ...
- მე? უჰ, საიდან მოიტანე. შენ ხარ ასეთი.
- ნუ თავმდაბლობ, მიდი, გთხოვ. გავიდეთ, თუნდაც აქვე ხარების ეკლესიის ეზოში.
- კაი. წავედით.
- ეს უბანი სხვანაირად მიყვარს, მგონია რომ იტალიაში ან საფრანგეთში ვარ. ვიწრო ქუჩები, პატარა ძველებური სახლები. ხარების ტაძარის უკანა გზა, რომელსაც წმინდა გიორგის ეკლესიასთან მივყავართ, ის სხვა ემოციებს იწვევს, მგონია, რომ სხვა განზომილებაში გადავდივარ. გინდა გავიდეთ იქეთაც?
- იქეთ სხვა დროს გავისეირნოთ, ახლა კი აქვე ჩამოვსხდეთ. სასიამოვნო სიო უბერავს.
- რამდენი ხანია გარეთ არ ვყოფილვარ, იცი მამაჩემმა მითხრა ფულს გამოგიგზავნიო, ხოდა მინდა ტანსაცმელი ვიყიდო, სალონში წავიდე, მინდა, რომ თავისუფლად ვიცხოვრო, არ მეშინოდეს, აი, შენსავით შეუპოვარი მინდა ვიყო.
- ჩემსავით გინდა იყო? - სევდანარევმა ღიმილმა გაუპო ბაგე, „შორიდან ყველაფერი რა კარგად ჩანს ხოლმე, ჩემს გულში კი რა ქარ-ცეცხლია, მხოლოდ მე ვიცი და ვნადგურდები“... - კარგი, იყავი, შეუპოვარი და ძლიერი გოგო.
- გეუბნები იტალია ჯობია.
- არა, საბერძნეთი! - ორი პატარა ბიჭი ერთმანეთს ეჭიმებოდა.
- ხარ ნამყოფი იტალიაში? მე ყოველ წელს ადადეგებზე მივყავარ ბებიას.
- მე საბერძნეთში მივყავარ მასე ბებიას. - ენა გადმოუყო გასაჯავრებლად.
- შეხედე ახლა ამ ორს, - გაეცინა გვანცას. - რა დრო მოვიდა? ჩვენ არდადეგებზე სოფელში თუ გაგვიშვებდნენ ბედნიერება იყო და ესენი იტალია, საბერძნეთში მიდიან არდადეგებზე. ჩვენი ბებიები სოფელში გველოდნენ, ამათ იტალია-საბერძნეთში ელოდებიან. ნეტა რომელი დრო ჯობდა? ეს თუ ის?
- ვისთვის როგორ ... ამათთვის იტალია, საბერძნეთი, თურქეთი ჯობია. მათთვის ეს ქვეყნები ისეა, როგორც ჩვენთვის იყო ჭრებალო, სვირი თუ ოფურჩხეთი.
- ნეტა იმ ბედნიერ დღეებს, ბავშვობის ლაღ წუთებს, რომლებსაც ვერ ვაფასებდით და გაზრდას ვცდილობდით. გვეგონა, რომ ბავშვობაზე კარგი დიდობა იყო, არადა ბავშვი მხოლოდ მცირე ხნით ხარ, ხოლო დიდი სულ...
- ადამიანები ყოველთვის იმისკენ მივისწრაფით რაც არ გაგვივლია და გვგონია, რომ ის უკეთესია.
- მასეა. - აწკრიალებულ ტელეფონს დახედა. - ჰო, ... ხარების ეკლესიასთან... კაი...
- ვინ არის?
- გივი. აი, ისიც. ნეტა რატომ მორბის? არადა გვიან მოვალო დღესო. აქ ვართ. - ხელი დაუქნია.
- გამარჯობა, - მიესალმა თებეას. - უჰ, - გვერდით მიუჯდა გვანცას. - რატომ არ მითხარი გარეთ თუ გადიოდი?
- უნდა მეთქვა?
- რავი ადრე მეუბნებოდი ხოლმე...
- ნუ ახლა მასე არც შენ მეუბნები ყველაფერს და მერე რა?
- არ გშიათ? - თემა შეცვალა გივიმ.
- კი და რამე ცხარეს შევჭამდი, შენ? - მიუბრუნდა გვანცა თებეას.
- არ დამიჯერებთ და მაკდონალდი მომენატრა.
- მერე წავიდეთ.
- წავიდეთ.
- აი, ამ გზით წავიდეთ რაა, შაომიანით.
- მაქეთ? კაი, წავიდეთ. - ხელკავი გამოდო და გზას ნელი ნაბიჯებით გაუყვნენ.
მაკდონალდში ბევრი ხალხი ირეოდა. შეკვეთა აიღეს და მეორე სართულის აივანზე გავიდნენ.
- აი, იქ არის ადგილი. - კუთხეში იქვე ნახე თავისუფალი მაგიდა და მოკალათდნენ.
- არ არსებობს! - ვიღაცამ ისე ხმამაღლა დაიძახა, ლამის მთელი ქუთაისი შეაზანზარა.
- არა! - არც გვანცამ დააკლო. - ნიკოო. ჩემი ნიკოო. - ხელებგაშლილი გაექანა და გულზე ჩამოეკიდა მაღალ ბიჭს, რომელმაც თავისმხრივ გულში ძლიერად ჩაიკრა და მის გაშვებას არც ფიქრობდა. გივი კი გახევებული იჯდა და ამ სცენას თვალებგაშტერებული უცქერდა.
- შეგიძლია თამამად იეჭვიანო, მაინც ვერ გხედავს. - ჩუმად ჩაილაპარაკა თებეამ.
- რა თქვი? - გამშრალ პირში ენა ძლივს მოაბრუნა გივიმ.
- იეჭვიანე, შეგიძლია, უბრალოდ მაინც ვერ შეამჩნევს.
- ვახ, ჩემი. - უიმედოდ მოიქექა თავი, - მის გარდა ყველა რატომ ხვდება თუ რას ვგრძნობ?
- შეიძლება ხვდება, მაგრამ არ უშვებს ან ეშინია, იქნებ მასაც იგივე გრძნობა აქვს და ვერ გაურკვევია კიდეც? მე მტკივნელი გამოცდილება მაქვს, თუმცა ამ გამოცდილებაში მივხვდი, რომ წყვილებმა უნდა ისაუბრონ, უნდა განიხილონ ყველა საკითხი ცივილურად, მშვიდად და მივიდნენ საერთო აზრამდე ან თუნდაც შეთანხმდნენ, რომ ორივე სხვადასხვა აზრზე რჩება, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მათ მომავალს.
- ღმერთო, აი ძალიან გახარებული ვარ. - აღფრთოვანებული სახით დაუბრუნდა მეგობრებს გვანცა და გაციებული ბურგერი, გემრიელად ჩაკბიჩა.
- კი, გეტყობა და ვინ არის? - გამჭოლი მზერა ესროლა.
- ჩემი მეგობარია, უნივერსიტეტიდან ვიცნობ. საზღვარგარეთ იყო და ჩამოსულა, ხო გახოვს იმ დღეს თამუნა, რომ ამბობდა ვნახეო. აუ, ისე გამიხარდა, რომ ვნახე. სხვა ემოციებით დავიმუხტე.
გივი უფრო და უფრო იქუფრებოდა.
- მგონი უყვარხარ ჰა? - თებეამ გივის უფრო გაჯავრება გადაწყვიტა.
- კი, ვუყვარდი, მაგრამ მე უარი ვუთხარი და მერე მალევე წავიდა. წესით ეგ ისტორია აღარც გაახსენდეს ალბათ.
- არ ეტყობოდა, ისე შეგხვდა, ისე ჩაგეხუტა, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც სხვა ხდებოდა.
- მართლა? ოჰ, შენ როგორი დაკვირვებული თვალი გქონია, გოგონი.
- კი, სხვებს კარგად ვაკვირდები, ჩემზე დავითხარე მხოლოდ თვალები.
- გამოჩნდება ვინმე უკეთესი.
- რთულია დღეს იპოვო ვინმე ნორმალური.
- ეგეც მართალია, არც ჩემი სასიყვარულო ისტორია დასრულდა იდეალურად. ამიტომ ახლა იმდენად მეშინია, ახალი ურთიერთობის დაწყების. ამბობენ შეიძლება ურთიერთობები აღდგესო, მაგრამ მე არ შემიძლია უკვე დასრულებული ურთიერთობების თავიდან დაწყება.
- მართალი ხარ, დამსხვრეული ურთიერთობები რთულია აღდგეს ისე როგორც ადრე იყო. აი, მაგალითად როდესაც მივხვდი, რომ საკუთარ მშობელს არ ვუყვარდი, გავიყინე და მერე ვიგრძენი, როგორ ნაწილებად დაიმსხვრა ჩემი სული...როგორ მოვკვდი წამებში... საშინელებაა, როცა იაზრებ რომ მშობელს უპირობოდ კი არა, ანგარებით უყვარხარ. ანუ როცა კარგი და საამაყო ხარ, აი მაშინ. დიახ, დამსხვრეული ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია, რადგან არ იცი ეს ნამსხვრევები სად გაიფანტა და ყველას ვერ იპოვი, ვერ აღადგენ ზუსტად ისე როგორც ადრე იყო. ასაწყობი ფაზლი, რომელიმე ნაწილის გარეშე, სრულყოფილი ფაზლი აღარაა, ასეა ურთიერთობებიც! თუ რომელიმე ემოცია აკლია, იქ ის ძველი აღარ არის! შეიძლება აღარ გძულდეს, მაგრამ მასთან ისე ვეღარასოდეს იქნები, ვიდრე ადრე იყავი!
- სულ ვამბობ და ახლაც განვმეორდები, ადამიანები როგორც ჭამას, სიარულს, ცეკვას და ა.შ. სწავლობენ, ისე უნდა ისწავლონ მშობლობა. შვილი მაშინ უნდა გააჩინონ როცა ამისთვის მზად იქნებიან და უნდა გაირონ ყველა დეტალი ფსიქოლოგთან. მე როგორც მასწავლებელი ბევრ ბავშვთან მქონია შეხება და მაშინვე ვხვდები ვის კარგი ურთიერთობა აქვს მშობელთან და ვის არა. თან ახლა უმეტესი მშობელი ემიგრანტია, ან გაშორებულია და ეს ბავშვები ისე იკარგებიან, ჩახუტება და სითბო ისე აკლიათ, ურთიერთობები აკლიათ. თუ მასწავლებელიც ვერ მიხვდა ამას, ჩათვალე რომ ეს თაობა 90-იანი წლების თაობაზე მეტი დაკარგული გამოვა. მათ არ ეცოდინებათ ის რაც არის მთავარი, ოჯახის სიყვარული, მშობლის სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთობა. ისინი თავიანთ თავში ჩაკეტილი იზრდებიან, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბევრჯერ არ არის სწორი. ამ შეცდომაზე კი ვერ სწავლობენ, რადგან არ იციან რომ შეცდომებზე ვწვალობთ და ვიზრდებით, მოკლედ თემა ძალიან ღრმა და სენსიტიურია.
- კი, რთულია ემიგრანტი მშობლის შვილობა. ურთიერთობა გინდა თუ არ გინდა მაინც იცვლება.
- მართალია, ყოველდღე ვსაუბრობთ, ვუზიარებთ ამბებს, მაგრამ მაინც. - ჩუმად ჩაიდუდუნა გივიმ.
- თან ჩვენი დედები, ჩვენ რომ სტუდენტები გავხდით მერე წავიდნენ, ზრდასრულები დაგვტოვეს, მაგრამ ჩვენ მაინც პატარები ვიყავით, რადგან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზად არ ვიყავით. გაგვიჭირდა, მაგრამ იმაზე მეტად არა, როგორც პატარა ბავშვებს უჭირთ.
- ჩვენ უკვე ჩამოყალიბებულები ვიყავით და ის სიყვარული, ურთიერთობები არ გამოგვიტოვებია გვანც, მე კი ის პატარა ბავშვები მეცოდებიან ჩვილებს, რომ ტოვებენ ან ისეთ ასაკში, რომ მერე მშობელი უკვე მისთვის უცხო რომ ხდება.
- რთულია, არადა ჩემი ხელფასით აქ ბინას ვერ ვიყიდი, შესაბამისად დედაჩემი იქ უნდა იყოს, რომ სახლი ვიყიდოთ. ჩემი მიზანი კი ახლა ისაა, რომ მე მაინც არ დავაწვე კისერზე, ვიმუშაო დატვირთულად, რომ ჩემს თავს მივხედო, მან კი ყველა დანაზოგი მხოლოდ კონკრეტულ საქმეს, ამ შემთხვევაში ბინას, მოახმაროს და მერე მალე ჩამოვიდეს. ისე მენატრება მისი სურნელი... - გვანცას თვალზე ცრემლი აუკიაფდა.
- სასწაულების უნდა დავიჯეროთ მეგობრებო. - მუშტი მაღლა აწია გივიმ.
- რა თქმა უნდა, სასწაული აუცილებლად მოხდება და ყველაფერი გამოვა. გივი.
- ხო.
- გიორგი სად არის ეს დღეებია?
- არ იცი?
- არა.
- თამუნას დაჰყვება.
- მოიცა სად ეროვნულებზე?
- კი, დილით 7 საათზე ხომ უნდა იყოს თამუნა ეროვნულებზე? ეს აკითხავს 7-ის ნახევარზე, მიჰყავს, მერე კიდე საღამოს როცა ასრულებს მოჰყავს და ა.შ.
- ვაა, თამუნას არ ვწერ, მეთქი გოგო დაღლილ, დაქანცული იქნება, ყოველდღე ასეთ რეჟიმში ყოფნითქო და ამ ორს უყურე რაა. - ტუჩები სასაცილოდ დაპრუწკა.
- რას იზამ, სიყვარულმა გადარია ტარიელიო ხომ გაგიგონია? ასეა გადარეული ჩემი გიორგიც და მგონი თამუნაც. - გივის გვანცას ამრეზილ სახეზე სიცილი აუტყდა. - რაო პატარავ, ხომ არ ეჭვიანობ?
- მეტი არ მინდა გული ატკინოს ჩემს გოგოს გიორგიმ და კი ვიცი რასაც ვუზამ.
- იცის, გაფრთხილებულია თამუნადან.
- შენ საიდან იცი?
- გიორგიმ მკითხა, გვანცა მართლა ასეთი ხისტი და საშიშიაო? და მეც დავეთანხმე.
- კარგია, მომწონს.
- არ წავიდეთ? - იკითხა თებეამ.
- კი, წავიდეთ.
სახლისკენ მიმავალი გზა მხიარულად გაიარეს.
- აბა დროებით.
- დროებით თებეა.
- გივი, რა გამახსენდა.
- აბა რა? - ბოტასები კარადაში შეაწყო.
- სულ რამოდენიმე დღეში იუბილარი ხარ.
- რას მელაპარაკები? მართლა?
- დიახ, მართლა და იდეა მაქვს.
- აბა გისმენ.
- სადმე უნდა გავიდეთ, ქალაქგარეთ.
- შემთხვევით ზღვაზე ხომ არა?
- როგორ გამოიცანი? - სიხარულისგან აჭყლოპინდა გვანცა, - მაგრამ შენ რომ ზღვა არ გიყვარს?
- აბა მთაში წავიდეთ? - გივიმ თვალები სიხარულისგან ააფახულა.
- შენი დღეა და სადაც შენ იქნები ბედნიერ, იქ უნდა წავიდეთ. - უკმაყოფილოდ ჩაიდუდუნა.
- ძალიან კარგი, მაშინ ვარჩევ ლოკაციებს.
- ლოკაციებს არა, ადგილებს. ქართულად ისაუბრეთ ყმაწვილო! - ხის კოვზი აუქნია.
- დიახ, დიახ მასწ. - არც გივი დარჩა ვალში.
- გცემ, ნუ ღლაბუცობ. აუ, ისე როგორ იყო ყოველ ზაფხულს სულ უკმაყოფილეობი რომ ვიყავით, როცა მთაში ვისვენებდით, მე ვიძახდი ზღვაზე როდის მივდივართო, შენ კიდე პირიქით.
- ვერ ვხდები, რატომ გვტანჯავდნენ? დედაჩემს მე წავეყვანე მთაში და შენ კიდე ნანას ზღვაზე. ხომ მოგვარდებოდა ჩვენი წუწუნი?
- არა რაა, გაიზარდე, მაგრამ ტვინი სათანადოდ მაინც არ გიმუშაობს.
- რატომ? - შეურაცყოფილი სახით გახედა გვანცას, რომელიც საეჭვოდ არ უშვებდა ხელიდან ხის კოვზს.
- ერთად უნდოდათ დაქალებს დასვენება, ქმრები ჰყავდათ თუ რა? ერთმანეთის იმედად მიდიოდნენ და თან ჩვენს მეგობრობას უწყობდნენ ხელს.
- და იქნებ არ მინდოდა ეს მეგობრობა? - გაბუსხულმა ჩაილაპარაკა.
- აბა რა გინდოდა რა? - თავში საბოლოოდ მაინც კვეხა ხის კოვზი.
- არაფერი... - თავის თავზე გაბრაზებული გივი სამზარეულოდან გავიდა.
- მგონი ეტკინა ჩემს პატარას. - გვანცამ კოვზს დახედა. - არ უნდოდა თურმე ჩემთან მეგობრობა ბიჭს, აბა რა უნდოდა? მოიცა, იქნებ. - ტუჩებზე ხელი აიფარა, - არა, არა მოეშვი გვანცა. ოჰ, თამუნია გიორგისთვის, რომ იცლი, ჩემთვისაც იქნებ მოიცალო, რომ გავერკვიო რა მჭირს... მგონი ამდენმა სტრესმა ჩემში რაღაცეები არია... - კოვზი უჯრაში ჩააბრუნა და უკმაყოფილო სახით საძინებელში გაფრატუნდა.



***
იტალია. მილანი. ტურისტებით სავსე ვიწრო ქუჩები, იტალიური ქოთქოთი, ენერგია და ზაფხულის მზის მცხუნვარება.
- სეზონი, რომ არის რამდენი ხალხია ჩამოსული არა? - დაქალები ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ ვიწრო მოკირწლულ ქუჩას.
- ხო და ამდენ ხალხს, რომ ვხედავ ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, ჩემო მაია.
- ეჰ, უნდა ვიცოცხლოთ ჩვენი შვილებისთვის, ეს ყოფილა ემიგრანტების ბედი, თან როცა ჩვენსავით მარტოხელა დედა ხარ და ყველაფერი ჩვენს კისერზეა.
- მართალი უთქვამთ, როცა ქალი შვილს აჩენს, მისი ცხოვრება მარტო აღარასოდეს არ არის. ფიქრი, ყოველთვის ჩვენი შვილების ირგვლივ ტრიალებს, ჯერ ისინი და მერე თუ დრო დაგვრჩა ჩვენს თავზეც შეიძლება ფიქრი.
- ღმერთმა დღეგრძელები და ჯანმრთელები გვიმყოფოს ნან ორთავე და ჩემს თავს აღარ ვდარდობ. იმდენი ცუდი მესმის უკვე, ხანდახან თავს ცუდზე ფიქრსაც ვუკრძალავ.
- სუ, არც გაიფიქრო. ლიანას შვილის ამბავმა მთლად გამანადგურა.
- არ ვიცი, ის წერილი რომ ვნახე თუ ლიანა, მართლა ასე ამადლიდა და აყვედრიდა მის შვილს ყველაფერს და ამოსუნთქვის უფლებას არ აძლევდა, ვერ გაუძლო იმ ბავშვის ფსიქიკამ. ყველას, ხომ იცი ერთნაირად ვერ უძლებს სტრესს.
- რა წერილი? - მეგობარს გახედა ნანამ.
- მოიცა არ მითქვამს?
- არა და რას წერდა?
- მოიცა გავიხსენო, - ჩაფიქრდა, - ასე იწყებოდა „ალბათ, გაგიკვირდება ამ წერილის მიღება, მაგრამ თუ ეს წერილი მიიღე ე.ი ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ვფიქრობდი. დღეიდან აღარ მოგიწევს ჩემზე იზრუნო, აღარ მოგიწევს ჩემზე იდარდო და მეც არ მომიწევს ვისმინო ტექსტები, თუ როგორ შემომწირე სიცოცხლე, შენი ცხოვრება, თუ როგორი უმადური, დაუნახავი შვილი გყავს, როგორ არ გაგიმართლა ჩემში და მრავალი სხვა. ალბათ იკითხავ, რატომ აღარ მოგიწევს ჩემზე ზრუნვა? აქვე გეტყვი, ალბათ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ დაგირეკავენ და გეტყვიან, რომ ავარიაში მოვხვდი ან მსგავსი, რომ მძიმედ ვარ და უნდა ჩამომისწრო, მაგრამ არ დაიჯერო, უბრალოდ მე აღარ ვიქნები... მინდა იცოდე, რომ მიყვარდი, მეგონა ოდესმე თავს შეგაყვარებდი, მაგრამ დავნებდი... მივხვდი, რომ შენთან ბრძოლაში სამუდამოდ დავმარცხდი... შეხვედრამდეო, ვერ გეტყვი, რადგან ვიცი, რომ აღარასოდეს შევხდებით...“
- მაია, რას ამბობ? - ნანა ცრემლებს იწმენდდა, - მოიცა, აჰ, არ შემიძლია. - შეჩერდა, რომ აკანკალებული სხეული დაემორჩილებია. - შენ კიდე ასე როგორ იმახსოვრებ ყველაფერს. ვეღარ გავიგე ვინ მეცოდებოდეს... რა ტკივილია ღმერთო... ან შვილს რა უნდა დავამადლო? არ ვიცი, გულწრფელად , სიტყვები არ მაქვს ... - ცრემლები გაშლილი ხელებით მოიწმინდა.
- არ თქვა...
- ოჰ, მაი. ასეთ ბედნიერ დღეს რამდენი მატირე ახლა.
- აბაა, თუ მჯეროდეს, რომ საბუთიანები ვართ და როცა მოგვინდება გავფრინდებით ჩვენს შვილებთან.
- არ დაგავიწყდეს, რომ სიურპრიზია. არ წამოგცდეს. ისე ველოდები იმ დღეს, როცა თავზე ჩუმად დავადგებით და გავახარებთ.
- აბაა, მაგათი სახეები ვიდეოზე უნდა ავსახო.
- რა ქნეს, სად გადაწყვიტეს წასვლა?
- გივიმ კვარიათში მივდივართო, მაგრამ გვანცამ არ იცისო. მე ვუთხარიო, მთაში წავიდეთო და როგორც ყოველთვის ცხვირი გაუშვაო.
- დედაა, ეს ორი ხო ბავშვობიდან კატა-თაგვია რაა. ყოჩაღ გივიკოს, კარგად მოუფიქრებია, კვარიათში მთაცაა და ზღვაც.
- კი, ალბათ უკვე გზაში იქნებიან. - მაიამ საათს დახედა.
- მოდი ყავა დავლიოთ და მერე დავურეკოთ. - დაქალები იქვე პატარა ღია კაფეში დასხდნენ.
ქუთაისი.
- აუ, იმ ქალს ალბათ ვუჩივლებ, რომ ძაღლებს არაჰუმანურად ექცევა. - გვანცამ თავზე ბალიში დაიფარა, რომ ძაღლების ყეფის ხმა დაეხშო, რომელიც წინა ბინის აივნიდან მოდიოდა.
- პატარავ, არ დგები? - დახურული კარებიდან გივის ხმა ისმოდა.
- ღმერთო, ასე რომ მეძახის მთელი სხეულში პეპლების ფრენას რატომ ვგრძნობ, ღმერთო, მე შენ გეკითხები? - ბალიში გვერდზე გადააგდო და საწყალი თვალებით ჭერს ახედა, თითქოს იქ ეძებდა პასუხს. - გთხოვ, არ მითხრა, რომ მიყვარს, მგონი ვგიჟდები, როგორ მინდა ახლა მის კისერში თავი ჩავრგო, გვანცა, გონს მოდი!!! - თავის თავს შემოსძახა.
კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.
- გვაანც, გძინავს?
- ა, კიდევ. მგონი ერთად თუ წავალთ თავს ვერ შევიკავებ და ვეტყვი, რომ მიყვარს. ხომ არ ჯობია სახლში დავრჩე? ვითომ ავად ვარ? არა, არა უნდა წავიდე, იქნებ მელანდება ეგ ყველაფერი სულ სახლში, რომ ვარ და მხოლოდ მას ვხედავ.
- გვანცაა.
- ხო გივი, ვდგები. - მიფრატუნდა კარებთან, - ვაიჰ, - შეიკივლა გვანცამ, - აქ რატომ დგახარ? გამისკდა გული.
- იმდენჯერ დაგიძახე და არ მიპასუხე, შემეშინდა.
- ე.ი მაინც არ მეუბნები სად მივდივართ ხო?
- გაიგებ გზაში, ისე თვალებზე ხო არ აგაფარო და ისე მიგიყვანო ადგილზე?
- ეე, რა კაი იდეაა. მოდი ეს ორი დღე ისეთი რამეები ვაკეთოთ, რაც არ გვიკეთებია, ხოდა გვქონდეს დასამახსოვრებელი სიგიჟეები.
- კარგი იყოს მასე. - გივი კარის ჩარჩოს მიეყრდნო, ფეხები ერთმანეთზე გადააჯვარედინა, ხელები გულზე დაიკრიფა და ღიმილით უყურებდა აცანცარებულ გვანცას, რომლის გულში ჩაკვრა ახლა ყველაფრად უღირდა, რადგან უკვე ძალიან უჭირდა გრძნობების კონტროლი.
მანქანა მაღალი სისწრაფით მიქროდა მაგისტრალზე, თვალებ ახვეული გვანცა ენას არ აჩერებდა, ცდილობდა ადგილი გამოეცნო.
- თუ გამოვიცნობ იცოდე, საჩუქარს არ მოგცემ.
- პირდაპირ მომეცი მაშინ საჩუქარი.
- ე.ი რადგან საცურაო კოსტუმები წამოვიღეთ, თან თქვი, რომ მთაში მივდივართ, ალბათ აუზიანი სასტუმრო აარჩიე ჰა?
- რა ავარჩიე და ა.შ. ეგ არა. კონკრეტულად მითხარი კურორტის სახელი. ისე მალე მივალთ.
- მართლა?
- კი. მოემზადე. - გივიმ ციმციმა ჩართო და იქვე პარკინგზე გააჩერა მანქანა.
- აუ, რატომ ვღელავ?
- გადმოდი, - გადმოსვლაში დაეხმარა და თვალებზე ახვეუილი თავსაფარი ფრთხილად მოხსნა.
- არ არსებობს. - გვანცა ზღვის დანახვაზე აყვირდა, - აუუ მადლობაა, - გვერდით მდგომ გივის ძლიერად ჩაეხუტა. - კვარიათში ვართ, აუ რა ხედია. ხელიგულივით ჩანს ჩემი ზღვა. ჩემს საჩუქარს საღამოს 12 საათზე გადმოგცემთ.
- მოუთმენლად ველოდები. - სიყვარულით სავსე თვალებს არ აშორებდა ბედნიერებით სავსე გვანცას. - ახლა, წავიდეთ სასტუმროში და მერე გავიდეთ ზღვაზე. ხო, რომ იცოდე, ერთ საძინებელში ვართ, ცალ ცალკე საწოლებია.
- კაი რა პრობლემაა. - თქვა გვანცამ, თუმცა იგრძნო ათრთოლებული გული ყელში როგორ მოებჯინა.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. - სასტუმროს ადმინისტრატორი ღიმილიანი სახით შეეგება სტუმრებს.
- გამარჯობა, ჩვენ დაჯავშნილი გვაქვს ოთახი გივი გიგაურის სახელზე.
- დიახ, მზად არის და შეგიძლიათ ახვიდეთ მესამე სართულზე, ინებეთ თქვენი ოთახის გასაღები.
- მადლობა.
- გივი, ხედი როგორია ხომ არ იცი?
- მთის ხედია.
- აა, კაი.
- ე.ი ჩემი დაბადების დღეა თუ შენი თუ ვხდებოდე. - გაეცინა გვანცას დაჭყანულ სახეზე და ოთახის კარები შეაღო.
- ეე. როგორი დიდი და ლამაზი ოთახია. აუ ძალიან მომწონს, - ლოგინზე გადაწვა.
- აბა ხედი ნახე თუ მოგწონს. - გივიმ აივნის კარები გამოაღო.
- არ არსებობს. აუუ, ახლა ვიტირებ გივიი. - სახეზე ხელები აიფარა, - ასე კარგად რატომ მიცნობ? - გვანცა ზღვის ხედს ვერ შორდებოდა.
- რავიცი, სულ ჩემს ცხოვრებაში ხარ და გაგიცანი. - ჩემოდანი კუთხეში მიაგორა.
ზღვა ლამაზად ლიცლიცებდა ამომავალი მზის სხივებზე. სანაპირო დამსვენებლებით სავსე იყო.
- გვანც, შეზლონგი როგორ გირჩევნია დავდო? ასე თუ ასე? - სხვადასხვა მიმართულებებს აჩვენებდა.
- ზღვისკენ მირჩევნია და ახლოს, მინდა ზღვის ტალღების ხმით დავტკბე.
- ასე მოგწონს?
- კიი, კარგია.
გივიმ ქვებში კარგად გაასწორა შეზლონგი, დიდი პირსახოცი გადააფარა, იქვე მზის დამცავი სპრეები ამოიღო.
- არა, რაა როგორ მომზადებულხარ ჩემო ბიჭო. - გვანცა იქვე კუთხეში ჩამოჯდა. - სპრეებიც, რომ წამოგიღია.
- არ დამვიწყებია, მარტივად, რომ იწვები. - ენა გადმოუტიტა. - მოდი აქ და წაგისვამ, თორემ შენი ამბავი, რომ ვიცი სანამ 50%-იან დამწვრობას არ მიიღებ, ზემოთ არ ადგები.
- ნუ გაქვს მწარე ენა.
- მწარე ენა რა შუაშია? არ ვარ მართალი? როდის იყო? ისე, რომ დაიწვი მთელი ღამე მაწვნებში რომ ბანაობდი?
- არ იყო საჭირო, მაზოლზე ფეხი დაჭერა. მოდი ამდენ ტლიკინს ზურგზე დამაშხურე ეს სპრეი.
- სირცხვილია, ხალხი გვიყურებს. - გაეღადავა გივი.
- ჩემი მორცხვი ბავშვი. - მოსაცმელი მოიძრო და ზურგი შეუშვირა. გივის თითების შეხებისას მთელ სხეულზე ბუსუსებმა დააყარა, იგრძნო მთელი სხეულში როგორ სხვანაირად აჩქეფდა სისხლი, ყველა შეხებაზე გრძნობდა, რომ თავის კონტროლს მალე დაკარგავდა. „როდის შემიყვარდა?“ თავის თავს ძლივს გაუმხილა ეს ფიქრი.
- მოვრჩი, დანარჩენზე შენ წაისვი. გვაანც, რა გჭირს? - ძლივს გამოარკვია ფიქრებში არეული გვარაძე.
- აჰ, არაფერი. - უხერხულად შეიშმუშნა, შეეშინდა ფიქრები არ გაეცა. სპრეი გამოართვა და ფეხებზე დაისხა.
- მე წყალში შევდივარ.
- მიდი, მიდი.
- შენ არ შემოხვალ?
- ცოტა გათბეს წყალი.
- კარგი. - სწრაფი ნაბიჯებით გაიქცა და ზღვის ტალღებში გაცურა.
„რა მჭირს ღმერთო? როდის მოხდა ეს? არადა, ასეთი შეგრძნება რაც გივის მიმართ მაქვს, არასოდეს მქონია... ნუთუ ეს მართლა სიყვარულია? მაგრამ მას ვუყვარვარ? მისი ჩემს მიმართ ასეთი მზრუნველობა იქნებ მხოლოდ მეგობრულია და მე ვაბუქებ? მისი მზერა, მისი შეხება გულს რატომ მიფრიალებს? მთელ სხეულში პეპლების ფრენას რატომ ვგრძნობ? მგონი, ვგიჟდები...“ ამოიხვნეშა და ზღვიდან ამომავალ გივის თვალი მოკრა. „ღმერთო, მიყვარს...“ ტუჩებზე ხელი აიფარა, აქეთ -იქეთ მიმოიხედა, ვინმემ ჩემი ფიქრი, ხომ არ გაიგონაო.
- რატომ არ ჩამოდიხარ? იცი როგორი სუფთა და თბილი წყალია?
- მერე ამ ნივთებს ვინ მიხედავს?
- მე გავჩერდები, მიდი ჩადი. ხომ ვიცი ახლა ქალთევზასავით ხარ და ერთი სული გაქვს წყალში როდის გაინავარდებ. - შესცინა.
- გთხოვ, ასე კარგად ნუ მიცნობ.
- დაგიგვიანდა თხოვნა, ახლა სკლეროზს თუ დამმართებ, თორე ის რაც შენზე ვიცი, არ დამავიწყდება სხვა შემთხვევაში.
- პასუხები ხომ ყველაფერზე მზად გაქვს.
- შენგან ვისწავლე.
- წავედი. - თმები აიკრა და მზისგან და სიყვარულისგან ცხელი სხეული, ზღვის სასიამოვნოდ ცივ წყალს შეაგება.
დიდხანს ილივლივა წყლის ზედაპირზე, ზღვის ტალღების, თოლიების, სანაპიროდან მომავალი ადამიანების ხმები სასიამოვნო კონბინაციას ქმნიდნენ და განმარტოებით ყოფნა გვანცასთვის ფიქრისგან გათავისუფლების ერთერთი საშუალება იყო.
- როდემდე უნდა ილივლივო ჩემო ქალბატონო? - გივის მოულოდნელმა გამოჩენამ, წონასწორობა დააკარგვინა და ჩაძირვა დაიწყო. - ვერ ხარ ხო? - წელზე ხელი მჭიდროდ მოხვია და ნაპირისკენ წაიყვანა. - რამ შეგაშინა?
- ხომ იცი როცა ასე ვარ სხვა სამყაროს განზომილებაში გადავდივარ და შენი მოსვლა არც გამიგია და შემეშინდა. - წელამდე წყალში იდგნენ გაბუტული ბავშვებივით.
- იცი როგორ შემაშინე?
- ვიცი, მაგრამ შეგიძლია წელიდან ხელი გამიშვა?
- აჰ, ხო. - უცებ უშვა ხელი, თითქოს დენმა დაარტყა.
- არ მოგშივდა? შუადღის ორი საათი დაიწყო. იმედია მზის დარტყმის მიღებას არ აპირებ?
- არა, ავიდეთ და მერე ჩამოვიდეთ. - ნივთების ალაგება დაიწყო, თან ცდილობდა აფორიქება, რომელიც გივის შეხებამ გამოიწვია, არ შეემჩნია.
- ხო, ნატა. - აწკრიალებულ მობილურს უპასუხა.
- ისევ ნატა... - გვანცამ ტუჩები გაბუსხა და სასტუმროსკენ მიმავალ გზას დაადგა. - ეჰ, თამუნია, სად ხარ? როგორ მჭირდება ახლა შენი დახმარება? - საათს დახედა, - ნეტა ისევ საგამოცდო ცენტრში ხარ? საღამოს გვიან მაინც დაგირეკავ, ან მოდი შეტყობინებას გავუგზავნი, როცა მოიცლის დამირეკოს. - თავისთვის ბუტბუტებდა გვანცა.

- თამუნა მასწავლებელოო, - ხელებგაშლილი ბუთქუნა ბავშვი გულთან ჩაეკრა სკოლის შენობიდან გამოსულ გოგოს.
- დათუჩა? აბა როგორ ხარ? - მონატრებული მოსწავლე კარგად ჩაიხუტა.
- გამარჯობა თამუნა მასწავლებელო, როგორ ხართ?
- გამარჯობათ, თქვენ როგორ ხართ? - მიესალმა მოსწავლის დედას.
- აბა როგორ ვიქნები ასეთი ზარმაცი შვილის ხელში? მხოლოდ ჭამა და თამაში აინტერესებს, ძლივს კითხულობს, იქნებ თქვენ უთხრათ, რომ წიგნების წაკითხვა აუცილებელია. აი, ჩემი მეზობლის ბავშვი სულ წიგნებს კითხულობს, მაღალი ქულებიც აქვს.
თამუნა გაოცებული უყურებდა ჯერ დედას და შემდეგ ბავშვს, რომელსაც სახეზე უდიდესი სევდა ეტყობოდა.
- ქალბატონო ცისანა, უაკაცრავად თქვენ იცით ახლა რას აკეთებთ? - სიბრაზისგან სახეზე წამოწითლდა.
- რას?
- მართლა ვერ ხვდებით?
- ვერა. - გულუბრყვილოდ გააქნია თავი მშობელმა.
- შვილს ვის ადარებთ? საკუთარ შვილს? თქვენ იცით, რომ ყოველი სხვაზე შედარების დროს რას განიცდის ადამიანი? მითუმეტეს პატარა ბავშვი? თითო სხვაზე შედარების დროს როცა ამას მშობელი აკეთებს, შინაგანად კვდება... ხო, კვდება. ის ფიქრობს, რომ მშობლებს იმედებს უცრუებს, რომ ისე იმდენად ცუდია, რომ ჯობია მოკვდეს, ის ფიქრობს ნეტა ჩემი მშობლები ოდესმე შემიყვარებენ? ის ბავშვი რატომ მჯობია? ნეტა ის ბავშვი იყოს ჩემი მშობლების შვილი, იქნებ მერე დედა ბედნიერი ყოფილიყო და ა.შ. რატომ აკეთებთ ამას? თქვენს საკუთარ შვილს ამას რატომ უკეთებთ? დავიჯერო არასოდეს გწყენიათ, როდესაც ვინმეს შეგადარეს? განსაკუთრებით მშობლებმა? რომლებიც შენთვის საყრდენი, იმედი და პირველი ადამიანები არიან ვინც შეიყვარეთ? და ამ დროს თქვენ ასეთ უსაყვარლეს, უჭკვიანეს შვილს ადარებთ ვიღაც სხვა ბავშვს, რომელიც თუნდაც ბევრს კითხულობს? თქვენი შვილის თვითშეფასებას, რომ ნულამდე აგდებთ და ასეთ დიდ ტრამვას უტოვებთ გულში, გონებაში... ამაზე გიფიქრიათ? ის, რომ მთელი ცხოვრება სხვასთან შედარებებით იცხოვრებს და სულ იფიქრებს, რომ თვითონ ვერაფერს მიაღწია, სულ იქნება სხვისი მოშურნე, არ გაუხარდება სხვისი წარმატება და იცი რატომ? ის იფიქრებს, ჩემს მშობლებს ის უფრო ეყვარებოდა, ალბათ წარმატებული რომ არის მის მშობლებს როგორ უყვართ და ა.შ. რატომ აკეთებთ ამას? რატომ? მშობლების უმეტესობა ამას რატომ აკეთებთ? იცით რამდენი ბავშვი მყავს ვისაც ეს განცდები აქვთ? რომ ფიქრობენ თუ კარგად არ ისწავლიან მშობლებს არ ეყვარებათ, მუსიკაზე არ უნდათ მაგრამ იმიტომ დადიან დედას არ ეწყინოს, რადგან მისი მეგობრის შვილი შესანიშნავად უკრავს და მისი შვილი რატომ უნდა ჩამორჩეს... მონებად ვზრდით შვილებს? თუ თავისუფლების ფასი უნდა ვასწავლოთ? სწორი არჩევანის გაკეთება უნდა ვასწავლოთ? ჰმ, სულ არ მიკვირს როცა ჩემს მოსწავლეებს ვაქებ და არასოდეს ვაძლევ იმის უფლებას სხვას შეადარონ საკუთარი თავი, თვალები ასე რატომ უციმციმებთ, მათ ამით თვითშეფასება უმღლდებათ... ისინი ისედაც რთულ გზას გაივლიან როცა გაიზრდებიან, ამიტომ უნდა იცოდნენ, რომ მშობლებს ის როგორიც არის ისეთი ეყვარებათ და არა იმიტომ, რომ ის წარმატებულია. მიმიხდვით? არ დაგავიწყდეთ ქალბატონო ცისანა, თუ მშობელს შეუძლია შვილის შედარება სხვებთან, ასევე შვილებსაც შეუძლიათ შეადარონ მშობლები სხვა მშობლებს და დამიჯერეთ, არანაკლებ დიდ იმედგაცრუებას ღებულობენ ისინიც...
- დიახ, დიახ... - მშობელმა აკანკალებული ხმით ძლივს ამოთქვა ორი სიტყვა, შვილს ხელი ჩაკიდა და ჩქარი ნაბიჯებით გაეცალა მასწავლებელს.
- ნახვამდის, მას. - ღიმილიანი სახით ხელი დაუქნია დათუჩამ.
- ოჰ, თავი ამტკივდა. ეს დაუმშვიდობებლად წასვლა კიდევ რა კულტურაა? მაგრამ, რა კულტურა უნდა მოთხოვო ასეთ მშობელს? - შუბლზე ხელი მიიდო და იქვე მდგარ გრძელ სკამზე ჩამოჯდა, - ასეთი ხალხი როგორ ხდება მშობელი? როდის გადაშენდება ეს სხვაზე შედარების ფენომენი? ის გჯობია, ამან გაჯობა და მსგავსი. - ახალ ჩართულ მობილურზე შეტყობინებების მოსვლის ხმა არ წყდებოდა. - ვაა, ვინ მოიწერა ამდენი? - ბოლოს შემოსულ ნომერზე გადარეკა. - ოჰ, გვანცულა, აბა როგორ ხარ?
- უკაცრავად ვინ ბრძანდებით?
- გამარჯობათ, მე თამუნა ვარ და თქვენი გაცნობა მსურს. - აჰყვა ღლაბუცში დაქალს.
- აა, გასაგებია, მაგრამ მე უკვე დაკავებული ვარ, ვერ გაგიცნობთ.
- უკვე? ნეტა ვინ დამასწრო?
- ერთი გოგოა, თამუნია ჰქვია და იმან.
- ვერ ხარ.
- ვერც შენ.
- აბა როგორ ხარ?
- ზღვაზე ვარ.
- ზღვაზე? - შეიკივლა თამუნამ, - უჩემოდ?
- რა გაკივლებს, მეტკინა ყურის ბარაბანი. გივიკოს დაბადების დღეა და წამოვედით სიურპრიზად.
- ოო, რა კაია, აბა დაიწვი უკვე თუ ჯერ არ ხარ დამწვრობის ცენტრში გადასაყვანი?
- ჯერ არა. გივიმ სანაპიროდან ამაგდო და გამომაგდო. - სახე დამანჭა.
- ეს ამაგდო, გამომაგდო რა ტერმინებია?
- ნატამ დაურეკა და იმას ელაზღანდარება. - ცხვირში ჩაიდუდუნა.
- და მერე შენ რატომ გეწყინა?
- რა მეწყინა?
- გამოტყდი.
- რაზე? - გვანცას სუნთქვა შეეკრა.
- არ გემეტება ხო ნატასთვის გივი.
- არა, არ მემეტება.
- აბა ვისთვის გაიმეტებ, შენი თავისთვის?
- ალბათ, კი. - გაუზარებლად უპასუხა.
- როგორც იქნა აღიარე.
- რა ვაღიარე? - მერე მიხვდა რაც უპასუხა. - აჰ, არა რას ამბობ, არასწორად გაიგონე.
- კაი, კაი ნუ მებავშვები, გიცნობ კარგად. მითხარი როდიდან?
- რა როდიდან?
- როდის მიხვდი რომ მოგწონს?
- სხვანაირად? - ფარხმალი დაყარა.
- ხო.
- არ ვიცი, მგონი დღეს გავიაზარე საბოლოოდ ეგ ამბავი. - სანდლის წვერით ქუჩის მტვერს ჩიჩქნიდა. - უნდა მიშველო.
- რაზე?
- არ შეიძლება ეგ ამბავი.
- რა ამბავი?
- რაც ჩემს თავს ხდება. როგორ შეიძლება, ჩვენ ასე ახლოს ვართ, და-ძმასავით...
- სწორად თქვი „სავით“ და არა და-ძმა, თან რომელი შენი ძმა ეგაა? შეგიყვარდათ ერთმანეთი და მორჩა!
- ოჰ, დაუსვა ამან საბოლოო წერტილი. თან შეგიყვარდათო, მრავლობითში, რომ იძახი.
- აჰ, ხო . - ახლა თამუნამ მიხვდა ზედმეტი, რომ წამოაყრანტალა. - არა, უბრალოდ იმას ვიძახი, იქნება მასაც მოსწონხარ, ვერ გეუბნება და ნატას შენს საეჭვიანებლად იყენებს ჰა?
- კაი, კაი. ნუ წადი ახლა შენებურ ფანტაზიებში, გითხარი მე შენ შეეშვი ამ თურქულ სერიალებს.
- გეუბნები და არ გჯერა, ამიტომ იყავი მანდ და იტანჯე მარტო.
- ისე შენ როგორ მიხვდი რის თქმას ვაპირებდი?
- გეტყობოდა.
- რა?
- რომ ეჭვიანობდი ნატაზე. მაშინ მივხვდი, რომ შენს თავს რაღაც ხდებოდა, თუმცა შენ ვერ იაზრებდი. მიხარია, რომ ახლა მიხვდი. იცოდე მე მხარს გიჭერ და მეჯვარე ვარ დაგასწარი.
- არაა, აშკარად ვერ ხარ, გადაიღალე ეტყობა მაგ ეროვნული გამოცდების მეთვალყურეობით თუ დაკვირვებით და ჰალუცინაციები დაგეწყო. მოირგო უკვე მეჯვარის კაბა.
- მიდი, მიდი ნუ ბორიალობ რაღაცეებს, მიხედე გივის, სანამ ნატა ჩამოგადგათ ფატიანი კაბით, დაგირეკავ მერე. გიორგი მირეკავს.
- მიდი ხო. - გაბუსული ალასლასდა ოთახში. შხაპის მიღების შემდეგ აივანზე საქანელაში ჩაწვა.
სანაპიროზე მარტო დარჩენილი გივი დიდხანს აკვირდებოდა გარემოს, გვანცას ეძებდა, რომელიც ტელეფონზე არ პასუხობდა.
- არა, გადამრევს ეს გოგო. ერთი წამით მოვაშორე თვალი და ასე როგორ აორთქლდა? ან ტელეფონს რატომ არ პასუხობს? - კიდევ ერთხელ გადახედა სანაპიროს და სასტუმროსკენ წავიდა. - გვანც, აქ ხარ? - ოთახში მიმოიხედა, აივანზეც გავიდა, აბაზანის კარებიც შეამოწმა, - აჰ, არა, ახლა მგონი მართლა გავგიჟდე, სად გაქრა? ალბათ აუზთან არის, - აუზისკენ წავიდა, მაგრამ არც იქ არ დახვდა. - ვფიცავ, რომ ვნახავ, ვცემ! - ბრაზისგან კბილები გააკრაჭუნა და ისევ ოთახში აბრუნდა. - არა რა, სად უნდა წასულიყო? - მობილურზე ისევ რეკავდა.
- ოჰ, ვინ მოსულა. - აივნის კარებში ჭიქით ხელში თმა აწეწილი გვანცა იდგა და გივის საეჭვოდ უღიმოდა.
- მოიცა შენ რა მთვრალი ხარ? - გივი თვალებ გაფართოებული უცქერდა სახე აწითლებულ გოგოს.
- შენ გაგიმარჯოს ჩემო გივიი. - ჭიქა ასწია და ერთი ამოსუნთქვით დაცალა.
- გაგიჟდი? - ჭიქა და ბოთლი ხელიდან გამოსტაცა, - ვინ სვამს კონიაკს ასე? ან სად გქონდა?
- აუ, გივიი ხო არ გეწყინება? შენი საჩუქარი იყო, მაგრამ დალევა მინდოდა და მეთქი, მაინც ერთად დავლევთ მე და გივი და ბარემ დავიწყებთქო... - სიცილი აუტყდა.
- ხო კაი არ გაგიბრზადები. - ღიმილის შესაკავებლად კბილებს შორის მოქცეულ ქვედა ტუჩს იწვალებდა. - მაგრამ რომ გირეკავდი რატომ არ მიპასუხე? ან ასე უცებ აივანზე როგორ გაჩნდი? იცი რამდენი გეძებე?
- მართლა? გივი... - მუხლებზე ჩაიკეცა. - ძალიან უსუსურად ვარ ახლა... მგონია, რომ სამყაროზე დიდ ლაბირინთის შუაგულში ჩამაგდეს, გასასვლელისკენ მიმავალი ბევრი თოკი დამიტოვეს, თუმცა არ ვიცი სწორი რომელი იქნება, რომელ თოკს ჩავეჭიდო, რომ გადავრჩე? ჩემი ფიქრები, ჩემი შიშები, რომ არაფერი ვარ, რომ ჩემს წინ ყველა გზა, რომელსაც ვირჩევ უცებ სრულდება ან ჩიხად იქცევა... ახლა ჩიხში ვარ, იმდენად ვიწრო ჩიხში, რომ სუნთქვა მეკვრის და აქედან გაქცევის ძალაც არ შემწევს ან იქნებ მომწონს აქ ყოფნა? არა, არ მომწონს, სული მეხუთება, იქნებ ჯობია, რომ მოვკვდე? ყველა დაისვენებს ჩემნაირი უიღბლო გოგოსგან, მაგრამ დედაჩემი მეცოდება... მისი იმედები ვერასოდეს ვერ გავამართლე... ჩემთვის შრომობს, ჩემთვის წვალობს, ახლა სახლიც აღარ გვაქვს და კიდევ რამდენი წელი უნდა იშრომოს? ახლა ამ ჩემს ფიქრებს კიდევ სხვა ფიქრებიც დაემატა... საერთოდ ავირიე, ავიბურდე...
- გვანც, რას ამბობ? გთხოვ, მეტჯერ ეგ სიტყვები არ გაიმეორო გესმის? თორემ არ ვიცი რას ვიზამ... - ორივე ხელში გვანცას სახე მოიქცია და ცერა თითებით ცრემლები მოწმინდა.
- გივი... - თვალები დახუჭა, ვერ უძლებდა გივის ასეთ სიახლოვეს, მისი სუნთქვა, რომელიც სახეზე ელამუნებოდა, პეპლების ფრენის საოცარ ემოციას იწვევდა... - გივი...
- ჰო...
უაკანსკნელი ძალა მოიკრიბა, ღრმად ამოისუნთქა და თითქოს სუნთქვას ამოაყოლა:
- მგონი მიყვარხარ...
- რა? - ეგონა თუ მოესმა.
- ჰო... - სირცხვლისიგან თავი ჩახარა. გივიმ მარჯვენა ხელი კეფაზე თმებში შუცურა, მთელი ძალით ჩაიკრა საყვარელი ქალის ათრთოლებული სხეული, - იცოდე ვეღარ გადაიფიქრებ... - ყურთან ჩაჩურჩულა, - მეტი რა უნდა მენატრა ჩემს დაბადების დღეზე? ღმერთო... - გვანცას კისერში თავი ჩარგო და ნაზი კოცნით დააჯილდოვა. - ხომ იცი, რომ მეც მიყვარხარ?
იატაკზე მუხლმოყრილები და ჩახუტებულები ისხდნენ, თითქოს სიჩუმის დარღვევის ეშინოდათ, ან იქნებ სიზმრის ფრაგმენტი იყო და გამოღვიძება არ უნდოდათ?
- გვანც...
- ჰო...
- ახლა რაც ჩვენს თავს ხდება სიზმარია?
- არაა... რეალობაა...
- ანუ ერთად ვართ?
- ასე გამოდის... რადგან გრძნობები ორმხრივია...
- არ მჯერა... - შუბლი მოიქექა გივიმ.
- არც მე, ან როგორ გავბედე თქმა?
- მიხარია, რომ გაბედე... - გვერდულად გახედა.
- მოიცა, თუ გიყვარდი, ჩემს თქმას ელოდებოდი? - გაბრაზებული ხმით ჩაილაპარაკა.
- შესაფერის მომენტს, მაგრამ ვინ დამაცადა? - გაეცინათ ორთავეს.
- ვაა, აი რა შეძლებია კონიაკს, ხედავ?
- მიყვარს უკვე ეგ კონიაკი, - ბოთლი გულთან მიიკრა.
- გივი, მიკბინე.
- გიკბინო? რატომ?
- რომ გავიგოთ რეალობაში ვართ თუ სიზმარში, ნუ ახლა ძალიან მთვრალიც არ ვარ, მაგრამ მაინც. - გვანცამ თვალები დახუჭა, მკლავი გაუწოდა და მოემზადა.
- და კბენა რომ არ იყოს არა? - გიგაური გაბუშუტულ ტუჩებს თვალს ვერ აშორებდა.
- კი, იყოს. - გაუზარებლად დაეთანხმა, რომ უცებ იგრძნო ტუჩებზე ტუჩების შეხება, ჯერ თვალები დაჭყიტა, შემდეგ კი კეფაზე ხელი შეუცურა და თავისკენ მიიზიდა. - რა სიგიჟეა, რას ვაკეთებთ? წარმოდგენაც არ მინდა რა რექაციები ექნებათ სხვებს? - სახეზე ხელები აიფარა.
- გიომ და თამუნამ უკვე იციან.
- რა იციან?
- რომ მიყვარდი და ვერ გეუბნებოდი...
- არ არსებობს, ჰმ, ოჰ ჩუმჩუმელა, მიტომ მელაპარაკა დღეს ასე აჟიტირებით ქალბატონი თამუნა.
- სხვათაშორის თებეაც ხვდებოდა.
- რას?
- რომ მიყვარდი.
- არაა. - სიცილი აუტყდა.
- შენ ვერ მიხვდი, მაგრამ აჰა, ჩემსავით წლები არ მალავდი იმედია.
- წლები?
- ჰო.
- მოიცა რამდენი წელია?
- ესე არ ვიცი, ალბათ ბავშობიდან მიყვარხარ, უბრალოდ იმ სახელს არ ვიტყვი, ერთად, რომ დაგინახეთ მერე მივხვდი, რომ ეს სიყვარული სხვა იყო და არა ის რაც მეგონა.
- არ მითხრა, რომ ეს წყვეტა რაც გვქონდა მაგიტომ იყო?
- ხო, ასეც შეიძლება ითქვას.
- არ არსებობს... მე კი რამდენი რამ ვიფიქრე, ვერ გავიგე რატომ ჩამომშორდი. იმდენჯერ ვიტირე, მაგრამ ჩემი ამაყი თავის ამბავი ხომ იცი? მაგას ვიტყოდი?
- ხო, მჯერა არ იტყოდი, მაგრამ რომც გეთქვა რა? მაშინ ხომ არ გიყვარდი? ეგ კი არა ვცდილობდი ჩემი გრძნობები გულში ჩამეკლა, მაგრამ მომასვენე? მომადექი ჩემოდით ხელში.
- ღმერთო ჩემო... - სიცილს ვერ იკავებდა. - მაგიტომ გქონდა ის რეაქცია, კარები რომ მომიჯახუნე?
- ხო, მეგონა რომ გავგიჟდი და მოლანდებები დამეწყო. და შენ როდის მიხვდი?
- რას?
- რომ გიყვარდი?
- როგორ გითხრა, სხვადასხვა ემოციებს ვიჭერდი შენს მიმართ, აი ისეთს, რაც მანამდე არ მქონია და ეგ ძალიან მაბნევდა... მერე ქრისტოს ამბები მოხდა, ამან მთლად ამრია, მეგონა, რომ რაღაცეები მელანდებოდა, თუმცა დღეს ვაღიარე ჩემს თავთან და შენთანაც... - სახეზე ხელები აიფარა.
- ჰმ... სახეზე ხელებს რატომ იფარებ? მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ აღიარებით და ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მაჩუქე...
- ეგ თუ გამომივიდა, ძალიან მიხარია...
- გამოგივიდა და ქვია? ჯერ კიდევ შოკში ვარ და მგონია ბედნიერ სიზმარში ვარ, აი ისეთში ხშირად, რომ მესიზმრებოდა...
- მოიცა ჩვენი ერთად ყოფნა გესიზმრებოდა?
- ხო, რა იყო? მიყვარდი და ოცნებებში მუდამ ერთად ვიყავით.
- ვაუ, გივიი, შენ და ოცნებები?
- ქალბატონო გვანცა მგონი იმ მამაკაცს, რომელსაც სულ რაღაც 10 წუთის წინ სიყვარულში, რომ გამოუტყდით კარგად საერთოდ არ იცნობთ, რა გულსაწყვეტია. - თავი უიმედოდ გადააქნია გიგაურმა.
- თუ ასეთი უიმედობაა, შემიძლია ჩემი სიტყვები უკან დავიბრუნო.
- ოჰ, - არათითი თვალებთან დაუქნია, - ის სიტყვები ჩემს გულში სამუდამოდ ამოიბეჭდა და მას ვერ დაიბრუნებ და თან გითხარი კიდეც „იცოდე ვეღარ გადაიფიქრებთქო!“
- ვგონებ, შარში ვარ.
- კი, დიდ შარში, იმიტომ, რომ სამუდამოდ ჩემთან და ჩემში დაგიტოვებ, არსად გაგიშვებ.
- და მაიამ და ნანამ... არაა... მოიცა მათ როგორ უნდა ვუთხრათ? ვფიქრობ, ორივეს ერთად მოგვკლავენ ...
- ეგ ეჭვი მეც მაქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ შანსი გვაქვს გადარჩენის.
- როგორ?
- ორივეს თითო შვილი ვყავართ და ასე არ გაგვწირავენ, მიგვიღებენ.
- ვითომ?
- არ იცნობდე ვითომ ორთავეს...
- მოდი მაგაზე სხვა დროს ვიფიქროთ, მთავარია ჯერ არ ვუთხრათ.
- მე მაქვს იდეა.
- რა იდეა?
- დავადგეთ იტალიაში და ისე ვუთხრათ.
- მერე პასპორტი, რომ არ მაქვს?
- გავაკეთებთ, რა პრობლემაა?
- ვაა, მომწონს ეგ იდეა. არა, - ფეხზე წამოდგა, - ისე ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე თითქოს ჩვენს ცხოვრებაში ისეთი რამ მოხდა, რომელიც თავისთავად უნდა მომხდარიყო და ... არ მჯერა...
- არც მე მჯერა, რომ ჩემი პირველი სიყვარული, ჩემი ოცნების ქალი ახლა ჩემს წინ დგას, როგორც ჩემი შეყვარებული და არა როგორც უბრალოდ მეგობარი... და „ძმაოს“ ყოველ წინადადებაში არ აკვეხებს. - ხელები მკლავებს ქვეშ შეუცურა და გულთან მიიხუტა. გვანცა განაბული იდგა გივის ძლიერ მკლავებში და ისეთ სულიერ სიმშვიდეს გრძნობდა, საბოლოოდ გაიზარა, რომ ეს მართლაც ის სიყვარული იყო, რომლებსაც წიგნებში კითხულობდა და ელოდა.
- ასე მშვიდად კარგა ხანია არ ვყოფილვარ...
- არც მე... მაგრამ ვინ გვაცდის? - ჯიბიდან აწკრიალებული მობილური ამოიღო. - ხო, ძმა.
- გილოცავ ძმაო დაბადების დღეს, რაც შენ გინდოდეს ყველა ოცნება აგსრულებოდეს და კაი ქორწილი და ამბავი.
- მადლობა.
- მოიცა ეს რანაირი მადლობაა? უთხარი უკვე და უარი მიიღე?
- ვის რა ვუთხარი? - ვითომ ვერ მიხვდა რაზე ეუბნებოდა გიორგი.
- მეღდავები ხო ჩემი ძმა? ზღვაზე რო ხარ ახლა, გამოიყენე ეგ შანსი და უთხარი, ვიცი რომ არას არ გეტყვის და დაგასწარი მეჯვარე მე ვარ.
- ოჰ, ქორწილის თარიღიც ხო არ დათქვი ბარემ?
- მაგი ახლა თქვენ მოაგვრეთ, რესტორანს დავჯავშნი, მაგაში დაგეხმარები.
- ვერ ხარ ხო ცოტა?
- ოჰ, შენ ხომ მყავხარ დალაგებული? რაც ძმაკაცი, ის ძმაკაცი, არ გაგიგია?
- მასწავლებელი მაინც არ იყოს შენი შეყვარებული, არ წამოგცდეს ეგ სისულელე თამუნასთან.
- ჩემმა თამუნიამ იცის რა ჭკვიანი ვარ და კი უჭირავს აგერ ჩემი ხელი, შენ იკითხე, შორი ცქერით, რომ ტკბები და ვერ ეხები.
- ოკ ძმა, წავედი. შენს ბჟუტურზე არ მოვიშლი ნერვებს, რომ ჩამოვალ მერე მოგხედავ და მოემზადე.
- წადი, წადი, ვნახავ როდემდე იქნები ეულად.
- ვნახოთ. კარგად. - მობილური იქვე დივანზე მიაგდო.
- თქვენ ორის ლაპარაკი მიყვარს.
- მე კი შენ მიყვარხარ. - წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
- ცოტა ბევრი ხო არ მოგდის შენ? - თვალები მოწკურა.
- რატომ? არ შემიძლია ჩემს შეყვარებულს ჩავეხუტო?
- ნახევარი საათია შეყვარებულები ვართ.
- მე უფრო დიდიხანია მიყვარხარ.
- მერე რა, - თვალი ჩაუკრა, - მშია, თან მთვრალიც ვარ.
- მაშინ ჯერ თბილი თაფლიანი წყალი უნდა დალიო და შემდეგ კი ვისადილოთ.
- იცი რა, წამო სადმე ზღვის სანაპიროზე ვნახოთ კაფე და იქ ვჭამოთ, მინდა, ზღვას ვუცქერდე, ტალღების ხმა ჩემს სმენას იავნანასავით ესმოდეს და შენთან ერთად გემრიელ აჭარულ ხაჭაპურს ვჭამდე.
- ჰმ, წავიდეთ მაშინ, შენთან ერთად ყველაფერი მომეწონება.

***
სამსახურიდან მოსული ჩაძინებას ცდილობდა, რომ კარებზე კაკუნი გაისმა.
- ჰო, შემოდი.
- დაო, იძინებდი?
- გაგიკვირდება და კი. - თვალების ფშვნეტით წამოჯდა თამუნა.
- ბოდიში, არ ვიცოდი.
- არაუშავს, აბა რა გინდოდა?
- მე რა მინდოდა?
- ხო, აბა რატომ გამაღვიძე? ისე უბრალოდ?
- აა, ისა, რა მინდოდა მეკითხა. - უხერხულად შეიშმუშნა ლევანი.
- თქვი, სანამ საბოლოოდ გამოვფიხიზლდი.
- როდის თხოვდები?
თამუნამ თვალები დახუჭა, მერე ისევ გაახილა და ნაბოლარა ძმას ეჭვნარევი მზერით გახედა.
- ეს რა კითხვაა?
- უბრალოდ მაინტერესებს, რომ გათხოვდები, მე ამ ოთახში გადმოვალ, აღარ მინდა უფროსს ძმასთან ერთად ძილიი.
- ანუ მაგიტომ გინდა, რომ გავთხოვდე, რომ ოთახი გჭირდება?
- კიი. - სახე გაებადრა ლევანიკოს.
- ვაა, ამას ქვია ძმა. ოთახის გამო სახლიდან უნდა, რომ წავიდე და საქმე საქმეზე, რომ მიდგეს, ალბათ ჩემზე ქმარმა, რომ იძალადოს, მეტყვის დარჩი მანდ, სახლში შენი ოთახი არ გვაქვსო, ხო?
- აუ, არ გამომიყვანა ცივსისხლიანი ადამიანი? - გაიბუსა ბიჭი, - რას ქვია ვინმე ხელს ცუდად დაგადებს, დავმარხავ შენს თავს ვფიც, დაო!
- ეს „ვფიც“ რა არის?
- ვფიცავს შემოკლება, მე მოვიფიქრე.
- ოჰ, ანუ შენამდე ასე არავის უთქვამს? - გაეცინა ძმის თავდაჯერებულობაზე.
- ვფიიც!
- ვერ ხარ ცოტათი. - თმები აუწეწა.
- ჰე მითხარი ახლა პასუხი?
- გადი ახლა აქედან, ვის უნდა გავყვე ჯერ? არ მაქვს პრობლემა, გადმო აქ, მე მისაღებში დავწვები, დივანზე.
- ნწ, მასე არ მინდა.
- მაშინ გადი.
- დაფიქრდი შენ მაინც.
- გადი. - ბალიში მოუქნია, მაგრამ დაკეტილ კარებს მოხვდა.
- არ მომხვდაა. - თავი შემოყო.
- აი, ტელეფონი მირეკავს, თორემ ვიცი რასაც გიზამდი. - აწკრიალებული მობილური აიღო. - გისმენთ.
- გამარჯობა თამუნა.
- გამარჯობა.
- მე ქეთევან ერისთავი ვარ, შენი ლექტორი.
- ქალბატონო ქეთევან, როგორ ბრძანდებით. - გაუხარდა საყვარელი ლექტორის ხმის გაგონება. - ბოდიში, რომ უცებ ვერ გიცანით.
- არა, რას ამბობთ. მე არამიშავს, თქვენ ხომ კარგად?
- დიახ, მადლობა.
- თამუნა ახლა რაზე გირეკავთ.
- დიახ, გისმენთ.
- ხომ იცი, შენ და გვანცა ჩემთვის ერთ ერთი გამორჩეული სტუდენტები იყავით და ხართ.
- ვიცი.
- ვიცი, რომ ამ ეტაპზე სკოლაში არცერთი არ მუშაობთ.
- კი, სამწუხაროდ ასეა.
- მე ანუ თქვენთან მაქვს შემოთავაზება.
- დიახ. - თამუნა ცოტა დაიძაბა.
- ე.ი ქუთაისის ერთ ერთი კერძო სკოლის „რებრედინგი“ მიმდინარეობს, თბილისის კერძო სკოლამ შეიძინა და სურს იმ სტანდარტებზე აწყობა, რომელიც იქნება საუკეთესო პირველ რიგში მოსწავლეებისათვის. ამიტომ ეძებენ ახალგაზრდა, მოტივირებულ პედაგოგებს და რა თქმა უნდა შენ და გვანცა გამახსენდით და მინდა, რომ გასაუბრებაზე მოხვიდეთ. მისამართს და დროს კი გამოგიგზავნი.
- ქალბატონო ქეთევან უდიდესი მადლობა, რომ გაგახსენდით და რა თქმა უნდა აუცილებლად მოვალთ.
- კარგით, აბა გელოდებით. დროებით.
- დროებით. მადლობა კიდევ ერთხელ. - მობილურს დახედა ხომ მართლა გამორთულიაო და ისეთი ხტუნვა და ყვირილი მორთო, ლევანიკო გულამოვარდნილი შევარდა ოთახში.
- რა მოხდა?
- აუუ, ძმაო, - თქმა გადაიფქირა, თუ გამოვიდოდა მერე გაახარებდა ოჯახს. - მაგარი კაი ამბავი გავიგე და ეგ მიხარია.
- რავიცი მე კი გადამიცივე გული, თან ვიფიქრე გიორგიმ ხელი ხო არ თხოვათქო?
- გადი. - ხელით ანიშნა კარებისკენ.
- კაი, ხო გავდივარ.
- მოიცა რა ვქნა ახლა ვის დავურეკო? ჰმ, რა თქმა უნდა გვანცას. - ნომერი აკრიფა. - გვანც, აბა რას შვრები?
- რავი ქალო, ახლა შემოვედით სახლში მე და გივიკო და მივესვენე ტახტზე, მგონი რაღაცამ მაწყინა და გული მერევა.
- ახლა მე შენ ისეთ ამბავზე გირეკავ, კარგად გახდები.
- ჰე რა ამბავზე? გიორგიმ ხელი გთხოვა?
- არაა, ხომ ხარ ახლა ღირსი არ გითხრა არაფერი? რას გადაეკიდეთ ეს ჩემი ძმა და შენ ამ გიორგის და ჩემს გათხოვებას? სხვა საქმე არ გაქვთ?
- ნწ, უსაქმოდ ვართ აშკარად. ხო რისი თქმა გინდოდა?
- აუ, იცი ვინ დამირეკა?
- ვინ?
- ქეთევან ერისთავმა.
- ეგ ვინ არის?
- ქალო ჩვენი ლექტორი, ხომ ხარ კარგად?
- ხო გითხარი არ ვარ კარგათქო, და მერე?
- თბილისის კერძო სკოლამ იყიდა ქუთაისის ერთ ერთი კერძო სკოლა, რომლის კადრების გაახლება მიმდინარეობს და მე და შენ გასაუბრებაზე ვართ დაბარებულები.
- არ არსებობს? მართლა? როდის? სად? - სიხარულისგან გულირევაც დაავიწყდა გვანცას.
- მესიჯს მოგწერო მითხრა დეტალებზეო და იცოდე არავის ვეუბნებით.
- არც ბიჭებს?
- არა, რომ გამოვა მერე გავახაროთ.
- აუ, ხოო მასე მაგარია.
- რა არის მაგარი? - გივი ოთახში სოდიანი წყლით სავსე ჭიქით შემოვიდა.
- თამუნა, რომ ეროვნული გამოცდების ამბებს მორჩა და შემიძლია ხშირად ვნახო. - საიდან მოიგონა უცებ ეს თვითონაც გაუკვირდა.
- აა, ეგა. მომიკითხე.
- თამუ გივიმ მოგიკითხა.
- ჩემგანაც მოკითხვა სიძ... - სიძეს თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა, - გივიკოოს, გნახავთ აბა. ხომ ვიცი გიორგი არ მომასვენებს.
- კაი მიდი, დროებით.
- გკოცნი გვანც.
- მეც გკოცნიი.
- მისმინე ქალბატონო გვანცა. - სახე ახლოს მიუტანა გივიმ. - აწინ კოცნები მხოლოდ ჩემია.
- რას მელაპარაკებით ბატონო გივი? მართლაა? - ტუჩები საკოცნელად გაბუშტა.
- დიახ, - ტუჩებში აკოცა. - მოდი ახლა დალიე ეს და კარტოფილი დავადგი კიდე, კაია მოხარშული მოწამვლის დროს.
- აი, რამ მომწამლა თუ ვხდებოდე? ეს რომ დავლიო ახლა გულს არ ამირევს?
- შეიძლება.
- ე.ი ორი დღის შეყვარებულები არ ვართ და უკვე ძალიან ბევრს გაწუხებ. - თავი მოისაწყლა.
- დაიწყო ისევ. წავედი მე, მოხარშვის მაგივრად კარტოფილი არ ჩაიწვას.
- გივიი, - თმა აწეწილი გაფრატუნდა სამზარეულოში, - მაიკოს ელაპარაკე დღეს?
- არაა, მივწერე და არ უნახავს.
- მერე ასე მშვიდად როგორ ხარ?
- ალბათ, მუშაობს და ვერ მოიცალა.
- მოიცა დავურეკო, მაგრამ აჰამ, თვითონ დამასწრო. - ვიდეოზარს პირმცინარმა უპასუხა, - ჩემო გოგოო, ახლა ვლაპარაკობდი შენზე და თან დამირეკე.
- მართლა, ჩემო ლამაზო?
- კიი. აბა როგორ ხარ? დღეს რატომ არ უპასუხე გივიკოს?
- ჩემს ბებიას ფეხი გადაუბრუნდა და კლინიკაში ვიყავით.
- მერე?
- უბრალოდ მყესი აქვს დაჭიმული და გაუვლის რამოდენიმე დღეში.
- უჰ, კაია.
- აბა თქვენ როგორ იმგზვარეთ? კარგი დასვენება გამოგივიდათ?
- კიი, სასწაული იყო, ყველაზე დასამახსოვრებელი.
- მართლა? რა კაია და გივი სადაა, რატომ არ მეპასუხება?
- დე, პირად მზარეულად დავიწყე მუშაობა. - თვალით ანიშნა.
- მოვიწამლე და კარტოფილს მიხარშავს და გადამაყოლა, - თვალები სასაცილოდ აატრიალა გვანცამ.
- კარტოფილის მოხარშვა არ იცის და რომ ჰკითხო, მზარეულია.
- არ დაჭირდება ჩემს გოგოს მზარეულობა, ეს ისეთ ოჯახში გათხოვდება, ქმარი ეყოლება გურმანი და მოუმზადებს საჭმელებს.
- ვა მართლა? ვინმე კაი ბიჭი იპოვე ჩემთვის მაიჩკა? - სიცილს ძლივს იკავებდა გვანცა გივის მიმიკებზე.
- ჩემი პოვნა რათ გინდა? თვითონ იპოვი ან გიპოვის, შენზე კი ვარ მშვიდად, ამ ჩემს უჟმურ შვილს ვინ გამოხედავს ან ვის მოიყვანს ეგ მეფიქრება? - თავი უიმედოდ გადააქნია.
- ა, დედაც ამას ქვია. ყოჩაღ დე, როდის აქეთ იყავი ჩემს მიმართ ასე უიმედოდ? - ეკრანს დაეჭყანა და გვანცას მოხარშული კარტოფილები დაუწყო.
- არა მაი, არ გვყავს ცუდი ბიჭი, გამოუჩნდება ვინმე, არ გაგვწირავს ღმერთი. - თვალი ჩაუკრა გივიკოს.
- მიდით ჭამეთ, მიძახის ბებია, გკოცნით და საღამოს მოგწერთ.
- მიდი, აბა დროებით.
- ანუ ღმერთი არ გამწირავს ხო? - სახე ახლოს მიუტანა გივიმ გვანცას.
- მგონია, რომ არ გაგიწრა, კაი გოგო მოგიყვანა სახლში თუ რამე არასწორია მითხარი.
- ნუ ჭუტავ მაგ თვალებს მასე, თორემ არ დავაყენებ კარგ დღეს.
- რას უზამ? აი თვალებს რა უნდა უქნა?
- აი ეს, - გვანცას სახე ხელებში მოიქცია, ჯერ თვალები დაუკოცნა და შემდეგ კარტოფილისგან მოთხუნპულ ტუჩებს დაეწაფა.
- გივი, რას აკეთებ? - აფართხალდა მის მკლავებში.
- იმას რაც სულ მინდოდა მექნა. - ვნებისგან ამოიდუდუნა გიგაურმა.
- მეც შემიძლია ვქნა ის რაც სულ მინდოდა მექნა?
- კი, რატომაც არა? - ცხვირზე ხელი აკრა.
გვანცა ადგა, გივის კალთაში ჩაუჯდა, ხელები ძლიერად მოხვია და გულთან მიეკრა.
- გთხოვ, არ გაინძრე. - თვალები დახუჭა საყვარელი მამაკაცის სხეულის სრული სიმშვიდის შეგრძნებით და გაინაბა.
- მიყვარხარ და იცოდე, ვერასოდეს დაგთმობ... - ქალის სურნელით გაბრუებულმა გივიმ ძლივს ამოიჩურჩულა.
- და ვინ თქვა, რომ დათმობას ვაპირებდი? როცა ისეთი ნაბიჯი გადავდგით რაც ცოტა არ იყოს ვიცი ბევრს გააოცებს, განსაკუთრებით ჩვენს დედებს, მაგრამ ვიცი შენ ის ხარ, ის ადამიანი რომელიც ჩემი სულის განუყოფელი ნაწილია.
- გვანც.
- ჰო. - შუბლზე ჩამოყრილი თმები გაუსწორა.
- თავი ჯერ კიდევ სიზმარში მგონია, ოღონდ მართლა.
- მეც თავი სიზმარში მგონია, კი, კი. თამუნა მიჩქმიტე. - სამზარეულოს კარებში გაოცებული სახეებით თამუნა და გიორგი იდგა.
- ისა, მოიცა. - წამოხტა გვანცა.
- თუ მჯეროდეს, რომ ეს შესანიშნავი ამბავი არ გვითხარით. არ ვიცი, როგორ უნდა გამოისყიდოთ ეს დანაშაული, იქნებ რამე კარგი გემრიელი შაურმით ან ბურგერებით? - გიორგი მაგიდას დაეყრდნო.
- კუჭის მონა ხარ, რომ გაკვირდები. - გივიმ ძმაკაცს მხარზე ხელი დაარტყა.
- რა ვქნა ძმაო, მიყვარს კაი ცხოვრება.
- აუუ, გვაანც. - თამუნა დაქალს გადაეხვია, - როგორ მიხარია თქვენი ამბებიი. აბა რაო ნანა დეიდამ?
- ჰო, რაო თქვენებმა?
- აჰ, ჯერ არ გვითქვამს, ჩვენ თვითონაც ჯერ შოკში ვართ და ახლა ზემოდან მაიას და ნანას შოკს ვერ დავიმატებთ, ამ ეტაპზე მაინც. - გვანცამ მხარზე თავი ჩამოადო თამუნას.
- აუ, ჰო, მესმის. მაგრამ ვიცი, რომ წინააღმდეგები არ იქნებიან.
- ვითომ? - გიორგიმ ორაზროვნად ამოილაპარაკა.
- აბა, ყავა, ჩაი თუ არაფერი?
- რა ყავა, ჩაი თუ არაფერი? სუფრა გაიშალოს, პურმარილი დაიყაროს, კაი ამბებია აქ.
- მოიცა შენთან რომ კაი ამბები იყო, მაშინ რატომ არ დაიყარა პურმარილი? - კონტრშეკითხვა დაუსვა გიგაურმა.
- ხო არ გაცდიან, ბედნიერებას რაა. - ჩაიდუდუნა ცხვირში.
- ჰო, კაი შაურმები გამოვიძახე და ჩახეთქე.
- რა მაჭმევს ახლა, მასე რო მითხარი. - თვალებში თითები ამოისვა, ვითომ ცრემლები მოიწმინდა.
- მთლად ღლაბუცაა, რომ ვაკვირდები. - თავი გადააქნია გივიმ და კარების გასაღებად გავიდა.
- გვანც, წამო ცოტახნით ცალკე უნდა გესაუბრო.
- კაი, გავიდეთ ჩემს ოთახში.
- სად მიდიხართ? შაურმა მოვიდა.
- მოვალთ ახლავე. - კარები მიხურა გვანცამ. - რა ქენი? გაიგე როდის ვართ გასაუბრებაზე?
- კი, ზეგ ვართ 12 საათზე.
- ეგ თუ გამოვიდა თამუ, აი აღარ ვჩივარ, ოღონდ სამსახური გამოჩნდეს.
- ნუ ნერვიულობ, მართალია ჩვენ ცენტრს ვერ ვხსნით ფინანსების გამო, მაგრამ ეგ სკოლის ამბავი თუ არ გამოვიდა, ვნახე რამოდენიმე ცენტრი სადაც მასწავლებლები ჭირდებათ და თუ რამე, მერე იქ მივიდეთ.
- ხო რა, თორე ამდენი ნეგატიური ფიქრისგან სადაცაა თავი ამიფეთქდება.
- გეუბნები, ნუ იცი ეს წინასწარ თხუნელასავით თვალების დათხრა, ყოველთვის ცუდ ენერგიას ნუ იზიდავ, გაუშვი კოსმოსში დადებითი აურა.
- შენ თუ უშვებ რა?
- ეხლა მოგცხებ! რას ქვია რა? მჯერა, რომ ერთ დღეს ჩემი ვარსვლავი გაბრწყინდება, ნუ ვიქნებით სულსწრაფები.
- კაი, გიჯერებ.
- ახლა ის მითხარი, როგორი შეგრძნებაა როცა შეყვარებული ხარ ბავშვობის მეგობარზე? ან ასე უცებ როგორ გახდით შეყვარებულები?
- მოგიყვები. - ლოყები აეფაკლა გვანცას.
- გივი, - საჭმლით გამოტენილი პირით ძლივს ამოილუღლუღა გიორგიმ.
- ჯერ რომ გადაყლაპო ლუკმა არ გინდა?
- მისმინე, როგორ უთხარი რომ გიყვარდა? გაგარტყა სახეში ან რამე?
- მე არ მითქვამს.
- აბა?
- რა აბა?
- აბა, როგორ ხართ შეყვარებულები?
- მგონი შენი ტვინი გადასაყენებელია, მოდი ამ დღეებში და რამეს მოგიხერხებ. - ძმაკაცის მიუხვედრილობაზე უიმედოდ გადააქნია თავი.
- მოიცა, თვითონ გითხრა? - თვალები გაუფართოვდა.
- ალილუია, მიხვდა.
- აუ, ძმაო რა მაგარია. როგორც იქნა შენი ცალმხრივი ტანჯული სიყვარული დასრულდა, მართლა გულით ბედნიერი ვარ.
- არ მჯერა ჯერ კიდევ... რომ მითხრა მიყვარხარო, მეთქი მომესმა, ბევრჯერ უთქვამს ეს სიტყვა ჩემთვის, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ნათქვამი „მიყვარხარ“ სულ სხვანაირად ნათქვამი იყო, სული სხვანაირად ამიფორიაქა, თითქოს მთელი ნაწილებად დაშლილი სხეული ერთ მთლიანად მიქცია, ყველა იარა ისე გაქრა, თითქოს არც ყოფილა, მისმა ჩახუტებამ სული გამითბო... ჯერ კიდევ ძილბურანში მგონია თავი, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ საბოლოოდ ჩემი ქვია. - საუბრისას სახიდან ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდა გივის.
- აუ გივი, - თვალებაცრემლებული გვანცა კარებში იდგა.
- რაო გვანც? - სიყვარულით სავსე თვალებით გახედა.
- მიყვარხარ. - ხელები მოხვია.
- მეც.
- თამუ მემგონი ზედმეტები ვართ აქ, წამოდი. - წამოდგა გიორგი.
- დაჯექი მანდ, ახლა გახდა ზედმეტი. - სიცილი აუტყდა გივის. - რა დამაძინებს ამაღამ, შენ რო მშიერი წახვიდე ახლა აქედან და ეს შაურმები აქ იყოს.
- ისე, მართალი ხარ, ცოდვაა ამდენი შაურმის და რამერუმეების დატოვება. დაჯექი თამუ, ვჭამოთ და მერე წავიდეთ.
- ცანცარახარ, ცან-ცა-რა. - თამუნა გვერდით მიუჯდა დარსოს და მისი წილი შაურმა აიღო.

****
- მაი, სად ხარ დღეს მთელი დღე, რომ არ მპასუხობ?
- უჰ, არ თქვა ნან, რო იცოდე რა დამემართა.
- რა? - დაიძაბა დაქალი.
- რა და დავეცი.
- რაა? - შეიკივლა ნანამ.
- ქალო, რამხელაზე შეიკივლე კი არ მომკვდარვარ. - გულიანად გაიციანა მაიამ. - უბრალოდ ფეხის დაჭიმულობა მაქვს და ერთი კვირა უნდა ვიწვე ან ვიჯდე.
- ვაიმე, მაია. მერე ბებიას რას ამბობს?
- რა უნდა თქვას? მისი შვილიც იყო მოსული პაული, მისი ბრალი იყო, მაგი რომ არ დაცემულიყო, მე დავეცი და აჰა, კი მივიღე შედეგი.
- იყავი ექიმთან?
- კი, პაულმა წამიყვანა, არაფერი საგანგაშო არააო, უბრალოდ დასვენება გჭირდებაო და არ დატვირთო ფეხიო, მარა რავიცი როგორ უნდა მოვახერხო დასვენება? კიდე კაი სიარული რომ შეუძლია და აწევა და გადაბრუნება არ მიწევს, საჭმელს კი მოვამზადებ და დალაგებით მერე დავალაგებ სახლს.
- ოჰ, მთავარია, რომ უფრო რთული მოტეხილობა ან რამე არ არის, ეგ დაჭიმულობა კი გაგივლის. წამლები ხომ გამოგიწერეს?
- კი, მალამოც და მომიტანა პაულმა. ხო, ნან, ბავშვებს ველაპარაკე და მე ვუთხარი ბებიას ეტკინა ფეხითქო, არ უთხრა შენ. თორემ გივი ისედაც რაც ახალ სამსახურში გადავიდა, ხომ იცი მიძახის ჩამოდიო, მე და შენ ჩვენი ხელფასი გვეყოფაო, მარა საცოლე ბიჭი მყავს, კისერზე ხო არ დავაწვები? ცოტა ჩემი თუ არ მოვაგროვე, ასე სად წავალ.
- მესმის ჩემო მაი, ჩემი მდგომარეობა კი იცი... ახლა ყველაზე რთულ მდგომარეობაში ვართ მე და ჩემი შვილი და ალბათ მთელი ცხოვრება იმ ამაგს რასაც ახლა შენ და გივი უკეთებთ ჩემს გვანცას, ვერ გადავიხდი... - ცრემლები მოიწმინდა.
- იცოდე კიდევ ერთხელ იტყვი, მაგას და ხმას არ გაგცემ მართლა! რას ვაკეთებთ ისეთს, რასაც შენ და გვანცა არ გაგვიკეთებდით მე და გივის? ნუ გეშინია, აი საბუთებიც გამოგვივიდა, მერე კი სესხის აღებასაც შეძლებ და ორ ოთახიან ბინას როგორ ვერ იყიდი? დამშვიდდი, შენ იცოდი მუდამ ჩემი გამხნევება, ყველაფერი კარგად იქნებაო და ახლა მე გეუბნები, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- როგორ მიხარია, რომ შენი თავი უფალმა ჩემს ცხოვრებაში გამომიგზავნა, ჩემო მაი.
- მეც, ანალოგიურად ხომ იცი? მიდი მიხედე თავს, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე მაშინვე და რამეს ვიზამ, შორს მაინც არ ვარ შენი უბნიდან.
- მიდი, ნან. აბა დროებით, მშვიდობიანი ღამე.
- შენც ასევე. - მესენჯერი გათიშა ნანამ და გაკავებულ წელზე შალის დიდი თავსაფარი შემოიხვია და მოხუცის მოსავლელად ნელი სიარულით წავიდა.

***
- რომელი საათია? - მობილურს დახედა გვანცამ. - აუ ჯერ 6 საათია, რამ გამაღვიძა ამ დილაუთენია? - თვალებზე ბალიში დაიფარა. - იმედია დღეს გასაუბრება კარგად ჩაივლის, ამინდი კარგია და იმ ცისფერ სარაფანს და თხელ პიჯაკს ჩავიცმევ. ფეხზე ქუსლიანები ჩავიცვა? ნწ, არ მინდა, ჯობია დაბალ ქუსლიანი თეთრი სანდლები. მოიცა თმები გავიშალო თუ ავიწიო? მგონი მაღლა აწეული ჯობია. მაკიაჟს სადად გავიკეთებ, ან როდის ვიკეთებ თუნდაც გადატვირთულად? - საწოლში გვედრულად გადაბრუნდა, კედელს დაუწყო თითებით თამაში. - გვანცა, იცოდე აღელვება არ დაგეტყოს, ყველაფერი გამოგივა, როგორ მღერის სტეფანე? „მე სასწაულების მჯერა“-ო, ხოდა ჩვენც გვჯერა სასწაულების. - აგრძელებდა საკუთარი თავის გამხნევებას. - რომელი საათია? - ისევ დახედა მობილურს. - ამდენი ვფიქრე და მხოლოდ 25 წუთი გავიდა? - წამოჯდა, თმებში თითები შეიცურა და უიმედოდ დააცქერდა დროს.- ვატყობ ეს ლოდინი გამაგიჟებს, მგონი ჯობია რომ ავდგე. - ხალათი მოიცვა და სამზარეულოში გაფრატუნდა.
- რამდენჯერ გითხარი, რომ დილით უზმოზე ყავა არ შეიძლება?
- გივიი. - ხელებგაშლილი წავიდა ბიჭისკენ და გულთან მიეკრა.
- ამ დილა უთენია რამ გაგაღვიძა? ჩემმა მონატრებამ ხო არა? – თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
- კი შენმა მონატრებამ, იმდენი წელია არ მინახავხარ. - გადაიკისკისა.
- მე აბა სულ მენატრები... - ტუჩები სასაცილოდ გაბუსხა.
- ვუამეე, ცემი პატალა. - ტუჩებზე არათითი მიადო.
- ნუ მიწვევ.
- რატომ? ამიტომ ხო არა? - ორივე ხელი სახეზე მოკიდა, ფეხის წვერზე აიწია და ტუჩებში აკოცა.
- ჰმ, - ვნებამორეულმა თვალები დახუჭა გივიმ, - მეშინია ჭკუიდან არ გადავიდე.
- რატომ? - ბიჭის მკლავებში მოქცეულმა გვანცამ ქვემოდან ახედა.
- ჩემი, რომ გქვია და სიყვარული, რომელიც მეგონა განწირული იყო, რეალურია. ახლაც მაგიტო გამეღვიძა, ხანდახან ვფიქრობ იქნებ სიზმარია? იქნებ მომელანდა? მაგრამ რომ ვიაზრებ ეს ყველაფერი სინამდვილეა, გული სასწაულად სწრაფად იწყებს ძგერას და ვერ ვიძინებ.
- ჩემი პატარა რომანტიკოსი.
- დღეს რა გეგმები გაქვს?
- ოო, დღეს მე და თამუნას გვაქვს რაღაც ჩვენი გეგმები და საღამოს არაფერი არ დამიგეგმავს და შენ?
- მე სამსახურში და მერე რაღაც პატარა შეხვედრა გვაქვს მე და გიორგის და მოგვიანებით კი მეც სახლში მოვალ.
- საჭმელი რა გავაკეთო? გინდა რამე სალათი? ისეთი სიცხეებია ცხელი კერძის გაკეთება არ მთხოვო.
- რაც გინდა ის გააკეთე, ხო იცი პრეტენზიული მჭამელი არ ვარ.
- ოკეი, მოვიფიქრებ მაშინ.
- კაი წავალ, მოვწესრიგდები.
- მიდი. - გვანცამ სიყვარულით სავსე თვალები გააყოლა. - გივი შენ კი არა მეც არ მჯერა, რომ ერთად ვართ. - თავისთვის ჩაილაპარაკა და ცხელი ყავა მოსვა.
გვანცა შინაგან თრთოლვას გრძნობდა, ხელები ჩანთაზე მთელი ძალით ჰქონდა ჩაჭერილი და სწრაფად მიმავალი ტაქსიდან შენობებს აკვირდებოდა.
- სად ხარ? - მობილურის ზარს უპასუხა.
- გზაში ვარ და შენ?
- მე უკვე აქ ვარ.
- მეც წუთი-წუთზე მანდ ვიქნები, უჩემოდ არ შეხვიდე.
- უშენოდ როგორ შევალ, ორივე ვართ დაბარებული გასაუბრებაზე. - გაეცინა თამუნას.
- მოვედი, - მობილური გათიშა, მძღოლს ფული მიაწოდა და მანქანიდან გადავიდა.
- რა ლამაზი ხარ ჩემო გოგო.
- ორივე ძალიან ლამაზები ვართ.
- ღმერთო რა ნარცისული განცხადებაა. - გადაიკისკისეს.
- სირცხვილია, - გვანცამ გააჩერა, - არ გვიყურებდეს ვინმე და არ თქვას ეს ჭკუამხირაული ხალხი რათ გვინდა მასწავლებლადო.
- მასეთთან არც უნდა ვიმუშაოთ! - წარბები გაბრაზებით მაღლა აწია თამუნამ, თან სკოლის ეზოში შევიდნენ. - რა ლამაზი გარემოა, დიდი გამწვანებული ეზო, შენობაც რა უცხოდ აქვთ მოხატული.
- ნამდვილად.
სკოლის შენობაში პირმომღიმარი ქალბატონი შემოეგებათ.
- მოგესალმებით, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- იცით გასაუბრებაზე ვართ.
- აჰ, მაშინ მეორე სართულზე აბრძანდით, ხელმარჯვნივ არის დირექტორის კაბინეტი.
- მადლობა დიდი.
კიბეებს ნელი ნაბიჯებით აუყვნენ გოგოები, მეორე სართულზე ასულებმა ფრთხილად დააკაკუნეს დირექტორის კაბინეტის კარებზე.
- კარები ღიაა, შემოდით.
- გამარჯობა, ჩვენ გასაუბრებაზე ვართ. - მორიდებით შევიდნენ.
- გვანცა და თამუნა ხომ? დაწყებითების განხრით?
- დიახ.
- დაბრძანდით, ჩემი სახელია ლელა. ვიცი რომ ქალბატონი ქეთევანი უკვე გესაუბრათ, რომ ჩვენ კერძო სკოლა განახლების პროცესშია და ახალ კადრებს ვეძებთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს უკეთესი გარემო შევთავაზოთ.
- დიახ.
- მაშინ პირდაპირ გადავალ და გეტყვით, რომ ჩვენი მიზანია მასწავლებელ-მოსწავლეს შორის სასწავლო პროცესი მხოლოდ რუტინა და ფორმალობა არ იყოს. ზოგადად ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არის შემეცნება, მაგრამ თუ ეს ვალდებულებად და იძულებად იქცევა, აქ ვეჯახებით ისეთ მდგომარეობას, რომ ბავშვები ან იძულებით სწავლობენ ნიშნების გამო ან საერთოდ ვარდებიან სასწავლო პროცესიდან, აქედან გამომდინარე რთულია მასწავლებლობა, მაგრამ ვალდებულები ვართ რაღაც დაინტერესების პროცესი გამოვიწვიოთ მოსწავლეში, ასევე წავახალისოთ, შეიძლება ყველა ვერ იყოს ძლიერ ყველა საგანში, თუმცა სწორი მიმართულების მიცემა ჩვენი ერთ ერთი ვალდებულებაა. ასევე ჩვენს სკოლაში აქტიურად იგეგმება მშობლების ჩართულობა, მათი აზრებისა თუ იდეების მოსმენა და განხილვა. ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნებით, ხშირად არ არიან მზად მასწავლებლები მსგავსს სიახლეებზე, გამოწვევებზე, მათ რუტუნული დავალებები უფრო ეკომფორტულებათ ვიდრე ახალი იდეების დანერგვა და განხორციელება.
- რას ამბობთ, სიახლე აუცილებელია. ჩვენ დიდი გამოცდილებით ვერ მოვიწონებთ თავს, გვაქვს რა თქმა უნდა გარკვეულწილად შეხება საჯარო სკოლასთან, ასევე გვყავს კერძოდ მოსწავლეები და თითოეულ მათგანს სჭირდება სხვადასხვა მიდგომა, დაინტერესება და ასეთი სიახლეები პირიქით უფრო საინტერესოა.
- მეც დავეთანხმები გვანცას, - საუბარში თამუნა ჩაერთო, - ახლანდელ ბავშვებს სიმკაცრე და დაძალება არ უყვართ, არც არავის უყვარდა ასე მგონია, უბრალოდ სხვა სტანდარტები მოდის და იცვლება მიდგომები, რაც ახალი გამოწვევაა ყველასთვის და ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ. გაგვიხარდება თუ თანამშრომლობა შედგება და ჩვენ, მე და გვანცა, შევიტანთ სიახლეებს თქვანთან ერთად სკოლაში და გაკვეთილებზე.
- თანამშრომლობა აუცილებლად შედგება, რადგან თქვენ ისეთმა ადამიანმა გაგიწიათ რეკომენდაცია და თან ამ მცირე დროში ჩემი გამოცდილი თვალით მივხვდი, რომ ძალიან სასიამოვნო და მოწესრიგებული მასწავლებლები ხართ, რაც შეეხება გამოცდილებას ყველა ნულიდან ვიწყებთ და დროთა განმავლობაში ვიზრდებით, თუ არ დავიწყეთ გამოცდილება საიდან მოვა?
- დიახ. - დაეთანხმნენ გოგოები.
- უბრალოდ კერძო სკოლის მინუსი ის არის, რომ მაღალი ხელფასებით ვერ გამოვირჩევით, ისე როგორც საჯარო სკოლები, ამის გამო რთულია ხოლმე კარგი კადრების შენარჩუნება, თუმცა ჩვენი პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად მივუახლოვოთ ხელფასი საჯარო სკოლის პედაგოგის ხელფასებს და იმედი გვაქვს, რომ გამოგვივა.
- ერთობლივი შრომით ყველაფერი გამოვა.
- მოკლედ მიხარია, რომ შევთანხმდით. დავიტოვებ თქვენს CV-ებს და ორშაბათიდან გელოდებით, თან ხელშეკრულებებს დაგახვედრებთ მზად და შევუდგებით მზადებას ახალი სასწავლო წლისთვის.
- უღრმესი მადლობა ქალბატონო ლელა, მადლობა თქვენ ამ შანსისთვის და მჯერა ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება წარმატებულად და ნაყოფიერად.
- აუცილებლად, მეც ამის იმედი მაქვს.
- დროებით.
გოგოებმა სკოლა სუნთქვაშეკრულებმა მშვიდი ნაბიჯებით დატოვეს. როგორც კი მოეფარნენ შენობას, ღრმად ამოისუნთქეს და ერთმანეთს გახარებულები ჩაეხუტნენ.
- არ არსებობს, გამოგვივიდა.
- ეს დასაწყისია თამუუ, აი მჯერა. სანამ ხელშეკრულებას ხელს არ მოვაწერ, ლამის არ დავიჯერო.
- მაგარია ძალიან. მიხარია, რომ ერთად ვიმუშავებთ, ერთ სივრცეში და ბევრ სიახლეს ერთად დავგეგმავთ.
გახარებულები და კმაყოფილები სწრაფი ნაბიჯებით გაუდგნენ გაჩერებისკენ გზას.
- იცი გული მაქვს ამოვარდნაზე, მთელი სხეულით თითქოს სადღაც დავფრინავ, სიმსუბუქეს ვგრძნობ, უკვე ათასი გეგმა ამიფუთფუთა თუ რას როგორ ავაწყობ გაკვეთილებზე და ის ბავშვებიც კი მიყვარს, რომლებსაც არ ვიცნობ, მაგრამ მალე გავიცნობ და ჩემი მოსწავლეები ერქმევათ.
- დაე, ასეთი კარგი ამბები გვიმრავლოს უფალმა. ხომ იცი დაღმართს ყოველთვის აღმართი მოჰყვება და გამოვა, ჩვენი ჩანაფიქრები აუცილებლად გამოვა.
- ნამდვილად. ახლა ჩემთან წამოხვალ თუ დავიშალოთ?
- დღეს სტუმრებს ველოდებით, დედაჩემის ნათესავები ჩამოდიან თბილისიდან და უნდა მივეხმარო ჩემებს.
- არაა, პრობლემა. წადი ჩემო გოგო, გნახავ ამ დღეებში, უკვე თანამშრომელო. - გვანცამ თამუნა გადაკოცნა და გაჩერებულ ავტობუსში ავიდა.
***
და ადამიანები მიდიან, ცხოვრება ასეა მოწყობილი, დროთა განმავლობაში ჩვენი საყვარელი ადამიანები მარადისობაში მიდიან... რთულია... ურთულესი... გააზრება, გათავისება, რომ ის ვისაც ყოველთვის ხედავდი, ეხებოდი, ელაპარაკებოდი, უკვე აღარ არის... გაქრა, დარჩა მხოლოდ პატარა საფლავი და ესაა... სავსეა გული, გონება მოგონებებით... მოგონებებით, რომლებიც ბევრჯერ ცრემლებად გღვრის, რადგან მონატრება ყელში გეჭირება... იმდენად გინდა ჩაეკრა, ჩაეხუტო და უთხრა მომენატრე, შენი სურნელი მომენატრა, შენი ხმა, სიცილი, დაყვირებაც კი... მაგრამ ეს მხოლოდ ფიქრებია, რომლებიც ისევ ცრემლებად გვეღვრება და სერავს გულს... მერე ნელნელა თითქოს ვაყუჩებთ ტკივილს ყოველდღიური ცხოვრებით და ასე გადიან დღეები საყვარელი ადამიანების მოგონებებში... ასე გადიან, ასე მიდიან ადამიანები და გვტოვებენ მუდმივ მონატრებაში... გვანცა, ქრისტინეს, ფოტოებს ცრემლებ მორეული ათვალიერებდა.
- რატომ? შენ რატომ? - ცრემლები გაშლილი ხელისგულით მოიწმინდა, - წინ რამდენი გეგმა და ოცნება გვქონდა? ჩემო მეგობარო, როგორ მენატრები, როგორ მაკლიხარ... როგორ მტკივა გული, ვის შევჩივლო? ვის მოვუყვე რომ ხანდახან შენი ოცნებები და მიზნები რომ მახსენდება, გული როგორ მეფლითება ტკივილისგან? როცა ვერაფერს ვერ ვცვლი... ჩემო მეგობარო, სიზმრად მაინც მოდი, მითხარი რომ კარგად ხარ, ისევე როგორც მე გიყვები ჩემს ამბებს... ვიცი გიხარია, რომ მე და თამუნამ მუშაობა დავიწყეთ, ვიცი ისიც გიხარია, რომ ჩვენი გულისწორებიც ვიპოვეთ... ალბათ გივიკოს და ჩემი ამბავი როგორ გიხარია. – გვანცამ თავი მუხელებზე ჩამოდო და თვალებდახუჭული მოგონებებში გადაეშვა.
- გვანცა, რა დაგემართა? - კარებშივე დაყარა გიგაურმა, რაც ხელში ეჭირა და გვარაძეს წინ ჩაიჩოქა.
- მოხვედი? - ცრემლიანი თვალები ახედა.
- რა დაგემართა? - თვალებში ჩამოყრილი თმები ყურს უკან გადაუწია.
- ქრისტოზე ვფიქრობდი... მალე მისი დაბადების დღე მოდის... თან დღეს სახლში, რომ ვბრუნდებოდი, მალვინა დეიდა დავინახე... - ყელში გაჩხერილი ბურთი, ძლივს გადაყლაპა.
- მერე? - გვერდით მიუჯდა გივი.
- ვითომ ვერ დავინახე, მეორე მხარეს გადავედი... - საყვარელი მამაკაცის მხარზე თავი ჩამოდო.
- ისევ ვერ აპატიე?
- არ ვიცი, მე ვინ ვარ რომ განვსაჯო... მაგრამ რომ ვიცი იცოდა რაც ხდებოდა, იცოდა და მაინც იმ გიჟთან ტოვებდა, ხალხი რას იტყვის გამო, გული არ მიშვება... არადა არ ვიცი? ისეთი დაბერებული და მოტეხილი იყო, ამ შავებში გახვეული, გული ტკივილისგან საშინლად მომეწურა, მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი, მაგრამ აი ვერ ვქენი, ჯერ კიდევ ვბრაზობ... აი, შეიძლება ჩემს შვილს ბევრი ვერაფერი გავუკეთო, მაგრამ ის ეცოდინება, რომ ჩემი სახით დიდი საყრდენი ჰყავს.
- შენს შვილს თუ ჩვენს შვილს? - ეშმაკურად გადახედა გივიმ.
- რა ჩვენ შვილს?
- მოიცა გვანცა, შვილს სხვისგან აპირებ? - წარბები მაღლა აწია.
- რა შვილს ვაპირებ?
- გვანცა, გინდა რომ გამაგიჟო?
- ვერ მივხვდი რა გინდა?
- არაფერი. - გაბრაზებული წამოხტა გივი და აბაზანაში შევარდა.
- რა ბზიკმა უკბინა? - წამით დაფიქრდა და - ვაიი, ღმერთო რა ბოთე ვარ, - თავში ხელი წაიშინა, სახეც აეფაკლა, - აუ კაი რაა, - ცრემლები მოადგა ისევ თვალზე, - ჩვენ ორის შვილი? - ტუჩებზე ხელი აიფარა და ფეხები ბედნიერებისგან ააფხაკურა.
გივი წარბებშეკრული გამოვიდა აბაზანიდან, კარებთან კი გვანცა დახვდა.
- გამიბრაზდი?
- ნწ, საიდან მოიტანე? - საძინებელში გავიდა.
- კაი ჰო, ჩვენი შვილების საყრდენი ვიქნებით მე და შენ.
გიგაური ამ სიტყვების გაგონებზე, კინაღამ ჩაიკეცა.
- ჭკუიდან ნუ მშლი გვარაძე, თორემ ძვირად დაგიჯდება ეგ ამბავი.- თითი გამაფრთხილებლად დაუქნია.
- მაგალითად, როგორ?
- აი, როგორ. - წამებში ხელში აიტაცა, იქვე საწოლზე გადააწვინა, ზემოდან მოექცა და მთელი გრძნობით დაეწაფა საყვარელი ქალის ტუჩებს. - როგორ მიყვარხარ, - მკლავებში კნუტივით მოიქცია გვანცა და მის გაშლილ თმებში თავი ჩარგო.
- მეც, ხომ იცი? - გაიყურსა საყვარელი კაცის მკლავებში. - გივი, - ქვემოდან ახედა.
- ჰო, - განაბულმა ამოთქვა.
- ჩვენ კი ვართ აქ განაბულები და სიყვარულით ავსებული, მაგრამ მაია და ნანას რეაქციების არ გეშინია? რამდენი გამახსენდება, იმდენი ცივი ოფლი მასხამს.
- შენ ფიქრობ, რომ წინააღმდეგები იქნებიან? - თმებიდან თავი არ აუწევია, ისე ამოიდუდუნა,
- არ ვიცი, ჰოდა ეგ მაშინებს.
- თუ არ იცი, აბა რაზე ნერვიულობ?
- ხანდახან წარმოვიდგენ, მაიკომ რომ თქვას, კი მიყვარხარ გვანცა, მაგრამ ჩემი შვილისთვის უკეთესი მინდა, მერე რას ვშვრებით? - უმწეოდ გახედა.
- არაფერს, ვაგრძელებთ ჩვეულებრივ ურთიერთობას.
- გივი.
- ჰო.
- ნანამ რომ თქვას, იგივე?
- ისევ იმასვე ვიზამთ, ვაგრძელებთ ურთიერთობას.
- და ორივემ არაო?
- გვანცა! - გაბრაზებული ხმით, კოპებშეკრული წამოჯდა. - ყველა რომ შემეწინააღმდეგოს, ჩვენ ერთად ვიქნებით, მორჩა!
- მართლა? - საცოდავად ამოისრუტუნა გვანცამ.
- ღმერთო ჩემო, ტირის. - მისი სახე ორივე ხელში მოიქცია და თვალები დაუკოცნა, - გეფიცები, რაც დრო გადის უფრო მაგიჟებ და მეუბნები, რომ შენს სიყვარულზე უარს ვიტყვი? რადგან ასე ღელავ, ვუთხრათ.
- მესენჯერში?
- არაა, ავდგეთ და ჩავადგეთ.
- აუ, რას ამბობ, მართლა ეგრე ვქნათ?
- კი, მომენდე. ოღონდ ახლა ამ ჩემს მკლავებში - ხელები გაშალა, - მოკალათდი და პატარა ხანი ასე ვიყოთ, დანარჩენს კი მერე მე მივხედავ.
- გივი, მაბედნიერებ. - გაშლილ მკლავებში თამამად მოკალათდა და საყვარელი მამაკაცის გულისცემის ხმაზე ჩაეძინა.
***
აეროპორტი. თვითმფრინავიდან, როგორც კი ჩამოვიდიდნენ, ნაზად შეახეს ხელი მშობლიურ მიწას. ყველაზე ნაცნობი და ყველაზე მონატრებული სურნელი. თვალები ცრემლებით ჰქონდათ სავსე, ბედნიერი ღიმილით აიღეს ბარგი და იქვე მდგომ ტაქსში მოკალათდნენ.
- თუ მჯეროდეს, რომ აქ ვართ.
- არ თქვა, რეაქციები ისე მაინტერესებს, რომ დავადგებით.
- გაგიჟდებიან.
- კიი.
ტაქსი ქალაქში შევიდა. თითქოს ყველაფერი ახლობელი და თან უკვე შორეული იყო. შემოდგომის სიო იგრძნობოდა. ბინასთან არავინ იდგა, უკვე შუაღამე იყო. კორპუსებში ადამიანებს მშვიდად ეძინათ.
- მაი.
- ჰო. - ძლივს მიათრევდნენ ბარგს.
- გასაღები ხო გაქვს?
- კიი, - ჩანთიდან ამოაძვრინა.
- ამ შუაღამეს, რომ დავადგებით, არ გადავიდნენ ჭკუიდან.
- ფრთხილად გავაღვიძოთ მერე ჩვენც, არ შევაშინოთ.
- ლამისაა გული ამომივარდეს. - სახლის კართან იდგნენ დედები, ერთი კარის იქეთ მათ მონატრებულ შვილებს ეძინათ, სულ ცოტაც და გულში ჩაიკრავდნენ, ისე როგორც პატარაობისას.
მაიამ ფრთხილად გააღო კარები, ბარგიც ლამის ფეხაკრეფით შეიტანეს და იქვე კუთხეში მიაწყვეს.
- რა კარგია სახლში ვართ.
- ჰო.
- ძინავთ ბავშვებს. ხომ არ დაველოდოთ დილამდე? - იკითხა ნანამ.
- რა გამაჩერებს დილამდე? - მაიამ, ფრთხილად შეაღო გივიკოს საძინებლის კარები, უკან ნანაც მიჰყვა და ერთდროულად ატეხეს ყვირილი. - ამას რა ხედავს ჩვენი თვალები.
ერთმანეთის მკლავებში ახლართულ წყვილს ტკბილად ეძინა, მაგრამ ყვირილზე თვალები ჭყიტეს, ვერ გაიგეს სიზმარში იყვნენ თუ ცხადში. გაბრუებულები საწოლზე წამოჯდნენ. მაია დოინჯებით იდგა, ნანა იქვე კედელთან მიყუდებულიყო.
- ამისთვის გადმოხვედი აქ საცხოვრებლად? - ბუტბუტებდა ნირწამხდარი.
- დედა? მოიცა მართლა თქვენ ხართ? - წამოხტა გივი და გვანცა, თუმცა ვერ ხვდებოდნენ ახლოს მისულიყვნენ თუ შორს დარჩენილიყვნენ.
- სამზარეულოში გამოდით. - ხელით ანიშნა მაიამ ორთავეს და ისინიც ფეხაკრეფით, გვანცა გივის ამოფარებული წაყვნენ მორჩილად.
მაია და ნანა იქვე სკამებზე ჩამოსხდნენ, ხან ერთს უყურებდნენ ხან მეორეს.
- ცალ ცალკე დადექით. - თქვა ნანამ, გივი და გვანცა ორი ნაბიჯით დაცილდნენ ერთმანეთს.
- იდგნენ ერთად! - ახლა მაიამ გასცა ბრძანება და გივი და გვანცა ისევ გვერდი გვერდ დადგნენ.
- არა, - ხელი აიქნია ნანამ, - ცალ ცალკე ორივე! - წყვილი ისევ განცალკავდა.
- რა აზრი აქვს ცალკე თუ ერთად? იყვნენ ახლოს.
გივი ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს.
- ნამდვილად ერთად ვართ და ერთად ვიდგებით. - გივიმ გვანცას მხარზე ხელი მოხვია და ამაყად გახედა გაოცებულ ნანას და მაიას.
- გივი.
- რა დედა? ვერც შენ და ვერც ნანუჩი ვერ გვეტყვით რომ შეუფერებელი წყვილი ვართ, რომ რომელიმეს გვიწუნებთ ან არ მიგვიღებთ. ზრდასრულები ვართ, ხო ერთმანეთი გვიყვარს და ერთად ვართ.
- მერე ამას ახლა უნდა ვგებულობდეთ? რამდენი ხანია ერთად ხართ? - ხმაწართმეულმა ამოილაპარაკა.
- სხვა გეგმა მქონდა, ვაპირებდით იტალიაში ჩამოსვლას და იქ გვეთქვა ყველაფერი, მაგრამ თქვენ დაგვასწარით და რავი ერთ თვე არცაა რაც ერთად ვართ.
- დედა, ჩემი სიკვდილი. - ბუტბუტებდა ნანა.
- ნანუჩი არ მითხრა რომ სასიძოდ მიწუნებ.
- არა, დასაწუნებელი რა გაქვს შვილო, ჩემს ხელში გაზრდილი ხარ.
- ჰოდა ორივემ გაგვზარდეთ, ორივე კარგად გვიცნობთ როგორები ვართ და რა დრამა დაგვიდგით? - არ ეპუებოდა გივი.
- უბრალოდ შოკში ვართ. - ამოთქვა მაიამ.
- შოკიდან არც ჩვენ გამოვსულვართ, წლების უნახავი დედები თავზე დაგვადგნენ და ჩახუტების და მოფრების ნაცვლად გვეჩხუბებით. - უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები გივიმ.
- შენ ხმას რატომ არ იღებ? თუ დუმილის აღთქმა დადე? - მიუბრუნდა ნანა ქალიშვილს.
- გისმენთ.
- არაფრის თქმას არ აპირებ?
- რა უნდა ვთქვა დე? მე ახლა ისე ძალიან მინდა ორივეს ჩაგეხუტოთ, თქვენ კიდე გაბუსულები და გაბრზაბეულები გვყურებთ, მესმის თქვენი გაბრაზების, ჩვენც სხვანაირად ვგეგმავდით ამ ყველაფრის თქმას და სხვანაირად გამოვიდა, ჰოდა რაღა მნიშვნელობა აქვს, უკვე იცით რომ ერთად ვართ, ჰოდა დრო არაა ერთმანეთს ჩავეხუტოთ? - ხელები გაშალა ჩასახუტებლად.
- მოდით, მოდით. - მონატრებულები ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
- აუ მგონია რო სიზმარში ვარ, რა ბედნიერებაა თქვენი ასე ჩახუტება. - ხან მაიას და ხან ნანას კოცნიდა გვანცა.
- მე არ მომაქციოთ ყურადღება, - ცხვირი აბზიკა გივიმ, - ერთი კაცი გყავართ და ასე უყურადღებოდ.
- შენ ჩემთან მოდი, - ნანამ თავისთან ანიშნა. - მე და მაიკომ შვილები გავცვალეთ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ თქვენ ორინი ასე დაასრულებდით.
- ვერც მე ჩემო ნანუჩი, ხომ იცი 7 წლიდან შენს თვალწინ ვიზრდები, მაგრამ რა ვქნა ამ შენმა ქალიშვილმა თავბრუდამახვია და ასე გამოვიდა. - იცინოდა გივი.
- ისე ვარ ახლა ემოციურად აღელვებული ვერ ვხდები რა ხდება. ორმაგი სიურპრიზი გამოგვივიდა. - თმებზე ეფერებოდა მაია გვანცას. - ისე რაღაც ეჭვები კი მქონდა ბოლოს, მაგრამ მეთქი რომ ვთქვა, გივი არ გამომეკიდოს, გვანცა ჩემი დაა, რაებს მაბრალებო, სხვა მზერას ვიჭერდი უკვე და ეგ მაფიქრებდა.
- მართლა? მე აბა წამით არ მიფიქრია არაფერი. პირიქით იმას ვფიქრობდი ეს ჩემი შვილი კისერზე აწევს, ბინებს ვეძებდი, მეთქი თუ ვერ ვიყიდი, ვიგირავებ, გივის იქნებ შეყვარებული ჰყავს და არ უნდა ეს გვანცა სახლშითქო.
- მაგრამ ჩემო ნანუჩი თურმე გივის ნდომებია ყველაზე მეტად გვანცა მის სახლში. - სიყვარულით გახედა დედამ შვილს.
- აბა, აბა და ჩვენც რომ ვერ ვეწინააღმდეგებით თან, ისე მოგვიწყვეს საქმე.
- არ გშიათ? - იკითხა გვანცამ.
- არა, შვილო ასე გვიან არ გვინდა. ახლა სიმართლე გითხრათ დაწოლა და მოსვენება მინდა, თვითმფრინავში ცოტა გავწვალდით.
- გვანც.
- ჰო.
- მაიკო და ნანუჩი შენს საძინებელში დაწვებიან, შენ კი ჩემთან.
- რა შენთან? - წამოხტა მაია.
- დამასრულებინე დე, - ღიმილით გახედა, - მე აგერ მისაღებში დივანზე დავწვები.
- ა, მასე ჰო. - დამშვიდდნენ დედები.
- დილით ჩვენ სამსახურებში მივდივართ, თქვენ არ გაგაღვიძებთ, დაისვენეთ და მერე ახლა ქუთაისში ხართ არ დაიკარგებით ან დაგველოდეთ და საღამოს გავისერინოთ.
- მაგი ხვალ დავილაპარაკოთ, ხვალინდლეი დღე მაინც სახლში მინდა დავისვენო, ბარგი ამოვალაგოთ და ა.შ.
- კარგით, აბა ძილი ნებისა.
- ძილი ნებისა, შვილებო. - კიდევ ერთხელ ჩაეხუტნენ ერთმანეთს და დასაძინებლად ოთახებში წავიდნენ.


***
- ისევ 6-იანი დამიწერა ამ ქალმა, ანუ რა უნდა? ერთი თვე არაა რაც სკოლა დაიწყო და მე 6-იანები მყავს, არადა წინაზე არ მითხრა რა კარგად ამოხსენი ამოცანებიო?
- კი, ყველა გქონდა სწორი. - დაეთანხმა რატი.
- მერე? მაშინ ვერ დაწერა ნიშანი? ჯიბრში მიდგას თუ დაბალი ნიშნების წერა მოწონს? - სკამზე გადაწვა გაბრაზებული ზურა.
- კითხე მერე დღეს, გაკვეთილზე.
- გამარჯობა ბავშვებო. - საკლასო ოთახში მასწავლებელი შემოვიდა.
- გამარჯობა, მას. - ზლაზვნით უპასუხეს.
- გასწორდით, სწორად დაჯექით, მგონი ზარი დაირეკა და გაკვეთილი დაწყებულია. - წარბები მაღლა აზიდა და ამაყად მოავლო თვალი მოსწავლეებს.
- მერი მასწავლებელო, კითხვა მაქვს. - ხელი ასწია ზურამ.
- დიახ, გისმენ.
- მას, ექვსიანებს რატომ მიწერთ?
- ეს რა კითხვაა? როგორი მომზადებულიც ხარ, ისეთ ნიშანს იღებ.
- წინა კვირაში ყველა ამოცანა, რომ სწორად ამოვხსენი და შემაქეთ, მაშინ რატომ არ დამიწერეთ ნიშანი? თუ ათიანებს ვერ წერთ?
- აჰ, - უცებ დაიბნა მასწავლებელი, - იმ დღეს ნიშნებით არ გაფასებდით და ამიტომ.
- აბა, მაგდამ რატომ მიიღო იმ დღეს ცხრიანი?
- წინა გაკვეთილის ნიშანი იყო. - ცივად უპასუხა.
- მერი მასწავლებელო, იცით რომ სამედიცინოზე ვაპირებ ჩავაბარო, ქიმია კი აუცილებელი საგანია, აქედან გამომდინარე დაბალ ნიშნებს კი ნუ მიწერთ, დამეხმარეთ, რომ ეს საგანი კარგად გავიგო, ვისწავლო, რომ მერე სამედიცინოზე ჩავაბარო.
- ასეთი უტიფარი ბიჭი აპირებს სამედიცინოზე ჩააბაროს? როგორ მასწავლი ჭკუას რა გასწავლო ან რა დაგიწერო? ან ვის რა ნიშანს დავუწერ? - ხმას აუმაღლა მასწავლებელმა.
- ჭკუას არ გასწავლით, ეს არც მიფიქრია, მაინტერესებს ასე რატომ მექცევით? მინდა ნიშნების გამოსწორება, ვსწავლობ, რადგან მაინტერესებს და თქვენ კიდე მხოლოდ დაბალ ნიშნებს მიწერთ, მოტივაციას მიკლავთ და კიდევ მეუბნებით რა უფლებით ვკითხულობ? აბა ვინ უნდა იკითხოს? მშობელი მოვიყვანო? დირექციას მივმართო?
- გაკვეთილიდან გადით, ჩემს გაკვეთილს ვერ დაესწრებით დღეს!
- რატომ? - ახმაურდა ჯგუფი.
- გაჩუმდით ყველა, როგორ ბედავთ ხმის ამაღლებას მასწავლებლის წინაშე? თავი ვინ გგონიათ? რამდენს მიბედავთ? - მთელ ხმაზე გაჰყვიროდა მასწავლებელი, ბავშვები კი ხელებს მერხებზე აბრახუნებდნენ.
ხმაურზე კლასში სასწავლო ნაწილი შევარდა.
- რა ხდება? რა ხმაურია?
- ბატონო ამირან, - ატირებული მივარდა, - ეს ბავშვები შეურაცხყოფას მაყენებენ. მე გაკვეთილს აქ ვეღარ ჩავატარებ.
- რა შეურაცყოფას? - მოსწავლეები გაოცებულები უყურებდნენ მასწავლებელს, რომელმაც ჩქარი ნაბიჯებით დატოვა საკლასო ოთახი.
- რა ხდება ბავშვებო? - არწივისებური მზერა მოავლო ჯგუფს სასწავლო ნაწილმა. - თეა, ადექი მიპასუხე, რა მოხდა?
- ზურამ იკითხა დაბალ ნიშნებს რატომ მიწერთო, ეს იყო და ეს.
- კარგი, კრებას მოვიწვევთ და იქ გაირკვევა ყველაფერი! - ხელი მაგიდას დაარტყა გაბრაზების ნიშნად.
- მოიწვიეთ, მეც მაინტერესებს. - თქვა ზურამ და ჯიქურ გახედა სასწავლონაწილს. ბატონო ამირანი მის სიტყვებზე წამით შეჩერდა, თუმცა არაფერი უთქვამს ისე გაეცალა და გავიდა საკლასო ოთახიდან.
- ახლა რა მოხდება? - ერთმანეთს გადახედეს ბავშვებმა.
- მშობლებს დაიბარებენ, ჩვენ ვინ მოგვისმენს? ვის აინტერესებს ჩვენი სიმართლე? მეზიზღება უკვე ეს ყველაფერი. - ზურამ ჩანთას ხელი მოკიდა და კარები გაიჯახუნა.
სკოლაში დაძაბულობა იგრძნობოდა.
- გვანც, - თამუნამ საკლასო ოთახიდან გამოსულ დაქალს დაუძახა.
- ჰო, თამუ. გამარჯობა.
- რა ხდება დღეს, რა აერულობაა?
- მე-9 კლასს და ქიმიის მასწავლებელს შელაპარაკება მოსვლიათ.
- რაზე?
- ნიშნებზე.
- ოო. მერე?
- კრებას მოვიწვევთო და რა იქნება, გავიგებთ მერე ჩვენც.
- რა დაღლილი სახე გაქვს. - დაკვირვებით შეათვალიერა თამუნამ დაქალი.
- არ თქვა, - ხელები სახეზე ჩამოისვა, - წუხელ ჩვენები დაგვადგნენ თავზე.
- ვინ შენები? მოიცა მაია და ნანა? - ტუჩებზე ხელი აიფარა, გაოცება რო დაფარა. - მერე?
- ჩახუტებულებს, რო გვეძინა, მაშინ დაგვადგნენ. - თავი გადააქნია, - მაგრამ გადავრჩით. - გაეცინა, - გივიმ ისე შეუტია, ხმა არ ამოაღებნა არცერთს, მხოლოდ კი თანახმა ვართ თქმის უფლება დაუტოვა.
- უყურე გივის.
- აბაა.
- რამდენი ხნით არიან აქეთ?
- ერთი თვით, ჰოდა ისე მიხარია. წუხელ ნორმალურად ვერ ვნახეთ ერთმანეთი, ჰოდა ხვალ შაბათი რომ არის, ეს ორი დღე კარგად განვიტვირთები, მერე გამოდით თქვენც.
- ეე, მაგარია რაა. ნანუჩი კი მომენატრა, მაია დეიდას არ ვიცნობ და კი გავიცნობ მერე. - საათს დახედა, - არ მიდიხარ? თუ არ წასულა შენი მოსწავლეები?
- კი წავიდნენ, რაღაცეები მოვაწესრიგე და კი წავალ და შენ?
- მშობელს ველოდები, გასაუბრება უნდა.
- კარგი, აბა დროებით.
- დროებით.
ხანდახან ყველაფერი ისე ცუდად მიდის, რომ ნებდები, ბრძოლას წყვეტ და ელოდები დასასრულს. ხანდახან ადამიანები უხმოდ მიცემულ შანსებს ვერ ხვდებიან, შენ კი ძალა აღარ გაქვს შემდეგი შანსის მიცემის, უკვე ბეწვზე კიდია მოთმინება, პატივისცემა, უმცროსი-უფროსი, საერთოდ ყველა ემოცია და პირდაპირ იწყებ იმის თქმას რაც გგუდავს, რასაც ვეღარ იტევ და თუ დაიტიე, ისევ შენ თავს გაინადგურებ. შემდეგი მიზანი სხვისი გადარჩენა კი არა უკვე შენი თავის გადარჩენაა და შემდეგი შანსის მიცემის ნაცვლად, პირდაპირ ამბობ შენს სათქმელს და ნელნელა გრძნობ როგორ იწყებ სუნთქვას.
- თებეა. - ხმაიურით შევარდა შვილის ოთახში დედა.
- ბატონო. - უემოციოდ გახედა.
- სრულ ჭკუაზე თუ ხარ? - გააფთრებული უცქერდა, ერთი სული ჰქონდა თმებით ეთრია საკუთარი შვილი.
- არა, არ ვარ.
- როგორ ბედავ? როგორ ბედავ ჩემს წინააღმდეგ აამხედრო მამაშენი?
- მე? - წარბები აზიდა თებეამ, - ბოლოს არც კი ვიცი როდის მელაპარაკა.
- გაეთრიე ჩემი სახლიდან ძუკნავ, მეზიზღება ის დღე შენ რომ გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში. - სახე შეშლილი, ზიზღით სავსე მზერით იდგა ქალი.
ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, იგრძნო თუ როგორ გაირინდა გარემო, წამით ყურთასმენა წაერთვა და მხოლოდ აჩქარებულ სისხლის შხუილს გრძნობდა მთელ სხეულში. ზიზღი, სიყვარული, სიძულვილი, ბრაზი ყველაფერი ერთად აირია, უცნაური ფორმა და გრძნობა გამოვიდა, თუ არ გამოგიცდია, რომ ვერ მიხვდები... მიხვდა, რომ კისერზე მახრჩობელა ხელები როგორ ეხვეოდნენ, სულ ცოტაც სუნთქვას შეწყვეტდა... უცებ გადარჩენის მექანიზმი ჩაირთო სხეულში, მთელი ძალით ამოისუნთქა დაგროვილი ნახშიროჟანგი, სასიცოცხლო ჟანგბადი ჩაისუნთქა და უკან მოუხედავად გავარდა ბინიდან.
- თებეა? - კიბეებზე გვანცას შეეჩეხა ფერწასული და განადგურებული. - რა გჭირს?
- არაფერი. - ძლივს ამოიბუტბუტა.
- რა არაფერი, ვის ატყუებ? - ხელი ჩაჭიდა და თავისთან სახლში წაიყვანა. - ნაან, მაი, მოვედიი. - თან თებეას ხელს არ უშვებდა.
- მოხვედი დე, - გამოსძახა ნანამ.
- კი და ჩემი მეგობარიც მოვიყვანე, თებეა.
- ეს არის თებეა? როგორი ლამაზი გოგო ყოფილა. - თბილად მიესალმა ნანა. - მოდი შვილო დაჯექი, რატომ დგახარ ფეხზე?
- მაიკო სად არის?
- ოთახშია.
- კაი, მაშინ გივიკოს ოთახში გავალთ, ცოტა სასაუბრო გვაქვს, ამასობაში გივიკოც მოვა და მერე ვივახშმოდ. - თებეა საძინებელში შეიყვანა, იქვე სავარძელში ჩასვა, თვითონ წინ დაუჯდა, ხელები ჩაჭიდა და მოსასმენად მოემზადა. - მიდი, დაიწყე, რა მოხდა?
- ოთხ წელზე მეტია ნელნელა ვიძირები სასოწარკვეთილების, შიშის, საკუთარი თავის ზიზღის ჭაობში. - მძიმედ ლაპარაკობდა, - ჯერ კოჭებამდე, შემდეგ მუხლამდე, შემდეგ წელამდე, ახლა კი უკვე ყელამდე ვარ და ვგრძნობ როგორ ვიხრჩობი და მგუდავს საკუთარი მე, საკუთარი უსუსურობა და უიმედობა მინდა ამ ჭაობიდან ამოვძვრე, მაგრამ ძალა აღარ მაქვს ან მაქვს და არ ვიცი... ხანდახან მინდა უცებ ჩამყლაპოს მიწამ და გავქრე, ავორთქლდე... - შეჩერდა, - მაინც ვერავინ მიპოვის, არც გავახსენდები ვინმეს, არც ძებნას დამიწყებს. მე კიდე სადღაც ჭაობის სიღრმეში ვიქნები ჩაკარგული და დასვენებული. გადამღალა იმაზე ბრძოლამ როგორ შევაყვარო თავი სხვებს, როგორ მიმიღონ ისეთი როგორიც ვარ... ხანდახან ვფიქრობ ამ ქვეყნად რა მისიით მოვედი? რა მისია დამაკისრა უფალმა? ის რომ მხოლოდ ვიტანჯებოდე და ვეძებდე სიყვარულს მშობლებისგან? მშობლებისგან, რომლებსაც მგონი არ არასოდეს ვუყვარდი, ნუ დედაჩემს ფაქტია, აი მამაჩემს ალბათ აღარც ვახსოვარ, მეც აღარ მახსოვს მისი სურნელი, არც ის მახსოვს რა უყვარს, რა აბედნიერებს, უყვარდა თუ არა ჩემთან თამაში, როცა პატარა ვიყავი? ახლა თუ ვენატრები? ან დახმარება რომ გამიწია, ეს მამობრივი სიყვარულით იყო თუ რა გრძნობა აქვს? ისეთი არეული ვარ, ისეთი დაკარგული... - თვალები უმწეოდ მილულა, - ჩემო გვანცა, საკუთარი თავის სიძულვილის მეტი არაფერი დამრჩენია. რაც დრო გადის უფრო ვიაზრებ რა ფუჭად გავლიე ეს წლები რაღაცის მოლოდინში, რომ ვინმე მიმიღებდა, არადა როგორ გულწრფელად და უანგაროდ მიყვარდა ყველა, მათ შორის ჩემი მოძალადე ქმარიც, რომელიც როცა გაუხარდებოდა მცემდა, მერე სიყვარულს მეფიცებოდა და ძლივს დავაღწიე ამ ტოქსიკური გარემოს თავი და მერე დედაჩემის უარეს ტოქსიკურ გარემოში აღმოვჩნდი რამაც საბოლოოდ ჩემი მენტალობა, თვითშეფასება გაანადგურა. - თვალზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა.
- თებე, - მხრებში მოჭიდა ხელები, - აბა შემომხედე, - თვალებში ჩახედა და გამამხნევებლად გაუღიმა გვანცამ, - ჩვენ ყველა რაღაც ტრამვებს ვატარებთ, გგონია მე არ მაქვს ფიქრები, რომ არ ვარ კარგი შვილი? მე ვფიქრობ რომ სათანადოდ კარგი არ ვარ თორე საზღვარგარეთ დედაჩემს რა უნდა და ა.შ. ეს ჩვენი ღრმა ბავშვობის ტრამვებია, რადგან ჩვენი ის თაობა ვართ უმეტესად მშობლები იმიტომ გვაჩენდნენ, რომ „ოჯახი უნდა გამრავლდეს“, „გვარს გამგრძელებელი ჭირდება“, „ რომ დაბერდე წყლის მომწოდებელი ხო გინდა“ და ა.შ. ჩვენმა მშობლებმა ნელნელა გაიგეს რომ შვილებს უნდა მოუსმინონ, შვილები ცალკე პიროვნებები არიან, ნუ ყველამ არა, მაგრამ რაღაც ნაწილმა მაინც გაგვიგო, მოგვისმინა და მიგვიღო... ჩვენ ის თაობა ვართ, რომლებსაც გვასწავლიდნენ რომ ტირილი სირცხვილია, რომ ხმამაღალი სიცილიც სირცხვილია და ა.შ. არადა ორივე აუცილებელია რადგან ემოციებისგან დავიცალოთ, ბედნიერება გულწრფელად ვიგრძნოთ... ჰოდა არ იჯავრო შენ, ჩემებს ვეტყვი, თან აქ არიან და აუცილებლად ბედნიერი იქნები იტალიაში, კარგი?
- კარგი. - თებეამ ღიმილით უპასუხა, თუმცა ნაძალადევი გამოუვიდა.
- სად არიან ჩემი ლამაზი ქალბატონები? - შემოსასვლელში გივის ომახიანი ხმა გაისმა.
- აქ ვართ. - სამზარეულოდან ნანა და მაია გამოვიდა, - ვაიი ეს რა ყვავილებია?
- აბა რა გეგონათ ყვავილების გარეშე დაგტოვებდით? - ვარდების თაიგულები მიართვა ორთავეს. - და გვანცა სადაა?
- შენს ოთახში, თებეასთან ერთად.
კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.
- მოდი გივიკო. - გასძახა გვანცამ.
- გამარჯობა გოგოებო, ხელი ხომ არ შეგიშალეთ საუბარში?
- არა, ჩვენ უკვე დავასრულეთ და ჩემი წასვლის დროა. - წასასვლელად მოემზადა თებეა.
- მოიცა ჯერ, მაიკოს და ნანას დაველაპარაკოთ შენი წასვლის ამბებზე.
- სხვა დროს იყოს, ახლა სამსახურში მაგვიანდება.
- კაიც, ერთი თვე აქ არიან და აუცილებლად დროულად ვქნათ ეგ ამბავი. - კარებამდე მიაცილა და დაემშვიდობა. - აი, რა სურნელი ტრიალებს სამზარეულოში? - გაწყობილ სუფრას მივარდა გვანცა.
- შენ რომ გიყვარს ის კერძი მოვამზადე, აბა ნახე. - ქვაბს თავი ახადა მაიკომ.
- აუუ, გადაზელილი ყველი, ღომი, კიტრი-პომიდვრის სალათი, იფ, იფ რა ბედნიერებაა ყველა ერთად, რომ ვართ და ვახშმობთ. - მიეხუტა ჯერ დედამის და მერე მაიკოს, ხოლო გივი დატოვა ხელგაშლილი გაღიმებული.
- მიხარია, რომ ისევ ერთად ვართ და თან უცნაური გრძნობაა, ხომ ისედაც ვიცოდით, რომ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით, განუყოფელები, მაგრამ რაც შენ და გივიმ სიურპრიზი გაგვიკეთეთ თქვენი ერთად ყოფნით, ახლა უკვე საბოლოოდ ერთი დიდი ოჯახი ვართ. - მაიკო მიეხუტა გვანცას, გივი ისევ თამაშ გარე მდგომარეობაში დარჩა და ტუჩები სასაცილოდ გაბუშტა.
- ხვალ რა გეგმები გაქვთ?
- დილით სალონში ვართ ვიზუალში ჩაწერილები, მოვწესრიგდებით და მერე გვინდა, რომ საფლავზე გავიდეთ.
- ხვალ დილით სამსახურში პატარა საქმეები მაქვს, ამასობაში თქვენ მოწესრიგდებით და მერე წავიდეთ. - ჩაიდუდუნა გივიმ, თან გვანცას თვალებს არ აშორებდა.
- მე ხვალ სახლში ვარ, ცოტა სკოლაში, ზედა კლასში რაღაც მნიშვნელოვანი ინციდენტი მოხდა და ორშაბათს კრებაა, ამიტომ სკოლაში ცოტა დაძაბულობა იგრძნობა.
- ყველა სამსაუხრს მოჰყვება პატარ-პატარა გადაცდომები, მთავარია მოგვარდეს და სასურველი შედეგი დადგეს.
- ჰო, მასეა. ბავშვებს სხვანაირი მიდგომები ჭირდებათ, მასწავლებელი ყველაფრი ხარ ხან დედა, ხან ბებია, ხან მეგობარი, ხან კიდე შეიძლება უცხოც, მაგრამ ყოველთვის ბავშვის უკეთესი მომავლიდან უნდა გამომდინარეობდეს ჩვენი პოზიციები, იმ მომენტში რა და როგორ ჯობია ბავშვისთვის. იმდენ რამეს ვკითხლობ, ვეცნობი, სრულიად შეცვლილია მიდგომები, ნუ ზოგი ძალიან ლოიალური შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ თუ სწორად გაიზარებ, მოსწავლეც სწორად წამოგყვება და მიხვდება შენს მიდგომას, შენს მესიჯს.
- ჩვენი გოგო, როგორ ნელნელა იზრდება და მჯერა საკმაოდ კარგი და მოთხოვნადი მასწაველელი გახდებაო. ხო დე? - ნანამ მხრებზე მოხვია ხელი, - ჩვენ მერე დე გავიდეთ ჩვენს ყოფილ ბინაში, ჩვენს ნივთებს დავხედოთ, ვენერა დეიდას მადლობა ვეტყვი, საჩუქარიც ჩამოვუტანე და მერე გადავხედოთ რა გვინდა, რა არ გვინდა და იქნებ სადმე ფართი ვიქირაოთ და დავალაგოთ ეს ნივთები, როდემდე უნდა იყოს გარაჟში.
- ჰო, მასე ვქნათ, წიგნები კი მოვიტანე აქ, მაგრამ ბევრი ისეთი ნივთია, რომელიც შენს გარეშე ვერ ავიღე და ვერ მივუჩინე ადგილი.
- წაგიყვანთ მერე მე და ერთად ვნახოთ ყველაფერი.
- აბა რაა, მეც თქვენთან ვარ ჩემებო, - ღვინის ჭიქა ასწია მაიკომ.

***
სკოლის საკონფერენციოში ნელნელა იკრიბებოდნენ მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია. დაძაბული ატმოსფერო იყო, თითქოს მსოფლიო დონის დამნაშავისთვის უნდა გამოეტანათ განაჩენი.
- მგონი ყველა ვართ, - წამოდგა სასწავლონაწილი, - კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ყველასთვის ცნობილია ჩვენი შეკრების მიზეზი, ამიტომ გისმენთ. - მიმართა მის წინ მსხდომ მშობლებს.
მშობლებმა ერთმანეთს გადახედეს.
- რადგან ჩვენ გვისმენთ, მაშინ მე დავიწყებ. - ფეხზე წამოდგა ერთ ერთი, - მე ზურა ქავთარაძის დედა ვარ, ბაია. ვიცი, რომ ჩემი შვილის გამო ვართ ახლა ასეთ სახალხო კრებაზე, - თვალი მოავლო სივრცეს, - ამიტომაც პირველი მე ვიტყვი ჩემს სათქმელს და დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას. როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩემმა შვილმა მერი მასწავლებელს ჰკითხა თუ რატომ იღებდა სისტემატიურად დაბალ ქულებს. ვფიქრობ, ამის კითხვის უფლება მოსწავლეს აქვს, უნდა იცოდეს მიზეზი, რომ მერე ამ მიზეზის გამოსწორება შეძლოს. ბავშვი, რომელიც მე-8 კლასში 9-10 იანებს იღებდა ქიმიაში, კარგად აუღო ალღო, უცებ მე-9 კლასში თან როდესაც ახალი მასწავლებელი ასწავლის, ღებულობს ექვსიანებს. პირველად, როდესაც დაბალი ნიშანი ვნახე, ჩემს შვილს ვუთხარი, ალბათ რადგან სწავლა ახლა დაიწყო, იზარმაცე. მეორე დაბალ ნიშანზე უკვე ეჭვი გამიჩნდა, რადგან ვხედავდი ზურა როგორი კმაყოფილი მოდიოდა გაკვეთილებიდან. მესამე შემთხვევზე კი უკვე გავბრაზდი, ანუ ბავშვს, რომელსაც ჯერ კიდევ კარგად არ იცნობ, აფასებ მუდმივად ერთი ნიშნით, ანუ გამოდის, რომ მხოლოდ ბავშვის პრობლემა არ იკვეთება, აქ არის მასწავლებლის დამოკიდებულების პრობლემა, როგორ შეიძლება ჯგუფში გყავდეს 15 მოსწავლე და 15 ბავშვიდან 10 მაინც არ გყავდეს მაღალი შეფასებით, ანუ გამოდის, რომ არასწორი მეთოდიკაა არჩეული.
- ქალბატონო ბაია. - წამოიძახა ჯგუფის დამრიგებელმა.
- გთხოვთ დამასრულებინოთ. - ღიმილით გახედა მასწავლებელს, - ხო, რას ვამბობდი? - ჩაფიქრდა, - დიახ, დიახ, არასწორი მეთოდიკა, რომ ჯერ ბავშვების შესაძლებლობები კარგად გაიცნო, საგანი დააინტერესო, შეაყვარო და ბავშვს მოტივაცია მისცე და არა პირიქით. მე ვფიქრობ მასწავლებელს, ის სიტყვებიც არ უნდა ეთქვა თან ახლა ამ ასაკში, როდესაც ყველაზე რთული და გარდამტეხი პერიოდი აქვთ, როდესაც ბრძოლები აქვთ როგორც შინაგან ისე გარე სამყაროსთან, ადგე და უთხრა, რომ „ასეთი უტიფარი, ექიმი როგორ გამოვა!“ და მერი მასწავლებელმა, რომელიც მხოლოდ ერთი თვეა ასწავლის ზურას, საიდან დაასკვნა, რომ უტიფარია? ან თუ დაასკვნა, მართვა რატომ ვერ შეძლო? ეთქვა დამრიგებლისთვის, დავებარებინე მშობელი, განგვეხილა პირადად და არა ასე ყველას თვალწინ, მაგრამ ალბათ კარგია ეს რაც მოხდა, ამით დავინახე, რომ მოსწავლის პატივისცემა, რომელსაც ეს სკოლა ეყრდნობოდა, რის გამოც გადმოვედით ამ სკოლაში, უცებ დაიმსხვრა. მე ისიც მიკვირს დამრიგებელი რატომ არ დაინტერესდა ზურას ასეთი დაბალი ნიშნებით, რატომ არ დაელაპარაკა ქიმიის მასწავლებელს, ასევე ზურას და მე - მშობელს? სიმართლე გითხრათ, ყოველივე ამ დამოკიდებულებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. შეიძლება ვინმემ მითხრას, რას გადაეკიდე ამ ნიშნებსო? ნიშანი არის ის, რითაც ჩვენ მშობლები ვგებულობთ ჩვენი შვილების სწავლის დონეს და დამოკიდებულებას საგნების მიმართ. ბავშვებისთვის ეს კი, დიდი მოტივაციაა, მოლოდინია, თუ რა შედეგი გამოიღო მისმა შრომამ. სწავლა ჰობი არაა, ადამიანის განვითარების აუცილებელი საფეხურია, თუმცა სწავლას თან უნდა ერთვოდეს ჯანსაღი დამოკიდებულება, ურთიერთობები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ეს არ უნდა იყოს ტოქსიკური, მასწავლებელი დედაცაა, მეგობარიც, მესაიდუმლეც, ხანდახან თანამებრძოლიც და როდესაც მოსწავლე ხედავს ამას, მისი მოტივაცია სულ სხვაა, მაგრამ თუ მისი არ ესმით, ვერ გებულობენ და ა.შ. ის იკეტება, ითრგუნება და ხანდახან არასწორ რელსებზე გადადის და კარგი, წარმატებული მოსწავლე ქვეითდება. ასევეა თუ მოსწავლეს დაბალი თვითშეფასება აქვს და მასწავლებელი მას სწორ გზას აჩვენებს და იწყებს მის განვითარებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მასწავლებლის მიერ გადაჭარბებულ ემოციებს ჰქონდა ადგილი, ეს ფაქტი ისე უნდა მოგვარებულიყო, მე კი არა, არავის არ უნდა გაეგო. მხოლოდ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უნდა შემდგარიყო თბილი ჯანსაღი საუბარი და თუ ამის მერეც კიდევ პრობლემა იქნებოდა ჩართულიყო დამრიგებელი, მერე მშობელი და ა.შ. - სათქმელი დაასრულა და ისევ დაუბრუნდა თავის ადგილს.
- გასაგებია თქვენი პოზიცია ქალბატონო ბაია. - ჩაახველა სასწავლონაწილმა. - სხვებს ხომ არ გსურთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ?
- რაც თქვა, ვეთანხმებით, - ერთმანეთს თანხმობის ნიშნად გადახედეს.
- მაგრამ მე დავამატებ, - წამოდგა ერთ ერთი. - სად წავიდა ის მხარდაჭერა და პირადი სივრცე, რომელიც ჩვენს შვილებს ამ სკოლაში ჰქონდათ რებრენდიგამდე? ახალი ადმინისტრაციის დავალებაა, რომ ასე საჯაროდ იხილებოდეს ყველაფერი ან ბავშვს კითხვის დასმის უფლება არ ჰქონდეს? ჩემი შვილი ზურასგან განსხვავებით პირველი კლასიდან აქ სწავლობს და ამბობს, რომ რაღაცეები შეიცვალა, რაც დისკომფორტია მისთვის. თითქოს გულღია ურთიერთობას მიჩვეული ბავშვები ნელნელა ჩაკეტილ და ცივ ურთიერთობებზე გადადიან და სიმართლე გითხრათ ეს ფაქტი მხოლოდ ჩემი შვილიდან არ მომისმენია და გული დამწყდა. იმედია ეს ყველაფერი დროებითია სანამ ახალი ადმინისტრაცია და ძველი ერთმანეთს საბოლოოდ დაუკავშირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვაპირებ აქ გაჩერებას. ამხელა თანხას მხოლოდ სახელის გამო არ ვიხდი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილი თავს კომფორტულად გრძნობდეს, სკოლაში მოსვლა უნდა უხაროდეს და არა იძულებით დადიოდეს. თუ ასე გაგრძელდება ბევრი მოსწავლე გადავა, თან ხომ იცით ქუთაისი პატარა ქალაქია და ხმები სწრაფად ვრცელდება. არ მგონია თბილისის სკოლას სურდეს, ყველაფერი ცუდად გაგრძელდეს, რადგან როცა სკოლაში ინვესტიციას დებ, სასურველი შედეგიც უნდა მიიღო. მადლობა.
- გასაგებია, მიღებულია თქვენი პოზიცია. - ნერვიულად მოიქექა შუბლი სასწავლონაწილმა, სიტყვებს ეძებდა, რადგან კარგად ხვდებოდა ცუდ მდგომარეობაში იყო. - მერი მასწავლებელი ამ ფაქტს მართლაც ემოციურად მიუდგა და გადააჭარბა მის მიერ გამოხატულ ემოციებს, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია, მაგრამ ზურას შეეძლო არა გაკვეთილზე, არამედ ცალკე ეკითხა პედაგოგისთვის, ხომ იცით ახალია, სულ ერთი თვეა რაც სკოლაში ასწავლის.
- მერე ეგ ჩვენი პრობლემა სულაც არ არის, გამოუცდელი მასწავლებელი, რომელმაც მიდგომები არ იცის სკოლის ხარვეზია, სკოლამ უნდა იზრუნოს და გადაამზადოს პედაგოგი. მე არ ვეხები მისი საგნის კომპეტენციას, მაგრამ ვთქვი და ვიმეორებ, როდესაც მასწავლებლი ამ პროფესიას ირჩევს, უნდა იცოდეს რომ მასწავლებლის გარდა უნდა იყოს დედა, მეგობარი და ა.შ. და მზად იყოს ყველა გამოწვევისთვის.
- ვფიქრობ უკვე უნდა შევჯერდეთ რიგ გადაწყვეტილებაზე. - ჩაახველა სასწავლონაწილმა.
- უკაცრავად, - უკანა რიგებიდან ხმა გაისმა, ყველამ იქეთ გაიხედა.
- დიახ, დიახ, - მოწიწებით მიმართა ამირანმა ქალბატონს.
- მოგესალმებით, - მშობლების წინ შუა ნაწილში დადგა ახალგაზრდა ქალბატონი. - მე გახლავართ ამ სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ირმა მამარდაშვილი. ბატონო ამირან, - მიბრუნდა მაგიდასთან მჯდომი მამაკაცისკენ, - თქვენის ნებართვით გავაგრძელებ თქვენს საუბარს. სამწუხაროდ, ჩვენი გაცნობა არასასიამოვნო ფაქტით დაიწყო, საერთოდ სხვა გეგმები მქონდა მშობლებთან ჩემი სკოლის წარდგენის, მაგრამ არაუშავს რაც მოხდა ე.ი ასე იყო საჭირო და ამ შეხვედრით მივხვდი როგორი ჩართული მშობლები ხართ თქვენი შვილების სწავლა-განათლებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლია. ის ფაქტი, რაც მოსწავლესა და მასწავლებელს შორის მოხდა, დაგეთანხმებით ასეთი დიდი გამოწვევა არ უნდა მოჰყოლოდა და უფრო მშვიდად მოგვარებულიყო, მაგრამ კარგი გაკვეთილი იქნება მომავალში სხვა მასწავლებელბისთვის თუ მოსწავლეებისთვის და ეს ფაქტი ჩვენი სკოლისთვის ერთ-ერთი მწარე გაკვეთილი იქნება, რომელიც ჩვენს პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს. ასევე მინდა გითხრათ ყველას, არამარტო მშობლებს, არამედ ადმინისტრაციას, პედკოლექტივს, რომ თუ სკოლაში მოსწავლე არ არის, რაც არ უნდა ძლიერი გუნდა ჰყავდეს სკოლას, სკოლას სკოლა აღარ ჰქვია. ამიტომ ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია მოსწავლის აზრი, როგორც მასწავლებლის. არ შეიძლება ყოველთვის მასწავლებელი იყოს მართალი ან მოსწავლე. ორივე მხარეს უნდა მოვუსმინოთ, შევჯერდეთ, თუ საჭიროა ბოდიშიც მოვიხადოთ, თუ საჭიროა მეტი სიმკაცრე გამოვიჩინოთ. არ არის მარტივი ჯგუფის მართვა, მითუმეტეს როდესაც სიტყვა „თავისუფლება“ ყველამ თავისებული ინტერპრეტაციით განმარტა და თავის მეს მოარგო, ამიტომ მასწავლებლებს მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი დაკვირვება, მეტი პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ უკვე ზრდასრულები ვართ, მეტი გამოცდილება, მეტი ცოდნა გვაქვს და ეს ყველაფერი სწორად უნდა გამოვიყენოთ და მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა უნდა გამყარდეს და არა პირიქით. მჯერა ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გაგრძელდება და ეს ბავშვები იმ დასახულ მიზნამდე, რომელიც მათ გულშია, ჩვენი და თქვენი ერთობლივი მხარდაჭერით აუცილებლად მივლენ. რაც შეეხება ზურას და მერი მასწავლებლის საკითხს, ამ დღეებში პირადად განვიხილავ მშობელთან ერთად და ასე საჯაროდ არ მოხდება სხვა დეტალების გაჟღერება. მადლობა თქვენი ჩართულობისთვის.
- ქალბატონო ირმა შეიძლება ჩემი აზრი დავაფიქსირო?
- დიახ, გისმენთ. აქ იმიტომ ვართ, რომ ვისაუბროთ, რათა მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ წარმოიქმნას.
- წინაწარს ვერ ვიტყვით რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას მომავალში, ამაზე თავს ვერავინ დადებს, მაგრამ ჩემი თხოვნაა, როდესაც თქვენს კოლეგებს შეხვდებით ან ტრენინგებს ჩაუტარებთ თუ კრებას, აუცილებლად ასწავლეთ, უთხარით, რომ ნუ იქნებიან ბოროტები, მოსწავლეებს საგანი შეაყვარონ, მეტი მხარდაჭერა აგრძნობინონ, დაცულობა და ღია საუბრები ჰქონდეთ. მე წლების წინ დავასრულე სკოლა და ერთი ან ორი მასწავლებელი მახსენდება თბილად, დანარჩენი ბოროტი დედინაცვალივით. მოსწავლეები იზრდებიან, მიდიან, მასწავლებლები კი სკოლაში რჩებიან და მოსწავლე არ უნდა იხსენებდეს ზიზღით, სიძულვილით იმ ადამიანს, რომელიც მას ასწავლიდა, პირიქით მასწავლებლის და სკოლის გახსენებაზე თბილი მოგონებები უნდა ახსენდებოდეთ, რადგან 6 წლიდან 18 წლამდე, როდესაც ბავშვები იზრდებიან, ადამიანებად ყალიბდებიან, მათზე ოჯახთან ერთად დიდ გავლენას ახდენს სკოლა, დამრიგებელი, მასწავლებელი და ა.შ. ამიტომაც, თქვენს მასწავლებელბს ასწავლეთ, მეტად უყვარდეთ მოსწავლეები და ცოდნასთან ერთად სიყვარულიც გადასცენ.
- გეთანხმებით ყველა სიტყვაში, აუცილებლად გადავცემ ყველას ამ სიტყვებს, ვისთანაც შევძლებ ქუთაისში იქნება ეს თუ თბილისში. ასევე გთხოვთ ყველას, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ მშობლებმა და სკოლამ ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ.
***
- ეს დღეებია რა სახით დადიხარ? - გიორგიმ ყავიანი ჭიქა წინ დაუდო გივის.
- შენ შემატყვე და იმან კი ვერა. - ჩაიდუდუნა.
- ვინ იმან? - გახედა.
- გვანცამ.
- მოიცა, უარი გითხრეს დედებმა?
- ნწ. - თვალები აატრიალა.
- აბა? ამოღერღე ეს სიტყვები თუ სიტყვებიც დაგავიწყდა?
- რადა რაც ნანუ და მაიკო ჩამოვიდა, მის მერე საერთოდ არ მეკარება. თავიდან ვიფიქრე ჩემს საძინებელს დავუთმობ, მე მისაღებში დავწვები, თან კი იცი გვიან ღამემდე ვმუშაობთ და მეთქი ახლოს მეყოლება, იქვე დავხედავ თან ვილაპარაკებთ. აბაა, ქვა ააგდო, თავი შეუშვირა, მისაღებში მე დავწვებიო, შენ შენს თავს მიხედეო. ხან მაიკოს ეხუტება, ხან დედამისს, სკოლის მერე ხან სად მიდიან ხან სად. მე მხოლოდ მძღოლად ვჭირდები თუ სადმე შორ გზაზე მიდიან. ჰოდა გაბრაზებული ვარ.
- მოიცა შენ გეგონა რაც შესთავაზე მაგაზე დაგთანხმდებოდა?
- რატომ არა?
- ცოლ-ქმარი კი არ ხართ, ახალბედა შეყვარებულები ხართ. მოვლენებს ძალიან ხო არ უსწრებ? - მხრებზე ხელი მოუთათუნა გამხნევების ნიშნად და ტავი გადააქნია.
- ვაჰ, გავგიჟდები რაა. მენატრება და უფლება არ მაქვს, რომ თუნდაც დაველაპარაკო?
- მოიცა არც გელაპარაკება?
- ისე რა, ხო გეუბნები ეს დღეებია ფაქტიუად არ მინახავს.
- მერე წადი და სამსახურში მიაკითხე.
- მოიცა დღეს რა დღეა? პარასკევი ჰო? აჰა ძალიან კაი, დღეს მაია და ნანუ მეგობრებთან ერთად რესტორანში მიდიან, ჰოდა გავიტაცებ საქალბატონე გვანცას. მადლობა . - მადლობის ნიშნად, ხელი ხელზე დაარტყა, - ძმა ხარ.
- მისმინე, ვიდეო თვლები როდის უნდა დავაყენოთ თავისი სისტემით არველაძეებში?
- ქალაქგარეთ არიან და დაგვირეკავს ვახო, რომ ჩამოვლენ. რატომ მეკითხები?
- ფული მჭირდება.
- რაზე?
- რადა ბინის ყიდვა მინდა.
- ბინის? - უეცრად მიუბრუნდა, - მოიცა მართლაა? და რატომ?
- გივი რა კითხვაა, რატომ? აბა ცოლს, რომ მოვიყვან, სად უნდა ვიცხოვროთ?
- მოიცა ხელის თხოვნას აპირებ?
- დღეს და ხვალ არა, მაგრამ ხომ მოვა მაგის დროც? - ყურებამდე გაიკრიჭა.
- აუ, ძალიან მაგარია. - თავზე შემოიჭდო ხელები, - ეგ კი არ მიფიქრია ისე.
- წყვილმა უნდა იცხოვროს, ჩემო ძმაო, ცალკე.
- მერე სესხი უნდა გააკეთო?
- მოიცა აბა მილიონრები გავხდით და არ მეუბნები?
- ხო არ გიმხელდი, ახლა იძულებული ვარ გითხრა. უბრალოდ სულ რაღაც 999 999 დოლარი გვაკლია.
- აშკარად გვაკლია, ორმ ვაკვირდები. - თავი უიმედოდ გადააქნია გიორგიმ.
- კარგია ახლა მაინც, რომ მიხვდი. ხუმრობა იქეთ იყოს და მოძებნილი გაქვს ბინა? ახალში გინდა იყიდო თუ ძველ ბინებში? რა უბანში ეძებ?
- ჩემს უბანში მინდა ისევ, ახლოს ვიქნები ჩემებთან, ბავშვი რომ გვეყოლება, საჭიროების შემთხვევაში უფრო მარტივად მოგვეხმარებიან.
- ა, ძამაო კაცი, უკვე რა გათვლები გქონია და თამუნამ იცის ეს ამბები?
- არა ჯერ შენთან ვსაუბრობ, სესხზე უნდა დაველაპარაკო მახოსაც.
- მიდი, შენ გვერდით ვარ. - მეგობარს მხარდაჭერის მიზნით გადაეხვია. - ახლა კი გავიქეცი, გვანცა იქნება ვნახო.
- მიდი გივი, მიდი.
გივიმ მანქანა სკოლასთან ახლოს გააჩერა, მანქანიდან გადმოვიდა, ზურგით მიეყრდნო და მობილური მოიმარჯვა, რომ გვანცასთვის დაერეკა თან შენობის ეზო შეათვალიერა, როდესაც დაინახა როგორ ლაღად მონარნარებდა მისი საყვარელი ქალი მის კოლეგებთან ერთად. ქალმა მწველი მზერა იგრძნო, ბაგე ბედნიერმა ღიმილმა გაუპო საყვარელი მამაკაცის დანახვის გამო.
- ეე, აქ საიდან გაჩნდი? - გზა ფრთხილად გადაირბინა და გივის წინ აიტუზა.
- უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით? გვერდზე გაიწიეთ რაა, შეყვარებულს ველოდები.
- რას მელაპარაკებით მართლა? - აჰყვა გვანცაც. - არადა ვიფიქრე რა კარგი ბიჭია თავს შევაყვარებთქო. - თვალები სასაცილოდ ააფახულა.
- სხვათაშორის თავის შეყვარება არ დაგჭირდებათ, ისედაც მიყვარხართ. - ვერ გაუძლო საყვარელი ქალის ღიმილს და გაწვალება გადაიფიქრა. - ისე რა მინდა კითხო? ნუთუ საერთოდ არ მოგენატრე? - სახე სახესთან ახლოს მიუტანა.
- და ვინ გითხრა, რომ არ მომენატრე? - მსუბუქად ხელი კრა, მანქანას წინიდან მოუარა და მძღოლის მხარეს სავარძელში მოკალათდა, - არ წავიდეთ? - გასძახა.
- წავიდეთ, წავიდეთ. - საჭესთან მოკალათდა გივი, - მაგრამ იცოდე ჯერ კიდევ გაბუტული ვარ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ რაც ჩვენები ჩამოვიდნენ, ისე იქცევი შენი შეყვარებული ვარ თუ ვიღაც უცხო სტუმარი ვერ გავიგე. - ნაღვლიანად გახედა.
- ეე, მაგას რატომ იძახი? მოიცა, აბა სულ ხო არ ჩაგეხუტები ან გაკოცებ ან რავი კიდე? უხერხულია. - ფანჯარაში გაიხედა. - გრძნობები უნდა ვაკონტროლოთ ხო იცი?
- გრძნობების გაკონტროლება, რომ ძნელია არ იცი? - გაეცინა გივის და გვერდულად გახედა გაბუსულ გვანაცას, როგორ უნდოდა ის გაბუსული სახე და ტუჩები ჩაეკოცნა და გულთან ძლიერ ჩაეკრა. - მე იმდენი ხანი „ვაკონტროლე გრძნობები“, რომ ჩემი მუხრუჭები უკვე მოშვებულია, შენგან განსხვავებით.
- ისევ მე მეტაკა, ჩემს გრძნობებთან რა გინდა? - თვალები სასაცილოდ დაკვესა.
- არაფერი, უბრალოდ შენ როგორც კი მიხვდი, რომ გიყვარდი, მითხარი და მე აბა ვინ მოთვლის, რამდენი წელი ვმალე და ვაკონტროლე ეს ჩემი სიყვარული, საერთოდ არ გეცოდები რაა. - გვანცას ხელისგულს თავისი ლოყით მიეყრდნო და მძიმედ ამოისუნთქა.
- ნუ გამომიყვანე მონსტრი რაა. - ხელი გაითავისუფლა, - მერიდება ჯერ კიდევ, ხო იცი გრძნობების გამოხატვა კარგად არ გამომდის და თან ახლა ჩვენი მშობლების წინ, უფრო მერიდება.
- ანუ მომავალშიც ასე უნდა ვიყოთ?
- არა, მივეჩვევი ნელნელა.
- რა ვჭამოთ დღეს? - თემა შეცვალა გივიმ, - შენი გაკეთებული პასტა მომენატრა, გამიკეთებ?
- შენი აზრით?
- კი და მერე დესერტად შენს ტუჩებს დავაყოლებ.
- გივიი. - თვალები დაუბრიალა და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა.
- რამე გვინდა თუ არის სახლში ინგრედიეტები? - მანქანიდან გადმოსულს მიაძახა.
- გვაქვს ყველაფერი, მანქანა დააყენე, მე მანამდე ავალ.
- სად გამომექეცი? - კარები ზურგს უკან სწრაფად მიხურა, საყვარელ ქალს წელზე ხელი ძლიერად მოხვია, იმდენად ახლოს იყო, მისი სუნთქვა ლოყაზე ეცემოდა, ხელი თმებში ფრთხილად შეუცურა და გაბუშტულ ტუჩებს ვნებით დაეწაფა, გვანცა კი მთელი გრძნობით მიეკრო სხეულზე და კოცნაში აჰყვა. ვნებისგან გაბრუებული გივი ძლივს მოწყდა ქალის ტუჩებს და ყურთან ჩაჩურჩულა - „შენ მეუბნები, რომ გრძნობები ვაკონტროლო? ვერ, ვეღარ ვაკონტროლებ, მაგიჟებ“...
სამზარეულოში სასიამოვნო სურნელი დატრიალდა, გივი აბაზანიდან თავის მშრალებით გამოვიდა:
- აუუ, რა კაი სურნელია. - მიუჯდა მაგიდას და ამ დროს კარებზე ზარის ხმაც გაისმა.
- ჩვენები მოვიდნენ? - გვანცამ გახედა.
- მერე გასაღები არ ჰქონდათ ვითომ? - კარის გასაღებად გაემართა გივი და ზღრუბლთან გაკრეჭილი გიორგი დახვდა თამუნასთან ერთად. - შენ აქ რა გინდა?
- მომენატრე და მოვედი. - შეპატიჟებას არ დალოდებია და ბინაში შევიდა. – Hello, გვანცულა, დაქალი მოგიყვანე.
- შემთხვევით ცოტა ნასვამი ხო არ ხარ? - ამრეზით გახედა.
- გეფიცები გივი, მეძებარია ეს შენი გოგო, აი სადიან მიხვდა რომ დავლიე?
- მოიცა მართლა ნასვამი ხარ? მე ისე ვთქვი.
- გამანებეთ რა თავი.
- რა ჭირს? - გვანცამ დაქალს გახედა, იმან მხრები აიჩეჩა, არ ცოდნის ნიშნად.
- პასტას შეჭამთ?
- ნანა და მაია დეიდა არ არიან? გაცნობა და ნახვა მინდოდა.
- მეგობრებთან ერთად არიან, სავარაუდოდ ბევრი არ დააგვიანდებათ, აქვე არიან „სთორი“-ში. - თეფშები მაგიდაზე დააწყო, - აუ გივი მაცივირდან წვენები გამოიღე.
- დღეს კრებას სერიოზულად ჩაუვლია. - ჩანგლები მიაწოდა ბიჭებს თამუნამ.
- უი ეგ სულ დამავიწყდა. რა მოუვიდა იმ გოგოს?
- როგორც გავიგე იმ კლასში აღარ ასწავლის და დანარჩენი რა როგორ იქნება არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდხანს გაგრძელებულა, მშობლებს საკმაოდ დიდხანს უსაუბრიათ, საბოლოოდ შეთანხმდნენ. კლასი არ იშლება.
- ჰო, ახლა ბავშვების წასვლა, თან მთელი კლასის, ასე მარტივი ხომ არ არის? სახელი, რეპუტაცია, ყველაფერი გიფუჭდება. ანუ ერთი ან ორი რომ გადადის კიდე ხომ, მაგრამ მთელი ჯგუფი, ეგ უკვე სკოლის პრობლემაა.
- ჰოდა ქალბატონ ირმას უთქვამს სკოლა ბავშვების გარეშე არ არაფერიაო და მოკლედ, ამ ეტაპზე მოგვარდა სიტუაცია.
- ძალიან კარგი. - მაგიდას მიუჯდა გვანცაც. - მიირთვით, სანამ გაცივდება.
- აუ ძალიან გემრიელია რაა. - გემრიელად ჩაიწკალუნა პირი გიორგიმ.
- ისე გარეთ არ წვიმს და თქვენი ტანსაცმელი სველი რატომ არის? - ეჭვის თვალით გახედა გივიმ გიორგის.
- მანქანა გავრეცხეთ.
- მანქანა? - გაკვირვებით გახედა თამუნას გვანცამ.
- ჰო, არ მეგონა პაემანზე სამრეცხაოშიც თუ დადიოდნენ, ჰოდა თურმე დადიან, აგერ გიორგია ნათელი მაგალითი. - თვალები მოწკურა.
- კაი რა ჩემო თამუნია, ხომ გავერთეთ? თუ გინდათ მომავალში ერთად წავიდეთ.
- უკეთესი ადგილი არ მოიფიქრო პაემანზე წასასვლელად რაა. - ბეჭზე ხელი დაკრა გივიმ. - გეთქვა სამოგზაუროდ წავიდეთ ან რამე ასეთი.
- ეე, რა კაი იდეაა ეგ და როდის წავიდეთ? - ისე გადმოგვხედა გიორგიმ, ვითომ ხვალვე შეგვეძლო წასვლა.
- ახალი წლის არდადეგებამდე არ გამოვა ეგ ამბავი.
- მერე მშვენიერია, აქედანვე უნდა ვიზრუნოთ მაგ საკითხზე. - მობილური ჯიბიდან ამოიღო და ვიზიარის აპლიკაციაში შევიდა - და სად წავიდეთ?
- იტალიაში, სხვაგან სად უნდა წავიდეთ?
- ოკეი, მიღებულია თქვენი ბრძანება და დავძებნი ამ დღეებში ყველაფერს და იცოდეთ მერე არ გადაიფიქროთ.
- არაფერსაც არ გადავიფიქრებთ, კაი ადგილებში თუ გვატარებთ, უარს რატო გეტყვით? - აკისკისდნენ გოგოები.
- მოიცა ჩვენ უნდა დაგპატიჟოთ? ვინ ხართ? არ გიცნობთ, გივი ეს უცხო გოგოები რატო არიან შენს სახლში?
- შეხედე ახლა ამას, როგორ უცებ დაგვივიწყა.
- ხუმრობა იქეთ იყოს და სერიოზულად, მივდივართ.
- არც ჩვენ ვხუმრობთ. ვინ გითხრათ?
- აუ დღეს იცი რა დამემართა სადამრიგებლოში? - უცებ გაახსენდა თამუნას.
- ჰო, რა მოხდა?
- ორი საყვარელი მოსწავლე მყავს, ცოტა წაკამათება მოუვიდათ ერთმანეთში, ჰოდა ერთი ეუბნება მეორეს, აიო, შენო ჭკვიანად თუ არ იქნები, ჩემს ძმას მოვიყვან და ნახე რა გიქნასო. ამ დროს ამ ბიჭის ძმა სულ რაღაც 3 თვისაა. - სიცილი აუტყდა თამუნას.
- აუუ საყვარელიი. პატარა ძმით აშინებდა?
- ჰოო, მაგრამ იმ მომენტში ხო არ გავიცინებდი? დავიჯნე ორივე, ავუხსენი რომ ჩხუბით კი არა საუბრით უნდა მორიგდნენ და ა.შ.
- უჰ არ თქვა, დღეს ჩემს ჯგუფში გოგოები გაიბუტნენ, ძლივს თუმცა მალევე მორიგდნენ.
- რა ჟრიამულია ჩვენს სახლში? - კარებში მაია და ნანა იდგა. - საღამო მშვიდობისა ბავშებო.
- დეე ასე მალე მოხვედით?
წამოიშალნენ და შეეგებნენ მოსულებს.
- გაიცანით გიორგი და თამუნა.
- კი ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ პირისპირ გაცნობა სულ სხვაა. როგორი ლამაზი ყოფილა თამუნა. კარგი გემოვნება გაქვთ ბიჭებო, - გივის მიეხუტა მაია. - დასხედით, რატომ ადექით?
- თქვენც შემოგვიერთდით რაა. - სკამები მაგიდასთან მისწია გიორგიმ.
- კიი, აუცილებლად. როგორი კარგები ხართ ბავშვებო, - ნანამ თვალი მოავლო გოგო-ბიჭებს, - გული სითბოთი მევსება, რომ გიყურებთ. დაე, თქვენი ეს ურთიერთობა, მეგობრობა დიდხანს და ბევრი ტკბილი მოგონებებით გაგრძელდეს. მინდა როგორც უფროსმა მეგობარმა ერთი რჩევა მოგცეთ, როდესაც რამე გეწყინებათ ან ერთმანეთზე გაბრაზდებით, აუცილებლად მოუსმინეთ ერთმანეთს, დაელაპარაკეთ, გაარკვიეთ და დამიჯერეთ გულწრფელობა ურთიერთობებს მუდამ ამყარებს. გიყვარდეთ ერთმანეთი, მაქსიმალურად მიიღეთ ბედნიერი მომენტები ცხოვრებიდან და სიკეტე და მადლიერება იყოს მუდამ თქვენი თანმდევი.
- დეე, - მიეხუტა აცრემლებული გვანცა. - აუცილებლად, გავითვალისწინებთ შენს სიტყვებს.
- ბიჭებო, გოგოებს გაუფრთხილდით. - თმები აუჩეჩა მაიკომ გივის.
- და ჩვენ რომ არ გაგვიფრთხილდებიან ვის მივადგეთ? - თავი მოისაწყლა გივიმ.
- დამწევა გული, შენ თავს ვის დააჩაგრინებ? - ენა გადმოუტიტა გვანცამ.
- შეხედე ამხელა მასწავლებელი ქალი რანაირად იქცევა? - წარბები გამომწვევად აზიდა და თვითონაც არ დარჩა ვალში და დაეჭყანა.
- არა, რაა შეხედე ამ ორს, - იცინოდნენ მაია და ნანა, - ორი ბავშვი, როგორც ბავშვობაში აწვალებდნენ ერთმანეთს, ისევ ისე აწვალებენ.
- ჩვევაში აქვთ უკვე ერთმანეთის წვალება, მაგრამ თურმე დიდი სიყვარულის ბრალი ყოფილა, ხო ხედავ?
- კი, სიყვარულის ბრალი ყოფილა. - გივიმ გვანცას მკლავები მოხვია და ლოყა თავზე დაადო. გვანცა აღარ გაძალიანებია, ფისოსავით გაინაბა საყვარელი მამაკაცის მკლავებში და ის ბედნიერება, რომელსაც გრძნობდა ახლა, იმ წამს უნდოდა დიდხანს გაგრძელებულიყო.
- ბავშვებო, ჩვენ ორ დღეში მივდივართ, ხოდა იცოდეთ შემდეგ ჯერზე ჩვენთან გელოდებით.
- სხვათაშორის გვაქვს გეგმაში მაია დეიდა, ჰოდა აუცილებლად მივიღებთ თქვენ მიპატიჟებას, არა? - თვალი ჩაუკრა გიორგიმ თამუნას.
- გიორგის ოღონდ „წ“ უთხარი და ყველგან წავა, ჩემი წოწიალაა ეს.
- ჰოდა თუ ვარ შენი წოწიალა, ადექი ახლა და წავწოწიალდეთ ჩემო ქალბატონო, თორემ ასე გვიან სიარული ახალგაზრდა ქალბატონისთვის არ შეიძლება.
- რამდენ ლაყბობ, ნეტა იცოდე. - სიყვარულით ცხვირზე აკრა თითი. - მოკლედ, უკვე დროა ჩვენი წასვლის, ბედნიერი ფრენას გისურვებთ და ისევ შევხდებით. - დაემშვიდობნენ მასპინძლებს და ხელჩაკიდებულები გაუყვნენ გზას.

***
თებეა ოთახის ცენტრში იდგა, ყველა კუთხეს და კუნჭულს ათვალიერებდა, ადგილი, რომელიც სევდით, ტკივილით და ცრემლებით იყო სავსე, ადგილი, რომელიც სულს და გულს ისე უხუთავდა, გრძნობდა დიდი ბურთი, რომელიც ყელიში ჰქონდა აგერ ბოლო წლებია გაჩხერილი, უფრო და უფრო იზრდებოდა და მალე სუნთქვის საშუალებასაც არ მისცემდა, ამიტომაც ყველაზე საჭირო ნივთები ჩაალაგა ზურგჩანთაში, რათა ყველაფერი უკან მოეტოვებინა და აქედან ისე გაქცეულიყო, რომ თავი გადაერჩინა, რომ ეს ბურთი ყელში, რომ აქვს ახლა გაჩხერილი და სიმწრის ცრემლებით, რომ უვსებს თვალებს, მალე გამქრალიყო და თავისუფლად სუნთქვის საშუალება ჰქონოდა. მარტივი სულაც არ არის შავი თეთრად აქციო, როცა ბრძოლაში მარტო ხარ და ამ ბრძოლაში ბევრ ჭრილობას იღებ... თუმცა ხანდახან გაქცევაც, დანებებაც შვებაა, იმისთვის, რომ გადარჩე, რომ სამუდამოდ არ ჩაიკარგო უსასრულო ტკივილში და არ დარჩე ცოცხალი, მაგრამ ამასთან მკვდარი. ეს ყველაზე რთული მდგომარეობაა, როცა ცოცხალი ხარ, მაგრამ ამავე დროს არ არსებობ, უბრალოდ სუნთქავ და მორჩა... ერთ პატარა ზურგჩანთაში ჩაატია მისი მთელი განვლილი ცხოვრება, არაფერი უნდოდა ძველი ცხოვრებიდან თან წაეღო, რომ შეძლებოდა სხეულსაც შეიცვლიდა, იმდენად დაღლილი იყო საკუთარი თავის არსებობითაც კი... კარებთან შეჩერდა, პატარა ფურცელზე მხოლოდ ერთი სიტყვა „წავედი“ დაწერა და იქვე მაცივარზე მაგნიტით დააკრა. ჰმ, როგორი უცნაურია, მხოლოდ ერთი სიტყვა, მეტი ვერც დაწერა, სხეული გაუძალიანდა, გულმა უარი უთხრა, ხელები არ დაემორჩილა, ასეა, მნიშვნელოვანი ადამიანები არ უნდა იქცნენ ჩვენთვის უმნიშვნელო ადამიანებად, თორემ მერე ყველაფერს აზრი ეკარგება, აღარ გაინტერესებს ის როგორაა ან რა სიკეთე უნდოდა ოდესღაც შენთვის... სიტყვებიც კი გეკარგება მათ წინაშე, განა იმიტომ რომ სათქმელი არ გაქვს? განა იმიტომ რომ ერიდები მათ გული არ ეტიკინოთ? არა, უბრალოდ ისინი გაქრნენ, უბრალოდ ისევ სხეულმა გიშველა, ისევ ის იბრძვის, რომ გადაგარჩინოს, გიშველოს, ისევ საკუთარი თავი ხდება საკუთარი თავის მხსნელი და უნდა მიჰყვე, უნდა დაუჯერო, წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოოდ ბნელ ლაბირინთების ყუთში აღმოჩნდები, სადაც ისე გაქრები, ისე ჩაიკარგები ვერავინ ვეღარ გიპოვის და ამ ცხოვრების აჩრდილად იქცევი... თითქოს ის, დატოვებული, ერთი სიტყვა გულს უღრნიდა, მიბრუნდა, მერე მობრუნდა, რაღაცის დაწერა დააპირა, მერე გადაიფქრა, მოწოლილი ცრემლების შეჩერება სცადა, მაგრამ მაინც გადმოსცვივდა, ხელი ჩაიქნია და იმ ბინის კარები, რომელიც მისი სულის სიმშვიდის ნაცვლად ჯოჯოხეთად ქცეულიყო, საბოლოოდ მიიხურა, კიბეები სწრაფად ჩაირბინა და მომლოდინე ტაქსში ჩაჯდა, თვალები დახუჭა და აეროპორტამდე არც გაუხელია, უნდოდა ყველა და ყველაფრის უკან მოეტოვებინა და დაეწყო ახალი ცხოვრება, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა, მაგრამ ერთ რამეში, ღრმად იყო დარწმუნებული, იქ სხვაგან, აუცილებლად შეძლებდა თავისუფლად სუნთქვას და გადარჩენას.
***
- დე ტყემლები აგერ დევს, სულგუნი, ყველიც. - მაგიდაზე ალაგებდა გვანცა პროდუქტებს, - სუნელები არ დაგვავიწყდეს, - უჯრა გამოაღო და დიდი შეკვრით ამოიღო, - ასევე მჭადის ფქვილი აქაა.
- ჩურჩხელები, ტკბილი კვერი და ტყლაპიც მომაწოდე, მანდ ზედა თაროზე დევს.
- იქ ხომ დაგხვდებიან დე? აქედან ჩვენ წაგარებინებთ, მაგრამ იქ როგორ ზიდავთ? - მიეხუტა გვანცა დედამისს.
- არ იჯავრო, მოვახერხებთ რამეს.
- რა უცებ გავიდა ეს ერთი თვე, თითქოს გუშინ ჩამოხვედით და უკვე მიდიხართ. - მოიწყინა გვარაძემ. - არ მეყო. - ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა.
- არც მე დედი, მაგრამ გამოუვალი სიტუაცია, რომ არა ხომ იცი აქ დავრჩებოდი? - ხელები დაუჭირა და გულთან მიიკრა. - დე.
- ჰო, დედი.
- შენ და გივიმ ერთმანეთს გაუფრთხილდით ხომ? ისეთი ნაბიჯი გადადგით უკვე, ეს თამაში არ არის, სიყვარულს გულწრფელობა, ერთგულება და საუბარი ჭირდება. არ მინდა რომ ერთმანეთი დაკარგოთ და დავკარგოთ, მაგრამ ყოველთვის იცოდე, მე შენს გვერდით ვარ რაც არ უნდა გადაწყვიტო, ხომ იცი?
- ვიცი დე.
- ჰოდა ვეცდები პატარა ბინა მაინც ვიყიდო ჩვენთვის, შენ შენს სამსახურს მიხედე, მე კიდევ ჩემი ძალებით პატარა ბუდეს შეგიქმნი დედი... გული მტკივა, რომ ჩემი დაუფიქრებლობით მამაშენის დატოვებული ბინა დავკარგეთ, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით, ახლა მხოლოდ წინ უნდა ვიყუროთ და მჯერა გამოგვივა.
- კი დე, აუცილებლად. - ცრემლები მოიწმინდა გვანცამ.
- მაიკო სად წავიდა? ეს ჩემოდანი, რომ გავავსე, იქნებ რამის ჩამატება უნდა. - წამოდგა და ნივთების ჩალაგება განაგრძო ნანამ
- გივიკოსთან არის ოთახში.
- გივი, შვილო. აბა შენ იცი დედი, როგორც გასწავლე, როგორც კარგ მამაკაცს და მამაშენის შვილს შეეფერება, ისე გააბედნიერე გვანცა. მე კი თქვენს გვერდით მიგულეთ დედი. ვიცი ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ვიცი ახლახანს დაიწყეთ ურთიერთობა, მაგრამ ერთმანეთის გრძნობებს მოუფრთხილდით, ის ვნება, ის სიყვარული რაც ახლა გაქვთ თუ სული არ უბერეთ, თუ არ გაახალისეთ, ჩაქვრება. მე და მამაშენმა ისე ვიცხოვრეთ ერთად 7 წელი, არ ვიცი სიყვარული და ურთიერთპატივისცემა არ გაგვნელებია ერთმანეთის მიმართ და მჯერა შენც ასეთი შვილი ხარ.
- დე, ხომ იცნობ არაა? როდის გინახავს გვანცა გამებრაზებინოს? სულ თვითონ მაწვალებდა და მაბრაზებდა, თან დიდიხანია მიყვარს, მგონი 10 წელია... ეს თუ ნამდვილი და ერთადერთი სიყვარული არ არის, ამდეხანს როგორ მეყვარებოდა, თან ჩემთვის, ჩუმად... - გივის გაეღიმა. - ჰოდა, მადლობა, ჩემთან რომ გამოუშვით გვანცა და ეს სიყვარული შენი დამსახურებით გახდა ასეთი, ორმხრივი და ბედნიერი.
- ჩემო ბიჭო, - შვილი გულთან ჩაიკრა, - თქვენი ბედნიერებით, ვიბედნიერებთ მე და ნანა.
- მაიი, ბევრი გაგვიანდება? - ნანას დაძახება გაიგონა.
- კაი, გავედით ახლა, ბარგი ჩავალაგოთ, მალე უნდა წავიდეთ.
- ჰოდა, მალე უნდა ჩამოგიყვანოთ აქ, საბოლოოდ. - არ ეთმობოდა, გივის მშობელი.
- მოვა დე მაგის დროც. - სამზარეულოში ნანასთან გავიდა, - დედაა, ამდენი რამე მიგვაქვს? - ჩახედა გავსებულ ჩემოდანს.
- რავი, თუ გინდა დავტოვოთ?
- რა უნდა დატოვოთ, გივიმ გიყიდათ დამატებითი ბარგი.
- ეგ კიდე ცალკე, რატომ მოიხარჯა მაგაზე. - გაბრაზებით გახედა ნანამ.
- და ვინ გითხრათ, რომ მოვიხარჯე? - გვანცას წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა.
- გივი, ცოტა ზედმეტები ხომ არ მოგდის? - ხელის მოცილება ცადა გვანცამ.
- ნან, ხედავ? ისევ მჩაგრავს, როგორც ბავშვობაში.
- რა გიყო შვილო, ჭკუა შენ ვერ ისწავლე, შენ შეგიყვარდა და მე რა ვქნა? არა მაი? - სიცილით აუტყდათ დედებს.
- ისევ მე გამოვედი დამნაშავე. - თავი უიმედოდ გადააქნია გივიმ.
- წამოდი, წამოდი, ბარგი ჩაიტანე და ჩაალაგე.
- თებეა აეროპორტში გველოდება, - უცებ გაახსენდა გვანცას, - იცოდეთ მთელი გულით გაბარებთ.
- არ ინერვიულო, მივხედავთ დედი.
- მოდით ახლა ჩავეხუტოთ ერთმანეთს ოთხივე, - გივიმ ხელები გაშალა და დედასავით ჩაიკრა სამი მისთვის უძვირფასესი ადამიანი.
- აუ მომენატრებით რაა, - აკრუსუნდა გვანცა.
- მერე თქვენ ჩამოდით დედი და ასე.
- ჩამოვალთ, აუცილებლად.
ემიგრაციიდან დროებით ჩამოსულის უკან გამგზავრება იმაზე რთულია, ვიდრე პირველად წასვლა ემიგრაციაში. მონატრებულ გარემოს ეჩვევი, თავს ისევ სახლში გრძნობ, სილაღეს, სიყვარულს იკრებ და უცებ უკვე წასვლის დროა, დრო აქ თითქოს სინათლის სიჩქარით გარბის, ხოლო იქ ემიგრაციაში ლამის ერთი დღე ერთ თვეს უდრის, რთული გზაა, არც ისე მარტივად გასავლელი...

***
- მისმინე, გივი, ისე ვნერვიულობ, რომ ვეღარ ვნერვიულობ! - შვლის ნუკრის თვალებით უყურებდა მეგობარს.
- მერე რა ჯობია მაგას? რა გაქვს სანერვიულო? - მხარზე გამამხნევებლად ხელი დაუტყაპუნა.
- გივი.
- ჰო. - ლეპტოპში მუშაობდა, თავი არ აუწევია.
- ხომ არ ხვდება თამუნა რამეს?
- რას?
- აი, ხელი, რომ უნდა ვთხოვო , ასევე ბინა რომ შევარჩიე და ყიდვას ვაპირებ?
- ნწ, არა მგონია...
- გივი...
- ჰო...
- ბეჭედი, რომ არ მოეწონოს? ან მოიცა უარი, რომ მითხრას რა უნდა ვქნა?
- არაფერი, ისევ ცდი.
- ისევ ვცდი, რა მართვის მოწმობის გამოცდაა?
- დაახლოებით.
- გივი, როდის უნდა ვაჩუქო ბეჭედი?
- ახალ წელს, 12 საათზე.
- გივი.
- დამღალე უკვე... - თვალები მაღლა აატრიალა უკვე გულშეღონებულმა გიგაურმა.
- გვანცა ხომ დამეხმარება?
- კი, აბა რას იზამს? აქამდე თუ დაგეხმარა იქ მიგატოვებს?
- ისე შენ რას ჩუქნი გვანცას?
- ჯერ არ ვიცი.
- რა არ იცი? ამაღამ მივფრინავთ. - გაოცებით გახედა.
- შენ ხომ გაქვს ბეჭედი? ჰოდა მე მივხედავ ჩემს საჩუქარს.
- იაზო! - თვალები მოწკურა.
- საღამოს გამოგივლით მე და გვანცა, მერე თამუნას გავუაროთ და მანქანას აეროპორტის ავტოსადგომზე დავტოვებ.
- შენ ვერ ხარ ხო? არ იცი როგორი ძვირია მანდ? მამაჩემს ვეტყვი ან საერთოდაც ტაქსით წავიდეთ.
- მართლა ძვირია?
- ჰო, ამიტომ შავლოვიჩს ვეტყვი, წაგვიყვანს.
- კაი შევთანხმდით, - ლეპტოპი გამორთო გივიმ და წასასვლელად მოემზადა. - წავედი, აბა საღამომდე.
- კაი, დაგირეკავ, რომ გამოვალთ.
- კარგი.
მილანი. ქალაქში საახალწლო განწყობა დილიდან იგრძნობა. ულამაზესად არის მორთული მაღაზიის ვიტრინები და დუომოს მოედანზე უკვე ხალხმრავლობა იგრძნობა.
- რა სილამაზეა, თითქოს ყველაფერი კაშკაშებს. - თამუნა და გვანცა აღფრთოვანებულები აკვირდებოდნენ ვიტორიო მანუელეს გალერეაში მდებარე ძვირადღირებული მაღაზიების ვიტრინებს.
- აუ, მოდი იქ ხარის მოზაიკაზე ქუსლით დატრიალება გავაკეთოთ, სურვილები ჩავითქვათ. - რიგში ჩადგნენ.
ირგვლივ ისეთი ჟრიამული იყო, უამრავი ტურისტი ირეოდა.
- ამ საღამოს რას ვაპირებთ? - გივს გიორგიმ ჩურჩულით კითხა.
- მე და გვანცა საღამოს სადმე დავსხდებით და თქვენ გაისერინეთ, ხო დაჯავშნე ის კაფე ბრერას კვარტალში?
- მოიცა გინდა მარტო გამიშვა?- შეშფოთებული ხმით წამოიძახა - შანსი არაა. ესაა დაგეხმარებიო?
- ვიფიქრე მარტო გინდოდა, მყუდრო, რომანტიულ გარემოში.
- მოდი რა ვქნათ იცი? თქვენ ცალკე მაგიდაზე ისხედით და ჩვენ ცალკე, ჰა? ანდა ასე არ გამოვა, - უარყო მისივე ნათქვამი, - მოდი ყველა ერთ მაგიდაზე დავსხდეთ. უფრო მშვიდად ვიქნები, თორე შეიძლება ბეჭდის ამოღება დამავიწყდეს ან ბეჭედი ამოვიღო და ვერ ვთქვა ის რაც უნდა ვთქვა.
- ვაა, ძმაო, შენ ხელის თხოვნაზე ასე ღელავ და მის ოჯახს, რომ გაიცნობ, მშობლებს, ძმებს, გადარჩები?
- გივი, მაგაზე მერე, - ხელი აუქნია. - დღეს არა კაი?
- ჩუმად ვარ. - ტუჩებზე ხელი გადაიტარა.
ბრერა მილანის გულია, სადაც წარსული და აწყმო ერთმანეთს ფუნჯის ერთი მოსმით ერწყმის. შენობების ფასადები ყვითელი და თბილი კრემისფერი ტონებითაა გაჯერებული. ჰაერში მუდამ ტრიალებს ახლად დაფქული ესპრესოსა და თბილი კრუასანების სურნელი. აივნებიდან გადმოფენილი სურო და ფარული ეზოების სიმწვანე ქვის არქიტექტურას სიცოცხლეს სძენს. ყოველი ვიტრინა, კაფეს მაგიდა თუ ანტიკვარული მაღაზია თავად არის ხელოვნების ნიმუში. ბრერას წვრილი ქვაფენილიანი ქუჩები ხალხით და წყვილებით იყო სავსე. მეგობრები ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ მოკირწლულ ქუჩას, ჰაერში სიყვარულის, ბედნიერების და ახალი წლის სურნელი იგრძნობოდა.
- აი, მოვედით. - მყუდრო კაფის წინ შეჩერდნენ.
- „Gloria Osteria Milano“ როგორი ლამაზი სახელი ჰქვია, - ბიჭებმა გოგოები შეატარეს.
- რა სასიამოვნო გარემოა, - თვალი მოავლეს ირგვლივ ყველაფერს.
მიმტანმა სტუმრები დაჯავნილ ადგილამდე მიაცილა და მენიუ მიაწოდა. შეკვეთილი საჭმელი მალე მოიტანეს.
- იმედია ჩემს გაკეთებულ სპაგეტს აჯობებს. - ქირქილობდა გივი.
- ნუ რა წარმოდგენა გაქვს შენს მზარეულობაზე. - იცინოდა გიორგი.
- ჰოდა შეგიძლია აღარ მომადგე, გამიკეთე და მაჭამეო. - ნიშნისმოგებით გახედა.
- ეს ორი ხომ არ იცი როდის გაიზრდება? - ერთმანეთს გადახედეს გოგოებმა.
- არ ვიცი, - გემრიელად ჩაკბიჩა იტალიური პიცა თამუნამ. - მმ, რა გემრიელია. აი, ეს პიცა ნამდვილად იმსახურებს, რომ ჩემს პირად "საუკეთესო მოგონებების" სიაში ჩაეწეროს. საერთოდ, ეს წელი ძალიან გიჟური იყო, არა? ბევრი ვიშრომეთ, მაგრამ ახლა აქ რომ ვართ, ყველაფრად ღირდა.
- მართალი ხარ თამუნია. შარშან ამ დროს ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ახალ წელს იტალიაში შევხვდებოდით. რთული წელი გვქონდა ძლიერი დანაკარგებით, - თვალზე ცრემლი აუკიაფდა გვანცას, - მაგრამ ამასთანავე ბევრი კარგი სიახლით და ბედნიერებით.
- მოდი ეს კერძი მივირთვათ, როგორც ოფიციანტმა მითხრა, ამ კერძს „ლობიოსებრ ოსპს ძეხვთან“ ერთად იტალიელები ახალ წელს ბედნიერებისთვის ჭამენ, ჰოდა ყველამ თითო კოვზი მივირთვათ სიმბოლურად.
- ისე გიორგი ის თუ იცი, რომ ოსპის მარცვლები მონეტებთან ასოცირდება? რაც მეტს შეჭამ, მით მეტი ფული გექნება მომავალ წელსო, ჰოდა, თითო კოვზი კი არა, ბოლომდე დავასრულოთ. - იცინოდა თამუნა.
- ეჰ, რა გოჭი და გოზინაყი არ მაქვს, ოსპს მაჭმევენ დედაა, - ძალით შეჭამა ერთი კოვზი გიორგი, - ვაიდა ტყუილად მაჭამეთ, არ ვიცი დამირიცხეთ მერე ანგარიშზე თანხები, პირადში მოგწერთ.
- სულ როგორ ღლაბუცობს.
- ისე მიმტანმა მითხრა, სამხრეთ იტალიაში ახალი წლის ღამეს ფანჯრებიდან ძველ ნივთებს ყრიანო, იმედია, ამ ქუჩაზე არავინ აპირებს ტელევიზორის გადმოგდებას და თავში რამე არ დამეცემა.
- აქ არამგონია, ტყუილად ღელავ. - დაამშვიდა გივიმ მეგობარი. - ისე რა არის თქვენი სურვილები მომავალი წლისთვის?
- მინდა, რომ მომავალ წელს ნაკლები ვინერვიულო, პროფესიულად გავიზარდო და ბედნიეირ ვიყო ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად. - გივის მიეხუტა გვანცა.
- ჩემი სურვილიც გვანცას ნაირია, დავამატებდი რომ მინდა მომავალ წელს ისევ ვიმოგზაუროთ ერთად. - ჭიქა აწია თამუნამ - და შენ? - მიუბრუნდა გიორგის.
- მე უბრალოდ მინდა, ეს სიმშვიდე და ბედნიერება, რასაც ახლა ვგრძნობ, მთელი წელი გამყვეს თქვენთან ერთად.
- მოიცა, - შეაჩერა თამუნამ - ნახე, მიმტანს უკვე Panettone (იტალიური საახალწლო კექსი) და შამპანური მოაქვს, სულ ცოტაც და ახალი წელი დადგება.
- 10 წამი დარჩა თორმეტამდე...

საათი თორმეტს უხალოვდება, კაფეში ყველამ უკუთვლა დაიწყო, შიგნით თუ გარეთ ხალხის ჟრიამული და ფეიერვერკების პირველი ხმები ისმის. საათმა თორმეტჯერ ჩამოკრა და ყველამ ერთად ხმამაღლა დაიძახა : Buon Anno.
- ახალ წელს გილოცავთ მეგობრებო, - ერთამენთს ეხვეოდნენ მეგობრები. - ბედნიერი, წარმატებული, ჯანმრთელობით სავსე წელი გვქონოდეს. - შამპანიურის ჭიქები მიუჭახუნეს.
- მოიცა ფოტოც გადავიღოთ, - გვანცამ მობილური მოიმარჯვა და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
- მოდი ჭიქები ისევ შევავსოთ, - გიორგის ღელვა უკვე ეტყობოდა, ხელები უთრთოდა.
- გიო, ასეთი გაფითრებული რატომ ხარ? - სიცილი აუტყდა თამუნას, - სიცხე ხომ არ გაქვს? - როდესაც გიორგის ოფლით დაცვარული შუბილი დაინახა. ნუ ნერვიულობ, რადგან ტრადიციული იტალიური ოსპი უკვე ვჭამეთ, მომავალი წელი გარანტირებულად წარმატებული გვექნება ყველას.
გიორგიმ ღრმად ჩაისუნთქა, თამუნას ხელი მოკიდა და თვალებში შეხედა:
- ჩემო თამუნა, სიმართლე გითხრა იტალიური ტრადიციების იმედად არ ვარ. უბრალოდ... ამ წუთზე ბოლო ორი თვეა ვფიქრობ.
- რა მომენტზე? - თამუნა დასერიოზულდა და ინტერესით შეხედა.
- გახსოვს, წეღან მკთხრე, რა არის შენი მთავარი სურვილი მომავალი წლისთვისო?
- კი, მახსოვს.
- ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ ყველა მომავალ წელს, სადაც არ უნდა ვიყოთ, იტალიაში, საქართველოში თუ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში - ახალ წელს შენს გვერდით მინდა, რომ ვხდებოდე. არა როგორც შეყვარებული, არამედ როგორც შენი ქმარი.
თამუნა სუნთქვა შეკრული, აცრემლებული თვალებით უცქერს სუნთქვა შეკრულ გიორგის.
- გიორგი... შენ... - პირზე ხელი აიფარა, რომ არ ეყვირა, როცა გაიზრა რის თქმას გეგმავდა მისი შეყვარებული.
- მინდა, რომ - ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო, გახსნა და ბეჭედს აჩვენებს - ჩემი ცხოვრების ყოველი დღე შენთან ერთად დაიწყოს და დასრულდეს. ცოლად გამომყვები?
- ღმერთო ჩემო... რა თქმა უნდა... - აკანკალებული მარჯვენა ხელს აწვდის, გიორგი ბეჭედი გაუკეთა, ხელზე აკოცა და ჩაეხუტა.
- გილოცაავთ, - ყვირიან გივი და გვანცა. - აუუ ვიტირებ ახლაა, - ცრემლებს იწმენდა გვანცა.
- ტირი უკვე. - თმები აუჩეჩა გივიმ. - მომესწრო ძმაკაცი, ცოლიანი ბიჭი მეყოლება მალე.
- ყველაფერი იცოდით ხომ? - სრუტუნებდა თამუნა.
- ჩვენი მეგობრების დახამრების გარეშე ეს საღამო არ გამოვიდოდა, ჩემო მომავალო ცოლო.
- კაიი, მასე ნუ მეძახი, ჯერ კიდევ სიზმარში მგონია თავი.
- ყველაზე ლამაზი სიზმარია ახლა შენს თავს. - გვანცა მეგობარს ჩაეხუტა. - ულამაზესი კადრები გადავიღე, მერე ჩაგიგდებ. თამუუ, დამანახე ბეჭედი, როგორი ლამაზია.
- ეს ნამდვილად საუკეთესო ახალი წელია ჩემს ცხოვრებაში!
- დაე, ბევრი ასეთი საუკეთესო წელი გვქონდეს მომავალში, თავისი ჩავარდნებით, მაგრამ მყარად ფეხზე წამოდგომით. გილოცაავთ, ჩემებო.
- ისე გიო ახლა წინ ცოტა რთული დღეები გელოდება. - გაწვალება გადაწყვიტა გივიმ.
- მოიცა რატომ?
- თამუნამ კი გითხრა კიო, მაგრამ მისმა ოჯახმა და ძმებმა რომ არ გამოგატანონ?
- დამშვიდდი, იციან ძმებმა, ვიცნობ უკვე.
- იცნობ? - ამ სიახლემ გააოცა თამუნა, - როდის მოასწარი?
- რა მნიშვნელობა აქვს, საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნას ვგეგმავდი და მის ძმებს არ გავიცნობდი?
- აუუ, გიო, რა საყვარელი ხარ. - ლოყებეზე მიეფერა.
- ახლა გაიგე?
- არაა, ამიტომაც მიყვარხარ.
- მეც.
ცოტა ხნის შემდეგ ოთხივე მილანის ხმაურიან, ფერად ქუჩებში გავიდა. გარეთ ცივი მილანური ღამე იდგა, ჰაერში გამომცხვარი კაკაოსა და დენთის სუნი ტრიალებდა. წინ გივი და გვანცა მიდიოდნენ, ხმამაღლა იცინოდნენ და ახალ გეგმებს აწყობდნენ, გივიმ საყვარელ ქალს თვალებში ჩახედა, რომელიშიც ის სითბო და ციმციმა ვარსკვლავები დაინახა, რომლის გამოც წლების წინ შეუყვარდა:
- აბა შემდეგ წელი ჩვენი იქნება?
გვანცამ გაიღიმა, გივის მხარზე მიეხუტა და უფრო მაგრად მოუჭირა ხელი. მათ არ სჭირდებოდათ ხმამაღალი სიტყვები — ამ ერთ წამში მთელი მათი საერთო წარსული და მომავალი ჩატია.
თამუნა და გიორგი კი უკან მიჰყვებოდნენ, ხელჩაკიდებულები. თამუნამ იცოდა, რომ წინ კიდევ ბევრი მოგზაურობა ელოდათ, მაგრამ ეს ღამე — ძველი კაფე, ოსპის გემო, მეგობრების გიჟური სიხარული და გიორგის თბილი ხელისგული — სამუდამოდ დარჩებოდა მის პირად კალენდარში, როგორც ყველაზე ჯადოსნური დასაწყისი.
ნებისმიერი ახალი წელი — ახალი, საერთო ცხოვრების დასაწყისია, რომელიც ერთდროულად აერთიანებს წარსულის ნოსტალგიასა და მომავლის იმედს. ახალი წელი ხომ სწორედ ამისთვის არსებობს. ის ადამიანებს აძლევს იმედს, დაიჯერონ სუფთა ფურცლის ჯადოსნობის. მას მოაქვს იმედი იმისა, რომ ძველი შეცდომები წარსულში დარჩება, ნატკენი გული გამთელდება, ხოლო შიშებს — გამბედაობა ჩაანაცვლებს. ეს არის ღამე, როდესაც ყველაზე პესიმისტი ადამიანებიც კი, თუნდაც ერთი წამით, გულში უშვებენ ფიქრს, რომ მომავალი თორმეტი თვე უკეთესი, თბილი და მშვიდი იქნება. ეს არის რწმენა, რომ სასწაულები არ ხდება სადღაც შორს, არამედ იწყება აქ, ჩვენს გადაწყვეტილებებში, ახალ მიზნებსა და ერთმანეთისთვის ჩაკიდებულ ხელებში.
გივიმ გვანცას შეხედა, გიორგიმ თამუნას წელზე მოხვია ხელი და ოთხივე მათგანი ნელ-ნელა შეერია ხალხის ფერად ტალღას. მილანის ცაზე ფეიერვერკების ბოლო ნაპერწკლები ქრებოდა, მაგრამ მათ გულებში ახალი წლის მთავარი საჩუქარი უკვე ანთებულიყო — იმედი იმისა, რომ რა აუხდენელი ოცნებებიც არ უნდა დაეტოვებინათ გასულ წელს, წინ კიდევ 365 ახალი, გაუცვეთელი შანსი ელოდათ.



პ.ს. წინასწარ ყველას მადლობა, ვინც წაიკითხავს და თუნდაც ერთ კომენტარს ან ემოციას გამოხატავს.

პატივისცემით
ავტორი ხ.მ.











სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent