მკვლელობის საღამო(5)
ყოველთვის როდესაც ვცდილობდი ადამიანი გამეცნო,ვამბობდი ეს ადამიანი უნდა იყოს განსხვავებული,უნდა იყოს ჩემნაირი..ყოველთვის ჩემ თავში ეს აზრი ტრიალებდა,ახლაც ასე ვფიქრობ,მაგრამ შეიცვალა ერთი რამ..,ვერ მივხვდები ადამიანი განსხვავებულია,თუ არა,სანამ არ გაიგებ რას ნიშნავ იყო ჩვეულებრივი..ახლა ვცდილობ დავუახლოვდე ჩვეულებრივ ადამიანს..რომ მივხვდე რა მსურს მე..განსხვავებულობა თუ ჩვეულებრივობა..ძალიან არეული ვარ..რამოდენიმე კვირის წინ საერთოდ მათხოვებდნენ,ისე რომ არ დაინტერესდნენ ვიყავი თუ არა მზად,ვყოფილიყავი ვინმეს მეუღლე..ახლა მაქსთან ვცხოვრობ,მასთან ერთად ვარ სახლში,მასთან ერთად ვჭამ საჭმელს,ვუყურებ ტელევიზორს..ეს ადვილი არაა..ძნელია უცხო ადამიანს ენდო..დღეს რესტორანში მივდივართ..არ ვიცი ახლა რაღა მოიფიქრა.ყველაფერი უცნაურად მეჩვენება.თითქოს იმ დროში ვბრუნდები როცა ვოცნებობდი გავმხდარიყავი ცნობილი,თითქოს ჩემს ცხოვრებაში მოხდა რაღაც დიდი და უცნაური..ვაპირებ ჯერ ეს ყველაფერი გავარკვიო და მერე ვიმოქმედო.. მაქსი მანქანის კარს მიღებს,მეც სწრაფად ვიკავებ ადგილს...თავად მანქანაში ჯდება და ავტომობილი იძვრება..ფანჯრიდან თბილის გავცქერ..რამოდენიმე წუთში რესტორნის წინ მანქანას აჩერებს...გადავდივარ,მაქსისთან ერთად ჩვენს მაგიდასთან ვჯდებით.. -ახლა მითხარი რას ნიშნავს ეს ყველაფერი,ორივემ კარგად ვიცით რომ აქ უმიზეზოდ არ მომიყვანდი.. -უბრალოდ მინდოდა სახლიდან გამომეყვანე,იქ საკმარისზე მეტ დროს ვატარებთ..ცოტა გართობა არ გვაწყენდა. -ასეთ რაღაცას მიჩვეული არ ვარ,მგონი ეს კარგად იცი.შენ ხომ მე კარგად მიცნობ.. -რადგან გიცნობ იმიტომ მოგიყვანე აქ..ალბათ შენ არ გახსოვს,მაგრამ მამაშენს აქ დაყავდი ხოლმე როცა პატარა იყავი.. -შენ საიდან იცი?არ მითხრა რომ აქ იყავი. -ხომ გითხარი მამაშენი შენზე ბევრ რამეს მიყვებოდა. -მგონი მამას მეტისმეტი მოუვიდა. -მე ასე არ ვფიქრობ,მამაშენი ძალიან ჭკვიანი ადამიანი იყო. -მამას ყოველთვის ძალიან კარგად მოიხსენიებ..რატომ? -იმიტომ რომ ის ჩემი ნათლია იყო.. -არ ვიცოდი,მამას ეს ჩემთვის არასოდეს უთქვამს. -ალბათ დაავიწყდა.. -ალაბათ.. ოფიციანტი ჩვენს მაგიდასთან მოდის და გვეკითხება რას მივირთმევთ,არჩევნის უფლებას მაქსს ვუთმობ,მე ამ საქმეში არც ისე განსწავლული ვარ,ისიც ცოტახნიანი ფიქრის შემდეგ უკვეთავს. -მითხარი.. თვალებში მიცქერს. -ბავშვობაში ან თუნდაც ახლა რა გინდა გამოხვიდე.. -მგონი გავიწყდება რომ ჯერ კიდევ ბავშვობის პერიოდში ვარ.. -თუ არ ვცდები 16 ის ხდები... -კი..შენ საიდან იცი...ააა,მაპატიე შენ ხომ ჩემს შესახებ ყველაფერი იცი,ისიც გეცოდინება როდის მაქვს დაბადების დღე.. -კი,ვიცი 14 აპრილს. -ყოჩაღ,გამოიცანი. -პასუხს არ გამცემ? -ჩემი ოცნება..ამაზე პასუხს მაშინ გაგცემ როცა ამისრულდება,წინასწარ მოდი არ გეტყვი.. -კარგი,როგორც გინდა... -იცი..მთელი სულით და გულით მებრძოლი ვარ,ყოველთვის ვეწინააღმდეგები რაღაცას..მაგრამ ეს ყოველთვის კარგად არ მთავრდება. -შენს გათხოვებაზე რას იტყვი,რატომ დათანხმდი. -ორი მიზეზი არსებობს:1-არ მინდა ოჯახს გული ვატკინო.2-ვიცოდი რომ არ გავთხოვდებოდი,გიო-ის ადამიანია რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი. -ეს ნდობა როგორ დაიმსახურა? -ვერ გეტყვი,საიდუმლოა.. -არ ვიცოდი საიდუმლო თუ გქონდათ.. -ყველა ადამიანს აქვს საიდუმლო. -ხო,მაგრამ შენ სხვებს მგონი არ გავხარ.. -პრობლემაც მაგაშია.. -რას გულისხმობ.. -არაფერს,უბრალოდ მე მსოფლიოს სხვა თვალით ვუყურებ... -მეც გამიზიარე შენი შეხედულებები. -არ შემიძლია. -კარგი რა,ნუ მაინტრიგებ.. -არაუშავს ყველა საქმეში უნდა იყოს ინტრიგა. -როგორც გინდა.. -მეთანხმები..უცნაურია.. -მე შენ ერთ საიდუმლოს გაგინდობ.. -ყურადღებით გისმენ. -აირჩიე რომელიმე:7 თუ 9 -ალბათ 7..მაგრამ ეს რას ნიშნავს. -არაფერს უბრალოდ გკითხე. -უცნაურ კითხვებს მისვამ,არამგონია ეს აუცილებელი იყოს. -რადგან აუცილებელია იმიტომ გეკითხები,უბრალოდ საუბარი ჩემი სტილი არაა.. -უბრალოდ საუბარი...იცი.ეს ისაა როცა გინდა ვიღაცამ გაგიცნოს ისეთი როგორიც ხარ,თითოეულ სიტყვაში ამოიცნოს შენი სათქმელი,განცდები,გრძნობები..ადამიანის უმეტესობა უბრალოდ არ გისმენს,ან გისმენს მაგრამ შინაარს არ იგებს.ვამბობ,,არ იგებს,,რადგან ეს მართლაც ასეა,მათ შეუძლიათ შენი გაგება,უბრალოდ არ სურთ ეს. -ბრავო,მაგარი სიტყვებია. -ნუ დამცინი. -არა,მართლა ვთვლი რომ მაგარი და ჭკვიანური სიტყვებია..მე უბრალოდ გაოცებული ვარ. ოფიციანტს ვახშამი მოაქვს,მადლობას ვუხდით,ორ წუთში ღვინოს გვისხამს. -არ ვსვამ. -უბრალოდ ამ საღამოს არ გამაგონო ,,არ,, -კარგი მაშინ ვერ ვსვამ. -თამთა. რამოდენიმე ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ ვხვდები რომ ცუდად ვარ,გარშემო ყველაფერი ტრიალებს..თვალებს ძლივს ვახელ. -მაქსს.. -გისმენ. -ცუდად ვარ,სახლში წავიდეთ. -კარგი.. სახლამდე როგორ მივედით არ მახსოვს,იმასაც ძლივს ვიხსენებ საწოლში როგორ დავწექი.დილით მაქსის სიმღერა მაღვიძებს... -მორჩი რა..თავი გამისკდა.. -ბევრი არ უნდა დაგელია,სასმელის ბრალია. -ძალით დამალევინე. -არა..მე უბრალოდ გთხოვე ერთი ჭიქა დაგელია და არა 3. -ხო,კაი.ახლა გადი უნდა ავდგე. -ღამე ტანსაცმელი გაიხადე?ვფიქრობ არა. -როგორ არა..თუ. საბნის ქვეშ ვიჭყიტები,პიჟამა მაცვია. -რას მატყუებ..თუ არ..მოიცა..არა,არ მითხრა რომ.. -დამშვიდდი გეხუმრები,თავად გაიხადე.. -შენ საიდან იცი. -აქ ვიყავი.. -მაქსს.. -ხო,კაი უბრალოდ გამოვიცანი.ახლა გავალ,10 წუთში მზად იყავი,ალბათ მოგშივდებოდა. -წადი და ავდგები. ოთახიდან ნელი ნაბიჯით გადის კარსაც ღიას ტოვებს..კარებს ვკეტავ 10 წუთში მართლაც მზად ვარ და მაქსთან გავდივარ სამზარეულოში.. -აბა რა მოამზადე? -მაპატიე,საჭმელს ვერ ვამზადებ.პიცა შევუკვეთე. -არაუშავს,პირიქით კარგიცაა.იმდენი ხანია არ მიჭამია,რომ სიამოვნებით დავაგემოვნებდი. -ძალიან კარგი,გემრიელად მიირთვი. -შენ სადმე მიდიხარ? -კი,რაღაც საქმე მაქვს,მალე მოვალ.კარი ჩაკეტე და არავის გაუღო.. -ვიცი,გაფრთხილება საჭირო არაა,ქალაქში მეც ვცხოვრობდი. -ცუდად არ გამიგო,შენზე ვზრუნავ. -ვიცი. -კარგი,მე წავედი. -კარგად. სახლიდან გადის,მე პიცით ხელში დივანზე ვჯდები და ტელევიზორს ვრთავ,საინტერესო გადაცემა გადის ცხოველებზე..მართლაც მშვენიერია ცხოველთა სამყარო..რამოდენიმე საათში კარზე ზარის ხმა ისმის.ალბათ მაქსი დაბრუნდა.კარს ვაღებ..მაქსი ნამდვილად არაა ჩემს წინ დედა დგას,თვალებში მკაცრი გამოხედვით მიყურებს,ტანში ჟრუანტელი მივლის..ადგილზე ვშეშდები,არ ვიცი რა ვქნა.მე ამისთვის მზად არ ვიყავი.. ამაზე არ მიფიქრია.. -მითხარი,ამით რის მიღწევას ცდილობ,გინდა ყველა შეგვარცხვინო?ჰა?გისმენ ქალბატონო. -დედა..ყველაფერს აგიხსნი.. -გისმენ,თავს რით იმართლებ. -მე უბრალოდ არ მინდა მთელი ცხოვრება დავიტანჯო იმის გამო რომ ცოლად გავყევი იმ ბიჭს რომელსაც უბრალოდ მეგობრად ვთვლი. -უსირცხვილო..ამას როგორ ამბობ,ჩვენ შენზე ვზრუნავთ..ნუთუ არ გესმის ეს შენი სიყვარულის გამო გავაკეთეთ..ჩვენ გვიყვარხარ.მიზეზი ესაა. -ხო,მაგრამ.თქვენ ჩემი არ გესმით. -რა გინდა,რა უნდა გავაკეთოთ რომ გაგვიგო.ჩვენ შენი მშვენივრად გვესმის,მაგრამ შენ არ გინდა ეს გაიგო. -დედა გთხოვ უბრალოდ წადი,მე უკან არ დავბრუნდები. -და რა გგონია,ესენი დიდხანს შეგიფარებენ?საერთოდ იცნობ?შენს ოჯახს მის თავს ამჯობინებ.ვიღაც ბიჭს იმის უფლებას აძლევ გამოგიყენოს?ყოჩაღ,არ მეგონა ასეთი სულელი თუ აღგზარდე. -მართალი ხარ სულელი ვიყავი..მაგრამ იმის უფლებას არ მოგცემ ჩემი ცხოვრება მართო. -მრცხვენია ჩემი შვილი რომ ხარ. -უბრალოდ წადი.. სახლში შევდივარ და კარს ვკეტავ..იატაკზე ვჯდები და ვცდილობ დედას სიტყვები თავიდან ამოვიგდო..კარები კვლავ იღება..მაქსი სახლში დაბნეული გამომეტყველებით შემოდის. -რა მოხდა? -დედა... -რა დედა.. -დედა იყო მოსული.. -აქ? -კი...მე მას იმედები გავუცრუე. -მისმინე.. ადგომაში მეხმარება და ჩემს წინ დგება. -ეს მათ გაგიცრუეს იმედები..თავს ნუ იდანაშაულებ..უბრალოდ გააცნობიერე რომ ეს შენ არ ხარ,შენ არ ხარ გოგონა რომელიც ასეთ სისულელეებს ყურადღებას აქცევს და მითუმეტეს ტირის,შენ ძლიერი ხარ.დაუმტკიცე მათ ეს.. -შენ საიდან იცი,მე როგორი ვარ..საერთოდ არ მიცნობ..ოღონდ ახლა არ დამიწყო იმის მტკიცება რომ ვცდები. -კარგი,როგორც გინდა.უბრალოდ დამშვიდდი . -მიჭირს.. -შენ ამას შეძლებ. დივანზე ვჯდებით...ცრემლების შეკავება მიჭირს,ან უბრალოდ არ შემიძლია. -წყალი გინდა? -არა. -რა გითხრა.. -მას არ უნდა რომ ჩემნაირი შვილი ყავდეს. -და შენ ამას განიცდი?მისმინე,როცა მშობელი თავს ისე იმცირებს რომ გეუბნება,არ უნდა შენ არსებობდე,ამის თავად უნდა შერცხვეს.იმიტომ რომ მშობელს არ აქვს უფლება თავისი შვილი უარყოს,თუნდაც ამ ქვეყანაზე ყველაზე ბოროტი და საზიზღარი იყოს,უნდა თუ არა ის მან მოავლინა ქვეყანაზე,მან მიცა ის შანსი,რომელსაც ახლა უკან ართმევს. -ხო,მაგრამ დედა..ის ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად მიყვარს. -ეს ასეც უნდა იყოს,მაგრამ მას რომ უყვარდე ამ სიტყვებს არ გეტყოდა,ამაზე დაფიქრდი. -მას ჩემთვის ცუდი არ უნდა,მას ვუყვარვარ.. -კი,უყვარხარ.თუ გინდა თავი მოიტყუე,მაგრამ შენი ფიქრებით რეალობას ნუ აცდები.ეს საშინელებაა,იმიტომ რომ როდესმე რელობას თვალს გაუსწორებ,ეს კი ადვილი ნამდვილად არ იქნება როგორც შენთვის ისე იმ ადამიანებისთვის ვისაც უყვარხარ. -არამგონია,ამ საქციელის შემდეგ ვინმემ კვლავ შემიყვაროს. -ამას ნუღარასოდეს იტყვი,ნუ ხარ პესიმისტურად განწყობილი.შენ არაფერი დაგიშავებია,გთხოვ ამას ნუ დაივიწყებ.. -კარგი,კარგი..ყველაფერს გავუმკლავდები. -მპირდები? -კი. -ძალიან კარგი,ახლა შენთვის პატარა სიუპრიზი მაქვს. -რა.. -ვერ დაიჯერებ მაგრამ დედაშენის აქ სტუმრობასაც ქონდა კარგი მხარე. -ვერ ვხვდები,მითხარი.. კარს აღებს,სახლში ქეთი შემორბის,გახარებული ჩემსკენ გამორბის..ფეხზე ვდგები და ვეხუტები..როგორ მომენატრა,ამას ახლა ვაცნობიერებ როცა მას კვლავ ვხედავ. -მომენატრე,დაიკო... -მეც საყვარელო. -სახლში არ დაბრუნდები? -პატარავ,ხომ იცი როგორ მიყვარხარ,მაგრამ უკან ვერ დავბრუნდები,არ შემიძლია. -რატომ.....? აღარ გიყვარვარ? -ამას ნუ ამბობ,ძალიან მიყვარხარ,მაგრამ უბრალოდ არ შემიძლია სახლში დაბრუნება.. -მე ხომ მნახავ ხოლმე.. -კი.. -ეს კარგი ბიჭია მანიშნებს მაქსისკენ. -რატომ..რატომაა კარგი. -ორი მიზეზის გამო. -მითხარი. -ერთი იმიტომ რომ შენთან მომიყვანა,მეორე იმიტომ რომ მითხრა შენი დაიკო ძალიან ძლიერიაო,მე კი ამ სიტყვების მოსმენა მსიამოვნებს,იმიტომ რომ შენ მართლაც ძლირი ხარ.. -მართლა საყვარელო? -კი. ქეთის დიდხანს ვესაუბრე,ყველაფერი ავუხსენი.მანაც შეძლებისგვარად გამიგო..ის ჩემი პატარა ვარსკვლავია,ჩემი ცხოვრებაა,მართლაც რომ ძალინ მიყვარს,ის ხომ ყოველთვის მიგებს.რამდენიმე საათში მაქსს ქეთი უკან მიყავს და ბრუნდება. -ეს როგორ გააკეთე? -რა.. -ქეთი ჩემთან როგორ მოიყვანე.. -დედაშენი სახლიდან გამოვიდა,ისიც დავინახე ქალაქისკენ მომავალ ,,მარშუტკაში,,როგორ ჩაჯდა,მეც დრო გამოვიყენე. -მადლობა. -არაფრის. -შენი გყავს და-ძმა? -არა. -ცუდია. -ალბათ. -ჩემს ცხოვრებაში უეცრად გამოჩნდი და ამით ყველაფერი შეცვალე. -ეს არ მოგწონს? -როგორ არა უბრალოდ არ ვიცი,შენზე რა ვიფიქრო.. -ის რაც გინდა.. -თამამი ნათქვამია. -ჩემთვის არა. -აჰამ... -მისმინე.. ჩემს გვერდით ჯდება დივანზე.. -ვიცი,ერთ დღეს გავაკეთებ ისეთ რაღაცას რაც შენ არ მოგეწონება,მაგრამ დამპირდი რომ ჩემს პატიებას შეეცდები.. -არ მესმის რას გულისხმობ.. -მიხვდები როცა ეს დღე დადგება. -მაინც რა უნდა მოხდეს. -უბრალოდ მინდა წინასწარ გაგაფრთხილო,რომ ჩემდამი გრძნობები არ გაგიჩნდეს.. ფეხზე დგება და თავის საძინებელში შედის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.