უშგულში ნაპოვნი ანგელოზი [12]
ერთი თვის შემდეგ........................... ქორწილმა შესანიშნავად ჩაიარა, ყოველგვარი ზედმეტი ინციდენტების გარეშე, რაც დამახასიათებელია ხშირ შემთხვევაში. ყველაფერი ისე იყო როგორც მარიამს სურდა, ანდრონიკემ სრული თავისუფლება მიანიჭა ამ საკითხში. მონაწილეობას თვითონაც იღებდა მზადებაში, მაგრამ ძირითადად იმნაძეს ეთანხმებოდა. თეკო ფაქტობრივად არ მოშორებია მეგობარს, თითოეულ დეტალს განიხილავდნენ ერთად. იდეალურობისკენ ისწრაფოდნენ და თავს არ ზოგავდნენ ამისთვის. კოსტას და ტყემალაძის ურთიერთობის გამო, მარიამის მეჯვარე ვეღარ იქნებოდა. როგორც იქნა ეღირსათ და გამოუტყდნენ სიყვარულში ერთმანეთს. მოკლედ რომ ვთქვათ, ქორწილი მართლაც არაჩვეულებრივი გამოვიდა. ყველამ იმხიარულა, გაერთნენ. მხოლოდ ანრონიკე ვერ იყო ხასიათზე. მარიამმა შეამჩნია, მიზეზიც ჰკითხა, მაგრამ არ უპასუხა. ან როგორ ეტყოდა, სულაც არ უნდოდა იმნაძე წინასწარ დაძაბულიყო. ვერაფრით დაივიწყა დედასთან დიალოგი, რატომღაც ქალბატონ დალის სარძლო არ მოწონდა. იმ დღიდან აითვალწუნა, პირველად რომ უარი უთხრა ცოლობაზე მის შვილს. იცოდა რომ ვერ გადააფიქრებინებდა, მაგრამ მაინც თავისას ეცადა. ამაზე ღელავდა არღვლიანიც, დედას ვერ მიატოვებდა, მაგრამ არც იმას აპირებდა მარიამი ვინმეს ეწყენინებინა. გადაწყვიტა რმ ერთად ცხოვრების პერიოდში, როცა დედამისი უკეთ გაიცნობდა რძალს, აუცილებლად გაუგებდა და შეიყვარებდა. თაფლობის თვე სვანეთში გაატარეს, ბებოსთან. დაუვიწყარი, ბედნიერებით სავსე ორი კვირა. მარიამმა კუბდარის კეთებაც ისწავლა. ისევ ესტუმრნენ „ლამარიას“, სიყვარულის კოშკსაც, საგვარეულო კოშკებიც მოიუნახულეს. მთელი დღეები აქეთ-იქით დადიოდნენ, სვანმა დაათვალიერებინა მთელი სვანეთი. დაწვრილებით უყვებოდა თითოეული არქიტექტურული ძეგლის შესახებ, აცნობდა სვანურ ტრადიციებს და აკმაყოფილებდა მის ცნობისმოყვარეობას. დღეს კი უკვე წასასვლელად ემზადებიან, ქალაქში ბრუნდებიან. არღვლიანის გონებასაც რაღაც ჭია შეუჩნდა, მარიამიც ნერვიულობს. ადვილი ხომ არ არის უცხო ადამიანთან ერთად ერთ სახლსში ცხოვრება, მაშინ როცა არც მისი ხასიათები იცი, არც მოთხოვნები. მაგრამ საკუთარი თვისებებიდან გამომდინარე ფიქრობს რომ ადვილად შეეგუება. უფროსებთან ზედმეტად დამთმობი ხასითი აქვს და ამის იმედადაა, შეუძლია უბრალოდ დააიგნოროს ისეთი კომენტარები რაც არ მოეწონება. იმედოვნებს რომ ამის საჭიროება არ იქნება. სჯერა სიყვარულის ძალის, ფიქრობს რომ არღვლიანის გამო ყველაფერს აიტანს. ბედნიერი რომ არის მასთან, წყალი არ გაუვა. თვალები უბრწყინავს, ჯერ ყველაფერში უგებენ ერთმანეთს. ვნახოთ ქალაქში დაბრუნების შემდეგ რა იქნება. გზა უსაშველოდ გაიწელა, დაღლილობა ეტყობოდა წყვილსაც. ჩააღწიეს ქალაქში, მიაღწიეს სახლამდე, მანქანიდან გადმოვიდნენ. ანდრონიკემ ჩანთები ამოიღო დაბარგულიდან და სადარბაზოში შევიდნენ. კარებს რომ გაუსწორდა ანერვიულდა იმნაძე, ფრთხილად დააკაკუნა და დაელოდა. მალე გააღო ქალბატონმა დალიმ, უბრალოდ მიესალმა, ცივად გადაკოცნა და შეატარა, შვილს ფართოდ გაუღიმა, გულიანად ჩაეხუტა და ისე შეუშვა. სვანმა თავიანთი ოთახი აჩვენა მარიამს და ბარგი შეიტანა. ღიმილით გამოვიდნენ მისაღებში და იქვე დივანზე ჩამოსხდნენ. ბედნიერად მიეყრდნო ქმრის გულ-მკერდს და პირდაპირ მჯდარ დედამთილს გაუღიმა. - როგორი დრო გაატარეთ დედა? _ ღიმილით ჰკითხა ანდრონიკეს. - ძალიან კარგი დე. - შენ მარიამ, მოგეწონა თუ გერთულა სვანეთში ცხოვრება? - მომეწონა, არაჩვეულებრივია. კუბდარის კეთებაც ვისწავლე _ ახარა ქალბატონ დალის. - ისწავლე, ძალიან კარგი, მაგრამ ჯერ-ჯერობით მე ვდიასახლისობ ამ სახლში. - რა თქმა უნდა, სახლის დიასახლისი თქვენ ხართ _ მშვიდად გაუღიმა იმნაძემ. - ძალიან კარგი _ თავდაჯერებულად გაიღიმა ქალმაც. - მარიამ ხვალ ვმუშაობ _ ჩაილაპარაკა მეუღლის მისამართით. - საუზმე უნდა მოგიმზადო? _ ღიმილით ახედა. - აბა ქმარს სამსახურში მშიერს უშვებ? _ უკმაყოფილოდ ასწია წარბები დედამთილმა. - უბრალოდ ვიკითხე, არ ვიცი მიირთმევს თუ არა დილაობით. - არ უნდა იცოდე ქმარი როდის ჭამს? - დედა, ახლახანს დავქორწინდით _ ჩაერია ანდრონიკე და დედა დაამშვიდა. - საჭმლის გაკეთება მაინც თუ იცი, დილით რა უნდა აჭამო _ ირონიული ტონით ჩაილაპარაკა. - ვიცი, მე დასაძინებლად წავალ თუ შეიძლება, ძილინების _ მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა და ოთახისკენ წავიდა. იქ შესულმა ღრმად ამოისუნთქა, მოემზადა და ლოგინში დაწვა. არ ელოდა პირველივე დღე ამ სახში ცხოვრების ასე თუ დაიწყებოდა. ბევრი რამ გაუგონია იმ დედების ეგოისტობის შესახებ, რომელთაც ერთი შილი ჰყავთ. ქალბატონი დალიც ალბათ მათ რიცხვში შედის, ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ სულ რაღაც ნახევარ საათში რომ ასე მოუშხამა განწყობა, მერე რა იქნება. ოთახში არღვლიანი შევიდა. მოწესრიგდა და დაწვა. მეუღლის მხარეს მიიწია, მუცელზე ხელი მოჰხვია და თავისკენ მიიზიდა. მის ნებას დაჰყვა და მიიწია. კისერში მიეფრქვა სვანის სუნთქვა და გაეღიმა. ყელზე კოცნა დაუტოვა და ცხვირი მარიამის ყელში ჩარგო. - ნუ მიაქცევ ყურადღებას, ცოტა რთულია _ უჩურჩულა მშვიდად. - ვეცდები _ ღრმად ამოისუნთქა მარიამმა და მოეშვა. დილით არღვლიანის კოცნამ გააღვიძა. თვალები მოიფშვნიტა, ნელა გაახილა და ფორმაში გამოწყობილ ქმარს ახედა. - მიდიხარ უკვე? ახლავე გაგიმზადებ საუზმეს _ მის ფაციფუცზე ჩაეცინა სვანს. - არ მინდოდა გამეღვიძებინე, მაგრამ კოცნის გარეშე ვერ წავიდოდი. გააგრძელე ძილი, ვისაუზმე უკვე. - კარგი _ გაუღიმა და ტუჩები წინ წასწია. სურვილს მიუხვდა ანდრონიკეც და კიდევ ერთხელ აკოცა. მარიამმა მშვიდად განაგრძო ძილი. მგზავრობით დაღლილს ათ საათამდე ეძინა. გაღვიძებულმა სწრაფად მოიწესრიგა თავი, ოთახი მოაწესრიგა და გავიდა. ქალბატონი დალი სამზარეულოში იყო. შევიდა, ღიმილით მიესალმა და ჩაიდანი დადგა გაზქურაზე. - ყავას სად ინახავთ? _ მიმართა დედამთილს. - უნალექო ყავა არ გვაქვს. - კარგი, ნალექიანი? - მანდ ნახე კარადაში. - თქვენც მიირთმევთ? - მე დილით ადრე დავლიე უკვე, როცა შენი ქმარი გავაცილე სამსახურში _ ხაზგასმით გამოკვეთა ყველა სიტყვა და უკმაყოფილო სახით დატოვა სამზარეულო. მარიამმა თავისთვის ჩაიბუზღუნა რას მერჩისო და ყავა მოამზადა. იქვე დალია, ფინჯანი გარეცხა და თავის ადგილას დააბრუნა. მთელი სახლი დალაგებული დახვდა. „ხვალიდან ადრე უნდა გავიღვიძო“ - გაიფიქრა და მისაღებში გავიდა. ტელეფონი ამღერდა, კოსტა იყო. - გისმენ კოსწიკ. _ მხიარულად ჩაილაპარაკა. - როგორ ხარ რძალო? - კარგად, შენ? - მეც კარგად, თეკოს უნდა შენი ნახვა და ამოგიაროთ? - კი რავი ამოდით, ანდრონიკე მუშაობს დღეს. - მაშინ საღამოს ამოვალთ ანდრონიკეც რომ მოვა. - კარგი, გელოდებით. - კარგი რძალო, აბა შენ იცი. ღიმილით გათიშა ტელეფონი და პატარა მაგიდაზე დადო. მთელი დღის განმავლობაში დედამთილი არ გამოხმაურებია. სადილობა რომ შესთავაზა მარიამმა, უარი უთხრა. თვითონაც აღარ გამოუჩენია ინიციატივა. საღამოს ანდრონიკემ დაურეკა, ჰკითხა რამე ხომ არ უნდოდა, ყავის წამოღება თხოვა და ამცნო რომ საღამოს სტუმრები ეყოლებოდათ. კარებზე კაკუნი გაიგონა თუ არა, ღიმილიანი სახით წავიდა და გაუღო. ზღურბლზევე აკოცა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოუშვა. ქალბატონი დალიც შვილის დაბრუნების შემდეგ გამოვიდა ოთახიდან. - რას შეჭამ? _ მზრუნველი ტონით ჰკითხა ქმარს. - რასაც მომიმზადებ იმას _ გაუღიმა. - შხამი რომ მოამზადოს ეგეც უნდა ჭამო? _ უკმაყოფილოდ გამოეხმაურა დედა. - მისი მომზადებული შხამიც კი გემრიელი იქნება _ მშვიდად გაუღიმა ჯერ დედას, შემდეგ მარიამს და თბილი მზერით გააცილა სამზარეულომდე. იმნაძემ ყველაზე სწრაფი და მარტივი საჭმელი აირჩია, მეუღლეს კვერცხი და ძეხვი შეუწვა, სუფრასთან მიიწვია. თვითონაც წინ ჩამოუსკუპდა და გაუღიმა. - იმედია არ მოიწამლები _ გაუცინა. - იმედია. როდის ამოვლენ თეკო და კოსტა? - არ ვიცი, შენს მოსვლას ელოდებოდნენ. - დავურეკავ მაშინ. მარიამმა სუფრა აალაგა, ჭურჭელი დარეცხა, მისაღებში გავიდა და მეუღლეს მიუსკუპდა. არღვლიანმა ხელი მოჰხვია და თავზე აკოცა. დედამთილი კი მკაცრი მზერით უყურებდა მათ ქმედებებს. რა ქნას, არ მოწონს ეს გოგო. არ მიაჩნია შვილის შესაფერისად, არც გარეგნობით, არც ისე. თან მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გაიგო რომ მის ვაჟს ცოლობაზე არ დათანხმდა. სტუმრებიც მოვიდნენ, მარიამი კარებშივე შეეგება. დაქალს მთელი ძალით ჩაეხუტა და რომ არა კოსტას სიცილი, კიდევ დიდ ხანს არ მოსწყდებოდა. - მეც მნახე რძალო, არ მოგენატრე? _ გაუცინა. - როგორ არ მომენატრე კოსწიკ _ კოსტასაც ჩაეხუტა და შეიპატიჟა. ნაკაშიძე ღიმილით მიესალმა ქალბატონ დალის, გადაკოცნა და თეკო გააცნო. დედამთილმა ახალგაზრდები მარტო დატოვა და თავის ოთახში შევიდა. მარიამი და თეკო სამზარეულოში გავიდნენ. - აბა, როგორია გათხოვილი ქალის ცხოვრება? პირდაპირ მითხარი არ დამიმალო _ გაუცინა თეკომ. - რავი ჩვეულებრივი, უბრალოდ შენს ლოგინის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია _ მარიამმაც გაუცინა. - მაგას ვერ ავიტან _ ჩაიფხუკუნა ტყემალაძემ. - თქვენთან რა ხდება? ეს ორი კვირა ვერ გელაპარაკე წესიერად. - მშვიდობაა, კარგად ვართ. - ძალიან კარგი _ გაუღიმა. მისაღებში დაბრუნდნენ ყავის ფინჯნებსა და ტკბილეულთან ერთად. მეწყვილეების გვერდით მოკალათდნენ და ბიჭების საუბარში ჩაებნენ. ცოტა ხანს ისაუბრეს, მერე სტუმრები გააცილეს და იმნაძემ დალაგება დაიწყო. - დაანებე რა, ხვალ დაალაგე. - არა, დედაშენს ხომ არ დავუტოვებ? დილითაც რომ ავდექი მილაგებული დამხვდა ყველაფერი. - ადრე ადგომას მაინც ვერ მოასწრებ. _ გაუღიმა. - რატომ? - იმიტომ. - იმიტომ პასუხი არაა. - ჩემთან ერთად თუ გაიღვიძებ შეიძლება მოასწრო კიდეც. - და შენ როდის იღვიძებ? - ექვსის ნახევარზე. - რამ გაგამწარა _ გაუცინა. - ვვარჯიშობ, ისე შენც არ გაწყენდა. - რისი თქმა გინდა რომ მსუქანი ვარ? _ თვალების ბრიალით გადახედა ქმარს. - მარტო მსუქნებს სჭირდებათ ვარჯიში? გაკაჟდები _ გაუცინა. - კარგი, გამაღვიძე ხვალ და ვნახოთ _ ხელები გაიმშრალა და ანდრონიკესკენ მიბრუნდა. - მორჩი? შეგვიძლია ოთახში წავიდეთ? - მოვრჩი და შეგვიძლია წავიდეთ _ გაუცინა და წინ წავიდა. - ძალიან კარგი _ ღიმილით ჩაილაპარაკა და ცოლს უკან მიჰყვა. კმაყოფილი ღიმილით დახურა კარები და ლოგინისკენ წასულ მარიამს დაეწია. თავისკენ მიატრიალა და ტუჩებზე დაეწაფა. იმნაძემაც ხელები შემოჰხვია და სცადა აყოლოდა მეუღლის ალერსს. ___________________ ესეც მეთორმეტე თავი ჩემო შოკოლადებო.. მადლობა მადლობა მადლობა სითბოსთვის, მაბედნიერებთ.. ვიცი რომ პატარა თავია, ბოდიში... იმედი მაქვს მოგეწონებათ, ველი შეფასებას, კრიტიკას და ემოციების გაზიარებას.. მათბობთ თქვენ და მატკბობთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.