შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ჩემს ოცნებებს ვემალები ჩემსავე სულში


24-03-2017, 12:57
ავტორი Kristy
ნანახია 1 601

მე ჩემს ოცნებებს ვემალები ჩემსავე სულში,
სადაც დუმილი ხმაურიან წვიმას აპირებს,
რადგან ვიხილე ალიონი ფიქრიან გულში,
როცა ჩამოყვა ნორჩი გრძნობა უვალ ნაპირებს,

მახრჩობს წამები (უშენობის მაუწყებელნი),
სული მიითვლის სანუგეშოდ უკანასკნელ წუთს
და ფიქრებისთვის წარმოსახვის მიმნიჭებელნი
შენი თვალები მინათებენ ჩაბნელებულ სულს,

ამიტომ ისევ ფიქრიანი წამის კვალდაკვალ
დავიარები, უსახელო გრძნობებს დავეძებ,
რადგან ვიცი, რომ ერთხელ ურჩი დუმილით წახვალ
და ახლა გრძნობის უკვდავების მიზეზებს ვეძებ;

თითქოს მიზიდავს საუკუნე გარდაუვალი,
შენს ნაფეხურებს ჩემებური სევდა ეტყობა,
ურჩი დუმილით გალეული დღეების ვალი
სულს სამომავლო გეგმებივით აღარ ეთმობა,

ამიტომ მინდა მიყურებდე, მგრძნობდე წლებივით,
რომელთაც უკან დააბრუნებს უკვე ვერავინ,
შემომაჩვიო ცელქი მზერა, რომ წამებივით
შემოგეპარო (მოგიგზავნო გრძნობის მზვერავი)

და ჩამითვალო აღსარება წამის თვითგვემად,
გამომიკვებო მოწოლილი ჯიუტი აზრი,
რომ უნებლიედ გრძნობა ღვარო მოკვდავ სიტყვებად,
რადგანაც ვიცი, უმიზეზოდ თვალსაც კი არ ხრი,

მე კი ვმწყემსავდი მოოქროვილ სურვილების ფარს,
დღეს კი უჩინარ, ძველ სიტყვებად დაგმარცვლე ქარში
და უმოწყალოდ ამსვრევს ზეცა ვარდისფერ ზღაპარს,
როცა შენ გხედავ დახურული ოცნების კარში

და მინდა რაღაც შეიცვალოს ჩემი სიგიჟით,
რომელსაც იწვევს წარუშლელი გრძნობების ძალა,
მაგრამ გიტარის დაჭიმული, გრძელი სიმივით
გადის ცხოვრება და არ ვიცი, მიღირს თუ არა…

მოუთმენლობა ახალ გრძნობებს სანამ არევდა
ფერებს იცვლიდნენ აბეზარი ხმები ქედებთან,
რადგან აბიჯებს საუკუნოდ ერთგული სევდა
ალიაქოთის უჩვეულო საწყის კედლებთან

და გამოვსახე ჩემი გული გაუვალ კორდად,
როცა გრძნობები უპატრონოდ კუთხეში ეგდო,
რადგან ჩამესმა მოუზომელ, მარტივ აკორდად,
როგორ იზრდება სითავხედის მეწყვილე ეგო,

ის თვალები კი (უნებლიე გრძნობის მპარავნი),
შენი ლოდინით ფერგაცლილნი ვერც იღიმიან
და დამსხვრეული ოცნებები, როგორც ვარსკვლავნი,
ცის უმიზეზოდ ჩამოღვენთილ ფონზე ცვივიან!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent