ზღვარის ორივე მხარე (თავი III)
აუზში 1 საათიანი "ომის" შემდეგ ყველანი ძალიან დავიღალეთ, გოგონები თანდათან ადიოდნენ ზემოთ, მეც ასვლას ვაპირებდი მაგარამ უცებ ვიღაცის ხელი ვიგრძენი მკლავზე. -ნინა, გინდა შენი ლურჯი ბიუსალტერი ყველამ შეამჩნიოს? და მკერდზე დამხედა , დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ამის გაგონება და ჩემი ხელების მკერდზე აფარება ერთი იყო. -არ მეგონა თუ ჩანდა-ვთქვი საწყლად, სირცვილით მთელი სახე ჭარხალივით მქონდა აწითლებული, რა იდიოტი ვარ, როგორ ვერ ვიფიქრე რომ თეთრ ზედაში აუცილებლად გამოჩნდებოდა , მაგარამ მე ხო წყალში ჩასვლას არ ვაპირებდი,ვამშვიდებდი თავს. -კარგი ეხლა, ასე შეგრცხვაა?- ნუ მაცინებ ნინა, აქ გოგოები თითქმის შიშვლები დადიან, შენ კი ამის გრცხვენია ?- ერთი კარგად გაიცინა, თმაზე ხელი გადამისა- აქ დამელოდე, წავალ პირსაცოცს მოგიტან და შემოიხვიე- წყლიდან ავიდა, მე იქვე გავქვვავდი, ხელები ისევ აფარებული მქონდა და ვცდილობდი არავის შევემჩნიე, 5 წუთში გაბრიელი დაბრუნდა პირსახიცით ხელში . -ხელი მომეცი-მეც გავუწოდე , ძლიერად მომკიდა და უცებ ამიყვანა აუზიდაან, სასწრაფოდ გამოვართვი პირსახოცი და შემოვიხვიე. - მადლობა-ვუთხარი დარცხვენილმა. - კარგი რა, არ გრცხვენია?- მითხრა სიცილით და ისევ ბიჭებთან წავიდა, მე გოგონებს მივუჯექი. მალევე წამოვედით, უკვე საღამო იყო, ,დღევანდელი დღე განსაკუთრებული იყო, შეიძლება ითქვას წლებია ასე კარგად არ მიგრძვნია თავი, თან რამდენი კარგი ადამიანი გავიცანი, მიკვირდა, რატომ აქამდე არ შევხვდი არც ერთ მათგანს, შეიძლება ითქვას რომ ერთ უბანში ვცხოვრობდით, უცნაურია. გოგონები შემითანხმდნენ რომ ორი დღის მერე შევხვდებოდით და საყიდლებზე წავიდოთ, ძლიან გამიხარდა, სახლში ისეთი ბედნიერი მივედი, ოჯახის წევრები თვალებს არ უჯერებდნენ. გაბრიელს მოვუყევი გოგონების შეთავაზებაზე, რათქმაუნდა გაუხარდა. ორი დღეც გავიდა, გოგონები გამომივლიდნენ და წავიდოდით, მოვემზადე, ტელეფონზე ნათიას ესემესი მოვიდა, უკვე მოსულები იყვნენ, მეც წავედი. ქვემოთ მანქანით დამხვდნენ, საჭესთან მარიამი იჯდა. -როგორ ხარ ნინა?- მხიარულად მომესალმნენ. -კარგად, თქვენ ?- ყველა გადავკოცნე, მანქანაში მოვკალათდი და წავედით, ვგრძნობდი თანდათან როგორ ქრებოდა ის "მუდუ" ნინა და იბადებოდა ახალი, სიცოცხლით სავსე, რომელიც ბედნიერი იყო, ეს ძალიან მომწონდა, გარდატეხა ჩემს თავში, ეს ყვლაფერი გაბრიელის დამსახურება იყო. ბევრი ვიარეთ მაღაზიებში, მე საუცრაო კოსტუმი ვიყიდე და ერთი მაისური, გოგოებმაც რაღაცეები შეარჩიეს, ძალიან დაგვღალა ამდენმა სიარულმა, მითუმეტეს ასეთ სიცხეში, თათიას ინიციატივით კაფეს მივაშურეთ, კაფე თითქმის სავსე დაგხვდა, მხოლოდ კუთხეში იყო ერთი მაგიდა ცარიელი, ჩევნც მას მივაშურეთ. ძალაგამოცლილები ჩავესვენეთ სკმებზე, მარიამის თხოვნით ოფიციანტს დავუძახე, ისიც მალევე მოვიდა. - რა მოგართვათ? - მე წვენი მინდა ფორთოხლის და მარწყვის ნაყინი- თქვა ნათიამ და ღრმად ჩაისუნთქა. - მეც იგივე - დაამატა თათიამ. -მე ვაშლის წვენი და შოკოლადის ნაყინი- უთხრა მარიამმა და მიმტანს გაუღიმა-მანაც ღიმილით უპასუხა- როგორც ყოველთვის არა?!- დიახ. - მე ატმის წვენი და მალინის ნაყინი- ვუთხარი მეც- ოფიციანტმა ჩაიწერა და წავიდა. -საშინლად დავვიღალე -წუწუნებდა ნათია და ხელს ფეხებზე ისობდა. -არ ჩაგეცვა ამხელა ქუსლიანები და არ დაიღლებოდი ეგრე, დეფილეზე გადიოდი თუ საყიდლებზე მიდიოდი ?- სიცილით უთხრა თათიამ, საპასუხოთ ნათიას გამოყოფილი ენა მიიღო. - არა, მართლა ბევრი ვიარეთ, მეც დავიღალე, მიუხედავად იმისა რომ კედები მაცვია- გამოვესარჩლე ნათიას. - ჰოო, ყველანი ცუდ დღეში ვართ- გაიცინა მარიაამმა, ამ დროს მიმტანიც მოვიდა და შეკვეთა მოგვიტანა, ყველამ ჩევნ- ჩვენი დავინაწილეთ. წვენი 2 წუთში აღარ იყო, ისე უცებ დავლიეთ გეგონებოდათ ერთი კვირაა მწურვალები ყავდათო. ცოტა მოვითქვთ სული, განვიმუხტეთ, საუბრის ხასიათზეც მოვედით. -ერთიანობაში კარგი იყო არა ნინა ?- მკითხა ნათიამ - ძალიან- ვუთხარი გულწრფელად. -შენ აწი ნახე, აი ჩევნ ხო გიჟები ვართ, მაგარამ ბიჭები ჩევზე გიჟები არიან, სად მოვიყარეთ ესე ყველამ ერთად თავი არ ვიცი- თათია ამას ყვებოდა და სახზე ბედნიერება ჰქონდა გამოსახული-გიგა ხომ გახსოვს, ეგ იმენა სვანია, ქურასბედიანია გვარად, სვანეთში აქვს სახლი, შუა ზამთარში, აიჩემა უნდა წავიდეო, აი სვანი რომ იქნები ადამიანი, ეს იდიოტებიც აყვნენ, ჩვენ ხო არ დავრჩებოდით, ჰო და სამი მანქანით წავედით,იმხელა თოვლი იყო ძლივს ავაღწიეთ,ორი დღე ვერ მივედით, მაგარამ ესენი თავისას ხო არ დაიშლიდნენ, კიდევ კარგი საჭმელი წავიღეთ, მანქანაში ისე საცოდავად გვეძინა, იმის მერე დამეწყო მე ზურგის ტკივილი- დაიჭყანა თათია და ზურგზე მოისვა ხელი - კარგი ერთი, დამცინავად უთხრა მარიამმა, ეგ ზურგი მაშინ გეტკინა სანდროს რომ ეჭიდავებოდი გუდაურში და რომ გადმოგიღო მხარულით, მაშინ არ დამმავიწყდება მისი სახხე, მთელი ერთი თვე ბოდიშებს გიხდიდა და საჩუქრებს გჩუქნიდა- სიცილი დაიწყო მარიამმა. - ეგ კიდევ არ მიპატიებიაა- ვითომ ბრაზით თქვა თათიამ- მე ამ ყველაფერს ღიმილით ვუსმენდი და მშურდა მათი, ჰოო, მშურდა, იმიტომ რომ მე არასდროს მქონია ეს,რამდენი მოგონება აკავშირებთ ერთმანეთთან, რა ტკბილია ამ ყველაფერის გახსენება, როგორ მინდა მეც ვიყო ამ ყველაფერის ნაწილი. - ნინა!!!- ფიქრებიდან ნათიას ხმამ გამომიყვანა- გესმისს? - აქ ვარ - გამოვერკვიე ფიქრებიდან- თქვენზე ვფიქრობდი, რამდენი რამ გაქვთ ერთად გამოვლილი, რამდენი ბედნიერი მოგონება. - ჰოო, ეგ მართალია, მაგარამ დღეიდან შენც ჩვენიანი ხარ და კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებთ ერთად, აი ნახავ-თვალი ჩამიკრა ნათაიმ და თბილად გამიღიმა - შეიძლება გკითხოთ ?- მორიდებით ვუთხარი - ეხლა მომისმინე- ცოტა ბრაზით მითხრა მარიამმა- შენ არ უნდა ითხოვო ნებართვა ჩევნთან, შენ უკვე ჩენი მეგობარი ხარ, ჩევნ როგორც ერთი ოჯახი ისე ვართ, ამიტომ ყველაფერზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. - კარგი-ვთქვი შეთამამებულმა- მომიყევით თქვენზე და ბიჭებზე, როგორ გაიცანით ერთმანეთი. - ოოო, ეს გრძელი ამბავია- თქვა თათიამ- მაგარამ უცბ გეტყვი, მე ნათია და მარიამი სკოლიდან ერთად ვართ, ოჯახებითაც ახლოს ვართ, მოკლედ მეეცხრე კლასში ვიყავით ახალ სკოლაში რომ გადავედით, ახალ კლასში ცოტა გაგვიჭირდა მეგობრების პოვნა, მითუმეტეს გოგონების, ჩევნს უკან იჯდა ორი ბიჭი, ჭკუამხიარული სანდრო და სერიოზული ლევიკო. სანდრო ისეთია არავისთან უჭირს კონტაქტი, შენც ნახე, ჰო და ჩვენც დავახლოვდით, ცოტა ხანში ბიჭებიც გაგვაცნეს, რომლებმაც სკოლაში მოაკითხეს, იმის მერე ყველანი ერთად ვართ, გიგა ყველაზე უფროსია, 25 არის, მერე ცოტნეა 23 , მერე გაბრიელი და ნიკა 22, სანდრო და ლევანი 20ის არიან, ჩევნ კიდე 19ის, ისევე როგორც შენ. - და ამდენი წელია ერთად ხართ, მე არასდროს მყოლია ასეთი მეგობრები- გულისწყვეტით ვთქვი - სმაგიეროდ ეხლა გყავს- მითხრა მარიამმა და ხელზე ხელი მომკიდა, როგორი მადლობელი ვიყავი ამ ადამიანების რომ თავისთან მიმიღეს. უცეც კაფის კარები გაღო და 6 ბიჭი ხმაურუთ სიცილით შემოვიდა, ჩვენს დანახვაზე ეგრევე ყვირილი ატეხეს და ჩვენთან მოცვივდნენ. -გოგოშკებო, როგორ ხართ ? ჩვენს გარეშე სად გაიპარეთ ?- გვითხრა ღიმილით ცოტნემ - ცოტნე ნუ ცანცარებ, საყიდლებზე ვიყავით, საცურაო კოსტუმები და მსგავსი რაღააცები ვიყიდეთ, არ ვიცოდი შენც თუ ხმარობდი თორე აუცილებლად შეგატყობინედი-ირონიით უთხა მარიამმა. - აი შენ მაგ მწარე ენას ერთი დღე იქნება წაგაჭრი- გაკრეჭვით უთხრა ცოტნემ. - კარგი დრო ატარეთ?- მკითხა გაბრიელმა და მისი თაფლისფერი თვალები მომანათა. -ძალიან კარგი გაბრელ- ვუთხარი ბედნიერმა. - ეხლა ადექით, დროზე სახლებში, ორ საათში ვიკრიბებით და ყველანი ზღვაზე მივდივართ- განაცხადა ნიკამ. მე გაკვირვებისგან ლამის თვალები დამცვივდა, გოგოებს კიდე რეაქცია არ ქონდათ. გამახსენდა, ისინი ხომ შეჩვეულები არიან ამას. - მე, მგონია რომ არ გამომიშვებენ-ჩუმად ვთქვი და ძალიან დამწყდა გული. -კარგი რა ნინა, პატარა გოგო ხომ არ ხარ ?- მითხრა სანდრომ. გაბრიელმა მზერით გააჩუმა სანდრო. - ამას გოგოები მოაგვაებენ ,ა რა გოგოებო? გაბირლმა გოგოებს გადახდა და თვალი ჩუკრა. - იეს სერ- უპასუხა ნათიამ - წავედით გოგოებო. ყველანი წამოვედით, დიდად არ მქონდა იმედი, მაგარამ პატარა ნაპერწკალი მაინც იყო ჩემს გულში. არ ვიცი, მართლა არ ვიცი როგორ მოახერხეს, მაგარამ ორ საათის მერე, ჩემი ტანსაცმელით გაბრიელის მანქანაში ვიჯექი, ლევანთან და მარიამთან ერთად და ქობულეთისკენ მივდიოდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.