შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ორმაგი ტყვე ვარ-9 თავი


25-02-2015, 19:11
ავტორი ლილიანა
ნანახია 3 092

ფიზიკურ ტკივილს ვინღა ჩიოდა, ემოციურად და ფსიქოლოგიურად ამ ყველაფერს ვეღარ ვუძლებდით.ყოველ მცირედ ფაჩუნზე პანიკური ისტერიკა გვქონდა.ორი დღე კიდევ ამ დამპალ მიწაზე ვეყარეთ,სველ და ტალახიანზე.ყველა მომჯობინდა ჩემი და დათას გარდა.არ ვიცი რატომ მაგრამ ისევ ოთახში დაგვაბრუნეს.ეს ყველაზე კარგი რამ იყო რაც ამ დღეების მანძილზე მოხდა ჩვენს თავს.გვერდები სულ ჩალურჯებული მქონდა,დათა უარეს დღეში იყო,არამარტო დალურჯებული ჭრილობებიც ჰქონდა,იმდენჯერ მოხვდა დუბინკა და კონდახი დარტყმისაგან კანი უსკდებოდა და რამოდენიმე ღია ჭრილობა ჰქონდა ტანზე.ღვთის სასწაულით არც მას და არც სხვებს არ გართუულებია.
ჩემი ტკივილი არაფრად მიმაჩნდა დათას შემყურე.
-დათა შენ საწოლზე მოთავსდი ,ეცადე ზურგზე არ დაწვე,მე ლიზიკოსთან გადავალ
-არავითარ შემთხვევაში,შენ დაწექი მე კი აქვე ვიქნები,ჩემს გვერდით რომ არ იყო უფრო ვერ მოვისვენებ
-ყმაწვილო 31 წელი უჩემოდ იყავი არ დაგავიწყდეს-ცხვირზე მოვქაჩე
-მითუმეტეს,არ შემარგო ახლა ეს დღეები,რაც დამაკლდა სამმაგად ვინაზღურებ
აღარ შევწინააღმდეგებივარ,თუმცა შევთანხმდით რომ ორივე დავწვებოდით და არცერთი არ დარჩებოდა იატაკზე.დაძაბული ვიყავი არ მინდოდა შევხებოდი და უფრო მეტად გამეღიზიანებია მისი ჭრილობები,მთელი ღამე ფხიზლად დამათენდა.ხან რაზე ვფიქრობდი და ხან რაზე.ვდარდობდი ჩემებზე,ჩემს დაიკოებზე,როგორ ნერვიულობენ და დარდობენ ალბათ.დათაზეც ბევრს ვფიქრობდი,თუ როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა.მომწონდა,მიყვარდა,ვენდობოდი და შიში მქონდა ინებ ეს ყველაფერი არსებული სიტუაციის შედეგია და არაა გულწრფელი,იქნებ ემოციებს ავყევით მეც და დათაც.შევინარჩუნებთ ამ გრძნობას როცა ორივე თავისუფლები ვიქნებით?ტვინი ამერია ამდენი ფიქრისაგან,გათენდა კიდეც.დათა ოდნავ შეიშმუშნა და ჩემკენ გადმობრუნდა,ჩემი ჩაწითლებული თვალები რომ დაინახა გაუკვირდა
-შენ რა არ გეძინა?
-არა
-რატომ?გტკივა?ცუდად ხომ არ ხარ?
-არა ვფიქრობდი
-რაზე?
-ჩვენზე
-შენ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ფიქრობ ჩვენზე,მგონი იმაზე მეტად შეგიყვარდი ვიდრე ველოდი-ეშმაკურად გამიღიმა,რა საოცარი იყო ამ დროს.
-და გწყინს?
-არა,რატომ?პირიქით ბედნიერი ვარ.შენ?
-მე გაორებული და დაბნეული
-ჰოო?და რატომ?-ჩემმა პასუხმა შეაფიქრიანა , სერიოზული სახით საწოლზე წამოჯდა და ჩემს გვერდით მოკალათდა
-არ ვიცი დათა,ბევრ რამეზე ვიფიქრე,იქნებ ეს ჩვენი გრძნობები არაა ნამდვილი,იქნებ ერთმანეთს მივეჩვიეთ მივეკედლეთ,ამ სიტუაციამ გვიბიძგა ამისკენ,იქნებ ვცდებით და ეს გრძნობა გაქრეს როცა აქედან გავალთ
-შენ შენს დამოკიდებულებას აფასებ ასე თუ ჩემს დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი?
-არ ვიცი,ალბათ ორივეს-კითხვამ დამაბნია და დამნაშავე თვალებით გავხედე
-შენ თავში გეპარება ეჭვი თუ ჩემში?
ასეთ დაკონკრეტებას არ ველოდი,უფრო ავიბნიე,დავფიქრდი მაგრამ პასუხი არ მქონდა
-არ ვიცი დათა,დავიბენი-ტირილი გამომერია ხმაში
-ჩემო მარგალიტო,ჩემო სიცოცხლევ,მე აქ მოხვედრამდე მომეწონე,გახსოვს?მარშუტკაში,მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით რომ აქ მოვხვდებოდით.შენს გვერდით სპეციალურად დავჯექი,ჩემი ადგილი სხვაგან იყო მაგრამ ,ამოსვლისას რომ დაგინახე ვიფიქრე რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა.გიყურებდი და შენი უბრალოება,მორიდებულობა და ღიმილი მაჯადოებდა,კიდეც გითხარი,ვიფიქრე,ისე არ დავშორდები ამ გოგონას თუ ტელეფონის ნომერი არ გამოვართვითქო.ასე რომ ჩემი გრძნობა ლილიანა არ გამოუწვევია ამ სიტუაციას,ან სიბრალულს ,ან შეჩვევას,მე პირველი დანახვისთანავე შემიყვარდი და ამ მდგომარეობამ უფრო გაამტკიცა და გააღრმავა ჩემი გრძნობა,დარწმუნებული იყავი ასე ან ამაზე მეტად მეყვარები როცა თავისუფლები ვიქნებით,და შენ თუ კიდე რამე ეჭვი გღრღნის ყველანაირად ვეცდები გავაქარწყლო და დაგიმტკიცო რომ არ ვცრუობ.
-მჯეროდეს?
-აბსოლუტურად,შენი ჩემი ხარ მე კი შენი სამუდამოდ-თბილად შემომხვია ხელები და მკერდზე მიმიკრა,ტკივილისაგან ორივემ ამოვიკვნესეთ,გაგვეცინა
-სიყვარული მტკივნეულიაო ტყუილა კი არ უთქვამთ-გაჭირვებით გაიცინა.
-ჩუ-ვუთხარი და მის მკერდზე თავდადებული გავიტრუნე.
მივხვდი სწორედ ეს სიტყვები მჭირდებოდა დასარწმუნებლად და ეჭვების გასაქარწ....ბათ.
-არა რა, რა ბოროტი მცველები გვყავს,ან კარტი შემოგვიტანონ,ან დომინო ან ნარდი რა,ხვალ დილით რომ მოვლენ უნდა დავავალო,მოვკვდი უსაქმურობით-თაზო ისე მომჯობინდა,რომ შაყირობის ხასიათზე დადგა
-აუ ტელევიზორიც უთხარი რა,რა ხანია პროფილი არ მიცქერია-აყვა მაიმუნობაში ლაშა
-რა პროფილი ბიჭო,ფეხბურთი დაგავიწყდა?-თემოც აყვა
-ეჰ ბიჭებო მაგ ყველაფერს ჯობდა ერთი საპონი და წყალი შემოეტანათ-თავის გულისტკივილი ამოთქვა ნინომ
-არა რა ჩვენ ისე კარგად ვეწყობით ერთმანეთს აქედან რომ გავალთ ერთი სადმე კურორტზე ერთად წავიდეთ დავისვენოთ,ამათ ჯიბრზე-დათაც არ ჩამორჩა,ჩემი თმის კულულებს აწვალებდა და თან კარისკენ ანიშნა.
-მე ჩემი თოჯინა მენატრება-დანანებით ამოიტიტინა ლიზიმ
-შენ ჩემო პრინცესა აქედან რომ გავალთ მე გიყიდი დიდ უზარმაზარ ბარბის თავისი სახლით-შეპირდა დათა
-მართლა?მამა იყო შეპირებული ადრე მაგრამ.....-ლიზი მოიბუსა
ლიზიკოს მამა ავტოკატასტროფაში ყავდა დაღუპული.
-ვიცი ჩემო კარგო,მამამ მე დამიბარა მე თუ ვერ მოვასწარი შენ უყიდე ჩემ პატარას თოჯინაო.
-მართლა?-თვალები სიხარულისაგან გაუფართოვდა
-ხო სიხარულო,აბა?შევპირდი და როგორ არ შევასრულებ-დათა გახარებული იყო პატარა ლიზიკოს სახეზე ღიმილი რომ დააბრუნა.
ამ ლაპარაკში ვიყავით რომ შორიდან,ყრუდ მაგრამ მოგვესმა ხმაური და ტყვიების ხმა.ყველანი დავიძაბეთ ვერ მივხვდით რა ხდებოდა.ბიწები კართან ახლოს მივიდნენ და მიაყურადეს.ხმა უფრო ახლოს მოდიოდა.უცებ კარი ხმაურით გაიღო და სამი ავტომატიანი შემოვარდა ოთახში გინებით.
-დროზე წამოეყარეთ-ხელისკვრით გვიბიძგებდნენ ყველას კარისაკენ,ჩვენ დაბნეულები ვიყავით,ვერცერთმა ვერ გავაცნობიერეთ რა ხდებოდა.
ერთმაენთში ბჭობდნენ და კამათოდნენ,მივხვდით,სპეცრაზმი მოსულა,ამათ კი უნდოდატ ჩვენით დაზღვეულიყვნენ და გაქცეულიყვნენ,ხმაური ახლოვდებოდა,დერეფანში აღმოვჩნდით.უცებ თაზო ერტ იარაღიანს შეუტრიალდა და იდავი მთელი ძალით მუცელში ჩასცხო,დათამ მეორეს მოსდო ყელში მკლავი,მე კი ჩემ უკან მდგომს ისე ამოვსცე ფეხებშუა ფეხი რომ აწი შეეძლო დამჯდარიყო და მთელი ცხოვრება მხოლოდ წინდები ექსოვა.ორს უცებ წაართვეს იარაღი.ხელჩართული ბრძოლა გაიმართა,როგორც იტყვიან ვინ ვის სცემდა,ვინ ვინ იყო უკვე ვეღარ ვარჩევდით,აიზილა ყველაფერი ერთმანეთში,მთავარი კარიც შემოამტვრიეს,ამ ხმაზე ბოლომ ვისაც იარაღი შერჩენოდა ხელში უმისამართოდ დაიწყო სროლა,დათამ ხელი დამტაცა და მიწისკენ მიბიძგა,თავად კი გადამემხო,თვალები მოვჭუტე შიშისაგან და დათას ვებღაუჭებოდი.შევხედე როგორ კრუნჩხვით დაეცა ჩემს გვერდით ნინი და მუცელზე იკიდებდა ხელს,კინაღამ გავგიჟდი,დათას ხელებისაგან გავითაისუფლე თავი და მისკენ გავხოხდი,წამით დაიბნა მაგრამ წამოიწია უცებ მწვდა ისევ დათა და მისკენ გამათრია,ამ დროს მწარედ ამოიგმინა,სახე სისხლიტ მოესვარა და უგონოდ დაეცა ძირს,უკვე აღარ ისმოდა ტყვიების ხმა.მხოლოდ ჩემი კივილი,ალბათ შეშლილს ვგავდი,ფორთხვით მივვარდი დათას და სახეზე ხელების ფათური დავუწყე-
-დათა, დ ა თ ა-მთელი ძალინ ვყვიროდი,ვანჯღრევდი,ცრემლი სისხლი ერთმანეთში,აიზილა-დათა არ დამტოვო,დატა გთხოვ დათა,მიყვარხარ,არ დამტოვო,არადამიუანური ხმა ამომდიოდა ყელიდან-ვიგრძენი როგორ ირეოდა ყველაფერი ჩემ თვალწინ,ვიგრძენი როგორ ჩამედინა ბარძაყებზე ცხელი სითხე,ძლივს დავხარე თავი,მუცელზე ხელი მივიჭირე საიდანაც სისხლი ჩქეფდა და უფრო მეტად ამერია თვალები
-დათა,არ დამტოვო,დათა,ვბურტყუნებდი-ვიგრძენი როგორ ამომდეს მკლავებში ხელები და საკაცეზე გადამაწვინეს,მე ხელს არ ვუშვებდი დათას,ის ისევ უგონოდ სისხლიანი ეგდო,უფრო ჩამობნელდა და მერე აღარაფერი მახსოვს,გონი დავკარგე.




აბა ჩემო კარგებო,ჩემო სტიმულებო,ჩემო მახარობლებო,იმედია არ გამოვიდა უინტერესო,ველი ,გელით კომენტარებით და კრიტიკით



№1  offline მოდერი ლილიანა

tamara
ეს ისტორია ამ ბიჭის ფოტოს გამო წავიკითხე, ხოდა ძალიან მომეწონა love love ძალიან კარგი ხარ! love love

უღრმესი მადლობა,ძალიან მიხარია და იცი რატომ ?ადმინი რომ დაინტერესდა,ასევე მადლობა შენ ძმას wink lol love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი მეამეა

ოოო, დაიძაბა სიტუაცია, თუმცა ყველაფერი ცუდი კარგის საწინდარია და მჯერა სასიკეთოდ წავა მოვლენები :*

 


№3  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
ოოო, დაიძაბა სიტუაცია, თუმცა ყველაფერი ცუდი კარგის საწინდარია და მჯერა სასიკეთოდ წავა მოვლენები :*

რატქმაუნდა ,იმედი გვაცოცხლებს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent