შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი სიმღერა (2)


1-03-2015, 00:58
ავტორი Klaus
ნანახია 1 678

დღეები გადიოდა,წვიმა მოდიოდა,შრებოდა,მზე გამოდიოდა,თბილოდა,მერე ისევ წვიმდა,მაგრამ მეთი არა და არ ჩანდა.
ერთ დღესაც იწვიმა.მთლიანად დავსველდი და ერთი სული მქონდა,სახლში როდის მივაღწევდი.მაგრამ უეცრად წვიმა შეწყდა და ცაზე ცისარტყელა გამოჩნდა,გზაზე კი მეთი.გოგოსთან ერთად მოდიოდა,ვიცანი მისი შეყვარებული.წამით გაქცევაც კი დავაპირე,მაგრამ უკვე გვიანი იყო.ის ღიმილით მომიახლოვდა და მითხრა-გამარჯობა სემ.
-გამარჯობა მეთ.
-გაიცანი,ეს მერია.მერი,ეს სემი.
-სამანტა-ვუთხარი მერიდიტს და ხელი გავუწოდე.
-სასიამოვნოა.
მე მხოლოდ თავი დავუქნიე ოდნავ და მეთს გავუღიმე.-სად მიდიხარ?
-არსად,უბრალოდ ვსეირნობთ.შენ?
-სახლში.
-საღამოს მეგობრები ვიკრიბებით,არ გინდა შენც მოხვიდე?
-მეც?კარგი იქნებოდა.
-კარგი,შეგიძლია ვინმე მოიყვანო.ნომერი მიკარნახე და მისამართს მოგწერ.
ვუკარნახე.
-ნახვამდის-დამემშვიდობა ღიმილით.
-კარგად-დამემშვიდობა მერიდიტიც.
-ნახვამდის-გავუღიმე ორივეს,უფროსწორედ მეთს და სულელური ღიმილით გავიარე დარჩენილი გზა სახლამდე.
კენდელის კარზე დავაკაკუნე.
-გამარჯობა სემ.როგორ ხარ?
-შესანიშნავად,შენ?
-ისე რა.
-გინდა ისეთი რაღაც გითხრა,რაც კარგ ხასიათზე დაგაყენებს?
-რათქმაუნდა.
-მე და შენ დღეს წავალთ "ფართიზე",სადაც შენი საფრთხობელაც იქნება.
-მერი?
-აჰა.არ გაგიხარდა?
-კი,მაგრამ იქ მისი შეყვარებულიც იქნება.
-მეგობრები როსთვის ვართ?გაჭირვებაში ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ.
-ა ჰო,შენ ხომ მეთი მოგწონს.
-მოდიხარ თუ არა?
-კი.
-ჩაიცვი და რომ დაგირეკავ გამოდი.
-ოქეეი.
გავიდა ერთი საათი.ორი საათი.სამი საათი.
-გისმენ.
-გამოდი,მივდივართ.
სადარბაზოში გავედი და თვალებს არ დავუჯერე.
-ჰაჰა!ამას შეხედეთ!
-რამე მოხდა?-გაუკვირდა კენდელს და აქეთ იქით მიმოიხედა.
-როგორი კრასავჩიკი გამხდარხარ,აქამდე სად იყავი.
-ოხ ნუ იცი ხოლმე ასე-გაეცინა და ხელი გამომიწოდა-წავედით.
-წავედით.
გზა ტალახიანი და სველი იყო.
ო,როგორ მიცემდა გული,კენდელს რომ შევხედე,მგონი ისიც ჩემს დღეში იყო,თუმცა არ ემჩნეოდა.
-გეგმა უნდა შევიმუშავოთ-მეუბნება.
-ჩვენი გეგმაა ვიყოთ მომხიბვლელები და ბუნებრივები.
-ეგ გეგმა არ ამართლებს ხოლმე,როგორც წესი.
-დამიჯერე,ახლა გაამართლებს.შენ მერის მიხედე,მე მეთს.
-თავი საიდუმლო ოპერაციაზე მიმავალი აგენტი მგონია.
-ხო,მეც.
-ეს არც ისე ცუდია.
-მთავარია საკუთარი თავის გჯეროდეს.ღრმად ჩაისუნთქე,უკვე მოვედით.
კარი ჯეიმსმა გაგვიღო.ორივეს თბილად მოგვესალმა და წითელ ოთახში შეგვიყვანა,სადაც ისხდნენ ბავშვები.ერთი პიანინოზე უკრავდა,მეორე წიგნს კითხულობდა.ერთი კი გიტარაზე უკრავდა და გარშემო გულშემატკივრები ეხვია-მიდი ბრაიან,კიდევ დაგვიკარი რამე!
და ბრაიანიც უკრავდა და უკრავდა.
ოთახი თავისი წითელი ფერის გამო რაღაც იდუმალი ჩანდა,რასაც ხელს უწყობდა ძველებური ავეჯი,პიანინოს ნაღვლიანი ბგერები და გიტარის ხმა..ასევე წითელი ფარდები და არც ისე ნათელი შუქი,მოკლედ მე სხვა სამყაროში მოვხვდი და ამ სამყაროს ყველაზე ღირსშესანიშნავი ნაწილი ბუხრის წინ,სავარძელში იჯდა და ღიმილით ადევნებდა თვალს ამ ყოველივეს. როცა დამინახა,წამოდგა და ღიმილით მომიახლოვდა-კარგია რომ მოხვედი.გამარჯობა,შენ კენდელი ხარ არა?ჯეიმსის მეგობარი.სასიამოვნოა.
სადაც გინდა დაჯექი-მომიბრუნდა მე-აი აქ თავისუფალია-მითხრა და თავისი სავარძლისკენ წამიყვანა და დივანზე დამსვა.მესიამოვნა ცეცხლის სითბო და მაგიდიდან წიგნი ავიღე თუმცა ისე ვიყავი აღელვებული,ვერაფერიც ვერ გავიგე და ისევ უკან დავდე.
-რამეს დალევ?ყავა,ჩაი.
-ჩაი.
-ახლავე მოგიტან.
სანამ მეთი მოვიდოდა,ბავშვები დავათვალიერე.მერიდიტი არსად ჩანდა,მაგრამ კენდელმა მაინც არ მოისურვა მარტო დარჩენა,შავთმიან გოგოს ეფლირტავებოდა.
ამ დროს ბრაიანმა დაკვრა შეწყვიტა და ჩემს გვერდით დაჯდა.
-ღვინოს სვამ?-მკითხა.
-არა.
-კარგი.-მარტო თავისთვის დაისხა ღვინო.
ბავშვებს რომ შევხედე,შევამჩნიე რომ გოგოები უცნაურად მიცქერდნენ,როგორც მგლები უცქერენ შველს.
-ოჰო,ბრაიანი ძალიან პოპულარული ყოფილა-გავიფიქრე მე და გოგოების მტრული გამოხედვა არ შევიმჩნიე.
-შენ უკრავ რამეზე?-მკითხა ბრაიანმა.
-კი.პიანინოზე,ვიოლინოზე. ადრე დრამზეც ვუკრავდი.
-მაგარია.მე მხოლოდ გიტარაზე ვუკრავ.
-ყოველთვის მინდოდა გიტარაზე დაკვრა.
-თუ სურვილი გაქვს,გასწავლი.
-კი,მაქვს-გავუღიმე ბრაიანს.
ამ დროს მეთი დაბრუნდა და ყავა მომიტანა.
გოგოები სულ გადაირივნენ.
-მეთი უფრო პოპულარულია,როგორც ჩანს-დავასკვენი და მეთს მადლობა მოვუხადე.
-არ ვიცოდი,როგორს სვამდი და ჩემი გემოვნებით გაგიკეთე.
-არაუშავს,გემრიელია.
ყავა სულაც არ იყო გემრიელი.მაგრამ ის ხომ მეთმა გამიკეთა,მეთმა მომიტანა და მეც მეგემრიელა.
მეთი სავარძელში ჩაჯდა.ბრაიანმა ისევ აიღო გიტარა და დაკვრა განაგრძო.
სიჩუმე ჩამოვარდა.პიანინოც კი გაჩუმდა.
ყველანი ბრაიანს უსმენდნენ.
-მეთ,იმღერე რა.-დაიძახა ვიღაცამ.
-ხო,მეთ,იმღერე.
-მიდი რა.
-ხო,კარგით,კარგით-ხელის აწევით დაამშვიდა მეგობრები და ჩაახველა.
მეგონა რომ ზღაპარში მოვხვდი.ჯერ ეს სახლი,მერე ეს ჰანგები,მერე მეთი და მისი ხმა..
თავი ისე კარგად ვიგრძენი,როგორც არასდროს.კინაღამ ცრემლებიც კი წამომივიდა,ისეთი ლამაზი და იდეალური იყო ყველაფერი და გამიკვირდა,სხვებიც რატომ არ იზიარებდნენ ჩემს გრძნობებს..თუმცა როგორ არა.გოგოები ისე მიშტერებოდნენ მეთს..თუმცა მათ მხოლოდ მეთი აინტერესებდათ,ის პოპულარული ბიჭი იყო,ბენდში მღეროდა,თანაც ყველაზე სიმპატიური იყო მთელს დედამიწაზე და არამხოლოდ ჩემი აზრით.
როცა მეთმა სიმღერა დაამთავრა,სიჩუმე ჩამოწვა.თუმცა ეს არ იყო უხერხული სიჩუმე,ეს ყველაზე კარგი სიჩუმე იყო,რაც კი "მომისმენია".
მალე ტაშის ხმაც გაისმა,ერთმა ბიჭმა დაუსტვინა კიდეც.გოგოები სულ მთლად დადნენ.
მეთი ღიმილით უკრავდა თავს მეგობრებს.შემდეგ ყველანი თავის სტიქიებს დაუბრუნდნენ.ვიღაცამ ისევ პიანინოს მიაშურა,გოგოები ერთად ისხდნენ და ჭორაობდნენ.ბრაიანმა გიტარა გვერდზე გადადო და თან ღვინოს სვამდა,თან მელაპარაკებოდა.მე კი მალულად,მეთს ვუთვალთვალებდი.ის იჯდა,მეფესავით,სავარძელში და ცეცხლს უყურებდა.ცეცხლი კი ტკაცუნობდა,ხე იწვოდა,სითბოს გამოყოფდა.
-რა მოხდება როცა ეს საღამო დამთავრდება,გაქვრება..აღარ იარსებებს.-გავიფიქრე მე და ვინატრე დრო შეჩერებულიყო.
საათის ისრები კი მიიზლაზვნებოდნენ,მიდიოდნენ და მირბოდნენ..
-დალიე რა,მარტო ყავა რა სასმელია-მითხრა ბრაიანმა და ღვინო დამისხა.
დავლიე.კიდევ დამისხა,კიდევ დავლიე,მერე კიდევ,კიდევ და კიდევ..ნელნელა ოთახი განათდა,იქაურობა ჩემთვის გასართობ პარკად იქცა,ცეცხლი დიდი,მცხუნვარე მზე იყო,კედელზე ანთებული ნათურები გაბევრდა და ციცინათელებად გადაიქცა.პიანინოს მელოდია თითქოს შორიდან მესმოდა და ეს ძალიან მომწონდა.მინდოდა რამე მეთქვა,მაგრამ ვერ ვახერხებდი.მხოლოდ სიცილი შემეძლო.
-დალიე,კიდევ-იცინოდა ბრაიანიც მაგრამ მეთის დალევა ვერ შევძელი,მხოლოდ ვიცინოდი.მეთიც იცინოდა.კენდელიც იცინოდა,ის შავთმიანი გოგოც იცინოდა,ყველანი იცინოდნენ. მერე უცბად დავსერიოზულდი და მეთს მივაშტერდი.დიახ,კი არ შევხედე,მივაშტერდი.ხარბად ვათვალიერებდი მის სახეს,თითქოს ვიცოდი რომ სანამ დრო მქონდა,უნდა გამომეყენებინა ჩემი სიმთვრალე.
მან ჩემკენ გამოიხედა და ასე ვუყურებდით ერთმანეთს.შემდეგ გაიღიმა და მკითხა-რა მოხდა.
-ეხლა იმაზე ვფიქრობ,თუ რას გავაკეთებდი შენთან ერთად-მივხვდი რა სისულელეც წამოვროშე და გამეცინა.
-მართლა?საინტერესოა-გაუხარდა მეთს და ჩემთან გადმოჯდა.
-ჰო-ვუთხარი მე და დავსერიოზულდი.მისკენ გადავიხარე,ისე ახლოს,რომ მისი სუნთქვაც კი ვიგრძენი,მაგრამ. მცხუნვარე მზე ისევ ცეცხლად იქცა,ციცინათელები ნათურებად და თავი უკან გამოვწიე.
რაღაცნაირად შემომხედა,თითქოს ჩემი ქცევის ამოცნობას სცდილობდა,მაგრამ რას ამოიცნობდა,როცა მე თვითონაც არ ვიცოდი ეს რა იყო.
მოკლედ როგორც ყველაფერი მთავრდება,ეს საღამოც დამთავრდა.მეთი მე და კენდელს დაგვემშვიდობა და ჩვენ სახლში წავედით.
-დაგინახეთ,რასაც აკეთებდით ერთად.-მითხრა კენდელმა.
-და რას ვაკეთებდით.
-დებილი ხარ.
-მე?
-დიახ!რატომ არ აკოცე.
-იმიტომ რომ მთვრალი ვიყავი.
-მერე რა?!
-ის რომ,მეთს შეყვარებული ყავს,მე კი არ მინდა ჩავერიო,და თუ ჩარევა არ გამომივა,არ მინდა ცანცარა გოგო ვეგონო,რომელიც ყველა ბიჭს კოცნის,როცა დათვრება.
-წეღან სხვანაირად ფიქრობდი.რა შეიცვალა?
-არაფერი,უბრალოდ მივხვდი რომ..
-შენ ის გიყვარს!
-საიდან მოიტანე!
-საიდან და,რომ მოგწონდეს არ დაიწყებდი იმაზე ღელვას,თუ როგორი გოგო ეგონებოდი.ეს კი მოწონებას არ გავს.
-რა არ გავს..
-შენი სიტყვები,ისე ლაპარაკობ..
-მაინც რა ვთქვი ასეთი.
-კარგად გიცნობ სემ,ვიცი როგორიც ხარ.
-მე ის არ მიყვარს.
-ეჭვი მეპარება.
-მართალი გითხრა,მეც.
-აი ასე რა!-გაეცინა კენდელს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent