დასასრული, რომელიც არ დამთავრებულა (2)
მინდა, რომ ის წარსული, რომელიც შენს სახელს ატარებს, დარჩეს აქ — ამ ფურცლებზე. რათა ერთ დღეს, როცა ვეღარ ვიტყვი “მიყვარხარ”, ამას ამ სიტყვებით მაინც დავტოვო. „სიყვარული არ ქრება. ის იმალება. ის ელოდება. ის ცოცხლობს მაშინაც, როცა ყველაფერი სხვა მკვდარია. სიყვარულს დრო ვერ კლავს. მხოლოდ ადამიანი კლავს მას, როცა თვალს ხუჭავს მოგონებებზე.“ შენ წახვედი და მე მარტო დარჩენილი დავყურებ ამ ცარიელ ფურცელს, სადაც ის სიტყვები უნდა დავწერო, რაც ბოლომდე არასდროს გითხარი. შენთან ერთად წავიდა ჩემი სიმშვიდე, ჩემი რწმენა, ჩემი ღამეებიც და მაინც, შენ ვერ წაიღე ჩემი გრძნობა. ის დარჩა — და დღემდე გიცავს ჩემში. „სიყვარულში ყველაზე რთული ის არ არის, რომ ის დაგტოვებს — არამედ ის, რომ შენ აგრძელებ სიყვარულს, როცა გრძნობ, რომ აღარავინ გისმენს.“ მინდა იცოდე — შენ ჩემი პირველი სიყვარული იყავი, და როგორც ამბობენ — პირველი სიყვარული არასდროს მთავრდება. ის უბრალოდ სხვა ფორმას იღებს. დუმდება, მაგრამ როცა ღამით ყველას ძინავთ და შენ იღვიძებ — ის გიბრუნდება, ის საუბრობს, ის ტირის, ის ცოცხალია. ვზივარ 2024 წლის, 8 ოქტომბერს, 9:38 წუთზე ლიზის ველოდები დავითიანის შინაარსი უნდა ჩამიგდოს და ამასობაში გადავწყვიტე, დამდგარიყო ის ბედნიერი დღე, როდესაც მე ამ სიყვარულითა და ცრემლებით სავსე წიგნს დავწერდი.
ვწერ... ვწერ.. ვწერ... ვწერ და თან შენს ღიმილზე, საუბარზე, სიარულზე, კამათზე და თითოეულ შენს მოქმედებაზე მეფიქრება. მინდა კიდევ გითხრა სიტყვა ,, მიყვარხარ " და შენს ლამაზ, წითელ ლოყებზე დავინახო ღიმილი, შენი ლამაზი ცისფერი თვალები ისე კაშკაშობდეს როგორც აქამდე კაშკაშებდა. მარტო მე კი არ გადამრიე და შენი სიყვარული მხოლოდ ჩემში კი არ არის დედაჩემიც კი სულ, სულ შენზე მელაპარაკება. ჩვენი ერთად ყოფნა უნდა, ვინ აღარვ მოჰყავს მაგალითად, როდესაც ვიხსენებ ჩვენს სიყვარულს და როდესაც წარმოვიდგენ იმ ბედნიერ დროს როცა ერთმანეთის გვერდით ვიყავით, ჩემდაუნებურად თვალზე ცრემლი მომადგება ხოლმე და საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩები და შენზე ვფიქრობ, ჭრილობაზე დაყრილი მარილივით ხარ, ყველაფერზე დავხუჭავდი თვალს, ყველაფერს გაპატიებდი გარდა იმისა რაც შენ გამიკეთე. ახალგაზრდებო ერთ რაღაცას დაგარიგებთ და თუ გაითვალისწინებთ გამახარებთ. თუ ადამიანი გიყვართ, არასოდეს ის არ დააკავოთ იძულებით, გაუშვით და დატკბით მისი თავისუფლებით და თუ მას მართლა უყვარხართ, იგი აუცილებლად დაბრუნდება თქვენთან, აფსოლუტურად არავისში და არაფერში არ გაგცვლით .ყოველთვის მიეცით არჩევანის თავისუფლება არაფერზე არ შეზღუდოთ. თუ მართლა გიყვართ ერთმანეთი, ერთმანეთს პატივს სცემთ და ისეთ საკითხებში, როდესაც ვერ შეთანხმდებით ერთ-ერთი უკან დაიხევს, ესაა ურთიერთობა და გვერდში დგომა. ახალაზრდებო კიდევ ერთ რაღაცას გირჩევთ, ნურასდოს ნუ იტყვით,ყველაფერს წერტილი დაესვა და ყველაფერი უკან დარჩაო, წინ ყოველთვის არის რაღაც, რასაც შეუძლია ერთბაშად ჩვენი ცხოვრების გადაფასებაც და გაუფასურებაც. გამარჯობა. რო წაიკითხავთ გთხოვთ შეფასება დამიტოვოთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



