შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსათაურო


26-02-2015, 00:02
ავტორი stichi-19
ნანახია 1 925

ერთი ჩვეულებრივი ისტორია არც სიყვარულზე არც გრძნობებზე არც სიძულვილზე ან ყველაფერზე ერთად არვიცი თქვენ გადაწყვიტეთ თქვენ დაარქვით სახელი.
ვინაიდან მიყვარს ღამე, შემოდგომის მიწურულს ფანჯარა ღია მქონდა და შორს ძალიან შორს ვიყურებოდი და ვფიქრობდი ყველაფერზე რაზეც კი შეიძლება მეფიქრა. მიყვარს ღამე, მთვარე, ვარსკვლავები. ვგიჟდები მთვარეზე, ვაკვირდები თოთქოს რაღაც საიდუმლოს მალავს ეს უსიცოცხლო ბურთი მაგრამ რას? ყოველ საღამოს ვცდილობ ამოვიცნო ის კანონზომიერება რაც მთვარესა და ვარსკვლავებს შორის არის დამყარებული. რაღაცნაირად სევდიანი მოწყენლიც კი მეჩვენება ხოლმე ხანდახან. არამარტო მთვარე ასევე ძალიან მიყვარს ვარსკვლავები რამდენჯერ ვინ იცის რამდენჯერ ჩამძინებია მათ თვალში.
მაინცდამაინც ხალხის სიყვარულით არ გამოვირჩევი არ მიყვარს ხალხი მათთან ურთიერთობა ალბათ მშობლების ბრალია ყოველივე ეს, მე მათ ვადანაშაულებ ხშირად ძალიან ხშირად უსამართლოდ მსჯიდნენ ზედმეტად მკაცრად მექცეოდნენ. ჩემი სახლში გამოკეტვა უნდოდათ როდესაც ჩემი მეგობრები თავისუფლად გარეთ დადიოდნენ არ მოსწონდათ ხალხთან რომ ვურთიერთობდი ერჩივნათ სახლში ვმჯდარიყავი.მათმა ასეთმა მოპყრობამ დიდი დაღი დასვა ჩემს ცხოვრებას უსამართლოდ მექცეოდნენ მეუბნებოდნენ რომ ვძულდი, 14 წლისას მცემდნენ დედა წაქცეულს წიხლს მირტყავდა. ამიტომ შევიცვალე ამიტომ მოვიძულე ხალხი აღარ მიზიდავდა მათთან ურთიერთობა საკუთარ თავში ჩავიკეტე. აღარ შემეძლო მათი ატანა უსასრულოდ ეჭვიანობდნენ ყველაფერზე. გული ძალიან მატკინეს. ვხვდებოდი ნელ-ნელა როგორ ვკარგავდი ყველას და ყველაფერს. მეგობრები, ნაცნობები, კლასელები ყველა ყველა ნელნელა ჩამომშორდა. ბევრჯერ მინატრია ნეტა ყველა მომშორდეს და მარტო დავრჩე თქო. ვეღარაფერს ვგრძნობდი მათგან გარდა სიძულვილისა და აღარც მე ვიკლავდი თავს მათი სიყვარულით. ბოლოს უკვე აღარც მადარდებდნენ. მიყვარდა და ჰაერივით მჭირდებოდა მთვარე, მიყვარდა ჩემთავთან საუბარი, როგორც კი დაღამდებოდა ჩემს ოთახში ვიკეტებოდი და ხმამაღლა ვიწყებდი საუბარს ზოგჯერ ვტიროდი ძალიან ხმამაღლა მთელი გულით ვტიროდი. არვიცი რატომ მაგრამ ვტიროდი მაინც ალბათ უსამართლობაზე მეტირებოდა.
ერთ საღამოს როგორც მჩვევოდა გავაღე ფანჯარა რადგან მინდოდა კარგათ შემეგრძნო ის იდუმალება რასაც ღამე მალავს. ვუყურებდი მთვარეს და ხმამაღლა ვლაპარაკობდი კარგათ მახსოვს ერთსადაიმავეს ვიმეორებდი:
-დამთავრდეს! მორჩეს!
როგორც მახსოვს შემდეგ თვალები დავხუჭე. და ღრმად ჩავისუნთქე, ფილტვებში ცივი ჰაერი ჩავუშვი შემდექ ჩურჩულით ვთქვი:
-მორჩეს! დამთვარდეს!
იმდენად ჩუმად რომ ჩემი ხმა მე ძლივს გავიგე ნელ-ნელა ხმას ვუმატებდი ბოლოს ისტერიკაში გადამეზარდა ვყვიროდი, ვბღაოდი, ვტიროდი, ამ დროს ოთახში დედაჩემი შემოვარდა როგორც მახსოვს ყვიროდა:
- თავს იკლავს! ხომ ვამბობდი არა გიჟია თქო!
დედაჩემის ხმაზე ოთახში მამაც შემოვიდადა შემდეგ მას მოყვნენ დანარჩენი ოჯახის წევრებიც. პატარა და ჩემსკენ წამოვიდა მაგარმ დედაჩემა დააკავა ის და საბრალო ბავშვს უყვირა:
-არ მიეკარო ვერ გაიგე? გიჟია! გიჟი!
მათთან ზურგით ვიდექი ვცდილობდი არ შემემჩნია არ მინდოდა მათ გამო დამერღვია ჩემი იდილია მაგრამ მაინც მაიძულეს შემოვბრუნდი მინდოდა მეთქვა როგორ მძულდა ისინი მაგრამ ამ ყველაფრის საპასუხოდ მხოლოდ და მხოლოდ დამცინავად, ირონიულად გავუღიმე და ლოგინის გაშლა დავიჭწე ვითომაც არაფერი ხდებოდა. დედაჩემის ის ზიზღნარევი ხმა ახლაც ჩამესმის ყურში მახსენდება თავიდან ვერ ვიგდებ ვერ ვვიწყებ როგორ ყვიროდა:- გიჭია!
შემდექ მახსოვს მძიმე საგანი რო მომხვდა და გავითიშე.
როდესაც გონზე მოვედი ჩემთვის სრულიად უცნობ გარემოში აღმოვჩნდი. აი ეს კი კარგათ მახსოვს, ოთახი იყო თეთრი კედლები, ჭერი, იატაკი, ყველაფერი თეთრ ფერში იყო შეღებილი არ ქონდა ფანჯარა რამაც შემდეგში რამის მართლა გამმაგიჟა, ასევე არ ქონდა შუქის ასანთები თუმცა ძალიან კარგათ მახსოვს ოთახში ცისფერი შუქი ენთო ან რა დამავიწყებს ამ შუქს და ამ ოთახს თითქმის 1 წელი გავატარე აქ არა ალბათ უფრო მეტი. იქვე კუთხეში დავჯექი გონება დავძაბე ვეცადე გამეხსენებინა სად ვიყავი და საიდან აღმოვჩნდი აქ მაგრამ ვერაფრით ვერ ვიხსენებდი. ფიქრებიდან ტკივილმა გამომიყვანა დაახლოეებით საძილე არტერიასთან მტკიოდა რაღაც ალბათ მძიმე საგნის დარტყმისგან იყო. კარების ჭრაჭუნი გაისმა და ოთახში შემოვიდა შუახნის თეთრ თმიანი კაცი და მას შემოყვა ახალგაზრდა გოგონა სავარაუდოდ ექთანი. მეგონა ჩემთან მოვიდოდნენ მაგრამ შევცდი. თითქმის ისევ კარებში იდგნენ ოთახს თვალი მოავლეს შემდეგ რაღაცას ბუტბუტებნენ აქა იქ სიტყვები მესმოდა როგორც მივხვდი ოთახს აღწერდნენ შემდეგ გაისმა მამაკაცის ბოხი ხმა შედარებით უფრო ხმამღლა თქვა:
- II განყოფილება, პაციენტი თევზაძე, დავადებაა „მწვავე სიგიჭე“ და ბოლო სიტყვებზე ახალგაზრდა ექთანს გამომწვევად გაეცინა არა კიარ გაეცინა გადაიხარხარა და დატოვეს ოთახი. ნელ-ნელა ყველაფერი ნათელი ხდებოდა საგიჟეთში ვიყავი გამიკვირდა აქამდე როგორ ვერ მივხვდი, როგორც ჩემი ოთახიდან ჩანს საკმაოდ გიჟად ვითვლებოდი. ხმამაღლა გამეცინა მართლა ხმამაღლა ვიცნოდი არ ვიცი რატომ მაგრამ ალბათ დედაჩემის ჩემდამი გამოტანილ განაჩენს დავცინოდი. მხოლოდ ახლა თამამად შემიძლია ვთვა რომ პირველად ვიგრძენი რო მართლა მძულდა ისინი. შემდეგ გავიაზრე რომ აქედან დიდხანს ვერ გავიდოდი, ვერ ვნახავდი მთვარეს, ვარსკვლავებს, ღამეს, ვხვდებოდი ვააანალიზებდი რომ დიდხანს ძალიან დიდხანს თავისუფლება არ მეღირსებოდა და უკვე მშვენივრად ვხვდებოდი რომ ოჯახმა ოჯახმა გამწირა ასე, გამრიყეს, უდიდესი ტკივილი ვიგრძენი ამეტირა უსამართლო ცხოვრებაზე მთელი ღამე ვტიროდი ან მთელი დღე არვიცი საიდან უნდა ვიცოდე ფანჯრებიარ ქონდა ჩემს ოთახს. დღეები დღეებს მიყვებოდა რომ გითხრად ვიძინებდი და ძილში ვატარებდი დღეებს თქო მოგატყუებდთ ვერ ვიძინებდი რა დამძინებდა როცა ვხვდებოდი რომ ყველამ ყველამ გამწირა არავინ აღმოჩნდა ისეთი ვინც დამეხმარებოდა არავინ იყო ისეთი ვინც გამომესარჩლებოდა. სიმშვიდეს მოვუწოდებდი ჩემს თავს მაგრამ ძალიან რთული იყო სიმშვიდე ასეთ მდგომარეობაში მეშინოდა არა სიმარტოვის არამედ მთლად რო არ გავგიჟებულიყავი წარმოიდგინეთ ხმას არავინ მცემდა ასე 2 კვირა ადამიანი არ მყავდა ნანხი ადამინი კი არა სარკეც კი არ იყო რომ საკუთარი თავი დამენახა. თეთრი კედლების გარდა ვერაფერს ვხედავდი მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად მიკივრს ის რომ არც კი ვაპროტესტებდი თითქოს ასე მალე შევეგუე ბედს, დავნებდი. პირველად ალბათ ასე 2 კვირის მერე ვნახე ადამიანი თუ არა უფრო მეტი. როგორც მჩვევოდა ძირს ვიჯექი როდესაც ჩემთან ოთახში ორი მამაკაცი შემოვიდა პირდაპირ ჩემთან მოვიდნენ ხელბი ხელში ძლიერად მომკიდეს და სადღაც წამიყვანეს ვხვდებოდი რომ გაოცებულები იყვნენ რადგან ჩემი მხრიდან ოდნავი წინააღმდეგობაც კიარ უგვრძნიათ პირიქით ძალიან მშვიდად და წყნარად მივყვებოდი მათ შემდეგ რაღაც გრძელი, ცივი, ბნელი დერეფანი გავიარეთ და სადღაც პატარა კაბინეტში შემიყვანეს სკამზე დამსვეს არა უფრო სავარძელი იყო თავზე დამადგნენ ჩემს წინ ექიმი იდგა ზურგით ფანჯარაში იყურებოდა და ხმას არ იღებდა ბოლოს როგორც იქნა იკადრა და შემობრუნდა მაშინვე მეცნო მისი სახე ეს ის კაცი იყო პირველად რო ექთანთან ერთად შემოვიდა ჩემი ოთახი აღწერადა გავიდა შემობრუნებულმა ჩემთვის მოულოდნელად მკითხა :
- ვინ ხარ ?
-ნატალია თევზაძე.
-მშობლები გყავს?
-კი! ზიზღით ვუპასუხე
-სახელები ?
- ნინა და რეზი.
-ასაკი?
-39 და 42
-სად ცხოვრობ?
- საგიჟეთში დახლოებით ასე 2 კვირა
- სად ცხოვრობ? გამიმეორა დამპლმა ბებრემა
-„პლეხანოვზე“ ვცხოვრობდი.
-კიდე რას მეტყვი ?
-არაფერს მეტს. საკმარისი იყოს დღეისთვის და ირონიულად გავუღიმე.
ავდექი, გაიყვანეთო ხელით ანიშნა და ეგრევე მომვარდა ორი მხეცი და ხელებში მეცნენ, უკან დამაბრუნეს „თეთრ ყუთში“ . ისევ გამეცინა მათზე ვიხსენებდი ექიმის გაოცებულ სახეს მაგარმ დიდად მაინც არაფერი ეტყობოდა.- გაიძვერა! გავიფიქრე ჩემთვის და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ეს ყველაფერი დედაჩემის მოგონილი იყო. არვიცი რას ვფიქრობდი ან როგორ ვატარებდი დღეებს ერთადერთი რაც მენატრებოდა იყო მთვარე გჯჯერათ თავისუფლებას მერჩივნა მენახა მთვარე რაღაც არანორმალურს განვიცდიდი ამ დიდი დანაკლისის გამო, ასევე მენატრებოდა ცივი ჰაერი, ვარსკვლავები, ის სიჩუმე ღამის წყვდიადი. არვიცი პირველი დაკითხვიდან რამდენი დღე იყო გასული ანდაც რამდენი თვე. ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად კვლავ შემოვიდნენ ავდექი გაწეწილი თმები შეძლებისდაგვარად გავისწორე და გავყევი ისევ ორ ჩემთის სრულიად უცნობ მამკაცს მიუხედავად წინა შემთხვევისა ხელები ისევ ისე უხეშად ჩამავლეს მაგრამ მე კვლავ ვინარჩუნებდი სიმშვიდეს. ისვე ბნელი დერეფანი გავიარეთ ისევ იმ კაბინეტში შევედი მაგრამ განსხვავებით წინა შემთხვევისა ამ ორმა ახლა კაბინეტი დატოვა. პირისპრი ავღმოჩნდით მე და ექიმი სიჩუმე ჩამოვარდა არცერთი ხმას არ ვიღებდით ან მე რაუნდა მეთქვა, მიყურებდა ეს ბებერი ეგონა რამეს ვესროდი მაგრამ მე კვლავ ჩუმად ვიჯექი და თვალებით ოთახს ვათვალიერებდი დახლოებით ასე10 წუთის შემდეგ სიჩუმე მან დარღვია სავარძელში მძიმედ ჩაეშვა, ამოიოხრა და დაიწყო :
-არვიცი , პირველად მყავს შენ ნაირი პაციენტი, თითქოს გიჟი არ უნდა იყო კითხვებზე ყველაფერი სწორედ მიპასუხე არც მაინცდამაინც ხმაურით გამოირჩევი, რაღაც მაგიჟებს შენში, არვიცი არა სულ რო საღ ჭკუაზე იყო არ მესმის როგორ შეიძლება 17 წლის გოგომ ნახევარი წელიწადი გაატაროს შენნაირად და არ გაგიჟდეს. ვერაფერს ვამჩნევ.
საპასუხოდ მხოლოდ ცივად გავუღიმე. შემდეგ დიდი რვეული და კალამი მომცა და „მცველებს“ უთხრა გაიყვანეთო. პირველ რიგში დღეების აღნიშვნა დავიწყე ვერ გეტყვით რამე საინტერესოს ვწერდი თქო გამონათქვამებს ვიწერდი რაც მახენდებოდა, ლექსებს და მოთხრობის ნაწყვეტებს დახლოებით ასე 10 დღეში შემოვიდნენ და გაიტანეს „ჩემი დღიური“ მეგონა მალე შემოვიდოდნენ და მეც გამიყვანდნენ მაგრამ შევცდი რადგან ეს მალე დაახლოებით 1 კვირაა გაიწელა. 1 კვირის შემდეგ ისევ ის ორი კაცი შემოვიდა გავიარეთ ისევ ის დერეფანი ნაცნობი კაბინეტი შევედი თუ არა კაბინეტში ექიმი ჩემსკენ შემობრუნდა დავინახე მაგიდაზე „ჩემი დღიური „ ედო და ისევ დაიწყო :
-საბოლოდ დავრწმუნდი რომ გიჟი არ ხარ. მივხვდი ამ ჩანაწერებიდან მაგრამ არ მესმის იმის რაც შენებმა მიამბეს....
-ჩემებმა? ჩემები არასებობენ მე მარტო ვარ.
-მიამბე იმ დღეს რაც მოხდა..
მეც არ შევწინაღმდეგებივარ ვიფიქრე რომ აზრი არ ქონდა და დავიწყე და ყველაფერი მოვუყევი სულ ყველაფერი მივხვდი რო მისმენდა მართლა მთელი გულით მისმენდა მოვუყევი როგორ მიყვარს მთვარე, ვუთხარი რატო მქონდა ის ფანჯარა ღიაა ისიც ვუთხარი რო მძულდა ჩემი ოჯახი რადგან გამწირეს გაოცებული, გაოგნებული მისმენდა უბრალოდ იჯდა და მომჩერებოდა არანაირი გრძნობა არ აღბეჭვდოდა სახეზე გარდა გაოგნებისაა მისმინედა დავასრულე თუ არა თხრობა გაოგნებულმა მკითხა:
- მაშინ რატოარ თქვი ეს ყოველივე? რატო დაინგრიე ცხოვრება?
- რომელი ცხოვრება? ისედაც ყველას ვძულდი ახლა კი დავრწმუნდი ამაში....
საუბარი გამაწყვეტინა და ჩემდა მოულოდნელად მკითხა:
-და არაფერი გენატრება?
-კი მთვარე........ ვუპასუხე ეგრევე
- კარგი! გაიყვანეთ!
-გაისმა ხმა შემოვიდნენ და დავტოვე იქაურობა.
მეორე დღეს შემოვიდნენ ვიცოდი რო მალე შემოვიდოდნენ მაგრამ ესე მალეც არ მეგონა, ისევ დერეფანი გავიარეთ უკვე ალბათ მეოთხედ ვივლიდი ამ დერეფანს ისეთივე ცივი და ბნელი იყო არაფრით შეცვლილი. კაბინეტში დამსვევს სიტუაცია მეორდებოდა ოღონდ ახლა ექიმაა ჩემდა გასაოცრად რაღაც უჩვეულო მკითხა :
- რა გინდა?
-მეე?
-ხო შენ რაგინდა ახლა რას ინატრებდი ?
-მთვარე!
გაეღიმაა. აქამდე არ მქონდა შემჩნეული მისი თბილი ღიმილი მისი სახე მისი თვალები რომელიც მამა-შვილური მზერით მიმზერდა, თუმცა არა! მე ხომ არ მჯერა ამ გრძნობის. ეს საშინელი ფიქრები იმ წუთშივე გავდევნე ჩემი გონებიდან შემდეგ სიჩუმე ისევ თვითონ დარღვია:
-ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა სადღაც 4 თვეში გაგწერთ.
-სად? გაისამ ჩემი გამყინავი ხმა.
სად უნდა გავეწერე სად უნდა წავსულიყავი არ მქონდა სახლი, არ მყავდა მეგობრები ნათესავები ფიქრებში ვიყავი გართული როცა მისმა ხმამ რეალობაში დამაბრუნა
-სახლში.
-სად? არ მაქ სახლი
-ნუთუ?
-დიახ არ მაქვს.
-მაშინ არ გაგწეროთ?
-კი!
-სად წახვალთ?
-არვიცი, სადმე.
კარგი ისევ ჩამესმა ყურებში უკვე ნაცნობი ხმა ისევ ბნელი დერეფანი და კვლავ „თეთრი ყუთი“.
გადიოდა დღეები უსასრულობაში ვიძირებოდი უკვე მართლა ვგიჟდებოდი სულ ერთადგილას ვიჯექი და ვფიქრობდი. ერთ ასეთ დღესაც გაისმა კარის ნაცნობი ჭრაჭუნი თავი დახრილი მქონდა და არც ამიწევია ვიფიქრე ისევ ის ორი იქნება თქო მაგრამ როგორც ჩანს შვცდი ჩემ წინ ჭაღარა შეპარული ასე დახლოებით 40 წლის ექიმი იდგა.
-ადექი!
გაისმა მისი ბოხი ხმა და თითქოს მოყვა ექო მეგონა მრავალჯერ ჩამესმა მისი ხმა მეც ავდექი გავედით ოთახიდან სადღაც მივდიოდი მაგრამ ეს არ იყო ნაცნობი შავი დერეფანი არა ჩვენ სადღაც ავდიოდით უმარავი კარი გავიარეთ და სადღაც ასე 10 წუთის შემდეგ დავარღვიე დუმილიდა ვკითხე:
- სად ვართ?
არ უპასუხია, გავიფიქრე: ბებერი! კიდევ დახლოებით ათი წუთი ვიარეთ და როგორც იქნა გავჩერდით დიდი თეთრი კარის წინ ვიდექი რაღაცით გავდა ჩემს კარს თითქოს სამყარო დადუმდაო ისმოდა ჩვენი ფეხის ხმა მხოლოდ, ახლა ეგეც კი აღარ ისმოდა მაგრამ ეს „სიჩუმის წყვდიადი „ დიდი რკინის კარის ჭრაჭუნმა დაარღვია ბებერმა კარებს ბოქლომი მოხსნა კარები გაიღოო
-შედი!
არ შევწინამდეგებივარ შევედი კარები მიხურა მაგრამ უკვე აღარ ვაქცევდი ყურადღებას მუხლებზე დავეცი და ამეტირა ვკიოდი, ვტიროდი, ვღმუოდი, ვყვიროდი დაგროვილი ერთად ამოვიღე ჩემ წინ დიდი ფანჯარა იყო რათქმაუნდა გისოსებით მაგრამ ამას აღარ ვაქცევდი ყურადღებას დიდი ფანჯარა, დიდი მთვარე უამრავი ვარსკვლავი ვიტირე კვლავ ვიტირე ბედნიერება და ტკივილი ერთმანეთში ამერია და უკვე უაზროდ ვტიროდი მუხლებზე ვიდექი და ცრემლებს გასაქანს ვაძლევდი. იმ ღამეს არ მიძინია ან რა დამაძნებდა ამდენიხნის მერე პირველად ვნახე მთვარემ მოვუყევი ყველაფერი, თუ როგორ გამწირეს, ყველამ მიმაგდო, ბედმა რო დამცინა. ფანჯარა ღია მქონდა და ღრმად ვსუნთქავდი ფილტვებში ცივ ჰაერს ვუშვებდი უკვე ნარკოტიკივი მქონდა ეს ყველაფერი. ვარსკვალვებიც დავითვალე, წვიმდა , წვიმდა საოცარი სანახავი იყო ეს ყველაფერი სადღაც მაღლა ცაში ვიყავი დათოვლილი უამრავი ნაძვი იყო ჩემ წინ შორს ძალიან შორს კავკასიონიც მოჩანდა , მთვარე და უამრავი ვარსკვლავი საოცრება იყო პირველად ვხედავდი ესეთ სილამაზეს წვიმისა და სველი მიწის სუნი ერთმანეთში ირეოდა და ყოველ ჩასუნთვაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა. მართლა გიჟივით ვიმეორებდი : ღმერთო მადლობა!! ცხოვრებაში პირველად ვნატრობდი ღმერთს პირველად ვთხოვდი ესე ძალიან რომ არ გათენებულიყო. ყოველი წუთით ვტკბებოდი ვერ აღწერს ვერცერთი კალამი, არცერთი ფუნჯი, ვერანაირი ფიქრი ვერ გადმოგცემთ იმ გრძნობას იმ განცდებს რასაც მე ვგრძნობდი და განვიცდიდი. არ მეგონა თუ კიდევ შევძლებდი მთვარის ნახვას. უკვე გათენებული იყო ფაქტობრივად დილა იყო 8 საათი ალბათ რო ჩამეძინა ცივ ლოგინშ შვწექი როგორც მახსოვს და სიზმრებს მივეცი გასაქანი. შუადღსას ექიმი შემოვიდა ისევ
- თავს როგორ გრძნობ ნატალია?
- კარგათ ვგრძნობ რომ ამ ქვეყანაზე ვბრუნდები.
გაეღიმა.
-მოვედი რათა გითხრა რომ მალე დატოვებ აქაურობას
-კარგით!
უემოციოდ შევხდი ამ გადაწყვეტილებას ის კი ადგა და გასავლელად მოემზადა ოთახს თვალი მოავლო უკვე გადიოდა თითქმის კარებში იდგა რომ დავუძახე უფრო დავუყვირე:
-გაჩერდით! იცით......... მე, მე... მადლობა!
ეს უკანასკნელი ძლივს ამოვილუღლუღე მან შემომხედა მარტო გამიღიმა და გავიდა. ეს მადლობა არ ნიშნავდა იმას რომ კვლავ შევძლებდი ადამიანის შეყვარებას სისულელედ მეჩვენებოდა ეს. ამ ამბიდან ერთი კვირის თავზე ისევ მომინახულა მთხოვა გავყოლოდი მას ისევ თავის კაბინეტში შევედით მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი იყო გასული რაც აქ არ ვყოფილვარ თითქმის არაფერი იყო შეცვლილი თუ არ ჩავთვლით ახალ საათს. შემდეგ რაღაც დამაწერინა რამოდენიმე კითხვაც დამისვა და ალბათ გახარებულმა მითხრა:
- სრულიად ჯანმრთელი ხარ!
- არ აქამდე ვყოფილვარ გიჟი. იმ წუთას კვლავ შემზიზღდა ეს ადამიანი ჩემი უხეში პასუხისთვის ყურადღება არ მიუქცევია
-ხვალ ან ზეგ აქ აღარ იქნები.
-მიშვებთ???
-კი. სად აპირებ წასვლას?
-არ ვიცი,ვიპოვი რამეს.
-კარგი
შემდეგ ისევ მათ სთხოვა მივეცილებინე ჩემს ოთახამდე. 2დღეში იქაურობა დავტოვე. გამომიძახეს ჩემი ნივთები გადმომცეს: ტელეფონი, ცოტაოდენი ფული და ტანსაცმელი, სანამ „თეთრ ყუთს“ დავტოვებდი ექიმმა მიხმო თავისთან აი უკვე საბოლოდ გავიარე ეს ბნელი შავი დერეფანი რომელიც ყოველთვის მთრგუნავდა კაბინეტში შევედი მცველებს ირონიული ღიმილი მივაგებე და სკამზე ჩამოვჯჯექი
-ნატალია! მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ!
-მადლობა! მოვალეობის მოხდის მიზნით ძალდატანებით გავუღიმე მაგრამ ალბათ ისე ცუდად გამომივიდა ჯობდა არ გამეღიმა
-ეს ფურცელი ჩემი ნომერი წერია იქნებ რამეში დაგჭირდე
-არ დამჭირდებით! მკაცრად წარმოვსთქვი.
მაგრამ მაინც გამოვართვი. ფურცელზე გაკრული ხელით ეწერა ანდრო ექიმი.ბოლოჯერ მოვავლე აქაურობას თვალი და დავტოვე ეს წყეული შენობა. ფეხით ავუყევი თბილისის ქუჩებს, საკმაოდ ციოდა,არ ვიცოდი სად წავსულიყავი აღმა-დაღმა დავდიოდი, სიარულისგან რო დავიღალე სკვერში დავჯექი ხალხი არ იყო ყველა სადღაც გარბოდა თითქოს სიცივეს გაურბოდნენ. ჩავფიქრდი ჩავფიქრდი ყველაფერზე ვფიქრობდი და მახსენდებოდა დედაჩემის ზიზღნარევი ხმა
-გიჟია!
მამაჩემის ცემა! ყოველი ეს გამახსენდა. ფიქრებს მივეცი სარეცელი და ამოტივტივდა ყველაზე ცუდი მოგონებები ბავშვობის, ცხოვრების დამანგრეველი წარსული გული მომეღუშა აღარ მჯერა სიყვარულის ვიცი რო ეს გრძნობა არარსებობს თუ სადმე ვიღაცას ოდნავი სიყვარული შეუძლია სადი წავიდნენ? რატო მაქციეს ზურგი? რატო გამწირეს ამხელა ტანჯვისთვის მე 18 წლის გოგო? რატომ დამტოვა ყველამ მაგრამ პირველ რიგში ვის რა უნდა მოვთხოვა საკუთარმა მშობლებმა მიღალატეს პირველ რიგში მათ მკრეს ხელი და დამტოვეს მარტო. ქალმა რომელმაც ამ ქვეყანას მომავლინა საგიჟეთში გამომკეტა. ახლა მთელ დედამიწაზე მარტო ვარ მარტო ვარ ბედთან, მარტო ვარ ცხოვრებასთან და ცხოვრებისელ სირთულებთან. ვფიქრობდი. ვცდილობდი პასუხი საკუთარ თავში მეპოვნა პასუხი უამრავ კითხვაზე. გონზე სიცივემ მომიყვანა ძალიან მციოდაა და შიმშილი მაწუხებდა თავს სუსტად ვგრძნოვდი ყვითელ ფოთლებს ფეხით ვთელავდი როდესაც შიმშილმა თავისი ქნა და გულიწამივიდა.
გონზე რო მოვედი ლოგინში ვიწექი უცხო გარემო იყო არ მეცნობოდა ოთახი, საწოლი, კედლები. ორი ქალი შემოვიდა წამლები შემოიტანეს და საწოლთან ახლოს დადეს
-სად ვარ? რა მოხდაქ? რა მჭირს?
-ქუჩაში გონება დაკარგე და შემდეგ აქ მოგიყვანეს.
ამ დროს ოთახში ანდრო ექიმი შემოვიდა ექიმმებმა დატოვეს იქაურობა და მომიყვა რა მოხდა მას შემდეგ რაც გონება დავკარგე როგორც აღმოჩნდა როცა გული წამივიდა ხალხი გარს დამეხვია ცდილობდნენ ვინმე ნაცნობთნან დაერეკეთა ჩემი ტელეფონიდან. მაგრამ ტელეფონს პაროლი მედო.. ამიტომ ჩემ ჯიბეში უპოვიათ ფურცელი სადაც ანდროს ტელეფონი ეწერა და მასთან დაურეკავთ ანდროს სასწრაფოდ სახლში წავუყვანივარ და სასწრაფოში დაურეკავს. თხრობა დაასრულა ოთახში უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა ჩემგან პასუხს ელოდა მაგარმ მისმა მოყოლილმა ამბავმა ჩემში ცოტათითაც კი არ აღადგინა სიყვარული ამ ყველფერს ჩვეულებრივად შევხვდი სიჩუმე უკვე ძალიან დიდიხანს გაგრძელდა და მაინც ჩვეულებრივსამებრს სიჩუმე თვითონვე დარღვია.
-და რას აპირებ ეხლა?
ისევ გავიღიმე რა მეთქვა ქაჯივით ავდგები და გავიქცევი თქო? შემდეგ ისევ თვითონ განაგრძო.
-შენი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა. დარჩი აქ სანამ გამოკეთდები.
-აქ? გავგჯდი ვინმეს შეწყალება არ მინდოდა, არ მჭირდებოდა ვინმეს შებრალება. სასტიკად განვრისხდი. რაში სჭირდებოდა ეს ყვეელაფერი ვერ მივხვდი
- ხო რა იყო. აბა ქუჩაში გაიქცევი.
დამპალი ბებერი! ჭკუას მასწავლის.
-არა!
-მხოლოდ დახმარების ხელი გამოგიწოდე.
-არ მჭირდება.
-რატო?
-არა საჭირო ვიღაცას ვებრალებოდე.
- მხოლოდ ადამიანური გრძნობა მალაპრაკებს.
-იქნებ მამა-შვილური ?
-თუნდაც.
ამ უკანასკნელზე ხმამღლა გამეცინა. დავცინე მის გრძნობებს.
-გამოკეთდებით და წახვალთ ჩემი სახლიდან! თქვენ გიჟი ხართ!
- რატომ? რახან მაგ თქვენი გაცვეთილი საბრალო გრძნობის არ მჯერა?
საპასუხოდ ირონიულად გამიღიმა და დატოვა ოთახი შემდეგ დღეებში აღარ მინახია არც კი მოვუკითხივარ არ მჭირდებოდა ასე 1 კვირაა გავატარე მის სახლში ბოლოს შემოსვლა იკადრადა შემოფრატუნდა.
-გამოჯანმრთელდი.
-მართლა?
-ეგრე ამბობენ.
არ ჩამომვარდნია ირონიაში.
-არ წახვალ! განაგრძო
- მიჭერთ? არა უბრალოდ არ წახვალ.
-რატო? რას ეტყვი თქვენ შვილებს? ქუჩიდან საწყალი მაწანწალა ლეკვივით ავიყავნე ეს საბრალოო?
-არ მყავს შვილები ავარიაში დამეღუპა.
დავინახე როგორ ჩაუდგა თვალებში ცრემლი მაგრამ ვერანაირი განცდა ვერ აღძრა ჩემში. შემომხედა უნდოდა ჩემი სახით მიხვედრილიყო რა ვიგრძენი მაგრამ მისი თვალები ცივ სახეს შეეფეთა. მინდოდა შემბრალებოდა მაგრამ არ ვუშვებდი იმ ფაქტს რომ გულში სადღაც უნდა გამევლო რო იუ საწყალი. ამდაგავრ ფიქრებს ეგრევე ვდევნიდი.
-და რა გინდათ მე გამომზარდოთ?
-არა!უკვე მთვარე ანათებს შენი დროა დაგტოვებ არ შეგიშლი ხელს.
-კარგს იზამთ.
გავიდა და გაიხურა კარები.
დღეები უაზროდ გადიოდა სახლს მარტივად შევეგუე მაგრამ არ გამოვდიოდი „ჩემი ოთახიდან ანდრო კი ყოველ საღამოს შემოიხედავდა იმ იმედით იქნებ რამე დამელაპრაკოსო. მაგარმ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო იმედ გაცრუებული გადიოდა. ვერ ვხვდებოდი რაში სჭირდებოდა ერთი საცოდავი „გიჟი“ გოგო. ოთახიდან არ გავდიოდი როგორც გითხარით ყოველ საღამოს ამოდიოდა და სავახშმოდ მიხმოდა მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ჩავდიდოდი საჭმელად. არ მაძალებდა და შედარებით გვიან ჩემთვის აყავანილ მოახლეს აგზავნიდა საჭმლით სავსე ლანგრით იქნება ამ ჯერზე მაინც ჭამოსო მაგრამ ხშირ შემთხვევაში ძალიან მსუბუქად ვიკვებებოდი ერთხელ მკითხა მასწავლებელი ხომ არ აგიყვანო და სასტიკი უარი განვაცხადე. გავბრაზდი მაგრაამ რატომ არ ვიცი ერთი წელი გავატარე ანდროს სახლში ვგრძნობდი რომ როგორც შვილი ისე ვუყვარდი მივლიდა მიფრთხილდებოდა ყველაფერს მისრულებდა საკმარისი იყო ჩემი ერთი სიტყვა ერთი წლის განმავლობაში დავტანჯე საბრალო ანდრო უამრავჯერ მიწასთან გაავსწორე მისი გრძნობები ჩემ უხეშ სიტყვებზე რამდენჯერ დამინახია მისი ცრემლიანი თვალები მაგრამ მაინცარ ვაფასებდი თითქოს მეტი ქონდა ჩემთის ვინმეს გაკეთბული. სულლეი ბავშვი ვიყავი ვერ დავინახე ამ კაცის სიყვარული.
ერთ დღეს ანდროს დაბადების დღეს იყო მაგრამ იგი ჩვეულბრივად ადრე წავიდა სამსახურში სადაც იგი გავიცანი. მოახლემ შემომიტანა ლანგრით საჭმელი არასდროს ავიწყდებოდა ანდროს ეს ყოველთვის აბარებდა მოახლეს საჭმელი მოეტანა ჩემთის თორმეტ საათზე ამ დღესაც ჩვეულებრისამებრ შემომიატნა ლანგრით საჭმელი დატოვა ოთახშიდა გასვლისას მომაძახა დღს მისი დაბდაების რე და შენს გამო არავინ დაპატიჟა არ უნდა რო შეწუხდე. გაბრაზებულმა ქალმა მომაძახა და დატოვა ოთახი მე კი ჩემთის ჩავიბუტბუტე მე რაშუაში ვარ? ნუთუ მის დაბადების დღე?სამსახურიდან ძალიან ადრე ნაშუადღევს მოვიდა 8 საათი ისე შესრულდა ჩემთან არ შემოსულა პირველად ამდენი ხნის შემდეგ შემაწუხა რაღაც სინდისი მსგავსმა, ზარი დავრეკე და ოთახში ვიხმე ოთახში შეშინებული შმოვარდა ეგონა რამე მჭირდა არ მოელოდა ჩემგან ამას
-კარგათ ხარ? რამე გჭირს? სასწრაფოში დავრეკავ ეხლავე.
-არა კარგათ ვარ უბრალოდ მინდა დაბადების დღწე მოგილოცო.
ვთქვი სიტყვებიდა ლოყაზე ვაკოცე ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე.
-მადლობა ანდრო!
ანდრო კი არა ჩემმა საქციელმა მეთვითონ გამაოცა შევკრთი ვიგრძენი რომ ტიროდა აზმიტომ ოთახისასწრაფოდ დატოვა მთელი ღამე გავათენე არ მძიონებია მხოლოდ გამთენისას ჩამეძინა. ვფიქრობდი მაგარმ მაინც ვხვდებოდი რომ ეს ყველაფერი არ ნიშნავდა რო მიყვარდა არ ვცი ამით სსაკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდი თუ მართლა ასე იყო მერე დილით ანდრო ჩვეულებისამებრ სამსახურში წავიდა უკვე კარგათ საღამო იყო როცა ანდრო ჯერ კიდევ არ იყო სახლში ტელეფონმა დარეკა მოახლემ მომიტანა და მთხა შენ გთხოვენო გაოგნებული ვიყავი 1 წლის განმავლობაში ჩემთვის არავის დაურეკია ჩემდა უნებურად აღმომხდ:
-მე?
მოახლემ ყურმილი მომაწოდა და იქვე დადგა ტელეფონში ბოხი მამკაცი მელაპრაკებოდა მაცნობა რომ ანდრო ავარიაში მოყვა და სასწრაფომ ვერ მოუსწრო ყურმლი ყურზე მედო ბოი ხმა აგრძელებდა მე კიდევ არ მესმოდა მისი გაოგნებ ული ვიყავი გავშეშდი ბოლოს ექთანის კივილმა მომიყვანა არზე რამოხდა მე კიდევ ამოვილუღლუღე:
-ანდრო.. ანდროო
- რა ანდრო
-ავარიაში მოყვაა დდა და.. დაიღუპაა
ეს უკანსაკნელი ვთქვიდა ჩვენ ორს ერთროულად აგვივარდა ტირილი ვტიროდით ხმამღლაა პირველად პირველად ცხოვრებაში ამდენი ხნის მერე ისევ ვიწამე მამა-შვილური სიყვარულის მაგრამ უკვე გვიან. გვიან ვერ დავაფასე ვერ დავაფასე ის სიცოც ხლეში არ მეგონა არ მეგონა თუ ეს სანდომიანი კაცი რომელიც ჩემ ყველა პრეტყენზას იტანსდა შემიყვარდებოდა როგორც მშობელი. კაცმა რომელმაც ამომიყვანა ჭაობიდან.და მე სულელმა ვერ დავაფასე თითქოს მასზე ძვირფასი ვინმე მყოლოდა ის გაკეთა რაც მშობლებმაარ გააკეთეს. ვღრიალებდი!
მეორე დღეს სახლში ამანათი მომიტანეს ანდროსგან სიკვდილის წინ მაღაზიაში და შენთვის იყიდდა სწორედდ ამ მაღაზიდან მოდიოდა როცა ის საშინელი ავარია მოხდა და დავკარგე „ჩემი ერთადერთი ადამიანი“. ამანათი გავხსენიდა შიგ მთვარის ფორმის ყელსაბამი იყო.
საშინელი ადამიანი ვარ რომარა მე ის ახლა ცოცხალი იქნებოდა გულში ჩამწყდა რაღაც ალბათ უკანასკნელი იმედი. მშბლებმაც გაიგეს ეს ყველაფერი შემომითვალეს ანდროს სახლში გადმოვალთ და ერთად ვიცხოვროთო მაგრამ ვერ მიციღე ისინი ვერცერთ ვერ ვაპატიე რომ გამწირეს ჩემთვის მშობელი მარტო ანდრო იყო. მას მერე მუდამ ვატარებ იმ ყელსაბამს მუდამ ვატარებ და მახსენებს ანდროს თავს ადამიანი რომელიც მე შევიწირე ისევ ღამეა ისევ ფანჯარიდან ვიყურები/ ისევ მთვარე ისევ უამრავი ვარსკვლავი.. ისევ ცივი ჰაერი და ისევ „ჩემი ნარკოტიკი“. ისვე მთვარე ......... მთვარე.. მხოლოდ მთვარე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent