შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყოველ წამს გითმობ (3)


1-03-2015, 17:35
ავტორი kesoo
ნანახია 2 791

დილით ლიზას ზარმა გააღვიძა.
გაბრაზებულმა აიღო ყურმილი
–ნუუც სად ხარ?
–ლიზა სად ვიქნები? –ძილისგან დაბოხებული ხმით უპასუხა მაისურაძემ
–უუფს, გეძინაა? გოგო ადექი და გამოდი რა ჩემთან
–რა მოხდა?
–გამოდი და გეტყვიიი
–შანსი არაა ხო იცი? –დღეს შაბათია და როგორც ყოველთვის გვიანობამდე უნდა ინებივროს საწოლში
–როგორ უნდა აგიტანოს ქმარმა. –კისკისით „წაკბინა“ ლიზამ მეგობარს და ყურმილი გამორთო. იცოდა ახლა რომ არ გაეთიშა ტელეფონი ვერ გადაურჩებოდა ნუცას
ის იყო ნუცას ისევ სიზმრების სამყაროში უნდა ემოგზაურა კიდევ ერთხელ დარეკა მობილურმა. უკმაყოფილოდ მოძებნა ხელით და ნახევრად მძინარემ უპასუხა
–ლიზი! უკვე აღარ მეცინება
–ცუდ დროს ხო არ დავრეკე? –მამაკაცის ხმის გაგონებისას გაუაზრებლად წამოფრინდა ლოგინიდან და თვალები გაახილა
–რომელი ხარ? –გაუაზრებლად წამოროშა ეს ორი სიტყვა
–იქნებ ნომერი ჩაგეწერა ტელეფონში
–აა, გასაგებია. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
–აი დახმარება ნამდვილად შეგიძლია
–ხოო?
–ნახვარ საათში გამოგივლი და მინდა რომ სადღაც გამომყვე –არა, ყურებს ვერ უჯერებს, რას ნიშნავს სადღაც გაჰყვეს? არაფრით დათანხმდება ნუცა ამას. რა უფლებით სთხოვს სადმე წასვლას, თან არც კი იცნობს? რატომ უნდა გაყვეს? –იმედია უარს არ მეტყვი
–აბა თანხმობის იმედი გაქვთ?
–რა თქმა უნდა –საკუთარ თავში დარწმუნებულმა და კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ახვლედიანმა
–იცი რაა? წამოვალ ! – რა თქვა??? დათანხმდაა? ეს გოგო მართლა გიჟია. ბიჭს საერთოდ არ იცნობს, არ იცის სად ეპატიჟება და ესეც მიყვებაა? ნამდვილად რამე შარს გადაეყრება ეს სულელი გოგო
–ასე ჯობია. ნახევარ საათში შენ სახლთან ვიქნები
–კარგიი.
მაგრამ ნახვარი საათი მარტო შხაპის მისაღებად დასჭირდება კიდვ ნახევარი საათი მოსამზადებლად და რამდენ ხანში ჩავა ქვემოთ არ ვიცი. არაუშავს ელოდოს! ძალიან კარგი!
სააბაზანოდან გამოსულს ტელეფონზე შეტყობინეება დახვდა „უკვე აქ ვარ და გელოდები“. ნახევარი საათი თუ დააგვიანებს არაფერია. მაინც შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაიცვა. ჯინსის შარვალს და მაისურს შესაბამისი კეტები შეურჩია. ოდნავ მაკიაჟიც გაიკეთა და გავიდა. ვერასდროს იტანდა ზედმეტად გადაპრანჭულ გოგოებს. ტონალური მართლა „ტონა“ რომ უსვიათ. ბუნებრივ მაკიაჟს უფრო ანიჭებს უპირატესობას.
სადარბაზოსთან მათე შენიშნა. მანქანას მიყრდნობოდა და კიბეებზე ჩამავალ ნუცას ღიმილიანი სახით თვალს არ აშორებდა. უფრო კარგად დაინახა ბიჭის აღნაგობა. იმაზე ბევრად სიმპათიური ეჩვენა ვიდრე გუშინ. მუქი, ცისფერი თვალები უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. აშკარად ეტყობოდა, რომ ვარჯიშობდა. თითოეული კუნთი ლამაზად უღიმოდნენ მაისურაძეს. მასზე ერთი თავით მაღალი სხეულის წინაშე ღიმილიანი სახით იდგა გოგონა და ცისფერ თვალებს თვალს არ აშორებდა.
–წავიდეეთ? –მანქანის კარი გაუღო და დაჯდომისკენ უბიძგა. მანქანებში ვერ ერკვევა, მაგრამ ახლა აშკარად მიხვდა, რომ ეს მანქანა არც ისე იაფი უნდა ღირდეს მისი ყიდვა ყველას რომ შეეძლოს. თუ ასეთი მაგარი მანქანა ჰყავს მაშინ გუშინ ფეხით რატომ მოჰყვებოდა მაისურაძეს?
–ძალიან ლამაზი ხარ
–მადლობა. სად მივდივართ?
–არ ვიცი, უბრალოდ გავისეირნოთ. ჩემი კიდე გეშინია? –სიცილით კითხა ახვლედიანმა
–ცოტა –შეეცადა მის ხმაში ტყუილი არ შეემჩნია
–ასეთი „ბუა“ ვაარ?
–ცოტათი
მანქანა ერთ–ერთ კაფესთან შეაჩერეს. სულაც არ ტოვებდა ნუცაზე მანიაკის შთაბეჭდილებას. საკმაოდ საინტერესო ბიჭი იყო და მაისურაძესაც რაღაც იზიდავდა მისკენ. არ ვიცი, რატომ მაგრამ ძალიან მოსწონდა მასთან ყოფნა.
ფანჯარასთან თავისუფალი ადგილი იპოვეს და იქ მოთავსდნენ
ყავა და ნამცხვარი შეუკვეთეს
–არ მეგონა თუ წამომყვებოდი
–რატომ?
–წესით ვისიც ეშინიათ ცდილობენ მისგან თავი შორს დაიკაონ ხოლმე –ისტერიული სიცილი აუტყდა ახვლედიანს
–მე ვცდილობ მასთან ახლოს ვიყო, რომ შევეცადო შიში დავძლიო –თავისი პასუხით კმაყოფილმა ჩაიღიმა
–შენ განსხვავებული ხარ
–ალბათ
–ჩემზე არაფერი გაინტერესებს?
–იქნებ თვითონ მომიყვეთ?
–თქვენობით საუბარი ცოტა მეუხერხულება
–კარგიი, მაშინ, შენ თვითონ მომიყევი რასაც საჭიროდ ჩათვლი
–ასე ჯობია. მოკლედ, მათე ახვლედიანი, 24 წლის, ეს უკვე იცი. ფეხბურთელი, ვით ჯორჯიაში ვთამაშობ –აი, თურმე საიდან ასეთი ნავარჯიშები სხეული. –მთლიანად ჩემ საქმეში ვარ ჩართული. სხვა ისეთი საინტერესო არაფერიი... ხოო, შეყვარბეული არ მყააავს –ღიმილით დაამატა ახვლედიანმა და ცისფერი თვალებით მოურიდებლად „დაათვალიერა“ გოგონა
–კარგიაა, –შეეცადა აღფრთოვანება მხოლოდ ამ სიტყვით გამოეხატა მაისურაძეს და ზედმეტი ემოციებისგან თავი შეიკავა
–შეენ?
–ნუცა მაისურაძე, 18 წლის. საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი. მიყვარს დილით ძილიი და კარაქიანი პური –ბოლო წინადადების აზრს თვითონაც ვერ მიხვდა, რატომ წამოროშა, მაგრამ არაფერი შეუმჩნევია და უბრალოდ გაუღიმა
–აუუ, ახლა არ მითხრა რომ დილით გაგაღვიძე
–შენ არა, რამდენიმე წუთით ადრე დამირეკა მეგობარმა
–ლიზაამ?
–კი, ლიზამ. სხვათაშორის იმ ღამით მისგან მოვდიოდი.
–მაშინ მადლობა ლიზას –არაა, აგიჟებს ნუცას მისი ღიმილი რაა. თან ესეც როგორ იღიმის, გეგონება მიხვდა ნუცას აზრს და ამიტომ იღიმება ასე ხშირად, თითქოს სპეციალურად
კიდევ დიდხანს ისაუბრეს თითქმის ყველაფერზე. ბოლოს ისევ ნუცა მოეგო გონს და სახლში წაყვანა თხოვა. ცისფერთვალებამ ან გარიში გადაიხადა და კაფიდან გამოსულებმა გოგონას მანქანის კარი გაუღო.
მაისურაძე სახლში შესული არ იყო მაშინვე მეგობარს რომ დაურეკა და მასთან გასვლა სთხოვა.
ღიმილიანი სახით დადიოდა ოთახიდან ოთახში მეგობრის მოლოდინში.
–რა გჭირს დედი? –შვილის მხიარულება არ გამოპარვია ლიას
–რამე მჭიირს? –თითქოს კითხვის შინაარს ვერ მიხვდა მაისურაძე
–სულელივით იღიმი
–აა, რაღაც გამახსენდა –კარზე ზარის ხმამ გადაარჩინა ნუცა

გასვიანი თბილად მიესალმა ლიაკოს და ნუცას ოთახში განმარტოვდნენ
–მოკლედ, ვერც კი წარმოიდგენ რა მოხდა –აჟიტირებულმა დაიწყო ნუცამ
–რა მოხდა? თქვი მალე მოვკვიიი
–ჯერ გუშინ ღამე დამირეკა იმ ცისფერთვალებამ, მათემ.
–ვინ მათემ?
–ოო იმაან –ზუსტად მიახვედრა მეგობარი
–ხოო, მერე?
–მერე დღესაც დამირეკა და ვნახეე
–ხო არ გარეკე გოგო?
–რატო?
–რა რატო, ადამიანს საერთოდ არ იცნობ და რას ხვდები? იქნებ ვინ არის?
–უკვე გავიცანი ... ღმერთო რა სიმპათიურია –ღიმილით დაამატა მაისურაძემ
–აბა რას საქმიანობს ჩვენი სიმპათიური ბიჭი? –ინტერესით აათამაშა თვალები
დაწვრილებით მოუყვა მაისურაძემ მათი დღევანდელი საუბარიიი
–გოგო, ირაკლის ვკითხავ გინდაა? მაგის ძმაკაცი თამაშობს მანდ და უეჭველი ეცოდინება მაგაზეც რაღაცეები
–თქვენ რა შერიგდიით?
–გუშინ ისეთები გააკეთა, რომ არ შევრიგებოდი გავაფრენდი – ტელეფონზე სასურველი ციფრები აკრიფა და სულგანაბულები უსმენდნენ მის პასუხს
–რაოო? –მაშინვეე კითხა მაისურაძემ, როგორც კი ტელეფონი გათიშა
–რაო და ვიცნობო, ოღონდ ისეთ პონტში ძაან კარგად არ არიან, ხო გითხარი მაგის ძმაკაცი თამაშობს მაგ შენ მათესთან ერთად
–მერე რაოო?
–არა, ცუდი ბიჭი არ არიისო, მაგრამ როგორც ყველას მაგასაც ძაან თავში აქ ავარდნილიო
–რავიი თავში ავარდნილის ვერაფერი შევატყე –ტუჩი მოიკვნიტა მაისურაძემ –შეყვარბული არ ყაავს?
–ნწ. შენ რა მართლა ასე სერიოზულად მოგწონს?
–ძაან ინტრიგებს მიგდებს და მაგით მიზიდავს, თან რო იღიმიიის.. უუჰ, არ ვიციი, თავს ვერ ვაკონტროლებ ხოლმე
–ორი დღეა იცნობ ნუუც
–ვიცი, ვიციი. ძაან არ ამივარდება თავში გპირდები. დასტოინად ვიქნები.
–ისეთი აჟიტირებული ხარ, რაღაც ეჭვი მეპარება.


––––––––
ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინ კითხულობთ ამ ისტორიას. (მიუხედავად იმისა, რომ არ მეუბნებით თქვენეი კომენტარებით იმედია ცოტატი მაინც მოგწონთ ეს ისტორია.
მე პირადად ძალიან მსიამოვნებს ამის წერა და მინდა ის ხარვეზები, რომელსაც შეამჩნევთ მითხრათ, თუნდაც პირად შეტყობინებებში, რომ სრულყოფილი გამომივიდეს love



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magaria

 


№2  offline წევრი natato

კარგიაააა ასე გააგრძელე <3

 


№3  offline მოდერი MyLove

ეხლა წავიკითხე ყველა თავი და ძალიან მომეწონა.. იმედია არ დააგვიანეეებ..
პ,ს ცოტაა გაამძაფრე მოქმედებები ძაან ზედაპირულია.
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№4  offline წევრი kesoo

ძალიან დიდი მადლობა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent