ცივი ზამთარი
ზამთრის ცივმა მზის სხივმა გამომაფხიზლა 08:45სთ
02:02სთ ყველას სძინავს გარეთ ცივი ქარი ქრის და თან წუის თითქოს მასაც ატკინეს, მე კი დარდისგან ჩაფლული ვწევარ და ჩემ ნახატებიან ოთხას ვუყურებ, ნოსტალგია მომაწვა, წრიალი დავიწყე საწოლში ვერ ვისვენებდი და 03:48სთ ჩამეძინა და მანდ დაიწყო ჩემი რეალური სიზმარი თითქოს იმ დარდისგან გავნთავისუფლდი ჩემ გარშემო გაზაფხული დადგა და ისევ ბავშვად ვიქეცი, ვიგრძენი იმ იასამნის სურნელი, ახალი გაცოცხლებული ბალახი, გეგონება სამოთხეში მოვხდი, ბავშვების ქაოსი, ისევ წრეშიბურთს ვთამაშობდით ყველანი ბედნიერები ვიყავით, როდესაც ეს სიბედნიერე წამიერად გამოგვეცლა ხელიდან. ეზოში განწირულიი ხმა ისმოდა დედაკაცის : - ჩემიი ბიჭიიი ჩემი ბიჭიიი რატომმ?! რატომ!? პატარა ოდა სახლის აივანზეე გავარდი და რომ გავიხედე მისი სხეული თვალებში შემომრჩა და როცა მისი სიცივე ვიგრძენი იმ წამსვე ფეხშიშველი ეზოში ჩავირბინე, ჯერ კიდევ ჩემი ეზოდან კავირდებოდი და რო დავრწმუნდი რო არ მელანდებოდა ჭიშკარი გავხსენი და სასახლეათან მივიედი, ხელით რომ შევეხე, რომ დავრწმუნებულიყავი, რომ ის ნამდვილი იყო ძალიან ცივიი იყო და ვთქვი - ცივააა ჩაცვით! იყინება ლურჯდება! ჩააცცვიით! მამა ხელი მომკიდა და ეცადა გმოვეყვანე მაგრამ იმ წამს ისეთ აგონიაში ვიყავიი მამას ხელებიდან დავუახლტდი და ჩემი მოსაცმელი მას გადავაფარე - ახლა აღარ შეგცივდება და ვაკოცე სახლის კიბებეზე ეზოს ბავშვები ჩამომჯდარიყვნენ მეც მათ მივუჯექი. ნანამ ხელი ბეჭებზე დამადო და მოფერება დამიწყო მეუნბებოდა,რომ ჩემი ბრალი არ იყო მე შევეკითხე: - რა მოხდა ნანა? რატომ მოუვიდა ასე? რატომ წევს ცივ სასახლეში? ნანამ პისუხა: -ბიჭები გვიან ღამით მდინარეზე წავიდნენ მამანდე ცოტა დალიეს, ცივ მდინარში პივრელი ეს შევარადა ბიჭები ყვიროდნენ საბა ეცდა გადაერჩინა მაგრამ მდინარეს უკვე მის ხელებში ყავდა -ამიტომ იყო ჩემი ბიჭიი ცივი ისეთი ცივი რომ რო შევეხე ჩემი ნაზი თითების სითბო სულთან წაიღო საბა მომიახლოვდა მუხლებში ჩამივარდა და მითხრა: -ბოდიში ვერ გავარჩინე, ბოდიშიი, ბოდიში მდინარეს ხელებიდან, რომ ვერ გამოვგლიჯე. საბას თავზე ხელი გადავუსვი წამოვაყენე და ძლიერად ჩავეხუტე. კაცებმა სასახლე მხრებზე შემოისვეს და სოფლია ბოლოა გაუყვნენ, ბავშვებიც უკან მივყვებოდით, ამინდი შეცვალა დაასჭექა და მსხვილი ჟუჟუნა წვიმა წამოვიდა ბუნებამაც იგრძნო ჩემი ტკივილი მასაც ასტკივდა. სასაფლაოზე, რომ მივედით ჩიბიდან მისი ნაჩუქარი თავშალი ამოვიღე ცრემლი მოვიწმინე და ხელში ჩავუდე ვაკოცე ბევრი ვაკოცე ვეღა ვჩერდებოდი ჩემთავის კონტროლი დავკარგე და ყვირილი დავიწყე: -ცოცხალიაა მისი სულიიიი არ წაიყვანო ღემრთო, მე რატომ მტოვებ მის გარეშეე? მე რა დავაშავე? მე ხო მის გამოო ვცოხლობდიი... ძლიერადდ ჩავეხუტეე ისე ძლიერად რომ ვეღარც მაშორებდნენ მის სხეულს. მისი სურნელი ჰაერში იფანტებოდა მე კი მას ისე ვსუნავდი თითქოს და ჩემი სუნამო იყო ისეთი, რომელიც სამუდამოდ გამყვებოდა.ყურში ჩავჩურჩულე,რომ ძლაიან მიყვარდა სიგიჟემდე იმდენას რომ მისგამო თავსაც მოვიკლავდი. ნანა მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა - შენ თუ თავს მოიკლავ მეც მოვიკალავ! ნანამ წამომაყენა სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, მამამისი კბილეს აკრაჭუნებდა,რომ არ ეტირა , დედამისი მას ყურში ეჩურჩულებოდა მისი და კი ძლიერად ტიროდა თავჩაღუნული, მე მაშინ დავკარგე ცხოვრების აზრი მთელიი დღები მას ვეხუტებოდი მიწაზე ვიწექი და მას ვგრძნობდი. უეცრად ჩემ თვალწინ ყველაფერი გაშავდა და წინ სილუეტი გამომეცხადა,რომელიც მას უზომოდ გავდა ცოტა დამკლდა მისი სახე ბოლომდე დამენადა და უცბად ცივა მზის სხივმა გამომაფხიზლა.! გასწორებული ვერსია ცივი სიზმარი ზამთრის ცივმა მზის სხივმა გამომაფხიზლა. საათი 08:45 იყო. 02:02 — ყველას ეძინა. გარეთ ცივი ქარი ქროდა და წუოდა, თითქოს მასაც ატკინეს. მე კი დარდში ჩაფლული ვიწექი და ჩემს ნახატებიან ოთახს ვუყურებდი. ნოსტალგია მომაწვა. საწოლში წრიალი დავიწყე, ვერ ვისვენებდი. ბოლოს, 03:48-ზე, ჩამეძინა… და სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი ყველაზე რეალური სიზმარი. თითქოს იმ დარდისგან გავთავისუფლდი. ჩემ გარშემო გაზაფხული დადგა და ისევ ბავშვად ვიქეცი. ვიგრძენი იასამნის სურნელი, ახლად ამოსული ბალახის სიგრილე. მეგონა, სამოთხეში მოვხვდი. ბავშვების ჟრიამული ისმოდა. ისევ წრეში ბურთს ვთამაშობდით. ყველანი ბედნიერები ვიყავით… მაგრამ ეს ბედნიერება წამში გამოგვეცალა ხელიდან. ეზოში ქალის განწირული ხმა გაისმა: — ჩემი ბიჭი… ჩემი ბიჭი… რატომ?! რატომ?! პატარა ოდა სახლის აივანზე გავვარდი. როგორც კი გავიხედე, მისი უსიცოცხლო სხეული თვალებში ჩამრჩა. იმ წამსვე ვიგრძენი მისი სიცივე. ფეხშიშველი ჩავირბინე ეზოში. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ეს რეალობა იყო. ჭიშკარი გავაღე და სასახლესთან მივედი. ხელით შევეხე, რომ დავრწმუნებულიყავი… ძალიან ცივი იყო. — ცივაა… ჩააცვით! იყინება… ლურჯდება… ჩააცვით! მამამ ხელი მომკიდა და სცადა, იქიდან გავეყვანე, მაგრამ იმ წამს ისეთი აგონია მქონდა, რომ ხელიდან დავუსხლტი. ჩემი მოსაცმელი მოვიხსენი და მას გადავაფარე. — ახლა აღარ შეგცივდება… შემდეგ შუბლზე ვაკოცე. სახლის კიბეებზე ეზოს ბავშვები ჩამომსხდარიყვნენ. მეც მათ მივუჯექი. ნანა მომიახლოვდა, მხარზე ხელი დამადო და ალერსით მითხრა: — შენი ბრალი არ არის… ცრემლიანი თვალებით შევხედე. — რა მოხდა, ნანა? რატომ მოუვიდა ასე? რატომ წევს ასე ცივ სასახლეში? ნანამ ჩუმად მიპასუხა: — ბიჭები გვიან ღამით მდინარეზე წავიდნენ. მანამდე ცოტაც დალიეს. ცივ მდინარეში პირველი ის შევარდა. ბიჭები ყვიროდნენ. საბა ცდილობდა გადაერჩინა, მაგრამ მდინარემ უკვე თავის ხელში ჰყავდა… ცრემლები თავისით წამომივიდა. — ამიტომ იყო ასეთი ცივი… ისეთი ცივი, რომ როცა შევეხე, ჩემი თითების სითბოც თან წაიღო… საბა ჩემთან მოვიდა, მუხლებში ჩამივარდა და ტირილით მითხრა: — ბოდიში… ვერ გადავარჩინე… ბოდიში… მდინარის ხელიდან ვერ გამოვგლიჯე… თავზე ხელი გადავუსვი, წამოვაყენე და ძლიერად ჩავეხუტე. ცოტა ხანში კაცებმა სასახლე მხრებზე შეიდგეს და სოფლის ბოლოსკენ დაიძრნენ. ჩვენ, ბავშვებიც, უკან მივყვებოდით. უცებ ამინდი შეიცვალა. დაიქუხა. მსხვილი, ცივი წვიმა წამოვიდა. თითქოს ბუნებამაც იგრძნო ჩვენი ტკივილი და ისიც ჩვენთან ერთად ტიროდა. სასაფლაოზე რომ მივედით, ჯიბიდან მისი ნაჩუქარი თავშალი ამოვიღე. ცრემლები მოვიწმინდე, ხელში ჩავუდე, შუბლზე ვაკოცე… კიდევ ვაკოცე… ვერ ვწყდებოდი. უცებ კონტროლი დავკარგე და მთელი ხმით დავიყვირე: — ცოცხალია მისი სული! ნუ წაიყვან, ღმერთო! რატომ მტოვებ მის გარეშე? მე რა დავაშავე? მე ხომ მის გამო ვცხოვრობდი… კვლავ ძლიერად ჩავეხუტე. იმდენად ძლიერად, რომ ვეღარც მაშორებდნენ. მისი სურნელი ჰაერში იფანტებოდა. ღრმად ვისუნთქავდი, თითქოს მეშინოდა, ეს ბოლო სუნთქვა არ ყოფილიყო, რომელშიც მისი სურნელი შემრჩებოდა. ყურში ჩავჩურჩულე: — ძალიან მიყვარხარ… ნანა მომიახლოვდა და ჩუმად მითხრა: — შენი ბრალი არ არის… სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. მამამისი კბილებს ისე აჭერდა ერთმანეთს, რომ არ ეტირა. დედა მხარზე ედგა და რაღაცას ჩურჩულებდა. მისი და თავჩაღუნული ტიროდა. მე კი იმ წამს ვიგრძენი, თითქოს ცხოვრების აზრი დავკარგე. დღეები გადიოდა. ხშირად მის საფლავთან მივდიოდი. მიწაზე ვწვებოდი და ვცდილობდი, როგორმე ახლოს მეგრძნო. უეცრად ყველაფერი გაშავდა. ჩემ წინ სილუეტი გამოჩნდა… ის ძალიან ჰგავდა მას. ვცდილობდი, სახე ბოლომდე დამენახა… მაგრამ სწორედ მაშინ ზამთრის ცივმა მზის სხივმა გამომაფხიზლა. საათი 08:45 იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


