მეო (სრულად)
ოცდაშვიდ ოქტომბერს ბასა რობაქიძე ოცდაშვიდი წლის გახდა.მეგობრების დიდი თხოვნის შემდეგ რესტორანში გადაიხადა დაბადების დღე და აღნიშნავდნენ ახალგაზრდები ერთად.
მუსიკა სასიამოვნოდ ავსებდა დიდ დარბაზს, ორი ლამაზი სხეული კი ნელა ირწეოდა სიმღერის ფონზე. -რა კარგია,რომ მაინც აღვნიშნეთ არა?ნახე ოთო რა ბედნიერია.-ჩაეცინა ანას და კიდევ უფრო მჭიდროდ მიეკრო ვაჟის სხეულს.ბიჭმა ნახსენებ მეგობარს გვერდულად გახედა და ცალყბად ჩაეცინა. -თავს არ დამანებებდნენ ისე ხომ იცი.-უპასუხა ბოლოს და წელზე მოეფერა. -ისე ის შენი თანამშრომელი აჩიკო კარგი ბიჭი ყოფილა.-მხრები აიჩეჩა გოგომ.ბასამ თვალები გადაატრიალა. -საბას ღალატობ? -ვითომ ერთად ვიყოთ.-წყენით ამოიხვნეშა. -გინდოდა გეთქვა შენს არსებობასაც არ აღიარებს.-მკაცრად უპასუხა. -მოკეტე!მაინც ვერ მომიშლი ნერვებს,კარგ ხასიათზე ვარ. -რატომ?სადარბაზოსთან ხომ არ გადაიკვეთეთ შემთხვევით?-რაც იმ წამს მოაფიქრდა ის უთხრა,ანას სახის გამომეტყველებით კი მიხვდა მართალი აღმოჩნდა.-არ არსებობს!-სიცილი დაიწყო.მერე გაჩერდა და გულწრფელად უთხრა.-რა ცოტა რამ გყოფნით ქალებს ბედნიერებისთვის.-ნუშისებრ თვალებში ჩააჩერდა. საბა ბალანჩივაძე ანას ოთხწლიანი სიყვარული გახლდათ.მისი მეზობელი.ერთი ჩვეულებრივი ბიჭი,ყველას უკვირდა ანას რა მოეწონა მასში,რამ გადარია.გარეგნობას არ უჩიოდა საბა და თავისი ლამაზი ქარიზმატული მწვანე თვალებით ნებისმიერის მოხიბვლა შეეძლო,თუმცა ანას გარშემო უკეთესი კაცებიც იყვნენ.თავად მაისურაძის ასულმაც არ იცოდა მისი აკვიატების მიზეზი,თავი და ბოლო, მაგრამ ასე უაზროდ უხაროდა ის. -დაუკარით ოსურიიი,მაგისთვის ვარ მოსულიი!-ყვირის ოთო ანდრონიკაშვილი ბოლო ხმაზე და ცდილობს მუსიკის ხმა გადაფაროს. -აღარ დაალევინოთ ამას.-ფხუკუნით ამბობს გოგო და ბასას მკლავებს ნელა შორდება,მეორე მეგობართან მიდის,რათა გადაეხვიოს. -რა გჭირს ოთო,ოთო,ოთუნა?გიჟმაჟუნა შფოთუნა?-სიცილით ეკითხება და ხელს ბეჭზე ხვევს. -აი ანა,როგორ მიყვარხარ ხო იცი?-ძლივს ატრიალებს ბიჭი ენას სიმთვრალის გამო და ნათლად ჩანს მის ცისფერ პერანგზე წითელი ღვინის ლაქა. -ვიცი,ვიცი.-ეუბნება და თავზე კოცნის. -გვანცუცაც მაგრად მიყვარს,ჩემი დები ხართ. -სადაა გვანცა? -ჩაკიდულს სვამს ზვიადი ბიძიასთან ერთად, ქალი კი არა ხარია.-გაოცებით ამბობს და სამივეს ეცინებათ.-ბასასუნა შენთან ხომ დამიტოვებ ამაღამ?-რობაქიძის ვაჟკაცს მიუბრუნდა. -მაგას თუ აღარ დამიძახებ დავფიქრდები.-თვალები გადაატრიალა. -შე*ემა სად გდიხარ?-ისმის ლუკას ლანძღვა.-გეძებ რამდენი ხანია!გარეთ ჩხუბია და მეგონა რამე შარს გადაეკიდე.-თავში უთაქებს ოთოს. -მე და შარი?-შეურაცხყოფილად თქვა. -მგონი სჯობს წავიდეთ.-საბოლოო დასკვა გამოაქვს ყველაზე უფროსს და სტუმრებს ემშვიდობება. ოთო ანდრონიკაშვილი ძალიან საყვარელი, კეთილი და ალალი ბიჭია,ოქროსფერი თმითა და ზღვისფერი თვალებით ნებისმიერი ქალის მოთაფლვა შეუძლია,როგორც გვანცა ამბობს მოსიარულე კომედი შოუ და კაზანოვაა,თავად კი შესწორება შეაქვს ამ უკანასკნელში და ამბობს მხოლოდ და მხოლოდ გოგონების გულთამპყრობელი ვარო. -სანამ წიხლქვეშ გაგიგდე მანამდე მოკეტე ოთო!-უღრენს ლუკა მანქანაში ძლივს ჩატენილ ბიჭს. -არ ვარ მთვრალი!დალევა მინდა!გვანცა მიშველე!-სასაცილოდ ყვირის და მანქანიდან გადმოსვლას ცდილობს.გვანცა ისეთი ნასვამია, თავისი სახელი არ ახსოვს და ანაზეა მთელი სხეულით მიყრდნობილი. -ოთიკო,ჩემო კარგო ბიჭო ხვალ გავაგრძელოთ კარგი?ახლა ცოტა დავისვენოთ.-მშვიდად ეუბნება მაისურაძე,ყველასგან გასაკვირად ანდრონიკაშვილი მშვიდდება და ჩვილივით იძინებს. -მასწავლე რა!-ქარდავა ეხვეწება. სტუმრები წავიდნენ,ბასამ თავის თავზე აიღო ქერას მოვლა,ანამ გვანცა წაიყვანა თავისთან. თბილისისთვის არადამახასიათებლად მშვიდი ღამე იყო,სასიამოვნოდ გრილოდა. ქუჩებს შემოდგომის ფერი დასდებოდათ და ნახევრად გაშიშვლებულ ხეებს სიმარტოვის სუნი ასდიოდათ. სამეგობრო წრე ხუთი კაცისგან შედგებოდა. ყველანი უბნელები გახლდათ, თავდაპირველად ანამ,ბასამ და გვანცამ გაიცნეს ერთმანეთი სკოლაში,პირველ კლასში და მას შემდეგ აღარ შეუწყვიტავთ მეგობრობა. ოთოს აბიტურიენტობისას დაუმეგობრდნენ ინგლისურის მასწავლებელთან,ლუკა ქარდავა კი ბასას თანამშრომელი და გვანცა ბენდელიანის შეყვარებულია. -შენი ქერა თმის მშურს.-დილით,წამსვე ეუბნება ანა გვანცას,როცა მის თავთუხისფერ კულულებს ხედავს. -ანა,ნუ ბოდავ და დაიძინე.-ზმუის თავაუღებლად. მაისურაძე ვერ იძინებს,ასეა როცა ალკოჰოლს სვამს.სარკმელში იხედება და ფიქრობს რა მალე მოვა ახალი წელი,რა მალე გადათეთრდება ირგვლივ ყველაფერი,მერე საბასკენ გაურბის ფიქრები და უნდა ახალ წლამდე ყველაფერი უთხრას,მერე გადაიფიქრებს ქალი ვარ და მე როგორ უნდა ვქნაო… ზლაზვნით ამოვიდა მზე. -ბასასთან მინდა გასვლა,წამოხვალ?-ეკითხება გვანცას,უყურებს გოგო როგორ ისწორებს ტუჩსაცხს სარკეში. -ვერა,მოსწავლე მყავს. -რომელი,დავით დავითაშვილი?-სიცილით ამბობს. -ჰო,ზუსტად ეგ და ეგ საცოდავი ჩაიჭრება ეროვნულებში წერტილ-მძიმის გარჩევა თუ ვერ ისწავლა.-ჩანთა მოიკიდა მხარზე. გვანცა სახლიდან გააცილა,ტყავის ქურთუკი მოიცვა და ფეხით გაუყვა ბასას სახლამდე მიმავალ გზას. ღიღინით მიუყვებოდა ასფალტს უცებ კნავილი რომ გაიგო.აქეთ-იქეთ მიიხედა,სადარბაზოს კუთხეში ყუთში საწყლად გაჭედილი კნუტი დაინახა. -შე საწყალო.-ლამის ტირილი დაიწყო ისე აიყვანა ხელში.ბევრი ყოყმანის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და თან წაიყვანა იგი. შავი რკინის კარი სათადარიგო გასაღებით გააღო,ჩუმად შეაბიჯა სახლში. -რა ჯანდაბაა?-ხმამაღლა შესძახა ბასას დანახვისას,სამზარეულოში ჩაის იმზადებდა.-თმას რა უქენი?!-თვალები გაიფართოვდა გოგოს. -გადავიპარსე რა იყო?-სიგარეტი გაუკიდა და აივანზე გასვლა დააპირა. -გიორგი ტიგინაშვილის ახალგაზრდობას გავხარ. -ეგ კომპლიმენტია?-წარბები შეკრა.ანამ შიშველ მკერდზე აატარა თვალი,მერე უცებ მოაშორა. -რატომ მოიშორე შენი პატარა კულულები? ხომ იცი როგორ მიყვარდა?!-გაუბრაზდა. -თმა არის,გაიზრდება.-უემოციოდ მიუგო.-მოიცა ეგ რა არის?მანდ რა გყავს?-მხრებში გაიმართა ბასა და ახლა შეამჩნია გოგოს მკლავებში მოქცეული წითური კნუტი. -ხომ გინდა თმების ამბავი გაპატიო?-ანაც გავიდა აივანზე და კატა დაანახა.-ნახე რა საყვარელია. -შენს სახლში წაიყვანე.-თავი გააქნია. -ესეც ჩემი სახლია,დედაჩემი მომკლავს!გთხოვ ბასა!-ხბოს თვალებით შეხედა ქვემოდან. -მასე ნუ მიყურებ!-საჩვენებელი თითი აუქნია. -თუ გიყვარვარ.-არ წყვეტდა საცოდავად ყურებას,ბასა კი სწორედ ამ მზერას ვერ უძლებდა ვერასოდეს. -არ მიყვარხარ.-მაინც არ უყურებდა. -გთხოვ! -შენ მოუვლი!-მკაცრად უთხრა და ბიჩოკი აივნიდან მოისროლა. -იეს!-წამოიყვირა ანამ და ლოყაზე აკოცა ბიჭს. -ჰაიტ!თქვე მამაძაღლებო!გორკაობაზე დაგიჭირეთ!-ისმის ოთოს ხმა რომელიც ტაშს ერთხელ უკრავს. -ნახე ვინ მოვიყვანე.-უკბილო კომენტარს აიგნორებს ანა და კნუტს ანახებს ოთოს. -ვა,შენ ვინ ხარ? მაისურაძე წამით ავლებს კატას თვალს, მის ნუშისებრ თვალებს უყურებს და წამსვე ამბობს. -ნუში ქვია! -კატას ნუში?-უკვირს ანდრონიკაშვილს.-რანაირი სახელია?-სახეს მანჭავს.-ვაჟა დავარქვათ ან იპოლიტე. -ნუ ბოდავ! -კაი ხო,ნუში სუში.-ხელში აჰყავს კნუტი. -სუში კი არა!ნუში!-უჯავრდება ანა. -ხო…სუში.-ჯიბრში უდგება.ოთოს ფისოს გასუფთავება უნდა ამიტომ აბანოში გაჰყავს. -რა კარგი ბიჭი ხარ!-უღიმის ანა გულწრფელად. -ახლა სულ აქ უნდა იყო. -მერე შენ რა?გოგოებს ვეღარ ამოიყვან?-დოინჯი შემოირტყა. -ბავშვივით ნუ იქცევი.-წარბი აუწია ბასამ. -კარგი ხო,რა იყო?კარგ ხასიათზე ვარ. ბასას ერთ ოთახიან ბინაში ყველა კომფორტულად ცხოვრობს,ოღონდ მონაცვლეობით.ეს სახლში შეხვედრის,კამათის,დალევის და ზოგადად ყველაფრის ათვლის სათავეა.ვერავინ სვამს ყავას ისე გემრიელად როგორც აქ და ვერც ვერავინ ატანს სიგარეტს გემოს ისე,როგორც რობაქიძის სახლში. -ჩაიცვი,გაცივდები.ოქტომბრის ბოლოა შენ კიდევ ტარზანივით დადიხარ. -არ მცივა. -ზოგჯერ მგონია ჯუნგლები შენი პირველი სახლია ისეთი უგრძნობი ხარ.-უთხრა და შიგნით შევიდა ოთოს სამეთვალყურეოდ. ბასამ მეცხრე სართულიდან გადაიხედა, თვალი მოავლო ნაცრისფერ ანძახა და ეშმაკის ბორბალს,მერე კი მართლა შევიდა შიგნით. -ნახე რა ლამაზია!-ლამის ამოიტირა ანამ სუფთა კატის დანახვაზე.-ხვალ ყველაფერს ვუყიდი.-შენ არ მუშაობ?-ოთოს ეკითხება. -პროფილაქტიკა ჩემია,მინდა მივალ,მინდა არა. -ადარდე ამას ახლა რამე.-ბასამ ტელევიზორი ჩართო. -შენთან კლინიკაში რა ხდება? -რავიცი,ვაცლი ხალხს კბილებს და ვარ.-ჩაიცინა. -გვანცა სადაა?შენთან ერთად არ იყო? -მოწაფე ჰყავს,აბა თუ გამოიცნობ რომელი?-სიცილით თქვა. -დავით დავითაშვილი?-ორივე ბიჭმა ერთდროულად თქვა. -ჰო! -ერთხელ როგორ ვერ უნდა ვნახოთ ეგ ტიპი. -მოდი სანაძლეო დავდოთ,ვინც პირველი ნახავს,რამე სურვილი შევუსრულოთ იმას.-ოთო ამბობს. -რა სურვილი?-თვალებგაბრწყინებული კითხულობს ანა. -კაი პურმარილს იკისრებს მეორე. -თანახმა ვარ.-ამბობს გოგო. -რაზე ხარ თანახმა?ცოლად მომყვები? -ოთო დაგარტყამ ახლა!-ბალიში გაუქანა სახეში. -კაი,კაი. ორივემ ბასას გახედა,ბიჭის პასუხს ელოდნენ. -იქედან გამომდინარე რომ ეგ არასოდეს მოხდება,თანახმა ვარ.-უემოციოდ თქვა. დიდხანს ისაუბრეს,კარტიც ითამაშეს,ოთოს სამსახურიდან დაურეკეს და წასვლა მოუწია ლანძღვა-გინებით. უკვე კარგად იყო დაღამებული ორი სხეული აივანზე რომ გავიდა მოსაწევად. ორ პატარა სკამზე დასხდნენ,შავი ჩაი დაიდგეს ლამაზი ფინჯნებით(რომლებიც ანამ იყიდა),სიგარეტს მოუკიდეს და ჩუმად ისხდნენ თბილისის ანძას უმზერდნენ,ფერად ეშმაკის ბორბალს. -იცი რაზე ვფიქრობდი?-ანამ დაიწყო საუბარი.-ძალიან მომენატრება ეს ყველაფერი.-სევდიანი თვალებით შეხედა მეგობარს. -სადმე წასვლას აპირებ და არ ვიცი?-ჩაეცინა ბასას და პირიდან ბოლი გამოუშვა. -არა,მაგრამ ერთ დღეს ხომ გავთხოვდები?… შენ ცოლს მოიყვან,სამუდამოდ ასე ვერ გაგრძელდება.მინდა ყველაფერი დავიმახსოვრო. -გაჩუმდი.-უხეშად უთხრა გოგოს და ბიჩოკი საფერფლეში ჩაწვა. -არც შენ გსიამოვნებს მაგაზე ფიქრი არა?-ჰკითცა. -ანა,საკმარისია.რატომ არ შეიძლება აწმყოთი ვიყოთ კმაყოფილები? ანა მიხვდა ბასა ძალიან გაღიზიანდა,იცოდა რა მოჰყვებოდა მის გაბრაზებას,ამიტომ ჩუმად ყოფნა არჩია. -ბოდიში,უხეშად გამომივიდა,რაღაც ხასიათზე არ ვარ.ღამე არ მეძინა და ბევრ რამეზე დავფიქრდი… -შუახნის კრიზისი მოგაწვა?დაბერდი უკვე ოცდაშვიდი წელი არაა ცოტა. -უკან მომეწევი რამდენიმე თვეში.-ნიშნის მოგებით უთხრა.-ხვალ კვირაა,დარჩი დღეს.-რატომღაც სიფრთხილით უთხრა. -რამდენი ხანია აქ არ დავრჩენილვარ. -ჰოდა დღეს მთელი ღამე ვილაპარაკოთ,ოღონდ საბაზე არა!-თითი აუქნია. -ყველა მაგას რატომ მეუბნება? -რადგან გამაღიზიანებელი ხარ როცა კაცზე ლაპარაკობ,თან საბაზე! -მაშინ აჩიკოზე ვისაუბროთ.-შესთავაზა. -არა!არანაირი კაცები! -კარგი,კარგი!-ხელები დანებების ნიშნად აღმართა.-ტიგინას მოვუსმინოთ რა. -ჩართე.-არ შეპასუხებია. ბევრი არ უსაუბრიათ,ტიგინაშვილის მუსიკებს უსმენდნენ და ასე დაათენდათ აივანზე.ბასას ბევრი რამის თქმა სურდა,მაგრამ ჯერ თავადაც არ იყო გარკვეული ამაში,ამიტომ ანას ყურება და მისი აზრების მოსმენა არჩია. -არ გეძინება?-ჰკითხა ბასამ როცა შეამჩნია უკვე კისერს ვეღარ იჭერდა ანა. -საწოლზე მე ვწვები ხო?-გაეკრიჭა გოგო. -ოთომ ზურგი ისე მატკინა წუხელ,დივანზე ვერაფრით დავიძინებ.-მოატყუა. -მეგონა ჯენტლმენი იყავი ბორის რობაქიძე! დივანზე მე დავიძინო?-დოინჯი შემოირტყა. -ჩემთან დაიძინე,პირველად ხომ არ ვიძინებთ ერთად?-ანას სახეზე მილიონმა ფერმა გადაურბინა.რატომღაც უცნაური ჭვალვა იგრძნო მუცელში. -მაშინ მეოთხე კლასში ვიყავით.-ჩუმად თქვა. -და რა განსხვავებაა?-ისე ზერელედ უთხრა ბასამ მიხვდა,მხოლოდ თავად აზვიადებდა. ჭიქები სამზარეულოში შეიტანეს,აივნის კარი დახურეს,მძინარე კნუტს მიეფერა გოგო,მერე კი ოთახში შევიდა.მუქ ოთახში პატარა ლამპა ანათებდა,კუთხეში ხორცისფერი გიტარა იყო მიყუდებული,სხვა არაფერი იდო. -რამე მომეცი რომ ჩავიცვა.-მაინც უხერხულად იდგა.ბიჭმა კარადა გამოაღო,ნაცრისფერი მაისური და შავი საცვალი მიაწოდა ანას. -სერიოზულად?-ტრუსი გაჭიმა ანამ. -შორტები ჩაგძვრება.-გაეცინა. სწრაფად გამოიცვალა გოგომ,ბასამ მაისური გადაიძრო და შიშველი მკერდით ჩაწვა საწოლში. -ანა რა ჯანდაბა გჭირს?-მკაცრად ჰკითხა და საბანი გადასწია,რათა დაწოლილიყო. -არაფერი,ნუ მიყვირი!-სწრაფად ჩაწვა. -ტუალეტი მოილიე? -ბავშვი კი არ ვარ!-შეურაცხყოფილად თქვა ანამ. -იცოდე ღამე შენმა გასვლამ არ გამაღვიძოს! ბალიშით გაგგუდავ!-თვალებდახუჭული ამბობს.ხმას არ სცემს გოგო.-სამი ჭიქა ჩაი გაქვს დალეული.-უმეორებს. -ვერ გიტან.-მუჯლუგუნს ჰკრავს ბიჭს და ტუალეტისკენ გარბის.ბასა თვალს ავლებს საცვლებითა და მისი მაისურით როგორ მიდის გაბრაზებული საპირფარეშოში და ჩუმად ეცინება. -კარგი გოგო ხარ.-დაბრუნებულს ეუბნება და თავზე უსმევს ხელს.მაისურაძეს გული სხვანაირად უფრიალებს და თავს ძილს აიძულებს,რომელიც არა და არ გამოსდის. რობაქიძის მშვიდი სუნთქვით ხვდება, რომ სძინავს.საწოლში ბორგავს,ვერ პოულობს ადგილს.-მოისვენე!-მკაცრად ეუბნება ბასა და მის დიდ მკლავში ახვევს ანას,გულზე იხუტებს. ეს კი საკმარისია გოგოს გასათიშად. შუადღისას უცნაურად ეღვიძება,ფეხები ბასას ფეხებში აქვს გადახლართული და ბიჭს წელზე ხელი აქვს შემოხვეული,ისეთი თბილი და სასიამოვნოა ბიჭის მკვრივი,მაგარი სხეული. ანა ძლივს ართმევს ძილს თავს და კატასავით ზმუის.თვალებს ნელ-ნელა ახელს,ხელსაც ფრთხილად იშორებს,არ უნდა რობაქიძე გააღვიძოს,იცის როგორი ფხიზელი ძილი აქვს. ფეხაკრეფით მიიპარება სამზარეულოსკენ, ბასას დიდი ჩუსტები აცვია და სასაცილოდ დადის,არქიტექტორი კაცის ძვირადღირებული ფანქარი აიღო სამუშაო მაგიდიდან და მოგრძო თმა იმით დაიმაგრა. ბასას საყვარელი ომლეტი გააკეთა,კიტრი-პომიდორიც დაჭრა სვანურ მარილთან ერთად,ყავა აადუღა. ბასა ჩუმად უმზერდა ამ სანახაობას და სიცილს ძლივს იკავებდა,როგორ ცდილობდა დიდი ჯამის მაღალი თაროდან ჩამოღებას,თავისი,უზომოდ დიდი ჩუსტებით. საოცარი სუნი იდგა სამზარეულოში,მზის სხივები ისე ანთებდა ოთახში თითქოს ივლისი იყო და არა ოქტომბერი. -როგორ მოხდა საჭმელს რომ აკეთებ?-ვერცხლისფერი ჯამი ჩამოუღო თაროდან. -ასე გვიანობამდე ბოლოს როდის მეძინა არც მახსოვს.-სხვა რამ უპასუხა.ბასამ მაგიდას მოავლო თვალი,ერთი სული ჰქონდა როდის შეექცეოდა,ანას ნაცრისფერი ძალიან უხდებოდა. -იცი ეს ფანქარი რა ფასიანია?-თმიდან აძრობს ჯოხს რა წამსაც გოგოს ღია წაბლისფერი თმები მხრებზე უვარდება. -არ ვიცი,მითხარი.-მხრები აიჩეჩა,ბასამ მხოლოდ ჩაიცინა და უკან დაუბრუნდა ფანქარი. -ვჭამოთ ცუდად ვარ. ასეთი გემრიელი საუზმე ბასას არასოდეს ეჭამა,ორივე ფიქრობდა იქნებ ამ სახლს აქვს რამე ჯადო და ყველანი მისი მსხვერპლნი ვართო,თუმცა ეს არასოდეს იყო მიზეზი ამისა. -დღეს რა გეგმები გაქვს?-პირგამოტენილი ეკითხება ბასა. -ნუშიკოს უნდა ვუყიდო ყველაფერი,მეტი არაფერი,მალე თუ არ გავალ ყველაფერი დაიკეტება.შენ? -უნდა ვიმუშაო.-მოკლედ უთხრა. -ბასა კარგი რა!ახალგაზრდა…კარგი შეიძლება ახალგაზრდა არა,მაგრამ მაინც კარგი ყმაწვილი ხარ და შენს ასაკთან შედარებით კარგად გამოიყურები,გაერთე!ბარში წადი, გოგო გაიცანი,შენნაირ კაცებს ნატრობენ!მერე რა რომ კარგად გიხდიან ამ სულელურ ნახაზებში. -შენ?-ეკითხება ბასა. -მე რამდენს მიხდიან?-ყავა მოსვა ანამ. -შენ თუ ნატრობ ჩემნაირ კაცს.-სერიოზულად ეკითხება. -ხომ იცი მე ვისაც ვნატრობ.-თავჩაქინდრული ეუბნება. -ესეიგი ყველას არ ვუნდივარ. -ასე რატომ იქცევი?ვერ ვხვდები რატომ დააჯინდით ამ ბიჭს ასე.-ტონს აუწია ანამ.-ბავშვი ხომ არ ვარ?ყველა ასე მექცევით, ოთო და ლუკაც უგულებელმყოფს როცა მასზე ვიწყებ საუბარს,მხოლოდ გვანცას ესმის ჩემი. არც არაფერი ხდება ჩვენს შორის,რაც მაქვს იმასაც რატომ მართმევთ?-თვალები აუცრემლიანდა. -რადგან მეტს იმსახურებ და ამას ყველა ხვდება შენს გარდა. -და თუ არ მინდა მეტი?საბა მინდა!-სწრაფად ადგა მაგიდიდან ოთახში შევიდა,გამოიცვალა და სახლში წასვლა დააპირა,ბასას დაძახებული მისი სახელი დააიგნორა გაბრაზებულმა. სწრაფად იყიდა ის რაც სჭირდებოდა,მილიონი რამე გაიკითხა და ყველა საჭირო ინფორმაცია მოაგროვა,ბასას ნახვა იმდენად არ უნდოდა ლუკას გაატანა სახლში წაიღეო. ორშაბათი ტრადიციულად მძიმე დღე იყო, ხუთშაბათამდე არ უნახავთ ახალგაზრდებს ერთმანეთი. გვანცას გამოჭერა მოახერხა მხოლოდ კაფეში იცის ნახევარი საათით. -ვერ გავიგე რას ერჩიან საბას.-თავში ხელები შემოირტყა. -ახლა რაღაცას გეტყვი და იცოდე არავინ გაიგოს!-გამაფრთხილებელი ტონით უთხრა ქერამ.-ლუკამ მითხრა ახლახანს, გამაფრთხილა არ უთხრაო,მაგრამ…როგორც ვიცი ადრე ვიღაც გოგო დაუორსულებია და მერე იძულებით გააკეთებინა აბორტი. -ვინ?საბამ?რა სისულელეა!-წვენი მოსვა. -რატომ უნდა მოგატყუო?ეს შენ გაქვს დაბრმავებული თვალები სიყვარულისგან და ვერაფერს ამჩნევ. -ამიტომ არ მოსწონთ ის? -შესაძლოა,არ ვიცი ანა,ის არც მე მომწონს, მისგან არ მოდის კარგი აურა და ენერგეტიკა, თანაც რომ მოსწონდე აქამდე იზამდა რამეს, მხოლოდ გამარჯობა ვერ შველის საქმეს.-დატუქსა გოგო. ანა ფიქრებს წაეღოთ და აღარ იცოდა რა ეფიქრა. რეალურად,როცა მაისურაძე ოცდაორი წლის იყო ახალი წლის ღამეს საბა ბალანჩივაძემ დაუვიწყარი კოცნა აჩუქა,ოჯახებით ახლობლდობდნენ და თითქმის კარის მეზობლებიც კი იყვნენ,ოღონდ ანა არაა დარწმუნებული საბას ის კოცნა ახსოვს თუ არა, რადგან მას შემდეგ არ ულაპარაკიათ ნორმალურად. -ერთ კოცნაზე ნუ აგებ კოშკებს.-უმეორებს გვანცა. -კოცნა არაფერ შუაშია,მანამდეც ასე ვიყავი და კოცნის მერეც ასე ვარ.-აცრემლებული თვალებით შეხედა მეგობარს.-უბრალოდ,ვერ ვხვდები მისთვის საკმარისი რატომ არ ვარ. მახინჯი ვარ?რამე მაკლია? -ხომ იცი რომ ხდება ხოლმე,ვინც გვიყვარს მას არ ვუყვარვართ და ა.შ -შენ და ლუკას ხომ გიყვართ ერთმანეთი? -მერე სანამ ლუკას გავიცნობდი რამდენი მანიაკი მყავდა დაგავიწყდა? -კარგი,აღარ მინდა ამაზე საუბარი. ბენდელიანს აღარაფერი უთქვამს,იცოდა მაინც ვერაფრით ანუგეშებდა გოგოს. კვირა საღამოს ბასას ბინაში შეიკრიბნენ ბავშვები,ოთომ ჩიფსები,ლუკამ კი ლუდი ამოიტანა და ფეხბურთს ჩაუსხდნენ.გვანცა ტელეფონში სქროლავდა უემოციოდ,ანა კი კნუტს ეფერებოდა გაბუტული,რობაქიძესთვის ზედაც არ შეუხედავს. -ყავას გამიკეთებ?-გვანცა ეკითხება მაისურაძეს და მწვანე თვალებით შესცქერის. თავს უქნევს,სამზარეულოში გადის,ხვდება უკან ბასა როგორ მიჰყვება,ოღონდ არ იმჩნევს. -ისევ გაბუტული ხარ?-ეკითხება და გვერდით უდგება.-ანა,ხომ იცი მძულს როცა ასე იქცევი. -მაშინ უფრო დიდხანს ვიქნები.-კარადაში დააბრუნა ყავა. -კარგად იცი,რომ სიმართლეს გეუბნები!ეგ სიმართლე გწყინს,რომელსაც არ აღიარებ. -და რა არის სიმართლე?-შეუბრუნდა. -ის,რაც მაშინ გითხარი. ანას უნდოდა ბასას ეთქვა მისვთის ის ამბავი, რომელიც გვანცამ მოუყვა.ბიჭს კი ეტყობოდა ამის თქმის სურვილი არ ჰქონდა,ჯიბრში ჩამდგარი მაისურაძე კი ახალი წლის ღამის კოცნას ინახავდა საგულდაგულოდ ისე, ვითომ ვინმე წაართმევდა. -არ ვარ ნაწყენი ბასა,მართალი ხარ.-მხოლოდ ეს უთხრა,აღარ სურდა საბა ბანაჩივაძის გამო კამათი.-ჩემი პირიდან მისი ხსენებაც აღარ იქნება ამიერიდან.-ფინჯანში ჩაასხა ადუღებული ყავა. -ასე მშვიდად?-გაუკვირდა. -ჰო,დავიღალე.რა აზრი აქვს?ადამიანს არ ვუნდივარ,გადამივლის.შეიძლება ხვალ და ზეგ არა,სამი წლის მერე,მაგრამ ხომ გადამივლის არა?-ბასას დასამშვიდებლად მოიტყუა,კარგად იცოდა ეს უბრალო გატაცება რომ არ იყო და არც არაფერი გაუვლიდა ასე მარტივად. რობაქიძეს აღარაფერი უთქვამს,შუბლზე აკოცა და ბიჭებს შეუერთდა. -სადმე რომ წავიდეთ ახალ წელს არ გინდათ?-კითხულობს ოთო ისე,რომ თვალს არ აცილებს ეკრანს,თან პირში ჩიფსს იტენის. -სად?-კითხულობს ლუკა. -რავი,სადაც გინდათ.-მხრები აიჩეჩა. -ვიფიქრე სახლში შევხვდებოდით.-ბასამ თავისი აზრი გამოთქვა. -აუ ეს ვინ არის რა!სულ აქ არ ვართ?სადმე წავიდეთ,დავლიოთ,გავერთოთ,გიტარა წამოიღე…-გეგმები დააწყო ანდრონიკაშვილმა. -კი რა!ბაკურიანში წავიდეთ!-გვანცაც აჰყვა. -ახალ წელს იქ შევხვდეთ?-ანამ იკითხა. -ხო,რატო არა? -მე მოვდივარ.-ლუკამ ბოხი ხმით თქვა. ყველანი შეთანხმდნენ გამგზავრებაზე ნაადრევად,რათა თადარიგი დაეჭირათ. სასტუმრო ანამ თავის თავზე აიღო. -აუ ისე ღომს შეჭამდა კაცი.-ოთიკო დივანზე კატასავით იზმორება. -რა დროს ღომია შე*ემა,ფეხბურთს ვუყურებთ,თან ჩემსავით ვერავინ აკეთებს.-ქარდავამ თავი მოიწონა. -ეგ სად?თქვენთან წალენჯიხაში?-სიცილით პასუხობს. -მეასედ გეუბნები შეეშვი ამ მეგრელების დაცინვას,თორემ აგენთება წითელი!-უბღვერს ლუკა. -ვერ გიტანთ რა!-თმას ისწორებს.-გვანცა რანაირად უძლებ? -ხანდახან მოსაჭიმია,თორემ ისე გადასარევად. -აქეთ არ მოგჭიმო ახლა.-პასუხობს ლუკა. -გეყოთ!-ბასა ამბობს და თვალებს ატრიალებს. -რაო ოდაშვიდი წლის გავხდით და დავკაცდითო?-ენა მოიჩლიქა ოთომ. -ოთარ!-ცალი წარბი აუწია. -ხო კაი,კაი!ნუ მეძახი ამ ოთარას! -რაც გქვია იმას გეძახი. -კაი ბორის! -გეყოთ!-ანა ხმხმაღლა ამბობს.-პატარა ბავშვები ხართ? -ამას უთხარი ჩუმად დარჩეს,თორემ ვიტყვი გორკაობაში რომ დაგიჭირეთ.-ანდრონიკაშვილი არ ცხრება. -რაო?რაშიო?-ყვირის გვანცა და ლუკა ერთდროულად. -შენ მოგი..ნავ ახლა!-ფეხზე დგება ბასა და უკვე გასაქცევად მომზადებულ ოთოს მისდევს, რომელიც წრეებს ურტყამს მაგიდას. -გაჩერდით!ხუმრობს!-ანა სიტუაციის განეიტრალებას ცდილობს.-ბასა გაწვალებს რატომ ვერ ხვდები? ასე კამათობდნენ რამდენიმე წუთი,მერე ანა სახლში წავიდა და ისე,თითქოს სახლში ყოფნის მიზეზი აღარ იყო ყველა დაიშალა. ორშაბათს ბევრი პაციენტი ჰყავდა მაისურაძეს, გასავათებული იყო საღამოს ექვსი საათისთვის, თეთრი ხალათი გაიძრო,კაუჭზე ჩამოკიდა,ჩექმა ამოიცვა და თავისი მანქანის მოსაძებნად გავიდა პარკინგზე. სახლამდე ისე მივიდა საცობი არსად შეხვედრია,სადარბაზოსთან კი დიდი სიურპრიზი დახვდა. -საღამო მშვიდობისა,ანა.-ესალმება საბა ბალანჩივაძე და თვალწარმტაცი თვალებით უყურებს. -საღამო მშვიდობისა საბა,როგორ ხარ?-ღიმილით უპასუხა. -ნორმალურად,დღეს რაღაც ჩვეულებრივზე ლამაზად გამოიყურები.-უღიმის. -დიდი მადლობა.-გული სიხარულით აევსო გოგოს. მხოლოდ ეს უთხრა,ხაკისფერი კეპი ეფარა ბიჭს, კიდევ ერთხელ გაუღიმა თეთრი კბილებით,მერე კი ბინაში ავიდა. ანას სულის მოსათქმელად რამდენიმე წუთი დასჭირდა,ეგონა გული გაუსკდებოდა ბედნიერებისგან. სახლში შესულმა თავი კარგად შეათვალიერა, ვითომ ახალი,მაღალქუსლიანი ჩექმის ბრალი იყო ეს?თუ შავი პიჯაკის? -ანა,რას აკეთებ?-დედამისი ეკითხება,ქალბატონი თამრიკო და შვილს სიყვარულით უყურებს. -არაფერი.-კოსტუმი გაიხადა და საკიდზე დატოვა.-მამა სად არის? -აკაკის დაბადების დღეა დღეს და იქ წავიდა, გვიანობამდე ვერ მოვა. -კარგი,მე შევალ ოთახში. საწოლზე გულაღმა გადაწვა და სულელურად დაიწყო ღიმილი.სულ უნდოდა საბასთვის ეკითხა ის კოცნა რას ნიშნავდაო,აბა ტყუილად ხომ არ აკოცებდა არა? ისე უნდოდა მისი მეგობრებისთვის ამის თქმა, მაგრამ ვერ ბედავდა,იცოდა არავის ეხატებოდა გულზე იგი.ის ამბავი,კი რომელიც ბენდელიანმა მოუყვა სულაც არ ჰგავსა საბაა ნამოქმედარს,მაგრამ რომც ყოფილიყო ანა აზრს მაინც არ შეიცვლიდა. ნოემბერი ისე მიილია,ახალი არაფერი მომხდარა,ნუშის სანახავად ადიოდა ბასასთან, ცოტა სიგარეტსაც ეწეოდნენ,ჩაის სვამდნენ, ანძას უყურებდნენ,მაგრამ აღარ საუბრობდნენ ისე,როგორც მანამდე.ბაკურიანს ელოდა ყველა.ტელეფონზე ზარი შემოვიდა,რობაქიძე რეკავდა. -გისმენ. -საახალწლო რაღაცების ყიდვა მინდა, გამომყვები?-ეკითხება ბიჭი. -როდის მერე გიყვარს ახალი წელი?-ეჭვით ეკითხება. -გამომყვები თუ არა?-ეკითხება ისევ. -კი,ნახევარ საათში მზად ვიქნები,გამომიარე. ბასას ახალი წელი არასოდეს ჰყვარებია,არც მისი დაბადების დღე.ზოგადად ემოციების გამოხატვაც არ მოსწონდა და სწორედ ამით აბალანსებდა ანას.იგი მეტად წინდახედული, მკაცრი და ჭკვიანი იყო. ანას ბინის წინ მალევე გააჩერა მანქანა და გოგოც გამოჩნდა. -რამ წამოგიარა?-ღვედი შეიკრა ანამ. -უბრალოდ სახლის შეცვლა მინდა,თან რამდენი ხანია ახალი არაფერი გიყიდია. -ჰო,ნუშიკოს ვუყიდი რამეს. -კატა არ მიგულისხმია. მაღაზია გატენილი იყო საახალწო აქსესუარებით,საშობაო სიმღერების გადიოდა და ბევრ ხალხსაც შეამჩნევდით.მარტივად თანხმდებოდნენ რა უნდა ეყიდათ,ერთნაირი გემოვნება ჰქონდათ. -თუ გინდა სათამაშოების ნაცვლად,უბრალოდ, განათებები გავუკეთოთ ნაძვის ხეს.-შესთავაზა ანამ. -როგორც შენ გინდა.-დაეთანხმა. დატვირთულები ავიდნენ ბინაში და ყველაფრის თავიდან ამოქექვა დაიწყეს. ნაძვის ხე ბასამ ააწყო,ანამ კი კედლებზე ნათურების დაყენება განიძრახა,კიბე მიიდგა კედელთან. -ჩამოვარდები,დამელოდე.-აფრთხილება ბასა და თან ცდილობს სწრაფად შეაკეთოს ძველი, გაფუჭებული ციმციმები ბრტყელტუჩათი. -უცებ ვიზამ.-ყურს არ უგდებს და მონჯღრეულ კიბეზე ადის,ლამაზად აწებებს კედელზე.-ოხხ!-ვერ წვდება კუთხეს,ამიტომ ფეხის წვერებზე იწევა,კიბე ყანყალებს,ბასა ხმაზე ანასკენ იხედება და სწრაფად აგდებს ხელსაწყოებს მაისურაძის დასაჭერად.გოგოს გული უფრიალებს შიშისგან. -რატომ არასოდეს მისმენ?-მკაცრად ეუბნება. -ხომ დამიჭირე?-საცოდავად უყურებს და ცდილობს ბიჭს კამათი გადააფიქრებინოს. სახლი ლამაზად მორთეს,მხოლოდ ახალი წლის შემობრძანება აკლდა სრული იდილიისთვის,რაც ასევე მალე მოხდებოდა. ანა ბასას სახლი დალაგებაშიც დაეხმარა,თაროები გადაწმინდა,თეთრეული გამოცვალა,თავის სახლში არ სიამოვნებდა ამის კეთება,სხვა მუხტი ჰქონდა ამ პატარა ბინას,სხვანაირად გიხაროდა იქ სუნთქვა. -ეს გახსოვს?-სევდანარევად ჰკითხა მაისურაძემ და ბიჭს თემურ ბაბლუანის წიგნი დაანახა. -მზე,მთვარე და პურის ყანა.-ჩაიღიმა მან. -შენი პირველი დიდი რომანი.-ხელი გადაუსვა დამტვერილ ყდას. ბასას წიგნების კითხვა არასოდეს უყვარდა, მუდამ სხვაგან ქროდა მისი ფიქრები,ინტერესები,თუმცა ანამ ძალიან სთხოვა ამ ისტორიის წაკითხვა,ბასამაც უარი ვერ უთხრა. -რა კარგი დრო იყო,გახსოვს რას მეძახდი?-თვალებში ჩახედა. -ანუშაკას. -რამდენი ხანია აღარ დაგიძახებია.-წიგნი თაროზე დააბრუნა. -მე და შენ მათგან ძალიან განვსხვავდებით, ისინი უიღბლოები არიან ჩვენგან განსხვავებით. -მაინც მიყვარს ეს წიგნი.-მხრები აიჩეჩა. -მეც. საღამო ხანს ყველაფერი პრიალებდა სისუფთავისგან,ჩაი დალიეს აივანზე ტრადიციულად,ბევრი ისაუბრეს.სამსახურის ამბები გაუზიარეს ერთმანეთს რა წამსაც კარზე ზარმა დარეკა. -აპ,აპ,აპ!-გამაფრთხილებლად უთხრა ანამ ოთოს.-სახლი პრიალებს ისეთი სუფთაა,ფეხზე გაიხადე ან ბახილები ჩაიცვი! -აუ ჩემი…-გაბუტულმა გაიხადა ბოტასები და ისე შეაბინჯა შავი წინდებით ბინაში.-გვრიტები სად არიან?-ლუკა და გვანცა მოიკითხა.დივანზე ფართოდ დაჯდა,ხელში პულტი მოიქცია.-ანუკი ყავას გამიკეთებ?-იკითხა. ანაც სამზარეულოში გაუშვა. -გამოუშვა უკვე შეკვეთები?-ბასამ გაიცინა. -როგორც ხედავ,ხომ იცი მიყვარს თორე… -უსაქმური რატომ ხარ?-მიუბრუნდა რობაქიძე ანდრონიკაშვილს. -არ ვარ ბასასო,საქმე თავზე მაყრია. -მერე? -მერე ვემალები. -ჩემთან?დიდ დიღომში? -ხო,გახიზნული ვარ.დურაკა მოვცხოთ არ გინდათ?ან ბურა ვითამაშოთ. -მე არ ვიცი თამაში.-ანამ ყავით სავსე ფინჯანი დაუდო პატარა მაგიდაზე. -როდის უნდა ისწავლო მერე?დაბერდი,მასე როგორ გაგათხოვო? -დამიწყნარდი რა!შენ რომ იცი ხომ რას ამბობ, მიტომ მოგყავს ცოლი!-შეეპასუხა ანაც და ბასას გვერდზე დაჯდა. -მე რიგები მიდგას ჩემი ანუშკი პროფილაქტიკასთან,გოგოები ძალით აფუჭებენ მანქანებს მე რომ მნახონ.-თავმომწონედ გადაისვა ხელი ოქროსფერ თმაზე. -ჰო,სულ მაგიტომ ხსნიან კაპოტებსა და შიტოკებს. -ზუსტადაც.-ყავა მოსვა და წამით დადუმდა.-ისე ამდენი ხანი ერთმანეთი როგორ არ შეგიყვარდათ?-ბასამ მობეზრებულად გახედა ოთოს.-არა ძმაო,ლიჩნად ვამბობ! პირველი კლასიდან ერთად მოდიხართ,ვერ ვიჯერებ როგორ ახერხებთ…-მხრები აიჩეჩა. -ვატყობ ბურთივით გავარდები აქედან.-ბასამ უთხრა. -აი ნეტა იმ დღეს მომასწრო შენ,რომ ვინმე დაგატკბობს!საღოლ იმ ქალს.-არ ცხრებოდა. -რატომ არ გბეზრდება?-სერიოზულად ჰკითხა ანამ. -რავი,ვერთობი.-გაიცინა. დიალოგი დასრულებული არ იყო კარი შეყვარებულმა წყვილმა,რომ შემოაღო და მაგიდაზე სხვადასხვა სახის ტკბილეული დააწყვეს. -დღეს იცით რა გამახსენდა?შეხვედრა მქონდა იტალიელ დამკვეთთან.-ბასას გახედა ლუკამ სიცილით.-ისე ურტყამდა აქცენტს ლაპარაკისას ჩვენი იტალიაში მოგზაურობა გამახსენდა ორი წლის წინ.გოგონებს როგორ უნდოდათ ფლორენციაში მიქელანჯელოს დავითის ნახვა და ოთომ რომ თავი გაიგიჟა მაგ კუტუ კვერცხას არ ვნახავო.-ტაში შემოკრა და ძლივს ამოისუნთქა. -მახსოვს!-გვანცა გაბრაზდა.-არასოდეს გაპატიებ მაგას!ფლორენციიდან მასე როგორ წამომიყვანე? -თქვენ ბიძია ხელოვნების კი არა,შიშველი კაცის ნახვა გინდოდათ,ხოდა კლუბში კი მიმყავდით,კიდე იცით რა?მაგ მიქელანჯელო გამერჭოს აგერ დავითიანად!-ნერვებმოშლილმა თქვა. -არა გვანცი,დასაბრუნებლები ვართ ფლორენციაში.-ანამ გაიცინა. -შენ გირჩევნია შენს შეყვარებულს მიხედო ქარდავა,ტიტველი კაცებისკენ გაურბის თვალი! თორემ მერე მეგრული კლანიც ვეღარ გიშველის სვანმა ბენდელიანმა თუ აიწყვიტა.-თითი აუქნია.-შენ კიდევ!-ახლა მაისურაძეს გახედა. -შენ გაძლევ უფლებას შიშველ კაცებს უყურო. -ოთო,მართლა გავარდები აქედან ბურთივით.-გამაფრთხილებლად თქვა ბასამ. -ანა როგორ უძლებ?ცვეტში გეკითხები! მანამდე ილაზღადარავეს ბავშვებმა,სანამ რობაქიძემ წიხლით არ გააგდო გარეთ. მთელი კვირა წვიმდა.წამით არ გადაუღია. ანა სამუშაოს მერე პირდაპირ სახლში მოდიოდა, მშვიდად ატარებდა საღამოებს,ჩაის სვამდა, სერიალებს უყურებდა,ცოტას კითხულობდა კიდეც და ოჯახთან ატარებდა დროს.ამასობაში ახალი წელიც დაადგა საქართველოს თავზე, ახალგაზრდებმა მოიკრეს გუდა-ნაბადი და გაემგზავრნენ. გვანცამ,ოთომ და ლუკა ერთად წავიდნენ,ხოლო ბასა და ანამ მარტომ იმგზავრეს.გზაში ბევრი არ ულაპარაკიათ, მაისურაძე ხვდებოდა ბოლო დროს ბასას,რაღაც რომ აწუხებდა,თუმცა არაფერს ეკითხებოდა.იცოდა თუ სათქმელი იყო ბიჭი თავად მოისურვებდა.თვითონ საბასთან იყო ფიქრებით,ვერა და ვერ რომ ვერ დაივიწყა. ახალი წლის ღამე მოდიოდა ახლა სწორედაც, მისთვის ყველაზე სიმბოლური ღამე.თითოეული დეტალის აღდგენა სურდა გონებაში,გახსენება. -მასეთი სახით რაზე ფიქრობ?-ეკითხება ბასა და ნელა მიიკვლევს დათოვლილ ტრასაზე გზას. -არაფერზე.-სწრაფად უპასუხა ანამ და ტიგინა ააჟღერა მანქანაში. -მიდი,მითხარი.-არ მოეშვა ბასა.ანა ფიქრობდა ღირდა თუ არა ამის თქმა მისთვის,მხოლოდ გვანცამ იცოდა ეს ამბავი,რატომღაც თავისთვის უნდოდა ჰქონოდა მხოლოდ,ვითომ ვინმე წაართმევდა. -არ ვიცი უნდა გითხრა თუ არა.-ჩუმად თქვა. -რა გააფუჭე?-მობეზრებით ჰკითხა რობაქიძემ. -არაფერი! -ანა! -დამპირდი რომ არ გაბრაზდები.-ამოიხვნეშა გოგომ და ფანჯარაში გაიხედა,თეთრად გადაპენტილ მთებს მოავლო თვალი. -ვერ დაგპირდები.-სწრაფად უთხრა. -მაშინ არ გეტყვი. -ანა!გირჩევნია შენი პირით თქვა,მაინც გავიგებ ხომ იცი.-გამაფრთხილებელი ხმა ჰქონდა. -მე და საბამ რამდენიმე წლის წინ ვაკოცეთ ერთმანეთს.-ჩქარა მიაყარა და ბიჭის რეაქციას დაელოდა.-უფრო სწორედ,მან მაკოცა. ანამ შეამჩნია ბასამ როგორ მოუჭირა საჭეს ხელი და როგორ აენთო თვალები ბრაზით, თავიც გააქნია. -და ახლა რატომ გაგახსენდა?თუ არც არასოდეს დაგვიწყებია?-ნერვიულად ჩაიცინა. -უბრალოდ,მაშინაც ახალი წელი იყო. -აქამდე რატომ არ მითხარი?ვიცი რომელ ახალ წელზეცაა საუბარი.ამდენი წელი რატომ მალავდი? -დამალვაზე შენ ნუ მეუბნები რამეს!-ანაც გაცხარდა. -რას გულისხმობ?რა დაგიმალე?! -საბაზე!გვანცამ მითხრა!ვიღაც გოგო დააორსულაო თუ რაღაც სისულელე…არ მჯერა. -ვიცი რომ არ გჯერა!ასეთი მიამიტი რატომ ხარ ანა? -რა შუაშია? -ნარკომანი ა,რატომ არ შეიძლება სხვა ვინმე მოგწონდეს?-საჭეს ხელი დაარტყა. -მიყვარს!კი არ მომწონს მიყვარს!-თვალები ცრემლებით აევსო. -არ გიყვარს!მას არ იცნობ იმისათვის რომ გიყვარდეს. -არ მაინტერესებს!ოთხი წელი პატარა დრო არ არის ბასა,შენ არ იცი როგორ ვარ!როგორ ცუდად ვარ,ჩემზე მეტად არავის უნდა ამის დასრულება.-ამოიტირა და ფანჯარაში გაიხედა. -ხოდა დაასრულე!-ლამის დაუყვირა. -არ შემიძლია!ბასა!არ შემიძლია!იცი უფრო ცუდად რა მხდის?ის რომ თქვენ არ მოგწონვართ ამის გამო,ვერავის ველაპარაკები. ოთოც კი გვერდს უვლის ამ თემას და არაფერს ამბობს.არ ვიცი რა უნდა გავაკეთო…-თავი ხელებში ჩარგო და ცრემლები მოიწმინდა.ამ ქვეყნად კი თუ ბასას რამე სძულდა,ეს ანას ცრემლები იყო.უბრალოდ არ შეეძლო ატანა. -კარგი,ნუ ტირი.გაგივლის.-თავზე ხელი გადაუსვა. -არ მინდა შენი ვითომ ზრუნვა!-უხეშად მოიცილა ხელი.-მინდა ყველამ თავი დამანებოს.-ხელები გადაიჯვარედინა. -არ იტირო,გთხოვ. მეტი აღარ უსაუბრიათ.საბა ბალანჩივაძე ყოველთვის კონფლიქტის საგანი იყო. ოთოსაც კი სძულდა ის,მხოლოდ ანა იყო მისით აღფრთოვანებული რატომღაც და ლამაზი თვალების მიღმა რა იყო იმას ვერასოდეს ხედავდა სიყვარულით დაბრმავებული. ბასა გზაში თავს ცუდად გრძნობდა,იცოდა არაფერი გამოუვიდოდათ მას და საბას, ამიტომ არ უნდოდა ცრუ ლოდინში ტკენოდა გული მეგობარს,თუმცა იმისიც ეშინოდა ვაი და მართლა განიძრახოს საბამ რამეო… -ნამტირალები რატო ხარ?-ეკითხება ლუკა ანას მას შემდეგ,რაც მანქანებიდან გადმოვიდნენ. -შენ გააბრაზე ჩემი ტკბილი გოგო ხო?-ოთო მოჩვენებით ეჩხუბა ბასას. -არაფერია,გამივლის.-გვერდი აუარა მათ და სასტუმროში შევიდა. უკან ბენდელიანი გაჰყვა,მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე. ჰკითხა კარგად ხომ ხარო,ანამ კულტურულად მოიშორა თავიდან ის. რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ კი მიხვდა არ ღირდა ამის გამო საახალწლო განწყობის გაფუჭება,შესაბამისად,ოთახიდან ისე გავიდა, ვითომ არაფერი მომხდარა. -გვანცა რას აკეთებ?-ეკითხება მეგობარს, რომელიც დალაგებული სასტუმროს იატაკს თავიდან წმენდდა. -თოვლიანი ფეხებით რომ შემოხვედით რა გეგონათ აბა!-დედასავით თქვა. საახალწლო სიმღერებით აავსო ოთახი,დიდი მაგიდა გააშალეს,ჩამოტანილი პურ-მარილი დაალაგეს ლამაზად,ამასობაში დაღამდა კიდეც. -აბა რას ვსვამთ?კიარადა ვინ რას სვამს?-კითხულობს ლუკა და ყველანაირ სასმელს ალაგებს. -არაყი.-გვანცამ და ანამ ერთდროულად თქვა. -ჩემი ლომები!-ოთომ კომენტარი გაუკეთა გოგონებს. ბიჭები ღვინოს ეტანებოდნენ,მალე შესრულდებოდა თორმეტი საათი,ანა სიგარეტს ეწეოდა აივანზე როცა ბასა გავიდა მასთან. -იცი ერთმა სტომატოლოგმა რა მითხრა?-დაიწყო საუბარი შეზარხოშებულმა.-ის,რომ სიგარეტი კბილებისთვის ცუდია. -ეგ ბევრი არ შეიძლება.-ცივად მიუგო.-მე არ ვარ სისტემატიური მწეველი.-კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა. -ამ ბოლო დროს ბევრს ეწევი.-იდაყვებით დაეყრდნო აივანს. -მიზეზი იცი. -ჩემზე გაბრაზებული ხარ?-პირდაპირ ჰკითხა. -არა.მართალი ხარ…ყველანი მართლები ხართ.ამ ახალ წელს საკუთარ თავს პირობას მივცემ,რომ დავივიწყებ,რამეს მოვიფიქრებ.-მხრები აიჩეჩა.-დავიღალე. იქნებ გარიგებით ქორწინება სულ არ იყო ცუდი.-ორივემ ჩაიცინა. -აღარ შემოდიხართ?-მისაღებიდან ყვირის გვანცა. სუფრას შემოუსხდნენ,ოთოს უკვე ყბაში გაეგდო ქათმის ბარკალი.ლუკა პატარა ჭიქებში ასხამდა სასმელს,ტელევიზორში საახალწლო კონცერტი გადიოდა,სულ რამდენიმე წუთი აკლდა თორმეტ საათს.დაილოცნენ,მოისიყვარულეს,მერე აივანზე გავიდნენ და ლამაზი ფეიერვეკებით შეეგებნენ 2025 წლის შემობრძანებას,ცას სხვადასხვა ფერი გადაჰკვროდა,ქუხდა ბაკურიანში!ზოგი გარეთ ხვდებოდა,ზოგით შიგნიდან ჭიქით ხელში ეგებებოდა ამ დღესასწაულს. დილის სამ საათამდე შეუჩერებლად სვამდნენ. -ბატონ მაესტროს ვთხოვ.-სიტყვას იწყებს ოთო.-ხელს რომ ავწევ,დაშ-დაშ-დაშ, დარამ-დარამ მრავალჟამიერ ჩამირთოს.-ასრულებს და ყველას გიჟივით სიცილი ეწყება.2005 წლის,პიკასოს ბიჭების კონცერტი გაიხსენა. -ავადმყოფი ხარ,შვილოო!-გვანცა სახეზე ხელებს იფარებს.ლუკას ლუკმა ცდება,ბასას კი ასე ბოლოს როდის გაეცინა აღარც ახსოვს. -ქალბატონო გუგული!ძალიან გთხოვ,სუფრაზე პაპიროსს ნუ მოწევთ.-აგრძელებს ოთო. -მოაკეტინეთ!-ყვირის ანა და ტელევიზორში სიმღერას ეძებს. ძლივს მშვიდდებიან,ცრემლები სდით სიცილისგან და მუცელიც დაჭიმული აქვთ. -მე ახლა სიყვარულის სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ!-ლუკამ ჭიქა ასწია.-ეს არის გრძნობა,რომელსაც ვერც იყიდი და ვერც გაყიდი.ბედნიერია ის კაცი,ვინც ამ გრძნობას გამოცდის.”სიყვარული აღგვამაღლებს,ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ!”-გრძნობით ამბობს.-მიყვარს სიყვარული,ყველას გამოგეცადოთ ეს გრძნობა.ჩემი გვანცა მიყვარს კიდევ ძალიან!-გოგოს გახედა და ლოყაზე მოუთათუნა.-გეპოვოთ ერთმანეთი! -ამ მეგრელს დამიხედეთ ერთი რა!-ანდრონიკაშვილმა შეაფასა მეგობარი. ანას თვალები აუცრემლიანდა,იფიქრა ნეტავ ასე თუ ვეყვარები ოდესმე ვინმეს,როგორც ლუკას უყვარს გვანცაო. -ამ ჭიქით იმ ადამიანს გაუმარჯოს.-ცოტა ხანს დაფიქრდა ლუკა.-რომელიც წყალში დგას და ცეცხლი უკიდია! ოვაციები არ დაჰკლებია ქარდავას სადღეგრძელოს.ზოგადად სამეგობროში თამადა ყოველთვის ბასა იყო.რობაქიძე რომ აღმართავდა ღვინით სავსე ჭიქას,იქ ვერავის ხმას ვეღარ გაიგონებდით,ბუზის გაფრენის ხმა ისმისო ოთო ამბობდა. -ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს.-ბასამ დაიწყო. -ჩვენს მიწა-წყალს,მთასა და ბარს.მალე გვენახოს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებული, ჩვენ თუ არა ჩვენი შვილები მაინც მოსწრებოდნენ. აფხაზეთი დაგვებრუნებინოს!გმირებს ჰქონოდეთ ნათელი და სანთელი მუდამ,ვინც აქამდე მოგვიყვანა ოფლით,ჯაფით,სისხლით. ჩვენს ბედკრულ სამშობლოს გაუმარჯოს და ქართველ ერს გადაშენება,რომ არ უწერია.-ვაჟკაცივით დაცალა სასმელი. -ახლა ანუკი წაგვიკითხავს ლექსს!-ამბობს გვანცა და იცის მთვრალ მაისურაძეს ყველაფრის კეთება რომ შეუძლია.ყველა იცინის,იციან რასაც მოჰყვება. -ხარს ვგევარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ,ვბუბუნებ ღმერთო,სამშობლო მიცოცხლე მძინარით ამას ვდუდუნებ!-დემონსტრაციულად გადაჰკრა სასმელი წამში. -ქართველოო!!!-უყვირის ოთო და მაგიდაზე მუჭს ურტყამს. -შენ გენაცვალე მე!-მეგრელიც ჰყვება. მოსაწევად გავიდნენ აივანზე ცოტა ხანს, საუბარში იყო ხუთივე გართული გარეთან ვიღაცამ რომ დაიძახა. -ანდრონიკაშვილო!შენა ხარ?-ყვირის ქვემოდან უცნობი და ხუთი წყვილი თვალიც მას მისჩერებია მესამე სართულიდან. -ნოდიკო შენ ხარ?-ჩასძახა ბიჭმაც. -მე ვარ, მე!-ისიც შეზარხოშებულიყო. -ამოდი შენ შემოგევლოს ჩემი თავი!-ესღა უთხრა და გაიქცა ქვევით ბიჭის ამოსაყვანად. ბასა ძალიან სტუმართმოყვარე ბიჭი გახლდათ, მაგრამ მთვრალი უცნობის ბინაში ამოყვანის ამბავი არ ეჭაშნიკა,მაგრამ ოთოს რას გააგებინებდა?ახლა ისედაც გვიანი იყო. -მეტი აღარ დალიო.-გამაფრთხილებლად უთხრა ანას და ბიჩოკი აივნიდან გადააგდო. ამასობაში უცნობიც ამოვიდა,ბოდიში მოიხადა მოულოდნელი სტუმრობისთვის,გვანცამ თეფში დაუდო წინ. -გაგვაცანი ეს კაცი ოთო.-ლუკამ არაყი დაუსხა სტუმარს. -ნოდიკო ჩემი კურსელი იყო ინჟინერიაზე. იმდენი ხანია აღარ გვინახავს ერთმანეთი რომ მეც არ ვიცი ბევრი რამ მასზე. წლების წინ მართლაც საუკეთესო მეგობრები იყვნენ ოთარ ანდრონიკაშვილი და ნოდარ ჩოგოვაძე,თუმცა დრომ,გაყრილმა გზებმა, სხვადასხვა მომავალმა მათი მომავალიც გაყარა.კარგად იცოდა ბიჭმა მისი კურსელი წესიერი ადამიანი რომ იყო,თორემ ისე არ შემოიპატიჟებდა. -არაფერი შეცვლილა ოთო.-გაუღიმა ბიჭმა და ქუდი მოიხარა.ყავისფერი თმა და თვალები სასიამოვნოდ ერწყმოდა ერთმანეთს,მაღალი სუსტი სხეული კი ზედგამოჭრილი იყო მისთვის. -ცოლი ხომ არ მოგიყვანია?-ჩაეძია ანდრონიკაშვილი. -არა,რა ცოლი თუ ძმა ხარ.-ჩაიცინა.-დავილოცები და წავალ,მეგობრები მელოდებიან ბინაში.-თავაზიანად თქვა. ოთომ ყველა გააცნო,სიმღერების ფონზე ერთი კი არა სამი ჭიქა დალიეს.ბასასაც გაუქარწყლდა ცუდი ფიქრები.აი ნოდოს კი ანა მოუვიდა თვალში კარგად.ფიქრობდა ეს ვარდისფერი სვიტერი და ღიმილი როგორ უხდებაო,ან იქნებ სიმთვრალის ბრალი იყო. -ახლა მართლა უნდა წავიდე.-ადგომა სცადა ნოდომ. -კაი შე*ემა სად მიდიხარ?კიდე როდის გნახავ კაცმა არ იცის!-ოთომ ძალით დასვა. -სიცოცხლის სადღეგრძელოა თან. -მერამდენედ.-გვანცამ გველურად გადახედა ანას,არც ბასას გამოჰპარვია. მაისურაძე ფიქრებში იყო გართული,მხოლოდ ეს გაიგონა როცა ნოდიკომ თქვა. -რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ, და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე! -ისევ ისეთი ხარ რა!-ოთომ თავი გააქნია. -მე რაღა შემცვლის აწი!ან შენ რა გეშველება შენ!-თმა აუჩეჩა ანდრონიკაშვილს. მართლა წავიდა ნოდიკო,ოთარმა კარი დაკეტა თუ არა შემობრუნებული არ იყო რომ სიმღერა დაიწყო. -მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება, სიყვარული თურმე ღმერთმა ასე ინება, ახდენილი ოცნებების წელი იწყება, მაგრამ არ ღირს ძველი წლების გადავიწყება!-ხელები დემონსტრაციულად გაშალა,ანა შეეგება და მჭიდროდ ჩაეხუტა.-ამყევით ხალხო!ახალი წელია! -მოვდივართ და მოვიმღერით, მზე კი ციდან, გვიცინის და გვახარებს, ბედნიერი არის ის ვინც, მეგობრობას, ხელის გულზე ატარებს! სიკეთით და სიყვარულით ვინც კი ცოცხლობს, ის სამშობლოს ახარებს, და იცოდეთ მომავალი თქვენ გეკუთვნით, საქართველოს პატარებს!-ყველა მღერის.მაგიდას წრეებს უვლიან,სვამენ, ერთობიან,იცინიან და ერთმანეთს ეხვევიან. -ძალიან მიყვარხართ!-ამბობს მთვრალი ანა და დივანზე მოწყვეტით ეცემა დაღლილი. -გვანცა ამის ალაგების თავი არ მაქვს ახლა, ხვალ რა!-სუფრაზე ანიშნებს. -წავედით ჩვენ დავწექით.-ამბობს ლუკა და გვანცას კიდებს ხელს. -მოიცა ერთიც ვიმღეროთ!-ოთო ყველას აჩერებს. -დაიძინე.-ბასა მის შეჩერებას ცდილობს. -რადგან ჩვენ ვართ მეგობრები, ერთად ვიაროთ! ერთმანეთის გასაჭირი გავიზიაროთ! მურიკელას რა უნდა? ჩვენთან თამაში უნდა! ძლივს დააწვინეს თავის ოთახში ოთო, ანასაც მკვდარივით ჩაეძინა მაშინვე.ბასას გათენებამდე არ მოეკიდა ძილი,ამიტომ იფიქრა სუფრას მაინც ავალაგებ და ხვალ აღარ იწვალებენ გოგონებიო,მერე მძინარე ანას დახედა თავის ოთახში ცუდად ხომ არ იყო და მხოლოდ ამის მერე დაწვა საწოლზე. დილას,მზე რომ ფერდობებს მისწვდა,თეთრი თოვლი ალმასებივით აბრწყინდა.ბასას ადრე გაეღვიძა,ყავა თავისთვის მოადუღა,აივანზე გავიდა და სიგარეტი გააბოლა. დიდხანს უყურებდა მთებსა და შუაში ჰორიზონტს.სიცივე არ მოქმედებდა მასზე ფიქრებში ისე იყო გართული და არც ლუკას ხმა გაუგონია. -არ იყინები შე*ჩემა?-გვერდზე ამოუდგა ძმაკაცს.რობაქიზემ ხმა არ გასცა.-ამ ბოლო დროს რაღაც ვერ გცნობ,რამე გაწუხებს?-თავადაც მოუკიდა სიგარეტს. ქარდავას კარგა ხნის შემჩნეული ჰქონდა ბასას უგუნებობა,ჯერ თავად დაფიქრდა, სამსახურში ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბევრი მშენებლობის გამო ხელფასიც საკმაოდ მოემატათ.პირადში არავინ ჰყოლია იციოდა,მაშინ რა? -არაფერია,ანაზე ვღელავ ცოტა. -ანუკიზე?-თითქოს მოეშვა ლუკას.-რატო? რა სჭირს? -საბა. -ისევ ეგ ახვარი?-მობეზრებით თქვა. -ჰო,რომ არ ლაპარაკობს,თურმე არ ნიშნავს იმას,რომ გრძნობები გაუქრა.ჩვენთან აღარ ამბობს უბრალოდ.-ხელები გადაიჯვარედინა. -ხომ იცი ის ბიჭი აფერს გრძნობს მის მიმართ, ერთი გამოუსწორებელი სი*ია! -მეც ასე მეგონა,ამიტომ ვიყავი შედარებით მშვიდად. -ახლა რა შეიცვალა? -ახალ წელს იმ ნაბიჭვარს ანასთვის უკოცნია. -რა?-შოკისგან გაეცინა ქარდავას.-შანსი არაა!-თავი გააქნია. -რატომ არაა?თავად მითხრა ანამ.მე იმას ვერ ვხვდები ანამ რა დაინახა მასში,თორემ სულაც არ მიკვირს იმ ნაძირალას,რომ აქვს მის მიმართ სიმპათიები.-ბიჩოკი აივნიდან მოისროლა.-ხომ იცი როგორია…-შუბლზე ხელი გადაისვა.-ერთი,პატარა ინიციატივა საბასი და მის ხელში იქნება. -არც ეგეთი მიამიტია.-ლუკამ კეფა მოიქავა. -შეიძლება,მაგრამ ალბათობაზე ვერ ვიქნები. -აბა რა ვქნათ? -არ ვიცი,ამის დედაც ლუკა!არ ვიცი და ეგ მაგიჟებს!-ხმამაღლა მოუვიდა ბასას.-რატომ ის? -გულს ვერ უბრძანებ ჩემო ბორის.-ჩაუღიმა ლუკამ და მხარზე ხელი დაარტყა.-შენ უნდა გესმოდეს ეგ ყველაზე მეტად. -თუ ღმერთი გწამს ლუკა!სისულელეებს ნუ ამბობ.-წარბები შეკრა და კიდევ ერთი სიგარეტი ამოიღო. -ასე იყოს.-მხოლოდ ეს უთხრა და შიგნით შევიდა გაყინული. ბასა კიდევ დიდხანს იდგა აივანზე და ჩაფიქრებული გაჰყურებდა ჰორიზონტს, დათოვლილ მთებსა და ხეებს. ამასობაში ყველამ გაიღვიძა,ისაუზმეს,ერთი ხელი დურაკაც ითამაშეს და სასეირნოდ გავიდნენ გარეთ. -მიყვარს ახალი წელი რა!ჭამე და სვი!-ოთომ ხელი მუცელზე მიირტყა.-თან ორი ახალი წელი!იფ!მაგრები ვართ რა ქართველები!-ჩაიღიმა. -შენ მეტი არაფრით დაინტერესდე ხო!-გვანცამ თვალები გადაატრიალა. -თხილამურებზე სრიალი არ გინდათ?-ბასამ იკითხა. -ოთო წამოვა პირველი მჯერა.-ჩაიცინა ანამ და ყველას სამი წლის წინანდელი ამბავი გაახსენდა. -მე უფრო სნოუბორდი ანუშკი!-თვალი ჩაუკრა. -ეგ როგორ იყო?ჯერ თხილამურები ჩამოვიდა მთიდან და მერე შენ,თუ პირიქით?-ვითომ ჩაფიქრდა გვანცა. -მგონი ჯერ ოთო და მერე თხილამურები.-ლუკა დაეხმარა შეყვარებულს. -მეგრელო,წარსულს ვინები იხსენებენ ხო იცი? -მოკლედ,გინდათ თუ არა?-მობეზრებით თქვა ბასამ. -მე მინდა!-ხელი სწრაფად ასწია ანამ და ლეკვივით გაჰყვა უკან. -მე ნავაროჩენ ციგას დავითრევ სადმე.-ოთო არ წყვეტდა საუბარს. -გახსოვს?-ბასამ ღიმილით ჰკითხა.-თუ ისევ მე უნდა გატარო ზურგით? -სრიალი მშვენივრად მახსოვს და შენზე უკეთაც გამომდის,უბრალოდ შენ შურიანი ხარ და არ აღიარებ.-ცხვირი აიბზუა. -მაგასაც ვნახავთ. ანამ კარგად იცოდა ალბათ ფეხსაც ვერ გადადგამდა,მაგრამ იხტიბარის გატეხვა არაფრით უნდოდა,ბასამაც იცოდა მისი სატარებელი რომ იქნებოდა ბოლოს,ოღონდ ამაზე ფიქრი სულ არ აღიზიანებდა. იქირავეს თუ არა თხილამურები,ზემოთ საბაგიროთი ავიდნენ. -ნებდები?-საბაგიროს კაბინაში ეკითხება ბასა სიცილით ანას. -არასოდეს,უბრალოდ ეს ცოტა დაბალი მთაა. -ა,შენ უფრო დიდველი ხომ? -დიახ,კოხტაგორა რა მოსატანია. -გირჩევნია ქუდი გაისწორო,გაცივდები.-თავზე შეუსწორა. -არ ვცივდები. რამდენიმე წუთში ავიდნენ მთაზე.უამრავი ადამიანი ეშვებოდა დიდი სისწრაფით კენწეროდან,ანას ადრენალინი მოაწვა,ისე უნდოდა სრიალი,ჟრუანტელმა დაუარა. -ჩემთან ახლოს იყავი.-გააფრთხილა ბასამ. თავიდან შიში შეეპარა,მაგრამ იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა სრიალის და ჟინი,რომ მალევე უგულებელყო ცუდი ფიქრები,რობაქიძესთან ერთად დაეშვა ნელა. ბასა შეცდა,ანას მშვენივრად ახსოვსა სამი წლის წინანდელი გაკვეთილები. -ცოტა წინ წავალ.-მაშინ უთხრა,როცა უკვე ბარში ჩავიდნენ და უნდა გაჩერებულიყვნენ. ბიჭმა წამში შეაჩერა თხილამური და ანას დაუწყო ლოდინი. მაგრამ ანა ვერა და ვერ ახერხებდა გაჩერებას. -პიცა ანა პიცა!-ეძახდა და ცდილობდა გაეხსენებინა ფეხები რა მდგომარეობაში დაეყენებინა,ბოლოს რომ მიხვდა არაფერი გამოვიდოდა წინ გადაუდგა და ორივენი ერთად წაიქცნენ,გოგო მის ზემოდან იყო მოქცეული,მათი სახეები იმდენად ახლოს იყო, ანა ცხელ სუნთქვას გრძნობდა ტუჩებზე, სხეული აეწვა,დაიძაბა,ოღონდ ვერ ხვდებოდა ეს ბასას გამო იყო თუ შიშისგან გამოწვეული ადრენალინის.გიშრისფერ თვალებში ჩააჩერდა ბიჭს,რატომ არასოდეს შეუნიშნავს მაისურაძეს რობაქიძის თვალწარმტაცი თვალები?ან ლამაზი,გრძელი წამწამები. -კარგად ხარ?-ჰკითხა რამდენიმე წამის შემდეგ ბასამ. -კი,რაღაც აღარ ვარ ხასიათზე,სახლში მინდა. -არადა კარგად სრიალებდი. ანას სურვილს დაჰყვა ბიჭი,ვერ გაიგო ასე უცებ რამ შეუცვალა ხასიათი,ხმა არ ამოუღია სახლამდე. გზაში აკვირდებოდა გამვლელებს,წყვილებს, მოხუცებს. მზეს ჩასვლა დაეწყო,ცას იასამნისფერი დასდებოდა და ვარსკვლავები აქა-იქ აფახულებდნენ ლამაზ წამწამებს. ეზოში რაღაც უცნაური ხმა ისმოდა. -მოაწექი შე*ჩემა!-მარტივად იცნეს ოთოს ხმა. -მძიმე ხარ ბიჭო,მძიმე!ოცი კილო ხომ არ გგონია თავი?-უყვროდა ლუკა ქარდავა,ოღონდ მაინც აწვებოდა უკნიდან და ცდილობდა ციგა დაესრიალებინა ზემოდან ქვემოთ.სიცილი ვერ შეიკავა ვერცერთმა. -გვანცი მოგვეხმარე,თორემ შენს შეყვარებულს წელკავი დაემართება.-ბენდელიანიც შეაგულიანა. -ისე უქნია გაშეშებია მაგ ტვინი!-ქვემოდან ამოსძახა გოგონამ და ტელეფონში სქროლვა გააგრძელა. -რას აკეთებთ?-სიცილით იკითხა ბასამ. -კაი იყო კოხტაგორადან სრიალი ბასა ბატონო? ჩვენც გვინდა მოკვდავებს ცოტა გართობა. მოაწექი ბიჭო,მოაწექი!-უყვირის ლუკას. -აჰა!-გამწარებული ლუკა მთელი ძალით ჰკრავს ხელს და აღმართინადაც მოექანება ანდრონიკაშვილი. -ვინ მოგცა პრავა!ვინ?!-გვანცა უყვრისი მას შემდეგ რაც თოვლის დიდ ზვინში მოადინა ზღართანი. -ცოცხალი ვარ,მადლობა რომ ჩემს დასახმარებლად გამოიქეცით.-ვითომ ნაწყენი ამბობს პატარა ბავშვივით და ციგას თავად მიასრიალებს ფარეხში თოკით. -მშია,შევიდეთ რა სახლში.-ანა აწუწუნდა. ისევ მამაპაპური სუფრა გაიშალა სამეგობროში. ტელევიზორში სიმღერები ჩართეს,დი ჯეი ოთო გამოდგა. -მეგობრებთან ერთააად,სიმღერაა და ცეკვაა! ოოო,მაგარიააა!-არაყის ბოთლი დადო მაგიდაზე ხმაურიანად.-აბა ვინ სვამს?!-თავი მოხსნა და პატარა ჭიქების შევსება დაიწყო. -ხომ იცი ბევრ არაყს რომ ვსვამ ვაპათოლოგებ.-გაფართხილებლად თქვა ანამ. -მერე შენც არ გააპათოლოგო.-გადაჭრა პრობლემა ოთომ. -ის კი არ უთხრა ცოტა დალიეო.-თვალები გადაატრიალა გვანცამ. -მე არ დავლევ დღეს,წუხელ ღამე ვერ დავიძინე.-ბასამ თქვა. -თუ სუფრის ალაგება გეზარება?-გვანცამ წაკბინა. -დაანებეთ თავი ჩემს ბასას!-ხელი გადახვია ანამ ბიჭს და გულში ჩაიკრა. -არადა ჯერ არ დაუწყია დალევა.-ლუკამ ჩაიცინა. -იცით რა?თუ თქვენ რამე პრობლემა გაქვთ, მე და ოთო წავალთ და მარტო დავლევთ.-ხელები გადაიჯვარედინა ანამ. -ზუსტადაც!არავინ არ გვჭირდება! -ნოდიკოს დავურეკავთ,ისიც კარგი ბიჭია და დავლევთ სამივე. -ჰო,აბა რა.-ბასამ ჩაიცინა. -ჩვენ აქ სალოთაოდ ვართ ჩამოსულები, თბილისი გვსტრესავს ბიძია!ვისაც არ უნდა ქალები,იმას დაეფსოს თვალები!-ანდრონიკაშვილი გაცხარდა. -რა შუაში იყო ახლა ეგ.-ლუკა გამოეკიდა. -ხო ისე.-ანაც აჰყვა. -უცებ გავრითმე რავიცი მე!-ხელები აიქნია ოთომ. რა თქმა უნდა,დილამდე სვამდნენ.ბედობას ერთად,ბედნიერები,კარგად მთვრალები შეხვდნენ. ოთოს ტელეფონი არა და არ ჩერდებოდა, ვიღაც გამუდმებით წერდა.დივანზე იჯდა ანასთან ერთად,გოგოც სძლია ცნობისმოყვარეობამ და ჰკითხა. -ვინმე ხომ არ გაწუხებს ოთო?ვინაა? -ერთია რა.-თავი თავმომწონედ გადააგდო გვერდზე.-მგონი მოვწონვარ. -უკვე მეცოდება.-ჩაიცინა ანამ. გვანცას არ დაულევია,დასაძინებლად დაწვა რამდენიმე წუთის წინ და რეალურად ყველას ძილის დრო იყო.მაისურაძემ შეამჩნია როგორ იდგნენ ბიჭები აივანზე და მათთან გავიდა. -ჩემი ბიჭები!ჩემი მეგობრები!-ხელები დიდზე გაშალა და ორივეს ცალ-ცალკე გადაეხვია. ლუკა დასცინოდა,ყოველთვის უყვარდა ანას მთვრალი ნახვა,იმაზე უფრო თბილი ხდებოდა, ვიდრე ოდესმე იყო. ლუკა შიგნით შევიდა,მხოლოდ ბასასთან დარჩა ანა. არაფერს ამბობდნენ,მოაჯირს იყვნენ მიყრდნობილები,ცაში იხედებოდა ანა და მოკაშკაშე ვარსკვლავებს ეძებდა. -რა ლამაზი თვალები გაქვს ბასა.-მოულოდნელად უთხრა ძლივს. -ჩემს თვალებს პირველად ხედავ?-გაეცინა რობაქიძეს და ზუსტად იცოდა გოგოს ახლა სასმელი რომ ალაპარაკებდა. -დღეს უფრო დავაკვირდი.-მხრები აიჩეჩა. -წამოდი დაგაწვენ.-ხელი მოკიდა. თავის ოთახში ნელა შეიყვანა,ისეთი მთვრალი იყო ტანსაცმელებითვე შეაწვინა საწოლში და საბანი გადააფარა. -ბასა,ძალიან მიხარია,რომ ჩემი მეგობარი ხარ.-უთხრა და დიდ მკლავებზე მოეხვია. ბასას სასიამოვნოდ გაჰკრა სხეულში, თბილმა გრძნობამ დაუარა ტანში და გაშლილ თმაზე გაეთამაშა გოგოს.-რა კარგი სუნი გაქვს.-კისერში ჩაუყო ცხვირი. -შენ კიდევ არაყის სუნი აგდის.-ხუმრობით უთხრა. ანას არაფერი ესმოდა საკუთარი სურვილების გარდა,რომელიც ბასასთან ერთად ყოფნაზე მიუთითებდა.ინსტინქტირად აკოცა ნელა კისერში ბიჭს და ბასას გასაგიჟებლად ეს საკმარისი აღმოჩნდა. თვალები მჭიდროდ დახუჭა,ღრმად ჩაისუნთქა, ანას ცხელი სუნთქვა ისე ედებოდა ყელზე ცუდად ხდიდა,თავ-გზას უბნევდა,თავადაც შეზარხოშებულიყო. -ანა,დაიძინე.-იმის საპირისპირო თქვა,რაც უნდოდა.საბანი შეუსწორა და ოთახის კარები გამოიკეტა. დილა გვიან დადგა,თოვდა ბაკურიანში.ისე ბარდნიდა სახლიდან გასვლაც არ მოისურვეს, ციდან ცვიოდა დიდი ანგელოზისფერი ფიფქები და მერე უგზო-უკვლოდ ეფარებოდნენ თვალს. იმდენი საახალწლო კონცერტი და გადაცემა გადიოდა ტელევიზორში,სულ სიამოვნებით იყვნენ გატრუნულები. -ნუშიკო მენატრება.-ჩუმად თქვა ანამ ბასას გასაგონად ისე,რომ პიკასოს ბიჭების კონცერტისთვის თვალი არ მოუშორებია. -დედაჩემთან კარგად იქნება,ხვალ კი წავალთ და ნახავ,რაღა დარჩა. რობაქიძის მშობლები ძალიან კარგად იცნობდნენ ანას მშობლებს.მათი მამები ექიმები გახლდათ და სწორედ ამიტომაც მოუწიათ ბავშვებსაც გადაკვეთა,ერთად შეიყვანეს სკოლაში,სხვადასხვა წრეებზე და ა.შ ბასა ანას რეაქციას აკვირდებოდა მთელი დღე და მარტივად მიხვდა არაფერი ახსოვდა წინა ღამიდან,არც გაჰკვირვებია,რადგან მუდამ ასეა როცა ბევრ არაყს სვამს. თავის თავს იმ კითხვებს უსვამდა,რომლებსაც პასუხს ვერ სცემდა,მერე უგულებელყოფდა. მთელი დღე გაატარეს სახლში,გარეთ ცხვირიც არ გაუყვიათ.ანას ნუში ენატრებოდა და აღარ იყო იმ მუხტზე როგორც ჩვეულებრივ,ოთხ დღიანი დასვენებაც ამოიწურა და ჩაალაგეს გუდა-ნაბადი. -არ მინდა წასვლა,ახლა ისევ სხვის ხახაში უნდა ვიყურო.-ანა ამბობს ნაწყენი და ჩემოდანს კრავს. -ასეა მუშაობა ჩემო ანუკი.-ოთო აგულიანებს.-გვანცა უტვინო ბავშვებს უდებს თავში ჭკუას,მე თბილისს სანდო მანქანებით ვამარაგებ,ის ორი კი ხაზავს და ხაზავს,კაის მაინც თუ აკეთებენ ნეტავი რამეს.ვინ იცის…-ჩანთა გამოართვა და მესამე სართულიდან დაეშვა. ანას მოსწონდა თავისი სამსახური, სტომატოლოგობა ის იყო,რაც მთელი ცხოვრება უნდოდა,თუმცა მაინც დამღლელი იყო ყველანაირ ადამიანთან ურთიერთობა კვირაში ხუთი დღე და მათ ხახაში ყურება. გვანცა კი მთელი არსით იყო გადაშვებული მასწავლებლის ამპლუაში,ვერავინ ნახავდა ვერასოდეს წიგნის გარეშე,ბავშვებთან კომუნიკაციაც შესაშურად გამოსდიოდა,ქართული ფილოლოგია იყო ის, რისთვისაც გვანცა ცხოვრობდა. მანქანაში კვლავინდებურად გადანაწილდნენ. მაისურაძეს თბილისში დაბრუნების სევდა ახრჩობდა.კარგად აკვირდებოდა დათოვლილ მთებს,ნანატრ ბუნებას,სუფთა,ცივ ჰაერსაც ხარბად სუნთქავდა და ყოველი დეტალის დამახსოვრებას ცდილობდა. -ჩვენი მუსიკის მასწავლებელი გახსოვს? ეთერი.-ანამ მოულოდნელად ჰკითხა. -კი,რა არის?-მანქანას მართავდა ბასა. -რატომღაც გამახსენდა.მძულდა. ბასამ ჩაიცინა. -რა გაცინებს?-ეკითხება ანა. -იცი შენში რა მართობს?აი ასე არსაიდან რომ გახსენდება ხოლმე რაღაცები,თან სერიოზულად.-ისევ იღიმის. -იმიტომ,რომ ფიქრი მიყვარს. -აჰა,ფიქრი გიყვარს.-გააჯავრა.-კიდევ გაიხსენე რამე.-სთხოვა. -კიდევ ხშირად მახსენდება თავიდან როგორ ვერ გიტანდი. ყოველთვის მეგობრები არ ყოფილან, პირველი კლასის პირველი დღიდან ჩხუბობდნენ. ბასა თავში საღეჭ რეზინს აწნიდა,კალმებს უმალავდა,კიკინებზე ჩიჩავდა,სულ აჯავრებდა. ანა მუდამ ტიროდა,მტირალასაც ეძახდა,რაც სულ აგიჟებდა გოგოს.სახლშიც ხშირად მოდიოდა რობაქიძე მათთან,ანას დედა თამრიკო და მამა გოჩა მუდამ სიხარულით იღებდნენ მას მის ოჯახთან ერთად,მაგრამ ბავშვები მუდამ ჩხუბობდნენ. ერთ დღეს ანას ოჯახში უბედურება დატრიალდა, სანაქებო ბიძა გარდაეცვალათ,ბადრი მაისურაძე გულის შეტევით,ანა განადგურებული იყო,სულ პატარა იყო,მაგრამ მაინც ესმოდა მდგომარეობის სიმძიმე და დიდი ქალივით გლოვობდა მის საუკეთესო მეგობარ ბიძას. ერთ დღეს ბასა მივიდა მასთან,ანას ყურადღება არ მიუქცევია ეგონა ისევ გააწვალებდა ან რამე, თუმცა საპირისპირო მოხდა. -ანა,ჩემი ბიძაც წინა წელს გარდაიცვალა, ამიტომ ვიცი როგორც ხარ.-დიდი ბიჭივით დაუწყო ლაპარაკი.-მარტო არ ხარ,იმის თქმა მინდა, რომ მეც შენსავით ვიყავი,შენ მე ხარ, მე კი შენ.-უხსნიდა მშვიდად ბიჭი და თან წინა კვირის დამალული ვარდისფერი კალამი ჩაუდო ხელის გულში.-შენ მეო ხარ.და მეც მეო ვარ. -ჩემი მეგობარი იქნები?-ჰკითხა მოულოდნელად. -სულ.-უპასუხა ბასამ. ანა იმ დღეს ვერ ჩაწვდა რობაქიძის ნათქვამს, თუმცა საკმაო წლები ჰქონდა ამის გასააზრებლად.მიხვდა ბიჭმა მათი თავები გააიგივა და გაამთელა,თითქოს ისინი ერთნი იყვნენ.იმ დღის შემდეგ აღარ უჩხუბიათ. საუკეთესო მეგობრობა შეჰფიცეს ერთმანეთს, მეოები გახდნენ,როგორც ბასა ეუბნებოდა ხოლმე,როცა რამე ცუდი ხდებოდა. ეს გაახსენდა ახლა ანას და ცოტა აკლდა ცრემლი რომ არ წამოსვლოდა.ვითომდა ღრმად შენახული მოგონება ჩამოიღო თაროდან და მტვერი გადაწმინდა. -რამდენი ხანია ჩემთვის აღარ გითქვამს მეო ხარო.-მოულოდნელად უთხრა და ეს უკანასკნელი იყო რასაც ბასა ელოდა მისგან. ბიჭსაც გაახსენდა ყველაფერი.ტვინი გაეყინასავით,სისხლი აუდუღდა და ძარღვები დაეჭიმა.-აღარ გახსოვს? -მახსოვს.-სწრაფად უპასუხა.-მეო.-გაიმეორა ძლივს გასაგონად ბასამ.-ის რომ მე შენ ვარ, შენ კი მე ხარ. -რა უცნაურია,თავს უცნაურად ვგრძნობ.-ჩაიღიმა ანამ უხერხულად.-იმდენი ხანია ეს აღარ გამიგონია,დამავიწყდა კიდეც.შენ გახსოვდა?-კიდევ ჰკითხა. -სულ.-უპასუხა. გზაში ბასა რატომღაც დაძაბული იჯდა. უკვირდა ანას ეს როგორ გაახსენდაო,მაგრამ გულის სიღრმეში გაუხარდა.3 საათი ეძინა მაისურაძეს გადაბმულად,ოთხი დღის უძილობა ერთიანად აინაზღაურა თბილ სალონში ტიგინას სიმღერების ფონზე.თვალი რომ გაახილა უკვე დიდ დიღომში შემოსულიყვნენ. -რა მალე მოვედით.-გაიზმორა გოგო. -მთელი გზა გეძინა,არადა ვიფიქრე გამართობდი. -ამ ერთხელ მაპატიე. სახლის წინ გაუჩერა მანქანა ბასამ,ჩანთები აატანინა სახლში,სადაც თამრიკო დეიდა დახვდათ. -შენ შემოგევლოს ჩემი თავი,ჩემო კარგო ბიჭო, როგორ მიყვარხარ.-გადაეხვია ქალი და ჩაკოცნა ბიჭი.-რატო მანატრებ თავს ასე?-უსაყვედურა. -საქმე,საქმე და საქმე.-თავი იმართლა. -ჩემი შვილი სულ შენს ბინაშია,არ გაცდის არაფერს ხო?-მკაცრად გადახედა ანას,რომელიც ქურთუკს კიდებდა საკიდზე.-სულ ვეუბნები,დედა ახალგაზრდა ბიჭია იქნებ რა საქმე აქვს,ვისი მოყვანა უნდა სახლში… -დედა!-აწყვეტინებს ანა. -კაი,კაი,შემოდით ყავა დავლიოთ და ნამცხვრებს გაჭმევთ. არ უყოყმანია ბასას,გიჟდებოდა თამრიკოზე, თავს სულ მშვენივრად გრძნობდა მასთან, ფაქტობრივად,ამ ქალმაც გაზარდა. -აბა,მოყევით რას აფუჭებდით იქ?-ფინჯნები ჩამოიღო თაროდან ქალმა და მაგიდის ირგვლივ შემომსხდარ ბავშვებს დააკვირდა. -ვსვამდით დედა,რა უნდა გვექნა. -ვსრიალებდით.-ორივემ სხვადასხვა პასუხი გასცა,რაზეც ერთმანეთს სიცილით გადახედეს. -ოხ!ბასა იქნება შენ მაინც გააგებინო ამ გოგოს რამე.-ყავა ჩამოასხა. -რაზე?-ინტერესიანი თვალებით შეხედა. -რაზე და გათხოვდეს!რამდენი წლისაა უკვე.-თვალები აატრიალა ანამ.ბასას სიცილი აუვარდა.-მის ასაკში პირველ კლასელი შვილი მყავდა,ამას კიდე შეყვარებული ვერ გავუჩინე. რა გავაკეთო მითხარი?!-შეწუხებული დაჯდა. -მეც მაგას მიჩიჩინებს დედაჩემი თამრო, რაც მეტად შეგვაღონებთ,მით მეტად დააგვიანდება მაგ საქმესაც.-მხრები აიჩეჩა ბიჭმა. -ან თქვენ სად ნახეთ ერთმანეთი,ორი ერთნაირი.მარტო თქვენ უძლებთ ერთმანეთს! -მთვრალი თუა ვერ ვუძლებ.-სიმართლე უთხრა ბასამ. -ვითომ შენ არ სვამდე!-თვალები ჭყიტა პირგამოტენილმა ანამ. -მე სისულელეებს არ ვაკეთებ და მეორე დღეს არ მავიწყდება.-სხარტად უპასუხა. -და მე რას ვაკეთებ?-ჰკითხა ანამ და თამრიკოც ინტერესით დააკვირდა ბასას.რობაქიძე დაიბნა, იცოდა ვერ იტყოდა მომხდურს. -არაფერი.უბრალოდ,სულელივით იქცევი.-ეს მოიფიქრა. -შენ ხომ რას ამბობ!ათინათი დაგთამაშებს სახეზე,შენც აფრენ! -და მაგიტომაც არ ვსვამ ბევრს! -უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.-ჩუმად ამბობს თამრო.-სხვა რა ხდება ბასა?-სიტუაციის განეიტრალება სცადა ქალმა. -არაფერი თამრო,ვხაზავ და ვხაზავ.ვაშენებ თბილისს აღმაშენებელივით,მარა ძეგლს მე არავინ მიდგამს.მარტო სისხლს მიშრობენ. კატა რომ მომიყვანა იცი?-უთხრა ბიჭმა. -რაო?რა კატა?-თვალები დაუბრიალა შვილს. -აბა სახლში მოყვანის უფლებას არ მომცემდი, ამიტომ მეორე სახლში წავიყვანე.-საყვარლად თქვა.-დედა იცი რა საყვარელია? -ახლა სად დატოვეთ ეს დღეები? -დედაჩემთან არის.-ბასამ სიცილით თქვა. -გოგო ასეთი უტვინო როგორ ხარ?როდის უნდა გაიზარდო?სულ ლამაზი ვერ იქნები ანა! -დედა რა გინდა? რას მეჩხუბები ორი წლის ხომ არ ვარ,ბასას არ ჰქონია პრეტენზია და შენ რატომ გაქვს?მისი და ჩემი სახლია. -არ არის შენი სახლი ანა!მხოლოდ მისია. -საბუთებით არ არის ჩემი,მაგრამ სულ იქ ვარ. ჩემიცაა. ბასა გიჟდებოდა მათი კამათის ყურებაზე. ზოგჯერ განძრახ იტყოდა რამე ისეთს,თამრიკოს რომ ქოთქოთი შესძლებოდა და ანასთან ეკინკლავა,ახლაც ტკბებოდა ყურებით. -ბასა რომ ცოლს მოიყვანს,მაშინ რას აპირებ? -არ მოიყვანს! -რას ნიშნავს არ მოიყვანს?-გაუკვირდა ქალს. ანა გაჩუმდა,მიხვდა დედამისი მართალი იყო და ამ აზრთან შეგუება მოუწევდა ოდესმე, მაგრამ ახლა ხომ არა? -იმას რომ ჯერ არ მოყავს.-თავი ხელში აიყვანა.-არც მომდევნო სამი წელი არ მოიყვანს, ის სახლი ჯერჯერობით ჩემიცაა. -არ ხარ ანა მართალი.-ჩაიბუტბუტა ქალმა. -არ მაინტერესებს! -კაი თამრო,შეეშვი,გაიზრდება და მიხვდება.-ჩაიცინა ბიჭმა. -რა გავიზრდები ხალხო?გიჟები ხომ არ ხართ! -შენ რომ არ ჰყავდე ამას,ნეტა რა ეშველებოდა.-ლოყაზე მოუსვა ბიჭს ხელი. -იქნებ ბასა იშვილო?და მე თეონასთან წავალ, მაინც მას უფრო ვუყვარვარ.-იეჭვიანა მაისურაძემ და ბასას დედას გადასწვდა. -ანა შეწყვიტე!-თვალები აატრიალა ბასამ. -არა თქვენ შეწყვიტეთ! მალე რობაქიძეს ტელეფონმა დაურეკა და წასასვლელი გახდა,კარებამდე გააცილა თამრიკომ,ბიჭს მოესიყვარულა. -ხომ იცი როგორ უყვარხარ?არ ამბობს მაგრამ ვიცი.-ჰკითხა. -მეც მიყვარს.-გაუღიმა ქალს. -ვიცი.-თავზე გადაუსვა ხელი. თავდაპირველად,პირველი რამდენიმე წელი ბასას და ანას ოჯახები დარწმუნებულები იყვნენ, რომ დანათესავდებოდნენ.ამის წინაღმდეგები არ იყვნენ,უყურებდნენ რამდენ დროს ატარებდნენ ერთად ბავშვები,თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. ბასას შეყვარებული ჰყავდა სტუდენტობის პერიოდში,ანასაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა,ამიტომ ნელ-ნელა შეწყვიტეს ამაზე საუბარი. ყველა მიხვდა მართლაც რომ გულწრფელი მეგობრობა აკავშირდებდათ ერთმანეთისადმი, მხოლოდ ოთოს არ სჯეროდა ეს.ვერასოდეს იგებდა როგორ შეეძლოთ ასე სულ ერთად ყოფილიყვნენ,ერთად დაეძინათ,გაეღვიძათ, ეჭამათ,ესწავლათ,ადრე ეთამაშათ და მაინც არ შეყვარებოდათ ერთმანეთი,ან არ ეკოცნათ? ოთო ამას ვერაფრით ხსნიდა,ვერ იგებდა ამ ფენომენს.მუდამ აკეთებდა მათ საქციელზე კომენტარს,თავიდან ღიზიანდებოდნენ, მერე კი უბრალოდ,უგულებელყოფდნენ. ასე გადიოდა წლები ყველასთვის. მთელი კვირა აღარ უნახავთ ერთმანეთი, საღამოს ბასასთან ავიდა,სადაც ბავშვები დახვდა ანას. -მოლში გამყვები?-უთხრა ბიჭს და თავის ლამაზ ჩექმებს დააკვირდა. -გაფიცებ ყველაფერს ამხელა ქუსლზე როგორ დგახარ?ლიჩნად გეუბნები,მე მაწუხებს რომ ვუყურებ.-ოთო მაისურაძის უმაღლეს ქუსლზე ამახვილებს ყურადღებას,რომელიც ასევე საშინლად წვრილია. ანას სულ უყვარდა მაღალი ქუსლი,გამოსდიოდა კიდეც მოხდენილას სიარული,ხოლო თუ ჩექმა იყო ეს ფეხსაცმელი საერთოდ,არასოდეს იხდიდა.მთელ შემოდგომა,ზამთარს,გაზაფხულის დასაწყისს ჩექმებში ატარებდა,რომელსაც მოკლე ქვედაბოლოს უხდენდა. -მაშინ ახლავე წავიდეთ.-ბასამ უთხრა. -შენ არ წამოხვალ ოთუნა?-ჰკითხა ბიჭს. -არა,მე სუშისთან დავრჩები,ვიბაასებთ. -რამე არ დაწვა.-გააფრთხილა რობაქიძემ, მერე მანქანის გასაღები აიღო,ჯიბეში ჩაიდო და გოგოსთან ერთად დაეშვა ძირს. -დაბადების დღეზე აპირებ რამეს?-ჰკითხა ბიჭმა და მანქანა დაძრა. -არ ვიცი…ხომ იცი არ ვგიჟდები ჩემს დაბადების დღეზე.თანაც ჩვეულებრივი თარიღია.-მხრები აიჩეჩა. -ახლა რისი ყიდვა გინდა? -ხელფასი ავიღე,გარდერობს განვაახლებ. ანას ძალიან უყვარდა ბასასთან ერთად საყიდლებზე სიარული და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ბიჭიც არ ღიზიანდებოდა ამ პროცესით,მთლად თუ ყელში არ ამოუყვანდა ანა წუწუნით. დაიარეს ყველა სართული,დიდად არაფერი მოსწონებია უკვე წამოსვლას აპირებდნენ, რომ ანას თვალები გაშეშდა. -მომასხით კაპლის ჭავლი!-ანამ უცებ თქვა და ვიტრინაში გაუშეშდა თვალები.ბასამ მის თვალებს გააყოლა თვალები. -კიდევ ერთი ჩექმა?სერიოზულად?-ამოიხვნეშა. -ეს უბრალოდ ჩექმა არ არის ბასა!-გაკიცხა ბიჭი.-ეს ვერსაჩეა!და ასეთი დახვეწილი არაფერი მინახავს.-ლამის ტირილი დაიწყო.ყავისფერი მუხლამდე ტყავის სილამაზეს შეავლო თვალი,დახვეწილი წვრილი ქუსლი ამშვენებდა. -1200 ლარი ჩექმაში?!-შეიცხადა ბასამ. -რომ მქონდეს დაუფიქრებლად გადავიხდიდი. -მჯერა! კიდევ იდგა ანა და უყურებდა. -ანა,საკმარისია,მასეთი ათასი ცალი გაქვს! -იმედია ჩემი ქმარი მილიონერი იქნება…-დანანებით თქვა.-ან მეზღვაური, მაგათაც ხომ ბევრი ფული აქვთ? -ნუ ბოდავ,წამოდი დაიკეტა მოლი.-ხელი მოკიდა და ისე წამოიყვანა იქედან. -მინდა ვიტირო. -ჩექმის გამო ნუ იტირებ გთხოვ.ფასი გაიხსენე და დამშვიდდები. -ვერ მეხმარები ბასა,აღარ ვარ ხასიათზე, სახლში წავიდეთ.-მოიღუშა ანა. -და ეს ყველაფერი ჩექმის გამო?-შოკში იყო ბიჭი. -ვერსაჩეა!მაგრამ შენ ვერ გაიგებ! მთელი საღამო არ სცემდა ხმას ანა ბასას, სახლში ნუშის ეთამაშებოდა,ოთოსაც ეკინკლავებოდა,რობაქიძეს კი მის სახლში არ იმჩნევდა.რამდენიმე საათში გაუარა ცუდმა ხასიათმა. სახლში დაღლილი მივიდა ანა,დედას გაკეთებული წვნიანი მიირთვა და დასაძინებლად დაწვა.მაისურაძის დაბადების დღე პირველ თებერვალს გახლდათ.ამჯერად კი ოთხშაბათი დღე უწევდა,შუა კვირა, რის გამოც კიდევ უფრო მეტად გაუფუჭდა ხასიათი,ამას ისიც ემატებოდა,რომ ოცდაშვილი წლის ხდებოდა და თავი ძალიან…ზედმეტად დიდი ეგონა უკვე. ცხოვრებაზე დაფიქრდა,გავლილზე, გასავლელზე…გულში რაღაც ჰქონდა ხინჯად და მისი ფიქრები ისევ გადასწვდა საბას. რა მარტივი იქნებოდა ცხოვრება მისთვის ბალანჩივაძესაც რომ მოსწონებოდა, როგორი ბედნიერი იქნებოდა.გვიანობამდე არ მიეკარა ძილი,გვანცასთან ლაპარაკი უნდოდა, მაგრამ იცოდა ახლა შეუფერებელი დრო იყო დასარეკად. მზე,მთვარე და პურის ყანა გადამოიღო თაროდან,ხელი სათუთად გადაუსვა ყდას. შემთხვევით გადაშალა ერთ-ერთ გვერდზე და ციტატას წააწყდა. გული შეეკუმშა ანას,მაშინვე აიღო ტელეფონი და ბასას დაურეკა,რამდენიმე წამში კი ბიჭმაც უპასუხა. -გაგაღვიძე?-ჩუმად ჰკითხა. -არა,ვხაზავდი,მშვიდობაა?-უთხრა ბასამ,რადგან გოგოს არ სჩვეოდა ასეთ დროს დარეკვა.მიხვდა რაღაც აწუხებდა. -ჩვენი წიგნი გადმოვიღე,რაღაც წავიკითხე და შენ გამახსენდი. -რა წაიკითხე?-დაინტერესდა ბიჭი და ფანქარი გვერდზე გადადო. -“ყველა ადამიანი ვიღაცისთვის იბადება. რა კარგია,შენ რომ ჩემთვის დაიბადე”-ღრმად ჩაისუნთქა,წამით ორივე გაჩუმდა,რობაქიძე სათქმელს მიუხვდა. -მე იცი რა მახსოვს?”ვიწექი საწოლზე და მანუშაკა მენატრებოდა.თუმცა ეს მარტო მონატრება არ იყო,მიყვარდა მანუშაკა და ის სიყვარული მტკიოდა” -მინდა ისევ თვრამეტი წლის ვიყო და ამ წიგნს თავიდან ვკითხულობდე.-ანამ დანანებით თქვა. -დაბადების დღის წინანდელი სევდა შემოგაწვა?-ეკითხება ბასა და ოდნავ იღიმის. ანას ძალიან კარგად იცნობდა რობაქიძე და იცოდა სძულდა ეს პერიოდი. -ჰო,წელს კი ოთხშაბათი დღე უწევს.ხომ იცი მძულს ოთხშაბათი.-თვალები აატრიალა. -ჩემთან გამოდი,ჩვეულებრივი საღამო გავატაროთ.-შესთავაზა. -გადახდა არ მინდა. -მეც მაგას გეუბნები,ჩვეულებრივი საღამო გავატაროთ.არ წავიდეთ მეორე დღეს სამსახურებში,ღამე კი ლაპარაკში გადავათენოთ. -კარგი,მასე ვქნათ,მოვიფიქრებ რამეს,იქნებ ერთი დღით გამათავისუფლონ.-სიხარულით დაეთანხმა. -ახლა დაიძინე ანუშაკა.გვიანია.-მზრუნველად უთხრა. -შენც ბასა. რობაქიძე ყოველთვის იყო ანასთვის უსაფრთხო ადამიანი,საყრდენი და მეგობარი. გიჟდებოდა მასზე,ყველაფერზე იყო წამსვლელი ბასას გამო და იცოდა ბიჭიც იმავეს გააკეთებდა. მალევე ჩაეძინა,წვიმამ დასცხო,ფანჯარაზე წვეთები მიიკვლევდნენ გზას. უცნაური სიზმარი ნახა ანამ,ასეთი ჯერ რომ არ დასიზმრებია.ვითომ საბასთან ერთად სადღაც ტყეში იყო,ლამაზად უციმციმებდა მწვანე თვალები ბალანჩივაძეს,მზე აცხუნებდა და ხეების შრიალის ხმა ესმოდა ყურებში, ბალანჩივაძემ წელზე ხელები შემოხვია ანას, ახლოს მისწია მასთან და სანატრელმა ტუჩებზე ამბორი გადაწყვიტა,თავი უკან რომ გამოსწია ანამ იქ საბას ნაცვლად ბასა დახვდა,თითქოს მწვანეთვალება იქ არც არასოდეს ყოფილა, მზე სადღაც გაქრა,ქარი ამოვარდა და სადღაც შორს გაიელვა კიდეც ცაში. გულაჩქარებულს გაეღვიძა დილას.კიდევ გრძნობდა ბასას ტუჩებს მისაზე,სახეზე ხელი მოისვა და ღრმად ჩაისუნთქა.რამდენიმე წამი მოდიოდა გონს,არასოდეს დასიზმრებია მსგავსი რამ. -რა ჯანდაბაა.-თავისთვის ჩაილაპარაკა და საკუთარი სიზმრის შერცხვა. ისეთი რეალური იყო ყველაფერი,ახლაც ცხადად გრძნობდა კოცნას.გაქრობა სურდა,ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს მეგობრობას უღალატა. -ანა,რა ფერი გადევს სახეზე?სიცხე ხომ არ გაქვს?-დედამისმა შუბლზე ხელის გული მიადო. -არა დედა,ცუდი სიზმარი ვნახე უბრალოდ.-ისევ ფანჯარაში გააგრძელა ყურება.მტევნები მჭიდროდ შემოხვია ყავის ფინჯანს,ლურჯ ხალათში გახვეულიყო თავად. -რა გჭირს ამ ბოლო დროს?-არ მოეშვა ქალი. -არაფერია,გამივლის.-მკრთალად გაუღიმა. მთელი დღე არ მოშორებია ანას ეს სიზმარი. ბასამ დაურეკა დღეს შაბათია,ჩემთან გამოდიო, მაგრამ შერცხვენილი აიგნორებდა მის ზარებს. ბიჭის თვალებში ჩახედვისაც სცხვენოდა. არადა მისი რა ბრალი იყო? კვირაც ასე გაატარა. მთელი დღე უემოციოდ იწვა და საკუთარი დაბადების დღის მოახლოებას აბრალებდა ყველაფერს.მხოლოდ მაშინ ადგა და ჩავიდა მაღაზიაში,როცა ტკბილეული შემოაკლდა. კარიდან გავიდა თუ არა სადარბაზოში საბა შეხვდა. ბიჭი დატვირთული პარკებით,აშკარად მაღაზიიდან მოდიოდა.ანას თვალისმომჭრელად გაუღიმა,რამაც მაისურაძის გულის აჩქარება გამოიწვია.სახეზეც ახურდა და სიზმარი გაახსენდა. -ანა,როგორ ხარ?-ჩვეულად მიესალმა. -კარგად,შენ?-ოდნავ გაუღიმა. -მეც კარგად,ჩემთან ხომ არ შემოხვალ? პასტის გაკეთებას ვაპირებ,იქნებ დამეწვიო?მარტო ვარ. ეს ის სიტყვები იყო,ანა ოთხი წელი რომ ოცნებობდა,თითქოს ჯეკპოტი დაეცა თავზე, უცებ მზე გამოვიდა.ენა დაება გოგოს და არაფრით სჯეროდა მომხდურის. -იცი…რატომაც არა.-ნერვიულად ჩაიცინა და სახლში შეჰყვა ბიჭს. ბინა ზუსტად ისეთი იყო როგორიც ანას ახსოვდა. ლამაზი,მყუდრო,საშუალო ზომის.დედა საბას ორი წლის წინ გარდაცვლოდა,მამასთან ერთად ცხოვრობდა ახლა,რომელიც თითქმის არასდროს იყო სახლში,რაც სრულ თავისუფლებას აძლევდა მას. -საქმეები როგორ არის?-საბამ მხიარულად ჰკითხა და პარკები სამზარეულოს მაგიდაზე დააწყო.უცებ ქვაბი წყლით აავსო და გაზქურაზე შემოდგა. -ჩვეულებრივად,ვმუშაობ და ვარ.ყოველ დღე ერთი და იგივე.შენს სტუდიაში რა ხდება?-თმა ყურს უკან გადაიწია. -ვწერ სიმღერებს და ვარ.ზოგიერთი ისეთი აუტანელია.-თვალები აატრიალა ბიჭმა,თან მაკარონი ჩაყარა წყალში.-ზოგს არც სმენა აქვს, მაგრამ აბა როგორ ვუთხრა?როცა ბევრის გადამხდელია? ორივემ გულიანად გაიცინა.ანა ფიქრობდა ნეტა ჩემი მეგობრები რას იტყვიან ჩემს აქ ყოფნაზეო, არავის ექნებოდა კარგი რეაქცია,ეს შეგონება საკმარიზი იყო,რომ ტელეფონის ეკრანზე ბასას ნომერი გამოჩნდა. -არ უპასუხებ?-საბამ ჰკითხა,რადგან უმოქმედოდ იჯდა გოგო და მხოლოდ სახელს კითხულობდა. -არა.-ვითომ უდარდელად უთხრა და ხმა გამოურთო ტელეფონს.გაიაზრდა ასე უარესი იქნებოდა,ამიტომ არ მცალია მისწერა ბიჭს. -კიდევ მომიყევი რამე.მამა როგორაა? ასე საუბრობდნენ ორი საათი.პასტა დიდად არ მოეწონა ანას,ბასა უკეთესს აკეთებსო ფიქრობდა.ცოტა წითელი ღვინოც დაალევინა ბიჭმა და მათი საუბარიც კისკისში გადავიდა. საბა მოხდენილად იჯდა და ლამაზი თვალები უკაშკაშებდა,ანა ვერ იჯერებდა ასეთი ადამიანი როგორ უნდა ყოფილიყო ნარკომანი?ან ვინესთვის აბორტის გაკეთება როგორ უნდა ეიძულებინა?დაბრმავებული შესქცეროდა ყმაწვილს მწვანე თვალებში და არაფერზე ფიქრობდა. არაფრით არ უნდოდა წასვლა,თუმცა ხვდებოდა უკვე დრო იყო.არადა შეეძლო მთელი ღამე გაეტარებინა მასთან ერთად. -მშვიდობით ანა. გააცილა კარიდან ბალანჩივაძემ და სახლში მოღიმარი შევიდა.ცოტა ხანს იყო ეიფორიაში, მერე რომ გადაუარა და მართლა დაიჯერა მომხდარი,ფიქრობდა უნდა ეთქვა თუ არა ეს მისი მეგობრებისთვის…მათი რეაქცია და საბასადმი დამოკიდებულება რომ გაიხსენა კი მაშინვე ამბის დამალვა ამჯობინა. პირველი თებერვალი მალე დადგა. სუსხიანი დღე იყო.ნაცრისფრად ანათებდა ცა. გატყაული ხეები უძრავად იდგნენ. -დედას ლამაზო,გილოცავ დაბადების დღეს.-უთენია შეეგება თამრიკო შვილს ტორტით ხელში. -მამას ცხოვრება!უკვე დიდი გოგო!გილოცავ!-მამაც ადგილზე დახვდა გოგოს. -მადლობა ხალხო.-დაიმორცხვა ანა. მამამ სქელი კონცერტი გადასცა შვილს,დედამ ოქროს ბეჭედი აჩუქა,რომელიც მაშინვე გაიკეთა შუა თითზე. მილოცვები არ წყდებოდა ანას ტელეფონში. სამსახურშიც სიურპრიზი გაუკეთეს,ტორტი დაახვედრეს ყვავილებთან ერთად.ანას მუდამ უყვარდა ყვავილები,განსაკუთრებით თუ ისინი ვარდისფერია. არც თუ ისე უბედური დღე აღმოჩნდა მისთვის. საღამო ხანს მაინც შემოაწვა სევდა,ბასას ბინაში მიიკვლევდა გზას,სადაც ოთო,ლუკა და გვანცა დახვდა. -ხალხო რატო შეწუხდით,ყველაფერი მშვენიერია.-საჩუქრების ნახვის შემდეგ თქვა ანამ და აცრემლებულმა გადახედა ძვირფას ხალხს. -რა შეწუხებაა ანუშკი,ამან რა გაჩუქა ერთი ვკვდები ინტერესით.-ოთომ თითი ბასასკენ გაიშვირა. -ჩემს საჩუქარს ცალკე ნახავს,თქვენ რომ წახვალთ მერე. -რა იყო ასეთი რა არის?ხელი ხომ არ უნდა თხოვო და ბეჭედია რამე?-საჩვენებელი თითი ააქნია ხუმრობით ოთომ. -როდის გაჩერდები?-ანამ სარკასტული ღიმილით უთხრა. -როცა ცოლად მოგიყვანს.-მანაც უპასუხა. -იქნებ შენ მომიყვანო ცოლად?-ანამ თვალები აუფახულა.-ხომ იცი მიყვარს ფერად თვალება ბიჭები. -არა,საჭმის გაკეთება არ იცი,ამიტომ გაგვიჭირდება.ეს კაცი კი გგუობს უკვე,ვერ შევეცილები.-მკერდზე დაიწყო ხელები.-მაგრამ თვალები მართლა ლამაზი მაქვს.-თავმომწონედ ჩაიღიმა. -დაგველია მაინც ანა.-ლუკამ უკმაყოფილოდ თქვა. -არ მინდა ლუ,შუა კვირაა,არც ხასიათზე არ ვარ თან.-მხრები აიჩეჩა. -რავიცი გოჩა ბიძიამ კი ჩაგიკუჭა პაჭკა-პაჭკა დოლარები…-წაკბინა ოთომ. -ჰო ეგ მეც გავიგე.-გვანცა დაეთანხმა. -მერე მაგ ფულს გადავინახავ და ზაფხულში წავიდეთ სადმე.-მარტივარ მონახა გამოსავალი. -კაი,კაი წავედი მე!ამ კატის გამო ვიყავი მაინც მოსული,სუშის გარდა არავის ვუნდივარ.-ფეხზე ადგა ოთო და შავი ქურთუკის ჩაცმა დაიწყო. -სუში არაა დამლევი,ამიტომ ჩვენც წავალთ.-ლუკა და გვანცაც უყან გაჰყვა ანდრონიკაშვილს.-კიდევ ერთხელ გილოცავ ანუშკი,დაჭკვიანებულიყავი.-თმა აუჩეჩა ქარდავამ გოგოს. ანამ გააცილა ბავშვები,რკინის შავი კარი მიხურა და უკვე მშვიდ ბინაში შევიდა. -და აი მეც ოცდაშვიდი წლის ვარ.-ბასას მიუჯდა გვერდით. ისე ესიამოვნა ბიჭის გვერდზე ჯდომა,რომ მოულოდნელი სურვილი გაუჩნდა ჩახუტების. ემოციურად დაღლილმა კი გააკეთა კიდეც. ხელები შემოხვია რობაქიძეს და თავი მკერდზე დაადო. -თვიური გაქვს?-გაკვირვებული ეკითხება ბასა. -არა?-ანაც გაკვირვებული პასუხობს. -აბა რატომ მეხუტები? -ღმერთო ბასა!უბრალოდ მომინდა,ისედაც გაღიზიანებული ვარ,რატომ მიმატებ?-ბალიშს ურტყამს თავში ბიჭს,რომელსაც იგერიებს სიცილით,მერე ანა ფეხზე დგება,ბასა მტევანს უჭერს და მისკენ ძალით აბრუნებს გაბრაზებულს. -გეყოს!-მკაცრად ეუბნება ანას,რომელიც არაფრით არ ჩერდება.ბოლოს მაგრად იჭერს, ახლა თავად ეხუტება,დიდი მკლავები შემოხვია გარშემო და მის სურნელს ხარბად ისუნთაქავს. -ვანილის სუნი გაქვს.-დაგუდული ხმით ეუბნება და თავზე ხელს უსმევს. ანას სულ ვანილის სუნი ასდის,მაგრამ დღეს განსაკუთრებით მძაფრად გრძნობს ბასა, სიამოვნებს ეს არომატი და არ უნდა გოგოს მისი მარწუხებიდან გაშვება. -უკვე დიდი გოგო ხარ.-მშვიდად ეუბნება,თან ეფერება.ანა თავს წევს და ბასას სახეში უყურებს,ბიჭი ხელის გულებში იქცევს გოგოს სახეს. -არ მინდა დიდი ვიყო.-საცოდავად ამბობს. -ჩემთვის არასოდეს არ იქნები. -მამამაც ეგ მითხრა დღეს. -წამოდი ჩემს საჩუქარს განახებ.-გაუღიმა. -რაღაც არ ვარ საჩუქრის გახსნის ხასიათზე. -ამას რომ ნახავ იქნები.-ზედმეტად დარწმუნებულია ბასა საკუთარ თავში. გოგო ოთახში შეჰყავს,საწოლზე აჯენს და დიდ ყუთს უდებს ფეხებთან. -რა არის?-წარბებშეკრული ამბობს ანა და ინტერესი კლავს.ნელ-ნელა ხსნის დიდ ყუთს და ლამისაა გულმა დაარტყას ნაცნობი ნივთის დანახვისას.-არ არსებობს!-ყავისფერ ჩექმას იღებს ყუთიდან.-არ არსებობს!-თვალები უფართოვდება.-შენ ხომ არ გაგიჟდი?!-საყვედურობს ბიჭსს და მკერდზე ხელს ურტყამს.-ბასა!-ღიმილით სახე ეპობა ორივეს. -მიდი ჩაიცვი.-აგულიანებს. სწრაფად იხდის ფეხზე ანა და ლამაზ ჩექმებს იცმევს,რომელიც იდეალურად აქვს. -ზუსტად ჩემი ზომაა!-ტრიალებს,წინ და უკან დადის ბედნიერი,სულ ქვევით იხედება,კმაყოფილი იერი აქვს.-ასე რატომ დაიხარჯე?!-მკერდზე ჰკრავს ბიჭს ხელს და წარბებშეკრული უყურებს. -მთავარია ბედნიერი ხარ.-მხრები აიჩეჩა ბასამ. -ბედნიერი ვარ?ზღვარზე ვარ!საუკეთესო ოთხშაბათია,რაც კი ოდესმე მქონია!-აღტაცებული ლაპარაკობს.-რაში მჭირდება მილიონერი ქმარი როცა შენ მყავხარ?-ხტება და ისე ეხუტება ბიჭს,მერე სახეს უკოცნის და ისევ მჭიდროდ ხვევს ხელებს. -ძალიან მიყვარხარ.-ეუბნება იმ სიტყვას,რომელიც იშვითად ამოდის მათი პირიდან. -მეც მიყვარხარ.-ბასაც იმავეთი პასუხობს. -არ გაიხდი?არაკომფორტული ჩანს.-ეუბნება ბიჭი. -არა,მინდა მეცვეს.-კიდევ დატრიალდა. -ღამე ხომ დარჩები?-მისაღებში გამოვიდნენ. -კი,გავეთავისუფლე,შენ? -მეც. ანას მთელი ღამე არ გაუხდია ჩექმა.აივანზე ისხდნენ და ჩვეულებრივ ლაპარაკობდნენ. გულში ხინჯად ჰქონდა,საბას ამბავს რომ უმალავდა,მაგრამ თავად არ შეთანხმდნენ არ ვილაპარაკებთ ბალაჩივაძეზეო?ანძა ზემოდან დაჰყურებდათ,ციმციმა ეშმაკის ბორბალიც, ჩვეულ დაათენდათ,მხოლოდ დაწოლის წინ გაიხადა ანამ ფეხსაცმელები. არ უყოყმანია ისე დაწვა ბასას საწოლში, იცოდა არასწორი იყო ეს საქციელი,როცა ახალგზარდა გოგოსა და ბიჭს ერთად ეძინათ,მაგრამ არც ერთი ფიქრობდა მაგაზე,თავს მეგობრობით იმართლებდნენ,სწორედ ამიტომ მჭიდროდ მოხვია ანამ თავისი ინიციატივით ბასას ხელები, რობაქიძემ მაისურაძის კისერში ჩაყო ცხვირი და ვანილისფერი სიზმრებიც დაესიზმრა. პირველი ანას გაეღვიძა შუადღისას. ბასა უკნიდან ეკვროდა მის სხეულს,წელზე მარცხენა ხელი გადაეხვია და ახლოს მიეწია მისკენ,მეორე ხელი თავქვეშ ამოედო.მშვიდად სუნთქავდა ბიჭი.ანას ადგომა არ უნდა,მაგრამ იცის რობაქიძემ რომ გაიღვიძოს და თვალებში ჩახედოს ასე,მისივე საწოლში სირცხვილისგან მოკვდება.პლუს ამას,სიზმარი მის თავში გაფუჭებული რადიოსავით უკრავს და გასაქანს არ აძლევს მის ფიქრებს.სურს ისევ გააგრძელოს ნავარდობა ბიჭის საწოლში,უფრო მიეკროს შიშველ ტანზე რატომღაც…მაგრამ საპირისპიროს აკეთებს,ფრთხილად იშორებს რობაქიძის ხელს წელიდან და მისივე ტანსაცმელებით დგემა საწოლიდან. ბასას დიდ ჩუსტებს იცვამს,მძინარე ბიჭს დაჰყურებს და ოთახიდან თავისი ჭკუით შეუმჩნევლად მიიპარება. სინამდვილეში ბასას არ სძინავს,ხვდება ანა ამას რატომაც აკეთებს,მანაც იცის არ არის სწორი მათი საქციელი,ოღონდ არ აინტერესებს. მერე დაფიქრდა ოთოსთან რომ დაეძინა მაისურაძეს როგორი რეაქცია ექნებოდა, საშინლად გაღიზიანდა,საბაც წარმოიდგინა, მეტად ცუდად გახდა…საშინელი აზრების თავიდან მოსაცილებლად კი თავი ანას ბალიშში ჩარგო და ვანილის დამათრობელი სურნელი შეისუნთქა.ხელები მოხვია ბალიშს,არ უნდა საწოლიდან ადგომა,არც ანას გაშვება უნდა სახლიდან,ვერ ხვდება რა ხდება,რა იცვლება, ან იცის და აღიარება არ სურს,ვერ უტყდება თავის თავს. ანა აივანზე გადის,ბასას ნაცრისფერი მაისური აცვია,ერთ ღერ სიგარეტს იღებს და ბაგეებს შუა იქცევს. სიცივეა,აკანკალებს მაგრამ მაინც ჯიუტად დგას და უცდის დაფერფვლას. -გაცივდები ანა.-ბასა ახალგაღვიძებული,ბოხი ხმით ეუბნება. -მაგას შენ მეუბნები?-ხელით ბიჭს თავისივე შიშველ სხეულზე მიუთითა.თვალს არიდებს ანა, არადა არასოდეს გაუკეთებია ეს. -დღეს რისი გაკეთება გინდა?-სულ სხვა რამეს ეკითხება. -არ ვიცი,ხვალ ვმუშაობთ.თუ გინდა შაბათს ბარში გავიდეთ და დავლიოთ,მე ახალ ჩექმებს ჩავიცმევ.-მხიარულად უთხრა და ყავის მზადებას შეუდგა. -კარგი.ფილმს ვუყუროთ მაშინ. არც უსაუზმიათ ისე დასხდნენ დივანზე და ტელევიზორში კინო ჩართო ბასამ,ანა ვერ კონცენტრირდებოდა,სულ სხვაგან ქროდა მისი ფიქრები.ახლა ძალიან არეული იყო,ჯერ საბასთან მომხდარი და ის,რომ ვერავის უყვებოდა ამასთან დაკავშირებით,მერე ბასასთან ძილი და აფორიაქებული გული, რომელზეც ასევე ვერავისთან ყვებოდა. რა უნდა ექნა?რა სჭირდა? -ფილმს არ უყურებ ანა.-მობეზრებით აპაუზებს ბასა კინოს პულტით. -ვუყურებ.-ატყუებს. -აბა რა თქვა ბოლოს.-მარტივად გამოიჭირა ბოლოს.ანამ ვერაფერი უპასუხა.-რაზე ფიქრობ?-მისკენ შებრუნდა და გულახდილად საუბარი მოინდომა. -არაფერი,რაღაც ხდება სამსახურში და…-ცხვირი მოიქავა ანამ. -როცა ცხვირს იფხან ნიშნავს,რომ იტყუები.-მკაცრად უთხრა. -მე…რატომ მიცნობ ასე კარგად?-წარბები შეკრა.-სერიზოულად ბასა,გამაღიზიანებელია. რობაქიძეს მისი სახელი ლამაზად მოხვდა ყურში,მილიონჯერ მაინც დაუძახებია აქამდე მაისურაძეს მისთვის,მაგრამ ახლა ეუცნაურა ეს. -მითხარი რა ხდება?-არ მოეშვა. -ნუ დამაძალებ გთხოვ,ყველაფერს თავად მივხედავ. -როდიდან მატყუებ?ან მიმალავ რაღაცებს?-ეჭვისთვალით შეხედა ბიჭმა. -მე?და შენ?გგონია ვერ ვხედავ რაღაც რომ გაწუხებს?მეც გადასარევად გიცნობ,თუმცა არაფერს გაძალებ.ყველას აქვს ცუდი პერიოდი. თანაც სათქმელი არაფერია.-გვერდზე გაიხედა ანამ. -იმ ნაბი.ვარი საბას გამო ხარ ასე? -ღმერთო არა!დაანებეთ იმ ბიჭს თავი! რატომ შეუჩნდით ყველა?-გაბრაზდა ანა და ტონს აუწია. -რადგან ახვარია!საერთოდ რატომ იცავ?-ბასაც გაცხარდა და ვერც მან მოზომა ხმის ტემბრი. -ნუ მიყვირი! -ვყვირი იმიტომ,რომ შენ ყვირი! -შემეშვი. -შენ დაიწყე. -შეწყვიტე! -იცი რა ანა?საერთოდ აღარაფერს აღარ გკითხავ,მიდი მომატყუე,არაფერი მითხრა და ვნახავთ რა ჩიტს დაიჭერ!-ორივენი ფეხსე წამოდგნენ. -რა?ამით რას ამბობ?რომ შენი მოძღვრების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია?!-ჭკუიდან გადავიდა ლამის,ვერც ბასას ტონს ეგუებოდა. -ჰო,ზუსტად მაგას ვამბობ! -კარგი! -კარგი! -მაგასაც ვნახავ,იცი რა ბასა,შენ თუ გგონია ჩემს თავს ვერ მივხედავ ძალიან ცდები!-ხელები მკერდზე კრა,მაგრამ ბიჭს ძვრაც არ ჰქონია.-ვერ გიტან! -არ მინდა რომ სისულელე გააკეთე,მერე ინანო და ჩემთან ატირებული მოხვიდე! -ეგ გადარდებს?რომ შენი დასამშვიდებელი არ გავხდე?!-ისევ კრა ხელი,მერე ბასამ გაუკავა და მის მკერდზე აიკრა გაკავებული. -მომშორდი,ნუ მეხები!ვერ გიტან!-ჭიაყელასავით იგრიხებოდა ანა. -ჯერ დამშვიდდი! -ეს შენ ხარ დასამშვიდებელი! -მამაჩემი არ მექცევა ასე ბასა!თავს რატომ აძლევ ამდენის უფლებას? -თავის დროზე რომ მოგქცეოდა ასე,მე არ მომიწევდა!სიმკაცრე გაკლია!-შედარებით მშვიდი ტონით უთხრა,გოგოს კი მაინც არ უშვებდა.ახლა ზურგით აიკრა მკერდზე. -შენი შვილი წინასწარ მეცოდება!ან საერთოდ რა ჯანდაბა გჭირს?როდიდან ვჩხუბობთ ასე? ამის თქმა და ბასას ხელის გაშვება ერთი იყო. ანა მართალი იყო,არასოდეს უკამათიათ ასე და არც ხელით შეხებიან ერთმანეთს ხუმრობითაც კი.მაგრამ რაღაც იცვლებოდა მათ შორის,ამას ორივე გრძნობდა,ხვდებოდა,მაგრამ ვერ იაზრებდნენ.ეშინოდათ. -კარგი.-რობაქიძემ მშვიდად თქვა. -მე ახლა სახლში წავალ! ბოლო სიტყვა დატოვა ანამ და სწრაფად მოემზადა სახლში წასასვლელად.უკვე საღამოს ექვსი საათი იყო,დედამისს არც გამოლაპარაკებია ისე შევიდა ოთახში სწრაფად საწოლზე დაემხო. გული საგულეს აღარ ჰქონდა,ცრემლებიც გადმოსცვივდა და გაბრაზებული მომდევნო დღე აიგნორებდა რობაქიძეს.დიდად არც ბასა იკლავდა თავს ზარებით,რამდენჯერმე დაურეკა,უნდოდა ანა დასჯილიყო,ოღონდ რისთვის სჯიდა თავადაც ვერ ხვდებოდა. ანა მეტად ჩაიკეტა თავის თავში.გვანცასაც კი ვერ უყვებოდა მომხდარს,ან რა უნდა მოეყოლა? საბას კიდევ ერთხელ შეხვდა,ახლა თავად დაპატიჟა ყავაზე პარასკევს საღამოს,როცა დედა და მამა არ იყვნენ სახლში. კარგად ისაუბრეს,გულიანად აცინა საბამ ანა. მის თვალებში იკარგებოდა მაისურაძე და უკან ამოსასვლელ გზას ვეღარ პოულობდა. -აუ წამოდი რა!დაიკიდე ბასა,ვითომ იქ არ არის. უშენოდ ვერ გავერთობით.-ოთო გოგოს დარწმუნებას ცდილობდა,რომ ბარში მათთან ერთად წამოსულიყო შაბათ საღამოს. -მოვიფიქრებ. -მოიფიქრებ კი არა მოდი,თორემ მეწყინება. ნოდიკოც შეიძლება მოვიდეს,მგონი მოსწონხარ. -ოთო! -იცოდე მოდი! ანამ გარდერობში შეიხედა.ბასას ნახვა არ უნდოდა,თუმცა იგნორი ხომ შეეძლო?თანაც ახალგაზრდა გოგო რატომ უნდა ყოფილოყო შაბათ საღამოს მარტო სახლში?შავი ერთიანი, მოკლე კაბა ჩაიცვა და ბასას ნაყიდი ჩექმები. არ სურდა,მაგრამ ისე უხდებოდა… ტაქსით წავიდა. ბარის კარი შეაღო თუ არა,უკვე შეზარხოშებული გვანცა დაინახა.მის გვერდზე ლუკა,ოთო და ბასა,რომელსაც შავი პერანგი ეცვა,სიკვდილამდე უხდებოდა.თმაც უკვე მოზრდოდა,წვერი გაეპარსა და ულვაში დაეტოვებინა.ახლა გიორგი ტიგინაშვილს კი არა, ზურა ყიფშიძის ახალგაზრდობას ჰგავდა საშინლად. ასეთი სიმპათიური როდიდან იყო ის?ანა საკუთარ თავს ეკითხება და გაშლილ თმას ყურს უკან იწევს. მისი მისიაა ხმა არ გასცეს ბასა რობაქიძეს. ყველას ესალმება,ბიჭს ზედაც არ უყურებს. -ტეკილა?-ეკითხება ოთო და გოგოც თავს უქნევს. რამდენიმე ჭიქა ისე დალია,თვალიც არ დაუხამხამებია.ბარს თვალი მოავლო. -დღეს რაღაც ბევრი სიმპათიური ყმაწვილია აქ თუ მე მეჩვენება?-ოთოს ყურში ჩასჩურჩულა. -ჩემი ჩათვლით ხო?-ჩაიცინა ბიჭმა. -შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა!-ხელი გადახვია ანდრონიკაშვილს. -წამოდი ვიცეკვოთ.-გვანცამ საცეკვაოდ წაიყვანა ანა. -ისევ გაბრაზებულები ხართ?-ლუკა ეკითხება ბასას და მოცეკვავე გოგონებს არ აცილებს თვალს. -რაც უნდა ის ქნას.ამ ბოლო დროს ჭირვეული ბავშვივითაა.-ვითომდა უდარდელად თქვა რობაქიძემ. -შენ რომ მაგას ვინმეზე იტყვი.-სიცილით თქვა ოთომ.-იცი მაინც როგორ ყეფ?ცოფიანი ძაღლივით ხარ!შენთან შედარებით ეს გოგო ანგელოზია.ამიტომ ბოდიში მოუხადე!შუა ხნის კრიზისი რატომ დაგეწყოთ? -მე არ ვარ დამნაშავე.-ბასამ უხეშად თქვა. -მერე რა,ქალია,ბოდიში შენ უნდა მოიხადო.-ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო,როცა ლუკაც დაეთანხმა ოთოს.-საერთოდ აქამდე ბოდიშს ვინ იხდიდა? -არ ვიცი,არასოდეს გვიჩხუბია.-სახეზე ხელი მოისვა ბასამ. -გვანცას სულ მასე ვირიგებ,ზოგჯერ ვერ ვხვდები რას ვაშავებ,მაგრამ მაინც.-ქარდავა შეზარხოშებული ამბობს. გოგონები ლამაზად ცეკვავენ.ანა თვალისმომჭრელია ამ მოკლე კაბაში, თეძოებს ისე არხევს…ბასა ჩექმებსაც ამჩნევს და ეღიმება.გვანცა და ანა ბართან მიდიან, კიდევ უკვეთავენ თითო-თითო ტეკილას და სიცილით სვამენ. -როგორი ლამაზი ჩექმაა,სად იყიდე?ეს რა ვერსაჩეა?-ქერა გოგო ანასთან მიდის და ღიმილიანი სახით ეკითხება. -მეგობარმა მაჩუქა.-ისიც პასუხობს. -იღბლიანი გოგო ხარ.-მანაც უპასუხა. რამდენიმე წამით აშორებს თვალს ბასა ანას და სწორედ მაშინ მიდის ვიღაც ძალიან მთვრალი ბიჭი მაისურაძესთან. -საყვარელო,როგორი ლამაზი უკანალი გაქვს. არ გინდა სახეზე დამაჯდე?-ამაზრზენად ეუბნება და გვერდზე,ძალიან ახლოს უდგება. -სახეზე რატომ უნდა დაგაჯდე?შენი ცხვირი შენს პენისზე დიდია?-სარკაზმით ეუბნება,რაც კაცის გაღიზიანებას იწვევს.მაჯაში ჰკიდებს მაგრად ხელს და უჭერს. -მტკივა,ცხოველო!-საშველად გვერდზე იხედება, მაგრამ ვერავის ხედავს.ამიტომ ძველ ილეთს იხსენებს,ისე როგორც სკოლის პერიოდში რობაქიძემ ასწავლა,კაცს ორივე ხელს საყელოში ავლებს,თავს უკან წევს და მერე მთელი ძალით ურტყამს საკუთარ თავს ცხვირში. გვანცა შოკისგან დაბნეულია და არ იცის რა გააკეთოს. ანას თავი სტკივა,კაცს კი ცხვირი აშკარად გატეხილი აქვს. ბიჭები ამ საშინელ სანახაობას ხედავენ და მაშინვე ანასკენ გარბიან.მაისურაძე ვერ იაზრებს რა გააკეთა,მოზღვავებულ ადრენალინს გრძნობს მხოლოდ. -შე !-ეს სცდება კაცს პირიდან და ახლა ბასა ურტყამს სახეში. -გაიმეორე!აბა გაიმეორე,რაც თქვი!-უყვირის ზემოდან და ხალხიც ერთმანეთში ირევა. -კარგად ხარ?-ანას უბრუნდება ყველა. -გაიწიეთ,სული მეხუთება.-ამბობს გოგო და გარეთ გაჰყავთ ის. ანას რაღაც პერიოდი არ ეუბნებიან არაფერს ბიჭები კამათომებ ერთმანეთში. -ერთი წუთით გავედი!ყურადღება ვერ უნდა მიაქციოთ?!-ცოფებს ყრიდა რობაქიძე. -მეგონა ცეკვავდნენ! ანას არაფერი ესმოდა,ბოლოს სიცილი დაიწყო. ყველა ჩუმად უყურებდა. -კაცს ცხვირი გავუტეხე!-ისევ იცინის.-მე მთვრალი სტომატოლოგი ვარ და ვიღაც კაცს ცხვირი გავუტეხე.-ნასვამი ვერ იაზრებდა მდგონარეობის სიმძიმეს. -დღეს მე წავიყვან.-ამბობს ბასა და მკლავში კიდებს ხელს. -არა,შენთან ერთად არ წამოვალ!-მაშინვე აპროტესტებს. -ახლა ამის დრო არ არის ანა! -სახლში წამიყვანეთ.-ამბობს. -ასეთ მდგომარეობაში მარტო ვერ დარჩები.-უმეორებს. -გვანცა წამომყვება. -გვანცაც მთვრალია. -მე წავყვები,მე დავრჩები ანასთან.-ოთო ამბობს სერიოზულად. ბასას დიდად არ მოსწონს ეს აზრი,მაგრამ აღარ უნდა სიტუაციის გამწვავება და მათ ნებას მიყვება. -ყოველ ნახევარ საათში დამირეკე.შეიძლება გული აერიოს ან კიდევ მოგთხოვოს დალევა, წვეთს არ გააკარო!-არიგებს ჭკუას. მალე მიიყვანა სახლში ოთომ ტაქსით ანა.გასაღებით გააღო კარები და ოთახში ძლივს შეიყვანა. -მიდი ანუშკი მომეხმარე შენც,ცოტა მეც ნასვამი ვარ. -გული მტკივა ოთო.-ეუბნება ნაწყენი და ლამისაა იტიროს.-ვეღარ გავიგე რა ვქნა. რა დავაშავე. -არაფერია ანუკი,ყველაფერი კარგად იქნება ჩემო კარგო გოგო.-თავზე გადაუსვა ხელი. -მეშინია,რაღაცები იცვლება და მეშინია.-საწოლში საღამურებით დაწვა. -ცვლილებები აუცილებელია ანა.-ოთო თან ხვდება მაისურაძე რასაც ამბობს,თან ვერა. -ვერავის ვერ ველაპარაკები. -მე დამელაპარაკე.-იმედს აძლევს. -არ შემიძლია,არ ვიცი რა გითხრა. -დაიძინე ახლა,გადაბრუნდი გვერდზე და იფიქრე,აბა დღეს შენ ვის რა არგე.-გაეხუმრა ბიჭი. -კაცს ცხვირი გავუტეხე. -ღირსი იყო.მე დივანზე დავწვები,თუ რამე დაგჭირდა გამაღვიძე.შენები ორშაბათამდე არ ჩამოვლენ ხო? ანას პასუხი აღარ გაუცია,იმიტომ არა ოღონდ რომ ეძინა,აღარ შეეძლო.რატომ არ დაწვა ოთო ანას საწოლში?ბასა რომ იყო ხომ დაიძინებდნენ ერთად?მაშინ რა განსხვავებაა? გაურკვევლობაში ჩასთვლიმა ანას. მეორე დილას მთელი დღე წვიმდა. ოთო აღარ დახვდა სახლში,მიხვდა წასულიყო. წინა ღამის აღდგენა სცადა გონებაში,ნაწილი გაახსენდა.თავი საშინლად იგრძნო. სარკის წინ დადგა და საკუთარ ანარეკლს დაუწყო ყურება.ასე ცუდად ბოლოს როდის იყო არ ახსოვდა,თავს ვერ ცნობდა. ძირს დაჯდა,ფეხები მკერდზე მიიკრა და თავი ჩაქინდრა.ცრემლები წამოუვიდა,გული ყელში ებჯინება და გაქცევა უნდა ანას.დღეს,ყველაფერს იაზრებს და ხვდება. უნდა აღიაროს…სხვა შეიძლება მოატყუოს მაგრამ საკუთარი თავი? ერთხელ,როცა გვანცა და ლუკა შეყვარებულები გახდნენ,ანამ ბენდელიანს ჰკითხა როგორ მიხვდი რომ გიყვარსო. გვანცა ჯერ დაფიქრდა,მერე ღიმილით უთხრა. -როცა სულ მასთან გინდა,თავს კომფორტულად გრძნობ,მუდამ გვერდში გიდგას,გამხნევებს, შენი მესაიდუმლეა,მის გარდა სხვას ვერ ხედავ შენს გვერდით…ეს ალბათ სიყვარულია. როცა მის გამო ყველაფერზე ხარ წამსვლელი, სისულელეების გამკეთებელიც კი ხარ.-ჩაიცინა.-ცოტა არეულად ვამბობ,უბრალოდ, არ ვიცი როგორ ვთქვა.როცა შეყვარებული იქნები.თავად მიხვდები. მხოლოდ ეს უთხრა გვანცამ.ანას აღარ უფიქრია მის ნათქვამზე მერე,ახლა ცდილობდა თითოეული სიტყვის აღდგენას გონებაში. მთელი დღე იწვა დეპრესიული თინეიჯერივით, არავის ზარს არ პასუხობდა და სვენ ფანჯარას მიშტერებოდა,გარეთ კო ნაცრისფერ ხეებს. -ბასა მომწონს.-მხოლოდ შუა ღამეს გამოუტყდა თავის თავს და აქვითინდა. რა უნდა ექნა ახლა?იცოდა ბასა არასოდეს შეიყვარებდა,მუდამ მეგობარი იქნებოდა მისთვის.ანას თავისი ჭკუით მეორედ უყვარდა კაცი,ფიქრობდა სიყვარული ყველაზე ბედნიერი რამაა და მე უკვე მეორედ რატომ ვარ უბედურიო.ბასას რომც მოსწონებოდა ანა მათი მეგობრობა მერე?ოც წლიანი მოგონებები წყალში უნდა გადაყარონ ოდესმე ერთმანეთს თუ დაშორდებიან?ამის ეშინია,ყველა წმინდის, მეგობრობის დაკარგვის. აღარ უნდა საბასთან რაც განიცადა ოთხი წელი, ისევ ის მოხდეს.ბასას ვერასოდეს გაუმხელს თავის გრძნობებს,რადგან ფიქრობს და დარწმუნებულია საპასუხოთ იგივეს ვერ მიიღებს.რომ მიიღოს მაინც ეშინია.მაშინ რა უნდა ქნას? ამ ფიქრში ჩაეძინა ანას. ისევ წვიმდა თბილისში,ზომბივით ადგა მაღვიძარას ხმაზე გოგო საწოლიდან და ოთახიდან გავიდა. -ანა სახეზე ფერი არ გადევს.-მამამისი ეუბნება. -მგონი ვცივდები,არაფერია.-მკრთალად გაუღიმა და სააბაზანოში შევიდა. პირი ძლივს დაიბანა იმდენად არ შესწევდა ძალა.მხოლოდ საწოლში წოლა და ერთი წერტილისთვის ყურება უნდოდა.სახეზე აღარაფერი წაუსვამს,მხოლოდ შავი ტანსაცმელი ჩაიცვა და პირველივე ბოტასი, რომელიც შეხვდა. ზომბივით დადიოდა მთელი დღე სამსახურში, არც პაციენტებს უღიმოდა,არც კოლეგებთან უცინია როგორც იცის ხოლმე. ჩაწითლებული თვალებით მუშაობდა და ვერავინ უბედავდა რამის თქმას ან კითხვას. -ანა რამე ხომ არ გჭირდება?-ეკითხება სალომე და ოდნავ უღიმის. -არაფერი,მადლობა,მგონი ვცივდები.-მხრები აიჩეჩა. მთელი დღე ამით იმართლებდა თავს.არადა ბასა ისე ენატრებოდა,ლამის სუნთქვა ეკვროდა. მის ზარებს კი არ პასუხობდა,მხოლოდ გვიან გადაურეკა. -რატომ მაიგნორებ?-მკაცრად ეუბნება ბიჭი. -არ გაიგნორებ,შეუძლოდ ვიყავი.-ატყუებს. -დღეს ჩემთან მოხვალ?ვილაპარაკოთ. ალბათ ბავშვებიც ამოვლენ.-ფრთხილად შესთავაზა. -ვერა,არ შემიძლია.მგონი ვცივდები და სახლში ყოფნა მირჩევნია. რა თქმა უნდა,ბასა მიხვდა რომ მოატყუა. აღარ გამოკიდებია,იცოდა ვერ დააძალებდა ანას იმის გაკეთებას,რაც არ უნდოდა. უხეშად გაუთიშა და აივანზე მარტო გავიდა ბიჭი. -არ მოვა არა?-ლუკამ ჩაიცინა. -არა.-სიგარეტს გაუკიდა და გაბრაზებულმა ახედა ცისფრად განათებულ ანძას. -რას აპირებ?-თავს არ ანებებს ქარდავა. -რაზე ამბობ?-თავს ისულელებს ბასა. -ბასა,მე შენ სხვანაირი ბიჭი მეგონე. -არ მინდა შენთან ლაპარაკი ლუკა, ყველაფერს ვაკონტროლებ,ქალია და გაუვლის შენ მაინც არ იცოდე. თავიდან მოიცილა ლუკა,რომელიც მალე სახლში წავიდა. ოთხშაბათამდე აღარ შეხმიანებულან ბავშვები. ანა ისევ ცუდად იყო,ფსიქოლოგიურად დაიშალა, იქნებ უბრალოდ პერიოდი იყო და მალე გაუვლიდა?ანას ბასას მეგობრობის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია,არ იცის როგორ იარასებოს ბიჭის გარეშე,რადგან დღე არ ახსოვს მაიურაძეს რობაქიძის გარეშე. მთელი ღამე იფიქრა ისევ,წვეთი არ უძინია და გადაწყვიტა ყველაფერს ისე გავაგრძელებ, როგორც აქამდე იყოო. ისევ იმეგობრებდნენ,ანას კი გაუვლიდა აბა რას იზამდა?როგორც საბას აღტკინებად გადაუარა ზუსტად ისე.ამ შეგონებით დაათენდა თავზე. ხუთშაბათი დღე იყო.ისევ ისე წვიმდა, საბა შეხვდა საღამო ხანს სადარბაზოში,შინ შეიპატიჟა ანა,ოღონდ გოგოს გული ისე ძალიან აღარ ცემდა.ერთხელ,სადღაც გაიგონა რომ ერთი ბიჭის დასავიწყებლად მეორეს პოვნა იდეალური გამოსავალია და რატომ არ უნდა ეცადა?სძულდა ამის გაკეთება რომ უწევდა. -წინაზე ბევრად გემრიელია.-სიმართლე უთხრა საბას. -გეთანხმები. საბას ის დადებითი მხარე ჰქონდა,რომ ლამაზ თვალებთან ერთად კარგი მსმენელი და მოსაუბრე იყო. პარასკევ საღამოს ანამ ძალა მოიკრიბა,ღრმად ჩაისუნთქა,გასამხნევებლად ჩექმები ჩაიცვა და ბასას სახლის კარებზე უჩვეულოდ დააკაკუნა, ადრე თავისი გასაღებით შედიოდა შიგნით. ხმაური გაიგონა,იქ ყველა დახვდა ნოდიკო თურთ. ბასას გაუკვირდა მისი დანახვა,თუმცა არაფერო უთქვამს,არავინ ამახვილებდა მის გაუჩინარებაზე ყურადღებას. -გამარჯობა ნოდიკო.-გადაკოცნა ბიჭი და გვერდით დაუჯდა. ფეხბურთს უყურებდნენ,პატარა მაგიდაზე ჩიფსები,ლუდი და მიწის თხილი ელაგათ. -არ დალევ?-ნოდომ შესთავაზა ანას. -არა,მადლობა. ნოდოს ფეხბურთზე მეტად ანა აინტერესებდა და ჩუმად ესაუბრებოდა,გოგოც ჩუმად იცინოდა შიგადაშიგ.ბასა ამას ამჩნევდა და მზად იყო ნოდოსთვის ცემაში ამოეხადა სული,ისე აღიზიანებდა იმ მომენტში,ეჭვიანობისგან რა ექნა და როგორ დაეცილებინა წყვილი ფიქრობდა. -ანა,აივანზე წამოდი ცოტა ხანს.-თბილად უთხრა და საუბარი შეაწყვეტინა ბიჭს. -ცოტა ხანში რა.-უდარდელად უთხრა და ზურგი აქცია ბასას,ნოდიკოს მოსმენა არჩია. ამაზე ლამის აიჭრა,ყბა დაეჭიმა და ხელი მომუშტა. -ანა ახლავე!-კბილებში ისე გამოსცრა, ლუკამ და ოთომაც გამოიხედა,რომლებიც ტელევიზორს მთელი ინტერესით უყურებდნენ. ანას სხვა გზა არ ჰქონდა,უკან გაჰყვა ბიჭს და ნოდო მარტო დატოვა. -რა მოხდა?-მობეზრებით ჰკითხა.-ვსაუბრობდი. -გაგიარა?-სარკასტულად უთხრა. -კი.-სწრაფად უპასუხა ანამ,მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა რას გულისხმობდა. -დამთავრდა ჩემი იგნორი?-ხელები გადააჯვარედინა. -ნუ აბუქებ.-ვითომ უდარდელად უთხრა, ყველა ტკივილო ღრმად შეინახა.-ქალებს გვჭირს ხოლმე ასე,მარტო ყოფნა გვინდა ხოლმე. -კარგი ასე იყოს.შიგნით შედი სიცივეა. გაბრაზებულიც მზრუნველი იყო,არადა იცოდა რაღაცას რომ მალავდა ანა,მაგრამ როგორ მოეთხოვა მისთვის პასუხი,როცა თავადაც მალავდა. საღამომ იდეალურად ჩაიარა ბასას ცუდ ხასიათს თუ არ ჩავთვლით.ანა ფიქრობდა ასე ცხოვრება შემიძლია და მანამ განვაგრძობ, სანამ ვინმე არ შემიყვარდებაო. მარტი ისე დადგა ახალი არაფერი მომხდარა. ოთოს დაბადების დღეც შემოიპარა ჩუმად. ანამ მუქი,მწვანე ატლასის კაბა ჩაიცვა და თმის ბოლოები ლამაზად დაიხვია,ფეხზე რა თქმა უნდა მაღალი ქუსლი. რაც მეტი დღე გადიოდა ანა უფრო და უფრო ეგუებოდა ბედს,ბასა კი პირიქით,მეტად ცუდად ხდებოდა. მაისურაძის რესტორანში დანახვისას სუნთქვა შეეკრა ისეთი მოხდენილი იყო,თვალს ვერ აცილებდა ვერავინ,ოთოც კი ეხუმრებოდა ნაბადში გაგახვევ და გაგიტაცებ ნებით თუ არ წამომყვებიო. ნოდოც იქ იყო,ოთოს სხვა მეგობრები,თუმცა ვიწრო წრეში არჩია გადახდა.საბასთან შეხვედრებს მოუხშირა კიდეც ანამ, ერთ წვიმიან საღამოს კი ბინაში აკოცა კიდეც ბიჭმა. ეს რომ ძველი ანა ყოფილიყო სიხარულისგან გაგიჟდებოდა,თუმდა ახალ ანას მხოლოდ ბასა ედგა თვალწინ და მისი გიშრისფერი თვალები. შავები ეცვა ბიჭს,ისეთი სიმპათიური იყო ნებისმიერი გოგო გაგიჟდებოდა მისი შემყურე. სუფრასთან დაასხდნენ,ოთომ ნოდო ანას გვერდით დააჯინა,ბასა კი წინ. შესაბამისად მთელი საღამო ჭკუიდან იშლებოდა რობაქიძე,უნდოდა თავად მჯდარიყო ანასთან და ის ყოფილიყო მისი სიცილის მიზეზი. ვერ ხვდებოდა ანას მართლა მოსწონდა ნოდარ ჩოგოვაძე თუ თავს იტყუებდა,იმით მშვიდდებოდა საბას მაინც დაივიწყებსო,რა ეგონა რომ… გული უცნაურად უცემდა.დალია კიდეც.ანას სურვილი არ ჰქონია,შაბათი დღე იყო, მარტისგან გასაკვირად არ წვიმდა. -არ ვიცეკვოთ?-ნოდომ ხელი მოჰკიდა გოგოს, რომელმაც თავი მსუბუქად დაუქნია. ნელა ირწეოდა ორი სხეული მუსიკის ფონზე. ოთო გატრეტილი მთვრალი იყო,პერანგზე ისევ წითელი ღვინის ლაქა ეცხო. -ჰე,ახლა მაკარენა ვიცეკვოთ ყველამ!-ანდრონიკაშვილმა სტუმრები წამოყარა ფეხზე. მთელი საღამო არ ულაპარაკიათ ანასა და ბასას. მხოლოდ მაშინ მივიდა რობაქიძე მაისურაძესთან,როცა თორმეტი საათი დაიწყო. -დღეს ჩემთან წამოხვალ?-შეზარხოშებული ხმით უთხრა. ანამ იფიქრა უარი რომ ვუთხრა,რაღაცას იეჭვებაო,ან რატომ უნდა ეუარა?მეგობრები არ იყვნენ?კიო ასე უთხრა და ბასა ლამის ზეცას მისწვდა სიხარულისგან. ყველას დაემშვიდობნენ,ხასიათზე მოვიდა ვაჟი. საჭესთან ანა დაჯდა,წვიმამ დაიწყო, ორივენი რადიოს უსმენდნენ ჩუმად,მათი ძველი, საყვარელი სიმღერა გაჟღერდა და ორივეს გააკანკალა ტანში. ირაკლი ჩარკვიანის “ნანასი” -“ზღვა ვერ გასცდება ნაპირებს, დღეს ისევ წვიმას აპირებს, წვიმას აპირებს, სიყვარული მოაქვს ჩვენთვის დროს.”-ბასა ანას სახეს აკვირდება და ცდილობს მისი აზრები ამოიკითხოს. -“შენგან არაფერს ვითხოვდი, მე მხოლოდ შენზე ვფიქრობდი, მხოლოდ ვფიქრობდი, სიმღერა არ მანებებდა თავს.”-რობაქიძე ანას ბროწეულის ყვავილისფერ ტუჩებს უყურებს და ღმერთმანი,როგორ უნდა ახლა მათი ამბორი. -“შენ ენდობი დროს, შენ ამ სითბოს გრძნობ. მოდი მალე, მოდი ჩემთან.” სრული სიჩუმეა ირგვლივ,მხოლოდ სველი თბილისის საცობი არღვევს მათ სიმყუდროვეს. ორივე ჩუმად ფიქრობს,საოცარი ატმოსფერო დგას მანქანაში,წვიმის წვეთები საქარე მინას ასველებს,წითლად ანთებული მანქანები კი გზას მიიკვლევენ ნელა. ბინის წინ აჩერებს ანა ავტომობილს და მეცხრე სართულზე ლიფტით ადიან,სახლში შესული მაშინვე ეფერება თავზე ნუშის. ბასა კარგად შეზარხოშებულია და ცდილობს ზედმეტი არაფერი გააკეთოს. -ჩემთან ხომ დაიძინებ?-პატარა ბავშვივით ეკითხება ბასა და პერანგის ღილების გახსნას ცდილობს. -არა,მე დივანზე დავწვები.-კატეგორიულად ეუბნება. -რატომ?-ვერ იხდის პერანგს. ანა მიდის და თავად ცდილობს ღილების შეხსნას,მასთან ძალიან ახლოს დგას. მაისურაძე მშვენივრად აკონტროლებს თავს, რასაც ვერ ვიტყოდით რობაქიძეზე.ანასთან ერთად უნდა დაძინება,მისი ვანილის სუნის შეგრძნება. -რადგან ასეა საჭირო და ასე მინდა. ბიჭი მიხვდა აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს. ანა შეცვლილიყო,თითქოს მათ შორის საზღვრები გაავლო და კედელი აღმართა. -მე დავწვები დივანზე.-ჩუმად ამბობს და ოთახში პლედის გამოსატანად შედის. ანა არ ეწინააღმდეგება,სახეს იბანს,ჩვეულ, ნაცრისფერ მაისურს იცმევს და საწოლში წვება. ყველაფერს რობაქიძის სუნი ასდის,ანა თითქოს იხრჩობა,მაგრამ მალევე ეძინება. ბასა კიდე კარგა ხანს ფიქრობდა გამოსავლის პოვნაზე,გრძნობდა რაღაც ახალი იწყებოდა, ოღონდ ვერ ხვდებოდა კარგი იყო ეს თუ არა. გამთენიისას ჩაეძინა. დილას ანას არც ყავა გაუკეთებია ბიჭისთვის, არც საუზმე ისე გაიპარა სახლიდან. რა თქმა უნდა,არ გამოჰპარვია ბასას. საღამო ხანს საბასთან გავიდა,ხვდებოდა მათი ურთიერთობა მეტი და მეტი რომ ხდებოდა. -იცი ჩემზე ბევრი ცუდს ფიქრობს და ამბობს ანა.-დაიწყო ბალანჩივაძემ.მაშინვე მისი მეგობრები გაახსენდა და მათი წარმოდგენები. -ჰო,მეც გამიგია.-უხერხულად მოიქავა კეფა. -მაგრამ მაინც აქ ხარ,რატომ?-დააკვირდა ბიჭი. -არ მჯერა და ის.-ვითომ უდარდელად უთხრა. -კარგი გოგო ხარ შენ.იცი ჩემი ფავორიტი რომელია?ის რომ ნარკომანი ვარ და ვიღაც გოგო დავაორსულე,მერე აბორტი გავაკეთებიე.-სიცილით ამბობს და ყავას სვამს. -არაფერია,ყური არ დაუგდო შენ.მომწონს შენთან ერთად საუბარი,დროს კარგად ვატარებთ.-მხრები აიჩეჩა. -მაგრამ ჩემი შეყვარებული ვერ იქნები ჯერ არა?-გაუღიმა. -ჰო,მაგას რაც შეეხება იგივე აზრზე ვარ. -მესმის.მაშინ ცუდად მოვიქეცი,ახალი წლის ღამეს ძალიან მთვრალი ვიყავი,გამოვ.ირდი. ლამაზი გოგო დაგინახე და შენივე სახლში გაკოცე,არასწორი იყო ჩემგან.თუ შეძლებ მაპატიე. -არაუშავს საბა,დიდი ხნის წინ იყო ეგ. -მაგრამ ხომ გახსოვს? -კი. წასვლის წინ კიდევ ერთხელ ეამბორა ტუჩებზე ანას საბა,მან კი საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა. რამდენიმე დღის წინ ბალანჩივაძემ მაისურაძეს შეყვარებულობა შესთავაზა.სასაცილოა არა? ძველი ანა მაშინვე,დაუფიქრებლად ეტყოდა თანხმობას,მაგრამ ახლა სულ სხვაგვარად ფიქრობდა და არც გული არ ასჩქარებია ისე, როგორც ადრე. აპრილი დადგა,ანა საბას ხვდებოდა, ეგუებოდა ახალ ცხოვრებას. ბავშვებსაც ხშირად ნახულობდა. -გამაგებინე ეს ნოდარი მოგწონს თუ არა?-ოთო ეუბნება ანას. -რატომ მაწვები?ცუდი ბიჭი არ არის,მაგრამ არ ვიცი,არა!-ხელები ცაში აღმართა ანამ. -რატომ და მოკვდა ის ბიჭი შენი ცქერით ახალი წლიდან მოყოლებული,მეც შემაღონა შენზე ლაპარაკით. -არ მოსწონს ოთო,არა.-ამბობს ლუკა.-რომ მოსწონდეს ატკვარცალდებოდა. -ტკვარცალი შენკენ მოიკითხე წალენჯიხაში! ჩემი ანუშკი ხვანაირი გოგოა.-უცებ დაიცვა მეგობარი.-ჭამე ნოდარი მაინც უთხარი იმ ბიჭს,თავშიც წამოარტყი ხელი,მოკვდა კაცი! ანამ და გვანცამ სიცილი დაიწყო.ბასას წამით არ გაღიმებია.ცუდმა გრძნობამ დაუარა ტანში. -რაჭაში მივდივარ,არ წამოხვალთ?ამ შაბათ-კვირას. აპრილის ბოლოს ყოველთვის მიდიოდა ანა თავის სოფელში ჭყვიშში.ბავშვებიც მიჰყავდა ხოლმე ბებიას სანახავად. ხვეწნა არც დასჭირვებიათ ახალგაზრდებს,აიკრეს გუდა-ნაბადი და გაენგზავრნენ. ხუთივენი ერთ მანქანაში სხედან,ავტომობილს ბასა მართავს,უკან გოგონები და ოთო ამაგრებენ კედელს.ოთო შუაშია,წინ იწევა, ზედა ლუქს ხსნის,მუსიკას რთავს და ლუქში თავს ჰქოფს სიმღერით. -რა მადლიანად ანათებს, შენი მზე ჩემი მთვარეო, შენ რადა გდის ცრემლები, შენ კი შემოგევლები, ჩემო სამშობლო მხარეო!-ხელები ჩიტივით გაშალა ჰაერში. მუსიკა ბოლო ხმაზეა ჩართული,ყველა მღერის. -ცა-ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო!-ოთო ემოციებშია, გვანცას ტელეფონი აქვს მომარჯვებული და ყველაფერს იღებს. -ჩამოიყვანეთ ეს ბაში-აჩუკი აქედან!-იცინის ბასა. მთელი გზა არ მოასვენა ანდრონიკაშვილმა მეგობრები.აცინა და აცინა ბავშვები თავისი ხასიათისა და ენის მეშვეობით. -რატო მებღვირები ბასასო?-რობაქიძეს მიუბრუნდა. -იმიტორო თავი ამხადე! საბოლოოდ რომ ჩავიდნენ ჭყვიშში საღამოს ათი საათი იყო. ნარგიზა ბებია დიდი სიყვარულით დახვდა ბავშვებს,სათითაოდ გადაკოცნა ყველა. სუფრა წამში გაშალა და დამშეული ბავშვები დაანაყრა. ისაუბრეს,თბილისური ამბები მოუყვეს,ოთოს გამოეკიდა ცოლი როდის უნდა მოიყვანოო, ოთომ ჩემამდე შენი შვილიშვილი გაათხოვეო. ბასასაც მიუალერსა,მუდამ ის იყო მისი ფავორიტი. -ანა არ გვიმღერებ რამეს?-ეკითხება ნარგო ბებო ანას. -რა დროს სიმღერაა ნარგო,თან არც გიტარა არ წამოგვიღია.-წარბები შეკრა. -აგერ მაქ ბებია შენი ძველი გიტარა. ქალი შევარდა სახლში და წამსვე ინსტრუმენტი გამოუტანა ჰამაკსა და ხის მორებზე დამსხდარ ბავშვებს. -აუ ბებია არ მემღერება ახლა.-წაიწუწუნა ანამ. -ახლა თუ არ გემღერება ახალგაზრდა გოგოს აბა როდის?-მკაცრად უთხრა.-რაც გინდა ის იმღერე. -ხო ანა,ერთი სიმღერა გენანება?-ოთომ ბებიას მხარი დაიჭირა. ბასა უკეთ უკრავდა გიტარაზე,თუმცა არაფერი უთხრა.ააწყო აშლილი გიტარა და წამით დაფიქრდა,სხვა არც არაფერი გაახსენდა, სახლში ბოლო პერიოდში სულ ამ სიმღერას უკრავდა. -მოვალ დაგინთებ ალებს, მოგელანდები, ცრემლით აგივსებს თვალებს, ჩუმი დარდები, წავალ მერე და იქ გულთან მომკლავს იარა, რომ სხვისი იყავ მუდამ, ჩემი კი არა.-არავის არ უყურებდა ანა, წამით ჭრილობა გაეხსნა. ინოლა გურგულიაზე ყოველთვის გიჟდებოდა, ასე არც ერთი სიმღერა არ ედებოდა გულზე. -სინანულად თან გაგყვება ჩემი თვალები, რადგან არავის ასე, არ ეყვარები. მორჩა თუ არა სიმღერას ყველა გაჩუმდა, ბასა გაურკვევლობაში მყოდი ჩაფიქრდა,იცოდა ანა ტყუილად,მიზეზის გარეშე არ აარჩევდა სიმღერას. -თქვენ გენაცვალათ თქვენი ბებია,როგორ მახარებთ.წავალ ახლა მე დავწვები ბავშვებო,ნამცხვრები იცით სადაცაა,იჭუკჭუკეთ. ნარგიზა ბებო წავიდა,ჭრიჭინების ჭრიალი ისმოდა ეზოში და ცაში იისფერი ვარსკვლავები აფახულებდნენ ლამაზ წამწამებს. -ეს სიმღერა ვის მიუძღვენი ანა?-გვანცა ეკითხება. -არავის.-მოკლედ და კონკრეტულად პასუხობს. ახალგაზრდებმა კარტი ითამაშეს თან ჩაის სვამდნენ ლამაზ გარემოში. -ნეტა სულ აქ ყოფნა შემეძლოს.-ანაზდად თქვა ანამ და ბასას შეხედა.-აქ მშვიდად ვარ. -და თბილისში რა გაფორიაქებს?-მის გვერდით ჩაჯდა ჰამაკში.დანარჩენები დურაკას თამაშობდნენ გაცხარებულები. -რა ვიცი…ყველაფერი დამღლელია მანდ. თქვენთან ყოფნა მიხარია ერთი. -ანა,სერიოზულად გეკითხები,რა გჭირს? უნდა ვინერვიულო?-წარბები შეკრა ბასამ. -არა.შენ?-გაუღიმა და თავი გააქნია,მერე კი მკერდზე დაადო თავი,ბიჭმა აკოცა თავზე. -ისევ ვანილის სუნი აგდის. ორივეს ჩაეცინა.ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა ანას,ბასას დააინტერესა ასეთ დროს ვინ წერსო. ძალიან გვიან დაიშალნენ,თითქმის დაათენდათ,მეორე დღეს ხილი მიირთვეს, ნარგოს ეჭორაბოდნენ. -მართლა კაცო?-შეიცხადა ქალმა.-დედა ჩემი სიკვდილი!ეს ახალგაზრდა გოგონები ასე უთავმოყვარეოდ იქცევიან?-ყველას ჰკითხა. -აბა,აბა!ასე მითხრა იმ თახსირმა გოგომ. უეჭველი ჩემი ლოგინში შეთრევა უნდოდა.-მზესუმზირა ჩააკნატუნა ოთომ. -მერე შენ რა უთხარი ბებია? -კულტურულად ჩავურტყი ნივიჟუ. -აბა რა! -ოთო რაებს უყვები ბებიას!გიჟი ხო არ ხარ?-ლუკამ გაკიცხა. -ჩემი შვილიშვილი არაფერს მიყვება აბა და! ერთი ის გამაგებია ამის მოსაწონი კაცი თუ დაიარება ამ ქვეყნად.-პირჯვარი გადაიწერა ქალმა. -კაი რა ნარგო!დამიტოვეთ პირადი რამე!-ხმა ამოიღო ანამ. -რაღა დროს პირადია გოგო!შენს ასაკში ოთხი შვილი მყავდა,ხუთი ცხენი,სამი მაკე ძროხა და თორმეტი ქათამი!ერთი შეყვარებული ვერ გაგიჩენია შენ!გააჩუმე მაგ ენა,რა დროს აღარაა გარიგებით ქორწინება თორემ ნახავდი რასაც გიზამდი.-მუჭი აუქნია. -აუუუ! -აუ არ უნდა მაგას!დავიჯერო ეს ლამაზი ბოვში არავის არ მოსწონს?თუ შხამავს თავისი ხასიათოთ ყველას.-აგრძელებს. -მასე მგონია მეც.ერთი კაი ძმაკაცი გავაცანი ახლა.-ამბის მოყოლა დაიწყო ოთომ.-დედა კაი,-ერთი თითი მოკეცა.-მამა კაი.-ახლა მეორე.-ძმა კაი.-მესამეც მიაყოლა.-ოჯახი რანაირი იცი?სასწაული და ამან არ მინდაო!-ხელის გულები დანანებით დაირტყა მუხლებზე. -სულელი ეს.რა ველაპარაკო.-ჩაიქნია მტევანი ბებიამ. -როდის შეწყვეტთ ჩემზე ლაპარაკს?არც ოთოს ჰყავს ცოლი და არც ბასას!მე რას გადამეკიდეთ?-გაბრაზდა ანა. -ბასა კაცია ბებია და ქალისთვის ოცდაათი წლის მერე ბავშვის გაჩენა ჭირს! -ხოდა არ გავაჩენ ამ ბავშვს! -ტფუი ეშმაკს!რას იძახი გოგო!უფალო აპატიე!-პირჯვარი გადაისახა. ყველა გულიანად იცინოდა. კვირაც მოახლოვდა,არავის არ უნდოდა თბილისში დაბრუნება,თუმცა სხვა რა გზა იყო. აღარ იყო წამოსასვლელი გზა ისეთი ხალისიანი როგორიც რაჭაში წასასვლელი. ოთოს მკვდარივით ეძინა. მაისის დასაწყისი მზიანი,აღმოჩნდა. ნოდო ისევ ამოდიოდა ბასას სახლში,რაც სძულდა რობაქიძეს. არა თვითონ ბიჭი არა,ის თუ ანას როგორ ექცეოდა მის თვალწინ. -მეგონა არ მოგწონდა.-აივანზე გასულს ეუბნება ანას ბასა და სიგარეტს ტუჩებში იქცევს. -ვნახოთ რა და როგორ იქნება.-მხრები აიჩეჩა გოგომ. -ეგ რას ნიშნავს?მოგწონს თუ არა ეს ბიჭი. -ხომ არ ეჭვიანობ ბასა?-ღიმილით უთხრა. -არ მინდა სისულელე გააკეთო,დიდად არ მომწონს.-სხვაგან გაიხედა. -შენ არავინ მოგწონს ბასა,მუდამ მაგას მეუბნები.არც ნოდო მოგწონს,არც საბა, ლაზარე და ლაშაც ხომ არ გაგახენო?-წარსული გაიხსენა ანამ.-ვერ ვხვდები რა გინდა ან რას აკეთებ. მე არ ვერევი შენს საქმეებში და ნურც შენ… -შენთვის სწორი ადამიანი მინდა ანა! რატომ ვერ ხვდები. -და ვინ არის სწორი? -არავინ!…-უთხრა ხმამაღლა.-ჯერ.-დაამატა მალე რაც ანას გაოცებული სახე დაინახა. -ვერ გცნობ,რაც ამ ბოლო თვეებში ვიჩხუბეთ ამდენი ოცი წელი არ გვიჩხუბია. -ხო,გვემართება ხოლმე კაცებსაც.-ნიშნის მოგებით უთხრა. -რამე გაწყენინე?-გაბრაზებული ეკითხება.-რამე შემეშალა? -შენ არა.-ჩუმად ჩაილაპარაკა და სახე მოისრისა. -აბა ვის?-ინტერესიანი თვალებით უყურებს ანა. -მართალი ხარ,მე ვარ პრობლემა.-მხოლოდ ეს უთხრა და შიგნით შევიდა. სახლში გაკვირვებული წავიდა ანა,კითხვები აწუხებდა რა სჭირდა ბასას.იქნებ რამე შარში გაეხვა?და მაგიტომაა გაღიზიანებულიო? ათას რამეს ფიქრობდა გოგო. საბა სწერდა ხშირად ანას.ცდილობდა გახარებოდა და რამე მუხტი ჰქონოდა მათ ურთიერთობას,მაგრამ არ გამოსდიოდა.ბასას წარმოიდგენმა მის ადგილას ხშირად. მაისის ერთ-ერთ მშვიდ საღამოს სადარბაზოსთან საბა შეეგება,ეზოში არავინ იყო ამიტომ ბალანჩივაძემ თავს უფლება მისცა და ანას კოცნა გარისკა,რაც მისი ცხოვრების უდიდეს დანაშაულად იქცა. -რა ჯანდაბაა?!-ბასა ხმამაღლა ამბობს შოკში მყოფი და დასარტყმელად ემზადება.ანა გაოცებულია და აღარ იცის რა ქნას,წამებში აგდებს ბასა ძირს საბას და გამეტებით ურტყამს სახეში მუჭებს.ბალანჩივაძეს სიტყვის თქმა არ შეუძლია. ანა მკლავში კიდებს ხელს,ერთმანეთს ძლივს აცილებს ბიჭებს რომ რობაქიძე ისეთი გაცეცხლებულია ანა ფიქრობს მეც ზედ არ მიმაყოლოსო. უთქმელად კიდებს მაჯაში ხელს უხეშად და მანქანაში ტენის ატირებულ გოგოს. -ხმა არ ამოიღო თორემ შემომაკვდები!-მხოლოდ ამას ეუბნება და ზუსტად სამ წუთში აჩერებს მანქანას თავისი ბინის წინ. მანქანიდან გადმოჰყავს ანა უხეშად და სწრაფად ადიან ბინაში,ანას სიკვდილი უნდა. ტელეფონზე საბა ურეკავს,მაგრამ ვერ პასუხობს. საბოლოოდ აღებს სახლის კარებს ბასა და იმხელა ხმაზე აჯახუნებს ანას დაფიცება შეუძლია კედლები შეზანზარდა. -შენ გოგო ნორმალური ხარ?!იმ სი.ს ამდენის უფლება მიეცი უკვე?!-კედელზე უხეშად აკრობს ანას და ღრიალებს.-ამიტომ მაიგნორებში?! ამიტომ იყავი ჩუმად?!მთელი ამ დროის განმავლობაში ერთად იყავით?!-კედელს მუჭს ურტყამს. ანამ არ იცის რა ქნას.არასოდეს უნახავს ასეთი გავეშებული ბასა,გაქრობა უნდა. -არ ვართ ერთად ბასა.-საცოდავად ამოიტირა. -მისი საქციელი საპირისპიროს ამტკიცებს! რატომ ბედავს ის დედამ….ული შენს კოცნას? თან სად!დღისით!მზისით!უკვე შენი დაგარქვა?-უყვირის კედელზე აყუდებულ გოგოს. -ნუ მიყვირი!-ეუბნება,უნდა ძლიერი გამოჩნდეს მის თვალწინ. -ნუ ვყვირი?ყვირილი ახლა მინიმუმია რაც შემიძლია,ჭკუიდან ნუ გადაგყავარ ანა! ნოდარს ავიტან,მაგრამ ის?ის?!-ისევ დაარტყა კედელს ხელი. ხელიდან სისხლი მოსდიოდა,მხოლოდ ამას უყურებდა ანა. -ასე რატომ მექცევი? -ეს შენ რატომ მექცევი ასე?!მკვლელად გინდა მაქციო?დავბრიდავ იმ ნაბო.არს!-ისევ დაარტყა. ანა ტირის,ბასა ვერ იტანს მის ტირილს მაგრამ ახლა ფიქრობს, რომ ღირსია. -შენი საქმე არ არის მე ვისთან მექნება რომანი!-მომატებული გამბედაობით ეუბნება ანა და დათმობას არ აპირებს. -რა თქვი?აბა გაიმეორე! -ვთქვი რომ ვისთანაც მინდა იმასთან მექნება რომანი.-ხელი ჰკრა,ოდნავ გაწია და გამოძვრა ბასასა და კედელს შორის. -ძალიან ცდები!-ეუბნება ბასა და მაჯაში კიდებს ხელს,მისკენ ატრიალებს გოგოს და კედელზე აყუდებს ისევ,ოღონდ ამჯერად ცხელ,გაბრაზებულ და უხეშ კოცნას ჩუქნის. ანა შოკშია,ბასა ყბაში კიდებს ხელს და გავარვარებულ ენას უსრიალებს პირში. ანა გაშეშებულია,ვერ ხვდება რა ხდება,ბასა არ ჩერდება,აღარ შეუძლია გრძნობების დამალვა. ნაოცნებარი ტუჩების დაგემოვნებაში დრო არ ყოფნის. საბოლოოდ ისევ მაისურაძე ეგება გონს და უხეშად იშორებს ბასას დიდ სხეულს,მერე რამდენიმე წამით უყურებენ ერთმანეთს სულარეულები და ისევ ანა აწნის სახეში სილას. ვერ ხვდება ანა რა ხდება,სწრაფად აღებს კარს და მანამდე გარბის სადარბაზოდან,სანამ ბასა გონს მოეგება. სახლში მიდის,გული ამოვარდნაზე აქვს, ისეთი შეგრძნება აქვს,რომ რაც ამდენი ხანი აშენა ბასამ ერთი ხელის მოსმით დაანგრია. კიდევ კარგი სახლში არავინაა,ოთახში შერბის და გულამოსკვნილი ტირის. ბასაც არეულია,გაბრაზებული და არ იცი რა გააკეთოს,რა იქნება ახლა სწორი და მართებული. ანას გაჰყვეს?თუ აცადოს აზრზე მოსვლა.საბოლოოდ რწმუნდება ანას გრძნობების არარსებობაში.თავად კი იაზრებს, რომ მაისურაძე სიგიჟემდე უყვარს. ლამის მოკვდა სხვა კაცთან რომ დაინახა, სისხლი აუდუღდა.ოც წლიანი მეგობრობა გაანადგურა ერთი კოცნის გამო,უღირდა? სამი დღე არ შეხმიანებია ბასა ანას.დროს უცდიდა. საბას მილიონი ბოდიში მოუხარა ანამ, სიტუაცია აუხსნა და საბოლოო წერტილი დასვა მათი ურთიერთობის. ტირილში ხდებოდა ანას სული,არც ბასა იყო უკეთესად.სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ბიჭები ამოვიდნენ მასთან,ყველაფერი მოუყვა მათ.ოთოც კი სერიოზულად ისმენდა ყველაფერს.გვანცა ანას ამშვიდებდა. -როგორ დამიმალა ამდენი ხანი მასთან ურთიერთობა.-გაბრაზებული ამბობდა. -უნდა დაელაპარაკო.-ლუკამ უთხრა. -იქნებ არ ჰქონიათ ურთიერთობა?-ოთომ სიტუაციის განმუხტვა სცადა. -აბა რატომ აკოცა?დავიღალე.-კეფა მოიქავა. -წადი და დაელაპარაკე. -მე მოვიყვან.-ოთომ თავის თავზე აიღო. ყველაფერა ფიქრობდა ანა იმ მომენტში, ოთო მის ოთახში იჯდა და ბასას ბინაში წასვლას ეხვეწებოდა,თავიდან უარზე იყო,მაგრამ მერე დედამისმა სთხოვა წადი და ჰუმანურად მოაგვარეთ თქვენი პრობლემაო. ანაც ადგა და გაჰყვა ოთოს. ბინას სხვა ფერი დასდებოდა თითქოს, აღარ სუფევდა ის მხიარული აურა ასე რომ სჩვეოდა. შიგნით შედგა ფეხი,ორივეს ჩაშავებოდა თვალები. დივანზე ისხდნენ ხმაამოუღებლად და სწორი სიტყვების პოვნაა ცდილობდა ბასა. -იმ დღეს ზედმეტი მომივიდა.-დაიწყო ბიჭმა.-ძალიან გავბრაზდი. -რომ გაბრაზდი და ზედმეტი მოგივიდა მაგიტომ მაკოცე?-თვალებში ჩახედა. -არა.მაგას თავადაც უნდა ხვდებოდე…და მეგონა აქამდეც მიხვდებოდი. -მეც მეგონა.-ანამაც უთხრა. -ვერ გავიგე.-დაბნეულმა შეხედა. -ვერც მე გავიგე. -ანა,შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ.უშენოდ ჩემს ცხოვრებაში დღე არ მახსოვს,შენი დაკარგვის გარდა არაფრის არ მეშინია ამ ქვეყნად. ამიტომაც ვიყავი ამდენი ხანი ჩუმად,შენი მეშინოდა,რომ იგივეთი ვერ მიპასუხებდი.-ღრმად ამოისუნთქა და თვალებში ჩახედა გოგოს. -ბასა,ნუღარ გააფუჭებ ისედაც ცუდ სიტუაციას.-გააფრთხილა ანამ. -უკვე ისედაც ყველაფერი გავაფუჭე,დასაკარგი აღარაფერი დარჩა.არ მინდა საბას გამარჯობას მაინც ეუბნებოდე,ისიც არ მინდა რომ გხედავდეს.-პირისპირ დაუდგა.-არც ნოდოს სახელის გაგონება მინდა,მეზიზღება მისი აქ სტუმრობა და თქვენი დიალოგები.არც არჩილი მინდა ახსენო ოდესმე.ლაშა ან ლაზარე! ამას ვერ ავიტან.სხვის გვერდზე ვერ აგიტან! ჩვენ ვეღარ ვიქნებით ისე როგორც ადრე ანა,ის ზღვარი უკვე გადავკვეთეთ. ზოგჯერ მგონია შენც იგივეს გრძნობ,მაგრამ გეშინია. -ჰო,მეშინია!ჩვენი ოც წლიანი მეგობრობა და მოგონებები მენანება.როგორ შეგიძლია ასე უბრალოდ გადაშალო?შენამდე მე ვიყავი მასე!-ბიჭს თვალები შუბლზე აუვიდა.-მაგრამ მეგობრობის გამო ყველანაირ ხერხს მივმართე! უკადრებელიც ვიკადრე!შენ კი პირდაპირ მეუბნები რომ ჩემდამი გრძნობები გაქვს? -ჰო გეუბნები!მე მალვა და ამის ატანა არ შემიძლია.ვერ გავიგე რა იგულისხმე მაგრამ ჩემთვის ტანჯვაა ეს!მინდა შეგეხო ისე,როგორც ლუკა ეხება გვანცას.მინდა სულ შენს გვერდით ვიჯდე და ვინმე არ შემეცილოს.შენთან ერთად დაძინება და გაღვიძება მინდა,სულ მინდა ვიცოდე სად ხარ და როგორ ხარ,მინდა გაკოცო!-ანამ ამ უკანასკნელის გაგონებისას ზურგი აქცია და ცრემლები გადმოყარა. -ანა,ნუ ტირი გთხოვ.-უკნიდან შემოხვია მკლავები და დიდზე მოეხვია. -შენს გამო გავაკეთე,რაც გავაკეთე.-გამოუტყდა ბოლოს. -რას გულისხმობ?-მისკენ შეატრიალა გოგო. -ვიფიქრე…ვიფიქრე თუ სხვა ვინმეზე გადავიტანდი ყურადღებას გადამივლიდა. საბასთან მაგიტომ ვიყავი,ჩვენს შორის სერიოზული არაფერი მომხდარა,არც ნოდოსთან. თავი საშინელი ადამიანი მგონია, ორივეს ვატყუებდი,თავსაც ვიტყუებდი. -სულელო.-გულში ჩაიკრა ანა.-ჩემი პატარა, სულელი გოგო.-იქვე აკოცა თავზე. -დავიღალე.-ჩუმად თქვა. -ანუშაკა,ჩემო ანუშაკა.-დაუძახა საყვარელი სახელი. -მართალი იყავი როცა მითხარი მეობი ვართო. ხომ ხედავ ესეც ერთად დაგვემართა,მართლა ერნაირები ვართ.-ამის თქმა და ბასას სიცილი ერთი იყო. -მეო.-ჩასჩურჩულა ყურში.-წამოდი დავწვეთ. -რომ არ გამოვიდეს?-ჩუმად თქვა ანამ და ზუსტად მიხვდა ბიჭმა რაც იგულისხმა. -უნდა გამოვიდეს.-გადაჭრით უპასუხა. ანამ ჩვეული ნაცრისფერი მაისური ჩაიცვა და საყვარელ საწოლში შეწვა.ამჯერად აღარ უქცევია ზურგი ბასასთვის,შიშველ მკერდზე აეკრო და ბიჭმაც შემოხვია ხელი წელზე. ბასა ძალიან მშვიდად გრძნობდა თავს და ახლა ნათლად იაზრებდა ეს იყო ის,რაც ასე სჭირდებოდა. ვანილის არომატი შეიგრძნო და თავზე აკოცა. ერთი კვირა მალავდნენ ამ ამბავს,იცოდნენ რაც ხდებოდა მათ შორის,თუმცა არასოდეს უთქვამთ ურთიერთისთვის სიტყვა მიყვარხარ. ლუკას დაბადების დღე ივნისის დასაწყისში გახლდათ,აღსანიშნად ბასასთან შეიკრიბნენ. ბევრი დალიეს,ანა ფეხზე ძლივს იდგა,ბასაც არანაკლებ მდგომარეობაში იყო და არამარტო ისინი. -შინა ვორგირი-ვორგირი-ვოსაა ო შიდა ვორ გე გე!-ყვირის ოთო.-აუ წამიყვანეთ სვანეთში რა!-იხვეწება.-გვანცი შენი დაბადების დღე ხო არ აღვნიშნოთ იქ?-შესთავაზა. -აუ წავიდეთ რა!-ანაც აჰყვა ბიჭს. -შეიძლება,რამდენი ხანია გვინდა წასვლა!-ტაში შემოკრა ბენდელიანმა.-სახლი არ მაქვს, მაგრამ სასტუმროში ცუდი იქნება? დილის სამ საათამდე არ შეუწყვიტავთ ქეიფი და დროის ტარება. -იქნება კაი სვანი გოგო ვნახო.-თავს იიმედებდა ანდრონიკაშვილი. -შენ სვანს ვერ გაქაჩავ.-ლუკამ თავისი გამოცდილებიდან უთხრა,რასაც ბავშვების სიცილი მოჰყვა. -მე აქეთ ვერ მიქაჩავენ ჩემო ლუკიტო!-თავი დაიცვა ბიჭმა. ანა უყურებს როგორ შესციცინებენ გვანცა და ლუკა ერთმანეთს,როგორ ეფერება მტევანზე, როგორ უყურებს ბიჭი გოგოს და თავადაც უნდა ეს. ნუშის ისვამს კალთაში და ფაქიზად ეფერება გაზრდილ კატას. -რატო მცოფავს ეს მეგრელი გამაგებინეთ ერთი?!-ყვირის ოთო და ხელებს იქნევს.-რატო გეზიზებით ამ წალენჯიხელებს?რამე წაგართვით?-ემოციებშია შეჭრილი. -ოთარ სახლში წასვლის დროა!-მკაცრად ეუბნება. -ძლივს დატკბა ის მჟავე,ცოფიანი ძაღლი და ახლა შენ უნდა დაიწყო?-უკმაყოფილოდ ფრუტუნებს. -მოცილდი აქედან.-ბასაც მხარს უბამს ლუკას, უნდა მალე წავიდნენ სახლიდან,რათა ანასთან მარტო დარჩეს და ხუთ წუთში ასეც ხდება. კარებს კეტავს თუ არა ანა მაშინვე ზურგიდან ეხვევა რობაქიძე და ხელებს ხვევს.ცხვირს კისერში უყოფს და იქვე კოცნის. -მომენატრე.-შეზარხოშებული ეუბნება. -მთელი საღამოა ერთად ვართ.-მისკენ ბრუნდება ანა. -მერე რა.ვერ გეხებოდი…დამღალა ამ თამაშმა როდის ვუთხრათ?-მოუთმენლად თქვა. -ბავშვებს? -ყველას!მთელ ქვეყანას მინდა გავაგებინო. -წარმოიდგინე ჩვენი მშობლების რეაქცია.-ჩაიცინა ანამ და ორივენი აივანზე გავიდნენ. -არაფერი არ გაუკვირდებათ მე თუ მკითხავ. ამას ჩვენზე ადრეც მიხვდნენ.-სიგარეტი აანთო ბასამ. -აღარ მოწიო ბევრი რა.-რატომღაც უთხრა. -არ მოვკვდები ანა,დამშვიდდი.-გაიცინა ბასამ და მაშინვე ჩააქრო.-მარტო ვერ დაგტოვებ, რა ვიცი ვის გადაეკიდები. მუჯლუგუნი გაკრა ანამ.რობაქიძე აღარ იყო ისეთი ფიცხი როგორც აქამდე,ახლა უკვე სულ კარგ ხასიათზე იყო. -იცი…რაღაცაზე ვფიქრობდი. -რაზე?-გოგომ ჰკითხა. -იმაზე რომ ძალიან მიყვარხარ. ანას სუნთქვა შეეკრა და მუცელი აუწრიალდა. ბასა მიუახლოვდა,ლოყები ხელის გულებში მოიქცია,მიიხუტა და ბაგეებზე ეამბორა. -შენ არ გიყვარვარ?-წარბებშეკრული ეუბნება ბოლოს.ანა მხოლოდ თავს უქნევს მორცხვად.-მერე მითხარი! -მიყვარხარ. აქამდეც უთქვამთ ეს სიტყვები ერთმანეთისთვის,მაგრამ არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი გრძნობის მატარებელი,ასეთი ინტიმური. ბიჭმა ოთახში შეიყვანა,წამით არ მოშორებია მათი ტუჩები ერთმანეთს.ვაჟის შიშველ სხეულზე უსმევდა ხელს ანა,ცეცხლი ენთებოდა შიგნიდან.საწოლზე დაწოლილები ჩაიკარგნენ ამბორში. -არა ანა,მთვრალი ხარ.-ბასამ უთხრა და თვალებში ჩახედა. -შენც მთვრალი ხარ,მერე რა? -არა. მხოლოდ ეს უთხრა.ბასას არ უნდა ეს მთვრალზე გააკეთოს.უნდა ანას ყოველი დეტალი ახსოვდეს მეორე დილით. მაისურაძე ისევ არ ამბობდა არაფერს, ამის გამო იკამათეს კიდეც.ბასას არ მოსწონდა ჩუმად შეხვედრები,მალვა და ა.შ ამიტომაც გოგო მისკენ გადაიბირა,თითქოს ანას ცხვენიაო გამხელა. ბასას ინიციატივით ჯერ თავად მივიდა გოგოს მამასთან და ყველაფერი აუხსნა.გოჩა ხელგაშლილი შეეგება სასიძოს და უთხრა სულ ვიცოდი ეს საუბარი ოდესმე რომ შედგებოდა ჩვენს შორისო. თამრიკომ და თეონამ,ბასას დედამ მაშინვე ერთმანეთს დაურეკეს და სიხარულია ცრემლებით დაინამეს სახეები. თამრიკო ასეთი ბედნიერი,ალბათ,ერთი ანას დაბადების დღეს იყო მხოლოდ. ბავშვები შოკში ჩავარდნენ. ლუკამ თითქოსდა ყველაფერი იცოდა,მაგრამ ამდენსაც არ ელოდა.გვანცა გაიბუტა რატომ არაფერი მითხარით რომელიმემო,ოთო კი შოკისკან ხან რას მღეროდა ხან რას. -ესეიგი შენ დაატკბე ეს მჟავე კიტრი ხო?-თავზე გადაუსვა ხელი.-მე და ნუშიც საკაიფო წყვილი ვართ,არ გვჭირდება არავინ.-თავისთვის ჩაილაპარაკა და კალთაში მჯდარ კატას მოეფერა. -ისე როგორ გამოგვაპარეთ?!-ვერ ცხრებოდა თან ოთო. ასე იყო. ივლისის შუა რიცხვებში სვანეთშიც წავიდნენ. გვანცაც გახდა ოცდაშვილი წლის,ვერ გაექცა ასაკს. მხოლოდ ერთი ღამით მოახერხეს სამსახურის გადამკიდე ჩასვლა და მაინცდამაინც ვერაფერი დაათვალიერეს. მიუხედავად ამისა, ბედნიერები იყვნენ,რადგან ერთად იყვნენ.იმდენ სისულელეს იძახდა ანდრონიკაშვილი წინა ხუმრობაზე არ ჰქონდათ დასრულებული სიცილი მეორეს,რომ აბამდა. დაძარღვულ უშბას გადაჰყურებდა ანას და ბასას საძინებელი.უკვე კარგად ბნელოდა.სქელი მოსაცმელი ეცვა გოგოს. -არ მინდა აქედან წასვლა.-აწუწუნდა ანა. -მერე კიდევ ჩამოვიდეთ.-შიგნით უთხრა ბასამ და სველი,მოზრდილი თმა თეთრი პირსახოცით გაიმშრალა. -როგორ გიხდება ეგ ულვაში ნეტავ იცოდე!-აღტაცებით უთხრა ანამ და მასთან მივიდა. -რაღაც ასაკს მმატებს.-სარკეში ჩაიხედა ბიჭმა. -არაფერიც!მე მომწონს.-ტუჩებში აკოცა ანამ, ბიჭმა ხელზე ხელები შემოხვია და მეტად მიიკრო სხეულზე. -მაგიჟებს შენი სუნი.-უკანალზე მოუჭირა ხელი და ხარბად შეისუნთქა ანას ყელიდან ვანილის არომატი.-ბარბერის გოდესი გასხია არა?-უთხრა.-ჩემი ღმერთი ხარ. საწოლზე გადააწვინა ბასამ ანა და ტანსაცმელიც ისე შემოეძარცვათ თავადაც ვერ გაიგეს. -მეო.-ჩურჩულებდა რობაქიძე. სხეულს უკოცნიდა ბიჭი,თითოეულ შიშველ წერტილს. ანას კულულა თმაში შეეყო ხელი და სიამოვნებისგან ქაჩავდა.რამდენიმე კვნესაც დასცდა პირიდან.ეგონა ნეტარებისგან გაგიჟდებოდა,ბასა ბოხი ხმით ეუბნებოდა რაღაცებს,რაც მეტად მოქმედებდა მასზე. მთელი ღამე ერთმანეთის ალერსში გაატარეს. ორივესთვის ნანატრი ღამე აღმოჩნდა. თბილისში დაბრუნება არც ისე ცუდი აღმოჩნდა. აღარ იმალებოდა წყვილი. სულ სიცილ-კისკისის ხმა გამოდიოდა ბასას ბინიდან. გოგოს ხშირად ეძახდა მეოს.ერთმანეთს ასე მიმართავდნენ სახელების ნაცვლად. ერთ დღეს ნოდიკომ დაურეკა ანას მოსაკითხად, ბასაც იქვე იყო და არ გამოპარვია. -შეიძლება გავიგო რატომ გირეკავს?-მკაცრად უთხრა და გზას ისე გახედა საცობში მყოფმა. -მომიკითხა,თან რაღაც აინტერესებდა. მეგობრები ვართ.-დაამშვიდა ბიჭი. -სისულელეა!ისევ მოსწონხარ,მე რა,ვერ მხედავს? -ბასა.-მობეზრებით თქვა ანამ.-უაზროდ ეჭვიანობ. -არის ვინმეზე ვისზეც აზრიანად უნდა ვიეჭვიანო? -ნუ ბოდავ! ხშირადაც კამათობდნენ.თუმცა ყოველთვის პოულობდნენ უკან დასაბრუნებელ გზას. ანას კლინიკაში ერთ-ერთი პაციენტი მოვიდა,ახალგაზრდა ბიჭი. -თქვენი სახელი?-ანა ანკეტას ავსებს. -დავით დავითაშვილი.-ბიჭიც პასუხობს.მაისურაძე შეშდება,ცოტა ეცინება მერე კი საღამოს ახალგაზრდებთან ყვება როგორ მოაკითხა თავისი ფეხით გვანცას მოსწავლემ,დავით დავითაშვილმა.ოთომ კარგი პურმარილი უნდა იკისროს. შემოდგომის დასაწყისს სამსახურში კორპორატიული ჰქონდა,ბევრი დალია და დიღომში,ბასასთან გალეშილი მივიდა ტაქსით. კარი გაუღო თუ არა,სასმლის სუნი ეცა ბიჭს. -ხომ იცი ბევრ არაყს რომ სვამ აპათოლოგებ.-შიგნით შემოიყვანა და ქურთუკი გახადა. -მოდი ჩემო ვეფხვო!-უთხრა ანამ და ვნებიანად დააცხრა ბიჭის ატმისფერ ტუჩებს. -ვეფხვი რაღაც ახალია.-თავისთვის თქვა. დილამდე აღარ გამოსულან საძინებლიდან. ოცდაშვიდ ოქტომბერს ბასა რობაქიძე ოცდარვა წლის გახდა. მეგობრების დიდი თხოვნის მიუხედავად არაფრით არ გადაიხადა დაბადების დღე, სახლში აღნიშნა ვიწრო წრეში. -მე რაღაცა მაქვსოო, მეგრელს არააქვსოოო! დელია,დელიაა!!-მღეროდა ოთო და ახალი მანქანის გასაღებს აფრიალებდა ჰაერში. ტრადიციულად გვიან დაიშალნენ,ბასა დიდხანს უყურებდა ჩუმად ანას. ბევრ რამეზე დაფიქრდა,ბოლოს მასთან მივიდა და უთხრა. -ანა,ეს მინდა.-დაიწყო.-მინდა შენთან ერთად ვიცხოვრო,ერთად დავიძინოთ,გავიღვიძოთ, შენი გაკეთებული ყავა დავლიო,სარეცხის დაკეცვაზე მუდამ ვიჩხუბოთ,ჩემი სამუშაო ფანქარი შენს თმაში დავინახო,ბავშვების სტუმრობისას არ მინდა დაგირეკო და ისე გითხრა,რომ მოხვიდე…აქ მინდიხარ.ამიტომ,ჩემი მეგობრის გარდა,შეყვარებულის გარდა,ჩემი ცოლიც იქნები მეო? ლამაზი ბეჭედი გაუკეთა თითზე.მჭიდროდ ჩაეხუტა ბიჭს და აცრემლებული თვალები დამალა. ასეთი ბედნიერები არასოდეს ყოფილან, სახლი მეტად შეცვალა ანამ და უფრო კომფორტული გახადა. ნუში დედოფალივით ჰყავდათ.ბიჭი ხუმრობდა სქესობრივ უმცირესობაში ვარ და იქნებ ბავშვი მაჩუქოო.ანა ერთს დაუბრიალებდა თვალებს და მაშინცე ჩუმდებოდა ისიც. ოცდაშვიდ ოქტომბერს ბასა რობაქიძე ოცდაცხრა წლის გახდა.მაგრამ ეს ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე იყო მის სიცოცხლეში,რადგან ანამ უთხრა: -მალე პატარა მეო გვეყოლება. დასასრული. ისტორიის დაწერა დავასრულე თუ არა კალენდარს შემთხვევით დავხედე და ოცდაშვიდი ოქტომბერი აღმოვაჩინე,როგორი სიმბოლურია… შეხვედრამდე,ვანილის გოგო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




