შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამით შეჩერება. (ჩვენ კი არ ვიქნებით...ჩვენ ვართ!!!) [თავი 5]


28-02-2015, 22:22
ავტორი grifini
ნანახია 2 298

***
ათი წუთი მაინც იდგა ისე,კარებში რუსასთან ერთად და ეხუტებოდა.ვერ ინელებდა იმ დაკარგულ დღეებს,თვეებს და წლებს.ეხუტებოდა და ამ ჩახუტებაში გადმოჰქონდა ყველანაირი სითბო,სიყვარული,სიხარული და კიდევ მრავალი ემოცია.
ბოლოს მაინც ვერ შეიკავა თავი და ერთი ორი ცრემლი გადმოაგდო.
-ლიკუ კიდევ დიდი ხანი ვიყოთ ესე?-ჰკითხა სიცილით რუსამ და ლოყაზე აკოცა.
-ხო,ხო არ შემარგო-უთხრა ღიმილით და ცრემლები მოიწმინდა,-წამოდი,დროზე.-უთხრა სიცილით.
სახლში,რომ შევიდნენ ყველა ტელევიზორს უყურებდა და მათთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.
-ჰეი,ხალხი-იყვირა გახარებულმა და სიცილით ლიკამ,ყველამ მათ შეხედა.
გაკვირვებულები შესქეროდნენ კარებში მდგომ ორ სილუეტს,რომლებიც ყურებამდე იღიმებოდნენ,თვითონ კი დაბნეულები იყვნენ.
-ვერ იცანით?-შეიცხადა ლიკამ,-ნწნწნწნწ როგორ თუ ვერ იცანით,ნწნწნწნწ-ბოლოს ვეღარ მოითმინა და გვარიანად გადაიკისკისა,-დამი ი გესპადა პრიცტავლაიუ ვამ რუსა ყულიაშვილი-თქვა მან სიცილით.
აი,მაშინ აღებეჭდა ყველას სახეზე თუ აღებეჭდა გაკვირვება,სიხარული,მონატრება,სიყვარული და კიდევ მრავალი ემოცია.
***
რა არის მეგობრობა?მეგობრობა ეს ისეთი ხილია,რომელსაც ვერ გაუგებ.სიყვარულივით უცნაურია.ადამიანს რომელსაც მეგობრები არ ჰყავს ვერასდროს იქნება ბედნიერი.მეგობარი ეს ერთგვარი სახლია,ოჯახი რომელიც ყველას სჭირდება.
მეგობარი ისაა ვინც დაგეხმარება,ჩაგეხუტება და დაგამშვიდებს.
მეგობარი ისაა რომელიც,თუნდაც კილომეტრების იქით იყოს გიყვარს,უყვარხარ და ამით ხარ ბედნიერი.
მეგობარი ისაა ვისაც შენში ნაკლიც უყვარს,და მთლიანი უყვარხარ.რომელიც არ ცდილობს შენ შეცვლას.უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ.
მეგობრობა ჯანმრთელობას გავს: სანამ არ დაკარგავ ყურადღებას არ აქცევ.ძნელია მეგობრობა,როდესაც მეგობარი არჩევნის წინაშე გაყენებს.
უამრავი ადამიანია ჩვენს გარშემო, მაგრამ ცოტას თუ ვუწოდებთ მეგობარს.
მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ქმნიან, როგორც ზოგს ჰგონია, არამედ – მელოდიას.
ყველას ესმის რასაც ლაპარაკობ , ყველა გისმენს როცა ამბობ , საუკეთესო მეგობრებს კი ესმით მაშინაც კი როდესაც სდუმხარ!!!
და მაინც რა არის მეგობარი?მეგობარი სიყვარული და ბედნიერებაა,რომელიც ყველას სჭირდება.
***
-გვეღადავები ხო?-ჰკითხა თვალებ მოჭუტულმა დემნამ.
-რას გეღადავებით,რუსაა უფ-თქვა ლიკამ ბუზღუნით.
-მართლა,მე ვარ.-თავი დააქნია სიცილით რუსამ.
ანუშკიმ ერთი დაიკივლა „რუსო“-ო და ზედ შეახტა,იმდენი კოცნა და იმდენი ეხუტა ლამის გაიგუდა საწყალი.
-მოუშვი ახლა,-კბილებს შორის გამოსცრა ლიზუმ,ანუშკიმაც წუწუნით გაუშვა ხელი და ლიზუ მიუშვა.-საცემი კი ხარ,მაგრაამ...მოდი გოგო აქ-უთხრა სიცილით და მაგრად ჩაიკრო გულში.
-ეხლა მე,-ახლა რეზი გაიჯგიმა წინ,-მოდი ქალააავ-უთხრა სიცილით და ისე,როგორც იცოდა ხოლმე მაგრად ჩაიკრა გულში.
ბოლოს ჯერი დემნაზე მიდგა,მასაც მაგრად ჩაეკრა გულში და დემნამ ბოლოს ყურში ისე ჩასჩურჩულა რომ მარტო მას გაეგო „შენ ნუ დარდობ,მიიღო მან თავისი საკადრისი პასუხი“,ყულიაშვილმა გაფართოებული თვალებით შეხედა,დემნამ კი უბრალოდ თვალი ჩაუკრა.
მთელი დღე ერთობოდნენ,ბოლოს გადაწყვიტეს ეზოში კოცონი დაენთოთ.
ბიჭებმა კოცონი დაანთეს,გოგოებმა კი პლედები გაიტანეს.ჩუმად იჯდა ყველა და ხმას არ იღებდნენ.
-მოკლეა ეს ცხოვრება,-თქვა დანანებით რეზიმ,-ძალიან გრძელია ტანჯვისთვის და მოკლეა სიხარულისთვის.ძალიან მოკლეა.-თავი გადააქნია და ანუშკის შუბლზე აკოცა.
გზირიშვილმა მხარზე თავი ჩამოადო და პლედი უფრო მაგრად შემოხვია.
-ჰმ...მოკლე?-მოჭუტული თვალებით შეხედა რუსამ,-არა ჩემო რეზი მოკლე კი არა ძალიან გრძელია,უბრალოდ ბედნიერება უნდა იპოვო.ის სიხარული უნდა იპოვო,რომელშიც ბედნიერი იქნები.აი მაგალითად თქვენ,ან თქვენ-ლიზუზე და დემნაზე ანიშნა,-იპოვეთ ერთმანეთი და ბედნიერები ხართ,თვალები ნეტა ნახოთ როგორ გინათებთ.ლიკაც ბედნიერი იქნება მალე,აი ეს არის ბედნიერება.მე კი უბრალოდ ბედნიერი ვარ,რომ თქვენ არსებობსთ და თქვენ ხართ ბედნიერები.
ბედნიერება მარტო,იმაში არ გამოიხატება ვინმე გიყვარს თუ არა,ბედნიერება ჩვენში უნდა ვეძებოთ.ბედნიერებაც და ტანჯვაც ყველას ცხოვრებაში ერთი დოზითაა,არც ერთი მეტი და ნაკლები.ორივეს,ერთი დოზით ვიღებთ.
მე,კი უბრალოდ ბედნიერი ვარ თქვენი ბედნიერებით-გაუღიმა და ისევ ცეცხლს მიანათა ხელები.
ყველა ჩუმად იყო,ვერავინ იღებდა ხმას.ანდა რა უნდა ეთქვათ?
ანუშკი ფეხზე წამოდგა და სახლში შევიდა,იქიდან კი ფანდურთან ერთად გამოვიდა.
ლიზუს თავი დაუკრა და მთელი არემარე „ზეცას შახენეო აპარეკა“-ს მელოდიამ აავსო.
-რუს უშენოდ არ ვიმღერებ-უთხრა ლიზუმ ღიმილით და თვალი ჩაუკრა,რუსას უბრალოდ ჩაიღიმა და თავი დაუკრა.
„ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება
ქალავ შავ თვალთ რად მაპარაება,
ანამც ჭერხოში რად იყოლებავ ?!
დღეს მე შენ სწორი ფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარი
ქალავ,ნუ ამირი ფიქრებიო
მამშორდ გაიგონე ნაუბარი,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი,
ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ
ვაჟავ,სად წახვედი,აღარ სჩანხარ,
ნეტავ შენ სწორფერსამც დამიცდიდე.
ღამე უტეხია მათ საუბარს,
დილა გათენებულ ნამიანი,
რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი,
ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.“
ყველა გაჩუმდა მხოლოდ ანუშკის ფანდურის დაკრული მელოდია და ლიზუს ტკბილი ხმა ისმოდა,რუსამ ჩუმად იჯდა და ღიმილიანი სახით შეჰყურებდა ბედნიერ მეგობრებს.
როდესაც დაასრულეს სიმღერა ერთმანეთს,კმაყოფილი სახეებით გადახედეს და ჩაიღიმეს.
-ლიკუ კარებზე აკაკუნებენ-უთხრა სიცილით რეზიმ დას,ლიკაც უცბად წამოხტა და სიხარულით გაიქცა კარებისკენ.
გაკვირვებულმა შეხედა რუსამ,მაგრამ მხრები აიჩეჩა და ისევ ცეცხლს მიუშვირა ხელები.
ეზოში ორი მაღალი და საკმაოდ სიმპატიური აყლაყი შემოვიდა.
ერთს მიკრობილი ჰყავდა ლიკა და არც აპირებდა მოშორებას.რუსამ თავიისი ინტერესი და ემოცია ცალი წარბის აწევით გამოხატა და მათ გახედა.ყველამ მოიკითხა როგორც რუსამ გაიგო გაბრიელი და ზუკა.
-გაიცანით,ჩვენი მეგობარი რუსა-უთხრა სიცილით ლიკამ,-რუს ეს ზუკაა ჩემი შეყვარებული-ლოყაზე აკოცა ზუკას და ახლა მეორე ბიჭს მიუბრუნდა,რომელიც სერიოზული სახით იჯდა-ეს კი გაბრიელია ეგეც ჩვენი მეგობარია-დააყოლა სიცილით.
-სასიამოვნოა-ჩაიბურტყუნა რუსამ და თავი ჩახარა.
-ჩემთვისაც-უთხრა ზუკამ ღიმილით.
„უტაქტო“ გაიფიქრა გულში გაბრიელზე და ლოყები წამში აუხურდა.
სიჩუმე ჩამოდგა,არავინ იღებდა ხმას და არც არავის უნდოდა ხმის ამოღება.
-აუ რა გავაკეთოთ?-დაიწუწუნა დემნამ.
-იდეა მაქვს-წამოიძახა ანუშკიმ აღტაცებით,ყველამ მას შეხედა-პოეზიის საღამო მოვაწყოთ-თქვა თავი იდეით აღტაცებულმა.
-კარგი,რუსა იწყებს-ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მჯდომმა რეზიმ.
-კარგი-თქვა რუსამ და დაიწყო ზურა სალუქვაძის „აღარ მიყვარხარ“
იყო და არა იყო რა,
ამქვეყნად რა არ ხდებოდა,
ვიღაცა გრძნობას იძენდა,
ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,
ვიღაცას ვიღაც უყვარდა,
ვიღაცას ის არ უყვარდა,
ვიღაცა იმას ნანობდა
ის ვიღაც რომ შეუყვარდა.
მეკი ძალიან მიყვარდი,
განვიცდი რომ შემივარდი,
რადგანაც შენ გადააგდე
მე რომ გაჩუქე ის ვარდი.
არადა ჩემთვის იყავი
ბედნიერების სათავე
და ვხვდები რომ სიყვარულით
ვერ მოგითოკე სადავე,
ვერ მოგითოკე აფრები,
ახლა შენამდე შორია,
მეგონა გული გქონდა და
თურმე ყინული გქონია.
ეს ლექსიც მაშინ დავწერე
როცა შენ ჩემგან წახვედი,
ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და
სულ სხვა ნაპირზე გახვედი.
წახვედი?....წადი შორს წადი,
იქნებ სულ გადამავიწყდე,
შენ შენსას თუ დაიკვეხნი,
იქ ჩემიც არ დაგავიწყდეს.
მაგრამ რა მოხდა, რა იყო,
განა ქვეყანა გაიყო,
უსიყვარულო ნიავმა,
შენზე ფიქრებიც წაიღო
და რაც არ გინდა ლამაზო,
არასდროს ღმერთმა არ მოგცეს,
ადრე თუ ვიან ინანებ,
იქნებ ოდესმეც წამოგცდეს,
რომ სიყვარული არ იცი,
სიცივე რატომ ჩაიცვი????
ერთი კითხვა მაქვს "სიცოცხლევ"
სირცხვილით ხომ არ დაიწვი?
ჩემს გულში თბილად იჯექი,
ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ,
ლექსს როცა ვწერდი მიყვარდი,
ახლა კი.......აღარ მიყვარხარ!“
დაასრულა და მეგობრებს გახედა რომლებიც უყურებდნენ და ზოგს თვალებში ცრემლი ჰქონდათ,იცოდნენ ვისაც ეძვღვნებოდა.
-ახლა მე-თქვა ღიმილით დემნამ და დაიწყო გალაქტიონ ტაბიძის „უსიყვარულოდ“

„უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!“

იმედია მოგეწონებათ...



№1  offline წევრი Svvaaaniii

აუ ეს არ ითვლებაა? :/ რა იყო ახლა ესს? :/ ლექსებითა და სიმღერით იყო გადიდებული :3 არ გითვლი ამ თავს და ჯარიმა შეენ :დდ არაა მართლა ძაან მომწონსს..
--------------------
"ერთი გული არ ჰყოფნის ერთ სიყვარულს. "

 


№2 სტუმარი elene

გააგრძელეე და თავები გაზარდეე რა ის მომწონს მაგრად ლიზუ :D ანუშკი ხო ვაფშე მოსიარულე სიცილია ჯამში კარგი გოგო ხარ და წარმატებები :**

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent