შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია,თავი 4


1-03-2015, 16:05
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 929

_აბა რითი დავიწყოთ,მახინჯო_გაღიზიანებული ხმით მომმაეთა მალფოიმ_ხმა ვერ ამოვიღე_წიგნი გადაშალა და მასალის კითხვას შეუდგა
_რას მიყურებ, კითხვა არ გასწავლეს? რა საწყალი ხარ _გავღიზიანდი,მომინდა მალფოისთვის სილა გამეწნა, მაგრამ თავი შევიკავე
_სიტყვები შეარჩიე მალფოი ვცადე მტკიცედ გამომსვლოდა ..
_ერთი ამას შეხედეთ ლაპარაკიც, რომ სცოდნია
_მოკეტე მალფოი!!_სახე ამიჭარხლდა_მალფოიმ კი სიცილი ატეხა
_რაოო ჩემი გეშინია _ცხვირზე თითი ჩამომისვა_მაგარი შერწყმა ხარ :მშიშარა და მახინჯი_ისევ გადაიხარხარა მე კი გავმწარდი და პირდაპირ მივახალე:
_მისმინე მალფოი თუ გგონია, რომ შენი სიკვდილის მხვრელის სტატუსი შემაშინებს ძალიან შემცდარხარ!
_მალფოის თეთრი კანი კიდევ უფრო გათეთრდა ,უეცრად ფეხზე წამოიჭრა ,მომვარდა და მხრებში ჩამაფრინდა _ტკივილისგან დავიკვნესე_მაგრამ მალფოის ყურადღება არ მიუქცევია და კიდევ უფრო მომიჭირა _პირდაპრ თვალებში ჩამაცქერდა _საშინელი სანახავი იყო¬...
_მეორედ გაიმეორება ამ სიტყვებს გპირდები,ნაკუწებად გაქცევ.
_მალფოის მთელი სხეული უკანკალებდა, მივხდი, რომ ზღვარს გადავედით_მალფოიმ ხელი გამიშვა და ბიბლიოთეკიდან უკან მოუხედავად გავარდა..... ოხ რა დაუფიქრებელი ვარ რა.....
ძლივს წამოვდექი ფეხზე მალფოის მოძებნა მინდოდა, მაგრამ გამახსენდა, რომ აქაურობას ჯერ კიდევ არ ვიცნობდი კარგად
_თავში ყველაპერი ერთად ირეოდა
ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა,თავს დამნაშავედ ვგრძნობდი,წიგნები ადგილზე დავაბრუნე და ოთახში წავედი, საერთო ოთახო ბოლო დღეებია შეყვარებულების შეკრების ადგილად ქცეულიყო_ყველას გვერდი ავუარე და ოთახში შევედი,დავწექი მინდოდა დამძინა და ყველაფერი დამვიწყებოდა,მაგრამ მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე.
არ ვიცოდი ხვალ რა უნდა მექნა ან მისთვის რა უნდა მეთქვა ის კი ნათლად გავაცნობიერე რომ მისთვის ყველაზე მტკივნეულ ადგილს შევეხე ,მისი გაგიჟებული სახე თვალებიდან არ ამომდიოდა ამ ფიქრებში გართულს თავზე დამთენდა ......
დილით თავი გახეთქვაზე მქონდა, ის ფაქტი რომ მალფოი უნდა მენახა თავს კიდევ უფრო მომძიმებდა,მაგრამ გაკვეთილების გაცდენაც არ მინდოდა ისედაც არ ვიკლავდი თავს სწავლით ,ჯინი მოვძებენ და ერთად წავედით გაკვეთილზე _გზაში ყველაპერი დაწვრილებით გამომკითხა, მეც არაფერი დამიმალავს_ისე გაბრაზდა თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა ,ძლივს დავამშვიდე
კლასში შევედით ბედმა გამიღიმა და მალფოი იქ არ დამხვდა¬ _მშვიდად მივუჯექი მერხს..
შუა გაკვეთილზე ვიღაცამ კარი ლამის შემოანგრია_მივხვდი რომ დრაკო იყოო უკან არ მიმიხედავს _ოპაა _ესეც ჩემი მშვიდად და ბედნიერად დაწყებული დღე_ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მასწავლებლის დასმულ კითხვას არასწორად ვუპასუხე _და მალფოის დაცინვაც დავიმსახურე, მთელი გაკვეტილის მანძილზე ხან მახინჯს მეძახდა ხან დებილს მე არაფერს ვამბობდი, მაგრამ ჯინისთვის ნება რომ მიმეცა თავს წააცლიდაა.... დღეს კიდევ გავუძლებდი, მაგრამ ხვალ მის გვერდით უნდა ვმჯდარიყავი და ალბათ ყველაფრისთვისაც მზად უნდა ვყოფილიყავი...........
დრაკო
საზიზღარი სკოლა, საშინელი ხალხი და ამ ყველაფეს დამატებული ახალი თავის ტკივილი: ანა, საკმაოდ მამაცი აღმოჩნდა ის მომახალა პირში, რასაც ყველა ჩემს ზურგს უკან ამბობდა.... მინდოდა მომეკლა ,მინდოდა რამე მაინც დამეშავებინა მისთვის, მაგრამ ამის მაგივრად უსუსურად დავემუქრე....მასთან რაღაც მაკავებდა, ჩემ ერთ ნაწილს მისი მოკვლა უნდოდა მეორეს კი არა , ეს მეორე გრძნობა მაშინებდა ბევრთან ვყოფილვარ,მაგრამ ამგვარი გაორება არასოდეს მიგრძვნია, ყოველთვის უხეში და მომთხოვნი ვიყავი და ვიღებდი კიდეც სასურველს,მაგრამ ეს რაღაც ახალი და უსიამოვნო გრძნობა იყო.........
ანა
ნეტავ საერთოდ არ გათენდეს ხვალინდელი დღე, ისევ ისე მოქცევა რომ განაგრძოს ალბათ ვერც მე შევიკავებ თავს და რამეს დავმართებ, ვერაფერზე ვერ ვახდენდი კონცენტრირებას,მარტი ყოფნა და თავში ყველაფრის დალაგება მინდოდა, გარეთ გავედი. საკმაოდ გვიანი იყოო ამ დროს წესით გარეთ არ უნდა ვყოფილიყავი,მეთვალყურეებს ადვილად დავუსხლტი. ეზო გადაჭერი და ხიდისკენ გავემართე ცივმა ჰაერმა კარგად იმოქმედა, გამოვფხიზლდი .ხიდის ბოლოს რომ მივუახლოვდი დავინახე, რომ კიბესთან შავი ფიგურა ასვეტილიყო, შევშინდი და უკან დაბრუნება გადავწყვიტე.
_მოიცადე _შორიდან დამიძახა ნაცნობმა ხმამ
_მოდი ნუ გეშინია არაფერს არ დაგიშავებ.
_ერთ ადგილას გავშეშდი ,მგონი მალფოის გაორება ჰქონდა,ან თავის სასტავთან მოსწონდა ჩემი დამცირება...მშვიდად მივუახლოვდი და მისგან მოშორებით ჩამოვჯექი. _რა დებილი ვარ ,ნეტა ჯოხი მაინც წამომოღო,ვინ იცის თავში რა მოუფრენს , შინაგანი ღელვის მიუხელავად ვცდილობდი არაფერი შემემჩნია...........
კარგა ხანს ვიჯექით ჩუმად და სივრცეს მივშტერებოდით, მშვიდი და თბილი ღამე იყო..მიხაროდა რომ მალფოი მწარე რეპლიკებს არ ისროდა ჩემს მიმართ
_მისმინე _თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა და ლაპარაკი წამოიწყო, ალბათ დიდხანს ფიქრობდა რა ეთქვა, ახლოს დამიჯდა და თვალებში ჩამაშტერდა , სასტიკი მზერა ჰქონდა, ცივი და ულმობელი...
_ამოღერღე მალფოი ბოლოსდაბოლოს ,თორემ დაგვათენდა თავზე.
_ძალიან თავხედი ხარ_გაოცებისგან პირი გავაღე, შევატყვე, რომ ღელავდა, გამეღიმა_იცი საერთოდ არავისთან მაქვს კარგი ურთიერთობა, არც შენ ხარ გამონაკლისი, მაგრამ მთელი სემესტრი შენნთან ერთად მომიწევს მუშაობა, არ მინდა რომ ერთმანეთი ვლანძღოთ_არა ან ბიჭს ნამდვილად გაორება ჰქონდა_კარგი?
_უხმოდ დავუქნიე თავი და წამოდგონა ვცადე, მაგრამ წავბორძიკდი და ისევ ადგილზე დავბრუნდი _მალფოის სიცილი აუტყდა, ვერც მე შევიკავე თავი და სიცილი წამსკდა.....
დრაკო
ამ ბოლო დროს უფრო ჩაკეტილი გავხდი, არც ადერე ვიყავი დიდად კომუნიკაბელური,მაგრამ ადრე ბიჭებს მაინც ველაპარაკებოდი ახლა კი ლაპარაკს მარტოობა მერჩია, ხიდზე გავედი , სიმშვიდე იყოო. იქაურობა სიამოვნებას მგვრიდა, მაგრამ ჩემი სიმშვიდე ვიღაცის ფეხის ხმამ შეიწირა_ნეტავ ის არ იყოს_ვინატრე გულში არ მინდოდა მასთან პირისპირ დარჩენა_მაგრამ როცა უკან დაბრუნება გადაწყვიტა გავაჩერე ,ვთხოვე მოსულიყო, ვცადე მისთვის არსებული სიტუაცია ამეხსნა.უხმოდ მისმენდა, ადვილად მოვრიგდით ,რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ვიცინეთ კიდეც ერთად,ისეთი საყვერელი იყოო, მწვანე თვალები სიხარულისგან უბრწყინავდა,ლოყებზე ისევ გამოუჩნდა საყვარელი პატარა ფოსოები .... გული შემეკუმშა ამ ახალმა უცნობმა და არასასიამოვნო გრძნობამ კიდევ ერთხელ დამრია ხელი და გაურკვევლობის უფსკრულში მომისროლა............



№1  offline წევრი Khaleesi

მაგარია ველოდები შემდეგს

 


№2  offline წევრი Nina-

dzaan magaria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent