შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველა ფერი


1-03-2015, 20:09
ავტორი malaizia
ნანახია 2 896

-დე გღვიძავს? -ნახევრად შეაღო დედამისის საძინებლის კარი გოგონამ და პასუხის მოლოდინში გაყინული ტერფები ერთმანეთს გაუხახუნა
-მღვიძავს დე მოდი ჩემო სიცოცხლე ჩემთან, წიგნი გვერდზე გადადო და ადგილი მონახა დინასთვის.
ისიც სწრაფად შეხტა ლოგინში და ლიკუნას ყელში ჩარგო შემცივნული ცხვირი.
-რა მოხდა დედი? სიყვარულით დახედა ლიკუნამ შვილს და შემდეგ ფანჯარას გახედა უმისამართოდ
-დე რაღაც მინდა გკითხო
-გისმენ საყვარელო
-დედა როგორ მიხვდი რომ მამა გიყვარდა? ინტერესით ახედა დინამ დედას და მისი გაღიმებული სახის დანახვისას თვითონაც გულწრფელად გაეღიმა
-ამის დროც მოსულა უკვე,გაღიმებული დაიხარა ლიკუნა შვილისკენ და შუბლზე კოცნის კვალი დაუტოვა შემდეგ კი კვლავ ღიმილით დაიწყო მისთვის საყვარელ ადამიანზე საუბარი : მამაშენი ყოველთვის თავშეკავებული კაცი იყო,მის ღიმილსაც კი იშვიათად დაინახავდი,სამსახურში ბევრს მოსწონდა მაგრამ ამის თქმასაც კი ვერ გაუბედავდი ისეთი გამოხედვა ჰქონდა ყველას ადგილზე აშეშებდა,პირველად რომ დავინახე მეც გამაშეშა ოღონდ უფრო შიშისგან, შემდეგ მასზე ბრაზი მომდიოდა მეგონა სპეციალურად დადიოდა ასე თავაწეული,არავის არ უღიმოდა,ერთხელ სამსახურის მერე მთელი კოლექტივი რესტორანში წავედით,იქაც საკმაოდ თავშეკავებული იყო,მე ადრე მომიწია წამოსვლა და ფეხით მივდიოდი სახლში, შენი ძვირფასი მამიკო წამომეწია,შემომატრიალა და ღიმილით მითხრა ლიკუნა მიყვარხარო,გავოგნდი არ ველოდი მამუკასგან ამას მაგრამ მისმა ღიმილმა საერთოდ მომწყვიტა ყველაფერს,პირველად მქონდა შესაძლებლობა ასე ახლოდან მეყურებინა მისთვის იმწუთშივე მივხვდი რომ მის გარეშე ვეღარ ვიარსებებდი,შემდეგ მალევე დავქორწინდით და აი ახლა წევხარ ჩემს გვერდით შენ პატარა ქალბატონო, თმები აუჩეჩა ლიკუნამ დინას. ახლა კი შენი ძილის დროა აბა ცოცხლად გადფაბრუნდი და დაიძინე.
-ძილი ნებისა დე
-ძილი ნებისა საყვარელო

2015 წელი
არც იცის ახლა რამ გაახსენა ეს დიალოგი დედასთან,თუმცა არა,იცის,ჩაეღიმა დინას,როდესაც ეს კითხვა დაუსვა დედას მაშინაც იმავე სიტუაციაში იყო როგორშიც დღესაა.მაშინ თხიუთმეტი წლისას პირველად აუხსნა სიყვარული თავისმა პარალელურმა კლასელმა ბექამ, მაგრამ თვითონ არ იცოდა რა იყო სიყვარული ან როგორ უნდა მიმხვდარიყო უყვარდა თუ არა ბექა,რომელიც ძალიან კარგი ბიჭი იყო,დედასთან საუბრის შემდეგ კი ელაპარაკა მას და აუხსნა რომ ის არ იყო მისი ცხოვრების მამაკაცი,მას შემდეგ თუ ვინმე მოწონებას გამოხატავდა დინას მიმართ იგი ყველას თვალებში უყურებდა, თითქოს იქ ეძებდა პასუხს,შემდეგ კი ყველანაირად ცდილობდა იმ ადამიანისგან თავის შორს დაჭერას რადგან არცერთის შეხედვისას არ უგრძვნია რომ მის გარეშე სიცოცხლე გაუჭირდებოდა. გუშინაც მისმა ერთერთმა ნაცნობმა სიყვარული აუხსნა,თან დაჟინებით მოსთხოვა რომ პასუხი მაშინვე არ გაეცა და დაფიქრებულო ყველაფერზე,აჰა იფიქრა კიდეც მაგრამ აზრი მაინც არ შეუცვლია,ვერასდროს იქნება იმ ადამიანთან ვინც არ უყვარს და რა ქნას ძალით ხომ ევრ შეიყვარებს არა,გადაწყვიტა ხვალვე ენახა ვაკო და ეთქვა რომ ტყუილად იმედი არ ჰქონოდა.ასე ორივესთვის უკეთესი იქნებოდა,მართალია სიყვარულით არავინ ყვარებია და არ იცის რას გრძნობ მაგ დროს მაგრამ ის ზუსტად იცის რომ ვაკო ნამდვილად არ უყვარს სხვისი დატანჯვა კი ყველაზე ნაკლებად უნდა. ხშირად ეუბნებოდა სიცილით ნატა,თავისი საუკეთესო მეგობარი - გოგო აზრზე არ ხარ სიყვარულის და რა იცი იქნება გიყვარს კიდეც მაგრამ ვერ ხვდები სულელოო ,თან თუ ახლოს იყო თმებსაც აუბურდავდა ხოლმე სიცილით, დინა კი ბუზღუნით იმეორებდა ერთსა და იამვეს რომ როცა მისი ცხოვერების მამაკაცს შეხვდებოდა აუცილებლად იგრძნობდა მას და ხელიდან აღარც გაუშვებდა, თან ასევე ბუზღუნით დაიწყებდა თმების სწორებას,რომლის არევაც რატომღაც ყველა მისთვის საყვარელი ადამიანისთვის საშინლად სასიამოვნო საქმიანობა იყო. დინა ვერ ხვდებოდა მგონი რომ თმების არევა კი არა მათ მისი საყვარლად გაბუსხული სახის დანახვა უყვარდათ როცა იგი თმების ჩვეულ პოზიციაში დაბრუნების დროს იღებდა. ამ ფიქრებში ვერც გაიგო როგორ ჩაეძინა და როცა მაღვიძარის წრიპინის ხმა მოესმა სურვილი გაუჩნდა აივნიდან გადაეგდო ეს სასტიკად მოსაბეზრებელი ნივთი. ბუზღუნით წამოდგა თან ხმამაღლა ფიქრობდა მაღვიძარის საჭიროებაზე ამ ქვეყნად. თითქმის ყოველ დილას ბუზღუნით დგებნა მაგრამ როცა ფარდას სწვეს და ახალ დღეს უყურებს მაინც ყურებამდე ეღიმება ,მერე ერთს წამოიყვირებს ხოლმე და სასწრაფოდ ემზადება თან თავის თავს უბრაზდება რომ არ შეიძლება ყოველ დღე სამსახურში დაგვიანება და ერთხელაც იპინტრიშებენ იქიდან,სახლიდან გასვლისას კი ეცინება თავის საქციელებზე და მგონი ვჰიჟდბეი უკვე ჩემს თავს მევე ვეჩხუბებიო ფიქრობს.საბოლოოდ იშვიათი გამონაკლისების გარდა სულ ძალიან კარგ ხასიათზეა რასაც ყველა მისი ირგვლივმყოფი ამჩნევს,რა ქნას ყველა ემოცია სახეზე ეტყობა ამ პატარა გოგოს,რომელიც ნამდვილად არ გავს ამ მხრივ საამაყო მამიკოს.
გაჩერებაზე მდგომი დღევანდელი დრის გეგმას ადგენდა, ექვსამდე სამსახურშია,შესვენებაზე გოგოებს ნახვას ალბათ როგორც ყოველთვის,სამსახურის მერე ვაკოს უნდა ელაპარაკოს აუცილებლად,არ უნდა თუნდაც რამდენიმე დღე მაინც ეგონოს რომ შანსი აქვს დინასთან/ ამის მერე კი ნამდვილად აღარ იცის რას იზავს,ყველაფერს ვერ დაგეგმავო ფიქრობსბ და ღიმილით უქნევს ხელს მისთვის საჭირო სამარშუტო ტაქსს.
-----
ყველას მოგესალმებით, მე ვარ ამ საიტის საკმაოდ სტაჟიანი მომხმარებელი,თუმცა დღემდე მხოლოდ მკითხველის რანგით,ახლა გადავწყვიტე თავად დამეწერა ისტორია,შეფასება თქვენთვის მომინდია,თუმცა არ შეგაწუხებთ ამის თხოვნით ნამდვილად :D ყველაფერი თქვენს ნება-სურვილზეა,იმედი მაქვს ისიამოვნებთ ჩემი ნაწერით smile სიყვარულით თქვენი მალაიზია love




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent