შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი სიმღერა (როგორ შევხვდი მას)


28-02-2015, 01:42
ავტორი Klaus
ნანახია 2 169

მე მივდიოდი მაღაზიაში.ავტოსადგომზე ანათებდა მზე,ისე ანათებდა რომ თვალები დავხუჭე.ოდნავ რომ გავახილე,დავინახე ვიღაც,თეთრი მაისურით მანქანიდან გადმოვიდა და მარჯვნივ ვიღაცას დაუწყო თვალებით ძებნა.
როცა მაღაზიაში შევედი,მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ მთელი ეს დრო მას ვუყურებდი.ის კი სხვაგან იყურებოდა.ვიცოდი მასთან დაახლოების შანსიც არ მქონდა,თუმცა ძალიან მომეწონა.საუცხოო სილამაზის და აგებულების იყო,სახე კარგად არ დამინახავს,მაგრამ მახსოვდა როგორც მზეში მბრწყინავი პრინცი.არა,ალბათ მეფე.
რომ გავედი აღარ დამხვდა,თუმცა მანქანა ისევ ეყენა.
"ჯანდაბა,პეჩენიის ყიდვა დამავიწდა"-გამახსენდა და რომ მოვტრიალდი ეგრევე მას შევასკდი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.არაფერი მითქვამს,არც მას.უბრალოდ თვალი გამომაყოლა,მასში ვერ დავინახე გაბრაზება,მოწონება ან სხვა რეაქცია,თუმცა უნებურად მის მიმართ პატივისცემა და რიდი გამიჩნდა.ის ხომ ჩემზე უფროსი,ლამაზი და "დიდებული" იყო.
მაღაზიაში შესულმა ვეღარ მოვიფიქრე რა უნდა მეყიდა.ერთხანს უაზროდ ვათვალიერე კრემები და სხვა რაღაცეები და გამოვედი.
სახლში წავედი,ვისადილე,შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე.
დღე სწრაფად გავიდა.
საღამოს წვიმა მოვიდა.როცა გადაიღო,კარზე დააკაკუნეს.
გავაღე.
ჩემი მეზობელი,კენდელი აღმოჩნდა.
-კარგი ამინდია სემ,არ გინდა გავისეირნოთ?-მეკითხება ის.
-იმ პირობით თუ კოლსაც წამოიყვან.
(კოლი მის კოკერსპანიელს ერქვა)
-კარგი.
-და მე გავასეირნებ.
-კარგი.
-კარგი.5 წუთში გამოგივლი.
5 წუთის შემდეგ ჩვენ ვასეირნებდით კოლს და ჩვენც ვსეირნობდით.
კოლი მარტო მისი კი არა,ჩემი ძაღლიც არის,უბრალოდ ის კენდელთან ცხოვრობს და კენდელი უვლის.გასეირნებით მე ვასეირნებ,საჭმელს კი ორივე ვყიდულობთ.
კენდელი ჩემი შეყვარებული იყო,როცა 17-18 წლისები ვიყავით.შემდეგ კი მეგობრები გავხდით.ყველას კი არ შეუძლია ასე,ყველას უკვირს ამას როგორ ვახერხებთ,თუმცა ეს ასეა,ის ჩემი თითქმის ერთადერთი მეგობარია.
გავიარეთ ავტოსადგომი.ახლა იქ მხოლოდ ერთი მანქანა აყენია.
გავიარეთ ქუჩა და კოლი დიდ ნაგაზს გაეკიდა,მაგრამ მე არ გავუშვი.ის კი აყეფდა.ნაგაზიც უყეფდა კოლს,შემდეგ თავის პატრონთან მიირბინა,რომელსაც თეთრი მაისური ეცვა.უცებ გული ამიჩქროლდა და უნებურად თასმას,რომლითაც კოლს ვიჭერდი,ხელი გავუშვი.
-სეემ!-შეეშინდა კენდელს და კოლს გაეკიდა.
თეთრმაისურიანი მოტრიალდა და როცა მისი სახე დავინახე,მხოლოდ მაშინღა გავეკიდე კოლს და ერთი ქუჩის შემდეგ დავიჭირეთ.
-ამის შემდეგ მხოლოდ მე გავასეირნებ!-წყენით თქვა კენდელმა.
-ბოდიში,მეორედ ასე აღარ ვიზავ.
-მაინც რაზე ფიქრობდი?
-არაფერზე,უცებ მეგონა რომ ნაცნობი დავინახე.
-და ხელი იმიტომ გაგეშვა? რა უცნაურია -ჩაიბურტყუნა კენდელმა.
წყენამ მალე გაუარა.
ახლა ისევ მე ვასეირნებ კოლს.
იმ თეთრმაისურიანს ისევ გავუარეთ.ის სულაც არ ჰგავდა ჩემს მზეში მბრწყინავ მეფეს.
კენდელი კარებთან დამემშვიდობა და ისევ ჩემს ბინას დავუბრუნდი.
მეორე დღესაც არ იდგა ის მანქანა ავტოსადგომზე.არც მესამე დღეს.მეოთხე დღეს კი კენდელი მეგობარმა დაპატიჟა როკ-კონცერტზე და კენდელმა მე დამპატიჟა.
გული უცნაურად მიცემდა,თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო.თუმცა მერე მივხვდი რომ ეს რაღაცის იმედი უფრო იყო ვიდრე წინათგრძნობა.მოგვიანებით კი მივხვდი,რომ ეს ან ორივე იყო,ან უბრალოდ გამიმართლა.
იქ თეთრმაისურიანი დამხვდა,ამჯერად კი შავი მაისური ეცვა და მზეში კი არა,დარბაზის განათებაში ბრწყინავდა.
ის სცენაზე იდგა.
კონცერტზე რომ მივედით,ზუსტად შვიდი წამის შემდეგ დაიწყო კონცერტი და ამ შვიდ წამში მოვახერხე მისი თავიდან ბოლომდე შესწავლა,და მთელი ნახევარი საათი მის შესწავლას მოვანდომე ისევ და ისევ.
მის გარდა სცენაზე ვერავის ვხედავდი,მხოლოდ მას ვამჩნევდი.
ის ისევ ისეთი დიდებული იყო და უფრო ამაყი,უფრო მიუღწეველი.
ის მღეროდა,ისე მღეროდა,როგორც არავინ არსად და ვერასდროს.
ის უბრალოდ შეუდარებელი იყო,არსად არსებობდა ასეთი ყოველმხრივ სრულყოფილი ქმნილება,თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე,თან ასეთი საოცარი ხმით.ის ერთდროულად კაციც იყო ბიჭიც,ლამაზიც და სიმპატიურიც,ბავშვურიც და მამაკაცურიც,სექსუალურიც და საყვარელიც,სასაცილოც და სერიოზულიც,დიდებულიც და უბრალოც,ამაყიც და თავმდაბალიც.ის არ ჰგავდა არც კენდელს,არც ჯოზეფს,არც რიკს,არავის არ ჰგავდა.ის უბრალოდ ის იყო,სრულყოფილად სრულყოფილი და შეუდარებელი.
ვიდექი და ვუყურებდი.
რა მენაღვლებოდა,ის მე ვერ მხედავდა და შემეძლო რამდენიც მინდოდა იმდენი ხანი მეყურებინა და მეც ვტკბებოდი ამ შესაძლებლობით.
მერე კონცერტი დამთავრდა და შუქი აინთო.სხვები ტაშს უკრავდნენ,მე კი მოვტრიალდი და ბარისკენ წავედი.იმდენი ხანი მივშტერებოდი მას,რომ ათასი წელიწადიც რომ გასულიყო მისი სახე მაინც არ დამავიწყდებოდა.
ხოდა,ვიჯექი ბართან,ვსვავდი წყალს და წინ მისი სახე მედგა.ვიღაც მომიახლოვდა და მკითხა
-შეიძლება სასმელზე დაგპატიჟო?
რომ მოვტრიალდი მაშინაც მისი სახე დამიდგა თვალწინ,ოღონდ უფრო ცხადად.
-დიახ,რათქმაუნდა-გავუღიმე და საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.
გული სწრაფად მიცემდა,ხელები სულ გამეყინა.
"დამშვიდდი სემ,ის ხომ უბრალოდ ბიჭია!"-ვუთხარი საკუთარ თავს.
-რას დალევ?
-ვისკის-ვუთხარი ის,რაც თავში მომივიდა.
მე ხომ ალკოჰოლურ სასმელს არ ვსვამ,მხოლოდ კოკაკოლას,რძეს,ყავას და ნატურალურ წვენებს.
მაგრამ მას ვუთხარი
-ვისკის.
და მან ბარმენს უთხრა
-ორი ვისკი.
ამ დროს კენდელი მომიახლოვდა და მითხრა-მარტო რატომ ზიხარ?სახლში წასვლა გინდა?
-არა,ცოტა ხანს კიდევ ვიყოთ.
-კარგი-გამიღიმა და და მეგობრებთან დაბრუნდა
მე ისევ ჩემს ფიქრებს დავუბრუნდი და მოჩვენებას გავუღიმე.
მანაც გამიღიმა და ვისკი მოსვა.
უცებ ეს მოჩვენება ნამდვილად გადაიქცა,ჩემგან ორი სკამის მოშორებით დაჯდა და ბარმენს რაღაც უთხრა.მე კი ისე ავღელდი,წამოვდექი და წყლიანი ჭიქა გადავაყირავე.ამ დროს მან გამოიხედა,თუმცა მხოლოდ წამით.
"ვისკი,ვისკი დამისხით"-დავცინე ჩემს თავს და ისევ დავჯექი.
-ერთი ვისკი თუ შეიძლება-დავპატიჟე საკუთარი თავი,აბა მართლა მოჩვენებასთან კი არ დავლევდი.
ნამდვილ მოჩვენებას ისევ გავხედე და როცა ვნახე რომ ჩემით დაინტერესებას არ აპირებდა,ვისკი რაც ღირდა,იმის ნახევარი გადავიხადე,ავდექი და კენდელის მოძებნას ვაპირებდი რომ ბარმენმა დამიძახა-ჰეი მის,ვისკი უფრო ძვირი ღირს.
-არაუშავს,ჩემგან აიღეთ-მომესმა ხმა,რომელიც მთელი ერთი საათი მესმოდა და "ბოროტად" გამეღიმა.
მე ხომ სპეციალურად არ გადავიხადე მთლიანად.საწადელს მივაღწიე,თუმცა ღიმილი დავმალე და ბარმენს მოვუბრუნდი.
-უკაცრავად,აი აიღეთ.
შემდეგ კი "მას" გავუღიმე და მადლობა მოვუხადე,მაგრამ მან არაფრის გაგონება არ მოისურვა,ბარმენისთვის განკუთვნილი ფული თითქმის ძალით ჩამტენა ხელში.
-ნება მომეცით ჯელტმენი ვიყო.
-მადლობ-კიდევ მოვუხადე მადლობა და გავუღიმე.
ვაპირებდი მეთქვა რომ საოცრად კარგად იმღერა,რომ მისი ბენდიც კარგად უკრავს (მიუხედავად იმისა რომ ვერაფერიც ვერ გავიგე მის თვალიერებაში გართულმა) მაგრამ არაფერიც არ ვუთხარი.ვითომ სულერთი იყო ჩემთვის მისი ტალანტი და ბენდი.ვითომ არ მაინტერესებდა მისი გამოსვლა და უბრალოდ მეგობრებთან ერთად ვიყავი მოსული.ვითომ საერთოდ არ მაღელვებდა მისი დანახვა,ვითომ საერთოდ არ მიცემდა გული სწრაფად მის დანახვაზე,ვითომ ყოველი მეორე ქუჩაში,ის არ მეგონა და ვითომ ეს არ იყო საუკეთესო კონცერტი,იმათგან,რაზეც აქამდე ვყოფილვარ.ვითომ ეს სრულიად ჩვეულებრივი დღე იყო და სრულიად ჩვეულებრივი ადამიანის წინ ვიდექი და ზრდილობის გამო ვიღიმოდი.
მან თავი ოდნავ დამიკრა და ისევ გაიღიმა.მეც გავუღიმე და კენდელს დავუწყე ძებნა.ვერ ვიპოვე.არც მიცდია,ან იმდენ ხალხში როგორ უნდა მეპოვა.
გადავწყვიტე გარეთ დავლოდებოდი.
კიბეზე ჩამოვჯექი და ლოდინი დავიწყე.
ციოდა.წვიმას აპირებდა.
ცაზე უკვე ვარსკვლავები ჩანდნენ.
თვალები დავხუჭე და ისევ წარმოვიდგინე იგი,როგორ მომიახლოვდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა და შევეცადე ეს მოჩვენება შემენარჩუნებინა,მაგრამ მყუდროება ისევ დამირღვიეს.ამჯერად ეს ნამდვილი მოჩვენება იყო.ამჯერად ის ნამვილი იყო,ნამდვილად მიახლოვდებოდა და ისევ ისე გამიღიმა.
-რომ მოვწიო,შეგაწუხებს?
ასეთ მომენტში ალბათ უნდა მეთქვა "არა",როგორც ყველა ამბობს ამ შემთხვევაში,მიუხედავად იმისა რომ მათ აწუხებთ სიგარეტის კვამლი.
და მე ვუთხარი
-დიახ.
-კარგით,როგორმე ამის გარეშეც გავძლებ.
სიგარეტი ისევ კოლოფში ჩააბრუნა,კოლოფი ჯიბეში,თვითონ კი კიბის მოაჯირს მიეყრდნო.
-კონცერტი მოგეწონა?-მკითხა.
-დიახ,ნამდვილად კარგი იყო.
-კარგია რომ მოგეწონა.გამიხარდება თუ ისევ მოხვალ.
-ისევ ატარებთ?
-ჰო,შემდეგ კვირას და იმის შემდეგ კვირასაც.
არაფერი ვუპასუხე.მხოლოდ გავუღიმე.
"დაე არ იცოდეს მივალ თუ არა."-ისე გავიფიქრე თითქოს აღელვებდეს ამ ტიპს ჩემი იქ ყოფნა.
-ხო მართლა,მე მეთი ვარ.
-მე სემი.
არ უთქვამს სასიამოვნოაო,ან კარგი სახელიაო,უბრალოდ გაიღიმასავით და გამიხარდა რომ არაფერი თქვა.
უცებ ნიავმა დაუბერა და შემცივდა.ეს მან იგრძნო და მითხრა-თუ გცივა,სჯობს შიგნით შევიდეთ.
დიახ,ასე მითხრა,შიგნით შევიდეთო და არა,შედიო.
შევედით.უკვე სხვა ბენდი უკრავდა,თუმცა ხალხი უფრო ნაკლები იყო.
კენდელი დავინახე,ალბათ მე მეძებდა.დამინახა და ხელი დამიქნია.
-უნდა წახვიდე? -მკითხა მეთმა.
-ჰო,დროა.
-კარგი.-ისევ გაიღიმა და საშინელი სევდა და უკმაყოფილება ვიგრძენი.
კიდევ,კიდევ დიდხანს მინდოდა მის გვერდით ყოფნა,რომ მენახა მისი ღიმილი.ის საოცარი იყო იმითაც,რომ პირველივე შეხვედრისას "მომაჯადოვა".მაგნიტივით მიზიდავდა,მის გარეშე თავს ვგრძნობდი როგორც ფოთოლგაძარცვული ხე ზამთარში და მე საშინლად,საშინლად არ მომეწონა ეს გრძნობა.შევეწინააღმდეგე,მაგრამ არაფერი გამომივიდა.ვცადე,მაგრამ ამაოდ.
უეცრად მოვიწყინე,გაქვრა ღიმილი ჩემი სახიდან და მეთმა ესეც იგრძნო
-ცუდად ხომ არ ხარ?
-არა,არა,კარგად ვარ.-გავუღიმე ძლივს.
-იმედია ისევ შევხვდებით-მითხრა მან და მეტი არაფერი მახსოვს..მხოლოდ ის როგორ გაიღიმა ისევ,როგორ გამშორდა და თავის მეგობრებს შეუერთდა,რომელთა შორისაც გოგოები იყვნენ და ისევ მეწყინა.ვიდექი ამდენ ხალხში და თავს მარტოდ ვგრძნობდი.მესმოდა ხმამაღალი მუსიკა და არც მესმოდა.ვერ ვხედავდი ხალხს,არ მესმოდა რას უკრავდნენ.მესმოდა მხოლოდ გაგუდული,ნაღვლიანი და ლამაზი მელოდია,რომელიც მდინარესავით მიედინებოდა სადღაც,უსასრულობაში და სიბნელეში იკარგებოდა.ვხედავდი მის სახეს,რომელიც იცინოდა,ნელ-ნელა მშორდებოდა და ბოლოს საერთოდ გაქვრა.შემდეგ კენდელი მოვიდა,სახლში წავიდეთ თუ გინდა,მოწყენილი მეჩვენებიო.
მოწყენილი ვიყავი? არ ვიცი იმ დროს რას ვგრძნობდი.დრო შენელდა,ჩემი არსება მოიცვა იმ გაგუდულმა,ნაღვლიანმა მელოდიამ,შემდეგ სიჩუმემ,უზარმაზარმა სიცარიელემ და სიცივემ..და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი უცნობის გამო რომელიც არავინ იყო ჩემი,რომლის მხოლოდ სახელი ვიცოდი და ის უკვე საოცრად,საოცრად ნაცნობი და ახლობელი გახდა ჩემთვის.
ღამე ვიწექი და ვფიქრობდი ჩემი და კენდელის პირველ შეხვედრაზე.
ეს მოხდა სკოლაში.
ზამთარი იყო.
მახსოვს რა ვიგრძენი როცა პირველად შევხვდი-მომეწონა მისი ღიმილი.
თავის მეგობრებს შორის ყველაზე ჭკვიანი იყო და მეგონა რომ შემიყვარდა.ის მეხმარებოდა დავალებების დაწერაში და მეც ვეხმარებოდი.
ერთ მერხზე ვიჯექით,ვიცინოდით ბევრს..მაგრამ არანაირი აჩქარებული გულისცემა,სევდიანი მელოდიები და არანაირი შენელებული კადრები..უბრალოდ იყო მხიარულება,გართობა და სასიამოვნო გრძნობები.
ასე იყო სხვებთანაც-მაგალითად რიკი.ის იყო ყველაზე სიმპათიური ბიჭი მთელს სკოლაში და მაინცდამაინც მე შემამჩნია.მე ვამაყობდი ამით,თითქოს ველოდი კიდეც ამას,მიზიდავდა,მომწონდა,მიყვარდა,მენატრებოდა..მაგრამ არავითარი სევდა,არავითარი სიცარიელე..
მე ყოველთვის მხიარული და თავისუფალი ვიყავი,ვინც არ უნდა მყვარებოდა.
და ახლა..
მე არ მიყვარდა არავინ,მაგრამ გული მაინც გაურკვეველი სიმძიმით მქონდა სავსე..
დრო ძალიან ნელა მიედინებოდა..
ღამე გაცილებით ბნელი ჩანდა,ვიდრე ოდესმე.
იმაზე ბნელი,ვიდრე საერთოდ "ბნელი".
და მე არ შემეძლო ამაზე არავისთან ლაპარაკი.
არც მე ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს..
მხოლოდ ვგრძნობდი რღაღაც ბუნდოვანს და გაურკვეველს,რომელიც ჩემს სულში უმიზნოდ დაფართხალებდა.
ბოლოს,როგორ იქნა გათენდა.
მე ისევ მე ვიყავი,სამყარო ისევ სამყარო იყო,ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც გუშინ და ასე იქნებოდა ხვალ.
მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოტყუება იყო და მეტი არაფერი. სინამდვილეში ყველაფერი შეიცვალა,მეც შევიცვალე.
თითქოს რაღაც მიზანი გამიჩნდა,რაღაც სასურველი...
-ისევ წავიდეთ იმ კონცერტზე.-ვეუბნები კენდელს
-კარგი,წავიდეთ.-მეთანხმება ის და უკვე წუთებს ვითვლი როდის დადგება პარასკევი.
და აი როგორც იქნა,პარასკევის დადგომამდე დარჩა ზუსტად ერთი წუთი,გათენებამდე 5 საათი,შუადღემდე 12,საღამომდე კი 20.
"სულ რაღაც" ოც საათში მე ისევ შევხვდები მას.ეცოდინება რომ ვისკის ვსვავ და ვისკზე დამპატიჟებს,ეცოდინება რომ სიგარეტის კვამლს ვერ ვიტან და არ მოწევს.
ეცოდინება რომ საღამოა გრილა და ჟაკეტს წამოიღებს,რომ როცა შემცივდება მომახუროს და შიგნით შესვლა აღარ მოგვიწიოს და თუ შიგნით შესვლა აღარ მოგვიწევს,მე უფრო დიდხანს დავრჩები მასთან.
შეძახილები.სტვენა.ტაშის დაკვრა.ისევ სტვენა.შეძახილები.
შუქი ჩაქვრა.კონცერტი დაიწყო.წინა კვირას რაც იყო,იმაზე უკეთესი კონცერტია.
წუთით მეგონა მე მიყურებდა..სუნთქვა შემეკრა.თუმცა იმედი იმწამსვე გამიცრუვდა.ჩემს გვერდით გოგო იდგა და იღიმებოდა.მეთს უღიმოდა.ამაში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი,როცა კონცერტის შემდეგ ეს გოგო მეთთან დავინახე.და მინდოდა ეს გოგო სამუდამოდ გამქვრალიყო დედამიწიდან და ვიგრძენი როგორ მძულდა მთელი არსებით.
-წამოდი,ვიღაც უნდა გაგაცნო.-მითხრა კენდელმა და ისე წამათრია,ჩემს პასუხს არც დაელოდა.
-ეს ჯეიმსია,"Bat Country"-ს დრამერი.
"ეს ხომ მეთის დრამერია" გავიფიქრე მე და მივხვდი რომ აქამდე არ ვიცოდი რა ერქვა მათ ბენდს.
-მე სემი ვარ-გავუღიმე ჯეიმსს და ხელი გავუწოდე.
-სემიც დრამზე უკრავს,-თქვა კენდელმა-უფროსწორედ უკრავდა.
-რატომ აღარ უკრავ?-მკითხა ჯეიმსმა.
-არ ვიცი,ისე.
-არადა,ის კარგად უკრავდა-ჯეიმსს უთხრა კენდელმა-ჩვენ ერთად ვუკრავდით,შემდეგ კი თავი დაანება.
-ჰო,ასე მოხდა.-ვთქვი მე- სწავლის გამო ვეღარ ვასწრებდი და თავი დავანებე.
-ჯეიმსს შეუძლია ისევ გასწავლოს,არა ჯეიმს?
-რათქმაუნდა,თუ გინდა გასწავლი.
-კარგი იქნება-ვთქვი ზრდილობისთვის და როცა ჯეიმსი წავიდა,კენდელს ვკითხე-ვითომ რა იყო ახლა ეს?
-რავი,ჯეიმსი შენნაირია,ერთმანეთს გაუგებთ.
-არა,მაინც არ მესმის,საიდან გაგახსენდა დრამზე რომ ვუკრავდი.
-არასდროს დამვიწყებია.ჯეიმსი დაგეხმარება,გაიხსენებ და მერე ისევ შევქმნით ბენდს.
-გეთქვა პირსაპირ თუ ბენდის შექმნა გინდოდა,ჯეიმსის გარეშეც მშვენივრად გავიხსენებ.
არა,მაინც რატომ მოგინდა?
-ბიჭები,რომლებიც ბენდში არიან,გოგოებს უფრო მოსწონთ,ვიდრე ჩვეულებრივი ბიჭები.
-ეს ხომ აქამდე არ გაღელვებდა,ვინმე შეგიყვარდა?
-არა,უბრალოდ..
-მიდი თქვი,მე რას მიმალავ.
-ო.ერთია რა,ხოდა მომწონს,მაგრამ მას სხვა მოსწონს,რომელიც ბენდშია და ვიფიქრე თუ მეც მასავით პოპულარული გავხდები და ბენდში ვიმღერებ,იქნებ მეც შემომხედოს.
-ოჰ,კენდელ-ვუთხარი მე და გამეცინა.-ვინაა ასეთი.
-აი ის-მანიშნა გოგოზე,რომლის დედამიწიდან გაქრობა 5 წუთის წინ მინდოდა და გაოცებულმა შევხედე კენდელს- ეს საფრთხობელა რამ მოგაწონა,თან შენზე უფროსია.
-რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი,რომ ეჭვიანობ.ის სულაც არ არის საფრთხობელა,პირიქით,მახინჯი მისი შეყვარებულია,აი ეს ბიჭი.-მანიშნა მეთზე.
-დიახ,მე ვეჭვიანობ,ოღონდ შენზე კი არა,აი იმ "მახინჯზე"-ვუთხარი კენდელს და ბარისკენ გავემართე.ვისკი დავლიე,ფული ბოლომდე გადავიხადე და ისევ კენდელთან დავბრუნდი.
-შენ ამბობ რომ ეს ბიჭი შენი საფრთხობელის შეყვარებულია?
-ჰო,შენი საფრთხობელა მერიდიტის შეყვარებულია.
-რა დრო დაგვიდგა,ერთ დროს ერთად ვიყავით და ახლა ორივეს მოგვწონს ისინი,რომლებიც ერთად არიან.
-ვერ გავიგე რა თქვი,მაგრამ მართალი ხარ.
მიდი შენი ზღაპრული სილამაზით დაიპყარი საფრთხობელას გული,როგორ ოდესღაც ჩემი,მე კი ჩემს საფრთხობელასთან ვიქნები.
-ხო ადვილია,მიხვიდე და "ზღაპრული სილამაზით" მოაჯადოვო ისეთი ზეციური სილამაზე,როგორიც მეთია.
-შენ მართლაც შეყვარებული ხარ-თავი დარწმუნებით დაიქნია კენდელმა.
-ჰო,რათქმაუნდა-გავბრაზდი მე.
ასეა,სიმართლე ზოგჯერ მწარეა.
რათქმაუნდა არ მომინადირებია ჩემი ზღაპრული სილამაზით მართლაც ზეციური სილამაზე,არც კენდელს დარჩენილა თავის საფრთხობელასთან
ისინი თავისთვის მხიარულობდნენ,სვავდნენ,სხვა ბენდებს უსმენდნენ.
მე და კენდელი კი ვიდექით და ერთმანეთს გულისტკივილს ვუზიარებდით.
შემდეგ ორივე წავედით სახლში და გვიანობამდე რაღაც სულელურ ფილმს ვუყურეთ.
-სისულელეა,არ უნდა.მივსულიყავი-ვფიქრობდი ძილის წინ.
მას არც შევუმჩნევივარ.
ან შემამჩნია,მაგრამ ვერ მიცნო.
ან ვახსოვდი,მაგრამ მისთვის სულერთი ვიყავი.
მას უკვე ჰყავდა თავისი ზღაპრული სილამაზე და სხვა აღარ სჭირდებოდა.



№1  offline წევრი Klaus

დავდე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent