შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილების გამყიდველი (ნაწილი მეორე)


2-03-2015, 00:14
ავტორი Girlfromlondon
ნანახია 5 617

***
რა უდროო დროს ვიცი ყველგან მისვლა.
„ახლა ისე გახვალ ვერც გაიგებენ“ -გავამხნევე ჩემი თავი და სახელურის ნელა ჩამოწევა ვცადე .
უცბათ ჩახველებიც ხმა,რომ გავიგე ერთიანად მივიყინე ადგილზე.
„აი სად დაგერხა ტასო“ გამამხნევა თავის ჭკუით ალტერეგრომ.
თვალებზეხელაფარებული ვიდექი ზურგით.ველოდებოდი როდის გამომლანძღავდნენ.
-გისმენთ-მომესმა მკაცრი ხმა და ნერწყვი ისე გადამცდა რამის დავიხრჩვი
-მგონი კაბინეტი შემეშალა.გააგრძელეთ მე გავალ-ვუთხარი ცინიზმით და ჩემი თავი გავლანძღე „რა სიტუაციაში ხარ ტასო და ენა მაინც ვერ დაიმოკლეთქო“.
-უკვე მოვრჩით.-მიპასუხა იმავე ხმის პატრონმა
„უკვე მორჩნენ“ გავაჯავრე გულში..
არა რა რა ამაზრზენი ხალხია ცუდათ ვხდები.რო მახსენდება იმ ქერას ხმა გულის რევის შეგრძნება მეუფლება.
-მე მაინც გავალ.არამგონია აქ მდივნის კანდიდატურაზე იყოს გასაუბრება.
-სწორად მოსულხართ
„ამას მდივანი უნდა თუ ლოგინის პარტნიორი“ -გავიფიქრე დაეჭვებით
არა გაზეთში უეჭველი მდივანი ეწერა.
მე რა ვიცოდი თუ უფროსის „დაკმაყოფილებაც“ შედიოდა „სამსახურეობრივ მოვალეობაში“ თორემ აქ ფეხის მომდგმელიც არ ვიყავი.
-შემობრუნდით.-გამომიყვანა ფიქრებიდან ეროტიული სცენის ერთ-ერთმა მონაწილემ
ისე შევბრუნდი თვალებიდან ხელი არ ჩამომიწევია.არ მინდოდა კიდევ ერთხელ მენახა ქერას მოღეღებული მკერდი და გამეგონა „ნეტარებით ამოშვებული ხმები“
ამხელა გოგო ვარ და ჯერაც არ ვუყურებ +18 ფილმებს და რას ვიფიქრებდი გასაუბრებაზე მოსულს ესეთი სანახაობს თუ დამახვედრებდნენ.
-ჩამოწიეთ ხელი -მითხრა სიცილით
მეც ფთხილად ჩამოვწიე ხელი და ნერწყვი კიდევ ერთხელ გადამცდა სასულეში.
ჩემ წინ იდიოტი ცინიკოსი იდგა.
აი ის ყვავილები ,რომ შევტენე 27 ლარში.არა რა ბედი უნდა ყველაფერს.როდის იყო მე ბედი მქონდა.
„დაბრძანდითო“ მითხრა და მაგიდასთან ახლო მდგომ სავარძელზე მიმითითა.
ისეთი გამომეტყველება ქონდა გეგონებათ მე ვიყავი „იმ საქმით“ დაკავებული და არა ის.
ქერა თმიან,ზედმეტად ვულგარულად ჩაცმულ ქალს თვალებით ანიშნა ოთახიდან გასულიყო.
მე ისევ გაოგნებული ვიყავი . ჯერ იმ სანახაობის შემყურე და მერე კიდე „იდიოტი ცინიკოსის“ აღმოჩენით.
ეტყობა ვერ მიცნო თორემ მომაფრქვევდა სახეში ცინიზმით ნათქვამ სიტყვებს.
„გაუჭირდებოდა თუ რა ?“ დავუსვი ჩემ თავს კითხვა.
ფიქრებიდან ისევ მისმა მკაცრმა ხმამ გამომარკვია და რამის ადგილზე შევხტი.
-რამე გამოცდილება გაქვთ ? -მკითხა საოცრად საქმიანი ტონით
„გააჩნია რაში“ გავიფიქრე და ენას კბილი დროულად დავაჭირე.
„არც მდივნობაში გაქვს გამოცდილება და არც ღამის პარტნიორობაში“-გამომიცხადა ალტერეგრომ
„არც მაგიდაზე ხვევნა-კოცნაში“ გავიხსენე ცოტა ხნის წინ მომხდარი
-არა .-ვუთხარი მაშინვე,როდესაც ალტერეგროსთან საუბარი მოვრჩი
-თუ შეიძლება თქვენი სივი
„რა სივი?“ გავიფიქრე ჩემთვის .
არანაირი სივი თან არ მაქვს და რა ჯანდაბა ვქნა ეხლა.
-სივი არ მაქვს-განვუცხადე ამაყად
-სივი არა , გამოცდილება არა.რატომ უნდა აგიყვანოთ სამსახურში შეგიძლიათ მითხრათ ? -როგორც იქნა მომაფრქვია ცინიზმით ნათქვამი სიტყვები.
-ალბათ წინა კანდიდატს სივიც ქონდა და გამოცდილებაც .მდივნობაშიც და სხვა მრავალ სფეროშიც-დავიგესლე ჩემებურად.
ჩაეღიმა ჩემ ნათქვამზე.რა აღიმებს ნეტა ვიცოდე.
-იქნებ ის მაინც მითხრათ რა გქვით ?
-ტასო.ანასტასია-შევასწორე უცებ
-ანასტასია..-გააკეთა პაუზა.-დარწმუნებული ვარ თქვენზე ბევრად გამოცდილია სხვა მრავალ სფეროში ნატალია.-მითხრა და ჩემ მკერდზე შეაჩერა მზერა.
რა ტუტუცია ღმერთო ჩემო.
უზნეოც.
-ხოდა შეგიძლიათ აიყვანოთ თქვენ მდივნად.დარწმუნებული ვარ მდივნობის გარდა სხვა მრავალ საქმეს შეითვისებს და თქვენ მოთხოვნილებებსაც დააკმაყოფილებს.-ვუთხარი ამრეზით და კაბინეტიდან გამოსვლა დავაპირე მისმა ხმამ რო შემაჩერა
-პირველ სართულზე ჩადი,მარიამს დაელაპარაკე და შენს მოვალეობებს გაგაცნობს
კაბინეტიდან ისე გამოვედი არც შევბრუნებულვარ.
ანუ რა გამოდის ... სამსახური ვიშოვე.ვინ იფიქრებდა ...
იდიოტი ცინიკოსის მდივანი.
მე ტასო სამხარაძე.


***
ის გოგო კაბინეტი ,რომელმაც მიმასწავლა მარიამი ყოფილა.
მისმა სახემ უცბათ მისი ზედმეტი სახელიც კი მომაფიქრებინა და გუნებაში „ღიმილა“ დავარქვი.
სასწავლებელში პრობლემა ,რომ არ შემქმნოდა ექვს საათამდე აქ ვიმუშავებდი , საღამოს უნივერსიტეტში ვიქნებოდი.
ჩემი მოვალეობები უცბათ გამაცნო და ჩემი ადგილიც მაჩვენა.
პატარა მაგიდა იდგა, კომპიუტერითურთ და მრავალი საბუთები.
ხვალ ათზე მოდიო მითხრა და გამომიშვა.
„ათზე გაღვიძება არ გინდა ?“ მერე კიდე იმის სახის ყურება..
სასაცილოა სახელიც ,რომ არ ვიცი.
მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სახელს . ჩემთვის მაინც იდიოტი ცინიკოსი და უზნეოა...

***
სახლში მისულმა მაშინვე ლეპტოპი გავხსენი და მშობლებს დავურეკე.
ვაცნობე ჩემი ამბავი .
მამაჩემმა „რა გეჩქარებოდა , ჯერ სწავლა დაგემთავრებინაო“
დედაჩემმა თავი გადააქნია რა ჯიუტი გოგოხარ ტასოო...
მე კიდე გახარებული ვიჯექი და თავი სადღაც ცაში მეგონა ..
უკვე შემეძლო ვყოფილიყავი დამოუკიდებელი ტასო სამხარაძე.


***
დილით საშინელმა ხმამ გამაღვიძა.ტვინში ურტყავდა თითოეული „ზზზ“ „ზზზ“
ხელი ტუმბოზე გადავწიე და ვეცადე მაღვიძარა გამომერთო. რომ ვეღარ გამოვრთე ელემენტები ამოვაძვრე,რომელიც წკრიალით დაეშვნენ იატაკზე.
საწოლზე ისევ არხეინად გადავწექი და ხეულზე მჭიდროდ მოვიხვიე გადასაფარებელი.
ძილსაც გავაგრძელებდი და დიდხანსაც დავიძინებდი ,რომ არა ალტერეგროს შეხსენება „სამსახურში გაგვიანდებაო“
როგორც ყოველთვის ისევ ზანტან წამოვიწიე საწოლიდან ,მაგრამ როგორც კი გამახსენდა მარიამის შეხსენება „ხვალ 10 საათზე სამსახურში იყავიო“ „უფროსი დაგვიანებას ვერ იტანსო“ მაშინვე ავუჩქარე ფეხს .
კვლავ ცივი წყლით გამოვფხიზლდი და წინა დღეს საგულდაგულოდ დაუთავებული და სკამზე გადაკიდებული ტანსაცმელი ჩავიცვი.სახლიდან ისეთი სისწრაფით გავედი კიბეებზე რამის დავგორდი..
საბედნიეროდ გადავრჩი და ჩემი პირველი დღე კრახით არ დასრულდა.
„მალე ფულიანი გოგო გავხდები. დღეს ტაქსით წავალ არაფერი უჭირს“
გავიფიქრე ღიმილით და ჰორიწონტზე გამოჩენილ ტაქვს ხელი ავუქნიე.


***
ისევ დიდი შენობის წინ ვიდექი.. ოღონდ ერთი განსხვავებით.ახლა უკვე დასაქმებული მერქვა
კფეხსაცმლის კაკუნით შევედი შენობაში და იქვე მდგარ მარიამს ხელი დავუქნიე.
უკვე მეორედ არ დაველოდე ლიფტს და ნაცნობ კიბეებს ავუყევი.
ჩემ სამუშაო მაგიდას თვალი ,რომ მოვკარი ღიმილით გავემართე იქითკენ.
-დააგვიანე -მომესმა ზურგს უკან ჩემი უფროსის ხმა , რომლის სახელიც ჯერ არ ვიცოდი
უნებურად გავანათე ტელეფონი და საათს დავხედე
-პირიქით. სამი წუთით ადრე მოვედი-შევტრიალდი მისკენ და ტელეფონი დავანახე ღიმილით
ტუჩის კუთხეში ჩაეცინა და ისევ თავისი ცინიკური სახით შემათვალიერე
-ყავა შემომიტანე .უშაქრო-გასცა ბრაძანება და კარებისკენ წავიდა
„ყავა შემომიტანე უშაქრო“ გავაჯავრე უცებ და თითები დავატრიალე ჰაერში
-გავიგონე -მომესმა ნახევრად ღია კარიდან
-არც მდომებია ,რომ არ გაგეგონათ -ვუთხარი ღიმილით და ყავის აპარატისკენ შევბრუნდი


უფრო ადრე მინდოდა დამედო ,მაგრამ დღეს ჩემი დიდი ბებია 85 წლის გახდა და მთელი დღე მასთან ერთად გავატარე ^_^
რისი დაწერაც უცბათ მოვახერხე ესაა. ველოდები თქვენს შეფასებას



№1 სტუმარი nini ^^

dzaaaan momwoons ^^

 


№2  offline მოდერი MyLove

აი ლავ გვირილები ვერი მაჩ .
მდაა ისტორია ძალიიიიან მაგარიაა
მიხარიია რომ არ აგვიანებბ
ახლა წესით ისტორიას უნდა ვსწავლობდე მაგრაამ შენს ისტორიას ვკითხულობ
ძალიან მომწონს, მართლა
არაჩვეულებრივად წერ
კიდევ ერთხელ გაფრთხილებ ბარბარიზმები არ გამოიყენოო და ძალიან კარგია ისე
ველოდებიი შემდეგს
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3 სტუმარი ana

ძააან მაგარია

 


№4  offline წევრი Girlfromlondon

ამ თავში მგონი ლოგინი აღარ გამომიყენებია.ნუ,რომ გადავხედე არ იყო და :/
ისე ყველანაირად ვცდილობ ბარბარიზმები მოვაშორო ისტორიას,მაგრამ სიჩქარე თავისას შვრება :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent