შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამით შეჩერება. (ჩვენ კი არ ვიქნებით...ჩვენ ვართ!!!) [თავი 4]


27-02-2015, 22:30
ავტორი grifini
ნანახია 2 062

***
წამით შეჩერება უნდა იმ წამისაც,როდესაც ის გაიცნო,მეხსიერებაშიც კი არ აღადგენს მის სახელს!ვერ იტანს მთლიან ამ ცხოვრებას.მთლიანი ცხოვრებაც მას უკავშირდება...
-რატომ ღმერთო რა დავაშავე-ამოიკვნესა და ტირილი დაიწყო,არა არ შეიძლებოდა ასე.უნდა გამოჯანმრთელდეს!მეგობრების გარეშე მართლა ვეღარ სძლებს...
-დედა!-დაიყვირა ბოლო ხმაზე.
ნაადათებულიშემოვარდა ოთახში და როდესაც აცრემლებული რუსა დაინახა ული მოუხვდა,ვერ უძლებდა სულ სევდიან რუსას.
-ხო დედი რა არის-ჰკითხა სევდიანი ხმით.
-ექიმს დაურეკე მკურნალობას ვიწყებ0უთხრა და ყურებამდე გაუღიმა.
ნატას გაუკვირდა და გაუხარდა,ვეღარ შეძლო ემოციების დატევა.ფრთხილად მივიდა რუსას ეტან დაიხარა და მარჯვენა ხელით მოეფერა.
-ჩემი რუსა,ჩემი გოგო-ბურტყუნებდა ნატა და თან შვილს ეფერებოდა.
-კარგი დე დღესვე მინდა,რომ დავიწყო და დაურეკე რა-უთხრა თითქოს მხიარულმა.
-ახლავე დე-უთხრა შვილის გადაწყვეტილებით გახარებულმა ნატამ და ოთახიდან გავიდა.
ერთი ამოიოხრა ყულიაშვილმა და იქვე მიგდებულ „ფრანკენშტეინს“ დასწვდა.წიგნი გადაშა და კითხვა დაიწყო,მაგრამ ფიქრებით ისევ წარსულში გადაეშვა.
***
ლოგინზე იწვა და ვერ ფიქრობდა,ასე მარტივად როგორ შეუყვარდა?საერთოდ რომ არც მოუცია მისთვის მიზეზი თან.
ცრემლი ჩამოუგორდა თალზ,რატმაინც და მაინც ის ? სულაც არ უნდოდა,არა მართლა არ უნდოდა თან მითუმეტეს დათას შეყვარება.
მისი დათასი,როგორ შეუყვარდა ასე მარტივად,როგორ გაუღო თავის გული კარი.მას კი შეიძლება ოდანავადაც არ მოსწონდეს,ერთი კიდევ ამოიოხრა და გვერდი იცვალა.ცრემლი შეიმშრალა და ისევ ჩაფიქრდა.
რა არის სიყვარული? ტკივილი თუ ბედნიერება,არა ორივე ერთად.ა მაინც ვერ ხვდება რა არის სიყვარული(რუსა კი არა,მეც ვერ ვხვდები).ფერი აქვს? მგონი აქვს,რუასთვის თთრი ფერი ჰქონდა ან წითელი.გემო აქვს ? გემოც ჰქონდა ოღონდ ვერ ხვდებოდა რისი.
კარების ხმა გაიგო და სწრაფად გადაბრუნდა,როდესაც ბედნიერი ლიზუ დაინახა ცრემლი შეიშრო და ისე გადაბრუნდა.ვარსკვლავებიან ჭერს მიაშტერდა,რამე უნდა ეთქვა?
-რუსა ყველას ბედნიერი ვარ-უთხრა ღიმილით ლიზუმ და რუსასკენ გადმობრუნდა,რუსას ცრემლიანი თვალები,რომ დაინახა გაკვირვება ვერ დამალა და ყბა ჩამოუვარდა-რუსა რა გჭირს?
-აი ემ ინ ლავ-უთხრა და ისევ ცრემლი წამოუვიდა.
გაკვირვებული წამოჯდა საწოლზე და რუსას შეხედა,რომელიც აქამდე არასდროს ტიროდა.
-დათოზე ხო?-ჰკითხა ლიზუმ და თვალებში ჩააშტერდა,რუსამ უხმოდ დაუქნია თავი.
-არ ვიცი,რა გითხრა-უთხრა ლიზუმ და ისიც ჭერს მიაშტერდა.
-კარგი,კარგი-უთხრა რუსამ და ლოგინზე წამოდგა.-არ გვინდა მოწყენა-გაუღიმა სევდიანად.
-კარგი,ჰო-უთხრა ლიზუმ და მოციმციმე ტელეფონს დასწვდა,ყურებამდე გაიღიმა როდესაც მესიჯი წაიკითხა.
რუსას ჩაეცინა,რადგან მიხვდა უკვე ვინ იქნებოდა.
-რაო რომეომ?-ჰკითხა სიცილით.
-არაფერი-დაუბღვირა ლიზუმ და კარებისკენ წავიდა,-დროზე ჩაიცვი კაფეში ვიკრიბებით,-უთხრა ლიზუმ და ნატას ძახილით გავიდა სამზარეულოში.
ნელა წამოდგა ფეხზე და გარდერობთან მივიდა,როგორც ყოველთვის დიდი ჟაკეტი გამოიღო, შავი მაისური და შავი ჯინსის შარვალი.
-წავედით,ჯულიეტა!-დაუყვირა სიცილით ლიზუს,რომელიც დედამისთან იყო ლაპარაკში გართული.
-ხო,ხო არ დამაცადო ლაპარაკი.-უთხრა მობეზრებულად და უკან გაჰყვა.
ნელა მიაქროლებდა მანქანას,ფანჯარა ჩაწეული ჰქონდა და შემოდგომის სუსხი ქარი სახეზე ნაზად ეფერებოდა.
ჯულიეტა ისევ,ტელეფონში იყო ჩამძვრალი და თავის რომეოს წერდა.
მალე მივიდნენ კაფესთან და ფრთხილად შეაღეს კარები,მაშინვე იგრძნო დათას სუნი,სადღაც სამ მეტრში იყო,მაგრამ მაინც იგრძნო.
-ჰეი!-დაიყვირა ანუშკიმ,-დროზე მოდით რა გაჩვენოთ-ისევ დაიყვირა მან.
-ხო რა იყო,რა იყო-ჰკითხა სიცილით რუსამ.
-ნახე!მე ქინდერები მაქვს-წამოიძახა გახარებულმა,მის ბავშურობაზე სულ ყოველთვის ხალისობდნენ,ახლაც ვერ მოითმინეს და კარგადაც გადაიხარხარეს.
მთელი იქ ყოფნის პერიოდში,რუსა დათას დაჟინებულ მზერას გრძნობდა მაგრამ მაინც არ შეუტრიალებია მისკენ თავი.
-რუს,-უჩურჩულა ჩუმად ლიკამ-ჩვენ ყველანი გავდივართ,ეხლა.შენ და დათამ უნდა ილაპარაკოთ-უთხრა ღიმილით,რუსა შეკრთა.
რა ჰქონდათ მას და დათას სალაპარაკო?არც არაფერი.
ისევ გაკვირვებულმა მოავლო,გაპარულ მეგობრებს თვალი,რომლებიც ჩუმად მიიპარებდონენ კარებისკენ (ნუ მათ ასე ეგონათ).
მომღიმარ დათას გახედა და მანაც უხერხულად გაიღიმა,სულ აწითლდა სახეზე როდესაც დათა გვერძე დაუჯდა.
-ე.ი. რა მინდა გითხრა-დაიწყო სიცილით დათამ,რუსასაც გაეღიმა მაგრამ მაინც უხერხულად.-კარგი,ახლა სერიოზულად.-უთხრა უკვე დასერიოზებული სახით,-პირდაპირ გეტყვი რა,არ ვარ მე ეს რომანტიული და რა ვქნა-უთხრა სიცილით,-მიყვარხარ რა.-კეფა მოიქექა და უხერხული ღიმილით შეხედა,რუსას თვალები გადმოუვარდა ბუდიდან ამის გაგონებაზე.
ნუთუ მართლა უთხრა ახლა დათამ რომ უყვარდა?არა ვერ დაიჯერებდა!როგორ? რამდენიმე საათის წინ სევდიანი იყო იმიტომ,რომ ეგონა დათას არ უყვარდა ახლა კი...
-მეც...-ჩაიუჩურჩულა უფრო თავისთვის ვიდრე დათასთვის,დათამ გაფართოებული თვალებით შეხედა.
-რ...რა?მართლა?-ჰკითხა გაკვირვებულმა.
-ხო...-უთხრა ისევ ჩუმად.
-აუუ...რა მაგარია-ვერ დამალა ემოციები დათამ.
იმ წუთს მასზე ბედნიერი არავინ იყო,მართლა არავინ!თუმცა ბედნიერება აფერისტია,ბოლომდე არასდროს მოგვყვება.

***
ის სამი თვე,დეკემრამდე მასზე ბედნიერი არავინ იყო,მას ეგონა ასე.თუმცა მისი ბედნიერებით მეგობრები უფრო ბედნიერები იყვნენ.
მანამდე იყო ბედნიერი,სანამ ის წყეული დღე არ დადგა.
***
სუსხიანი დილა იყო,საბანშიც შემოპარულიყო სიცივე და გააკანკალა.უფრო მაგრად მიიხუტა საბანი და თვალები ნელა გაახილა.
ტელეფონს დახედა,რომელიც არც ზუზუნებდა და არც განათებული იყო,გაუკვირდა რომ დათას მესიჯი არ დახვდა.
შემდეგ საათს გახედა,იქნება და ადრე გავიღვიძეო მაგრამ საათიც თორმეტს უჩვენებდა.
ნელა წამოჯდა და ტელეფონი მოიმარჯვა.ერთხელ დაურეკა გაუთიშა გაუკვირდა მაგრამ კიდევ დაურეკა,მეორეჯერაც გაუთიშა,მესამეჯერაც და მორჩა აღარ დაურეკავს.
ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა და ისე რომ არავის დამშვიდობებია კაფეში წავიდა,იცოდა იქ იქნებოდა.ყოველთვის იქ იყო.
იქ შესულს კი ადგილზე მიეყინა,როდესაც დათა დაინახა სხვა გოგოსთან ერთად.ნელა დაიძრა მისკენ იქნება და მეჩვენებაო მაგრამ...
-გამარჯობა-მიესალმა დაბნეული.
-გამარჯობა-უთხრა დათამ ირონიულად,-ეს ჩემი საცოლეა სალომე,ნატა ეს რუსუდანია-უთხრა მან თავის საცოლე სალომეს.
თავი ვერ შეიკავა და ყბა ჩამოუვარდა.როგორ თუ საცოლეა? გუშინ ეს არ,რომ ეფიცებოდა მიყვარხარო?არა ნუთუ ეს მართლა დათაა?ვერ დაიჯერებდა რომ ეს დათა იყო!როდიდან ეძახდა თან „რუსუდანს“?
-ბოდიში...-თქვა დაბნეულმა,გაკვირვებულმა,ნაწყენმა,გაბრაზებულმა და სევდიანმა რუსამ.
სწრაფად გაეცალა იმ ადგილს და მანქანაში ისევ გაურკვეველი ჩაჯდა.
სწრაფად მოსწყდა ადგილს რუსას მანქანა,ისე სწრაფად მიაქროლებდა მანქანას,როგორ სწრაფადაც წვიმდა.მისი ცრემლები უსველებდნენ,წითელ ლოყებს.ლიკა,ანუშკი და ლიზუ გამწარებულები ურეკავდნენ,მაგრამ არ პასუხოდა,არა კი არა ვერა.
-რატომ?!-დაიღრიალა ბოლო ხმაზე.
არ დაუნახია ის სატვირთო,ცრემლებმა ვერ დაანახეს.ასე უნდოდა ღმერთს! და ასეც მოხდა...
***
და მაინც რა არის ტკივილი? ტკივილი ხომ ბევრია:დაკარგვის,სიყვარულის,სიკვდილის და ა.შ. ტკვილი ხომ ადამიანს ანადგურებს,ზოგჯერ იგანუსაღვრელი ტკივილისგან ადამიანი კვდება,ან თავს იკლავს.ზოგჯერ ღმერთი განუსაზღვრელი ვადით აძლევს ტკივილს,ამიტომ ჰგონიათ ამ ბრბოს ჰგონია,რომ ღმერთი არ არსებობს.მოკვდა.მაგრამ არა! ღმერთი იმიტომ გვანიჭებს ტკვილის,რომ გადატანა შევძლოთ,გვცდის,უბრალოდ გვცდის.მაგრამ ხომ გაგიგონიათ უბედურების შემდეგ ბედნიერება მოდისო? ყოველთვის ასეა.მაგრამ ეს ბედნიერებაც მაგარი აფერისტია.


***
სავაადმყოფოში გაახილა თვალები და აი იქ დამთავრდა ყველაფერი როდესაც უთხრეს პარალიზებული ხარო.ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია,ერთიც კი.ისიც უთხრეს მკურნალობის შედეგად გაივლიო მაგრამ არა!არ უნდოდა და მორჩა.პრინციპი და სიამაყე ვერ დასძლია,ან რომ დავუფიქრდეთ რა შუაშია პრინციპი და სიამაყე.მაგრამ ის თვლიდა მასე და ასე იყო.
ყველა მოიშორა თავის ცხოვრებიდა,სახლში ჩაიკეტა დედამის და მამამისსაც იშვიათად ეკონტაქტებოდა.
ახლა კი გადაწყვიტა და ასეც იქნება,გაივლის!

***
მართალია თვეები,მაგრამ მაინც დაიწყო სიარული.თავიდან ცოტა უჭირდა აბა როგორია ორი წელია არ გაგივლია ? მაგრამ მაინც გაიარა!
სულ შეიცვლება და მეგობრების წინ ისე წარდგება!
სიარულიც დაიწყო და სირბილიც,ყოველთვის შიშობდა გარეთ არავის გადავეყაროვო.მთელი ერთი წლის განმავლობაში,სულ შეიცვალა.გარეგნობითაც და ისეც.უფრო დახვეწილი გახდა,უფრო გალამაზდა.აღარ ეკეთა ის სასაცილო სათვალეები ახლა უკვე კონტაქტური ლინზები ეკეთა.
და აი ის დღეც დადგა,როდესაც მეგობრებს ნახავს.
ზაფხულია და იცოდა,რომ სად თუ არა სვანეთში იქნებოდნენ ანუშკისთან.მაინც გადაამოწმებინა დედამისს.ბარგი შეკრა და სვანეთისკენ წავიდა.
რამდენიმე საათში უკვე გზირიშვილის სახლის წინ იდგა,ერთი ღრმად შეისუნთქა ჰაერი და ფილტვები გაავსო სუფთა ჰაერთიდ.ნელა მივიდა,კარზე დააკაკუნა და გაიგონა ლიკას ხმა რომელიც აუწყებდა,რომ ის გააღებდა კარებს.
-გამარჯობა-უთხრა რუსამ,მოშტერებულ ლიკას.
-უი,ბოდიში,-თქვა უხერხული ღიმილით,-უცბად ჩემი მეგობარი მეგონეთ.-ჩაიცინა მან მწარედ.
-ხო არა?-ჰკითხა სიცილით რუსამ,თითქოს ეცნო ეს ხმა.
-შენ...შენ...-ენას პირში ვერ ატრიალებდა ლიკა.
-ხო,ხო მე,მე.-უთხრა სიცილით,ლიკას თვალები გაუფართოვდა არც დაფიქრებულა ისე მივარდა და ჩაეხუტა.
-რუსა...რუსა...-იმეორებდა ლიკა გაუჩერებლად და რუსას არ სცილდებოდა.

ნუ ვიცი,რომ ძალიან დავაგვიანე :D



№1  offline წევრი Svvaaaniii

ძალიან დაიგვიანეე?! ძალიან კი არა საშინლად დაიგვიანე და კიდევ კარგი რომ, დიდი თავიი იყო თორემ ვაიი შენ მერე wink მე მომწონსს ჩემიი თავვი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის ამპულაშიი და მადლობა შენ ამისთვის <3 ძან მიყვარხარ და იცი შენ ესს <3
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent