შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აგვისტოს ხუთი დღე 3


25-02-2015, 21:00
ავტორი tiiik258
ნანახია 2 110

–თიკო ფრთხილად
–ვცლიდობ დე, დაწყნარდი არაფერი მომივა. რანაირი გზაა, აქ როგორ დადის ხალხი.
–შენ როგორ დადიოდი მერვე სართულზე ფეხით.
–მე შევეჩვიე და. ჰოო, ესენიც შეეჩვივნენ ჰომ. –ვთქვი როცა ჩემივე კითხვაზე მეთვითონ გავეცი პასუხი.
პატარა მდინარესთან მივედით, ხისგან გაკეთებულ ხიდზე გადავედით და სახლისწინ ავიტუზეთ. ჩვენს წინ ორსართულიანი ხის სახლი იდგა, წინ კი უზარმაზარი მსხლის ხე, ჰომ, ვიცი გაგიკვირდებათ მაგრამ ამხელა მსხლის ხე მე არასოდეს მინახავს. ტოტები მზრუნველად გადაჰფენოდა სახლის სახურავს. ხის ძირში კომფორტული ხის მაგიდა იდგა. ესეთ გარემოზე მხოლოდ მიოცნებია. –რა ლამაზია. გაოცებულს აღმომხდა. გვერდზე შევტრიალდი და ახალგაზრდა ბიჭს რომელსაც ჩემი „ბარგი“ ეკავა ინსტიქტურად გამოვართვი და მადლობა მოვუხადე. გურწფელად გეტყვით არც მისი გარეგნობა და არც მისი სახელი მახსოვს.
–ვაიმე დეიდა გენაცვალათ თქვენ ესენი ვინ მოსულან, როგორ გამახარეთ.
სახეზე ორივე ხელს იდებდა თავს აქეთ–იქით აქანავებდა.წინსაფარზე ხელები შიწმინდა, მერე ჩვენსკენ წამოვიდა და სათითაოდ მოგვისიყვარულა. უცბად სიხარულიანი სახე გაუქრა, შეშფოთება აეღბეჭდა.
–ჰომ მშვიდობა?
–არა დეიდა, მაგრამ დაწყნარდი ეხლა, შენი ცუდად ყოფნა არ გვინდა.
მიმართა ძიამ და ყალბი ღიმილით შეხედა.
–დედა ჩემი სიკვლიდი აქ რატომ დგახართ შემოდით, შემოდით!
სახლში შევედით და შიგნიდანაც რომ ყველაფერი ხის იყო საოცრად მოვინუსხე. ხის სახლი ეს ყომ ჩემი ყოველთვის განუხორციელებელი ოცნება იყო. მორე სართულზე ავედით და კიბეებმა ღჭიალი დაიწყეს. უფროსები დაბლა დარჩნენ და ჩვენი მოსვლის მიზეს უხსნიდნენ. შიგდაშიგ გულო ბებოს ყვირილი ისმოდა. –დედა! დედა! ვიწრო და გრძელ მისაღებში შევედი, შემდეგ ხელმარცხნივ საძინებელ ოთახში. სამი საწოლი იდგა, შუაში დიდი მრგვაი ხის მაგიდა და კედელს მიყრდნობილი ტუმბო სამფრთიანი სარკით. მაიკო უკან მომყვებოდა, ხანდახან ერთმანეთს გადავხედავდით და თვალებით ველაპარაკებოდი. სიჩუმე მე დავარღვიე, როცა „რკინის სეტკიან“ საწოლზე მოწყვეტით დავჯექი.
–ნეტა რა ხდება ეხლა მაიკო გორში. ხმა ჩახრეწილმა ვთქვი ისე რომ მაიკოსთვის არ შემიხედავს.
–არ ვიცი, არც მინდა ვიფიქო, თორემ ჩემი ტვინი კარგს არაფერს იტყვის. ბებო და პაპა სოფელში.
–უნდა წამოსულიყვნენ რა! რა სახლს ვერ დავტოვებთ, რად უნდა ეგეთი სახლი, სახლი კიდევ გვექნება და მაგათ ვინ შეგვიცვლის.
–ხო იცი რაც არინ ეს ძველი ხალხი რა
–ძაან მეძინება საშინლად დავიღლე არა ეს სიტყვა ვერ აღწერს კარგად, დავიქანცე!
–გადატრიალდი და დაიძინე მერე. მე ვერ ვისვენებ ძილიც არ მეკარება. მიდი და მე დაბლა ჩავალ.
გადაქანცულს მალევე ჩამეძინა, ბუნდოვნად მესმოდა ხმები როგორ ამოვიდნენ ზემოთ და დასაძინებლად გაემზადნენ. მერე კი ისევ სიზმრების მორევში გადავეშვი, დამესიზმრა ჩემი სახლი და ისევ ის მომენტი როცა შეშინებული კიბეებზე გავრბოდი მაგრამ ამ ჯერად ადგილიდან წინ ვერ მივიწევდი, მივრბოდი მთელი ძალით მივრბოდი მაგრამ ისევ ერთ ადგილზე ვიყავი, ხმაც არ მქონდა რომ დამეყვირა და შველა მეთხოვა, ცივმა ოფლმა დამასხა, უცბად გავიგე ბომბის ხმა და ლოგინიდან წამოვხტი, გვერძე რომ გავიხდე ყველა ფეხზე იდგა. მამამ გაიღიმა და წყნარი ხმით გვითხრა. – ნუ გეშინიათ მსხალი ჩამოვარდა და სახურავს დაეცა. ყველამ გავაანალიზეთ რომ მართლაც ასე იყო ამიტომ ისევ ჩვენ ლოგინებს დავუბრუნდით. ამაზე საშინლად არასოდეს მძინებია ოდნავ ხმაურზეც კი თვალებს შეშინებული ვახელდი და მერე ძლივს ვუბრუნდებოდი ძილს. ფიქრებით სულ გორში ვიყავი, ჩემი დაქალების გვერდით, იმ სკვერში რომელიც ჩვენს ყოველდღიურობად გვქონდა გადაქცეული. ჩემი კლასელები. უცბად გამიელვა გონებაში, თითოეულის სახე აღვიდგინე გონებაში, მივხვდი რომ ყველა მომენატრა, ისინიც კი ვინც განუწყვეტლივ მაბრაზებდნენ, ისიც ვისაც ჩემი კალმების კოლექცია ქონდა სახლში, რადგან ყოველდღე მპარავდა. მხოლოდ წლისბოლოსღა მითხრა შენი კალმების კოლექცია მაქვს სახლშიო, ვერც კი გავუბრაზდი ისეთი სასაცილო სახით შემომხედა და დააყოლა ისეთი ლამაზი კალმები გქონდა ცდუნებას ვერ ვუძლებდიო, და გამიკრიჭა. ხო გოგო არ გეგონოთ, ეს კოლექციონერი ბიჭი გახლავთ. მოგონენებმა სული შემიკვრა და ღრმად ამოვისუნთქე დაცრემლები გაბრაზებულმა მოვიწმინდე. როგორც იქნა გათნდა და სასწრაფოდ წამოვდექი არადა როგორ მიყვარს დილის ძილი მაგრამ ამ ომმა ეს სიყვარულიც წამართვა. ვერასოდეს, ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ეს ოდესმე დამემართებოდა . დაბლა ჩასულს უკვე გაღვიძებული დამხვდა ყველა არადა მეგონა ყველაზე ადრე ავდექი და ჩუმად გავიპარე ოთახიდან არავინ გავაღვიძოთქო. –მოდი ბებო გელაცვალოს ჩაის დაგისხამ. ჩაწნულ თმებზე ნაზად გადამისვა ხელი და მაგიდასთან მიმიყვანა. ცხელი ფნჯანი ხელში ავიღე და ორივე ხელი მაგრამ მოვუჭირე, მერე ტუჩებთნ ნელა ვიმიტანე და სიამოვნებით დავაგემოვნე. ჩემს ფრჩხილის ლაქს დავხედე და მთლად აქუცულა, მჰ, სინანულით ამოვიკნავლე, ესეთი მოუწესრიგებელი ფრჩხილი არასოდეს მქონია. ფიქრებიდან გამოვერკვიე, როცა დედას ხმა გავიგე.
–იმედია ტკბილად გეძინა ხომ? ლოყაზე ნაზად მაკოცა და მხარზე ხელი დამისვა.
–აჰამ. თვალები დავხუჭე და თვი დავუქნიე თანხმომის ნიშნად.
–ბავშვებო რომ დაამთავრებთ მაღაზიაში წადით ხო?
–ზვიადი შვილო, შაბათ–კვირას მაღაზია არ მუშაობს, დანარჩენ დღეებში კი პირველიდან ხუთმდეა ღია მატო.
–საქართველოში ასეთი ადგილები თუ კიდევ იყო არ მეგონა! ორშბათს უცბად რომ გამითავდეს მაგალითად პური რა უნდა ქნა? გაოგნებუს აღმომხდა.
–რა ჩემო ლამაზო გოგო და ნუნუსში გადახვიდე უნდა.
–შორსაა?
–არა მაიკო, ფეხითაც შეგიძლია გადახვიდე დაახლოებით საათნახევარი დაგჭირდება.
–და თუ ძალიან მეჩქარება?
–ავტუბუსები დადის შვილო, ზვარე–ნუნისი.
–და მე მაინც ვერ ვიჯერებ რომ ასე წვალობთ, საქართველოში არ ველოდი ასეთი ადილის ნახვას.
–ხომ, ჯერ კიდევ საქართველო ქვია. გაბრაზებულმა დადო ფინჯანი მაგიდაზე ბაჩომ და გარეთ გავიდა.
გამახსენდა აქ რატომ ვარ, თუმცა არც დამვიწყევია, საშინელი ტკივილი ვიგძენი როცა გავაცნობიერე ბაჩომ რაც თქვა. საშინლად დამცხა და ჯაკეტის ელვა გავიხსენი, ფეხი ნერვიულად ავათამაშე, ახლა ვუგებ აბსოლიტურად ვუგებ მათ ვინც აფხაზეთიდან დევნილია, მეც მტკიოდა ყოველთვის აფხაზეთი და ყოველთვის მეგონა რომ აბსოლიტურად მესმოდა მათი თუმცა რა! არ მესმოდა, ახლა ვხვდები რომ ის გრძნობა ამასთან არაფერია, რამხელა ტკივილია გინდოდეს შენს სახლში და არ გიშვებდნენ. ჩაი დავასრულე და ფეხზე ავდექი, ბებოს სუფრის ალაგებაში დავეხმარეთ ყველა. მერე გარეთ გავედი, მსხლის ქვეშ მაგიდას მივუჯექი, რვეულში რაღაცის ხატვა დავიწყე. მთელი ჩემი უარყოფითი ემოციები შიგ გადავიტანე და გული ცოტა დამშვიდა. ჩემს ფეხებთან ტყაპუნის ხმა გავიგე, ფეხზე დავიხედე და ო, არა! მწიფე მსხალს მოეკალათებინა ჩემს ფეხსე. –ფუუ, კაი რა, ორი სანტიმეტრით იქით რომ დაცემულიყავი არა?! ზლაზვნით სამოვდექი და ონკანთან მივედი რომელიც წყაროს წყალთან დაეერთებინათ. ვაიმე რა ცივია, ისე გამაკანკალა თავი სველი ძაღლი მეგონა თავს რომ გაიქნევს ხოლმე გასამშრალებლად.
–რას შვები ბებია? გაცივდები
–ამ სიცხეში რა გამაციებს ბებო.
–ჰო ბებო ცხელა, ცხელა, წადით თქვენც მდინარეზე.
–მდინარეზე? სად არის?
–არ იცი ბებო?ბაჩოს და ზურას ვუთხრათ და წაგვიყვანენ მოცა. უი ბებო წასულან უკვე არაუშავს ხვალე წადით, სანამ ეგენი მოვლენ გვიანი იქნბა.
-ეეჰ ბებო მაგათ იმედზე არ უნდა იყო ადამიანი.
მოკლედ საღამომ სრულიად უაზროდ ჩაიარა, დაღონებული უმეტყველო საახები და ჰაერში გაფანტული დაძაბუმობა და შიში. უკვე როცა დაბნელდა ვეღარ ავიტანე ეს სიტყვაცია და მაიკოს ავეწუწუნე.
-აუ მაიკო გავიდეთ რა გარეეთ. მავედრებელი თვალებით შევხედე.
-კარგი რა, რა გვინდა გარეთ, რა უნდა გავაკეთოთ. არავის ვიცნობთ თან.
-კარგი რა, ნახე როგორი თვალებით გიყურებ.
-დავუშვათ გავედით, სად უნდა წავიდეთ?
-არსად უბრალოდ ცოტა გავიაროთ, აღარ შემიძლია აქ უკვე რა.
-აუ, შენ რომ ადამიან აუტყდები რა.
მშობლებისგან უფლებაც ავიღეთ და ხელების სრესვით გავაბიჯეთ გარეთ. მე, ჩემი და მარიკო, მაიკო და თათია. ვიწრი აღმართი ერთი შესუნთქვით ავირბინე და მერე დიდი დაღრმართიც ჩავირბინეთ. გული ამიჩქარდა თითქოს გულთან მოდისო, არაა, აშკარად სიბერე მეტყობა უკვე. ჩემ თავზე მევე გამეცინა და რომელი გზითაც მოვედით ახლა უკვე სიბნელეში გავუყევით ამ გზას. ცა მთლიანად დაფარული იყო ვარსკვლავევით, და მთვარე ისე ანათებდა თითქოს დღე იყო, ასეთ ღამეებს მე და ჩემი მებობრები "დღიან ღამეს" ვეძახით. გამახსენდნენ ჩემი გოგოები, ჩემს სოფელში მარტო რომ ვიყავით სამი დაქალი მე ინე და თათია, მაშინაც ასეთი ღამე იყო, ფანჯარაზე დავსხედით სამივენი ფეხები გარეთ გადავყეთ და რაღაც უაზრო სიმღერას სიცილით ვმღეროდით. დაბლა ერთმა კაცმა გამოიარა და ღიმილით ამოგვხედა, მერე კი სიცილით გვითხრა. -რა კარგები ხართ ბავშვებო, გააგრძელეთ ჩემი არ მოგერიდოთო. ამაზე ჩვენ უფრო გაგვეცინა და საპასუხოდ ვუთხარით გაჩერებას არც ვაპირებდითო. ამ დროს თათიამ ხმამაღლა გაოცებით თქვა რა "დღიანი ღამეა". ამაზე სიცილი აყვიტყდა კიდევ უფრო. ეს დრიანი ღამე საიდანღა მოტანა. მოკლედ მას შემდეგ ასეთ ღამეებს "დღიანი ღამე" ეწოდება. ფიქრებიდან მაიკომ გამომარკვია, ბუზუნით გვითხრა ჩემი კლასელები მენატრებიანო. მარიკომ კი ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ამას ვიტყოდი მაგრამ მეც მენატებიან ჩემი სისხლისმწოველი კლასელებიო. ამაზე გულიანად გაგვეციანა. ასე თუ ისე კმაყოფილები დავრჩით გარეთ გამოსვლით და უკვე სახლისკენ მიმავალ გზას დავადექით. ღმერთო როგორ მღლის ეს აღრმართი რამე სხვა მოკლე გზა არ არსებობს ნეტა? უნდა აღმოვაჩინო. როგორც კი გზების გასაყარს მივუახლოვდით, ვიღაცის წკრიალა ხმა მომესმა.
-გამარჯობათ გოგოებო.
-გამარჯობა. თითქმის დაბნეულმა ვუთხარი არ ველოდი.
-ბოდიში შეგაშინეთ ალბად. ღიმილით გვითხრა
-არაუშავს, მასეთების აღარ გვეშინია. დაამატა თათიამ
-მე მარი მქვია.
-მე თათია.
თითოეუმა ხელი გავუწოდეთ ქვაზე კოხტად დასკუპებულ გოგონას.
-მე თიკო
-მე მაიკო
-მე მარი
-ჩემი მოსახელე ყოფილხარ. აღფრთოვანებულმა შესძახა. თქვენ გორიდან ხართ ხომ?
-კიი გორიდან ვართ.
-ალბად საშინელება გამოიარეთ.
-ხომ, ნამდვილი საშინელება. ხმაშეცვლილმა უპასუხა მარიკომ.
-ბოდიშით არ უნდა მეკითხა. დამნაშავესავით თავი დახარა და მუხლებს მიაშტერდა რომელიც მაგრამ მიეკრა ერთმანეთისთვის. მერე ისევ ამოიხედა თითქოს რაღაც გაახსენდაო და ხმა ისევ ააწკრიალა.
-ჩემი ძმა თქვენთან ხომ არა? მის დასაძახებლად გამოვედი და ვერსად ვნახე.
-არ ვიცით, მმმ შუადღით კი იყო პატარა ბიჭი ალბად შენი ძმა იყო. მერე ჩვენი ბიჭებიც სადღაც წავიდნენ და არ ვიცი ეხლა მოვიდნენ თუ არა.
-კარგი თუ თქვენთან იყო უთხარით რომ ვეძახი, კაი?
-არაა, პრობლემა.
ლაპარას ისე შევყევით ჩვენც გვერძე მივუჯექით. ფეხები წინ გავშალე და ერთმანეთს გადავაბჯინე, უკან გადავწექი და იდაყვებს დავეყრდები, ღრმად ვსუნთქავდი და მთლიანად შევიგრძლობდი ბუნების მთელ სიმდიდრეს. მარი საოცრად სასიამოვნო ადამიანო არმოჩნდა და ჩემი არ იყოს მთელი მონდომებითა და ემოციებით უყვარდა საუბარი. აქაური სიტყვაცია გაგვაცნო, გვითხრა რომ აქ ახლა ბევრი ბავშვი იყო ჩამოსული დასასვენებლად. ერთი მარი, თბილისიდან იყო, ასევე ახსენა ნანაც რომელიც აქაური მკვიდრი იყო, და გოგა. ეს უკანასკნელი ყველაზე ხშირად ახსენა გითხრა რომ რამოდენიმე დღის წინ მას და მის ძმაკაცებს ვიღაც გოგოს გამო ჩხუბი მოსვლიათ და მთელი სოფელი ახლა ამაზე ლაპარაკობდა, ამბობენ რომ ეს გოგო იყო დამნაშავე და საბაბი არ უნდა მიეცაო. ამის გაგონებაზე ახშფოთებულმა გადავაქიე თავი და ეს მარის არ გამოპარვია, მაშინვე დამეთანხმა და მითხრა რომ არც თვითონ ეთანხმებოდა. მერე გაცხარებულმა თქვა თუ ბიჭს არ უნდა გოგომ რა საბაბიც არ უნდა მისცეს არ გააკეთებს და მორჩაო. ხელები გაატატანა. მოკლედ გოგა ძალიან კარგი მხიარული, მეგობრული და საყვარელიაო. გამაოცა ამ გოგოს ენერგიამ თვით მეც კი გამაჩუმა. ბოლოს სიცილით ავიშალეთ და დავემშვიდობეთ, მეორე დღისთვის დაგვიბარა ჩამომიარეთ აგერ აქ ვცხოვრობ და ყველას გაგაცნობთო. ჩვენც ღიმილით დავუქნიეთ თავი. დადებითად დამუხტულები დავბრუნდით სახლში, ეზოს კარი შევაღეთ, მორიგეობით შევედით, დავინახე მამა და ძია როგორ იდგნენ მსხლის ქვეშ. მამას განზე გაეშალა ფეხები, ხელები ერთმანეთზე გადაეჭიდა და სივრცეში იყურებოდა. მეც გვერდით ამოვუდექი, მის მზერას გავაყოლე თვალი და დავინახე როგორ ანათებდა რაღაც იასამნისფრად წყვდიადში.
-ხედავ? ეს ცხინვალია, ხედავ როგორ უახლოვდება ბომბები გორს, ალბად გორის ყველა სოფელი აიღეს. ხმა გაქვავებული ქონდა, ასეთი ხმა მისგან არასიდეს გამეგონა.მარჯვენა ხელი მარცხნივ გაიშვირა, ნელ ნელა მარჯვნივ გამოაყოლა.
-მამა მოგვაგნებენ? აცახცახებულმა ვუთხარი.
-არა მა, ვერ მოგვაგნებენ.



ესეც მესამე თავი ბოდიშით რომ დავიგვიანე მაგრამ მიზეზი ნამდვილად მაქვს. მადლობა რომ კითხულობთ და დროს უთმობთ. ბოდიში შეცდომებისთვის იმედია მოგეწონებათ ჩემო ტკბილებო და საერთოდ ყველაზე საყვარლებო. დღეს დიდი გოგო გავხდი უკვე 21ის ვარ. ჰოი სიბერევ :D :D :D



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

მმმმმმ...
როგორ მომწონს..
იმედია,მალე იქნება შემდეგი...
რამდენი ხნის მერე რა კარგი საჩუქარია..

 


№2  offline წევრი The unknown

არ შემეძლო კომენტერი არ დამეწერა ამ ისტორიაზე :* პირველ რიგში მომცონს და გააგრძელე. მეთვიტონ მაქქვს სოფელი ხარაგაულის რაიონში სადაც სოფელი ზვარეაა და გამიხარაა როცა წავიკითხე. მამაჩემიცც იყო წასული აგვისტოს ომში და მეც ანალოგიური სიტვაცია მაქ გავლილი ამიტო მესმის შენი ყვეელანაირად, ყველაზე რთული ზაფხული იკო ბევრი ჩვენგანისთვის :*

 


№3  offline მოდერი tiiik258

The unknown
არ შემეძლო კომენტერი არ დამეწერა ამ ისტორიაზე :* პირველ რიგში მომცონს და გააგრძელე. მეთვიტონ მაქქვს სოფელი ხარაგაულის რაიონში სადაც სოფელი ზვარეაა და გამიხარაა როცა წავიკითხე. მამაჩემიცც იყო წასული აგვისტოს ომში და მეც ანალოგიური სიტვაცია მაქ გავლილი ამიტო მესმის შენი ყვეელანაირად, ყველაზე რთული ზაფხული იკო ბევრი ჩვენგანისთვის :*

უღრმესი მადლობა რომ კითხულობ, და კიდევ უფრო დიდი მადლობა რომ არ დაიზარე და შენი აზრი გამიზიარე :* გამიხარდა რომ იცნობ ზვარს, შენ უკეთესად შეგიძლია გამიგო :*
--------------------
T.sekhniashvili

 


№4  offline წევრი utsnobi

ხომ - და არა ჰომ
სიტუაცია - და არა სიტვაცია
ყურს საშინლად ხვდება, სხვა მხრივ ისტორია საინტერესოა ოღონდ პირველი და მეორე აღარ დევს და იქნებ დადოთ, იმდენად მაინტერესებდა მესამედან დავიწყე კითხვა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent