სიყვარულის ნსხვერპლი (2)
Xl კლასს ბოლო გაკვეთილი ფიზიკის კაბინეტში ქონდათ. ნონას ერთი სული ქონდა გაეგო ზუსტად ვის ეხებოდა მათი საუბარი და დაღონებული სახით მიუახლოვდა ნინელის. -გთხოვ მითხარი, ძალიან გთხოვ გემუდარები, ნუთუ ცუდია რამე? -არა ნონა რას ამბობ, მე არაფერი არ ვიცი-კრძალვით მიუგო გოგონამ. გაკვეთილების შემდეგ ნონა და ნინელი სახლებში ერთად წავიდნენ. ნონამ ისევ ხვეწნა დაუწყო იგი ნაღვლიანი თვალებით ემუდარებოდა რომ, როგორმე ეთქვა მისთვის ყველაფერი. ნინელის მეტის დამალვა აღარ შეეძლო ვერც მისი ცრემლიანი თვალები ვეღარ აიტანა და გადაწყვიტა ყველაფერი ეამბნა მისთვის. ნონა გაფითრებული და გარინდებული უსმენდა. იგი გრძნობდა რომ, საკუთარმა ბიძაშვილმა მაიკომ დაღუპა. ნინელი ხედავდა ყოველივე ამას და ნონა ებრალებოდა და უნდოდა რამით დახმარებოდა და მხარში ამოსდგომოდა, როგორც იქნა ნონამ ამაყად ასწია თავი და წამოილუღლუღა. -ნინელი მე შენ კობასთან წერილს გაგატან და დაარწმუნე რომ, მე მასზე არაფერს ვფიქრობ. მეორე დღესვე წერილი კობას გადასცა ნინელიმ. ნონამ მალე კობასგან საპასუხო წერილი მიიღო "მე პირველი შეხედვისთანავე გთვლიდი კარგ ადამიანად. გიწოდებ საკუთარ დას, სხვა აზრი გულში არ გამივლია, ვიყოთ კარგი მეგობრები" საღამოს იყო. ელზასთან ისხდნენ: ნინელი და კობა. საუბარი ისევ ნონას ეხებოდა. -ნონა არ არის ცუდი გოგო, კარგად არ ვიცნობ მაგრამ, ბევრი კარგი რამ მსნენია მასზე, მის სილამაზეზე. ჩუმი ხმის თქვა ელზამ. გოგონებმა ჩუმად გახედეს კობას. ის კი დაჟინებული მზერით დაჰყურებდა სურათზე გამოსახულ ერთ-ერთ გოგონას. ნატო საკმაოდ კარგი შეხედულების გოგონა იყო თუმცა საკმაოდ ანჩხლი და მეტიჩარა. ნატო არავის უყვარდა. უცებ კობამ სიჩუმე დაარ ღვია და ნინელის მიმართა -შენ იცნობ იმ გოგოს? -კი ვიცნობ, მერე შენ რა? მკვახედ უთხრა გოგონამ. -კარგი გოგონაა, მე ის დიდიხანია მომწონს, გთხოვ გამაცანი რა. უთხრა კობამ. ნინელის თვალწინ წარმოუდგა ნონას. გაფითრებული სახე, ნაღვლიანი თვალები, მისი ნაზი გრძნობები კობასადმი. -არა, არ შემიძლია, ვერ გაგაცნობ. წამოიძახა და ოთახიდან გავიდა. შაბათი დღე იყო, ნინელი ნონასთან მიდიოდა, სამი სართული აიარა და კარზე დააკაკუნა, კარი ნონამ გააღო და მეგობარი სახლში შეიპატიჟა. -ნინელი იცი რაა!!! დედა და მამა სოფელში არიან წასულები, დღეს მარტო ვარ და თუ დედაშენი გამოგიშვებს ჩემთან დარჩი, -კარგი, დედას დაველოდოთ სამსახურშია და რიმ მოვა ვკითხოთ, -მე მეჩქარება სახლში მალე უნდა მივიდე, იცოდე გელოდები. გოგონამ მეგობარი სახლში გააცილა. საღამოს ისევ ესტუმრა, ნონას ძალიან გაუხარდა. როგორც ჩანს დედა დაითანხმა. ნონა და ნინელი გვერდიგვერდ იწვნენ. -ნონა რაზე ფიქრობ? მოდი რამეზე ვილაპარაკოთ, გავერთობით. -ეჰ, ნინელი მე აღარაფერი მართობს. -ნონა დიდიხანია გაკვირდები და მაოცებს შენი ამბავი, რაღაცას მიმალავ, მე ვხვდები, კობა გიყვარს ხომ ასეა? -რაღა დაგიმალო და მე ის ძალიან მიყვარს, რას არ გავანეთებდი რომ ჩემთვის ცოტა თანაგრძნობა გაეწია, რა უბედური ვარ. თქვა გოგონამ და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდ. მთელი ღამე ისაუბრეს გოგონებმა. დილით ნინელი სახლში დაბრუნდა, იგი იმ დღიდან ფიქრობდა რით დახმარებოდა ნონას. ძალიან შეზიზღდა კობა. იმ დროს როცა ნონა კობას სიყვარულით იწვოდა, კობა ნატის ეშხით იყო დამწვარი. საშინლად შეყვარებოდა ნატო და ცდილობდა როგორმე დაახლოებოდა მას. ერთ საღამოს კობამ უთხრა ნინელის. -რატომ დგები ჩემს ც ოდვაში რატო არ მაცნობ ნატოს? შორიდან ვიწვი მისი სიყვარულით, ნუთუ ოდნავი შებრალება არ გაგაჩნია? მთელი დღე მთვრალივით დავდივარ, ყველგან ნატოს სახე მელანდება, ნუთუ არ გჯერა ჩემი? აღელვებული ხმით ლაპარაკობდა, ნინელი კი ფიქრობდა-არა ვერ გაგაცნობ, მაგ მეტიჩარა ნატოს, დაე დაიტანჯე საზიზღარო როგორც ნონა იტანჯება . ნინელიმ ზიზღით შეხედა კობას, ტუჩებზე დამცინავმა ღიმილმა გადაჰკრა და ხმის ამოუღებლივ გაშორდა მას. დაიწყო იანვრის არდადეგები. ნონა სოფელში წაიყვანა დედამ. სიფლის ქუჩებში სიჩუმე სუფევდა, და ეს სიჩუმე ხელს უწყობდა ნონას ფიქრების გაღრმავებას, თავჩაღუნული თითქოს ვერაფერს ხედავდა -ნონაა ! უცებ მოესმა ნაცნობი ხმა -ნონა როგორ მიხარია რომ ჩამოხვედი, კობაც აქ არის, თითქმის ყველა აქ ვართ შენი ამხანაგები. ნონა უცებ გამოერკვია ფიქრებიდან, თავი მაღლა ასწია და სიხარულისგან გადახვია ელგუჯას ხელი. კობას სახელის გაგონებაზე ნონას ფეხები მოეკეცა, გაფითრდა. -ცუდათ ხომ არ ხარ ნონა? კითხა შეშინებულმა ელგუჯამ, და მისკენ წავიდა. -არა ელგუჯა ამდენმა სიარულმა მაწყინა. წარმოთქვა ნონამ და გზა განაგრძეს. ახალგაზრშებს მაიკოსთან მოეყარათ თავი, ნონას მისვლამ ყველა გაახარა, მისი და კობას თვალები წამში ერთმანეთს შეხვდნენ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა, ნონამ თვალები წამსვე მოაშორა მას და მეგობრებს გახედა. ახალგაზრდები გამხიარულდნენ, ყველა რაღაცით ერთობოდნენ, მხოლოდ ნონა იჯდა წყნარად თავის ფიქრებთან ერთად. -ნონა, წყალი დამალევინე თუ არ გეზარება. მოესმა ელგუჯას ხმა. ნინა დავალების შესასრულებლად წავიდა, მეორე ოთახში კობა იწვა და ცრემლიანი თვალებით მიშტერებოდა ჭერს. ნონამ ვეღარ მოახერხა ოთახში შესვლა და მაიკ ოს სთხოვა წყალი გამოეტანა ელგუჯასთვის. მაიკო შევიდა ოთახში, ნონა კი იქვე დადგა კარებთან. -კობა რას წამოწოლილხარ და იცრემლები პატარა ბავშვივით? -ეჰ მაია შენ რომ იცოდე ჩემი ამბავი და ჩემნაირად იტანჯებოდე, თავს არ იცოცხლებდი -რა მოგივიდა კობა სიყვარულის ისარი ხომ არ მოგხვდა გულში? -ისარი და როგორი ისარი საცაა გულს შუაზე გაყოფს , იცი რა კარგი გოგონა შევიყვარე და რავქნა ვერ მოვახერხე მისი გოგონა, არადა ყველამ ანჩხლი და მეტიჩარა გოგოდ მინათლეს, მაგრამ მათი არაფერი მჯერა, შურით რას არ იტყვიან. -მაინც ვინ არის ის ბედნიერი რომ აღარ ამბობ? -ნატო ქვია, ნამდვილი ნატო ვაჩნაძეა. მაიკო ყველაფერს მიხვდა და გაიფიქრა "ნონას რომ გაეგო გაგიჟდებოდაო" მაგრამ გოგონა შეცდა, ნონას უკვე ყველაფერი გაეგო, მაგრამ იგი არ გაგიჟებულა და არც გული წასვლია, ფანჯარასთან ბარბაცით მივიდა, ტირილი დაიწყო. მის სახეს თეთრი ფერი ედო. აქამდე ფანჯარასთან მდგარი ნონა საწოლზე დაემხო და მწარედ აქვითინდა. მაიკო ბევრს ეცადა მის დამშვიდებას მაგრამ, ვერაფერს გახდა. ნონა მეორე დღისით თბილიში დაბრუნდა. ნინელი გულთბილად შეხვდა მას და სთხოვა ელგუჯას შეყვარებული გაეცნო მისთვის. რამდენიმე ხნის შემდეგ ბელას სახლთან იყვნენ. ნინელი ეზოში შევიდა და კარებზე დააკაკუნა, კარები ფრთხილად გაიღო და ბელა გამოვიდა. მან გოგოები ერთმანეთს გააცნო და შემდეგ ბელამ ორივე სახლში შეიპატიჟა, ბელა როაიალს მიუჯდა და კობას საყვარელი სიმღერა "ირემი" იმღერა, შემდეგ გოგოები ქუჩაში გავიდნენ სასეირნოდ. ბელამ ნონას კითხა -იცნობ ელგუჯას? -ვიცნობ -როგორი ბიჭია? -ძალიან კარგი -იცით მე ერთ რამეს გეტყვით და არაფერი უთხრათ. მინდა რომ, ელგუჯას თავი დავანებო, ეს ჩემთვ ის ძალიან კარგია. -რატომ? წყენით უპასუხა ნონამ -ეს მეთვითონ ვიცი. სიცილით მიუგო ბელამ და ერთმანეთს დაშორდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.