"ჩვენს შორის ოთხი წელი" თავი 2
მანქანა ნელა მიუყვებოდა ღამის ქუჩებს. რადიო ძალიან დაბალ ხმაზე უკრავდა. გარეთ თბილისი ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებდა — განათებული აივნები, მაღაზიებთან შეკრებილი ხალხი, მანქანების შორეული ხმაური. ნინა დროდადრო გრძნობდა ლუკას მზერას. ძალიან ხანმოკლეს. თითქოს უნებლიეს. და ყოველ ჯერზე, როცა თვითონ გახედავდა, ლუკა უკვე გზას უყურებდა. თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა. ... მანქანა ცოტა ხნით ჩუმად მიდიოდა. ლუკას ერთი ხელი საჭეზე ეჭირა, მეორე კი თავისუფლად ჰქონდა ფანჯარასთან. თითქოს არც ფიქრობდა სად მიდიოდნენ — უფრო ჩვევით მართავდა. ნინა გვერდით იჯდა, ჩანთა კალთაზე ედო და თითებით მის თასმაზე თამაშობდა. — ანა როგორი განწყობითაა? — ჰკითხა ბოლოს. — როგორც ყოველთვის, — უპასუხა ლუკამ. — ხმაურიანი და დარწმუნებული, რომ ეს მისი დღეა და ყველა მასზე უნდა იყოს ორიენტირებული. ნინამ ჩუმად ჩაიცინა. — ანუ ჩვეულებრივად. — ჰო. ლუკამ ოდნავ გვერდულად გახედა. — შენ? — რა მე? — შენ როგორ ხარ. ნინა წამით დაიბნა. — ნორმალურად. ლუკამ ოდნავ თავი გადააქნია, თითქოს არ სჯეროდა, მაგრამ აღარ გააგრძელა. — კარგი. და ისევ გზას გახედა. რამდენიმე წუთის შემდეგ მანქანა შენობის წინ გაჩერდა. შიგნით უკვე მუსიკა ისმოდა. ლუკამ მანქანა გამორთო, მაგრამ გადმოსვლას არ ჩქარობდა. — მზად ხარ? — ჰკითხა ისე, თითქოს უბრალოდ ფორმალობა იყო. — არ ვიცი, — გულწრფელად უპასუხა ნინამ. ლუკამ წარბი ოდნავ ასწია. — ცუდი პასუხია. — შენ გგონია, რომ ყველა ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს? — არა, — მშვიდად თქვა. — უბრალოდ არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც უკან ბრუნდებიან. ეს წინადადება ცოტა ხანს ჰაერში დარჩა. ნინამ არ უპასუხა მაშინვე. — მე არ ვბრუნდები, — თქვა ბოლოს ჩუმად. ლუკამ ოდნავ გაიღიმა. — ჰო? — უბრალოდ… აქ ვარ და ალბათ ყოველთვის აქ ვიყავი ლუკამ მანქანის კარი გააღო. — მაშინ წავიდეთ, „აქ მყოფო“. ეს „აქ მყოფო“ ირონიით იყო ნათქვამი, მაგრამ უხეში არ ყოფილა. უფრო მათი ჩვეული ენა. შიგნითა ხმაური შესვლისთანავე მოხვდათ სახლი სავსე იყო ახალგაზრდებით — სიცილი, მუსიკა, კუთხეებში შეკრებილი ჯგუფები. ნინამ პირველ წამებში ოდნავ შეიკავა სუნთქვა. ლუკამ ეს მაშინვე შეამჩნია. — ნუ დაიკარგები, — უთხრა — არ ვიკარგები, — უპასუხა ნინამ. — კარგია. მაგრამ მაინც ოდნავ უფრო ახლოს დაუდგა, ისე თითქოს ავტომატურად. და ნინამ პირველად იგრძნო რაღაც უცნაური. ეს არ იყო უბრალოდ დაცვა. არც ზედმეტი ყურადღება. უფრო ჩვევა იყო. ლუკას გვერდით ყოფნა — როგორც ბუნებრივი პოზიცია. რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდნენ. და იქვე ანა გამოჩნდა — ხმაურიანი, ხელებგაშლილი, სიცილით. — ბოლოს და ბოლოს! — დაიძახა. — ნინა! ნინა მაშინვე გადაეხვია. — გილოცავ. — გილოცავ კი არა, სად იყავი აქამდე? — ვემზადებოდი. — ვხედავ, — ანამ ოდნავ შეათვალიერა და ჩაიღიმა. — კარგი არჩევანია. ნინა ოდნავ დაიბნა. — მადლობა. ლუკა გვერდით იდგა და რაღაცას უყურებდა ტელეფონში. თითქოს საერთოდ არ იყო ჩართული მაგრამ როგორც კი ანამ ნინას ხელი გაუშვა, ლუკამ ოდნავ თავი ასწია. — არ დაიწყოთ ახლა ემოციური სცენები, — თქვა მშვიდად. — შენ არავინ გთხოვს აქ ყოფნას, — ანამ მაშინვე უპასუხა. — მადლობა, — ლუკამ უპასუხა. ანამ გაიცინა და სხვებთან გაიქცა. ლუკამ ხელი ნინას ზურგს უკან გადაიტანა — თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ საკმარისად რომ გზა გაეკვლია. — აქედან ნუ გადახვალ, — თქვა. — რატომ? — იმიტომ რომ მერე შენი მოძებნა მეზარება. ნინამ თვალები გადაატრიალა. -და ვინ გთხოვს მომძებნო ? -აჰაა ასე არა? ლუკამ წარბები შეკრა - ძალიან მაინტერესებს სახლში დაბრუნებას როგორ აპირებ! -ტაქსის შესახებ გსმენია? -ღამის სამ საათზე თბილისში ნახევრად შიშველი გოგო რომ ტაქსში მარტო ჯდება იცი ამ დროს რა შეიძლება მოხდეს ბერლინის პრინცესა? ნინამ კიდევ ერთხელ აათვალიერა საკუთარი სხეული, არადა ფიქრობდა რომ მოკრძალებულად გამოიყურებოდა ... საღამო ნელ-ნელა გაიხსნა. ნინამ რამდენიმე ახალ ადამიანს გაიცნო— ანას მეგობრები, უნივერსიტეტიდან იცინოდა კიდეც. მაგრამ დროდადრო მაინც ამჩნევდა ლუკას. ის ყოველთვის სივრცეში იყო. ხან ანასთან, ხან ვიღაცებთან საუბრობდა, ხან უბრალოდ იდგა და საუბარს ისმენდა და ელენეც მალე გამოჩნდა. ელენე ლუკასთან მივიდა ისე, თითქოს საერთოდ არ არსებობდა მანძილი მათ შორის — გვიან მივედი? — უთხრა. — ცოტაც და სხვას შევაბამდი ! უპასუხა ლუკამ. ელენემ ხელი მის მკლავზე ოდნავ ჩამოატარა — მენატრებოდი. ლუკამ ჩაიცინა. — ორი საათია არ გინახივარ. — საკმარისია ჩემთვის ელენე ისე მიუახლოვდა, რომ სიტყვები უკვე აღარ იყო საჭირო. ლუკამ ხელი მის წელზე შეუმჩნევლად მოათავსა და ოდნავ თავისკენ მიიზიდა. — ისევ გგონია, რომ ყურადღება სხვაგან უნდა გქონდეს? — ჩუმად ჰკითხა. — ყოველთვის შენთან მაქვს, — უპასუხა ელენემ. და ეს უკვე ჩვეულებრივი დიალოგი აღარ იყო. მოკლე შეხება, ძალიან ახლო საუბარი, ნახევრად ღიმილი, რომელიც მხოლოდ მათ ესმოდათ. ნინა ამას ხედავდა. ამჯერად არა შემთხვევით. და პირველად მიხვდა ძალიან მარტივ რამეს: ლუკა არ იყო ერთნაირი, ყველასთან ! ელენესთან — იყო სრულიად „სხვა“. სივრცე მათ შორის აღარ არსებობდა როგორც ცალკე მყოფი რამ. და ნინამ ეს პირველად იგრძნო არა როგორც სიუჟეტი…არამედ როგორც რეალური, ყოველდღიური სიმართლე. მუსიკა უფრო ხმამაღალი გახდა, თითქოს ოთახი ნელ-ნელა მთლიანად ივსებოდა ხმაურით. ნინა ჯერ კიდევ ანას მეგობრებთან იდგა, მაგრამ ყურადღება უკვე ნახევრად სხვაგან ჰქონდა. ხან პასუხობდა კითხვებს, ხან უბრალოდ იღიმოდა, მზერა მაინც უნებლიედ იმ კუთხისკენ უბრუნდებოდა, სადაც ლუკა და ელენე იყვნენ. ელენე ლუკას გვერდით იდგა, რაღაცას ეუბნებოდა დაბალ ხმაზე. ლუკა თავს ოდნავ ხრიდა, რომ უკეთ გაეგო. მერე რაღაც უპასუხა და ელენეს ჩაეცინა — მოკლედ, ბუნებრივად. ელენემ ლუკას პერანგის სახელოზე თითი ჩამოატარა — არ გცხელა? — ჰკითხა. — შენთან? — ლუკამ ოდნავ ჩაიცინა. — ყოველთვის. ელენემ წარბი ასწია. — ისევ დაიწყე. ლუკამ მხრები აიჩეჩა. — მე არაფერი მითქვამს ელენე ოდნავ მიუახლოვდა. — მაშინ გააგრძელე ჩუმად ყოფნა. ლუკამ წამით შეხედა. და მერე ხელი მის წელზე უფრო მყარად მოათავსა — არა უხეშად, მაგრამ ისე, რომ ელენე აღარ მოშორებოდა. — ბევრს რომ ლაპარაკობ იცი ?თქვა დაბალი ხმით ლუკამ ოდნავ თავი დახარა მისკენ. ძალიან მარტივად მიიზიდა უკან, თავისკენ. ეს მოძრაობა ისეთი ბუნებრივი იყო, თითქოს ამდენ ხალხში მხოლოდ მათი ადგილი იყო ელენემ არც კი გააპროტესტა. პირიქით — ოდნავ უფრო ახლოს მივიდა, თავი მის მკერდს მიაყრდნო წამით, თითქოს ეს ყველაზე ჩვეულებრივი რამ იყო მსოფლიოში. ლუკამ რაღაც ჩასჩურჩულა. ელენემ ოდნავ თავი გადააქნია, თითქოს არ სჯეროდა. — არა, — უთხრა. — კი, — ლუკამ მშვიდად უპასუხა. — შენ ყოველთვის ასე იწყებ. — და ყოველთვის მთავრდება ისე, როგორც მინდა. ელენემ ოდნავ თვალები აატრიალა, მაგრამ ღიმილი არ გაქრობია. — ძალიან თავდაჯერებული ხარ დღეს. — შენ გვერდით ყოველთვის ვარ. — ეს უკვე კომპლიმენტია? — არა, — ლუკამ მშვიდად თქვა. — ფაქტია. ელენე წამით გაჩერდა. და მერე ხელი მის კისერზე მოათავსა , ძალიან მშვიდად. — მაშინ მოდი, ფაქტი დავადასტუროთ. ლუკამ ოდნავ გაიღიმა. — აქ? — რატომაც არა. ლუკამ ელენე ოდნავ თავისკენ მიიზიდა და ძალიან მოკლე, მაგრამ მკაფიო კოცნა დაუტოვა — ისეთი, რომელიც ოთახში არავის უნდა შეემჩნია, მაგრამ მაინც რაღაცით იგრძნობოდა. როცა დაშორდნენ, ელენემ ოდნავ გაიღიმა. — ისევ შენ მართალი აღმოჩნდი — ვიცი. ნინა ამას ისევ უყურებდა. და ახლა უკვე არა შემთხვევით. ეს იყო ის მომენტი, როცა რაღაც შიგნით ნელა იცვლება — არა ერთ წამში, არამედ შეუმჩნევლად. ლუკა აღარ იყო მხოლოდ ბავშვობის ფიგურა. არც უბრალოდ ძველი ნაცნობი. ის იყო ადამიანი, რომელსაც თავისი ცხოვრება ჰქონდა — მკაფიო, რეალური, ძალიან ახლო ურთიერთობით, რომელიც მის თვალწინ იფურჩქნებოდა და ნინა პირველად გრძნობდა, რომ ამ ცხოვრებაში მისი ადგილი საერთოდ არ იყო განსაზღვრული. უბრალოდ… გვერდით იდგა. და ეს „გვერდით“ უცებ უფრო მძიმე გახდა, ვიდრე ადრე. ... ნინა რამდენიმე წამით უბრალოდ იდგა ერთ ადგილზე. არ იცოდა სად წასულიყო — ან ვისთან. სახლში მოძრაობა ისევ ჩვეულებრივად გრძელდებოდა, მუსიკა იცვლებოდა, ვიღაცები იცინოდნენ, მაგრამ მასში რაღაც უცნაური სიცარიელე იგრძნობოდა. ელენე აღარ ჩანდა. ლუკაც აღარ უყურებდა — მოდი, წამოდი, — ანას მეგობარმა, სალომემ, ხელი მსუბუქად ჩაავლო. — ყველას გაგაცნობ. ნინამ ოდნავ გაიღიმა და გაჰყვა. ახალი ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდნენ. სახელები, სიცილი, მოკლე დიალოგები. — შენ ლიტერატურაზე სწავლობ? — დაბრუნდი თუ ახლა დაიწყე აქ სწავლა? — ლუკას იცნობ? ეს ბოლო კითხვა ორჯერ უფრო ხშირად ისმოდა. ნინა ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე პასუხს იძლეოდა: — ბავშვობიდან. და მაშინვე იგრძნობდა რაღაც უცნაურს ადამიანების რეაქციაში — თითქოს ეს ინფორმაცია რაღაც დამატებით მნიშვნელობას ატარებდა, რომელსაც თვითონ ვერ ხსნიდა. ლუკა ამ დროს ოთახის მეორე მხარეს იდგა. ელენე აღარ იყო მასთან, მაგრამ ის მაინც პერიოდულად უყურებდა სივრცეს. და ერთხელ, როცა ნინა ახალ ჯგუფთან საუბრობდა და იცინოდა, ლუკამ მზერა მასზე შეაჩერა დიდხანს არა. უბრალოდ საკმარისად. ნინა ამას ვერ ამჩნევდა. მაგრამ გრძნობდა ის პატარა, უხილავი დაძაბულობა, როცა ვიღაც გიყურებს და შენ ჯერ არ იცი რატომ! — შენ აქ მარტო არ იარო, არ გათამამდე— ანა დაბრუნდა და ნინას ჭიქა გაუწოდა — რატომ? — იმიტომ რომ ეს ხალხი ჯერ არ გიცნობს კარგად. ნინამ ოდნავ ჩაიცინა. — ეს პრობლემაა? ანა მხრები აიჩეჩა. — არა. უბრალოდ ლუკა აქ არის და შეიძლება გახდეს პრობლემა! ნინამ მაშინვე შეხედა. — და? ანა გაჩუმდა, მერე თითქოს სიტყვა ფრთხილად აირჩია: — როცა ის არის, რაღაცეები სხვანაირად მუშაობს , მე მას კარგად ვიცნობ ამ დროს ლუკამ დერეფნი გამოიარა და მათ მიუახლოვდა თითქოს უბრალოდ გადაადგილდებოდა, მაგრამ მისი მზერა პირდაპირ ნინასკენ წავიდა. — ეი, გავიდეთ ? ნინამ გაიკვირვა — სად? — ჰაერზე — ახლა? ლუკამ წარბი ოდნავ შეკრა. — არა მაზეგ! ეს არ იყო კითხვა. ეს იყო იმ ტონალობაში ნათქვამი, რომელიც არჩევანს არ ტოვებდა, მაგრამ არც ბრძანებას ჰგავდა ხმამაღლა. ნინამ ანას შეხედა. ანა მხრები აიჩეჩა — „მე არაფერ შუაში ვარ“ გამომეტყველებით. გაჰყვა. დერეფანში რომ გავიდნენ, ხმაური ოდნავ შემცირდა. — რატომ წამომიყვანე? ლუკას ნაბიჯი არ შეუნელა. — იმიტომ რომ ზედმეტად ბევრს გაკვირდებიან! ნინა გაჩერდა ნახევარი წამით. — ეს ცუდია? ლუკამ გვერდულად გახედა. — შესაძლოა რამდენიმე წამი სიჩუმემ დაისადგურა — უბრალოდ არ მიყვარს, როცა არასწორ ხალხს ეჩვევი სწრაფად. ნინამ წარბი შეკრა. — „არასწორი ხალხი“? ლუკამ ოდნავ მხრები აიჩეჩა. — ყველას არ ვენდობი. — მე არ მითხოვია შენგან შეფასება, რამენაირად თავად გადავწვეტ ვის ვენდო! ლუკა გაჩერდა. მარტო ერთი წამით. მერე უფრო მშვიდად თქვა: — არ გაფასებ — უბრალოდ გიყურებ. ეს ფრაზა ისევ დარჩა ჰაერში. მაგრამ ახლა უკვე სხვანაირად ჟღერდა ნინამ იგრძნო, რომ რაღაც უცნაურ ზღვარზე გადადიოდნენ. — შენ ყოველთვის ასე აკეთებ? — ჰკითხა ბოლოს. — როგორ? — ხალხს ისე ათამაშებ როგორც გინდა ? ლუკამ ოდნავ გაიღიმა. — არა. — მაშინ რატომ მე? ლუკამ წამით შეხედა. მზერა არ იყო მძიმე — იმიტომ რომ შენ მაძლევ ამის საშუალებას! ნინამ დააპირა რაღაც ეთქვა , პირი ოდნავ გააღო — მოდი! შეაწყვეტინა ლუკამ— დავბრუნდეთ. ლუკა უბრალოდ წავიდა. ნინა ერთი წამით კიდევ დარჩა ადგილზე. თითქოს უნდოდა გაეგო — ეს საუბარი საერთოდ სად დასრულდა. ლუკა კედელს მიეყრდნო. არ ჩქარობდა. ნინა გვერდით გაჩერდა, ჯერ კიდევ ოდნავ დაძაბული. -რატომ გგონია, რომ ყოველთვის მართალი ხარ? — ჰკითხა ნინამ. ლუკამ მაშინვე შეხედა. ამჯერად არ იცინოდა. — არ მგონია. — უბრალოდ სწრაფად ვამჩნევ რაღაცეებს!. ნინა ოდნავ დაიძაბა. — მაგალითად? ლუკამ მზერა მის თვალებთან შეაჩერა — მაგალითად ის, რომ შენ დღეს ძალიან ბევრს ცდილობ არ გამოჩნდე, ისეთი როგორიც ადრე იყავი. ნინამ სუნთქვა ოდნავ შეიკავა. — და ადრე როგორ ვიყავი? ლუკამ პასუხი არ დააგვიანა. — ჩუმი — და უფრო უსაფრთხო. ეს სიტყვა უცნაურად მოხვდა ნინას ყურს „უსაფრთხო“. ნინა თითქოს არ ელოდა ამას. — და ახლა? — ჰკითხა ნელა. ლუკამ მხრები ოდნავ აიჩეჩა. — ახლა უფრო მეტად საშიში მოკლე სიჩუმე ჩამოწვა ჰაერი ოდნავ გაცივდა. ნინა უკვე აპირებდა რაღაცის თქმას, როცა კარის ხმა გაისმა უკან. ვიღაც გამოვიდა გარეთ სიცილით. — აი აქ ხართ! ანა. ხელში ჭიქა ეჭირა, სახე გაწითლებული სიცილისგან. — რას შვრებით აქ მარტო? ანა ნინასთან მივიდა და ხელი მკლავზე მოკიდა. — მოდი, შიგნით დავბრუნდეთ, რაღაც თამაში იწყება. ანამ ხელი ოდნავ მოუჭირა ნინას მკლავზე. — მოდი, არ გვაცდევინო ხალხი, მართლა იწყება თამაში. ნინამ თავი დაუქნია, მაგრამ ფეხები თითქოს არ ემორჩილებოდა მაშინვე. ლუკა უკვე კედელს მოშორდა. — რა თამაშია? — ჰკითხა მშვიდად. — „სიმართლე ან მოქმედება“, — ანამ მაშინვე უპასუხა. — კლასიკა. ლუკამ თვალები გადაატრიალა. - არ იცვლები რა სიმართლე და მოქმედება ? — შენც ისევ ისეთივე დამღლელი ხარ, — ანამ პასუხი დაუბრუნა! ოთახში წრე სწრაფად შეიკრა. სავარძლები, იატაკზე ჩამომჯდარი ხალხი, ჭიქები ხელში. ნინა ანას გვერდით დაჯდა. ლუკა კი, თითქოს შემთხვევით, პირდაპირ მის მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდა. თითქოს ეს პოზიცია არ აურჩევია. მაგრამ არც შეცვლიდა. ბოთლი შუაში დაატრიალეს. სიცილი, ხმაური, შეძახილები. პირველი „სიმართლე“ — ვიღაცის წვრილმანი საიდუმლო. მეორე — „მოქმედება“ და სასაცილო დავალება. ატმოსფერო ნელ-ნელა იხსნებოდა. და მერე ბოთლი გაჩერდა. ნინაზე. მცირე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. — სიმართლე თუ მოქმედება? — ჰკითხა ანამ ღიმილით. ნინამ ჩაისუნთქა. — სიმართლე. ვიღაცამ მაშინვე ჩაიცინა. — ოოო, კარგი არჩევანია. ლუკა ოდნავ წინ გადაიხარა. არ ჩარეულა. უბრალოდ უყურებდა. — კარგი, — ანამ თქვა. — კითხვა მარტივია. პაუზა. — შენი პირველი კოცნა ვისთან იყო? ნინას სუნთქვა ოდნავ შეეკრა. ოთახი თითქოს წამით ზედმეტად ხმამაღალი გახდა და მერე ისევ უცებ ჩაწყნარდა. ყველას თვალები მასზე იყო. — ბავშვობაში… — დაიწყო ნელა. თვალები წამით სადღაც გვერდით გაექცა. — თორმეტი წლის ვიყავი. ეს იყო ყველაფერი. არც სახელი. არც მეტი დეტალი. უბრალოდ დრო. ოთახში რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოწვა, მერე ვიღაცამ სიცილით გაატარა დაძაბულობა. — ოჰო, ანუ ოფიციალურად ბავშვობა ითვლება! — თქვა ერთ-ერთმა. სიცილი გაიშალა. თამაში გაგრძელდა. მაგრამ ნინამ იგრძნო, რომ ლუკა არ იცინოდა. თავი ოდნავ უკან ჰქონდა გადაწეული, სკამზე, და ნელა ატრიალებდა ჭიქას ხელში. თვალები მისკენ ჰქონდა. არა გამომწვევად. უფრო ჩუმად. როგორც ადამიანს, რომელიც პასუხს კი არ უსმენს — არამედ ამოწმებს. — თორმეტი, — გაიმეორა ლუკამ ძალიან დაბალი ხმით, თითქოს საკუთარ თავს ეუბნებოდა. —ზუსტად მახსოვს. ეს „მახსოვს“ ჰაერში ზედმეტად დიდხანს დარჩა. ნინას რაღაც უცნაურად დაეჭიმა შიგნით — არა სირცხვილი, არამედ შეგრძნება, რომ ლუკა ამ ამბავს არ უყურებდა ისე, როგორც დანარჩენები. ანა სწრაფად გადაერთო თამაშზე. — კარგი, შემდეგი! ბოთლი დატრიალდა ისევ. ხმაური დაბრუნდა. მაგრამ ნინასთვის თამაში აღარ გრძელდებოდა იმავე სივრცეში. ლუკამ ჭიქა დადგა მაგიდაზე. და ბოლოს, ძალიან მშვიდად, თითქოს არაფერს ამბობს ზედმეტს: — კარგი მეხსიერება მაქვს, — ჩაილაპარაკა. ნინამ თვალები ოდნავ გადაატრიალა, მაგრამ აღარ უპასუხა. უბრალოდ ჩაება თამაშში სხეულით. გონება კი ჯერ კიდევ იმ „თორმეტში“ იყო გაჭედილი. ბოთლი ისევ დატრიალდა. ხმაური დაბრუნდა, სიცილი, ვიღაცის შეძახილები. ნინა თითქოს ისევ თამაშში იყო, მაგრამ სინამდვილეში აღარ უსმენდა. თვალები შემთხვევით მაინც ლუკას უბრუნდებოდა. ბოთლი გაჩერდა. ლუკაზე. ვიღაცამ მაშინვე დაიყვირა: — ოჰოო! სიცილი გაიშალა. ლუკამ წარბი ოდნავ ასწია, თითქოს არც კი უკვირდა. — სიმართლე თუ მოქმედება? — ჰკითხა ანამ. — მოქმედება, — მშვიდად თქვა. ეს ტონი იყო ზუსტად ისეთი, თითქოს უკვე იცოდა, რომ უარესი იქნებოდა თუ სიმართლეს აირჩევდა. ანა წამით დაფიქრდა. მერე გაიღიმა. — კარგი. — უნდა აირჩიო ერთი ადამიანი ოთახიდან… და 10 წამი უნდა ჩახუტო ისე, რომ არ გათავისუფლდე. ოთახში მაშინვე სიცილი ატყდა. ვიღაცამ ლუკას მხარზე ხელი დაკრა. — რთული არ იქნება შენთვის! ლუკამ ოდნავ ჩაიცინა. — პრობლემა არაა. და მაშინ, ერთ წამში, მისმა მზერამ ოთახი გადაჭრა. ნელა. ზუსტად. და გაჩერდა. ნინაზე. სიცილი თითქოს ოდნავ ჩაცხრა. ნინა ჯერ ვერ მიხვდა. მერე კი იგრძნო. ლუკა წამოდგა. ისე მშვიდად, თითქოს ეს უკვე გადაწყვეტილი იყო. არც ჩქარობდა. არც თამაშობდა ზედმეტად. უბრალოდ მიდიოდა. ნინამ ინსტინქტურად ოდნავ უკან გადაიწია. — ლუკა… — თქვა ვიღაცამ უკნიდან სიცილით, ლუკამ არც შეხედა. ის პირდაპირ ნინასთან გაჩერდა. ახლოს. ძალიან ახლოს — არ ინერვიულო, — თქვა დაბალი ხმით. ირონიით, მაგრამ მშვიდად. — 10 წამია მხოლოდ. ნინამ სუნთქვა შეიკავა. — რატომ მე? — ჩუმად ჰკითხა. — რადგან ყველაზე მშვიდად შენ რეაგირებ. ეს იყო პასუხი. ან საბაბი. და შემდეგ უბრალოდ წინ გადმოიხარა. ნელა. არ ჩქარობდა. მისი ხელები ჯერ არ შეხებია. მაგრამ მანძილი უკვე გაქრა. ნინამ ინსტინქტურად ოდნავ დაძაბა მხრები. და სწორედ მაშინ, ლუკამ ხელი მის ზურგზე მოათავსა. მყარად არა. უბრალოდ საკმარისად, რომ გაქცევის შანსი აღარ ყოფილიყო. ჩახუტება არ იყო რომანტიკული. უფრო კონტროლირებული იყო. ზუსტად ისეთი, როგორიც ლუკას სტილში ჯდებოდა — მშვიდი, დარწმუნებული, ოდნავ დამცინავი კიდეც. ნინა გაშეშდა წამით. ლუკას სუნთქვა ძალიან ახლოს იყო. და ეს ათი წამი უცებ ბევრად უფრო გრძელი გახდა. — ერთი… ორი… — ვიღაცამ დაიწყო დათვლა სიცილით. ნინა ვერ ითვლიდა. მხოლოდ იმას გრძნობდა, რომ ლუკა საერთოდ არ ჩქარობდა გათავისუფლებას. თითქოს დრო მისთვის სხვანაირად მიდიოდა. — რვა… ცხრა… და ბოლოს, ლუკამ ოდნავ უკან დაიხია. ზუსტად ბოლო წამზე. არ აჩქარებულა. არც ზედმეტი დრამა. უბრალოდ გაუშვა. მაგრამ სანამ ბოლომდე მოშორდებოდა, ძალიან დაბალი ხმით, მხოლოდ ნინამ რომ გაიგო უთხრა — ხედავ? არც ისე რთული იყო. და ისევ იმ ირონიით, მშვიდად დაბრუნდა თავის ადგილზე. თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ ნინასთვის უკვე ყველაფერი მომხდარი იყო! ნინა ისევ იდგა ერთ ადგილას. თითქოს სხეული დაბრუნდა თამაშში, მაგრამ გონება ჯერ კიდევ იმ რამდენიმე წამში იყო გაჭედილი. ლუკა უკვე უკან იჯდა, ჩვეულებრივად, თითქოს არაფერი მომხდარა. ვიღაცები ისევ იცინოდნენ. თამაში გრძელდებოდა. და სწორედ ამ დროს, ოთახის კიდეში მოძრაობა გაჩნდა. ელენე. შემოვიდა მშვიდად, არაჩქარებით, ხელში ტელეფონი ეჭირა და ერთი წამით შეჩერდა, სანამ სივრცეს შეათვალიერებდა. მზერა სწრაფად გადაატარა ოთახს. მერე გაჩერდა. ლუკაზე. და მის გვერდით — ნინაზე. არაფერი შეცვლილა მის სახეზე მაგრამ იმ წამში თითქოს ყველაფერი ცოტა უფრო ნათელი გახდა ელენე ნელა მოვიდა. არ ჩქარობდა. ისე, როგორც ადამიანი, რომელიც უკვე ხედავს სცენას და უბრალოდ მის ბოლო კადრს უახლოვდება. — აქ ხარ, — თქვა მშვიდად და ლუკას მხარზე ოდნავ შეეხო. ლუკამ თავი ასწია. — ჰო. — დავკარგე შენს გვერდით ადგილი? მის ტონში ირონია იყო, მაგრამ რბილი. ლუკამ ოდნავ გაიღიმა. — არავის დაუკარგავს არაფერი. ელენემ მაშინვე შენიშნა ნინა. და წამით მზერა იქ გაჩერდა. დიდხანს არა. მაგრამ საკმარისად. — გამარჯობა, — თქვა ნინასთვის მშვიდად. — გამარჯობა, — უპასუხა ნინამ. მის ხმაში ჯერ კიდევ იყო ის დაძაბულობა, რომელიც ლუკას ჩახუტებამ დატოვა. ელენემ ოდნავ თავი დახარა. — თამაშში გაერთეთ? ეს კითხვა თითქოს უბრალო იყო. მაგრამ სინამდვილეში ძალიან დაკვირვებული ლუკამ ფეხი გადააჯვარედინა. — ჩვეულებრივი სისულელე იყო. — შენ მონაწილეობდი „სისულელეში“? — ელენემ წარბი ოდნავ ასწია. ლუკამ ჩაიცინა. — იძულებით. ელენემ ეჭვიანი თვალით შეხედა. — იძულებით, ჰო… მისი მზერა ისევ ნინაზე გადავიდა წამით. მერე ისევ ლუკაზე. და ამ პატარა დუმილში იყო ყველაფერი. არა სიტყვებით. ნინამ იგრძნო, რომ ოთახი ისევ შეიცვალა. ელენემ აღარ გაამწვავა უბრალოდ ლუკას მიუახლოვდა. — მოდი, გარეთ გავიდეთ ცოტა ხნით. ლუკამ თავი დაუქნია. და სანამ ადგებოდა, ერთი წამით ისევ შეხედა ნინას. მოკლედ. არამკვეთრად. მაგრამ საკმარისად, რომ ნინას დაეჭიმა შიგნით რაღაც და წავიდა ელენესთან ერთად! ნინა ფანჯარასთან იდგა და ტელეფონს უყურებდა ისე, თითქოს მართლა რაღაც მნიშვნელოვანს კითხულობდა. სინამდვილეში უბრალოდ დრო გაჰყავდა. ლუკა და ელენე რამდენიმე მეტრში იდგნენ. ელენე რაღაცას უყვებოდა სიცილით, ლუკა კი ნახევრად უსმენდა — ერთი ხელი ჯიბეში ჰქონდა, მეორე კი პერიოდულად მის წელზე გადაჰქონდა ისე ბუნებრივად, თითქოს საერთოდ ვერ ამჩნევდა ამას. ნინამ მზერა სწრაფად აარიდა. — სახლში როგორ მიდიხარ? — სალომე მიუახლოვდა. — ალბათ ტაქსით. — ამ დროს? — რა პრობლემაა? სალომემ მხრები აიჩეჩა. — პრობლემა არაა… თუ ლუკა არ გაიგებს. ნინას უნებლიედ ჩაეცინა. — თქვენ რატომ გგონიათ, რომ ყველაფერს აკონტროლებს? — იმიტომ რომ აკონტროლებს, — უპასუხა სალომემ დაუფიქრებლად. ზუსტად იმ დროს ლუკამ მათკენ გამოიხედა. თითქოს რაღაც იგრძნო. მზერა ჯერ სალომეზე გაჩერდა, მერე — ნინაზე. და რამდენიმე წამში უკვე მათთან იყო. — რა ხდება? — არაფერი, — სწრაფად თქვა სალომემ და თითქმის მაშინვე გაშორდა სიტუაციას. — მე საერთოდ არ ვარ აქ. ლუკამ წარბი ოდნავ შეკრა. — საეჭვოდ ჟღერს. ნინამ თვალები გადაატრიალა. — უბრალოდ ვამბობდი, რომ ტაქსით წავალ. ლუკას სახე მაშინვე ოდნავ შეეცვალა. ძალიან მცირედით. მაგრამ საკმარისად. — არა. ერთი სიტყვა. მშვიდი. დაბალი. და მაინც ისეთი, რომელსაც ავტომატურად პასუხობ. ნინამ წარბი შეკრა. — „არა“ რას ნიშნავს? — იმას, რომ მე წაგიყვან. — არ არის საჭირო. — არის. — ლუკა— — ნინა. მისი ხმაც ოდნავ დაბალი გახდა. უფრო ის ტონი იყო, როცა უკვე მოთმინებას აკონტროლებდა. — ელენეც სახლში მისაყვანია, — დაამატა ნინამ, თითქოს ეს რაღაცას ცვლიდა. — და? — ლუკამ მშვიდად შეხედა. — მანქანაში ოთხი ადგილი მაქვს. ნინამ ამოიოხრა. — შენთან კამათი შეუძლებელია. — ვიცი. ზუსტად ამ დროს ელენე მიუახლოვდა. — რაზე ჩხუბობთ? — არ ვჩხუბობთ, — უპასუხა ლუკამ დაუფიქრებლად. ნინამ მაშინვე გახედა. — ვჩხუბობთ. ელენეს გაეცინა. — ესე იგი ყველაფერი ნორმალურადაა. ლუკამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო. — წავედით? ელენე მშვიდად დადგა მის გვერდით. ისე ახლოს, თითქოს ეს ავტომატური იყო უკვე. ნინა რამდენიმე წამი უყურებდა ამ სიმარტივეს. რამდენად ბუნებრივად არსებობდნენ ერთად. რამდენად შეჩვეული იყო ლუკა მის შეხებას. და უცებ ძალიან აღარ უნდოდა იმ მანქანაში ჩაჯდომა. ქვემოთ რომ ჩავიდნენ, ღამე უკვე გრილი გახდა. ქუჩა თითქმის ცარიელი იყო. ლუკამ მანქანა გააღო. ელენე წინ დაჯდა. რა თქმა უნდა. ნინას საკუთარ თავზე გაეცინა კიდეც, საერთოდ რატომ ელოდა სხვანაირს. თვითონ უკანა სავარძელზე მოთავსდა. მანქანა დაიძრა. რამდენიმე წამი მხოლოდ მუსიკა ისმოდა დაბალ ხმაზე. ელენე რაღაცას უყვებოდა ლუკას უნივერსიტეტიდან, ლუკა ხანდახან პასუხობდა, ხანდახან უბრალოდ იღიმოდა. და ნინა უკნიდან უყურებდა მათ პროფილებს ქუჩის განათებებში. როგორ ეხებოდა ელენე საუბრისას ხელს. როგორ უსმენდა ლუკა ნახევრად ყურადღებით, მაგრამ მაინც ამჩნევდა ყველაფერს. მერე ერთ მომენტში, შუქნიშანზე გაჩერებულმა, ლუკამ სარკეში გამოიხედა. პირდაპირ ნინასკენ. — ჩუმად ხარ. ნინას მზერა ფანჯრიდან არ მოუშორებია. — დავიღალე. რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. ლუკა ისევ უყურებდა სარკიდან. თითქოს ხვდებოდა, რომ ეს ბოლომდე სიმართლე არ იყო. მაგრამ ამჯერად აღარ დაუძალებია. მანქანა მშვიდად მიდიოდა ღამის ქუჩებში. თბილისი ამ დროს სხვანაირი იყო — უფრო ჩუმი, განათებებით დანაწევრებული, ნახევრად ცარიელი გზებით და ღია ფანჯრებიდან გამოტანილი მუსიკის შორეული ხმებით. ნინა თავს ფანჯარას აყრდნობდა. ცდილობდა გარეთ გაეხედა და არა წინ. არა იმ ორ ადამიანზე, რომლებიც მანქანის წინა სავარძლებზე ისხდნენ ისე ბუნებრივად, თითქოს მთელი სამყარო უკვე შეთანხმებული იყო მათზე. ელენე რაღაცას უყვებოდა. ხელით ლაპარაკობდა, ხანდახან იცინოდა კიდეც. ლუკა ერთ ხელს საჭეზე აყოლებდა, მეორეთი კი პერიოდულად მის თითებს ეხებოდა — დაუფიქრებლად, ჩვევით. ეს შეხებები ძალიან პატარა იყო. მაგრამ სწორედ ამიტომ ჩანდა რეალური. — ხვალ ადრე გაქვს ლექცია? — ჰკითხა ელენემ. — რვაზე, — უპასუხა ლუკამ. — და მაინც აქამდე დარჩი. — შენც აქ იყავი. ელენემ ოდნავ გაიღიმა. — ეგ არგუმენტია? ლუკამ მხრები აიჩეჩა. — ჩემთვის საკმარისია. ნინამ თვალები დახუჭა წამით. საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, საერთოდ რატომ უსმენდა. რამდენიმე წუთში მანქანა გაჩერდა. ელენეს სახლი. ლუკამ ძრავი არ გამორთო. ელენე მისკენ შებრუნდა. — ხვალ გნახავ? — ალბათ. ელენემ მაშინვე წარბი ასწია. — ისევ ეს პასუხი? ლუკას ჩაეცინა. — მუშაობს მაინც. ელენე რამდენიმე წამი უყურებდა. მერე წინ გადაიხარა და ტუჩებთან ძალიან მოკლე კოცნა დაუტოვა. ისეთი ბუნებრივი, მშვიდი კოცნა იყო, აშკარად რომ ამბობდა — ეს მათთვის ჩვეულებრივი რამ იყო. ნინამ მზერა ფანჯარას მიაშტერა. ქუჩის განათებები უცებ ზედმეტად საინტერესო გახდა. — არ გაქრე ხვალ, — უთხრა ელენემ ჩუმად. — ვეცდები. — არა, შენ არ „ცდილობ“. ან აკეთებ, ან არა. ლუკამ ოდნავ ჩაიღიმა. — აი ამიტომ მიყვარხარ. ეს ძალიან ჩვეულებრივად თქვა. ისე, თითქოს საერთოდ არ დაფიქრებულა. ნინას თითები მაშინვე დაეჭიმა. ელენეს ღიმილი შეეცვალა. უფრო რბილი გახდა. — კარგი ღამე, — ჩაილაპარაკა. — შენც. კარი დაიხურა. რამდენიმე წამი მანქანაში სრული სიჩუმე იყო. მხოლოდ ძრავის ხმა. და პირველად მთელი საღამოს განმავლობაში, ლუკა და ნინა მარტო დარჩნენ. ლუკამ ნელა ამოისუნთქა და მანქანა დაძრა. არც მუსიკა ჩაურთავს. არც ლაპარაკი დაუწყია. თითქოს ორივე რაღაცას ელოდა. — შეგიძლია აქ გამიჩერო, — თქვა უცებ ნინამ. ლუკამ მაშინვე გახედა სარკიდან. — რას ნიშნავს „აქ“? — აქვე გადავალ. — სახლამდე ათი წუთია. — ვიცი. ლუკას ყბა ოდნავ დაეჭიმა. — ნინა. — რა? — ღამის პირველ საათზე შუა ქუჩაში არ დაგტოვებ. — არ და ვიკარგები. — ეგ არგუმენტი უკვე გამოიყენე დღეს. ნინამ ამოიოხრა და ფანჯრისკენ გაიხედა. — უბრალოდ აღარ მინდა მანქანაში ჯდომა. ეს ზედმეტად გულწრფელი გამოვიდა. ორივემ მაშინვე იგრძნო. ლუკა რამდენიმე წამი ჩუმად იყო. მერე დაბალი ხმით ჰკითხა: — ჩემ გამო? ნინამ პასუხი არ გასცა. და სიჩუმე უკვე პასუხს ჰგავდა. შუქნიშანზე გაჩერდნენ. ლუკამ ამჯერად პირდაპირ შეტრიალდა მისკენ ნახევრად. მის სახეზე აღარ იყო ირონია. არც ხუმრობა. უბრალოდ აკვირდებოდა. — მთელი საღამოა უცნაურად იქცევი. — შენც. — მე ყოველთვის ასეთი ვარ. — ზუსტად ეგ არის პრობლემა. ლუკამ წარბი ოდნავ შეკრა. — ანუ? ნინამ პირველად შეხედა პირდაპირ. — შენ საერთოდ ვერ ხვდები, როგორ მოქმედებ ადამიანებზე. ეს სიტყვები ჰაერში დარჩა. მძიმედ. ლუკა რამდენიმე წამი არაფერს ამბობდა. მერე ძალიან მშვიდად ჩაილაპარაკა: — და შენ გგონია, რომ შენზეც ვერ ვხვდები? ნინამ მაშინვე აარიდა მზერა. თითქოს ეს კითხვა ზედმეტად ახლოს მოხვდა. მანქანა ისევ დაიძრა. გარეთ შუქები სწრაფად იცვლებოდა, მაგრამ მანქანაში ჰაერი უცნაურად გაჩერდა. — არ ვიცი რას გულისხმობ, — თქვა ბოლოს ნინამ მშვიდად. ლუკას ჩაეცინა. ძალიან ოდნავ. — კარგი ტყუილია. — შენ რატომ გგონია, რომ ყველა შენს გარშემო ტრიალებს? — არ მგონია. პაუზა. — უბრალოდ შენ ზედმეტად ცუდად მალავ რაღაცეებს. ნინამ უნებლიედ გაიცინა. უფრო ნერვიულობისგან. — წარმოუდგენლად აუტანელი ხარ. — ეგ უკვე მითხარი. რამდენიმე წამი ისევ ჩუმად იყვნენ. მერე ლუკამ უცებ ჰკითხა: — ელენე არ მოგეწონა? ნინა დაიბნა. კითხვა იმდენად პირდაპირი იყო, რომ პასუხი ვერ მოასწრო. — რა? — მთელი საღამო ისე უყურებდი, თითქოს ან გინდოდა გაგექრო, ან დაგეკითხა ნინამ წარბები შეკრა. — უბრალოდ გაკვირდებოდით. — „გაკვირდებოდით“? ლუკამ სიტყვა ირონიულად გაიმეორა. — რა აკადემიურად ჟღერს. ნინამ ფანჯრისკენ გაიხედა. — კარგი წყვილი ხართ. ეს მშვიდად თქვა. ზედმეტად მშვიდად. ლუკა რამდენიმე წამი ჩუმად დარჩა. მერე თავი ოდნავ დახარა. — ვართ. ეს სიტყვა მარტივად თქვა. ეჭვის გარეშე. და რატომღაც სწორედ ეს იყო ყველაზე უსიამოვნო. ნინამ იგრძნო, როგორ დაეჭიმა ყელი. საკუთარ თავზე გაბრაზდა ამის გამო. — მაშინ პრობლემა რა არის? — ჰკითხა ლუკამ მოულოდნელად. ნინა სწრაფად შეტრიალდა. — რა პრობლემა? — არ ვიცი, შენ მითხარი. მის ხმაში ისევ ის სიმშვიდე იყო, რომელიც ნინას ყველაზე მეტად უშლიდა ნერვებს. თითქოს არასდროს კარგავდა კონტროლს. — ყველაფერი შენს გარშემო რატომ უნდა ტრიალებდეს? — თქვა ბოლოს ნინამ ჩუმად. — იქნებ საერთოდ არაფერ შუაში ხარ. ლუკამ ჩაიცინა. მაგრამ ამჯერად სიცილი მოკლე იყო — კარგი — მაშინ რატომ გეწყინა, როცა ვუთხარი რომ მიყვარს? ნინა გაშეშდა. მანქანაში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მძიმე. ლუკა წინ იყურებოდა. თითქოს უბრალოდ ჩვეულებრივი კითხვა დასვა. მაგრამ მისი თითები საჭეზე ნელა აკაკუნებდა — ერთადერთი ნიშანი იმისა, რომ თვითონაც ელოდა პასუხს. ნინამ ტუჩები ოდნავ დააჭირა ერთმანეთს. — არ მწყენია. — ჰო? — უბრალოდ… სიტყვა გაუწყდა. იმიტომ რომ თვითონაც არ იცოდა ბოლომდე. რა იყო ეს. ეჭვიანობა? წყენა? დაგვიანებული გრძნობა? თუ უბრალოდ იმის გააზრება, რომ ლუკას ცხოვრებაში უკვე არსებობდა ვიღაც, ვინც მის ადგილს საერთოდ არ ტოვებდა. ლუკამ ამჯერად აღარ გააწყვეტინა. უბრალოდ ელოდა. ნინამ თვალები დახუჭა წამით. — უბრალოდ უცნაური იყო შენი ნახვა ასეთად. — როგორ? ნინამ ჩუმად ჩაიცინა. — ადამიანურად. ლუკამ პირველად მართლა გაიცინა საღამოს განმავლობაში. — რა ცუდი წარმოდგენა გქონია ჩემზე. მანქანა ნელა გაჩერდა ნინას სახლთან. მაგრამ არცერთი არ ჩქარობდა მოძრაობას ლუკამ ძრავი გამორთო. სიჩუმეში მხოლოდ გარედან ისმოდა შორეული ძაღლის ყეფა და ვიღაცის ტელევიზორის ხმა ღია ფანჯრიდან. — ნინა. — ჰო? ლუკამ რამდენიმე წამი უყურა. იმაზე დიდხანს, ვიდრე მეგობრები უყურებენ ერთმანეთს. — მე მართლა მიყვარს ელენე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



