შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუზა


3-12-2023, 23:08
ავტორი ფისუნა
ნანახია 828

და რა ხანია დაგტოვე მუზავ,
ცხოვრებით გართულს სიტყვებს ვკარგავდი,
ნუ გეგონება დარდისგან დაღლილს,
შენგან გაქცევა ვარჩიე შვებად.

არც ის იფიქრო საკუთარ ნაჭუჭს,
მე გავუფრთხილდი შენგან სიშორით,
რა ვქნა ცხოვრების მორევში ჩართულს,
გადაავიწყდა რითმები ამ სულს...

მე არ დავიწყებ გოდებას ტანჯულს,
ან საწუწუნო ცხოვრება სად მსურს?
ფათერაკებსაც რა დალევს კაცში,
მოდი,არ გვინდა დათრგუნვა თავში.

ხან ნაცრისფერი გადაკრავს ჩემ სახლს,
მერე მზის სხივი შეღებავს კედლებს,
დღეს არ გამოდის?გამოვა სხვა დროს,
"დრამაქვინობა" ვაჩუქე წარსულს.

მე გეტყვი სიტყვას ეშხიანს მადლით,
არ დავივიწყებ არაფრით,არგზით...
სანამ მიწაზე ნავარდი ძალგვიძს,
აბა მითხარი...ცხოვრება არ ღირს?!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent