შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიაჩელის ქუჩაზე (სრულად)


გუშინ, 17:09
ავტორი ვანილა
ნანახია 0

“მოდი!გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არის
და დრო ახალი პაემანისა.”



გიტარის სიმივით დაჭიმული იჯდა თინათინი მისაღებ ოთახში და თითებს იმტვრევდა. მისი ბიძაშვილი გივიკო ლექციას უკითხავდა,როგორც სჩვევია ხოლმე,მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაცია იყო და მდგომარეობაც მეტად მძიმე გახლდათ.
-თინიკო,მისმინე!-სკამზე დაჯდა გივი და საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად აუწია გოგოს.-რომ დავინახო…ჩემს ყურამდე ამბავი,რომ მოვიდეს,თითქოსდა ირაკლი ქავთარაძემ კიდევ მოგაკითხა,ჭკუიდან გადავალ.-ცოფებს ყრიდა ბიჭი.-რა აკავშირებს შენთან?-ეკითხება და ნაჭრის ქუდს იშორებს თავიდან.
-გივიკო რამდენჯერ უნდა გითხრა.-ღრმად ჩაისუნთქა და ყველანაირად შეეცადა ცრემლები შეეჩერებინა გადმოვარდნას,რომ ლამობდნენ.-ნუგზარის ქორწილში მნახა,მაგრამ არ გვისაუბრია. კონსერვატორიიდან რომ გამოვდიოდი მაშინ შემხვდა და სახლამდე მომაცილა,არ არის ცუდი ბიჭი.-თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ იცავდა.
-არ გაბედო მისი დაცვა!შენ არაფერი იცი! ბარნოველებს რომ ვერ ვიტანთ უკვე გასაგებია ყველასთვის!ვერაზე განხეთქილებაა.ერთ მხარეს მე და ჩემი საძმაკაცო ვართ,მეორე მხარეს ის და მისი წყეული ბანდა!
-რა ხდება?-შეშინებულმა იკითხა.
-არ არის ქალის საქმე!-ხელი უხეშად აიქნია.-მამაშენმა რომ გაიგოს?ამაზე გიფიქრია?
-რა საჭიროა ამდენი ახსნა?ხომ გითხარი ერთხელ მომაცილა!ქაჯივით მეჩხუბა კონსერვატორიის წინ?
-კარგი.ჭკვიანი გოგო ხარ და მჯერა მეტჯერ აღარ მომიწევს შენთან ამ თემაზე საუბარი.
ბოლოს ეს უთხრა გივიმ.
მას შემდეგ რაც დამშვიდდა თინიკო,წიგნი გადმოიღო,სანთელი აანთო და სკოლის დავალებების კეთება გააგრძელა,თან სციოდა. დედამ პლედი გამოუტანა და სხეულზე შემოახვია,სახლში გათბობა არ იყო.
ირაკლი ქავთარაძე ერთი ვერელი ბიჭი იყო.
ოცი წლის,გივიკოს პარალელ კლასელი და სამუდამოდ მისი მეტოქე.
ირაკლის პატარაობიდანვე ყივჩაღს ეძახდნენ, სულ ხათაბალაში ებმეოდა,შარს იკიდებდა, ჩხუბობდა,მაგრამ არც უზრდელი და არც უსინდისო არ გახლდათ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი შელაპარაკება მოხდა,რომელიც საშინელად გადაიზარდა ჩხუბში.ერთ მხარეს გივი და მისი საძმაკაცო, მეორე მხარეს ირაკლი.
ნუგზარის ქორწილში ირაკლიმ ჩვიდმეტი წლის თინათინი ნახა და თვალებიდან აღარ ამოუვიდა.
იმიტომ კი არა რომ ყველაზე ლამაზი იყო ან მდიდრულად ეცვა.მისი უბრალოება და სიმორცხვე მოეწონა.
არ გასჭირვებია მისი დღის გეგმების გაგება და თავმომწონედ დახვდა კონსერვატორიის წინ გოგოს.
-თინათინ მზესა სწუნობდა,მაგრამ მზე თინათინობდა!-ომახიანად თქვა ირაკლიმ და გვერდით ამოუდგა ქალს.
-ირაკლი?-მარტივად იცნო.
-ჰო მე ვარ,სახლამდე გაგაცილებ.უკვე დაბნელდა.-ხელიდან ვიოლინოს ყუთი გამოართვა და თავად განიძრახა წამოღება.
-აქ რატომ ხარ?-გაფართოებული თვალებით ეკითხება და რატომაც ირგვლივ იხედება ვინმე ხომ არ უყურებს.
-ისე,სახლამდე გაგაცილებ.-იმეორებს.
-ქიაჩელის ქუჩამდე მაშინ,არ მინდა მეზობლებმა დაგინახონ.
ბევრი არაფერი მომხდარა იმ საღამოს.
მორცხვად მიუყვებოდა აღმართიან გზას თინიკო და მოკლედ პასუხობდა ქავთარაძის მიერ დასმულ კითხვებს.

*

სკოლიდან გამოვიდა თუ არა,თავის მეგობარ მანანასთან ერთად მანდარინის საყიდლად გაჩერდა ქუჩაში.
-კახასთან არ ავიდეთ დღეს?-ეკითხება მანანა და მოკლე თმაზე ისმევს ხელს,თან ქურთუკს იკრავს.შუა თებერვალია.
-კი,მამას ფულს გამოვართმევ და წავიდეთ,ან იქნებ ტკბილეული წავიღოთ?
-არ ვიცი.
გზა გააგრძელეს.მუხლამდე კაბები აცვიათ.
მანანა სახლში წავიდა,მალე თინათინიც მივიდა და გაზეთში ჩაფლულ მამას ფული სთხოვა.
დედამ ჩაი დაალევინა,ზუსტად იმ წამს მოვიდა შუქი და მისმა მეორე მეგობარმა თამილამ შემოაღო სახლის კარი.
-გამარჯობა ნათელა დეიდა.-დედას ესალმება.-შუქი მოვიდა და სანამ წასულა იქნებ უთო მათხოვოთ?-გაეკრიჭა.
-კი,შვილო.წაიღე.
-არა,თმის დასწორება მინდა.-მორცხვად თქვა და თინათინს გახედა.
-წამოდი მოგეხმარები.-ჩაიცინა და ოთახში შეიყვანა.მანამდე მამამ დრო იხელთა და ტელევიზორი ჩართო,გაზეთი გვერდზე გადადო.
-ყური არ დამიწვა,როგორც წინა ჯერზე,თორემ მოგკლავ!ძლივს მოვირჩინე.-უსაყვედურა,თან საუთოო მაგიდაზე დადო თავი,თმა კი ლამაზად გაუსწორა თინიკომ.
-მგალობლიშვილი დამწვრის სუნია,თმას მიწვავ?-შიშით თქვა.
-არ ვიცი.-გაიკვირვა.-ალბათ უთოს სუნია.
-კახასთან მინდა ლამაზად ვიყო,ვერელი ბიჭები იქნებიან.შეიძლება ირაკლიც იყოს.-უთხრა.
-მერე მე რა?-უცებ დაცხა გოგოს.
-იცი როგორ გიყურებდა ნუგზარის ქორწილში? მე ვერაფერს გამომაპარებს.ისე ლამაზი…ლურჯი თვალები აქვს.-თავი ასწია მაგიდიდან და ახლა დავარცხნის საშუალება მისცა მეგობარს.
-ლელა იქნება?-ყურადღება გადაატანინა თამილას.
-იქნება ეგ ბო.ი!მგონი ახლა თემურთან დადის. რა ენაღვლება.-მხრები აიჩეჩა.-დედამ გამაფრთხილა მის გვერდზეც კი არ გაიაროო.
-ვსო,სწორია.-სავარცხელი გვერდზე გადადო.
-მადლობა.-სარკეში კეკლუცად შეათვალიერა თავი.
-შენ?
-ლამაზად ჩაცმის სურვილი არ მაქვს,ძალიან ცივა,იმედია გათბობა ექნება კახას.თან მალე უნდა წამოვიდე.-უთო კარადაში შეინახა.
თამილა წავიდა თუ არა შუქიც წავიდა.ბებიამისის მოსკოვიდან გამოგზავნილი სუნამო მიიპკურა,ტალღოვანი თმა გაიშალა და გოგონებთან ერთად წავიდა კახას დაბადების დღეზე.
მიულოცეს,საჩუქრები გაცვალეს.ბევრი უცხო ადამიანი შენიშნა,რაც არ ეხამუშა.ირაკლიც ერთ ერთი მათგანი იყო. ლამაზი,საფირონისფერი თვალებით უყურებდა თინიკოს და ჩაწიკწიკებული,თეთრი კბილებით იღიმოდა ყველას დასანახად.
ერთ-ერთმა ბიჭმა რამაზიკომ გიტარა გადმოიღო და სიმღერა დაიწყო.
-მდინარე ხიდის ქვეშ
დადუმდა თითქოს,
მზეს სხივი მოაკლდა,
მე შენი სითბო.-იღიმის რამაზიკო და თავმომწონედ აგრძელებს დაკვრას.
-და ვამბობ ეს ღამე,
რად არის ბნელი?
შენ აღარ მოდიხარ,
მე მაინც გელი.-ყველა მღერის,თხუთმეტამდე ბავშვია შემომჯდარი მაგიდის გარშემო,იცინიან, ერთობიან,მღერიან.
-სიყვარულს ვერ წაშლის
ათასი წლები,
მე ვეღარ გივიწყებ,
მე შენთვის ვკვდები.-გრძნობს თინიკო,როგორ უყურებს ქავთარაძე და სახეზე ლავასავით ხურს.
-კარგო,
მინდა რომ გავდე მაისს,
მინდა გიყვარდე მაინც,
ჩემო ლამაზო.
სუფრა ირევა,ზოგი აივანზე გადის,რამდენიმე ერთად ჯდება და მუსაიფობენ.
-გისურვებ ფიზიკოსი გამოხვიდე კახუნა.-ეუბნება მგალობლიშვილი იუბილარს,ის უღიმის და მხედველობის სათვალეს ისწორებს.
-მადლობა,შენ მუსიკოსი.-იგივეს უბრუნებს.
მერე ყურს კრავს როგორ ლაპარაკობს ლელა თემურზე,დედოფალივით იჯდა გოგონებს შორის და ისე ყვებოდა ამბავს,ვითომ რამე საამაყოს ამბობდა,თან ქერა თმას იხვევდა თითზე.
-რატომ მოიწყინე თინათინ?-მოულოდნელად უჯდება გვერდზე ირაკლი და თვალისმომჭრელად უღიმის.მშველელს ეძებს, ირგვლივ ციბრუტივით იყურება.მოცეკვავე ბავშვებს ხედავს ლამპიონების შუქზე,სუფრასთან თითქმის აღარავინ ზის.
-არ ვარ მოწყენილი.-ჩუმად ეუბნება და თითების მტვრევას იწყებს ნერვიულობის ფონზე.
-გაფორიაქებ?-ამბობს ირაკლი და მწვანე თვალებში უყურებს თინიკოს.
-რა?…არა.საიდან მოიტანე.-წარბებს კრავს.
-მაშინ შეწყვიტე ეს.-თითებზე ეხება და აწყვეტინებს უხეშ ქმედებას.-თუ გინდა ჩემსაზე ქენი.ჩემი თითები შენნაირი ლამაზი არ არის.
მეორედ მაშინ შევიდა დიალოგში ირაკლისთან.
სული ეხუთებოდა ისე უნდოდა სახლში წასვლა, იცოდა ქავთარაძე მოსწონდა,მაგრამ ეს არაფრის უფლებას არ აძლევდა.გივიკო და მამამისი ჭკუიდან გადავიდოდა.
-რა კარგი სუნი გაქვს.
-ქავთო!-ვიღაც ეძახის ირაკლის.-მოდი რა ძმურად!
მობეზრებით აატრიალა თვალები ირაკლიმ და ძალით ადგა.
სახლში მალევე წავიდა,გზად მანანა და თამილა ახლდა.
-მოსწონხარ!-აგულიანებდა თამილა და დასწორებულ თმას ეფერებოდა.
-მეც ასე მგონია,ლელასაც კი არ აქცევდა ყურადღებას.არადა რამდენჯერმე გაიწია ირაკლისკენ,ჩემი თვალით ვნახე.-მანანამ დაამატა.
გულში ცუდად მოხვდა თინას ეს ამბავი.
-ხალხო,რა გჭირთ?ხომ იცით გივიკოსთან უთანხმოება აქვს,მთელი ვერა უნდა ავალაპარაკო მაინცდამაინც?-გაღიზიანებულმა თქვა.-არაფერი არ ხდება და არც მოხდება. სწავლსიკენ უნდა მივმართო კონცენტრაცია, ატესტატები უნდა ავიღოთ!
ასე ეგონა იქნებოდა,მწარედ შეცდა მგალობლიშვილი.ხან სად ხვდებოდა ბიჭი,ხან სად,იმდენი ქნა ირაკლი ქავთარაძემ,იმდენი,რომ მაინც მოაქცია მისი გავლენის ქვეშ თინათინი.
ბოლო წვეთი იყო როცა ფიზიკაზე დაიწყო მომზადება თინამ ქიაჩელის ქუჩაზე.
-რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ აღარსად აღარ დამხვდე?-მკაცრად უთხრა გოგომ და ხელში ატაშე-ჩანთა აათამაშა ნერვიულად.
-და მე რამდენჯერ უნდა გითხრა,რომ აზრი არ აქვს?-ცალყბად ჩაიცინა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
-თავს რატომ არ მანებებ?-დაღლილმა უთხრა.
-შენ რატომ მარიდებ?
-ვერ ხვდები?გივიკოს სამეგობროს მტრობთ! შენ და შენი მეგობრები!მთელი ვერა თქვენზე ლაპარაკობს.უკვე მივიღე შენიშვნა გივისგან, არც მამაჩემს მოეწონება ეს ამბავი.
იცოდა ცუდი ბიჭი არ იყო ირაკლი,მიუხედავად იმისა,რომ ყველა ყივჩაღს ეძახდა.ბევრი კარგიც ჰქონდა გაგონილი მასზე,დანარჩენი კი მის თვალებში იკითხებოდა.წყალივით სუფთა იყო.
-შენც სულ იმას აკეთებ,რასაც გეუბნებიან?
-გააჩნია.
-შანსი მომეცი!-შუა ქუჩაში გააბეს ბაასი.
ღრმად ჩაისუნთქა თინამ,გული ყელზე ებჯინებოდა.ისე უნდოდა,ისე,მაგრამ სწორი რომ არ იყო?შედეგები რომ აშინებდა?თავს აქნევდა და თვალს არიდებდა.
-ვიცი რომ მოგწონვარ.-ნიკაპზე მოკიდა ორი თითი,თავი ააწევინა.-არც ისეთი ცუდი ბიჭი ვარ, როგორიც ვჩანვარ.-მხრები აიჩეჩა.
კიდევ ბევრჯერ დახვდა ფიზიკიდან გამოსულს ირაკლი,მერე კასეტა აჩუქა.
გოგი ცაბაძის “შენზე ფიქრებს ბედავს გული” მანანასთან გადავიდა საღამო ხანს და მეგობრის მაგნიტოფონში მოუსმინა სიმღერას.
გულში ჩაუვარდა,გააკანკალა და ლამაზ მელოდიას დაუგდო თვალი.
საგონებელში ჩავარდნილი ბოლთას სცემდა ოთახში და გრძნობებს ებრძოდა.
-თინა…-ხელი მკლავზე დაადო მეგობარს მანანამ.-იქნებ დაივიწყოს გივიკომ უთანხმოება?ხომ ხედავ ირაკლის დიდად არ ანაღვლებს,სხვა შემთხვევაში შენთან საქმეს არ დაიჭერდა.
-მეშინია,ერთმანეთს რომ ავნონ?გახსოვს რეზიმ ლევანი რომ დაჭრა?
რამდენიმე დღე გასუსული დადიოდა მგალობლიშვილი.ყველა ამჩნევდა ამას,აღარც შუქის მოსვლა უხაროდა ისე,აღარც ცხელი წყალი,არც მოსკოვიდან ბებიას გამოგზავნილი ლამაზი კაბები.
მხოლოდ სიმღერა უტრიალებდა თავში,მისი ზღვისფერი თვალები,მაღალი სხეული და ლამაზი მხრები.
წერილებს წერდა და ატანდა ხან ვის,ხან ვის ქავთარაძე.
“ქიაჩელის ქუჩაზე შემხვდი.” ეს იყო ბოლოს გამოგზავნილი,დიდხანს იფიქრა თინიკომ რა ექნა,მერე ყველაფერი დაივიწყა და გულის ნაკარნახევს მიჰყვა.
მისი სიულეტი დაინახა ქიაჩელზე.ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაეწყო და შავ,ნოლ შესტთან იდგა.
მიუახლოვდა თუ არა,ამოხედა გოგოს ღიმილით.
-ვიცოდი,რომ მოხვიდოდი.-თბილი ღიმილი აჩუქა.
-დიდხანს ვერ გავჩერდები,ჩემებს თამილასთან ვგონივარ.-გააფრთხილა.
-სიცივეა,არ გაცივდე.მანქანით გავიაროთ და მშვიდად დავილაპარაკოთ.
არ ეხამუშა ეს ამბავი მგალობლიშვილს. ვინმეს რომ ირაკლის მანქანაში დაენახა საშინელება მოხდებოდა ალბათ.
-ცოტა დრო მაქვს.-მხოლოდ ეს უთხრა და ქავთარაძის ნებას დაჰყვა საბოლოოდ.იცოდა ბიჭის მანქანაში ჩაჯდომა კარგი არ იყო.
კარგად დაღამებულიყო,თბილისის ქუჩები ჩვეულებრივზე ლამაზად ჩანდა.
მთაწმინდაზე ადიოდა ირაკლი.ცივი სიო უბერავდა,კასეტა ჰქონდა ჩადებული მაგნიტოფონში და “მდინარე ხიდის ქვეშ” უკრავდა.კახას დაბადების დღე გაახსენდა ორივეს.მშვიდი ატმოსფერო სუფევდა მანქანაში და არცერთი არღვევდა სიმშვიდეს.ანძასთან გააჩერა ავტომობილი საბოლოოდ ბიჭმა და ძრავა ისე ჩააქრო,თითქოს დიდხანს აპირებდა იქ გაჩერებას.
თავიდან ორივე ჩუმად იყო.
-ჩემთან ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ არ გინდა,რომ მე და გივის უთანხმოება გვაქვს?-სიჩუმე დაარღვია ირაკლიმ,ფანჯარა ჩამოსწია და სიგარეტი გააბოლა.
-უთანხმოება?მეგონა ბევრად უფრო მძიმედ იყო საქმე.-უპასუხა.
-ჰო,ასეცაა.არ მოიქცა სწორად.-წარბები შეკრა და გვერდზე გაიხედა.
-რა მოხდა?-იმედი ჰქონდა ის მაინც ეტყოდა რამეს.
-არ შემიძლია მოყოლა,მარტო ჩემი საქმე არ არის.ბიჭებს ეხება.
-გასაგებია.-ჩუმად თქვა თინამ.
-თინათინ…მე შენ მართლა ძალიან მომწონხარ.-გაუბედავად თქვა.-ეს არავისთვის არასოდეს არ მითქვამს,იმედია გამიგებ თუ ცუდად გამომივიდა.
გული საგულეს აღარ ჰქონდა გოგოს.
მთელ თბილისს გადაჰყურებდნენ მთაწმინდიდან,თბილისის ვებერთელა ანძა თავზე ედგათ.
ბევრი არაფერი უთქვამთ იმ საღამოს,მაგრამ მგალობლიშვილი ერთ რამეს მიხვდა…რომ ირაკლი გულწრფელი ბიჭი იყო და საშინლად მოსწონდა.
ერთი კვირის შემდეგ ისევ შეხვდნენ ქიაჩელის ქუჩაზე,მასწავლებლამდე მიაცილა და შოკოლადი აჩუქა.
ყველაფერს ინახავდა თინათინი.თითოეულ წერილს,კასეტას,ტკბილეულის შეფუთვას, ერთად ალაგებდა ბებიამისის გამიგზავნილ ორცხობილების ცარიელ ყუთში,დედამისი მასში კი ძაფებსა და მახათებს აწყობდა.
საწოლის ქვეშ ჰქონდა საგულდაგულოდ ამოდებული და ყოველ ღამე ათვალიერებდა ისე, თითქოს პირველად ხედავდა.
აპრილის შუა რიცხვებში კიდევ უფრო ხშირად ნახულობდა,სულ ეშინოდა,მაგრამ სურვილი მეტი იყო ირაკლის ნახვის.
გაბრწყინებული თვალებით დადიოდა, თითქოს ფრთები შეასხა ვიღაცამ და მიწაზე დაშვებას არ ლამობდა.აფორიაქებული გულით დადიოდა და მეტად პოზიტიური გახდა.კონსერვატორიაში სულ სიხარულით უკრავდა სიმფონიებს,პიესებს.
ძირითადად ქიაჩელის ქუჩაზე შეეძლო მშვიდად ნახვა და ყველაზე უსაფრთხოდ იქ გრძნობდა თავს.
დათოს დაბადების დღეზე იყვნენ სახლში.
მთელი ვერა იქ იყო,პიანინოზე უკრავდა ხან თინა, ხან დათოს და ციცო.მერე გიტარას გადმოიღებდა რამაზიკო და გემრიელად შეუბერავდა.ეს მაშინ მოასწრეს,როცა შუქი მოვიდა ერთი საათით,ცეკვავდნენ ყველაფერს რაც იცოდნენ.ბიჭები სვამდმენ,აივანზე ეწეოდნენ.
ჩუმად მიეპარა უკნიდან ირაკლი თინათინს და ყურში ჩასჩურჩულა:
-ძალიან მიყვარხარ თინათინ.-იქვე აკოცა გოგოს და დაამუნჯა.
თითქოს ყველაფერი გაჩერდა.მიუხედავად იმისა,რომ ბავშვები მოძრაობდნენ,ცეკვავდნენ და ერთობოდნენ,მგალობლიშვილისთვის აღარაფერი არსებობდა.
საშინლად დაცხა,ხელის გულები გაუოფლიანდა.
ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და თვალებგაფართოებული მიაჩერდა მოღიმარ ირაკლის.
-რა?-ჰკითხა,წამში შუქი წავიდა.
-ვერ გაიგონე რაც გითხარი?-გააწვალა გოგო.
სანთლები დაანთეს.რომანტიკული გახდა ირგვლივ ატმოსფერო,აღარ ციოდა.
ხმა აღარ ამოუღია თინიკოს მთელი საღამო, შორს იჯდა მისგან ირაკლი.არავინ არაფერი იცოდა მათზე.
სახლშიც ჩუმად წავიდა,არავისთან საუბარი არ სურდა.
მეორე დილით ცხელი ჩაი დალია,დედას გაკეთებული ყიყლიყოც დააყოლა.
-თინა,რა გჭირს?-ნათელა ეკითხება და კაბის შესაკერად ჯდება საკერავ მანქანასთან.
-არაფერი დედა,წავალ ვიმეცადინებ.
ვერაფერი წაიკითხა,თავში არაფერი შედიოდა მხოლოდ ირაკლიზე ფიქრობდა. კონსეტვატორიაში წავიდა,საყვედურები მიიღო გაფანტულობის გამო და უკან გამოუშვეს.
ქიაჩელზე შეხვდა ქავთარაძე.
-გამირბიხარ?-ეკითხება ღიმილით.-კაი რა.შენ არ მითხრა არაფერი,ჩემი გითხარი უბრალოდ.
-მეც მიყვარხარ ირაკლი.-სწრაფად უთხრა ის, რასაც ირაკლი საერთოდ არ ელოდა.წამით თვალიც და ყველაფერი გაუშტერდა,მერე მოვიდა აზრზე და დიდზე გაიღიმა.
-ხალხით სავსე რომ არ იყოს ეს ქუჩა,გაკოცებდი.
-გაჩუმდი!-მუჯლუგუნი გაჰკრა და ორივემ ჩაიცინა.
შემდეგ იყო დავითის დაბადების დღე,ეს იმას ნიშნავდა რომ კვლავ შეიკრიბნენ ოღონდ ვიწრო წრეში,შუქის მოსვლა ყველას ისე გაუხარდა, აღარავის ახსოვდა სუფრა.ტელევიზორში “ჩიორა” გადიოდა და იმას უყურებდნენ გულდასმით.
ისე უნდოდა მეტი დროის გატარება ირაკლისთან,მაგრამ არასოდეს იყო ამის საშუალება.
-ეს შენ.-ხელის გულში ფურცელი ჩაუდო ქავთარაძემ.
-რა არის?-ჩუმად ჰკითხა გოგომ.
-რომ წავიკითხე შენ გამახსენდი.-მხრები აიჩეჩა.-სახლში ნახე.-თვალი ჩაუკრა და თავზე ჩუმად აკოცა.
ერთი სული ჰქონდა მგალობლიშვილს როდის მივიდოდა შინ,როცა ოთახში შევიდა კი თეთრი ფურცელი გაშალა და ლექსს მოკრა თვალი.
გიორგი ლეონიძის “ყივჩაღის პაემანი” მაშინვე იცნო,ოღონდ არასოდეს,დაეფიცება არასოდეს არ წაუკითხავს ასეთი გრძნობით.
თითოელ სტრიქონს მოეფერა და გულში ჩაიკრა ფურცელი,მერე ორცხობილების ყუთში ჩადო სხვა დანარჩენთან ერთად და საწოლის ქვეშ დამალა.
მეორე დღეს მანანას კაბა ათხოვა,ქორწილში მიდიოდა,თმაც დაუსწორა უთოთი,სუნამოც თავისი მიაპკურა.სწორედ ამ დროს მოიტანა თინას მამამ სახლში ცხელი თონის პური და გაავსო ოთახი მადისაღმძვრელი სუნით.
ზაფხული იწყებოდა უკვე.
მეტად თამამი გახდა თინა ირაკლისთან, აღარ ერიდებოდა ლაპარაკს და არც ენა ებმოდა. ბიჭიც ამჩნევდა ამას,ხელის გულზე კოცნიდა საყვარელ ქალს,თავზე ეალერსებოდა,მაგრამ ტუჩებზე არასოდეს შეხებია.
-შაქარი დამარტყამს ამდენი ნერვიულობით.-აღმოხდა გოგოს.-როდის უნდა მოაგვაროთ საქმე?ვარანცოვი სულ თქვენზე ლაპარაკობს. ერთი ქიაჩელია მშვიდი.-მანქანის კარი ნელა დახურა.
-ასე უფრო რომანტიკული არაა?ჩუმად შეხვედრები.მეტი ექსტრემია.რამაზიკოს ვუთხარი ჩვენზე.-კეფა მოიქავა ირაკლიმ.
-რატომ?
-რამე რომ დაგჭირდეს?შენს გვერდით იქნება. არავის არაფერს გააბედინებს.
-ვინ რა უნდა გაბედოს?-წარბები შეკრა თინამ.
-ასე მირჩევნია,თინათინ.-ლოყაზე მოეფერა.
ივლისის დასაწყისში ბათუმში წავიდა თინათინი თავის ნათესავებთან ერთად,ირაკლი სიგიჟემდე ენატრებოდა და ლამის გულმა დაარტყა ზღვასთან რომ გადააწყდა.
-უშენოდ ვერ გავძელი და ბიჭებთან ერთად ჩამოვედი.-ლოყებზე მოეფერა,შუბლზე აკოცა.
ტალღების ხმა არღვევდა სიჩუმეს,მზეც ისე აცხუნებდა ქვებზე ფეხშიშველი სიარული შეუძლებელი იყო.
-ქავთო,ჩვენ გავივლით.-დაუძახა რამაზიკომ და თვალები მზის გამო მოჭუტა.
-შორს არ წახვიდეთ.-გააფრთხილა.
-რატო,ტო?-დავითმა გააპროტესტა.
-მალე უნდა წავიდეთ,მამაჩემს მანქანის შეკეთებაში უნდა დავეხმარო.ისედაც არ იცის აქ რომ ვართ.-პასუხი გასცა.
საღამომდე ისეირნეს პლაჟზე,ირაკლი აწვალებდა,ეჯუჯღუნებოდა,მერე ლოყაზე კოცნიდა და ლამაზ სიტყვებს ეუბნებოდა.
-სულ სხვანაირი მეგონა ადრე.-იწყებს საუბარს თინა და თვალს არ აცილებს მზის ჩასვლას.
-როგორი?-ჩაიცინა ბიჭმა.
-ხომ იცი ვერაზე რაც ხდება?მიხარია რომ შენში არ შევცდი.-ღიმილმა ბაგეები გაუპო.
-მითხარი ჩემზე ცუდი ვინ თქვა და ყურებს დავაჭრი.-გაიხუმრა.-იცი ერთხელ დედაჩემმა ასე მითხრა…-ჩაფიქრდა ირაკლი ერთხანს.-ქალს,როგორც მოექცევი,ისეთი კაცი იქნებიო.
მე კი არ მინდა სამაგალითო კაცი ვიყო… იმ კონფლიქტსაც მოვაგვარებ შენს გამო.-თმა ყურს უკან გადაუწია.-ყველაფერი კარგად იქნება.
სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი.მერე რა, რომ თინას ეს არასოდეს უთქვამს მისთვის?ქავთარაძე ამას მის გამოხედვაში გრძნობდა, საქციელში.
ირაკლი ანებივრებდა გოგოს ისე,როგორც შეეძლო.
აგვისტოს დასაწყისში,როცა პატარა ბავშვები ეზოში კლასობანას თამაშობდნენ,მოხუცები ნარდს,ახალგაზრდები მზესუმზირას აკნატუნებდნენ, საშინელება დატრიალდა.
-შენც უნდა წახვიდე ირაკლი?-ამოიტირა თინიკომ და თავი მაქსიმალურად შეიკავა. აკანკალებული სხეულის დამორჩილება სცადა.
-წავალ და მალე დავბრუნდები.-სიტუაციის განმუხტვა სცადა.
-ომი ომია ირაკლი!იქ ხალხი კვდება.ჩემი დიდი ბაბუაც მეორე მსოფლიო ომს ემსხვერპლა.- გულნატკენმა თქვა.
-აბა ლაჩრულად მოვიქცე?-გაცხარდა.-კაცი ვარ და ჩემი ვალია,ასეც რომ არ იყოს აფხაზეთს ვერ დავკარგავთ!ჩემი წილი წვლილი მეც უნდა შევიტანი და საქართველოს დავეხმარო.-მკაცრად თქვა.
თინათინს ტირილი უნდოდა,თავადაც ვერ ხვდებოდა თავს როგორ იკავებდა. სასოწარკვეთილი იყო,იცოდა ირაკლი არაფრით არ გადათქვამდა განძრახულს.
-ომში ხალხი კვდება ირაკლი!
-ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები!-განერვიულებულმა თქვა.ახლა ვეღარ შეიკავა თავი გოგომ და ცრემლები წვიმის წვეთებივით გადმოსცვივდა.-გთხოვ არ იტირო,ვერ ვიტან რომ ტირი.-გულშეწუხებულმა თქვა.
-მაშინ არ წახვიდე.-შეევედრა.
-არ შემიძლია.ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული და რომც იყოს მაინც წავიდოდი!ქართველი ვარ,ქვეყანას ვჭირდები… მე ბიჭები და კახა მივდივართ.-ჩუმად თქვა.
-კახა?-გაიკვირვა თინამ და ცრემლები ხელის გულებით მოიწმინდა.
კახა ის ბიჭია ჩვიდმეტი წლის რომაა და ფიზიკოსობა უნდა,გული მოეწურა გოგოს.
-არც მას უნდა ლაჩრობა.ომში მივდივართ.
-არ წახვიდე,არ დამტოვო.-ისევ უთხრა.
-თინათინ,ხომ იცი ტყუილად არაფერს ვამბობ.-ხელები შემოჰხვია ლოყებზე.-გპირდები დავბრუნდები,გივისთან პრობლემებს მოვაგვარებ და ჯვარს სევასტოპოლზე დავიწერთ.-იმედიანად შეანათა ლურჯი თვალები.
-მართლა?-მიამიტურად ააფახულა წამწამები.
-ჰო.აბა ტყუილად?-გულში ჩაიკრა საყვარელი ქალი.-აფხაზეთს ვერავინ წაგვართმევს.-ჯიუტად თქვა.
ვერა დაცარიელდა,თითოეული ვაჟკაცი, ახალგზრდა ბიჭი გაეშურა საქართველოს დასაცავად.
ახლა ირაკლის და მისი მეგობრების ჯერი იყო.
ეზოში ბევრი ადამიანი ირეოდა,დიდ მანქანაში მორიგეობით სხდებოდნენ ბიჭები.
რამაზიკო და დავითი წინ ისხდნენ,ნუგზარი ცოლს ემშვიდობებოდა.თინა კახასთან მივიდა.
-აბა შენ იცი კახუნა,ნიუტონი არსად გაგექცევა.-ღიმილით უთხრა და გადაეხვია.ქალები ტიროდნენ, დედები შვილებს ტკივილით ეხვეოდნენ და გული ეგლიჯებოდათ.გივიც იქ იყო,უკვე იჯდა მანქანაში.
-მე და გივის ერთად მოგვიწია წასვლა და დაველაპარაკები.-იმედიანად უთხრა.
არ აინტერესებდათ ამდენი ადამიანის თვალწინ რომ იდგნენ და სიმართლე ვთქვათ,არც არავის მიუქცევია მათთვის ყურადღება.
-დაბრუნდი ირაკლი,დაბრუნდი თორემ არ საშინლად გაგიბრაზდები.ღმერთმა რომც გაპატიოს,მე არ გაპატიებ!-ანაზდად უთხრა და ემოციურად დაღლილმა ლოყაზე მოეფერა.
-ხომ გახსოვს რაც გითხარი?-გაუღიმა ბიჭმა.-ქიაჩელის ქუჩაზე შევხვდებით ჩემო თინათინ ერთმანეთს.
-ქავთო!წასვლია დროა!-უთხრა და თან მანქანა დაძრა რამაზიკომ.
ყველა იჯდა შიგნით ირაკლის გარდა.მერე ქავთარაძემ ხელის გულები ლოყებზე შემოხვია და პირველი,ყველაზე ტკბილი ამბორი აჩუქა ამქვეყნად.
აღარაფერი უთქვამს,მანქანას სირბილით დაეწია და უკნიდან ჩახტა.ბიჭებს დაუწყო ლაპარაკი ღიმილით.
კიდევ დიდხანს ესმოდა ქალების ტირილი თინას.ოთახში შევიდა,სათითაოდ გადახედა ყველა წერილს და ახლა უკვე გულამოსკვნილმა დაიწყო ტირილი.
გული ეწურებოდა სასოწარკვეთისგან, უნდოდა ეს ყოველივე მხოლოდ ცუდი სიზმარი ყოფილიყო და მეტი არაფერი.
ქიაჩელის ქუჩაზე ისევ დადიოდა,ოღონდ ირაკლის ვეღარ ხედავდა.
კონსერვატორიაშიც მიდიოდა,მაგრამ არც იქ აღარ ხვდებოდა ირაკლი.
ხან ვისი წერილი მოდიოდა,ხან ვისი.ოჯახს გარდაცვალების შესახებ ატყობინებდნენ,მაგრამ ქავთარაძის შესახებ არაფერი მოსულა,სწორედ ეს აძლევდა თინათინს იმის იმედს,რომ ირაკლის ისევ ნახავდა.
გაუსაძლისი მონატრებისას,მის ნაჩუქარ კასეტას უსმენდა და “ყივჩაღის პაემანს” კითხულობდა, განსაკუთრებით უყვარდა ბოლო სტრიქონი.
“მოდი,გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი არის
და დრო ახალი პაემანისა.”
წარმოიდგენდ როგორ როგორ ჩახედა და ზღვისფერ თვალებში,ქიაჩელის ქუჩის აღმართს აივლიდნენ ერთად და ბოლოს სევასტოპოლზე დაიწერდნენ ჯვარს,როგორც დაჰპირდა.


დასასრული



იქედან გამომდინარე,რომ არ მიცხოვრია 90-იანებში,იმედი მაქვს ბევრი აცდენა არ არის ისტორიაში.ერთადერთი,რაც ვიცი არ ემთხვევა,არის სიმღერა:“მდინარე ხიდის ქვეშ”,რომელიც 1997 წელს შეასრულა ჯგუფმა “33ა”,რომელიც ამბის საუნტრეკია.იმედია ისიამოვნეთ,ვეცადე კარგი გამოსულიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent