შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილუზია (2 თავი)


2-03-2015, 15:35
ავტორი lika-kika
ნანახია 1 792

გამარჯობა! მე ვარ თიკა ნიშნიანიძე, ჯერ მხოლოდ 23 წლის და საგიჟეთში ვწევარ,,,,,,
ალბათ ყველა გიჟი იმას ირწმუნება რომ გიჟი არაა, მაგრამ მე მართლა არ ვარ გიჟი მაგრამ სჯერა ვინმეს? არც არავის! წლებია ამ 4 კედელში ვარ გამომწყვდეული და ამ აუტანელ ექიმების ხელში! იშვიათად მიშვებენ ეზოში , მეც უკვე თითქმის შვეგუე ჩემს ბედს და უკვე ეს 4კედელიც ნაკლებად მაღელვებს.
ამაოდ ვიქნევდი ხელ-ფეხს და უიმედოდ ვითხოვდი შველას,არავის არ ეცალა ჩემთვის, დიდხან ვიზმუილე რადგან პირში ბინძური ფარდის ნაჭერი მქონდა ჩატენილი,მყუდროება რომ არ დამერღვია.მერე დავიღალე და თვალები მივლულე და ჩემს ბავშობაში აღმოვჩნდი.
იმერეთის ერთ-ერთ მიყრუებლ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. რთული ბავშობა მქონდა. მამა ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული და თითქმის ყოველ დღე ვიყავით ოჯახის რომელიღაცა წევრი მისი მუშტის ქვეშ. ამას გარდა უმუშევარი იყო და ვინ იცის როგორ გავგვქონდა თავი. დღედაღამე მედა ჩემი ძმები თავდაუზოგავად ვშრომობდით რომ ლუკმა პური გვეჩამა. ორი ძმა მყავს და მამის შემხედვარე მეგონა ისინი მაინც გაიზრდებოდნენ კაცები და დაგვიხსნიდნენ ამ სასჯელისაგან თუმცა იმედები საშინლად გამიცრუვდა. სოფლის საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, სილამაზით პატარაობიდანვე გამოვირჩეოდი,თუმცა ჩემი ოჯახის წყალობით ყოველთვის ისე გამოვიყურებოდი ზედაც არავინ მიყურებდა. უკანა მერხზე ვიჯექი ჩემთვის, ჩუმად, უმეგობოდ და საშინლად მოწყენილი. არც მასწავლებლებს ვეხატებოდი დიდად გულზე მიუხედავად იმისა ომ საუკეტესო მოსწავლე ვიყავი. მე_ 9 კლასში ისე გადავედი გამარჯობასაც არ მეუბნებოდნენ ჩემი თანაკლასელები. ერთ დღეს სკოლიდან ვბრუნდებოდი, ძალიან ძლიერი ქარი იყო, მეზობლის ნაჩუქარი, გაქუცული სქელი „პალტო’’მეცვა. ისეთი მძიმე იყო ძლივს მივათრევდი. მოსახვევში ქარმა ძლიერად დაუბერა და იქვე დიდ გუბეში ჩამაგდო. ეს ჩემი „პალტო“ ისე გაიბერა წლით და ისე დამძიმდა თვაი ვერ ავწიე და ლამის გუბეში ჩავიხრჩვი, მერე უცებ ვიღაც მომვარდა და ამომათრია გუბიდან, თან ისე იცინოდა სუნთქვას ვერ ასწრებდა. მე კიდევ მადლობის მაგივრად დავუბღვირე და შარი მოვსდე რას დამცინიხართქო! თვალებში რომ შევხედე მანდ უკვე ლამის გონება დავკარგე, ისეთი სუფთა, უბოროტო და სარკესავით ლამაზი თვალები ჰქონდა,,,,
გონს მისმა ხმამ მომოყვანა,,,
-შენ გეკითხები, არ გესმის?
-რა?, ვერ გავიგე რას მეკითხებით,,,,,
ჩემს დაბნეულობაზეც გაეცინა და გამიღიმა ისეთი ღიმილით მზესაც რომ შეშურდებოდა! მე მიშა გაგუა ვარ, მეგობრებისათვის მიშო, შეგიძლია შენც ასე მომართო.
_მისმა თბილმა საუბარმა მეც მომალბო_მადლობა მიშო, შენ რომ არა ალბათ უკვე იმ ქვეყნად ვიქნებოდი.
_სასაცილოა , მაგრამ მართალი ხარ! ისე იმქვეყნად არ შეგრჩხვებოდა?
_რისი უნდა შემრცხვენოდა? გავიკვირვე მე...
_ასე გუბეში დახრჩობილი რომ მიადგებოდი საიქიოს,,,,,,,ისევ ახარხარდა და მერე ბოდიში მომიხადა, მაპატიე მაგრამ ძალიან სასაცილო იყავი და ეხლაც ხარ ! გაწუწული, წილილა მგონიხარ!_ ისევ ახარხარდა,,,,
_მეც მეცინებოდა ჩემს მდგომარეობაზე მაგრამ, ეხლა ვითომ გავბრაზდი და შევეცადე მკაცრი სახე მიმეღო. მადლობა გადავუხადე გადარჩენისათვის და წასვლა დავაპირე, რომ შემაჩერა
_მოიცა ისე მიდიხარ სახელსაც არ მეტყვი?
_თიკა მქვია.
-სასიამოვნო იყო თიკა შენი გადარჩენა.. გამიღიმა და თვალი ჩამიკრა
-უხმოდ გამევეცლე და სახლისაკენ გავაგრძელე გზა.
იმ დღის მერე შირად მხვდებოდა მიში იმ შესახვევთან,მეშინია კიდე არ ჩამივარდეო , ას ბოლო სიტყვა ყურს ძალიან სასიამოვნოდ მოხვდა, მაგრამ არაფერს ვიმჩნევდი. მერე უფრო მოუხშირა შეხვდრებს და ბოლოს ყოველ დღე მხვდებოდა მოსახვევთან. მეც ველოდებოდი ხოლმე სულმოთქმენლად. არ ვიყავი მსგავს რაღაცეებს მიჩვეული, ისე გავატარე ბავშობა გამარჯობასაც მაყვედრიდნენ, მიში კიდე სხვებს არ გავდა, ის ძალიან თბილი იყო. ამის გარდა ძალიან სიმპათიური და რგორც ეტყობოდა შეძლებული რადგან ყოველთვის ძალიან კარგი სამოსი ეცვა. მე კიდევ იმ უბეში კოტრიალობის გამო ერთი კვირა სკოლა გავაცდინე, “პალტო „ ვერ გავაშრე და ვინაიდან მეტი არაფერი მებადა ჯემპრით ვერ წავიდოდი ასეთ ყინვაში.
მე და მიშის ურთიერთობა თავიდანვე არ გავდა მეობრულს, უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა, თუმცა ამას მე ჩემს თავთან არ ვაღიარებდი. 15 აპრილი იყო , მზიანი და თბილი ამინდი,მოსახვევს ვუახლოვდებოდი გული გამალებით მიცემდა ,,,, მიშიც დავინახე,,, პულსი კიდევ უფრო ამიჩქარდა, ჩავეხუტე და ცოტა დავწყნარდი, გამიღიმა, თბილად მაკოცა თავზე და მთხოვა რომ ცოტა ხნით გავყოლოდი. კი ვიცოდი რაც მოყვებოდა სახლში ჩემს დაგვიანებას მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გავყევი მიშის, სოფლის მდინარესთან ჩავედით და ქვებზე ჩამოვჯექით. ცოტა ხან ჩუმად ვიყავით და ერთმანეთს ვუყურებდით.
-თიკ, რაღაც მინდა გითხრა,,, არ ვიცი ამას როგორ შეხვდები,,,,,
_მითხარი და ნახავ როგორც შევხვდები. გავუღიმე, ვხვდებოდი რის თქმასაც მიპირებდა.
_აი, რომ გითხრა ჩემს ერთძმაკაცს უყვარხართქო რას მეტყვი?
_ამას მართლა არ მოველოდი - რა უნდა გითხრა მიში, გამიკვირდა, სიდან, როგორ? მე არც მიცნობს და ისე როგორ ვუყვარვარ?
_არ ვიცი შეუყვარდი ძალიან, რას ფიქრობ შენ ამაზე?
_რას უნდა ვფიქრობდე? სასიამოვნოა ჩემთვის იმის გაგება რომ ვიღაცას ვუყვარვარ მაგრამ როგრო ამას ერ ვხვდბი.
_ესე იგი სასიამოვნოა?
_ხო სასიამოვნოა, აბა ცუდი რატომ უნდა იყოს? ვუყვარვარ ხომ არ ვძულვარ?!
_და რომ გითხრა რომ ის ბიჭი მე ვარ?!......
_აი აქ კი დავიბენი და გავწითლდი,,,,, ვერაფერი ვერ ვუთხარი,,,,
_მე რომ მიყვარხარ ეგ არ არის სასიამოვნო შენთვის თიკ?
_ორმაგად!
_რა ორმაგად?
რა დაორმაგად სასიამვნოა! მივედი და მაგრად ჩავეხუტე. მიშიმაც მომხვია ხელები და ასე ჩახუტებულები ვიყავით დიდ ხანს. მერე გამახსენდა „საყვარელი“ ოჯახი და მიშის ვუთხარი უნდა წავიდეთთქო....
ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ მიწაზე ფეხს არ ვადგამდი, მაგრამ სახლში მისულს ყველაფერი გადამაივიწყდა, მამაჩემი უგონოდ მთვრალი დედას უმოწყალოდ ურთყამდა, საშველად გავექანე და გამშველებელს მეტიო კი იცით მე კიდევ უფრო მაგრად ვიცემე გაშველებაში. მერე ისევ მომიბრუნდა მამაჩემი ამდენ ხანს სად დაეთრეოდიო და ისევ წიხლებით შემდგა, რომ არა ჩემი ძმა ალბათ მომკლავდა. დასისხლიანებული გამომიყვანესდა ოთახში დამდეს. ტირილი ამიკრძალეს , შენი სუსუც არ გავიგონოო. როგორ ვერ ვიტანდი და როგორ მაგრად მძულდა ეს არსბა, მამას ვეღარ ვუწოდბდი უკვე! მაგრამ 14 წლის ბავშვს რა უნდა მექნა? წავსული ყავი სადმე? სად? მქონდა კიგ ასაქცევი?,,,,, ჩემს საწოლში მოვიკუნტე და დილამდე ასე გაუნძრევლად ვიყავი, შემდეგი ერთი კვირა სკოლაში არ ვყოფილვარ, რადგან ჩემი სინიაკებით მიშის ვერ დავენახვებოდი, თორემ ჩემი კლასელები მიჩვეულები იყვნენ, კი არა რომ არ მქონდა ეგ უკვირდათ ხოლმე. ერთი კვირს მერეც არ გამიარა ჩალურჯებებმა მაგრამ სახლშიც არ მაჩერებდნენ და მომიწია სკოლაში წასვლა,,,, სკოლიდან წამოსვლა არ მინდოდა ,,, არ მინდოდა მიშის აასეთი ვენახე,,, რომ მნახა ასეთ დღეში გაგიჟდა, არ გაგიშვებ სახლში ჩემთან წაგიყვანო მაგრამ რათქმაუნდა არ გავყევი, მერე იმუქრებოდა რომ არ შეარჩენდადა ასე შემდგ. ხშირად ვსეირნობით მე და მიში მდინარის პირას, მერე ისევ მცემდნენ მაგრამ სახეს ვუფრთიხლდებოდი და ასე, მიუხედავად ბევრი ცემისა სკოლა ისე დამთავრდა ვერ გავიგე,,, მერე იშვიათად ვნახულობდი მიშის, რის გამოც უკმაყოფილო იყო მაგრამ სხვა გზა რომ არ მქონდა ეგეც ესმოდა. სოფლის ჭორიკნებმა არ დააყოვნეს და ჩემებს მიურბენინეს ენა, რომ ვიღაც ბიჭთან ერთად დაძვრებაო . საშინლად შემძულდა ის მეზობელი! ჯერ ერთი ის რომ ენის მიტანა რა საშინელებაა და მეორეც ასე ცუდად რატომ უნდა ეთქვა? მე არასოდეს არაფერი დამიშავების მისთვის. ამ ამბავს შეეწირა ჩემი გრძელი ლამაზი თმები, რომელიც მამამადწოდებულმა გადამპარსა და მერე ქამრით გონის დაკარგვამდე მცემა, არც გინება დაუკლია ჩემთვის. გონზე რომ მოვედი თავთან დედა მედგა რომელსაც ჩემზე არანაკლები ჩალურჯებები ქონდა, მეგონა ეხლა მაინც მომეფერებოდა და დამიყვავებდა მაგრამ არა! შენი ბრალია ყველაფერიო! სახელი გაგვიტეხეო! თითქოს აქამდე ისეთი სახელი გქონდა მამაჩემის წყალობით, რომ ბაგრატიონის გვარს შეშურდებოდა! იმ დღეს მივხვდი რომ არასოდეს შეიცვლებოდნენ ჩემები და ტყულად მქონდა იმედი იმის რომ ოდესმე მაინც ვიქნებოდი ბედნიერი.
ჩემი ამბავი მიშის გაეგო და საღამოს ოთახში შემომიძვრა, ძალიან გამიხარდა და შემეშინდა რომ მამას არ გაეგო თორემ ცოცხალს ნამდვილად არ გაუშვებნენ აქედან.მითხრა რომ ასე ვერც ის გაძლებდა და ვერც მე, ამიტომ ცოლად უნდა გავყოლოდი. არ მინდოდა ამ ნაბიჯის ასე ადრე გადადმა ყველაფერი სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი მაგრამ ჩემმა ოჯახურმა პირობებმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი და მიშის გავყევი. ის ღამე ,მიშის მეგობრის ბებიის სახში გავთენეთ. დაუვიწყარი ღამე გავატარე მიშისთან ერთად ისეთი, რომ არასოდეს არ ვინანებ არცერთი წამით! მთელი სინაზით მიკოცნიდა ჩალურჯებულ ტანს, თვალებს,მუცელს,,,, ისეთი ვნებიანი იყო,დამავიწყა ყველა ტკივილი და მეც ამიყოლია,,,
ერთმანეთზე გადახლართულებს გაგვეღვიძა, დილა კოცნით დაიწყო და კინაღამ გადაიზარდა სხვა რამეში რომ არა კარის შემომტვრევა და კივილი და წივილი. თავზე უცხო ქალი მედგა , რომელიც მამკომბდა ათასი საზიზღარი სიტყვით, არც ჩემი ოჯახის წვრებს იხსენიებდა კარგად, მე კი ვოცოდი რაც იყვნენ მაგრამ უცხოსაგან მაინც ძალიან მწყინდა. ბოლოს სულ ძალით ამათრია საწოლიდან და ლამის გამომაგდო გარეთ. მიშისაც ეჩუბებოდა ეს ვისი შემოთრევა გინდოდა ჩვენ წმინდა ოჯახშიო, მიში ძალიან ბევრს ეცადა მაგრამ ვერაფრით დააწყნარა ქალბატონი ლალი, რომელიც თურმე ჩემი სადედამთილო ყოფილა. არაფრით არ ჩერდებოდა, რამდენის ნათრევია ვინ იცის არ შემოვუშვებ მაგას სახლშიო! მისიანებიც მოვლენ ეხლა და წაათრევენო. მალე ჩემი მხეცებიც მოვიდნენ და ისეთი ჩუბი ატყდა და ლანძღვა გინება ვინატრე იმ წამსვე მომკვდარიყავი ან სულაც არ გავჩენილიყავი, რომ ასეთი დამცირებ არასოდეს ამეტანა. ჩვენი ყვირილის, თხოვნის,მუქარის მიუხედავად მაინც დაგვაშორეს,მიში 17 წლის იყო ამიტომ ვერაფერსაც ვერ გახდა მშობლებთან, თან ჩემს მშობლებს პილოციაც ჩაურევიათ რის გამოც მიშის ჩემი გატაცება ედებოდა ბრალად. ბოლოს მე სახლში წამათრიეს და ისევ ისე უაზროდ და უგონოდ მცემეს, მამაჩემს ჩემი ძმებიც შეუერთდნენ და სასიკვდილოდ დამდეს რასაც ქვია. მიში საზრვარგარეთ წაიყვანეს, როგორც ჩემი მეზობლისაგან გავიგე. მთელ დღეებს ტირილში ვატარებდი, არაფერს არ ვჭამდ, სიკვდილი მინდოდა. ერთ დღესაც გული რომ წამივიდა და თან გულის რევაც ერთვოდა ამ ყველაფერს მივხვდი რაც მჭირდა. ეს ნამდვილი სასწაული და ღვთის საჩუქარი იყო ჩემთვის ამ ჭყელ ყოფაში. შევეცადე ეს ყველაფერი ისე დამემლა რომ ჩემები ვერ მიმხვდარიყვნენ. 5 თვემდე დავმალე , მაგრამ მერე დედამ ყველაფერი გაიგო და ისეთთი ამბავი დამაყარა მამაჩემის ცემა მონაგონი იყო, მერე ისევ სათითაოდ ჯერ მამამ მერე ჩემა ძმება მცემეს 5 თვის ორსული. მეორე დღესვე წამიყვანეს აბორტის გასაკეთებლად მაგრამ 5 თვის ნაყოფი არვინ მომაცილა. ამისათვის ღმერთს მადობას ვწირავდი. მერე ექიმა დედს შესთავაზა რომ როგორც კი გავაჩენდი მაშინვე გაეშვილებინათ ბავშვი .რის სანაცვლოდ 5000 ლარს დაპირდა. დედაჩემს ისე გუხარდა თითქოს ჯეკპოტი მოიგო. არც სახლში დარჩენილან უკმაყოფილო. ოტახში გამომკეტეს და ფანჯარასთან მიახლოვებაც ამიკრძალეს რომ მეზობლებს არ დავენახე მუცლით. ბევრჯერ ვცადე გაქცევა მაგრამ ამაოდ. მეორე სართულზე ვიყავი, მუცლის გამო ვერ გავრისკე გადახტომა. კარები კიდევ გადაკეტილი იყო და ჩემი ყველა მცდელობა ამაო იყო. მთელ დღეებს ჩემს პატარასთან საუბარში ვატარბდი. ისე ძალიან მიყვარდა რომ მის გარეშე ერთი დღეც კი ვერ წარმომედგინა. ვიცოდი რომ ესმოდა და გრძნობდა ყველაფერს, ამიტომაც ვამშვიდებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და რომ მისი დედიკო მას წამითაც არ მიატოვებდა.
ერთ საღამოს კი საშინელმა მუცლის ტკივილმა გამაღვიძა....



№1  offline წევრი lika-kika

Madloba bavshvebo rom mogwont <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent