შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"მეორე მე" V თავი


2-03-2015, 17:14
ავტორი CooLPlaYeR
ნანახია 2 022

სახლში მისულმა ბევრი ვიფიქრე თუ რა მოხდა დღეს. რატომღაც ვიგძენი, რომ ერეკლეს არაფერი გამმომივიდოდა. ის როგორც მეგობარს ისე მიყურებდა. ამიტომ გადავწყვიტე მასზე, როგორც ბიჭზე აღარ მეფიქრა. მარტივი არ ყოფილა, რადგან აგარაკზე მარტო ვიყავი და მისი ნახვაც ხშირად მომიწევდა. მაგრამ შეუძლებელი არაფერი!
-როგორ ხარ, ნიი?
-რავი ვარ რა. შენ?
-ეხლა ისეთი ამბავი უნდა გითხრა, რომ სიხარულისგან კოსმოსში აფრინდები.
-რა მეჯვარეობა მეღირსა?-მითხრა აღტახებულმა.
-არა გოგო!! დღეს დედას ვეტყვი და ზაფხულის დანარჩენ დღეებს ჩემთან ერთად გაატარებ.
-ანუ ჩამოდიხარ?!
-ვაიმეე რა იდიოტი ხარ. არა! შენ უნდა ჩამოხვიდე.
-მართლაა? მაგრამ ჩემებმა თუ გამომიშვეს.
-მიდი შენ ეხლა მოემზადე და დანარჩენი ჩემზე იყოს.-ვუთხარი და ყურმილი დავუკიდე.
-მა, რაღაც უნდა გთხოვო.
-კიდე სადმე აპირებთ წასვლას?
-არა, ნინი მინდა, რომ ჩამოვიდეს. მამამის დაურეკე, რომ გამოუშვან.
-კაი, ჩემო პატარა.
ტბა, ერეკლე, ნინიიი. საერთოდ რა ხდება ჩემ თავს??? ან კიდე ნინის რატომ დავურეკე? არ ვიცი, ალბათ მეგონა, რომ ის ერეკლეს დამავიწყებდა. ძალიან ავირიე და აგარაკზე ჩამოსვლას ვნანობდი. არადა მთელი ოცი დღე წინაა.
ძალიან უნამუსოდ, რომ არ მოვქცეულიყავი დილით მესამე წიგნის კითხვა დავიწყე. ტრადიციულად ეზოში, ჰამაკში. წიგნს გული ვერ დავუდე. ვფიქრობდი ერეკლეზე, ნინიზე და იმ სავარაუდო მომავალზე რაც ნინის ჩამოსვლას მოყვებოდა. უცებ ნაცნობი კისკისის ხმა შემომესმა:
-ჩამოვედიიიიი!
-ნიი, როგორ მომენატრე-და გადავეხვიეთ ერთმანეთს.
-მეც მომენტარე. რა კარგი ადგილი ყოფილა. გული მიგრძნობს მაგრა გავერთობით.
-ჩვენ თუ ერთად ვართ ვერსადაც ვერ მოვიწყენთ. წამოშევიდეთ.
ავიღეთ ჩანთები და სახლში შევედით. დედამ ნინი გადაკოცნა, მოიკითხა მშობლები და ოთახში ავედით.
-იმის ნახევარიც კი არ მოგიყოლია თუ რა მაგარ პონტში ყოფილხარ(ნინის ჩვევია გრამატიკულად ლაპარაკი wink )
-ხო.
-მოდი ეხა მომიყევი ყველაფერი.
-რა მოგიყვე?
-როგორ თუ რა. რას აკეთებდი, ერეკლე როგორი ტიპია და საერთოდ რა ხდება შენს თავს(ნეტა მცოდნოდა ჩემთავს რა ხდებოდა).
-რამდენჯერ გაგიმეორო, რომ არაფერიც არ ხდება.უბრალოდ მეგობარია და ამაში თვითონაც დარწმუნდები. რაც შეეხება გართ...
-კარგი რა მე მაინც ნუ მატყუებ. თვალები ისე გიბრწინავს გეგონება გუგების მაგივრად ალმასები აქვს ჩასმულიო.
-ეგ იმიტომ, რომ შენი ჩამოსვლა გამიხარდა.
-კაი, ხო. მაშინ ის მითხარი როგორი სიტუაციაა.
-ჯერ დამშვიდდი, დალაგდი და ყველაფერს აგიხსნი.
არ ვიცი როგორ აგიხსნათ ის რასაც ეხლა ვგრძნობდი. ცხოვრებაში პირველად ვატყუებდი ჩემს ძვირფას ადამიანებს. ხომ შეიძლებოდა, რომ ნინისთვის ყველაფერი მეთქვა. მაგრამ ალბათ თვითონაც არ ვიყავი ამ "ყველაფერში" გარკვეული. არ მეგონა არდადეგები ტვინის ჭ....ტვად თუ მექცეოდა. როდესაც ტანსაცმელს ვალაგებდით დედამ დამიძახა.
-ლილე, ორი წამით ჩამოდი!
-ჩავალ ვნახავ რა უნდა და ამოვალ.შენ დაალაგე მანამდე.
-კაი.
კიბეები ჩავირბინე და კარებში ერეკლე დავინახე.
-ვაა, ერიკ.
-გუშინ არ მეცალა ვერ შემოგიარე და მეთქი ხომ არ მოიწყინა-თქო ვიფიქრე და მოვედი.
-წამო ვიღაც უნდა გაგაცნო.
-აჰაა, ესეიგი მაგიტომ არ ხარ ხო მოწყენილი?!
-არა დღეს ჩამოვიდა. გეყო ფილოსოფოსობა და გამომყევი.
როდესაც კიბეებზე ავდიოდით ერეკლეზე ხელი მქონდა მოკიდებული. გეგონებოდათ პირველად ამოდიოდა კიბეებზე.
-ნიი, გაიცანი ეს ერეკლეა ერეკლე ეს ჩემი საუკეთესოოო... საუკეთესო "ტვინისმბურღავი" ნინია lol
-სასიამოვნოა-ნინიმ ერეკლეს ხელი ჩამოართვა. მე კიდე თვალები გადამიბრიალა"დამერხა" ჩავიფიქრე ჩემთვის.
ერეკლე ისე უყურებდა ნინის, რომ რაღაც მომენტში თავი მართლა ზედმეტად ვიგრძენი და ღიმილი სახეზე შემახმა.
-დღეიდან ნნინი ჩვენს ანცობებს შემოუერთდება.-ისევ მე აღვადგინე საუბარი-იმედი მაქვს ერთმანეთს გაუგებთ.
-ანუ დღეიდან სამი ვიქნებით. ძალიან კარგი-ჩაილაპარაკა კმაყოფილმა ერეკლემ.
-ხო, მიყვებოდა ხოლმე თქვენ რომანტიულ საღამოებზე ნინი. მე მთლად თქვენნაირი რომანტიული ვერ ვარ, მაგრამ ერთმანეთს უეჭველი გავუგებთ.
-ზღვის ამბავიც მოგიყვა?
-არა ეგ არ მოუყოლია-და ნინიმ გაკვირვებული სახით შემომხედა.
-ეხლა რა გასახსენებელია, მერე მოგიყვები ნიი.
-კაი, რა მომიყევი ეხლა. ერეკლეც იქ არ იყო?!
-მერე მოგიყვები! ეხა არა.
-ლილე რა მოხდა შენი საუკეთესო მეგობარი არაა?! მოკლედ...
და დაიწყო ერეკლემ ამბის მოყოლა. ძალიან გავბრაზდი. ყველაზე მეტად იმან გამაცხარა, რომ ბოლოს ერთიანად სიცილი მორთეს. გაბრაზებული გამოვვარდი ოთახიდან. ვანაში შევედი და რაც გულში მქონდა ყველაფერი "ამოვანთხიე". თავსაც კი ვეღარ ვაკონტროლებდი. ამდენი ცხოვრებაში არასდროს მიტირია(აქამდე ასე მწარედ არც მტკენია და ალბათ მაგიტომ). კარებზე აბრახუნებდნენ, მეძახდნენ, მაგრამ მე მათი მოსმენა საერთოდ არ მინდოდა.
-ლილე, რა ბავშვივით იქცევი. ბოდიში არ მინდოდა, არ მეგონა ესე თუ გაბრაზდებოდი.-იძახდა ერეკლე.
"ხოდა, გეფიქრა მერე მაგაზე"ვფიქრობდი გულში.
-კაი რა, ბააას(მოფერებით ბასასუნას მეძახის ნინი wink )გთხოვ გამოდი რა..
მე კი ვიჯექი და ვტიროდი. ბოლოს გული, რომ ვიჯერე გამოვედი. ერეკლე უკვე წასული იყო და ვახშმობის დროც დადგა. ოთახში შევედი თავი, რომ მომეწესრიგებინა. არ მინდოდა დედას და მამას ასეთი ვენახე. ნინი საწოლზე იწვა და ფიქრობდა. შესვლისას მშვიდად მკითხა:
-რაზე გაბრაზდი?
-მეკითხები კიდეც?!
-ხო, გეკითხები, რადგან პატარა ბავშვივით ასლუკუნდი და გავარდი ისე, რომ ჩვენთვის არაფერი გითქვავს.რა დაგემართა?
-ერთმანეთს რამდენი წელია ვიცნობთ?
-9
-მთელი ამ ხნის განმავლობაში შენთვის დამიცინია?
-არა.
-ხოდა, მეც იგივეს მოვითხოვ შენგან.
-რას გულისხმობ?
-ძალიან კარგად იცი რასაც. ორივე ისე დამცინოდით საერთოდ დაგავიწყდათ, რომ ბავშვობიდან წყლის შიში მაქვს და ეს ყველაფერი მაგიტომ დამემართა. და საერთოდ მაგ ამბავში სასაცილო რა იყო მაინც ვერ ვხვდები.
-სანამ გადახტებოდი მანამდე გეფიქრა რა შეიძლებოდა მომხტარიყო.
-ზოგი გადახტომასაც კი ვერ შეძლებდა. ლაპარაკის გაგრძელება აღარ მინდა, ვგრძნობ რომ რაღაც ცუდს წამოროშავ.
-რა გავაკეთო?-მკითხა და საწოლზე წამოჯდა.
-წყალი შეისხი და სავახშმოდ ჩამოდი.
მივხვდი, რომ ერეკლეს გამო ნინისთან ჩხუბი არ ღირდა, თუმცა ეს ჩხუბი მხოლოდ მის გამო არ გამართულა. მე უბრალოდ ვერ ვეგუები ნიინისთან გაბრაზებას!
ვისხედით და ვახშმობდით. უცებ ესემესი მომდის:
"ნინი--მადლობა"
"მე-რისთვის?"
"ნინი--რომ მაპატიე<3"
"მე--არ გცხვენია?"
-თქვენ რა კიდე ცალკ-ცალკე გგონიათ თავი?-იკითხა მამამ.
-ხო, კიდე ვერ ვეგუები, რომ ლილესთან ერთად ვარ. მითხრა და ხელზე ხელი დამადო.-და მასთან გავატარებ დარჩენილ...
-19-შევეშველე.
-19დღეს.
-თქვენ მე გამაგიჟებთ-გაიცინა მამამ.
მეც ვგრძნობდი, რომ თანდათან ვგიჟდებოდი.

__________________________

ალბათ ხვდებით როგორც განვიტარდება მოვლენები :)))))) შეგიძლიათ ვარაუდები დააფიქსიროთ



№1 სტუმარი tako_tako

რატომღაც მგონია, რომ ერეკლეს ნინი შეუყვარდებააა :))))) აუუ ძაან მაგარი გოგო ხარ რააა <3<3

 


№2  offline წევრი CooLPlaYeR

tako_tako
რატომღაც მგონია, რომ ერეკლეს ნინი შეუყვარდებააა :))))) აუუ ძაან მაგარი გოგო ხარ რააა <3<3

ვნახოოთ ვნახოოთ winked wink მადლობაა <3

 


№3  offline წევრი BusaMariami

ოოო აი ინტრიგაა :დ ნინი და ერეკლე? ნუუ ეგ შენი გადასაწყვეტია, აი მე კი მგონია რომ ერეკლე არც ნინისთან დარჩება და არც ლილესთან ) აბა რავიცი :დ ველოდები შემდეგ თავს პს. ლილე კარგი გოგოა :დ აბა შენ იცი ავტოორ <3 !
--------------------
მე ვჩურჩულებ რომ ამქვეყნად თავად სიყვარული მიყვარს!
გამეღიმა...ამ წამს ის ვთქვი რაც არასდროს არსად მითქვამს!..

 


№4  offline წევრი CooLPlaYeR

BusaMariami
ოოო აი ინტრიგაა :დ ნინი და ერეკლე? ნუუ ეგ შენი გადასაწყვეტია, აი მე კი მგონია რომ ერეკლე არც ნინისთან დარჩება და არც ლილესთან ) აბა რავიცი :დ ველოდები შემდეგ თავს პს. ლილე კარგი გოგოა :დ აბა შენ იცი ავტოორ <3 !

მარტოო ტოვებ ერეკლეეს? ))))

 


№5 სტუმარი tiko

kaia dzaan ^_^ davintrigdi gagrdzelebas velodebi...

Yochag kaia ^_^ davintrigdi warmatebebi

 


№6  offline წევრი BusaMariami

CooLPlaYeR
BusaMariami
ოოო აი ინტრიგაა :დ ნინი და ერეკლე? ნუუ ეგ შენი გადასაწყვეტია, აი მე კი მგონია რომ ერეკლე არც ნინისთან დარჩება და არც ლილესთან ) აბა რავიცი :დ ველოდები შემდეგ თავს პს. ლილე კარგი გოგოა :დ აბა შენ იცი ავტოორ <3 !

მარტოო ტოვებ ერეკლეეს? ))))

ოოო აი მარტო ეგეთი კარგი ბიჭი, რომ არ დარჩება ფაქტია :დ <3 აიმეე მაგალითად ლილესთან მინდა რომ დარჩეს მაგრამ ეგუკვე შენი გადასაწყვეტიაა <3 წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს <3 !
--------------------
მე ვჩურჩულებ რომ ამქვეყნად თავად სიყვარული მიყვარს!
გამეღიმა...ამ წამს ის ვთქვი რაც არასდროს არსად მითქვამს!..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent