პირველი სიყვარული 2
მიშამ,რომ უთხრა მეგობრები ვიკრიბებითო ძალიან ეზარებოდა წასვალ ზუკას მაგრამ მაინც დათანხმდა.მთელი საღამო რაღაცის მოლოდინში იყო.კარებზე ზარიაო თამუნამ,რომ დაიძახა უჩვეულოდ აუჩქარდა გული,ქერა კულულებიანი გოგო,რომ დაინახა მაშინვე იცნო,იცნო მისი ბავშვობის სუფთა და წმინდა სიყვარული.შეეშინდა,რომ ვერ მიცნოსო და გადაწყვიტა საერთოდ არ გაეცა ხმა თამარისთის.მერე თამუნამ,რომ აიტეხა საიდუმლოები ვთქვათო ძალიან ესიამოვნა,აინტერესებდა თამარი რას იტყოდა მაგრამ ნამდვილად არ ელოდა იმას,რომ თამარი მასზე ისაუბრებდა,თავიდაან გაუხარდა თამარიც,რომ იგივეს გრძნობდა.მოუნდა მისულიყო და მაგრად ჩაეკრა გულში,მაგრამ თამარმა,რომ თქვა ნაწყენი ვარ მასზეო ადგილზე გაიყინა,შემდეგ მიშას სიტყვებიც,რომ დაემატა,როგორ დაგტანჯაო.მიხვდა,რომ თავისდაუნებურად ძალიან ატკინა პატარა თამარს.იქიდან,რომ არ წამოსულიყო შეიძლებოდა ეყვირა.ეღრიალა,ეტირა დაკარგული ბედნიერების გამო.ყველა გრძნობა ერთმანეთში აერია,სიხარული,სინანულ,მონატრება სიყვარული.არ იცოდა რა გაეკეთებინა,რა მოემოქმედა. -რა გჭირს ტო??-უკან სირბილით დაღლილი მიშა მისდევდა. -რა რა მჭირს ბიჭო,ის ნაგავი მე ვარ,მაგ ანგელოზსს,რომ სიგიჟემდე უყვარს,მე ვარ გესმის მეე. -რააა???ხომ არ გადაირიე რას ამბობ-გაკვირვებული უყურებდა მიშა.შემდეგ ზუკამ ყველაფერი მოუყვა. -აუუ შენც როგორ დატანჯულხაარ ტო,თავი ფილმის მონაწილე მგონია,არ მჯერა,რომ ამ ყველაფრის მომსწრე ვარ-გაანალიზება უჭირდა მიშას. -შენ მე მკითხე როგორ ვარ,იცი რამდენი ხანი ვეძებე??ახლა კი ჩემს წინ იჯდა,მე კიდე ისევ მხდალივით მოვიქეცი და იქიდან წამოვედი,იმის მაგივრად,რომ ტკივილამდე ჩამეკრა გულში. -მერე ტო ავიდეთ და მოუღე ბოლო თქვენს ტანჯვას. -არა, არაა მიშა ვერ გაიგე რა თქვა ნაწყენი ვარო,რომ ვერ მაპატიოს,რომ არ მიმიღოს,არა სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ. -შენს გვერდით ვარ ძმაო,თუ რამე დაგჭირდეს აქ ვარ. ბევრი იფიქრა ზუკამ,როგორ დალაპარაკებოდა,რა ეთქვა თამარისთვვის,ბოლოს კი მოიფიქრა. სამი დღე იყო გასული იმ საღამოს მერე,თამარს ძალიან აინტერესებდა ვინ იყო ის ბიჭი ,რატომ მოიქცა ასე.უნივერიტეტიდან გამოვიდა,ძალაინ წვიმდა.თამარი ცდილობდა როგორმე წვიმის წვეთებს გაჰქცედა და მოულოდნელად მის ფეხებთან მანქანა გაჩერდა. -შენ რა გადაირიე>??ლამის გამიტანე-არც შეუხედია მძღოლისთვიის ისე დაუწყო ჩხუბი. -გამარჯობა თამარ,მიცანი??-ღიმილით უთხრა ზუკამ,რომელსაც ნერვიულობისგან ხმა უკანკალებდა. -აააა,შენ ის უცნაური ბიჭი,სახელიი??-ისევ ის გრძნობა დაეუფლა თამარს,ცდილობდა გაეხსენებინა საიდან ეცნობოდა ეს ბიჭი.გაუხარდა კიდეც მისი ნახვა,თვითონაც არ იცოდა,რატომ უბრალოდ მის დანახვაზე გული გაუთბა და წვიმის წვეთებიც ესიამოვნა. -დაჯექი მანქანაში გაგიყვან და თან გაგეცნობი. -კარგი დავჯდები,მიუხედავად იმისა,რომ გამაფრთხილეს უცნობებს მანქანაში არ ჩაუჯდეო. -ხო ეგ უცნობებს,მე კიდე ნაცნობი ვარ-თან ძალიან დიდი ხნის ნაცნობი,გულში გაიფიქრა ზუკამ. -აბა რა მქვიაო?? -ზურა-რაც შეიძლებოდა ხმადაბლა უთხრა ზუკამ.სახელის გაგონებაზე თამარი შეცბა,თითქოს რაღაც გაახსენდაო,მაგრამ მერე იფიქრა,რომ ეს შეუძლებელი იყო და დაწყნარდა. -იცი ზურა,ჩემს ნაცნობს ძალიან გავხარ,ხან მგონია,რომ ის ხარ. -მართლაა??დიდი ხანია არ გინახავს??-ნერვიულობა უფრო და უფრო ეტყობოდა ზურას. -9 წელია-სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა თამარმა.ცოტა ხანი ისაუბრეს,ისე გაერთო თამარი ზუკასთან ლაპარაკში,რომ ვერც კი მიხვდა ქალაქს როგორ გაცდნენ. -სად ვართ??-შეშინებული ხმით კითხა თამარმა. -აქ რაღაც საქმე მაქ,მოვრჩები და წავალთ კარგი?? -კარგი-ნერვიულად დაეთანხმა თამარი. -გადმოდი,ცოტა დრო მჭირდება და სახლში მოიცადე შენც-ღიმილით უთხრა ზურამ სახლი დასახლებისგან მოშორებით იდგა,თამარს ეს ყველაფერი საეჭვოდ ეჩვენებოდა,ამას ისიც ემატებოდა,რომ ზურამ მანქანიდან პროდიქტი და ჩანთები გადმოალაგა..ძველებური სახლი იყო,ყველაფერი ხისგან იყო დამზადებული,მისაღებში დიდი ბუხარი,ძველებური ავეჯი,ჭურჭელი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს დრო გაჩერდაო. -აქ რა გვინდა ზურა??-შეშინებული ხმით იკითხა თამარმა. -თამარ დაჯექი გთხოვ,რაღაცას მოგიყვები და ძალიან გთხოვ არ შემაწყვეტინო,მეც ძალიან ვნერვიულობ,კარგი?? თამარმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და დივანზე მოკალათდა. -პირველ რიგში ასეთი შეშინებული თვალებით ნუ მიყურებ მე მანიაკი არ ვარ და არც შენ მოკვლას არ ვაპირებ.მე ზურა მქვია,მაგრამ ყველა ზუკას მეძახის,შენ,რომ მითხარი ჩემს ნაცნობს გევხარო,კი არ ვგევარ,მე ის შენი ნაცნობი ვარ,თუ ამას ნაცნობი ჰქვია.ვიცი ეს ყველაფერი შენთის მოულოდნელია,მაგრამ ჩემთვის უფრო მოულოდნელი იყო,იმ საღამოს კარებში,რომ შემოხვედი და კიდევ უფრო მოულოდნელი იყო ჩემზე,რომ დაიწყე ლაპარაკი.ხო მე ის ზუკა ვარ,ლაჩარი ზუკა,რომელმაც ისე გაგიშვა თავის ცხოვრებიდან, რომ ამის შესაჩერებლად თითიც არ გაუტოკებია.ძალიან დიდი ხანი ვებრძოდი ჩემს თავს,მინდოდა მოვსულიყავი და ყველაფერი მეთქვა შენთვის,მეთქვა,რომ მიყვარხარდი,რომ შენით ვსუნთქავდი,ვარსებობდი,შენი ბავშვური სიცილი,რომ მთელ სხეულს მითბობდა.შენი ერთი შემოხედვა,რომ საკმარისი იყო და მეგონა გავფრინდებოდი.ეს ყველაფერი უნდა მეთქვა,მაგრამ მეშინოდა,შენ ისეთი პატარა იყავი,ისეთი სუფთა,მეშინოდა ვერ გამიგებდი.მეგონა ისიც არ იცოდი რა არის სიყვარული.მეგონა,რომ მეთქვა ჩემი შეგეშინდებოდა და ამას სიკვდილი მერჩივნა,მერჩივნა მოვმკვდარიყავი და შენს თვალებშიი შიში არ დამენახა ჩემს დანახვაზე.გადავწყვიტე მომეცადა,ცოტა გაზრდილიყავი და ყველაფერს გეტყოდი.ყოველდღე გაკვირდებოდი,როგორ იზრდებოდი,როგორ ქალდებოდი,იცვლებოდი,მაგრამ ეს გრძნობა არ იცვლებოდა.ყოველ ღამე ვგეგმავდი,რომ მეორე დილით მოვიდოდი და უსიტყვოდ ჩაგიკრავდი გულში,არ მაინტერესებდა რას იზავდი,გაიქცეოდი,იტირებდი,უბრალოდ ჩაგიკრავდი,მაგრამ მეორე დილით ისევ მეშინოდა.როდესაც გადავწყვიტე,რომ დრო იყო,შენს სადარბაზოსთან მოვედი,სამი დღე გელოდი მაგრამ არსად გამოჩნდი,მერე მითხრეს,რომ საცხოვრებელი შეიცვალე და იქ აღარ ცხოვრობდი.ეს რომ გავიგე მოვკვდი,მართლა მოვკვდი,გეძებე სად არ გეძებე,ელენესაც კი ვკითხე მაგრამ იმ მეტიჩარამ არაფერი მითხრა.მერე დავნებდი,დინებას მივყევი.ვერაფრით დაგივიწყე,არ ვიცი ეს რა არის მაგრამ ვერავინ შევიყვარე შენს მეტი,ვერ შევძელი შენი დავიწყება.ახლა,რომ გნახე,მივხვდი ისევ მიყვარხარ,იმაზე მეტადაც კი ვიდრე მაშინ ბავშვობაში,ერთადერთი ქალი ხარ ვინც მინდა და ამას ვერაფერი შეცვლის.ახლა როცა გიპოვე აღარსად გაგიშვებ გინდა ეს შენ თუ არა.სულ ჩემთან იქნები,ჩემს გვერდით.ვეღარ გადავიტან შენს დაკარგვას,ვეღარ გავუძლებ-ყვებოდა ზურა და თან ცრემლები ურცხვად მოიკვლევდნენ გზას მის სახეზე.ლაპარაკს,რომ მორჩა თამარს გაეცინა. -იცი ზუკა,ამდენი ხანია მიყვარხარ და დღეს პირველად გავიგონე შენი ხმა. -მხოლოდ ეს გაქვს სათქმელი ჩემთვის??-იმედგაცრუებულმა კითხა ზუკამ. თამარი მოულოდნელად ატირდა,ბედნიერებისგან ტიროდა.ვერ იჯერებდა,რომ მის წინ მისი ოცნება იჯდა და ელაპარაკებოდა. -რომ გითხრა არ მიხარია შენი გამოჩენა და არ მიყვარხარო,ვიცი არ დამიჯერებ.მაგრამ დრო მჭირდება ზუკა,ეს ყველაფერი უნდა გადავხარშო,გავიაზრო.მე ხომ სულ არ გიცნობ,მე ხომ დღეს პირველად გავიგონე შენი ხმა.წამიყვანე გთხოვ სახლში უნდა დავფიქრდე. -არა,არსად არ გაგიშვებ,აქ იქნები სანამ არ მიხვდები,რომ ჩემი ხარ და ჩემთან გინდა ყოფნა.ჩათვალე,რომ მოგიტაცე და გამოსასყიდი,მხოლოდ შენი სიყვარულია. -კი მაგრამ-რაღაცის თქმა დააპირა თამარმა მაგრამ ზუკამ შეაწყვეტინა. -არავითარი მაგრამ.აქ ყველაფერია საწოლი,საჭმელი.გინდა თუ არა ორივე აქ ვიქნებით და აქდან მხოლოდ ცოლ-ქმრის სტატუსით გავალთ.-თამარი ვერ ხვდებოდა მის თავს რა ხდებოდა,ბედნიერი იყო,მაგრამ ამავვე დროს შეშინებული.ერთ სახლში იყო თავის ერთადერთ სიყვარულთან და თან უცხო ადამიანთან ერთად.ხვდებოდა,რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა და დათანხმდა. -კარგი თანახმა ვარ,ოღონდ ახლა დასვენება მინდა. -კარგი წამოდი საძინებელს გაჩვენებ.სახლს მხოლოდ ერთი საძინებელი ჰქონდა და იქაც მხოლოდ ერთი საწოლი იდგა. -აქ მე ვიძინებ ხომ??-მორცხვად იკითხა თამარმა. -აქ ჩვენ ვიძინებთ.-მკაცრი ხმით უთხრა ზუკამ. -კი მაგრამ აქ მხოლოდ ერთი საწოლია,არ ვარ თანახმა. -შენს წინააღმდეგობას აზრი არ აქვს,ჩვენ ერთად დავიძინებთ,ხაზს ვუსვამ დავიძინებთ და ბილწი აზრები თავიდან ამოიგდე.-სიცილით უთხრა ზუკამ და ოთახიდან გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.