შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი,როგორც მშვენიერი არსება (6)


25-02-2015, 17:35
ავტორი anuki_just love
ნანახია 2 996

დილით იმაზე ადრე გამომეღვიძა მე რომ მეგონა,ამიტომაც გადავწყვიტე უნივერსიტეტში არ დამეგვიანა,მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი,ლუკა და დედა რაღაც თემაზე კამათობდნენ,რომ შევედი დედა მე მომდგა
-მაშო უთხარი ამ შენს ძმას რამე რა!-უკმაყოფიოდ გაიქნია თავი
-რა ხდება?-გაოცებულმა გადავხედე ლუკას
-რა ხდება და ის ქუჩის გოგო ორსულადაა! წარმოიდგინე მაშო ქორწინებამდე დაორსულდა და ახლა ლუკას უნდა რომ მასზე იქორწინოს! შენ რომ მსგავსი რამ გააკეთო თავს მოვიკლავ!
-მოიცა,მოიცა ქუჩის ქალი რა შუაშია ლელა?არ მოგცემ უფლებას სოფოზე ასე ილაპარაკო!-წამოენთო ლუკა,ისეთი თვალები ჰქონდა გული გამისკდა არაფერი დაუშავოს ლელასთქო
-კარგით გეყოფათ,დედა მისმინე,ეს ლუკას ცხოვრებაა და თვითონ გადაწყვეტს რა უნდა ქნას კარგი?-მშვიდად და ღიმილით ვუთხარი
-მე არავისთვის არ მიკითხავს აზრი,15 წლის ღლაპი არ ვარ, რომ ვინმემ რამე გადამიწყვიტოს,უბრალოდ შეგატყობინეთ ახალი ამბავი,მეტი არაფერი!-მკაცრად განაცხადა,ქურთუკს დასწვდა და გარეთ გავარდა
დედასკამზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო,ვეცადე მის დამშვიდებას,მაგრამ არაფერი გამომივიდა,მაინც ხომ გესმით ეს ქართული მენტალობა,რთული ასატანია დედისთვის,მაგრამ ლუკა სულელი არაა,იცის რასაც აკეთებს,იმედია სოფო მხოლოდ ბავშვის გამო არ მყავს ცოლად.
ამათი გადამკიდე სულ გადამავიწყდა უნივერსიტეტი,ჩანთას ვტაცე ხელი და სულამოუთქმენლად ავირბინე კიბეები,როგორც ყოველთვის აურზაური იყო ბატონი ნიკოლოზის ლექციაზე,თიკუნას გვერდით მოვკალათდი და ჯეკოს გადავხედე,რომელიც გიორგის და კიდევ რამდენიმე კურსელს ელაპარაკებოდა გაცხარებული.
-დაგვიანებაში ჯილდო,რომ არსებობდეს უეჭველი მოიგებდი-სიცილით მითხრა დაქალმა და მხარი გამკრა
-შენ რომ ჩემს სახლში ცხოვრობდე ვაბშე ვერ მოაგნებდი უნივერსიტეტის კარებს-არც მე დავრჩი ვალში და გავეკრიჭე
ზარი,რომ დაირეკა ბოკერია გამოქანა ჩვენსკენ
-ზდაროვა ქალებო! მოკლედ მოვილაპააკეთ ბიჭებმა და გოგოებს გეპატიჟებით ბაკურიანში 1 კვირით,,აბა რას იტყვით?-ტაში შემოკრა ბოკერიამ
მე და თიკუნამ აღფრთოვანებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს და ვაიმე რა მაგარიას სახე მივიღეთ.
-არა რა! გაღიარებ ბოკერია!-გახარებული წამოენთო თიკუნა და გიოს მოეხვია
მერე მეც მოვეხვია,ძალიან მიყვარდა ზამთრის კურორტი და თოვლი,მითუმეტეს ბაკურიანი.
-კარგით გეყოფათ დამღალეთ უკვე,სანამ გადამიფიქრებია წადით ჩალაგდით.ვიღას ახსოვდა მომდევნო 2 ლექცია,სუ კინწისკვრით წავედით სახლში,ჩემებს განვუცხადე და დილისთვის მოვემზადე.ჯეკო არ შემხმიანებია,მეტიც არც უნიში უთქვამს რამე.ცოტა მეწყინა,მაგრამ ვიცოდი ბაკურიანში ისიც მოდიოდა და ეს ფაქტი მახარებდა. მისაღებში რომ გავედი სოფო ყავდა ლუკას მოყვანილი,დავინახე თუ არა მისკენ გავექანე და მაგრად მოვეხვიე,მერე მუცელზე მოვეფერე და გავუღიმე
-მამიდას ბიჭი იქნება ეს!-თამამად განვაცხადე და თავზე ქიცაშემოკრულ დედაჩემს გავხედე,რომელსაც დედა რატო ვარ ცოცხალის გამომეტყველება ქონდა.
-კარგი რა დედა! კარგი რა! გეგონება ვინმე მოკვდაო!-მობეზრებულმა ვუთხარი და დივანზე ჩამოვჯექი ლუკას გვერდით
-მადლობა,მიყვარხარ!-შუბლზე მაკოცა ლუკამ

დილით ჯეკოს მანქანა რომ დავინახე ფანჯრიდან სიხარულით გადმოვფრინდი საწოლიდან და მომზადებას შევუდექი,თიკუნამაც დამირეკა მალე ჩამოდიო.15 წუთში უკვე მზად ვიყავი
-იცოდე ჭკვიანად იყავი მაშო,თვალები დამიბრიალა ლუკამ
-შეეშვი გაერთოს-სიცილით უთხრა გაზქურასთან მდგომმა სოფომ
-ნახე რა რძალი მყავს!-ორივეს ვაკოცე,დავემშვიბე და გავედი გარეთ.
დავინახე მანქანიდან როგორ გადმოვიდა პატარა მაშო და ჩემსკენ გამოექანა,მეც ხელში ავიტაცე და გულზე ავიკარი
-მარი,შენც მოდიხარ ლამაზო?-გახარებულმა ვკითხე
-კი,აბა რა!ხოდა კიდევ მრი აღარ დამიძახო,მეც მაშო ვარ!-თამამად განმიცხადა და ტუჩი აიბზუა
მისი შემხვედვარე ყველას გაგვეცინა
-ჰე,მალე ჩასხედით მივდივართ-ჯეკომ ჩანთა გამომართვა და კერები გამომიღო
რა თქმა უნდა დავდნი ისე მესიამოვნა,არა უნდა ვაღიარო,რომ ეს ბიჭი სასწაულად მოქმედებს ჩემზე. წინა სავარძელზე მოვკალათდით მე და მაშო,ჩემს კლთაში ჩასკუპებული ენას არ აჩერებდა
-მარი გადადი უკან,არ შეიძლება წინ კალთაში ჯდომა-უთხრა ჯეკომ სიცილით
-აბა კი,მეტი საქმე არ მაქვს!-ისევ ცხვირი აგვიბზუა პატარამ
-მაშო მოდი პაწუ ჩემთან,დააჯარიმებენ შენს ძამიკოს-ღიმილით გაშალათიკუნამ ხელები,მაგრამ ამაოდ,ადგილიდან არ დაძრულა მაშიკო,ვერაფერს რომ ვერ გავხდით დავთანხმდით.
ისე ლამაზად თოვდა რომ გული სიხარულით მვსებდა,რა უნდა მენატრა ამაზე უკეთესი? საუკეთესო მეგობრები და ბიჭი რომელსაც ვგიჟდები.მაშოს ბუზღუნში ჩასძინებია
-აუ,მაშო გაგაწვალა მაგან ხო?-გადმომხედა ჯეკომ
-არა,რასამბობ-გავუღიმე და მძინარე მაშოს თავზე ვაკოცე,რა სასიამოვნო სურნელი ჰქონდა ვერ გეტყვით,ზოგადად ვგიჟდები პატარა ბავშვის სუნზე.
-გიო,მომე რა ის პლედი
-ხო გადააფარე არ შესცივდეს-თხელი პლედი გამომიწოდა გიომ
მაშოს პლედი შემოვახვიე და მის თმებში ჩავრგე თავი.ვიცოდი,როგორ სიამოვნებდა ჯეკოს ჩემი მისდამი ზრუნვა,მაგრამ სიმართლე გითხრათ ეს მე თვითონაც ძალიან მსიამოვნებდა,სასწაული იყო პატარა მარიამი,რომელმაც გადაწყვიტა ჩემთვის სახელი წაერთმია. მალევე მივედით იქ კიდევ ჩვენი კურსელებიც დაგვხვდნენ,კოტეჯებს მივაშურეთ და ოთახებში გადავნაწილდით.მარიამი რა თქმა უნდა ჩვენს ოთახში დავტოვეთ,მე თიკუნა,მარიამი და ლიკა ერთ ოთახში მოვთავსდით.
-მალე მოეწყვეთ და მერე გავიდეთ გარეთ-შემოგვძახა ჯეკომ და გასვლისას თვალლი ჩამიკრა
მალევე მოვემზადეთ,მარიამსაც ჩავაცვი კომბინიზონი,რასც ქვია შევფუთე ბავშვი და გარეთ გავედით.
-რა იყო გოგო ეს ბავშვი კომბოსტოსავით რო შეგიფუთიათ?-სიცილით გვითხრა ჯეკომ,რომელსაც გიო და გეგაც აყვნენ
-ის კი არა მაშოს კიდევ უნდოდა მესამე დუტი ჩაეცმია მარა არ დავანებეთ-მათ აყვა თიკუნაც
-პატრაა და გაცივდება-დარწმუნებულმა განვაცხადე და მეც გამეცინა მაშოს შემხედვარე,რომელსაც მხოლოდ თვალები უჩანდა ისე იყო შეფუთული.
ბევრი ვისრიალეთ და ვიგუნდავეთ
-ჯეკო,არც გაბედო,კარგი რა ჯეკო,ეყოფა უკვე მერამდენედ უნდა მაჭამო ეს თოვლი,ჯეკოო!-ვწიოდი მთელ ხმაზე,მაგრამ ვის ესმოდა-გიოო მიშველე გთხოვ!-სად ეცალა გიორგის თიკუნას აგუნდავებდა
-რაო მაშო გემრიელია თოვლია?-სიცილით მითხრა ჯეკომ და ჩემს ზემოთ მოექცა
თოვლისგან და ყინვისგან აწითლებული ლოყები კიდევ უფრო ამიწითლდა,ახლა ალბათ უნდა მციოდეს,მაგრამ რატომღაც საპირისპპიროს განვიცდი.
-რამ დაგადუმა?-მკითხა ირონიით
-არაფერმა,გადაიწიე იქით,მეტკინა ყველაფერი-ხელი ვკარი და თოვლში წამოვჯექი
კიდევ დიდხანს ვიცანცარეთ თოვლში,მერე ძაან რო გავიყინეთ და გაგვახსენდა პატარა მარიამი შევედით შიგნით. კაფეში შევედით
-მე კარაქიანი პური და რძე მინდა-მობუსული და გაყინული იჯდა მაშოო ჩემსა და ჯეკოს შუაში,მაგიდაზე ხელები შემოეწყო და აბაკუნებდა
თხოვნა მაშინვე აუსრულა გიორგიმ.მაშოც გემრიელად შეექცა
-ავალთ ჩვენ გიანია უკვე დავაძინებ მაშოს-ფეხზე წამოვდექი და ბავშვს ხელი მოვკიდე.მარიამი რომ დავაძინე გარეთ გამოსვლა დავაპირე და კარებთან ჯეკოს შევეჩეხე
-დაიძინა?-კეფა მოიქექა და გამიღიმა
-კი-მეც გავუღიმე
-მადლობა რა მაშო,ასე არავის დაახლოების,როგორც შენ
-არა რასამბობ,მეც ისე ვარ მის მიმათ განწყობილი თითქოს ჩემი ნაწილი იყოს.
-არაჩვეულებრივი ხარ-მომიახლოვდა
სუნთქვა შემეკრა ასე ახლოს რომ დავიგულე ჯეკო,ნელ-ნელა უკან ვდგამდი ნაბიჯებს,ამაკანკალა და ალბათ მიმიხვდა,რას მიშვება ეს ბიჭი,ცოტაც და თავს დავკარგავ და მე თვიტონ ვებრდღვნები!
-ასე ახლოს ნუ მოდიხარ რა-სახე გავწიე და ღრმად ამოვისუნთქე,შემდეგ კი მკერდზე ხელი მივადე დისტანცია,რომ შემენარჩუნებინა ჩვენს შორის
-რატო იბნევი ტო?-ტუჩის კუთხეში გაეღიმა
-ვინ მეე?-იმხელაზე გავიოცე გეგონებოდათ 2 წამის უკან მე არ მედებოდა ალები მის სიახლოვეზე
-ხო,ხო შენ-მარჯვენა ხელი ლოყაზე ჩამომისვა
-ჯეკო გთხოვ-მუდარის თვალებით ავხედე
-რას მთხოვ? ოდნავ შეხებაზე როგორ კრთები და წარმომიდგენია რომ ჩაგეხუტო ალბათ ხელებში ჩამაკვდები-გაეცინა
-ხო არაა? აღადავდი? მომაცილე ხელები!- საშინლად გავმწარდი






№1  offline წევრი Heartbeat

ძალიან გამიხარდა რო დადე ,ძალიან კარგია...! გააგრძელე მალე!❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№2  offline მოდერი anuki_just love

Heartbeat
ძალიან გამიხარდა რო დადე ,ძალიან კარგია...! გააგრძელე მალე!❤️❤️❤️

tamara
,,მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს''- ამას არ გააგრძელებ? winked როგორ მაინტერესებდა no გააგრძელე რაა wink love love

გამიხარდა რომ კითხულობთ,გავაგრძელებ,მაგრამ ამ ისტორიის დასრულების შემდეგ :*

 


№3  offline მოდერი anuki_just love

tamara
anuki_just love
Heartbeat
ძალიან გამიხარდა რო დადე ,ძალიან კარგია...! გააგრძელე მალე!❤️❤️❤️

tamara
,,მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს''- ამას არ გააგრძელებ? winked როგორ მაინტერესებდა no გააგრძელე რაა wink love love

გამიხარდა რომ კითხულობთ,გავაგრძელებ,მაგრა

 


№4  offline წევრი ანა1

სათაური სიმართლეა ;დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent