შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... 3


26-02-2015, 23:24
ავტორი northern light
ნანახია 3 486

გაურკვეველ ადგილას ვიყავი , ვერც გავრბოდი და თითქოს სუნთქვაც მიჭირდა . ხეზე მინდოდა აძრომა რომ ამ საშინელ მხეცს გავქცეოდი მაგრამ ვერსად გავრბოდი. ნელ-ნეა ჩემსკენ იქევდა ეს საზიზღარი გაურკვეველი არსება რომელსაცკუპრივით შავი თვალები ჰქონდა , ჩემი გულისცემის ხმა მესმოდა ოღონდ საშინელი ხმით , თითქოს უამრავი საათი გუგუნებდა ჩემს გარშემო , მხეცმა სვლა ააჩქარა და ნახტომისათვის მოემზადა ... საწოლში ყვირილით წამოვჯექი და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიწიე, გული გამალებით მიცემდა , და აკანკალებულ ნიკაპს ვერ ვაჩერებდი . ფრთხილად წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი , რა ლამაზია მზის ამოსვლა , მთეი ღამე გვემალება მზე , თავის სითბოს გვიმალავს , ალბად ეშინია არ გაუთავდეს და თავისთვის აღარ დარჩეს , მაგრამ მაინც ყვეაზე გულუხვია , ის ხომ გვათბობს და სიცოცხლეს გვჩუქნის . ნელ-ნელა ამოდიოდა მზე და სხივებს სახეზე მფენდა . იმ საზიზღარი სიზმრის შემდეგ ნამდვილი ბედნიერებაა ასეთი სილამაზის ხილვა . არ ვიცი რატომ მაგრამ კარგ ხასიატზე დავდექი. ღიმილით მოვიწესრიგე თავი და ტანსაცმელიც ღიმილით მოვირგე ტანზე. უბრალო თეთრი ზედა, ჯინსის შარვალი და თბილი ჟაკეტი გრძელი სახელოებით , აი რა მომწონს . მიყვარს როცა გემოვნებით და ასევე თავისუფლად მაცვია . შეიძლება ჩემი სკოლის გოგოებს არ მოეწონოთ ჩემი ჩაცმულობა რადგან არც მაკიაჟი გავიკეთე და არც მოკლე კაბა არ ჩავიცვი მაგრამ , მერე რა? მთავარია მე მომწონს! ... ოთახი ცოტა მივალაგე რადგან დრო საკმარისზე მეტი მქონდა და მისაღებში გავედი .
-დილამშვიდობისა მა - ღიმილით მივესალმე მამას დაგვერდით მივუჯექი.
-პრივეეწ - სასაცილოდ გამიწელა სიტყვები და ისევ თავის საბუთებს დაუბრუნდა.
-ე რა კარგ ხასიათზე ხართ ბატონო ზურაბ? - სიცილით ვკითხე და მხარზე ხელი დავუტყაპუნე , აი ისე კაცებს რომ სჩვევიათ.
-ლუკას მშობლები მოდიან -ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ცალი თვალით გადმომხედა.ლუკას ხსენებისას გულში რაღაც ჩამწყდა, თითქოს თავში რაღცას მირტყამდნენ , ისევ ის ტკივილი მომაწვა და მეც ხელები გულზე დავიბჯინე, ასე მეგონა იმ ჭრილობას რომელიც თავს მახსენებდა ამ საქციელით შევახორცებდი. მაგრადმიიჭდე ხელები მკერდზე და თვალები ცრემლებით ამევსო. ესეც შნი ბედნიერი დღე...
-მაშო კარგი მამი რა , , როდემდე უნდა იყო ასე? . შენგგონია ჩვენ არ გვიყვარდა ლუკა? , გვიყვარდა მაგრამ გავუშვით , მივეცით უფლება თავისუფლება ეგრძნო და შევეგუეთ იმ აზრს რომ ხორციელად ჩვენთან ვეღარ იქნება , მაგრამ შენ მგონი არ უნდა გინდოდეს იმის შეხსენება რომ ის სულ შენს გვერდითაა მაშო , არ მომწონს ასეთს რომ გხედავ და დამიჯერე არც ლუკას მოეწონებოდა .- გულში ჩამიკრა ზურამ და მეც ავქვითინდი . ტირილით რომ გული ვიჯერედა ახალი პიჯაკი დავუსველე, მერეღა გამახსენდა რომ დედაჩემი სახლში არ იყო და მამას ხელები გავუშვი .
-ქეთა სადაა? -ცრემლები შევიმშრალე და ხელები მუხლებზე დავიბჯინე
-ლიასთანაა - მხრები აიჩეჩა და ისევ იგივე პოზაში დაჯდა. ოხ ეს ზურა და მისი საბუთები , მისი კაბინეტი რომ განახათ გული გაგისკდებათ , ყველგან ფურცლები და საქაღალდეები ყრია , თან არც ალაგებინებს დედაჩემს ყველაფერს ამირევო... ლიას ხსენებაზე გუშინწინ ნანახი შავებში ჩაცმული ქალი გამახსენდა და მისი ლამაზი თვალები.
-კაი და თემური და მზია როდის ჩამოდიან? -მათი სახეების გახსენებაზე ისევ დაიწყო ჭრილობამ გახსნა და მეც ისევ მაგრად მივიჭირე ხელები გულზე
-ხვალ საღამოს აქ იქნებიან-თავაუწევლად მიპასუხა
-ისე ქეთას რა უნდა ლია დეიდასთან ამ დილაადრიან? -გაკვირვება ვერ დავმალე და ისევ კითხვები მივაყარე მამაჩემს
-ოო მაშოო მაცადე რა , ხოო ის ქალი მკერავია , შენც კარგად მოგეხსენება რო დედაშენს კრვა კარგად გამოსდის და ეხმარება . -იქვე დადგმული ფინჯნიდან ყავა მოსვა და სიცილით შემომხედა-ისე იცი რა თქვა? ჩემი მაშოც დაგეხმარება ხოლმეო , ეხერხებაო -ენა გამომიყო და ისევ საბუთებს მიუბრუნდა. რაც მართალია მართალია , კერვა მართლაც მეხერხება მაგრამ დრო ისედაც არ მაქვს და ახლა ლიას უნდა დავეხმარო? ოხ დედაჩემოო..
-ამხელა კაცი ხარ და ჭკუა მაინც ვერ ისწავლე რაა... -თავის ქნევით ვთქვი და ფეხზე წამოვდექი
-ეი ქალბატონო მაგ სიტყვების გამო დღევანდელი ფული დაკარგე - ხუთლარიანი კუპიურა ამიფრიალა და ისევ ჯიბეში ჩაიდო. ოხ რა გონია ბევრი დამაკლო? როდის იყო ვეხვეწებოდი ფული მომეცითქო
-ისე მა მე მოგცემ ფულს თუ გინდა - სიცილით მივაძახე კარებიდან და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი . ჩანთა ავიღე და სახლის კარი ხმაურით გავიხურე. ყურსასმენები მოვირგე და ნაცნობი სიმღერის ჰანგებს გულში ავყევი , ტუჩებსაც ვაყოლებდი მაგრამ როცა რამოდენიმე გამვლელმა "ხო არ გაგიჟდა" მზერით შემომხედა პირი დავხურე და გულში ღიღინი გავაგრძელე. სკოლის კართან ელე მელოდებოდა .
-ჩქარაა მაშოო- ხლები გამიშალა და ჩასახუტებლად წამოვიდა . -გავიყინეე გამატბე რაა - სიცილით მითხრა და ჟაკეტში შემომიძვრა . მიკვირდა ასე მალე როგორ დავუახლოვდი ამ ადამიანს? ვერასოდეს ვაწყობდი ადვილად ურთიერთობას ადამიანთან . ახლა კი 1 დღის გაცნობილ ადამიანს ისე ვექცეოდი თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობდე . მეც სიცილით მოვეხვიე და გაყინულ ხელების გათბობა ვცადე .
-აბა როგორი განწყობა გაქ? მეორე დღეა უკვე -კიბეებზე ნელა მივდიოდით და კლასს ვუახლოვდებოდით ისევ იმ შავ თვალებს რო გადავაწყდი ... მთელმა ღამის სიზმარმა ელვასავით ჩამირბინა, აი თურმე რა მხეცი იყო, ღმერთო რა საშინელებაა .... თითქოს ამ თვალების გარდა ვერფერს ვხედავდი
-მაშოო მისმეენ? -გაბრაზებულმა დამქაჩა მკლავზე და მეც გონს მოვეგე
-აა ჰოო რაღაცაზე ჩავფიქრდი- კლასის კარი შევაღე და აწითლებული ლოყების დასაფარად თმა წინ ჩამოვიშალე .
-ოჰ რაიყოთ დაგაბნიათ იმ დამპალმა ვაჟბატონმა? - წარბები ამითამაშა და ჩემს გვერდით დაჯდა
-საშინელი თვალები აქვს მაგ სკოლის მაგარ ბიჭუნიას - ირონიით ვუპასუხე . ელემ გაიცინა და წარბაწევით შემომხედა
-მოიცა გუშინ რო გითხარი არავის იკარებსთქო გეგონა მაგარი ტიპი იყო? -გაკვირვებას ვერ მალავდა ელენე
-ჰო რავი- მხრები ავიჩეჩე და ინტერესით სავსე თვალები მივაპყრე. ერთი ხმამაღლა გადაიხარხარა და მერე ისევ მე მომიბრუნდა
-არა გოგო პირიქით, იცი რა უხეშია? წელიწადში ერთხელ იღებს ხმას და ისიც სულ მწარე სიტყვებს იძახის . არავის იკარებს , ნუ არც არავინ ეკარება ,მგონი მხოლოდ ლუკას და აკოს იცნობს .2წლის წინ გადმოვიდა აქ. გუკა ქვია გიგაურია, არ მიკვირს ხისთავიანი ხევსურია - აქაც ხმამაღლა გაიცინა და ჩვენსკენ მომავალ ქერა ბიჭს გახედა. არ მიმიქცევია მათთვის ყურადღება ისევ გუკა გიგაურზე ვფიქრობდი და ყველგან მისი შავი თვალები მელანდებოდა...
-ჰეი შენ როგორ ხარ? -ქერას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან და მეც გაკვირვებულმა ავხედე-გუშინ მგონი თავი დაარტყი -ისევ გამიღიმა , სიმპაიური ბიჭი იყო , ალბად ბევრის გულიც დაიპყრო მაგრამ რატომღაც არასოდეს მომწონდა ქერა ბიჭები , აი წითურებს კი ვერ ვიტანდი , ჩემში ფარისევლობის გრძნობას იწვევდნენ..
-ააა კი კარგად ვარ -მეც ძალით გავუღიმე და ჩანთიდან წიგნების ამოლაგება დავიწყე
-გიორგი - ხელი გამომიწოდა და მერხზე ჩამოჯდა
-მაშო- ცივად ჩამოვართვი ხელი და ისევ ჩემს საქმეს დავუბრუნდი
-კაი დროებით მაშო- მისი სიტყვების დამთავრება და ზარის დარეკვა ერთი იყო ... უსაშველოდ გაიწელა 6 გაკვეთილი დასვენებებზე გარეთ არ გავდიოდი , მეშინოდა ომ კიდევ ერთხელ გადავაწყდებოდი დემონის თვალებს და ისევ ის შიშის გრძნობა დამეუფლებოდა .
-რა გვაქ? -გადამწვარმა ვკითხე ასევე გადამწვარ ელენეს. მანაც მერხიდან აიღო თავი და ცხრილში ჩაიხედა
-გეოგრაფია- აუუ ოღონდ ეს არა , 1 გაკვეთილია რაც ვიცნობ იმ ქალს და მაინც საშინლად ვერ ვიტან . ისეთი საზიზღარი გამოხედვა აქვს სურვილი მიჩნდება მივიდე და ყელში ხელები წავუჭირო.
-აუუუჰ- ისევ მერხზე დავდე თავი და ჯოჯოხეთის წუთებისთვის მოვემზადე. დაიწყო.. ზარის დრეკვამდე 20 წუთი იყო დარჩენილი რომ უკნიდან ვიღაცის ხელები მაწუხებდა. კერძოდ თმას მწიწკნიდა . ერთხელ მოვუთმინე მაგრამ მეორედ რომ გააკეთა უკვე ნერვები მომეშალადა მივტრიალდი , ვიღაც ბიჭი იჯდა და იდიოტივით მიღიმოდა.
-რა გაცინებს? -დავუბღვირე და ცალი წარბი ავუწიე
-ოჰო გაბრაზდა ჩვენი ახალი გოგოშკა- სიცილით ჩაილაპარაკა და გვერდზემჯომს მხარი გაჰკრა
-ვინაა შენიგოგოშკა?-ცოტა ხმამაღლა მომივიდა ა მასწავლებლის ყურადღებაცმივიციე .
-რა ხდება მანდ? მახარაძე მოტრიალდი წინ - ოხ ისევ მე მივალ ახლა და დავაპუტავ იმ გაჩეჩილ თმას
-არაფერი მას , ხელს გვიშლის- უცებ შეწუხებული სახე მიიღო და მასწავლებელს ასე უპასუხა
-მახარაძე რა ხდება?-ისევ მე მომიბრუნდა და სიბრაზისგან გაწითლებულს სათვალის ზემოდან გადმომხედა
-აღარაფერი - ფეხზე წამოვდექი და ისე რომ იმდებილი ბიჭითვი თვალი არ მომიშორებია ჩანთის ჩალაგება დავიწყე. თვალებით ვბურღავდი და მის შეშინებულ გამომეტყველებაზე სიცილი მინდებოდა .
-რას აკეთებ? -გაკვირვებულმა მკითხა მასწავლებელმა და ახლოს მოვიდა
-გაკვეთილიდან მივდივარ- ღიმილით ჩავილაპარაკე და კლასიდან გავედი. ჩემს საქციელზე მეცინებოდა, ისე არ მინდოდა ახლა გეოგრაფიის გაკვეთილზე ყოფნა რომ პატარა მიზეზზეც გარეთ გამოვიქეცი. ჟაკეტი შემოვიცვი და ბუფეტისკე წავედი. სიცარიელე იყო 3 ბავშვი იჯდა მხოლოდ მაგიდასთან , ალბათ დაეზარათ გაკვეთილზე ყოფნა და აცდენენ . , სულ ბოლოში მდგარ მაგიდასთან დავჯექი და სკამის საზურგეს მივეყუდე .
-ყოჩაღ მაშო მეორე დღესვე გაკვეთილს აცდენ - თან ამოვიოხრე და თან ჩავილაპარაკე .
-ბრმა და დაბნეული რომ ხარ გუშინ მივხვდი მაგამ გიჟიც თუ იყავი არ მეგონა - ცინიზმით სავსე სიტყვები რომ გავიგე დენდარტყმულივით შევტრიალდი და დემონი რომ დავინახე გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა. საშინლად ლამაზი იყო მაგრამ გულის აჩქარება შიშმა გამოიწვია რომელიც მის მიმართ გამჩენოდა .
-სიტყვები შეარჩიე - მაინც გავბედე და ამოვისისინე . ჩემი თავის მე თვითონ მიკვირდა.2 ნაბიჯში გადმოკვეთა მანძილი და ჩემს წინ დაჯდა . "ოხ ჯანდაბა რას მიკეთებს? "
-კარგად ვიცი ვის როგორ უნდა ველაპარაკო -სახის მიმიკის უცვლელად ამოილაპარაკა და ხელები მაგიდაზე დააწყო
-რაღაც არ გეტყობა რომ იცოდე - ცალყბად ჩავიღიმე და რაც შემეძლო ირონიით ვთქვი. თვალები ნელ ნელა სიბრაზით ენთებოდა და უფრო საშიში ხდებოდა
-ზედმეტი არ მოგივიდეს პატარა გოგონავ ! - ზიზღით წარმოთქვა და თვალი ჩამიკრა . სკამზე ისე მაგრად ვიყავი აკრული მეგონა შევეზარდე , მაგრამ ზედმეტები მე კი არა ამას მოგდის
-მისმინე , ზედმეტები მგონი შენ მოგდის , თავს არ დამანებებ? -მეც მაგიდაზე დავაწყე ხელები და თვალი თვალში გავუყარე . უკვე მუხლები მიკანკალებდა და ვნატრობდი ნიკაპსაც კანკალი არ დაეწყო .
-სანამ ბოდიშს არ მომიხდი არ დაგანებებ ! - მკაცრად წარმოთქვა და თვალები დააწვრილა .
-მაშო არ მოდიხარ? -გიორგის ხმა გავიგე და ღმერთს მადლობა გადავუხადე ამ ადამიანის გამოჩენის გამო . მაშინვე მისკენ მივიხედე და თითით ვანიშნე ერთ წამსთქო .
-დიდხანს მოგიწევს ლოდინი , ჩემი ბოდიშის მოსასმენად! -მეც არ დავაკელი სიმკაცრე და ჩანთას ხელი დავაცლე . გასასველში გიო იდგა , გული სალტოებს აკეთებდა და გონება მოსმენილ სიტყვებს ჯერ კიდევ კარგად ვერ აცნობიერებედა . ღიმილი ავიკარი სახეზე და გიოსკენ წავედი.
-მშვიდობაა? -ინტერესეით შემომხედა და კარებში გასასვლელად გზა დამითმო
-კი მშვიდობაა , ელე სადაა? -გარემო მოვათვალიერე მაგრამ ელე ვერსად დავინახე.
-მათემატიკაზე მაგვიანდებაო და მე მითხრა გეოგრაფიიდან წავიდაო -
-ხო წამოვედი -ჩემთვის ჩავილაპარაკე და პირველად გამიჩნდა სურვილი გეოგრაფიაზე ვყოფილიყავი ვიდრე დემონის თვალებისთვის მეყურებინა .
-კაი , წამო გაგაცილებ მარტოს ხომ არ გატარებ, რომ მოგიტაცონ? -ბოლოს გამიღიმა და მხარი გამკრა .
-ნუ გეშინია არ მომიტაცებენ -სიცილით ვუთხარი და ჟაკეტში ჩავძვერი .სახლამდე რამდენჯერმე სცადა საუბრის წამოწყება მაგრამ ვერ ავყევი, ისევ ის სიტყვები მიმეოდებოდა გონებაში და ისევ ის ხმა ჩამესმოდა. რა საშინელებაა , ასე ადამიანის დატყვევება არ შიძლება . ვერვხვდები რა მემართება , ასე არასოდეს ვყოფილვარ. მეშინია , მგონი ამ გაურკვევლობას შიში ჰქვია რომელსაც დემონი -გუკა გიგაური იწვევს ჩემში ...



№1  offline წევრი northern light

დამავიწყდა კომენტარის გაკეთება :D იმედიa მოგეწონათ და ძაან ბანალური არ არის ... ველოდები თქვენს შეფასებას <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent