თვალები სიყვარულს მეტყველებენ 4
მერე კი ბარგი ამოალაგა და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაზე გაიშოტა. დაღლილს ძილი უნდოდა, მაგრამ ის გრძნობა არ ასვენებდა რომ ყველაფერი ძველებურად არ იყო. ბერდიამ მის თავში სრული დომხალი გამოიწვია. აზრებს ვეღარ იკრებდა. ელენემ საკუთარი თავი იმაშიც კი გამოიჭირა რომ ბერდიაზე ფიქრის დროს გული სხვანაირად უფართხალებდა. საკუთარ თავს იმაშიც კი არ უტყდეოდა რომ სიმპატიები ჰქონდა მისდამი, ამის აღიარებაც კი აშინებდა. როგორც იქნა დაღლამ თავისი გაიტანა და უგონოდ ჩაეძინა. დილით საოცარ ენერგიაზე იყო. სიგრილემ და სუფთა ჰაერმა არაჩვეულებრივ ხასიათზე დააყენა. ცოტახანი საწოლში ნებივრობდა, მერე ადგა და წყალი გადაივლო, გუშინ ისეთი დაღლილი იყო ბანაობის თავი აღარ ჰქონდა. ნახევარ საათში უკვე პირსახოცით დატანტალებდა სახლში როგორც ყოველთვის მუსიკები ჩართო და ცეკვა-ცეკვით ამოალაგა ტანსაცმელი. მალევე დაალაგა ლამაზად და დაბლა ჩავიდა წყალი საშინლად მოსწყურდა. მაცივართან მივიდა ცივი წყალი გამოიღო, პირთან მიტანილი ჭიქა ჰაერში გაუშეშდა როცა ლომისამ კარები კი არ შემოაღო, ფაქტიურად შემოიტანა. ელენეს აღარც ლომისას და მითუმეტეს არც მისი ძმაკაცის მოსვლას ელოდა სულ დაავიწყდა. -ვაიმეე გული გამიხეთქე ავაზაკო-როცა სული მოითქვა ძლივს ამოილუღლუღა. ლომისას გაეცინა მიუახლოვდა დაიკოს და თმები აუჩეჩა. ელენეს გაეცინა და მაცივარში წყალი უნდა შეედგა რომ კარებში ბერდია დაინახა... ვის ნახვას აღარ მოელოდა მაგრამ ბერდია? ააქ? რაღაც ძალიან წარმოუდგენელი იყო.ხელში ჩანთები ეკავა და ელენეს ნახევრად შიშველ მდგომარეობაში დანახვამ ადგილზე მიყინა და გააშეშა. ელენე თავიდან ვერ მიხვდა ბერდიას ხარბ მზერას მაგრამ მერე რომ გაახსენდა როგორ მდგომარეობაში იდგა ერთიანად გაუწითლდა სახე. როგორც იქნა გამოერკვა ბერდია -ოჰოო დახვედრაც ასეთი უნდა- და თვალი ჩაუკრა ელენეს. ელენეს მიუახლოვდა და გადაკოცნა. უნებურად ელენეს ჯერ კიდევ შეუმშრალ მხარს შეეხო. ორივეს ელექრო დენივით დაუარა ჟრუანტელმა. ელენე უცებ მოცილდა და კიბეებზე აიფრინა. ოთახში შევიდა, კუპალნიკი ჩაიცვა სარაფანი ჩაიცვა და სამზარეულოსკენ გაეშურა. თავისი საყვარელი წვების გაკეთებას შეუდგა. როგორც იქნა გააკეთა და აუზისკენ ნარნარით წავიდა. მაგიდაზე ჭიქა დადგა შეზლონგზე სარაფანი მიაგდო და აუზში ჩახტა. წყალი ფაქტიურად ელენეს სტიქიაა. ისე გაერთო ცურვით რომ ვერ შენიშნა როგორ მიეპარა ბერდია და წვენი როგორ დაულია.ბოლოს საწრუპნის ხმამ გამოაფხიზლა. ბერდიას ეშმაკურად მომღიმარე სახის და ცარიელი ღიქის დანახვისას სიმრაზისგან რამის ყურებიდან კვამლი გამოუშვა. -ვაბშე შენ თავი ვინ გგონია? -რავიცი ბერდია მაჭავარიანი-უბრალოდ უთხრა თითქოს არცარაფერი მომხდარა- ჭიქა კი ისე მაცდურად იდგა ცდუნებას ვერ გავუძელი- და ტუჩები მოილოკა. ელენემ რაღაც ჩაიბუტბუტა დაცურვა გააგრძელა იმის მოლოდინში რომ ბერიდა წავიდოდა. მაჭავარიანი კი ამას სულაც არ აპირებდა. ელენეს ბავშვურობაზე ჩაეღიმა და ისიც წყალში ჩახტა. ელენეს ცოტაც და გლი გაუსკდებოდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ასვლა დააპირა. აუზიდან ამოდიოდა რომ ბერდიამ უცებ ფეხში ხელი მოჰკიდა და წყალში ჩაითრია. თვალის დახამხამება ვერც მოასწრო რომ ბერდიას დაკუნთულ, უზარმაზარ მკლავებში მოექცა. ბერდიას მკავებში ისეთი პატარა მოჩნდა რომ თავი წიწილა ეგონა. თუმცა ამავდროულად თავი ძალიან დაცულად იგრძნო. ბერდიამ ხელები წელზე მჭიდროდ მოხვია და ელენე ტანზე მიიკრა. ორივეს გული უფართხალებდა და ცოტაც და საგულედან ამოუვარდებოდათ ელენეს მეტი აღარ შეეძლო -ხელი გამიშვი -თორემ რა-ირონიულად გაუცინა ბერდიამ -მე გაგაფრთხილე- და ელენემ ისე მკაცრად შეხედა რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი სრულიად გაუქრო მაჭავარიანს. ბერდიას მკლავებიდან დახსნილი ელენე აუზიდან ამოვიდა, ნარნარით მივიდა შეზლონგამდე და წამოწვა. მზეს მიეფიცხა. ბერდიას მზერა უფრო წვავდა ვიდრე მზე. ბოლოს ადგა და სახლში შევიდა. თვალისდახამხამებაში ავიდა ოთახში გამოიცვალა და დაბლა ჩამოვიდა. რაღაც ფილმი აარჩია. პოპკორნი გაიკეთა, ოთახი დააბნელა და ყურებას შეუდგა. ისე მალე ჩაითრია ფილმის სიუჟეტმა რომ ვერც კი გაიგო როდის მიუახლოვდა ბერდია. ბერდიამ აქ ვითომც არაფერიო ისე მიუჯდა ელენეს და მისი პოპკორნის ჭამას შეუდგა. ელენემ მამისმკვლელი თვალებით შეხედა, მაგრამ ბოლოს ჩხუბი გადაიფიქრა ამის ბოლომდე შემჭმელი არ ვიყავი მაინცო. ცოტა ხანში მათ ლომისაც შემოუერთდა. ერთად უყურებდნენ. როგორც იქნა დასრულდა და ამ დროს ლომისას სახელის ძახილი გაიგონეს. ლომისა გარეთ გავიდა და სიბნელეში მისი ბავშვობის ძმაკაცი საბა გაარჩია. პატარაობიდანვე უყვარდა მას ელენე და მოსვენებას არასდროს აძლევდა, ელენეს კი დიდად გულზე არასდროს ეხატებოდა. ლომისამ სახლში შემოიპატიჟა. ელენეს გულმა რეჩხი უყო საბა რომ დაინახა, მაგრამ მაინც გაუღიმა. საბა ჯერ გაირინდა ვერ გაეგო ვინ იყო ეს ძალიან ლამაზი და დახვეწილი გოგონა. მერე გამოერკვა და ელენე ურცხვად აათვალიერა, რაც არც ბერდიას გამოპარვია. -ვაა ელეე როგორ ხარ? სად დამეკარგე ტოო? როგორ გალამაზებულხარ და გაზრდილხარ არ მოგიტაცონ- და თვალი ჩაუკრა. ეს ტიპი აშკარად ბერდიას ნერვებზე მოქმედებდა. და მისი თითოეული მოქმედება ცეცხლზე ნავთს ასხამდა. -კარგად საბა შენ როგორ ხარ?-ზრდილობის გამო ჰკითხა ბერდია გრძნობდა ელენეს გამოკიდებულებას ამ ტიპის მიმართ და ცოტა დაწყნარდა. -არამიშავს. შენ სად ჩააბარე? -საერთაშორისო ურთიერთობებზე ჯავახიშვილში. -ვაა საღოლ ელენეს უკვე ნერვები აწყდებოდა საბას ვითომ ძველბიჭურ საქციელებზე მაგრამ მაინც ზრდილობის გამო არ უნდოდა რამე ცუდად გამოსვლოდა და მაინც იღიმოდა. ბოლოს როგორც იქნა ინება ვაჟბატონმა წასვლა. -კაი ჩემი წასვლის დროა. შეხვედრამდე ელე- და თვალი ჩაუკრა ბერდია დიდი სიამოვნებით ამოჩიჩქნიდა იმ თვალს რომ შეძლებოდა. საშინლად არ მოსკონდა ეს ბაბულიკა, ვითომ კაი ბიჭები. ელენე ავიდა ოთახში გამოიცვალა და დაწვა, რატომღაც მალევე ჩაეძინა. დილით ადრე ადგა და ვარჯიში გადაწყვიტა. მოკლე შორტი, კეტები, ბრეტელებიანი მაიკა და სპორტული მოსაცმელი ჩაიცვა. თმები კუდად შეიკრა და კიბეებზე ჩაირბინა. შემოსასვლელში ბერდია დახვდა. აშკარად ისიც ვარჯიშს აპირებდა. მასაც სპორტულად ეცვა. მიუხედავად იმისა რომ ზედა ეცვა მაინც გამოიკვეთებოდა მისი დაკუნთული სხეული. -საით?-კითხვის დასმა ელენემ დაასწრო -რავი სავარჯიშოდ -ხოოდა მარტო ვარჯიში არ მომიწევს ბილიკზე უხმოდ მირბოდნენ რომ უცებ ელენეს ფეხი გადაუბრუნდა და დაეცა. ბერდია ელენეს აჭარხლებული უყურებდა. ცოტაციკავა და ბოლოს ხმამაღლა ახარხარდა. ელენე კი თვალებგაფართოებული უყურებდა. როგორც იქნა დამშვიდდა ბერდია და ცრემლების წმენდით ჰკითხა -ძაან გტკივა? -ბევრს ნუ ტლიკინებ და დამეხმარე ადგომაში ელენემ ბერდიას მხარზე მოხვია ხელი. ბერდიას მთელ ტანში სასიამოვნო ჟრანტელმა დაუარა და წელზე მოხვია ხელი. ელენემ ერთი ნაბიჯი გადადგა და ისევ შეჰყვირა -ააააა აუუ ფეხს ვერ ვდგაამ - და სიმწრისგან ყელში ბურთი გაეჩხირა -ვაბშე ვერ დადიხარ? -ვერა- სრუტუნით ამოიკრუსუნა -მშვენიერია სახლამდე შენი თრევა მომიწევს-ჩაიბურდღუნა თავისთვის. ვითომ თვითონ სულაც არ მოსწონდა ეს ამბავი არადა გული ფეიერვერკებს ისროდა უკვე სიხარულისგან. ელენეს ხელები მარწუხებივით მოუჭირა და თავისკენ მიიზიდა. ისე რომ ელენე სახეზე მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა. ელენემ სახე აარიდა რამაც ბერდიას ჩაცინება გამოიწვია. შემდეგ ბერდიამ ისე აიყვანა ხელში ვითომ ბუმბული იყოს. ელენე ბრინჯივით დაიბნა. ბერდიას სურნელს ხარბად ისრუტავდა სადღა ახსოვდა ფეხის ტკივილი ისე კომპორტულად მოეწყო ბერდიას მკლავებში. სიმართლე გითხრათ ბერდიას მდგომარეობა უარესი იყო. ელენეს ცხელი სუნთქვა კისერზე ელამუნებოდა. ბერდიას გული შეეკუმშა როცა ელენემ მხარზე დაადო თავი. სახლამდე ასე მივიდნენ. ორივეს სიხარულისგან გული უცქმუტავდა. ორივეს დებილივით ეღიმებოდა სახლის კარი შეაღო ბერდიამ. ლომისა უკვე გაღვიძებული დახვდათ. -ვაა გვრიტებო მოხვედით? ელენე სულ გაწითლდა, ბერდიას კი თვალებში ჭინკები აუთამაშდა. ლომისამ ბერდიას ელენესგან შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა. სიტუაციის განსამუხტად ბერდიას ელენემ ოთახში აყვანა სთხოვა და დაღლილობა მოიმიზეზა. ბერდიაც არ დაზარდა და ოთახში აივყანა. მალევე ჩამოვიდა და ლომისას გვერძე მიჯდა. უხერხული სიჩუმე იყო. ბერდიამ არ იცოდა საიდან დაეწყო საუბარი. იცოდა რომ ელენე ლომისასთვის ყველაფერი იყო ამიტომაც ფრთხილობდა საუბრის დაწყებას. ბევრჯერ უნახავს ელენეს გამო ეჩხუბოს ლომისას და ნამდვილად არ უნდოდა რომ ლომისასთან ურთიერთობა გაჯფუჭებოდა. -ლომისა... ბიჭო... მოწვი?-სასაცილოდ აბლუყუნდა ბერდია და დასჯილი ბავშვივით შეხედა. -კააი ბიჭო მეღადავები ხო? ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო. ან მაგას რა მოწვა უნდა ელენეს რომ ხედავ თვალები გიბრწყინავს ხოლმე. პრინციპში საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ვიცი რომ საიმედო ხელში იქნება. მაგრამ იცოდე რამე რომ შეგეშალოს დავივიწყებ რომ ჩემი ძმაკაცი ხარ- და დარბილებული ხმა ბოლოში უჩვეულოდ გაიმკაცრა -ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამიცრუა სხვა გოგოებზე გული. ყველა გოგო კისერზე რომ მეკიდებოდა მან ზედაც კი არ შემომხედა და სწორედ ამით მოოიგო ჩემი გული. ალბათ მშობლები ახალი გარდაცვლილები გყავდათ. განადგურებული მიდიოდა წვიმაში. მე დახმარება ვთხოვე მან კი უარით გამომისტუმრა მაშინ გავბრაზდი მაგრამ მას შემდეგ საკუთარი თავი ბევრჯერ გამომიჭერია მასზე ფიქრში. რომ გავიგე რომ ჩემს მეზობლად გადმოხვედით ჩემზე ბედნიერი არავინ დადიოდა. სწორედ მისი კვლავ ნახვის შემდეგ ყოველწამს უფრო მიყვარდება ღმერთს ვფიცავარ. მაგრამ მეშინია რომ ის ჩემს მიმართ გულგრილია.- როგორც იქნა ბერდიამ დაასრულა მონოლოგი და ამოისუნთქა თითქოს დიდი ლოდი მოეხსნა კისრიდანო -კაი მჯერა შენი და როგორც შემეძლება ისე შეგიწყობთ ხელს. იმედია არ დამჭირდება შეხსენება რომ...- სიტყვის თქმა არ დააცადა ბერდიამ რომ ლომისას ფრაზა დაამთავრა -ვიცი, ვიცი არ დაგჭირდება იმის შეხსენება რომ გული არ ვატკინო და გავუფრთხილდე. ის ჩემი გოგოა, მარტო ჩემი გოგო და მაგის შეხსენება არ მჭირდება. აიიიიი ჯიგარი ხარ რაა -კაიკაი გეყო ახლა აფერისტობა ;დ ორ დღეში ელენეს უნი ეწყებოდა (მან ექსტერნად ჩააბარა და 100% გრანტიც აირტყა) ძაან ღელავდა და ადგილს ვერ პოულობდა ნერვიულობისგან, ბოლოსდაბოლოს პირველი დღე იყო. ლომისას ,,მოუცლელობის“ გამო ბერდიას მოუწია ელენეს გაჰყოლოდა მაღაზიებში. მთელი დღე იწოწიალეს. ბერდიას ხელებში ძლივსღა ეტეოდა პარკები და თან სასაცილოდ დაჭყანული სახით დასდევდა ელენეს. ელენეს მის შემხედვარეს გაეცინა და სახლში დაბრუნება ბრძანა. მაშინ ბერდიას სახე უნდა გენახათ როგორ გაუბრწყინდა თვალები ;დდ იმ ღამით ბერდია მათთან დარჩა. გამე ფილმს უყურეს მაგრამ ელენემ ბოლომდე ვერ გაქაჩა და ბერდიას მკლავებში ჩაეძინა. ელენეს დილით ბერდიას და ლომისას საერთო ღრიალი აღვიძებს -ეეეელეეეეენეეეეეეეეეეე ადექი გოგო დაგაგვიანდაა-ბერდიას კივილმა გამოაფხიზლა ელენე ფეტიანივიტ ადგა კი არადა გადმოყირავდა საწოლიდან. ბიჭებს გაეცინათ მის შემხედვარეს არადა რა ჰქონდათ სასაცილო სულ დაიჟეჟა. აიი საათს რომ დახედა ელენემ და 2 საათით ადრე რომ იყო მერე კი ნაღდად აღარ ჰქონდათ სასაცილოდ საქმე ბიჭებს. : დდ როგორც იქნა ელენე გაემზადა. მისი წაყვანა კი რა თქმა უნდა ბერდიამ ითავა. უნის მალევე მიუახლოვდნენ. ახალი მოდელის მანქანიდან ბერდიას გადმოსვლამ გოგოებში სრული ფურორი მოახდინა. ეგრევე ჩურჩული ატეხეს -ეს ხომ ბერდია მაჭავარიანია? ნეტავ აქ რაუნდა? და მოკლედ მსგავსი კითხვები რა... ბერდიამ ვითომც აქ არაფერი ხდებაო ისეთი სახით გაუღო ელენეს კარები და გადმოსვლაში გაეხმარა (ოოხ ეს ჯენტლმენები ;დდ) ელენეს ბოღმიანი როჯები დაუკერა ყველა გოგომ. ბერდიას კი ბიჭებმა შეხედეს შურიანი თვალებით მან ხომ ძალიან, ძალიან ლამაზი ელენე მოაცილა?! რა გასაკვირია?! დღემ ჩვეულებრივზე მხიარულად ჩაიარა. ელენე რამდენიმეს დაუმეგობრდა კიდეც თათას სალომეს გიგას და ლექსოს. ესენი წყვილებში იყვნენ. თათა და ლექსო და ასევე სალომე და გიგა შეყვარებულები იყვნენ. სალომე და გიგა შედარებით წყნარი წყვილი იყო და ერთმანეთს შესციცინებდნენ, აიიი რასაც იმ ორ გადარეულზე ვერ ვიტყვი... ერთმანეთს სულ უღრენდნენ მაგრამ ერთმანეთისადმი უსაზღვრო სიყვარული აშკარა იყო. მოკლედ მათ ხელში აშკარად ვერ მოიწყენდით. როგორც იქნა დასრულდა ლექციები. გარეთ კი ისევ ბერდია იდგა მანქანაზე მიყუდებული და საყვარლად აბოლებდა სიგარეტს. ელენეს სიამოვნებისგან გააკანკალა ბერდია რომ დაინახა. -ოჰოოო ვიღაცას შეყვარებულმა მოოაკიითხააა-წაუსტვინა გიგამ -შეყვარებული არაა-დაიმორცხვა ელემ -კააი ტო ჩვენ მაინც რას გვატყუებ-შესცინა ლექსომ ელენემ კი პასუხად მხოლოდ გაიღიმა მათ დაემშვიდობა და ბერდიასთან მიცუნცულდა. ძაააააალიან დიდიიიიი ბოდიში რომ გუშინ ვერ დავდე. დაბადების დღეზე ვიყავი და ვერანაირად ვერ დავდებდი. იმედია მოგეწონაათ. კომენტარებს ველიი შიკოლადებო <333 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.