შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გულის ქურდი ხარ 12


27-02-2015, 20:42
ავტორი cinderella12
ნანახია 4 372

თავიდან გაურკვევლობაში ვიყავი.ვიღაცის სხეულზე აკრულს ფიქრის თავიც არ მქონდა . მთელი ძალით შევეცადე უკან წავსულიყავი,მაგრამ საპასუხოდ ზურგზე ხელს უფრო მიჭერდნენ.
-ჰეი-დაიღრინა დაჩიმ და წამოდგა თუ არა, ეგრევე ავფართხალდი.ნამდვილად არ მინდოდა ჩემს გამო რამე მომხდარიყო.
-ასე მალე დაგავიწყდი სოფია?-ხმა ვერ ვიცანი,მაგრამ სოფიას მხოლოდ ერთი ადამიანი მეძახდა..
-დანი..-ამოვილუღლუღე და თან მანაც ხელები შემიშვა.უკან გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი და თითქმის რვა წლის უნახავი მეგობარი შევათვალიერე.ამდენი დროის გასვლის მიუხედავად ის მაინც არ შეცვლილა.სტილიც კი ისეთი აქვს როგორც ადრე.
-ჰე ახლა,ჩამეხუტები შენი ნებით ამდენი ხნის უნახავს ,თუ ისევ მე მოვიდე-გაიცინა და ჩემსკენ წამოვიდა.
-იქნებ პატივი დამდოთ და ამიხსნათ აქ რა ხდება?-ისევ დაჩის ღრენა მომესმა და გამეცინა.მისკენ შევტრიალდი და სავარაუდოდ მის გულმკერდს ცხვირით შევასკდი.ნამდვილად არ მოველოდი პირდაპირ ჩემს უკან თუ იდგებოდა.გული ამიჩქარდა და გონებამ განგაშის სიგნალები გაგზავნა მთელ სხეულში.სწრაფად დავიხიე უკან და ოდნავ წამოვწითლდი კიდეც სახეზე, რომ წარმოვიდგინე წეღან შეიძლებოდა დაჩის ჩავხუტებოდი.
-დანიელი,ჩემი ბავშვობის მეგობარი-ამოვიბლუკუნე და ჩემიდან მარჯვენა მხარეს მდგომზე მივათითე.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-თავაზიანი ტონით უთხრა დანიმ და ხელიც გაუწოდა.
-ეს კი დაჩია,ჩემი..ჩემი...-ნამდვილად არ ვიცოდი რა მეთქვა...
-შენი რა?-გაკვირვებულმა გამომხედა დანიმ ,დაჩის კი ეცინებოდა.
-ისეთი არავინ,ნაცნობის პონტშია რა.დეიდაშვილის შეყვარებულის ძმაკაცია-როგორღაც ეს სიტყვების გამოვხლართე და დაჩის სახეს რომ შევხედე ხმამაღლა გადახარხარება მომინდა.
-გასაგებია -მხიარულად წარმოთქვა დანიმ და რომ მიხვდა დაჩი ხელს არ ჩამოართმევდა, ჩვეული ღიმილით ჩამოუშვა და გვერდით დამიდგა.
დაჩის არაფერი უთქვამს,როგორც ჩანს გაბრაზდა,შეტრიალდა და ნელი ნაბიჯებით ეზოდან გავიდა.
რაც შეეხება დანიელს....ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა თოთხმეტ წლამდე და მერე ამერიკაში წავიდა.რვა წელია არ მენახა, მაგრამ ინტერნეტით ვწერდი.,ახლა ალბათ ოცდაორი წლის იქნება.ძალიან მიყვარდა დანი,ბავშვობაში სულ ერთად ვიყავით და გვერდიდან არ ვცილდებოდი თურმე.ის კი გაიძახდა, რომ გავიზრდები ცოლად უნდა მოგიყვანოო...
-კი მაგრამ, რატომ არ გამაგებინე როდის ჩამოდი?-წამში მოვიწყინე და ისევ ჩავეხუტე.
-ჰა ,რას ფიქრობ გამომივიდა სიურპრიზი?-ხელში ამიყვანა და დამატრიალა.
-ყველა ჩვენ გვიყურებს, დამსვი-ჩემდაუნებურად ხხმამაღლა სიცილი დავიწყე. .ცნობისმოყვარე თვალები კი ისევ გვაშტერდებოდნენ და მგონი სასწავლებელში შესვლას არც აპირებდნენ.
-როდის ჩამოდი დანი?-სული რომ მოვითქვი როგორღაც ამოვილაპარაკე.
-გუშინ ჩამოვფრინდი,იქ ვსწავლობ ჯერ კიდევ,მაგრამ არდადეგები მოვიწყვე -სახეგაბადრულმა მიპასუხა.
-ამდენი ხანია ამერიკაში ხარ და საქართველოში არ ჩამოსულხარ,ახლა რატომ ჩამოდი? რამე მოხდა?-მისი ჩამოსვლის მიზეზი მართლა ძალიან მაინტერესებდა.
-ნუ,მიზეზი მაქვს,მაგრამ წამო სახლში წავიდეთ და ამას მერე მოგიყვები.-ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ წამიყვანა.
-თან შენი მანქანა?-თვალებგაფართოებულმა შევათვალიერე შავი ბეემვე-კი მაგრამ, გუშინ თუ ჩამოდი ამის ყიდვა როდის მოასწარი?-დანი თავის თავს ნამდვილად არ ღალატობდა.
-დღეს დილით-თითქოს არაფერიო მხრების აჩეჩვით მიპასუხა და წინა კარი გამიღო.
-მადლობთ-ღიმილით დავუკარი თავი და მანქანაში ჩავჯექი.
-წავედით-გამიცინა და მანქანა დაძრა.





სახლში რომ მივედით,დიდად არ გაკვირვებიათ დანის მისვლა.ჩემს გარდა მგონი ყველამ იცოდა, რომ ჩამოსვლას აპირებდა.ამაზე ბევრი ვიბუზღუნე,მაგრამ ახლა რაღას შევცვლიდი.მაკუნა რომ მოვიდა და დანი დაინახა ,კისერზე ჩამოეკონწიალა და ნახევარი საათი არ გაუშვია.თქვენ გგონიათ ჩაეხუტა ან რამე მსგავსი?ძალიან ცდებით!! მაკუნა და დანი რატომღაც ერთმანეთს ვერ უგებდნენ,ან შეიძლება ასეთი ურთიერთობა მოწონდათ, არვიცი...თუმცა ერთი რამ ფაქტია.მთელი საღამო მაკუნას კისრით ყავდა დაჭერილი დანი და რაც ხელში მოყვებოდა ყველაფერს თავში უტყაპუნებდა.ჯერ ბალიშები ,შემდეგ წიგნები,ბოლოს თავისივე ჩანთა.მიზეზი კი მარტივად გამოიძებნება ხოლმე და ამჯერად გაუფრთხილებელი ჩამოსვლა ამოიჩემა ჩვენმა გოგომ.რამდენიმე საათიანი ჭიდილის შემდეგ ,ორივე ჩემ ოთახში, ჩემივე საწოლზე გაშხლართულიყო და დაბღვერილები უყურებდნენ ერთმანეთს.
-ხომ უადგილო სიტყვებია,მაკუნას ხო შეყვარებული ყავს და არა მგონია დანი იყოს მარტო..მაგრამ ამ ყველაფრის და მიუხედავად რომ გიყურებთ სულ მოსიყვარულე ცოლ-ქმარივით რატომ იქცევით-ბოლო ხმაზე ვხარხარებდი,მაგრამ მეორე მხრიდან საზარელი სიჩუმე მოდიოდა.ბავშვებს რომ გავხედე ,ისეთი სახეებით მიყურებდნენ, ჩემი ნნებითთქო წარმოვთქვი და ოთახის კარი გამოვიხურე.რამოდენიმე წამში კი შიგნიდან სიცილი მომესმა და გამეღიმა.სულ ასე იყვნენ...ორი ქაჯი,ჩემი ორი საყვარელი ადამიანი...


-იტყვით თუ არა?-ჩემი მოთმინება უკვე ამოიწურა, როცა მდივანზე ჩამწკრივებულ დანის,მამას და დედას შევავლე თვალი.მაკუნა გვერდით მეჯდა და სიტუაციას გაკვირვებული სწავლობდა.
-სოფი , ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და-დაიწყო ჩვეული შესავლით დედამ და გავაწყვეტინე.
-თქვენ რა იფიქრეთ არ ვიცი მე,დანის ჩამოსვლის მიზეზი ვიკითხე და ნუ მანერვიულებთ გეხვეწებით რა.-მუდარით ამოვილაპარაკე და ისევ წინ მჯდომებს მვიაჩერდი.
-მოკლედ,ამერიკაში გვინდა გაგგზავნოთ,სასწავლებლად.გამოცდებს იოლად ჩააბარებ,დანი შენს წასაყვანად ჩამოვიდა.მასთან ერთად ერთ უნივერსიტეტში ისწავლით.რამოდენიმე წელიწადში კი დაბრუნდები უკან, ან თუ გინდა ამერიკაში დარჩი საცხოვრებლად და ჩვენც იქ გადმოვალთ.-ისე უდარდელად მომაყარა სიტყვები მამაჩემმა, რომ იმის და მიუხედავად რომ მამაჩემი იყო, მისი გაგლეჯვა მომინდა.
ერთი სული მქონდა ყელში დიდ ბურთად გაჩხერილ სიბრაზეს ამათზე როდის ამოვანთხევდი, მაგრამ მაკუნამ მომიჭირა მარჯვენა მტევანზე ხელი და მეც ცოტა დავმშვიდდი.
-და ეს ყველაფერი ასე უჩემოდ გადაწყვიტეთ?“ცხრამეტი წლის ვარ და მგონი სრული უფლება მაქვს ჩემი მომავალი თვითონვე გავნსაზღვრო,ჩემი ცხოვრების გზა კი თვითონვე ავირჩიო.რას ნიშნავს თქვენი საქციელი?ან შენ როგორ მექცევი დანი?ამიხსენით ვინმემ ,რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს-მაინც ვერ მოვითმინე და ბოლო სიტყვები ხმამაღლა წარმოვთქვი.
-სოფი დაწყნარდი და მომისმინე კარგი?-ნელა დაიწყო ნინომ-ამდენი ხანია გაკვირდებით მე და მამაშენი და არც სკოლაში ,არც უნივერსიტეტში შენი სამეგობრო წრე არ ფართოვდება.არც გყავს მეგობრები.მაკუნასთან რომ ახლოს ხარ ეგ ვიცი ,მაგრამ მაკუნა დეიდაშვილია შენი,მე მეგობრებს ვგულისხმობ.ამერიკაში რომ იყავი, იქ რამდენიმე ადამიანთან გქონდა ურთიერთობა და ამის გამო ვიფიქრეთ, რომ იქ წასვლა შენთვის კარგი ინქებოდა,ვინმეს დაუაახლოვდებოდი და უფრო თავისუფლად იქნებოდი…-არა დედაჩემის აზროვნება ნამვილად ჭკუიდან გადამიყვანდა.
-ესე იგი ამერიკაში მეგობრებისთვის მგზავნით?-სადაც იყო ავფეთქდებოდი.
-არა მარტო-შემაწყვეტინა ნინომ.
-შენ რა,გინდა ვინმე ბიჭი მყავდეს?შეყვარებული?-ახლა გაოცებისგან მგონი თვალის კაკლები გადმომიცვივდა ბუდეებიდან.
-დიდი ხარ უკვე სოფი და ვდარდობ, რომ არავისთან ურთიერთობა არ გაქვს.არ მინდა ჩაიკეტო და შენს სამყაროში იცხოვრო,გამიგე დედი მეც რა-დანაღვლიანებულმა მომმართა და თვალებში მომაჩერდა .
-არ წავალ ამერიკაში, თავი დამანებეთ-კატეგორიული ტონით წარმოვთქვი და წამოვდექი.
-რატომ?არავინ გყავს საქართველოში ისეთი ,ვის გამოც წასვლაზე უარს იტყოდი,ასე არაა?-ახლა მამა ჩამაჯინდა.
-და შენ რატომ ხარ ჩუმად? ამ ცირკის საყურებლად ჩამოხვედი?-გამწარებულმა გავხედე ლამის ბალიშებში ჩამძვრალ დანის ,რომელსაც ალბათ ჩემი მოერიდა.
-არავინ გიშლის ხელს და არაფერი,ამიტომ მოემზადე ,უახლოს დღეებში ამერიკაში წახვალ.-მკაცრად გამოაცხადა მამამ და დედასტან ერთად ოთახიდან გავიდა.
-არ გინდა რამე მითხრა?-თავზე დავადექი დანის .
-მაპატიე,უნდა მეთქვა-ამოიბურდღუნა და ჩემთვის რომ არ ეყურებინა, თავზე ბალიში აიფარა.
-მაგ ბალიშებს გადაგაყლაპებ-მომესმა მაკუნას ხმა და იმდენად საზარლად მოხვდა ყურს, რომ უკან დავიხიე როცა დანისკენ გამოემართა.
-დაიწყეს ისევ-ამოვიხვნეშე და ჩემს ოთახში ავედი.
რაღაცაში მშობლები მართლებიც იყვნენ.ამერიკაში ყოფნისას მყავდა მეგობრები.ბევრი თუ არა, ორი მაინც და ახლაც არ ვიტყოდი უარს წასვლაზე რომ არა დაჩი.მაგრამ მე მის გარეშე არსად არ მინდოდა.მას თუ ვერ დავინახავდი ყოველდღე,სუნთქვა გამიჭირდებოდა.უბრალოდ ვერ გავძლებდი. ამას ისიც ემატებოდა, რომ დაჩი ჩემზე ნაწყენი იყო.ეს კი ყველაფერს ართულებდა,
-სოოოფიიიიიი-მაკუნას ღრიალი მომესმა და გაკვრივებულმა თავი წამოვწიე.
-აუ იცი რა მაგარი რაღაც მოვიფიქრე?-ყურებამდე გაღიმებულმა შემოგლიჯა ოთახის კარი და ლამის თავზე დამახტა.
-შენ გაკლია ხო?დამილეწავ ოთახს და მაგ კარს ხო საერთოდ დაფშვნი.ნაზად გოგო ცოტა-გამკიცხავად გადავაქნიე თავი და ფეხებმოკეცილი დავჯექი.
-ნინო დეიდამ თქვა, რომ მეგობრების გამო გიშვებს ამერიკაში,პლიუს შეყვარებული, ხო?
-მე უფრო შეყვარებული მგონია,მეგობრები თვალის ასახვევად თქვა.ვიცნობ დედას,ალბათ თავის შერჩეულ ბიჭებს შემომთავაზებს მომავალი ქმრის სტატუსით.ადრე გათხოვდა თვითონ და უნდა მისი ბედი გავიზიარო მეც-მობეზრებულმა ვთქვი და ამოვიხვნეშე.
-ჰო და ეგ ყველაზე მარტივი რაღაცაა.შეყვარებული უნდა იშოვო-უდარდელად მიპასუხა მაკუნამ და ჯერ ტვინი გადამეკეტა,შემდეგ ორი სამი წუთი მისი ნათქვამი გავაანალიზე და ბოლოს ყველაფერს მივხვდი.
-და მთავაზობ მაგისთვის დაჩი გამოვიყენო?ტიპი ვერ მიტანს ,რომ ვატყუებდი და ეხლა გინდა დაჩის ვთხოვო?არ არსებობს-კატეგორიული ტონით წარმოვთქვი თუ არა, მაკუნა მოიღუშა.
-აბა უკეთესს რას მთავაზობ?ამერიკაში გინდა წათრევა?-დაიღრინა და მომიახლოვდა.
-მაკუნა მაშინებ იცი?-ხმაჩამწყდარმა ამოვიბურდღუნე მის ბრაზით ანთებულ თვალებს რომ შევხედე.
-ჰო და ხვალ მე და შენ ბექას და დაჩის ვნახავთ ,თუ გინდა არ შეგაშინო.-აფერისტული ღიმილი აიკრა სახეზე და დაჟინებით მომაშტერდა.
-არა-რაღაც არადამაჯერებლად წარმოვთქვი და მაკუნამაც იოლი გამარჯვების სუნი იგრძნო.
-რა თქმა უნდა-მკაცრად მიპასუხა და ოთახიდან გავიდა.
სხვა დროს რომ ეთქვათ, ალბათ ამაზე თანახმა ვიქბეოდი.მაგრამ ახლა დაჩი გაბრაზებული იყო და საშინლად მრცხვენოდა მისთვის მეთხოვა ჩემი შეყვარებულის როლი ეთამაშა.არა და როგორ მინდოდა სინამდვილეში ჩემი რქმეოდა....მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა....





-რამდენი ხანია გიცდი,შენ კიდე საწოლში ნებივრობ?-ცუდად იყო ჩემი საქმე,მაკუნამ მომაკითხა!!!
-ვვდგები,ვდგები,-უბრძოლველად დავნებდი და ზლაზვნით წამოვიმართე.
-გიცდი-მხიარულად შემომცინა და გავიდა.


ქვემოთ დანი გველოდებოდა.უნივერსიტეტში თვითონ წაგვიყვანა.მაკუნაც გაკვრივებული დარჩა ,რომ ასე მოკლე დროში უკვე მანქანის ყიდვაც მოასწრო და გემრიელადაც დაცინა მეფური ცხოვრება გინდა ყველგანო, რაზეც მანქანაშიც იჩხუბეს და რამდენჯერმე კინაღამ სიცოცხლეს გამოვეთხოვე სიგნალით რომ გვივლიდნენ მანქანები გვერდს.
-ქალბატონო-თავაზიანად გამომიწოდა ხელი დანიმ და მეც გამეცინა მის ასეთ ქცევაზე.ხელი ჩავკიდე და მანქანიდან გადმოვედი.
-ჰეი,მე?-წარბშეკრული მიაჩერდა დანის მაკუნა.
-ან თვითონ გადმოდი,ან დარჩი მანქანაში და ქაჯური გამოხტომები დაიოკე-ირონიული სიცილით მიუკეტა რამოდენიმე წამის წინ განაღები კარი და მე წინ წასვლისკენ მიიბიძგა.
-აუტანელო-მოაძახა მაკუნამ.
-შენ რატომ მომყვები-ვკითხე დანის.
-მიგაცილებ და გავბრუნდები უკან-გაიღიმა,მზაკვრულად ოღონდ.
-დაჩის ნახვა გინდა?-წარბაწეული მივაჩერდი.
-გუშინ რომ გნახე, ისე იეჭვიანა რომ ყვეალფერს მის სახეზე წაიკითხავდი,მაინტერესებს ახლა რას იზამს-ხომ ვთქვი მზაკვრულად იცინისთქო!!!!!
-არა,ამდენი ხანია არ მინახიხარ და საერთოდ არ შეცვლილხარ-ჯერ ისევ მონატრებულს ჩავეხუტე და მანაც ხელები მომხვია.
-მორჩით ხვევნა კოცნას, ხალხი გიყურებთ-ბუზღუნა მაკუნაც მოვიდა!!
-შენ მაინც არ იცოდე, რომ დაძმასავით ვართ-დაიღრინა დანიმ,არ მოწონდა ასეთი ლაპარაკი.
-მე კი ვიცი, მაგრამ ხალხი სხვა რამეს ფიქრობს.ეს ამერიკა არაა, ეს საქართველოა ძმა-დამრიგებლური ტონით წარმოთქვა და დანის ზურგზე ხელი რამდენჯერმე მიარტყა.
-ამას ჩემი სიკვდილი უნდა ხო?-ხელი შემიშვა და ტკივილისგან სახე დაემანჭა.
-ბექუნა მოვიდაააა-იმხელააზე დაიწივლა მაკუნამ, რომ მე და დანიმ ყურებზე ხელები ავიფარეთ და მმერე იმ მხარეს გავიხედეთ,საითაც მკუნა გაიქცა.
-შეუძლებელია-ბლუკუნით წარმოვთქვი, როცა ბექასთან ერთად ანუკას მოვკარი თვალი,მათთან ერთად კი დაჩიც იყო.
ახლა სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი აქედან ,თორემ ანა მიცნობდა და გამჟღავნდებოდა, რომ მისი დონორი მე ვიყავი.ეს კი ნამდვილად არ მინდოდა.
-ჰეი სოფი,მოდი ვინ განახო-ბექამ დამიძახა. მე კი დანის ამოვეფარე.
-რამე მოხდა?-მკითხა გაკვრვიებულმა დანიმ და მის წინ დამაყენა.
-უნდა გავქრე ,უნდა გავქრე.-ამას ვიმეორებდი ჩახვეულად ,როცა ამწუთას არასასურველი პირები მოგვიახლოვდნენ.გაქცევა მინდოდა ,მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდნენ.მაკუნა კი ნამდვილად არ ვიცი რას ფიქრობდა.ძალით მოაწყო ეს შეხვედრა?უნდოდა დაჩის და ბექას ყველაფერი გაეგოთ?სამაგიეროდ მე არ მინდოდა!
-სოფი გაიცანი ,ეს...-დაიწყო ბექამ როცა დანიმ მათკენ შემატრიალა
-სოფი?ჩემი ფერია,ჩემი ფერია-ანუკას ხმაც გავიგე და აქ დამთავრდა ყველაფერი.ვინატრე მიწა გასკდომოდა და შიგ ჩავეტანე.
-შენი ფერია?იცნობ სოფის?-ახლაა დაჩის ხმა გავიგე და რამდენიმე ნაბიჯი უკან გადავდგი.ყველა მე მიყურებდა.ყველას გაკვირვებული სახეები ქონდა.გარდა მაკუნასი,მან ხომ იცოდა.მაშინ რატომ აკეთებდა ამას?რატომ იქცეოდა ასე?
-კი ვიცნობ,სოფი ჩემთან იყო მოსული.იმ თეთრ ოთახში რომ ვიყავი.ღამე როცა ძამიკოს მეგობრები წავიდნენ,სოფი მოვიდა . სოფი
ჩემი ფერიაა...



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria. ❤

 


№2  offline წევრი † mariami †

dzalian magaria male dade gagdzeleba ra vegar vitmen ise mainteresebs ra moxdeba

 


№3  offline წევრი marryami

auuuu rakargiiia :-*

 


№4  offline წევრი eelleeniko

ძალიან ძალიან მაგარია wink უმაგრესია ისეტი მაგარია ვერ ავღწერრრრ lol love wink

 


№5  offline წევრი grifini

ვაიმე :O :O :O:O :O :O :O მალე მალე მალე ახალი თავი მინდა მალე მალე

 


№6  offline წევრი marryami

dadee exlla raa mteliidgheea gelodebii :d :d

 


№7  offline წევრი ანა დევიძე

მალე დადე შემდეგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent