მეორე მე III თავი
არ ვიცი რამდენი ხანი ვიწექი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემში რაღაც იცვლებოდა. მსმენია ისტორიები იმის შესახებ, რომ აი ერთხელ ნახავენ და ეგრევე უყვარდებათ, მაგრამ მე მსგავსი რაღაცეების არ მჯერა. როგორ შეიძლება შეგიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არც კი იცნობ(თუმცა სიყვარულიც ალბათ ეგ არის, როდესაც მისი ისიტყვოდ გჯერა.). იმ წამს ძალიან მინდოდა ვინმე მყოლოდა და აეხსნა ჩემთვის რა ხდებოდა. თვალწინ ერეკლეს "ღვთიური" ღიმილი მედგა. ვგრძნობდი, რომ მენატრებოდა და... მეორე დილით ადრე ავდექი. ქვემოთ, რომ ჩამოვედი დედამ მითხრა როგორ გამოპრანჭულხარო. ვერც კი შევამჩნიე როდის ჩავიცვი თეთრი სარაფანი და როგორ ჩავიხვიე თმები(არადა ყოველთვის სპორტულაედ მაცვია ხოლმე).მთელი დღე ბაღში ვიჯექი ხან წიგნს ვკითხულობდი, ხანკიდე გიტარაზე ვუკრავდი, თუმცა გული ვერცერთს ვერ დავუდე. ბავშვობიდან ვდგავარ როლიკებზე და თუ ერთ შემთხვევას არ გავიხსენებთ არასდროს არ წავქცეულვარ. დღეს კიდე წავიქეცი და მუხლი გადავიტყავე. გაბრაზებულმა როლიკები გავიხადე და ცამოვჯექი ჰამაკზე. წუთით იმაზე ჩავფიქრდი ვაი და ერეკლეს თავხედი ვეგონო და საერთოდ აღარ მოინდომოს ჩემთან ურთიერთობა-თქო. მაგრამ მივხვდი, რომ მასზე აღარ უნდა მეფიქრა. ვერ ვიტან გოგოებს, რომლებიც მთელი დღე "ლენჩებივით" თავიანთ სატრფოებს შესტრფიან. თან მე ხომ ერეკლე არც კი მიყვარდა?! ან როგორ უნდა მყვარებოდა არც კი ვცინობდი. სახლში, როგორც ჩანს მოღუშული შევედი და ახსნა-განმარტებაც "გავირტყი". -ლილე, რა გჭირს?-შემეკითხა დედა. -არაფერი, დეე, რა უნდა მჭირდეს?!- ვუთხარი ძალდატანებითი ღიმილით. -ძალიან მოიწყინე ჩემო პატარავ? თუ გინდა ნინის დავურეკოთ და ჩამოვიდეს ერთად ყოველთვის კარგად ერთობით ხოლმე. -არაა, ხომ იცი პრობლემები აქვთ და რო არ გამოუშვან მერე უფრო დაწყდება გული. -კარგი, როგორც გინდა-მითხრა და საჭმლის კეთება გააგრძელა. არ ვიცი რატომ ვიცრუე. მისი აქ ჩამოსვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ეგ კიარა პირიქით მართლა მაგრა გავერთობოდი, მაგრამ რატომღაც მოვიტყუე. არ ვიცი იქნებ ვეჭვიანობ. ლილეე, ლილეე რეებზე ფიქრობ!! (მებრძოლება მეორე მე). -დე, მე მაღლა ავალ წამოვწვები. -კარგი, მაგრამ მალე ჩამოდი. მზადაა უკვე საჭმელი. -ხო, კაი. ხანდახან დროის შეგრძნებას ვკარგავ. აღარც კი მახსოვს, რომ საათი არსებობს. ქვემოთ ჩასვლა დამავიწყდა და მამა ამოვიდა. -შეიძლება?- მსუბუქად აკაკუნებს კარებზე. -რას მეკითხები მაა, -გამეღიმა. -ავად ხარ? -არა, რა იყო? -ლილე, რატომღაც მგონია, რომ რაღაც ხდება. ყოველთვის, როდესაც პატარა იყავი თუ ბავშვები გაბრაზებდნენ ოთახში იკეტებოდი და აღარ გამოდიოდი. მითხარი რამე თუ ხდება. იქნებ დაგეხმარო. მისმა სიტყვებმა გული ამიჩუყა, მინდოდა მეტირა და ჩავხუტებოდი, თუმცა საკმაოდ ამაყი გახლავართ. -არა მაა, უბრალოდ ბევრი ვიკითხე და ძალიან დავიღალე..-მოვიტყუე, ცხოვრებაში პირველად მოვატყუე გრძნობებზე ლაპარაკისას საკუთარ მამას და ვერც კი წარმოიდგენთ რა ცუდად გავხდი. არ ვიცი როგორ აგიხსნათ რას ნიშნავს ეს გრძნობა.მისი გერიდება, თვალოებში ვერ უყურებ და გინდა რომ მიწა გასკდეს და შიგ ჩაგიტანოს. -კარგი, კარგი. მაგრამ იცოდე როგორც კი ლაპარაკი მოგინდება ჩეემთან შემოდი!-მითხრა, შუბლზე მაკოცა და გავიდა. არც მიტირია და არც მიცინია. მხოლოდ ერეკლე ვფიქრობდი. კარგად ვიცოდი რაც ხდებოდა და არც თავს ვიტყუებდი. მეორე დილით არც დედა შემოსულა და არც მამა. გუშინდელი კაბა უგულოდ ჩავიცვი და მივხვდი, რომ ერეკლეზე არ უნდა მეფიქრა. უბრალოდ ჩემთვის ასე აჯობებდა. -დღეს, რატომ არ შემოხვედით ბულბულებო?-ვკითხე დედას და მამას და ბანანი ავიღე მაგიდიდან. -ჩვენ კი შემოვედით შენ გეძინა და ეგ ბანანი დადე, ჯერ უნდა ჭამო-მითხრა დედამ ისე, რომ ყავის მადუღარას არ მოშორებია. -შენ თვალები კეფაზეც გააქ?-მამა ხარხარებს.- აუ, დღეს რამე მოვიფიქროთ, თორემ აღარ შემიძლია. -მე და მამა ჯერ საყიდლებზე მივდივართ და მერე ვნახოთ. ლილე რამე ხომ არ გინდა? -მე რაც მინდა მაგიდაზე დევს ..-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. -ცოტა არ იყოს ვეჩვიანობ- თქვა წარბშეკრულმა მამამ. -ვაიმე, ჩემი ბუზღუნა-ვუთხარი მამას და ყელში ძლიერად ვაკოცე. გავედი ბაღში, ჩავჯექი ჰამაკში და გიტარა მოვიმარჯვე. რომელიღაც სევდიან ჰანგებს ვუკრავდი. -დავიჯერო ასეთი სევდიანი ხარ?-მითხრა ოდნავ ნაცნობმა ხმამ. -არ შეგიძლია მოჩვენებასავით არ გამომეცხადო ხოლმე? -შენ თუ სმენასთან არსებული პრობლემები გაქვს ჩემი ბრალი სულაც არაა. გააგრძელე კარგად უკრავდი. -კაი, რაა- ვუთხარი და გიტარა გვერდით გადავდე. -შეიძლება მეც დავჯდე? -კი, როგორ არა.-არ მინდოდა დღეს ძაან მკაცრი ვყოფილიყავი. -მაიკაე არ იდარდო გაშრა-მითხრა და ორივეს გაგვეღიმა. -ისეთი ცივი წყალისთვისაც არ მემეტებოდი. -შენი სახელი მითხარი და "გავსწორდებით". -ლილე. -ლამაზი სახელია. -მხოლოდ სახელი?-ვერ ვიტან მსგავს სწერვულ პასუხებს, მაგრამ ლაპარაკისთვის აზრი ხომ უნდა მიმეცა. -მხოლოდ სახელი არა.მოიცაა-და წარბი შეიშმუშნა, შუბლს ისრესდა, როგორც ჩანს რაღაცის გახსენება უნდოდა და ვერ იხსენებდა- ჰოო, შენ ხომ განრისხებული ანგელოზი ხარ. -კაი, რაა -აი, ბოლო რომ არ დაემატებინა ყველაფერი კარგად იქნებოდა. -მიდი რაა გაგრძელე კარგად უკრავდი. -მთელი ათი დღეა გიტარაზე ვუკრავ აღარმინდა, მომბეზრდაა. -მოდი დღეს საღამოს მაგარ ადგილას წაგიყვან, კოცონი დავანთოთ, გიტარა წამოიღე და კარგ საღამოს გავატარებთ. ნუ, განსხვავებულს მაინც. ხო აი, მანამდე-- მითხრა და ჰამაკის უკან გავიდა, ვედრით წყალი ამოიღო და გადამასხა. ისეთი ცივი წყალი იყო სუნთქვა შემეკრა. ამაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ კაბა ტანზე მიმეკრო და თითქმის ყველაფერი მიჩანდა. ერეკლე ერთ ადგილას გაშეშდა. თვალს ვეღარ მაშორებდა. -აბა ბარიბარში ვართოოოო?! -დამავიწყდაა.-და წკაპ ის "ღვთიური" ღიმილი. -აქაურობა მობეზრებული, რომ არ მქონდეს დღევანდელ საღამოს დაგასიზმრებდი- ორივეს სიცილი აგვიტყდა. სახლში არავინ არ იყო. მამა დედას გაყვა. ჩემ ოთახში ავედი და ბედნიერებისგან "გავსკდი". მთელი სამი საათი ვარჩევდი რა ჩამეცვა. ბოლოს შავი მოტმასნილი ჯინსი და თეთრი მაიკა გადმოვიღე. როცა ქვემოთ ჩამოვედი დედა და მამა მოსულები დამხვდნენ. -დედაა, აქ ერთი ბიჭი გავიცანი ერეკლე. -მაგიტო იცინი ყურებამდე?-მითხრა და მამას გაუღიმა. -დედააა. საღამოს მომაკითხავს და სასეირნოდ მივდივართ. -უკვე გატაწყვიტე?-მითხრა დედამ ისე, რომ სახეც კი არ შეცვლია. -მამაააა - წარბები შევკარი და "საშველად" მივმართე. -სად მიდიხართ?-მკითხა მან და თან რაღაცეებს ალაგებდა. -არ ვიცი, აქაურობას იცნობს და ნუ გეშინიათ უკან დამაბრუნებს. -თუ დაგიტოვებს უკეთესი იქნებაა- მითხრა დედამ და მამა და ის ერთმანეთს შეასკდნენ. -ხანდახან მინდა, რომ ჩემი მარტო მასწავოლებელი იყო. -კაი, კაი ხო წადი, ოღონდ თბილად ჩაიცვამ და მალე დაბრუნდები. -ბარემ პამპერს ამოვიცვამ და "აღუს" დავიძახებ არ გინდა? გაბრაზებულმა ჟაკეტიც აღარ წამოვიღე. საღამოს ერეკლემ მომაკითხა, მამაჩემისგან ნებართვა აიღო და წავედით. გზას ხელჩაკიდებულებულები მივუყვებოდით და ერეკლეს გარდა ვერავის ვერ ვხედავდი. არ ვიცი როგორი ბუნება ან როგორი გარემო იყო ირგვლივ და არც ჰქონდა მნიშვნელობა. თან სახლიდან, რომ გამოვედით კომპლიმენტიც მითხრა(საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ ცანცარა ბავშვივით ვიქცევი). -იცი, შენი არ მესმის. ჯერ ის ბავშვური საქციელი, მერე ისეთი ნაღვლიანი სიმღერა, მაბნევ- და წკაპ ღიმილი. -არა ცანცარა არ ვარ უბრალოდ, მართლა ძაან გავბრაზდი. და იმ დღეს... - კაი, არაუშავს და ნურც ნურაფერს მიხსნი-წკაპ ღიმილი- არ გაინტერესებს მე როგორი ვარ? -თანდათან გაგიცნობ. თანაც რამე, რომ გკითხო მაინც ისე შეალამაზებ როგორც გაწყობს, ამიტომ აზრი არ აქვს. რომელიღაც მთაზე ავედით. ჩემს წინ ულამაზესი სანახაობა იშლებოდა(თუმცა მგონი ამ აღწერებით დაგღალეთ და არაფერის აღწერას აღარ ვაპირებ).ერთმანეთთან ახლოს მჯდომები ვუყურებდით თუ როგორ უერთდებოდა მზე ხმელეთს და თავი სამოთხეში მეგონა. ჩემი გული გამალებით ძგერდა იმის არ ვიცი. სახეზე არაფერი ეტყობოდა ხოდა მეც გადავწყვიტე ნინისავით მოვქცეულიყავი(მხოლოდ ერთჯერად "ურთიერთობას" დავჯერებულიყავი. -მიდი რა გიტარა ამოიღე-მთხოვა მან. -კაი. როცა გიტარას ვიღებდი ვიხსენებდი ყველა იმ სიმღერას რისი დაკვრაც შემეძლო, მაგრამ ვერაფერიც ვერ გავიხსენე. ერეკლეს ღიმილი, როგორც კი დავინახე არცერთი აკორდი აღარ მახსოვდა. -გადაიფიქრე? -რა დავუკრა. -რავიცი, რაც შენ გინდა, მაგრამ ძაან სევდიანი არა. როგორ გამიმარტივა საქმე... და გადავწყვიტე ჩემი დაწერილი სიმღერა მემღერა, რომელიც ნინის და მის შეყვარებულს დავუწერე. -"მოღუშულა მთვარე ჩაფიქრებულა ღამე, და პატარა ვარსკვლავები ჩამოკიდულან ცაზე. მე დღეს მინათებს ციდან მოსული სხივი მე შენ მიყვარხარ თუ მე ვყოფილვარ გიჟი. მე თურმე ანგელოზი შემიყვარდა ნატვრის ხესთან, რომ ჩავიფიქრეეე და ნელნელა ოცნებაც ახდა და დღეს შენ ჩემი ხარ შეენ... -აუ, არ ჯობია ან ჩუმად ვიყოთ? -არა. ძალიან მაგრად უკრავ და მღერი. -მადლობა, მაგრამ... -გააგრძელე. იმდენად მსიამოვნებდა მისი შავი თვალების, ლამაზი პროფილის და დაკუნთული სხეულის ყურება, რომ შემეძლო დილამდე მემღერა. -ლილე, შეყვარებული გყავს? -არა. -ან მატყუებ ან კიდე იქ სადაც შენ ცხოვრობ ბიჭებს თვალები **აკში აქვთ. -ხო, აი შენ ხომ იყურები კარგად და.. -კაი, არ გინდა ეხა ეგეთები-ცოტა ხნის შემდეგ- შეგცივდა? -ცოტა. დებილი ვარ დედას, რომ არ დავუჯერე და ჟაკეტი არ წამოვიღე. -ჩემსას მოგცემ. ცოტა ბანალურია ეხა რაც ხდება, მაგრამ სასიამოვნო-წკაპ და ღიმილი. ჩავიცვი ჟაკეტი და თავბრუ დამეხვა. ჯერ ეს სუნი, მერე მისი ღიმილი, მისი თვალები. რომ ვიხსენებ ეხლაც ჟრუანტელი მივლის. -ერთი სიმღერაც დაუკარი და წავედით.-როგორ არ მინდოდა ამ სიტყვების გაგონება, მაგრამ დედა და მამა ინერვიულებდა, მალე უნდა დავბრუნებულიყავი. სიმღერა აღარ გამიწელია. მალევე დავამთავრე, ცოტა უხალისოდაც კი. -რაღაც მინდა, რომ გკითხო-ვუთხარი, როცა ვბუნდებოდით. -მიდი. -აქ ოჯახთან ერთად ხარ?- ვიგრძენი, რომ სახე შეეცვალა. -მოდი მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. -კარგი, როგორც გინდა.-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.შესვლისას ხელი კიდევ ერთელ დავუქნიე და წავიდა... _________________________ რაც შეეხება სიმღერას ჩემი დაწერილი ნამდვილად არაა და არ გეგონოთ ვისაკუთრებ, უბრალოდ ტეკსტში გამოვიყენე ეგრე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.