ჩემი ღიმილიანი ბიჭი... ჰალსტუხით [16]
- ოოო რა ბუზღუნა ხარ ხანდახან ტატო რა.. სიცილით უთხრა თებეამ და მანქანაში ჩასკუპდა....ჯერ ცირა მიიყვანეს სახლში... წივილ- კივილით გამოვარდა დედამისი.. მამამისი კი მამაპაპური მოკითხვებით ვატოს მიმართ..ლალი დეიდამ ლოცა და ლოცა..მერე ხაჭაპურებზე დამეწვიეთო.. მაგრამ გვიანი იყო, თან დაღლილები იყვნენ და ლალი დეიდას წინადადებას უარით უპასუხეს..შემდეგ ლუკა მიიყვანეს.. მადლობითა და ღიმილით გამოემშვიდობა.. ტატოს მიაძახა სასიძო იმედია მალე გნახავო. ეს სიტყვები ცოტა ეხამუშა კიდეც.. უხერხულად გაუღიმა ლუკას ..ბოლოს თებეა და ლევანი მიიყვანა სახლთან.. მანქანა ნორმალურად არ იყო გაჩერებული ლევანი რომ გადმოხტა , ტატოს მეგობრულად ჩამოართვა ხელი , რაც ძალზედ გაუკვირდა თებეას..რადგანაც ლევანი იქ იყო, მეგობრული გამომშვიდობებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს და შეხვედრამდეო მიაძახეს.. თებეა ყურებამდე გაღიმებული დაიძრა სადარბაზოსაკენ... უკან ლევანი მიყვებოდა... - გიყვარს? მიაძახა კიბეზე მიმავალს და თებეას გადადგმული ნაბიჯი ჰაერში გაუშეშდა... ლევანის კითხვა უპასუხოდ დატოვა .. რაზეც ლევანიმ ცინიკურად ჩაიცინა და მიაძახა: - ძალით მორცხვი გოგო. და ჩაიფხუკუნა... თებეა არაფერს პასუხოდა..სახლში ჩუმად შევიდნენ.. მახოს და თეაკოს ეძინათ.. შუქები არ აუნთია და- ძმას.. იქვე მიყარეს მანტოები და ფეხსაცმელები და თავიანთი ოთახებისაკენ გაემართნენ... გადაღლილი თებეა, ცოტა შემცინვულიც კი შეწვა თბილ ლოგინში და დიდ ხანს წრიალის მერე ჩაეძინა.... *** - გადავწყვვიტე რა... დიდხნიანი დუმილის შემდეგ თქვა ტატომ და მუხლებზე ხელეები დაირტყა, ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით იწყო ოთახში სიარული ... - აბა? სიცილნარევი ხმით უთხრა დივანზე წამოგორებულმა სანდრომ და ხელები თავქვეშ ამოიწყო...თან გვერდულად გადახედა ძმაკაცს.. - უნდა მოვიყვანო.. დღესვე ვეტყვი.. აღარ შემიძლია რა... თქვა შეწუხებული სახით და ფანჯრის რაფას დაეყრდნო ხელებით.. უსასრულობას გაუშტერა თვალი.. ფანჯრის იქეთ ჩამოწოლილ ბინდს დააშტერდა... - ეგრეც ვიცოდი..ღიმილით ამოილაპარაკა სანდრომ და დივანზე წამოჯდა... - ოღონდ ესე ჩვეულებრივად არ უნდა ვთხოვო .. თქვა ტატომ და საჩვენებელი თითი ჰაერში ააფრიალა - აბა? სიცილით უთხრა სანდრომ - რაიმე ორიგინალური მჭირდება.. თქვა ღიმილით და თითით საფეთქელი დაიზილა, გეგონება ასე რამე საინტერესოს მოიფიქრებდა... - ლუკას დავურეკავ, ქრისტის შეყვარებულს.. ეცოდინება რა უყვარს თებეას.. დიდი ხნის ნაცნობები და მეგობრები არიან როგორც ვიცი... ამოილაპარაკა თავისი იდეით კმაყოფილმა და ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან.. სასურველ ნომერს მიაგნო და ოთახში აქეთ- იქეთ სიარულს მოჰყვა.. - გამარჯობა ლუკა.. -... -შენი ნახვა მინდა.. საქმეზე -.. - კი კი მშვიდობააა... - ... - კარგი, გელოდები კინოთეატრის წინ... უთხრა ღიმილით და გათიშა ტელეფონი.. სანდროს გადახედა და უთხრა: - ცოტა დრო მაქვს, მარჯანიშვილის კინოთეატრთან ახლოს ვცხოვრობო და თუ მოხვალ გნახავო.. - გამოგყვე? ამოხედა დაბლიდან სანდრომ და ტელეფონი დივნის კუთხეში მიაგდო - არა , იყავი, მალე მოვალ მე... უთხრა ძმაკაცს. ქურთუკი მოიცვა და კარები ხმაურიანად გაიჯახუნა, ბავშვივით აცეტებული გაემართა მარჯანიშვილის კინოთეატრისაკენ.... - სულ გაგიჟდა ეს ბიჭი.. სიცილით ამოილაპარაკა სანდრომ და სახლის ფანჯრიდან გაუცინა რამის მეცხრე ცაზე აფრენილ ძმაკაცს ... კინოთეატრს რომ მიადგა ლუკა უკვე იქ დახვდა...მეგობრულად მოიკითხა და ხელი ჩამოართვა - აქვე დავჯდეთ პარკში, ძალიან მეჩქარება თორემ.. ბოდიში რა.. შეწუხებული სახით დადგა ლუკა - არა რისი ბოდიში კაცო.. სულ 5 წუთის საქმეა.. ღიმილით უთხრა ტატომ და პარკისაკენ დაიწყეს სვლა.. - აბა გისმენ.. უთხრა ლუკამ და სიცივისაგან გაყინული ხელები ერთმანეთს გაუხახუნა - მოკლედ... თებეას ხელი უნდა ვთხოვო... თქვა ტატომ და თვალებმოჭუტულმა გადახედა გაოცებულ ლუკას.. - შენ გგონია დაგთანხმდება? სიცილით ამოილაპარაკა ლუკამ - დამთანხმდება.. ამაყად თქვა და წარბები შეკრა.. - შენი საქმის შენ იცი, მაგრამ, ეტყობა კარგად ვერ გაგიცვნია ჩვენი რიჟა.. თქვა ლუკამ და სიცილით დაკრა ბეჭებზე ხელი.. - მომისმენ თუ არა? მკაცრად უთხრა ტატომ და კოპები შეკრა.. - გისმენ , გისმენ.. თქვა ლუკამ და ღრმა სუნთქვა ამოაყოლა ნათქვამს...ეჰ ლუკა,, ეგ შენ არ იცი არაფერი თებეაზე და ტატოზე თორემ... აღარ იტლიკინებდი ეგრე.. - რამე ორიგინალური მინდა... აი რა უყვარს მითხარი, მაინც მაგისი ახლო მეგობარი ხარ და...რა გაუხარდებოდა.. - ახლა რომ გითხრა მაგას ვარდები და მსგავსები გაუხარდებათქო არა.. სიცილით თქვა ლუკამ - რამე ისე ქენი ფეხბურთს რომ დაუკავშირო... - ფეხბურთს?! გაუკვირდა ტატოს - ხო... ახლა ართქვა რომ არვიცი ფეხბურთი თუ უყვარდაო.. - არა ეგ კი ვიცი მარა.. დაბნეულმა ამოილუღლურა ტატომ და ლუკას საუბრის გაგრძელების მოლოდინში გაიტრუნა... - ჰოდა მოიფიქრე ძმაო რამე... უთხრა ლუკამ და იმედიანად გაუღიმა .. ტატოს უცებ ერთმა გენიალურმა იდეამ დაარტყა თავში .. გაიღიმა და ლუკას უთხრა: - ძმა ხარ ლუკააა... და ადგილს ისე მოსწყდა არც გამოემშვიდობა და არაფერი.. ვერაა ცოტა ეს ბიჭი მგონი.. ხედავთ როგორ გადარია ამ პაწაწინა გოგომ?! რას უშვრება ეს სიყვარული ადამიანებს რა.. აი ტატოზეა ნათქვამი " მიეცი სიყვარულს სიგიჟის უფლება".... გენიალური იდეით კმაყოფილი ჩქარა მიაქროლებდა მანქანას ... საიუველურო მაღაზიასთან შეჩერდა... გადმოვიდა და მომსახურე პერონალს ღიმილით მიესალმა.. საქორწინო ბეჭდების დახლთან ჩამოდგა და თითები მინაზე ააკაკუნა.. - ხომ არ დაგეხმაროთ? ღიმილით ჰკითხა დახლს იქეთ მოხდენილმა გოგონამ და ფეხზე წამოდგა - ყველაზე ლამაზი ბეჭედი მინდა.. უთხრა აჟიტირებულმა ტატომ და ბეჭდებს დაუწყო თვალიერება გოგონამ უსიტყვოდ ამოიღო ერტერთი ბეჭედი დახლიდან და ტატოს გაუწოდა... - საუკეთესოა.. ტატომგამოართვა.. შეათვალიერა... მოეწონა.. გახარებულმა იყიდა და თან გეგმას სახავდა თავში როგორ განეხორციელებინა იდეა სწორად... პაწაწინა ყუთი ჯიბეში ჩაიცურა და მანქანაში ჩაჯდა.. მინიდან მოჭყიტინე მზის სხივების გამო შავი რეიბანები გაიკეთა და ისე განაგრძო მანქანის მართვა...გზაჯვარედინზე შეაჩერა.... გაკვირვებით გახედამანქანას , რომელიც მისკენ მოემართებოდა.. არადა წითელი იყო ანთებული, თან მისი გზა იყო...რომ მოტვინა, რომ მანქანა მას ეჯახებოდა გვერდიდან გვიან იყო..... შავი მერსედესი მტელი ძალით მიეჯახა ტატოს ბე ემ ვეს...გვერდიდან დაარტყა.. იმ ადგილიდან საითკენაც ტატოიჯდა, საჭის მხარეს....გააზრებაც კი ვერ მოასწრო ტატომ ისე გადაეკრა თვალებზე ბინდი... აღარც გარშემო მყოფი ქალების წივილი გაუგონია.. არც კაიფისაგან დაბინდული ბიჭის აცახცახებული სახე... მთელი ძალით მიენარცხა მანქანის წინა მინას.... სახე დაესისხლა.. შუშები წვრილწვრილად დაიშალა, სახეში შეერჭო.. ხელებზე დაეყარა... გაითიშა.. დროებით ან სამუდამოდ.. ვერც ტკივილს გრძნობდა.. რაღაცა უქონადობის შეგრძნება დაეუფლება.. მერე იყო პოლიციის სირენების ხმა.. ამბავს შემსწრე კაცების უიმედო მცდელობა ტატოს მანქანიდან ამოყვანისა.. სასწრაფო.. შემზარავი სისხლის სუნი და დასისხლიანებული ტატო სხეულსა და სახეზე...სირენების კივილი.. მანქანიდან ძლივს ამოყვანილი , დაჩეხილი, დაზიანებიული, დასისხული თორთლაძე,...საკაცეზე დაწვენილი..მითიშული ახმახი.. და ბოლოს... ყველანაირი გრძნობის დაკარგვა.. აღარც უწონადობა, აღარც ტკივილი... - მალეე, გაგვატარეთ... ჩქარჩქარა მიარბენინებდნენ ექიმები ტატოს საკაცეს საოპერაციოსკენ , საავადმყოფოს დერეფანში მიმავალ ხალხს განწირულები უყვიროდნენ და საოპერაციოსაკენ მიიჩქაროდნენ.. სააავადმყოფოს სუნი.. იმედდაკარგული ახლობლები დერეფანში სხვადასხვა ავადმყოფისა... მაგრამ ტატო ვერაფერს ხედავდა.. ისევ იმ , უწინდელ უწონადობას გრძნობდა ამ ქვეყნისაგან გათიშული... საოპერაციოში შეყვანილს სწრაფად გახადეს ზედა ტანი.. პულსი გაუსინჯეს, რომელიც ჯერ კიდევ ესინჯებოდა... მთავარ ექიმს მოუხმეს... მთელს სახეზე წვრილიშუშები ჰქონდა ჩარჭობილი.. ბლანტი სითხე შეუჩერებლივ სდიოდა სახესა თუ სხეულზე..გადასერილი მკლავები... შეგრძნება თითქოს მკვდარი ხარ.. მაგრამ მაინც ცოცხლებში წერიხარ.. მაგრამ არც ეს ადგილი აგქვს გარანტირებული. შემზარავი სუნი.. გადაფითრებული სახე.. საოპერაციოში მოფუსფუსე ექიმები.. და ისევ.. უწონადობის, რაღაცა არაამქვეყნიურის შეგრძნება... - ახლობლებს დაურეკეთ?! თქვა მთავარმა ექიმმა და ხელთათმანები მოიხსნა... - დავურეკეთ.. მძიმედ ამოილაპარაკა ექთანმა... - ჯიბეში ვიპოვეთ პირადობა, დალეწილი, მაგრამ მომუშავე ტელეფონი და აი ეს.. თქვა ექიმმა და ხალათის ჯიბიდან თეთრი ყუთი ამოაძვრინა , რომელიც სისხლით იყო დაწინწკლული... ექიმს სახეზე ღიმილმა გადაურბინა. სევდიანმა ღიმილმა .. ექთან ყუთი გამოართვა შუახნის კაცმა, ტატოს თავთან დადო და ნარკოზის ქვეშ მყოფს უთხრა: - შენი ხელით მისცემ ამას , ვისაც ეკუთვნის .. გპირდები.. და გაყინულ ხელზე თავისი მოხუცებული ხელი მამა-შვილურად გადაუსვა ... - გაააღეთ, მანახეთ... ისმოდა დერეფნიდან განწირული გოგონას არაადამიანური კივილი... - ვერ შეგატარებთ, ჯერ.. წყნარად უხსნიდა დაცვა და ძლივს აკავებდა... - გამატარეთ მეთქი არ გესმით? ტირილით გაჰყვიროდა თებეა და იუმედოდ იწევდა საოპერციოს შესასვლელისაკენ.. სახეწაშლილი.. თვალებჩასიებული და არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა... მოხუცმა კარი გამოაღო და დაცვას უთხრა: - შემოუშვით.. და გოგონა შიგნით შეატარა თებეა გიჟივით შემოვარდა პალატაში.. დასისხლული, წვეთოვანზე შეერთებული ტატო რომ დაინახა ვერ გეტყვით რა იგრძნო.. გრძნობა, რომელიც სიკვდილის ტოლფასია.. მთელს სხეულში ცხელმა ტალღამ დაუარა, ადგილზე შედგა, ისედაც ამღვრეულ თვალებზე ბინდი გადაეკრა. ფეხები აუკანკალდა ადგილზე შედგა.. ნაბიჯს ვერარ ადგამდა... შემდეგ კი ნელნელა მიუახლოვდა ტატოს... გვერდით ჩამოუჯდა... ყელში მოწოლილმა ბურთმა იხეთქა... აღრიალდა... ეს არ იყო ტირილი.. ეს უფრო რაღაცა არაამქვეყნიური ტკივილის გამოხატულება იყო... მაგრად მოუჭირა ხელები საწოლის გადასაფარებელს.. იმდენად მაგრად,რომ ნაჭერი გაჭრა ფრჩხილებით და ხორცში ჩაერჭო... სისხლმა დენა დაიწყო გაჭრილი ადგილებიდან, მაგრამ თებეა ამას ვერ გრძნობდა... ხორცები ფრჩხილებში ჩარჩა. ვერც ამას გრძნობდა.. დაბჟუებული ჰქონდა მთელი სხეული... დასისხლული ხელი პირზე აიფარა კბილები მაგრად ჩააჭირა თიტებს,, ჯერ ვერ იაზრებდა რელობას... გული, სული.. უკანკალებდა და ეწვოდა.. ცრემლები ახრჩოდა.. არ წყდებოდა...სისხლნარვი ცრემლები მოსდიოდა..სიბრაზისაგან, და შიშისაგან მთელი სხეული გაეოფლა,თვალები მაგრად მოხუჭა... გაახილა... ექიმი დაძაბული და სევდიანი შესცქეროდა... ვეღარ მოითმინა.. კიდევ ამოიყვირა გამწარებულმა .. დასისხლული თიტებით ჩააფრინდა აპარატზე შეერთებულს და თეთრი, ავადმყოფის ხალათი ბღავილით დაუსველა.. ასე ეგონა მოკვდა... ვერ გადაიტანდა, ვერ დაკარგავდა, უკვე ენატრებოდა ის ნაცრისფერი თვალები, მისი ღიმილიანი ბიჭი, როგორ იქნებოდა უიმისოდ, დადდებითზე არაფერზე ეფიქრებოდა.. ცუდს ფიქრობდა. სიკვიდლზე ფიქრობდა .. წამს ისე ვეღარ გაუძლო ტკივილს თვითმკვლელობაც კი გადაწყვიტა... ტატოს მხრებს ჩაებღაუჭა, ისევ ღრმად ამოიტირა. რაღაცეებს ბურტყუნებდა ხმადაბლა...მერე ამისი ძალაც დაკარგა... წამოიწია. მიბლეტილი თვალებით აჰხედა ექიმს და გახრინწული, ანერვიულებული ხმით უთხრა: - ხომ...ხომ... ხომ გადარჩება.. ძლივს ამოილუღლუღა და ტატოს ხელები უშვა... ექიმს გული დაეწვა იმხელა სევდა და ტკივილი ამოიკითხა თებეას თვალებში.. ვერც დააიმედა, მაგრამ ვერც იმედი წაართვა.. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და უთხრა: - ყველაფერს გავაკეთებ.... ექიმის მშვიდმა ტონმა ისე გააღიზიანა ვერც კი გაიაზრა რას აკეთებდა, ფეხზე წამოფრინდა , დასისხლული ხელები ექიმს ჩაავლო მკლავებში, მოხუცებული იმხელაზე დააჯანჯღარა ექიმს სატვალე მოძვრა: - გადამირჩენთ.. ხო გასაგებია! გადამირჩენთ გაჰყვიროდა გაავებული და ისე ანჯღრევდა ნერვიულობისაგან გაძლიერებული ამხელა კაცს, როგორც 2 წლის ბავშვს.. მერე მიხვდა რასაც აკეთებდა.. ხელი უშვა კაცს... ნელნელა დაიწია უკან ...კედელს მიეყრდნო... ძირს დაჯდა.. გადაჯვარედინებულ ხელებში თავი ჩარგო და ტირილით ამოთქვა: - მაპატიეთ ექიმო... შმედეგ კი ისევ, არაადამიანური ღნავილი ამოუშვა.. ბოლოს... ვერარ გაუძლო.. წამით ძლიერი ტავის ტკივილი იგრძნო.. ერთი მხოლოდ ამის გაგება მოასწრო: - ჩქარა ნემსიო.. და თვალები მიებლიტა... ისიც იგრძნო როგორ დაარტყა თავი იატაკს ნახევრად მითიშულმა .... რაღაცა მჩხვლეტავიც იგრძნო ვენაში... მაგრამ არ სტკენია.. სული ისე სტკიდდა , როგორც არ უნდა მოენდომებინა ფიზიკური ტკივილი ვერ გადაფარავდა მას... მაგრამ ბოლოს.. მასაც სძლია უწონადობის შეგრძნებამ ..ბინდი გადაეკრა... ყველა შეგრძნება დაკარგა... როცა გრძნობ რომ კარგავ... როცა გენატრება სიცოცხლეზე მეტად.. გრძნობ რომ ბოლოჯერ უყურებ მის სიყვარულით სავსე თვალებს..მთელი გონება და გული გეწვის... მთელი არსებით გინდა გადაარჩინო...მაგრამ ვერაფერს აკეთებ.. ის მიდის .. და გტოვებს სამუდამოდ....შენ კი იმედიღა გრჩება.. იმისა.. რომ , იქ.. მარადისობაში მიანც შეხვდები ------- ვიცი რომ დაგიგვიანეთ... მაქსიმალურად ვეცადე ჩემი ხასიათი და ტკივილი მოთხრობაში არ ასახულიყო, ამიტომ მსუბუქად აგიღწერეთ , ნუ ვეცადე მაინც.... ჩამქოლეთ, არ დატოვოთ არცერთი კომენტარი. მიზეზი კი მქონდა რის გამოც ვერ ვწერდი, მაგრამ თავს არ ვიმართლებ, გამლანძღეთ დაგვიანებისათვის.. ღირსი ვარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.