შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომძიებელი 2


27-02-2015, 16:13
ნანახია 2 339

სირენების ხმაზე, გამომუშავებული რეფლექსით წამოვდექი და გარეთ გავიხედე. პოლიციის მანქანიდან ჩემი უფროსი გადმოვიდა და სახლისკენ წამოვიდა. მე შეშინებული ჩავედი ქვემოთ. ჯერ ლიზის გავხედე კითხვის ნინშიანი თვალებით მან კიდე თვალი ვერ გამისწორა. ესე იგი რაღაც იცის., გავიფიქრე და კარებისკენ დავიძარი.
-რა ხდება? აქ რა გინდათ? ვკითხე უფროს და თვალი რამდენიმე დაცვის წევრსაც შევავლე.
-რა ხდება და ლიზიმ გადმომირეკა და ყველაფერი მითხრა, ასე რომ ახლა უფრო კარგად უნდა იყო დაცული, მითუმეტეს შენი ნერვიულობა არ შეიძლება. მითხრა ღიმილით, მე კი სახეზე წითელი ამენთო.
-არაფერი არ მიჭირს უბრალოდ 2 პისტოლეტს და ტყვიების მარაგს თუ მომცემთ დანარჩენი არ მჭირდება ვთქვი და ვინანე საერთოდ რათომ წამივიდა გული.
-კარგი აი ინებე გამომიწოდა დიდი შავი ყუთი უფროსმა მერე დამემშვიდობა და წავიდა.
მე კი გაბრაზებულმა დავუწყე ლიზის ძებნა. ბოლოს უკანა ეზოში ვიპოვე, ფეხებზე ედო თავი და ჰორიზონტს გაჰყურებდა. მე მივედი გვერძე მივუჯექი და მშვიდად დავუწყე დაკითხვა.
-რატომ უთხარი?
-იმიტომ რომ შენ და შენი შვილი საფრთხეში არ ყოფილიყავით. იმ დროს გავბრაზდი თითქოს მივხვდი რომ ლიზი ჩვენზე ნერვიულობდა მაგრამ მანაც მშვენივრად იცოდა რომ მეც თავისუფლად შემეძლო ჩემი დაცვა და ვინმეს „გალამაზება“. მერე მივხვდი რო მაინც მეგობრის გამო გააკეთა ეს ყველაფერი და ამოვიჩურჩულე.
-მადლობა...
ლიზიმ გაღიმებულმა გადმომხედა და ჩამეხუტა. მერე კი ამრეზით დახედა ყუთს.
-ისევ პისტოლეტები?
-ხო პისტოლეტები  გამეღიმა მივხვდი რომ მაინც ეშინოდა.
-გინდა ხელში დაგაჭერინო? აბსურდული კითხვა დავუსვი ლიზის რომელიც ჯერ კიდევ შავ ყუთს დაჰყურებდა.
-შენ სუ გაურიკინე ხო ? აუუუ საწყალი ბავშვი -ამოიგმინა ლიზიმ და გაეცინა ჩემს სახეს რომ შეხედა.
-ხო იცი რომ თუ დამესხმებიან თავს ერთი პისტოლეტის დაჭერა მოგიწევს შენ-თავი გადავწიე და მოჭუტული თვალებით გავხედე. ლიზომ იფიქრა იფიქრა და ბოლოს თავი დამიქნია. მე ბედნიერმა გავხსენი ყუთი და იქიდან ერთი პატარა პისტოლეტი ამოვიღე. შიგნით ტყვიები ჩავდე და ლიზოს მივაწოდე. ლიზიმ ისევ ამრეზით გამომართვა და შევნიშნე რო ხელი აუკანკალდა.
-კაი გოგო ვინმეს ხო არ კლავ გამეცინდა და აკანკალებული ხელი ჩემით დავაჭერინე, სასხლეტს თითი გამოვკარით და ხმაც გაისმა
-არა მე ამას მეორეჯერ აღარ დავიჭერ ხმის კანკალით-თქვა ლიზიმ და პისტოლეტი გამომიწოდა, მე კი სიცილით ჩამოვართვი.
-ღმერთმა ნუ დაგაჭიროს.
ამ დროს სახლიდან გიგიმ გამოგვძახა დროზე შემოდით ჭამის დროაო, შევედით და ჩემი საყვარელი სალათ დავინახე. პირდაპირ გადმოვიღე და პირში წავიღე, მაგრამ იმწამსვე გულის რევა დამეწყო. „კარგი რა პაატარა, მაჭამე მაინც“ გავიფიქრე და აბაზანისკენ გავიქეცი.
ლიზი ღიმილით გამომყვა, და აბაზანაში დამეხმარა. ცოტა ხნის შემდეგ სანდრომ მოგვიკაკუნა კარებზე.
-კარგად ხართ??? გვკითხა და კაკუნი ატეხა. კი მალე მოვალთ, მე მგონი სანდრა მოიწამლა-გასძახა ჩემს მაგივრად ლიზიმ და სპირტი მაყნოსინა კიდე რომ არ წამსვლოდა გული.
გარეთ რომ გავედი შეშინებული დამხვდა ციალა ბებო.-
-ვამბობ არააქ ამ გოგოს კაი ფერი თქვა მარა მიჯერებთ რომელიმე??? რაღაც გჭირს შენ ბებო-შემომიჩნდა ციალა და პატარა ბავშვივით გადამისვა თავზე ხელი.
გიგა და აკო სიცილით იგუდებოდნენ, სანდროს გამოხედვაზე-თითქოს ზიზღით იყურებოდა მაგრამ არ გამოდიოდა, მაინც შევატყვე ნერვიულობა.
-არაფერი არ მჭირს ბებო მომწალა ალბათ რამემ. ვუთხარი და შეძლებისდაგვარად გავიღიმე. ციალამ მაინც დაიჩემა გინდა თ უ არა წამოწექიო და მეც მალე ღმოვჩნდი საწოლში, ლიზი მედგა თავზე და ვითომ რაღაც წამლებს ეძებდა.
-ესეთი შეგრძნება მაქვს მალე გასკდება აი ამბავი-ბოლო ორი სიტყვა გურული კილოთი ვთქვი და ლიზის სიცლიც მივიღე.
-არა რა გეუბნები თქვითქო მარა არ მიჯერებ და რა ვქნა ახლა მე. თქვა და სიცილით გადმომხედა- არა მერე რო გაიბერები მაგ მუცელს რას უზავ??
-რას ვუზავ და ვიტყვი სიმართლეს 
-გვიან არ იყოს თითი დამიქნია და გვერძე მომიწვა
ერთი თვე დავრჩით გურიაში, ყველა ვერთობოდით და ვმხიარულობდით
ციალა ჭკუაზე არ იყო მე რომ წონაში ვიმატებდი, ასე ეგონა მოწონს ჩემი გაკეთებული საჭმელებიო, მეც ღიმილით ვუქნევდი თავს, სანდროსთან დიდი ურთიერთობა არ მქონია, აი დანარჩენებთან კი ძალიან მაგრა ვერთობოდით.
ცოტა ხანში კი თბილისში დაბრუნების დრო დადგა. მერე ისევ ჩავჯექით მანქანაში, ჩემს გვერდით სანდრო დაჯდა, მე კი გზაში ჩამეძინა, და სანდროს მხარზე მედო თავი რომ გამაღვიძესჩამოვედითო
-მოგნატრებია ჩემს მხარზე ძილი, ჩამჩურჩულა და იმ ღიმილით გაიღიმა მე რომ მაბნევდა ხოლმე, მე შემრცხვა და თავი დავხარე, საერთოდ რატომ ჩამეძინა?? არასდროს არ მეძინებოდა გზაში მაგრამ ახლა რაღა დამემართა კაცმა არ იცის . მეც ძლივს წავათრიე ჩემს სახლში ჩანთები და აბაზანაში შევედი. ვანა ავავსე წყლით და შიგნით ჩავწექი.მსიამოვნებდა ცხელი წყალი და ვფიქრობდი, მერე რო გავიბერებოდი მართლა როგორ შემეხედა სანდროსთვის თვალებში შენი შვილი დამიმალეთქო ?? არა ესე ვერ ვიზავ გავიფიქრე და წყალში ნებივრობა გავაგრძელე.
მადლობა კომენტარებისთვის და იმისთვის რომ კითხულობთ :)



№1 სტუმარი unknown

Dzaan magari iyo ^__^ <3 au sandros reaqcia mainteresebs :3 neta ertad iyvneen <3 <3 moutmenlad velodebi shemdeg tavs ai dzaan magari xaar <3

 


unknown
Dzaan magari iyo ^__^ <3 au sandros reaqcia mainteresebs :3 neta ertad iyvneen <3 <3 moutmenlad velodebi shemdeg tavs ai dzaan magari xaar <3

tamta
Imedia male ityvis simartles..:)) kai iyoo..


მეც არ ვიცი ზუსტად რას იზამენ კაცო wink შემდეგ თავს ოთხშაბათს დავდებ ალბათ იქამდე ქალაქგარეთ ვიქნები feel

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent